Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 237

ცინკონეტი C 150მლ სიროფი *

35.00 ლარი
32.90 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სპაზმოლიზინი 40მგ #10რექ.სუპოზ

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

Drotaverini hydrochloridum.

ქიმიური დასახელება - 1-(3,4-დიეთოქსიბენზილდენ)-6,7-დიეტოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოქინოლინის ჰიდროქლორიდი

 

სამკურნალწამლო ფორმის შემადგენლობა:

დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40მგ, სანთლის ფუძე: ნახევრადსინთეზური გლიცერიდები.

 

გამოშვების ფორმა:

რექტალური სანთლები, ცილინდრულ-კონუსის ფორმის, თეთრი-მოყვითალო ფერის. სიგრძივ განაკვეთზე - ერთგვაროვანი მასა, ჩანართების გარეშე. განაკვეთზე დასაშვებია ჰაეროვანი, ფოროვანი სიცარიელის და ძაბრისებრი ჩაღრმავების არსებობა.

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სპაზმოლიზური, სისხლძარღვთა გამაფართოებელი საშუალება.

ათქ კოდი – А0ЗАD02

 

ფარმაკოთერაპიული თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ადუნებს შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ფოსფოდიესთერაზა ჳვ-ის დათრგუნვაში, რაც იწვევს ცამფ-ის დაგროვებას და მიოზინის მოკლე ჯაჭვების კინაზას ფოსფორილირებას. სწრაფად და სრულად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. თანაბრად ნაწილდება ქსოვილებში. ეფექტურად ადუნებს შინაგანი ორგანოების და სისხლძარღვების გლუვ კუნთებს, აქვეითებს არტერიულ წნევას. გავლენას არ ახდენს ვეგეტატურ ნერვულ სისტემაზე და ცნს-ზე.

 

ფარმაკოკინეტიკა:

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. გადანაწილდება თანაბრად. გამოიყოფა თირკმლებით.

 

ჩვენება:

შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი. კარდიო და პილოროსპაზმი, ქრონიკული გასტროდუოდენიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული კალკულოზური ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, მეტეორიზმი, ტენეზმები. თირკმლის კენჭოვანი დაავადება, პიელიტი, ცისტიტი. ტვინის, კორონარული და პერიფერიული არტერიების სპაზმი. ალგოდისმენორეა, მოსალოდნელი აბორტი და მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობა.

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება:

რექტალურად, ერთი სანთელი 3-4-ჯერ დღე-ღამეში. ბავშვებში ერთი სანთელი 1-2-ჯერ დღე-ღამეში.

 

გვერდითი მოქმედება:

თავბრუსხვევა, გულისცემის გაძლიერება, ცხელების შეგრძნება, გაძლიერებული ოფლიანობა, ალერგიული რეაქციები.

 

უკუჩვენება:

პრეპარატის დადგენილი აუტანლობა, გლაუკომა.

 

დოზის გადაჭარბება:

წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

თერაპიული დოზებით გამოყენებისას არ გამოვლენილა უარყოფითი მოქმედება ორსულის და ნაყოფის ორგანიზმზე.

 

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე:

სპაზმოლიზინი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ასუსტებს ლევოდოფას პარკინსონის საწინააღმდეგო ეფექტს. აძლიერებს სხვა სპაზმოლიზური საშუალებების ეფექტს. ფენობარბიტალთან ერთად გამოყენება აძლიერებს სპაზმოლიზური ეფექტს.

 

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე 15-25°С ტემპერატურაზე.

 

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

 

შეფუთვა:

ხუთი სანთელი ერთ პოლივილინქლორიდის ბლისტერში. ორი ბლისტერი თავსდება ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

 

მწარმოებელი:

ფარმაცევტული დაწესებულება FARMAPRIM SRL

მდ-2028, მოლდოვის რესპუბლიკა, ქ. კიშინეუ. გ. გუდორის ქუჩა #3

ცინკონეტი C 150მლ სიროფი

35.00 ლარი
32.90 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ნატრ.ქლორ-დარნ.9მგ/მლ200მლპ/ფლ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

სოლეკარდი #30კაფს

29.38 ლარი
27.62 ლარი

ქვეყანა: ლატვია

მწარმოებელი: სოლეფარმი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცენტრუმი A+Z #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ნო-შპა ფორტე 80მგ #24ტ

10.95 ლარი
10.29 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ხინოინ ფარმ.ქემიკ.ვორკს პრაივ.

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ცენტროვიტი ჯუნიორი#50ტ საღ

ცენტროვიტი  ჯუნიორი 50საღეჭი ტაბლეტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

საკვები დანამატი

ცენტროვიტი ჯუნიორში  შემავალი ვიტამინებისა და მინერალების შემცველობა და თანაფარდობა  სპეციალურად შერჩეულია და ადაპტირებულია ბავშვთა ასაკისთვის.

 

ცენტროვიტი ჯუნიორის საღეჭ ტაბლეტებს აქვს ჟოლოს არომატი და მისაღებად  სასიამოვნოა ბავშვებისთვის.       

 

ცენტროვიტი ჯუნიორი გამოიყენება ბავშვებში 3 წლის ასაკიდან:

  • ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად ან დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით;
  • მადის დაქვეითების ან უმადობის დროს;
  • ბავშვის გონებრივი ან ფიზიკური გადაღლისას;
  • სხვადასხვა ინფექციების მიმართ ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის ასამაღლებლად.

 

ცენტროვიტი  ჯუნიორის 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს  12 ვიტამინს  და 3 მინერალს.

 

ვიტამინები

რაოდენობა

ვიტამინი  A

400 მკგ

ვიტამინი  D

2.5 მკგ

ვიტამინი  E

6 მგ

ვიტამინი  C

40მგ

თიამინი

0.55 მგ

რიბოფლავინი

0.7 მგ

ნიაცინი

8 მგ

ვიტამინი  B6

0.7 მგ

ფოლიუმის მჟავა

100 მკგ

ვიტამინი  B12

1.25 მკგ

ბიოტინი

25 მკგ

პანტოთენის მჟავა

3 მგ

 

 

მინერალები

 

თუთია

5 მგ

კალციუმი

60 მგ

რკინა

1.05მგ

 

 

მიღების წესი და დოზირება:
მიიღება 3 წლის ასაკიდან   1 საღეჭი ტაბლეტი 2–ჯერ დღეში.

 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

მწარმოებელი: „ეფერტა“, პოლონეთი, www.efferta.pl

 

ნო-შპა 40მგ/2მლ #25ა

ნო-შპა
(NO-SPA)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება
ნო-შპა (NO-SPA)

დაუპატენტებელი საერთაშორისო სახელწოდება: დროტავერინი.

ქიმიური რაციონალური სახელწოდება

1-[(3,4-დიეთოქსიფენილი)მეთილენ)]-6,7-დიეთოქსი-1,2,3,4-ტეტრაჰიდროიზოხინოლინ ჰიდროქლორიდი.
სამკურნალო ფორმა: 2 და 4 მგ-იანი საინექციო ხსნარი ამპულებში.

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება:
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 40,0 მგ/2მლ (ნო-შპა, საინექციო ხსნარი)
დროტავერინის ჰიდროქლორიდი 80,0 მგ/4მლ (ნო-შპა ფორტე, საინექციო ხსნარი)
დამხმარე ნივთიერება: მეტაბისულფიტის  ნატრიუმი, 96%-იანი ეთანოლი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

ნო-შპა მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 2 მლ მოცულობით.
ნო-შპა ფორტე მომწვანო-მოყვითალო ფერის საინექციო ხსნარი ყავისფერი შუშის ამპულებში 4 მლ მოცულობით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სპაზმოლიზური საშუალება [A03AD02]

ფარმაკოლოგიური თვისება:
დროტავერინი-იზოქინოლინის წარმოებული, მოქმედებს უშუალოდ გლუვ კუნთზე (მუსკულატურაზე) ფოსფოდიესთერაზის ინჰიბირების გზით და ციკლური ამფ შიდაუჯრედოვანი დაგროვებით, რაც იწვევს გლუვი კუნთის მოდუნებას მიოზინ კინაზის მსუბუქი ჯაჭვის (მმჯკ)  ინაქტივაციის დახმარებით. პაპავერინთან შედარებით აქვს უფრო ძლიერი მოქმედება, შეწოვა ხდება უფრო სწრაფად, ძნელად უკავშირდება პლაზმის ცილებს. დროტავერინის სპაზმოლიზური მოქმედება არ არის დამოკიდებული ვეგეტატიური ინერვაციის ხასიათზე, ერთნაირად მოქმედებს გასტრიონტესტინური, ბილიარული, უროგენიტალური და სისხლძარღვთა სისტემების გლუვ კუნთებზე. სისხლძარღვთა გაფართოების გამო  იზრდება სისხლის მიწოდება ქსოვილში. არ აქვს ტერატოგენული და ემბრიოტოქსიური მოქმედება.

ჩვენება:

გლუვი კუნთის სპაზმთან  დაკავშირებული ფუნქციური მდგომარეობებისა და ტკივილის სინდრომის პროფილაკტიკა და მკურნალობა, მ.შ ქრონიკული გასტროდუოდენიტის, ქრონიკული ქოლეცისტიტის, ქოლელითიაზის, პოსტ- ქოლეცისტექტომიური სინდრომის დროს, კუჭის წყლულოვანი დაავადებისას და 12-გოჯა ნაწლავის, კუჭის პილორული და კარდიული ნაწილების სპაზმის დროს, სპასტიური კოლიტის, შარდ-კენჭოვანი დაავადებების, პიელიტის, ცისტიტის, ალგოდისმენორეის  დროს.
მშობიარობის დროს საშვილოსნოს ყელის სპაზმის მოსახსნელად და საშვილოსნოს კუმშვადობის შესუსტების დროს.
პერიფერიული არტერიული სისხლძარღვთა, თავის ტვინის სისხლძარღვთა სპაზმების დროს.
გლუვი კუნთების სპაზმის პროფილაქტიკა ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.
გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

გამოყენების წესი და დოზები:

პრეპარატი შეჰყავთ კანქვეშ, კუნთში ან ვენაში.
მოზრდილებს ენიშნებათ 40-80 მგ 1-3 ჯერ დღე-ღამეში.
თირკმლისმიერი ან ღვიძლისმიერი ჭვალის კუპირებისათვის შეჰყავთ 40-80 მილიგრამი ვენაში ნელ-ნელა.
ნო-შპის შეყვანის დროს ავადმყოფი უნდა იწვეს!
მშობიარობის დროს ფაზის შემცირებისათვის საშვილოსნოს ყელის გაფართოებისათვის შეჰყავთ 40 მგ კუნთში. აუცილებლობისას შესაძლებელია ამ დოზის ხელმეორედ შეყვანა.

გვერდითი მოვლენები:
თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ოფლიანობა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა: ღვიძლის, თირკმლის, გულის გამოხატული უკმარისობა, II-III ხარისხის AV ბლოკადა.

გაფრთხილება:

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომელთაც აქვთ გამოხატული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, პროსტატის ადენომა, გლაუკომა, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
პრეპარატის პარენტერალური, განსაკუთრებით ვენაში შეყვანის შემდეგ რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებების მართვისგან და სხვა საქმიანობისაგან, რომელიც ითხოვს ფსიქოლოგიურ და ფიზიკური რეაქციათა სიჩქარეს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

ერთდროული მიღებისას ნო-შპამ შეიძლება შეამციროს ლევოდოპას ანტიპარკინსონული ეფექტი.

გამოშვების ფორმა:

ნო-შპა: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (2 მლ) ყუთში.
ნო-შპა ფორტე: ყავისფერი შუშის 5 ან 25 ამპულა (4 მლ) ყუთში

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე (5-25°C) სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა:

5 წელი
არ მიიღება შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

რეცეპტით

მწარმოებლის დასახელება და მისამართი:

ფარმაცევტული და ქიმიური პროდუქტების ქარხანა სს ხინოინი
1045 ბუდაპეშტი, ქ. 1-5. უნგრეთი

ცენტროვიტი მინერალები#20ტ საღ

ცენტროვიტი №20 შუშხუნა ტაბლეტი

ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი

საკვები დანამატი

 

ცენტროვიტი №20 შუშხუნა ტაბლეტი  წარმოადგენს ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება:

  • ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილებისას ვიტამინებისა და მინერალების მიმართ;
  • მძიმე ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას;
  • ორგანიზმში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის შესავსებად;
  • იმუნიტეტის ასამაღლებლად;
  • სხვადასხვა დაავადებების გადატანის შემდგომ პერიოდში.

 

 

ცენტროვიტის 1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 10 ვიტამინს  და 7 მინერალს.

 

ვიტამინები

რაოდენობა

ვიტამინი  C

80 მგ

ნიაცინი

16 მგ

ვიტამინი E

12 მგ

პანტოთენის მჟავა

6 მგ

რიბოფლავინი

1.4 მგ

ვიტამინი B6

1.4 მგ

თიამინი

1.1 მგ

ფოლიუმის მჟავა

200 მკგ

ბიოტინი

50 მკგ

ვიტამინი B12

2.5 მკგ

მინერალები

 

მაგნიუმი

93.8 მგ

რკინა

14 მგ

თუთია

7.5 მგ

სპილენძი

0.5 მგ

მანგანუმი

0.5 მგ

სელენი

10 მკგ

იოდი

75 მკგ

 

 

მიღების წესი და დოზირება:
1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 200 მლ გრილ წყალში.

მიიღება მოზრდილებში პერორალურად 1 ტაბლეტი  1–ჯერ დღეში.

 

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

შეინახეთ სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

 

შეფუთვა:№20  შუშხუნა ტაბლეტი.

მწარმოებელი: „ეფერტა“, პოლონეთი, www.efferta.pl

ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში:  „ავერსი ფარმა“.

 

Don`t copy text!