Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 187

ცელემინ 5-S პლუსი 500მლ ფლ

ამინომჟავები (5%) და სორბიტოლი (10%) საინფუზიო ხსნარი ელექტროლიტებთან ერთად 500 მლ ფლაკონი
სამკურნალო ფორმა: გამჭვირვალე, კრისტალური ამინომჟავების, სორბიტოლისა და ელექტროლიტების შემცველი საინფუზიო ხსნარი
აღწრილობა: უფეროდან ბაცი მოყვითალი შეფერილობის ხსნარი

შემადგენლობა გ/ლ 
ამინომჟავების საერთო შემცველობა50 გ/ლ
სორბიტოლი100გ/ლ
აზოტის საერთო შემცველობა8 გ/ლ
თეორიული ოსმოლარობა1140 მოსმ/ლ
ენერგეტიკული ღირებულება600 კკალ/ლ
Na+45 მმოლ/ლ
K+25 მმოლ/ლ
Mg 2+2.5 მმოლ/ლ
Cl-31 მმოლ/ლ
აცეტატი59 მმოლ/ლ
ამინომჟავების შემცველობა გ/100 მლ 
L-იზოლეიცინი0.255
L – ლეიცინი0.445
L – ლიზინის ჰიდროქლორიდი0.35
L-მეთიონინი0.19
L-ფენილალანინი0.255
L-თრეონინი0.205
L-ტრიპტოფანი0.09
L-ვალინი0.24
L-არგინინი0.46
L-ჰისტიდინი0.26
L-გლიცინი0,395
L-ალანინი0,685
L-გლუტამინის მჟავა0.23
L-ასპარტის მჟავა0,065
L – პროლინი0,445
L – სერინი0.12
L-თიროზინი0.03
L-ასპარაგინი0.186
L – ცისტეინ ჰიდროქლორიდი0.036
L-აცეტილთიროზინი0.043
L-ორნითინ ჰიდროქლორიდი0.16
L-ვაშლის მჟავა0.1
ნატრიუმის აცეტატი0.395
კალიუმის აცეტატი0.245
მაგნიუმის აცეტატი0.056
ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი0.14
ნატრიუმის ჰიდროქსიდი0.02

პრეპარატი შეიცავს ამინომჟავებს ოპტიმალური თანაფარდობით . ყველა ამინომჟავა იმყოფება L- ფორმაში, რაც უზრუნველყოფს მათ პირდაპირ მონაწილეობას ცილების ბიოსინთეზში
რვავე შეუცვლელი ამინომჟავა, რომელთა სინთეზი ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია: (L-ვალინი, L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, L- ლიზინი, L- მეთიონინი, L- ტრეონინი, L-ფენილალანინი, L- ტრიფტოფანი;), 
L- იზოლეიცინი ,L- ლეიცინი, და L- ვალინი (შეუცვლელი ამინომჟავები გვერდითი განშტოებებით)აკმაყოფილებენ ორგანიზმის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უშუალოდ ოპერაციის შემდგომ პერიოდში. ისინი პირდაპირ შეითვისება პერიფერიული ქსოვილების მიერ (მათი მეტაბოლიზმი არ არის დამოკიდებული ღვიძლის დაზიანების ხარისხზე), ამცირებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაში არომატული ამინომჟავების შეთვისებას და შესვლას, ამცირებენ რა ღვიძლის ენცეფალოპათიის გამოვლენას, ანორმალიზებენ ორგანიზმში ენერგეტიკულ და აზოტურ ბალანსს.
ორი პირობითად ცვლადი ამინომჟავა: 
(L- არგინინი და L- ჰისტიდინი), რომლებიც სინთეზირდება ადამიანის ორგანიზში, მაგრამ ზოგიერთი პათფიზიოლოგიური მდგომარეობის დროს (მაგალითად ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა) და პატარა ბავშვებში მათი კონცენტრაცია არ აღწევს აუცილებელ დონეს. L- არგინინი ხელს უწყობს ამიაკის შარდოვანად გარდაქმნას, აკავშირებს ამონიუმის ტოქსიკურ იონებს, რომლებიც წარმოიქმნებიან ღვიძლში ცილების კატაბოლიზმით..
ხუთი ცვლადი ამინომჟავა: 
რომლებიც უზრუნველყოფენ ღვიძლის დაავადებით მქონე პაციენტების ადექვატურ ნივთიერებათა ცვლას.
სორბიტოლი: ენეტგიის წყარო, რომელიც მეტაბოლიზდება ორგანიზმში ინსულინის გარეშე.
მასში შემავალი ელექტროლიტების რაოდენობა აკმაყოფილებს ორგანიზმისნორმალურ მოთხოვნილებას. კათიონები და ანიონები უზრუნველყოფენ ხსნარის ჰიპეროსმოლარობას (1140 მოსმოლ/ლ) წარმოადგენენ რა ჰომეოსტაზის შემანარჩუნებელ ელემენტებს.

ხსნარი კლინიკურად კარგად არის აპრობირებული


რეკომენდებულია სრული ან ნაწილობრივი პარენტერალური კვებისთვის. ინიშნება როგორც პროფილაქტიკური საშუალება ცილების ნაკლებობის დროს მათი გამოხატული უკმარისობის ან ჭარბი მოთხოვნილების შემთხვევაში.
1. საკვების მიღების შეუზლებლობისას, უგონო მდგომარეობის შემთხვევაში, პროლონგირებული კომის დროს. 
2. ქირურგიაში: 
• როდესაც კვება შეუზლებელია , ან არასასურველია.
• ინტრაოპერაციული პერიოდის სხვადასხვა გართულებების შემთხვეაში, მაგ: სისხლდენის და კლინიკური სიკვდილის დროს. იხმარება აგრეთვე ოპერაციის შემდგფომი გართულებების დროს: აბსცესი, ნაკერების და ასევე თრომბოემბოლიასთან დაკავშირებული გართულებებისას, 
• მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის ტრამვების დროს.
• ყველა ხარისხის დამწვრობისას, რომელსაც თან ახლავს ჭრილობიდან უხვი ჩირქდენა ან დაჩირქება.
• საყლაპავის და კუჭის ეროზიული დაზიანებისას
• კუჭ–ნაწლავის ტრაქტის სტენოზი
• დიფუზური პერიტონიტი
• ოსტეომიელიტი
• პაციენტის ხელოვნური ვენტილაციის პირეობებში ხანგრზლივად ყოფნისას 
• ოპერაცია რომელსაც თან ახლავს კატაბოლური რეაქცია: ( სიმსივნის ამოკვეთა, ენდოკრინოლოგიურ ორგანოებზე , ნეირო ქირურგია)
• ოპერაციის შემდგომი ენერგიის პროტეინული დაფიციტისას ( წონაში დაკლება, ტროფიკული დაავადებები)
• მრავლობითი მოტეხილობები.
3. ნევროლოგიური და მენტალური დაავადებები, , როდესაც შეუძლერბელია ნორმალური კვება
4. მწვავე ინფექციური დაავადებები, რომლენიც გამოწვეულია ძლიერი ინტოქსიკაციით: ფილტვების ანთება, ქრონიკული დიარეა, ანაერობული ინფექციები.
5. ყველა ეტიოლოგიური და კლინიკური ფორმები მწვავე პროტეინული ენერგოდეფიციტის დროს. (ენდოკრინული, პსოქოგენური, სიომსივნის, კახექსიის დროს) 

გასტროინტესტინური დაავადებების მძიმე შემთხვევები (ობსტრუქცია, მალაბსორბცია, ნაწლავის ანთებითი დაავადება, პანკრეატიტი და ნაწლავური ფისტულები), 
ნაწილობრივი ან სრული პარენტერული კვება (ცხიმოვანი ემულსიების, ელექტროლიტების და ნახშირწყლების დამატებით), 
ცილების და ცხიმების დანაკარგის პროფილაქტიკა და მკურნალობა, როდესაც შეუძლებელია ენტერალური კვების გამოყენება: 
ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობა (ტრავმები, დამწვრობა, სეფსისი), 
შემთხვევები, რომლებიც საჭიროებენ პარენტერულ კვებას (ავთვისებიანი დაავადებების დროს, ოპერაციის მოსამზადებლად და ოპერაციული ჩარევის შემდეგ).


ცელემინი 5-S Plus დოზირება არის ინდივიდუალური და დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონასა და პაციენტის მდგომარეობაზე. 
მოზრდილებში:
1,0-1,5 გ ამინომჟავები / კგ წონაზე, , რომელიც არის 20-30 მლ–ხსნარის ექვივალენტი/კგ წონაზე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 200-800 მლ.
ინფუზიის სიჩქარე: 60 წვეთი წუთში = 180 მლ /საათში.
ახალშობილებსა და ბავშვებში:
დღიური დოზა: 0,2-0,25 გ/კგ წონაზე.
ინფუზიის სიჩქარე: 15-20 წვეთი წუთში ინფუზიის დასაწყისში, მოგვიანებით 30-40 წვეთი წუთში.


გართულებები:
გართულებები აღინიშნება იშვიათად:
ალერგიული რეაქციები გამონაყარის სახით, 
გულისრევა, ღებინება, 
ტაქიკარდია , არასასიამოვნო შეგრძნებაგულ–მკერდის არეში


ამინომჟავათა და სორბიტოლის მეტაბოლიზმის დარღვევები.
ღვიძლისმიერი კომა, 
თირკმლის მძიმე პროგრესირებადი დაზიანება.
ჰიპერჰიდრატაცია
ჰიპერტონული დეჰიდრატაცია
მეთანოლით ინტოქსიკაცია.
ჰიპერკალიემია


პრეპარატი შეიძლება დაინიშნოს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში .


ცელემინი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს: 
კარდიოვასკულარული უკმარისობით
ჰიპონატრიემიით
აციდოზის მოვლენებით, როდესაც აღინიშნება : თირკმლის უკმარისობა, ჰიპერკალიერმია და შოკი.
ცელემინის სწრაფი გადასხმის შემთხვევაში ბავშვებში, რომლენბიც იმყოფებიან ძუძუთი კვებაზე, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ჰიპერკალიემიას და ამიაკით გამოწვეულ ინტოქსიკაციას.


მაღალი დოზით დანიშვნამ ან სწრაფმა ინფუზიამ შესაძლოა გამოიწვიოს აციდოზი, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მხრივ დარღვევები.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატის ინფუზია უნდა შეწყდეს. თუ ინფუზია აუცილებელია, შესაძლოა მოგვიანებით გაგრძელდეს, მაგრამ აუცილებლად გადასხმა ხორციელდება ნელა! ჰიპერკალიემიის მოხსნის მიზნით, საჭიროა 200-500 მლ 10%–იანი გლუკოზის ხსნარის შეყვანა, 1-3 ერთეულ ინსულინთან ერთად გლუკოზის 3-5გ–ზე. პაციენტის სასიცოცხლო საფრთხის შემთხვევში საჭიროა დიალიზის პროცედურა.


არ არის რეკომენდირებული ცელემინი 5-S Plus – ის ხსნარში სხვა სამკურნალო პრეპარატების ჩამატება. პარენტერალური კვების პრეპარატებისა და სამკურნალო პრეპარატების ინფუზია უნდა წარმოებდეს ცალ ცალკესხვადასხვა ვენაში!
პრეპარატი არ არის შეთავსებადი ბლეომიცინის სულფატთან.
დაუშვებელია ცელემინი 5-S Plus –ის ინფუზია ბიკარბონატების შემცველ პრეპარატებთან, რაგან შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები PH- ის მხრივ. ხსნარის იონებთან ( Mg2+) წარმოქმნას უხსნადი კარბონატები. 
ინსულინისა და ცელემინი 5-S Plus –ის ხსნარის შერავა არ ამცირებს ინსულინის აქტივობას. ინსულინის 20-50 ერთეულის 1000 მლ ცელემინთან შერევისას, ხსნარი რჩება სტაბილური – 24 საათის განმავლობაში. 
ინსულინის უფრო მცირე დოზით გამოყებების შემთხვევაში, იგი გავლენას არ ახდენს ხსნარის სტაბილურობაზე. იმისათვის რომ თავიდან ავიცილოთ ინსულინის ბოლუსური ინექცია, საჭიროა მისი შერევა უშუალოდ ამინომჟავების ხსნართან


შენახვის ვადა 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
ინახება 15-25ºC, სინათლისგან დაცულ ადგილას. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.


ექიმის რეცეპტით

შუგა ნორმი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

შელნეფრონი #30ტ

SHELNEPHRON

შელნეფრონი

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: შტოში (Cranberry pwd) – 80 მგ; ორთოსიფონი (Ortosifon d.e) – 80 მგ; სიმინდის ულვაში(Corn stigm d.e) – 80მგ; მენთოლი (Mentha) -70მგ; სვია (Hop d.e.)- 70 მგ; ზღვისპირა ფიჭვი d.e. (Pinus pinaster d.e.)- 40 მგ; იტალიური სტაფილო Carrot d.e.  25 მგ;
ბორნეოლი (Borneolo) 15მგ
მაგნიუმის ციტრატი- 25 მგ; ორეგანო (o.e Origano)-10 მგ;
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სალურეტიკი,უროსეპტიური, შარდმდენი, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ნაღველმდენი საშუალება.
შემადგენლობა: ტაბლეტი #30
ფარმაკოლოგიური თვისებები: შტოშს (Cranberry pwd) ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები, მასში შემავალი პროანტოციანიდინები აფერხებს Eსცჰერიცჰია ცოლი-ს P ფიმბრინების ექსპრე¬სიას, რითაც ხელს უშლის ამ ბაქტერიის ადჰეზიას შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმზე. არღვევს Staphylococcus aureus-ის და შარდსასქესო სისტემის ეპითელიუმს შორის ლიგანდრეცეპტორულ კავშირს. შედეგად ხდება ბაქტერიული ინფექციის განვითარების პრევენცია. შტოში აძლიერებს ანტიბიოტიკების მოქმედებას, ამიტომ ის საუკეთესო დამატებითი სამკურნალო საშუალებაა ცისტიტის, ნეფრიტის, ქალური ანთებითი დაავადებების დროს. ანტიოქსიდაციური მოქმედება – შტოშში შემავალი პროანტოციანიდინები თავისუფალი რადიკალების შებოჭვის უნარით ვიტამინზე ძლიერია. პროანტოციანიდინების მიღებისას პლაზმის ანტიოქსიდაციური მაჩვენებელი ბევრად აღემატება იმავე მაჩვენებელს C ვიტამინის მიღებისას. შედეგად ხდება ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დარღვევების პრევენცია და მკურნალობა. ნეფროპროტექცია – ანტიოქსიდაციური ეფექტის გამო შეუძლია ინფექციით გამოწვეული თირკმლის ოქსიდაციური დაზიანების პრევენცია. ზრდის შარდმჟავას და ოქსალის მჟავას.
გარდა ამისა შტოში აძლიერებს, ნიტროფურანების და სულფანილამიდების, მოქმედებას, კერძოდ პიელონეფრიტების და გინეკოლოგიური ანთებითი პროცესების მკურნალობის დროს. შტოშის გამოყენება რეკომენდებულია შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების დროს. შტოშის ერთ-ერთ კომპონენტს ურსოლის მჟავას აღენიშნება ძლიერი შარდმდენი მოქმედება, რაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების წარმოქმნას. ამასთანაა დაკავშირებული შტოშის ხშირი გამოყენება შარდგამომყოფი გზების ინფექციების და თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს.
ორთოსიფონი (Ortosiphon stamineus Benth). შეიცავს გლიკოზიდორთოსიფონინს (0.01%), ალკალოიდებს, ცხიმოვანზეთებს (2.7%), ღვინისმჟავას (1.5%), ლიმონმჟავას, ეთეროვანზეთებს (0.2-0.66%), საპონინებს, რომელთა გასაპვნის რეაქციების შემდეგ გამოიყოფა B – სიტოსტერინი და ტანინი.
მედიცინაში ორთოსიფონის პრეპარატები გამოიყენება, როგორც შარდმდენი საშუალება თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რომელთაც თან ახლავს შეშუპებები, ალბუმინურია, აზოტემია), და თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს. ავადმყოფებში თავის ტვინის გამოხატუ¬ლი ათეროსკლეროზით და ჰიპერტონული დაავადებებით, რომელთაც თან ახლავს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევა ორთოსიფონის გამოყენებისას აღინიშნება ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესება და დაავადებების რიგი სიმპტომების გაქრობა. შარდმდენ მოქმედებას თან ახლავს ორგანიზმიდან შარდმჟავას, შარდოვანას და ქლორიდების გამოყოფის გაძლიერება. ორთოსიფონი ზრდის კუჭის ჯირკვლების და თავისუფალი მარილმჟავს სეკრეციას. II-III ხარისხის გულის უკმარისობის დროს რეკომენდებულია ორთოსიფონის და საგულე გლიკოზიდების ერთობლივი გამოყენება.
სვია შეიცავ სეთერზეთს (0, 2 – 1, 7%), მწარე ნივთიერებებს: ჰუმულინსლუპულონს, რომელიც ფლოროგლუცინის წარმოებულებია. მათი დაშლისას გამოიყოფა იზოვალერიანის მჟავა. შეიცავს ასევე ქოლინს, ასპარაგენს, ორგანულ მჟავებს: ვალერიანის, იზოვალერიანის, ამინობენზოის და სხვამჟავებს. ლეიკოანთოციანიდებს; შეიცავს ესტროგენულად მოქმედ ნივთიერებებს. მასში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ ანტიბაქტერიული მოქმედება, დადგენილია დიურეზული მოქმედებაც, მას იყენებენ ნეფრიტების, ცისტიტებისდროს. ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების, წყლულოვანი დაავადებების დროს.
გააჩნია აგრეთვე ტკივილგამაყუჩებელი თვისება.
სიმინდის ულვაში (ZeamaysL. CornSilk). სიმინდის ულვაშში აღმოჩენილია მწარე გლიკოზიდურ ნივთიერებები 1.15%, საპონინები 3.18%, ცხიმოვანი ზეთები 2.5%, კრიპტოსანტინი, ასკორბინის და პანტოტენისმჟავა, ვიტამინი K, ინოზიტი, სიტესტეროლის ტიგმასტეროლი. სიმინდის მარცვლები შეიცავს სახამებელს (61.2%), სიმინდის ზეთს, დიდი რაოდენობით პენტოზანებს (7.4%), ბიოტინს, ნიკოტინის და პანტოტენის მჟავებს, კვერცეტინს და სხვა. სიმინდის ულვაში გამოიყენება როგორცშ არდმდენი, ნაღველმდენი, სისხლის შემაჩერებელი საშუალება ქოლეცისტიტების, ჰეპატიტების, უროლოგიური დაავადებების, თირკმელკენჭოვანი დაავადების, ნეფრიტის, შეშუპების დროს. აგრეთვე ჰელმინთებით ინვაზიების დროს. სიმინდის ულვაშის პრეპარატები ზრდის ნაღვლის სეკრეციას, ამცირებს მის სიბლანტეს და შედარებით სიმკვირვეს, ამცირებს ბილირუბინის შემცველობას, ზრდის სისხლში პროთრომბინის შემცველობას და იწვევს სისხლის შედედების დაჩქარებას. უფრო მეტად ეფექტურია ჰიპოპროთრომბინემიის დროს.
მენთოლი მცენარის ფოთლებში მენთოლი 2,2 – 2,75 % – ია, ყვავილებში – დაახლოებით 5 %, პიტნის ფოთოლი აგრეთვე მდიდარია კაროტინით (40 მგ – მდე), ფლავონოიდებით, ბეტაინით და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით. სწორედ მენთოლის დამსახურებაა მისი ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმისმომხსნელი, ანტისეპტიკური, სისხლძარღვთა გამაფართოვებელი, ნაღველმდენი ეფექტი.
მაგნიუმის ციტრატი ახდენს მთელი ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგეტიკული დონის შენარჩუნებას. რეკომენდებულია კუნთოვანი სისუსტის, ნერვული გამოფიტვის, საერთო სისუსტის და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.  მაგნიუმის უკმარისობის დროს ხდება ორგანიზმიდან კალიუმის გამოყოფა, რასაც თან სდევს დაღლილობა, ძალის შემცირება და სისუსტის განვითარება სიცხის დროს. მას გარდა უჯრედშიდა მაგნიუმის 80-90% გვხვდება კომპლექსში ატფ-თან, რომელიც წარმოადგენს ცოცხალი უჯრედების ენერგიის ძირითად წყაროს და გადამტენს. მაგნიუმი ინარჩუნებს შარდის მარილებს გახსნილ მდგომარეობაში და ხელს უშლის მათ დალექვას. აფერხებს თირკმელებში კენჭის წარმოქმნას, უმნიშვნელო კონცენტრაციებითაც კი აფერხებს კრისტალიზაციის პროცესს. შარდში Mg2+ იონები ბოჭავს მჟაუნმჟავის დაახლოებით 40%-ს, ხელს უშლის Ca – ის ნაერთების დალექვას. წარმოადგენს ანტიდოტს მძიმე მეტალებით ინტოქსიკაციის დროს.
ბორნეოლი ერთ-ერთი ძირითადი ეთერზეთია, რომელიც მრავალ სამკურანალო მცენარის შემადგენლობაში შედის, როგორიცაა გვირილა, სამკურნალო კატაბალახა, ლავანდა. გააჩნია დამამშვიდებელი, ანქსიოლიზური (ანტიფობიური), ტკივილგამაყუჩებელი, საანესთეზიო და ლითოლიზური მოქმედება, იწვევს კუნთების რელაქსაციას, ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. გამოიყენება თორკმელკენჭოვანი და ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ. ზღვისპირა ფიჭვი შეიცავს ეთერზეთს, ფისს, ასკორბინის სმჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, სათრიმლავ ნივთიერებებს, პინიპიკრინს, წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, სათრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. გააჩნიათ ანტისეპტიკური თვისება. აქვთ აგრეთვე სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება. გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს.
იტალიური სტაფილოს ნაყოფი შეიცავს 2%-მდე ეთერზეთებს, რომელთა შემადგენლობაში შედის 30 % გერანიოლი. ველური ნაყოფი წარმოადგენს ასევე ნედლეულს კუმარინისა და ფუროკუმარინის მისაღებად. აღმოჩენილია აგრეთვე ალკალოიდები – პიროლიდინი და დაუცინი, ხოლო ნაყოფში ფიტოსტერინი – ჰიდროკაროტინი და დაუკოსტერინი. გამოიყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, თირკმლის, ღვიძლის დაავადების, ჰელმინთებით ინვაზიის, თავბრუსხვევის, ლაქტაციის გასაუმჯობესებელ საშუალებას
ჩვენებები: შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); თირკმელკენჭოვანი დაავადება (ნეფროლიათიზი), შარდის ბუშტის კენჭები; “ნეფროზული სინდრომი”; არტერიული ჰიპერტენზია; II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად); ქოლეცისტიტი, ღვიძლისციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.
გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ შელნეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შელნეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად
გამოყენების წესი და დოზირება: შელნეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.
გამოშვების ფორმა: შელნეფრონი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადისა მოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანიაShelbypharmaდიდი ბრიტანეთი.
მწარმოებელი: “გრიკარ.ნეტ” – იტალია.

ყურძნის წიპწის ექსტრაქტი#50კ

სავაჭრო დასახელება: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი – 220 მგ, ვიტამინი С – 110 მგ.
აღწერილობა: მუქი წითელი ფერის ფხვნილი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კვებითი დანამატი.
გამოყენების ჩვენება
ანტიოქსიდანტი:

– ორგანიზმიდან გაყავს თავისუფალი რადიკალები;

– აფერხებს დაბერების პროცესს;

–  ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკს;

–  აძლიერებს უჯრედებისა და ქსოვილების რეგენერაციას;

–  შლის ქოლესტერინის ფოლაქებს და გაყავს ორგანიზმიდან ცუდი ქოლესტერინი;

–  კიბოს პროფილაქტიკა;

–  აუმჯობესებს მხერდველობას;

–  აძლიერებს იმუნიტეტს;

–  აუმჯობესებს კოლაგენის სინთეზს და ოსტეოგენეზს;

–  ამცირებს ქიმიოთერაპიით გამოწვეულ ტოქსიკურობას.

გამოყენების წესი და დოზირება
პროფილაქტიკური დოზა: ყურძნის წიპწის ექსტრაქტი ინიშნება 1 კაფსულა დღეში ორჯერ საკვების მიღების წინ 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.
სამკურნალო დოზა: 2-2 კაფსულა დღეში ორჯერ ან სამჯერ, საკვების მიღების წინ 30 წუთით ადრე, წყალთან ერთად.

კვებითი დანამატის მიღების ხანრგძლივობაა 1-1,5 თვე.

პროფილაქტიკის ჩატარება რეკომენდირებულია წელიწადში 3-4ჯერ.
გვერდითი მოვლენები
არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
განსაკუთრებული მითითებები
კვებითი დანამატის მიღების რეკომენდირებული ასაკი: 30 წლიდან ზევით.

კვებითი დანამატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.
უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას შეიძლება წარმოადგენდეს ალერგია ყურძენზე, კურძნის წიპწასა და ვიტამინ C -ზე.
ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე გავლენას არ ახდენს.
გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები – 50 კაფსულა კოლოფში.
შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი:
შპს ვიტავიტის, ს/კ 404543197
ქ. თბილისი, ნ.ბაშალეიშვილის ქ., N 24.

ქსინოკარდი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ქრონოფერი #30ტ

ქრონოფერი

KRONOFER

შემადგენლობა:

რკინა (რკინის ბისგლიცინატი – Ferrous busglycinate; რკინის სულფატიFerrous Sulfate; რკინის პიროფოსფატი Ferric Pyrophosphate) – 30 მგ
ასკორბინის მჟავა –  70 მგ.

რკინის ბისგლიცინატი:
კუჭში მოხვედრისას არ მონაწილეობს ჰიდროლიზში და რკინის იონები ხვდებიან პირადაპირ ციტოპლაზმაში. ამის შედეგად, არ რჩება თავისუფალი Fe++  იონების სახით, რაც გამორიცხავს არასასურველ გვერდით მოვლენებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ  და არ ქმნის საფრთხეს დოზის გადაჭარბებით მიღებისას. ამიტომ, რკინის ხელატის სახით შეწოვა 3-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა შემადგენელი კომპონენტით.

რკინის სულფატი;
ავსებს ორგანიზმში რკინის დეფიციტს, ჰემოპოეზური მოქმედების მოხდენით. სუბსტრატულად უზრუნველყოფს რკინის შემცველი მეტაბოლიტების სინთეზს. მიკროდიალიზურ გრანულებში C ვიტამინთან კომბინაციაში რკინის არსებობა აუმჯობესებს იონიზირებული რკინის შეწოვას და ათვისებას, ახდენს მისი პროოქსიდური მოქმედების პრევენციას, ხელს უწყობს ცილების კარგად ათვისებას.

რკინის პიროფოსფატი;
ტრიგერია, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის.

ასკორბინის მჟავა:
ზრდის რკინის შეწოვას;
მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში;
აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას;
აუმჯობესებს კალცისა და რკინის ათვისებას;
მთავარ როლს თამაშობს კოლაგენის ჩამოყალიბებაში, რომელიც აუცილებელია ქსოვილების აღდგენისათვის.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია;
რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა ორსულობის დროს;
რკინაზე გაძლიერებული მოთხოვნის პერიოდი(ინტენსიური ზრდის პერიოდი,ვეგეტარიანობა,
ხანდაზმული ასაკი).

გამოშვების ფორმა: 
#30 ტაბლეტი.

გამოყენების წესი და
დოზირება:
1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

მწარმოებელი :  S.I.I.T. srl,  იტალია

ჰარტილი ამლო 5მგ/5მგ #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ჰარტილი ამლო 5მგ/10მგ #30ტ

27.80 ლარი
26.13 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ჰარტილი ამლო 10მგ/5მგ #30ტ

26.70 ლარი
25.10 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ქაცვის ზეთი 50მლ ფლ (ნეოფ)

ქაცვის ზეთი
Oleum Hippophaes


შემადგენლობა:

მომზადებულია ქაცვის ნაყოფებისაგან.
შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: კაროტინოიდებს, ტოკოფეროლებს, ოლეინის, ლინოლენის, პალმიტინის, სტეარინის მჟავების გლიცერიდებს, სტერინებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ხელს უწყობს ჭრილობების და წყლულების შეხორცებას ქსოვილების ეპითელიზაციის და გრანულაციის დაჩქარების გზით. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბაქტერიული, ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. ღვიძლის ქსოვილში ზრდის ცილების (ნუკლეინის მჟავების) შემცველობას, აუმჯობესებს ლიპიდების ცვლას და მათი პეროქსიდული დაჟანგვის პროცესებს მემბრანებში. სისხლის შრატში აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ბეტა-ლიპოპროტეიდების და საერთო ლიპიდების რაოდენობას, რაც აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას.

ჩვენება:

პერორალურად:
> კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების;
> რეფლუქს-ეზოფაგიტის;
> საყლაპავის კიბოს სხივური თერაპიის დროს.
გარეგანი ხმარებისათვის:
> კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანების ( თერმული, სხივური, ქიმიური);
> ტროფიკული წყლულების;
> ნაწოლების;
> კანის სხვადასხვა დაავადებების დროს გაჭიანურებული ეპითელიზაციის პროცესით;
> საშვილოსნოს ყელის ეროზიის;
> კოლპიტების;
> ვაგინიტების;
> თვალის დამწვრობის;
> რქოვანას მცოცავი წყლულის;
> პულპიტების;
> პერიოდონტიტის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
პერორალურად: 1 ჩაის კოვზი 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
გარეგანი გამოყენებისას: კანის დაზიანებულ უბანზე, გასუფთავების შემდეგ, პიპეტით დაიტანენ ქაცვის ზეთს და ფარავენ დოლბანდის ნახვევით, რომელსაც ყოველდღე ცვლიან. გინეკოლოგიურ პრაქტიკაში იყენებენ ქაცვის ზეთში გაჟღენთილ ბამბის ტამპონებს და ბურთულებს (5-10 მლ ტამპონზე). მკურნალობის კურსი 10-15 დღე. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 4-6 კვირამდე.

გამოშვების ფორმა:
50 მლ მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა:    1,5 წელი.

შენახვის წესი: ინახება სინათლისგან დაცულ, მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Don`t copy text!