28.60 ლარი
26.89 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: რეფორმ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
28.60 ლარი
26.89 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: რეფორმ ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
პარადოქს ომეგა – 3,6,7,9 სპორტი კაფსულები N30
ომეგა ცხიმოვანი მჟავების უნიკალური ნარევი, იცავს სპორტსმენებს ტრავმებისგან & ანთებითი ხასიათის დაზიანებისგან
ომეგა 3,6,7,9 +პოლიფენოლის ანტიოქსიდანტები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
უნიკალური ფორმულა
√ შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში
√ ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო
√ სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი
√ ულტრა მაღალი EPA & DHA
√ შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს
√ თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე
“A new generation of Omegas”
Dr Geoff. Hayhurst
ხარისხი
პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.
სტაბილურობა
ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.
ძლიერი ანტიოქსიდანტი
პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა
20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.
გაზრდილი ბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა
ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.
უნიკალური უპირატესობა:
წარდგენა & აღდგენა
შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები კარგად არის შესწავლილი და ცნობილია მითი დადებითი როლი გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ძვალ-კუნთოვანი სისტემის, ლორწოვანი გარსის და თავის ტვინის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მათ აქვთ ა დადებითი ეფექტი თერმოგენეზის პროცესში, ანაბოლიზმზე, ინსულინის მგრძნობელობაზე ისინი ამცირებენ PG2 პროსტაგლანდინებს, შესაბამისად ამცირებენ ანთებით პროცესებს და ხელს უწყობენ აღდგენით პროცესებს
კუნთები და სახსრები
ინტენსიური ვარჯიში ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების გავრცელებას და ანთებითი პროცესების განვითარებას კუნთებსა და სახსრებში. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ზომიერად ინტენსიური ვარჯიშიც კი იგივენაირად მოქმედებს კუნთებზე და ზრდის ანთების განვითარების და ტრავმების რისკს. სპორტსმენებს, რომლებიც ინტენსიურად ვარჯიშობდნენ და მიიღეს ომეგა ცხიმოვანი მჟავები სისხლში ჰქონდათ დაბალი დონე მარკერისა, რომელიც ანთებით რეაქციას იწვევს და მაღალი დონე ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებისა.
კონცენტრაცია
დაბალანსებული ცხიმოვანი მჟავები დადებითად მოქმედებენ თავის ტვინზე და აუმჯობესებენ ფოკუსირების და ყურადღების კონცენტრირების უნარს რაც ასე ძალიან სჭირდებათ სპორტსმენებს
ფილტვები
ბოლო კვლევებმა დაადასტურა, რომ ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები აუმჯობესებენ ფილტვის ფუნქციას სპორტსმენებში ვარჯიშის დროს და ვარჯიშის შემდგომ.
უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო-სამედიცინო, დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევრო კავშირის ყველამოთხოვნას და მითითებას საკვებ დანამატზე, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
პარადოქს ომეგა 3,6,7,9 სპორტი კაფსულები N30
შემადგენლობა |
| ერთიკაფსულა |
პარადოქს ომეგა ზეთი |
| 990 მგ |
ომეგა 3 |
| 285 მგ |
მათგან EPA DPA DHA |
| 250 მგ |
ომეგა 6 |
| 34 მგ |
ომეგა 7 |
| 100 მგ |
ომეგა 9 |
| 212 მგ |
ვიტამინი D3 | 15% RDA | 0,6 μg |
ვიტამინი E | 10% RDA | 1,2 მგ |
ენერგეტიკული ღირებულება |
| 8,9.კკალ |
ცილა |
| 0 |
ნახშირწყლები |
| 0 |
ცხიმები |
| 0,99გ |
კაფსულა: გლიცერინი ბპ (ჰალალ/კოშერი), ლიმონის მჟავა,სიმინდის სახამებელი, რკინის ყვითელი ოქსიდი,
ცელულოზა, საკრალოზა
რეკომენდირებული დღიური დოზა:
12 წლის ზემოთ: 1-2 კაფსულა
უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები:
ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
კვლევები ჩატარებულია, შემუშავებულია და წარმოებულია დიდ ბრიტანეთში,
ჩრდილოეთ ირლანდია
Paradox Omega Oils Ltd
Belfast BT4 2AG,
Northern Ireland, UK
კოლედანი 15000სე/მლ 10მლ ფლ.
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 15000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი “ტუტი-ფრუტი”, გასუფთავებული წყალი.
ათქ კოდი: A11CC05
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ვიტამინი D3 წარმოადგენს აქტიურ ანტირაქიტულ ფაქტორს. ვიტამინ D-ს უმთავრეს ფუნქციას წარმოადგენს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის მინერალიზაციას და ზრდას.
ვიტამინი D3 წარმოადგენს ვიტამინ D-ს ბუნებრივ ფორმას, რომელიც წარმოიქმნება ადამიანის კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად. ვიტამინი D2-თან შედარებით, ხასიათდება 25%-ით მეტი აქტივობით. ქოლეკალციფეროლი ასრულებს მნიშვნელოვან როლს ნაწლავებიდან კალციუმისა და ფოსფატების აბსორბციაში, მინერალური მარილების ტრანსპორტსა და ძვლების კალციფიკაციის პროცესში, აგრეთვე არეგულირებს თირკმელებით კალციუმისა და ფოსფატების გამოყოფას. სისხლში ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებში კალციუმის იონების არსებობა უზრუნველყოფს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მიოკარდიუმის ფუნქციას, ხელს უწყობს ნერვული აგზნების გატარებას, არეგულირებს სისხლის შედედების პროცესს. ვიტამინი D აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ასევე მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში, ახდენს რა გავლენას ლიმფოკინების პროდუქციაზე.
საკვებში ვიტამინ D-ს ნაკლებობა, მისი შეწოვის დარღვევა, კალციუმის დეფიციტი, ასევე ბავშვის სწრაფი ზრდის პერიოდში მზეზე არასაკმარისად ყოფნა, იწვევს რაქიტს, მოზრდილებში – ოსტეომალაციას, ორსულებში შესაძლოა განვითარდეს ტეტანიის სიმპტომები, ახალშობილებში გაძვალების პროცესების დარღვევა. ვიტამინ D-ზე მოთხოვნილება იზრდება ქალებში მენოპაუზის პერიოდში, რადგან მათ ჰორმონალურ დარღვევებთან დაკავშირებით ხშირად უვითარდებათ ოსტეოპოროზი.
ფარმაკოკინეტიკა
ქოლეკალციფეროლის წყალხსნარი უკეთ შეიწოვება, ვიდრე ზეთოვანი ხსნარი. ამას მნიშვნელობა აქვს დღენაკლულ ბავშვებში გამოყენებისას, რადგან პაციენტების მოცემულ კატეგორიაში აღინიშნება ნაღვლის პროდუქციის და ნაწლავში გადასვლის უკმარისობა, რაც არღვევს ზეთოვანი ხსნარების სახით არსებული ვიტამინების შეწოვას.
შიგნით მიღების შემდეგ, ქოლეკალციფეროლი აბსორბირდება წვრილ ნაწლავში.
პრეპარატი გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს. გამოიყოფა ქალის რძეში. ქოლეკალციფეროლი კუმულირდება ორგანიზმში.
ქოლეკალციფეროლი მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში, ტრანსფორმირდება აქტიურ მეტაბოლიტად – კალციფეროლად, რომელიც უერთდება ცილა-გადამტანებს, ტრანსპორტირდება სამიზნე ორგანოებში (ნაწლავები, ძვლები, თირკმელები).
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს რამდენიმე დღე-ღამეს და თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შეიძლება იყოს უფრო ხანგრძლივიც. გამოიყოფა თირკმელებით უმნიშვნელო რაოდენობით. ქოლეკალციფეროლი და მისი ცვლის პროდუქტების დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღველით ნაწლავებში, საიდანაც შესაძლოა მათი ხელახალი შეწოვა ენტეროჰეპატური ცირკულაციის სისტემის შექმნით ან ექსკრეტირება ფეკალიებით.
გამოყენების ჩვენებები
პროფილაქტიკა და მკურნალობა:
– ვიტამინ D-ს დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა);
– რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები;
– ჰიპოკალცემიური ტეტანია;
– ოსტეომალაცია;
– მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი).
ოსტეოპოროზის, მათ შორის პოსტმენოპაუზის ასაკის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება
კოლედანი მიიღება შიგნით, გახსნილი ერთ კოვზ სითხეში (1 წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკალციფეროლს). ძუძუმწოვარ ბავშვებს წვეთებს აძლევენ ერთ კოვზ რძესთან ან ფაფასთან ერთად. წვეთების ბოთლში ან თეფშში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთ დროს დოზის სრულად მიღების გარანტირება შესაძლებელი არ არის. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, ვიტამინ D-ს რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც პაციენტი იღებს საკვები რაციონიდან და სამკურნალო პრეპარატების ფორმით.
პროფილაქტიკური დოზები
დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას პრეპარატი ინიშნება დოზით 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში.
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში.
ორსულებს ყოველდღიურად უნიშნავენ 500 სე (1 წვეთი) დღე-ღამეში მთელი ორსულობის პერიოდში ან 1000 სე (2 წვეთი) დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან.
პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
თერაპიული დოზები
რაქიტისას პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად დოზით 2000-5000 სე (4-10 წვეთი) დღე-ღამეში 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამ დროს საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ბიოქიმიური მაჩვენებლების (კალციუმის, ფოსფორის დონე, ტუტე ფოსფატაზის აქტივობა სისხლში და შარდში) კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 2000 სე (4 წვეთი) დღე-ღამეში 3-5 დღის განმავლობაში, შემდგომ, კარგი ამტანობისას, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო (ჩვეულებრივ 3000 სე (6 წვეთი) დღე-ღამეში) დოზამდე. დოზა 5000 სე (10 წვეთი) დღე-ღამეში ინიშნება მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას. საჭიროებისას, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკვეთრი ეფექტის მიღებამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით 500-1500 სე (1-3 წვეთი) დღე-ღამეში.
რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისაას ინიშნება 20000-30000 (40-60 წვეთი) დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
პოსტმენოპაუზის ასაკის ოსტეოპოროზის მკურნალობისას (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
წინააღმდეგ ჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის და პრეპარატის სხვა კომპონენტების (განსაკუთრებით ბენზილის სპირტი) მიმართ;
– D ჰიპერვიტამინოზი;
– სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება;
– შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმელებში კალციუმის ოქსალატური ქვების წარმოქმნა);
– სარკოიდოზი;
– თირკმლის უკმარისობა.
სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი იმობილიზაციის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში; თიაზიდების, საგულე გლიკოზიდების მიღებისას; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; ძუძუმწოვარ ბავშვებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).
გვერდითი მოვლენები
რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება. ვიტამინ D3-ის მიმართ მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობის იშვიათად გამოვლენისას ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ძალიან მაღალი დოზის მიღების შედეგად შესაძლოა გამოვლინდეს D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები.
D ჰიპერვიტამინოზის სიმპტომები: მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება; თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი; შეკრულობა; პირის სიმშრალე; პოლიურია; სისუსტე; ფსიქიკის დარღვევა, მათ შორის დეპრესია; სხეულის მასის დაკარგვა; ძილის დარღვევა; ტემპერატურის მომატება; შარდში ცილის, ლეიკოციტების, ჰიალინური ცილინდრების გამოვლენა; სისხლში კალციუმის დონის მომატება და მისი შარდით გამოყოფა; შესაძლებელია თირკმელების, სისხლძარღვების, ფილტვების კალცინოზი. D ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა, კალციუმის შეზღუდვა, ვიტამინების A, C და B დანიშვნა.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დანიშვნისას აუცილებელია ვიტამინ D-ს ყველა შესაძლო წყაროს გათვალისწინება.
ბავშვებში პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია გულმოდგინე სამედიცინო დაკვირვება და პერიოდული გამოკვლევებისას დოზირების რეჟიმის კორექცია, განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში.
კოლედანის მაღალი დოზებით ხანგრძლივმა გამოყენებამ ან პრეპარატის დარტყმითი დოზებით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ქრონიკული D3 ჰიპერვიტამინოზი.
ერთდროულად არ უნდა გამოიყენოთ კოლედანი და კალციუმი მაღალი დოზებით.
პრეპარატის სამკურნალო მიზნით გამოყენებისას აუცილებელია სისხლში და შარდში კალციუმის დონის კონტროლი.
გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე
კოლედანი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტის მართვისა ან რთულ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისას კოლედანის მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოვლენის გამო.
კოლედანი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას შესაძლებელია ბავშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.
გამოყენება პედიატრიაში
პრეპარატი გამოიყენება ბავშვებში სიცოცხლის 1 კვირიდან.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კოლედანის ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებთან, რიფამპიცინთან, კოლესტირამინთან ერთად გამოყენებისას ქოლეკალციფეროლის აბსორბცია მცირდება.
კოლედანისა და თიაზიდური დიურეტიკების ერთად გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის რისკი.
კოლედანის საგულე გლიკოზიდებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა გაიზარდოს მათი ტოქსიკური მოქმედება (იზრდება გულის რითმის დარღვევების რისკი).
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, დიარეა, ნაწლავური კოლიკა. ხშირი სიმპტომებია თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, ატაქსია, სტუპორი, სხეულის მასის პროგრესული კლება. ვითარდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსთენურიით, ნიქტურიით და არტერიული წნევის მომატებით.
მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანა გარსის შემღვრევა, იშვიათად – მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტის განვითარებამდეც კი. შესაძლებელია თირკმელებში ქვების წარმოქმნა, რბილი ქსოვილების კალციფიცირება, მათ შორის სისხლძარღვების, გულის, ფილტვების, კანის.
იშვიათად ვითარდება ქოლესტაზური სიყვითლე.
მკურნალობა: პრეპარატის მოხსნა. ინიშნება დიდი რაოდენობით სითხე. შესაძლოა საჭირო გახდეს ჰოსპიტალიზაცია.
გამოშვების ფორმა
წვეთები შიგნით მისაღებად, 10 მლ ყვითელი ფერის შუშის ფლაკონში, საწვეთურიანი საცობით და ხრახნიანი დამცავი თავსახურით, რომელიც აღჭურვილია დამცავი რგოლით.
ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ, პრეპარატი გამოიყენეთ 6 თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.
კრემი DIAPO-CARE®
ახალშობილის გაღიზიანებულ კანზე ზრუნვა
რა არის კრემი DIAPO-CARE®?
კრემი DIAPO-CARE® – ინოვაციური ფორმულა, რომელიც შეიცავს პროტეაზების ინჰიბიტორებს. კრემი წარმოქმნის დამცავ ბარიერს ბავშვის მგრძნობიარე კანზე და პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორების საშუალებით იცავს მას საფენებით გამოწვეული დერმატიტისგან. კრემის რბილი ტექსტურა ამარტივებს წასმას საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ და ახალშობილის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
ორმაგი მოქმედების უზრუნველყოფა ხდება ორი აქტიური ინგრედიენტით:
1. პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები: იცავს კანს საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარებისგან.
2. დექსპანთენოლი განაპირობებს კანის გაჯანსაღებას ბუნებრივი გზით, ინარჩუნებს მის სირბილეს და ტენიანობას.
რა არის საფენებით გამოწვეული დერმატიტი?
ყველა ახალშობილს დროდადრო აღენიშნება საფენებით გამოწვეული დერმატიტი ზომიერი ამ მძიმე ფორმით. საფენებით გამოწვეული დერმატიტი-კანის გაღიზიანების და დაზიანების გავრცელებული ფორმა, რომელიც როგორც წესი გამოვლინდება ბავშვის დუნდულებზე მკვეთრი წითელი ლაქების სახით.
საფენებით გამოწვეული დერმატიტის განვითარება ჩვეულებრივ განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
• კანის ხანგრძლივი კონტაქტი ფეკალურ მასებთან
• დიარეა
• ძუძუთი კვებიდან ხელოვნურზე გადასვლა
• მყარი საკვების მიღება
• კბილების ამოსვლა
• მრავალჯერადი მედიკამენტური მკურნალობა ჰოსპიტალიზაციის დროს
საფენებით გამოწვეული ზომიერი ან მძიმე დერმატიტის განვითარების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ფერმენტები-კერძოდ პროტეაზები. ფეკალური მასების შემადგენლობაში შემავალი ბუნებრივი პროტეაზები აღიზიანებს და აზიანებს ბავშვის მგრძნობიარე კანს. კრემ DIAPO-CARE®-ს შემადგენლობაში შედის პროტეაზების ინჰიბიტორები-ბუნებრივი წარმოშობის უნიკალური ინგრედიენტები, რომლებიც ანეიტრალებს ფერმენტების მოქმედებას და იცავს ბავშვის მგრძნობიარე კანს.
რით არის გამოწვეული ბავშვის კანზე კრემ DIAPO-CARE®-ის სამკურნალო და დამცავი მოქმედება?
როდესაც კრემი DIAPO-CARE®-ის წასმა ხდება ბავშვის კანზე, მის შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების ინჰიბიტორები წარმოქმნიან დამცავ ბარიერს, რომელიც ანეიტრალებს ფეკალიების შემადგენლობაში შემავალი პროტეაზების აქტივობას, რაც ხელს უწყობს დაზიანებული კანის შეხორცებას და ამავდროულად იცავს მას შემდგომი გაღიზიანებისგან. დექსპანთენოლი განაპირობებს ახალშობილის კანის ბუნებრივ შეხორცებას და აუმჯობესებს მის ჰიდრატაციას. კრემი DIAPO-CARE ადვილად ისმევა და ბავშვის ნაზ კანს თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს.
როგორ გამოიყენება კრემი DIAPO-CARE®?
თანაბრად წაუსვით კრემი DIAPO-CARE®-ის თხელი ფენა ახალშობილის დუნდულების მიდამოზე საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბავშვის კანის ნაოჭებს.
საფენის ყოველი გამოცვლის შემდეგ საჭიროა შესაბამის მიდამოში კანის გაწმენდა და გაშრობა. რაც შეიძლება ხშირად უცვალეთ ბავშვს დაბინძურებული საფენი.
რა შედის კრემი DIAPO-CARE®-ის შემადგენლობაში?
კრემის ყველა კომპონენტი ჰიპოალერგიულია.
აქტიური კომპონენტები: კარტოფილიდან გამოყოფილი პროტეაზების ბუნებრივი ინჰიბიტორები და დექსპანთენოლი.
კომპონენტები: წყალი, დეცილოლეატი, კალუსური კულტურის ექსტრაქტი, დექსპანთენოლი, კაპრილიკი/კაპრიკის ტრიგლიცერიდი, ცეტეარილის სპირტი, ვაზელინი, გლიცერინი, გლიცერილ სტეარატი SE, გლიცერილ სტეარატი, პოლიაკრილური კროსპოლიმერი-11, დიმეტიკონი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სტეარილგლუტამატი, ქსანტანის ცვილი.
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
კრემი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
კრემის პირში მოხვედრისას რჩევისთვის დაუკავშირდით ექიმს.
მოერიდეთ თვალებთან და კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს.
თუ ბავშვის კანის მდგომარეობა უარესდება, დერმატიტის საკურნალოდ შეიძლება საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. ამ შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
გამოშვების ფორმა
ტუბი, შეიცავს 40გ-ს.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ, გრილ ადგილას (არაუმეტეს 30oC).
კინატროფინა
KINATROFINA
კინატროფინას სიროფი არის მულტივიტამინი, რომლის შემადგენლობაში შედის ექინაცეა, უნკარია, ღლერძა, ფუტკრის რძე, აკაციის თაფლი და პოლივიტამინები. გამოიყენება კვებითი დეფიციტის აღსადგენად ან ამ ნივთიერებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნილების დროს.
შემადგენლობა
გასუფთავებული წყალი, ფრუქტოზა, აკაციის თაფლი, დაცული ვიტამინი C სტანდარტიზებული 97,5 %-მდე (ასკორბინის მჟავა, დამცავი აგენტი: ეთილცელულოზა), არომატიზატორი, დამჟანგავი აგენტები: ნატრიუმის ლაქტატი, ფუტკრის რძე, კონსერვანტები: კალიუმის სორბატი, ექინაცეას მშალი ექსტრაქტი სტანდატიზებული 0,6%-იან ექინაკოსიდში (ვიწროფოთლიანი ექინაცეას (ლათ.EEchinacea Angustifolia) ფესვი, მალტოდექსტრინი), ნიკოტინამიდი, ბეტაკაროტინი სტანდარტიზებული 10%-მდე (სოიოს ცილა, გლუკოზის სიროპი, ბეტა-კაროტინი, ანტიოქსიდანტები: ალფატოკოფეროლი, ასკორბილპალმიტატი, შეწებების საწინააღმდეგო: ტრიკალციუმ ფოსფატი), გლერძას (Astragalus) მშრალი ექსტრაქტი სტანდარტიზებული 16% პოლისაქარიდამდე (გლერძა აპკოვანის (Astragalus membranaceus) ფესვი, მალტოდექსტრინი), კალციუმის პანტოთენატი, უნკარიას თხევადი ექსტრაქტი hydroalcolic D/E 1:1 (უნკარიას ქერქი), პირიდოქსინ ქლორჰიდრატი, რიბოფლავინი, თიამინ ქლორჰიდრატი, ვიტამინი B12 სტანდატიზებული 0,1%-მდე (მალტოდექსტრინი, დამჟანგავი აგენტი: ლიმონმჟავა, ტრინატრიუმის ციტრატი, ციანკობალამინი), ფოლიუმის მჟავა, ბიოტინი, დამჟანგავი აგენტი: ლიმონმჟავა.
ჩვენება: კინატროფინას სიროფი აძლიერებს ორგანიზმის ბუნებრივ დაცვას, ხელს უწყობს როგორც მოზარდი ორგანიზმის, ასევე ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, რეკონვალესცენციის პერიოდში აძლიერებს ძალების აღდგენას და გაჯანსაღებას.კინატროფინას სიროფის ინგრედიენტების მკაცრი შერჩევა ხელს უწყობს კომპონენტების სინერგიულ მოქმედებას, რაც ზრდის მის ეფექტურობას.პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება სასარგებლოა სეზონის ცვალებადობის დროს, განსაკუთრებით, შემოდგომა –ზამთარში.
დოზირება:
ყოველდღიური რეკომენდებული დოზა არის პროდუქტის 12,5 მლ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი შეიძლება მიიღოთ სუფთა სახით, თანმხლები საზომი კოვზის გამოყენებით ან წყალში გახსნილი. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.
პროდუქტის ნატურალობის გათვალისწინებით, მისი შემცველობა შესაძლოა დაილექოს ფსკერზე, რაც არ წარმოადგენს პროდუქტის ცვალებადობის მაჩვენებელს.
აღნიშნული პროდუქტი არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობელებს და საკვებ საღებავებს.
განსაკუთრებული მითითება:
არ გამოიყენოთ ორსულობის დროს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. გამოყენების ვადა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწორად არის შენახული გამოუყენებელი შეფუთული პროდუქტი. შეინახეთ ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
შეფუთვა სიროპი ფლაკონი, 200მლ
წონა ნეტო: 233 გრ.
საკვები ღირებულება:
შემცველობა 100 მლ. ერთ დოზაში (12,5მლ)
რიბოფლავინი (ვიტ. B2 ) 6,4 მგ. 0,8 მგ.
ნიკოტინამიდი (ვიტ. PP) 72 მგ. 9 მგ.
პანტოთენის მჟავა(ვიტ. B5) 24 მგ. 3 მგ.
პირიდოქსინი (ვიტ. B6) 8 მგ. 1 მგ.
ფოლის მჟავა (ვიტ. B9) 800 მკგ. 100 მკგ.
ციანკობალამინი (ვიტ. B12) 4 მკგ. 0,5 მკგ.
ბიოტინი (ვიტ. H) 0,6 მგ. 0,075 მგ.
ასკორბინის მჟავა (ვიტ. C) 720მგ 90 მგ.
ბეტაკაროტინი 4 მგ. 0,5 მგ.
ვიწროფოთლიანი ექინაცეა 100 მგ. 12,5 მგ
Echinacea Angustifolia
გლერძა აპკოვანი Astragalus membranaceus 40მგ 5 მგ.
უნკარია Uncaria tomentosa 24 მგ. 3 მგ.
სავაჭრო ნიშანი და პროდუქტის მფლობელი: DIFASS SA:
შეფუთულია: Via A. Lorenzetti 3/A ( once Via B. Cellini, 63-69) Loc. Sambuca V.P. – Tavarnelle V.P. (FI),
პროდუქცია შეყვანილია ჯანდაცვის სამინისტროს საკვები დანამატების ჩამონათვალში: კოდი XAD 06588-Y
დისტიბუტორი საქართველოში: OMMUR LTD
საქართველოს ბაზრისათვის განკუთვნილი პროდუქცია
პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30
მარტივი გზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის მიიღონ კუთვნილი ომეგა 3 დღიური დოზა.
ხელს უწყობს ზრდა-განვითარებას, ბავშვების ყურადღების კონცენტრირების კოგნიტურ ფუნქციას.
სუფთა & ნატურალური საღეჭი ომეგა 3 კაფსულა
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი;
უნიკალური ფორმულა
√ შექმნილია დიდი ბრიტანეთის ბიო-სამედიცინო მეცნიერების ტოპ დეპარტამენტში
√ ნატურალური, აბსოლუტურად სუფთა და უსაფრთხო
√ სრულყოფილი ომეგა სტაბილურობა და ბალანსი
√ ულტრა მაღალი EPA & DHA
√ შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს
√ თევზის უსიამოვნო გემოს გარეშე
“A new generation of Omegas”Dr Geoff. Hayhurst
ხარისხი
პარადოქს ომეგას აქვს ხარისხის უზრუნველყოფის ძლიერი სისტემა, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო ISO 9001 სტანდარტს. პარადოქს ომეგას თანამედროვე გადამამუშავებელი ქარხანა აწარმოებს თევზის ზეთს, რომელსაც არა აქვს ანალოგი. საწარმო აღჭურვილია წარმოების მაღალ-სპეციალიზებული უნიკალური აგრეგატებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ზეთის ჟანგვას და საბოლოო პროდუქტს ბუნებრივი გზით აშორებს არასასიამოვნო სუნსა და გემოს. პარადოქს ომეგას თევზის ზეთი თავისუფალია ნებისმიერი დაბინძურებული ფაქტორისგან, არის აბსოლუტურად სუფთა, ნატურალური და არ შეიცავს არავითარ დანამატს.
სტაბილურობა
ავტო დაჟანგვა შლის ომეგა 3 მყიფე მოლეკულებს და აძლიერებს თევზის ზეთის სუნს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ პარადოქსის უნიკალური ნარევი ამცირებს ავტო ჟანგვას და იცავს ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს დაშლისაგან. ჩვენი კვლევების შედეგად შემუშავებული იქნა უნიკალური ფორმულა, რომელიც უზრუნველყოფს ომეგა 3 მოლეკულის გაზრდილ სტაბილურობას და მდგრადობას. პარადოქს ზეთების ნარევმა 16-155% გაზარდა სტაბილურობა ჩვეულებრივ ზეთთან შედარებით, შესაბამისად ომეგა 3 სარგებელი ჯანმრთელობისთვის დიდ წილად გაიზარდა.
ძლიერი ანტიოქსოდანტი
პარადოქს ომეგა ზეთი შეიცავს ნატურალურ ანტიოქსიდანტებს. პოლიფენოლებს აქვთ ORAC მოცულობა
20 ჯერ უფრო მეტი ვიდრე ვიტამინ E-ს. მისგან წარმოებული პროდუქტების გამოყენება ჩვეულებრივი თევზის ზეთის ფორმულაში უზრუნველყოფს დადასტურებულ დამატებით სარგებელს ჯანმრთელობისათვის.
გაზრდილი ბიო-შეღწევადობა
თევზის ზეთის ომეგას უმრავლესობა კონცენტრირებულია ეთილის ეთერის ფორმით და შეიცავს არაბუნებრივ და სინთეტიკურ ომეგას მოლეკულებს. პარადოქს ომეგას ცხიმოვანი მჟავები შერეულია და არსებობენ მისი ბუნებრივი ტრიგლიცერიდების ფორმით. ომეგა-3 -ის ბიო ხელმისაწვდომობა
ტრიგლიცერიდების ფორმით 70%-ით მაღალია, ვიდრე ეთილის ეთერის ფორმით. რაც იმას ნიშნავს, რომ პარადოქს პროდუქტის მიღების შემთხვევაში ხდება ომეგა ცხიმოვანი მჟავების ოპტიმალური ათვისება და შესაბამისად ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელის მოტანა.
უნიკალური უპირატესობა:
ADHD, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიური დარღვევები,სიძნელეები სწავლასა და კონცენტრირებაში
კარგად არის ცნობილი რომ თევზის ზეთის მთავარი ცხიმოვანი მჟავები, როგორებიცაა EPA /DHA ეხმარება ბავშვებს ყურადღების კონცენტრირებაში და სწავლის დროს სიძნელეების დაძლევაში. დადასტურებულია კავშირი EPA /DHA ნაკლებობასა და ყურადღების
დეფიციტს და ჰიპერაქტიურ დარღვევას შორის
სიმსუქნე ბავშვებში და დიაბეტი
სიმსუქნე ბავშვებში არის მზარდი პრობლემა მოზრდებში და მას ხშირად თან ახლავს მეტაბოლური სინდრომი დიაბეტისა და კარდიო-ვასკულარული დაავადებების განვითარების მაღალი რისკით. გამოკვლევებმა, რომელიც ჩატარდა აშშ-ში აჩვენა, რომ პოლი უჯერი ცხიმოვანი მჟავების მაღალი მოხმარება ამცირებს მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს.
ასთმა
ასთმა ბავშვთა ასაკში არის ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა დღევანდელ მსოფლიოში. ავსტრალიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ბავშვთა ასთმის ეპიდემიის მიზეზი ომეგა 6 და ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების პროპორციის დარღვევაა ავსტრალიის კვებით რაციონში პარადოქს ომეგა სასკოლო უზრუნველყოფს ომეგა ცხიმოვანი მჟავების სწორ ბალანსს ამ დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
უნიკალური ფორმულა არის დაფუძნებული ხანგრძლივ ლაბორატორიულ კვლევაზე და ლიტერატურის შესწავლაზე, რომელიც ხორციელდებოდა ოლსტერის უნივერსიტეტის ბიო–სამედიცინო, დიდ ბრიტანეთში N1 დეპარტამენტის გუნდით.
მარტივი და სასიამოვნო გზა ბავშვებისთვის მიირთვან თევზი
პარადოქსის ყველა პროდუქტი შეესაბამება GMP, MHRA სერტიფიკაციას, შეესაბამება ევროკავშირის ყველა მოთხოვნას და მითითებას, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხს.
პარადოქს ომეგა-3 სასკოლო კაფსულები N30
შემადგენლობა | ერთიკაფსულა |
პარადოქს ომეგა ზეთი | 990მგ |
ომეგა 3 | 280 მგ |
მათგან EPA DPA DHA | 250 მგ |
| 100 გრამში |
ვიტამინი D3 | 75μg |
ვიტამინი E | 120mg a-TE |
ენერგეტიკული ღირებულება | 900 კკალ |
ცილა | 0 |
ნახშირწყლები | 0 |
ცხიმები | 100 გ |
კაფსულა: გლიცერინი ბპ (ჰალალ/კოშერი), ლიმონის მჟავა,სიმინდის სახამებელი, რკინის ყვითელი ოქსიდი,
ცელულოზა, საკრალოზა
რეკომენდირებული დღიური დოზა:
1 საღეჭი კაფსულა
უკუჩვენება:
არ აქვს უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
შენახვის პირობები:
ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას 25°C ტემპერატურაზე.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე
ვარგისობი სვადა: 3 წელი.
28.60 ლარი
26.88 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: HBM pharma
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
DAV® ვაგინალური კაფსულები
შემადგენლობა:
დავისვაგინალური კაფსულა შეიცავს: ალფა-ლიპოის მჟავა 10 მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი.
თვისებები:
DAV® ვაგინალური კაფსულები შეიცავს ალფა ლიპოის მჟავას, ენდოგენურ ცხიმოვან მჟავას ანტიოქსიდანტური თვისებებით, რომელსაც ანთებითი პროცესების დროს შესწევს წინააღმდეგობის გაწევის უნარი უჯრედგარე დონეზე. ეს პროცესები პასუხისმგებელია უჯრედგარე მატრიქსის ალტერაციაზე და იწვევს ქსოვილების ცვლილებას. DAV® ვაგინალური კაფსულები ამავდროულად ახდენს ამ ეფექტის ნორმალიზებას, ეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს საშვილოსნოს ყელისა და ვაგინალური ქსოვილების ცვლილებას.
ფარმაცევტული ფორმა:
ვაგინალური კაფსულა.
კლინიკური ინფორმაცია
ორსულობის ფიზიოლოგიურ მიმდინარეობას შეიძლება საფრთხე შეექმნას საშვილოსნოს რითმული და პროგრესული შეკუმშვების გამოვლენით, რომელიც ასოცირებულია საშვილოსნოს ყელის დამოკლებასთან და დილატაციასთან. ეს ცვლილებები ხდება ანთებითი პროცესების შედეგად, რომლებიც უკავშირდება შემაერთებელი ქსოვილის უჯრედგარე მატრიქსის მნიშვნელოვან ცვლილებებს. ამ მიზეზით, აბორტის ან ნაადრევი მშობიარობის საფრთხის შემთხვევაში, შესაბამის ტოკოლიზურ მკურნალობასთან კავშირში ასევე უნდა ხდებოდეს საშვილოსნოს ყელის მორფოლოგიურ ცვლილებებზე მოქმედება.
გამოყენების რეკომენდაცია:
საშვილოსნოს ყელის მოდიფიკაცია, რომელიც გამოწვეულია ოქსიდაციური პროცესებით. დამხმარე პროდუქტი ნორმალური ვაგინალური ტროპიზმის აღდგენისა და შენარჩუნებისთვის.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები:
დღემდე არაა გამოვლენილი გვერდითი მოვლენები. აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი გვერდითი მოვლენის შესახებ, თუ ეჭვობთ რომ გამოწვეულია პრეპარატის გამოყენების შედეგად.
შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან:
დღემდე არაა გამოვლენილი შეუთავსებლობა სხვა პრეპარატებთან მიმართებაში.
მანქანის მართვა და სატრანსპორტო საშუალებები:
მანქანისა და სატრანსპორტო საშუალებების მართვასთან მიმართებაში არ გამოვლენილა გვერდითი ეფექტები.
დოზა და მიღების წესი:
ღრმად შეიყვანეთ კაფსულა საშოში დღეში ერთჯერ (საღამოს დაწოლამდე) 6 დღის განმავლობაში. საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება განმეორდეს ექიმის შეხედულებისამებრ.
გაფრთხილება:
გამოყენებისას, განსაკუთრებით გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივი გამოყენების ნებისმიერ პროდუქტს შეუძლია გამოიწვიოს სენსიბილიზაციის მოვლენები. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ მკურნალობა და მიმართეთ ექიმს სათანადო მკურნალობის დასადგენად. ქავილისა და წვის შეგრძნება გენიტალურ დონეზე უნდა განიხილებოდეს ფიზიოლოგიურად და დაკავშირებულია ლიპოიდური მჟავის ბუნებასთან. სპეციალური გინეკოლოგიური გამოკვლევების ან მკურნალობის შემთხვევაში, შეაჩერეთ პრეპარატის მიღება მკურნალობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას მხოლოდ ვაგინალური გზით. ნორმალური გამოყენების პირობებში არ გამოვლენილა დოზის გადაჭარბებით გამოწვეული დაზიანება. არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. არ გამოიყენოთ პროდუქტი თუ შეფუთვა არ არის გაუხსნელი. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გადაყლაპოთ.
შენახვის სპეციალური ზომები:
შეინახეთ 0-დან 250C ტემპერტურამდე, სინათლისგან დაცულ და მშრალ ადგილას.
შეფუთვა:
6 ვაგინალური კაფსულა
CE 0373
Lo.Li Pharma s.r.l
ლუქსარდოს ქ. 33 – 00156 რომი – იტალია
64.55 ლარი
60.68 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ჯი.ემ.პი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ინგრედიენტების დახასიათება:
კალციუმი: ბავშვებისათვის აუცილებელია სრულყოფილი ძვლოვანი მასის მისაღწევად, ხოლო უფრო გვიანეულასაკში ოსტეოპოროზის თავიდან ასაცილებლად. ასევე მყარი კბილების ფორმირებისათვის. ხოლო ორსულობისდროს იგი საშუალებას გვაძლევს თავიდან ავოცილოთ ეკლამპსია, სისხლძარღვების გაფართოვება.
მაგნიუმი: მას აქვს გარკვეული როლი კალციუმის მეტაბოლიზმში.კალციუმის შეწოვა გაადვილებულიაფარისებრახლო ჯირკვლის ჰორმონის საშუალებით. მაგნიუმის დეფიციტი გამოიწვევს პარათჰორმონის დონისშემცირებას რაც თავის მხრივ კალციუმის დეფიციტის და ჰიპოკალცემიის მიზეზი შეიძლება გახდეს. ასევე მაგნიუმიხელს უწყობს კბილის მყარი ემალის ჩამოყალიბებას. მაგნიუმის დეფიციტმა ორსულობის დროს შეიძლებამიგვიყვანოს თვითნებურ აბორტამდეც.
თუთია: ზრდის პერიოდი მოიცავს მნიშვნელოვან ფაზას, უჯრედების დაყოფას. თუთია მნიშვნელოვანიკოფაქტორია უჯრედების დაყოფის, მრავალი ფერმენტის სინთეზის პროცესში, ასევე იგი მონაწილეობს დნმ–ის დარნმ–ის სინთეზში. ორსულობის დროს თუთიის დეფიციტს უკავშირდება ბევრი გართულება, მათ შორისსიმახინჯეები. თუთია აუცილებელია იმისათვის , რომ წარმოიქმნას ცილის მატრიცა, რომელიც ხელს უწყობსკალციუმის ჩალაგებას ძვლებში.
ვიტამინი D3: უზრუნველყოფს კალციუმის შეწოვას, ძირითადად ნაწლავებიდან, ამცირებს მის თირკმლოვანგამოყოფას და აძლიერებს მის ნაწლავურ რეაბსორბციას.
შემადგენლობა:
200 მლ სუსპენზია
კალციუმი კარბონატი – 500მგ ელემენტარული კალციუმის ექვივალენტი;
მაგნიუმი – 150მგ;
თუთია – 4მგ;
ვიტამინი D3 – 400სე
ჩვენება:
დოზირება:
ბავშვები (6 თვიდან-1წ): 1/2 ჩაის კოვზი 1-ჯერ დღეში.
ბავშვები (1-4წ): 1/2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
ბავშვები (5-12წ): 1 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში.
მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა: 200მლ სუსპენზია ფორთოხლის არომატით.