1.25 ლარი
1.20 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
1.25 ლარი
1.20 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები 2000 IU
ფინევიტი - D3 2000
FINEVIT D3 2000
სავაჭრო დასახელება:
ფინევიტი-D3 2000
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
ფარმაცევტული ფორმა
ოროდისპერგირებადი ფირფიტები
შემადგენლობა:
თითოეული ოროდისპერგირებადი ფირფიტა შეიცავს:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) USP 2000 IU
(ვიტამინის შესაბამისი დანამატი)
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინის დანამატი
ATC Code: A11CC05
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
თავისი ბიოლოგიურად აქტიური ფორმით ვიტამინი D3 ასტიმულირებს ნაწლავის მიერ კალციუმის შეწოვას, ახდენს კალციუმის ინკორპორაციას ოსტეოიდთან და კალციუმს გამოათავისუფლებს ძვლის ქსოვილიდან. წვრილ ნაწლავში იგი ხელს უწყობს კალციუმის სწრაფ და შეყოვნებულ ათვისებას. ასევე სტიმულირდება ფოსფატას პასიური და აქტიური ტრანსპორტირება. თირკმელებში იგი აინჰიბირებს კალციუმის და ფოსფატას გამოყოფას ტუბულარული რეზორბაციით. პარაფარისებრ ჯირკვალში პარათიროიდული ჰორმონის წარმოება პირდაპირ ინჰიბირდება ვიტამინი D3-ს ბიოლოგიურად აქტიური ფორმით. პარათიროიდული ჰორმონის სეკრეცია დამატებით ინჰიბირდება ბიოლოგიურად აქტიური ვიტამინი D3-ს გავლენით, წვრილ ნაწლავში კალციუმის მომატებული ათვისებით.
ფარმაკოკინეტიკა:
ვიტამინი D-ს ფარმაკოკინეტიკა კარგად ცნობილია. ნაღველის არსებობისას ვიტამინი D კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ჰიდროქსილირდება ღვიძლში 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლის (კალციფედიოლი) ფორმირებით და შემდგომ ჰიდროქსილირდება თირეკმელებში წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტებს 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლს (კალციტრიოლი). მეტაბოლიტები ცირკულირდება სისხლში და უკავშირდება გარკვეულ α-გლობულინს. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა ნაღველში და განავალში.
სამკურნალო ჩვენებები:
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები 2000 IU ნაჩვენებია მოზრდილებში, ხანდაზმულებში და მოზარდებში ვიტამინი D-ს დეფიციტის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის.
ვიტამინი D-ს დეფიციტის ან ვიტამინი D-ს უკმარისობის რისკის მქონე პაციენტებში როგორც ოსტეოპოროზის მკურნალობის დამხმარე საშუალება.
დოზა და მიღების მეთოდი
დოზა
პედიატრიული პოპულაციები
ვიტამინი D3 ოროდისპერგირებადი ფირფიტები არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მოზრდილებში: 50,000 IU/კვირაში 6 კვირის განმავლობაში ან 3,000-4,000 IU/ დღეში 10-12 კვირა.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU ერთჯერ ყოველ 2 კვირაში, 6 კვირის მანძილზე (ე.ი მთლიანი დოზა 75,000 IU) ან 2,000 IU/დღეში 6 კვირის მანძილზე.
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 1,000 IU/დღეში.
შემანარჩუნებელი მკურნალობის დაწყების შემდეგ საჭიროა 25(OH)D შემოწმება დაახლოებით 3-4 თვეში, რათა დადასტურდეს გამიზნულ დონეზე მიღწევა.
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში. გარკვეულ სიტუაციებში (იხილეთ ქვემოთ) შეიძლება საჭირო გახდეს დოზის გაზრდა 50,000 IU-მდე/თვეში ან 4,000 IU-მდე/დღეში, თუ მცირე დოზებით პაციენტში ვერ ხდება შენარჩუნება.
12 წლის ან მეტი ასაკის მოზარდები: 25,000 IU/ ყოველ 6 კვირაში
მოზრდილები: 25,000 IU/ თვეში ან 1,000 IU/დღეში.
გარკვეული პოპულაციები იმყოფებიან ვიტამინი D-ს დეფიციტის მაღალი რისკის ქვეშ და შეიძლება საჭიროებდნენ უფრო დიდ დოზებს, მაგ:
მიღების წესი
მიიღება პერორალურად
მოითავსეთ ენაზე, მოითმინეთ სანამ გაიხსნება და შემდეგ გადაყლაპეთ. ფირფიტების მიღება შეიძლება საკვებთან ერთად.
უკუჩვენებები:
განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედება
ფერტილობა და ორსულობა
ორსულობა: ორსულ ქალებში ქოლეკალციფეროლის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არის ან არის შეზღუდული რაოდენობით. ცხოველებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა რეპროდუქციული ტოქსიურობა. ორსულ ქალებში რეკომენდებული სადღეღამისო დოზა არის 600 IU. თუმცა, ქალებს რომლებსაც აქვთ ვიტამინი D-ს დეფიციტი, შეიძლება საჭირო გახდეს დიდი დოზის გამოყენება. ორსულობის დროს ქალებმა უნდა გაითვალისწინონ ექიმის რეკომენდაციები, რადგან მათი მოთხოვნა შეიძლება შეიცვალოს მათი დეფიციტის სიმძიმის და მკურნალობაზე რეაქციის მიხედვით. ჩვენებები არ არსებობს იმის შესახებ, რომ სამკურნალო დოზებით ვიტამინი D-ს მიღება ტერატოგენური იყოს ადამიანებში.
ლაქტაცია: ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძური დედების მიერ ინდუცირებული ჭარბი დოზირება ახალშობილებში არ არის დადგენილი. თუმცა, მეძუძურ ახალშობილებში ვიტამინი D-ს დანიშვნისას, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ვიტამინი D-ს დამატებითი დოზა დედებში.
ფერტილობა: მონაცემები არ არსებობს თუ რა გავლენა აქვს ფერტილობაზე ვიტამინი D3 პირში დაშლად ფირფიტებს. თუმცა, ვიტამინი D-ს ნორმალური ენდოგენური დონე არ ახდენს უარყოფით გავლენას ფერტილობაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე და მექანიზმების გამოყენების უნზარზე
ვიტამინი D3 არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვაზე და მექანიზმების გამოყენების უნზარზე
არასასურველი მოვლენები
უარყოფითი რეაქციების სიხშირე განსაზღვრულია როგოც: არახშირი (≥1/1,000-დან
უცნობი: ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები, გულისრევა, ღებინება
არახშირი: ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია
იშვიათი: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება
ჭარბი დოზა და მკურნალობა
მწვავე ან ქრონიკული ჭარბი დოზირების ყველაზე მძიმე შედეგი არის ჰიპერკალციემია, ვიტამინი D-ს ტოქსიურობის გამო. სიმპტომებია: გულისრევა, ღებინება, პოლურია, ანორექსია, სისუსტე, აპათია, წყურვილი, ყაბზობა, ძილიანობა და თავბრუსხვევა. ჭარბი დოზის ქრონიკულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლძარღვების ან ორგანოს კალციფიკაცია, ჰიპერკალციემიის შედეგად. მკურნალობა მოიცავს ყველა ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტას და რეჰიდრატაციას.
წინაკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ვიტამინი D კარგად ცნობილია და მრავალი წელია ფართოდ გამოიყენება კლინიკურ პრაქტიკაში. ტოქსიურობას ადგილი აქვს მხოლოდ მაშინ როდესაც ჭარბი დოზით გამოიყენება ქრონიკულად, რის შედეგადაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჰიპერკალციემიას. ცხოველებში არ არსებობს ტერატოგენურობის ან ნაყოფის ტოქსიურობის კვლევები ვიტამინი D3-ს მიღებისას. თუმცა, ვიტამინის D 2-თ გამოწვეული პოტენციური ტერატოგენეზი აღინიშნა ორსულ ცხოველებში ჩატარებულ მცირე კვლევებში.
შეუთავსებლობა
არ არის
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10X1 ფირფიტა
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი
შენახვის განსაკუთრებული პირობები:
შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მოარიდეთ სინათლეს და ნესტს.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია ZIM LABORATORIES LIMITED-ს მიერ
B-21/22, MIDC AREA, კალმეშვარი, ნაგპური 441501,
მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი
წარმოება იყენებს Thironal® ტექნოლოგიას
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: მეფარ ილაჩ სანაი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
ფეროფოლინი / Ferofolin
შემადგენლობა:
თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის:
ფოლიუმის მჟავა - 400 მკგ, რკინა- 20 მგ, სელენი - 46 მკგ, თუთია - 9,6 მგ, ვიტამინი C – 80 მგ, ვიტამინი B1-1,2 მგ, ვიტამინი B2-1,5 მგ, ვიტამინი B6 – 2 მგ, ვიტამინი B12-2 მკგ, სპილენძი - 2 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულა: ჟელატინი.
რკინა - წარმოდგენილია უნიკალური ფორმით რკინის ხელატის (რკინის ბისგლიცინატი) სახით. ელექტრონულად ნეიტრალურია, არ იშლება კუჭ–ნაწლავის წვენის ზემოქმედებით, შეუცვლელი სახით გადადის ნაწლავებში, რაც უზრუნველყოფს რკინის სწრაფ და ადვილად ათვისებას. რკინის ბისგლიცინატი არ ბლოკავს სხვა ვიტამინებისა და მინერალების აბსორბციას . მისი ბიოშეღწევადობა 75%–ით (3–4ჯერ) აღემატება რკინის სხვა ფორმების (ფუმარატი, სულფატი) ბიოშეღწევადობას. რკინის ბისგლიცინატის 20 მგ თერაპიული მოქმედებით აღემატება რკინის სხვა სახეობების რეკომენდებულ დღიურ დოზებს. რკინის ხელატი წარმოადგენს სპეციალური ტექნოლოგიით შექმნილ რკინას, რომელიც სწრაფად შეიწოვება, არ აღიზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტს, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და არ იწვევს ყაბზობას.
თუთია - „ჯადოსნურ ელემენტს“ უწოდებენ და ის მართლაც ამართლებს თავის სახელს. მიკროელემენტებს შორის თუთია მეორე ადგილს იკავებს რკინის შემდეგ. ორგანიზმში ნებსიმიერ უჯრედს სჭირდება თუთია და სამასამდე ფერმენტი ახორცილებს თავის ფუნქციებს თუთიის წყალობით. თვალის, ღვიძლის, თავის ტვინის, კუნთების, სასქესო ორგანოების უჯრედები შეიცავენ თუთიას.
სელენი - მიკროელემენტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ცხოველმყოფელობაში, განსაკუთრებით კი ბავშვობისა და მოზარდ ასაკში. სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს.ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას.გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი.
ფოლიუმის მჟავა (B9) და სხვა B ჯგუფის ვიტამინები( B1, B2, B6, B12) უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციობას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციობაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე. B ჯგუფის ვიტამინების ერთობლივი მოქმედება ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე ამ ჯგუფში შემავალი თითოეული ვიდრე თითოეული ვიტამინისა ცალკ-ცალკე.
სპილენძი - დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.
ვიტამინი C - მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში; ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ, ამცირებს სისხლძარღვთა განვლადობას
ჩვენებები:
- ჰიპო- და ავიტამინოზის მკურნალობა და პროფილაქტიკაბა ბავშვებსა და მოზრდილებში;
- გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება ან მომატებული დატვირთვა, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევა;
- გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება, მათ შორის, მძიმე ავადმყოფობის, ქირურგიული ოპერაციების ან რადიოთერაპიის შემდეგ;
- სტრესის შედეგების პროფილაქტიკა;
- სქესობრივი მომწიფების პერიოდში;
- მკაცრ დიეტაზე ყოფნის დროს;
- ნევროზების, ანემიის, შაქრიანი დიაბეტის, სახსრების ანთებითი დაავადებების, თვალისა და კანის დაავადებების, თმის ცვენის და სხვა ქრონიკული დაავადებებისას.
- ორსულობა - ლაქტაციის პერიოდი.
გამოყენების წესი და დოზირება
2 წლიდან ბავშვებში და მოზრდილებში: 1 კაფსულა დღეში ერთხელ.
შესაძლებელია კაფსულის გახსნა და მისი შიგთავსის შერევა სხვადასხვა სითხესთან (წყალი, წვენი).
MelaViti
მელავიტი
შემადგენლობა:
ლუთეინი - 5მგ, ვიტამინი A – 800მკგ, მოცვის მშრალ ექსტრაქტი(Anthocyanosides 1%) – 30მგ, ვიტამინი E - 10მგ, ასტაქსანტინი - 2მგ, სელენი - 55მკგ, მელატონინი - 1მგ, თუთია - 9მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ლუთეინი და ასტაქსანტინი - კაროტინოიდებია, რომლებიც თვალის ბადურა გარსის, განსაკუთრებით კი მისი ცენტრალური ნაწილის - ყვითელი ხალის ანუ მაკულას ძირითადი პიგმენტებია. კაროტინოიდები თავის დაცვით ფუნქციას ავლენენ სინათლის ლურჯი სპექტრის შთანთქმით, რომელიც ძალიან მავნეა თვალის ბადურა გარსისათვის. ლუთეინს და ასტაქსანტინს აქვთ ანტიოქსიდანტური თვისება, ისინი ანეიტრალებენ სინათლეზე გამოყოფილ თავისუფალ რადიკალებს და ამ გზით იცავენ ფოტორეცეპტორებს დაზიანებისაგან. კაროტინოიდები ხელს უშლიან მაკულას დეგენერაციას, რაც მოხუცებულთა სიბრმავის უხშირესი მიზეზია.
ურეხტის უნივერსიტეტში(ნიდერლანდები) ჩატარებული კვლევებით გამოვლინდა, რომ ბუნებრივი ლუთეინის დანამატი, რომელიც შექმნილია გულვითელასგან, ღია ფერის თვალების შემთხვევაში და ქალებში - პოსტმენოპაუზის პერიოდში, ზრდის მაკულარულ პიგმენტს.
ვიტამინი A – მხედველობის პიგმენტის - როდოფსინის შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და სინათლის აღქმას. ვიტამინი A-ს დეფიციტის პირველ სიმპტომს წარმოადგენს ღამის სიბრმავე და თვალის უუნარობა ადაპტაცია მოახდინოს სიბნელეში. მისი მიღება აუცილებელია ჰემერალოპიის(ქათმის სიბრმავე), ბადურას და რქოვანას დაავადებების დროს. ვიტამინი A ასევე ხელს უწყობს იმუნური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას, კანისა და ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, ნორმალური ზრდის პროცესს.
ვიტამინი E - გააჩნია ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესში. აქვს მსუბუქი ვაზოდილატაციური ეფექტი და გააჩნია ანტითრომბული მოქმედება. დადებითად მოქმედებს სასქესო ჯირკვლების, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის ფუნქციაზე.
მოცვის მშრალი ექსტრაქტი - მისი აქტიური ნივთიერებები - ანტოციანოზიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურის სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოფსინის სინთეზს. ამით აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტესივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. უჯრედულ მემბრანებში ფოსფოლიპიდების სინთეზის გზით ანტოციანოზიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურის ტროფიკის გაუმჯობესებას.
მელატონინი - ეპიფიზში გამომუშავებული ჰორმონია. მელატონინი არეგულირებს ცირკადულ რიტმს. მისი კონცენტრაცია სისხლში 30-ჯერ მეტია ღამის საათებში, ვიდრე დღის საათებში. მელატონინი ხელს უწყობს ჩაძინების პროცესს და აწესრიგებს ძილის ფაზებს. სრულფასოვანი ძილი კი აუცილებელი პირობაა უველა ორგანოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მელატონინი აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება. ის ცნობილია, როგორც თავისუფალი რადიკალების ყველაზე ძლიერი შემბოჭავი ენდოგენური ფაქტორი, რითაც ეფექტურად იცავს თვალის ქსოვილებს დაზიანებისგან.
მელატონინი აძლიერებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას და ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ. არეგულირებს ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და არეგულირებს არტერიულ წნევას. მელატონინის დაფიციტი ორგანიზმში აჩქარებს დაბერების პროცესს.
სელენი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტია. ის ძლიან მნიშვნელოვანი მინერალია, რომელი მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის მეტაბოლიზმში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას.
თუთია - ხელს უწყობს ვიტამინი A -ს შეწოვას ორგანიზმში. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით, ულტრაიისფერი გამოსხივებითა და ჟანგვითი სტრესით გამოწვეული დაზიანებისაგან. თუთიის დეფიციტს უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
თუთია მნიშვნელოვანი კომპონენტია 200-ზე მეტი ფერმენტისათვის. აქვს კანის დაცვითი ფუნქცია. ხელს უწყობს ჭრილობის და დამწვრობის შეხორცებას. ასტიმულირებს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას.
კვებითი ღირებულება
შემადგენლობა | ერთ აბში | % RDAX1 აბში |
ლუთეინი | 5 მგ |
|
მოცვის მშრალი ექსტრაქტი(1% ანტოციანოზიდები) | 30მგ |
|
ვიტამინი A | 800 მკგ | 100% |
ვიტამინი E | 10 მგ | 83% |
ასტაქსანტინი | 2 მგ |
|
თუთია | 9 მგ | 90% |
სელენი | 55 მკგ | 100% |
მელატონინი | 1 მგ |
|
ჩვენებები:
მელავიტი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური საშუალება შემდეგი ნოზოლოგიების დროს:
მიღების წესი და დოზირება:
ბავშვებში 6 წლის ასაკიდან დღეში 1 აბი, 30 წუთით ადრე ძილის წინ.
მოზრდილებში 1-2 აბი დღეში, 30 წუთით ადრე ძილის წინ.
უკუჩვენება:
ინდივიდუალური აუტანლობა.
6 წლამდე ბავშვთა ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესაძლებლობას ინდივიდუალურად განსაზღვრავს ექიმი.
არ გადააჭარბოთ მითითებულ რეკომენდებულ დოზებს.
გამოშვების ფორმა: #30 აბი, ბლისტერზე
მწარმოებელი:
ValueMED pharma S.r.l. (იტალია)
35.49 ლარი
33.37 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: სპეციაზოლ სპა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ვიტაბონი სიროფი
საკვები დანამატი
შემადგენლობა: ყოველი 10მლ. სიროფი შეიცავს კალციუმის, მაგნიუმის, თუთიისა და D3 ვიტამინის სინერგიული მოქმედებისთვის აუცილებელ რაოდენობებს.
შემადგენელი კომპონენტები | სიროფის 10 მლ. |
ვიტამინი D3 | 400 ს.ე. |
კალციუმი | 500 მგ. |
მაგნიუმი | 150 მგ. |
თუთია | 10 მგ. |
ვიტამინი K2 | 10 მკგ. |
დამხმარე ნივთიერებები: გამოხდილი წყალი, ქსანტანის გუმფისი, ჰიდროქსიეთილ ცელულოზა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, პიტნის არომატიზატორი, ბუნებრივი დამატკბობელი.
ასაკი | დოზა | მიღების ინტერვალი |
0 – 4 წელი | 5 მლ. | ერთხელ დღეში |
4 – 10 წელი | 10 მლ. | ერთხელ დღეში |
11 წელი და ზევით | 10 მლ. | ორჯერ დღეში |
ვიტაბონი მიღებული იქნა უახლეს კვლევებზე დაყრდნობით. მისი შემადგენელი კომპონენტები უზრუნველყოფს კალციუმზე, მაგნიუმზე, თუთიასა და D3 ვიტამინზე ორგანიზმის დღიური მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ვიტაბონს აქვს სასიამოვნო გემო. ვიტაბონის შემადგენლობაში არსებული D3 ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის სრულყოფილ შეთვისებას ქსოვილების მიერ.
ვიტაბონის შემადგენელი D3 ვიტამინი, იგივე ქოლეკალციფეროლი, არის D ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიური ფორმა. იგი კანში წარმოიქმნება, მზის სხივების პირდაპირი მოქმედების შედეგად. D3 ვიტამინი უფრო ადვილად მეტაბოლიზდება, D2 ვიტამინთან შედარებით; ეს უკანასკნელი მოიპოვება ზოგიერთ პროდუქტსა და საკვებ დანამატში.
კალციუმი და მისი კო-ფაქტორები: ვიტაბონში არის კალციუმის, მაგნიუმის, თუთიის, D3 ვიტამინისა K2 ვიტამინის ბალანსირებული რაოდენობა, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლოვანი სისტემის სრულყოფილი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას.
კალციუმი სასიცოცხლო მნიშვნელობის ელემენტია.
შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურისა.
გამოშვების ფორმა: სიროფი 200 მლ.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის მფლობელი:
Istanbul Ilac Koz. Tur. San. ve Tic. LTD. Sti.
Eyüp Sultan Mah. Ulubatli Hasan Cd. No:16
Sancakteoe IST. Tel.: +90 216 313 71 10
www.dermoclean.com
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს. ბროქემ გეორგია
ფერო ფოლიქსი Fe+B+C / Ferro folix
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰემატოლოგია → ანტიანემიური პრეპარატები → რკინის პრეპარატები
მწარმოებელი კომპანია: Natures aid
მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფერო ფოლიქსი Fe+B+C შემადგენლობა: რკინის ციტრატი Fe3 - 18 მგ, ფოლის მჟავა B9 - 300 მკგ, ვიტამინი C - 60 მგ, ვიტამინი B1 - 1,4 მგ, ვიტამინი B2 - 1.6 მგ, ვიტამინი B6 - 2.2 მგ, ვიტამინი B12 - 3მკგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, ჰემოპოეზის მასტიმულირებელი რკინის პრეპარატი.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები, მათ შორის სისხლდენით, ქირურგიული ჩარევით, რკინის მეტაბოლიზმის დარღვევით, ხანგრძლივი ჰემოდიალიზით. ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ჰიპო- და ავიტამინოზები, ქიმიოთერაპიის შემდგომი პერიოდი, ხანდაზმული ასაკი.
დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ერთხელ დღეში. 6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში. მოზრდილები: თითო ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში. ფეროფოლიქსის მიღება არ აღიზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნივთიერებების მიმართ, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, ღვიძლის უკმარისობა.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბნელ,
ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობები: ურეცეპტოდ.