Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 261

ემეტიქსი #20ტ

28.08 ლარი
26.40 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სორვასტა 30მგ #28ტ

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მინამინი #30კაფს

მინამინი  პრობიოტიკებით #30 კაფსულა

 

საკვები დანამატი

შემადგენლობა:    

lactoferrin       40   მგ

Iodine 130 მკგ

Zinc    15   მგ

Folic acid        400 მკგ

Vitamin B12   20  მკგ

Vitamin D 200 IU      5    მკგ

Selenium        50 მკგ

Vitamin C       60  მგ

Iron     17  მგ

Biotin 0,6 მგ

Vitamin B1     1 მგ

Vitamin B2     1 მგ

Vitamin B6     2,6 მგ

Beta-carotene   300 მკგ

პრობიოტიკები:  2,5x10 9  

Lactobacillus acidophilus     

Lactobacillus rhamnosus

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მინამინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ლაქტოფერინი, პროტეინი, რომელიც არის  ძუძუმწოვართა რძეში, სისხლის პლაზმაში და ნეიტროფილებში და პრობიოტიკები.

მინამინი იცავს ორგანიზმს ანემიისგან.  ლაქტოფერინის , რკინის,  ვიტამინების C , B12   და ფოლის მჟავას ბალანსირებული შემცველობა უზრუნველყოფს ანემიის სრულფასოვან პროფილაქტიკას.  ლაქტოფერინი - მულტიფუნქციური პროტეინია, რომელიც ხელს უწყობს  რკინის შეწოვას, მის შემდგომ ტრანსპორტირებას ორგანიზმში, აკონტროლებს რკინის დონეს .

ლაქტოფერინი  თრგუნავს  ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და მათ ზრდა-განვითარებას, შესაბამისად აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება, ანტიმიკრობული მოქმედებით უზრუნველყოფს ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებასორგანიზმში.

ლაქტოფერინი ასტიმულირებს ოსტეობლასტებს და ხელს უწყობს ძვლის ფორმაციას. 

ლაქტოფერინი ხსენში მაღალი კონცენტრაციის შედეგად, იცავს ახალშობილს ინფექციებისგან.          

რკინის შემბოჭველი და გადამტანი ფუნქციის გარდა, ლაქტოფერინი ავლენს ანტივირუსულ, ანტიპარაზიტულ, ანტისიმსივნურ, ანტიალერგიულ თვისებებს და ფუნქციებს. ფერმენტული აქტივობის შედეგად ის ზემოქმედებას ახდენს რძის პირიმიდინ სპეციფიურ რიბონუკლეაზებზე, რითაც ხელს უშლის ძუძუს კიბოს გამომწვევი რეტროვირუსების გამრავლებას.

ლაქტოფერინი ძვლის  ფორმაციაზე დადებით ზაემოქმედებას ახდენს. კერძოდ აძლიერებს ფორმაციას და ასუსტებს ძვლის რეზორბციას.ეს ვლინდება რეზორბციის მარკერების (deoxypyridinoline  და N-telopeptide)  შემცირებით  და ფორმაციის მარკერების (ოსტეოკალცინი და ტუტე ფოსფატაზა) მომატებით.

პრობიოტიკები აღადგენს მიკროფლორის ბალანსს ორგანიზმში.

მინამინის შემადგენლობაში ასევე შედის:

იოდი - თავის ტვინის, ნერვული სისტემის, ჩონჩხისა და ხრტილოვანი ქსოვილის სრულფასოვანი ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი კომპონენტია.

თუთია - აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ნორმალური ფორმირებისათვის. მოქმედებს სქესობრივი ჰორმონების სინთეზზე, ამცირებს : ა) ნაადრევი მშობიარობის რისკს 14%-ით

ბ) მუცლადყოფნის პერიოდში ანომალიების განვითარების რისკს.

ფოლის მჟავა - მონაწილეობას იღებს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში. აუცილებელია ნორმალური ერითროპოეზისათვის. ახდენს ნერვული ღეროს განვითარების მანკების პრევენციას.

D ვიტამინი – არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფატების ცვლას, მონაწილეობს ნაყოფის ძვლის სტრუქტურის ფორმირების პროცესში.

 სელენი - მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს ორსულის ორგანიზმს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედებისგან, ნაადრევი მშობიარობისგან.

B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისათვის და მიელინის სინთეზისათვის.

B1,B2,B6, მონაწილეობს ცილოვან, ნახშირწყლოვან ცვლაში, ნეირომედიატორების და მიელინის სინთეზში.

ბიოტინი -ჯანმრთელი თმის, კანის და ფრჩხილების შენარჩუნებისთვის.

ჩვენებები :   

- ორსულებში ანემიის პრევენცია

- ორსულობისათვის მზადების პერიოდი

 -ორსულთა ტოქსიკოზები

- ნაადრევი მშობიარობის რისკი

- ნაყოფის ჰიპოტროფია

- ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პრევენცია

- კლიმაქტერულ პერიოდი

დოზირება:

1 კაფსულა ერთხელ დღეში

გაფრთხილება: რეკომენდებულ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ.

მიღების წესი და დოზირება: 1-2  კაფსულა ერთხელ დღეში.

გაფრთხილება : შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25 ° ტემპრერატურამდე, არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას.

უკუჩვენება : მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

გამოშვების ფორმა: #30 კაფსულა

მწარმოებელი: Aktif Farma, თურქეთი

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: ჯორჯიან რემედი ლიმითედი

აფთიაქში გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

ელექტოლიტი დენკი #10პაკ

31.80 ლარი
29.89 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სორვასტა 20მგ #28ტ

42.50 ლარი
39.95 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილგამა მონო 300მგ #30ტ

Milgamma ® mono 300
მილგამა® მონო 300

აქტიური მოქმედი ნივთიერება: ბენფოტიამინი 300 მგ
ტაბლეტები ბლისტერულ შეფუთვაში

ყურადღებით გაეცანით ფურცელჩანართს, მასში მოცემულია თქვენთვის საჭირო  ინფორმაცია.

ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. საუკეთესო შედეგის მისაღწევად სასურველია მიიღოთ მილგამა მონო 300 ექიმის დანიშნულების მიხედვით.
• შეინახეთ ფურცელჩანართი. შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
• მიმართეთ ფარმაცევტს რჩევებისათვის.
• თუ მკურნალობისას თქვენი მდგომარეობა გაუარესდა ან 14 დღის განმავლობაში ვერ შეამჩნევთ გაუმჯობესებას, მიმართეთ ექიმს
• თუ თქვენ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის აღნიშნული ფურცელჩანართში აცნობეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

ფურცელჩანართი შეიცავს:
1.    რა არის მილგამა მონო 300 და რისთვის გამოიყენება იგი?
2.    რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მილგამა მონო 300 –ით მკურნალობის დაწყებამდე?
3.    როგორ უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300?
4.    რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
5.    როგორ შევინახოთ მილგამა მონო 300?
6.    სხვა ინფორმაცია

1. რა არის მილგამა მონო 300 და რისთვის გამოიყენება იგი?
მილგამა მონო 300 არის ვიტამინური პრეპარატი
გამოყენების სფერო
მონო პრეპარატის ძირითად გამოყენების სფეროს წარმოადგენს თერაპია ან პროფილაკტიკური მკურნალობა ვიტამინი-B1-ის მხოლოდ კლინიკური დეფიციტის შემთხვევაში, როდესაც საკვები დანამატებით ვერ ხერხდება მისი მიღება.
კლინიკურად გამოწვეული ვიტამინი-B1-ის დეფიციტი შესაძლებელია გამოვლინდეს: დეფიციტის ან არასწორი კვებისას (მაგ. ბერი-ბერი-ავიტამინოზი), ხანგრძლივი დროის მანძილზე პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტისა დროს, ჰემოდიალესისას, მალაბსორბციისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად (ალკოჰოლტოქსიკური კარდიომიოპათია, ალკოჰოლური ენცელოფალოპატია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში (მაგ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).

აგრეთვე გამოიყენება ნეიროპათიული და კარდიოვასკულარული დარღვევების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B1-ის დეფიციტით.
2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მილგამა მონო 300–ით მკურნალობის დაწყებამდე?
      მილგამა მონო 300-ის მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში
-    თუ თქვენ გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა (ალერგიულობა) ბენფოტიამინის, თიამინის ან სხვა შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ.
მილგამა მონო 300-ის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად:
გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ სხვა მედიკამენტს ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს მედიკამენტი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
თიამინი კარგავს აქტივობას (ნეიტრალდება) 5-ფლუორურაცილის (კიბოს სამკურნალო საშუალება) ზემოქმედების შედეგად, რადგანაც 5-ფლუორურაცილი კონკურენტულად აბრკოლებს თიამინის თიამინპიროფოსფატად ფოსფორირებას.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
თუ თქვენ ორსულად ხართ, მაშინ ამ პრეპარატის გამოყენება მისი აქტიური ნივთიერების შემცველობის რაოდენობის საფუძველზე მიზანშეწონილია მხოლოდ  ვიტამინი B1-ის გამოხატული დეფიციტის სამკურნალოდ. აქედან გამომდინარე მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ ჩათვლის თქვენი მკურნალი ექიმი. ორსულობისას ვიტამინი B1-ის დღიური დოზა შეადგენს 1.4 – 1.6 მგ-ს. დღიურ ნორმაზე მეტი დოზით მიღების შესახებ დღემდე არ არის მონაცემები.

ლაქტაციის დროს ამ პრეპარატის მიღება მისი აქტიური ნივთიერების შემცველობის რაოდენობის საფუძველზე ვიტამინი B1-ის გამოხატული დეფიციტის სამკურნალოდ მიზანშეწონილია. აქედან გამომდინარე მილგამა მონო 300 უნდა მიიღოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას აუცილებლად საჭიროდ მიიჩნევს თქვენი მკურნალი ექიმი. ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი B1-ის დღიური დოზა შეადგენს 1.4 – 1.6 მგ-ს. დღიურ ნორმაზე მეტი დოზით მიღების შესახებ დღემდე არ არის მონაცემები. ვიტამინი B1 გადადის დედის რძეში.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე რჩევისათვის.

კონცენტრირების უნარი ავტომობილის მართვის დროს:
არ საჭიროებს განსაკუთრებული პირობების დაცვას.

3.  როგორ უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300?
მიიღეთ მილგამა მონო 300 ყოველთვის ზუსტად ფურცელჩანართში აღნიშნული მითითებების შესაბამისად.   გაურკვეველი სიტუაციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისათვის.
თუ თქვენ არ გაქვს ექიმისაგან განსხვავებული დანიშნულება, მაშინ მოქმედებს მილგამა მონო 300-ის მიღების შემდგომი წესები. დაიცავით მილგამა მონო 300-ის მიღების წესების ინსტრუქციის შესაბამისად, რადგანაც შესაძლოა სხვაგვარად პრეპარატმა არ იმოქმედოს სწორად!

მიღების სახე
დანიშნულების გარეშე მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ. ბლისტერული შეფუთვის ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად ცოტაოდენ სითხესთან ერთად. ნეიროპათიული თერაპიისას უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300 თავდაპირველად  მცირე სამი კვირის განმავლობაში. შემდგომი თერაპიული მკურნალობა უნდა განაგრძოთ შედეგობრივად.

გამოყენების ხანგრძლივობა
მილგამა მონო 300-ის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიის შედეგების მიხედვით. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ მილგამა მონო 300-ს გააჩნია ძლიერი ან პირიქით სუსტი ზემოქმედება.

თუ მიიღეთ დოზაზე მეტი რაოდენობით  მილგამა მონო 300 არ არის საჭირო სამედიცინო ჩარევები

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი?
როგორც ყველა მედიკამენტს მილგამა მონო 300-საც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.
გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი შეფასებით:

ძალიან ხშირად:  10- დან 1-ზე მეტ პაციენტში

ხშირად:          10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 100-დან 1-ზე
                  მეტ პაციენტში

საშუალოდ:       100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ 1000-დან 1 -ზე
                  მეტ პაციენტში

იშვიათად:        1000-დან 1 ზე ნაკლებ, მაგრამ 10 000-დან 1-ზე
                  მეტ პაციენტში

ძალიან იშვიათად: 10 000-დან 1 ზე ნაკლებ პაციენტში, ან უცნობია

განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები ან ნიშნები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება და ღონისძიებები, რომელთაც უნდა მიმართოთ:
თუ თქვენ აღგენიშნათ შემდგომში ჩამოთვლილი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე, მაშინ უნდა შეწყვიტოთ მილგამა მონო 300-ის მიღება და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ზედმეტ მგრძნობელობას (ჭინჭრის ციებ-ცხელება, კანის გამონაყარი).
კლინიკური ცდებისას გამოვლინდა ცალკეულ შემთხვევებში გასტროინტესტინალური დარღვევები, მაგალითად, როგორიცაა ღებინება ან სხვა ჩივილები. მიზეზობრივი კავშირი ვიტამინ  B1-თან და აგრეთვე დოზირებასთან ჯერ-ჯერობით არ არის ბოლომდე დადასტურებული.
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენში რომელიმე  გვერდითი მოვლენა ძლიერად გამოვლინდება ან შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში.

5. როგორ შევინახოთ მილგამა მონო 300?
მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი შეფუთვის კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ვრცელდება თვის ბოლო დღემდე.

შენახვის პირობები:
შეინახეთ საწყის  შეფუთვაში
შეეკითხეთ ექიმს მედიკამენტის უტილიზაციის შესახებ, თუ ის აღარ გჭირდებათ, ეს ღონისძიება ხელს უწყობს ბუნების დაცვას.

6. სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მილგამა მონო 300:
ქიმიურად აქტიური ნივთიერებაა ბენფოტიამინი.
1 ბლისტერული ტაბლეტი შეიცავს 300 მგ ბენფოტიამინს (უცხიმო ვიტამინი B1-დევირატი)
დამხმარე ნივთიერებებია:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, პოვიდონი (K30), მაღალდისპენზიური სილიციუმდიოქსიდი, კროსკარმელოზა-ნატრიუმი, მაღალი ჯაჭვური ნაწილობრივი გლიცერიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენგლიკოლი, საქარინის-ნატრიუმი.

როგორ გამოიყურება მილიგამა მონო 300 და შეფუთვის შემადგენლობა:
მილგამა მონო 300 არის მართკუთხა ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში გადასატეხი ჭრილით.
მილგამა მონო 300 არის 30, 60, 90, 100 ბლისტერულ ორიგინალ შეფუთვაში.
შეძლებისდაგვარად არ არის ყველა სახეობა მიმოქცევაში.

ფარმაცევტული საწარმო:
ვოერვაგ ფარმა შპს& კო. კომანდ. საზ.
კალვერშტრასე 7
71034 ბიობლინგენი
ტელ: 07031/6204-0
ფაქსი: 07031/6204-31
ელ-ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი
კომანდიტ. საზ. მაუერმან არცნაიმიტელ
ჰაინრიხ-კნოტეშტრასე 2
82343 პოეკინგი

ან
შპს რიემზერ სპეციალიტი პროდუქციონ
მითელშტრასე 18
88471 ლაუპჰაიმი

ეს ინსტრუქცია განახლებულია 2008 წლის ოქტომბერში.

სხვა მონაცემები
ადამიანმა უნდა მიიღოს ვიტამინი B1 ყოველდღიურად საკმარისი დოზით. იგი არის ორგანიზმის შეუცვლელი სასიცოცხლო შემადგენელი ინგრედიენტი, რადგანაც ორგანიზმის მრავალი ფუნქცია ვერ იქნება სრულყოფილი ამ მიკრო საკვები ნივთიერების გარეშე. ვიტამინი B1 მთავარ როლს თამაშობს ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლაში და მონაწილეობს მრავალ ბიოქიმიურ პროცესებში, რომლის დროსაც საკვები ენერგიად გადაიქცევა.
ვიტამინი B1 მოიპოვება მცირე დოზით მცენარეულ და ცხოველურ საკვებში. განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ვიტამინი B1 ბურღულეულის კანში, მაგალითად, როგორიცაა ბრინჯი და ხორბალი.

მილგამა მონო 300 შეიცავს ბენფოთიამინს, ეს არის ვიტამინი B1 -ს უცხიმო ფორმა. იგი გამოხატავს შემდგომ განვითარებას. ბენფოთიამინი გაცილებით უკეთ შეთვისებადია, ვიდრე იგივე რაოდენობის ვიტამინი B1 -ის წყალში ხსნადი ფორმა. მიღების შემდეგ ბენფოთიამინი სხეულში გადაიქცევა ვიტამინი B1 -ის აქტიურ სუბსტანციად.

ვოერვაგ ფარმა შპს& კომპ. კომანდიტ. საზ.
კალვერშტრასე 7, 71034 ბიებლინგენი

სორვასტა 15მგ #28ტ

43.15 ლარი
40.56 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მილგამა 2მლ #5ამპ

მილგამა ხსნარი
Milgama

საერთაშორისო დასახელება - thiamin, pyridoxin, cyanocobalamin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ვიტამინური პრეპარატები; B ჯგუფის ვიტამინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ხსნარი 2 მლ #5 ამპ.

ხსნარის 1 მლ შეიცავს: მოქმედ ნივთიერებებს – თიამინის ქლორიდის ჰიდროქლორიდი 100მგ, პირიდოქსინი ჰიდროქლორიდი 100 მგ, ციანოკობალამინი 1000 მკგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 20მგ,
დამხმარე ნივთიერებები – ბენზილის სპირტი, ნატრიუმის პოლიფოსფატი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, წყალი ინექციისათვის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

B ჯგუფის ნეიროტროპული ვიტამინები ახდენენ დადებით ზემოქმედებას ნერვების და მამოძრავებელი აპარატისა დეგენერატიულ და ანთებით დაავადებებზე. იგი ხელს უწყობს სისხლის ნაკადის გაძლიერებას და აუმჯობესებს ნერვული სისტემის მუშაობას. თიამინი ასრულებს ძირითად როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის დროს, აგრეთვე კრებსის ციკლში და შემდგომ თპფ (თიამინ პიროფოსფატის) და ატფ (ადენოზინ ტრიფოსფატი) სინთეზში. პირიდოქსინი მონაწილეობს პროტეინის, და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ურთიერთ მოქმედების პოტენცირება, რომელიც მჟღავნდება ნერვულ, ნეიროკუნთოვან და გულ-სისხლძარღვთა სისტემებზე დადებით ზემოქმედებაში. B6 ვიტამინის დეფიციტის დროს ხდება ფართოდ გავრცელებული დეფიციტის მდგომარეობა სწრაფი კუპირება ამ ვიტამინების შეყვანის შემდეგ. ციანოკობალამინი მონაწილეობს მიელინის გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს, ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, დაკავშირებულს პერიფერიულ ნერვულ სისტემის დაზიანებასთან, ასტიმულირებს ნუკლეინის ცვლას ფოლიუმის მჟავის აქტივაციის გზით. ლიდოკაინი – ადგილობრივი საანესტეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ყველა სახის ადგილობრივ ანესთეზიას: ტერმინალურს, ინფილტრაციულს, გამტარიანს.

ფარმაკოკინეტიკა

კუნთქვეშა შეყვანის შემდეგ თიამინი სწრაფად აბსორბირებს ინექციის ადგილიდან და მიეწოდება სისხლს (484 ნგ/მლ 15 წუთის შეყვანის პირველ დღეს დოზით-50მგ) და ნაწილდება ორგანიზმში არათანაბრად შემდეგ შემცველობით: ლეიკოციტებში 15%, ერიტრიციტებში 75% და პლაზმაში 10%. ორგანიზმში ვიტამინის მნიშვნელოვანი მარაგის არარსებობის გამო ის უნდა მიეწოდებოდეს ორგანიზმს ყოველდღე. თიამინი აღწევს ჰემატოენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში და მჟღავნდება დედის რძეში. თიამინი გამოიყოფა შარდით ალფა-ფაზაში 0,15 საათის შემდეგ, ბეტა-ფაზაში – 1 საათის შემდეგ და ტერმინალურ ფაზაში – ორი დღის განმავლობაში. ძირითად მეტაბოლიტებს წარმოადგენენ: თიამინკარბონის მჟავა, პირამინი და ზოგიერთი უცნობი მეტაბოლიტები. ყველა ვიტამინებს შორის თიამინი შენარჩუნდება ორგანიზმში უმცირეს რაოდენობით. ზრდასრულ ადამიანის ორგანიზმი შეიცავს მიახლოებით 30მგ თიამინს: 80% თიამინ პიროფოსფატს, 10% თიამინ ტრიფოსფატის და დანარჩენი – თიამინ მონოფოსფატის სახით. კუნთში ინექციის შემდეგ პიროდოქსინი სწრაფად აბსორბირდება სისხლის მიმოქცევის სისტემაში და ნაწილდება ორგანიზმში, ასრულებს კოენზიმის როლს CH2OH ჯგუფის მე-5 მდგომარეობაში ფოსფორილირების შემდეგ. 80%-მდე ვიტამინები უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პიროდოქსინი ნაწილდება მთელს ორგანიზმში, გადალახავს პლაცენტას და მჟღავნდება დედის რძეში, დეპონირებს ღვიძლში და იჟანგება 4-პირიდოქსინურ მჟავამდე, რომელიც ექსკრეტირდება შარდში, აბსორბაციიდან მაქსიმუმ 2-5 საათის შემდეგ. ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 40-150 მგ B6 ვიტამინს და მისი ყოველდღიური ელიმინაციის სიჩქარეა 1,7-3,6 მგ-მდე და შესრულების სიჩქარეა 2,2 - 2,4%.

ჩვენებები

გამოიყენება კომპლექსურ თერაპიის შემადგენლობაში როგორც პათოგენეტიკური და სიმპტომატიკური საშუალება ნერვული სისტემის სხვადასხვა წარმოშობის დაავადებებისა და სინდრომებისათვის: ნევრალგია, ნევრიტი, სახის ნერვის პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები (მათ შორის სარტყელშემოწერილი სირსველი), პლექსოპტია, ნეიროპატია, პოლინეიროპატია (დიაბეტური, ალკოგოლური და სხვ.), ღამის კუნთოვანი კრუნჩხვა, განსაკუთრებით დიდი ასაკის ჯგუფის წარმომადგენლებში, ხერხემლის ოსტეოხონდროზის ნევროლოგიურ გამოვლინებისას: რადიკულოპატია, ლუმბოიშალგია, კუნთოვანი-ტონიკური სინდრომები.

მიღების წესები და დოზები

გამოხატული ტკივილის სინდრომის შემთხვევაში მკურნალობა მიზანშეწონილია დაიწყოს კუნთში ინექციით (ღრმად) 2 მლ ყოველდღიურად 5-10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ხდება გადასვლა შინაგანად მიღებაზე ან უფრო იშვიათ ინექციებზე (2-3 ჯერ კვირაში 2-3კვირის განმავლობაში), შემდგომში თერაპია შეიძლება გაგრძელდეს წამლის ფორმით რომელიც მიიღება შინაგანად.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება წარმოიშვას ოფლიანობა, ტახიკარდია, ჩნდება გამონაყარი (აკნე). აღწერილია კანის რეაქცია ქავილის, ჭინჭრის ციების სახით. გართულებული სუნთქვა, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენება

გულის დეკომპენსირებული უკმარისობა. პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა. ბავშვის ასაკი, მონაცემების უქონლობსთან დაკავშირებით.

ორსულობა და ლაქტაცია

გამოყენება არ არის რეკომენდირებული

ჭარბი დოზირება

პრეპარატის ძალიან სწრაფად შეყვანის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, არითმია, კრუნჩხვები, ეს მოვლენები შეიძლება იყოს დოზის გადაჭარბების შედეგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

თიამინი მთლიანად იშლება სულფიტის შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები განიცდიან ინაქტივაციას B ვიტამინის დაშლის პროდუქტების თანაარსებობისას. ლევოდოპა ასუსტებს ვიტამინის თერაპევტული დოზის ეფექტურობას. ასევე შეიძლება წარმოიშვას ურთიერთქმედება ციკლოსერინთან, Д- პენიცილამინთან, ეპინეფრინთან, ნორეპინეფრინთან, სულფონამიდთან, რომლებიც აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას. თიამინი შეუთავსებელია დამჟანგავ ნივთიერებებთან: ვერცხლისწყლის ქლორიდი, იოდიდებთან, კარბონატებთან, აცეტატთან, ტანინის მჟავასთან, რკინა-ამონიუმის-ციტრატთან, და აგრეთვე ფენობარბიტალთან, რიბოფლავინთან, ბენზილ-პენიცილინთან, დექსტროზასთან და მეტაბისულფიტთან. სპილენძი აჩქარებს თიამინის დაშლას; ამის გარდა თიამინი კარგავს თავის მოქმედებას pH- ის მნიშვნელობის გაზრდასთან ერთად (pH 3- ზე მეტი).

შენახვის პირობები და ვადები

2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებულ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არაუმეტეს 15ºC ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვისათვის მიუწდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ვიორვაგ ფარმა გმბჰ და კო. კგ
გერმანია

ედენორმი 5% 8მლ თვ.წვეთები

32.17 ლარი
30.23 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: სოფთ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სორვასტა 10მგ #28ტ

29.05 ლარი
27.31 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!