Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 306

ფეროპოლი 50მგ/მლ 30მლ ფლ

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ferrous (III) hydroxyde polymaltose complex
გამოშვების ფორმა: 50მგ/მლ 30მლ შიგნით მისაღები წვეთები. ხსნარი ნარინჯისფერ მინის ფლაკონში

 

შემადგენლობა

1მლ შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზატი, რომელიც 50მგ რკინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერება: პროპილენგლიკოლი, საქაროზა, მეთილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, შოკოლადის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

 

სამკურნალო ფორმა

წვეთები შიგნით მიღებისთვის, ხსნარი.

 

ფარმაკოთერაპევტული ჯგუფი

ანემიის საწინააღმდეგო საშუალება, სამვალენტიანი რკინის პრეპარატები შიგნით მიღებისთვის.

ათქ კოდი: B03AB05 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი გამოიყენება რკინის დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.

რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის, მიოგლობინის და ზოგიერთი ფერმენტის შემადგენელს.

კომპლექსი შედგება ბირთვისაგან, რომელიც შეიცავს სამვალენტიანი რკინის ჰიდროოქსიდს და შემოფარგლულია პოლიმალტოზის მოლეკულებით. კომპლექსი ფიზიოლოგიურ პირობებში სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. კომპლექსში შეკავშირება ხდება სტრუქტურაში, რომელიც რკინა_ფერიტინის ბუნებრივი შენაერთის მსგავსია. რკინის (III) შეიწოვება კომპლექსიდან აქტიური ტრანსპორტის გზით. ცილები, რომლებიც ახდენენ რკინის ბმას კუჭისა და ნაწლავების წვენებში და ეპითელიუმის ზედაპირზე, შეუძლიათ სამვალენტიანი რკინა შეიკავშირონ ლიგანდების ბმის მექანიზმის საშუალებით. შეწოვილი რკინა დეპონირდება ღვიძლში ფერიტინის სახით.

კომპლექსს არ გააჩნია პროოქსიდატული თვისებები. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების ჟანგვის მიმართ აფინურობა დაქვეითებულია. 

გამოკვლევებმა ორმაგი იზოტოპების (55Fე და 59Fე) მეთოდით გვაიჩვენა, რომ რკინის აბსორბცია, რომელიც იზომება ერითროციტებში ჰემოგლობინის დონით, უკუპროპორციულია რკინის უკმარისობის პერიოდისა და მისი შეწოვის ხარისხისა (რაც უფრო დიდი ხნით გრძელდება რკინის დეფიციტი, მით უფრო ბევრი რკინა შეიწოვება).

რკინა აბსორბირდება თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავებში. რკინის გამოყოფა ხდება ძირითადად კუჭ_ნაწლავის ტრაქტიდან და შეადგენს დაახლოებით 1მგ რკინას დღეში.

არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავალთან ერთად. ქალებში გათვალისწინებული უნდა იყოს რკინის დაკარგვა მენსტრუაციის დროს.

 

გამოყენების ჩვენება

_ რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

_ რკინადეფიციტური ანემია

_ რკინადეფიციტური ანემია ორსულობის დროს

 

უკუჩვენება

ფეროპოლი უკუნაჩვენებია:

_ პაციენტებისათვის, რომელთაც ორგანიზმში აქვთ რკინის მომეტებული მარაგი (მაგ., ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი)

_ პაციენტებში რომელთაც აქვთ ჰემის მეტაბოლიზმთან დაკავშირებული აშლილობა (მაგ., სიდეროქრესტული ანემია, ტყვიის ანემია, ტალასემია)

_ ანემიის შემთხვევაში, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (მაგ., ჰემოლითიური ანემია).

 

პრეპარატი აგრეთვე უკუნაჩვენებია:

_ პრეპარატის მოქმედი ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

გამოკვლევები, რომელიც ეხება ურთიერთქმედებებს, არ ჩატარებულა. იმის გათვალისწინებით, რომ რკინა იმყოფება კომპლექსური შენაერთის სახით, ურთიერთქმედება საკვები პროდუქტების კომპონენტებთან (ფიტატები, ოქსალატები, ტანინი) და ამავდროულად გამოყენებული სამკურნალო პრეპარატებით (ანტაციდები, ტეტრაციკლინი) ნაკლებსავარაუდოა. 

პრეპარატის მიღება არ ახდენს ზემოქმედებას ფარული სისხლის ტესტის შედეგებზე.

 

განსაკუთრებული მითითებები

ანემიის მკურნალობის დროს ყოველთვის აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

 

საჭიროა დავიცვათ სიფრთხილე ანემიის შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია ინფექციით ან სიმსივნური პროცესით, უნდა გავითვალისწინოთ სარეზერვო რკინის მარაგი რეტიკულო_ენდოტელიალურ სისტემაში, რომელიც მოიხმარება მხოლოდ ძირითადი დაავადების განკურნების შემდეგ.

 

პრეპარატი შეიცავს საქაროზას: 1მლ (20 წვეთი) შეიცავს 0,067გ საქაროზას. საქაროზის შემცველობის გათვალისწინებით, პაციენტებმა, რომელთაც აქვთ ფრუქტოზის გადაუტანლობასთან დაკავშირებული მემკვიდრეობითი დარღვევები, გლუკოზა_გალაქტოზის მცირეაბსორბციის სინდრომი ან საქაროზა_ იზომალტაზის უკმარისობა, პრეპარატი არ უნდა მიიღონ. 

პრეპარატი შეიცავს მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატს.

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება. ამ სიმპტომს არა აქვს კლინიკური მნიშვნელობა. 

 

რკინადეფიციტური მდგომარეობა და რკინის იონების უკმარისობა უნდა დამტკიცდეს ლაბორატორიული მეთოდით.

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი არ ახდენს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე.

სამკურნალო პროდუქტი ფეროპოლი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

 

ზემოქმედება მექანიკური საშუალებების მართვისა და მექანიკური მოწყობილობების მომსახურების უნარზე

ფეროპოლი არ ახდენს ზემოქმედებას ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

 

გამოყენების წესი და დოზირება

დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.

 

დოზირება

ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში:

 

რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:

ბავშვები (1 წელამდე): 6_10 წვეთი (15_25მგ რკინა) დღეღამეში

ბავშვები (1_12 წლის): 10_20 წვეთი (25_50მგ რკინა) დღეღამეში

 

12 წელზე უფროსი ბავშვები, მოზრდილები და დედები ლაქტაციის პერიოდში: 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში

 

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 1_2 თვეს.

 

რკინადეფიციტური ანემია:

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 3_5 თვეს, ჰემოგლობინის დონის ნორმალიზაციამდე. შემდგომში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე კვირა, რკინის მარაგის შესავსებად.

 

ბავშვები (1 წლამდე): საწყისი დოზა შეადგენს 10 წვეთს (25მგ რკინა) დღეღამეში. შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 20 წვეთამდე (50მგ რკინა) დღეღამეში.

ბავშვები (1_12 წელი): 20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში

12 წელზე უფროსი ბავშვები, უფროსები და დედები ლაქტაციის პერიოდში:

40_120 წვეთი (100_300მგ რკინა) დღეღამეში.

 

ორსულები:

დოზირების რეჟიმი და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე.

 

რკინის ლატენტური დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა:

20_40 წვეთი (50_100მგ რკინა) დღეღამეში.

 

რკინადეფიციტური ანემია:

80_120 წვეთი (200_300მგ რკინა) დღეღამეში ჰემოგლობინის ნორმალური დონის მიღწევამდე. 

შემდეგ 40 წვეთი (100მგ რკინა) დღეღამეში, როგორც მინიმუმ ორსულობის ბოლომდე, რკინის მარაგის შესავსებად.

 

პრეპარატ ფეროპოლის სადღეღამისო დოზები, რკინის უკმარისობის პროფილაქტიკისა და მკურნალობის დროს 

 

რკინადეფიციტურიანემია

რკინის ლატენტურიდეფიციტი

პროფილაქტიკა

1 წლამდე ასაკის ბავშვები

10_20 წვეთი(25_50რკინა)

6_10 წვეთი(15_25რკინა)

2_4 წვეთი(5_10რკინა)

ბავშვები (1_12 წლის)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

10_20 წვეთი(25_50რკინა)

4_6 წვეთი(10_15რკინა)

12 წელზე უფროსი ბავშვები, პერიოდში:

40_120 წვეთი(100_300რკინა)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

4_6 წვეთი(10_15რკინა)

ორსულები

80_120 წვეთი(200_300რკინა)

40 წვეთი (100რკინა)

20_40 წვეთი(50_100რკინა)

 

დღენაკლულ ბავშვებში რეკომენდირებულია 2,5მგ_5მგ (1_2 წვეთი/კგ სხეულის მასა) დღეში 3_5 თვის განმავლობაში.

შეყვანის წესი

შიგნით.

სადღეღამისო დოზა შესაძლოა მიღებული იქნას ერთჯერადად ან რამდენიმე მიღებაზე. სასურველია პრეპარატი მიიღოთ საკვების მიღების დროს ან მისი დამთავრებისთანავე. პრეპარატი შესაძლებელია შერეული იქნეს ხილის ან ბოსტნეულის წვენთან ან დამატებული ექნეს ბავშვის საკვებს.

პრეპარატი არ იწვევს კბილის ემალის ფერის შეცვლას.

წვეთების ფერის უმნიშვნელო ცვლილება არ მოქმედებს სამკურნალო პრეპარატის ეფექტურობაზე.

ჭარბი დოზირება

დღევანდელ დღემდე ჭარბი დოზირების შემთხვევებში ინტოქსიკაციისა და ორგანიზმში რკინის დონის მომატების ნიშნები აღწერილი არ ყოფილა, იმიტომ, რომ რკინის და რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის იონები კუჭ_ნაწლავის ტრაქტში არ იმყოფება თავისუფალი ფორმით და არ შეიწოვება პასიური დიფუზიის გზით.

გვერდითი მოვლენები

რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის პრეპარატი როგორც წესი კარგად გადაიტანება.

არასასურველი ეფექტები, რომლებიც თითოეული ჯგუფის ფარგლებში გარკვეული სიხშირით გვხვდება მოყვანილია შესაბამისად გამოხატულების შემცირებისა.

დარღვევები კუჭ_ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ძალიან იშვიათად (

განავლის მუქად შეფერვას, რომელიც აღინიშნება პრეპარატის მიღების დროს, არ გააჩნია საყურადღებო კლინიკური მნიშვნელობა.

პრეპარატი არ იწვევს კბილების ემალის ფერის შეცვლას.

ყველა სახის (მათ შორის უჩვეულო) გვერდითი ეფექტების, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის აღწერილი ჩანართ ფურცელში, გამოვლინების შემთხვევაში აუცილებელია აცნობოთ მკურნალ ექიმს.

შეფუთვა

შუშის ფლაკონები 30მლ, ხრახნიანი სახურავით, საგარანტიო რგოლით და საწვეთურიანი სახურავით. ყველა ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ინდივიდუალურ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა

2 წელი

გახსნილი ფლაკონის გამოყენება შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობა

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

გაიცემა ურეცეპტოდ

კლიმაქსანი #20ტ

8.45 ლარი
7.88 ლარი

ქვეყანა: რუსეთი

მწარმოებელი: მატერია მედიკა ჰოლდინგი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი თმა+კანი+ფრჩ#30ტ

25.00 ლარი
23.51 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: Queisser Pharma

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფეროლინ C 500მგ #30კაფს

ფეროლინ  C

რკინა დეფიციტური ანემიის უსაფრთხო და ეფექტური მკურნალობა

 

გამოშვების ფორმა: 20 მლ.იანი  N 24 პაკეტი, 

შემადგენლობა 1 პაკეტის: 

აქტიური ნივთიერება:

რკინა(III) პიროფოსფატი 15 მგ.

ვიტამინი C 62,5 მგ.

ფოლის მჟავა 200 მკგრ.                                                                                       

გამოშვების ფორმა: 500 მგ.იანი N 30 ტაბლეტი,

შემადგენლობა: 1 კაფსულა 

აქტიური ნივთიერება: 

რკინა(III) პიროფოსფატი 15 მგ.

ვიტამინი C 62,5 მგ.

ფოლის მჟავა 200 მკგრ.

ციანკობალამინი ვიტამინი B12 2,5 მკგრ.                                                                                                      

 

დამხმარე ნივთიერებები: საინექციო წყალი, სტბილიზატორები: გლიცერინი, გუმფისი, არომატიზატორი , ანტიოქსიდანტი  :  ასკორბინიდ მჟავა, კონსერვანტი:კალიუმის სორბატი,დამჟანგველი: ლიმონმჟავა

რკინის პროფოსფატი  წარმოქმნის ძლიერ და სტაბილურ ნაერთს. პიროფოსფატი ცნობილია როგორც ტრიგერი, რომელიც იწვევს რკინის გათავისუფლებას ტრანსფერინიდან, ხელს უწყობს რკინის ტრანსპორტს ტრანსფერინიდან ფერიტინში და იწვევს რკინის გაცვლას ტრანსფერინის მოლეკულებს შორის. სწორედ ამიტომ რკინის პიროფოსფატის მიღებისას უფრო სწრაფად და უსაფრთხოდ ხდება ანემიის მკურნალობა ვიტამინი C ხელს უწყობს რკინის გარდაქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ადვილად შეწოვად ფორმად. 

ფოლის მჟავა  აუცილებელი კომპონენტია სისხლის წითელი უჯრედების წარმოსაქმნელად, აქტიურად მონაწილეობას ნუკლეინმჟავების სინთეზში, რასაც ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს უჯრედების ზრდა და გამრავლებაში.

ციანკობალამინი ვიტამინი B12-ს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლის წითელი უჯრედების, ნუკლეინის მჟავების, ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების სინთეზში.     

ჩვენებები

  • - სხვადასხვა ეტიოლოგიის რკინადეფიციტური ანემიისას 
  • - რკინის, ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის პროფილაქტიკა დაგეგმილი ორსულობის წინ, ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში
  • - სისხლის დანაკარგის კომპენსაციისთვის
  • - ხანგრძლივად დიეტაზე ყოფნისას
  • - ბავშვებისათვისს აქტიური ზრდის პერიოდში,
  • - მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს
  • - არაბალანსირებული კვება
  • - ხანგრძლივ  მედიკამენტოზურ თერაპიაზე მყოფი ასაკოვან პაციენტებში

მიღების წესები და დოზები :

პაკეტი: 2 პაკეტი დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ 

ტაბლეტი: 2 კაფსულა  დღეში 1 ჯერ ჭამის შემდეგ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სისხლში ჰემოგლობინის დონეზე

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.

უკუჩვენება
-მომატებული მგრძნობელობა ფეროლინის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, დაავადებები  რკინის ჭარბი შემცველობით

ორსულობა და ლაქტაცია: ფეროლინის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებებიფეროლნის და სხვა რკინის შემცველი პრეპარატის ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. 

არ შეიცავს:  გლუტეინს, რძის დერივატებს, ლაქტოზას, გმკ, ხელოვნირ საღებავებს, კონსერვანტებს, შაქარს. 

შენახვის პირობები :  პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 250C ტამპერატურაზე.                                                                                                   

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე, წარმოადგენს  ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს. 

მწარმოებელი: ESI s.p.a., იტალია 

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line

კლიმასტოპი #30ტ

კლიმასტოპი

CLIMASTOP

საკვები დანამატი

კლიმასტოპი საკვები დანამატის სახით, რეკომენდებულია 40 წლის ზევით ასაკის ქალბატონებისთვის პერიმენოპაუზის დროს. ფორმულა შეიცავს ბუნებრივ ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელია ქალის ჰორმონის, ესტროგენის დონის დაქვეითებით გამოწვეული დისკომფორტის შესამსუბუქებლად.

კლიმასტოპი არის საკვები დანამატი, რომელიც წარმოადგენს მაგნიუმის, ვიტამინების: B1, B6, C, სოიოს მარცვლის და მელისას (ლიმონის ბალზამი) ბალახეული ექსტრაქტების წყაროს. სოიოს იზოფლავონები ქალის ორგანიზმში არეგულირებენ ჰორმონულ ბალანსს ორი მიმართულებით: ახდენს ქალის ჰორმონების ჩანაცვლებას მათი სიმცირისას, ან ამცირებს სასქესო ჰორმონების დონეს მათი სიჭარბისას. მელისას გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი, ის ამცირებს აჩქარებულ, არარეგულარულ პულსს და მენოპაუზით გამოწვეულ შფოთვას. ფორმულაში შემავალი ვიტამინი B6 ხელს უწყობს ჰორმონების რეგულირებას. მაგნიუმი ვიტამინ C-სთან ერთად, სიმტკიცეს მატებს ძვლებს. თიამინი ხელს უწყობს გულის ნორმალურ მუშაობას. ვიტამინი C ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს მაგ.: უზრუნველყოფს სისხლძარღვების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. პრეპარატ კლიმასტოპში შემავალი კომპონენტები ამცირებენ დაღლილობას და სისუსტის შეგრძნებას (მაგნიუმი, ვიტამინი B6 და C), დადებით გავლენას ახდენენ იმუნური სისტემის (ვიტამინი B6 და C), ნერვული სისტემის (მაგნიუმი, ვიტამინი B6, C და თიამინი) ფუნქციონირებაზე და ფსიქოლოგიურ სტატუსზე  (მაგნიუმი, თიამინი, ვიტამინი B6 და C).

შემადგენელი კომპონენტები

1 ტაბლეტი შეიცავს

% RDA*     1 ტაბლეტში

2 ტაბლეტი შეიცავს

(მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა)

% RDA*                  2 ტაბლეტში

მაგნიუმი

(მაგნიუმის ციტრატი)

187.5 მგ

50

375 მგ

100

მელისას (ლიმონის ბალზამი) მშრალი მცენარეული ექსტრაქტი

(Melissa officinalis)

100 მგ  

(400 მგ)**

-

200 მგ              (800 მგ)**

-

სოიოს მარცვლის მშრალი ექტრაქტი (Glycine max)        სტანდარტიზირებული 40%  სოიოს იზოფლავონების შემცველობით

50 მგ,

შეიცავს 20 მგ სოიოს იზოფლავონებს

-

100 მგ,                 შეიცავს 40 მგ სოიოს იზოფლავონებს

-

ვიტამინი C         

   ( L- ასკორბინის მჟავა)

40 მგ

50

80 მგ

100

ვიტამინი B6 

  (პირიდოქსინის ჰიპოქლირიდი)

0.7 მგ

50

1.4 მგ

100

ვიტამინი B1        

  (თიამინის ჰიდროქლორიდი)

0.55 მგ

50

1.1 მგ

100

* რეკომენდებული დღიური დოზა

** ნედლეულის რაოდენობა

შემადგენლობა: მაგნიუმი (მაგნიუმის ციტრატი), შემავსებელი ნივთიერება (მიკროკრისტალური ცელულოზა), მელისას (ლიმონის ბალზამის) მშრალი მცენარეული ექსტრაქტი (Melissa officinalis), კარტოფილის სახამებელი,  სოიოს მარცვლის მშრალი ექსტრაქტი (Glycine max) სტანდარტიზირებული 40%  სოიოს იზოფლავონების შემცველობით, ვიტამინი C (L-ასკორბინის მჟავა),  წებოვნების საწინააღმდეგო ნივთიერება (მაგნიუმის სტეარატი), დამატენიანებელი ნივთიერება (სილიციუმის დიოქსიდი), ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინი B1 (თიამინის ჰიდროქლორიდი).

რეკომენდებული დღიური დოზა: 2 ტაბლეტი დღეში.

სიფრთხილის ზომები / გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ ცვლიან ბალანსირებულ კვებას და ცხოვრების ჯანსაღ წესს, ამიტომ დაუშვებელია მათი გამოყენება როგორც სრულფასოვანი კვების შემცვლელი. არ გამოიყენოთ საკვები დანამატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

შეფუთვა: 30 ტაბლეტი (13.5 გ).

შენახვის პირობები: შეინახეთ საკვები დანამატები  მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი: PHARMACY Laboratories s.c. 57 Wisełki Street, 04-830 ვარშავა, პოლონეთი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: LIFE PHARMA SYSTEMS LLP, 41 Duke Street, ედინბურგი, EH6 8HH, გაერთიანებული სამეფო.

www.pharmacylaboratories.com

დოპელჰერცი ენერჯი სტარტ #30ტ

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი

კოფეინი+ტაურინი+B12+B2 ვიტამინები

კოფეინი იწვევს ყურადღებისა და კონცენტრაციის გაზრდას

ვიტამინი B12 და პანთოთენის მჟავა ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას

დაღლოლობა, კონცენტრაციის ნაკლებობა, დაბალი ენერგიის დონე სწავლის, ყოველდღიური საქმიანობის, შრომის და სპორტული აქტივობის დროს ძალიან ნაცნობია ყველა ჩვნთაგანისათვის. ამიტომ ჩვენი ჯანმრთელობისა და აქტივობისთვის, მნიშვნელოვანია  რომ ჩვენი ორგანიზმი უზრუნველყოთ საკმარისი ნურტრიენტებით(საკვებით), რომელსაც იგი თავად ვერ გამოიმუშავებს.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტის ერთი ტაბლეტი შეიცავს 100 მგ კოფეინს, რაც დაახლოებით ერთი ჭიქა ყავის ექვივალენტია. კოფეინი ხელს უწყობს სიფხიზლის ზრდას და აუმჯობესებს კონცენტრაციას.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი დამატებით შეიცავს ვიტამინებს B2 და B12 რაც  ხელს უწყობს ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ორივე ეს ვიტამინი მნიშვნელოვანია ნერვული სისტამის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. უფრო მეტიც, ვიტამინები B2 და B12  უზრუნველყოფს დაღლილობის და დაძაბულობის  მოხსნას.

ვიტამინები B2 და B12  ეხმარება სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებას. ვიტამინი B2 მნიშვნელოვანია რკინის ნორმალური მეტაბოლიზმისა და ვიტამინი B12 იმუნური   სისტემის ფუნქციონირებისათვის.

დოპელჰერცი ენერჯი სტარტი შეიცავს 200 მგ ტაურინს. ტაურინი ხელს უწყობს მკაფიო აზროვნებასა და ინტელექტუალური შესაძლებლობების გაზრდას. ტაურინი მიიღება  მჭლე ხორცით ან თევზით კვებისას.  ბოსტნეულით კვება არ არის საკმარისი ტაურინის საკმარისი რაოდენობით მისაღებად.

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

ვიტამინი B2 2.1 მგ,  ვიტამინი B12  50 მკგ, კოფეინი 100 მგ, ტაურინი 200 მგ.

რეკომენდაცია:

1 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის წყლით. არ დაღეჭოთ.
არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას. კვების დანამატები არ უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი და ბალანსირებული დიეტის და ჯანმრთელი ცხოვრების წესის შემცვლელად. პროდუქტი შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. შეიცავს კოფეინს. არ არის რეკომენდირებული ბავშვებისა და ფეხმძიმე ქალებისათვის.

შეინახეთ მშრალ ადგილას. არ შეინახოთ 25 °C- ზე მაღალ ტემპერატუაზე.

ეს პრეპარატი დასაშვებია ვეგეტერიანელებისა და ვეგანებისათვის.

ენერგეტიკული ღირებულება:

1 ტაბლეტი  შეესაბამება 2 კკალ / 7კჯ.                                                                                                            

მწარმოებელი:  

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74

24941 Flensburg

Germany

email: [email protected]

www.queisser.com

ფეროვიტი-ავერსი 100მგ #30საღ.ტ

ფეროვიტი-ავერსი
(FERROVIT-AVERSI)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, მარმარილოსებური ყავისფერი ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 საღეჭი ტაბლეტი შეიცავს: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს 100მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, სორბიტოლი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, ნატრიუმის სახარინი, მაგნიუმის სტეარატი, შოკოლადის არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:
საღეჭი ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.
ათქ-კოდი: B03AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში. ფეროვიტი-ავერსის შემადგენლობაში რკინა წარმოდგენილია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, რომლის სტრუქტურა ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთის – ფერიტინის მსგავსია. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის, რკინის ლატენტური (ფარული) დეფიციტის მკურნალობისას და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით.
პოლიმალტოზურ კომპლექსს არ გააჩნია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის დამახასიათებელი პროოქსიდანტური თვისებები, რის გამოც ძალიან დაბალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ნაკლებად ექვემდებარება დაჟანგვას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი შეიწოვება უმეტესწილად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. ფიზიოლოგიურ პირობებში პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება აქტიური ტრანსპორტის გზით.
ორმაგი იზოტოპების (55Fე და 59Fე) გამოყენებით ჩატარებული კვლევების თანახმად, რკინის აბსორბცია მიღებული დოზის უკუპროპორციულია (რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დაბალია აბსორბცია), რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ჭარბ დოზირებას. დადგენილია ასევე, რომ რაც უფრო დიდია ორგანიზმში რკინის დეფიციტი, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მისი შეწოვის პროცესი. შეწოვილი რკინა გამოიყენება ძვლის ტვინში ჰემოგლობინის სინთეზისთვის ან ფერიტინის სახით დეპონირდება უმეტესად ღვიძლში. არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავლით. კუჭ-ნაწლავის და კანის აქერცლილი ეპითელიუმით, ოფლით, შარდით და ნაღველით ორგანიზმიდან დღე-ღამეში დაახლოებით 1 მგ რკინა გამოიყოფა. გასათვალისწინებელია რკინის დაკარგვა ქალებში მენსტრუაციის დროს.

ჩვენება:
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე და დგინდება ინდივიდუალურად. სადღეღამისო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ ჯერზე ან გაყოფილი რამდენიმე მიღებად. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან გადაიყლაპოს მთლიანად ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები):
რკინადეფიციტური ანემიის დროს ინიშნება 1-3 ტაბლეტი (100-300 მგ) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზების შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგის აღდგენის მიზნით.
რკინის ლატენტური დეფიციტის დროს ინიშნება 1 ტაბ (100 მგ) დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა – 1-2 თვე.
ორსული ქალები:
რკინადეფიციტური ანემიის დროს ინიშნება 2-3 ტაბ (200-300 მგ) დღეში ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე. შემდეგ, ორგანიზმში რკინის დონის შენარჩუნების მიზნით, მკურნალობას განაგრძობენ დოზით 1 ტაბ დღეში ორსულობის ბოლომდე.
რკინის ლატენტური დეფიციტი და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა: ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბ (100 მგ) დღეში.
ფეროვიტი-ავერსი საღეჭი ტაბლეტების რეკომენდებული დოზირება მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

ფეროვიტი-ავერსი ტაბლეტი

 რკინადეფიციტური ანემია

რკინის ლატენტური დეფიციტი

პროფილაქტიკა

12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები) 

1-3 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

-

ორსული ქალები

 2-3 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

1 ტაბლეტი დღეში

 გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - განავლის ფერის შეცვლა (რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებულ განავლის მუქ შეფერილობას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს), იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, კბილის მინანქრის ფერის შეცვლა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- რკინის სიჭარბე ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევა (სიდეროაქრესტიული ანემია, ტყვიისმიერი ანემია, თალასემია);
- ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური, მეგალობლასტური, გამოწვეული ვიტამინ B12-ის უკმარისობით).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გამოვლენა ფეროვიტი-ავერსით მკურნალობისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინი, ანტაციდები) ან კვებით პროდუქტებთან (ფიტინი, ოქსალატები, ტანინი) ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ფარულ სისხლდენაზე ანალიზების შედეგებზე, ამიტომ გამოკვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული ფეროვიტი-ავერსის რკინის პრეპარატების პარენტერალურ ფორმებთან ერთდროული დანიშვნა, რადგან ამ შემთხვევაში პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მკვეთრად ქვეითდება.

ჭარბი დოზირება:
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსით მკურნალობისას ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, რაც განპირობებულია პრეპარატის კონტროლირებადი შეწოვით და დაბალი ტოქსიკურობით (LD50 > 2000 მგ Fe/კგ სხეულის მასაზე).

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტი-ავერსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე რკინის დეფიციტი დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული მაჩვენებლებით.
იმ შემთხვევაში, თუ ანემია განვითარდა ინფექციური ან სიმსივნური პროცესის ფონზე, რკინის პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.
ფეროვიტი-ავერსი შეიცავს სორბიტოლს და ნატრიუმის საქარინს, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დაავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა და საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
პრეპარატის მიღება ბავშვებში რეკომენდებულია სიროფის სახით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

დოპელჰერცი დიაბეტიანების #30ტ*

დოპელჰერც აქტივი
ვიტამინები დიაბეტით დაავადებულთათვის
Doppelherz Activ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30

ვიტამინი E 42მგ, ვიტამინი B12 9მკგ, ბიოტინი 150მკგ, ფოლიუმის მჟავა 450მკგ, ვიტამინი C 200მგ, ვიტამინი B6 3მგ, კალციუმის პანტოტენატი 6მგ, ვიტამინი B1 2მგ, ნიკოტინამიდი 18მგ, ვიტამინი B2 1. 6მგ, ქრომი (III ქლორიდი) 60მკგ, სელენი(სელენიტი) 30მკგ, მაგნიუმი(ოქსიდი) 200ნგ, თუთია(გლუკონატი) 5მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში, ისინი ზრდიან ორგანიზმის მდგრადობას არასასურველი გარემო ფაქტორების, მიკროორგანიზმების და ვირუსების წინააღმდეგ. საკმარისი რაოდენობით ვიტამინების მოხვედრა ორგანიზმში ამაგრებს მას, იმუნური სტატუსის გაუმჯობესების შედეგად. შაქრიანი დიაბეტის დროს ვიტამინთა უკმარისობა ხელს უწყობს გართულებათა განვითარებას.
B ჯგუფის ვიტამინები არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლას უჯრედში და ხელს უწყობენ მის ენერგიით მომარაგებას. არეგულირებენ ნერვული სისტემის ფუნქციას.
ვიტამინი B12, B6 და ფოლიუმის მჟავა დიდ როლს ასრულებს ჰომოცისტეინის ბალანსირებულ შემცველობაში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებისათვის. ვინაიდან დიაბეტით დაავადებულ პირებში შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოქმნას, აუცილებელია მათი ანტიოქსიდანტებით მომარაგება. ვიტამინ C, E და სელენს გამოხატული აქვთ ანტიოქსიდანტური თვისებები, რაც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას და მის ორგანიზმიდან გამოძევებას შორის ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებას. ამასთანავე, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უჯრედის დაცვაში.
ქრომი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის ოპტიმალური დონის შენარჩუნებას, ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევათა პროფილაქტიკას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის ჩალაგებას.
თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში, შედის ფერმენტების შემადგენლობაში, მათ შორის ნუკლეინური მჟავების მეტაბოლიზმის კატალიზატორების, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლწარმოქმნის პროცესს
მაგნიუმი მონაწილეობს ფოსფორის ცვლაში, ახდენს სისხლის წნევის დაქვეითებას, მნიშვნელოვანია მრავალი ფერმენტის ფუნქციონირებისათვის.

ჩვენებები
შაქრიანი დიაბეტის გართულებათა პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია

მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორ ნაწილად გაყოფა.
პრეპარატის მიღებამდე რეკომენდირებულია ექიმის კონსულტაცია

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
ვიტამინებზე, მიკროელემენტებზე და მინერალურ ნივთიერებებზე გაზრდილი მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი აღნიშნული კომპლექსის მიღებისას აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ის არ ცვლის შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის ძირითად სქემას, არამედ ავსებს მას. არსებობს ასევე, კვების ძირითადი თავისებურებები დიაბეტით დაავადებულ პირთათვის, რომლებიც ეწევიან განსაკუთრებულ ცხოვრების წესს, ზომიერი ფიზიკური დატვირთვით, წონის კონტროლით და ექიმის მიერ რეკომენდებული მედიკამენტების მიღებით

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

კლიმალანინი 400მგ #30ტ

კლიმალანინი

შემადგენლობა

ბეტა-ალანინი, ბეტა-ამინოპროპიონის მჟავა. 1 ტაბლეტი შეიცავს 400მგ. ბეტა-ალანინს; დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, გლიცერინის პალმიტოსტეარატი, სალიციუმის დიოქსიდ ჰიდრატი, ხორბლის სახამებელი.


ბეტა-ალანინ-ამინომჟავის ქიმიური სტრუქტურა განსხვავდება ჰორმონის სტრუქტურისაგან. პრეპარატი ეწინააღმდეგება ჰისტამინის გამოთავისუფლებას. ამასთანავე არ ახდენს ჰისტამინის H-1 რეცეპტორების ბლოკირებას. საკვერცხეების მიერ ჰორმონების სეკრეციის შეწყვეტის შემდგომ ცერებრული ნეიროტრანსმიტერების ბალანსის დარღვევის შედეგად ქალებს უვითარდებათ ვაზომოტორული ალები, სითბოს და სიცხის შეგრძნება. თავის ტკივილი. გამოწვეული ჰიპოთალამუსში თერმორეგულატორული ცენტრების ჩართვით. რაც იწვევს კანის სისხლძარღვების ვაზოდილატაციას. ბეტა-ალანინი პირდაპირ გავლენას ახდენს კანის სისხლძარღვებზე, აჯერებს ნეიროტრანსმიტერების პერიფერიულ რეცეპტორებს. გამოყენების ჩვენება : კლიმალანინი ნაჩვენებია ალების სამკურნალოდ;პრემენოპაუზის, ბუნებრივი მენოპაუზისა და იატროგენული მენოპაუზის (გამოწვეული სამკურნალო ღონისძიებებით) პერიოდში, როცა გარკვეული მიზეზების არსებობისას (უკუჩვენება, პაციენტის უარი) შეუძლებელია დაინიშნოს ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ჩატარების წინ; ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიასთნ კომბინაციაში ალების არსებობისას.


ხსნის ვეგეტაციური რეაქციებით გამოწვეულ პერიფერიულ ვაზოდილატაციას კლიმაქსის პერიოდში. ალები, სითბოს და სიცხის შეგრძნება. ეწინააღმდეგება ჰისტამინის გამოთავისუფლებას, არ ახდენს ჰისტამინის H-1- რეცეპტორების ბლოკირებას, არ ურთიერთქმედებს სასქესო ჰორმონებთან, არ საჭიროებს მუდმივ მიღებას, არ იწვევს ორგანიზმში სითხის შეკავებას და სხეულის მასის მატებას.
ეფექტურად ხსნის ვაზომოტორულ რეაქციებს.
პრემენოპაუზისა და მენოპაუზის (ბუნებრივი და იატროგენული) პერიოდში, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის ჩატარების უკუჩვენების არსებობისას.
ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დაწყების წინ.
კომბინაციაში ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიასთან მუდმივი ალების არსებობისას.


პრეპარატი მიიღება შინაგანად 1-3 ტაბლეტი დღე-ღამეში ჭამის წინ. მკურნალობის კურსი 5-10 დღე ალების შეწყვეტამდე.


შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.


მგრძნობელობის მომატება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.


ნახება ბავშვებისგან დაცულ ადგილას 250C ტემპერატურამდე.
შენახვის ვადა 3 წელი


რეცეპტის გარეშე.

ფეროვიტი 50მგ/5მლ100მლ სიროფი

ფეროვიტი
(FERROVIT)

ზოგადი დახასიათება: საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოწითალო-მოყავისფრო ბლანტი სითხე ტყის თხილის არომატითა და ტკბილი გემოთი;
შემადგენლობა:  სიროფის 5 მლ შეიცავს: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს 50 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებადი), გლიცეროლი, მეთილ ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ციკლამატი, ტყის თხილის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა: სიროფი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.
ათქ-კოდი: B03AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში. ფეროვიტის შემადგენლობაში რკინა წარმოდგენილია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, რომლის სტრუქტურა ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთის – ფერიტინის მსგავსია. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის, რკინის ლატენტური (ფარული) დეფიციტის მკურნალობისას და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით.
პოლიმალტოზურ კომპლექსს არ გააჩნია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის დამახასიათებელი პროოქსიდანტური თვისებები, რის გამოც ძალიან დაბალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ნაკლებად ექვემდებარება დაჟანგვას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი შეიწოვება უმეტესწილად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. ფიზიოლოგიურ პირობებში პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება აქტიური ტრანსპორტის გზით.
ორმაგი იზოტოპების (55Fe და 59Fe) გამოყენებით ჩატარებული კვლევების თანახმად, რკინის აბსორბცია მიღებული დოზის უკუპროპორციულია (რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დაბალია აბსორბცია), რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ჭარბ დოზირებას. დადგენილია ასევე, რომ რაც უფრო დიდია ორგანიზმში რკინის დეფიციტი, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მისი შეწოვის პროცესი. შეწოვილი რკინა გამოიყენება ძვლის ტვინში ჰემოგლობინის სინთეზისთვის ან ფერიტინის სახით დეპონირდება უმეტესად ღვიძლში. არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავლით. კუჭ-ნაწლავის და კანის აქერცლილი ეპითელიუმით, ოფლით, შარდით და ნაღველით ორგანიზმიდან დღე-ღამეში დაახლოებით 1 მგ რკინა გამოიყოფა. გასათვალისწინებელია რკინის დაკარგვა ქალებში მენსტრუაციის დროს.

ჩვენება:
- რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
- რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე და დგინდება ინდივიდუალურად. სადღეღამისო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ ჯერზე ან გაყოფილი რამდენიმე მიღებად, ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. დასაშვებია სიროფის დამატება ხილის/ბოსტნეულის წვენებსა და ბავშვთა კვებაში. სიროფის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
რკინადეფიციტური ანემია:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზების შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგის აღდგენის მიზნით.
1 წლამდე ასაკის ბავშვები: მკურნალობას იწყებენ დოზით 2.5 მლ სიროფი (1/2 საზომი კოვზი) დღეში. შემდეგ დოზას თანდათან ზრდიან 5 მლ-მდე (1 საზომი კოვზი) დღეში.
1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5-10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები):
საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-30 მლ-ს (2-6 საზომი კოვზი).
ორსული ქალები: ინიშნება 20-30 მლ სიროფი (4-6 საზომი კოვზი) დღეში ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე. შემდეგ, ორგანიზმში რკინის დონის შენარჩუნების მიზნით, მკურნალობას განაგრძობენ დოზით 10 მლ (2 საზომი კოვზი) დღეში ორსულობის ბოლომდე.
რკინის ლატენტური დეფიციტი:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს.
ფეროვიტის სიროფი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის ლატენტური დეფიციტის დროს.
1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5-5 მლ სიროფი (1/2-1 საზომი კოვზი) დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები): 5-10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
ორსული ქალები: რკინის ლატენტური დეფიციტის და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 5–10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
ფეროვიტი სიროფის რეკომენდებული დოზირება მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

ფეროვიტი სიროფი

რკინადეფიციტური ანემია

 რკინის ლატენტური დეფიციტი

პროფილაქტიკა

1 წლამდე ასაკის ბავშვები 

 

2.5-5 მლ
(25-50 მგ რკინა)

 

-

-

1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 

 

5-10 მლ
(50-100 მგ რკინა)

 

2.5-5 მლ
(25-50 მგ რკინა)

-

12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები) 

 10-30 მლ

(100-300 მგ რკინა) 

5-10 მლ

 (50-100 მგ რკინა)

-

ორსული ქალები 

 

20-30 მლ
(200-300 მგ რკინა)

 

10 მლ
(100 მგ რკინა)

5-10 მლ
(50-100 მგ რკინა)

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად - განავლის ფერის შეცვლა (რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებულ განავლის მუქ შეფერილობას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს), იშვიათად - მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, კბილის მინანქრის ფერის შეცვლა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- რკინის სიჭარბე ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევა (სიდეროაქრესტიული ანემია, ტყვიისმიერი ანემია, თალასემია);
- ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური, მეგალობლასტური, ვიტამინ B12-ის უკმარისობით გამოწვეული).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ფეროვიტით მკურნალობისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გამოვლენა სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინი, ანტაციდები) ან კვებით პროდუქტებთან (ფიტინი, ოქსალატები, ტანინი) ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ფარულ სისხლდენაზე ანალიზის შედეგზე, ამიტომ, გამოკვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული ფეროვიტის რკინის პრეპარატების პარენტერალურ ფორმებთან ერთდროული დანიშვნა, რადგან ამ შემთხვევაში, პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მკვეთრად ქვეითდება.

ჭარბი დოზირება:
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსით მკურნალობისას ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, რაც განპირობებულია პრეპარატის კონტროლირებადი შეწოვით და დაბალი ტოქსიკურობით (LD50 > 2000 მგ Fe/კგ სხეულის მასაზე).

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე რკინის დეფიციტი დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული მაჩვენებლებით.
იმ შემთხვევაში, თუ ანემია განვითარდა ინფექციური ან სიმსივნური პროცესის ფონზე, რკინის პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.
ფეროვიტი შეიცავს სორბიტოლს, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა და საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
100 მლ სიროფი ფლაკონში, 1 ფლაკონი საზომი კოვზით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი გამოყენებისთვის ვარგისია 28 დღე.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Don`t copy text!