მთავარი წაკითხვა გვერდი 184

ამრა 2მგ/0.625მგ #30ტ GMP

ამრა
AMRA

(PERINDOPRIL, INDAPAMIDE)

შემადგენლობა
ამრას ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებების – პერინდოპრილის ერბუმინის 2 მგ-სა და ინდაპამიდის 0.625 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორს – პერინდოპრილსა და სულფონამიდის წარმოებულ დიურეზულ საშუალებას – ინდაპამიდს. ამრას ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია თითოეული კომპონენტის თვისებებით. პერინდოპრილი და ინდაპამიდის კომბინაცია აძლიერებს თითოეული მათგანის მოქმედებას. ამრას ახასიათებს დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური ეფექტი როგორც სისტოლურ, ასევე დიასტოლურ წნევაზე. პრეპარატის მოქმედება 24 სთ გრძელდება. მყარი თერაპიული ეფექტი (ტაქიკარდიის განვითარების გარეშე) მკურნალობის დაწყებიდან 1 თვეზე ადრე მიიღწევა. მკურნალობის შეწყვეტა არ იწვევს მოხსნის სინდრომის განვითარებას. ამრა ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას, აუმჯობესებს არტერიების ელასტიკურობას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ მოქმედებს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე.
პერინდოპრილი – როგორც ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას, ხელს უწყობს მსხვილი არტერიების ელასტიკურობისა და წვრილი სისხლძარღვების კედლის სტრუქტურის აღდგენას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. პერინდოპრილი ამცირებს ალდოსტერონის სეკრეციას, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით ზრდის სისხლის პლაზმაში რენინის აქტივობას, ხანგრძლივი გამოყენებისას ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. აღნიშნული ეფექტები მიიღწევა ტაქიკარდიის განვითარებისა და ორგანიზმში მარილებისა და წყლის შეკავების გარეშე. პერინდოპრილთან ერთად თიაზიდური დიურეზული საშუალების დანიშვნა ხელს უწყობს ანტიჰიპერტენზიული მოქმედების გაძლიერებას. ამასთანავე – მცირდება ჰიპოკალიემიის განვითარების რისკი. პერინდოპრილი პრედატვირთვისა და პოსტდატვირთვის შემცირების გზით არეგულირებს გულის მუშაობას.
ინდაპამიდი თავისი ფარმაკოლოგიური თვისებებით ახლოს დგას თიაზიდურ დიურეზულ საშუალებებთან. ინდაპამიდი აინჰიბირებს ნატრიუმის იონების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ნატრიუმის, ქლორის და ნაკლებად კალიუმის და მაგნიუმის იონების ორგანიზმიდან გამოდევნას, რაც საბოლოო ჯამში დიურეზის გაძლიერებას იწვევს. ინდაპამიდი ამცირებს ადრენალინისადმი სისხლძარღვთა ჰიპერაქტიურობას. ინდაპამიდი გავლენას არ ახდენს ლიპიდებისა (საერთო ქოლესტერინი, მსლ, დსლ, ტრიგლიცერიდები) და ნახშირწყლების (მათ შორის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში) მეტაბოლიზმზე, ხელს უწყობს გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შემცირებას. პერინდოპრილის და ინდაპამიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება მათი კომბინაციაში გამოყენების დროს. პერორალურად მიღებული პერინდოპრილი სწრაფად აბსორბირდება. ბიოშეღწევადობა შეადგენს 65-70%-ს. აბსორბირებული პერინდოპრილის დაახლოებით 20% გარდაიქმნება მის აქტიურ მეტაბოლიტად – პერინდოპრილატად. სისხლის პლაზმაში პერინდოპრილატის Cmax მიიღწევა პერინდოპრილის მიღებიდან 3-4 საათში. პერინდოპრილატი ორგანიზმიდან შარდის გზით გამოიდევნება. T1/2 შეადგენს 3-5 საათს. ინდაპამიდი სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა მიღებიდან 1 საათში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 79%. T1/2 შეადგენს 14-24 საათს (საშუალოდ 19 საათს). ძირითადად გამოიდევნება შარდის (მიღებული დოზის 70%) და ფეკალური მასების (22%) გზით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება
– ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია;

უკუჩვენება
– ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება (მათ შორის ამფ-ის ინჰიბიტორების მიღების ფონზე);
– ჰიპოკალიემია;
– თირკმლის გამოხატული უკმარისობა (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
– ღვიძლის გამოხატული უკმარისობა (მათ შორის ენცეფალოპათიით);
– QT ინტერვალის გამახანგრძლივებელი პრეპარატების ერთდროული მიღება;
– ორსულობა, ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
– პერინდოპრილისა და სხვა ამფ-ის ინჰიბიტორებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– ინდაპამიდისა და სულფონამიდებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატ ამრას მიღებამ შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მისი პირველი მიღებისას პირველი 2 კვირის განმავლობაში. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების რისკი იზრდება პაციენტებში საერთო მოცირკულირე სისხლის მოცულობის (სმსმ) შემცირებით, გულის მძიმე უკმარისობით, დაბალი საწყისი არტერიული წნევით, თირკმლის არტერიების სტენოზით ან ერთი მოფუნქციონირე თირკმლის არტერიის სტენოზით, ღვიძლის ციროზით (შეშუპებითა და ასციტით). პირველი მიღებისას განვითარებული არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება არ წარმოადგენს პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზს. სმსმ-ისა და ა/წ-ის აღდგენისას შესაძლებელია პრეპარატის ნაკლები დოზით ან შემადგენელი კომპონენტების მონოთერაპიით გაგრძელება. ამრას გამოყენებისას საჭიროა ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციის სისტემატური კონტროლი. უსაფრთხოების ზომები პერინდოპრილის გამოყენებისას ამფ-ის ინჰიბიტორების, მათ შორის პერინდოპრილის მიღებისას ზოგჯერ შესაძლებელია სახის ქვედა ნაწილის, ტუჩების, ენის ხახისა და ხორხის ანგიონევროზული შეშუპების განვითარება. აღნიშნული სიმპტომების გამოვლინებისას საჭიროა პერინდოპრილის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია. ამფ-ის ინჰიბიტორებით მკურნალობისას არ შეიძლება ჰემოდიალიზის ჩატარება პოლიაკრილის მემბრანების გამოყენებით. პაციენტებში გულის იშემიური დაავადებით და ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობით მკურნალობა იწყება პრეპარატის მცირე დოზებით. პაციენტებში გულის გამოხატული უკმარისობით (IV სტადია) და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტით (კალიუმის დონის სპონტანური მატების საშიშროება) მკურნალობა იწყება მცირე დოზებით და ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ზოგადი ანესთეზიის დროს ამფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლოა არტერიული წნევის დაქვეითება გამოიწვიოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ანესთეზიურ საშუალებას ჰიპოტენზიური მოქმედება ახასიათებს. ამ შემთხვევაში ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე საჭიროა პერინდოპრილის მოხსნა. უსაფრთხოების ზომები ინდაპამიდის გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის ფუნქციების დარღვევით ინდაპამიდის გამოყენებამ შესაძლოა ღვიძლის ენცეფალოპათია გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ წყდება. მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ნატრიუმის კონცენტრაციის კონტროლი. ინდაპამიდს, როგორც თიაზიდურ დიურეზულ საშუალებას, ახასიათებს შარდთან ერთად კალციუმის გამოდევნის შეზღუდვა, რაც სისხლში კალციუმის კონცენტრაციის დროებით მატებას იწვევს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის მუდმივი კონტროლი, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიის ფონზე. პაციენტებში სისხლის პლაზმაში შარდმჟავას მაღალი შემცველობით ინდაპამიდი ზრდის ნიკრისის ქარის (პოდაგრას) განვითარებას. პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება ბავშვებში დადგენილი არ არის. არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები: ა/წ გამოხატული დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, პოლიურია ან ოლიგურია (ჰიპოვოლემიის შედეგად ანურიაში გარდამავალი), ბრადიკარდია, ელექტროლიტური დისბალანსი.

მკურნალობა:
კუჭის ამორეცხვა, ადსორბენტების დანიშვნა, წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია. ამრა არ გამოიყენება ლითიუმთან, კალიუმშემნახველ დიურეზულ საშუალებებთან, კალიუმის პრეპარატებთან, საანესთეზიო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ციტოსტატიკებთან, იმუნოდეპრესიულ და სისტემურ კორტიკოსტეროიდულ საშუალებებთან კომბინაციაში. ერითრომიცინთან (ი/ვ გამოყენებისათვის), პენტამიდინთან, სულტოპრიდთან, ვინკამინთან, ბეპრიდილთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია “პირუეტის” ტიპის არითმიის განვითარება. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები (ასას) ამცირებენ ამფ-ის ინჰიბიტორების მოქმედებას. ასას და ამფ-ის ინჰიბიტორებს ახასიათებთ ჰიპერკალიემიის განვითარებისადმი ადიტიური მოქმედება, ამასთანავე შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დაქვეითება გამოიწვიონ. ამრასა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ნეიროლეფსიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპოტენზიური ეფექტი და ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ინდაპამიდის Iა კლასის (ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ პრეპარატებთან გამოყენებამ შესაძლოა “პირუეტის” ტიპის არითმია გამოიწვიოს. საფაღარათო საშუალებების დანიშვნის აუცილებლობისას ნაწლავის მოტორიკის გამაძლიერებელი საშუალებები არ გამოიყენება. ამრას საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა კალიუმის დონის და ეკგ-ის კონტროლი და აუცილებლობისას – თერაპიის კორექტირება.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილებში ინიშნება პრეპარატ ამრას 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, უპირატესად დილას უზმოზე. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა – 2 ტაბლეტი ამრას მიღება ან 1 ტაბლეტი ამრა ფორტეს მიღება. ასაკოვანი პაციენტები და პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კკ მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ – 1 ტაბლეტი ამრა დღეში ერთხელ. გვერდითი მოვლენები წყალ-მარილოვანი ბალანსის მხრივ: შესაძლებელია ჰიპოკალიემია, ნატრიუმის დონის შემცირება; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია; შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, პროტეინურია, შარდში და სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაციის უმნიშვნელო მატება; ნივთიერებათა ცვლის მხრივ: შესაძლებელია სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და გლუკოზის შემცველობის მატება; ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, ასთენია, თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევა, კრუნჩხვა, პარესთეზიები, ანორექსია, გემოს შეგრძნების დარღვევები; ერთეულ შემთხვევაში – გონების დაბინდვა; სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა; იშვიათად – სუნთქვის გაძნელება, ბრონქოსპაზმი; კნტ-ის მხრივ: მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა; იშვიათად – პირის სიმშრალე; ერთეულ შემთხვევაში – ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება, ჰიპერბილირუბინემია. სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, იშვიათად – ჰიპოჰემოგლობინემია, თრომბოციტოპენია, ჰემატოკრიტის შემცირება; ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია; ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია გამოვლინებები კანის მხრივ; იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგინევროზული შეშუპება; ერთეულ შემთხვევაში – მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა 30 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები ექიმის რეცეპტით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ამპრილანი HL 2.5მგ/12.5მგ #30ტ

22.55 ლარი
21.20 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამპრილანი HD 5მგ/25მგ #30ტ

19.50 ლარი
18.33 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჰიპერტონული ხსნ(რსვ)3%5მლ#5ფლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰიპერტონული ხსნ 17.5% 500მლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ჰილ კრემი 30გ *

HEEL CREAM

ჰილ კრემი

კრემი: განსაკუთრებული ფორმულით

შემადგენლობა:

შარდოვანა 25 %

ფოსფოლიპიდები   2 %

დამცავი ნივთიერება: NIPASTAS 0.14%

კრემის ფუძე:  Q.S.

სამკურნალო თვისებები:   ჰილ კრემი უზრუნველყოფს სისტემურ დატენიანებას,მოქმედებს როგორც კანის ზედაპირზე ისე მის ღრმა შრეებშიც, რაც უზრუნველყოფს  ნახეთქების სწრაფ შეხორცებას.

ჰილ კრემი ბუნებრივად ატენიანებს თქვენს კანს , სწრაფად და ხანგრძლივად, ვიდრე სხვა დამატენიანებელი საშუალებები.

დატენიანება ხანგრძლივად და ეფექტურად აბრეშუმივით ხდის თქვენს კანს!!!

ჩვენება:

  1. სიმშრალის , ნახეთქების და წყლულების მკურნალობა
  2. რეკომენდირებულია დამსკდარი და გაუხეშებული ქუსლების სამკურნალოდ
  3. ფსორიაზის და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

უკუჩვენება: არ გააჩნია

უსაფრთხოების ზომები:

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. დაუშვებელია თვალისა და ლორწოვან გარსზე მოხვედრა. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოყენების წესები:

გამოიყენება დღეში 2-ჯერ წასასმელად, დილით და საღამოს. მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად სასურველია დაზიანებული ადგილის შეფუთვა რბილი  ქსოვილით.

ჰერბალ ჰოთ #12პაკ

26.00 ლარი
24.44 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: კურტსან ილაჩი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ჰეპადიეტი #45ტ

ჰეპადაიტი
Hepadiet

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) – comb. drug

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი №45

თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:
არტიშოკის (Cynara scolymus) ფოთლების ფხვნილი – 200 მგ,
ნარშავი (Silybum marianum) – 80 მგ, 2 % -მდე გატიტრული სილიმარინთან,
ბაბუაწვერა (Taraxacum officinale) – 30 მგ, 1 % -მდე გატიტრული ინულინთან,
ინოზიტოლი – 40 მგ,
ქოლინის ბიტარტარატი – 100 მგ,
D/L მეთიონინი – 40 მგ,
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) – 1 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ფოსფატი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და კაჟბადის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი მცენარეების ექსტრაქტები და სხვა ნივთიერებები რეკომენდებულია ღვიძლის დაავადებების, ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის და ნაღვლის უკმარისობის დროს. ჰეპადაიტი ასევე გამოიყენება ციროზის და ღვიძლის სხვა დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევს ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
ჰეპადაიტის შემადგენლობაში შემავალი არტიშოკის ფოთლების ფხვნილი ახდენს დიურეზულ, ნაღვლმდენ, ჰეპატოპროტექტორული და საფაღარათო მოქმედებას. ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ხელს უწყობს სისხლის გასუფთავებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ქოლესტერინული ნაღვლის კენჭების განვითარებას. ხელს უწყობს ნიტროშენაერთების, ალკალოიდების, მძიმე მეტალების მარილების და სხვა ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნას.
ნარშავი ათასწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ. ნარშავის დადებით გავლენას ღვიძლზე განსაზღვრავს მის შემადგენლობაში შემავალი სილიმარინი. სილიმარინი წარმოადგენს გლოკოზიდების ნარევს (სილიბინინი, სილიდიანინი, სილიკრისტინი), რომლებიც ეხმარებიან ღვიძლს დეტოქსიკატორული ფუნქციის განხორციელებაში, იცავენ მას ტოქსიური ნივთიერებების, ალკოჰოლის და სხვა არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედებისგან. სილიმარინი მოქმედებს ღვიძლზე ორგვარად: ეწინააღმდეგება ჰეპატოციტების დაშლას, უჯრედული მემბრანების სტაბილიზების გზით, აგრეთვე ხელს უწყობს ღვიძლის ქსოვილის რეგენერაციას ახალი უჯრედების წარმოქმნის ხარჯზე (ჰეპატოპროტექტორული მოქმედება), შედეგად ძლიერდება ნაღვლის წარმოქმნა. სილიმარინს ასევე ახასიათებს ანთებისსაწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური თვისებები, აუმჯობესებს კანის საფარველის მდგომარეობას ღვიძლის დაავადებების დროს. სილიმარინი დადებითად მოქმედებს საჭმლის მონელებაზე, რადგან ნაღვლის საკმარისი რაოდენობა ხელს უწყობს ცხიმების სრულ მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების ორგანიზმის მიერ ოპტიმალურ ათვისებას.
სამკურნალო ბაბუაწვერა აუმჯობესებს ნაღვლის ბუშტის ფუნქციონირებას. ბაბუაწვერას მშრალი ექსტრაქტი გამოიყენება ნაღვლის კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით. ავლენს გამოხატულ ნაღვლმდენ და დიურეზულ მოქმედებას, ასტიმულირებს საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების ფუნქციონირებას. ინოზიტოლი, ქოლინის ბიტარტრატი და D/L მეთიონინი წაროადგენენ ლიპოტროპულ ფაქტორებს, ნივთიერებებს, რომელთა ძირითადი ფუნქცია მდგომარეობს ღვიძლში ცხიმების შემცველობის დაქვეითებაში, რაც ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში. ვიტამინი B6 მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.

ჩვენებები
ჰეპადაიტი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
– ღვიძლის დაავადებები, რომელთაც თან სდევს მისი ფუნქციის დარღვევა (ჰეპატიტები, ცხიმოვანი ჰეპატოზი, ღვიძლის ტოქსიური დაზიანება, მათ შორის წამლისმიერი, ალკოჰოლური, მძიმე მეტალების შენაერთებით და ა.შ.);
– ღვიძლის ციროზი (კომპლექსურ თერაპიაში);
– ჰიპერქოლესტერინემია;
– ათეროსკლეროზი;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომელთაც თან სდევს ნაღვლის უკმარისობა;

მიღების წესები და დოზები
მიიღება per Os მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
მოზრდილები: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები
იშვიათ შემთხვევაში – დიარეა.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ESI s.p.a.
იტალია

ჰემოსოლი 500მლ ს/ხს (ლიქვ)

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ჰემატოგენი შოკოლადით 40გ ფილა

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა