Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 189

ჰეპატრომბინი H მალამო 20გ

ჰეპათრომბინ ჰ 20გ მალამო

სამკურნალწამლო ფორმები: მალამო გარეგანი გამოყენებისთვის, რექტალური სანთლები.

შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს: ჰეპარინი ნატრიუმის -65მე, პრედნიზოლონის აცეტატი-2,233მგ, პოლიდოკანოლი-30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მყარი პარაფინი, წებოვანი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, სილიციუმის დიოქსიდი.
1 სანთელი შეიცავს: ჰეპარინი ნატრიუმის -120 მე, პრედნიზოლონის აცეტატი-1,675მგ,  პოლიდოკანოლი-30მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მაგლიოლი 812, სილიციუმის დიოქსიდი, ნოვატ B, გლიცერინის ტრისტეარატი.

აღწერა
მალამო: მოყვითალო-თეთრი ნახევრად გამჭვირვალე, ჟელესმაგვარი მალამო დამახასიათებელი სუნით.
სანთელი: თეთრი, ჩხირის ფორმის;  განატეხზე თეთრი ფერის ჰომოგენური სანთელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ბუასილის საწინააღმდეგო საშუალება
ათქ კოდი: C05BA53

ფარმაკოლოგიური მოქმედება
კომბინირებული პრეპარატი. ჰეპარინი-პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი, გარეგანი გამოყენებისას ახდენს ადგილობრივ ანტითრომბოზულ, ანტიექსუდაციურ და ზომიერ ანთების საწინააღმდეგო მოქმედბეას; ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის რეგენერაციას; ხელს უშლის სისხლის შედედებას ჰემოროიდალურ კვანძებში. პრედნიზოლონი-გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედბას, ამცირებს ანთებას და თანმხლებ სუბიექტურ მოვლენებს (ქავილი, წვა, ტკივილი) ანორექტალურ მიდამოში. პოლიდოკანოლი ახდენს ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას და უზრუნველყოფს ჰემოროიდალური კვანძების სკლეროზირებას.

მიღების ჩვენება
გარეგანი და შიგნითა ბუასილი.
უკანა ტანის ვენების თრომბოფლებიტი.
ანუსის მიდამოში ფისტულები, ეკზემა და ქავილი.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა, კანის ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი დაზიანებები, ტუბერკულოზი, სიფილისი; კანის სიმსივნეები, ორსულობა (I ტრიმესტრი), ვაქცინის შეყვანაზე რეაქციები; მიდრეკილება სისხლდენებისადმი.

გამოყენების მეთოდი და დოზები
გარეგანად, დაზიანებულ უბნებზე მალამო იდება თხელი ფენით 2-4ჯერ დღეში; ტკივილის შეგრძნებების გაქრობის შემდეგ-ერთხელ დღეში 7 დღის განმავლობაში.
რექტალურად, სანთლები შეყავთ 1-2ჯერ დღეში სწორი ნაწლავის ღრუში, დეფეკაქციის შემდეგ. მალამოს შეყვანისთვის გამოიყენება ჩასახრახნი ბოლო, რომელიც შეყავთ სწორი ნაწლავის ღრუში და ტუბზე მსუბუქი დაჭერით გამოიყოფა მცირე რაოდენობით მალამო.

გვერდითი მოქმედება
ალერგიული რეაქციები, კანის ჰპერემია. ხანგრძლივი გამოყენებისას და/ან დიდ ზედაპირზე დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

განსაკუთრებული მითითებები
დაზიანებულ კანზე ან ლორწოვან გარსებზე დიდი რაოდენობის წასმისას აღინიშნება რეგენერაციის პროცესების შენელება.

გამოშვების ფორმა
20გ მალამო ალუმინის ტუბში, პლასტმასის ჩასახრახნი თავსახურით. ტუბის ნაპრალი დაცულია ალუმინის მემბრანით. სახუარვი წარმოადგენს მონოლითურ კონსტრუქციას, აქვს მემბრანის გახვრეტის შესაძლებლობა. ტუბი ჩასახრახნით და გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
რექტალური სანთლები. 5 სანთელი კონტურულ პვქ.-შეფუთვაში. 2 კონტურული პვქ.-შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები
ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
ჰეროფარმი, ა.დ სერბეთი
26300 ქ. ვრშაცი, ბეოგრადსკის გზა ბბ, სერბეთი
ტელ.: 13/803100, ფაქსი: 13/803424 წარმომადგენლობა რუსეთის ფედერაციაში: ქ.მოსკოვი, ტრიფონოსვკის ქუჩა, სახლი 45ბ. ტელ. (495) 221-70-40, ფაქსი 221-70-46.

ტრიმეიკი 4მგ/1.25მგ/5მგ#30ტ

ტრიმეიკი / TRIMEIK

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, indapamide, amlodipine
  • კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის ტრიმეიკი და რისთვის გამოიყენება?

ტრიმეიკი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების – პერინდოპრილის, ინდაპამიდისა და ამლოდიპინის კომბინაციას. ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. 

პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის ფიქსირებული დოზების კომბინაციას და ცალკე ამლოდიპინის ტაბლეტებს, შეუძლიათ მიიღონ 1 ტაბლეტი ტრიმეიკი, რომელიც სამივე ინგრედიენტს შეიცავს.

თითოეული აქტიური ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას და ერთად ახდენენ პაციენტის ორგანიზმში წნევის კონტროლს:

• პერინდოპრილი განეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძარღვებში. 

• ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს (სულფონამიდების წარმოებული ინდოლის ბირთვით). დიურეტიკები ზრდიან გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი სხვა დიურეტიკებისაგან განსხვავებით, შარდის რაოდენობას უმნიშვნელოდ ზრდის.

• ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს (დიჰიდროპირიდინების ჯგუფიდან). იგი იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას სისხლძარღვთა სანათურში.

2. განსაკუთრებული მითითებები 

არ მიიღოთ ტრიმეიკი, თუ

• გაქვთ ალერგიული რეაქცია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6);

• აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე გაქვთ მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი, ან თუ ჩამოთვლილი სიმპტომები (კვინკეს შეშუპების სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობა) თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს სხვა შემთხვევებშიც გქონიათ;

• გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება);

• არსებობს ეჭვი არანამკურნალები გულის დეკომპენსირებული უკმარისობაზე (მძიმე შეშუპება, სუნთქვის გაძნელება);

• იღებთ არითმიის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიშ დარღვევას (“პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია);

• გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შუეძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდება);

• აღგენიშნებათ გულის შეტევის შემდგომი უკმარისობა;

• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

• გაქვთ კალიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში;

• გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;

• იმყოფებით დიალიზზე;

• გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ტრიმეიკის 8 მგ/2,5 მგ/5 მგ და 8 მგ/2,5 მგ/10 მგ მიღების ფონზე);

• ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის უფრო ადრეულ ეტაპზეც – იხ. “ორსულობა”);

• ხართ მეძუძური დედა;

• გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები და იღებთ ალისკირენს.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

ტრიმეიკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, თუ

• გაქვთ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის მკვებავი არტერიის შევიწროება);

• გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები;

• მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);

• გაქვთ პრობლემები ღვიძლზე;

• გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

• გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქებით);

• გესაჭიროებათ პარათიროიდული ჯირკვლების გამოკვლევა;

• გაქვთ პოდაგრა;

• გაქვთ დიაბეტი;

• იმყოფებით უმარილო დიეტაზე ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სისხლში კალიუმის ბალანსის დარღვევა);

• იღებთ ლითიუმს ან კალიუმ-შემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან არ უნდა მოხდეს მათი ტრიმეიკთან ერთად მიღება (იხ. „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება“);

• იღებთ ალისკირენს (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება);

• ხართ ხანდაზმული ასაკის და საჭიროებთ დოზის მომატებას;

• აღგენიშნებოდათ ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები;

• ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, კვინკეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის, ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია და პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს წნევის დასაქვეითებლად;

• ხართ ჰემოდიალიზზე და გიტარდებათ დიალიზი მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით;

• გაქვთ პრობლემები თირკმელებზე;

• სისხლში აღგენიშნებათ მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის მატება;

• გაქვთ ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;

• თუ გაქვთ სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რაც მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმისა და კალიუმის დონის დაქვეითებისა და კალციუმის დონის მატების გამოსაკვლევად.

აცნობეთ ექიმს სავარაუდო ორსულობის (ან შესაძლო დაორსულების) შესახებ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს (იხ. „ორსულობა და ლაქტაცია“).

ტრიმეიკით მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ

• ჩაგიტარდათ ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია;

• უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება;

• გიტარდებათ დიალიზი ან დსლპ-აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის მექანიკური გამოყოფა);

• უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად;

• გიტარდებათ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებით (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც რენტგენის აპარატით ხდება თირკმელებისა და კუჭის გამოკვლევა).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ტრიმეიკის გამოყენება დაუშვებელია.

სხვა პრეპარატები და ტრიმეიკი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იღებდით, იღებთ ან თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას პარალელურად.

არ მიიღოთ ალისკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება) დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების დროს.

არ მიიღოთ ტრიმეიკი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

• ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მანია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია);

• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;

• დანტროლენი (ინფუზია), რომელიც ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების რიგიდობა);

• ესტრამუსტინი (კიბოს სამკურნალო საშუალება);

• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატების მიღებამ შეიძლებ აგავლენა იქონიოს ტრიმეიკით მკურნალობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება დაგჭირდეთ:

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები, ალისკირენის, დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) ჩათვლით;

• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 – 50 მგ დოზით დღეში;

• საანესთეზიო საშუალებები;

• იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება;

• ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება);

• მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ);

• მეტადონი (ნარკო-დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება);

• დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინ-ამიდი, კვინიდინი, ჰიდროკვინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (არითმიის სამკურნალო საშუალებები);

• ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები);

• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის პრობლემების სამკურნალო საშუალებები);

• ინფექციების სამკურნალო ზოგი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი;

• იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები);

• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);

• მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური საშუალებები თივის ცხელებისა და ალერგიის სამკურნალო საშუალებები);

• კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მძიმე ასთმის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ: აცეტილსალიცილის მჟავა);

• იმუნოდეპრესანტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში, მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (მაგ: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

• ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალო საშუალება);

• ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალო საშუალებები);

• ჰალოფანტრინი (მალარიის გარკვეული სახის სამკურნალო საშუალება);

• ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი;

• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან მეთფორმინი);

• კალციუმი, კალციუმის შემცველი საკვები დანამატების ჩათვლით;

• ნაწლავის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ: სინამაქი); 

• სიმსივნის სამკურნალო საშუალებები;

• ვინკამინი (ასაკოვან პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური დარღვევების, მათ შორის მეხსიერების დაქვეითების სამკურნალო საშუალება);

• ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები);

• პენტამიდინი (პნევმონიის სამკურნალო საშუალება);

• როტინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები);

• Hypericum perforatum (კრაზანა);

• ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალო საშუალება);

• ჰეპარინი (სისხლის გასათხევადებელი საშუალება);

• დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალო საშუალებები (მაგ: ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი);

• ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან ვაზოდილატატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.

ტრიმეიკის მიღებას აკვებთან და სასმელთან ერთად

ტრიმეიკით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენის ან თვით გრეიფრუტის მიღება, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერების, ამლოდიპინის კონცენტრაციის ზრდა და, შედეგად, ტრიმეიკის ჰიპოტენზიური ეფექტის არაპროგნოზირებული მატება. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა 

მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ).

ექიმი გირჩევთ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და სხვა პრეპარატის მიღებას დაორსულებისთანავე ან როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის დროს, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ მეძუძური დედა ხართ, ან აპირებთ ჩვილის ძუძუთი კვებას. ტრიმეიკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გადაწყვეტთ ახალშობილის ძუძუთი კვებას, ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დღენაკლულია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

ტრიმეიკმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის ფონზე აღგენიშნებათ თავბრუსხევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, ნუ დაჯდებით საჭესთან, ნუ მართავთ მექანიზმებს და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

3. ტრიმეიკის მიღების წესი

გულდასმით მისდიეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას. დააზუსტეთ მათთან თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.

ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე. ექიმი შეგირჩევთ დოზას. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი.

საჭირო ზემეტი დოზის მიღების შემთხვევაში

პრეპარატის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება, რაც გამოვლინდება თავბრუსხვევით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, ოლიგურიით (შარდის რაოდენობის შემცირება), ანურიით (შარდის გამოყოფის შეწყვეტა). თავბრუსხვევის ფონზე შესაძლოა გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების ფონზე შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი ხდება ცივი და წებოვანი, შესაძლოა გონების დაბინდვა. ტრიმეიკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

ტრიმეიკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური, რეგულარული მიღება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტრიმეიკის მიღების შეწყვეტა

ვინაიდან ჰიპერტენზიის მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიმეიკსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ადგილი ჰქონდა ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს: 

• მოულოდნელი მსტვინავი სუნთქვა, ტკივილი მკერდის მიდამოში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• პირის, ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• მძიმე რეაქციები კანზე, ინტენსიური გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლისა და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ახვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში);

• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში);

• გულის შეტევა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში) და ანომალური გულისცემა (უცნობია);

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მიდამოს ძლიერი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში).

სიხშირის კლების მიხედვით გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

• ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), უეცარი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა (გაორების ჩათვლით), ყურებში შუილი (ხმაური ყურებში), დაბალი არტერიული წნევით განპირობებული თავბრუსხვევა, ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევა, დისპეპსია ან მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).

• ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში):

ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანკალი, ჭინჭრის ციება, ტკივილის შეგრძნების დათრგუნვა, რინიტი (სურდო), დეფეკაციის რიტმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), კანის გაუფერულება, ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი მკერდის მიდამოში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდვის დარღვევა, ღამე მოშარდვის სურვილის გახშირება, შარდვის გახშირება, ერექციის მიღწევის უუნარობა, ცხელება, დისკომფორტი მკერდის მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, სხეულის წონის მატება ან კლება, სისხლში ზოგი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის დონის მატება, ჰიპოგლიკემია (შაქრის რაოდენობის შემცირება სისხლში), სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (კანის ცვლილება) მზეზე ან ხელოვნური ულტრაიისფერი განათების ქვეშ, ბუშტუკები კანზე, ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპება, კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატება სისხლში, დაცემა, პირის სიმშრალე.

• იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):

ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული მახასიათებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.

• ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში):

ლეიკოციტების, თრომბოციტების (რაც იწვევს სისხლჩაქცევების, ცხვირიდან სისხლდენის განვითარებას) რაოდენობის შემცირება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია (ტკივილი გულის, ყბის და ზურგის მიდამოში დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია გულთან სისხლის მიდინების გართულებით), ინსულტი, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ღრძილების შეშუპება, მძიმე კანისმიერი რეაქცია, მძიმე გამონაყრის, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, პოლიმორფული ერითემა (გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ქავილის შეგრძნებით), სისხლდენა ღრძილებიდან, ტკივილი და გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმლის სერიოზული პრობლემები, კანის სიყვითლე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთოვანი ტონუსის მატება, ჰიპერგლიკემია, კალციუმის დონის მატება სისხლში, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.

• უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე, შეუძლებელია)

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით განპირობებული თავის ტვინის დაავადება). თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება.

შეიძლება მოხდეს ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლის ანალიზი) შეცვლა. მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.

მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი ან აღუწერელი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

5. ტრიმეიკის შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

6. გამოშვების ფორმა და სხვ აინფორმაცია

ტრიმეიკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის ერბუმინი, ინდაპამიდი, ამლოდიპინი.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ფიტო კრემი 40გ ტუბ

ფიტო კრემი / FITO cream

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

კრემი: ტუბში 40 გ.

Triticum Vulgare-ს წყლიანი ექსტრაქტი . . . . 6 გ

ეთილენგლიკოლის მონოფენილის ეთერი . . . . 0.4 გ 

დამხმარე ნივთიერებები: ცეტილის სპირტი, ლავანდა და მიხაკის ესენცია. 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ანტისეპტიკური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ქსოვილთა ნატურალური რეგენერატორი.

ჩვენებები

ფიტო გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის, რომლებიც მოითხოვს კანის უჯრედების განახლებას:  

– ჭრილობები და კანის დეფორმაციის გამომწვევი ცვლილებები (ვარიკოზული წყლულები, რადიოდერმატიტი, ფისტულები, ნაწოლები, პოსტოპერაციული ჭრილობების შეხორცებისათვის, როგორიცაა  ცირკუმციზიო ან ეპიზიოტომია);

– ეგზემა და კანის ფსორიაზისმაგვარი დაზიანება (ერითროდერმია, სხვადასხვა დერმატოზები, ალერგიული ქავილი);

– ყველა ხარისხის დამწვრობები, მათ შორის მზის დამწვრობაც; ღია ჭრილობები; კანის პროფესიული დაავადებები; სიცივით გამოწვეული კანის ნახეთქები, კანის ნაკაწრები;

– ინდივიდები, რომლებსაც აღენიშნებათ კანის განახლების პროცესის დარღვევა ან სხვადასხვა მიზეზით განპირობებული კანის ცვლილებები (ასაკი, კოსმეტიკით განპირობებული დაზიანებები, სტრიები მუცელზე და არეოლების ან კერტების ნაპრალები). 

დოზირების რეჟიმი

ფიტო გამოიყენება კანზე წასასმელად. პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დაზიანების ნიშნების სრულ გაქრობამდე.

დაავადების სიმწვავისა და გავრცელების მიხედვით შეიზილეთ ფიტო  დღეში 2-3-ჯერ. 

ფიტოს წასმა ხდება ჭრილობის ადგილას ფითხით (`შპადელი~) ან სხვა რომელიმე მოსახერხებელი საშუალებით.

დაზიანებული კერის მარლის სახვევით დაფარვის შემდეგ რეკომენდებულია, რომ სახვევიც დაიფაროს კრემით, რომ შენარჩუნდეს მისი სირბილე.

ხელმეორედ გამოყენების შემთხვევაში, დაზიანებული ადგილი ირეცხება სუფთა წყლით. დარჩენილი კრემი შეიძლება სრულად გაიხსნას წყალში. 

თუ თქვენი ექიმი გირჩევთ, ფიტო შეიძლება გამოიყენოთ სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანტისეპტიკურ ან ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს. 

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები 

გამოყენება პედიატრიაში: პედიატრიული ასაკის პაციენტებში პრეპარატის გამოყენებაზე შეზღუდვა არ არის.

გამოყენება გერიატრიაში: გერიატრიულ პაციენტებში გამოყენება შეზღუდული არ არის.

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: არ არსებობს ინფორმაცია თირკმელების ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე ინდივიდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ. 

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, შეიძლება აღინიშნოს გვერდითი ეფექტები ინდივიდებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან ფიტოს ინგრედიენტების მიმართ. 

შეწყვიტეთ ფიტოს გამოყენება შემდგომი სიტუაციებიდან ნებისმიერის დროს და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას, თქვენს ექიმს ან უახლოეს ჰოსპიტალს: სახის, ტუჩების ან პირ-ხახის შეშუპება, რაც იწვევს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას. 

აღნიშნული მოვლენები არის ძალიან მნიშვნელოვანი და თუ აღგენიშნებათ რომელიმე მათგანი, თქვენ სავარაუდოდ ალერგიული ხართ ფიტოს მიმართ. შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო დახმარება ან საავადმყოფოსთვის მიმართვა. 

თუმცა ყველა ეს სერიოზული გვერდითი ეფექტი არის ძალიან იშვიათი.

ფიტოს გამოყენებისას სხვა გვერდითი ეფექტები აღწერილი არ არის. 

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი ეფექტი, რომელიც აქ აღწერილი არ არის, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური და არააქტიური ინგრედიენტების მიმართ. 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს ფიტოს გამოყენება დასაშვებია. 

განსაკუთრებული მითითებები

სინფრთხილით გამოიყენეთ ფიტო შემდეგ სიტუაციებში: ადგილობრივად გამოყენებულმა ნებისმიერმა პრეპარატმა ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს კანის მგრძნობელობის მომატება. ასეთ დროს საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ადექვატური მკურნალობის დაწყება. 

ფიტოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად: რადგან პრეპარატი გამოიყენება კანზე, ურთიერთქმედება საკვეთან და სასმელთან მოსალოდნელი არ არის. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფიტოს ზოგიერთი არააქტიური ინგრედიენტის შესახებ: არააქტიურმა ინგრედიენტმა, ცეტილის სპირტმა, შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

თუ გაქვთ შთაბეჭდილება რომ ფიტოს ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

თუ დაგავიწყდათ ფიტოს წასმა: გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა.

შესაძლო ეფექტები მკურნალობის დამთავრების შემდეგ: ფიტოთი მკურნალობის დამთავრების შემდეგ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება: არ არის აღწერილი ფიტოს ეფექტი ავტომობილის მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

რაიმე ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. თუ თქვენ ფიტოს დანიშვნისას იყენებთ რაიმე მედიკამენტს (რეცეპტით თუ ურეცპტოდ გასაცემს), გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

შენახვის პირობები და ვადა 

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 5 წელი. 

ჰემოროლი #12სუპოზ.

ჰემოროლი

სავაჭრო
დასახელება: ჰემოროლი (Hemorol)
სამკურნალწამლო ფორმა: რექტალური სანთლები.
შემადგენლობა:
1 რექტალური სანთელი შეიცავს:

გვირილის სქელი ექსტრაქტი (Chamomillae extr. spissum)  50მგ
კურდღლისცოცხას სქელი ექსტრაქტი (Genistae scopariae extr.spissum) 20მგ
ცხენისწაბლას ქერქის სქელი ექსტრაქტი (Hippocastani cortius extr. spissum) 20მგ
შმაგას სქელი ექსტრაქტი (Belladonnae extr. spissum) 20მგ
მარწყვბალახას სქელი ექსტრაქტი (Tormentillae extr. spissum) 20მგ
ფარსმანდუკის სქელი ექსტრაქტი (Millefolii extr. spissum) 20მგ
ანესთეზინი 100მგ
გლიცეროლი 150მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
პრეპარატი ახდენს შეშუპების საწინააღმდეგო და სისხლდენის შემაჩერებელ მოქმედებას. გვირილა განაპირობებს მის ანთების საწინააღმდეგო, ხოლო შმაგა _ სპაზმოლიზურ ეფექტს. ცხენისწაბლას შემცველობის გამო ჰემოროლი ამცირებს კაპილარების კედლის განვლადობას, აუმჯობესებს ვენურ სისხლის მიმოქცევას. 

ჩვენებები
:
ბუასილი, ანალური ხვრელის გახანგრძლივებული ანთებითი დაავადებები, სისხლდენა, ვენური სისხლძარღვების კედლის დაზიანება, შეგუბება ანალური ხვრელის მიდამოში ტკივილის სინდრომით, სწორი ნაწლავის ლორწოვანის გარსის გაღიზიანება და ნახეთქები. შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება სამედიცინო გამოკვლევის, მაგალითად, რექტოსკოპიის შემდეგ. 

უკუჩვენებები
:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე.

გაფრთხილება
:
დიდი ზომის ჰემოროიდული კვანძების არსებობისას შეიძლება აღინიშნოს ტკივილი სანთლის გაკეთებიდან მის გალღობამდე (დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში).
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ჰემოროლი არ იწვევს ფსიქომოტორულ მოდუნებას და არ ახდენს ზეგავლენას ავტოტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
 
მიღების წესი და დოზირება:
რექტალური სანთლები.
მოზრდილებში: 1 სანთელი ღამით. მძიმე შემთხვევაში: 2-3 სანთელი დღის განმავლობაში.
ბავშვებში 6 წლის ზემოთ: 1 სანთელი ღამით.

გვერდითი
მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქცების განვითარება პრეპარატის შემადგენელ კომპონენტებზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

გამოშვების
ფორმა:
12 რექტალური სანთელი მუყაოს კოლოფში.

შენახვის
პირობები:
ინახება არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისობის
ვადა:
3 წელი.

აფთიაქიდან
გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი
:
ვროცლავის სამკურნალო მცენარეების საწარმო სს “ჰერბაპოლი”. წმ. მიკოლაის 65/68, 50-951 ვროცლავი, პოლონეთი.

ტრიმეიკი 4მგ/1.25მგ/10მგ#30ტ

ტრიმეიკი / TRIMEIK

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): perindopril, indapamide, amlodipine
  • კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები → ანგიოტენზინ-გარდაქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორის და დიურეზული საშუალებების შემცველი საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის ტრიმეიკი და რისთვის გამოიყენება?

ტრიმეიკი წარმოადგენს სამი აქტიური ნივთიერების – პერინდოპრილის, ინდაპამიდისა და ამლოდიპინის კომბინაციას. ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. 

პაციენტებს, რომლებიც იღებენ პერინდოპრილი/ინდაპამიდის ფიქსირებული დოზების კომბინაციას და ცალკე ამლოდიპინის ტაბლეტებს, შეუძლიათ მიიღონ 1 ტაბლეტი ტრიმეიკი, რომელიც სამივე ინგრედიენტს შეიცავს.

თითოეული აქტიური ნივთიერება აქვეითებს არტერიულ წნევას და ერთად ახდენენ პაციენტის ორგანიზმში წნევის კონტროლს:

• პერინდოპრილი განეკუთვნება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორებს. იგი აფართოებს სისხლძარღვებს, რითაც აადვილებს სისხლის გადატუმბვას გულიდან სისხლძარღვებში. 

• ინდაპამიდი წარმოადგენს შარდმდენს (სულფონამიდების წარმოებული ინდოლის ბირთვით). დიურეტიკები ზრდიან გამოყოფილი შარდის რაოდენობას. თუმცა, ინდაპამიდი სხვა დიურეტიკებისაგან განსხვავებით, შარდის რაოდენობას უმნიშვნელოდ ზრდის.

• ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის არხების ბლოკატორს (დიჰიდროპირიდინების ჯგუფიდან). იგი იწვევს სისხლძარღვთა ტონუსის დაქვეითებას და აადვილებს სისხლის გადაადგილებას სისხლძარღვთა სანათურში.

2. განსაკუთრებული მითითებები 

არ მიიღოთ ტრიმეიკი, თუ

• გაქვთ ალერგიული რეაქცია პერინდოპრილის ან სხვა აგფ ინჰიბიტორების, ინდაპამიდის ან სხვა სულფონამიდების, ამლოდიპინის ან სხვა დიჰიდროპირიდინების, ან პრეპარატის შემადგენელი სხვა კომპონენტების მიმართ (იხ. ნაწილი 6);

• აგფ ინჰიბიტორების მიღების ფონზე გაქვთ მსტვინავი სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან მწვავე გამონაყარი, ან თუ ჩამოთვლილი სიმპტომები (კვინკეს შეშუპების სახელწოდებით ცნობილი მდგომარეობა) თქვენ ან თქვენი ოჯახის რომელიმე წევრს სხვა შემთხვევებშიც გქონიათ;

• გაქვთ ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით გამოწვეული თავის ტვინის დაავადება);

• არსებობს ეჭვი არანამკურნალები გულის დეკომპენსირებული უკმარისობაზე (მძიმე შეშუპება, სუნთქვის გაძნელება);

• იღებთ არითმიის სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც იწვევენ გულის რითმის სიცოცხლისათვის საშიშ დარღვევას (“პირუეტის” ტიპის პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია);

• გაქვთ აორტის სარქველის შევიწროება (აორტის სტენოზი) ან კარდიოგენული შოკი (მდგომარეობა, როცა გულს არ შუეძლია ორგანიზმისთვის საკმარისი რაოდენობის სისხლის მიწოდება);

• აღგენიშნებათ გულის შეტევის შემდგომი უკმარისობა;

• გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტენზია);

• გაქვთ კალიუმის დაბალი კონცენტრაცია სისხლში;

• გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება;

• იმყოფებით დიალიზზე;

• გაქვთ თირკმლის საშუალო სიმძიმის პრობლემები (ტრიმეიკის 8 მგ/2,5 მგ/5 მგ და 8 მგ/2,5 მგ/10 მგ მიღების ფონზე);

• ხართ 3 თვეზე მეტი ვადის ორსული (არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის უფრო ადრეულ ეტაპზეც – იხ. “ორსულობა”);

• ხართ მეძუძური დედა;

• გაქვთ შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის დაავადებები და იღებთ ალისკირენს.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები

ტრიმეიკის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან, თუ

• გაქვთ ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (გულის კუნთის დაავადება) ან თირკმლის არტერიის სტენოზი (თირკმლის მკვებავი არტერიის შევიწროება);

• გაქვთ გულის უკმარისობა ან გულის სხვა დაავადებები;

• მკვეთრად აგეწიათ არტერიული წნევა (ჰიპერტონული კრიზი);

• გაქვთ პრობლემები ღვიძლზე;

• გაქვთ კოლაგენოზი (კანის დაავადება), სისტემური წითელი მგლურა ან სკლეროდერმია;

• გაქვთ ათეროსკლეროზი (არტერიების შევიწროება ათეროსკლეროზული ფოლაქებით);

• გესაჭიროებათ პარათიროიდული ჯირკვლების გამოკვლევა;

• გაქვთ პოდაგრა;

• გაქვთ დიაბეტი;

• იმყოფებით უმარილო დიეტაზე ან იღებთ მარილის შემცვლელებს, რომლებიც შეიცავენ კალიუმს (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს სისხლში კალიუმის ბალანსის დარღვევა);

• იღებთ ლითიუმს ან კალიუმ-შემნახველ დიურეტიკებს (სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი), რადგან არ უნდა მოხდეს მათი ტრიმეიკთან ერთად მიღება (იხ. „სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება“);

• იღებთ ალისკირენს (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება);

• ხართ ხანდაზმული ასაკის და საჭიროებთ დოზის მომატებას;

• აღგენიშნებოდათ ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები;

• ხართ ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, კვინკეს შეშუპების (სახის, ტუჩების, პირის, ენის, ხორხის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება) გამოვლენის ალბათობა უფრო მაღალია და პრეპარატი შეიძლება ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს წნევის დასაქვეითებლად;

• ხართ ჰემოდიალიზზე და გიტარდებათ დიალიზი მაღალჰიდრავლიკური განვლადობის მემბრანებით;

• გაქვთ პრობლემები თირკმელებზე;

• სისხლში აღგენიშნებათ მაღალი მჟავიანობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის სიხშირის მატება;

• გაქვთ ტვინში სისხლის მიმოქცევის უკმარისობა;

• თუ გაქვთ სახის, ტუჩების, პირის, ენის, ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელება (კვინკეს შეშუპება), რაც მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება განვითარდეს, სასწრაფოდ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუკავშირდით მკურნალ ექიმს.

ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი ნატრიუმისა და კალიუმის დონის დაქვეითებისა და კალციუმის დონის მატების გამოსაკვლევად.

აცნობეთ ექიმს სავარაუდო ორსულობის (ან შესაძლო დაორსულების) შესახებ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის შემთხვევაში, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს (იხ. „ორსულობა და ლაქტაცია“).

ტრიმეიკით მკურნალობის დროს აცნობეთ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს, თუ

• ჩაგიტარდათ ანესთეზია ან ქირურგიული ოპერაცია;

• უახლოეს წარსულში გქონდათ დიარეა, ღებინება ან გაუწყლოება;

• გიტარდებათ დიალიზი ან დსლპ-აფერეზი (სისხლიდან ქოლესტერინის მექანიკური გამოყოფა);

• უნდა ჩაგიტარდეთ დესენსიბილიზაცია ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენზე ალერგიული რეაქციის შესამცირებლად;

• გიტარდებათ გამოკვლევა იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერებით (ნივთიერება, რომლის საშუალებითაც რენტგენის აპარატით ხდება თირკმელებისა და კუჭის გამოკვლევა).

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ტრიმეიკის გამოყენება დაუშვებელია.

სხვა პრეპარატები და ტრიმეიკი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს იღებდით, იღებთ ან თუ აპირებთ სხვა პრეპარატის მიღებას პარალელურად.

არ მიიღოთ ალისკირენი (ჰიპერტენზიის სამკურნალო საშუალება) დიაბეტის ან თირკმლის პათოლოგიების დროს.

არ მიიღოთ ტრიმეიკი შემდეგ სამკურნალო საშუალებებთან ერთად:

• ლითიუმი (გამოიყენება ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა მანია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი და რეკურენტული დეპრესია);

• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები (ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის დანამატები ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები;

• დანტროლენი (ინფუზია), რომელიც ასევე გამოიყენება ავთვისებიანი ჰიპერთერმიის სამკურნალოდ ანესთეზიის დროს (ახასიათებს მაღალი ტემპერატურა და კუნთების რიგიდობა);

• ესტრამუსტინი (კიბოს სამკურნალო საშუალება);

• სხვა პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ: აგფ ინჰიბიტორები, ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები.

სხვა პრეპარატების მიღებამ შეიძლებ აგავლენა იქონიოს ტრიმეიკით მკურნალობაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ აცნობოთ ექიმს, თუ იღებთ ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებს, რადგან შესაძლოა განსაკუთრებული ყურადღება დაგჭირდეთ:

• მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო სხვა საშუალებები, ალისკირენის, დიურეტიკების (შარდმდენი საშუალებები) ჩათვლით;

• კალიუმ-შემნახველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ: ეპლერენონი და სპირონოლაქტონი 12,5 – 50 მგ დოზით დღეში;

• საანესთეზიო საშუალებები;

• იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერება;

• ბეპრიდილი (სტენოკარდიის სამკურნალო საშუალება);

• მოქსიფლოქსაცინი, სპარფლოქსაცინი (ანტიბიოტიკები ინფექციის სამკურნალოდ);

• მეტადონი (ნარკო-დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება);

• დოფეტილიდი, იბუტილიდი, ბრეტილიუმი, ციზაპრიდი, დიფემამილი, პროკაინ-ამიდი, კვინიდინი, ჰიდროკვინიდინი, დიზოპირამიდი, ამიოდარონი, სოტალოლი (არითმიის სამკურნალო საშუალებები);

• ვერაპამილი, დილთიაზემი (საგულე საშუალებები);

• დიგოქსინი ან სხვა საგულე გლიკოზიდები (გულის პრობლემების სამკურნალო საშუალებები);

• ინფექციების სამკურნალო ზოგი ანტიბიოტიკი, როგორიცაა რიფამპიცინი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი;

• იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, საინექციო ამფოტერიცინი B (სოკოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალებები);

• ალოპურინოლი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება);

• მიზოლასტინი, ტერფენადინი ან ასთემიზოლი (ანტიჰისტამინური საშუალებები თივის ცხელებისა და ალერგიის სამკურნალო საშუალებები);

• კორტიკოსტეროიდები სხვადასხვა დაავადების, მათ შორის მძიმე ასთმის, რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ: იბუპროფენი) ან სალიცილატების მაღალი დოზები (მაგ: აცეტილსალიცილის მჟავა);

• იმუნოდეპრესანტები, აუტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ ან ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში, მოცილების რეაქციის თავიდან ასაცილებლად (მაგ: ციკლოსპორინი, ტაკროლიმუსი);

• ტეტრაკოზაქტიდი (კრონის დაავადების სამკურნალო საშუალება);

• ოქროს მარილები, განსაკუთრებით ინტრავენური (რევმატოიდული ართრიტის სიმპტომების სამკურნალო საშუალებები);

• ჰალოფანტრინი (მალარიის გარკვეული სახის სამკურნალო საშუალება);

• ბაკლოფენი, კუნთების რიგიდობის სამკურნალოდ ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი;

• დიაბეტის სამკურნალო საშუალებები (ინსულინი ან მეთფორმინი);

• კალციუმი, კალციუმის შემცველი საკვები დანამატების ჩათვლით;

• ნაწლავის მასტიმულირებელი საფაღარათო საშუალებები (მაგ: სინამაქი); 

• სიმსივნის სამკურნალო საშუალებები;

• ვინკამინი (ასაკოვან პაციენტებში სიმპტომური კოგნიტური დარღვევების, მათ შორის მეხსიერების დაქვეითების სამკურნალო საშუალება);

• ისეთი ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ: ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ანტიფსიქოზური საშუალებები, იმიპრამინის ჯგუფის ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები);

• პენტამიდინი (პნევმონიის სამკურნალო საშუალება);

• როტინავირი, ინდინავირი, ნელფინავირი (პროტეაზას ინჰიბიტორები, აივ ინფექციის სამკურნალო საშუალებები);

• Hypericum perforatum (კრაზანა);

• ტრიმეტოპრიმი (ინფექციების სამკურნალო საშუალება);

• ჰეპარინი (სისხლის გასათხევადებელი საშუალება);

• დაბალი არტერიული წნევის, შოკის ან ასთმის სამკურნალო საშუალებები (მაგ: ეფედრინი, ნორადრენალინი, ადრენალინი);

• ნიტროგლიცერინი და სხვა ნიტრატები ან ვაზოდილატატორები, რომლებიც აქვეითებენ არტერიულ წნევას.

ტრიმეიკის მიღებას აკვებთან და სასმელთან ერთად

ტრიმეიკით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული გრეიფრუტის წვენის ან თვით გრეიფრუტის მიღება, ვინაიდან მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში პრეპარატის შემადგენელი აქტიური ნივთიერების, ამლოდიპინის კონცენტრაციის ზრდა და, შედეგად, ტრიმეიკის ჰიპოტენზიური ეფექტის არაპროგნოზირებული მატება. 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ორსული ან მეძუძური დედა ხართ, ფიქრობთ რომ დაორსულდით, ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

ორსულობა 

მიმართეთ ექიმს თუ ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ (ან შესაძლოა დაორსულდეთ).

ექიმი გირჩევთ პრეპარატის მიღების შეწყვეტას და სხვა პრეპარატის მიღებას დაორსულებისთანავე ან როგორც კი შეიტყობთ, რომ ორსულად ხართ. არ არის რეკომენდებული ტრიმეიკის მიღება ორსულობის ადრეულ ეტაპზე და 3 თვეზე მეტი ვადის დროს, ვინაიდან მან შეიძლება სერიოზული ზიანი მოუტანოს ნაყოფს ორსულობის პირველი ტრიმესტრის შემდეგ.

ლაქტაცია

აცნობეთ ექიმს თუ მეძუძური დედა ხართ, ან აპირებთ ჩვილის ძუძუთი კვებას. ტრიმეიკის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში. თუ გადაწყვეტთ ახალშობილის ძუძუთი კვებას, ექიმი შეგირჩევთ სხვა მკურნალობას, განსაკუთრებით, თუ ბავშვი დღენაკლულია.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარი

ტრიმეიკმა შესაძლოა გავლენა იქონიოს ავტომობილებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. თუ პრეპარატის ფონზე აღგენიშნებათ თავბრუსხევა, დაღლილობა ან თავის ტკივილი, ნუ დაჯდებით საჭესთან, ნუ მართავთ მექანიზმებს და დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს.

3. ტრიმეიკის მიღების წესი

გულდასმით მისდიეთ ექიმის ან ფარმაცევტის რჩევას. დააზუსტეთ მათთან თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია.

ტაბლეტი მიიღება წყალთან ერთად, უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე. ექიმი შეგირჩევთ დოზას. ჩვეულებრივ, ინიშნება დღეში 1 ტაბლეტი.

საჭირო ზემეტი დოზის მიღების შემთხვევაში

პრეპარატის დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში, პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს არტერიული წნევის სერიოზული დაქვეითება, რაც გამოვლინდება თავბრუსხვევით, ძილიანობით, ცნობიერების დაბინდვით, ოლიგურიით (შარდის რაოდენობის შემცირება), ანურიით (შარდის გამოყოფის შეწყვეტა). თავბრუსხვევის ფონზე შესაძლოა გულის წასვლა, სისუსტე. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითების ფონზე შეიძლება განვითარდეს შოკი. კანი ხდება ცივი და წებოვანი, შესაძლოა გონების დაბინდვა. ტრიმეიკის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

ტრიმეიკის დოზის გამოტოვების შემთხვევაში

მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად, მნიშვნელოვანია პრეპარატის ყოველდღიური, რეგულარული მიღება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში, შემდეგი დოზა მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ტრიმეიკის მიღების შეწყვეტა

ვინაიდან ჰიპერტენზიის მკურნალობა მთელი ცხოვრების მანძილზე გრძელდება, პრეპარატის მიღების შეწყვეტამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ტრიმეიკსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ადგილი ჰქონდა ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმეს: 

• მოულოდნელი მსტვინავი სუნთქვა, ტკივილი მკერდის მიდამოში, ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• ქუთუთოების, სახის ან ტუჩების შეშუპება (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• პირის, ენისა და ყელის შეშუპება, რაც იწვევს სუნთქვის გაძნელებას (ნაკლებად ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში);

• მძიმე რეაქციები კანზე, ინტენსიური გამონაყარის, ჭინჭრის ციების, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ძლიერი ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლისა და შეშუპების, ლორწოვანი გარსების ანთების (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) ან ახვა ალერგიული რეაქციების ჩათვლით (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში);

• ძლიერი თავბრუსხვევა ან გულის წასვლა (ხშირად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში);

• გულის შეტევა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში) და ანომალური გულისცემა (უცნობია);

• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან ზურგის მიდამოს ძლიერი ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა (ძალიან იშვიათად, შესაძლოა 1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში).

სიხშირის კლების მიხედვით გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს:

• ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 10 პაციენტში):

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, პალპიტაცია (გულისცემის შეგრძნება), უეცარი სიწითლე, ვერტიგო, ჩხვლეტის შეგრძნება, მხედველობის დარღვევა (გაორების ჩათვლით), ყურებში შუილი (ხმაური ყურებში), დაბალი არტერიული წნევით განპირობებული თავბრუსხვევა, ხველა, ქოშინი, კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, გემოვნების დარღვევა, დისპეპსია ან მონელების დარღვევა, დიარეა, ყაბზობა), ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ქავილი), კრუნჩხვა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, წვივების შეშუპება (ედემა).

• ნაკლებად ხშირი (1 შემთხვევა ყოველ 100 პაციენტში):

ხასიათის ცვლილება, შფოთვა, დეპრესია, ძილის დარღვევა, კანკალი, ჭინჭრის ციება, ტკივილის შეგრძნების დათრგუნვა, რინიტი (სურდო), დეფეკაციის რიტმის ცვლილება, თმის ცვენა, პურპურა (წითელი წერტილოვანი გამონაყარი კანზე), კანის გაუფერულება, ქავილი, ოფლიანობა, ტკივილი მკერდის მიდამოში, სახსრების ან კუნთების ტკივილი, ზურგის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, თირკმლის პრობლემები, შარდვის დარღვევა, ღამე მოშარდვის სურვილის გახშირება, შარდვის გახშირება, ერექციის მიღწევის უუნარობა, ცხელება, დისკომფორტი მკერდის მიდამოში ან სარძევე ჯირკვლის გადიდება მამაკაცებში, სხეულის წონის მატება ან კლება, სისხლში ზოგი ლეიკოციტების რაოდენობის ზრდა, სისხლში კალიუმის დონის მატება, ჰიპოგლიკემია (შაქრის რაოდენობის შემცირება სისხლში), სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება, გულისცემის გახშირება, ვასკულიტი (სისხლძარღვების ანთება), ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები (კანის ცვლილება) მზეზე ან ხელოვნური ულტრაიისფერი განათების ქვეშ, ბუშტუკები კანზე, ხელების, წვივების ან ტერფების შეშუპება, კრეატინინისა და შარდოვანას დონის მატება სისხლში, დაცემა, პირის სიმშრალე.

• იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 1000 პაციენტში):

ცნობიერების დაბინდვა, ლაბორატორიული მახასიათებლების შეცვლა: ღვიძლის ფერმენტების დონის მატება, შრატში ბილირუბინის მაღალი დონე.

• ძალიან იშვიათი (1 შემთხვევა ყოველ 10000 პაციენტში):

ლეიკოციტების, თრომბოციტების (რაც იწვევს სისხლჩაქცევების, ცხვირიდან სისხლდენის განვითარებას) რაოდენობის შემცირება, ანემია (ერითროციტების რაოდენობის შემცირება), გულ-სისხლძარღვოვანი დარღვევები (გულის რიტმის ცვლილება, სტენოკარდია (ტკივილი გულის, ყბის და ზურგის მიდამოში დატვირთვის დროს, რაც დაკავშირებულია გულთან სისხლის მიდინების გართულებით), ინსულტი, ეოზინოფილური პნევმონია (პნევმონიის იშვიათი სახე), ღრძილების შეშუპება, მძიმე კანისმიერი რეაქცია, მძიმე გამონაყრის, მთელ სხეულზე კანის ჰიპერემიის, ქავილის, ბუშტუკების, კანის აქერცვლის და შეშუპების ჩათვლით, პოლიმორფული ერითემა (გამონაყარი კანზე, რომელიც ხშირად იწყება წითელი ლაქებით სახეზე, ხელებსა და ფეხებზე, ქავილის შეგრძნებით), სისხლდენა ღრძილებიდან, ტკივილი და გადიდება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი), თირკმლის სერიოზული პრობლემები, კანის სიყვითლე, მუცლის შებერილობა (გასტრიტი), ნერვების დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, კუნთოვანი ტონუსის მატება, ჰიპერგლიკემია, კალციუმის დონის მატება სისხლში, სისხლის მიმოქცევის დარღვევა ტვინში, შესაძლოა ძალიან დაბალი არტერიული წნევის გამო.

• უცნობი (სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე, შეუძლებელია)

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია (ღვიძლის დაზიანებით განპირობებული თავის ტვინის დაავადება). თუ გაქვთ სისტემური წითელი მგლურა (კოლაგენოზის ტიპი), შესაძლოა მდგომარეობის გაუარესება.

შეიძლება მოხდეს ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლის ანალიზი) შეცვლა. მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლის ანალიზი.

მოცემულ გამოყენების ინსტრუქციაში აღწერილი ან აღუწერელი გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

5. ტრიმეიკის შენახვის პირობები

ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. 

6. გამოშვების ფორმა და სხვ აინფორმაცია

ტრიმეიკის შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებები: პერინდოპრილის ერბუმინი, ინდაპამიდი, ამლოდიპინი.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 5 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 4 მგ/ 1,25 მგ/ 10 მგ შეიცავს 4 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 1,25 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 5 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 6,935 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 5 მგ ამლოდიპინს.

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ტრიმეიკი 8 მგ/ 2,5 მგ/ 10 მგ შეიცავს 8 მგ პერინდოპრილის ერბუმინს, 2,5 მგ ინდაპამიდს და 13,87 მგ ამლოდიპინის ბესილატს, რაც შეესაბამება 10 მგ ამლოდიპინს.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ჟელატინიზირებული სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.

30 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

ტენოქსი 10მგ #30ტ

                              ტენოქსი 10მგ

სავაჭრო დასახელება: ტენოქსი Tenox

საერთაშორისო არაპატენტირებული დასხელება: ამლოდიპინი, Amlodipine

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 5 ან 10მგ ამლოდიპინის ამლოდიპინის მალეატის სახით.
სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, პრეჟელატინიზებული სახამებელი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, სილიციუმის გუწყლოებული კოლოიდური ორჟანგი და მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ლკოატორი

ფარმაკლოგიური თვისებები
პრეპარატი თრგუნავს თრგუნავ კალციუმის იონების მიდინებას უპირატესად გლუვკუნთოვან უჯრედებში და იწვევს მათ მოდუნებას. ეს იწვევს სისხლძარღების გაფართოებას, რაც თავისმხრივ განაპირობებს არტერიული წნევის დაწევას. კორონარული სისხლის მოიმოქცვა და გულის კუნტის ჟანგბადით მომარაგება უმჯობესდება, ეს კი აუცილებელია სტენოკარდიის სეტევების თავიდან ასაცილებლად.

მიღების ჩევენება
ტენოქსი გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
– მომატებული არტერილი წნევა (ხელმეორე გაზომვისას)
– ტკივილები გულმკერდს არეში (სტენოკარდია)

უკუჩვენება
საჭიროა ექიმის ინფორმირება შემდეგ შემთხვევებში:
ნებისმიერი ქრონიკული დაავადეები
მეტაბოლური დარღვევები
ჰიპერმგრძნობელობის რექაციები

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება
ტენოქსი არ მიირება შმდეგ შემთხვევებში:
– წარსულში, ამლოდიპინზე ან ტენოქსის ნებისმიერ კომპონენტზე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ქავილ, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება);
– გულის დაავადებით გაპირობებული, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, სასიცცხლო მნიშვნელობის ორგანოების ჟანგბადით დასაკვები ნივთიერებებით მომარაგების დარღვევა (კარდიოგენული შოკი);
– აორტის შესართავის შევიწროვება (აორტის სტენოზი);
– თუ შეიმჩნევა გულმკერდის არეში ტკივილების გაძლიერება (არასტაბილური სტენოკარდია);
– ორსულობა ან ორსულობის დაგეგმვა;
– ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
ტენოქსის მიღებამდე მკურნალმა ექიმს უნდა ეცნობოს:
ღვიძლის დაავადებები
ახლად გადატანილი მიოკარდის ინფარქტი
ძალაინ მაღალი არტერიული წნევის ეპიზოდები (ჰიპერტონული კრიზი);
18 წელზე უმცროსი ასაკი;
მკურნალ ექიმი წყვეტს შეიძლება თუ არა პრეპარატის მიღება კონკრეტული ავდმყოფისთვის.
მკურნალობის დროს აუცილებელია არტერიული წნევის და პულსის რეგულარული გაზომვა.
აუცილებელია ექიმის კონსულტაცია არტერიული წნევის შესაბამის დონეზე, პულსის სიხშირეზე და სამედიცინო შეოწმების შემდეგ თარიღზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ნებისმიერი წამლის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის კონსულტაცია.
ორსულობისას ტენოქსის მიღება უკუნაჩვენებია.
ორსულბის დაგეგმვისას საჭიროა ტენოქსის მირების შეწყვეტა მინიმუმ ერთი თვით ადრე.
ლაქტაციისას ტენოქსის მიღება უკუნაჩვენებია.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და პოტენციიურად სახიფათო მექანიზმებთან სამუშაოებზე
პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის კონსულტაცია.
ცნობები ავტომობილის და მექანიზმების მართვაზე ტენოქსის გავლენის შესახებ არ მოიპოვება, მაგრამ საწიროა იმის გათვალისწინება, რომ განსაკუთრებით მკურნალობის სწყის სტადიაში სეიძლება ადგილი ჰქონდეს ძილიანობას, და თავბუსხვევას. მათი გაჩენისას პაციენტმა ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას უნდა დაიცვას სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუაალებებთან
აუცილებელია, რომ მკურნალმა ექიმმა ან პროვიზორმა იცოდეს ყველაიმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლრებსაც პაციენტი რებულობს ან ღეულობდა უახლოეს წარსულსი, იმ შემთხვევასიც კი ტუ ისინი მიეკუთვნება ურეცეპტო ფორმებს.
დღეისათვის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ტენოქსის ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ მოიპოვება.

გამოყენების წესები და დოზები
საჭიროა ექიმის დანიშნულების მკაცრი დაცვა. დაუშვებელია თვითნებური დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა.
არტერიული ჰიპერტონიისას და სტენოკარდიისას საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი 5მგ. ექიმს შეუძლია გაზარდოს დოზა 10მგ-მდე დღეში ერთხელ.
პრეპარატი მიიღება დღის ერთი და იგივე დროს, მცირე რაოდენობა სითხის დაყოლებით. პრეპარატის რეგულარული მიღება ეხმარებ პაციენტს, რომ თავი კარგად იგრძნოს.
იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ტვლის, რომ პრეპარატის ეფექტი არის ძალიან ძლიერი ან არასაკმარისი მან უნდა მიმართოს ექიმს.
ტენოქსის დოზის მიღების გამორჩენის შემთხვევაში დოზის გაორმაგება არ ეიძლება. საწიროა მისი მიღების გაგრძელება არსებული სქემის მიხედვით.
ტენოქსის მიღების შეწყვეტასთან ფდაკავშირებული რისკი
ტენოქსის მიღებაში ხანმოკლე შესვენება არ წარმოადგენს პირდაპირ რისკს, მაგრამ ხანგრძლივი პაუზზისას მაღალმა არტერიულმა წნევამ შეიძლება გამოიწვიოს გულის და სისხლძარღვების დაავადებები და რეციდივები.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა მკურნალი ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაცია. ექიმი განსაზღვრავს აუცილებელ მკურნალობას და ორგანოთა ფუნქციების კონტროლს, რომელთა მუშაობა შეიძლება დაღღვეული იყოს (გული, სისხლძარღვები, ფილტვეი, თირკმელები). იმ შემთხვევაში თუ არ ხერხდება სამედიცინო დახმარების ჩატარება, პრეპარატის სისხლში გადასვლის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ღებინების გამოწვევა.

გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატი ტენოქსიც იწვევს გვერდით ეფექტებს.
ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისერიოზული , მაგრა ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტი. ეს შეიძლება გამოვლინდეს ხორხის შეშუპებით და სუნთქვის გაძნელებით, სახის ზოგიერთი ნაწილის შეშუპებით, გამონაყარით, ქავილით ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით – თანმხლები გულის სასვლით. თუ ადგილი აქვს რომელიმე ამ სიმპტომს საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნრებელი შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
ტენოქსის გვერდით ეფექტები ძირითადად სუსტია და გააჩნია წარმავალი ხასიათი.
ტენოქსის ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტია თავის ტკივილი, სხის გაწიტლება, წვივების შეშუპება, გულისცმის შეგრძნება, გულისრევა, დარლილობის შეგრძნება, ტკივილი მუცლის არეში, ძილიანობა , თავბრუსხვევა.
პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს ეიმჩნევა სხვა გვერდიტი ეფექტები, მაგრამ უმეტეს შემთხვევებში პრეპარატის მიღებასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არასრწმუნოა. მათ მიეკუთვნება შეუძლოდ ყოფნა, სისუსტე, საჭმლის მონელების და კუჭის მოქმედების დარღვევა, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღრძილების შესიება, პირის სიმშრალე, ოფლიანობა, ალოპეცია, სუნთქვის გაძნელება, კუნთების კრუნჩხვები, სისხლში გლკოზის დონს მომატება, მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გადიდება, სექსუალური ლტოლვის შემცირება, ხშირი შარდვა, მხედველობის დარღვევა.
პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს, ძალიან იშვიათად შეიმჩნევა ღვიძლის ანთება და სიყვითლე; მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არასრწმუნოა.
პაციენტებში რომლებიც ღებულობენ ამლოდიპინს ასევე ძალიან იშვიათად შეიმჩნევა მდგომარეობები, რომლებიც უფრო მეტად არის თანმხლები ან ძირითადი დაავადების სიმპტომები. მათ მიეკუთვნება: მიოკარდის ინფარქტი, გულისცემის რითმის დარღვევა (არითმია), გტკივილი გულმკერდის არეში.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემჩნევისას, იმ შემთხვევაშიც თუ იგი არ არის ზემოთ ნახსენები აუცილებლად შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან პროვიროზს.

გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი 5მგ
30 ტაბლეტი 5მგ
90 ტაბლეტი 5მგ
10 ტაბლეტი 10მგ
30 ტაბლეტი 10მგ
90 ტაბლეტი 10მგ

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითევული თარიღის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი
კრკა, დ.დ., ნოვო მესტო, სლოვენია

ცილოსტანი100 100მგ #60ტ

97.00 ლარი
91.18 ლარი

ქვეყანა: არგენტინა

მწარმოებელი: ლაბორ. ეცზანე ფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ტენოქსი 5მგ #30ტ

                              ტენოქსი 5მგ

ტენზილინი 160მგ/10მგ/25მგ #20ტ

ტენზილინი

TENZILIN

ტაბლეტები

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 160 მგ ვალსარტანს, 10 მგ ამლოდიპინს და 25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდს.

დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ლაქტოზა                              0.24 გ.

სახამებელი                            0.12 გ.

მაგნიუმის სტეარატი                   0.005 გ.     

პოლივინილპიროლიდონი              0.01გ.       

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიჰიპერტენზიული კომბინირებული პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: კომბინირებული პრეპარატი, რომელიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, რომელთა მოქმედების მექანიზმები ერთმანეთს ავსებენ და იწვევენ მკვეთრად გამოხატულ ანტიჰიპერტენზიულ ეფექტს.

პრეპარატში შემავალი ამლოდიპინი ინჰიბირებას უკეთებს კალციუმის იონების, ტრანსმემბრანულ შეღწევადობას კარდიომიოციტებში და რბილი ქსოვილების უჯრედებში. არ იწვევს კატექოლამინების შემცირებას ხანგრძლივი დროით მიღების შემთხვევაშიც. არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამლოდიპინის მიღება იწვევს თირკმლის სისხლძარღვების წინააღმდეგობის შემცირებას, ზრდის თირკმელშიდა ფილტრაციის სიჩქარეს და არ მოქმედებს პროტეინურიის დონეზე.

ვალსარტანი ანგიოტენზინ-II რეცეპტორების სპეციფიკური ანტაგონისტია. ამორჩევითად აინჰიბირებს Aთ1 ქვეტიპის რეცეპტორებს, რომლებიც  პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ეფექტზე. ვალსარტანი აბლოკირებს ანგიოტენზინით გამოწვეული სისხლძარღვების შევიწროვებასა და ალდოსტერონის გამოყოფას. პრეპარატის მიღების შემდეგ, პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის გაზრდილმა დონემ შესაძლოა მოახდიონს  AT2 რეცეპტორების სტიმულირება, თუმცა ვალსარტანის აფინურობა AT1 რეცეპტორების მიმართ 20000-ჯერ მეტია AT2 რეცეპტორებთან შედარებით. პრეპარატის ერთჯერადად მიღებისას ჰიპოტენზიური ეფექტი 2 საათში მიიღწევა, მაქსიმუმს აღწევს 4-5 საათში და შენარჩუნებული რჩება 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი დოზირების შემთხვევაში მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა მკურნალობიდან 2-4 კვირაში და შენარჩუნებული რჩება ხანგრძლივი თერაპიის შემთხვევაშიც. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემთხვევაში, არ ვითარდება მოხსნის სინდრომი. Pპრეპარატი არ მოქმედებს ანგიოტენზინის გარდამქმნელ ფერმენტზე, არ ხდება ბრადიკინინის დეგრადაცია და, შესაბამისად, მცირეა ხველის განვითარების რისკი.

ჰიდროქლოროთიაზიდი თიაზიდური დიურეტიკი. დიურეზულ მოქმედებასთან ერთად ამცირებს ცირკულირებადი პლაზმის მოცულობას, რის შედეგადაც იზრდება რენინის აქტივობა, ალდოსტერონის სეკრეცია და შესაბამისად კალიუმის კარგვა ორგანიზმიდან. ხოლო ვალსარტანთან ერთად კომბინაციაში მცირდება თიაზიდის ზემოქმედებით გამოწვეული კალიუმის დანაკარგი.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღებული ვალსარტანი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.  მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 3 საათში. პრეპარატის ბიოშეღწევადობა 23%-ია. 94-97% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული პრეპარატის ნაწილი (70%) გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო 30% შეუცვლელი სახით – შარდთან ერთად. ჰიდროქლოროთიაზიდის მიღებული დოზის 60-80% აბსორბირდება. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია 2 სთ-ში მიიღწევა და მისი მოქმედება 6-15 სთ-მდე გრძელდება. მიღებული დოზის 95% შეუცვლელი სახით გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

პერორალურად მიღებული ამლოდიპინის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 64-80%. ამლოდიპინის დაახლოებით 90% მეტაბოლიზდება ღვიძლში და წარმოიქმნება ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტები. ამლოდიპინის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელებით და 10% უცვლელი სახით. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 30-50 საათს.

ჩვენებები: არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა: ტენზილინი ინიშნება, როგორც მეორე რიგის არჩევის პრეპარატი, როდესაც მონოთერაპია არაეფქტურია.

გამოყენების წესი: პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვების რეჟიმზე. დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად. საწყისი დოზა შეიძლება დაინიშნოს:

1/4 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ 40 მგ ვალსარტანი, 2.5მგ ამლოდიპინი და  6.25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი

ან

1/2 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ 80 მგ ვალსარტანი, 5 მგ ამლოდიპინი და  12.5 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი

ან

1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, ანუ  160 მგ ვალსარტანი, 10 მგ ამლოდიპინი და  25 მგ ჰიდროქლოროთიაზიდი

არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებს, რომლებიც იღებენ პრეპარატ ტენზილინს კლინიკური ეფექტი უნარჩუნდებათ 24 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი გვერდითი ეფექტები სუსტი და გარდამავალი ხასიათისაა. ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ნაზოფარინგიტი, დაღლილობა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ხველა, დიარეა, ართრალგია, წელის ტკივილი, ჭინჭრის ციება და სხვა სახის გამონაყარი, უმადობა, გულისრევა, ღებინება, კრეატინინისა და აზოტის დონის მატება, პოსტურალური ჰიპოტენზია, რომლის გამოვლენის რისკი იზრდება ალკოჰოლური, სედატიური და სანარკოზე საშუალებებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში. იშვიათად: კუჭის ტკივილი, შფოთვა, ართრიტი, ასთენია, ბრონქიტი, ტკივილი გულ-მკერდის არეში, დისპეფსია, პირის სიმშრალე,  დისპნეა, ჰიპოტონია, გასტროეზოფაგიტი, შეშუპება, შუა ყურის ანთება, პარესთეზია, ტემპერატურის მატება, ძილიანობა, ტაქიკარდია, საშარდე სისტემის ინფექციები, ვერტიგო, მხედველობის დარღვევები, ფოტოსენსიბილიზაცია, ქოლესტაზი, სიყვითლე, დეპრესია, ჰიპოკალიემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია. ძალიან იშვიათად: ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი და სხვა სახის ზემგრძნობელობის/ალერგიული რეაქციები, ვასკულიტი, მიალგია, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, სისტემური წითელი მგლურას მსგავსი სიმპტომები, ძვლის ტვინის სუპრესია, ჰემოლიზური ანემია, პანკრეატიტი.

უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა: ორსულობა: ღვიძლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა, ბილიარული ციროზი და ქოლესტაზი; ანურია, თირკმლის ფუნქციის მძიმე ხარისხის დარღვევა (კრეატინინის კლირენსი

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. არ ენიშნებათ პრეპარატი რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებს, რომლებიც არ იყენებენ საიმედო კონტრაცეპტივებს.

განსაკუთრებული მითითებები: ელექტროლიტური ბალანსის ცვლილება პლაზმაში. ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება კალიუმის მარილებთან ერთად, კალიუმის შემნახველ დიურეტიკებთან კომბინაციაში და, ასევე, ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლის პლაზმაში (მაგ.: ჰეპარინი). თიაზიდური დიურეზულებით მკურნალობის პროცესში შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალემია, ასევე, ჰიპონატრემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, რის შედეგადაც იზრდება არითმიისა და გლიკოზიგური ინტოქსაციის განვითარების რისკი. რეკომენდებულია კალიუმის დონის ხშირი კონტროლი სისხლში.

ნატრიუმის ან მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი ორგანიზმში. ტენზილინით მკუნალობის საწყის ეტაპზე პაციენტებში ნატრიუმის ან სისხლის მოცირკულირე მოცულობის დეფიციტით, შესაძლოა განვითარდეს კლინიკურად გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე უნდა მოხდეს ნატრიუმის ან სისხლის მოცირკულირე მოცულობის დეფიციტის კორექცია, როგორიცაა დიურეზულების დოზის შემცირება.

ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიიღოს ჰორიზონტალური მდგომარეობა და საჭიროების მიხედვით მოხდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ი/ვ ინფუზია. Aარტერიული წნევის დარეგულირების შემთხვევაში შესაძლებელია ტენზილინით მკურნალობის გაგრძელება.

თირკმლის არტერიის სტენოზი.

სიფრთხილე: პრეპარატის უსაფრთხოება თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხირვი სტენოზის დროს დადგენილი არ არის. პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით (>30მლ/წთ) დოზის კორექციას არ საჭიროებენ. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება, თუმცა არ საჭიროებს დოზის კორექციას. პაციენტებში ქოლესტაზის გარეშე მიმდინარე ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დარღვევის დროს, თიაზიდურმა დიურეტიკებმა შესაძლოა გამოიწვიონ სისტემური წითელი მგლურას გამწვავება, შეცვალონ ორგანიზმის ტოლერანტობა გლუკოზის მიმართ. ასევე, ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდებისა და შარდოვანას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში. სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლოა გაძლიერდეს ტენზილინის ჰიპოტონური ეფექტი.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ტენზილინის ლათიუმის პრეპარატებთან ერთდროული მიღება აძლიერებს ამ უკანასკნელის ტოქსიურ ეფექტს, ამიტომ მსგავსი კომბინაციების დანიშნვისას რეკომენდირებულია ლითიუმის კონცენტრაციის კონტროლი შრატში. ვალსარტანის სხვა სამკურნალო საშუალებებთან, როგორიცაა ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლოროთიაზიდი, ამიოდარონი და გლიბენკლამიდი, კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის. ტენზილინის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (ასას.) – სალიცილის მჟავა და ინდომეტაცინი, ერთდროული მიღებისას შესაძლოა შემცირდეს პრეპარატის დიურეზული და ჰიპოტონური ეფექტი. ჰიპოკალიემიის რისკი იზრდება ტენზილინის ისეთ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას, როგორიცაა სალურეზულები, კორტიკოსტეროიდები, ადენოკორტიკოსტეროიდები, ამფოტერიცინი, კარბენოქსოლონი, პენიცილინ და სალიცილის მჟავას წარმოებულები. თიაზიდური დიურეტიკები ზრდიან ალოპურინოლის მიმართ მგრძნობელობას; ამანტადინის გვერდითი მოვლენების გამოვლენის რისკს; აძლიერებენ დიაზოქსიდის ჰიპერგლიკემიურ ეფექტს, ამცირებენ თირკმლების მიერ ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყოფას (როგორიცაა ციკლოფოსფამიდი, მეტოტრექსატი) და, შესაბამისად, აძლიერებენ მათ მიელოსუპრესიულ ეფექტს. ტენზილინით მკურნალობის ფონზე, შესაძლოა საჭირო გახდეს ინსულინისა და პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. მეთილდოფასა და თიაზიდური დიურეტიკების ერთდოული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰემოლიზური ანემია. ქოლესტირამინი ამცირებს ჰიდროქლოროთიაზიდის შეწოვას. ვიტამინი ან კალციუმის მარილებთან ტენზილინის ერდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს პლაზმაში კალციუმის დონის მატება, ხოლო ციკლოსპორინთან ერთდოული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს ჰიპერურიკემია ან პოდაგრას მსგავსი სიმპტომები.

ტენზილინი სიფრთხილით ინიშნება მექანიკური საშუალებებისა და ავტოტრანსპორტის მართვისას.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ალ/პვქ ბლისტერში; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

შენახვის ვადა: 3 წელი. არ მიიღოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი: შ.პ.ს. “EL PHARM”-ის შეკვეთით, ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. “GAMA”, საქართველო

ცედრალექსი 150მლ კრემი

42.63 ლარი
40.07 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სერვიე საფრანგეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!