Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 247

არტრა #60ტ

შემადგენლობა:
 ერთი ტაბლეტი, დაფარული აპკისებრი გარსით შეიცავს: 
აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს 500 მგ 
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატს 500 მგ 
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ფოსფატს ორჩანაცვლებულს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს. 
გარსი: 
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ტრიაცეტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. გლუკოზამინი და ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი მონაწილეობას იღებენ შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უწყობენ რა ხრტილის რღვევის პროცესების თავიდან აცილებას და ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას. ეკზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას და უზრუნველყოფს არასპეციფიურ დაცვას, მათ შორის აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდებისაგან (გკს). პრეპარატს ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, იმისდა მიუხედავად, შეიწოვება ის ინტაქტური ფორმით თუ ცალკეული კომპონენტების სახით, წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის. ახდენს პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას, აგრეთვე, იცავს ხრტილოვან მატრიქსს ფერმენტატული გახლეჩისაგან (hიალურონიდაზის აქტიvობის დათრგუნვის გზით) და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან; ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ახდენს ხრტილის რეპარაციის მექანიზმების სტიმულირებას და თრგუნავს იმ ფერმენტების (ელასტაზა, ჰიალურონიდაზა) აქტიურობას, რომელნიც ხლეჩენ ხრტილს. ოსტეოართრიტის მკურნალობისას ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ზე.

ფარმაკოკინეტიკა
გლუკოზამინის ბიოSeRwevadoba პერორალურად მიღებისას - 25% (ღვიძლში ”პირველად გავლის” ეფექტი). ნაწილდება ქსოვილებში: ყველაზე მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა ხდება ღვიძლში, თირკმელებში და სახსროვან ხრტილში. მიღებული დოზის დაახლოებით 30% ხანგრძლივად პერსისტირებს ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში. ექსკრეტირებს უმეტესწილად შარდთან ერთად უცვლელი სახით; ნაწილობრივ - განავალთან ერთად.
T1/2 – 68 სთ. ქონდროიტინ სულფატის ბიოSeRwevadobaa დაახლოებით 13%.

ჩვენებები
პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი.

მიღების წესები და დოზები
შიგნით. მოზრდილებს და 15 წელზე უფროს ბავშვებს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში; 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში.
მდგრადი სამკურნალო ეფექტი მიიღწევა პრეპარატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები
გლუკოზამინი: შესაძლებელია კნტ-ის mxriv მსუბუქი დარღვევები (ტკივილები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა), თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
ქონდროიტინი: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა. 
სიფრთხილით: სისხლდენები ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და ლაქტაცია
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არაა რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების მოქმედების გაძლიერება. არტრა® ზრდის ტეტრაციკლინების აბსორბციას, აქვეითებს ნახევრადსინთეzური პენიცილინების მოქმედებას. პრეპარატი თავსებადია გლუკოკორტიკოიდურ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 10 - 30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)

კორვანტი #30კაფს


საუკეთესო არჩევანი თქვენი გულის გამართული მუშაობისთვის!

კარდიოფობიაგულისნევროზი  არის ამ ორგანოს ფუნქციის მოშლა, რომელსაც თან ახლავს პანიკური შიში, ისტერიული მდგომარეობა. მისი მიზეზი ხშირად მომდინარეობს ნერვული სისტემიდან, კერძოდ, როცა ირღვევა წონასწორობა ჰიპოთალამუსსა და ტვინის ქერქოვან უბნებს შორისმაპროვოცირებელი ფაქტორი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ნერვული აშლილობა.
კარდიოფობია ხშირია ახალგაზრდა ასაკში და განსაკუთრებით, მამაკაცებში. მისი სიმპტომებია: თავბრუსხვევა, გულისრევა, ტაქიარითმია, ჰიპერტენზია, მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში, კანკალი, სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, გულის გაჩერების და სიკვდილის შიში, ძილის დარღვევა, პოტენციის დაქვეითება, მომატებულია მგრძნობელობა ხმაურის, სინათლის და ტემპერატურის მიმართ.

 თანამედროვე მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ სხვადასხვა დაავადებათა  ეფექტური მკურნალობისათვის აუცილებელია ადამიანის ბიოენერგეტიკაზე დადებითი  ზემოქმედება. ამ მიზნით ევროპელი ექიმების 60% უპირატესობას ანიჭებს მცენარეულ  ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ ჯანსაღი ბიოენერგეტიკული პოტენციალი და  აღადგენენ დაზიანებული უჯრედის ბიოენერგეტიკას.

მცენარეული პრეპარატების უპირატესობას წარმოადგენს შემადგენლობაში რამდენიმე  აქტიური ნივთიერების არსებობა და მათი სინერგიული და მრავალმხრივი მოქმედება. ისინი  მოქმედებენ როგორც დაავადების ძირეულ მიზეზებზე, ასევე, ზოგადად მეტაბოლიზმსა და  იმუნიტეტზე, სხვა თანმხლებ პათოლოგიურ პროცესებზე.

მცენარეული პრეპარატებით მიღებული ეფექტი ღრმა და ხანგრძლივია, მოქმედება  გრძელდება მიღების შეწყვეტის შემდგომაც. პრეპარატების უსაფრთხოება და  ეფექტურობა დამტკიცებულია დროით. 

თანამედროვე მედიცინა მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს იყენებს როგორც  მონოთერაპიის სახით, ასევე კომპლექსურად, სინთეზური გზით მიღებულ ქიმიურ  პრეპარატებთან ერთად.

ბოლო წლებში ევროპულ ქვეყნებში 40%-ით გაიზარდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების  მკურნალობასა და პროფილაქტიკაში მცენარეული წარმოშობის პრეპარატების გამოყენება.

კომპანია SILVANOLS სწორედ ასეთი მცენარეული საშუალებების ერთ–ერთი მსხვილი მწარმოებელია. კომპანია დაარსდა 1994წ., ლატვიაში. ფლობს  საერთაშორისო სერთიფიკატებს. კომპანია აწარმოებს 70 მდე პროდუქტს, რომლებიც იყიდება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
სწორედ „სილვანოლსის“ მიერ იწარმოება მცენარეული ექსტრაქტებისა და B- ჯგუფის ვიტამინების  ნაკრები – კორვანტი. საკვები დანამატია.

  • კორვანტი - მშვიდი გული, ძლიერი ნერვები!

 

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა და სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის  გასაუმჯობესებლად.

საუკეთესო შემადგენლობაა დიაბეტით დაავადებულთათვის.

 

შემადგენლობა: კუნელის ფოთლებისა და ყვავილების მშრალი ექსტრაქტი, შავბალახას მშრალი ექსტრაქტი, ჭინჭრის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი, ვიტამინი B1, ვიტამინი B2, ვიტამინი B6, ვიტამინი B12.

  • კუნელის ფოთლებისა და ყვავილების მშრალი ექსტრაქტი - 9 მგ. კუნელი გულ-სიხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული ყველაზე გავრცელებული მცენარეა, რომელსაც ჯერ კიდევ ძველი ბერძნები და რომაელები იყენებდნენ. არსებობს ცნობები, რომ კუნელის ფესვებს მედეაც იყენებდა თავის უნიკალურ რეცეპტებში. კუნელის მრავალი სახეობიდან სამკურნალოდ ორი - ეკლიანი ანუ ჩვეულებრივი და წითელი კუნელი გამოიყენება. კუნელი შეიცავს ეთერზეთებს, აცეტილქოლინს, ფლავონოიდებს, ოლეინის, ასკორბინის და სხვა ორგანულ მჟავებს, ფრუქტოზას, მღებავ და მთრიმლავ ნივთიერებებს. წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს. ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აფართოებს სისხლძარღვებს, ამაგრებს კაპილარების კედელს, აქვეითებს არტერიულ წნევას, აუმჯობესებს კორონარულ სისხლის მიმოქცევას, მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას, ზრდის გულის მუშაობის უნარს, ამცირებს ქოშინსა და დაღლილობას, ხსნის დაძაბულობასა და მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულის არეში. აუმჯობესებს ძილს და ორგანიზმის  საერთო მდგომარეობას, თავიდან გვაცილებს ტაქიკარდიას და არითმიას. შესაბამისად გამოიყენება სტრესული სიტუაციებისა და ნევროზული მდგომარეობების დროს.
  • შავბალახას მშრალი ექსტრაქტი - 9 მგ. აძლიერებს გულის კუნთს, აწესრიგებს გულის რითმს, აქვეითებს არტერიულ წნევას, გააჩნია დამამშვიდებელი და ანტიდეპრესიული, კრუნჩხვის საწინააღმდეგო თვისებები. გამოიყენება ცენტრალური ნერვული სისტემის დასამშვიდებლად სტრესული სიტუაციებისას, არტერიული წნევის ნორმალიზების მიზნით, ტაქიკარდიის დროს, აწესრიგებს ძილს. აქვს 4–ჯერ უფრო ძლიერი დამამშვიდებელი მოქმედება, ვიდრე კატაბალახას.
  • ჭინჭრის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 53 მგ. ჭინჭარს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. აჩერებს სისხლდენას. აწესრიგებს ლიპიდურ ცვლას, არეგულისრებს შაქრის დონეს სისხლში. ასტიმულირებს ერითროციტების სინთეზს. აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების ფუნქციონირებას. აქვს შარდმდენი და ჰიპოტენზიური ეფექტი. აძლიერებს ორგანიზმს და აქვს ზოგადმატონიზებელი მოქმედება, ჭინჭარი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინასა და კალციუმს.

გამოიყენება: ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადებების დროს.

  • ვიტამინი B1 (თიამინი) - 0.6 მგ. მნიშვნელოვანია ნახშირწყლების სწორი მეტაბოლიზმისათვის. დადებითად მოქმედებს თავის ტვინსა და პერიფერიულ ნერვულ სისტემაზე, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და აუმჯობესებს გულის კუმშვადობას. ავიტამინოზი იწვევს დაავადებას - ბერიბერი. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ანორექსია, გულისრევა, მუცლის ტკივილი (ადრეული სიმპტომები), პერიფერიული ნეიროპათია (მგრძნობელობის, რეფლექსების, მოძრაობის დარღვევა), კორსაკოვის სინდრომი (მეხსიერების დაქვეითება, დროსა და სივრცეში ორიენტაციის დარღვევა), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა).
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - 0.8 მგ. მონაწილეობს ნახშირწყლოვან და ცილოვან ცვლაში, ასტიმულირებს რკინის ტრანსპორტირებას და მეტაბოლიზმს ორგანიზმში, აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური მოქმედებისა და კანის სიჯანსაღისათვის, დადებითად მოქმედებს სტრესის დროს, ხელს უწყობს ანტისხეულების გამომუშავებას, ერითროციტების სინთეზს. მნიშვნელოვანი როლი აქვს მხედველობითი ფუნქციების, კანის სიჯანსაღის მდგომარეობისა და ჰემოგლობინის სინთეზის უზრუნველყოფაში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება კანისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (ნახეთქები კანზე, ანგულარული სტომატიტი, გლოსიტი, ენის დვრილების ატროფია), თვალის დაზიანება (მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, წვის შეგრძნება თვალებში, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა), სებორეული ეგზემა, ჩამორჩენა ზრდაში, ანემია, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზია, ნევროლოგიური დარღვევები.
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - 0.6 მგ. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ერითროციტების რეგენერაციაში, ანტისხეულების წარმოქმნაში, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს, აწესრიგებს სისხლის მიმოქცევას, წყლის ბალანსს ორგანიზმში. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: კრუნჩხვები, მოუსვენრობა, დეპრესია, პერიფერიული ნევრიტი, ტერფების წვა, დერმატიტი (აქერცვლა ცხვირ-ტუჩისა და შუბლის ნაოჭის არეში), მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, უჯრედული ანემია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება დიაბედით დაავადებულთათვის. ის უზრუნველყოფს გლუკოზის სტაბილურ დონეს სისხლში და ასტაბილურებს ნერვულ სისტემას.
  • ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) - 0.5 მკგ. მონაწილეობას ღებულობს სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნაში, ამინომჟავებისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში, ასტიმულირებს ღვიძლისა და ნერვული სისტემის მოქმედებას. ჰიპოვიტამინოზის დროს აღინიშნება: მეგალობლასტური ჰიპოქრომული ანემია, ალოპეცია, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება (გლოსიტი, გინგივიტი). აღნიშნული ვიტამინი დიდი რაოდენობით შედის ხორცპროდუქტებში და ამიტომ ვეგეტარიანელებსა და პირებს, რომელთაც ხშირად უწევთ ხორცის ამოღება მენიუდან აქვთ დიდი რისკი, რათა განუვითარდეთ სხვადასხვა ტიპის ანემია.

 

კორვანტი:

  • ზრდის გულის მუშაობის უნარს;
  • აუმჯობესებს მიოკარდიუმის სისხლმომარაგებას;
  • გამოიყენება სტრესული სიტუაციებისა და ნევროზული მდგომარეობების დროს;
  • უზრუნველყოფს ნერვული სისტემის გამართულ მუშაობას;
  • ხელს უწყობს კანის სიჯანსაღის შენარჩუნებას.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა  2-ჯერ დღეში  ან ექიმის დანიშნულებისამებრ. შესაძლებელია დაინიშნოს 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში. რეკომენდირებული დღიური დოზაა 2 კაფსულა.

უკუჩვენება: არ მიიღება რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის არსებობისას. ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში აუცილებელია კონსულტაცია  ექიმთან.

განსაკუთრებული მითითება: არ შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალფეროვანი, ბალანსირებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-25 0C), სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში.

 

შეფუთვა: 30 კაფსულა ფლაკონში.

მწარმოებელი: შპს “სილვანოლსი”. ლატვია

დისტრიბუტორი: შპს “ავერსი-ფარმა”, აღმაშენებლის 148/2

სერტოგამა 2მლ ი/მ #5ამპ

28.04 ლარი
26.36 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დოქტ. სერტუს ილაჩ სანაი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

არტრა #30ტ

 

 

შემადგენლობა:
 ერთი ტაბლეტი, დაფარული აპკისებრი გარსით შეიცავს: 
აქტიურ მოქმედ ნივთიერებებს:
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდს 500 მგ 
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატს 500 მგ 
დამხმარე ნივთიერებებს: კალციუმის ფოსფატს ორჩანაცვლებულს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის კროსკარმელოზას, სტეარინის მჟავას, მაგნიუმის სტეარატს. 
გარსი: 
ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი (E171), ტრიაცეტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ახდენს ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას. გლუკოზამინი და ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი მონაწილეობას იღებენ შემაერთებელი ქსოვილის ბიოსინთეზში, ხელს უწყობენ რა ხრტილის რღვევის პროცესების თავიდან აცილებას და ქსოვილის რეგენერაციის სტიმულირებას. ეკზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას და უზრუნველყოფს არასპეციფიურ დაცვას, მათ შორის აასს-სა და გლუკოკორტიკოსტეროიდებისაგან (გკს). პრეპარატს ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.
ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, იმისდა მიუხედავად, შეიწოვება ის ინტაქტური ფორმით თუ ცალკეული კომპონენტების სახით, წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის. ახდენს პროტეოგლიკანების და II ტიპის კოლაგენის წარმოქმნის სტიმულირებას, აგრეთვე, იცავს ხრტილოვან მატრიქსს ფერმენტატული გახლეჩისაგან (hიალურონიდაზის აქტიvობის დათრგუნვის გზით) და თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი მოქმედებისაგან; ინარჩუნებს სინოვიალური სითხის სიბლანტეს, ახდენს ხრტილის რეპარაციის მექანიზმების სტიმულირებას და თრგუნავს იმ ფერმენტების (ელასტაზა, ჰიალურონიდაზა) აქტიურობას, რომელნიც ხლეჩენ ხრტილს. ოსტეოართრიტის მკურნალობისას ამსუბუქებს დაავადების სიმპტომებს და ამცირებს მოთხოვნილებას აასს-ზე.

ფარმაკოკინეტიკა
გლუკოზამინის ბიოSeRwevadoba პერორალურად მიღებისას - 25% (ღვიძლში ”პირველად გავლის” ეფექტი). ნაწილდება ქსოვილებში: ყველაზე მაღალი კონცენტრაციების აღმოჩენა ხდება ღვიძლში, თირკმელებში და სახსროვან ხრტილში. მიღებული დოზის დაახლოებით 30% ხანგრძლივად პერსისტირებს ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში. ექსკრეტირებს უმეტესწილად შარდთან ერთად უცვლელი სახით; ნაწილობრივ - განავალთან ერთად.
T1/2 – 68 სთ. ქონდროიტინ სულფატის ბიოSeRwevadobaa დაახლოებით 13%.

ჩვენებები
პერიფერიული სახსრებისა და ხერხემლის ოსტეოართროზი.

მიღების წესები და დოზები
შიგნით. მოზრდილებს და 15 წელზე უფროს ბავშვებს 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ პირველი სამი კვირის განმავლობაში; 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ შემდგომი კვირების და თვეების განმავლობაში.
მდგრადი სამკურნალო ეფექტი მიიღწევა პრეპარატის არანაკლებ 6 თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები
გლუკოზამინი: შესაძლებელია კნტ-ის mxriv მსუბუქი დარღვევები (ტკივილები ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა), თავბრუსხვევა, კანის ალერგიული რეაქციები.
ქონდროიტინი: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა. 
სიფრთხილით: სისხლდენები ან სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ბრონქული ასთმა, შაქრიანი დიაბეტი

ორსულობა და ლაქტაცია
მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არაა რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ჭარბი დოზირების შემთხვევები უცნობია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შესაძლებელია ანტიკოაგულანტებისა და ანტიაგრეგანტების მოქმედების გაძლიერება. არტრა® ზრდის ტეტრაციკლინების აბსორბციას, აქვეითებს ნახევრადსინთეzური პენიცილინების მოქმედებას. პრეპარატი თავსებადია გლუკოკორტიკოიდურ პრეპარატებთან.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 10 - 30°C ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 5 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)

სერეკალი 500მგ/250მგ#30ტ

სერეკალი

შემადგენლობა: თითო ტაბლეტი შეიცავს: კალციუმი 500 მგ და ქოლეკალციფეროლი 250 სე.

ჩვენებები: მინერალების და ვიტამინების კომბინირებული პრეპარატი. სერეკალი გამოიყენება როგორც დამხმარე პრეპარატი ოსტეოპოროზის სპეციფიკური მკურნალობის დროს ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ან იმყოფებიან კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის რისკის ქვეშ. ერთდროულად კალციუმის და D ვიტამინის ნაკლებობის მკურნალობა ხანდაზმულებში.

გამოყენების წესი და დოზები: უფროსებში: ოსტეოპოროზის სამკურნალოდ-1 ტაბლეტი 2-3 ჯერ დღეში, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის-1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში. კალციუმის და D ვიტამინის დეფიციტი: უფროსებში და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში-1 ტაბლეტი 2 ჯერ დღეში. ბავშვებში 5 წლის ასაკიდან 12 წლამდე: 1-2 ტაბლეტი დღეში. ბავშვებში 3-დან 5 წლამდე ასაკში-დოზირება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. ტაბლეტები შესაძლებელია დაიღეჭოს ან გაიწუწნოს ჭამის დროს.  

ჭარბი დოზირება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, საჭიროა ჰიპერკალცემიის მკურნალობა, რაც ხშირად არის ხანგრძლივი და ზოგჯერ საშიშიც. პირველი საფეხური არის ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტა. ვიტამინი D-ს მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერკალცემიის დასტაბილურებისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა. ჰიპერკალცემიის სიმძიმიდან გამომდინარე საჭიროა შემდეგი ზომების მიღება: კალციუმის დაბალი შემცველობის ან კალციუმისგან თავისუფალი საკვების მიღება, დიდი რაოდენობით სითხეები, შარდის რაოდენობის გამოყოფა ფურასემიდის საშუალებით, ასევე გლუკოკორტიკოსტეროიდების და კალციტონინის დანიშვნა. ნორმალური თირკმელების ფუნქციის მქონე პაციენტებში შემდეგი სახის მკურნალობა ამცირებს კალციუმის დონეს: ინფუზია იზოტონური ფიზიოლოგიური ხსნარით (3-6-ლიტრი 24 სთ-ში), რომელიც შეიცავს ფუროსემიდს (შარდის გამოყოფის გამაძლიერებელი პრეპარატი) და სავარაუდოდ 15მგ-კგ სხეულის წონა-სთ ნატრიუმის ედეტატს. ასევე საჭიროა კალციუმის დონის მუდმივი კონტროლი და ეკგ-ს ჩატარება. თუ შარდის გამოყოფა შემცირებულია, მაშინ უნდა ჩატარდეს ჰემოდიალიზი კალციუმისგან თავისუფალი დიალიზატის გამოყენებით. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი. ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე აქტიური ნივთიერების, სოიოს, მიწის თხილის ან პრეპარატში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ; თუ შრატში და შარდში აღინიშნება კალციუმის დონის ძლიერი მომატება; თუ თირკმელებში აღინიშნება კალციუმის შემცველი კენჭების დაგროვება თირკმელებში ან თირკმელების კალციფიკაცია. ხანგრძლივი იმობილიზაცია. 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობის დროს სერეკალი ინიშნება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ისეთი დოზით, რაც საჭიროა დეფიციტის კორექციისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კაცლიუმის შესაბამისი დღიური დოზა ჩვეულებრივ შეადგენს 1000 და 1300 მგ-ს. ორსულობის დროს არ შეიძლება 1500მგ-ზე მეტი დღიური დოზის გადაჭარბება. ორსულობის დროს უნდა მოხდეს ვიტამინი D-ს დოზის გადაჭარბების პრევენცია, რადგან მუდმივმა ჰიპერკალცემიამ (შრატის კალციუმის მომატებული რაოდენობა) შესაძლებელია გამოიწვიოს როგორც ფიზიკური და გონებრივი ჩამორჩენა, ასევე გულის შეგუბებითი უკმარისობა და თვალის პრობლემები. თუ პაციენტი არის ორსულად, სერეკალით მკურნალობის დაწყებამდე მან უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს. სერეკალი მიიღება ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება დეფიციტი. ვიტამინი D და მისი მეტაბოლიტები გადადის დედის რძეში. ამ მხრივ გამოწვეული დოზის გადაჭარბება ჯერ არ გამოვლენილა ჩვილებში. ლაქტაციის პერიოდში სერეკალის მიღებამდე პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

გამოშვების ფორმა: 30 ტაბლეტი შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: CORONA Remedies Pvt. LTD, ინდოეთი.

კონტრაკტუბექსი 20გ გელი

კონტრაკტუბექსი / Contractubex

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია → საშუალებები პროტეოლიზური მოქმედებით → პრეპარატები პროტეოლიზური, ანტითრომბოლიზური და კერატოლიზური მოქმედებით
  • მწარმოებელი კომპანია: Merz Pharma
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: 20გ გარეგანი გამოყენების გელი ტუბში
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

100 გ.

ხახვის ექსტრაქტი 10 გ

ჰეპარინი 5000 სე

ალანტოინი   1 გ

დამხმარე ნივთიერებები

სორბინოლის მჟავა, მეთილ-4-ჰიდროქსიბენზოატი, DROM 2700, ქსანტანი

პოლიეთილენგლიკოლი 200, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოდინამიკა:

კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ნივთიერებებით. ახასიათებს ფიბრინოლიზური ანთების საწინააღმდეგო (ხახვის ექსტრაქტი), ანტიბაქტერიული (ჰეპარინი) და კერატოლიზური (ალანტოინი) მოქმედება. ასტიმულირებს უჯრედოვან რეგენერაციას ჰიპერპლაზიის გარეშე. აინჰიბირებს კელოიდური ფიბრობლასტების პროლიფერაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰეპარინის საკმარისი რაოდენობა დერმის შემაერთებელ ქსოვილში აღწევს 4 საათში. ღრმა შეღწევას განაპირობებს ჰეპარინის კომბინაცია ხახვის ექსტრაქტთან და ალანტოინთან (ტრანსდერმულიჰეპარინიზაცია). კონტრაქტუბექსის გამოყენების დროს მისი სისტემური აბსორბცია არ აღინიშნება.

ჩვენებები

ჰიპერტროფული და კელოიდური ნაწიბურები, განვითარებული ქირურგიული ოპერაციების, ამპუტაციის, დამწვრობის და ტრავმების შემდეგ; სახსრების ანკილოზი (კონტრაქტურა);

დიუპიტრენის კონტრაქტურა; მყესების ტრავმული კონტრაქტურა; ორსულობის შემდგომი სტრიები; ატროფიული ნაწიბურები (უმეტესად განვითარებული აკნეს ან ფურუნკულოზის შემდეგ); ოპერაციის შემდგომ პერიოდში ან ტრავმების შემდგომ განვითარებული პათოლოგიური ნაწიბურების განვითარება.

შესაძლებელია გამოყენება ბავშვებში, ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში

მიღებისწესი და დოზები

საშუალოდ 20-25სმ² ფართობზე იხარჯება 0,5სმ გელი. დღეში 2-3-ჯერ შეიზილება ნაწიბუროვან ქსოვილში. ახალი ნაწიბურების შემთხვევაში კურსის ხანგრძლივობა საშუალოდ 4 კვირაა. ძველი ნაწიბურების შემთხვევაში ღამე რეკომენდებულია ოკლუზიური ნახვევის დადება გელთან ერთად. მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 3-6 თვეს.

დიუპიტრენის კონტრაქტურის მკურნალობის კურსი შეადგენს საშუალოდ 12 თვეს.

პროფილაქტიკისთვის იყენებენ ჭრილობის ეპითელიზაციის შემდგომ ფაზას (დაუშვებელია გრანულაციურ ქსოვილზე გამოყენება).

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

სისტემური აბსორბციის არ ქონის გამო პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია სხვა პრეპარატებთან ერთად.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად - ადგილობრივი კანის მხრივ რეაქცია

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად გელი გამოიყენება წინასწარ დაორთქლილ კანზე. შესაძლებელია მისი გამოყენება ფიზიოთერაპიულ პროცედურებთან ერთად.

ახალი ნაწიბურების მკურნალობისას საჭიროა მოერიდონ ულტრაიისფერ სხივებს, სიცივის ზემოქმედებას და ინტენსიურ მასაჟს.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

4 წელი.

არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

არტრა #120ტ

129.39 ლარი
121.63 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: უნიფარმ ინკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სელენტინი 0.35გ #30ტ

სელენტინი

 

საერთაშორისო დასახელება:  SELENIUM

მწარმოებელი: GEORGIAN PHARMACEUTICALS GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; სელენის ბუნებრივი წყარო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

სელენი ..........     0.35 გ

ჩვენებები:

  • ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა;
  • ქიმიო- და რადიოთერაპიის გვერდითი ეფექტების დაქვეითება;
  • შარდ-სასქესო ფუნქციების დარღვევა მამაკაცებში;
  • ეკოლოგიურად არახელსაყრელ რაიონებში ცხოვრება;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
  • სახსრების დაავადებები;
  • მწეველებში ნიკოტინის ტოქსიური მოქმედების დასათრგუნად;
  • ხშირი ავადობისა და ქრონიკული დაღლილობისას – იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად.

ბად-ი სელენტინი რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური დანამატის სახით როგორც მთრიმლავი ნივთიერებისა და ორგანული სელენის დამატებითი წყარო. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციურ მდგომარეობას.

დოზირება:

მოზრდილები 1 ტაბლეტი/კაფსულა 2-ჯერ დღეში, დღის პირველ ნახევარში საკვებთან ერთად (რაც შეადგენს 12,8 მგ კოფეინს). მკურნალობის ხანგრძლივობა 4 კვირა.

წელიწადში შეიძლება 3–4-ჯერ მიღება.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა ბად-ის კომპონენტების მიმართ.

ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის.რეკომენდებული.

შენახვის ვადა: 3 წელი

არტიზი 50მლ კრემი

არტიზი კრემი

შემადგენლობა:

აქტიური ინგრედიენტები: კაპსაიცინი - 0,4 გ, პიტნის ზეთი - 0,5გ, ევკალიპტის ზეთი- 0,5 გ, მსხალიჭას ზეთი - 0,6 გ, ლავანდის ზეთი -0,3 გ, როზმარინის ზეთი - 0,3 გ, მიხაკის ზეთი - 0,5 გ.

დამხმარენივთიერებები: გამოხდილი წყალი, გლიცერილ-სტეარატი, თხევადი პარაფინი, ცეტეარილ ალკოჰოლი, პროპილენგლიკოლი, ცეტეარეს-20, გლიცერინი, დიკაპრილილ კარბონატი, კაპრილ-ტრიგლიცერიდი, დიმეთიკონი, ბენზილ-ალკოჰოლი, მეთილ-ქლორ-იზოთიაზოლინოლი, მეთილ-იზოთიაზოლინოლი, ბუტილ-ჰიდროქსიტოლუოლი, კარბომერი, ტრიეთანოლამინი.

თვისებები: კაპსაიცინი ხასიათდება ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედებით. იგი აინჰიბირებს ანთების კერაში “მედიატორი P”-ს გამოყოფას და უზრუნველყოფს ტკივილის შემცირებას. მედიცინაში გამოიყენება როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ართრიტების, დიაბეტური პოლინეიროპათიების, პოსტოპერაციული ტკივილების დროს. პიტნის ზეთი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანტისეპტიკური, ანტისპაზმური, ბაქტერიოციდური, მატონიზებელი, შეხორცებების მასტიმულირებელი, გამწოვი თვისებებით, ამაღლებს ეპიდერმისის დამცველობით თვისებებს. ევკალიპტის ზეთს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და ანთებისსაწინააღმდეგი თვისებები. ხელს უწყობს კანის სწრაფ რეგენერაციას მოყინვის, დამწვრობის და ჭრილობების შემდგომ. ეფექტურია რევმატიზმის, სახსრებისა და კუნთების ტკივილის დროს. მსხალიჭას ზეთი ანთებისსაწინაარმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი კრემების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი კომპონენტის - მეთილსალიცილატის წყაროა. აქვს გამწოვი, მატონიზებელი, შემკვრელი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური თვისებები. ლავანდის ზეთი ასტიმულირებს კანის რეგენერაციას, ჭრილობების სწრაფ შეხორცებას, აქვს ბაქტერიოციდული თვისებები, ხელს უშლის ნაწიბურის განვითარებას, გვარიდებს კანის აქერცვლას და გაღიზიანებას. როზმარინის ზეთი აღმოფხვრის ადგილობრივ ანთებით პროცესებს, აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლისმიმოქცევას და კანის უჯრედების განახლებას. ხასიათდება ძლიერი ბაქტერიოციდული და გამწოვი თვისებებით, ამიტომ ეფექტურია დაბინძურებული ჭრილობების დროსაც (აბსცესი, დამწვრობა, დაინფიცირებული ჭრილობები). მიხაკის ზეთი და მისი შემადგენელი ძირითადი კომპონენტი ევგენოლი ხასიათდება ძლიერი ანტისეპტიკური, ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებებით.

ფარმაკოლოგიურიმოქმედება: აქვს ანთებისსაწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი თვისებები. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ასტიმულირებს კანის განახლების პროცესს, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, ანიჭებს მას სიმკვრივეს და ელასტიურობას. ხელს უწყობს ნახეთქების სწრაფ შეხორცებას, აქვს ანტისეპტიკური თვისებები.

ჩვენებები: - რევმატოიდული ართრიტი და პერიართრიტი - სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი - იშიაზი, რადიკულიტი - ტკივილის სინდრომი დიაბეტური პოლინეიროპათიებისას - მიალგია - კუნთების და მყესების დაჭიმვა, ღრძობა, ამოვარდნილობა - ტრავმა, მოტეხილობა - კოჟრები და ნახეთქები ტერფებზე და თითებზე - სპორტსმენებში კუნთების მოსადუნებლად მასაჟის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება: თითების წრიული მოძრაობით დაიტანეთ მტკივნეულ ადგილას, დღეში 3-4-ჯერ.

გვერდითი მოქმედება: შეიძლება გამოიწვიოს მგრძნობიარე კანის სიწითლე.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. ინიშნება 12 წლიდან.

გამოშვების ფორმა: კრემი 100 მლ.-იან ტუბში.

მწარმოებელი: VEFA. Iსტანბულ/თურკეყ ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე. ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: შპს “ევროფარმა ჯორჯია”

კოლიპრევი 15მლ წვეთები

კოლიპრევი® 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: საკვები დანამატი, ფერმენტი ლაქტაზა

წვეთები 15მლ

შემადგენლობა: ლაქტაზა -8,535მლ, გლიცერინი-3,750მლ, კალიუმის ქლორიდი-0,135მლ, გამოხდილი წყალი-2,580მლ.

1მლ შეიცავს: ლაქტაზა-0,569მლ, გლიცერინი-0,25მლ, კალიუმის ქლორიდი-0,009მლ, გამოხდილი წყალი-0,172მლ.

1წვეთი შეიცავს: ლაქტაზა-0,0285ლ,  გლიცერინი-0,0125მლ, კალიუმის ქლორიდი-0,0005მლ, გამოხდილი წყალი-0,0086მლ.

დახასიათება:

კოლიპრევი-საკვები დანამატია, რომელიც რეკომენდებულია ახალშობილებისთვის დაბადებიდან 4თვის ასაკამდე, რომელთაც აღენიშნებათ რძის აუტანლობა, გამოწვეული ლაქტოზის უკმარისობით. ახალშობილებში ნაწლავური კოლიკის დროს. გამოიყენება პერორალურად დედის რძესთან ან ხელოვნურ ნარევთან ერთად.

კოლიპრევი შიცავს მაღალაქტიურ, მცენარეული წარმოშობის ლაქტაზას, რომელიც მიღებულია Aspergillus oryzae-სგან.  Aspergillus oryzae- წარმოადგენს ლაქტაზის სტაბილურ ბიოლოგიურ წყაროს. კოლიპრევი მდგრადია კუჭის მჟავე არეში  და ინარჩუნებს აქტივობას рh მკვეთრი ცვალებადობის დროსაც.

ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს ლაქტოზის ჰიდროლიზს რძეში.  კოლიპრევი გამოიყენება ძუძუთი ან ხელოვნური კვების დროს.

გამოყენება:

კოლიპრევი გამოიყენება ახალშობილებში ყოველი კვების დროს პირველი 3-4თვის განმავლობაში. 3-4 თვის შემდეგ ლაქტაზა გამომუშვდება საკმარისი რაოდენობით, ამიტომ შემდგომ პერიოდში საჭიროა რეკომენდირებული დოზის შემცირება 2-ჯერ ყოველი კვების დროს, შემდეგ მიღების ჯერადობის შემცირება ერთი კვების გამოტოვებით  1მიღებამდე. ამ პერიოდში თუ სიმპტომები გამწვავდება უნდა დავუბრუნდეთ საწყის დოზირებას.

კოლიპრევის მიღბა ბუნებრივი კვების დროს:

  • სტერილურ კოვზზე დააწვეთეთ კოლიპრევის ცხრილში მითითებული დოზა   და მიეცით ბავშვს
  • გააგრძელეთ ძუძუთი კვება

ხელოვნური კვების დროს:

  • მოამზადეთ ხელოვნური ნარევი ინსტრუქციის შესაბამისად და დაამატეთ კოლიპრევის ცხრილში მითითებული დოზა

ცხრილში მოცემულია საორიენტაციო დოზირება. გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ბავშვი მაინც განიცდის დისკომფორტს შესაძლებელია დოზის თანდათანობით გაზრდა თითო წვეთით 12წვეთამდე.

ასაკი

რძის რაოდენობა ერჯერადი მიღების დროს მლ-ში

კოლიპრევის რაოდენობა თითოეული  კვების დროს

ლაქტაზას რაოდენობა თითოელი მიღების დროს ALU*

0–2 კვირა

60–90

5

750

3–4კვირა

120

6

900

1–2 თვე

150

8

1200

3–4 თვე

180

9

1350

*1ALU=0.333მკლ

კოლიპრევი წარმოადგენს ფერმენტს, რომელიც იშლება მაღალ ტემპერატურაზე,  ამიტომ გამოიყენება ოთახის ტემპერატურის რძეში.

თუ ნაწლავური კოლიკა არ გაივლის მიმართეთ ექიმს

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა კოლიპრევში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას 25°С-ზე.

გახსნილ მდგომარეობაში ინახება 3 კვირის განმავლობაში.

Don`t copy text!