მთავარი წაკითხვა გვერდი 284

ბეპანთენი 5% 30გ კრემი

ბეპანთენი®

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისთვის)

 

სავაჭრო დასახელება

ბეპანთენი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსპანთენოლი

სამკურნალწამლო ფორმა

კრემი გარეგანი მოხმარებისთვის.

აღწერილობა

ჰომოგენული, გაუმჭირვალე, თეთრი ან თეთრი-მოყვითაო ელფერის კრემი, სუსტი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ჭრილობებისა და წყლულის სამკურნალო საშუალება. ჭრილობის შემახორცებელი საშუალება. D03AX03

შემადგენლობა

1 გრამი კრემი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი 50მგ. moqmedi nivTiereba: deqspanTenoli 50mg.

დამხმარე ნივთიერებები: DL-პანტოლაქტონი, ფენოქსიეთანოლი, ამფიზოლი კ, ცეტილის სპირტი, ლანოლინი (E913), იზოპროპილმირისტატი, პროპილენგლიკოლი(E1520), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

დექსპანთენოლი წარმოადგენს პანთოტენის სპირტის ანალოგდ და გააჩნია იგივე ბიოლოგიური აქტივობა. დექსპანთენოლი სწრაფად აღწევს უჯრედებში და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელსაც იგივე ეფექტი აქვს, როგორიც ვიტამინ B5-ს.

პანტოტენის მჟავა და მისი მარილები წარმოადგენს წყალში ხსნად ვიტამინებს, რომელიც შედის აცეტილკოენზიმ A-ს შემადგენლობაში და დიდ როლს თამაშობს მეტაბოლური ცვლის პროცესებში.

ამგვარად, დექსპანთენოლს შეუძლია დააკმაყოფილოს ორგანიზმის მაღალი მოთხოვნა პანტოთენის მჟავით, რომელიც აუცილებელია კანისა და ლორწოვანი გარსის ფორმირებისა და რეგენერაციისათვის. უმეტესი ნაწილი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით და განავლით უცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

გამომშრალი და გაღიზიანებული დაუზიანებელი კანის მკურნალობა: ჰიპერემია, მსუბუქი დამწვრობები (მზის და საყოფაცხოვრებო), კანის ქერქოვანი ნაწილების დამუშავება (მაგალითად: ხელის მტევანის, იდაყვის, მუხლების და ასე შემდეგ.)

პროფილაქტიკის მიზნით გამომშრალი, გაწითლებული კანის დამუშავება.

მიკროდაზიანებისას სწრაფი შეხორცებისა და კანის ეპითელიზაციის მიზნით (ნახეთქები, ნაკაწრები), კანის გაღიზიანებისას რადიო-, ფოტოთერაპიის ან უი-დასხივებისას.

კანის დამუშავება კორტიკოსტეროიდების გამოყენების მერე.

მიღების წესი და დოზირება

კრემი დაიტანება დაზიანებულ ადგილებზე თხელი ფენით რამოდენიმეჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე და მის დინებაზე.

გვერდითი მოვლენები

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები დაფუძნებულია სპონტანურ შეტყობინებებზე. შეუძლებელია განისაზღვროს მათი გამოვლინების ზუსტი სიხშირე.

იმუნური სისტემის მხრივ, კანის და კანქვეშა ბოჭკოების: ალერგიული რეაქციები, მათ შორის კანის – კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ერითემა, ეგზემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის გაღიზიანება, ბუშტუკოვანი გამონაყარი.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჭარბი დოზირება

დექსპანთენოლი, მაღალ დოზებშიც კი კარგად გადაიტანება და ითვლება არატოქსიურად.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები

ლანოლინმა, სტეარილის სპირტმა და ცეტილის სპირტმა, პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება (მაგალითად – კონტაქტური დერმატიტი).

საჭიროა კრემის თვალში მოხვედრის თავიდან აცილება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემთხვევები ცნობილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არსებობს კრემის გამოყენების შეზღუდვა ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა

30g ან 100გ ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

გაცემის პირობა

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

გპ გრენცახ პროდაქშიონ გმბჰ

ემილ-ბარელ-შტრასე 7, დ-79639, გრენცახ-ვილენ, გერმანია

ვიტრუმი #130ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

კრესტორი 10მგ #28ტ

თერაპიული ეფექტი ვლინდება კრესტორით მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში და 2 კვირის მკურნალობის შემდეგ აღწევს მაქსიმალური შესაძლო ეფექტის 90%-ს. მაქსიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევა, ჩვეულებრივ, ხდება მკურნალობის მე-4 კვირისთვის და წამლის რეგულარულად მიღების შემთხვევაში ეს ეფექტი ნარჩუნდება. 
კლინიკური ეფექტურობა
კრესტორი ეფექტურია ზრდასრული პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ ჰიპერქოლესტერინემია ჰიპერტრიგლიცერიდემიით, ან მის გარეშე, რასის, ასაკისა და სქესის მიუხედავად, შაქრიანი დიაბეტისა და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების ჩათვლით. IIა და IIბ ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტების 80% (ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების საშუალო საწყისი დონე 4.8 მმოლი/ლ),  10 მგ დოზით პრეპარატის მიღების ფონზე, ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე აღწევს
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბცია და განაწილება
სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს პერორალური მიღებიდან დაახლოებით 5 საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. როზუვასტატინს ძირითადად შთანთქავს ღვიძლი, რომელიც ქოლესტერინის სინთეზის და ქოლესტერინ – მცირე სიმკვრივის ლიპოპროტინების მეტაბოლიზმის ძირითადი ადგილია. როზუვასტატინის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 134 ლ-ს. როზუვასტატინის დაახლოებით 90% უკავშირდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. მეტაბოლიზმი:
როზუვასტატინი ექვემდებარება შეზღუდულ მეტაბოლიზმს (დაახლოებით 10%). როზუვასტატინი წარმოადგენს ციტოქრომ P450 სისტემის ფერმენტებით მეტაბოლიზმისთვის არაპროფილურ სუბსტრატს. როზუვასტატინის მეტაბოლიზმში მონაწილე ძირითადი იზოენზიმია CYP2C9  ფერმენტები CYP2C19, CYP3A4 და CYP2D6 მეტაბოლიზმში უფრო ნაკლებად არიან ჩართული. როზუვასტატინის ძირითადი გამოვლენილი მეტაბოლიტებია N-დისმეთილი და ლაქტონური მეტაბოლიტები. N-დისმეთილი დახლოებით 50%-ით უფრო ნაკლებაქტიურია, ვიდრე როზუვასტატინი, ლაქტონური მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია. ცირკულირებადი ჰმგKoA რედუქტაზას ინჰიბირების ფარმაკოლოგიური აქტივობის 90%-ზე მეტი უზრუნველყოფილია როზუვასტატინით, ხოლო დანარჩენი – მისი მეტაბოლიტებით.
გამოყოფა:
როზუვასტატინის დოზის დაახლოებით 90% უცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად (აბსორბირებული და არა-აბსორბირებული ოზუვასტატინის ჩათვლით). დარჩენილი ნაწილი გამოიყოფა შარდთან ერთად. ნახევარგამოყოფის პლაზმური პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 19 საათს და არ მატულობს პრეპარატის დოზის გაზრდისას. საშუალო გეომეტრიული პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 50 ლიტრს/საათში (ვარიაციის კოეფიციენტი 21.7%). ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების შემთხვევაში, ღვიძლის მიერ როზუვასტატინის “დაჭერის” პროცესში ჩართულია ქოლესტერინის მემბრანული გადამტანი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს როზუვასტატინის ღვიძლისმიერ ელიმინაციაში.
წრფივობა:
როზუვასტატინის სისტემური ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად. ყოველდღიური მიღებისას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. ავადმყოფების განსაკუთრებული პოპულაციები. ასაკი და სქესი როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკაზე სქესი და ასაკი არ ახდენს
კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას.
ეთნიკური ჯგუფები:
აზიაში მცხოვრები იაპონელი და ჩინელი პაციენტებისთვის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკის შედარებითმა გამოკვლევებმა უჩვენა AUC მედიანის (ფართობი მრუდის – “კონცენტრაცია – დრო” – ქვეშ) დაახლოებით ორმაგი ზრდა, ევროპასა და აზიაში მცხოვრებ ევროპელებთან შედარებით. გამოვლენილი არაა გენეტიკური ფაქტორებისა და გარემო ფაქტორების ზემოქმედება ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს შორის მიღებულ განსხვავებებზე. პაციენტების სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების ეთნიკურმა ანალიზმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები ევროპელებს, ლათინო-ამერიკელებს, შავკანიანებსა თუ აფრო-ამერიკელებს შორის.
თირკმლის უკმარისობა:
თირკმლის მსუბუქი და ზომიერად გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის და N-დისმეთილის პლაზმური კონცენტრაციის სიდიდე მნიშვნელოვნად არ იცვლება. თირკმლის გამოხატული უკმარისობის (კრეატინინის კლირენსი
ღვიძლის უკმარისობა:
ღვიძლის უკმარისობის სხვადასხვა სტადიის მქონე პაციენტებს არ აღენიშნებათ როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, პაციენტებისთვის, რომელთა ქულა 7 ან ნაკლებია, ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით. ორ პაციენტს, რომლებსაც 8 და 9 ქულა აქვთ ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით, აღენიშნათ როზუვასტატინის ნახევარგამოყოფის პერიოდის ზრდა, სულ მცირე 2-ჯერ. ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

ჩვენებები გამოყენებისთვის:

– პირველადი ჰიპერქოლესტერინემია (IIა ტიპი. ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ჰიპერქოლესტერინემია (IIბ ტიპი), დიეტაზე დამატების სახით, როდესაც დიეტა და მკურნალობის სხვა არამედიკამენტოზური მეთოდები (მაგალითად ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის მასის შემცირება) საკმარისი არაა.
– ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დიეტაზე და ქოლესტერინის შემამცირებელ სხვა თერაპიაზე (მაგალითად დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზი) დამატების სახით, ან იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი თერაპია არაეფექტურია პაციენტისთვის.

უკუჩვენებები:

10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
– როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
– ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით)
– თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევა (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი)
– მიოპათია
– ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება
– ქალებისთვის: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა
– პაციენტები, მიოტოქსიური გართულებებისადმი მიდრეკილებით.
40 მგ ტაბლეტებისთვის:
– როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა
– ციკლოსპორინის ერთდროულად მიღება
– ქალებისთვის: ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდების არარსებობა
– ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის ან სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის ნებისმიერი ზრდა (ნორმის ზედა ზღვართან შედარებით 3-ჯერ და მეტად), პაციენტებისთვის, მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკით, სახელდობრ:
– თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი)
– ჰიპოთირეოზი:
– კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი
– მიოტოქსიურობა, ჰმგ KoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღების ფონზე ანამნეზში
– ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება
– მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა
– ფიბრატების ერთდროული მიღება
– აზიური რასის პაციენტებისთვის.
სიფრთხილით:
მიოპათია / რაბდომიოლიზის განვითარების რისკი – თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიურობის წინამორბედი ანამნეზი, ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება, 65 წელზე მეტი ასაკი, მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა, რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა), ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა (იხ. პუნქტი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები”); ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, სეფსისი, არტერიული ჰიპოტენზია, ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსია.
პედიატრიულ პრაქტიკაში გამოყენება:
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიულ პრაქტიკაში შემოიფარგლება ოჯახური ჰომოზიგოტური ქოლესტერინემიის მქონე ბავშვების მცირე რაოდენობით (8 წლის ასაკის და ზემოთ). ამჟამად ბავშვებისთვის კრესტორის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში კრესტორის გამოყენება უკუნაჩვენებია.
რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადექვატური მეთოდები.
რამდენადაც ნაყოფის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ქოლესტერინი და ქოლესტერინის ბიოსინთეზის სხვა პროდუქტები, ჰმგ.KoA რედუქტაზას ინჰიბირების პოტენციური რისკი აღემატება ორსული ქალებისთვის პრეპარატის გამოყენების სარგებელს.
თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. როზუვასტატინი გამოიყოფა ვირთაგვების რძესთან ერთად.  ქალის რძეში როზუვასტატინის გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამდენად, ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”).

გამოყენების წესი და დოზები:
შიგნით მისაღებად. ტაბლეტები არ უნდა დაიღეჭოს და არ უნდა დაქუცმაცდეს, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, წყლით. შეიძლება დაინიშნოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღების დროისგან დამოუკიდებლად. 5 მგ დოზით მიღების შემთხვევაში საჭიროა კრესტორის 10 მგ ტაბლეტის ორად გაყოფა. კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიწყოს სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროს. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, თერაპიის მიზნების და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ლიპიდების მიზნობრივ დონეებთან დაკავშირებით მიმდინარე რეკომენდაციების გათვალისწინებით.
პაციენტებისთვის, რომლებიც იწყებენ პრეპარატის მიღებას და რომლებიც გადადიან ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებიდან კრესტორით
მკურნალობაზე, რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა იყოს 5–10 მგ, დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს ქოლესტერინის შემცველობის ინდივიდუალური დონე და გულსისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი და ასევე აუცილებელია გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლო რისკის გათვალისწინება. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 კვირის შემდეგ (იხ. პუნქტი “ფარმაკოდინამიკა”). გვერდითი ეფექტების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით, 40 მგ დოზის მიღებისას, პრეპარატის სხვა, უფრო დაბალ დოზებთან შედარებით (იხ. პუნქტი “გვერდითი მოვლენები”), დოზის გაზრდა 40 მგ-მდე, რეკომენდებულზე მაღალი საწყისი დოზის მიღებისას, 4 კვირის თერაპიის შემდეგ, შეიძლება მოხდეს მხოლოდ მძიმე ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებისთვის და გულსისხლძარღვთა დაავადებებით გართულების მაღალი რისკის შემთხვევაში (განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ოჯახური ჰიპერქოლესტერინემია აქვთ), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც იქნებიან სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ (ლიპიდოლოგიურ, დიაბეტურ ან კარდიოლოგიურ კლინიკებში) (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”). რეკომენდებულია განსაკუთრებული გულდასმით დაკვირვება იმ პაციენტებზე, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. არ არის რეკომენდებული 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებში, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის. 2-4 კვირის
თერაპიის შემდეგ და/ან კრესტორის გაზრდილი დოზის მიღებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლის კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია).
ხანდაზმული პაციენტები:
დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტები:
თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე
პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. უკუნაჩვენებია კრესტორის ყველა დოზირების მიღება თირკმელების გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი). უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით, პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (60 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსი) (იხ. პუნქტები “განსაკუთრებული მითითებები” და “ფარმაკოდინამიკა”). თირკმელების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია 5 მგ საწყისი დოზა. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები: ჩაილდ-პიუს შკალის მიხედვით 9-ზე მაღალი ქულის მქონე პაციენტებში როზუვასტატინის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს (იხ. პუნქტები “ფარმაკოდინამიკა” და “განსაკუთრებული მითითებები”). კრესტორი უკუნაჩვენებია ღვიძლის დაავადებების (აქტიურ ფაზაში) მქონე პაციენტებისთვის (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”). განსაკუთრებული პოპულაციები. ეთნიკური ჯგუფები:
სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის პაციენტებისთვის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების შესწავლისას აღინიშნება როზუვასტატინის კონცენტრაციის სისტემური ზრდა იაპონელებსა და ჩინელებში (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”). ეს ფაქტი გათვალისწინებული უნდა იქნას მოცემული ჯგუფების პაციენტებისთვის როზუვასტატინის დანიშვნისას. უკუნაჩვენებია აზიური რასის პაციენტებისთვის 40 მგ დოზის დანიშვნა. აზიური რასის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ. მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტები: უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის დანიშვნა მიოპათიის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებისთვის (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”). მოცემული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ.

გვერდითი ეფექტები:
კრესტორის მიღების დროს გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად მიმდინარეობს. არასასურველი ეფექტების სიხშირე შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:
ხშირი (>1/100, 1/1000, 1/10000,
იმუნური სისტემა:
იშვიათად: მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპების ჩათვლით.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
ხშირად: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ:
ხშირად: ყაზბობა, გულისრევა, მუცლი ტკივილი.
კანი საფარველის მხრივ:
ზოგჯერ: ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება (ურტიკარია).
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
ხშირად: მიალგია.
იშვიათად: მიოპათია, რაბდომიოლიზი.
სხვა:
ხშირად: ასთენიური სინდრომი.
ისევე, როგორც ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი ეფექტების სიხშირე დამოკიდებულია დოზაზე.
საშარდე სისტემის მხრივ:
პაციენტებს, რომლებიც კრესტორს იღებენ, შეიძლება გამოუვლინდეთ პროტეინურია. შარდში ცილის შემცველობის ცვლილება (არარსებობიდან ან კვალური რაოდენობებიდან ++ ან მეტამდე) აღენიშნება პაციენტების 1%-ს, რომლებიც 10-20 მგ-ს იღებენ და პაციენტების დაახლოებით 3%-ს, რომლებიც 40 მგ დოზას იღებენ. აღნიშნულია შარდში ცილის შემცველობის მცირე ცვლილებები 20 მგ დოზის მიღებისას. უმეტეს შემთხვევებში პროტეინურია მცირდება ან საერთოდ ქრება თერაპიის პროცესში და არ ნიშნავს თირკმელების მწვავე დაავადების განვითარების ან არსებული დაავადების პროგრესირებას. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრესტორის მიღებისას (ყველა დოზირებით) და განსაკუთრებით 20 მგ-ზე დიდი დოზების მიღების შემთხვევაში აღნიშნულია შემდეგი ზემოქმედებები საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე: მიალგია, მიოპათია, იშვიათად – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება იმ პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად იყო უმნიშვნელო, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”).
ღვიძლის მხრივ:
როზუვასტატინის გამოყენებისას, პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას აღენიშნება “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის დოზა-დამოკიდებული ზრდა. უმეტესად ეს უმნიშვნელოა, დროებითი და სიმპტომების გარეშე. პოსტმარკეტინგული გამოყენება:
პრეპარატ კრესტორის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას აღნიშნულია შემდეგი გვერდითი ფექტები:
ღვიძლის მხრივ:
ძალიან იშვიათად: სიყვითლე, ჰეპატიტი.
იშვიათად: “ღვიძლის” ტრანსამინაზების დონის ზრდა.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ:
იშვიათად: ართრალგია.
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:
ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.
ჭარბი დოზით მიღება:
რამდენიმე სადღეღამისო დოზის ერთდროულად მიღების შემთხვევაში როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება. როზუვასტატინის ჭარბი დოზით მიღებისას არ არსებობს სპეციფიური მკურნალობა. ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობის და შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზის დონის კონტროლი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი ეფექტური იყოს. უართიერთქმედება სხვა სამკურნლო საშუალებებთან და წამალთაშორისი ურთიერთქმედების სხვა სახეები ციკლოსპორინი: როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას ფართობი როზუვასტატინის მრუდის “კონცენტრაცია – დრო” (AUC) ქვეშ, საშუალოდ 7-ჯერ უფრო დიდი იყო, იმ მნიშვნელობასთან შედარებით, რომელიც აღენიშნათ ჯანმრთელ მოხალისეებს (იხ. პუნქტი “უკუჩვენებები”). ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის კონცენტრაციის ზრდას 11-ჯერ. არ მოქმედებს ციკლოსპორინის პლაზმურ კონცენტრაციაზე. ვიტამინ K–ს ანტაგონისტები: როზუვასტატინით მკურნალობის დაწყება ან პრეპარატის დოზის ზრდამ იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ვიტამინ K–ს ანტაგონისტებს (მაგ. ვარფარინს) იღებენ, შეიძლება განაპირობოს პროთრომბინული დროის ზრდა (საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა). როზუვასტატინის მიღების შეწყვეტამ ან მისი დოზის შემცირებამ შეიძლება შეამციროს საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობა. ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის მონიტორინგი. გემფიბროზილი და სხვა ლიპიდშემამცირებელი საშუალებები: როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის (CMAX) და როზუვასტატინის AUC-ს 2-ჯერ ზრდას (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”). სპეციფიური ურთიერთქმედების შესახებ მონაცემებზე დაყრდნობით მოსალოდნელი არაა ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით  მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან, შესაძლებელია ფარმაკოდინამიური ურთიერთქმედება. გემფიბროზილი, ფენოფიბრატი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავის ლიპიდ-შემამცირებელი დოზები (ან 1გ/დღეში დოზის ექვივალენტური ან უფრო მაღალი დოზები) ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს, ჰმგKoA რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა იმის გამო, რომ მათ მიოპათიის გამოწვევა შეუძლიათ მონოთერაპიისთვის გამოყენების დროსაც (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”). გემფიბროზილთან და სხვა ლიპიდ-შემამცირებელ საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას რეკომენდებულია პრეპარატის 5 მგ საწყისი დოზის გამოყენება.
ანტაციდები: როზუვასტატინისა და ალუმინისა და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50%-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნლობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი: როზუვასტატინისა და ერითრომიცინის ერთდროულად მიღება განაპირობებს როზუვასტატინის AUC-ის (0-ტ) შემცირებას 20%-ით და როზუვასტატინის CMAX-ის შემცირებას 30%-ით. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით, რასაც იწვევს ერითრომიცინი. პერორალური კონტრაცეპტივები / ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპია: როზუვასტატინისა და პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროული მიღება ზრდის ეთინილესტრადიოლის AUC-ს და ნორგესტრილის AUC-ს, 26%-ით და 34%-ით, შესაბამისად. პლაზმური კონცენტრაციის ამგვარი ზრდა გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. ფარმაკოლოგიური მონაცემები როზუვასტატინისა და ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის ერთდროულად გამოყენების შესახებ არ არსებობს, შესაბამისად, არ შეიძლება ანალოგიური ეფექტის გამორიცხვა, მოცემული კომბინაციის გამოყენებისას. თუმცა, ასეთი კომბინაცია ფართოდ გამოიყენებოდა კლინიკური კვლევების ჩატარებისას და პაციენტები მას კარგად იტანდნენ.
სხვა სამკურნალო პრეპარატები: არ არის მოსალოდნელი კლინიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და  დიგოქსინს შორის. ციტოქრომის P450 ფერმენტები: ინ ვივო და ინ ვიტრო გამოკვლევების შედეგებმა აჩვენა, რომ როზუვასტატინი არ არის ციტოქრომის P450 ფერმენტების ინჰიბიტორი ან ინდუქტორი. ამის გარდა, როზუვასტატინი ამ ფერმენტების სუსტი სუბსტრატია. კლინიკურად მნიშვნელვანი ურთიერთქმედება  როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს (CYP2C9-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) და კეტოკონაზოლს (CYP2A6-ის და CYP3A4-ის ინჰიბიტორს) შორის აღნიშნული არ ყოფილა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის (CYP3A4-ის ინჰიბიტორის) ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის AUC-ს 28%- ით (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად, ციტოქრომ P450-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არაა.

განსაკუთრებული მითითებები
თირკმელებთან დაკავშირებული ეფექტები პაციენტებს, რომლებმაც კრესტორის დიდი დოზები (ძირითადად 40 მგ) მიიღეს, აღენიშნათ მილაკოვანი პროტეინურია, რაც უმეტეს შემთხვევებში პერიოდული ან ხანმოკლე იყო. ამგვარი პროტეინურია არ ნიშნავს თირკმლების მწვავე დაავადებას ან არსებული დაავადების პროგრესირებას. იმ პაციენტებისთვის, რომლებიც პრეპატარს 40 მგ დოზით იღებენ, რეკომენდებულია მკურნალობის დროს თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: კრესტორის ნებისმიერი დოზირებით და განსაკუთრებით 20 მგ-ზე მაღალი დოზით მიღების შემთხვევაში აღნიშნული იყო საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე შემდეგი ზემოქმედება: მიალგია, მიოპათია, იშვიათ შემთხვევებში – რაბდომიოლიზი. კრეატინფოსფაკინაზის განსაზღვრა: კრეატინფოსფაკინაზის განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვების შემდეგ ან კრეატინფოსფაკინაზის დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რის გამოც შეიძლება მიღებული შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. იმ შემთხვევაში, თუ კრეატინფოსფაკინაზის საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა ხელმეორე ანალიზის ჩატარება. არ შეიძლება თერაპიის დაწყება, თუ ხელმეორე ტესტი კრეატინფოსფაკინაზის არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი).  თერაპიის დაწყებამდე: კრესტორის დანიშვნისას, ასევე ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების დანიშვნისას სიფრთხილე უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომლებსაც მიოპათიის/რაბდომიოლიზის რისკის ფაქტორები აქვთ (პუნქტი “სიფრთხილის დაცვით”). აუცილებელია რისკისა და თერაპიის სარგებლობის შედარება და კლინიკური დაკვირვებების ჩატარება. თერაპიის დროს: აუცილებელია პაციენტის ინფორმირება იმის შესახებ, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ იგი თავს შეუძლოდ გრძნობს და ამცივნებს. ასეთი პაციენტებისთვის უნდა განისაზღვროს კრეატინფოსფაკინაზას დონე. თერაპია უნდა შეწყდეს, თუ კრეატინფოსფაკინაზას დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფოსფაკინაზას დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია). თუ სიმპტომები გაქრება და კრეატინფოსფაკინაზას დონე ნორმას დაუბრუნდება, შეიძლება კრესტორის ან ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, უფრო მცირე დოზებით და პაციენტზე გულდასმით დაკვირვებით. სიმპტომების არარსებობისას კრეატინფოსფაკინაზას რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არაა. კრესტორის მიღებისა და თანმხლები თერაპიის დროს ჩონჩხის მუსკულატურაზე ზემოქმედების ზრდის ნიშნები არ აღინიშნება. თუმცა, აღნიშნულია მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევების ზრდა იმ  პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ჰმგKoA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორებს, ფიბრინმჟავას წარმოებულ პრეპარატებთან ერთად, გემფიბროზილის, ციკლოსპორინის, ნიკოტინის მჟავას, აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების, პროტეაზები ინჰიბიტორების და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ჩათვლით. გემფიბროზილი ზრდის მიოპათიის რისკს, ჰმგKoA რედუქტაზას ზოგიერთი ინჰიბიტორების დანიშვნისას. ამგვარად, კრესტორისა და გემფიბროლიზის ერთდროულად დანიშვნა რეკომენდებული არაა. კრესტორის და ფიბრატების ან ნიაცინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა რისკის და შესაძლო სარგებლობის გულდასმით აწონ-დაწონა. პრეპარატ კრესტორის 40 მგ დოზის და ფიბრატების ერთდროულად მიღება უკუნაჩვენებია (იხ. პუნქტი “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და მედიკამენტოზური ურთიერთქმედების სხვა ფორმები”). კრესტორით მკურნალობის დაწყებიდან და/ან დოზის გაზრდიდან 2-4 კვირის შემდეგ აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი (საჭიროების შემთხვევაში აუცილებელია დოზის კორექცია). ღვიძლი: რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა თერაპიის დაწყებამდე და თერაპის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. კრესტორის მიღება უნდა შეწყდეს ან შემცირდეს დოზა, თუ ტრანსამინაზების აქტივობის დონე სისხლის შრატში 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროტული სინდრომის შედეგად წარმოშობილი ჰიპოქოლესტერინემიის მქონე პაციენტებს ძირითადი დაავადებების მკურნალობა უნდა ჩაუტარდეთ კრესტორით მკურნალობის დაწყებამდე. განსაკუთრებული პოპულაციები. ეთნიკური ჯგუფები: ჩინელ და იაპონელ პაციენტებს შორის ფარმაკოკინეტიკური გამოკვლევების ჩატარებისას აღნიშნულია როზუვასტატინის სისტემური კონცენტრაციის ზრდა, ევროპელ პაციენტებთან მიღებულ მაჩვენებლებთან შედარებით (იხ. პუნქტები “გამოყენების წესი და დოზები” და “ფარმაკოკინეტიკური
თვისებები”).

სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედება:

კრესტორის სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმების გამოყენების უნარზე ზემოქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა, თუმცა, ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, კრესტორი ასეთ ზემოქმედებას არ უნდა ახდენდეს. ავტომანქანის მართვისას ან მექანიზმების გამოყენების დროს საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ თერაპიის დროს შესაძლებელია თავბრუსხვევა.

გამოშვების ფორმა:

10, 20 და 40 მგ გარსით დაფარული ტაბლეტები. 7 ან 28 ტაბლეტიანი ბლისტერები (10 და 20 მგ ტაბლეტიანი ბლისტერები 1X7 და 2X14; 40 მგ ბლისტერები 1X7 და 4X7), მუყაოს ყუთში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

30ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. არ შეიძლება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა:

ასტრაზენეკა იუ კეი ლიმიტედ (დიდი ბრიტანეთი), აი პი ერ ფარმასიუტიკალს ინკ., პუერტო რიკო (აშშ), საბანა გარდენს, 1967 მაინ სტრიტ, კაროლინა, სან ხუანი, პუერტო რიკო 00983.
შემდგომი ინფორმაცია მოთხოვნით:
ასტრაზენეკა იუ კეი ლიმიტედ, 119021 მოსკოვი, ტიმურ ფრუნზეს ქ. # 11,
კორპ. 2-5.
კრესტორი სავაჭრო ნიშანი – კომპანია ასტრაზენეკას საკუთრება.

ბეპანთენი 5% 100გ მალამო

ბეპანთენი

 

სარეგისტრაციო ნომერი: П N013984/01

პრეპარატის სავაჭრო დასახელება

ბეპანთენი.

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

დექსპანთენოლი.

სამკურნალწამლო ფორმა

გარეგანი გამოყენების მალამო.

შემადგენლობა

1გ მალამო შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: დექსპანთენოლი – 50 მგ,

დამხმარე ნივთიერებები: პროტეგინ X 50მგ, ცეტილის სპირტი 18მგ, სტეარილის სპირტი 12მგ, ფუტკრის თეთრი ცვილი 40მგ, ლანოლინი 250მგ, თეთრი რბილი პარაფინი 130მგ, ნუშის ზეთი 50მგ, თხევადი პარაფინი 150მგ, გასუფთავებული წყალი 1000მგ-მდე.

აღწერილობა

რბილი, ელასტიური, ჰომოგენური, გაუმჭირვალე კრემი, მკრთალი მოყვითალო ფერის, ლანოლინის სუსტი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ქსოვილების რეგენერაციის სტიმულატორი.

ათქ კოდი: D03AX03

ფარმაკოლოგიური მოქმედება

დექსპანთენოლი კანის უჯრედებში სწრაფად გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, რომელიც წარმოადგენს კოენზიმ A-ს ძირითად შემადგენელ ნაწილს და დიდ როლს ასრულებს როგორც დაზიანებული კანის  ფორმირების, ასევე მისი ზედაპირის შეხორცების პროცესში; ასტიმულირებს კანის რეგენერაციას და ანორმალიზირებს უჯრედის მეტაბოლიზს.

ფარმაკოკინეტიკა

გარეგანი გამოყენებისას სწრაფად აბსორბირდება კანის მიერ (სწრაფად შეიწოვება) და გარდაიქმნება პანთოტენის მჟავად, უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად ბეტა-გლობულინებსა და ალბუმინს). პანთოტენის მჟავა არ მეტაბოლიზდება ორგანიზმში და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

გამოყენების ჩვენებები

კანის საფარველის მთლიანობის დარღვევისას კანის სიმშრალის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის. ბავშვის კანის მკურნალობისა და მოვლისთვის (გამოყელვისა და საფენისებრი დერმატიტის დროს), ასევე, მეძუძური დედებისთვის (სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში; ძუძუს თავების სიმშრალისა და მტკივნეული ნახეთქების მოვლის მიზნით). შეხორცების პროცესის აქტივაციისათვის, რომელიც შეიძლება გამოწვეული იყოს კანის მცირე დაზიანების, მსუბუქი დამწვრობის, აბრაზიის, კანის გაღიზიანების, ქრონიკული წყლულების, ნაწოლების, ნახეთქებისას და კანის გადანერგვისას.

უკუჩვენებები

ბეპანთენი არ გამოიყენება პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ბეპანთენის გამოყენება შესაძლებელია ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.

თუ პრეპარატი გამოიყენება ძუძუს თავების მოვლის მიზნით ლაქტაციის პერიოდში, კრემი უნდა ჩამოიბანოს ძუძუთი კვების წინ.

გამოყენების მეთოდი და დოზები

გარეგანი მოხმარებისთვის.  მალამო დაიტანება დაზიანებულ და ანთებულ ზედაპირზე თხელ ფენად 1-2 ჯერ დღეში.

სარძევე ჯირკვლების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება ძუძუს თავებზე ყოველი ჭამის მერე.

ჩვილი ბავშვების მოვლის მიზნით მალამო დაიტანება საფენის (პამპერსის) ყოველი გამოცვლის მერე.

ზედოზირება

დექსპანთენოლი, დიდი დოზებითაც კი, კარგად გადაიტანება და არ იწვევს არასასურველ რეაქციებს. ამ დრომდე ზედოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჰიპერვიტამინოზის შემთხვევები არ არის ცნობილი.

გვერდითი მოქმედება

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, ქავილი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არსებობს მონაცემები სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების.

განსაკუთრებული მითითებები

მოარიდეთ თვალში მოხვედრას.

გამოშვების ფორმა

5%-იანი მალამო გარეგანი გამოყენებისათვის. 3,5გ, 30გ, 50გ ან 100გ ლაქირებული ალუმინის ტუბი პოლიპროპილენის ყელით და ალუმინის ფოლგიანი მემბრანით, რომელიც იკეტება პოლიპროპილენის ხრახნიანი  წვეტიანი ხუფით, მემბრანის გასახვრეტად. ყოველი ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი. არ გამოიყენება მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის რეჟიმი

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სს >,რუსეთი

წარმოებულია: გპ გრენზახ პროდაქშიონს გმბჰ, ემილ-ბარელ-შტრასე 7, 79639

გრენზახ-ვილენ, გერმანია

მომხმარებლების პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:

სს >, რუსეთი

107113, ქ. მოსკოვი, მე-3 რიბინსკაიას ქუჩა №18, შენობა №2

ტელ: +7 (495)231-12-00

ფაქსი: +7 (495) 231-12-02

ვიტრუმი #100ტ

ვიტრუმი
(VITRUM)

         

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:
ვიტრუმი

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები:
ვიტამინები:
ვიტამინი A (რეტინოლის აცეტატი და ბეტაკაროტენი1)            5000 სე2
ვიტამინი D3 (კოლეკალციფეროლი)                        400 სე3
ვიტამინი E  (დლ-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი)                30 სე4
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)                        60 მგ
ფოლის მჟავა                                    400 მკგ
ვიტამინი B1 (თიამინი)5                            1,5 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)                            1,7 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)                2 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)                        6 მკგ
ნიკოტინამიდი                                    20 მგ
ბიოტინი                                    30 მკგ
პანტოთენის მჟავა (კალციუმის პანტოთენატი)                 10 მგ
ვიტამინი K1(ფიტომენადიონი)                        25 მკგ

მინერალები:
კალციუმი (კალციუმის ჰიდროფოსფატი)                    162მგ
კალიუმი (კალიუმის ქლორიდი)                        40მგ
ფოსფორი (კალციუმის ჰიდროფოსფატი)                    125მგ
იოდი (კალციუმის იოდიდი)                            150მკგ
რკინა (რკინის ფუმარატი)                            18მგ
მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი)                        100მგ
სპილენძი (სპილენძის ოქსიდი)                        2მგ
თუთია (თუთიის ოქსიდი)                            15მგ
ქლორიდი (კალიუმის ქლორიდი)                        36.3მგ
ქრომი (ქრომის ქლორიდი)                            25მკგ
მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი)                    25მკგ
მანგანუმი (მანგანუმის სულფატი)                        2.5მგ
სელენი (ნატრიუმის სელენატი)                        25მკგ
კალა (კალის ქლორიდი)                             10 მკგ
ნიკელი (ნიკელის სულფატი)                        5მკგ
სილიციუმი (სილიციუმის ოქსიდი)                        10 მკგ
ვანადიუმი (ნატრიუმის მეტავანადატი)                    10 მკგ

1 – სინონიმი ბეტა-კაროტინი
2 – ექვივალენტურია რეტინოლის 1515მკგ ექვივალენტის
3 – 10მკგ კოლეკალციფეროლის აცეტატის ექვივალენტი
4 – 30 მგ dl-ალფა ტოკოფეროლის აცეტატის ექვივალენტი
5 – თიამინის მონონიტრატი

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტრიაცეტინი, საღებავები E129, E110

აღწერილობა: ატმის ან მოთეთრო-ატმისფერი კაფსულის მაგვარი შემოგარსული ტაბლეტები, ტაბლეტის ერთ მხარეს გამყოფი ნაზოლით და მეორე მხარეს ”VITRUM” გრავირებით. დასაშვებია სპეციფიკური სუნის არსებობა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინი+მულტიმინერალი
კოდი ათქ: A11AA04

ფარმაკოლოგიური თვისებები:
განისაზღვრება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების თვისებებით.

გამოყენების ჩვენება:
–    ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის, მინერალური ნივთიერებებისა და მიკროელემენტების უკმარისობის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
–    ინტენსიური ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის პერიოდში, გადატანილი ავადმყოფობის შემდგომი გამოჯანმრთელების პერიოდში;
–    არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ; A ჰიპერვიტამინოზი.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს – დღეში 1 ტაბლეტი კვების შემდეგ.
 
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატების კომპონენტების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეიცავს რკინასა და კალციუმს, შესაბამისად, აფერხებს ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკების და, ასევე ანტიმიკრობული საშუალებების – ფტორქინოლონების წარმოებულების შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. ვიტამინი C აძლიერებს სულფანილამიდების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მოქმედებას და გვერდითი ეფექტების განვითარებას. ქოლესტირამინი და ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის შემცველი ანტაციდური პრეპარატები, ამცირებენ რკინის შეწოვას. თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ჰიპერკალციემიის განვითარების საშიშროება (სისხლში კალციუმის მომატებული შემცველობა).

განსაკუთრებული მითითებები:
რეკომენდებული დოზის გადაჭარბება დაუშვებელია. ”VITRUM”-ის გამოყენება A და D ვიტამინების შემცველ პრეპარატებთან ერთად დაუშვებელია. ეს ზრდის ამ ვიტამინების ჭარბი დოზის განვითარების საშიშროებას.

გამოშვების ფორმა:
#30-60-100 და 130 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია პოლიეთილენის ფლაკონში, იგივე მასალის სახრახნი ხუფით. თითო ფლაკონი თავსდება მუყაოს კოლოფში.
 
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ ადგილას, 10-30ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:
5 წელი.
პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.

მწარმოებელი ფირმა:
”უნიფარმ ინკ”  (აშშ)., 350 Fifth Avenue, Suite 6701, New York, NY 10118, USD

ბეპანთენი 100გ კრემი

28.50 ლარი
26.79 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ჯიპი გრენზაჩ პროდუქტ/ბაიერ ვიტ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოროსი 20მგ #28ტ

38.60 ლარი
36.28 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: მერკეზ ლაბორატორი ფარმაც

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ვიტრეოლაიფი #20პაკ

47.24 ლარი
44.40 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ფარმიგეა იტალია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კორილი 500მგ #30კაფს

კორილი / Korill

კრილის ქონი , ომეგა 3

მწარმოებელი კომპანია: Sanience

მწარმოებელი ქვეყანა: ნორვეგია

გამოშვების ფორმა: რბილი კაფსულა #30

1 კაფსულის შემადგენლობა: კრილის ქონი  500 მგ, ფოსფოლიპიდები 200 მგ, ომეგა3 ცხიმოვანი მჟავები (EPA/DHA) 90მგ, ასტაქსანტინი 400 მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კრილის ქონი – ძლიერმოქმედი საშუალება  ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების წინააღმდეგ. კრილი არის კიბორჩხალისებრთა ოჯახის წარმომადგენელი (პოლარული შრიმპი), მოიპოვება ყველაზე სუფთა ღრმა ანტარქტიკულ წყლებში.

მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კრილის ქონი 40-ჯერ უფრო ეფექტურია ვიდრე კლასიკური  თევზის ქონი, ეს განპირობებულია კრილის ქონის უნარით სრულად განიცადოს  აბსორბცია და მისი უნიკალური თვისებით – სრულად გაიხსნას სითხეებში.

თევზის ქონისგან განსხვავებით, კრილი მდიდარია ასტაქსანტინით, წითელი პიგმენტით, რომელიც მის წითელ შეფერილობას განაპირობებს. ასტაქსანტინი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომლის შემცველობა იცავს კრილის ქონს დაჟანგვისგან და  არ საჭიროებს კონსერვანტების დამატებას.

კორილის მოქმედება:

კრილის ქონი არის ახალი თაობის ომეგა 3,  წარმოდგენილი ხსნადი ფოსფოლიპიდების სახით

კრილის ქონი შეიცავს შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს (EPA, DHA) და არის ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძირითადი წყარო (ასტაქსანტინი)

კრილის ქონი ეფექტურია სისხლში ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, HDL- სა და LDL- ს ოპტიმალური თანაფარდობის შესანარჩუნებლად

კორილი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს და უზრუნველყოფს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას, კარდიოვასკულური სისტემის გრძელვადიანი ოპტიმალური ფუნქციონირების ხელშეწყობას

DHA კორილის შემადგენლობაში უზრუნველყოფს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას და ჯანსაღი მხედველობის შენარჩუნებას

ფოსფოლიპიდებში არსებული  ქოლინი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას. სამკურნალო ეფექტის მისაღებად თევზის ქონის ომეგა 3 -ის დღიური კლასიკური დოზაა  250მგ,  ეს არის უხსნადი თევზის ქონის დოზა. კრილის ქონი კი შეიცავს მხოლოდ ხსნად ომეგა 3, რომელიც სრულად აბსორბირდება და უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბიოშეღწევადობას.

გამოყენების ჩვენებები:

1. ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების ნორმალური დონის აღდგენა

2. კარდიოვასკულარული დაავადებების რისკის შემცირება

3. ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნება

4. შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების და ბუნებრივი ანტიოქსიდანტების დონის აღდგენა

5. ორგანიზმის ფიზიკური და ინეტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდა, მეხსიერების, აზროვნების, კონცენტრაციის უნარის გაუმჯობესება

მიიღება პერორალურად.

რეკომენდებული დოზები მოზრდილებისთვის:

1-2 კაფსულა დღეში საკვების მიღების წინ  ან კვების დროს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე, 2 კვირიანი შესვენებებით , სამკურნალო კურსის განმეორება შესაძლებელია წელიწადში 2-3 -ჯერ.

არ მიიღოთ  დღეში 3 კაფსულაზე მეტი.

არ შეიცავს : კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ნივთიერებებს, საღებავებს, დამატკბობლებს და გლუტეინს.

სიფრთხილით გამოიყენება სისხლის შედედების პრობლემების მქონე პირებში.

უკუჩვენება: არ არის რეკომენდებულიკიბოსნაირთა ოჯახის მიმართ ალერგიულ პირებში გამოყენება.

შენახვის პირობები: შეინახეთ 250C ტემპერატურამდე, ორიგინალურ შეფუთვაში. არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: #30 რბილი კაფსულა 2 ბლისტერზე, მუყაოს კოლოფში

წარმოებულია ევროკავშირში GMP  სტანდარტის შესაბამისად  Sanience S.R.L. – თვის Aker Biomarine Norway ლიცენზიის შესაბამისად. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი Sanience S.R.L. 1A Fr.Chopin St. Sector 2, ბუქარესტი, რუმინეთი

ცინკოროტი 25მგ #20ტ

22.45 ლარი
21.10 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო