Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 276

გლუვილექსი ულტრა #30კაფს

გლუვილექსი ულტრა

 

  • ახალი თაობის ქონდროპროტექტორი
  • ძლიერი ფორმულა ტკივილის შესამცირებლად
  • ორჯერ უფრო ეფექტური, ვიდრე გლუკოზამინი/ქონდროიტინი
  • ამცირებს ანთებით პროცესებს სახსრებში, აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას
  • იცავს ხრტილოვან ქსოვილს დაზიანებისაგან

გლუვილექსი ულტრა  შეიცავს ძლიერმოქმედ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, იმუნომოდულატორულ ინგრედიენტებს:

  • ბოსველია, კურკუმინი და ჯინჯერი  -  მოქმედებს სინერგიულად ,  ხასიათდება ძლიერი ანალგეზიური,   ანთების  საწინააღმდეგო,   შეშუპების საწინააღმდეგო  მოქმედებით, ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას 
  • კოლაგენი (ტიპი II ), არადენატურირებული - აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას, მოქნილობას. ასტიმულირებს ახალი, ჯანსაღი ხრტილოვანი ქსოვილის ფორმირებას და სახსრების რეგენერაციას.  მოქმედებს, როგორც იმუნომოდულატორი
  • ჰიალურონის მჟავა და გლუკოზამინი  - აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას,  გამოიყენება როგორც ,,საპოხი’’ ნივთიერება სასახსრე ზედაპირებისათვის, იცავს ხრტილოვან ქსოვილს დამატებითი დაზიანებისაგან;
  • ბიოპერინი - აძლიერებს  აქტიური ინგრედიენტების  ბიოშეღწევადობას

გლუვილექსი ულტრა აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დესტრუქციულ ცვლილებებს, მონაწილეობს ხრტილოვანი ქსოვილის აღდგენასა და  შენებაში,  ხელს უწყობს ხრტილოვანი ზედაპირის და სასახსრე ჩანთის რეგენერაციას. ზრდის სახსარშიდა სითხის პროდუქციას და აუმჯობესებს მოძრაობას, ამცირებს ტკივილს სახსარში, როგორც მოსვენების ასევე მოძრაობის დროს. ეფექტით უტოლდება აასს-ს (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება)   მოქმედებას , იმ განსხვავებით, რომ არ ახასიათებს აასს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენები. მოქმედებს დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომზე.  აუმჯობესებს  სახსარში სისხლის მიწოდებას, რითაც უზრუნველყოფს სამკურნალო ნივთიერებების მიწოდებას უშუალოდ დაზიანების კერაში.

ბოსველია სერატა -  გლუვილექსი ულტრა შეიცავს  ბოსველია სერატას  (გუმფისი  - წებოვანი ექსტაქტი) მაღალ კონცენტრატს, სადაც  ბოსველიის მჟავების /AKBA (აცეტილ-კეტო -β-ბოსველიას მჟავა)  შემცველობა 65 % -ს აღწევს

  • ანთების საწინააღმდეგო მოქმედება- ბოსველიის მჟავები ეფექტურად  თრგუნავს   ლეიკოტრიენების წარმომქმნელ 5- ლიპოქსიგენაზას სინთეზს, ხელს უშლის ლეიკოციტებისა და მაკროფაგების შეღწევას ხრტილსა და სასახსრე სითხეში, ამცირებს ხრტილის დაზიანებას. აქვს  ძლიერი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსი (აასს) მოქმედება აასს-თვის დამახასიათებელი გვერდითი მოვლენების გარეშე ამცირებს ხრტილოვან ქსოვილში დეგენერაციულ პროცესებს და ხელს უწყობს ხრტილოვანიქ სოვილის აღდგენას - ბოსველიის მჟავები ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის სტრუქტურული კომპონენტების გამოდევნას, რის შედეგადაც ნელდება ხრტილოვანი ქსოვილის დაშლის პროცესი და აქტიურდება აღდგენითი პროცესები
  • ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი - მისი აქტიური კომპონენტები ამცირებს ტკივილსა და შეშუპებას სახსრებში
  • აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას - ბოსველიის მჟავები ხელს უწყობს სისხლძარღვების კედლის გამაგრებას და აღდგენას, შესაბამისად ანთებად უბანში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას

კურკუმინი - აქვს ძლიერი ანთების საწინააღმდეგო , ანალგეზიური და ანტიოქსიდანტური მოქმედება, აინჰიბირებს ისეთ პრო-ანთებით მედიატორებს, როგორებიცაა ინტერლეიკინი-1-β, TNF-α (სიმსივნის ნეკროზული ფაქტორი -ალფა),

ცოგ-2  (ციკლოოქსიგენაზა-2) და PGE2 (პროსტაგლანდინი E2). რის შედეგადაც მცირდება ტკივილი და შეშუპება

ჯინჯერი  - აქტიური ნივთიერება ჯინჯეროლი,  აინჰიბირებს იმ ფერმენტების აქტივობას, რომლებიც იწვევენ სახსრის ხრტილის სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევას, ჯინჯეროლი ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედებით.

UC II არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი - ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, იგი (პირვანდელი) უცვლელი სახით აღწევს წვრილ ნაწლავებში, შედეგად, სახსრებში კოლაგენის დეგრადაციის/დაშლის პროცესი ფერხდება. გააჩნია სახსრების ხრტილოვანი ზედაპირის, მყესების და იოგების აღმდგენი მოქმედება, ანიჭებს მათ ელასტიურობას, ამცირებს ზედაპირებს შორის ხახუნს, ხელს უწყობს ძვლების მიერ კალციუმის შეკავებას, ამცირებს ტკივილსა და ანთებით პროცესებს. 

გლუკოზამინის სულფატი - ხასიათდება ქონდროპროტექტორული, ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. მონაწილეობს ძვლისა და ხრტილოვანი ქსოვილის ძირითადი ნივთიერების სინთეზში, აუმჯობესებს ფოსფორ-კალციუმის ცვლას ხრტილოვან ქსოვილში,  ამცირებს ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციის პროცესს. ასტიმულირებს პროტეოგლიკანების სინთეზს, ახდენს ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციას ჰიალინის ქსოვილში, ხელს უწყობს ხრტილის ზედაპირისა და სახსრის ჩანთის რეგენერაციას.  ზრდის სინოვიალური სითხის წარმოქმნასა და დაზიანებული სახსრების მოძრაობის უნარს, ამცირებს თანმხლებ ანთებით პროცესს, ტკივილს და მოთხოვნილებას არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე (აასს).

ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, სინოვიალური სითხის და ხრტილის შემადგენელი ნაწილი. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყობს სახსრების სტრუქტურულ სიმყარეს და აუმჯობესებს მათ ფუნქციონირებას. წარმოადგენს სითხის ე.წ. ,,რეზერვუარს’’, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებისათვის.

ბიოპერინი - (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი)  აძლიერებს  აქტიური ინგრედიენტების  ბიოშეღწევადობას.

ჩვენება:

  • სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციულ-დისტოფიული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • სხვადასხვა ლოკალიზაციის ოსტეოართროზი  ( მუხლის, მენჯ-ბარძაყის , სხივ-მაჯის  და სხვ. სახსრების)
  • მხარ-ბეჭის პერიართრიტი, რევმატოიდული ართრიტი
  • ოსტეოქონდროზი
  • სპონდილოზი, სპონდილიტი
  • ოსტეოპოროზი
  • იოგებისა და მყესების პოსტტრამვული პერიოდი
  • სახსრებზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი
  • 40 წლის  შემდგომ ასაკში სახსრების დეგენერაციულ-დისტროფიული პროცესების პროფილაქტიკა
  • მოტეხილობები
  • იოგოვანი აპარატის და მყესების სისუსტე
  • ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის პირები და სპორტსმენები

შემადგენლობა:

3 ტაბლეტი შეიცავს :

  • ბოსველია სერატას 65% -იანი ექსტრაქტი - 300 მგ
  • კურკუმის ფესვების 95%-იანი ექსტრაქტი - 150 მგ
  • კოლაგენი (UC II არადენატურირებული მე-2 ტიპის კოლაგენი) - 120 მგ
  • ჰიალურონის მჟავა - 100 მგ,
  • ჯინჯერის ფესვების ფხვნილი -100 მგ,
  • გლუკოზამინის სულფატი -1500 მგ,
  • ბიოპერინი (შავი წიწაკის ნაყოფის ექსტრაქტი) - 45 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი,  სილიციუმის დიოქსიდი.

მიღება და დოზირება:  2- 3 კაფსულა დღეში  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.   გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში და 18 წლამდე  პრეპარატის მიღებამდე  გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

გამოშვების ფორმა:  N30 კაფსულა

მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA - ს მიერ.

ინოფოლიკი HP #30პაკ

­­­­­­­­­­­­­­­­­­INOFOLIC® HP არის საკვები დანამატი რომელიც შეიცავს მიო-ინოზიტოლს, ალფა-ლაქტალბუმინს და ფოლიუმის მჟავას, სასარგებლოა საკვებიდან ამ ნივთიერებების შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

როგორია მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიური როლი?

მიო-ინოზიტოლი არის ჩვენი ორგანიზმის მიერ წარმოებული მოლეკულა და ასევე წარმოდგენილია ზოგიერთ საკვებ პროდუქტში. მისი ფიზიოლოგიური როლი არის უზრუნველყოს ორგანიზმის პასუხი სხვადასხვა ჰორმონზე, როგორიცაა  ინსულინი და FSH - ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი. ინსულინი არის ჰორმონი, რომელიც არეგულირებს შაქრის მეტაბოლიზმს, ხოლო FSH ხელს უწყობს ფოლიკულის ზრდას ოვულაციამდე. ამ ორივე ჰორმონის მოქმედების დარღვევას ადგილი აქვს PCOS-ის მქონე ქალბატონებში (პოლიკისტოზური საკვერცხის სინდრომი) და სხვადასხვა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიო-ინოზიტოლის უწყვეტი შევსება შეიძლება სასარგებლო იყოს ამ ქალების მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზებისთვის.

როგორია ალფა - ლაქტალბუმინის ფიზიოლოგიური როლი?

ალფა-ლაქტალბუმინი არის შრატის პროტეინი, რომელიც აუმჯობესებს მიო-ინოზიტოლის შეწოვას ნაწლავებში. ეს საშუალება მნიშვნელოვანია "მიო-ინოზიტოლ-რეზისტენტულ" სუბიექტებში, სადაც მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებას არ ჰქონდა ეფექტი.

კლინიკურმა მონაცემებმა აჩვენა, რომ PCOS- ის მქონე ქალების დაახლოებით 35%-ს აქვს მიო-ინოზიტოლის შეწოვის პრობლემა. მიზეზები შეიძლება უკავშირდებოდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს, მიკრობიოტის ცვლილებას და ქრონიკულ ანთებას, პრობლემებს, რომლებიც გავლენას ახდენენ PCOS- ის მქონე ქალების 40%-ზე. ალფა-ლაქტალბუმინისა და მიო-ინოზიტოლის კომბინაცია იძლევა მეტაბოლური და ჰორმონალური პროფილის ნორმალიზების საშუალებას PCOS-ის მქონე ქალებში, რომლებიც არ რეაგირებენ მხოლოდ მიო-ინოზიტოლის დამატებაზე.

როგორია ფოლიუმის მჟავას ფიზიოლოგიური როლი?

ფოლიუმის მჟავა არის წყალში ხსნადი B ჯგუფის ვიტამინი. იგი ჩართულია დნმ-ის, რნმ-ს და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის პროცესში და ქრომოსომების აღდგენაში. ამავდროულად ხელს უწყობს ორსულობის დროს დედის ქსოვილების ნორმალურ ზრდას. მისმა დეფიციტმა შესაძლებელია გამოიწვიოს ინტრაფოლიკულური ჰომოცისტეინემია კვერცხუჯრედის ხარისხის სათანადო შემცირებით. გარდა ამისა, სამეცნიერო კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა ხშირად უკავშირდება ნაყოფის ზრდის და ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებას. ფოლიუმის მჟავის დამატებითი მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების დონეს.

როგორ მიიღება INOFOLIC ® HP?

რეკომენდირებულია ერთი პაკეტის მიღება დღეში ორჯერ საკვების მიღებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ. ინოზიტოლის მუდმივი თანაფარდობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ორი პაკეტის მიღება ერთმანეთისგან 12 საათის დაშორებით. გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში.

INOFOLIC ® HP შეფუთვა: 20 პაკეტი.

გაფრთხილება:

შეინახეთ სამ წლამდე ასაკის ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. დანამატი არ არის გათვალისწინებული როგორც მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. ვადის გასვლის თარიღი იხილეთ შეფუთვაზე. INOFOLIC ® HP შეიცავს რძის პროტეინს. INOFOLIC ® HP შეინახეთ გრილ, მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილზე.           

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში: შპს “ინოთიმი”

მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]

ომეგა 3 მიოლერი ვაშლი 250მლ

MÖLLERʼS

მიოლერის (Möller’s) ნორვეგიული ვირთევზას ღვიძლის ზეთი. შექმნილია 1854 წელს ფარმაცევტ პიტერ მიოლერის მიერ შემუშავებულია ინოვაციური ტექნოლოგიით. ეს პროდუქტი არის ომეგა-3-ის ბუნებრივად მდიდარი წყარო. მიიღება ნორვეგიის არქტიკულ, ყველაზე სუფთა და ცივ წყლებში ველურ პირობებში მოპოვებული ვირთევზას ღვიძლისაგან.
სასარგებლოა თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა, და იმუნური სისტემების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
მიღების წესი: ბავშვები: 1 წლიდან 5 მლ/დღეში; 11 წლის ზევით ასაკის ბავშვებისა და ზრდასრულთათვის დასაშვებია: 10 მლ/დღეში.
მწარმოებლების რეკომენდაციით ვირთევზას ღვიძლის ზეთის მიღება უსაფრთხოა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
შემადგენლობა: ვირთევზას ღვიძლის ზეთი (თევზი), 26% ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3, საიდანაც 8% EPA და 12% DHA; ნატურალური გემო: ლიმონი ან ვაშლი ან შერეული ხილი; ვიტამინი E/ ტოკოფეროლის დლ-ალფა-აცეტატი;
ანტიოქსიდანტი: ტოკოფეროლში მდიდარი ექსტრაქტი; ვიტამინი A/რეტინილის პალმიტატი (დლ-ალფა-ტოკოფეროლი); ვიტამინი D3/კოლეკალციფეროლი (დლ-ალფა-ტოკოფეროლი).

შემადგენლობა 

5 მლ

ვირთევზას ღვიძლის ზეთი
ცხიმოვანი მჟავები ომეგა-3

- DHA (დეკოსაჰექსაენოლკის მჟავა)

- EPA (ელკოსაპენტაენოლკის მჟავა)

ვიტამინი D

ვიტამინი A

ვიტამინი E

4,6 გ

1,2 გ

0,6* გ

0,4 გ

10 μg – 400 lU (200%*)

250 μg – 833 lU (31%*)

3 mg – 3,3 lU (25%*)

* ვირთევზას ღვიძლის ზეთი ლიმონის არომატით შეიცავს 0.5 გ DHA-ს
**კვებითი ღირებულება 1169/2011 რეგლამენტის მიხედვით.
არ გადააჭარბოთ ყოველდღიურ რეკომენდებულ დოზას ექიმის დანიშნულების გარეშე.
არ დატოვოთ ბავშვისათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
საკვები დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან და დაბალანსებულ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. გახსნილი ინახება მაცივარში მაქსიმუმ 3 თვის განმავლობაში. შეიცავს პოტენციურად ალერგიულ ინგრედიენტს: (თევზის ღვიძლი).
შეფუთულია დაცულ სივრცეში.
მოცულობა: 250 მლ
მწარმოებელი: OrklaHealth AS, Oslo Norvegia
დისტრიბუტორი: “შპს” ფარმკაპიტალი, [email protected], www.mollers.ge

შენახვის ვადა იხილეთ შეფუთვაზე
თევზი და ზღვის პროდუქტები წარმომავლობით MSC დაცული და სერთიფიცირებული აუზიდან. www.mollers.ge
საკვები დანამატი ლიმონის ან ვაშლის ან შერეული ხილის გემოთი.

გლუვილექსი 500მგ/400მგ #60ტ

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ამვილაბ ამერიკა.

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ინოფოლიკი #30პაკ

ინოფოლიკი

ინოფოლიკი არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობით, რომელიც სასარგებლოა ამ ნივთიერებების საკვებიდან შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს მიო-ინოზიტოლს?

მიო-ინოზიტოლი არის ინოზიტოლის სტერეოიზომერი. იგი ადამიანის ორგანიზმში უჯრედის მემბრანაში ბუნებრივად შემავალი ნივთიერებაა, რომელიც მთავარ ბიოლოგიურ როლს თამაშობს როგორც მეორადი მესენჯერი.

იგი, როგორც მეორადი მესენჯერი, მთავარ საკვანძო ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს სხვადასხვა ჰორმონების (როგორიცაა ინსულინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი FSH, თირეოტროპული ჰორმონი TSH) სიგნალის გადაცემის თვალსაზრისით. მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა იწვევს სწორედ ამ ჰორმონთა მიმართ უჯრედის მგრძნობელობის ცვლილებას. მიო-ინოზიტოლი აკონტროლებს სისხლში შაქრისა და ცხიმის მეტაბოლიზმს, აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი შემცველობა ემბრიონისა და კვერცხუჯრედების კარგი ხარისხის პირდაპირი ინდიკატორია. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისას, როგორიცაა პოლიკისტოზი, შეინიშნება ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ფოლიუმის მჟავას?

ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს რნმ-ის, დნმ-ის და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის და ქრომოსომული აღდგენის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ბუნებრივ ზრდას ორსულობის განმავლობაში, მისი დეფიციტი იწვევს ჰომოცისტეინის დონის მომატებას და კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითებას. ფოლიუმის მჟავას შემცირებული მიღება ხშირად დაკავშირებულია ნაყოფის დეფექტებთან. ფოლიუმის მჟავას მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების მდგომარეობას. დედის ორგანიზმში ფოლატების დაბალი დონე რისკის ფაქტორია ნაყოფისმხრივი ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებისა.

გამოყენების რეკომენდაცია:

ინოფოლიკი ხელს უწყობს გლუკოზის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ამაღლებს უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აღადგენს ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიურ დონეს, აუმჯობესებს კვერცხუჯრედების და ემბრიონის ხარისხსს, ამცირების ჰიპერსტიმულაციის  რისკს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციას, ამცირებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.

მიღების წესი და დოზირება: თითო პაკეტი ორჯერ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად. ინოზიტოლის მუდმივი მიწოდების გარანტიის მიზნით მიღებებს შორის დაიცავთ 12 საათიანი შუალედი. პაკეტი იხსნება 1 ჭიქა წყალში.

ინოფოლიკის შემადგენლობა: ერთი პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი - 2000 მგ და ფოლიუმის მჟავა 200 მკგ

შეფუთვა: 30 პაკეტი

უსაფრთხოების ზომები:  შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის განკუთვნილი ბალანსირებული და მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად, არ ცვლის ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ინოფოლიკი მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

           

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 - Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com

                                                                                           

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

შ.პ.ს “ინოთიმი”

მის: ქ.თბილისი, რ.აგლაძის ქ. 15

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]

ომატონი ომეგა-3 საბავშ#20კ.საღ

31.45 ლარი
29.56 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: პოლარის

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იმუკომაქსი #90კაფს

იმუკომაქსი / IMUCOMAX

აუმჯობესებს  იმუნური სისტემის მუშაობას

საკვები დანამატი 90 კაფსულა

ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებ

პორცია(დღიური დოზა): 6 კაფსულა

პორცია კონტეინერში: 15 (N90 კაფსულა)

რაოდენობა თითო პორციაში                                                              %დღიური ღირებულება

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავას სახით)

1500მგ

1667%

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლის სახით)

10მკგ

50%

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)

400მგ

95%

თუთია (თუთიის გლუკონატის სახით)

15მგ

136%

სელენი ( L-სელენომეთიონინის სახით)

200მკგ

363%

დიდგულას ნაყოფის ექსტრაქტი (ანწლი)

500მგ

*

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი  (20% oleuropein)

100მგ

*

ანდროგრაფის (Andrographis) ფხვნილი

150მგ

*

კუძუს ფესვის ფხვნილი

150მგ

*

ვარდკანაფას 4:1  ექსტრაქტი

25მგ

*

N-აცეტილ-L-ცისტეინი

50მგ

*

ნივრის ბოლქვის ფხვნილი

200მგ

*

კურკუმის ფესვის  ექსტრაქტი (95% კურკუმინოიდები)

250მგ

*

ქერცეტინი (ქერცეტინის დიჰიდრატის სახით)

500მგ

*

ორეგანოს ფოთლის ფხვნილი

500მგ

*

*დღიური ღირებულება არ არის დადგენილი.

სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა,ბრინჯის ფქვილი და მაგნიუმის სტეარატი.

რეკომენდებული გამოყენება: 2-2 კაფსულა 3 ჯერ დღეში. სასურველია, ჭამის დროს ან ექიმის მითითებით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. აღნიშნული პროდუქტი არ არის განკუთვნილი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის და 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის დაავადება ან გაქვთ კითხვები აღნიშნული პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ან სხვა რომელიმე საკვები დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ სამედიცინო კონსულტაცია.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია ან არ აქვს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

დისტრიბუტორი: ნიუ ფარმა

მწარმოებელი: Healtherco

აშშ, მასაჩუსეტსი 02110, ბოსტონი, ფრანკლინის ქ. 225

www.healtherco.com

გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ომატონი ომეგა-3 #30კ.საღ

32.16 ლარი
30.22 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თიორეტინი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

Don`t copy text!