7.65 ლარი
7.19 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: პოლარისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
7.65 ლარი
7.19 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: პოლარისი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ოსტეომაქსი კოლაგენით #30ტ
საღეჭი კალციუმის ტაბლეტები კოლაგენით.
იდეალურია მათთვის ვისაც არ უყვარს ან არ შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა.
შემადგენლობა:
| 1 ტაბლეტი შეიცავს | NRV* | 2 ტაბლეტი შეიცავს | NRV* |
კალციუმი | 400 მგ | 50% | 800 მგ | 100% |
კოლაგენი | 20 მგ |
| 40 მგ |
|
თუთია | 7.5 მგ | 75% | 15 მგ | 150% |
სპილენძიi | 1000 მკგ | 100% | 2000 მკგ | 200% |
K2 ვიტამინი | 25 მკგ | 33% | 50 მკგ | 67% |
D3 ვიტამინი | 25 მკგ (1000 სე) | 500% | 50 მკგ (2000 სე) | 1000% |
NRV* საკვები ნივთიერებების რეფერენს მაჩვენებლები
კალციუმი არის საშენი მასალა ადამიანის ძვლებისა და კბილებისათვის. ორგანიზმის კალციუმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. ადამიანის ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს, მისი მოპოვება მხოლოდ საკვებიდან არის შესაძლებელი. კალციუმზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება აქვთ მოზარდებს (ძვლების სწრაფი ზრდის გამო), 50 წელს გადაცილებულ ქალებს და >70 წლის კაცებს. თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს კალციუმს საკვებიდან, ის იწყებს მის “სესხებას” ძვლებიდან.
D3 ვიტამინი მნიშვნელოვანია კალციუმის ნორმალური შეწოვისა და სისხლში მისი დონის შენარჩუნებისათვის.
K ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის მოლეკულებს ზუსტად მოხვდეს ძვლის ქსოვილში.
D3 ვიტამინი K ვიტამინთან ხელს უწყობს ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
თუთია მონაწილეობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. ძვლის ქსოვილში შესვლისას თუთია სხვა მინერალებს (მაგ. მაგნიუმი და ფოსფორი) იზიდავს. მაშასადამე, ის ასევე მნიშვნელოვანი ძვლების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად.
რა არის კოლაგენი?
კოლაგენი არის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც კანის 70%-ს, სახსრების ხრტილის 53%-ს, ძვლების 27%-ს, ღრძილების 60% და სისხლძარღვების უმეტეს ნაწილს შეადგენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ 25 წლის ასაკიდან, კოლაგენის დონე ორგანიზმში იწყებს შემცირებას, აქედან გამომდინარე, ხელსაყრელია მისი დამატებით გამოყენება.
რატომ არის სპილენძი მნიშვნელოვანი?
სპილენძი ხელს უწყობს ნორმალური შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნებას. შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი ტიპი არის ხრტილოვანი სახსრის ქსოვილი, რომელიც მნიშვნელოვანი სახსრების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
რატომ კალციუმის კარბონატი?
სამეცნიერო კვლევები ცხადყოფენ, რომ კალციუმის სხვადასხვა მარილების (კარბონატი, ციტრატი, ლაქტატი, გლუკონატი) შეწოვა ორგანიზმში თითქმის იდენტურია. მიუხედავად ამისა, კალციუმის კარბონატის მარილებს აქვთ სუფთა კალციუმის ყველაზე მაღალი დონე, ამიტომ ნაკლები ტაბლეტის მოხმარებაა საჭირო. გარდა ამისა, კალციუმის მარილების შეწოვა მნიშვნელოვნად იზრდება მისი საკვებთან ერთად მოხმარებისას.
რატომ საღეჭი ტაბლეტები?
საღეჭი ტაბლეტი უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმით, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტი უკვე მცირე ნაწილაკებს ღებულობს. გარდა ამისა, საღეჭი ფორმა უფრო მოსახერხებელია მათთვის, ვისაც უძნელდება ტაბლეტების ან კაფსულების გადაყლაპვა.
ოსტეომაქსი რეკომენდებულია:
ბავშვები 12 წლის ზემოთ
ბავშვებსა და მოზარდებში ორგანიზმის განვითარების პროცესები ძალიან აქტიურია. ძვლები იზრდება, ძლიერდება და მკვრივდება 30 წლამდე. ოსტეომაქსის კომპონენტები უზრუნველყოფენ ძვლებისა და კბილების ნორმალურ მდგომარეობას, კალციუმის ნორმალურ შეწოვას, ნერვული სისტემის აქტივობას და შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ განვითარებას.
ქალები მენოპაუზის პერიოდში და მის შემდეგ
მენოპაუზის დროს, ქალის ორგანიზმში მრავალი ცვლილება მიმდინარეობს: მომატებული გაღიზიანება, ხასიათის ცვლილებები, შენელებული მეტაბოლიზმი და ძვლის მასის დაკარგვა. ოსტეომაქსის კომპონენტები ხელს უწყობენ ნორმალური ნერვული სისტემის აქტივობის, ენერგიის მეტაბოლიზმის და ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
ხანდაზმული მამაკაცები
კუნთების სიძლიერის და სახრსების მობილობის დაქვეითების და წონასწორობის დაკარგვის გამო, ხანდაზმული ასაკის პირებს აქვთ მოძრაობის პრობლემები.
ოსტეომაქსის კომპონენტები ხელს უწყობენ ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
რა არის ოსტეომაქსის კომპონენტების სასარგებლო თვისებები?
თუთია ხელს უწყობს:
- იმუნური სისტემის ნორმალურ აქტივობის და
- კანის, ფრჩხილებისა და თმების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.
D3 ვიტამინი და კალციუმის ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას.
K ვიტამინ და კალციუმი ხელს უწყობს სისხლის ნორმალური კოაგულაციის შენარჩუნებას.
სპილენძი ხელს უწყობს:
- ნერვული სისტემის აქტივობისა
- ენერგიის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას
- უჯრედების დაცვას
დოზირება: 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში
არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია.
43.66 ლარი
41.04 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
ზეტორის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - როზუვასტატინის (კალციუმის მარილის სახით) 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლიდონ ჩL, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზას (HMG-COA-რედუქტაზა) სელექციერ, კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელსაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A გადაჰყავს მევალონატში, რომელიც ქოლესტერინის (ქს) წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედება ძირითადად ვლინდება ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) კატაბოლიზმი.
როზუვასტატინი უჯრედების ზედაპირზე ზრდის ღვიძლის დსლპ-ის რეცეპტორების რიცხვს, აძლიერებს დსლპ-ის შებოჭვასა და კატაბოლიზმს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას და შესაბამისად, დსლპ და ძდსლპ-ის საერთო რაოდენობის შემცირებას.
ზეტორი ამცირებს მომატებული ქს-დსლპ, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების (ტგ) დონეს, ზრდის ქს-მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) შემცველობას, ასევე - ამცირებს აპოლიპოპროტეინ B (აპოB), ქს-არა მსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-1 (აპოA-1)-ის დონეს, ამცირებს შეფარდებას ქს-დსლპ / ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი / მსლპ და ქს-არამსლპ / ქს-მსლპ, ასევე - აპოB / აპოA-1.
ზეტორი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, განურჩევლად რასის, სქესისა და ასაკისა (მათ შორის პაცინტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით).
ადიტიური ეფექტი აღინიშნება ზეტორისა (როზუვასტატინი) და ფენოფიბრატის კომბინაციისას ტრიგლიცერიდებთან მიმართებაში, ხოლო ნიკოტის მჟავასთან კომბინაციაში – ქს-მსლპ-თან მიმართებაში.
როზუვასტატინის გავლენის შესახებ კვლევები, ლიპიდური ცვლის დარღვევით გამოწვეული გართულებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება) შემცირებაზე, დასრულებული არ არის.
ზეტორი 40 მგ ნაჩვენებია დაინიშნოს პაციენტებში გამოხატული ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკით.
ფარმაკოკინეტიკა
ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 5 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%.
როზუვასტატინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება (10%) ღვიძლში. ძირითადი იზოფერმენტი რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში არის CYP2C9.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის 90% დაკავშირებულია როზუვასტატინთან, ხოლო დანარჩენი - მის მეტაბოლიტებთან.
როზუვასტატინის ძირითადი ნაწილი (90%) გამოიდევნება შეუცვლელი სახით ფეკალური მასებით, ხოლო დანარჩენი - შარდით. თ1/2 დაახლოებით 19 საათია.
ჩვენება
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ტიპის ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ). ინიშნება დამატებით დიეტასთან ერთად, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები (ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის წონის კორექცია) არასაკმარისია;
- ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დამატებით დიეტასთან ან სხვა ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან (მაგ.: დსლპ-აფერეზი)ერთად, არ როცა მსგავსი მკურნალობა ნაკლებეფექტურია;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), დიეტასთან ერთად დამატებით;
- ათეროსკლეროზის პროგრესირების შეჩერებისთვის დიეტასთან ერთად დამატებით ინიშნება პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია საეღტო ქოლესტერინისა და ქს-დსლპ-ის დონის შემცირება.
უკუჩვენება
10 მგ და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
- როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების ნებისმიერი აქტივობის მყარი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);
- თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
- მიოპათია;
- ერთდროულად ციკლოსპორინის მიღება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების არარსებობა;
- მიოტოქსიკური გართულებებისადმი წინასწარგანწყობა;
- ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტ ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას).
40 მგ ტაბლეტებისთვის:
გარდა ზემოაღნიშნული უკუჩვენებებისა, დამატებით:
- მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიკურობა ანამნეზში ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებაზე; ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამიოწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება; ფიბრატების ერთდროულად მიღება; აზიური რასის პაციენტები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: მიოპათია/ რაბდომიოლიზის განვითარების რისკის არსებობისას - თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიკურობის წინამორბედი ანამნეზი; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 65 წელზე მეტი ასაკი; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა; რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 40 მგ ტაბლეტებისათვის: თირკმლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობა (კკ მეტი 60 მლ/წთ-ზე); 65 წელზე მეტი ასაკი; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
უსაფრთხოების ზომები
ზეტორი 40 მგ-ის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტის, მიღებისას ცნობილია მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად - რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები.
კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზას დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რადგან შესაძლოა შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. თუ კფკ-ს საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება. თუ ხელმეორე ტესტი არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), თერაპიის დაწყება არ შეიძლება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით, ზეტორის (ასევე სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების) დანიშვნისას, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელისა და პოტენციური რისკების თანაფარდობის შეფასება და შესაბამისი კლინიკური დაკვირვება.
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ ცხელების და შეუძლოდ ყოფნის ფონზე ვითარდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კფკ-ს დონის განსაზღვრა. თუ კფკ-ს დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც თუ კფკ-ს დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია), თერაპია უნდა შეწყდეს. სიმპტომების გაქრობის და კფკ-ს დონის ნორმირების შემდეგ, შესაძლებელია ზეტორის ან ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, ოღონდ უფრო მცირე დოზებით და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლით.
სიმპტომების არარსებობისას კფკ-ს რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არ არის.
როზუვასტატინის კომბინირებულ თერაპიაში მიღებისას არ გამოვლენილა ჩონჩხის კუნთებზე მისი ტოქსიკური ზემოქმედება. მაგრამ, ვინაიდან ჰმგ-ჩოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან (გემფიბროზილის ჩათვლით), ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში დანიშვნისას აღინიშნება მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევები, არ არის რეკომენდებული ზეტორის კომბინაცია აღნიშნულ საშუალებებთან, განსაკუთრებით გემფიბროზილთან, ფიბრატებსა და ნიაცინთან.
ზეტორით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში ან/და დოზის მომატებისას, საჭიროა ლიპიდური ცვლის კონტროლი და საჭიროებისას დოზის კორექცია.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. თუ სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა ზეტორის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომით განპირობებული ჰიპოქოლესტერინემიის ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეთ ძირითადი დაავადების მკურნალობა.
როზუვასტატინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ზეტორის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
როზუვასტატინის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე გავლენა შესწავლილი არ არის, თუმცა ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით - გავლენას არ უნდა ახდენდეს. გასათვალისწინებელია თერაპიის დროს თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზეტორის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
როზუვასტატინის ქალის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
რამდენიმე დღიური დოზის ერთდროულად მიღებისას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შენარჩუნება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი. ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას პლაზმაში იზრდება როზუვასტატინის კონცენტრაცია.
როზუვასტატინმა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან (მაგ. ვარფარინი) კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინული დროის ზრდა.
როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUჩ-ს ორჯერ ზრდას. ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთგავლენა.
გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავას ჰიპოლიპიდემიური დოზები ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს, რაც მათი მონოთერაპიის დროსაც აღინიშნება. ამიტომ აღნიშნულ პრეპარატებთან (1 გ/დღეში ან მეტი დოზა) კომბინაციაში ზეტორი უნდა დაინიშნოს საწყისი დოზით 5 მგ.
როზუვასტატინისა და ეზეტიმიბის ერთდროულად მიღების დროს არცერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა. ამიტომ მათი ერთდროული მიღება პაციენტებში აივ-ინფექციით რეკომენდებული არ არის.
როზუვასტატინისა და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50 %-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი ამცირებს როზუვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციას. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ერითრომიცინის მიერ ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით.
როზუვასტატინი ზრდის პერორალური კონტრაცეპტივების - ეთილენსტრადიოლის და ნორგესტრილის პლაზმურ კონცენტრაციებს. რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. აღნიშნული ეფექტი ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის დროსაც.
კლინიკური თვალსაზრისით, არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და დიგოქსინს შორის.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს და კეტოკონაზოლს შორის აღნიშნული არ ყოფილა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკას (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად ციტოქრომ P459-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, არ უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს. 5 მგ დოზის მირების აუცილებლობისას 10 მგ ტაბლეტი უნდა გაიყოს 2 ნაწილად.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროსაც. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ჩვენებისა და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ასევე - ლიპიდების დონეებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ზეტორის რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისათვის, რომლებიც იწყებენ მკურნალობას ან გადადიან სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან ზეტორზე, შეადგენს 5-10 მგ დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ქოლესტერინის შემცველობა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი, ასევე - გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. საჭიროებისას, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა.
დოზის გაზრდა 40 მგ-მდე შეიძლება მოხდეს მხოლოდ პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით (განსაკუთრებით პაციენტებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები, რომლების ირებენ 40 მგ დოზას მოითხოვენ მუდმივ მეთვალყურეობას, რადგან მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
რეკომენდებული არ არის 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის.
2-4 კვირის შემდეგ და/ან ზეტორის დოზის მომატებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია.
ხანდაზმულ პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
პაციენტები თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე) ზეტორის მიღება უკუნაჩვენებია. უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმლბის ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე). თირკმლების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზა ზეტორი 5 მგ.
მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილი პაციენტებში უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის დანიშვნა აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ.
გვერდითი მოვლენები
ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება.
ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ - უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ - ქავილი, გამონაყარი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად - მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია.
საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება.
სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
ამვილაბი/ვიტამინი D3 5000 სე
ვიტამინი D3 5000 სე + მაგნიუმი + ვიტამინი K2 (Mk7)
უნიკალური ფორმულა რომელიც აუმჯობესებს ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას
1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს:
D 3 ვიტამინი - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. აძლიერებს და არეგულირებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას. ხელს უწყობს კარდიოვასკულარული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. D3 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ნორმალიზებას.
D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზს. D3 ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
მაგნიუმი - ამვილაბის ვიტამინი D3 დამატებით შეიცავს მაგნიუმის გლიცინატის უნიკალურ ფორმას (ხელატირებული ამინომჟავას ფორმით), რომელიც უზრუნველყოფს მაგნიუმის ხანგრძლივ და ნელ გამონთავისუფლებას, დანაკარგის გარეშე, მაღალი ბიოშეღწევადობით. მაგნიუმის მაღალი ბიოშეღწევადობა ავსებს მაგნიუმის ქრონიკულ დეფიციტს ორგანიზმში.
მაგნიუმი - ააქტიურებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობას იღებს ენერგიის წარმოქმნაში უჯრედულ დონეზე, ხელს უწყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროფილის ჩამოყალიბებას, აუცილებელია კალციუმის შეწოვაში. მაგნიუმიხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, განაპირობებს კუნთების სათანადო მოდუნებას (ხსნის კუნთოვან სპაზმს), ახდენს გულის რითმის მუშაობის სტაბილიზაციას. მაგნიუმი ხელს უწყობს ძვლის მინერალური სიმკვრივის შენარჩუნებას, აფერხებს სისხლძარღვთა კედელში კალციუმის ჩალაგებას, ეხმარება ორგანიზმს კუნთოვანი მასის, კუნთების სიძლიერისა და ფიზიკური შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში, ეხმარება ორგანიზმს სიმშვიდის შენარჩუნებაში, უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანმრთელ ძილს და ინსომნიური (უძილობის) მდგომარეობის შემსუბუქებას
ვიტამინი K2 (MK-7 მენაქინონი-7) - მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. კვლევებით დადასტურებულია, რომ K2 ვიტამინი (MK-7 მენაქინონი-7) ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი აუმჯობესებს სისხლძარღვთა ელასტიურობას. ვიტამინი K2 - მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას
ჩვენება:
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 5000 სე, მაგნიუმი ( გლიცინათი/ხელატი) – 200 მგ, ვიტამინი K2 (Mk 7- მენაქინონი) – 100 მკგ. დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, მცენარეული სტეარინის მჟავა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში 1-ჯერ კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
შეინახეთ გრილ, მშრალ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.
შემადგენლობა
ზეტორის გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - როზუვასტატინის (კალციუმის მარილის სახით) 10 მგ-ს, 20 მგ-ს ან 40 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, კოლიდონ ჩL, მაგნიუმის სტეარატი, შემოსაგარსი ფხვნილი.
მოქმედების მექანიზმი
ჰიპოლიპიდემიური პრეპარატი. წარმოადგენს ფერმენტ ჰიდროქსი-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზას (HMG-COA-რედუქტაზა) სელექციერ, კონკურენტულ ინჰიბიტორს, რომელსაც 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A გადაჰყავს მევალონატში, რომელიც ქოლესტერინის (ქს) წინამორბედია. როზუვასტატინის მოქმედება ძირითადად ვლინდება ღვიძლში, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (დსლპ) კატაბოლიზმი.
როზუვასტატინი უჯრედების ზედაპირზე ზრდის ღვიძლის დსლპ-ის რეცეპტორების რიცხვს, აძლიერებს დსლპ-ის შებოჭვასა და კატაბოლიზმს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების (ძდსლპ) სინთეზის ინჰიბირებას და შესაბამისად, დსლპ და ძდსლპ-ის საერთო რაოდენობის შემცირებას.
ზეტორი ამცირებს მომატებული ქს-დსლპ, საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების (ტგ) დონეს, ზრდის ქს-მსლპ (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების) შემცველობას, ასევე - ამცირებს აპოლიპოპროტეინ B (აპოB), ქს-არა მსლპ, ქს-ძდსლპ, ტგ-ძდსლპ და ზრდის აპოლიპოპროტეინ A-1 (აპოA-1)-ის დონეს, ამცირებს შეფარდებას ქს-დსლპ / ქს-მსლპ, საერთო ქოლესტერინი / მსლპ და ქს-არამსლპ / ქს-მსლპ, ასევე - აპოB / აპოA-1.
ზეტორი ეფექტურია მოზრდილ პაციენტებში ჰიპერქოლესტერინემიით ჰიპერტრიგლიცერიდემიასთან ერთად ან მის გარეშე, განურჩევლად რასის, სქესისა და ასაკისა (მათ შორის პაცინტებში შაქრიანი დიაბეტით და ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით).
ადიტიური ეფექტი აღინიშნება ზეტორისა (როზუვასტატინი) და ფენოფიბრატის კომბინაციისას ტრიგლიცერიდებთან მიმართებაში, ხოლო ნიკოტის მჟავასთან კომბინაციაში – ქს-მსლპ-თან მიმართებაში.
როზუვასტატინის გავლენის შესახებ კვლევები, ლიპიდური ცვლის დარღვევით გამოწვეული გართულებების (როგორიცაა გულის იშემიური დაავადება) შემცირებაზე, დასრულებული არ არის.
ზეტორი 40 მგ ნაჩვენებია დაინიშნოს პაციენტებში გამოხატული ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაღალი რისკით.
ფარმაკოკინეტიკა
ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 5 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 20%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 90%.
როზუვასტატინი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება (10%) ღვიძლში. ძირითადი იზოფერმენტი რომელიც მონაწილეობს მის მეტაბოლიზმში არის CYP2C9.
პრეპარატის ფარმაკოლოგიური აქტივობის 90% დაკავშირებულია როზუვასტატინთან, ხოლო დანარჩენი - მის მეტაბოლიტებთან.
როზუვასტატინის ძირითადი ნაწილი (90%) გამოიდევნება შეუცვლელი სახით ფეკალური მასებით, ხოლო დანარჩენი - შარდით. თ1/2 დაახლოებით 19 საათია.
ჩვენება
- პირველადი ჰიპერქოლესტერინემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით (ტიპი IIა, ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის ჩათვლით) ან შერეული ტიპის ჰიპერქოლესტერინემია (ტიპი IIბ). ინიშნება დამატებით დიეტასთან ერთად, როცა დიეტა და სხვა არამედიკამენტოზური მკურნალობის მეთოდები (ფიზიკური ვარჯიშები, სხეულის წონის კორექცია) არასაკმარისია;
- ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია, დამატებით დიეტასთან ან სხვა ჰიპოლიპიდემიურ თერაპიასთან (მაგ.: დსლპ-აფერეზი)ერთად, არ როცა მსგავსი მკურნალობა ნაკლებეფექტურია;
- ჰიპერტრიგლიცერიდემია (ტიპი IV ფრედრიქსონის კლასიფიკაციით), დიეტასთან ერთად დამატებით;
- ათეროსკლეროზის პროგრესირების შეჩერებისთვის დიეტასთან ერთად დამატებით ინიშნება პაციენტებში, რომლებშიც ნაჩვენებია საეღტო ქოლესტერინისა და ქს-დსლპ-ის დონის შემცირება.
უკუჩვენება
10 მგ და 20 მგ ტაბლეტებისთვის:
- როზუვასტატინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
- ღვიძლის დაავადებები აქტიურ ფაზაში, მათ შორის ტრანსამინაზების შრატისმიერი აქტივობის და სისხლის შრატში ტრანსამინაზების ნებისმიერი აქტივობის მყარი ზრდა (3-ჯერ და მეტად ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);
- თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა (კრეატინინის კლირენსი ნაკლები 30 მლ/წთ-ზე);
- მიოპათია;
- ერთდროულად ციკლოსპორინის მიღება;
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდების არარსებობა;
- მიოტოქსიკური გართულებებისადმი წინასწარგანწყობა;
- ლაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტ ან გლუკოზო-გალაქტოზური მალაბსორბცია (პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას).
40 მგ ტაბლეტებისთვის:
გარდა ზემოაღნიშნული უკუჩვენებებისა, დამატებით:
- მიოპათია/რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორების არსებობა: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე); ჰიპოთირეოზი; კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი; მიოტოქსიკურობა ანამნეზში ჰმგ-KოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების მიღებაზე; ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება; მდგომარეობები, რომლებმაც შეიძლება გამიოწვიონ როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის მატება; ფიბრატების ერთდროულად მიღება; აზიური რასის პაციენტები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 10 და 20 მგ ტაბლეტებისთვის: მიოპათია/ რაბდომიოლიზის განვითარების რისკის არსებობისას - თირკმლის უკმარისობა, ჰიპოთირეოზი, კუნთების დაავადების პირადი ან ოჯახური ანამნეზი და ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ან ფიბრატების გამოყენებისას კუნთების ტოქსიკურობის წინამორბედი ანამნეზი; ალკოჰოლის ჭარბად გამოყენება; 65 წელზე მეტი ასაკი; მდგომარეობები, რომელთა დროსაც აღინიშნება როზუვასტატინის პლაზმური კონცენტრაციის ზრდა; რასობრივი კუთვნილება (აზიური რასა); ფიბრატებთან ერთდროულად დანიშვნა; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი 40 მგ ტაბლეტებისათვის: თირკმლის მსუბუქი სიმძიმის უკმარისობა (კკ მეტი 60 მლ/წთ-ზე); 65 წელზე მეტი ასაკი; ღვიძლის დაავადებები ანამნეზში; სეფსისი; არტერიული ჰიპოტენზია; ფართო ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, მძიმე მეტაბოლური, ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევები ან არაკონტროლირებადი ეპილეფსიური შეტევები.
უსაფრთხოების ზომები
ზეტორი 40 მგ-ის მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია თირკმლების ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.
როზუვასტატინის ნებისმიერი დოზის, განსაკუთრებით 20 მგ-ზე მეტის, მიღებისას ცნობილია მიალგიის, მიოპათიის და იშვიათად - რაბდომიოლიზის განვითარების შემთხვევები.
კრეატინფოსფოკინაზას (კფკ) განსაზღვრა არ უნდა მოხდეს ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ან კრეატინფოსფოკინაზას დონის ზრდის სხვა შესაძლო მიზეზების შემთხვევაში, რადგან შესაძლოა შედეგების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდეს. თუ კფკ-ს საწყისი დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (5-ჯერ მეტი ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), 5-7 დღის შემდეგ საჭიროა განმეორებითი ანალიზის ჩატარება. თუ ხელმეორე ტესტი არსებულ დონეს დაადასტურებს (5-ჯერ მეტი, ვიდრე ნორმის ზედა ზღვარი), თერაპიის დაწყება არ შეიძლება.
პაციენტებში რაბდომიოლიზის განვითარების რისკ-ფაქტორებით, ზეტორის (ასევე სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორების) დანიშვნისას, აუცილებელია მოსალოდნელი სარგებელისა და პოტენციური რისკების თანაფარდობის შეფასება და შესაბამისი კლინიკური დაკვირვება.
აუცილებელია პაციენტის ინფორმირება, რომ მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს ექიმს კუნთების ტკივილის, კუნთების სისუსტის ან სპაზმების შესახებ, განსაკუთრებით თუ ცხელების და შეუძლოდ ყოფნის ფონზე ვითარდება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია კფკ-ს დონის განსაზღვრა. თუ კფკ-ს დონე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) ან სიმპტომები, კუნთების მხრიდან მკვეთრადაა გამოხატული და იწვევს ყოველდღიურ დისკომფორტს (იმ შემთხვევაშიც თუ კფკ-ს დონე ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ ნაკლებია), თერაპია უნდა შეწყდეს. სიმპტომების გაქრობის და კფკ-ს დონის ნორმირების შემდეგ, შესაძლებელია ზეტორის ან ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ხელმეორედ დანიშვნის საკითხის განხილვა, ოღონდ უფრო მცირე დოზებით და პაციენტის მდგომარეობის მუდმივი კონტროლით.
სიმპტომების არარსებობისას კფკ-ს რუტინული კონტროლი მიზანშეწონილი არ არის.
როზუვასტატინის კომბინირებულ თერაპიაში მიღებისას არ გამოვლენილა ჩონჩხის კუნთებზე მისი ტოქსიკური ზემოქმედება. მაგრამ, ვინაიდან ჰმგ-ჩოA რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების ფიბრინის მჟავას წარმოებულებთან (გემფიბროზილის ჩათვლით), ციკლოსპორინთან, ნიკოტინის მჟავასთან, აზოლის ჯგუფის ანტიმიკოზურ საშუალებებთან, პროტეაზას ინჰიბიტორებთან და მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში დანიშვნისას აღინიშნება მიოზიტისა და მიოპათიის შემთხვევები, არ არის რეკომენდებული ზეტორის კომბინაცია აღნიშნულ საშუალებებთან, განსაკუთრებით გემფიბროზილთან, ფიბრატებსა და ნიაცინთან.
ზეტორით მკურნალობის დაწყებიდან 2-4 კვირაში ან/და დოზის მომატებისას, საჭიროა ლიპიდური ცვლის კონტროლი და საჭიროებისას დოზის კორექცია.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე და დაწყებიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების განსაზღვრა. თუ სისხლის შრატში ტრანსამინაზების აქტივობის დონე 3-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს, საჭიროა ზეტორის შეწყვეტა ან დოზის შემცირება.
ჰიპოთირეოზის ან ნეფროზული სინდრომით განპირობებული ჰიპოქოლესტერინემიის ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა პაციენტებს ჩაუტარდეთ ძირითადი დაავადების მკურნალობა.
როზუვასტატინის ეფექტურობა და უსაფრთხოება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის, ამიტომ აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში ზეტორის დანიშვნა არ არის რეკომენდებული.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
როზუვასტატინის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე გავლენა შესწავლილი არ არის, თუმცა ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით - გავლენას არ უნდა ახდენდეს. გასათვალისწინებელია თერაპიის დროს თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზეტორის გამოყენება უკუნაჩვენებია. რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდები. თერაპიის პროცესში დაორსულების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
როზუვასტატინის ქალის რძეში გამოყოფის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ამდენად ძუძუთი კვების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
დოზის გადაჭარბება
რამდენიმე დღიური დოზის ერთდროულად მიღებისას როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები არ იცვლება.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომური მკურნალობა და სასიცოცხლო ორგანოებისა და სისტემების ფუნქციების შენარჩუნება. აუცილებელია ღვიძლის ფუნქციისა და კრეატინფოსფოკინაზას დონის კონტროლი. ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
როზუვასტატინისა და ციკლოსპორინის ერთდროულად მიღებისას პლაზმაში იზრდება როზუვასტატინის კონცენტრაცია.
როზუვასტატინმა ვიტამინ K-ს ანტაგონისტებთან (მაგ. ვარფარინი) კომბინაციაში შეიძლება გამოიწვიოს პროთრომბინული დროის ზრდა.
როზუვასტატინისა და გემფიბროზილის ერთობლივი გამოყენება განაპირობებს სისხლის პლაზმაში როზუვასტატინის მაქსიმალური კონცენტრაციის და AUჩ-ს ორჯერ ზრდას. ფარმაკოკინეტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოფიბრატებთან მოსალოდნელი არ არის, თუმცა შესაძლებელია ფარმაკოდინამიკური ურთიერთგავლენა.
გემფიბროზილი, სხვა ფიბრატები და ნიკოტინის მჟავას ჰიპოლიპიდემიური დოზები ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთდროულად გამოყენებისას ზრდის მიოპათიის წარმოშობის რისკს, რაც მათი მონოთერაპიის დროსაც აღინიშნება. ამიტომ აღნიშნულ პრეპარატებთან (1 გ/დღეში ან მეტი დოზა) კომბინაციაში ზეტორი უნდა დაინიშნოს საწყისი დოზით 5 მგ.
როზუვასტატინისა და ეზეტიმიბის ერთდროულად მიღების დროს არცერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.
მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია, პროტეაზას ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს როზუვასტატინის ექსპოზიციის მნიშვნელოვანი ზრდა. ამიტომ მათი ერთდროული მიღება პაციენტებში აივ-ინფექციით რეკომენდებული არ არის.
როზუვასტატინისა და ალუმინის და მაგნიუმის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდების სუსპენზიის ერთდროულად გამოყენება განაპირობებს როზუვასტატინის პლაზმური შემცველობის დაახლოებით 50 %-ით შემცირებას. ეს ეფექტი უფრო ნაკლებადაა გამოხატული, თუ ანტაციდების მიღება ხდება როზუვასტატინის მიღებიდან 2 საათის შემდეგ. ასეთი ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობა შესწავლილი არ არის.
ერითრომიცინი ამცირებს როზუვასტატინის პლაზმურ კონცენტრაციას. ასეთი ურთიერთქმედება შეიძლება განპირობებული იყოს ერითრომიცინის მიერ ნაწლავების მოტორიკის გაძლიერებით.
როზუვასტატინი ზრდის პერორალური კონტრაცეპტივების - ეთილენსტრადიოლის და ნორგესტრილის პლაზმურ კონცენტრაციებს. რაც გათვალისწინებული უნდა იყოს პერორალური კონტრაცეპტივების დოზის შერჩევისას. აღნიშნული ეფექტი ასევე გასათვალისწინებელია ჰორმონჩამანაცვლებელი თერაპიის დროსაც.
კლინიკური თვალსაზრისით, არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და დიგოქსინს შორის.
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება როზუვასტატინსა და ფლუკონაზოლს და კეტოკონაზოლს შორის აღნიშნული არ ყოფილა. როზუვასტატინისა და იტრაკონაზოლის ერთობლივად გამოყენება ზრდის როზუვასტატინის ფარმაკოკინეტიკას (კლინიკურად უმნიშვნელოა). ამგვარად ციტოქრომ P459-ის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
პრეპარატი ინიშნება შიგნით მისაღებად დღე-ღამის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად წყლის მიყოლებით, არ უნდა დაიღეჭოს და დაქუცმაცდეს. 5 მგ დოზის მირების აუცილებლობისას 10 მგ ტაბლეტი უნდა გაიყოს 2 ნაწილად.
ზეტორით მკურნალობის დაწყებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა და განაგრძოს დიეტის დაცვა მკურნალობის დროსაც. პრეპარატის დოზის შერჩევა უნდა მოხდეს ინდივიდუალურად, ჩვენებისა და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით, ასევე - ლიპიდების დონეებთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ზეტორის რეკომენდებული საწყისი დოზა პაციენტებისათვის, რომლებიც იწყებენ მკურნალობას ან გადადიან სხვა ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას ინჰიბიტორებიდან ზეტორზე, შეადგენს 5-10 მგ დღეში ერთხელ. საწყისი დოზის შერჩევისას გასათვალისწინებელია ქოლესტერინის შემცველობა და გულ-სისხლძარღვთა გართულებების შესაძლო რისკი, ასევე - გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. საჭიროებისას, 4 კვირის შემდეგ შესაძლებელია დოზის გაზრდა.
დოზის გაზრდა 40 მგ-მდე შეიძლება მოხდეს მხოლოდ პაციენტებში მძიმე ფორმის ჰიპერქოლესტერინემიით და გულ-სისხლძარღვთა გართულებების მაღალი რისკით (განსაკუთრებით პაციენტებში ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით), რომლებშიც ვერ იქნა მიღწეული სასურველი შედეგი 20 მგ დოზის მიღებისას და რომლებიც უნდა იმყოფებოდნენ სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ. პაციენტები, რომლების ირებენ 40 მგ დოზას მოითხოვენ მუდმივ მეთვალყურეობას, რადგან მოსალოდნელია გვერდითი ეფექტების განვითარება.
რეკომენდებული არ არის 40 მგ დოზის დანიშვნა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ადრე არ მიუმართავთ სპეციალისტისთვის.
2-4 კვირის შემდეგ და/ან ზეტორის დოზის მომატებისას აუცილებელია ლიპიდური ცვლის მაჩვენებლების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში უნდა მოხდეს დოზის კორექცია.
ხანდაზმულ პაციენტები დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
პაციენტები თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობით დოზის კორექციას არ საჭიროებენ. თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (კკ ნაკლები 30 მლ/წთ-ზე) ზეტორის მიღება უკუნაჩვენებია. უკუნაჩვენებია პრეპარატის მიღება 40 მგ დოზირებით პაციენტებისთვის, რომლებსაც თირკმლბის ფუნქციის ზომიერი დარღვევები აქვთ (კკ ნაკლები 60 მლ/წთ-ზე). თირკმლების ფუნქციის ზომიერი დარღვევის მქონე პაციენტებისთვის რეკომენდებულია საწყისი დოზა ზეტორი 5 მგ.
მიოპათიის მიმართ წინასწარგანწყობილი პაციენტებში უკუნაჩვენებია 40 მგ დოზის დანიშვნა აღნიშნული ჯგუფის პაციენტებისთვის რეკომენდებული საწყისი დოზაა 5 მგ.
გვერდითი მოვლენები
ზეტორის მიღების დროს გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ უმნიშვნელოდაა გამოხატული და დამოუკიდებლად ქრება. ისევე, როგორც ჰმგ-ჩოA-რედუქტაზას სხვა ინჰიბიტორების გამოყენებისას, გვერდითი მოვლენის სიხშირე, ძირითადად, დოზადამოკოდებულ ხასიათს ატარებს.
ალერგიული რეაქციები: იშვიათად - მომატებული მგრძნობელობის რეაქცია, ჭინჭრის ციება, იშვიათად - ანგიონევროზული შეშუპება.
ცენტრალური ნერვული სისტემას მხრივ: ხშირად - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა; ძალიან იშვიათად: პოლინეიროპათია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი; ზოგჯერ - უმნიშვნელო, უსიმპტომო ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დოზადამოკიდებული მატება; იშვიათად – პანკრეატიტი; ძალიან იშვიათად – სიყვითლე, ჰეპატიტი, დიარეა.
დერმატოლოგიური რეაქციები: ზოგჯერ - ქავილი, გამონაყარი.
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: ხშირად - მიალგია; იშვიათად – მიოპათია (მიოზიტის ჩათვლით), რაბდომიოლიზი თირკმლის მწვავე უკმარისობით ან მის გარეშე. კრეატინფოსფოკინაზის დონის დოზა-დამოკიდებული მომატება აღენიშნება პაციენტების უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც როზუვასტატინს იღებენ. მომატება უმეტესად უმნიშვნელოა, სიმპტომების გარეშე და დროებითი. კრეატინფოსფოკინაზის დონის მომატების შემთხვევაში (ნორმის ზედა ზღვარზე 5-ჯერ მეტი) თერაპია უნდა შეჩერდეს. ასევე – ართრალგია.
საშარდე სისტემას მხრივ: პროტეინურია; მინიმალური რაოდენობიდან (კვალი) “++”-მდე ან მეტი (ლაბორატორიული მონაცემები: გლუკოზისა და ბილირუბინის კონცენტრაციის მატება, გგტ-ს და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მატება.
სხვადასხვა: ხშირად: ასთენიური სინდრომი; შესაძლებელია ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა.
ვარგისობა და შენახვის პირობები
ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
გარსით დაფარული ტაბლეტი 10 მგ, 20 მგ ან 40 მგ; 30 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გამოიყენება ექიმის დანიშნულებით).
მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”
52.50 ლარი
49.35 ლარი
ქვეყანა: ლატვია
მწარმოებელი: რიგა გრინდექსი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
არგილ-კარბონი / Argile-Charbon
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) comb. Drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
მწარმოე ბელი კომპანია VITARMONYL
მწარმოე ბელი ქვეყანა საფრანგეთი
გამოშვების ფორმა კაფსულა #60
გაცემის რეჟიმი III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
თიხა -100 მგ მცენარეული ნახშირი -300 მგ თიხა -100 მგ იწვევს ვირუსების, ბაქტერიების და ტოქსინების აბსორბციას. ახდენს ჭარბი გაზებისა და სითხისგან გათავისუფლებული ნაწლავების ტონუსისა და პერისტალტიკის ნორმალიზაციას მცენარეული ნახშირი -300 მგ ლაბორატორია ვიტარმონილის ნახშირი არის ქოქოსის კანის ძალიან მაღალტემპერატურული რეჟიმით ხარშვის შედეგად მიღებული, რაც იძლევა საშუალებას საგრძნობლად გაზარდოს ნახშირის დადებითი თვისებები ანუ მისი "შთანთქმის" უნარი. რა დროს უნდა გამოვიყენოთ არგილ-კარბონი? - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად - ეპიგასტრიუმში დისკომფორტის დროს - ყაბზობის დროს - მეტეორიზმის დროს - ინტოქსიკაციის დროს - ფაღარათის დროს (როგორც ნაწლავების ანთების და მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების პრეპარატი)
ჩვენება გასტროენტეროლოგიაში - ქრონიკული ჰიპერაციდული გასტრიტი - რეფლუქს-ეზოფაგიტი - პოსტქოლეცისტექტომიური სინდრომი 6/25/2016 არგილ-კარბონი ფსევდომემბრანული კოლიტი - დისბაქტერიოზი.
პრეპარატის მიღება შეიძლება როგორც სამკურნალოდ 1 თვის განმავლობაში, ასევე სიმპტომების მოსახსნელად მხოლოდ 2 კაფსულა დღეში, 1 კაფსულა შუადღით; 1 კაფსულა საღამოს კვების წინ. დოზირება - არგილ-კარბონი ინიშნება ბავშვებში, მოზარდებში, მოზრდილებში.
გამოშვების ფორმა - კაფსულა #60
ამვილაბი / ვიტამინი D3 2000 სე
D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის ინოვაციური ფორმულა ძვლოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ოპტიმალური მინერალიზაციისათვის
რატომაა D3 ვიტამინის და K2 ვიტამინის კომბინაცია იდეალური?
მხოლოდ D3 ვიტამინის მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კალციუმის ჩალაგება სისხლძარღვებში, რაც იწვევს სისხლძარღვთა კედლის სკლეროზს და კალციფიკაციას. ამვილაბის ვიტამინი D3 დამატებით შეიცავს K2 ვიტამინის ნატურალურ ფორმას MK-7 -მენაქინონი-7-ს, რომელიც ახდენს ცილა ოსტეოკალცინის აქტივაციას, რაც უზრუნველყოფს კალციუმის ჩალაგებას მხოლოდ ძვლებში და არა სისხლძარღვებში. K2 ვიტამინი GLA ცილის (მატრიქსული ცილა გამა კარბოქსილგლუტამინის მჟავა) კარბოქსილირების გზით აინჰიბირებს არტერიების კალციფიკაციას. K2 ვიტამინი ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.
D3 ვიტამინი - არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. D3 ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული, რეპროდუქციული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის .
D3 ვიტამინის დეფიციტი იწვევს ოსტეოპოროზსს. D3 ვიტამინის მიღების შედეგად მცირდება: დიაბეტის, გულის შეტევის, გულის უკმარისობის, რევმატოიდული ართრიტის, გაფანტული სკლეროზის, რესპირატორული ინფექციების, ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკი.
K2 ვიტამინი - მონაწილეობს კალციუმის შეწოვაში, ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, მონაწილეობს სისხლის შედედებაში მონაწილე ცილების აქტივაციაში, ამცირებს კორონარული არტერიების კალციფიკაციას, შედეგად ამცირებს გულ-სისხლძარღვათა დაავადებების განვითარების რისკს, ახდენს დიაბეტის და სიმსივნური დაავადებების განვითარების პრევენციას.
ჩვენება:
შემადგენლობა: 1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) – 2000 სე, ვიტამინი K2 (Mk 7- მენაქინონი) – 75 მკგ.
დამატებითი ინგრედიენტები: დექსტროზა, ალუბლის არომატიზატორი (ბუნებრივი), მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ლიმონმჟავა, სილიციუმის დიოქსიდი.
დოზირება: 1 საღეჭი ტაბლეტი 1 ჯერ დღეში კვების დროს ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გაფრთხილება: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს. შეინახეთ გრილ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: N30 საღეჭი ტაბლეტი
მწარმოებელი: ამვილაბი - აშშ.