Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 201

ვერაპამილი ჰ/ქლ 80მგ #50ტ

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი
 (VERAPAMILI HYDROCHLORIDUM)


ზოგადი დახიასიათება:

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ვერაპამილი; (2RS)-2-(3,4-დიმეტოქსიფენილ)-5-(2-(3,4-დიმეტოქსიფენილ)ეთილ-(მეთილ)-ამინო-2-(1-მეთილეთილ) პენტანნიტრილის ჰიდროქლორიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ფერის გარსით დაფარულ ორმხრივ ამოზნექილი ზედაპირის მქონე ტაბლეტები.

შემადგენლობა:
1 ტაბ. შეიცავს 0,08გ ვერაპამილის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, რძის შაქარი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა 16, ტიტანის ორჟანგი, ტვინ-80, ფუტკრის სანთელი, ვაზელინის ზეთი. .

გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 
კალციუმის იონების ანტაგონისტი

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ვერაპამილი- კალციუმის არხების ბლოკატორია, რომელიც აინჰიბირებს კალციუმის იონების ნელ ტრანსმემბრანულ დენს მიოკარდის უჯრედებში. პრეპარატი იწვევს კორონალური სისხლძარღვების გაფართოვებას და აძლიერებს კორონალურ სისხლმიმოქცევას. მიოკარდის იშემიის დროს ხელს უწყობს გულის კუნთის ჟანგბადზე მოთხოვნილებასა და მომარაგებას შორის დისპროპორციის შემცირებას, ამცირებს მიოკარდის შეკუმშვადობას. ვერაპამილი თრგუნავს სინოატრიულ და ატრიოვენტრიკულურ გამტარებლობას, ახასიათებს ანტიარითმიული ეფექტი (მიეკუთვნება IV ჯგუფის ანტიარითმული პრეპარატების ჯგუფს). 

მილაკოვანი რეაბსორბციის შემცირებით პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე გარკვეული ნატრიურეზული და დიურეზული მოქმედებით. იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის უმნიშვნელო დათრგუნვას.

ფარმაკოკინეტიკა: პერორალურად მიღებისას ვერაპამილი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში ნაკლებად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით. ბიოშეღწევადობა შეადგენს მიღებული დოზის 10-22%-ს, ხოლო მისი კავშირი პლაზმის ცილებთან- დაახლოვებით 90%-ს. შიგნით მიღებისას ვერაპამილის მოქმედების ეფექტი იწყება 0,5-2სთ-ის შემდეგ და გრძელდება 6სთ-მდე.
მიღებული დოზის დაახლოვებით 70% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელების, ხოლო 16%-საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ.
ნახევრადდაშლის პერიოდი მერყეობს 2,5-დან 7,5სთ-მდე პრეპარატის ერთჯერადი და 4,5- დან 12სთ-მდე მისი განმეორებითი დოზით მიღების შემდეგ.

გამოყენების ჩვენება:
პერორალურად ენიშნებათ გულის ქრონიკული იშემიური დაავადების დროს დაძაბვის სტენოკარდიის (განსაკუთრებით წინაგულების ექსტრასისტოლიით და ტაქიკარდიით მიმდინარე)  შეტევების პროფილაქტიკის მიზნით.
ვერაპამილი, როგორც ანტიარითმული საშუალება, ძირითადად ინიშნება წინაგულოვანი არითმიების- სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, ექსტრასისტოლიების დროს.
პარკუჭთა არითმიების დროს, პარკუჭთა ექსტრასისტოლიების ჩათვლით, პრეპარატი ნაკლებად ეფექტურია.
ვერაპამილს იყენებენ აგრეთვე არტერიული ჰიპერტენზიის დროს. 

მიღების წესი და დოზირება:
ვერაპამილის დოზა ინდივიდუალურია. პრეპარატს იღებენ 30წთ-ით ადრე საკვების მიღებამდე. სტენოკარდიის მსუბუქი ფორმების დროს ინიშნება 0,04-0,08გ 3-ჯერ დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ერთჯერადი დოზის გაზრდა 0,12-0,16გ-მდე. პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,24-0,48გ-ს.
შემანარჩუნებელი თერაპია უმცირესი, ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით ტარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბავშვებს პრეპარატი ენიშნებათ უმცირეს  დოზებში: 4 წლამდე ასაკის ბავშვებს შიგნით მისაღებად ენიშნებათ 0,02გ 2-3-ჯერ დღეში, ხოლო 14 წლამდე ასაკის ბავშვებს-0,04გ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოქმედება:
ვერაპამილი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანობით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, პერიფერიული შეშუპებების განვითარება, ალერგიული რეაქციები.
შედარებით ხშირად, განსაკუთრებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას, ვითარდება ატონიური ყაბზობა.

წინააღმდეგჩვენება:
ვერაპამილის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
მკვეთრად გამოხატული ბრადიკარდია, კარდიოგენური შოკი, სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაიტის სინდრომი, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა II და III ხარისხის, არტერიული ჰიპოტენზია, გულის ქრონიკული უკმარისობა IIB-IIIხარისხის, გულის მწვავე უკმარისობა.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ვერაპამილის ერთდროული დანიშვნით ბეტა-ადრენობლოკატორებთან, ანტიარითმულ და ინჰალაციურ სანარკოზო საშუალებებთან ერთად იზრდება ბრადიკარდიის, არტერიული ჰიპოტონიის, AV ბლოკადის, გულის უკმარისობის განვითარების რისკი.
დიგოქსინთან ვერაპამილის კომბინაციით აღინიშნება სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის მომატება. კარგ შედეგს იძლევა პრეპარატის კომბინაცია სალურეზულებთან და სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება: არტერიული ჰიპოტენზია, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. ვერაპამილით მოწამვლისას (6გ-მდე პრეპარატის მიღება) აღინიშნება ცნობიერების დაკარგვა, ჰიპოტონია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადით, ზოგჯერ-ასისტოლიით დამთავრებული.
მკურნალობა: კატექოლამინების, კალციუმის გლუკონატის, ატროპინის სულფატის ინფუზია, აუცილებლობის შემთხვევაში კარდიოსტიმულაცია.

განსაკუთრებული მითითება:
ვერაპამილით მკურნალობის შეწყვეტის შედეგად მოხსნის სინდრომი არ აღინიშნება.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას, ორგანული ნიტრატებისა და ნიფედიპინისაგან განსხვავებით, ტოლერანტობა არ ვითარდება.
ვერაპამილი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ ავადმყოფებს.

შენახვის
პირობები და ვადა: სინათლისაგან დაცულ ადგილას. 3 წელი

გაცემის
წესი: რეცეპტით

შეფუთვა:
10 ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში

მწარმოებელი
: “ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”
უკრაინა

სვისენერჯი კოლაგენი#20ტ შუშ

 Swiss  Energy

კოლაგენი

ჯანმრთელობა და სილამაზე 

 

შემადგენლობა:

თითო ტაბლეტი შეიცავს:

ჰიდროლიზირებული თევზის კოლაგენი (1 და 3 ტიპის) – 500 მგ

კოლაგენი არის ცილა და  შედგება ამინომჟავებისგან.კოლაგენი არის ჩვენს ძვლებში, სახსრებში და ასევე დიდი რაოდენობით კანში.კოლაგენს შეიცავს ჩვენი თმა,ფრჩხილები, თვალები, კბილები. 25 წლიდან ადამიანის ორგანიზმი  ამცირებს კოლაგენის გამომუშავებას და 45 წლამდე საერთო რაოდენობის დაახლოებით 30%-ს კარგავს. ამ დროს სხეული კარგავს ახალგაზრდულ იერს. ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, მოშვებული არაელასტიური კანი,სახსრების ტკივილი და სხვა. ამის თავიდან ასაცილებლად იდეალურია კოლაგენის ხსნადი ტაბლეტების პერორალურად მიღება,რომელიც დაგეხმარებათ ყოველდღიური დოზის შევსებაში და შეგინარჩუნებთ ახალგაზრდულ იერს. კანი ხდება უფრო მკრივი და ელასტიური,მცირდება ნაოჭები. კოლაგენი ასევე ეხმარება გამომშრალ კანს ტენიანობის აღდგენაში.

  • მკრივი და ელასტიური კანი
  • ნაოჭების შემცირება
  • ეხმარება გამომშრალ კანს ტენიანობის აღდგენაში
  • ამცირებს ცელულიტს
  • აუმჯობესებს სახსრების მობილობას და მოქნილობას

დოზირება და გამოყენების წესი:

  • პრეპარატი რეკომენდებულია მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლიდან
  • 1 ტაბლეტი იხსნება 200 მლ წყალში და მიიღება 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ

შენახვის პირობები:  შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N 20  ხსნადი  ტაბლეტი ტუბში,მარწყვის და ჟოლოს არომატით.

მწარმოებელი კომპანია:   Swiss Energy

მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია.

ვერა-დენკი 240მგ რეტარდი #50ტ

57.80 ლარი
54.33 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სვისენერჯი კალც+ვიტD#20ტ შუშ

Swiss  Energy

კალციუმი  + D3

ჯანმრთელი ძვლები და კბილები

 

შემადგენლობა:

თითო ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი D3 – 7,5 მკგ

კალციუმი – 500 მგ

კალციუმი

კალციუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლების და კბილის სტრუქტურაში. ეხმარება რომ მოტეხილობები თავიდან იქნას აცილებული და გულის ფუნქციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. რეკომენდებულია წელის ტკივილის დროს და მოტეხილობების რეაბილიტაციის პერიოდში.

ვიტამინი D3

ვიტამინი D3 აძლიერებს კალციუმის შეწოვას ნაწლავების მიერ და ხელს უშლის ორგანიზმიდან კალციუმის გამოდევნას. ვიტამინი D3 – ის შემცველობა უფრო მაღალია ვიდრე მის კონკურენტებში.

დოზირება და გამოყენების წესი:

  • პრეპარატი რეკომენდებულია მოზრდილებში და ბავშვებში 14 წლიდან
  • 1 ტაბლეტი იხსნება 200 მლ წყალში და მიიღება 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ
  • შეიცავს ბუნებრივ  საღებავს და არომატიზატორს.

შენახვის პირობები:  შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

გამოშვების ფორმა: N 20  ხსნადი  ტაბლეტი ტუბში,ფორთოხლის არომატით.

მწარმოებელი კომპანია:   Swiss Energy

მწარმოებელი ქვეყანა: შვეიცარია.

ვამლოსეტი 10მგ/160მგ #30ტ

42.98 ლარი
40.40 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: კრკა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ლოპიგროლი 75მგ #14ტ

25.03 ლარი
23.53 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: როტაფარმი ილაჩლარი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სვისენერჯი იმუნიტი ბუსტ#60ტ

SWISS ENERGY

იმუნიტი ბუსტ

N60 აბი საღეჭი აბი კენკრის,ფორთოხლის  და ლიმონის გემოთი 

შემადგენლობა:

3 საღეჭი აბი შეიცავს:

*

ვიტამინი A

750 მკგ

94 %

ვიტამინი B6

1,05 მგ

75 %

ვიტამინი B12

1,7 მკგ

68 %

ვიტამინი C

72 მგ

90 %

ვიტამინი D

5 მკგ

100 %

ვიტამინი E

7,5 მგ

63%

ფოლიუმის მჟავა

225 მკგ

113%

ბიოტინი

30 მკგ

60%

იოდი

90 მკგ

60%

რიბოფლავინი

0,95 მგ

68%

თიამინი

0,75 მგ

68%

თუთია

2,25 მგ

23%

*რეკომენდებული სადღეღამისო  შემადგენლობა

მულტივიტამინების გემრიელი საღეჭი აბები იმუნიტი ბუსტ თუთიით და იოდით, არის ვიტამინების და მინერალების წყარო, რომლებიც აუცილებელია ჯანსაღი ზრდა- განვითარებისათვის და იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის.

ჩვენებები:

  • იმუნური სისტემის დაცვის კომპლექსის მიზანია ბავშვის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.
  • ისინი ეხმარებიან ბავშვებს წარმატებით გაუმკლავდენენ ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვებს

მიღების წესი და დოზა:

რეკომენდებული ყოველდღიური დოზა ბავშვებისათვის 3 წლიდან: 3 საღეჭი აბი დღეში

შენახვის პირობები:

შეინახეთ კარგად დალუქული მშრალ ადგილას ოთახის  ტემპერატურაზე და მოარიდეთ შუქს და მზის სხივებს.

გამოშვების ფორმა: N60 საღეჭი კაფსულა კოლოფში.

მწარმოებელი კომპანია: SWISS ENERGY, შვეიცარია

ვამლოსეტი 10მგ/160მგ #28ტ

45.65 ლარი
42.91 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სვისენერჯი თაფლ+20მც#12ტ

5.00 ლარი
4.80 ლარი

ქვეყანა: შვეიცარია

მწარმოებელი: სვის ენერჯი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოპლავიქსი 75მგ/100მგ #30ტ

70.90 ლარი
66.65 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: სანოფი ვინტროპ ინდასტრი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!