Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 300

გოჯი ბერი 400მგ #30ტ

გოჯი ბერი

მცენარეული სამკურნალო საშუალება      

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:    

გოჯი ბერის (Lycium barbarum ) ნაყოფის ექსტრაქტი - 400 mg.

სტანდარტიზებული როგორც 50% პოლისაქარიდები.

დამხმარე ნივთიერებების სახით თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ინსტაქოათ აქუა III (ტაბლეტის დასაფარი კომბინაცია),  საღებავი  FD&C Yellow No.40

ქიმიური  შემადგენლობა:  

გოჯი  ბერის  ნაყოფი  შეიცავს  18 ამინომჟავას: (ფოლიუმის მჟავა, გლუტამინის მჟავა,  L-კარნიტინი და სხვ.)   და   21  მინერალს: (კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია და სხვ.)  ასევე  A, D, E, C, B1, B2, B6, B12 ვიტამინებს, B -კაროტინს, პოლისაქარიდებს და სხვ. ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს.

ფარმაკოლოგიური თვისებები 

გოჯი ბერის (GOJI BERRY ) ექსტრაქტი  უზრუნველყოფს ნივთიერებათა ცვლის გაძლიერებას , მეტაბოლიზმის აჩქარებას და მადის მნიშვნელოვან დაქვეითებას. ფლავონოიდები გამოდევნის ცხიმს  და მოკლე დროში ხდება  წონის კლება.გოჯი ბერი შეიცავს პოლისაქარიდების კომპლექსს, რომელიც სხვა მცენარეებში  არ მოიპოვება. მათიწყალობით ხდება გლუკოზის რეგულირება. ასევე შეიცავს ბეტაინს,  რომელიც ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას და სისხლძარღვთა დაზიანებას.  ბეტაინს აქვს უნარი გადაიქცეს ქოლინად, რაც  აუმჯობესებს  მეხსიერებას და აზროვნებას. იზრდება მნიშვნელოვანი ჰორმონის მელატონინის დონე,  რის შედეგადაც უმჯობესდება გუნება-განწყობა, შრომისუნარიანობა  და სასქესო სისტემის ფუნქცია. პოლისაქარიდები წარმოადგენს საკვებს ნაწლავის საპროფიტული მიკროფლორისთვის. აუმჯობესებენ ნაწლავების ფუნქციას და მდგომარეობას. გამოიყენება ონკოლოგიაში კომპლექსური მკურნალობის დროს დამხმარე საშუალებად.  GOJI  BERRY  ხელს უწყობს ორგანიზმში განსაკუთრებული ნივთიერების  გამა-ინტერფერონის გამომუშავებას.  რომელსაც შეუძლია გაანადგუროს კიბოს უჯრედები და შეაჩეროს სიმსივნის ზრდა.  GOJI  BERRY  აქვეითებს ქოლესტერინის დონეს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, არეგულირებს არტერიულ წნევას. ამაგრებს კუნთებს და ძვლებს. აძლიერებს იმუნიტეტს და  ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს. აძლიერებს ლიბიდოს, როგორც მამაკაცებში ასევე ქალებშიც.  მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს, რადგან წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს.  B - კაროტინის ანტიოქსიდური მოქმედება აუმჯობესებს  კანის ფუნქციას და გამოიყენება ცელულიტის წინააღმდეგ.

ჩვენებები:  

  • ჭარბი წონა
  • ასთენია, დეპრესია (ფსიქოგენური)
  • შაქრიანი დიაბეტი
  • იმპოტენცია და ლიბიდოს დაქვეითება
  • კლიმაქტერული სინდრომის დროს ვეგეტო–სისხლძარღვოვანი მოვლენების (მომატებული დაღლილობა, გაღიზიანებულობა, ლიბიდოს და ფიზიკური აქტიობის დაქვეითება) არსებობა

მიღების წესი და დოზირება:    მიიღება პერორალურად. ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. დღიური დოზა  3 ტაბლეტი.  

განსაკუთრებული მითითებები:  მიღება  არ  არის  რეკომენდირებული  ინსულტ გადატანილი პირებისათვის, სხეულის მაღალი ტემპერატურის დროს. ასევე ქალებისა და მამაკაცებისათვის რომლებსაც ჯერ 18 წელს არ მიუღწევიათ. არ არის რეკომენდირებული ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.

უკუჩვენება: მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების  მიმართ.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება. გამონაყარი, ქავილი. ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

გამოშვების ფორმა:

პირვლადი შეფუთვა: 10 გარსით დაფარული ტაბლეტი ალ/პვხ ბლისტერში.

მეორეული შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება მუყაოს კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვის პირობები: მშრალ, სინათლისგან დაცულ,  გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ მიიღოთ მედიკამენტი  ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის ვადაა წარმოებიდან 3 წელი.

გაცემის ფორმა:  გაიცმა ურეცპტოდ.

მწარმოებლი: ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს „გამა“ საქართველო.  ტელ: 2 109916

[email protected]

www.gama.ge

ვიგანტოლ-VFM 2000ერთ/მლ10მლ

 ვიგანტოლ-VFM

VIGANTOL-VFM

ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

გამოყენების ინსტრუქცია

სავაჭრო დასახელება:  ვიგანტოლ-VFM

გამოშვების ფორმა: 10მლ ზეთოვანი ხსნარი საწვეთურიან ფლაკონში

შემადგენლობა (1მლ):

აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი 0,5მგ (20000სე)

დამხმარე ნივთიერებები:  მზესუმზირას ზეთი, ბუთილჰიდროქსიანიზოლი.

სპეციალური მითითება

1მლ ხსნარი შეიცავს 20 000 სე ქოლეკქლციფეროლს

1მლ ხსნარში 40 წვეთია

1წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკქლციფეროლს

ვიგანტოლ-VFM  რეკომენდირებულია, როგორც ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი, ორგანიზმში D3 ვიტამინის დეფიციტის შევსების პროფილაქტიკისათვის.

ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტს განაპირობებს საკვები პროდუქტებიდან ვიტამინ D-ს არასაკმარისი რაოდენობით მიღება, მისი შეწოვის დარღვევა, მზის ულტრაიისფერი სხივების არაადექვატური ინსოლაცია, მალაბსორბცია, ლაქტაზის აუტანლობა და კვების თავისებურება.

ვიგანტოლ-VFM წარმოადგენს D ვიტამინის დამატებით წყაროს და ეხმარება ორგანიზმს:

  • კბილებისა და ძვლების გამაგრებაში
  • დაღლილობის შემცირებასა და ტონუსის მომატებაში
  • ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირების ნორმალიზაციაში
  • უნიტეტის შენარჩუნებაში
  • ყურადღების კონცენტრაციასა და მეხსიერების გაუმჯობესებაში
  • რეპროდუქციული ფუნქციის შენარჩუნებაში
  • კანის მეტაბოლური პროცესების გაუმჯობესებაში
  • ნახშირწყლოვან-ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზაციაში

პერორალური მიღებისას ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) თითქმის მთლიანად (80% -მდე) შეიწოვება წვრილი ნაწლავის დისტალურ ნაწილში წვრილი ნაწლავის შუაგულში მიცელარული ნაერთების წარმოქმნის გამო. ქსოვილებში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 საათის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია ოდნავ იკლებს, დიდხანს რჩება მუდმივ დონეზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ვიტამინი D ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავებში კალციუმის, ფოსფორის, რკინის, მაგნიუმისა და თუთიის შეწოვას. ადამიანის ორგამიზმისათვის ვიტამინი D-ს ყველაზე მნიშველოვანი და ადვილად შეწოვადი ფორმაა ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი). მას სხვაგვარად “მზის ვიტამინს” უწოდებენ, რადგან, იგი ერთადერთია, რომელიც სინთეზირდება კანში მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. 

ვიტამინი D3 შემცველობის ნორმალიზება განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლის რეგულაციას, მონაწილეობს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციის პროცესში, ძვალ-სახსროვანი სისტემის ჩამოყალიბებაში, აუცილებელია პარათირეოიდული ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის. იგი აქტიურად არის ჩართული ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში. 

მიღების წესი და დოზირება:

მოზარდებისა და ზრდასრულებისათვის ბად-ის  ვიგანტოლ-VFM  რეკომენდირებული საპროფილაქტიკო სადღეღამისო დოზაა: 1 წვეთი (500სე) ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა 6 თვე.

პრეპარატის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოდგომა-ზამთრის სეზონზე (სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით).

დოზის გაზრდა 2 წვეთამდე (1000 სე-მდე) რეკომენდებულია ზამთრის პერიოდში ან ინდივიდუალური საჭიროებისას.

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა პროდუქტში შემავალ კომპონენტებზე.

გვერდითი მოვლენები:

დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობმა და მეძუძურმა დედებმა ვიგანტოლ-VFM  უნდა მიიღონ ექიმის რეკომენდაციით.

ზეგავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.

გამოშვების ფორმა:

10მლ ხსნარი ქარვისფერი მინის ფლაკონში საწვეთურით, რომელიც თავდახურულია პოლიპროპილენის ხსრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება 15- 25˚C ტემპერატურაზე სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას. 

ვარგისობის ვადა: 3 წელი, ფლაკონის პირველადი გახსნის შემდგომ პრეპარატი ვარგისია 3 თვის განმავლობაში.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

მწარმოებელი: შპს „ოფიცინა“ (საქართველო)

ველმენი 50წლ+ #30ტ

ქვეყანა: ინგლისი

მწარმოებელი: ვიტაბიოტიკს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ვეივევიტი #30ტ

ვეივევიტი

თმა, კანი და ფრჩხილები

საუკეთესო ფორმულა ჯანმრთელი თმის, ახალგაზრდული კანისა და ძლიერი ფრჩხილებისათვის

ვეივევიტი არის სილამაზის სრულყოფილი ფორმულა, რომელიც გარეგანი გამოყენების კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით მოქმედებს ორგანიზმზე შინაგანად დაავადების პათოგენეზურ რგოლზე და არა სიმპტომზე და აქვს ხანგრძლივი თერაპიული ეფექტი. შეიცავს ისეთ ბუნებრივ კომპონენტებს  რაც უშუალოდ მონაწილეობენ კანის, ფრჩხილისა და  თმის ფორმირებასა და გაჯანსაღება - გაახალგაზრდავებაში . ვეივევიტი აღადგენს კანის  სტრუქტურას, აუმჯობესებს მის  სიმკვრივეს,  ელასტიურობას, ტენიანობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. სწრაფად აჩერებს თმის ცვენის პროცესს და ასტიმულირებს მის ზრდას, აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს სიმკვრივეს და ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის, სებორეის გაქრობას. ამაგრებს ფრჩხილებს, იცავს მტვრევადობისაგან და ფრჩხილის ზედაპირს აშრევებისაგან.

ბიოტინი ( სილამაზის ვიტამინი H)  არის   ვიტამინი B7 , რომელიც ერთერთი აუცილებელი ვიტამინია თმის ზრდისა და ამოყვანა-გასქელებისათვის, თმის ფოლიკულის განვითარებისათვის, უბრუნებს თმას ბუნებრივ ფერს და ბზინვარებას.  ბიოტინი  მონაწილეობს ცილების, ცხიმების  და ნახშირწყლების ცვლაში, მნიშვნელოვანია ენერგიის წარმოქმნაში, არეგულირებს შაქრის დონეს სისხლში, ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, ჭარბი წონის შემცირებას. მნიშვნელოვანია  ფრჩხილების ნორმალური და ჯანსაღი ზრდისათვის , მონაწილეობს კანის გაჯანსაღება-გააზალგაზრდავებაში. კურნავს ეგზემას, სებორეას, დერმატიტებს. ბიოტინი არეგულირებს  კანის ცხიმოვან ჯირკვალში ცხიმის სეკრეციას , შესაბამისად  გავლენას ახდენს კანისა და თმის ცხიმიანობის დაბალანსება - დარეგულირებაზე,  ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას. ბიოტინის დეფიციტის დროს ვითარდება სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევები,  სებორეა, თმის გათხელება, ცვენა, ცხიმიანობის მომატება ან სიმშრალე, წარმოიქმნება  ქერტლი, კანი ხდება ფერკმრთალი. თმები და ფრჩხილები კარგავენ სილამაზეს და ბზინვარებას.

ვიტამინი  C -   ძლიერი ანტიოქსიდანტია, ასტიმულირებს  კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას,  ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას, აუმჯობესებს   სისხლის ნაკადის, მკვებავი ნივთიერებებისა და ჟანგბადის მიწოდებას თმის ფოლიკულებში, შესაბამისად ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს, ახდენს თმის ცვენის პროფილაქტიკას. მისი ნაკლებობისას კანი ბერდება, კარგავს ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები.

ვიტამინი  E –  მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ლამაზი კანის შენარჩუნებისათვის , მას ახალგაზრდობისა და სილამაზის ვიტამინსაც უწოდებენ. ვიტამინი  E  მოქმედებს რეპროდუქციულ სისტემაზე, აუმჯობესებს ესტროგენების გამომუშავებას, რაც განაპირობებს ქალურ ახალგაზრდობას, ჯანმრთელობას და სილამაზეს . არის ყველაზე ძლიერი ვიტამინი ანტიოქსიდანტი, რომელიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას , აფერხებს  უჯრედების  დაბერების პროცესს, მონაწილეობს კოლაგენის და ელასტინის სინთეზში. ხელს უშლის ნაოჭების განვითარებას,  უზრუნველყოფს თმის ბზინვარებას და ხელს უწყობს მის სწრაფ ზრდას. აუმჯობესებს კანის,  თმისა და ფრჩხილის სტრუქტურას. 

თუთია - მონაწილეობს ორგანიზმში მინდინარე მრავალ პროცესში. თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისაგან, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში ,უჯრედების შენება, აღდგენასა და დაცვაში.  განაპირობებს იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას . მის მარაგზე არის  დამოკიდებული თმა, კანისა და ფრჩხილის ჯანსაღი სტრუქტურა და სილამაზე.  

ჰიალურონის მჟავა - უჯრედის შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტია, წარმოადგენს სითხის ე.წ. ,,რეზერვუარს’’, ის იკავშირებს და აკავებს წყლის მოლეკულებს რაც განაპირობებს კანის დატენიანებას და გაახალგაზრდავებას.  არეგულირებს კანში სითხოვან ბალანსს, ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, რის შედეგადაც ქრება ნაოჭები.  ასაკის მატებასთან ერთად, ასევე არასასურველი გარე მავნე ფაქტორების ზემოქმედების შედეგად,  ჰიალურონის მჟავის გამომუშავება ქვეითდება, რის შედეგადაც კანი კარგავს სიმკვრივეს და ელასტიურობას, ჩნდება ნაოჭები, იცვლება სახის ფერი. ჰიალურონის მჟავას აქვს ძლიერი რეგენერაცისს უნარი,  რის გამოც ფართოდ გამოიყენება სახის კანის გამონაყარის, აკნეს და პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ  

კოლაგენი ტიპი 1 კოლაგენის ყველაზე ძლიერი ტიპი - ეს არის ბოჭკოვანი,  რომელსაც  შეიცავს შემაერთებელი ქსოვილი. კოლაგენი არის   მყესებში, იოგებში, ძვლებში, კუნთებში,  სისხლძარღვებში, კანში. ის კანს ანიჭებს სიმკვრივეს,  ელასტიურობას, ეხმარება კანის უჯრედებს განახლებასა და აღდგენაში, ამცირებს ნაოჭების წარმოქმნას, აღადგენს ტენიანობას. კოლაგენის გამომუშავება ნელდება ასაკის მატებასთან ერთად, ამის გამომხატველი ნიშნებია ნაოჭები, გამომშრალი სახის კანი, მოშვებული არაელასტიური კანი, სახსრების ტკივილი და სხ. კოლაგენი ასევე მნიშვნელოვანია ჯანსაღი თმის და ფრჩხილების შენარჩუნებაში. კოლაგენი ტიპი 3 ტიპ 1 თან ერთად კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს უზრუნველყოფს.

MSM ( მეთილსულფონილმეთანი ) – ორგანული გოგირდის შემცველი ნაერთია, რომელიც გვხვდება ხრტილის, ფრჩხილის, კანის , რბილი ქსოვილების შემადგენლობაში. მონაწილეობს კოლაგენის და კერატინის სინთეზში, უზრუნველყოფს ჯანმრთელი თმის , კანისა და ფრჩხილის შენარჩუნებას, მნიშვნელოვანია თმის ზრდის პროცესისათვის.

სპილენძი (Cu) –  აქტიურად მონაწილეობს ცილა ელასტინისა და კოლაგენის სინთეზში, აუმჯობესებს თმის, ფრჩხილისა და კანის სტრუქტურას, ანიჭებს კანს ელასტიურობას და უბრუნებს გლუვ ზედაპირს.  სპილენძი იცავს კანს ნაადრევი დაბერებისაგან.

L მეთიონინი - მიეკუთვნება შეუცვლელ ამინომჟავებს, რომელიც უზრუნველყოფს ქოლინის, აცეტილქოლინის, ფოსფოლიპიდების სინთეზს. მეთიონინი აქტიურად გამოიყენება კანის ფოსფოლიპიდური დარღვევების დროს (პიგმენტური ლაქების დროს). მნიშვნელოვანია კოლაგენის სინთეზისათვის, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და მიდინებას თმის ფოლიკულში, აუმჯობესებს კანის დამცველობით ფუნქციას, იცავს თმისა და ფრჩხილების სტრუქტურას

სილიციუმი (Si) - მიკროელემენტი, რომელიც  ხელს უწყობს შემაერთებელი ქსოვილის სიმკვრივეს და მდგრადობას, რაც არის კანის, თმის და ფრჩხილების ძირითადი საყრდენი. მნიშვნელოვანი მიკროელემენტია კანის ტურგორისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. სილიციუმი აქტიურად მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, რაც განაპირობებს კანის ელასტიურობას, თმის და ფრჩხილების ჯანსაღ სტრუქტურას.

ვიტამინი B6 - ხელს უწყობს თავის კანის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. ახდენს დერმატიტისა და დერმატოზის პროფილაქტიკას. ვიტამინი B6-ის დეფიციტი იწვევს ქერტლის გაჩენას და თავის კანის ქავილს, ამაგრებს თმას, აუმჯობესებს თმებში და თმის ბოლქვებში ნივთიერებათა ცვლის პროცესს.

კერატინი წარმოადგენს ცილოვან ნივთიერებას, რომელიც შედის ფრჩხილისა და თმის შემადგენლობაში და აუცილებელი კომპონენტია მათი ჯანსაღი სტრუქტურის შენარჩუნებაში, თმას ანიჭებს ბზინვარებას, ამაგრებს მყიფე და მსხვრევად  ფრჩხილებს

პანთოტენის მჟავა - ვიტამინი B5  აუმჯობესებს თმის ბოლქვების კვებას, ამაგრებს თმის სტრუქტურას, მისი გავლენით თმა  ბზინვარე და ელასტიური ხდება, ვიტამინი B5 -ის დეფიციტის დროს თმები ხდება უსიცოცხლო, მტვრევადი, ცხიმიანი. კანი შრება და ვითარდება ნაოჭები

კალციუმი  - აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის, კალციუმი მონაწილეობს ნერვ-კუნთოვანი  გამტარებლობის რეგულაციაში, წარმოადგენს სისხლის შედედების მარეგულირებელ კომპონენტს. მისი ნაკლებობის დროს აღინიშნება კუნთების სისუსტე, კრუნჩხვა,  აგზნებადობის მომატება, ოფლიანობა, კანის სიმშრალე და ფრჩხილების მტვრევადობა. 

სელენი - წარმოადგენს შეუცვლელ ანტიოქსიდანტს. იგი ბიოლოგიურად აქტიური მიკროელემენტია, რომელიც შედის ჰორმონების და ფერმენტების შემადგენლობაში. აკონტროლებს უჯრედების ნორმალურ დაყოფას, იცავს დნმ -ის სტრუქტურას  და ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას, ასტიმულირებს თმის ზრდას და მნიშვნელოვნად ანელებს დაბერების პროცესს. 

ალფა ლიპოის მჟავა -უნივერსალური ანტიოქსიდანტია, რომელიც ამცირებს უჯრედული დაზიანების დონეს, იცავს უჯრედებს დაბერებისაგან. ახდენს გლუტატიონის C და E ვიტამინების ინაქტივირებული ფორმების აღდგენას და მათი როგორც ანტიოქსიდანტების რეაქტივაციას.

მანგანუმი  - მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ფერმენტული სისტემებისა , რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა ჟანგვა -აღდგენით პროცესებში.

ციტრუსის ბიოფლავანოიდები  - მიიღება ციტრუსებისაგან, მნიშვნელოვანი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში. 

გოტუ კოლა, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, გოჯი კენკრა,  ხურტკმელი, პორფირა, ვაკამეს ფხვნილი, ზეთისხილის წყალი, ნატურალური ასტაქსანტინის კომპლექსი - დაპატენტებული ნაზავი  - აღადგენს თმის სტრუქტურას, აჩერებს თმის ცვენას , ასტიმულირებს ახალი თმის ზრდას, ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას, ხელს უწყობს ქერტლის, ქავილის სებორეის გაქრობას, ანელებს კანის დაბერების პროცესს.

ჩვენება:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის თმის ცვენა,  მათ შორის მედიკამენტოზური, ჰორმონალური, ორსულობის შემდგომი, უცნობი ეტიოლოგიის,  თმის გადანერგვის შემდგომი პერიოდი.
  • კანის სიმშრალე, მომატებული ცხიმიანობა, ელასტიურობის დაქვეითება, ნაოჭები და მათი წარმოქმნის პრევენცია
  • ეგზემა, ატოპიური დერმატიტი, ვარდისფერი ფერისმჭამელა, ვულგარული აკნე, ფსორიაზი, სებორეა, პიგმენტური ლაქები, კანის კანდიდოზი,  ნაადრევი დაბერება
  • თმის და ფრჩხილის სტრუქტურის დაზიანება ( მტვრევადობა, აშრევება)

შემადგენლობა: 2 ტაბლეტი შეიცავს:

  • ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – 400 მგ  (667%)
  • ვიტამინი E (d -ალფა ტოკოფეროლის სუქცინატი) – 60 სე (200%)
  • ვიტამინი B6 ( პირიდოქსინი HCL) – 4 მგ (200%)
  • ბიოტინი 5000 მკგ - (1667%)
  • პანთოტენის მჟავა (d - კალციუმ პანთოტენატი) – 20მგ (200%)
  • კალციუმი (კალციუმის ფოსფატი) - 85მგ (9%)
  • თუთია (ციტრატი) – 20მგ (133%)
  • სელენი (L-სელენომეთიონინი) – 140მგ (200%)
  • სპილენძი (სპილენძის ოქსიდი) – 1მგ (50%)
  • მანგანუმი (გლუკონატი) – 4მგ (200%)
  • მსმ  (მეთილსულფონილმეთანი) - 250 მგ
  • სილიციუმი (ბამბუკის ექსტაქტი) – 12.5 მგ
  • კოლაგენი ტიპი 1&3 – 250 მგ
  • L -მეთიონინი - 125 მგ
  • ციტრუსის ბიოფლავანოიდების 50% - იანი კომპლექსი - 100მგ
  • კერატინი - 50მგ
  • ჰიალურონის მჟავა -5 მგ
  • ალფა ლიპოის მჟავა - 50მგ

დაპატენტებული ნაზავი - 367 მგ:  გოტუ კოლა, ყურძნის წიპწის ექსტრაქტი, გოჯი კენკრა,  ხურტკმელი, პორფირა, ვაკამეს ფხვნილი, ზეთისხილის წყალი, ნატურალური ასტაქსანტინის კომპლექსი.

დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მცენარეული სტეარინის მჟავა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი

მიღება და დოზირება:  2 ტაბლეტი დღეში კვების დროს  ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციით.  შეინახეთ გრილ, მშრალ,  ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

გამოშვების ფორმა:  N30 ტაბლეტი

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ.

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA - ს მიერ.

ეპაკორი 1000მგ #30კაფს

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ეპავიტი DHA #30კაპს

ეპავიტი DHA

EPAVIT DHA

შემადგენლობა:  1 კაფსულა შეიცავს:

ომეგა 3- 110,87 მგ,

EPA-59.13 მგ,

DHA-36,95 მგ,

ვიტამინი B1 (თიამინ HCl)-1,4მგ,

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)-1,4მგ,

ვიტამინი B3 (ნიაცინამიდი)-16მგ,

ვიტამინი B5 (პანტოთენის მაჟავა)- 6მგ,

ვიტამინი B6 (პირიდოქსინ HCl)-1,8მგ,

ვიტამინი B7 (ბიოტინი)-0,035მგ,

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა)-0,4მგ,

ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)-2,5მკგ,

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)-50მგ,

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)-5მკგ, 

რკინისფუმარატი-51,72 მგ (ექვივალენტურია - 17მგ ელემენტარული რკინის), თუთიის სულფატის მონოჰიდრატი-27,45 მგ (ექვივალენტურია- 10 მგ ელემენტარული თუთიის), 

კალიუმის იოდიდი-0,262 მგ(ექვივალენტურია- 0,2 მგ ელემენტარული იოდის), ნატრიუმის  სელენიტი-0,12 მგ (ექვივალენტურია-50 მკგ ელემენტარული სელენის).

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, ფუტკრის თეთრი ცვილი, მზესუმზირის ზეთი, ლიმნის კანის ზეთი, ტოკოფეროლით გამდიდრებული  ექსტრაქტი,გლიცერინი, დეიონიზირებული წყალი,ხარის ჟელატინი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ომეგა 3-აძლიერებს ორგანიზმისიმუნური, გულ-სისხლძარღვთა,ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების ფუნქციებს; ახასიათებს გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება; არეგულირებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, არეგულირებს არტერიულ წნევას; აუმჯობესებს სისხლის ფორმულას და ეწინააღმდეგება თრომბწარმოქმნას; აძლიერებს სისხლძარღვების კედლის რეზისტენტობას და აუმჯობესებს მათ ელასტიურობას; აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და მხედველობას;EPA(ეიკოზაპენტაენის მჟავა)  დაDHA(დოკოზაჰექსანის მჟავა)-შეუცვლელი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებია, რომლებიც აუცილებელია უჯრედის მემბრანის შენებისთვის (განსაკუთრებით თავის ტვინის, თვალის ბადურა გარსის, სასქესო ჯირკვლების); ორსულებში 60%-მდე ამცირებს ნაადრევი მშობიარობის რისკს; განაპირობებს ნაყოფის ცნს-ისა და თვალის ბადურა გარსის სრულყოფილ ფორმირებას,აგრეთვე მშობიარობის შემდგომ  ქალის ჯანმრთელობის სწრაფ აღდგენას.ვიტამინი B1-ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად  გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიცაუცილებელია  ყველა უჯრედის ფუნქციონირებისთვის, აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესში, ასტიმულირებს ტვინის, გსს-ის, ენდოკრინული სისტემის მუშაობას, არეგულირებს კუჭის წვენის მჟავიანობას და კნტ-ის მოტორიკას. ვიტამინი B2-წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობის აღქმის  უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს, არეგულირებს ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, ხელს უწყობს უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას. აქტიურად მონაწილეობს ერითროციტების,ატფ-ის და ზოგიერთი ჰორმონის სინთეზში;იცავს თმას, რჩხილებს, თმებს; ვიტამინიB3-მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების ცვლაში,უჯრედის დაყოფაში,გააჩნია ანტიალერგიული მოქმედება, მისი დეფიციტის დროს ვითარდება 3D დაავადება:დერმატიტი, დიარეა, დემენცია; ვიტამინი B5-მონაწილეობს ერითროციტების,თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონების სინთეზში; არეგულირებს ცნს-ისა და კნტ-ის ფუნქციას, შედის ცილების, ცხიმების და ნახშრწყლების დამშლელი ფერმენტების შემადგენლობაში; ვიტამინიB6-მნიშვნელოვანია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მონაწილეობს ნეირომედიატორების სინთეზში, ეხმარება ორგანიზმს სტრესთან გამკლავებაში; ვიტამინიB7-აუმჯობესებს კანისა და თმების მდგომარეობას, არეგულირებს კანის ცხიმიანობას; ვიტამინიB9-უზრუნველყოფს უჯრედის გენეტიკური ინდივიდუალობის შენარჩუნებას;  აუცილებელია მეგალობლასტების მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის, ასტიმულირებს ერითროპოეზს; მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში. აუცილებელია ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის, ხელს უწყობს ემბრიონის ნერვული ღეროს განვითარებას და თანდაყოლილი დეფექტის თავიდან აცილებას, იცავს ნაყოფს ტერატოგენული ფაქტორების ზემოქმედებისგან. ვიტამინიB12-მონაწილეობს სისხლმბადი ორგანოების, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის  ნორმალურად ფუნქციონირებაში,მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციაში; ვიტამინიC-ძლიერი ანტიოქსიდანტია, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესისა და ინფექციებისადმი, იცავს უჯრედის მემბრანის ლიპიდებს ზეჟანგური ჟანგვისგან, ამაგრებს კაპილარების კედლებს, ამცირებს მის მომატებულ განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აფერხებს უჯრედის დაბერების პროცესს, ხელს უშლის თრომბწარმოქმნას, მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლაგენის სინთეზში, ხელს უწყობს რკინის შეთვისებას; ვიტამინიD3-არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში,ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის მინერალიზაციას და ჩონჩხის ჩამოყალიბებას; თუთია-შედის 400-მდე ფერმენტის შემადგენლობაში, ხელს უწყობს იმუნური სისტემის და ნაწლავის ლორწოვანი გარსის ჩამოყალიბებას; მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში (ინსულინი, ტესტოსტერონი, ზრდის ჰორმონი); ზრდის T-ლიმფოციტების რაოდენობას და ნეიტროფილების ფაგოციტურ აქტივობას; მონაწილეობს ყნოსვის, გემოს და აღქმის რეცეპტორების ფუნქციონირებაში; თუთიის შემცველობაზეა დამოკიდებული თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდის პროცესი, კანის რეგენერაცია, ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობა; რკინა-შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ფერმენტების შემადგენლობაში. მონაწილეობს ჟანგბადის ტრანსპორტირებაში და ცენტრალურ როლს თამაშობს უჯრედის ყველა მეტაბოლურ პროცესში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაყოფის ზრდის პროცესში. იოდი-აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზისთვის. მონაწილეობს ნაყოფის ნერვულ და სომატურ ჩამოყალიბებაში. იოდის დეფიციტი ორსულებში იწვევს ნაყოფის თავის ტვინის ზრდის შეფერხებას! სელენი-ძლიერი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან, მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ ცვლაში; ხელს უშლის თვითნებური აბორტის განვითარებას.

გამოყენების ჩვენებები:

ორსულობისათვის მზადების პერიოდი;

ორსულთა ტოქსიკოზები;

ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტით განპირობებული ნაყოფის განვითარების თანდაყოლილი მანკების პროფილაქტიკა;

ორსულებში  ანემიის პრევენცია და მკურნალობა;

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა.

უკუჩვენება: ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

გვერდითი მოქმედება:

ეპავიტი DHA-ს რეკომენდებული დოზით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.

შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას.

არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ეპავიტი DHA-ს  ანტაციდებთან ერთდროულად  გამოყენებისას მცირდება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რკინის შეწოვა.

საფაღარათო სამკურნალო საშუალებები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მინერალური ზეთი და კოლესტირამინი, ამცირებს A, D და E ვიტამინების შეწოვას.

პენიცილინი, იზონიაზიდი ამცირებს B1ვიტამინის ეფექტურობას მისი გამოყოფის გაძლიერების გზით.

იზონიაზიდი აქვეითებს პირიდოქსინის ეფექტურობას.

ვიტამინი E აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, გლუკოკორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტს.

ეპავიტი DHA-ს  გამოყენება არ  არის რეკომენდებული პოლივიტამინების სხვა კომპლექსთან ერთად ჭარბი დოზირების თავიდან აცილების მიზნით.

დოზირება და მიღების წესი: 1კაფსულა 1-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

შენახვის პირობები:ინახება  მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C .

გამოშვების ფორმა:რბილი კაფსულა № 30

გაცემის წესი:ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ვარგისობის ვადა:  3 წელი

მწარმოებელი: Vefa Ilac   სტამბოლი/თურქეთი, „ევროფარმა ჯორჯია“-ს დაკვეთით, თბილისი, საქართველო.

აქსელანი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ელკავინი B ორალ.სუსპ#14

62.96 ლარი
59.19 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ო.ფ.ი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

აპილაკი 10მგ #50ტ

აპილაკი
APILAK

გასაწოვი ტაბლეტები 10მგ
  
წამლის დასახელება: აპილაკი გრინდექსი

მოქმედი ნივთიერება: Gelee Royale

წამლის ფორმა და შემადგენლობა: 
გასაწოვი ტაბლეტები. 
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიოფილიზებულ ფუტკრის რძის დედოს.

დამხმარე ნივთიერებები:
 
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი და კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
აპილაკი ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო წარმოადგენს ახალგაზრდა მუშა ფუტკრების ალოტროფიული ჯირკვლების სეკრეტს. მას გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი, ანტისპაზმური, ნივთიერაბათა ცვლის გამაძლიერებელი მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და მდგრადობას სტრესის მიმართ.
აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიეთებების ნაზავს, მის შემადგენლობაში შედის:
• მნიშვნელოვანი ვიტამინები (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი)
• მინერალური ელემენტები (K, Na, Ca, Mg, Fe, P) და მიკროელემენტები (Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi):
• 23 სხვადასხვა ამინომჟავა, მათ შორის შეუცვლელი (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი).
• სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად- ფერმენტი ქოლინესთერაზა, მედიატორი აცეტილქოლინი და სხვა).

ჩვენება: 
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები ინიშნება კვების დარღვევისას, რეკონვალესცენციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის შეფერხების დროს, ბავშვებში- არასაკმარისი კვებისა და უმადობის დროს.   
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევის მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.

უკუჩვენებები: 
არ გამოიყენება ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა) დროს, რომელიც ხასიათდება კანის პიგმენტაციით. არ გამოიყენება თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

სიფრთხილე!
აპილაკის ტაბლეტებს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან 
არ აღინიშნება

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
აპილაკი გრინდექსის გამოყენება დასაშვებია.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და  დოზირება: 
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი  3-ჯერ დღეღამეში, ბავშვებში 1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეღამეში 10-15 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, ვინაიდან კუჭში მოხვედრისას კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად ფუტკრის რძის დედო იშლება.

ჭარბი დოზირება:
ფუტქრის რძის დედოს მხოლოდ მცირე რაოდენობებს გააჩნია სამკურნალო ზემოქმედება. ჭარბი დოზირებისას ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება, მაგალითად, დღეღამეში 2,5გ მიღება იწვევს მოთენთილობას.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

გვერდითი მოვლენები: 
შესაძლოა ალერგიული რეაქციების წარმოშობა. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილის დარღვევები, რომელიც პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ ქრება. 
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

შეფუთვა: 
10მგ ტაბლეტები, 25 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:  
ტაბლეტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე
  
მწარმოებელი:
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია.

ამვიტიონი 600მგ #30კაფს

ამვიტიონი 600მგ

ტიოქტაციდის მჟავა
ერთი კაფსულა შეიცავს: ტიოქტაციდის მჟავა(ალფა ლიპოიდის მჟავა) 600მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნეზიის სილიკატი
MCT ზეთი (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი) და ჟელატინი
რეკომენდირებული დოზირება: მიიღეთ 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულებმა, და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალბატონებმა და 18 წლამდე ასაკის პირებმა მიმართეთ ექიმს პროდუქტის გამოყენებამდე

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას,
არ გამოიყენოთ თუ დამცავი აპკი დაზიანებულია ან მოხსნილი,
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას

მწარმოებელი: ამვილაბი
დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში

Don`t copy text!