Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 272

კალციუმი+D3 ფორტე #30ტ საღ.ლიმ

კალციუმი D3 ნიკომედი ფორტე
CALCIUM D3 NICOMED FORTE

საერთაშორისო დასახელება – colecalciferol, calcium carbonate
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – A12AX

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალებები. ძვლის ქსოვილში ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალებები;  D3 ვიტამინის პრეპარატები

ნოზოლოგიური ჯგუფი – ოსტეოპოროსის და კალციუმის დეფიციტის საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

30, 60, 100 და 120 საღეჭი ტაბლეტები

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს: კალციუმის კარბონატს – 1250 მგ (500 მგ კალციუმის ექვივალენტს),ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) – 400 სე (10მკგ) დამხმარე კომპონენტები: სორბიტოლი, პოვიდონი, იზომალტი, ლიმონის ზეთი, ცხიმოვანი მჟავას მონო- და დიგლიცერიდები, ასპარტამი, მაგნიუმის სტეარატი, ტოკოფეროლი, მცენარეული ზეთი, საქაროზა, ჟელატინი, სიმინდის სახამებელი.
აღწერილობა
მრგვალი, თეთრი ტაბლეტები ლიმონის გემოთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას. ამცირებს რეზორბციას (გაწოვას) და ზრდის ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს ორგანიზმში კალციუმისა და D ვიტამინის ნაკლებობას. კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვაში და სისხლის შედედების სისტემის კომპონენტია.

ფარმაკოკინეტიკა

D ვიტამინი ზრდის კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. კალციუმისა და D3 გამოყენება წინააღმდეგობას უწევს პარათჰორმონის გამომუშავების მომატებას, რომელიც წარმოადგენს ძვლოვანი რეზორბციის (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა) სტიმულატორს.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები ვიტამინი D3 შეიწოვება წვრილ ნაწლავში. აქტიური D­ ვიტამინ­დამოკიდებული სატრანსპორტო მექანიზმის მეშვეობით კალციუმი, იონიზი­ რებული ფორმით, შეიწოვება წვრილი ნაწლავის პროქსიმალურ ნაწილში.

ჩვენებები

– ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა, კომპლექსური თერაპია (მენო­პაუზური, სენილური, სტეროიდული, იდიოპათიური და სხვა) და მისი გართულება (ძვლების მოტეხილობა).
– კალციუმისა და/ან D ვიტამინის დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები

მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. ოსტეოპოროზის საპ­როფილაქტიკო კურსია 2 ტაბლეტი დღეში: ერთი დილას, მეორე საღამოს, უპირატესად ჭამის დროს.
ტაბლეტი შეიძლება დაიღეჭოს ან პირდაპირ გადაიყლაპოს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნებოდეს ნაწლავების დისფუნქცია (ყაბზობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი). იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (კალციუმის შემცველობის ზრდა სისხლსა და შარდში).

უკუჩვენება

– პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა.
– ჰიპერკალციემია ან ჰიპერკალციურია (სისხლსა ან შარდში კალციუ­ მის კონცენტრაციის მომატება), მათ შორის ხანგრძლივი იმობილიზაციით განპირობებული.
– სარკოიდოზი.
– თირკმლების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის პერიოდში სადღეღამისო დოზა არ უნდა იყოს 1500 მგ კალციუმზე და 600 სე ვიტამინ D3- ზე მეტი.
ძუძუთი კვება: ვიტამინი D3 და კალციუმი გადადის დედის რძეში. ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატ კალციუმი­ D3 ნიკომედის მიღება უნდა ხდებოდეს ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები

– კალციუმი-D3 ნიკომედის ტაბლეტი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად. ამიტომ არ შეიძლება პრეპარატის მიღება ავადმყოფებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ ფენილკეტონურია.
– 12 წლამდე ბავშვებისათვის პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
– პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ საგულე გლიკოზიდებსა და/ან დიურეტიკებს, აუცილებელია კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის კონტროლი სისხლის შრატში.
– სისხლის შრატში კალციუმისა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატებისას საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება ან მკურნალობის დროებით შეწყვეტა.
– დოზის გადაჭარბების თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია D ვიტამინის დამატებითი შესვლის წყაროს გათვალისწინება.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღინიშნოს ანორექსია, წყურვი­ ლი, შარდის გამოყოფის შემცირება, გულის რევის შეგრძნება, ღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალციემია, ჰიპერკრეატინემია. ამ დროს რე­ კომენდებულია ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეტიკების (მაგალითად, ფუროსემიდი), კორტიკოსტერო­ იდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების გამოყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ვიტამინ D3­ის აქტივობა შესაძლოა შემცირდეს მისი ფენიტოინთან ან ბარბიტურატებთან ერთდროულად მიღებისას.
– საგულე გლიკოზიდებთან ერთდროულად მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური კონტროლი, ვინაიდან კალციუმის პრეპარატები საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირებას ახდენენ.კალციუმისა და D ვიტამინის პრეპარატები აძლიერებენ ტეტრაციკლინების შეწოვას კუჭ­ნაწლავის ტრაქტიდან. ამიტომ ტეტრაციკლინის ჯგუფის პრეპარატებისა და კალციუმი­D3 ნიკომედი ფორტეს მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 საათისა.
– ბისფოსფონატის პრეპარატების ან ნატრიუმის ფტორიდის შეწოვის შემცირების თავიდან ასაცილებლად კალციუმი D3 ნიკომედი ფორტეს მიღება რეკომენდებულია მათი მიღებიდან არანაკლებ 2 საათის შემდეგ.
– კორტიკოსტეროიდები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კო­ რტიკოსტეროიდებით მკურნალობამ შეიძლება საჭირო გახადოს კალციუმი­ D3 ნიკომედი ფორტეს დოზის გაზრდა.
– ქოლესტირამინის პრეპარატებით და მინერალური ან მცენარეული ზეთის ფუძეზე დამზადებული საფაღარათე საშუალებებით ერთდროულად მკურნალობამ შესაძლოა შეამციროს ვიტამინ D3 –ის შეწოვა.
– თიაზიდური რიგის დიურეტიკების ერთდროულად გამოყენების დროს იზრდება ჰიპერკალციემიის წარმოქმნის რისკი, ვინაიდან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები, პირიქით, ზრდიან კალციუმის გამოყოფას თირკმლებით.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას 15° ­დან 25°C-­მდე ტემპერატურაზე.
ვადა 3 წელი.
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედ ფარმა A/C, ნორვეგია.
ნორვეგია

ომესამი კარდიო #20კაფს

61.80 ლარი
58.09 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ველტფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალციუმი+D3 #30ტ საღ.ფორთ

13.25 ლარი
12.45 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ტაკედა ავსტრია გმბჰ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომესამი D3 5000მგ #20კაფს

ომესამი D3 / Omesam D3

შემადგენლობა

ომესამი D3-ის 1000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 1000 სე.

ომესამი D3-ის 2000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18% / DHA 12%) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 2000 სე.

ომესამი D3-ის 5000 მგ ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA 18 % / DHA 12 %) – 1000 მგ-ს და ვიტამინ D3-ს – 5000 სე.

მოქმედების მექანიზმი

ომესამი D3-ის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა (EPA) და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა (DHA)) და ვიტამინი D3-ის კომბინაციით. 

ომესამი D3-ს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე  გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე. 

ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.

ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებაში. 

კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების დროს.

ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ის მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია  დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.

ვიტამინი D3 – ადამიანის საკვები რაციონის შეუცვლელი შემადგენელი ვიტამინი. არის რაქიტის საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ავსებს D3 ვიტამინის დეფიციტს. მონაწილეობას იღებს კალციუმ-ფოსფორის ცვლის რეგულაციაში, აძლიერებს კუჭ-ნაწლავში კალციუმის შეწოვას და თირკმელებში ფოსფატების რეაბსორბციას, ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას, საჭიროა პარაფარისებრი ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ვიტამინი D3 მონაწილეობს უჯრედების გამრავლების რეგულაციებში, ნივთიერებათა ცვლის პროცესში, გარკვეული ჰორმონების სტიმულაციაში. 

ჩვენებები

– მაღალი რისკის ჯგუფებში D ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდგომი პერიოდი); 

– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;

– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;

– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;

– ოსტეომალაციის პროფილაქტიკა (45 წლის ზემოთ პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევის ფონზე, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს, ისეთი დიეტების დაცვისას, როდესაც არ ხდება რძის და რძის პროდუქტების მიღება);

– ჰიპოკალციემია;

– ჰიპოკალცემიური ტეტანია;

– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;

– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;

– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;

– ჰიპოპარათირეოზის და ფსევდოჰიპოპარათირეოზის პროფილაქტიკა;

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;

– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;

– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;

– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;

– კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;

– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).

უკუჩვენება

– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმი აძლიერებს ომესამი D3-ის მოქმედებას.

არ არის რეკომენდებული ომესამი D3-ის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა

ომესამი D3 გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.

მიღების წესი და დოზირება

ომესამი D3 1000 მგ – ინიშნება 1-2 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ომესამი D3 2000 მგ – ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

ომესამი D3 5000 მგ – ინიშნება 1 კაფსულა დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ, ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.

მიღების ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.

გვერდითი მოვლენები

ომესამი D3-ის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში. 

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ვარგისობა და შენახვის პირობები

ვარგისობის ვადა – იხილეთ შეფუთვაზე.

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

რბილი ჟელატინის კაფსულა; 20 კაფსულა ბლისტერებში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.

კალციუმი+D3 #30ტ საღ.პიტნა

13.25 ლარი
12.45 ლარი

ქვეყანა: ავსტრია

მწარმოებელი: ტაკედა ავსტრია გმბჰ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომესამი D3 1000მგ #20კაფს

გლუკოლაგენი #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კალციუმი+D3 #120ტ საღ.ფორთ

30.15 ლარი
28.34 ლარი

ქვეყანა: ნორვეგია

მწარმოებელი: ტაკედა ნიკომედი ას

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ომესამი 330მგ/5მლ 120მლ სიროფი

44.55 ლარი
41.87 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კალციუმი+D3 #120ტ საღ.პიტნა

28.35 ლარი
26.65 ლარი

ქვეყანა: ნორვეგია

მწარმოებელი: ტაკედა AS

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!