Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 257

ნიუვიტი ომეგა 3 #90კაფს

ნიუვიტი ომეგა -3 /Newvit Omega-3/

90 კაფსულა

საკვები დანამატი

შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: ომეგა-3  უჯერი ცხიმოვანი მჟავები (18% EPA / 12% DHA) თევზის ქონისგან 1000მგ,  ვიტამინი E 10 მგ α –TE; შემავსებლები: ჟელატინი, გლიცეროლი, წყალი.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები სასარგებლო და სამკურნალო  ცხიმის სახეობაა, რომლის ძირითად შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენს ეიკოზაპენტანის მჟავა (EPA) და დეკოზაჰექსანის (DHA) მჟავა. აღნიშნულ ცხიმოვან მჟავებს  ადამიანის  ორგანიზმი ვერ გამოიმუშავებს და მათი მიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ომეგა-3  უჯერი ცხიმოვანი მჟავების კარგი წყაროა თევზის პროდუქტები, განსაკუთრებით ცხიმიანი თევზიდან მიღებული  თევზის ქონი.  თევზის ქონის შემადგენლობაში შედის  EPA და DHA  ოპტიმალური თანაფარდობით.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა ბევრი თვალსაზრისით:

  • ნერვული სისტემა, კოგნიტური ფუნქცია და ხასიათი.
  • კარდიოვასკულარული სისტემა და გული
  • ქოლესტერინის დონე და საჭმლის მონელება
  • მხედველობა, კანი და ძვლები
  • იმუნიტეტი და ანთებითი პროცესების  შემცირება

ომეგა-3 გამოიყენება დეპრესიისა და შფოთვის წინააღმდეგ.  ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ნეირონების ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის, უზრუნველყოფს უჯრედების დაცვას, ამცირებს უჯრედების სიკვდილს და აუმჯობესებს ნერვული ინფორმაციის გადაცემას. ნიუვიტი ომეგა-3-ს შეუძლია გაზარდოს ტვინის ქიმიკატების სეროტონინის და დოპამინის დონე, ამცირებს  დეპრესიისა და აგრესიულობის შეგრძებებს. მეტი EPA და DHA  -ს მიღება საკვებიდან ან საკვები დანამატებებიდან ამცირებს ტრიგლიცერიდებს და არეგულირებს ქოლესტერინის დონეს, რაც სასარგებლოა გულისა და კარდიოვასკულარული სისტემისთვის.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა DHA  თვალის ბადურის ძირითადი სტრუქტურული კომპონენტია. იგი ხელს უწყობს მაკულარული დეგენერაციის პრევენციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. DHA  შეადგენს თავის ტვინის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების 40% და  თვალის ბადურის 60%.

საკმარისი  ომეგა-3-ის მიღება ორსულობის დროს და ადრეულ ასაკში მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. დანამატების მიღება ავითარებს  გონებრივ შესაძლებლობებს  და ამცირებს დაავადებების განვითარების რისკს. დადასტურებულია, რომ დედის რძე ბუნებრივად შიცავს DHA -ს.

ნიუვიტი ომეგა -3 მჟავების მიღება ამცირებს ორგანიზმში ანთებით პროცესებს (ართრიტი). აუმჯობესებს კანის მდგომარეობას.

ნიუვიტი ომეგა -3-ის მიღება ეხმარება ბაქტერიებს ნაწლავში წარმოქმნან ანტიოქსიდანტური თვისებების მქონე ნივთიერება, რაც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და აუმჯობესებს იმუნიტეტს.

ვიტამინი E არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი და ანტიოქსიდანტი. იგი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, დადებითად მოქმედებს თვალებზე, ტვინის მუშაობასა და კანის მდგომარეობაზე.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ 

დოზირება: 1-3 კაფსულა დღეში. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები:  შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

წარმოებული და დაფასოებულია შპს Fortex Nutraceuticals (ბულგარეთი, სოფია 1362, პროჰლადენ კატის ქ.#10) -ის მიერ  შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.

ნიუვიტი #30კაფს

ნიუვიტი /NEWVIT/

კაფსულები,საკვები დანამატი

წამლის ფორმა დაშეფუთვა:

კაფსულები, მცენარეული

(1) შეფუთვაში 30 მცენარეული კაფსულა (14.40გ); 10 კაფსულა ბლისტერში, 3   ბლისტერი კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

რა შედის  ნიუვიტის კაფსულის  შემადგენლობაში?

რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 1 კაფსულას.

შემადგენლობა                                                                              1 კაფსულა

Quatrefolic ™                                                                                  800 მკგ

– ფოლიუმის მჟავა                                                                        416 მკგ (208% NRV *)

რკინა (AB- Fortis ®)                                                                      25 მგ (179% NRV *)

ვიტამინი B6                                                                                   5.6 მგ (400% NRV *)

ვიტამინი B12                                                                                 9 მკგ (360% NRV *)

ვიტამინი C                                                                                     100 მგ (125% NRV *)

ვიტამინი D3                                                                                  5 მკგ (100% NRV *)

სპილენძი                                                                                       1.5 მგ (150% NRV *)

თუთია                                                                                            7.5 მგ (75% NRV *)

იოდი                                                                                              75 მკგ (50% NRV *)

მაგნიუმი                                                                                        29 მგ (8% NRV *)

კალციუმი                                                                                       12 მგ (2% NRV *)

*NRV – საკვები ნივთიერებების რეკომენდებული მაჩვენებელი

შემადგენლობა:

კალციუმის L-ასკორბატი; მაგნიუმის კარბონატი; კაფსულა: ჰიდროქსიპროპილური მეთილცელულოზა, საღებავი ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდი; მიკროკაპსულირებული რკინა (რკინის საქარატი, კალციუმის ალგინატი: E401 და E263); თუთიის გლუკონატი; კალიუმის იოდიდი; ციანკობალამინი 0.1% (მალტოდექსტრინი,ბუფერული აგენტი: E331 და E330); შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: მაგნიუმის სტეარატი, ბოსტნეული; პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი; სპილენძის  ბისგლიცინატი; შეწებების საწინააღმდეგო აგენტი: სილიკონის დიოქსიდი; ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი); Quatrefolic™ ((6S) -5-მეთილტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავა, გლუკოზამინის მარილი).

 

 

 

 ფაქტები კვებითი 

ღირებულების შესახებ

100 გ-ში

1  კაფსულაში

 

      ენერგეტიკული ღირებულება

385.04  კჯ (91.45 კკალ)

1.56 კჯ (0.37 კკალ)

 

პროტეინი

0.05 გ

 

ნახშირწყლები

– შაქარი

17.28 გ

0.07 გ

 

0.60 გ

 

ცხიმები

1,91 გ

 

ბოჭკო

2.47გ

0.01გ

 

მარილი

0.40გ

 

ვიტამინი D

1.24მგ

5 მკგ (100% NRV *)

 

ვიტამინი C

24.69გ

100 მგ (125% NRV *)

 

   

ვიტამინი B6

             1.38გ

5.6 მგ (400% NRV *)

ფოლიუმის მჟავა

            102.72მგ

416 მკგ (208% NRV *)

ვიტამინი B12

            2.22მგ

9 მკგ (360% NRV *)

    

*NRV – საკვები ნივთიერებების რეკომენდებული მაჩვენებელი

 

რისთვის გამოიყენება ნიუვიტი?

  • ფოლიუმის მჟავის აქტიური ფორმის ფორმირება ორსულობის, ლაქტაციისა და ორსულობის დაგეგმვის პერიოდში.
  • ფოლატი ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის  შემცირებას.
  • ფოლატი მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში.
  • ფოლატი ხელს უწყობს ორსულობისას  დედის ქსოვილების  ზრდას.
  • დამატებითი ფოლიუმის მჟავის მიღება ზრდის დედის  ფოლატის სტატუსს. დაბალი  ფოლატის სტატუსი  წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისას  ნერვული მილის  დეფექტების განვითარების რისკფაქტორს.
  • ვიტამინი B6 ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის  შემცირებას.
  • ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონალური ვპროცესების რეგულირებას
  • ვიტამინი B12ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის  შემცირებას.
  • ვიტამინი B12 მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში.
  • ვიტამინი C ხელს უწყობს დაღლილობისა და სისუსტის  შემცირებას.
  • ვიტამინი D  მონაწილეობს უჯრედის გაყოფის პროცესში.
  • სპილენძი  ხელს უწყობს უჯრედების დაცვას ოქსიდაციური სტრესისგან.
  • თუთია  ხელს უწყობს ნორმალურ ნაყოფიერებას და რეპროდუქციას.
  • თუთია  მონაწილეობს  დნმ-ის სინთეზში.
  • თუთია  მონაწილეობს   უჯრედის გაყოფის პროცესში.
  • იოდი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებასა და ფარისებრი ჯირკვლის ნორმალურად  ფუნქციონირებას.
  • რკინა   მონაწილეობს   უჯრედის გაყოფის პროცესში.
  • მიზნობრივ  ჯგუფს წარმოადგენს ქალები, რომლებიც გეგმავენ ორსულობაა და ორსული  ან მეძუძური ქალები.

როგორ მივიღოთ ნიუვიტის კაფსულები?

  • ნიუვიტის კაფსულების მიღება შესაძლებელია საკვებისგან დამოუკიდებლად.
  • 1 კაფსულა დღეში, დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად.
  •  გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ  ექიმს ან ფარმაცევტს.
  • არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდირებულ დოზას.
  • დაუშვებელია საკვები დანამატის  გამოყენება დაბალანსებული დიეტის და  ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.
  • მნიშვნელოვანია, დაიცვათ  დაბალანსებული დიეტა და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

 

შეფუთვაზე აღნიშნული პიქტოგრამები მიუთითებს პროდუქტის სწორად გამოყენებაზე.

მნიშვნელობა:

ყურადღებით გაეცანით  ინსტრუქციას

მიიღეთ კაფსულა წყალთან ერთად 

უსაფრთხოების ზომები

  • თუ თქვენ იღებთ მედიკამენტებს, აღნიშნული პროდუქტის მიღებამდე  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან .
  • ნიუვიტი არ არის განკუთვნილი 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
  • შეწყვიტეთ პროდუქტის მიღება თუ ხართ ალერგიული ან მგრძნობიარე ნიუვიტის რომელიმე ინგრედიენტის მიმათ.

შენახვის პირობები:

  • შეინახეთ მშრალ ადგილას
  • შეინახეთ  25 oC-მდე  ტემპერატურის პირობებში.
  • პროდუქტი შეინახეთ  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი:

შპს PharmaS, რადნიქას ქ. 47, HR-10000 ზაგრები, ხორვატია, EU

Pharmas Switzerland.S.A. ლიცენზიის თანახმად

წარმოშობის ქვეყანა:   EU

www.pharmas-group.com

ნიკოტინის მჟავა 1% 1მლ#10ა დარ

5.85 ლარი
5.50 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დარნიცა კიევი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ნექსი #30ტ

ნექსი #30ტ

 

შემადგენლობა

ნექსის ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: 

მაგნიუმის იონი (Mგ+) – 400 მგ და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6) – 2.8 მგ.

მოქმედების მექანიზმი

ნექსი წარმოადგენს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების გასაუმჯობესებელ საშუალებას, რომელიც აქტიური კომპონენტების სახით შეიცავს მაგნიუმს და პირიდოქსინს (ვიტამინ B6). 

მაგნიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში და აუცილებელია უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. იგი აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გატარებას კუნთებში. ორგანიზმში მაგნიუმი ხვდება საკვებთან ერთად. მაგნიუმის ნაკლებობას ორგანიზმში იწვევს კვების რეჟიმის დარღვევა (დიეტა), მაგნიუმზე მოთხოვნილების ზრდა, მაგნიუმის მეტაბოლოზმის და გამოყოფის პროცესების დარღვევა (მაგ., მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის, სტრესის, ორსულობის, დიურეზული საშუალებების მიღების დროს).

პირიდოქსინი (ვიტამინ B6) მონაწილეობს მრავალ მეტაბოლურ პროცესში, ნერვული სისტემის მეტაბოლიზმის რეგულაციაში. ვიტამინ B6 აუმჯობესებს მაგნიუმის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და მის შეღწევას უჯრედში.

ვიტამინ B6 ზრდის მაგნიუმის აბსორბციას 20-40%-ით.

ჩვენებები

ნექსი რეკომენდებულია მაგნიუმის დეფიციტის პროფილაქტიკისთვის.

ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტი შემდეგი სიმპტომებით ვლინდება:

• ნევროზულობა, გაღიზიანებადობა, მსუბუქი შფოთვა, დაღლილობა, ძილის დარღვევა; 

• შფოთვის ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ სპაზმი ან  პალპიტაციები (გულის დაავადების გარეშე); 

• კუნთების შეკუმშვა, ჩხვლეტის შეგრძნება, თვალის ქუთუთოების უნებლიე მოძრაობა;

• ფიზიკური და გონებრივი გადაძაბვით გამოწვეული მდგომარეობა;

• კუნთების ტკივილი და სპაზმი;

• ასთენია.

მაგნიუმის მიღება ამსუბუქებს აღნიშნულ სიმპტომებს. 

უკუჩვენება

• შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

• 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

• ჰიპერმაგნიემია, ვიტამინ B6-ის ჰიპერვიტამინოზი;

• ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენება.

უსაფრთხოების ზომები

სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ჰიპერმაგნიემის განვითარების რისკის გამო.

ნექსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ გამოიყენება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. 

დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება! 

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ნექსი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, 1 ტაბლეტი დღეში. 

ტაბლეტი მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება არა უმეტეს 15-25° C ტემპერატურაზე. 

ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტი; 30 ტაბლეტი ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

ნეირო-B 3მლ ი.მ/ი.ვ#5ა

25.80 ლარი
24.25 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ისტ აფრიკან ოვერსეას

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიადერმი კომპლიტი #30ტ

ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის:ლამაზი კანი, მბზინავი თმა და ჯანსაღი ფრჩხილები.

შემადგენლობა:

ფურისულას ზეთი

350,0 მგ

მეთიონინი

62,5 მგ

ბიოტინი

75,0 მკგ

სილიციუმი

5,0 მგ

ნიაციანი

8,0 მგ

თუთია

7,5 მგ

სპილენძი

0,45 მგ

ვიტამინიE

5,0 მგ

ვიტამინი A

190,0 მკგ

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  აღადგენს თმის,ფრჩხილის და კანის სტრუქტურას. მასში შემავალი ინგრედიენტები ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას, კანის დატენიანებას  და რეგენერაციას. მატებს ელასტიურობას და  იცავს ნაოჭებისაგან. ხელს უშლის თმის გაუწყლოვნებას, აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას,მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას. ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის და სებორეის გაქრობას. ახდენს ფრჩხილების გამაგრებას. იცავს მტვრევადობისგან და ფრჩხილის ზედაპირის აშრევებისგან.

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.  

ფარმაკოლოგიური თვისებები:  ფურისულას ზეთი– მდიდარია E ვიტამინით (“ახალგაზრდობის ვიტამინი“) და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლინის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას,მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად.  გააჩნია მკვებავი ,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს. გააჩნია სწრაფი რეგენერაციის უნარი ფსორიაზის ,ეგზემის და სებორეის დროს.ახდენს მკვდარი ქოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას. ბიოტინი(ვიტ H)„სილამაზის ვიტამინი“-გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და ფრჩხილების ნორმალური და  ჯანსაღი  ზრდისათვის. გააჩნია ქერტლის საწინააღმდეგო მოქმედება.მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის გაჯანსაღება-გაახალგაზრდავებაში.კურნავს სებორეას,ეგზემას და დერმატიტებს. ნიაცინი (ვიტ B3) ნიკოტინის მჟავა– აუმჯობესებს  თავის კანის სისხლით მომარაგებას სისხლძარღვების გაფართოვების ხარჯზე  და  აჩქარებს  თმის ამოსვლის პროცესს და  სიხშირეს. სპილენძი (Cu)  – ბიოაქტიური მიკროელემენტი. აქტიურად მონაწილეობს ორგანიზმისათვის აუცილებელი ცილებისა და ფერმენტების შენებასა და უჯრედებისა და ქსოვილების ზრდა- განვითარებაში. ხელს უწყობს ორგანიზმში  ამინომჟავას (თიროზინის) სრულ ათვისებას,რაც განაპირობებს კანისა და თმის ჯანსაღ ფერს. სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან . რეტინოლი (ვიტ A)– რეტინოლი სამი სახით არის წარმოდგენილი ორგანიზმში: რეტინოლი,რეტინალი და რეტინოლის მჟავა. სამივე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანისა და ლორწოვანი გარსების ეპიტელიზაციის პროცესში.ზრდის ეპითელურ უჯრედებში მიტოზების რიცხვს. გამოიყენება კანის დაზიანებების  და დაავადებების  (იქთიოზი,პუსტულარული დერმატიტი,ფოლიკულური დისკერატოზი,ტროფიკული წყლული,ეგზემის ზოგიერთი ფორმა) რთულად შეხორცებადი ჭრილობების,მოყინვის და დამწვრობის დროს. მეთიონინი– მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში  ზრდის  პროცესისა და ზოტური წონასწორობის  შესანარჩუნებლად. უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის,ფოსფოლიპიდების სინთეზს. ვინაიდან ქოლინი არის ლიპოტროპული ფაქტორი, მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს).  აქტიურად  გამოიყენება კანის კოსმეტიკური დეფექტების დროს,რომელიც დაკავშირებულია ღვიძლის დავადებებთან და კანის  ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან (ვარდისფერი როზაცეა, აკნე და დერმატიტები) ასევე  გამოიყენება ფოტოდერმატიტების და თმის ცვენის სამკურნალოდ, კანის რეგენერაციის და რეპარაციის დასაჩქარებლად.სილიციუმი (Si)-მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას, რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას ,თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.თუთია (Zn)– მაგიური მიკროელემენტი, წარმოადგენს ბიოკატალიზატორს  300 -ზე მეტი ენზიმისათვის. თუთიის მარაგზე არის  დამოკიდებული კანისა და თმის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე. ღებულობს მონაწილეობას ცხიმოვანი მჟავების სინთეზში და ზემოქმედებს ქსოვილების რეგენერაციაზე. თუთია არეგულირებს ჰორმონალურ ბალანს და ხელს უწყობს  კანშიდა ნივთერებების გამომუშავებას,რომლებიც ეწინააღმდეგებიან ვულგარული აკნეს განვითარებას. ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტE)- მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე,აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს. არის ძლიერი ანტიოქსიდანტი და მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმში. ამცირებს  კაპილარების მომატებულ განვლადობას  და მსხვრევადობას . ვიტამინი E ქალური სილამაზის საწინდარია -აღადგენს  კანის ბუნებრივ ფერს , ელასტიურობას და იცავს დაბერებისაგან.

ჩვენება: ვარდისფერი რაზაცეა, პელაგრეა, აკნე (მათ შორის ვულგალური), ფსორიაზი, სებორეა, ეგზემა, დერმატიტი , კანის სიმშრალე, პიგმენტური ლაქები,ნაადრევი დაბერება, თმის ცვენა, ალოპეცია, თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი, ფრჩხილების მტვრევა და დეფექტები.

კანის, ფრჩხილის და თმის კოსმეტიკური დეფექტების დროს. აღადგენს სტრუქტურას, ბუნებრივ ფერს, ელასტიურობას და იცავს დაბერებისგან.

მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში, მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

ნეირაქსინი B 2მლ ი.მ #5ა

18.63 ლარი
17.51 ლარი

ქვეყანა: ლატვია

მწარმოებელი: გრინდექსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიადერმი კანის #60ტ

ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა  შეიცავს: ჰიალურონის მჟავა – 5.0 მგ., ფურისულას ზეთი – 350.0 მგ., სილიციუმი – 10.0 მგ., კოენზიმ Q10 – 15.0 მგ

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.  

 „ვიადერმი კანის სილამაზე“   – ქალბატონებისთვის,   რომლებსაც   სურთ   შეანელონ   უკვე   დაწყებული   კანის დაბერების პროცესი. ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც  არ  აქვთ  სიბერის  ნიშნები,  მაგრამ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი. ქალბატონებისთვის, რომლებიც ეძებენ  სტანდარტულ   საუკეთესო  კანის მოვლისთვის სათანადო თერაპიას ხანგრძლივი დადებითი ეფექტით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  „ვიადერმი   კანის   სილამაზე“ არის   უნიკალური ბუნებრივი მკვებავი კოსმეტიკური პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. შეიცავს ოთხ ძალზედ ეფექტურ კომპონენტს – ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს, კოენზიმ Q10 და   სილიციუმს.“ვიადერმი კანის სილამაზე“ –  პერორალური თერაპიაა და გარეგანი გამოყენების კოსმეტიკურ საშუალებებისგან   განსხვავებით  მოქმედებეს  ორგანიზმზე შიგნიდან, ღრმა დერმის შრეებში, სადაც სათავეს იღებს პრობლემა და ამგვარად აქვთ ხანგრძლივი მოქმედების შედეგი. პრეპარატი ეფექტურად აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ამცირებს ნაოჭებს. მისი რეგულარული მიღება  დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კანი. ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰიალურონის მჟავა-არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში.პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს,რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე. ფურისულას ზეთი-მდიდარია E ვიტამინით“ახალგაზრდობის ვიტამინი“ და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლენის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს.ახდენს მკვდარი ქსოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას.სილიციუმი -მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას,რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)-ცნობილი ანტიოქსიდანტი,რომელიც იცავს  უჯრედებს დაბერებისაგან.

ჩვენება: კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები: სტრესი და უძილობა, ნიკოტინი, ალკოჰოლი,სოლარიუმი, არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები. ალერგიური რეაქციები,  ჰორმონალური დარღვევები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა,ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.

მიღების wesi da dozireba: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში,მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.

შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

ნევრალონი 2მლ #5ა

43.80 ლარი
41.17 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: რომფარმ კომპანი რუმინეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვიადერმი კანის #30ტ

ნუტრიცეპტული თერაპია გარეგანი სილამაზისთვის

 

შემადგენლობა: 1 კაფსულა  შეიცავს: ჰიალურონის მჟავა – 5.0 მგ., ფურისულას ზეთი – 350.0 მგ., სილიციუმი – 10.0 მგ., კოენზიმ Q10 – 15.0 მგ

არ შეიცავს საფუარს და არ იწვევს წონაში მატებას.  

 „ვიადერმი კანის სილამაზე“   – ქალბატონებისთვის,   რომლებსაც   სურთ   შეანელონ   უკვე   დაწყებული   კანის დაბერების პროცესი. ახალგაზრდა ქალბატონებისთვის, რომლებსაც  არ  აქვთ  სიბერის  ნიშნები,  მაგრამ სურთ შეინარჩუნონ ჯანმრთელი, ელასტიური და ლამაზი კანი. ქალბატონებისთვის, რომლებიც ეძებენ  სტანდარტულ   საუკეთესო  კანის მოვლისთვის სათანადო თერაპიას ხანგრძლივი დადებითი ეფექტით.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  „ვიადერმი   კანის   სილამაზე“ არის   უნიკალური ბუნებრივი მკვებავი კოსმეტიკური პროდუქტი. შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ზრუნავენ თქვენი კანის მდგომარეობაზე. შეიცავს ოთხ ძალზედ ეფექტურ კომპონენტს – ჰიალურონის მჟავას, ფურისულას ზეთს, კოენზიმ Q10 და   სილიციუმს.“ვიადერმი კანის სილამაზე“ –  პერორალური თერაპიაა და გარეგანი გამოყენების კოსმეტიკურ საშუალებებისგან   განსხვავებით  მოქმედებეს  ორგანიზმზე შიგნიდან, ღრმა დერმის შრეებში, სადაც სათავეს იღებს პრობლემა და ამგვარად აქვთ ხანგრძლივი მოქმედების შედეგი. პრეპარატი ეფექტურად აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს, ტენიანობას და ამცირებს ნაოჭებს. მისი რეგულარული მიღება  დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი კანი. ფარმაკოლოგიური თვისებები: ჰიალურონის მჟავა-არის მაღალმოლეკულური პოლისაქარიდი, რომელიც  მონაწილეობს ქსოვილებში სითხის ტრანსპორტირებასა და გადანაწილებაში.პირდაპირ მოქმედებს უჯრედის მეტაბოლიზმზე და რეგენერაციის პროცესებზე. ასტიმულირებს კოლაგენის სინთეზს,რომელიც პასუხისმგებელია კანის ელასტიურობაზე და სიმკვრივეზე. ფურისულას ზეთი-მდიდარია E ვიტამინით“ახალგაზრდობის ვიტამინი“ და ცხიმოვანი მჟავებით (ძირითადად ლინოლენის მჟავა).ლინოლენის მჟავას უკმარისობა იწვევს კანის გამოშრობას, მგრძნობელობის მომატებას და ანთებით პროცესებს. ფურისულას ზეთი გამოიყენება მშრალი და მგრძნობიარე კანის მოსავლელად. გააჩნია მკვებავი,დამარბილებელი და დამატენიანებელი მოქმედება.ის სწრაფად აღადგენს კანის სტრუქტურას და უნარჩუნებს ოპტიმალურ სინოტივეს.ახდენს მკვდარი ქსოვილების პილინგს და კანს მატებს სიგლუვეს და ბზინვარებას.სილიციუმი -მიკროელემენტი ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილების სიმკვრივეს და გამძლეობას,რაც არის კანის, თმის  და ფრჩხილების  ძირითადი საყრდენი. სილიციუმი მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა  და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს  კოლაგენის სინთეზში,რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას. კოენზიმ Q10 (უბიქინონი)-ცნობილი ანტიოქსიდანტი,რომელიც იცავს  უჯრედებს დაბერებისაგან.

ჩვენება: კანზე უარყოფითად მოქმედი ფაქტორები: სტრესი და უძილობა, ნიკოტინი, ალკოჰოლი,სოლარიუმი, არაჯანსაღი კვება და ხანგრძლივი დიეტები. ალერგიური რეაქციები,  ჰორმონალური დარღვევები, ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა,ჭარბი და უხარისხო კოსმეტიკა, მეტეოროლიგიური ფაქტორები.

მიღების wesi da dozireba: 1 კაფსულა ორჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-2 თვე. მიღების კურსი მეორდება ექვსთვიანი ინტერვალით.

გამოშვების ფორმა: N30 კაფსულა ბლისტერში,მუყაოს კოლოფში  გამოყენების ინსტრუქციასტან ერთად.

შენახვის პირობები: 15-25 C ტემპერატურაზე,ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: 3 წელი  წარმოების თარიღიდან.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: ,,ვალმარკი”, ჩეხეთი

Don`t copy text!