18.60 ლარი
17.48 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
18.60 ლარი
17.48 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
12.15 ლარი
11.42 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: ბარგავა ფარმაცი ინდოეთი *
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ლაკალუტ აქტივი შეიცავს: ალუმინის ლაქტატს, ალუმინის ფტორიდს, ქლორჰექსიდინს, ალანტოიდს, ბისაბოლილს, ალუმინის ჰიდროქსიდს. მასში გამოყენებულია ქლორჰექსიდინის და ალუმინის ლაქტატის უნიკალური კომბინაცია. ქლორჰექსიდინი მოქმედებს ჰერპესის ვირუსზე, სოკოვან ინფექციაზე. აქვს ანტისეპტიური ეფექტი. ალუმინის ლაქტატს ახასიათებს მთრთილავი მოქმედება. ამცირებს ღრძილის ქსოვილში ანთებით პროცესს, აჩერებს სისხლდენას. ლაკალუტ აქტივი განსაკუთრებით ეფექტურია გინგივიტის და პაროდონტიტის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. პასტა ეფექტურად აშორებს კბილს ნადებს, ახასიათებს ანტისეპტიური მოქმედება. გაფაშრებულ ღრძილებს ჭიმავს კბილის ყელზე, აჩერებს სისხლდენას. ლაკალუტ აქტივის სამკურნალო ეფექტი მჟღავნდება მისი პირველი გამოყენებისთანავე.
25.60 ლარი
24.06 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ლაკალუტ აქტივის სავლები – 300 მლ. შეფუთვა. სერთიფიცირებულია
პროფილაქტიკური სავლები ღრძილებიდან სისხლდენისა და ღრძილების ანთების დროს. შეიცავს ალუმინის ლაქტატს,ფტორიდებს, ანტიბაქტერიულ კომპონენტებს. ალუმინის ლაქტატს აქვს მთრიმლავი მოქმედება, ამკვრივებს ღრძილებს, ამცირებს სისხლდენას. ფტორის იონები ამყარებს კბილის მინანქარს და იცავს კარიესისგან. ანტიბაქტერიულ კომპონენტებს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება რაც ძალზე მნიშვნელოვანია გინგივიტის, პაროდონტიტისა და სტომატიტების დროს. სავლები კბილებს აცილებს ბაქტერიულ ნადებს. ხელს უშლის კბილის ქვების წარმოქმნას.
გამოყენება: 10მლ (თავსახური დაგრადუირებულია) გამოივლეთ 30წმ–ის განმავლობაში. არ ჩაყლაპოთ. თუმცა, შემთხვევით გადაყლაპული უვნებელია.
გამოივლეთ დილას და საღამოს, კბილების გამოხეხვის შემდეგ. შეგიძლიათ მათ შორის შუალედებშიც. მაქსიმალური ეფექტისთვის პროცედურიდან 30 წთ–ის განმავლობაში არ მიიღოთ საკვები და სითხე.
ქუთაისი 21
(+995 431) 24-15-62
ვარლამიშვილის და წმ.ნინოს ქუჩის გადაკვეთა, ვარლამიშვილის #1 სახლის გადაკვეთაზე
ვადა: 2023-03-01
კბილის წვეთები
Guttae odontagicae
შემადგენლობა:
პიტნის ზეთი, ქაფური, ეთილის სპირტი 95%, კატაბალახას ნაყენი.
პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, იზოვალერიანის მჟავა და მათი ეთერები), ვალეპოტრიატებს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გააჩნია ანტისეპტიკური, სედატიური, მსუბუქად გამოხატული ადგილობრივი ანესთეზიის უნარი _ მენთოლი აღიზიანებს კანისა და ლორწოვანი გარსის ნერვულ დაბოლოებებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას.
ჩვენება:
> კბილის ტკივილი;
> კარიესი.
უკუჩვენება:
კბილის დაავადებები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას.
მიღების წესი და დოზირება:
5-10 წვეთი 2-3-ჯერ დღეში დაზიანებულ კბილში ჩასადებად ბამბით.
გამოშვების ფორმა:
15, 25 მლ ნარინჯისფერი მინის და პოლიმერული მასალის ფლაკონებში.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
შენახვის წესი:
სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე.
„კამისტად ბეიბი“ დაეხმარება თქვენს პატარას:
სუფთა თითით ან ბამბიანი ჩხირით ნაზად წაუსვით ბარდისხელა რაოდენობის გელი ჩვილის ღრძილებს 2-3-ჯერ დღეში და მსუბუქად დაამასაჟეთ. ამის გაკეთება უმჯობესია, როდესაც პატარას უკვე აჭამეთ და ლოგინში აწვენთ დასაძინებლად.
• გვირილის ნაზი და მკურნავი ზემოქმედება
• იცავს მგრძნობიარე ღრძილებს
• აგრილებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს
• თაფლის სასიამოვნო გემოთი
• არ შეიცავს შაქარს
იყავით მშვიდად, როდესაც კბილები ამოიჭრება!
STADA Arzneimittel AG, 61118 ბად ვილბელი, გერმანია
www.stada.de
ისლა მინთი
მშრალი შემაწუხებელის ხველის, ხმის ჩახლეჩისა და ხმის დაკარგვის დროს
შემადგენლობა
1 საწუწნი აბი შეიცავს:
100 მგ. წყალზე დამზადებული ისლანდიური ხავსის ექსტრაქტი (2-4:1).
სხვა ნივთიერებები (შემავსებლები):
სორბიტის ხსნარი 70% არაკრისტალიზებული (E 420), ასპარტამი (E 951), აცაცია (გუმიარაბიკი), ბაღის პიტნის ზეთი, ქლოროფილის სპილენძის კომპლექსი (E 141), მინერალური ზეთი მსუბუქი, გაწმენდილი წყალი.
გამოშვების ფორმა
საწუწნი აბები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის ტკივილის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ათქ კოდი: R02A A20
ჩვენებები
ყელის ინფექციურ – ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ფარინგიტი, ლარინგიტი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის (მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ხმის ჩახლეჩა); მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების და ბრონქული ასთმის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში;
სახმო იოგების მეტისმეტი დაჭიმვა (მომღერლებში, მასწავლებლებში, ლექტორებში)
პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება (მშრალი, არასაკმარისად ნოტიო ჰაერის ჩასუნთქვა შენობებში გათბობის პერიოდში, კონდიციონერებით აღჭურვილ შენობებში, ცხვირით სუნთქვის შეზღუდვის გამო, და აგრეთვე სპორტული შეჯიბრების დროს)
უკუჩვენება
ფენილკეტონურიის არსებობისას საჭიროა გაითვალისწინოთ, რომ პრეპარატი შეიცავს ტკბილ ნივთიერებას – ასპარტამს. არ ინიშნება ფრუქტოზას აუტანლობის შემთხვევაში. არ ინიშნება ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
პრეპარატ ისლა-მინტში შემავალი მცენარეული ექსტრაქტები ზოგჯერ შეიძლება იყოს ამ სმკურნალო საშუალების ფერის და გემოს ცვლილების მიზეზი, რაც გავლენას არ ახდენს მის თერაპიულ მოქმედებაზე.
პრეპარატი ისლა-მინტი არ შეიცავს შაქარს, და ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატების ანალოგიურად, პრეპარატ ისლა-მინტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში მიიღეთ თითო აბი ყოველ ერთ საათში (12 საწუწნ აბამდე დღეში), 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 1 საწუწნი აბი ყოველ 2 საათში (6 საწუწნ აბამდე დღეში). აბი იწუწნება სრულ გახსნამდე.
სამკურნალო საშუალება ისლა-მინტის კარგი ამტანობის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე.
გარდა ამისა, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რეკომენდებულია ისლა-მინტის გამოყენება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად. თუ 4-5 დღის შემდეგ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, და პირიქით ხდება მათი გაუარესება, ქოშინის, ციების და აგრეთვე ჩირქოვანი და სისხლიანი ნახველის წარმოქმისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.
გვერდითი მოქმედება
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
ძალიან იშვიათად პრეპარატს შესაძლოა ჰქონდეს საფაღარათო მოქმედება იმის გამო, რომ იგი შეიცავს სორბიტს.
ვარგისიანობის ვადა
4 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვა
შეინახეთ არა უმეტეს 25°c ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა
შეფუთვაში – 30 საწუწნი აბი (ბლისტერში 10 საწუწნი აბი)
გაცემის კატეგორია:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
48.75 ლარი
45.82 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: ფარმსტანდარტი ტომსკქიმფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო