Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 183

არიფონი რეტარდი 1.5მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – indapamide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – C03BA11

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით; თიაზიდის მსგავსი დიურეზული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ.1,5 მგ. 30ც

აქტიური კომპონენტი: ინდაპამიდი 1,5მგ
არაქტიური ინგრედიენტები:
ტაბლეტის ბირთვი: სილიციუმის კოლიდური დიოქსიდი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი.
აპკიანი გარსი: გლიცერინი, ჰიპრომელოზა, მაკროგოლი 6000, მაგნიუმის სტეარატი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ეს სამედიცინო პრეპარატი განკუთვნილია მომატებული არტერიული წნევისთვის. (არტერიული ჰიპერტენზია)
ის წარმოადგენილია პროლონგირებული მოქმედების აპკიანი ტაბლეტების სახით, რომლის მოქმედი ნივთიერებაა ინდაპამიდი
ინდაპამიდი – დიურეზული საშუალება. უმეტესობა დიურეზული საშუალებები ზრდიან თირკმელებით გამომუშავებული შარდის მოცულობას. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება სხვა დიურეტიკებისგან იმით, რომ მხოლოდ მცირედ ზრდის თირკმელების მიერ წარმოქმნილი შარდის მოცულობას.

ჩვენებები

მომატებული არტერიული წნევა

მიღების წესები და დოზები

1 ტაბლეტი დღეში, სასურველია დილით. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტი იყლაპება მთლიანად, 1 ჭიქა წყლის დაყოლებით. არ შეიძლება ტაბლეტის დაფხვნა და გატეხვა. არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალო პრეპარატების მიღება ჩვეულებრივ, გრძელდება მთელი სიცოცხლე.

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ნებისმიერი პრეპარატს, არიფონ რეტარდსაც (თუმცა არა ყველა პაციენტში) შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები.
მათ მიეკუთვნება:
– გავრცელებული (10-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტში): სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება, რამაც შეუძლია გამოიწვიოს კუნთური სისუსტე.
– არაგავრცელებელი (100-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტში): ღებინება, ალერგიული რეაქციები, ძირითადად დერმატოლოგიუური ხასიათის, ისეთები როგორიცაა, გამონაყარი, პურპურა, (კანზე წითელი წერტილები) ალერგიული და ასთმური რექციებისადმი წინასწარგანწყობილ პაციენტებში.
– იშვიათი (1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებში, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტში): – დაღლილობის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სხეულში ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია),
– დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ (ისეთი როგორიცაა გულისრევა და ყაბზობა), პირის ღრუს სიმშრალე;
– გაუწყლოების მომატებული რისკი ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე პაციენტებში გულის უკმარისბით.
– ძალიან იშვიათი (10 000-დან 1-ზე უფრო ნაკლები):
– გულისცემის არარეგულარული რითმი, დაბალი არტერიული წნევა,
– თირკმლის დაავადებები,
– პანკრეატიტი (კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რაც იწვევს ტკივილს მუცლის ზედა არეში), ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას შესაძლებელია განვითარდეს ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება);
– სისხლის სურათის ცვლილება, ისეთი როგორიცაა თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს სილურჯეების და ცხვირიდან სისხლდენის ადვილად გაჩენას), ლეიკოპენია (ლეიკოციტების შემცველობის შემცირება, რაც იწვევს უმიზეზო ცხელების, ყელის არეში ტკივილის ან გრიპის მსგავსი სხვა სიმპტომების განვითარებას – ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის კონსულტაცია) და ანემია (ერითროციტების შემცველობის შემცირება),
– ანგიონევროზული შეშუპება ან/და ჭინჭრის ციება, კანის მწვავე რეაქციები. ანგიონევროზული შეშუპება ხასიათდება კიდურების, სახის კანის, ტუჩების, ენის, ყელის ან სასუნთქი გზების ლორწოვანი მემბრანების შეშუპებით, რაც იწვევს ქოშინს და ყლაპვის გაძნელებას. ამ შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია. სისტემური წითელი მგლურას შემთხვევაში (კოლაგენურ-სისხლძარღვოვანი დაავადების ტიპი) შესაძლებელია მდგომარეობის გაუარესება. არსებობს ფოტომგრძნობელობის მონაცემები (ცვლილებები კანის მხრივ) მზის ან ხელოვნური ულტრაისფერი სხივების მოქმედების შემდეგ.

შესაძლებელია ზოგიერთი ლაბორატორიული პარამეტრის ცვლილება, ამიტომ მდგომარეობის შესამოწმებლად ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლაბორატორიული მონაცენ]მების შემდეგ ცვლილებებს:
– სისხლში კალიუმის დაბალი შემცველობა,
– სისხლში ნატრიუმის დაბალი შემცველობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება, არტერიული წნევის შემცირება,
– შარდმჟავას შემცველობის გაზრდა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან გააძლიეროს პოდაგრა (ტკივილი სახსრებში, განსაკუთრებით ფეხებში),
– დიაბეტით დაავადებულებში სისხლში გლუკოზის შემცველობის გაზრდა, სისხლში კალციუმის დონის მომატება.
თუ ეს ეფექტები იძენს სერიოზულ ხასიათს და თუ პაციენტს აღენიშნება ისეთი გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

უკუჩვენება

– ალერგია ინდაპამიდზე, ნებისმიერ სხვა სულფონამიდზე და არიფონ რეტარდის ნებისმიერ კომპონენტზე.
– თირკმლის სერიოზული დაავადება
– ღვიძლის მძიმე დაავადება, ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ტვინის დეგენერაციული დაავადება),
– სისხლში კალიუმის დაბალი დონე.

სიფრთხილის ზომები:
არიფონ რეტარდი სიფრთხილით მიიღება შემდეგ შემთხვევებში:
– ღვიძლის ფუნქციის დარღვევა,
– დიაბეტი,
– პოდაგრა,
– გულისცემის რითმის დარღვევა, თირკმლის დაავადებები,
– პარათირეოიდული სისტემის გამოკვლევის წინ.

თუ პაციენტს აქვს მომატებული ფოტომგრძნობელობა, საჭიროა ექიმის გაფრთხილება.
ექიმმა ნატრიუმის, კალიუმის და კალციუმის დონეების შესაფასებლად შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი.
ნებისმიერ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების და მოცემული პრეპარატის მიმართ ეჭვის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
სპორტსმენებმა უნდა იცოდენ, რომ ეს პრეპარატი შეიცავს აქტიურ კომპონენტს, რომელმაც შეიძლება მისცეს დადებითი რეაქცია დოპინგ-კონტროლზე.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღებამდე სჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. თუ დაგეგმილია ორსულობა ან დადასტურდა ორსულობის ფაქტი, საჭიროა დაუყოვნებლივ გადასვლა მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდზე. ორსულობის დაგეგმვისას საჭიროა მკურნალი ექიმის საქმის კურსში ჩაყენება.
აქტიური ინგრედიენტი გამოიყოფა ლაქტატში, ამიტომ მოცემული პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

არიფონ რეტარდის დოზის გამორჩენის შემთხვევაში, მომდევნო დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს. დოზის გაორმაგება არ შეიძლება.
იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვეულებრივ, ჰიპოტენზიური მკურნალობა გრძელდება მთელი სიცოცხლე, პრეპარატის მიღების შეწყვეტის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების გაჩენისას, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის დაუყოვნებელი კონსულტაცია. არიფონ რეტარდის ძალიან დიდმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაწევა, კრუნჩხვები, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების გამომუშავებული შარდის მოცულობის შეცვლა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს და ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც ის ღებულობს ან ღებულობდა, იმის მიუხედავად, თუნდაც ისინი გაიცემოდეს ურეცეპტოდ.
არიფონ რეტარდის ერთდროული მიღება ლითიუმთან (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ) არ შეიძლება, რადგანაც ამან შეიძლება გამოწვიოს სისხლში ლითიუმის შემცველობის გაზრდა.
ექიმს აუცილებლად უნდა ეცნობოს შემდეგი პრეპარატების შესახებ, რადგანაც მათი მიღებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილს ზომები:
– გულისცემის დარღვეული რითმის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი, იბუთილიდი, დოფეტილიდი, დიგიტალისი),
– მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები, ისეთების როგორიცაა დეპრესია, განგაში, შიზოფრენია, და სხვ. (მაგალითად, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ნეიროლეპტიკები),
– ბეპრიდილი (გამოიყენება სტენოკარდიის სამკურნალოდ),
– ციზაპრიდი, დიფემანილი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევებისას),
– სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები, რომლებიც გამოიყენება ინფექციის სამკურნალოდ),
– ჰალოფანტრინი (ანტიპარაზიტული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მალარიის ზოგიერთი სახეობის სამკურნალოდ),
– პენტამიდინი (გამოიყენება პნევმონიის ზოგიერთი სახეობის დროს),
– მიზოლასტინი (გამოიყენება ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ, მაგალითად თივის ცხელების დროს),
– ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (მაგალითად იბუპროფენი) ან აცეტილსალიცილის მჟავის მაღალი დოზები,
– ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ ინჰიბიტორები) (გამოიყენება მომატებული არტერიული წნევის და გულის უკმარისობის სამკურნალოდ),
– პერორალური კორტიკოსტეროიდები, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, ასთმის და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით.
– საფაღარათე საშუალებები,
– ბაკლოფენი (ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, სკლეროზის დროს განვითარებული კუნთების სისუსტის დროს),
– კალიუმის შემნახველი დიურეტიკები (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი),
– მეტფორმინი (დიაბეტის სამკურნალოდ),
– იოდის შემცველი რენტგენოკონტრასტული ნივთიერებები (გამოიყენება რენტგენოლოგიური გამოკვლევისას)
– კალციუმის ტაბლეტები ან კალციუმის შემავსებელი სხვა პრეპარატები,
– ციკლოსპორინი, ტაკრომილუსი, ან იმუნური სისტემის დამთრგუნველი სხვა პრეპარატები, რომლებიც ინიშნება ორგანოთა ტრანსპლანტაციის შემდეგ, აუტოიმუნური, მწვავე რევმატიული და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
– ტეტრაკოზაკციდი (კრონის დაავადების სამკურნალოდ)

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ და მხედველობის არიდან მოშორებულ ადგილას.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადის მითითებისას, იგულისხმება თვის უკანასკნელი რიცხვი.
შენახვის ვადა 2 წელი
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
არ შეიძლება წამლის ჩაგდება გამდინარე წყლებში და კანალიზაციაში. იმასთან დაკავშირებით, თუ სად უნდა გადააგდოს ის წამალი რომელიც მას აღარ სჭირდება, პაციენტმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს ფარმაცევტს. ეს საჭიროა გარემოს დასაცავად.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

მწარმოებელი ქვეყანა – საფრანგეთი

ამრა ფორტე 4მგ/1.25მგ #30ტ GMP

ამრა ფორტე
AMRA Forte
(PERINDOPRIL, INDAPAMIDE)

შემადგენლობა
ამრა ფორტეს ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პერინდოპრილის ერბუმინის 4 მგ-სა და ინდაპამიდის 1.25 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს – პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას – ინდაპამიდს. ამრა ფორტეს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას. ამრა ფორტეს ახასიათებს დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური ეფექტი როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევაზე. პრეპარატის მოქმედება 24 სთ გრძელდება. მყარი თერაპიული ეფექტი (ტაქიკარდიის განვითარების გარეშე) მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეზე ადრე მიიღწევა. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. ამრა ფორტე ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიკურობას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ მოქმედებს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე.
პერინდოპრილი – როგორც ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. პერინდოპრილი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ხანგრძლივი გამოყენებისას ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. აღნიშნული ეფექტები მიიღწევა ტაქიკარდიის განვითარებისა და ორგანიზმში მარილებისა და წყლის შეკავების გარეშე. პერინდოპრილთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალების დანიშვნა ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერებას. ამასთანავე – მცირდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. პერინდოპრილი პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით არეგულირებს გულის მუშაობას.
ინდაპამიდი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის იონების ორგანიზმიდან გამოდევნას, რაც საბოლოო ჯამში დიურეზის გაძლიერებას იწვევს. ინდაპამიდი ამცირებს ადრენალინისადმი სისხლძარღვთა ჰიპერაქტიურობას. ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მათი კომბინაციაში გამოყენების დროს. პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. აბსორბირებული პერინდოპრილის დაახლოებით 20% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად – პერინდოპრილატად. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პერინდოპრილის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან შარდის გზით გამოიდევნება.T1/2 შეადგენს 3-5 საათს. ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. T1/2 შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 19 საათს). ძირითადად გამოიდევნება შარდის (მიღებული დოზის 70%) და ფეკალური მასების (22%) გზით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება
– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას;

უკუჩვენება
– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე);
– ჰიპოკალიემია;
– თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);
– QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება;
– ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
– პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ამრა ფორტეს მიღებამ შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მისი პირველი მიღებისას პირველი 2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი იზრდება პაციენტებში საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის (სმსმ) შემცირებით, გულის მძიმე უკმარისობით, დაბალი საწყისი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიების სტენოზით ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზით, ღვიძლის ციროზით (შეშუპებითა და ასციტით). პირველი მიღებისას განვითარებული არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. სმსმ-ისა და ა/წ-ის აღდგენისას შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები დოზით ან შემადგენელი კომპონენტების მონოთერაპიით გაგრძელება. ამრა ფორტეს გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი. უსაფრთხოების ზომები პერინდოპრილის გამოყენებისას ამფ-ის ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის მიღებისას ზოგჯერ შესაძლებელია სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პერინდოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ამფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობისას არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილის მემბრანების გამოყენებით. პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით მკურნალობა იწყება პრეპარატის მცირე დოზებით. პაციენტებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატების საშიშროება) მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგადი ანესთეზიის დროს ამფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე საჭიროა პერინდოპრილის მოხსნა. უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევით ინდაპამიდის გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლის ენცეფალოპათია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ წყდება. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ინდაპამიდს, როგორც თიაზიდურ დიურეზულ საშუალებას, ახასიათებს შარდთან ერთად კალციუმის გამოდევნის შეზღუდვა, რაც სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დროებით მატებას იწვევს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის ფონზე. პაციენტებში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას მაღალი შემცველობით ინდაპამიდი ზრდის ნიკრისის ქარის (პოდაგრას) განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.
დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ა/წ გამოხატული დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად ანურიაში გარდამავალი), ბრადიკარდია, ელექტროლიტური დისბალანსი. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა, წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია. ამრა ფორტე არ გამოიყენება ლითიუმთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის პრეპარატებთან, საანესთეზიო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესიულ და სისტემურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში. ერითრომიცინთან (ი/ვ გამოყენებისათვის), პენტამიდინთან, სულტოპრიდთან, ვინკამინთან, ბეპრიდილთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია “პირუეტის” ტიპის არითმიის განვითარება. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ამცირებენ ამფ-ის ინჰიბიტორების მოქმედებას. ასას და ამფ-ის ინჰიბიტორებს ახასიათებთ ჰიპერკალიემიის განვითარებისადმი ადიტიური მოქმედება, ამასთანავე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიონ. ამრა ფორტესა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ინდაპამიდის Iა კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან გამოყენებამ შესაძლოა “პირუეტის” ტიპის არითმია გამოიწვიოს. საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას ნაწლავის მოტორიკის გამაძლიერებელი საშუალებები არ გამოიყენება. ამრა ფორტეს საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ის კონტროლი და აუცილებლობისას – თერაპიის კორექტირება.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი (ამრა ფორტე) დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. პაციენტები თირკმლის უკმარისობით, როცა კკ მეტია 60 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ (1 ტაბლეტი (ამრა ფორტე) დღეში ერთხელ, კრეატინინისა და კალიუმის მუდმივი კონტროლის ქვეშ). ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 60-30 მლ/წთ) თერაპიული კურსი იწყება მცირე დოზით (რეკომენდებულია პრეპარატი ამრა – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ).

გვერდითი მოვლენები
წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ნატრიუმის დონის შემცირება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, პროტეინურია, შარდში და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის მატება; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, პარესთეზიები, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – გონების დაბინდვა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; იშვიათად – სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი; კნტ-ის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – პირის სიმშრალე; ერთეულ შემთხვევაში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, იშვიათად – ჰიპოჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ; იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგინევროზული შეშუპება; ერთეულ შემთხვევაში – მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
30 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში. აფთიაქიდან გაცემის პირობები ექიმის რეცეპტით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ამრა ბი ფორტე 8მგ/2.5მგ #30ტ

ამრა ბი ფორტე / Amra Bi Forte

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, indapamide

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → დიურეზული საშუალებები

მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: (8მგ + 2,5მგ) აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

 

შემადგენლობა

ამრა ბი ფორტეს გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პერინდოპრილის ერბუმინის 8 მგ-სა და ინდაპამიდის 2.5 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს – პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას – ინდაპამიდს. ამრა ბი ფორტეს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას.

ამრა ბი ფორტეს ახასიათებს დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური ეფექტი როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევაზე. პრეპარატის მოქმედება 24 სთ გრძელდება. მყარი თერაპიული ეფექტი (ტაქიკარდიის განვითარების გარეშე) მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეზე ადრე მიიღწევა. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას.

ამრა ბი ფორტე ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიკურობას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ მოქმედებს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე.

პერინდოპრილი – როგორც ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. პერინდოპრილი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ხანგრძლივი გამოყენებისას ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. აღნიშნული ეფექტები მიიღწევა ტაქიკარდიის განვითარებისა და ორგანიზმში მარილებისა და წყლის შეკავების გარეშე.

პერინდოპრილთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალების დანიშვნა ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერებას. ამასთანავე – მცირდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. პერინდოპრილი პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით არეგულირებს გულის მუშაობას.

ინდაპამიდი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის იონების ორგანიზმიდან გამოდევნას, რაც საბოლოო ჯამში დიურეზის გაძლიერებას იწვევს.

ინდაპამიდი ამცირებს ადრენალინისადმი სისხლძარღვთა ჰიპერაქტიურობას. ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა

პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მათი კომბინაციაში გამოყენების დროს.

პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. აბსორბირებული პერინდოპრილის დაახლოებით 20% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად – პერინდოპრილატად. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პერინდოპრილის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან შარდის გზით გამოიდევნება. T1/2 შეადგენს 3-5 საათს.

ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. T1/2 შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 19 საათს). ძირითადად გამოიდევნება შარდის (მიღებული დოზის 70%) და ფეკალური მასების (22%) გზით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება

– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არასაკმარისად ექვემდებარება საწყის თერაპიას;

– ასევე ენიშნებათ პაციენტებს არტერიული ჰიპერტენზიით, რომლებიც უკვე იღებენ 8 მგ პერინდოპრილს და 2.5 მგ ინდაპამიდს ცალ-ცალკე. ასეთ შემთხვევაში პაციენტებს შეუძლიათ მიიღონ ამრა ბი ფორტეს ერთი ტაბლეტი, რომელიც შეიცავს ორივე მითითებულ კომპონენტს.

უკუჩვენება

– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე);

– ჰიპოკალიემია;

– თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);

– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);

– QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება;

– ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);

– პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

– ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატ ამრა ბი ფორტეს მიღებამ შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მისი პირველი მიღებისას პირველი 2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი იზრდება პაციენტებში საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის (სმსმ) შემცირებით, გულის მძიმე უკმარისობით, დაბალი საწყისი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიების სტენოზით ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზით, ღვიძლის ციროზით (შეშუპებითა და ასციტით).

პირველი მიღებისას განვითარებული არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. სმსმ-ისა და ა/წ-ის აღდგენისას შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები დოზით ან შემადგენელი კომპონენტების მონოთერაპიით გაგრძელება.

ამრა ბი ფორტეს გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი.

უსაფრთხოების ზომები პერინდოპრილის გამოყენებისას

ამფ-ის ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის მიღებისას ზოგჯერ შესაძლებელია სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პერინდოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.

ამფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობისას არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილის მემბრანების გამოყენებით.

პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით მკურნალობა იწყება პრეპარატის მცირე დოზებით.

პაციენტებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატების საშიშროება) მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ.

ზოგადი ანესთეზიის დროს ამფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე საჭიროა პერინდოპრილის მოხსნა.

უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის გამოყენებისას

პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევით ინდაპამიდის გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლის ენცეფალოპათია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ წყდება.

მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი.

ინდაპამიდს, როგორც თიაზიდურ დიურეზულ საშუალებას, ახასიათებს შარდთან ერთად კალციუმის გამოდევნის შეზღუდვა, რაც სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დროებით მატებას იწვევს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის ფონზე.

პაციენტებში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას მაღალი შემცველობით ინდაპამიდი ზრდის ნიკრისის ქარის (პოდაგრას) განვითარებას.

პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატის მიღებისას (განსაკუთრებით თერაპიის დასაწყისში) მოსალოდნელია ინდივიდუალური რეაქციების გამოვლინება, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი უკუნაჩვენებია.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ა/წ გამოხატული დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად ანურიაში გარდამავალი), ბრადიკარდია, ელექტროლიტური დისბალანსი.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა, წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

ამრა ბი ფორტე არ გამოიყენება ლითიუმთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის პრეპარატებთან, საანესთეზიო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესიულ და სისტემურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ერითრომიცინთან (ი/ვ გამოყენებისათვის), პენტამიდინთან, სულტოპრიდთან, ვინკამინთან, ბეპრიდილთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია “პირუეტის” ტიპის არითმიის განვითარება.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ამცირებენ ამფ-ის ინჰიბიტორების მოქმედებას. ასას და ამფ-ის ინჰიბიტორებს ახასიათებთ ჰიპერკალიემიის განვითარებისადმი ადიტიური მოქმედება, ამასთანავე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიონ.

ამრა ბი ფორტესა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი).

ინდაპამიდის Iა კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან გამოყენებამ შესაძლოა “პირუეტის” ტიპის არითმია გამოიწვიოს.

საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას ნაწლავის მოტორიკის გამაძლიერებელი საშუალებები არ გამოიყენება.

ამრა ბი ფორტეს საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ის კონტროლი და აუცილებლობისას – თერაპიის კორექტირება.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი ამრა ბი ფორტე დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე.

პაციენტები თირკმლის უკმარისობით, როცა კკ მეტია 60 მლ/წთ-ზე, დოზის კორექციას არ საჭიროებენ (1 ტაბლეტი ამრა ბი ფორტე) დღეში ერთხელ, კრეატინინისა და კალიუმის მუდმივი კონტროლის ქვეშ).

ასაკოვან პაციენტებში და პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 60-30 მლ/წთ) თერაპიული კურსი იწყება მცირე დოზით (რეკომენდებულია პრეპარატი ამრა – 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ).

გვერდითი მოვლენები

წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ნატრიუმის დონის შემცირება;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია;

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, პროტეინურია, შარდში და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება;

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის მატება;

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, პარესთეზიები, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – გონების დაბინდვა;

სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; იშვიათად – სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი;

კნტ-ის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – პირის სიმშრალე; ერთეულ შემთხვევაში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, იშვიათად – ჰიპოჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია;

ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ; იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგინევროზული შეშუპება; ერთეულ შემთხვევაში – მულტიფორმული ერითემა.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი (პერინდოპრილის ერბუმინი 8 მგ/ინდაპამიდი 2.5 მგ); 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში;

აფთიაქიდან გაცემის პირობები 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ამრა 2მგ/0.625მგ #30ტ GMP

ამრა
AMRA

(PERINDOPRIL, INDAPAMIDE)

შემადგენლობა
ამრას ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პერინდოპრილის ერბუმინის 2 მგ-სა და ინდაპამიდის 0.625 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს – პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას – ინდაპამიდს. ამრას ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას. ამრას ახასიათებს დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური ეფექტი როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევაზე. პრეპარატის მოქმედება 24 სთ გრძელდება. მყარი თერაპიული ეფექტი (ტაქიკარდიის განვითარების გარეშე) მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეზე ადრე მიიღწევა. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. ამრა ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიკურობას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ მოქმედებს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე.
პერინდოპრილი – როგორც ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. პერინდოპრილი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ხანგრძლივი გამოყენებისას ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. აღნიშნული ეფექტები მიიღწევა ტაქიკარდიის განვითარებისა და ორგანიზმში მარილებისა და წყლის შეკავების გარეშე. პერინდოპრილთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალების დანიშვნა ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერებას. ამასთანავე – მცირდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. პერინდოპრილი პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით არეგულირებს გულის მუშაობას.
ინდაპამიდი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის იონების ორგანიზმიდან გამოდევნას, რაც საბოლოო ჯამში დიურეზის გაძლიერებას იწვევს. ინდაპამიდი ამცირებს ადრენალინისადმი სისხლძარღვთა ჰიპერაქტიურობას. ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მათი კომბინაციაში გამოყენების დროს. პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. აბსორბირებული პერინდოპრილის დაახლოებით 20% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად – პერინდოპრილატად. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პერინდოპრილის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან შარდის გზით გამოიდევნება. T1/2 შეადგენს 3-5 საათს. ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. T1/2 შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 19 საათს). ძირითადად გამოიდევნება შარდის (მიღებული დოზის 70%) და ფეკალური მასების (22%) გზით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება
– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია;

უკუჩვენება
– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე);
– ჰიპოკალიემია;
– თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);
– QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება;
– ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
– პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ამრას მიღებამ შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მისი პირველი მიღებისას პირველი 2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი იზრდება პაციენტებში საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის (სმსმ) შემცირებით, გულის მძიმე უკმარისობით, დაბალი საწყისი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიების სტენოზით ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზით, ღვიძლის ციროზით (შეშუპებითა და ასციტით). პირველი მიღებისას განვითარებული არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. სმსმ-ისა და ა/წ-ის აღდგენისას შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები დოზით ან შემადგენელი კომპონენტების მონოთერაპიით გაგრძელება. ამრას გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი. უსაფრთხოების ზომები პერინდოპრილის გამოყენებისას ამფ-ის ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის მიღებისას ზოგჯერ შესაძლებელია სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პერინდოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ამფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობისას არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილის მემბრანების გამოყენებით. პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით მკურნალობა იწყება პრეპარატის მცირე დოზებით. პაციენტებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატების საშიშროება) მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგადი ანესთეზიის დროს ამფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე საჭიროა პერინდოპრილის მოხსნა. უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევით ინდაპამიდის გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლის ენცეფალოპათია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ წყდება. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ინდაპამიდს, როგორც თიაზიდურ დიურეზულ საშუალებას, ახასიათებს შარდთან ერთად კალციუმის გამოდევნის შეზღუდვა, რაც სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დროებით მატებას იწვევს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის ფონზე. პაციენტებში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას მაღალი შემცველობით ინდაპამიდი ზრდის ნიკრისის ქარის (პოდაგრას) განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ა/წ გამოხატული დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად ანურიაში გარდამავალი), ბრადიკარდია, ელექტროლიტური დისბალანსი.

მკურნალობა:
კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა, წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია. ამრა არ გამოიყენება ლითიუმთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის პრეპარატებთან, საანესთეზიო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესიულ და სისტემურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში. ერითრომიცინთან (ი/ვ გამოყენებისათვის), პენტამიდინთან, სულტოპრიდთან, ვინკამინთან, ბეპრიდილთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია “პირუეტის” ტიპის არითმიის განვითარება. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ამცირებენ ამფ-ის ინჰიბიტორების მოქმედებას. ასას და ამფ-ის ინჰიბიტორებს ახასიათებთ ჰიპერკალიემიის განვითარებისადმი ადიტიური მოქმედება, ამასთანავე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიონ. ამრასა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ინდაპამიდის Iა კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან გამოყენებამ შესაძლოა “პირუეტის” ტიპის არითმია გამოიწვიოს. საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას ნაწლავის მოტორიკის გამაძლიერებელი საშუალებები არ გამოიყენება. ამრას საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ის კონტროლი და აუცილებლობისას – თერაპიის კორექტირება.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ინიშნება პრეპარატ ამრას 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2 ტაბლეტი ამრას მიღება ან 1 ტაბლეტი ამრა ფორტეს მიღება. ასაკოვანი პაციენტები და პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კკ მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ – 1 ტაბლეტი ამრა დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენები წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ნატრიუმის დონის შემცირება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, პროტეინურია, შარდში და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის მატება; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, პარესთეზიები, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – გონების დაბინდვა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; იშვიათად – სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი; კნტ-ის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – პირის სიმშრალე; ერთეულ შემთხვევაში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, იშვიათად – ჰიპოჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ; იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგინევროზული შეშუპება; ერთეულ შემთხვევაში – მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა 30 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები ექიმის რეცეპტით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ამპრილანი HL 2.5მგ/12.5მგ #30ტ

22.55 ლარი
21.20 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამპრილანი HD 5მგ/25მგ #30ტ

19.50 ლარი
18.33 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჰიპერტონული ხსნ(რსვ)3%5მლ#5ფლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰიპერტონული ხსნ 17.5% 500მლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ჰილ კრემი 30გ *

HEEL CREAM

ჰილ კრემი

კრემი: განსაკუთრებული ფორმულით

შემადგენლობა:

შარდოვანა 25 %

ფოსფოლიპიდები   2 %

დამცავი ნივთიერება: NIPASTAS 0.14%

კრემის ფუძე:  Q.S.

სამკურნალო თვისებები:   ჰილ კრემი უზრუნველყოფს სისტემურ დატენიანებას,მოქმედებს როგორც კანის ზედაპირზე ისე მის ღრმა შრეებშიც, რაც უზრუნველყოფს  ნახეთქების სწრაფ შეხორცებას.

ჰილ კრემი ბუნებრივად ატენიანებს თქვენს კანს , სწრაფად და ხანგრძლივად, ვიდრე სხვა დამატენიანებელი საშუალებები.

დატენიანება ხანგრძლივად და ეფექტურად აბრეშუმივით ხდის თქვენს კანს!!!

ჩვენება:

  1. სიმშრალის , ნახეთქების და წყლულების მკურნალობა
  2. რეკომენდირებულია დამსკდარი და გაუხეშებული ქუსლების სამკურნალოდ
  3. ფსორიაზის და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენება: არ გააჩნია

უსაფრთხოების ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია თვალისა და ლორწოვან გარსზე მოხვედრა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წესები:

გამოიყენება დღეში 2-ჯერ წასასმელად, დილით და საღამოს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია დაზიანებული ადგილის შეფუთვა რბილი  ქსოვილით.

ჰერბალ ჰოთ #12პაკ

26.00 ლარი
24.44 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: კურტსან ილაჩი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!