Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 217

ამლიპინი 5მგ/10მგ #30ტ

52.55 ლარი
49.40 ლარი

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რეპარკოლი 10გ გელი

25.00 ლარი
23.51 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: რეპლეკ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ადიპრილი 5მგ/5მგ #30ტ GMP

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amlodipine, lisinopril
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გულ-სისხლძარღვთა სისტემა → ანტიჰიპერტენზიული საშუალებები → კომბინირებული მოქმედების საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 5მგ/10მგ ტაბლეტი №30
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

ადიპრილის (5მგ/5მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს ამლოდიპინის 5 მგ-ს(6.94 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ლიზინოპრილის 5 მგ-ს (5.44 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით);
ადიპრილის(5მგ/10მგ) ერთი ტაბლეტი შეიცავს ამლოდიპინის 5 მგ-ს(6.94 მგ ამლოდიპინის ბესილატის სახით) და ლიზინოპრილის 10 მგ-ს(10.88 მგ ლიზინოპრილის დიჰიდრატის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

კომბინირებული შემადგენლობის(ამლოდიპინი და ლიზინოპრილი) ანტიჰიპერტენზიული პრეპარატი. ამლოდიპინი - კალციუმის არხების ბლოკატორი(III თაობა), ახასიათებს ანტიანგინალური და ჰიპოტენზიური მოქმედება. ხელს უშლის კალციუმის მოხვედრას მიოკარდის უჯრედებში, ძირითადად სისხლძარღვთა გლუვკუნთოვანი ქსოვილის უჯრედებში. ამცირებს არტერიოლების გლუვი კუნთების ტონუსს, საერთო სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და არტერიულ წნევას.
ანტიანგინალური მოქმედება დაკავშირებულია არტერიოლებისა და არტერიების გაფართოებასთან და პოსტდატვირთვის შემცირებასთან. ამცირებს ჟანგბადზე მოთხოვნას და მიოკარდის მიერ ენერგიის ხარჯვას, რადგან არ იწვევს რეფლექტორულ ტაქიკარდიას. კორონარული არტერიებისა და არტერიოლების გაფართოების გზით აუმჯობესებს დაუზიანებელი(განსაკუთრებით ვაზოსპასტიური სტენოკარდიის დროს) და იშემიური უბნების ჟანგბადით მომარაგებას. სტენოკარდიის დროს აუმჯობესებს ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას, ხელს უშლის სტენოკარდიული შეტევისა და იშემიური შთ ინტერვალის წარმოქმნას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის გამოყენების აუცილებლობას. გავლენას არ ახდენს მიოკარდის გამტარობასა და კუმშვადობაზე.
ახასიათებს ხანგრძლივი, დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიური მოქმედება. არ ამცირებს მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას. გულის იშემიური დაავადების დროს ახასიათებს ანტიათეროსკლეროზული და კარდიოპროტექტორული მოქმედება.
ორგანიზმში ნელი შეწოვა, კარგი გადანაწილება და ხანგრძლივი გამოყოფა უზრუნველყოფს ამლოდიპინის ხანგრძლივ მოქმედებას და დღეში ერთხელ დანიშვნის შესაძლებლობას. 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს არტერიული წნევის რეგულირებას. მოქმედებას იწყებს მიღებიდან 2-4 საათის განმავლობაში, ეფექტი ვლინდება თანდათანობით და არ ახასიათებს არტერიული წნევის სწრაფი ვარდნა. აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას, აძლიერებს გორგლოვან ფილტრაციას, ახასიათებს მცირედ გამოხატული ნატრიურეზული ეფექტი, დიაბეტური ნეფროპათიის დროს არ აძლიერებს მიკროალბუმინურიას. არ მოქმედებს მეტაბოლურ პროცესებზე და მისი დანიშვნა შესაძლებელია პაციენტებში ბრონქული ასთმით, შაქრიანი დიაბეტით და ნიკრისის ქარით(პოდაგრა).
ლიზინოპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის (ამფ)ინჰიბიტორი, სისხლში ამცირებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს და ზრდის ბრადიკინინის-სისხლძარღვების გამაფართოებელი მედიატორის შემცველობას. მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე. ამცირებს საერთო სისხლძართვოვან წინააღმდეგობას, პრე- და პოსტდატვირთვას, ფილტვის კაპილარებში წნევას, არ მოქმედებს გულის შეკუმშვათა სიხშირეზე, ამასთან შესაძლებელია გაზარდოს გულის წუთმოცულობა და თირკმელებისადმი სისხლის მიწოდება. მნიშვნოლოვნად აფართოებსს არტერიებს, ვიდრე ვენებს. აუმჯობესებს მიოკარდის იშემიური უბნების სისხლმომარაგებას. ხანგრძლივი გამოყენებისას ხელს უწყობს მიოკარდის ჰიპერტროფიის შემცირებას. ზრდის მიოკარდის ტოლერანტობას ფიზიკური დატვირთვისადმი პაციენტებში. 
აუმჯობესებს სიცოცხლის ხანგრძლივობას პაცინტებში გულის ქრონიკული უკმარისობით, ანელებს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პროგრესირებას ინფარქტის გადატანის შემდეგ, რომელიც არ არის გართულებული გულის უკმარისობით.
ლიზინოპრილი ჰიპოტენზიურ ეფექტს ავლენს მიღებიდან 1 საათში და მაქსიმუმს აღწევს 6 საათში. მოქმედების ხანგრძლივობა დოზადამოკიდებულია და გრძელდება 24 საათს. ხანგრძლივი მკურნალობისას ეფექტურობა არ მცირდება, არ ახასიტებს მოხსნის სინდრომი.
ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არამარტო არტერიული წნევის დაქვეითების ხარჯზე, არამედ - გლომერულური აპარატის ჰემოდინამიკისა და ქსოვილოვანი სტრუქტურის შეცვლის გზითაც. არ მოქმედებს სისხლში შაქრის დონეზე და არ იწვევს ჰიპოგლიკემიას შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. 
ამლოდიპინისა და ლიზინოპრილის კომბინაცია ერთ პრეპარატში, ხელს უშლის თითოეული მათგანის არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლინებას.

ამლოდიპინის თერაპიული დოზით პერორალურად მიღებისას თითქმის მთლიანად (დაახლოებით 90%) აბსორბირდება, Cmax 6-12 საათში მიიღწევა. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის ბიოშეღწევადობაზე. ამლოდიპინი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. პლაზმიდან გამოიყოფა ორ ფაზად, T1/2 30-დან 50 საათამდე შეადგენს. გამოიყოფა თირკმლების საშუალებით 10% შეუცვლელი ამლოდიპინისა და 60% ამლოდიპინის მეტაბოლიტის სახით, 20-25% - კუჭ-ნაწლავის გზით. პერორალურად მიღებული ლიზინოპრილი შეუცვლელი სახით აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა 6 საათში. საკვების მიღება გავლენას არ ახდენს მის შეწოვაზე, არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, არ განიცდის ბიოტრანსფორმციაას, ელიმინაცია ხდება თირკმლების საშუალებით. T1/2 დაახლოებით 12 საათია.

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია (პაციენტებში, რომლებიც კომბინირებულ თერაპიას საჭიროებენ).

ადიპრილი ინიშნება იმ შემთხვევებში, როცა მისი შემადგენელი კომპონენტების დანიშვნა ცალ-ცალკე არაეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს არტერიული წნევის კონტროლს.
პაციენტებში, რომლებიც ადრე არ მკურნალობდნენ ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს, ადიპრილი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დოზის(ტაბლეტები 5მგ/5მგ ან 5მგ/10მგ) ინდივიდუალური შერჩევით. თუ პაციენტი ადიპრილით მკურნალობის დაწყებამდე იღებდა დიურეზულ საშუალებას, აუცილებელია 2-3 დღით ადრე მისი მოხსნა. თუ დიურეზული საშუალების მოხსნა შეუძლებელია, ადიპრილი უნდა დაინიშნოს მცირე დოზით, რის შემდეგაც, რამდენიმე საათის განმავლობაში, აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი (სიმპტომური ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით).
გულის უკმარისობისას და გამოხატული ჰიპერტენზიის დროს შემანარჩუნებელი დოზაა 1 ტაბლეტი/დღეში. თირკმლის უკმარისობის დროს და კრეატინინის კლირენსის 30-70 მლ/წთ მაჩვენებლის შემთხვევაში, ინიშნება რეკომენდებული დოზის ნახევარი (ლიზინოპრილი გამოდევნა ხდება თირკმლებით). 
შემანარჩუნებელი დოზის დადგენა ხდება პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის, და სისხლის პლაზმაში კალიუმისა და ნატრიუმის მუდმივი კონტროლი.
ღვიძლის დაავადებების დროს, ორგანიზმიდან ამლოდიპინის გამოდევნა შენელებულია, ამიტომ ადიპრილის საწყისი დოზა უნდა განახევრდეს. ადიპრილის დანიშვნისას, აღნიშნული ჯგუფის პაციენტები დიდ სიფრთხილეს მოითხოვენ.

გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, სუსტად არის გამოხატული და გარდამავალი ხასიათისაა, მკურნალობის შეწყვეტას იშვიათად მოითხოვს. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ორთოსტატიკური ჰიპოტენზია; იშვიათად – არიტმია, გულისცემის შეგრძნება, ტაქიკარდია;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე; იშვიათად - ძილიანობა, კიდურების და ტუჩის კუნთების ფასციკულაცია(კანკალი), ასთენია, ხასაითის ლაბილობა, გონების არევა;
სასუნთქი სისტემის მხრივ: მშრალი ხველა;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, სისხლში ბილირუბინისა და ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება(განსაკუთრებით თირკმლის დაავადებების, შაქრიანი დიაბეტის და რენოვასკულარული ჰიპერტენზიის დროს); იშვიათად – ნაწლავის ფუნქციის დარღვევა, პირის სიმშრალე, მუცლის ტკივილი, პანკრეატიტი, ჰეპატოცელულარული ან ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტის, ღრძილების ჰიპერპლაზია, მადის დაქვეითება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრეატინინის, შარდოვანას აზოტის მატება; იშვიათად – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდვის გახშირება, ოლიგურია, ანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ურემია, პროტეინურია;
ნივთიერებათა ცვლის მხრივ: ჰიპერკალიემია;
დერმატოლოგიური რეაქციები: ქავილი, გამონაყარი, სახის კანის სიწითლე; იშვიათად – ოფლდენის გაძლიერება, ალოპეცია;
ალერგიული რეაქციები: იშვიათად _ ჭინჭრის ციება, სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და სიმპტომების სრულ გაქრობამდე პაციენტზე დაკვირვება. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ერითროციტოპენია, ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია – ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის მცირედი ცვლილება.
სხვადასხვა: ტკივილი გულმკერდში, ართრალგია.

- აორტის ან მიტრალური სარქველის მემკვიდრული ან იდიოპათიური სტენოზი;
- ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია;
- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;
- კარდიოგენული შოკი;
- ანამნეზში ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის, სხვა ამფ-ის მიღებაზე;
- ორსულობა;
- ლაქტაციის პერიოდი;
- ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები (ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე მონაცემების არარსებობის გამო);
- პრეპარატის კომპონენტებისადმი ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
სიფრთხილით ინიშნება ცერებროვასკულარული დაავადებების(მათ შორის თავის ტვინის სისხლმომარაგების უკმარისობის დროს), გულის იშემიური დაავადების, კორონარული უკმარისობის, გამოხატული ბრადიკარდიის, ტაქიკარდიის, გულის ქრონიკული უკმარისობისას დეკომპენსაციის ფაზაში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპოტენზიის, გულის მწვავე ინფარქტისა და მისი გადატანიდან ერთი თვის მანძილზე, მძიმე ფორმის აუტოიმუნური დაავადებების დროს(მათ შორის სკლეროდერმია, სისტემური წითელი მგლურა), ძვლის ტვინის სისხლმბადი ფუნქციის დათრგუნვისას, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერკალიემიის, თირკმლების ტრანსპლანტაციის, თირკმლის უკმარისობის, დიეტის დროს (ნატრიუმის შეზღუდვით) ასაკოვან პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობის დროს.

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. 
ამლოდიპინი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში ადიპრილის დანიშვნა უკუნაჩვენებია.

ადიპრილით მკურნალობის დაწყება დასაშვებია ჰიპონატრიემიის კორექციისა და გაუწყლოვანების შემთხვევაში საერთო მოცირკულირე სისიხლის მოცულობის აღდგენის შემდეგ.
პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ, საჭიროა მუდმივად არტერიული წნევის კონტროლი. არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება შესაძლებელია გამოვლინდეს სიმპათომიმეტური არტერიული ჰიპოტენზიით იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, აღენიშნებათ გაუწყლოვანება ან/და ჰიპონატრიემია გაძლიერებული ოფლდენის, გახანგრძლივებული ღებინების ან ფაღარათის შედეგად განვითარებული.
გულის უკმარისობის დროს დეკომპენსაციის ფაზაში, გულის იშემიური დაავადების, ცერებროვასკულარული დაავადებების დროს ადიპრილმა შესაძლოა არტერიული ჰიპოტენზია, ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს. 
აორტის სტენოზის, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათიის დროს, ვაზოდილატატორის დანიშვნა სიფრთხილეს მოითხოვს.
მკურნალობის დროს აუცილებელია წონის კონტროლი, ასევე – აგრანულოციტოზის გამოვლენის მიზნით, პერიფერიული სისხლის კონტროლი.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის, მაგალითად თირკმლის არტერიის სტენოზის, ჰიპონატრიემიის, გაუწყლოვანების, სისხლის მიმოქცევის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღებამ შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს, რომელიც შექცევადია და იხსნება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.
ამფ-ის მიმართ შესაძლებელია განვითარდეს რეაქცია, რაც სახის, კიდურების, ტუჩების, ენის, ხორხის ანგიონევროზული შეშუპებით ვლინდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ პრეპარატის შეწყვეტა და პაციენტზე მუდმივი სამედიცინო დაკვირვება ყველა სიმპტომის გაქრობამდე.
ადიპრილით მკურნალობის ფონზე, დიალიზისთვის პოლიაკრილნიტრილის მემბრანების გამოყენებამ, შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკი გამოიწვიოს. ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
პრეპარატმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე, როცა არტერიული ჰიპოტენზიის განვითარების რისკი დიდია.

სიმპტომები: ვაზოდილატაცია გამოხატული არტერიული წნევის დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიით.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის ფუნქციების, არტერიული წნევის, დიურეზის და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი, საჭიროებისას მათი კორექცია. შესაძლებელია ინტრავენურად კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ლიზინოპრილი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

მიკროსომალური ფერმენტების ინჰიბიტორები ზრდიან ამლოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და შესაბამისად - გვერდითი ეფექტების გამოვლინების რისკს, ხოლო მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები - ამცირებენ.
კალიუმის დამზოგველი დიურეზული საშუალებების(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი, ამილორიდი), კალიუმის პრეპარატების ადიპრილთან კომბინაციაში დანიშვნა იწვევენ ჰიპერკალიემიას, განსაკუთრებით პაციენტებში, თირკმლის ფუნქციის დარღვევით. ასეთ შემთხვევებში დიდი სიფრთხილე და მუდმივად კალიუმისა და თირკმლის ფუნქიური მდგომარეობის კონტროლია საჭირო.
დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან(ბეტა-ადრენობლოკატორები, კალციუმის არხის ბლოკატორები(ვერაპამილის ჩათვლით), ამფ-ის ინჰიბიტორები, ნიტრატები) კომბინაციაში ვლინდება ადიტიური მოქმედება, რაც სიფრთხილეს მოითხოვს.
პრეპარატის ეფექტურობა მცირდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან (განსაკუთრებით ინდომეტაცინი), ესტროგენებთან, ადრენოსტიმულატორებთან, სიმპათომიმეტურ საშუალებებთან ერთად დანიშვნისას.
ლითიუმთან ერთდროული დანიშვნისას, შესაძლებელია ლითიუმის დონის მატება. ანტაციდები და კოლესტირამინი ამცირებენ პრეპარატის კომპონენტების აბსორბციას.
ამიოდარონი, ქინიდინი, ბეტა-ადრენობლოკატორები, ანტიფსიქოზური საშუალებები (ნეიროლეფსიური პრეპარატები) აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.
კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტურობის შემცირება გამოიწვიონ.
პროკაინამიდმა, ქინიდინმა და QT ინტერვალის გამახანგრძლივებლმა პრეპარატებმა, შესაძლოა მისი კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივება გამოიწვიონ. 
პრეპარატი გავლენას არ ახდენს დიგოქსინის და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე, ციმეტიდინი გავლენას არ ახდენს ამლოდიპინზე.
ლიზინოპრილი ამცირებს თიაზიდური დიურეტიკებით გამოწვეული კალიუმის დანაკრგს.

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II - გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

რეოსორბილაქტი 400მლ ფლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ადიპრილი 5მგ/10მგ #30ტ GMP

რენეფრინი #60ტ

41.10 ლარი
38.63 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: არგის ფარმაცევ/ველფარ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ადიპინი 10მგ #30ტ GMP

ადიპინი
(AMLODIPINE)

შემადგენლობა
ადიპინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის ბესილატის _ 5 მგ-ს ან 10 მგ-ს. მოქმედების მექანიზმი კალციუმის არხების ბლოკატორი (II კლასის). ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი - პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, რეფლექტორული ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადსა და ენერგიაზე მოთხოვნილება. ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემირებული უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას კორანარული არტერიების სპაზმის დროს. შიგნით მიღებისას პრეპარატი ნელა და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – 60-65%. Cmax მიიღწევა საშუალოდ 6-12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 97-98%. T1/2 შეადგენს 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი მეტაბოლიტების(10%) და შეუცვლელი სახით(60%) ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.
ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც);
- სტაბილური სტენოკარდია;
- არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის უკმარისობა.
უკუჩვენება პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია
– ჰიპერმგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის გამოსასვლელი ტრაქტის ობსტრუქციით, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაპსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

უსაფრთხოების ზომები

ადიპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა. ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე. დოზის გადაჭარბებისას: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის კონტროლი. დოზირება და მიღების წესი რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.
გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ - პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, წამოწითლება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეპსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია - კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
დანიშნულება ექიმის რეცეპტის მიხედვით!
მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

რეკრეოლი 50მგ/გ 50გ მალამო

რეკრეოლი 50 მგ/გ მალამო 

Dexpanthenolum

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს  თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

  1. შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  2. დამატებითი კითხვების წარმოქმნის ან რჩევის აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.
  3. თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.
  4. თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს რეკრეოლი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

მალამო რეკრეოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს მიუკუთვნება. ორგანიზმის ქსოვილებში დექსპანთენოლი პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება. პანთოტენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

მალამო რეკრეოლი გამოიყენება:

  1. კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა და კანის ნახეთქები, კანის დაჟეჟილობები და ნაკაწრები), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.
  1. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ რეკრეოლი შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია დექსპანთენოლის ან  ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);
  • არ გამოიყენოთ მალამო ჭრილობებზე, თუ თქვენ გაქვთ ჰემოფილია, სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

სიფრთხილე გამოყენების დროს და განსაკუთრებული მითითებანი

მალამო რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის გაჩენის შემთხვევაში.

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას თვალებში.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და რეკრეოლი

შეატყობინეთ ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეგეძლოთ გამოგეყენებინათ. 

არ არსებობს მტკიცებულება მალამო რეკრეოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

მალამო რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფარტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

მალამო რეკრეოლი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

მალამო რეკრეოლი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს

ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციის გამოწვევა (მაგალითად, დერმატიტი).

  1. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ არ არის სხვა მითითება, დექსპანთენოლი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული (65 წელზე ზევით ასაკის)  პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება.

დექსპანთენოლის გამოყენება ბავშვებში ნებადართულია.

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ მალამო რეკრეოლის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  1. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს): ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის სიწითლე, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გაღიზიანება, კანის წყლულები.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ  შეატყობინოთ სამკურნალწამლო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.ტელ .: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428.     

ვებ-საიტი: www.zva.gov.lv

გვერდითი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  მეტი ინფორმაციის შეგროვებას  სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

  1. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

ინახება არა უმეტეს   25 °С ტემპერატურის პირობებში.

ინახება უხილავ  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც  აღარ გესაჭიროებათ, ეს ზომები დაგვეხმარება  გარემოს დაცვაში.

  1. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მალამო რეკრეოლი

  • აქტიური ნივთიერება დექსპანთენოლი. 1გ მალამო  შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.
  • სხვა კომპონენტები: სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, ფუტკრის თეთრი ცვილი, პროტეგინი XN (თხევადი პარაფინი, პეტროლატუმი, ოზოკერიტი, გლიცერილ ოლეატი, ლანოლინის სპირტი), გასუფთავებული ნუშის ზეთი, თეთრი პარაფინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი, გასუფთავებული წყალი.

მალამო რეკრეოლის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

სპეციფიური სუნის მქონე,  მოყვითალო ფერის ჰომოგენური მასა.

30გ ან 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი დალუქულია ალუმინის მემბრანით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV‑1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: grindeks@grindeks.lv

ადიპინი 5მგ #30ტ GMP

ადიპინი
(AMLODIPINE)

შემადგენლობა
ადიპინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების ამლოდიპინის ბესილატის - 5 მგ-ს ან 10 მგ-ს. მოქმედების მექანიზმი კალციუმის არხების ბლოკატორი (II კლასის). ამლოდიპინის ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია სისხლძარღვთა კედლის გლუვ კუნთებზე პირდაპირი მოქმედებით, ხოლო ანტიანგინალური ეფექტი - პერიფერიული არტერიოლების გაფართოებით, რაც იწვევს საერთო პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირებას, რეფლექტორული ტაქიკარდიის წარმოქმნის გარეშე. შედეგად, მცირდება მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადსა და ენერგიაზე მოთხოვნილება. ამლოდიპინი აფართოებს მიოკარდიუმის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემირებული უბნების მსხვილი კალიბრის კორონარულ არტერიებსა და არტერიოლებს, აუმჯობესებს კოლატერალურ სისხლის მიმოქცევას, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმში ჟანგბადის მიწოდების გაუმჯობესებას კორანარული არტერიების სპაზმის დროს. შიგნით მიღებისას პრეპარატი ნელა და თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ბიოშეღწევადობა – 60-65%. Cmax მიიღწევა საშუალოდ 6-12 სთ-ში. პლაზმის ცილებს უკავშირდება 97-98%. T1/2 შეადგენს 35-50 სთ-ს. ამლოდიპინი მეტაბოლიტების(10%) და შეუცვლელი სახით(60%) ძირითადად გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება
- არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაშიც);
- სტაბილური სტენოკარდია;
- არასტაბილური სტენოკარდია (მათ შორის პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის უკმარისობა.

უკუჩვენება პრეპარატის დანიშვნის უკუჩვენებებია
– ჰიპერმგრძნობელობა, აორტის სარქვლის გამოხატული სტენოზი, ჰიპერტროფირებული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის გამოსასვლელი ტრაქტის ობსტრუქციით, გულის მძიმე უკმარისობა, არტერიული ჰიპოტონია, ტაქიკარდია, კოლაპსი, სისხლძარღვოვანი და კარდიოგენული შოკი, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის პირველი კვირა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები.

უსაფრთხოების ზომები

ადიპინის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში დადგენილი არ არის. პრეპარატის მოქმედება პედიატრიაში შესწავლილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკის პაციენტები და თირკმლის უკმარისობის მქონე ავადმყოფები დოზის კორექციას არ საჭიროებენ. ადიპინით დასაშვებია როგორც მონოთერაპია, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში დანიშვნა. ადიპინის მიღება უსაფრთხოა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ამფ-ის ინჰიბიტორებთან, ალფა-ადრენობლოკატორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან, პროლონგირებული მოქმედების ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან კომბინაციაში. მარცხენა პარკუჭის ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროს ადიპინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება. ადიპინი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ციმეტიდინის ფარმაკოკინეტიკასა და ფარმაკოდინამიკაზე. დოზის გადაჭარბებისას: გამოხატული არტერიული ჰიპოტონია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სისხლძარღვების შემავიწროებელი საშუალებებისა და კალციუმის გლუკონატის შეყვანა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობის კონტროლი. დოზირება და მიღების წესი რეკომენდებული საწყისი დღიური დოზა შეადგენს 5 მგ-ს დღეში ერთხელ. პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით შეიძლება დღიური დოზის გაზრდა. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ზოგჯერ - პერიფერიული შეშუპება, გულისცემის გაძლიერება, წამოწითლება. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, ძილიანობა. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეპსიური მოვლენები, შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება. ალერგიული რეაქციები: შესაძლებელია - კანის ქავილი, კანზე გამონაყარი, მულტიფორმული ერითემა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

დანიშნულება ექიმის რეცეპტის მიხედვით!

მწარმოებელი ფირმა: შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

რეკრეოლი 50მგ/გ 50გ კრემი

რეკრეოლი50 მგ/გ კრემი

Dexpanthenolum

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია, რადგან იგი შეიცავს  თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

-  შეინახეთ ეს ინსტრუქცია! შესაძლოა მოგვიანებით დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

-  დამატებითი კითხვების წარმოქმნის ან რჩევის აუცილებლობის შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

-  თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ პუნქტი 4.

-  თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გამოყენების ინსტრუქციის შინაარსი:

1. რას წარმოადგენს რეკრეოლი და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის  გამოყენებამდე

3. როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს რეკრეოლიდა რისთვის გამოიყენება იგი

კრემი რეკრეოლი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას დექსპანთენოლს, რომელიც ჭრილობებისა და წყლულების სამკურნალო პრეპარატთა ჯგუფს მიეკუთვნება. ორგანიზმის ქსოვილებში დექსპანთენოლი პანთოტენის მჟავად გარდაიქმნება. პანთოტენის მჟავა აღადგენს კანის ელასტიურობას და აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას.

კრემი რეკრეოლი გამოიყენება:

-   კანის ზედაპირული დაზიანებების (მსუბუქი დამწვრობა, კანის ნახეთქები, დაჟეჟილობები, გაკაწვრა), კანის ანთებითი პროცესების (მიღებული სხივური თერაპიის, ფოტოთერაპიის ან ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებით) მკურნალობისათვის.

2.  რა უნდა იცოდეთ რეკრეოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ კრემი რეკრეოლი  შემდეგ შემთხვევებში:

  • ალერგია დექსპანთენოლის ან  ამ პრეპარატის სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ (მოყვანილია პუნქტში 6);
  • არ გამოიყენოთ კრემი ჭრილობებზე, თუ თქვენ გაქვთ ჰემოფილია, სისხლდენის მაღალი რისკის გამო.

სიფრთხილე გამოყენების დროს და განსაკუთრებული მითითებანი

კრემი რეკრეოლის გამოყენება უნდა შეწყდეს ალერგიული რეაქციის გაჩენის შემთხვევაში.

მოერიდეთ კრემის მოხვედრას თვალებში.

თუ მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში თქვენ ვერ იგრძნობთ მდგომარეობის გაუმჯობესებას, ან მდგომარეობა გაუარესდა, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და რეკრეოლი

შეატყობინეთ  ექიმს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ, იყენებდით ან შეიძლება  გამოგეყენებინათ. 

არ არსებობს მტკიცებულება კრემი რეკრეოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების შესახებ.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

კრემი რეკრეოლის გამოყენება დაშვებულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ადამიანის ფერტილობაზე დექსპანთენოლის ზეგავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

კრემი რეკრეოლი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

კრემი რეკრეოლი შეიცავს ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს, ლანოლინსა და პროპილენგლიკოლს

ცეტილის სპირტს, სტეარილის სპირტს და ლანოლინს შეუძლიათ კანის ადგილობრივი რეაქციის გამოწვევა (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). კრემი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.

3.  როგორ გამოიყენება რეკრეოლი  

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ ინსტრუქციაში, ან თქვენი ექიმის და ფარმაცევტის მითითებების მიხედვით.

კითხვის გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

თუ არ არის სხვა მითითება, დექსპანთენოლი დაიტანება თხელი ფენით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენიმეჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ (65 წელზე ზევით ასაკის)  პაციენტებში კვლევები არ ჩატარებულა.

ბავშვებში გამოყენება.

დექსპანთენოლის გამოყენება ბავშვებში ნებადართულია.

თუ თქვენ გეჩვენებათ, რომ კრემი  რეკრეოლის მოქმედება ძალზე ძლიერია ან ძალზე სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა პრეპარატის მსგავსად, რეკრეოლსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ყველა პაციენტთან ის არ ვლინდება.

ძალიან იშვიათად (შეიძლება განუვითარდეს 10000-დან 1 პაციენტს): ალერგიული რეაქციები და კანის ალერგიული რეაქციები, კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, კანის სიწითლე, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, გაღიზიანება, კანის წყლულები.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ მოვლენაზე, მათ შორის ისეთ გვერდით მოვლენებზე, რომლებიც არ არის ამ ინსტრუქციაში აღწერილი. თქვენ ასევე შეგიძლიათ გვერდითი მოვლენების შესახებ  შეატყობინოთ სამკურნალწამლო საშუალებების სახელმწიფო სააგენტოს: იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003.  ტელ .: +371 67078400; ფაქსი: +371 67078428. 

ვებ-საიტი: www.zva.gov.lv

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ ეხმარებით  მეტი ინფორმაციის შეგროვებას  სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოებაზე.

5. როგორ უნდა შეინახოთ რეკრეოლი  

ინახება უხილავ  და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის სპეციალურ პირობებს.

არ გაყინოთ

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს ყუთზე წარწერის „ვარგისია“ -ს შემდეგ.

 ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

სამკურნალო პრეპარატი არ გადაყაროთ კანალიზაციაში და არ გადააგდოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც  აღარ გესაჭიროებათ, ეს ზომები დაგვეხმარება  გარემოს დაცვაში.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს კრემი რეკრეოლი

  • აქტიური ნივთიერება დექსპანთენოლი. 1გ მალამო  შეიცავს 50 მგ დექსპანთენოლს.
  • სხვა კომპონენტები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, კალიუმის ცეტილფოსფატი, ლანოლინი, პროპილენგლიკოლი, სტეარილის სპირტი, ცეტილის სპირტი, იზოპროპილმირისტატი, გასუფთავებული წყალი.

კრემი  რეკრეოლის გარეგანი სახე და შეფუთვის შიგთავსი

სპეციფიური სუნის მქონე,  თეთრი ან მოყვითალო ფერის ჰომოგენური კრემი.

30გ ან 50გ მალამო ალუმინის ტუბში. ტუბი დალუქულია ალუმინის მემბრანით და თეთრი ხრახნიანი თავსახურით. ალუმინის ტუბი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV‑1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

Don`t copy text!