Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 244

სუპრადინი კიდსი#30ტ საღ.დათვ.

27.85 ლარი
26.17 ლარი

ქვეყანა: შვეიცარია

მწარმოებელი: ბაიერ კონსიუმერ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დერუა არტრო ფორმულა#120კაფს

დერუა / Derua

 

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): chondroitin sulfate, glucosamine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნივთიერებათა ცვლის დარღვევები → შემაერთებელ ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები → ხრტილის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი პრეპარატები → პროტეოგლიკანების ბიოსინთეზის სტიმულატორები

მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი

მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო

გამოშვების ფორმა: კაფსულა #120

გაცემი სრეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს ქონდროიტინის სულფატის A+C - 200 მგ-ს და D-გლუკოზამინის სულფატის - 250 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ქონდროიტინის სულფატი მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლის ქსოვილის რეზორბციას, კალციუმის დანაკარგს, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ქონდროიტინის სულფატი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილში, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით, ამცირებს ტკივილს მოსვენებისა და დატვირთვის დროს, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების დანიშვნის საჭიროებას.

მნიშვნელობა აქვს, როგორც სახსრის წარმომქმნელი ძვლების ზედაპირების ერთგვარ "საპოხ" ნივთიერებას. ჰიალინურ ქსოვილში აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას.

D-გლუკოზამინის სულფატი _ ენდოგენური ნივთიერება, შედის პროტეოგლიკანების და გლუკოზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენტს და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატური გამოყენებისას პროტეოგლიკანების და ჰიალურონის მჟავას სინთეზის აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში, ხერხემალში, ხერხემალთან მდებარე რბილ ქსოვილებში დეგენერაციული პროცესების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა

სისტემური გამოყენებისას გლუკოზამინის მაქსიმალური კონცენტრაცია აღმოჩენილია სახსრის ხრტილში, ღვიძლში, თირკმელებში.

გლუკოზამინის ფრაქცია, რომელიც არ მეტაბოლიზდება და არ უერთდება პლაზმის ცილებს, ორგანიზმიდან უპირატესად შარდით გამოიდევნება.

ჩვენება

- სახსრებისა და ხერხემლის სვეტის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა:

- პირველადი და მეორადი ოსტეოართრიტი (ოსტეოართროზი);

- სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართრიტი (მუხლის, მენჯ-ბარძაყის, სხივ-მაჯის სახსრები, ხერხემალი და სხვა);

- მხარ-ბეჭის პერიართრიტი;

- ოსტეოქონდროზი;

- სპონდილოზი;

- ოსტეოპოროზი, პარადონტოპათია;

- მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად).

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

პრეპარატი გავლენას არ ახდენს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობის და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

კომბინირებული დანიშვნისას გლუკოზამინი აძლიერებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

დოზირება და მიღების წესი

დერუა Artro Formula-ს თერაპიული კურსის საწყისი დოზაა 6 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა სამჯერ) 10-14 დღის განმავლობაში, შემდეგ 4 კაფსულა დღეში (2-2 კაფსულა ორჯერ) 1.5 - 2 თვის განმავლობაში მისაღებად. კაფსულები ინიშნება ჭამის წინ.

დერუა Artro Formula-ს ეფექტი იზრდება თანდათანობით, თერაპიული კურსის განმეორება სასურველია 6 თვიანი ინტერვალებით.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად - ალერგიული რეაქციების გამოვლინება, შესაძლებელია ტკივილი ეპიგასტრალურ არეში, გულისრევა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა.

ვარგისობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

120 კაფსულა პოლიეთილენის ბოთლში; მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სუპრადინი იმუნო #30ტ

34.81 ლარი
32.72 ლარი

ქვეყანა: შვეიცარია

მწარმოებელი: ბაიერ კონსიუმერ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლიქუნორმი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

სუპრადინი #30ტ

30.30 ლარი
28.48 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: როტენდორფ ფარმა/ბაიერ აგ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლიმფავენი #60ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

სტატურანი #60კაფს

EUCA, საქართველო
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 0,32გ: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ზღვისღრუბელას ექსტრაქტი. . . . . . . . . D6
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პოლივიტამინური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტატურანის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივ სუბსტანციაზე და მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ორგანიზმში არასასურველ ჰორმონულ ცვლილებებთან.

სტატურანი ინიშნება 15 წლამდე გოგონებსა და 18 წლამდე ასაკის ვაჟებში. 18 წლის ზემოთ პრეპარატი მიიღება, თუ ორგანიზმში ოსიფიკაციის პროცესი არ არის დასრულებული (რენტგენოლოგიურად დადასტურებულია, რომ გაძვალების ცენტრები არ არის დახურული).

ჩვენებები
სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობა.

დოზირების რეჟიმი
სტატურანი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე. 7 წლამდე: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. 7 წლის ზემოთ: 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6 კვირის განმავლობაში, 2 – კვირიანი ინტერვალის შემდეგ სავალდებულოა პრეპარატის მიღების განმეორება ისევ 6 კვირა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღების კურსი მეორდება ანალოგიური სქემის მიხედვით. სიმაღლეში ზრდაშეიმჩნევაკურსის ბოლოს ან2 – კვირიანი შესვენების პერიოდში. ზრდის დინამიკაშეადგენს საშუალოდ 2 სმ-მდე თვეში.

უკუჩვენებები
არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

სტატურანი #40კაფს

EUCA, საქართველო
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 0,32გ: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ზღვისღრუბელას ექსტრაქტი. . . . . . . . . D6
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პოლივიტამინური პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სტატურანის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივ სუბსტანციაზე და მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ორგანიზმში არასასურველ ჰორმონულ ცვლილებებთან.

სტატურანი ინიშნება 15 წლამდე გოგონებსა და 18 წლამდე ასაკის ვაჟებში. 18 წლის ზემოთ პრეპარატი მიიღება, თუ ორგანიზმში ოსიფიკაციის პროცესი არ არის დასრულებული (რენტგენოლოგიურად დადასტურებულია, რომ გაძვალების ცენტრები არ არის დახურული).

ჩვენებები
სიმაღლეში ზრდის ხელშეწყობა.

დოზირების რეჟიმი
სტატურანი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე. 7 წლამდე: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. 7 წლის ზემოთ: 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6 კვირის განმავლობაში, 2 – კვირიანი ინტერვალის შემდეგ სავალდებულოა პრეპარატის მიღების განმეორება ისევ 6 კვირა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღების კურსი მეორდება ანალოგიური სქემის მიხედვით. სიმაღლეში ზრდაშეიმჩნევაკურსის ბოლოს ან2 – კვირიანი შესვენების პერიოდში. ზრდის დინამიკაშეადგენს საშუალოდ 2 სმ-მდე თვეში.

უკუჩვენებები
არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

ლივერა 1200მგ #60ტ *

ლივერა 

 

შემადგენლობა 

თითოეული კაფსულა შეიცავს: 1200 მგ ესენციურ ფოსფოლიპიდებს. ფოსფატიდები-732მგ; ფოსფატიდილქოლინი-180მგ; ფოსფატიდილინოზიტოლი-108მგ

ლივერას შემადგენლობაში შემავალ ესენციურ ფოსფოლიპიდებს გააჩნიათ მემბრანოტროპული თვისებები, ასევე ისინი ხასიათდებიან მეტაბოლური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედებით, იწვევენ ნახშირწყლოვანი და ლიპიდური ცვლის რეგულაციას. ესენციური ფოსფოლიპიდები აუმჯობესებენ ღვიძლის ფუნქციურ მდგომარეობას. კერძოდ, ღვიძლში მეტაბოლიზმის დარღვევის დროს ესენციური ფოსფოლიპიდები უზრუნველყოფენ ჰეპატოციტისათვის ათვისებისათვის მზა მაღალენერგეტიკული ფოსფოლიპიდების მიწოდებას, რომლებიც იდეალურად ეხამებიან თავისი ქიმიური სტრუქტურით ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს. ისინი ძირითადად აღწევენ რა ღვიძლის უჯრედებში, ინერგებიან მათს მემბრანაში. ესენციური ფოსფოლიპიდების ზემოქმედებით უმჯობესდება ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფიისთვის, სხვადასხვა გენეზის ქრონიკული ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზისათვის მახასიათებელი კლინიკო-ბიოქიმიური მაჩვენებლები. ამ დაავადებების დროს მოშლილია ღვიძლის დეტოქსიკაციური ფუნქცია, ასევე ქვეითდება ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის ფუნქცია და ჰეპატოციტების მედეგობა ტოქსიური ზემოქმედების მიმართ. ესენციური ფოსფოლიპიდების გამოყენება განაპირობებს ჰეპატოციტების უჯრედული მემბრანების სტრუქტურულ-ფუნქციური მთლიანობის ნორმალიზაციას და ხელს უწყობს უჯრედის ნორმალური მეტაბოლიზმის აღდგენას.ესენციური ფოსფოლიპიდებით მკურნალობა, როგორც უკვე აღინიშნა, განაპირობებს ბიოქიმიური მაჩვენებლების (როგორიცაა შრატისმიერი ალტ, ასტ) მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, ასევე იწვევს ანთებითი პროცესებისა და ნეკროზის დათრგუნვას. ღვიძლის ქრონიკული დეგენერაციული დაავადებების დროს ესენციური ფოსფოლიპიდების (ლივერა) მოქმედების სპექტრი შემდეგნაირად შეიძლება იყოს წარმოდგენილი.


- ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (აგრეთვე დიაბეტით გამოწვეული);
- მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი. ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება (მათ შორის ალკოჰოლით);
- ოპერაციის წინა და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა (განსაკუთრებით ჰეპატობილიარული ზონის ოპერაციები), ფსორიაზი, რადიაციული სინდრომი.


1 კაფსულა დღეში ერთჯერ , კაფსულების მიღება ხდება საკვების მიღებისას, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.


პრეპარატის მომატებული დოზებით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის მოშლილობა (დიარეა).


პრეპარატი ინახება არაუმეტეს 8oC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას

სპლატი 0.25გ #40ტ

სპლატი

შემადგენლობა:
მიკროწყალმცენარე სპირულინა                 0.250 გრ.
მიკროწყალმცენარე “სპირულინა პლატენსის” წარმოადგენს ვიტამინების კომპლექსს: A, E, C, B1, B3, B5, B6, B12, მიკროელემენტებს: K, Na, Ca, Mg, Zn, Cu, Fe, ცილებს, ცხიმოვან მჟავებს, ნახშირწყლებს.
ასკორბინის მჟავა                        0.020 გრ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
აუმჯობესებს ღვიძლის ბარიერულ ფუნქციას, ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციური ფუნქციების ნორმალიზაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უშლის ჭარბი წონის დაგროვებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს, აუმჯობესებს სხვადასხვა ორგანოების (თვალების, კუნთების, თმის, კანის, ძვლოვანი სისტემის) ფუნქციებს.

ჩვენება:

• ღვიძლის ბარიერული ფუნქციის, ლიმფური სისტემის და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციების  გაუმჯობესება;
• ორგანიზმის გაწმენდა შლაკებისაგან, ტოქსინებისგან;
• ნივთიერებათა ცვლის რეგულირება, ქოლესტერინის დონის შემცირება სისხლში;
• ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერება;
• ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობის შევსება;

უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი. პრეპარატი კარგად კომბინირდება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

მიღების წესი და დოზირება:
დღიური დოზა პროფილაქტიკისათვის _ 1-2 ტაბლეტი,  3-4 კვირის განმავლობაში.
მკურნალობა – 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში.

შენახვის ვადა და პირობები:
3 წელი. ინახება მშრალ, მზისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:

ს.ს. “ჯორჯიან ფარმაცევტიკალ გრუპ”-ი
ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 41
ტელ.: +995(32) 395846

Don`t copy text!