Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 227

რისებონი 35მგ #4ტ

რისებონი 

შემადგენლობა

1 ტაბ.
რიზედრონატი ნატრიუმი . . . . . . . . . . . . 35 მგ
(რაც 32.5 მგ რიზედრონის მჟავას ექვივალენტურია)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 400, მაკროგოლი 8000.

რისებონი მოქმედებს უშუალოდ ძვლებზე, აძლიერებს მათ და ამცირებს მათი მოტეხილობის რისკს.

ოსტეოპოროზის მკურნალობა პოსტმენოპაუზის მქონე ქალებში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ოსტეოპოროზი მძიმე ფორმისაა. რისებონი ამცირებს ხერხემლისა და ბარძაყის ძვლების მოტეხილობების რისკს.
 ოსტეოპოროზის მკურნალობა მოტეხილობების მაღალი რისკის მქონე მამაკაცებში.

ყოველთვის მიიღეთ რისებონი ზუსტად ექიმის მითითებების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს.
ჩვეულებრივი დოზა:
ერთი ტაბლეტი (35 მგ რიზედრონატის ნატრიუმი) კვირაში ერთხელ.
შეარჩიეთ კვირის ერთი დღე. ყოველ კვირას, მიიღეთ რისებონის ტაბლეტი არჩეულ დღეს. რისებონი მიიღეთ პირველი საკვების, სასმელის (გარდა ჩვეულებრივი წყლისა) ან სხვა პრეპარატის მიღებამდე მინიმუმ 30 წუთით ადრე.
როგორ უნდა მიიღოთ რისებონი:
• გულძმარვის თავიდან ასაცილებლად ტაბლეტი მიიღეთ მჯდომარე ან მდგომარე მდგომარეობაში.
• ტაბლეტი გადაყლაპეთ სულ მცირე ერთი ჭიქა (120 მლ) ჩვეულებრივი წყლის მიყოლებით.
• ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ. არ მოწუწნოთ და არ დაღეჭოთ.
• ტაბლეტის მიღების შემდეგ მინიმუმ 30 წუთი არ დაწვეთ.
რისებონის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად:
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რისებონის ტაბლეტი არ მიიღოთ საკვებთან ან სასმელთან ერთად (გარდა ჩვეულებრივი წყლისა). განსაკუთრებით, ნუ მიიღებთ ამ პრეპარატს რძის პროდუქტებთან ერთად (როგორიცაა რძე), ვინაიდან ისინი შეიცავენ კალციუმს 
თუ დაგავიწყდათ რისებონის მიღება:
თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება თქვენ მიერ შერჩეულ დღეს, მიიღეთ იმ დღეს, როცა გაგახსენდებათ. დაუბრუნდით ტაბლეტის კვირაში ერთხელ მიღებას თქვენს მიერ შერჩეულ დღეს.
დავიწყებული ტაბლეტის კომპენსირების მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა.
თუ შეწყვეტთ რისებონის მიღებას:
თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შეიძლება დაიწყოს ძვლის მასის დაკარგვა. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ რისებონის მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. ექიმი გაცნობებთ რისებონით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ.

ყველა პრეპარატის მსგავსად, რისებონმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
შეწყვიტეთ რისებონის მიღება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
• ქსოვილების მწვავე შეშუპებისათვის (ანგიოშეშუპება) დამახასიათებელი სიმპტომები
- სახის, ენის ან ყელის შეშუპება
- ყლაპვნის გაძნელება
- სუნთქვის გაძნელება და ჭინჭრის ციება
• კანის მწვავე რეაქციები, მათ შორის წყული კანქვეშ.
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ განვითარდა შემდეგი სიმპტომები:
 თვალის ანთება, ჩვეულებრივ ტკივილი, გაწითლება და სინათლისადმი მგრძნობელობა
 ყბის ძვლის ნეკროზი (ოსტეონეკროზი) ასოცირებული განკურნების დაყოვნებასთან და ინფექციასთან, ხშირად კბილის ამოღების შემდეგ 
 საყლაპავ მილთან დაკავშირებული სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი ყლაპვისას, ყლაპვის გაძნელება, ტკივილი გულ-მკერდის არეში, გულძმარვის განვითარება ან უკვე არსებულის გაუარესება.
აღნიშნული რეაქციები გამოვლინდა ძალიან იშვიათად (10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): კლინიკური კვლევებისას გამოვლენილი სხვა გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ იყო ზომიერი ხასიათის და არ განაპირობებდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის აუცილებლობას.
ხშირი გვერდითი ეფექტები (100-დან 1-10 მომხმარებელში):
 მოუნელებლობა, კუჭის ტკივილი, სპაზმები ან დისკომფორტი კუჭის არეში, ყაბზობა, მაძღრობის შეგრძნება, დიარეა, მუცლის შებერილობა
 ძვლების, კუნთების ან სახსრების ტკივილი
 თავის ტკივილი
არახშირი გვერდითი ეფექტები (1000დან 1-10 მომხმარებელში):
 საყლაპავი მილის ანთება ან წყლული, რაც იწვევს ყლაპვის გაძნელებასა და ტკივილს ყლაპვისას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ანთება.
 თვალის ფერადი ნაწილის ანთება.
იშვიათი გვერდითი ეფექტები (10000-დან 1-10 მომხმარებელში):
 ენის ანთება, საყლაპავი მილის შევიწროვება
 დარღვევები ღვიძლის ფუნქციების გამოკვლევისას, რომლის დიაგნოზირება შეიძლება მხოლოდ სისხლის ანალიზით.
ბაზარზე პრეპარატის რეალიზაციის პერიოდში აღინიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები: 
 თმის ცვენა
 დარღვევები ღვიძლის მხრივ 
 ჰიპერმგრძნობელობისა და კანის რეაქციები, მათ შორის სახის, პირის, ენის და/ან კისრის შეშუპება (ანგიოშეშუპება), გამონაყარი და წყლულები კანზე, ზოგიერთი სიცოცხლისათვის საშიში კანისა და ლორწოვანი გარსის მწვავე ცვლილებები და წვრილი სისხლძარღვების ანთება. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად მკურნალობდნენ ოსტეოპოროზს, ბარძაყის ძვლის ატიპური მოტეხილობა შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათად. მიმართეთ ექიმს თუ გრძნობთ ტკივილს, სისუსტეს ან დისკომფორტს ბარძაყის, თეძოს ან საზარდულის არეში, რადგან ეს შეიძლება იყოს ბარძაყის ძვლის მოტეხილობის ადრეული ნიშანი.
იშვიათად, მკურნალობის დასაწყისში, შეიძლება სისხლში უმნიშვნელოდ დაეცეს კალციუმისა და ფოსფატის დონე. რომელიმე გვერდითი ეფექტის გაუარესებისას ან ისეთი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ჰიპერმგრძნობელობა რიზედრონატის ნატრიუმის ან რისებონის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ 
 ჰიპოკალციემია 
 ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
 თირკმლის უკმარისობა
 რისებონი რეკომენდირეებული არ არის 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე და მიმართეთ ექიმს რისებონით მკურნალობის დაწყებამდე:
• თუ არ შეგიძლიათ ჯდომა ან დგომა მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში
• თუ დარღვეული გაქვთ ძვლისა და მინერალების მეტაბოლიზმი (მაგალითად, D ვიტამინის ნაკლებობა, პარათირეოიდული ჰორმონის დარღვევები, რაც იწვევს სისხლში კალციუმის დაბალ დონეს)
• თუ წარსულში გქონდათ საყლაპავ მილთან დაკავშირებული პრობლემები (ტკივილი ან სირთულე საკვების ყლაპვისას)
• თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა (მაგ. ლაქტოზის)
• თუ გქონდათ ან გაქვთ ყბის ტკივილი, შეშუპება, დაბუჟება ან “დამძიმებული ყბის” ან მორყეული კბილის შეგრძნება
• თუ გადიხართ სტომატოლოგიურ მკურნალობას ან უნდა ჩაგიტარდეთ სტომატოლოგიური ოპერაცია, სტომატოლოგს აცნობეთ, რომ იღებთ რისებონს.

პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. 
ორსულობა: არ მიიღოთ რისებონი თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. ორსულ ქალებში რიზედრონატის ნატრიუმის გამოყენებასთან დაკავშირებული პოტენციური რისკის შესახებ ცნობილი არ არის. 
ლაქტაცია: არ მიიღოთ რისებონი ლაქტაციის პერიოდში.

ეს პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს. 
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა: 
ცნობილი არ არის გავლენას ახდენს თუ არა რისებონი ავტომობილებისა და მანქანა-დანადგარების მართვის უნარზე.

ინფორმაცია რიზედრონატის ნატრიუმის ჭარბი დოზით მიღებისას მკურნალობის შესახებ არ არსებობს. ჭარბი დოზით მიღების შემდეგ მოსალოდნელია შრატისმიერი კალციუმის დონის დაწევა. ზოგიერთ პაციენტში შეიძლება ასევე განვითარდეს ჰიპოკალციემიის ნიშნები და სიმპტომები. 
თუ თქვენ ან ვინმე სხვამ შემთხვევით მიიღო დანიშნულზე მეტი რაოდენობის რისებონის ტაბლეტი, დალიეთ ერთი სავსე ჭიქა რძე და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ სუბსტანციას, ამცირებენ რისებონის მოქმედებას მათი ერთდროული გამოყენებისას:
 კალციუმი
 მაგნიუმი
 ალუმინი (მაგალითად, კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევების დროს გამოყენებული პრეპარატები)
 რკინა
ეს პრეპარატები მიიღეთ რისებონის ტაბლეტის მიღებიდან მინიმუმ 30 წუთის შემდეგ. ექიმს ან ფარმაცევტს აცნობეთ, თუ ამჟამად იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს.

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

კლექსიპარინი 40მგ/0.4მლ შპ#10

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს - უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

რენაცეტი 950მგ #100ტ

რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები

კალციუმის აცეტატი
გამოიყენება ზრდასრულებში

პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ დანართი ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის მიიღეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
• შეინახეთ ეს დანართი ფურცელი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითვა.
• დამატებითი ინფორმაციისათვის, ან რჩევისათვის მიმართეთ ფარმაცევტს.
• გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. იხ. ნაწილი 4.
• მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 8 დღის შემდეგ.

დანართ ფურცლელში მოცემულია:
1. რას წარმოადგენს რენაცეტი 950მგ და რისთვის გამოიყენება?
2. რა უნდა იცოდეთ რენაცეტი 950მგ გამოყენებამდე
3. როგორ გამოვიყენოთ რენაცეტი 950მგ
4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
5. როგორ შევინახოთ რენაცეტი 950მგ
6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადენს რენაცეტი 950მგ და რისთვის გამოიყენება?
რენაცეტი 950მგ გამოიყენება სისხლში ფოსფატის მომატებული კონცენტრაციის შესამცირებლად.
რენაცეტი 950მგ გამოიყენება ქრონიკულად დაქვეითებული თირკმლის ფუნქციის სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა დიალიზის გამოყენება.
მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ან გაუარესდა 8 დღის შემდეგ.
2. რა უნდა იცოდეთ რენაცეტი 950მგ გამოყენებამდე
არ მიიღოთ რენაცეტი 950მგ:
• თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) კალციუმის აცეტატის, ან პრეპარატის შემადგენელი რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6),
• თუ აღგენიშნებათ სისხში ფოსფატის შემცირებული კონცენტრაცია,
• თუ აღგენიშნებათ სისხში კალციუმის მომატებული კონცენტრაცია,
• კალციუმის მომატებული რაოდენობის გამოყოფისას შარდით, რაც
დაკავშირებულია თირკმელებში კალციუმის შემცველი კენჭების არსებობასთან,
• თუ გაქვთ დეკალცინირებული სიმსივნეები და მეტასტაზები ძვლებში (მეტასტაზები ძვლოვან ქსოვილში),
• თუ გაქვთ თირკმლის მწვავე უკმარისობა დიალიზით მკურნალობის გარეშე,
• თუ აღგენიშნებათ ყაბზობა,
• თუ გაქვთ მსხვილი ნაწლავის სტრიქტურები,
• თუ ხანგრძლივი იმობილიზაციის (წოლითი რეჟიმი, ინვალიდის ეტლი) შედეგად აღგენიშნებთ ძვლის პათოლოგიური დეკალცინაცია.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
რენაცეტი 950მგ მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

რენაცეტი 950მგ მკურნალობისას საჭიროა სისხლში კალციუმის და ფოსფატის რაოდენობის რეგულარული განსაზღვრა. კალციუმის დონის ნორმის ზღვარზე მეტად მომატების თავიდან ასაცილებლად (მაგ. კალციუმი საკვები დანამატის სახით) კალციუმით შემდგომი თერაპია უნდა ჩატარდეს მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.
სხვა პრეპარატები და რენაცეტი 950მგ
აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპარატები (ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით).
რენაცეტი 950მგ და სხვა პრეპარატების მიღებებს შორის უნდა დაიცვათ 1-2 საათიანი ინტერვალი.
რენაცეტი 950მგ-ის მიღებამ სხვა პრეპარატებთან ერთად შეიძლება შეამციროს მათი აბსორბცია ორგანიზმში:
მაგალითად:
 ინფექციის სამკურნალო პრეპარატები (ტეტრაციკლინი და დოქსიციკლინი, ქინოლონები),
 ოსტეოპოროსის საწინააღმდეგო საშუალებები (ბიფოსფონატები),
 კარიესის (კბილის დაშლა) საპრევენციო საშუალებები (ფტორიდები),
 ანტიქოლინერგული ჯგუფის პეპარატებით მკურნალობა, როგორიცაა ატროპინი,
 ვიტამინი D-ს პრეპარატებით მკურნალობა.
ეფექტი საგულე გლიკოზიდებისა, რომლებიც გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ (როდესაც გული ვერ აწვდის ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლს), შეიძლება გაიზარდოს რენაცეტი 950მგ-თან ერთად მიღებისას, მაშინ როდესაც ამ პრეპარტის მიღებამ კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად, რომლებიც ასევე გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, შეიძლება შეამციროს მათი ეფექტი.

პაციენტებში, რომლებიც მკურნალობენ თიაზიდური დიურეტიკებით, მაღალია სისხლში კალციუმის კონცენტრაციის მომატების რისკი. ადრენალინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის სერიოზული დარღვევა, როდესაც სისხლში მომატებულია კალციუმის კონცენტრაცია.

კალციუმის მარილების დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცხიმოვანი მჟავების და ნაღვლის მჟავების დალექვა კალციუმის სტეარატის სახით.
ამან შესაძლოა გაართულოს ურსოდეზოქსიქოლის მჟავას და ქენოდეზოქსიქოლის მჟავას აბსორბცია, ასევე ცხიმების და ცხიმში ხსნადი ვიტამინების აბსორბცია.

რენაცეტი 950მგ-ის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, ან ჭამის დასრულებისთანავე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით დაუღეჭავად.

ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. ჰიპერკალცემიის განვითარების ალბათობა მაღალია ორსულ ქალებში, რომლებიც ერთდროულად იღებენ კალციუმს და ვიტამინ D-ს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რენაცეტი 950მგ არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
რენაცეტი 950მგ შეიცავს საქაროზას
თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
3. როგორ მივიღოთ რენაცეტი 950მგ
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვაგვარად, რეკომენდებული დოზა შეადგენს:
ზრდასრულები:
საუზმესთან ერთად: 1/5-1 შემოგარსული ტაბლეტი
წახემსების დროს: 1/5-1 შემოგარსული ტაბლეტი
ძირითად საკვებთან ერთად: 1-3 შემოგარსული ტაბლეტი
სამხართან ერთად: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

ტაბლეტის გაყოფა შესაძლებელია თანაბარ ნაწილებად. დოზა განსხვავდება ინდივიდუალურად. იქიდან გამომდინარე, რომ რენაცეტი 950მგ უკავშირდება საკვებში არსებულ ფოსფატს, შემოგარსული ტაბლეტების რაოდენობა უნდა დარეგულირდეს საკვების რაოდენობის (პორციის ზომა) და ამგვარად მიღებული ფოსფატის შესაბამისად. მაგალითად 2 შემოგარსული ტაბლეტი საუზმის დროს, რომელიც შემდგება მხოლოდ ერთი ნაჭერი ჯემიანი პურისაგან, გამოიწვევს კალციუმის სიჭარბეს და შესაბამისად სისხლში კალციუმის მომატებული კონცენტრაციის რისკს. მეორეს მხრივ, მხოლოდ 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიძლება არ იყოს საკმარისი ძირითადი საკვებიდან დიდი რაოდენობით მიღებულ ფოსფატთან შესაკავშირებლად (ამგვარად არასაკმარისად ეფექტურია).

რენაცეტი 950მგ შემოგარსული ტაბლეტები მიიღება ჭამის დროს, ან ჭამის დასრულებისთანავე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს სითხის დაყოლებით დაუღეჭავად.
თუ მიიღეთ რენაცეტი 950მგ ჭარბი დოზით
მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ მიიღეთ რენაცეტის 950მგ უფრო მაღალი დოზა, ვიდრე მოცემულია ამ დანართ ფურცელში, ან გადააჭარბეთ ექიმის მიერ დანიშნულ დოზას.
თუ დაგავიწყდათ რენაცეტი 950მგ მიღება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის საკომპენსაციოდ. მკურნალობა განაგრძეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
გვერიდი მოვლენების შესაფასებლად გამოიყენება შემდეგი სიხშირეები:

ძალიან ხშირი: ვლინდება 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში
ხშირი: ვლინდება 100-დან 1-10 პაციენტში
არახშირი: ვლინდება 1,000-დან 1-10 პაციენტში
იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-10 პაციენტში
ძალიან იშვიათი: ვლინდება 10,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში
არ არის ცნობილი: სიხშირის შეფასება ვერ ხერხდება არსებული მონაცემებით

ზოგადი დარღვევები:
არახშირი: რბილი ქსოვილის კალციფიკაცია (მაგ. კანქვეშ ცხიმოვან ქსოვილში) ჩვეულებრივ ვლინდება მრავალი წლის განმავლობაში მიღების შემდეგ და ხშირად დაკავშირებულია სისხლში კალციუმის მომატებულ დონესთან.

დარღვევები გულის/სისხლძარღვების მხრივ:
არახშირი: სისხლში კალციუმის მომატებული დონე, განსაკუთრებით დოზის გადაჭარბების შემდეგ.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ:
იშვიათი: დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ როგორებიცაა გულისრევა და ყაბზობა, განსაკუთრებით ძალიან მაღალი დოზების მიღებისას.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს. ეს ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია ეროვნული შეტყობინებების სისტემის მეშვეობით:
გაერთიანებული სამეფო

Yellow Card Scheme

ვებ. გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ მეტი ინფორმაციის მოწოდება ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

5. როგორ შევინახოთ რენაცეტი 950მგ
 შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
 არ გამოიყენოთ რენაცეტი 950მგ ვარგისიანობის ვადის (EXP) გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე და ბლისტერზე. ვარგისიანობის ვადა ეხება მითითებული თვის ბოლო დღეს.ს

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს რენაცეტი 950მგ
მოქმედი ნივთიერება არის:
950მგ კალციუმის აცეტატი (უწყლო), რაც შეესაბამება 240.5მგ კალციუმს.

სხვა ნივთიერებებია:
ტაბლეტის ბირთვი: სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ჟელატინი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი ა), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მცენარეული.
გარსი: ჰიპრომელოზა, რაფინირებული აბუსალათინის ზეთი, ტალკი, ფორთოხლის არომატიზატორი.

რენაცეტი 950მგ აღწერილობა და შეფუთვის შემადგენლობა
აღწერა:
თეთრი, ოვალური, ამობურცული, შემოგარსული ტაბლეტები გამყოფი ხაზით ორივე მხარეს.

შეფუთვის ზომები:
100 შემოგარსული ტაბლეტი
200 შემოგარსული ტაბლეტი

ეს პრეპარატი რეგისტრირებულია ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში შემდეგი დასახელებებით:
გერმანია: Renacet 950 mg
გაერთიანებული სამეფო: Renacet 950 mg
ესპანეთი:  Acetato de calcio RenaCare 950 mg

სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი

RenaCare NephroMed GmbH

Werrastr. 1a

35625 ჰუთენბერგი
გერმანია
ტელ:+49 (0) 64 03 9 21 60
ფაქსი: +49 (0) 64 03 9 21 63
ელ.ფოსტა:  [email protected]

კლექსანი 80მგ/0.8მლ შპრიცი #1

კლექსანი
(CLEXANE)

ავენტის PHARMA SPECIALISET FOR სანოფი-ავენტის

ათქ კლასიფიკაციის კოდი B01AB05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.2 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................20 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.4 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................40 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.6 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................60 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.8 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი.................80 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 1 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი..............100 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. დაბალმოლეკულური ჰეპარინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლექსანი დაბალმოლეკულური ჰეპარინია, საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4.500 დალტონი. In vitro გასუფთავებულ სისტემაში პრეპარატს ახასიათებს მაღალი აქტივობა შედედების X-ა ფაქტორის მიმართ (დაახლოებით 100 მგ/მლ) და დაბალი _ ანტი-II-ა ანუ ანტითრომბინული აქტივობა (დაახლოებით 28 სე/მლ).

სხვადასხვა ჩვენების დროს რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას კლექსანი არ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. პროფილაქტიკური დოზებით, იგი უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს (აპთდ), პრაქტიკულად არ მოქმედებს თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტების რეცეპტორებთან.
პრეპარატის ფარმაკოდინამიკური მაჩვენებლები, დაფიქსირებული მოზრდილ მოხალისეებში, კლექსანის კონცენტრაციისას 100-200 მგ/მლ-ზე მეტი _ ურთიერთშედარებადია.

ფარმაკოკინეტიკა
კლექსანი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძირითადად შესწავლილ იქნა პლაზმაში მისი ანტი-X-ა და ანტი_II-ა აქტივობის დინამიკის საფუძველზე, რეკომენდებული დოზების ერთჯერადი ან მრავალჯერადი კანქვეშა ინექციების ან ვენაში ერთჯერადი შეყვანის დროს.
ანტი-X-ა და ანტი_II-ა აქტივობის რაოდენობრივი ანალიზი ჩატარებული იქნა სპეციფიკური სუბსტრატებით ვალიდირებული ამიდოლიზური მეთოდების გამოყენებით და ენოქსაპარინის სტანდარტით, რომელიც მომზადებულ იქნა დაბალმოლეკულური ჰეპარინების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
ბიოშეღწევადობა და შეწოვა: კანქვეშა შეყვანისას, ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს (შეფასებულ იქნა ანტი-X-ა აქტივობის საფუძველზე). პრეპარატის შეყვანილი მოცულობა და კონცენტრაციის დონე - 100-200 მგ/მლ-ზე მეტი – გავლენას არ ახდენდა ჯანმრთელი დონორების ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.
მისი პლაზმური მაქსიმალური ანტი-X-ა აქტივობა აღინიშნებოდა საშუალოდ 3-5 საათის შემდეგ კანქვეშა შეყვანიდან და შეადგენდა დაახლოებით 0.2; 0.4; 1.0 და 1.3 ანტი-X-ა სე/მლ შესაბამისად 20, 40 და 1 მგ/კგ და 1.5 მგ/კგ კანქვეშ შეყვანისას.
ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკას დოზირების მოცემული რეჟიმის დროს გააჩნია ხაზოვანი ხასიათი, რომელიც ხასიათდება დაბალი ვარიაბელობით პაციენტთა ჯგუფებში. ენოქსაპარინის 40 მგ განმეორებით კანქვეშ ერთჯერადად შეყვანის და 1.5 მგ/კგ მასაზე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში, წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა მე-2 დღისათვის, ამასთან ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა 65%-ით მეტს, ვიდრე მისი ერთჯერადი შეყვანის შემდეგ. ენოქსაპარინის აქტივობის დონეები წონასწორულ მდგომარეობაში ადვილად პროგნოზირებადი და ახსნადია ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკის საშუალებით. ენოქსაპარინის განმეორებით კანქვეშ ორჯერადად შეყვანისას სადღეღამისო დოზით 1 მგ/კგ, წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა 3-4 დღის შემდეგ, ამასთან ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ იყო საშუალოდ 15%-ით მეტი, ვიდრე მისი ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად შეადგენდა 1.2 სე/მლ და 0.52 სე/მლ. ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეყვანის თერაპიული რეჟიმის შემთხვევაში, წონასწორულ მდგომარებათა შორის ასეთი სხვაობა პროგნოზირებადია.
პრეპარატის პლაზმური ანტი II-ა აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მისი ანტი X-ა აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი-II-ა აქტივობა აღინიშნებოდა კანქვეშა შეყვანიდან 3-4 საათის შემდეგ და შეადგენდა დაახლოებით 0.13 სე/მლ და 0.19 სე/მლ შესაბამისად 1 მგ/კგ ორჯერადად და 1.5 მგ/კგ ერთჯერადად შეყვანისას.
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტი X-ა აქტივობის განაწილების მოცულობა მიახლოებით შეადგენს 5 ლ და უახლოვდება სისხლის მოცულობას.
გამოყოფა და ბიოტრანსფორმაცია: ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი მიეკუთვნება დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატებს. ინტრავენურად 6 საათიანი ინფუზიის შემდეგ დოზით 1.5 მგ/კგ, პლაზმაში ანტი-X-ა კლირენსი შეადგენდა 0.74 ლ/სთ. პრეპარატის გამოყოფას ჰქონდა მონოფაზური ხასიათი 4 საათიანი (ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ) და 7 საათიანი (პრეპარატის მრავალჯერადად შეყვანისას) ნახევარგამოყოფის პერიოდებით. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფატირების და/ან დეპოლიმერიზაციის გზით, ძალზე დაბალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე დაბალმოლეკულური ნივთიერებების წარმოქმნით. პრეპარატის აქტიური ფრაგმენტების სახით გამოყოფა თირკმლების საშუალებით შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10%-ს, ხოლო არააქტიური ფრაგმენტებისა სახით - შეყვანილი დოზის დაახლოებით 40%-ს.
ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კინეტიკა ხანდაზმულ პირებში, თირკმლების ნორმული ფუნქციით, არ განსხვავდება ახალგაზრდებთან შედარებით. თუმცა, შესაძლებელია ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის გამოყო¬ფის შეფერხება ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების გამო.
თირკმლის უკმარისობა: ხაზოვანი ურთიერთდამოკიდებულება პლაზმაში ანტი-X-ა კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის, რომელიც აღინიშნებოდა წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას, ადასტურებს ენოქსაპარინის მარილის კლირენსის შემცირებას თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. 40 მგ ენოქსაპარინის გამნეორებით ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას ადგილი აქვს ანტი-X-ა აქტივობის მომატებას, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) დარღვევა. პაციენტებს,  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), წონასწორულ მდგომარეობაში, ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა საშუალოდ 65%-ით მეტს 40 მგ ენოქსაპარინის განმეორებით ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას.
წონა: 1.5 მგ/კგ ენოქსაპარინის განმეორებითი კანქვეშა ინექციების (დღეში ერთხელ) შემდეგ ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ წარმოდგენილი ანტი-X-ა აქტივობის ფართობის საშუალო მნიშვნელობა წონასწორული მდგომარეობაში, უფრო მაღალი იყო ჭარბი წონის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში, ნორმალური წონის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, მაშინ როდესაც, მაქსიმალური ამპლიტუდა არ იცვლებოდა. ჭარბი წონის მქონე პირებში, პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას, მისი კლირენსი რამდენადმე უფრო დაბალია.
როდესაც არ წარმოებს შესაყვანი პრეპარატის დოზის კორექცია პაციენტის მასის შესაბამისად, 40 მგ ენოქსაპარინის ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას, მისი ანტი-X-ა აქტივობა შეადგენდა 50%-ით უფრო მეტს 45 კგ-ზე ნაკლები წონის მდედრობითი სქესის პაციენტებში და 27%-ით უფრო მეტს 57 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მამაკაცებში, ჩვეულებრივი წონის მქონე პაციენტებთან შედარებით.
ჰემოდიალიზი: ცალკეული კვლევის დროს ენოქსაპარინის გამოყოფის სიჩქარე იყო ანალოგიური, თუმცა ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა ორჯერ უფრო მეტს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (ინტრავენური ერთჯერადი შეყვანა 0.25 ან 0.50 მგ/კგ).

ჩვენებები
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს;
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს;
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა;
- არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ასპირინთან ერთად;
- თრომბოზის განვითარების პროფილქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.

დოზირების რეჟიმი
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ქირურგიული ოპერაციების დროს:
პაციენტებს, თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების ზომიერი რისკით (მაგალითად, აბდომინალურ ქირურგიაში), კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20-40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ. ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს პირველი ინექცია კეთდება ქირურგიულ ჩარევამდე 2 საათით ადრე.
პაციენტებს, თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების მაღალი რისკით (მაგალითად, ორთოპედიული ოპერაციების დროს), კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ, საწყისი დოზა კეთდება ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე ან 30 მგ ორჯერ დღეში,  პირველი ინექციის შეყვანით ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.
კლექსანი, ჩვეულებრივ, ინიშნება საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში. ზოგიერთი პაციენტისათვის ნაჩვენებია მისი უფრო ხანგრძლივი გამოყენება; ამ შემთხვევაში კლექსანით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ არსებობს თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი. ორთოპედიაში დადასტურებულია კლექსანის თერაპიული ეფექტურობა მისი გამოყენებისას დოზით 40 მგ ერთხელ დღეში 5 კვირის განმავლობაში.
კლექსანის დანიშვნის თავისებურებანი სპინალური/ეპიდურული ანესთეზიისა და ასევე კორონარული ანგიოპლასტიკის დროს, აღწერილია ქვეთავში.
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს: კლექსანის რეკომენდებული დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ.  მკურნალობა ინიშნება მინიმუმ 6 დღის განმავლობაში და გრძელდება პაციენტის გადასვლამდე მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე, მაქსიმუმ 14 დღემდე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიასთან შეუღლებული ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა: შესაძლებელია კლექსანის შეყვანა კანქვეშ დოზით 1.5 მგ/კგ ერთხელ დღეში ან დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღეში. ავადმყოფებში, თრომბოემბოლიური გართულებებით, რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა 1 მგ/კგ ორჯერ დღეში.
კლექსანით მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება საშუალოდ 10 დღის განმავლობაში. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა დაწყებულ იქნას მკურნალობა პერორალური ანტიკოაგულანტებით; ამასთან ერთად მკურნალობას აგრძელებენ მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტი (ნორმალიზების საერთაშორისო კოეფიციენტი INR 2-3).
არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა: კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ კანქვეშ. იმავდროულად გამოიყენება ასპირინი (100-325 მგ ერთხელ დღეში). ასეთ პაციენტებს პრეპარატს უნიშნავენ მინიმუმ 2 დღით და აგრძელებენ მკურნალობას კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს.
თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს: კლექსანი შეჰყავთ არტერიულ ხაზში ჰემოდიალიზის დასაწყისში დოზით 1 მგ/კგ. 4 სთ-იანი პროცედურის დროს სისხლდენების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 0.5 მგ/კგ სისხლძარღვებზე ორმაგი მიდგომისას ან 0.75 მგ/კგ მათზე ერთმაგი მიდგომისას. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი უნდა შევიყვანოთ შუნტის არტერიულ უბანზე ჰემოდიალიზის სეანსის წინ. ერთი დოზა, ჩვეულებრივ, საკმარისია 4 საათიანი სეანსისათვის; თუმცა ფიბრინის რგოლების აღმოჩენისას, მაგალითად, ხანგრძლივი ჰემოდიალიზის დროს, შესაძლებელია დამატებითი დოზის შეყვანა  0.5-1 მგ/კგ.

ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები:ხანდაზმულები: დოზირების შეცვლა ამ კატეგორიის პაციენტებში არ წარმოადგენს აუცილებლობას, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტების გარდა.
ბავშვები: კლექსანის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ რის.
თირკმელების უკმარისობა:
- თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია) აუცილებელია დოზის შემდეგი კორექცია:
კლექსანის თერაპიული მიზნით გამოყენებისას:
დოზირების სტანდარტული რეჟიმი        თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
1 მგ/კგ
ერთხელ დღეში            1 მგ/კგ
ერთხელ დღეში
1.5 მგ/კგ
ერთხელ დღეში            1 მგ/კგ
ერთხელ დღეში
კლექსანის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას:

40 მგ/კგ
ერთხელ დღეში            20 მგ/კგ
ერთხელ დღეში
20 მგ/კგ
ერთხელ დღეში            20 მგ/კგ
ერთხელ დღეში
დოზის რეკომედებული კორექცია არ გამოიყენება ჰემოდიალიზის შემთხვევაში.

- თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევები:
მოითხოვს დოზის კორექციას თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში, მაგრამ აუცილებელია გულდასმითი მონიტორული კონტროლის ჩატარება.
ღვიძლის უკმარისობა:
ვინაიდან არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კანქვეშა გამოყენების მეთოდი:
წინასწარ ავსებული ერთჯერადი შპრიცი მზადაა გამოყენებისათვის.
უმჯობესია ინექცია გაკეთდეს პაციენტის წოლით მდგომარეობაში.
კლექსანი შეჰყავთ ღრმად კანქვეშ.
20 მგ და 40 მგ წინასწარ ავსებული შპრიცების გამოყენებისას ნუ გამოდევნით ჰაერს შპრიციდან, პრეპარატის დანაკარგის თავიდან აცი¬ლების მიზნით.
ინექციები ტარდება მონაცვლეობით მუცლის კედლის მარჯვენა  ან მარცხენა წინაგვერდით ან უკანაგვერდით ზედაპირზე.
ნემსი უნდა შევიყვანოთ ვერტიკალურად მთელ სიგრძეზე კანში, კანის ნაოჭის დაჭერით დიდი და საჩვენებელი თითებით.
კანის ნაოჭს უშვებენ მხოლოდ ინექციის დამთავრების შემდეგ.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილის დაზელა არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
სისხლდენა: ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, კლექსანით მკურნალობისას, რისკის ფაქტორების არსებობისას როგორიცაა: ორგანული დაავადებები, სისხლდენებისადმი მიდრეკილებით, ინვაზიური ჩარევები ან ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების გამოყენება.  შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა. აუცილებელია სისხლდენის მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
იშვიათად ადგილი ჰქონდა ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას, მუცლისშიდა და ქალასშიდა სისხლჩაქცევების ჩათვლით. ზოგჯერ ლეტარული გამოსავლით.
კლექსანის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიისა და ოპერაციის შემდგომ ინვაზიური კათეტერების გამოყენების ფონზე აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომის ჩამოყალიბების იშვიათი შემთხვევები, რაც იწვევდა სხვადასხვა სახის ნევროლოგიურ დარღვევებს, მყარი ან შეუქცევადი დამბლის ჩათვლით.
თრომბოციტოპენია: მკურნალობის დაწყებიდან პირველი დღეების განმავლობაში ზოგჯერ აღინიშნება მსუბუქი, შექცევადი, უსიმპტომო თრომბოციტოპენია. აღწერილია იშვიათი შემთხვევები იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის განვითარების, თრომბოზთან შეუღლებით. ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი რთულდებოდა ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით.
ადგილობრივი რეაქციები: კლექსანის კანქვეშ შეყვანისას შესაძლებელია აღინიშნოს მსუბუქი გაღიზიანება, ასევე, ძალზე იშვიათად, ტკივილი, ჰემატომა ინექციის ადგილზე. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანის ადგილზე შესაძლებელია მკვრივი ანთებითი კვანძების წარმოქმნა. იგი არ წარმოადგენს კლექსანის შემცველ კისტებს. ისინი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენენ  პრეპარატის მოხსნის მიზეზს. ძალზე გამონაკლის შემთხვევებში, ჰეპარინისა და დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანის ადგილას, ვითარდებოდა კანის ნეკროზი, რასაც ჩვეულებრივ, წინ უსწრებდა პურპურა ან ერითემატოზული  კვანძი (ინფილტრირებული და მტკივნეული). ასეთ შემთხვევებში კლექსანით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვადასხვა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ან სისტემური ალერგიული რეაქციები. ზოგიერთი ავადმყოფისათვის შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.
აღწერილია ღვიძლის ფერმენტებისა და თრომბოციტების რიცხვის უსიმპტომო და შექცევადი მომატება.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის მარილის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების მიმართ, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით;
- მდგომარეობები და  დაავადებები, რომელთა დროს მაღალია სისხლდენების რისკი, ახლო წარსულში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტის ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: მონაცემები იმის შესახებ, რომ კლექსანი აღწევს პლაცენტაში ორსულობის მეორე ტრიმესტრში, არ არსებობს. ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულ ქალებში არასაკმარისია, ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ საპასუხო რეაქცია ადამიანის ორგანიზმში, პრეპარატი ორსულებში უნდა დაინიშნოს მკაცრი საექიმო ჩვენებების მიხედვით.
კლინიკური გამოკვლევებისას, როდესაც გულის ხელოვნური სარქვლების მქონე ორსული ქალები იღებდნენ კლექსანს (1 მგ/კგ ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, აღინიშნულ იქნა სიკვდილის 2 შემთხვევა თრომბის წარმოქმნისა და სარქვლის ბლოკადის შედეგად. ამიტომ პრეპარატის დოზირების, ეფექტურობისა და გამოყენების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, არ არის რეკომენდებული კლექსანის გამოყენება  ორსულ ქალებში გულის ხელოვნური სარქვლებით.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა კლექსანი უცვლელი სახით დედის რძესთან ერთად. პრეპარატის შეწოვა პირის ღრუში ნაკლებადაა შესაძლებელი. ამდენად, უსაფრთხოების მიზნით, ქალებმა, რომლებიც იღებენ კლექსანს, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
წარმოების პროცესის, მოლეკულური მასის, სპეციფიკური ანტი-X-ა აქტივობის, ერთეულებისა და დოზირების გათვალისწინებით, დაბალმოლეკულური ჰეპარინები არაურთიერთჩანაცვლებადია, რადგანაც ეს განსხვავებანი ზემოქმედებას ახდენს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე და ბიოლოგიურ აქტივობაზე (მაგალითად, ანტითრომბინულ აქტივობაზე ან თრომბოციტებთან ურთიერთქმედებაზე). ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ კონკრეტული პრეპარატის სამედიცინო დანიშნულების ინსტრუქცია;
სპინალური/ეპიდურული ანესთეზია:
ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომების, მყარი ან შეუქცევადი დამბლის  განვითარების იშვიათი შემთხვევები, კლექსანის გამოყენების ფონზეც სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის დროს. ამ მოვლენათა განვითარების რისკი კლებულობს პრეპარატის გამოყენებისას დოზით 40 მგ ან ნაკლები. რისკი მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას, ასევე ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას ოპერაციის შემდეგ ან იმ დამატებითი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ისევე მოქმედებენ ჰემოსტაზზე, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იხ: “სხვა წამლებთან ურთიერთქმედება”).
რისკი ასევე მატულობს ტრავმული ზემოქმედებისას ან ზურგის ტვინის განმეორებითი   პუნქციის დროს.
სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს სპინალური არხიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად აუცილებელია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება.. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უმჯობესია მოხდეს კლექსანის დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის დროს.
ღრმა ვენების თრომბოზის დროს კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს კლექსანის პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებიდან 10-12 საათის შემდეგ. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები ღებულობენ ენოქსაპარინის მარილის უფრო მაღალ დოზებს (1 მგ/კგ 2-ჯერ დღეში ან 1.5 მგ/კგ დღეში), აღნიშნული პროცედურები უნდა გადაიდოს უფრო ხანგრძლივი ვადით (24 სთ). პრეპარატის შემდგომი შეყვანა უნდა მოხდეს არა უადრეს 2 საათისა კათეტერის ამოღებიდან.
თუ დანიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპია სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს, აუცილებელია პაციენტზე განსაკუთრებული, გულდასმითი დაკვირვება, ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა: შუა წელის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა (დაბუჟების შეგრძნება ან სისუსტე ქვემო კიდურებში), ნაწლავისა და/ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომე-ბის განვითარების შესახებ.
ტვინის ღეროს ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სპინალური დეკომპრესიის ჩათვლით.
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია:
კლექსანი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში მოეპოვებათ მონაცემები ჰეპარინით გამოწვეული, თრომბოზთან შეუღლებული ან მის გარეშე თრომბოციტოპენიის შესახებ. ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი შესაძლებელია შენარჩუნდეს რამდენიმე წლის მანძილზე. თუ ანამნეზში აღინიშნება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის განვითარება, მაშინ ინ ვიტრო ტესტებს თრომბოციტების აგრეგაციაზე შეზღუდული მნიშვნელობა აქვთ, მისი წარმოქმნის რისკის პროგნოზირებისათვის.  ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება კლექსანის დანიშვნის შესახებ, უნდა  მოხდეს სათანადო სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
კანშიდა კორონარული ანგიოპლასტიკა:
არასტაბილური სტენოკარდიის დროს ინვაზიურ სისხლძარღვოვან მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის შესამცირებლად, ინტრადიუსერი არ უნდა ამოვიღოთ კლექსანის შეყვანიდან 6-8 საათის განმავლობაში. შემდგომი გამოთვლილი დოზის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრადიუსერის ამოღებიდან 6-8 საათზე ადრე. შეყვანის ადგილზე უნდა მოხდეს დაკვირვება, სისხლდენისა და ჰემატომის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
გულის ხელოვნური სარქვლები:
არ არის ჩატარებული კვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ობიექტურად შეგვეფასებინა კლექსანის ეფექტურობა და უსაფრთხოება თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილებაში  გულის ხელოვნური სარქვლების მქონე პაციენტებში, რის გამოც ამ მიზნით მისი გამოყენება არ შეიძლება იყოს რეკომენდებული (იხ. ქვეთავი “ორსულობა და ლაქტაცია”).
ლაბორატორიული ტესტები:
თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის პროფილქტიკური დოზებით გამოყენებისას, იგი არსებით გავლენას არ ახდენს სისხლდენის დროზე და ზოგად კოაგულაციურ მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან მათ ფიბრინოგენთან შეკავშირებაზე.
დოზის მომატებისას ხანგრძლივდება აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური (აპთ), და შედედების დრო.  აპთ და შედედების დროის გახანგრძლივება არ იმყოფება პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში კლექსანის ანტითრომბული აქტივობის მომატებასთან, რის გამოც არ არსებობს კლექსანის აქტივობის მონიტორინგის აუცილებლობა.
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს:
მწვავე ინფექციის, მწვავე რევმატიული მდგომარეობების ან ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადებების განვითარებისას კლექსანის დანიშვნა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობანი შეუღლებულია ქვემოთ ჩამოთვლილი თრომბის წარმოქმნის რისკის ფაქტორებიდან ერთერთთან:
- ასაკი 75 წელზე მეტი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- თრომბოზები და ემბოლიები ანამნეზში;
- სიმსუქნე;
- ჰორმონული თერაპია;
- გულის უკმარისობა;
- სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა კუნთებში.
კლექსანი, ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტები, უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით იმ მდგომარეობების დროს, რომელთაც ახასიათებთ სისხლდენების რისკი, როგორიცაა:
- ჰემოსტაზის დარღვევები;
- ანამნეზში წყლულოვანი დაავადება;
- ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი;
- არაკონროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტონია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- ახლო წარსულში გადატანილი ნევროლოგიური ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია.
სისხლდენები ხანდაზმულ პაციენტებში:
პროფილაქტიკური მიზნებისათვის პრეპარატის დანიშვნისას არ გამოვლენილა ტენდენცია სისხლდენების გაძლიერებისაკენ;
- პრეპარატის დანიშვნისას სამკურნალო მიზნით, არსებობს სისხლდენების განვითარების რისკი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (განსაკუთრებით 80 წლის ზევით). აუცილებელია ჩატარდეს გულდასმითი მონიტორული კონტროლი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა:
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში არსებობს სისხლდენების განვითარების რისკი, ანტი-X-ა აქტივობის მომატების გამო. რადგანაც ეს აქტივობა მნიშვნელოვნად მატულობს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია), რეკომენდებულია მოხდეს დოზის კორექცია პრეპარატის როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მიზნით დანიშვნისას.
თუმცა დოზის კორექციას არ საჭიროებენ პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით, მათ აუცილებელია ჩაუტარდეთ გულდასმითი მონიტორული კონტროლი.
მცირე მასა
კლექსანის ანტი-X-ა აქტივობის ზრდამ, მისი პროფილაქტიკური დანიშვნისას 45 კგ-ზე ნაკლები წონის ქალებში და 57 კგ-ზე ნაკლები წონის მამაკაცებში, შესაძლებელია გამოიწვიოს სიხლდენების განვითარების რისკის მომატება.
თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი:
ანტისხეულდამოკიდებული თრომბოციტოპენიის რისკი, რომელსაც იწვევს ჰეპარინი, არსებობს დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენების დროსაც. თუ ვითარდება თრომბოციტოპენია, ჩვეულებრივ, მას იგი ვლინდება კლექსანით თერაპიის დაწყებიდან მე-5 და 21-ე დღეებს შორის. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია  თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული კონტროლი კლექსანით მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში. თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული მნიშვნელოვანი შემცირებისას (30-50%-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით) აუცილებელია მისი დაუყოვნებლივი მოხსნა და პაციენტის გადაყვანა სხვა მკურნალობაზე.
კლექსანი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები და მათი სიმძიმის ხარისხი: კლექსანის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ მისი ინტრავენური, ექსტრაკორპორული ან კანქვეშა შეყვანისას, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებების განვითარება. პრეპარატის დიდი დოზებითაც კი შიგნით მიღებისას მისი შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
ანტიდოტი და მკურნალობა: ანტიკოაგულაციური ეფექტების ნეიტრალიზება შესაძლებელია ძირითადად პროტამინის ინტრავენურად ნელი შეყვანისას.
პროტამინის დოზა დამოკიდებულია კლექსანის დოზაზე. 1 მგ პროტამინი ანეიტრალებს 1 მგ კლექსანის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების შეყვანის დროსაც კი კლექსანის ანტი-X-ა აქტივობა სრულად არასოდეს ნეიტრალიზდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლექსანით მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია მოიხსნას სხვა პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ჰემოსტაზის სისტემაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი გამოყენება აუცილებელია.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება:
- სალიცილატები სისტემური გამოყენებისათვის, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებანი, კეტოროლაკის ჩათვლით;
- დექსტრან 40 და ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი;
- სისტემური გლუკოკორტიკოიდები;
- თრომბოლიზური საშუალებები და ანტიკოაგულანტები;
- სხვა ანტიაგრეგანტები, IIბ/IIIა გლუკოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტების ჩათვლით. 
თუ ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა, მაშინ კლექსანი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით, ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის და სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.
არ შეიძლება კლექსანის შერევა სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერა¬ტურაზე., ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია წინასწარ ავსებული შპრიცების გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა -2 წელი.

ომეგაკიდი 3,6,7,9 #30კაფს საღ

ომეგაკიდი 3, 6, 7, 9 საღეჭი კაფს. N30

წამლის ფორმა:

საღეჭი კაფსულები N30 კაფსულა შეფუთვაში;

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი;

შემადგენლობა:

1 საღეჭი კაფსულა შეიცავს:

ომეგა 3-300 მგ (მათ შორის,ეიკოზაპენტაენის,დოკოზაპენტაენის,დოკოზაჰექსაენის მჟავების ნარევი 250 მგ;

ომეგა-6 50 მგ;

ომეგა 7-100 მგ;

ომეგა 9-200 მგ.

დამხმარენ ივთიერებები:  პირველადი დაწურვის ზეითუნის ზეთი,ლიმნის ზეთი;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ბავშვის ორგანიზმის ფორმირებაში:

ომეგა 3-აუმჯობესებს მხედველობის აპარატის ჩამოყალიბებას,ახდენს ბადურის მიკროვასკულური პროფილის ნორმალიზებას,ხელს უწობს ნეირონების ზრდას,აუმჯობესებს ქცევას, მეხსიერებას, სწავლის პროცესს, კითხვისა და წერის უნარებს. ხელს უწყობენ ყურადღების კონცენტრირების გაუმჯობესებას და პრობლემების სწრაფ გადაწყვეტას;

ომეგა 6-მემბრანის სტრუქტურული ლიპიდების ესენციური კომპონენტებია,ჩართულია უჯრედების სასიგნალო ფუნქციებში;

ომეგა 7-ებრძვის მეტაბოლური სინდრომის ჩამოყალიბების გამშვებ ფაქტორებს,ამცირებს გლუკოზის და ინსულინის რეზისტენტობას,ხელს უშლის სიმსივნური პროცესის პროვოცირებას;

ომეგა 9-ახდენს იმუნური სისტემის მოდიფიკაციას ავტოიმუნური,ანთებითი დაავადებებისდროს,აძლიერებს ორგანიზმის იმუნურ პასუხს და ზრდის ორგანიზმის რეზისტენტობას;

ჩვენებები:

- ტვინისა და მხედველობის აპარატის სწორად განვითარებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა;
- კოგნიტიური უნარების, კითხვისა და წერის გაუმჯობესება;
- მხედველობის, მეხსიერების და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება;
- ჰიპერაქტივობის სინდრომი ყურადღების დეფიციტით;
- ბავშვის ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა;
- ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია;
- დისლიპიდემია, ტრიგლიცერიდემია;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
- მეხსიერების დაქვეითება, დემენცია;
- ემოციური ლაბილობა, დეპრესია;                                                                                                                                                                                
- თვალის დაავადებები;
- რევმატოლოგიური დაავადებები;
- ორსულობა (ორსულის დაავადებები, ნაყოფის ჰიპოტროფია);
- ტუბერკულოზი და სასუნთქი გზების სხვა დაავადებები;
- რაქიტი;
- მოტეხილობები, ოსტეოპოროზი;

  კომპლექსურ თერაპიაში:
- მოზარდების დეპრესიული მდგომარეობები;
- კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეკზემა, ნეიროდერმიტი და სხვა;
- ნებისმიერი წარმოშობის ართრიტი;
- აუტოიმუნური დაავადებები. 

უკუჩვენება:
შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

უსაფრთხოების ზომებ
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).

მკურნალობა: სიმპტომური;
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომეგაკიდის მოქმედებას.

გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:

5 წლიდან 10 წლამდე-1 საღეჭი კაფსულა დღეში ერთხელ;

11 წლიდან 18 წლამდე-1 საღეჭი კაფსულა დღეში 2-ჯერ;

შენახვის პირობები:

ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.

გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა:  3 წელი.

მწარმოებელი:Life On Healthcare Ltd. - დიდი ბრიტანეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში:  შ.პ.ს ვიტ ჯორჯია ფარმი

კლექსანი 40მგ/0.4მლ შპრიცი #1

კლექსანი
(CLEXANE)

ავენტის PHARMA SPECIALISET FOR სანოფი-ავენტის

ათქ კლასიფიკაციის კოდი B01AB05

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.2 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................20 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.4 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................40 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.6 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი................60 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 0.8 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი.................80 მგ
საინექციო ხსნარი: შპრიცში 1 მლ, შეფუთვაში 2 ც.
1 შპრიცი
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი..............100 მგ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტი. დაბალმოლეკულური ჰეპარინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კლექსანი დაბალმოლეკულური ჰეპარინია, საშუალო მოლეკულური მასით დაახლოებით 4.500 დალტონი. In vitro გასუფთავებულ სისტემაში პრეპარატს ახასიათებს მაღალი აქტივობა შედედების X-ა ფაქტორის მიმართ (დაახლოებით 100 მგ/მლ) და დაბალი _ ანტი-II-ა ანუ ანტითრომბინული აქტივობა (დაახლოებით 28 სე/მლ).

სხვადასხვა ჩვენების დროს რეკომენდებულ დოზებში გამოყენებისას კლექსანი არ ახანგრძლივებს სისხლდენის დროს. პროფილაქტიკური დოზებით, იგი უმნიშვნელოდ ცვლის აქტივირებულ პარციალურ თრომბოპლასტინურ დროს (აპთდ), პრაქტიკულად არ მოქმედებს თრომბოციტების აგრეგაციაზე და ფიბრინოგენის შეკავშირებაზე თრომბოციტების რეცეპტორებთან.
პრეპარატის ფარმაკოდინამიკური მაჩვენებლები, დაფიქსირებული მოზრდილ მოხალისეებში, კლექსანის კონცენტრაციისას 100-200 მგ/მლ-ზე მეტი _ ურთიერთშედარებადია.

ფარმაკოკინეტიკა
კლექსანი ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ძირითადად შესწავლილ იქნა პლაზმაში მისი ანტი-X-ა და ანტი_II-ა აქტივობის დინამიკის საფუძველზე, რეკომენდებული დოზების ერთჯერადი ან მრავალჯერადი კანქვეშა ინექციების ან ვენაში ერთჯერადი შეყვანის დროს.
ანტი-X-ა და ანტი_II-ა აქტივობის რაოდენობრივი ანალიზი ჩატარებული იქნა სპეციფიკური სუბსტრატებით ვალიდირებული ამიდოლიზური მეთოდების გამოყენებით და ენოქსაპარინის სტანდარტით, რომელიც მომზადებულ იქნა დაბალმოლეკულური ჰეპარინების საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით.
ბიოშეღწევადობა და შეწოვა: კანქვეშა შეყვანისას, ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ბიოშეღწევადობა უახლოვდება 100%-ს (შეფასებულ იქნა ანტი-X-ა აქტივობის საფუძველზე). პრეპარატის შეყვანილი მოცულობა და კონცენტრაციის დონე - 100-200 მგ/მლ-ზე მეტი – გავლენას არ ახდენდა ჯანმრთელი დონორების ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.
მისი პლაზმური მაქსიმალური ანტი-X-ა აქტივობა აღინიშნებოდა საშუალოდ 3-5 საათის შემდეგ კანქვეშა შეყვანიდან და შეადგენდა დაახლოებით 0.2; 0.4; 1.0 და 1.3 ანტი-X-ა სე/მლ შესაბამისად 20, 40 და 1 მგ/კგ და 1.5 მგ/კგ კანქვეშ შეყვანისას.
ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკას დოზირების მოცემული რეჟიმის დროს გააჩნია ხაზოვანი ხასიათი, რომელიც ხასიათდება დაბალი ვარიაბელობით პაციენტთა ჯგუფებში. ენოქსაპარინის 40 მგ განმეორებით კანქვეშ ერთჯერადად შეყვანის და 1.5 მგ/კგ მასაზე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში, წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა მე-2 დღისათვის, ამასთან ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა 65%-ით მეტს, ვიდრე მისი ერთჯერადი შეყვანის შემდეგ. ენოქსაპარინის აქტივობის დონეები წონასწორულ მდგომარეობაში ადვილად პროგნოზირებადი და ახსნადია ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკის საშუალებით. ენოქსაპარინის განმეორებით კანქვეშ ორჯერადად შეყვანისას სადღეღამისო დოზით 1 მგ/კგ, წონასწორული მდგომარეობა აღინიშნებოდა 3-4 დღის შემდეგ, ამასთან ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ იყო საშუალოდ 15%-ით მეტი, ვიდრე მისი ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, ხოლო პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციების საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად შეადგენდა 1.2 სე/მლ და 0.52 სე/მლ. ენოქსაპარინის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, შეყვანის თერაპიული რეჟიმის შემთხვევაში, წონასწორულ მდგომარებათა შორის ასეთი სხვაობა პროგნოზირებადია.
პრეპარატის პლაზმური ანტი II-ა აქტივობა დაახლოებით 10-ჯერ დაბალი იყო, ვიდრე მისი ანტი X-ა აქტივობა. საშუალო მაქსიმალური ანტი-II-ა აქტივობა აღინიშნებოდა კანქვეშა შეყვანიდან 3-4 საათის შემდეგ და შეადგენდა დაახლოებით 0.13 სე/მლ და 0.19 სე/მლ შესაბამისად 1 მგ/კგ ორჯერადად და 1.5 მგ/კგ ერთჯერადად შეყვანისას.
ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის ანტი X-ა აქტივობის განაწილების მოცულობა მიახლოებით შეადგენს 5 ლ და უახლოვდება სისხლის მოცულობას.
გამოყოფა და ბიოტრანსფორმაცია: ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი მიეკუთვნება დაბალი კლირენსის მქონე პრეპარატებს. ინტრავენურად 6 საათიანი ინფუზიის შემდეგ დოზით 1.5 მგ/კგ, პლაზმაში ანტი-X-ა კლირენსი შეადგენდა 0.74 ლ/სთ. პრეპარატის გამოყოფას ჰქონდა მონოფაზური ხასიათი 4 საათიანი (ერთჯერადი კანქვეშა შეყვანის შემდეგ) და 7 საათიანი (პრეპარატის მრავალჯერადად შეყვანისას) ნახევარგამოყოფის პერიოდებით. ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილი ძირითადად მეტაბოლიზდება ღვიძლში დესულფატირების და/ან დეპოლიმერიზაციის გზით, ძალზე დაბალი ბიოლოგიური აქტივობის მქონე დაბალმოლეკულური ნივთიერებების წარმოქმნით. პრეპარატის აქტიური ფრაგმენტების სახით გამოყოფა თირკმლების საშუალებით შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 10%-ს, ხოლო არააქტიური ფრაგმენტებისა სახით - შეყვანილი დოზის დაახლოებით 40%-ს.
ფარმაკოკინეტიკური კვლევების შედეგებზე დაყრდნობით, ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის კინეტიკა ხანდაზმულ პირებში, თირკმლების ნორმული ფუნქციით, არ განსხვავდება ახალგაზრდებთან შედარებით. თუმცა, შესაძლებელია ენოქსაპარინის ნატრიუმის მარილის გამოყო¬ფის შეფერხება ხანდაზმულ პაციენტებში თირკმლების ფუნქციის ასაკობრივი დაქვეითების გამო.
თირკმლის უკმარისობა: ხაზოვანი ურთიერთდამოკიდებულება პლაზმაში ანტი-X-ა კლირენსსა და კრეატინინის კლირენსს შორის, რომელიც აღინიშნებოდა წონასწორული მდგომარეობის მიღწევისას, ადასტურებს ენოქსაპარინის მარილის კლირენსის შემცირებას თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. 40 მგ ენოქსაპარინის გამნეორებით ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას ადგილი აქვს ანტი-X-ა აქტივობის მომატებას, იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 50-80 მლ/წთ) და ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) დარღვევა. პაციენტებს,  თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევით (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები), წონასწორულ მდგომარეობაში, ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა საშუალოდ 65%-ით მეტს 40 მგ ენოქსაპარინის განმეორებით ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას.
წონა: 1.5 მგ/კგ ენოქსაპარინის განმეორებითი კანქვეშა ინექციების (დღეში ერთხელ) შემდეგ ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ წარმოდგენილი ანტი-X-ა აქტივობის ფართობის საშუალო მნიშვნელობა წონასწორული მდგომარეობაში, უფრო მაღალი იყო ჭარბი წონის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებში, ნორმალური წონის მქონე ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით, მაშინ როდესაც, მაქსიმალური ამპლიტუდა არ იცვლებოდა. ჭარბი წონის მქონე პირებში, პრეპარატის კანქვეშ შეყვანისას, მისი კლირენსი რამდენადმე უფრო დაბალია.
როდესაც არ წარმოებს შესაყვანი პრეპარატის დოზის კორექცია პაციენტის მასის შესაბამისად, 40 მგ ენოქსაპარინის ერთჯერადად კანქვეშ შეყვანისას, მისი ანტი-X-ა აქტივობა შეადგენდა 50%-ით უფრო მეტს 45 კგ-ზე ნაკლები წონის მდედრობითი სქესის პაციენტებში და 27%-ით უფრო მეტს 57 კგ-ზე ნაკლები წონის მქონე მამაკაცებში, ჩვეულებრივი წონის მქონე პაციენტებთან შედარებით.
ჰემოდიალიზი: ცალკეული კვლევის დროს ენოქსაპარინის გამოყოფის სიჩქარე იყო ანალოგიური, თუმცა ფართობი ფარმაკოკინეტიკური მრუდის ქვეშ შეადგენდა ორჯერ უფრო მეტს საკონტროლო ჯგუფთან შედარებით (ინტრავენური ერთჯერადი შეყვანა 0.25 ან 0.50 მგ/კგ).

ჩვენებები
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს;
- ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს;
- ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა;
- არასტაბილური სტენოკარდიისა და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ასპირინთან ერთად;
- თრომბოზის განვითარების პროფილქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს.

დოზირების რეჟიმი
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, განსაკუთრებით ორთოპედიული და ქირურგიული ოპერაციების დროს:
პაციენტებს, თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების ზომიერი რისკით (მაგალითად, აბდომინალურ ქირურგიაში), კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 20-40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ. ზოგადი ქირურგიული ოპერაციების დროს პირველი ინექცია კეთდება ქირურგიულ ჩარევამდე 2 საათით ადრე.
პაციენტებს, თრომბოზებისა და ემბოლიების განვითარების მაღალი რისკით (მაგალითად, ორთოპედიული ოპერაციების დროს), კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ, საწყისი დოზა კეთდება ქირურგიულ ჩარევამდე 12 საათით ადრე ან 30 მგ ორჯერ დღეში,  პირველი ინექციის შეყვანით ოპერაციიდან 12-24 საათის შემდეგ.
კლექსანი, ჩვეულებრივ, ინიშნება საშუალოდ 7-10 დღის განმავლობაში. ზოგიერთი პაციენტისათვის ნაჩვენებია მისი უფრო ხანგრძლივი გამოყენება; ამ შემთხვევაში კლექსანით მკურნალობა გრძელდება მანამდე, სანამ არსებობს თრომბოზისა და ემბოლიის განვითარების რისკი. ორთოპედიაში დადასტურებულია კლექსანის თერაპიული ეფექტურობა მისი გამოყენებისას დოზით 40 მგ ერთხელ დღეში 5 კვირის განმავლობაში.
კლექსანის დანიშვნის თავისებურებანი სპინალური/ეპიდურული ანესთეზიისა და ასევე კორონარული ანგიოპლასტიკის დროს, აღწერილია ქვეთავში.
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა, წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს: კლექსანის რეკომენდებული დოზაა 40 მგ ერთხელ დღეში კანქვეშ.  მკურნალობა ინიშნება მინიმუმ 6 დღის განმავლობაში და გრძელდება პაციენტის გადასვლამდე მკურნალობის ამბულატორიულ რეჟიმზე, მაქსიმუმ 14 დღემდე.
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიასთან შეუღლებული ან მის გარეშე არსებული ღრმა ვენების თრომბოზის მკურნალობა: შესაძლებელია კლექსანის შეყვანა კანქვეშ დოზით 1.5 მგ/კგ ერთხელ დღეში ან დოზით 1 მგ/კგ ორჯერ დღეში. ავადმყოფებში, თრომბოემბოლიური გართულებებით, რეკომენდებულია პრეპარატის დანიშვნა 1 მგ/კგ ორჯერ დღეში.
კლექსანით მკურნალობა, ჩვეულებრივ, გრძელდება საშუალოდ 10 დღის განმავლობაში. შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა დაწყებულ იქნას მკურნალობა პერორალური ანტიკოაგულანტებით; ამასთან ერთად მკურნალობას აგრძელებენ მანამ, სანამ არ იქნება მიღწეული საკმარისი ანტიკოაგულაციური ეფექტი (ნორმალიზების საერთაშორისო კოეფიციენტი INR 2-3).
არასტაბილური სტენოკარდიის და Q კბილის გარეშე არსებული მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა: კლექსანის რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ კანქვეშ. იმავდროულად გამოიყენება ასპირინი (100-325 მგ ერთხელ დღეში). ასეთ პაციენტებს პრეპარატს უნიშნავენ მინიმუმ 2 დღით და აგრძელებენ მკურნალობას კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. მკურნალობის ჩვეულებრივი ხანგრძლივობა შეადგენს 2-8 დღეს.
თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა ექსტრაკორპორული ცირკულაციის სისტემაში ჰემოდიალიზის ჩატარების დროს: კლექსანი შეჰყავთ არტერიულ ხაზში ჰემოდიალიზის დასაწყისში დოზით 1 მგ/კგ. 4 სთ-იანი პროცედურის დროს სისხლდენების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს 0.5 მგ/კგ სისხლძარღვებზე ორმაგი მიდგომისას ან 0.75 მგ/კგ მათზე ერთმაგი მიდგომისას. ჰემოდიალიზის დროს პრეპარატი უნდა შევიყვანოთ შუნტის არტერიულ უბანზე ჰემოდიალიზის სეანსის წინ. ერთი დოზა, ჩვეულებრივ, საკმარისია 4 საათიანი სეანსისათვის; თუმცა ფიბრინის რგოლების აღმოჩენისას, მაგალითად, ხანგრძლივი ჰემოდიალიზის დროს, შესაძლებელია დამატებითი დოზის შეყვანა  0.5-1 მგ/კგ.

ავადმყოფთა განსაკუთრებული ჯგუფები:ხანდაზმულები: დოზირების შეცვლა ამ კატეგორიის პაციენტებში არ წარმოადგენს აუცილებლობას, თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტების გარდა.
ბავშვები: კლექსანის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ რის.
თირკმელების უკმარისობა:
- თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია) აუცილებელია დოზის შემდეგი კორექცია:
კლექსანის თერაპიული მიზნით გამოყენებისას:
დოზირების სტანდარტული რეჟიმი        თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
1 მგ/კგ
ერთხელ დღეში            1 მგ/კგ
ერთხელ დღეში
1.5 მგ/კგ
ერთხელ დღეში            1 მგ/კგ
ერთხელ დღეში
კლექსანის პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას:
დოზირების სტანდარტული რეჟიმი           თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები
40 მგ/კგ
ერთხელ დღეში            20 მგ/კგ
ერთხელ დღეში
20 მგ/კგ
ერთხელ დღეში            20 მგ/კგ
ერთხელ დღეში
დოზის რეკომედებული კორექცია არ გამოიყენება ჰემოდიალიზის შემთხვევაში.

- თირკმელების ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევები:
მოითხოვს დოზის კორექციას თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებში, მაგრამ აუცილებელია გულდასმითი მონიტორული კონტროლის ჩატარება.
ღვიძლის უკმარისობა:
ვინაიდან არ ჩატარებულა კლინიკური კვლევები, აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
კანქვეშა გამოყენების მეთოდი:
წინასწარ ავსებული ერთჯერადი შპრიცი მზადაა გამოყენებისათვის.
უმჯობესია ინექცია გაკეთდეს პაციენტის წოლით მდგომარეობაში.
კლექსანი შეჰყავთ ღრმად კანქვეშ.
20 მგ და 40 მგ წინასწარ ავსებული შპრიცების გამოყენებისას ნუ გამოდევნით ჰაერს შპრიციდან, პრეპარატის დანაკარგის თავიდან აცი¬ლების მიზნით.
ინექციები ტარდება მონაცვლეობით მუცლის კედლის მარჯვენა  ან მარცხენა წინაგვერდით ან უკანაგვერდით ზედაპირზე.
ნემსი უნდა შევიყვანოთ ვერტიკალურად მთელ სიგრძეზე კანში, კანის ნაოჭის დაჭერით დიდი და საჩვენებელი თითებით.
კანის ნაოჭს უშვებენ მხოლოდ ინექციის დამთავრების შემდეგ.
პრეპარატის შეყვანის შემდეგ ინექციის ადგილის დაზელა არ შეიძლება.
გვერდითი მოვლენები
სისხლდენა: ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, კლექსანით მკურნალობისას, რისკის ფაქტორების არსებობისას როგორიცაა: ორგანული დაავადებები, სისხლდენებისადმი მიდრეკილებით, ინვაზიური ჩარევები ან ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების გამოყენება.  შესაძლებელია განვითარდეს სისხლდენა. აუცილებელია სისხლდენის მიზეზის დადგენა და შესაბამისი მკურნალობის დაწყება.
იშვიათად ადგილი ჰქონდა ჰემორაგიული სინდრომის განვითარებას, მუცლისშიდა და ქალასშიდა სისხლჩაქცევების ჩათვლით. ზოგჯერ ლეტარული გამოსავლით.
კლექსანის გამოყენებისას სპინალური/ეპიდურული ანესთეზიისა და ოპერაციის შემდგომ ინვაზიური კათეტერების გამოყენების ფონზე აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომის ჩამოყალიბების იშვიათი შემთხვევები, რაც იწვევდა სხვადასხვა სახის ნევროლოგიურ დარღვევებს, მყარი ან შეუქცევადი დამბლის ჩათვლით.
თრომბოციტოპენია: მკურნალობის დაწყებიდან პირველი დღეების განმავლობაში ზოგჯერ აღინიშნება მსუბუქი, შექცევადი, უსიმპტომო თრომბოციტოპენია. აღწერილია იშვიათი შემთხვევები იმუნოალერგიული თრომბოციტოპენიის განვითარების, თრომბოზთან შეუღლებით. ზოგიერთ შემთხვევაში თრომბოზი რთულდებოდა ორგანოს ინფარქტით ან კიდურის იშემიით.
ადგილობრივი რეაქციები: კლექსანის კანქვეშ შეყვანისას შესაძლებელია აღინიშნოს მსუბუქი გაღიზიანება, ასევე, ძალზე იშვიათად, ტკივილი, ჰემატომა ინექციის ადგილზე. იშვიათ შემთხვევებში პრეპარატის შეყვანის ადგილზე შესაძლებელია მკვრივი ანთებითი კვანძების წარმოქმნა. იგი არ წარმოადგენს კლექსანის შემცველ კისტებს. ისინი ჩვეულებრივ ქრება რამდენიმე დღეში და არ წარმოადგენენ  პრეპარატის მოხსნის მიზეზს. ძალზე გამონაკლის შემთხვევებში, ჰეპარინისა და დაბალმოლეკულური ჰეპარინის შეყვანის ადგილას, ვითარდებოდა კანის ნეკროზი, რასაც ჩვეულებრივ, წინ უსწრებდა პურპურა ან ერითემატოზული  კვანძი (ინფილტრირებული და მტკივნეული). ასეთ შემთხვევებში კლექსანით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
სხვადასხვა: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ან სისტემური ალერგიული რეაქციები. ზოგიერთი ავადმყოფისათვის შესაძლებელია აუცილებელი გახდეს მკურნალობის შეწყვეტა.
აღწერილია ღვიძლის ფერმენტებისა და თრომბოციტების რიცხვის უსიმპტომო და შექცევადი მომატება.

უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა ენოქსაპარინის მარილის, ჰეპარინის ან მისი წარმოებულების მიმართ, სხვა დაბალმოლეკულური ჰეპარინების ჩათვლით;
- მდგომარეობები და  დაავადებები, რომელთა დროს მაღალია სისხლდენების რისკი, ახლო წარსულში გადატანილი ჰემორაგიული ინსულტის ჩათვლით.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა: მონაცემები იმის შესახებ, რომ კლექსანი აღწევს პლაცენტაში ორსულობის მეორე ტრიმესტრში, არ არსებობს. ასევე არ მოიპოვება ინფორმაცია ორსულობის პირველ და მესამე ტრიმესტრებთან დაკავშირებით.
იმის გათვალისწინებით, რომ ადექვატური და კარგად კონტროლირებადი გამოკვლევები ორსულ ქალებში არასაკმარისია, ასევე ის ფაქტიც, რომ გამოკვლევები ცხოველებში ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ვიწინასწარმეტყველოთ საპასუხო რეაქცია ადამიანის ორგანიზმში, პრეპარატი ორსულებში უნდა დაინიშნოს მკაცრი საექიმო ჩვენებების მიხედვით.
კლინიკური გამოკვლევებისას, როდესაც გულის ხელოვნური სარქვლების მქონე ორსული ქალები იღებდნენ კლექსანს (1 მგ/კგ ორჯერ დღეში) თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკის მიზნით, აღინიშნულ იქნა სიკვდილის 2 შემთხვევა თრომბის წარმოქმნისა და სარქვლის ბლოკადის შედეგად. ამიტომ პრეპარატის დოზირების, ეფექტურობისა და გამოყენების უსაფრთხოებაზე დამატებითი ინფორმაციის არარსებობის პირობებში, არ არის რეკომენდებული კლექსანის გამოყენება  ორსულ ქალებში გულის ხელოვნური სარქვლებით.
ლაქტაცია: არ არის ცნობილი, გამოიყოფა თუ არა კლექსანი უცვლელი სახით დედის რძესთან ერთად. პრეპარატის შეწოვა პირის ღრუში ნაკლებადაა შესაძლებელი. ამდენად, უსაფრთხოების მიზნით, ქალებმა, რომლებიც იღებენ კლექსანს, უნდა შეწყვიტონ ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები
წარმოების პროცესის, მოლეკულური მასის, სპეციფიკური ანტი-X-ა აქტივობის, ერთეულებისა და დოზირების გათვალისწინებით, დაბალმოლეკულური ჰეპარინები არაურთიერთჩანაცვლებადია, რადგანაც ეს განსხვავებანი ზემოქმედებას ახდენს პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე და ბიოლოგიურ აქტივობაზე (მაგალითად, ანტითრომბინულ აქტივობაზე ან თრომბოციტებთან ურთიერთქმედებაზე). ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია მკაცრად დავიცვათ კონკრეტული პრეპარატის სამედიცინო დანიშნულების ინსტრუქცია;
სპინალური/ეპიდურული ანესთეზია:
ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტების გამოყენებისას, აღწერილია ზურგის ტვინის ჰემატომების, მყარი ან შეუქცევადი დამბლის  განვითარების იშვიათი შემთხვევები, კლექსანის გამოყენების ფონზეც სპინალური/ეპიდურული ანესთეზიის დროს. ამ მოვლენათა განვითარების რისკი კლებულობს პრეპარატის გამოყენებისას დოზით 40 მგ ან ნაკლები. რისკი მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას, ასევე ეპიდურული კათეტერების გამოყენებისას ოპერაციის შემდეგ ან იმ დამატებითი პრეპარატების გამოყენებისას, რომლებიც ისევე მოქმედებენ ჰემოსტაზზე, როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (იხ: “სხვა წამლებთან ურთიერთქმედება”).
რისკი ასევე მატულობს ტრავმული ზემოქმედებისას ან ზურგის ტვინის განმეორებითი   პუნქციის დროს.
სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის დროს სპინალური არხიდან სისხლდენის რისკის შესამცირებლად აუცილებელია პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინება.. კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უმჯობესია მოხდეს კლექსანის დაბალი ანტიკოაგულაციური ეფექტის დროს.
ღრმა ვენების თრომბოზის დროს კათეტერის ჩადგმა ან ამოღება უნდა მოხდეს კლექსანის პროფილაქტიკური დოზებით გამოყენებიდან 10-12 საათის შემდეგ. იმ შემთხვევებში, როდესაც პაციენტები ღებულობენ ენოქსაპარინის მარილის უფრო მაღალ დოზებს (1 მგ/კგ 2-ჯერ დღეში ან 1.5 მგ/კგ დღეში), აღნიშნული პროცედურები უნდა გადაიდოს უფრო ხანგრძლივი ვადით (24 სთ). პრეპარატის შემდგომი შეყვანა უნდა მოხდეს არა უადრეს 2 საათისა კათეტერის ამოღებიდან.
თუ დანიშნულია ანტიკოაგულაციური თერაპია სპინალური ან ეპიდურული ანესთეზიის ჩატარების დროს, აუცილებელია პაციენტზე განსაკუთრებული, გულდასმითი დაკვირვება, ნებისმიერი ნევროლოგიური ნიშნის ან სიმპტომის გამოსავლენად, როგორიცაა: შუა წელის ტკივილი, სენსორული და მოტორული ფუნქციის დარღვევა (დაბუჟების შეგრძნება ან სისუსტე ქვემო კიდურებში), ნაწლავისა და/ან შარდის ბუშტის ფუნქციის დარღვევა. პაციენტები გაფრთხილებულნი უნდა იყვნენ, რათა დაუყოვნებლივ აცნობონ ექიმს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომე-ბის განვითარების შესახებ.
ტვინის ღეროს ჰემატომის დამახასიათებელი ნიშნების ან სიმპტომების გამოვლენისას, აუცილებელია სასწრაფო დიაგნოსტიკა და მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, სპინალური დეკომპრესიის ჩათვლით.
ჰეპარინ-ინდუცირებული თრომბოციტოპენია:
კლექსანი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში მოეპოვებათ მონაცემები ჰეპარინით გამოწვეული, თრომბოზთან შეუღლებული ან მის გარეშე თრომბოციტოპენიის შესახებ. ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის განვითარების რისკი შესაძლებელია შენარჩუნდეს რამდენიმე წლის მანძილზე. თუ ანამნეზში აღინიშნება ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის განვითარება, მაშინ ინ ვიტრო ტესტებს თრომბოციტების აგრეგაციაზე შეზღუდული მნიშვნელობა აქვთ, მისი წარმოქმნის რისკის პროგნოზირებისათვის.  ამ შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღება კლექსანის დანიშვნის შესახებ, უნდა  მოხდეს სათანადო სპეციალისტთან კონსულტაციის შემდეგ.
კანშიდა კორონარული ანგიოპლასტიკა:
არასტაბილური სტენოკარდიის დროს ინვაზიურ სისხლძარღვოვან მანიპულაციასთან დაკავშირებული სისხლდენის რისკის შესამცირებლად, ინტრადიუსერი არ უნდა ამოვიღოთ კლექსანის შეყვანიდან 6-8 საათის განმავლობაში. შემდგომი გამოთვლილი დოზის შეყვანა არ უნდა მოხდეს ინტრადიუსერის ამოღებიდან 6-8 საათზე ადრე. შეყვანის ადგილზე უნდა მოხდეს დაკვირვება, სისხლდენისა და ჰემატომის ნიშნების დროულად გამოსავლენად.
გულის ხელოვნური სარქვლები:
არ არის ჩატარებული კვლევები, რომლებიც საშუალებას მოგვცემდა ობიექტურად შეგვეფასებინა კლექსანის ეფექტურობა და უსაფრთხოება თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილებაში  გულის ხელოვნური სარქვლების მქონე პაციენტებში, რის გამოც ამ მიზნით მისი გამოყენება არ შეიძლება იყოს რეკომენდებული (იხ. ქვეთავი “ორსულობა და ლაქტაცია”).
ლაბორატორიული ტესტები:
თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის პროფილქტიკური დოზებით გამოყენებისას, იგი არსებით გავლენას არ ახდენს სისხლდენის დროზე და ზოგად კოაგულაციურ მაჩვენებლებზე, ასევე თრომბოციტების აგრეგაციაზე ან მათ ფიბრინოგენთან შეკავშირებაზე.
დოზის მომატებისას ხანგრძლივდება აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინური (აპთ), და შედედების დრო.  აპთ და შედედების დროის გახანგრძლივება არ იმყოფება პირდაპირ ხაზოვან დამოკიდებულებაში კლექსანის ანტითრომბული აქტივობის მომატებასთან, რის გამოც არ არსებობს კლექსანის აქტივობის მონიტორინგის აუცილებლობა.
ვენური თრომბოზებისა და ემბოლიების პროფილაქტიკა წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში მწვავე თერაპიული დაავადებების დროს:
მწვავე ინფექციის, მწვავე რევმატიული მდგომარეობების ან ნაწლავის მწვავე ანთებითი დაავადებების განვითარებისას კლექსანის დანიშვნა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობანი შეუღლებულია ქვემოთ ჩამოთვლილი თრომბის წარმოქმნის რისკის ფაქტორებიდან ერთერთთან:
- ასაკი 75 წელზე მეტი;
- ავთვისებიანი სიმსივნეები;
- თრომბოზები და ემბოლიები ანამნეზში;
- სიმსუქნე;
- ჰორმონული თერაპია;
- გულის უკმარისობა;
- სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა.

სიფრთხილის ზომები:
არ შეიძლება პრეპარატის შეყვანა კუნთებში.
კლექსანი, ისევე როგორც სხვა ანტიკოაგულანტები, უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით იმ მდგომარეობების დროს, რომელთაც ახასიათებთ სისხლდენების რისკი, როგორიცაა:
- ჰემოსტაზის დარღვევები;
- ანამნეზში წყლულოვანი დაავადება;
- ახლო წარსულში გადატანილი იშემიური ინსულტი;
- არაკონროლირებადი მძიმე არტერიული ჰიპერტონია;
- დიაბეტური რეტინოპათია;
- ახლო წარსულში გადატანილი ნევროლოგიური ან ოფთალმოლოგიური ოპერაცია.
სისხლდენები ხანდაზმულ პაციენტებში:
პროფილაქტიკური მიზნებისათვის პრეპარატის დანიშვნისას არ გამოვლენილა ტენდენცია სისხლდენების გაძლიერებისაკენ;
- პრეპარატის დანიშვნისას სამკურნალო მიზნით, არსებობს სისხლდენების განვითარების რისკი ხანდაზმული ასაკის პაციენტებში (განსაკუთრებით 80 წლის ზევით). აუცილებელია ჩატარდეს გულდასმითი მონიტორული კონტროლი.
თირკმელების ფუნქციის დარღვევა:
თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში არსებობს სისხლდენების განვითარების რისკი, ანტი-X-ა აქტივობის მომატების გამო. რადგანაც ეს აქტივობა მნიშვნელოვნად მატულობს თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია), რეკომენდებულია მოხდეს დოზის კორექცია პრეპარატის როგორც პროფილაქტიკური, ასევე სამკურნალო მიზნით დანიშვნისას.
თუმცა დოზის კორექციას არ საჭიროებენ პაციენტები თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევით, მათ აუცილებელია ჩაუტარდეთ გულდასმითი მონიტორული კონტროლი.
მცირე მასა
კლექსანის ანტი-X-ა აქტივობის ზრდამ, მისი პროფილაქტიკური დანიშვნისას 45 კგ-ზე ნაკლები წონის ქალებში და 57 კგ-ზე ნაკლები წონის მამაკაცებში, შესაძლებელია გამოიწვიოს სიხლდენების განვითარების რისკის მომატება.
თრომბოციტების რაოდენობის კონტროლი:
ანტისხეულდამოკიდებული თრომბოციტოპენიის რისკი, რომელსაც იწვევს ჰეპარინი, არსებობს დაბალმოლეკულური ჰეპარინების გამოყენების დროსაც. თუ ვითარდება თრომბოციტოპენია, ჩვეულებრივ, მას იგი ვლინდება კლექსანით თერაპიის დაწყებიდან მე-5 და 21-ე დღეებს შორის. ამასთან დაკავშირებით, რეკომენდებულია  თრომბოციტების რაოდენობის რეგულარული კონტროლი კლექსანით მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში. თრომბოციტების რაოდენობის დადასტურებული მნიშვნელოვანი შემცირებისას (30-50%-ით საწყის მაჩვენებელთან შედარებით) აუცილებელია მისი დაუყოვნებლივი მოხსნა და პაციენტის გადაყვანა სხვა მკურნალობაზე.
კლექსანი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები და მათი სიმძიმის ხარისხი: კლექსანის დოზის შემთხვევითმა გადაჭარბებამ მისი ინტრავენური, ექსტრაკორპორული ან კანქვეშა შეყვანისას, შესაძლებელია გამოიწვიოს ჰემორაგიული გართულებების განვითარება. პრეპარატის დიდი დოზებითაც კი შიგნით მიღებისას მისი შეწოვა ნაკლებად შესაძლებელია.
ანტიდოტი და მკურნალობა: ანტიკოაგულაციური ეფექტების ნეიტრალიზება შესაძლებელია ძირითადად პროტამინის ინტრავენურად ნელი შეყვანისას.
პროტამინის დოზა დამოკიდებულია კლექსანის დოზაზე. 1 მგ პროტამინი ანეიტრალებს 1 მგ კლექსანის ანტიკოაგულაციურ ეფექტს. თუმცა, პროტამინის დიდი დოზების შეყვანის დროსაც კი კლექსანის ანტი-X-ა აქტივობა სრულად არასოდეს ნეიტრალიზდება (მაქსიმუმ დაახლოებით 60%).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
კლექსანით მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია მოიხსნას სხვა პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ჰემოსტაზის სისტემაზე, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მათი გამოყენება აუცილებელია.
ასეთ პრეპარატებს მიეკუთვნება:
- სალიცილატები სისტემური გამოყენებისათვის, აცეტილსალიცილის მჟავა და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებანი, კეტოროლაკის ჩათვლით;
- დექსტრან 40 და ტიკლოპიდინი და კლოპიდოგრელი;
- სისტემური გლუკოკორტიკოიდები;
- თრომბოლიზური საშუალებები და ანტიკოაგულანტები;
- სხვა ანტიაგრეგანტები, IIბ/IIIა გლუკოპროტეინული რეცეპტორების ანტაგონისტების ჩათვლით. 
თუ ნაჩვენებია კომბინირებული მკურნალობა, მაშინ კლექსანი უნდა გამოვიყენოთ სიფრთხილით, ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის და სისხლის ლაბორატორიული მაჩვენებლების გათვალისწინებით.
არ შეიძლება კლექსანის შერევა სხვა პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერა¬ტურაზე., ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია წინასწარ ავსებული შპრიცების გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა -2 წელი.

კლექსანი 20მგ/0.2მლ შპრიცი #1

კარდიომაგნილი 75მგ #100ტ

საერთაშორისო დასახელება - acetylsalicylic acid, magnesium hydroxide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B01AC30

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები

ნოზოლოგიური ჯგუფი
- სისხლის შედედების სისტემაზე მოქმედი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30 ან 100 ტაბლეტი მინის ფლაკონში

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი ­ 15.2 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახა­ მებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰი­ დროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები ფორტე: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 30.39 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰიდროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი
აღწერილობა
ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული "გულის" ფორმის. ტაბლეტები ფორტე, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ცალ მხარეს განივი ღარით

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილირების რეაქციის გზით აცეტისალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების თრომბოქსან A2-ის სინთეზს. კარდიომაგნილში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) შეწოვა პრაქტიკულად სრულად ხდება. ასმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, ვინაიდან ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში ესთერაზის მონაწილეობით ასმ სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავაში (სმ). სმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება გაიზარდოს ასმ­ს დიდი დოზებით შეყვანისას (3.0 გრ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ასმ­ს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, ვინაიდან ესთერაზების მოქმედებით ასმ განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები არ მოქმედებს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.

ჩვენებები
იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო­ ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ­ მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციები და ოპერაციისშემდგომი პერიოდი (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსკუტანური, ტრანსლუმინალური კორონარული ანგი­ ოპლასტიკა).

მიღების წესები და დოზები

მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, საჭიროებისას წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შესაძლოა წინასწარ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფხვნა. მოზრდილების დოზა პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები

დისკომფორტი კუჭ­ნაწლავის არეში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა ტვინში; თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება ან სისხლდენისადმი მიდრეკილება; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია; კუჭ­ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); თირკმლის უკმარისობა; ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; ერითროციტების გლუკოზა-6-ფოს- ფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება

სახიფათო დოზაა: მოზრდილებისთვის - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, ღებინება (ხანდახან სისხლნარევი), აჩქარებული სუნთქვა ან სისხლდენის პერიოდის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულის მოქმედების დარღვევა და ძალიან იშვიათად - ფილტვების შეშუპება. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კარდიომაგნილი დიდი დოზებით აძლიერებს პერორალური ანტი­ კოაგულანტების მოქმედებას და ახდენს პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების ინჰიბირებას. კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიტიური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტონის მოქმედებას. ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებენ პრეპარატის შეწოვას. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები

სინათლესა და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15-­30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ დანია A/C, დანია
დანია

პროტეჯერსი 150მლ სიროფი

პროტეჯერსი

შემადგენლობა:

ხეთამხალის კონცენტარატი Pleurotus ostreatus 10,8 გრ,

პროპოლისი  (propolis) 5,4 გრ

ეხინაცეა (Echinacea purpurea (L) 1,1 გრ,

L-ასკორბინის მჟავა (Vit. C),

ვიტამინ A, . B2,. B6, B12,

თთია

სპილენძი

ხილის კოცენტრატი

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული მცენარეული პრეპარატი,რომელიც ბუნებრივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად აუმჯობესებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას. შესაძლებელია გამოყენებული იქნეს სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.

ხეთამხალის კონცენტრატი გამოირჩევა იმუნომამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტივირუსული მოქმედებით.

დიდნდგელი (პროპოლისი) უნიკალური იმუნომასტიმულირებელი საშუალებაა. ის ცნობილია როგორც ბუნებრივი ანტიბიოტიკი.

ეხინაცეა-გამოირჩევა ანთების საწინააღმდეგო, იმუნომამოდულირებელი, ანტიმიკრობული ეფექტით.

თუთია - მონაწილეობას იმ ფერმენტების ფუნქციონირებაში, რომლებიც გავლენას ახდენენ იმუნურ სისტემაზე

სპილენძი-ხასიათდება იმუნო მამოდულირებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული მოქმედებით.

ვიტამინები მნიშვნელოვნად განსაზღრავენ ორგანიზმის დაცვითი ძალების ეფექტურ მუშაობას, ნივთიერებათა ცვლას, ორგანიზმის ენეგეტიკულ უზრუნველყოფას. მათი კომპლექსური მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანი და ეფექტურია.

ჩვენება:

• გრიპის და  მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა

• სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობები

• ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი: 

0-1 წელი     2,5 მლ დღეში ერთხელ

 1-2 წელი   2,5 მლ.დღეში 2 ჯერ  

3-6 წელი    5 მლ დღეში    2 ჯერ,

7-12 წელი   10 მლ. დღეში  2 ჯერ

მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:

150 მლ სიროფი 

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 25oC ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია  ფლაკონზე და კოლოფზე.

კარდიომაგნილი 75მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება - acetylsalicylic acid, magnesium hydroxide
ათქ.კლასიფიკაციის კოდი - B01AC30

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; აცეტილსალიცილის მჟავა და მისი პრეპარატები

ნოზოლოგიური ჯგუფი
- სისხლის შედედების სისტემაზე მოქმედი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
30 ან 100 ტაბლეტი მინის ფლაკონში

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 75 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი ­ 15.2 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახა­ მებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰი­ დროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი.

აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები ფორტე: აცეტილსალიცილის მჟავა ­ 150 მგ, მაგნიუმის ჰიდროქსიდი – 30.39 მგ. დამხმარე კომპონენტები: მაგნიუმის სტეარატი, კარტოფილის სახამებელი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მეთილ­ჰიდროქსიპროპილ­ცელულოზა 15, ტალკი, პროპილენგლიკოლი, გაწმენდილი წყალი
აღწერილობა
ტაბლეტები, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, სტილიზებული "გულის" ფორმის. ტაბლეტები ფორტე, აპკოვანი გარსით დაფარული, თეთრი ფერის, ოვალური ფორმის ცალ მხარეს განივი ღარით

ფარმაკოლოგიური თვისებები

აცეტილირების რეაქციის გზით აცეტისალიცილის მჟავა ახდენს ფერმენტ ციკლოოქსიგენაზის შეუქცევად ინჰიბირებას და სელექტიურად აქვეითებს აგრეგაციული მოქმედების თრომბოქსან A2-ის სინთეზს. კარდიომაგნილში შემავალი მაგნიუმის ჰიდროქსიდი იცავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანს აცეტილსალიცილის მჟავას მოქმედებისგან. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აცეტილსალიცილის მჟავას (ასმ) შეწოვა პრაქტიკულად სრულად ხდება. ასმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 15 წუთია, ვინაიდან ნაწლავებში, ღვიძლსა და პლაზმაში ესთერაზის მონაწილეობით ასმ სწრაფად ჰიდროლიზდება სალიცილის მჟავაში (სმ). სმ­ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი 3 სთ-ია, მაგრამ იგი შეიძლება გაიზარდოს ასმ­ს დიდი დოზებით შეყვანისას (3.0 გრ-ზე მეტი) ფერმენტული სისტემების გაჯერების შედეგად. ასმ­ს ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 70%-ს, მაგრამ ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მერყეობს, ვინაიდან ესთერაზების მოქმედებით ასმ განიცდის პრესისტემურ ჰიდროლიზს და გარდაიქმნება სმ-ად. სმ-ის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80-100%-ს. მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენებული დოზები არ მოქმედებს ასმ-ის ბიოშეღწევადობაზე.

ჩვენებები
იმ დაავადებათა პროფილაქტიკა, რომელთაც თან ახლავს თრომბო­ ციტების აგრეგაციის გაძლიერება: თრომბოზები, ემბოლიები, მიოკარდიუ­ მის ინფარქტი, არასტაბილური სტენოკარდია, შაკიკი, იშემიური ინსულტი, ტვინის სისხლისმიმოქცევის დარღვევა, სისხლძარღვებზე ჩატარებული ოპერაციები და ოპერაციისშემდგომი პერიოდი (აორტოკორონარული შუნტირება, ტრანსკუტანური, ტრანსლუმინალური კორონარული ანგი­ ოპლასტიკა).

მიღების წესები და დოზები

მთლიანი ტაბლეტების გადაყლაპვა, საჭიროებისას წყლის მიყოლებით. სურვილისამებრ შესაძლოა წინასწარ ტაბლეტის შუაზე გაყოფა, დაღეჭვა ან დაფხვნა. მოზრდილების დოზა პირველ დღეს შეადგენს 150 მგ-ს დღე-ღამეში, შემდგომ 75 მგ-ს დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები

დისკომფორტი კუჭ­ნაწლავის არეში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; ხანმოკლე პერიოდის წინ გადატანილი სისხლჩაქცევა ტვინში; თრომბოციტების შემცველობის დაქვეითება ან სისხლდენისადმი მიდრეკილება; ჰემოფილია; ჰემორაგიული დიათეზი; ჰიპოპროთრომბინემია; ასმ-თი ან სალიცილატებით გამოწვეული ბრონქული ასთმა ან ალერგია; კუჭ­ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში); თირკმლის უკმარისობა; ორსულობა (I და III ტრიმესტრები); ლაქტაციის პერიოდი; ერითროციტების გლუკოზა-6-ფოს- ფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი; ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის გამოვლენილი კარდიომაგნილის ზემოქმედება ავტომობილის მართვასა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე.

ჭარბი დოზირება

სახიფათო დოზაა: მოზრდილებისთვის - 150 მგ/კგ სხეულის წონაზე. დოზის გადაჭარბების სიმპტომებია ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, თავბრუსხვევა, ოფლიანობა, მოუსვენრობა, მუცლის ტკივილი, ღებინება (ხანდახან სისხლნარევი), აჩქარებული სუნთქვა ან სისხლდენის პერიოდის ზრდა. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს გულის მოქმედების დარღვევა და ძალიან იშვიათად - ფილტვების შეშუპება. დოზის გადაჭარბების ყველა შემთხვევაში მიმართეთ ექიმს და აჩვენეთ მას წამლის შეფუთვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კარდიომაგნილი დიდი დოზებით აძლიერებს პერორალური ანტი­ კოაგულანტების მოქმედებას და ახდენს პრობენეციდის ურიკოზურიული მოქმედების ინჰიბირებას. კარდიომაგნილი აძლიერებს მეტოტრექსატის, ქლორპროპამიდის, ანტიაგრეგანტებისა და ფიბრინოლიტიური საშუალებების მოქმედებას და აინჰიბირებს სპირონოლაქტონის მოქმედებას. ანტაციდები და ქოლესტირამინი აქვეითებენ პრეპარატის შეწოვას. ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების კარდიომაგნილთან პარალელურად მიღების შემთხვევაში აუცილებელია წინასწარი კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები და ვადები

სინათლესა და ნესტისაგან დაცულ ადგილას 15-­30°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვადა 5 წელი. არ შეიძლება გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ დანია A/C, დანია
დანია

Don`t copy text!