Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 307

ფეროვიტი 50მგ/5მლ100მლ სიროფი

ფეროვიტი
(FERROVIT)

ზოგადი დახასიათება: საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: მოწითალო-მოყავისფრო ბლანტი სითხე ტყის თხილის არომატითა და ტკბილი გემოთი;
შემადგენლობა:  სიროფის 5 მლ შეიცავს: რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს 50 მგ ელემენტარული რკინის ეკვივალენტურს.
დამხმარე ნივთიერებები: თხევადი სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებადი), გლიცეროლი, მეთილ ჰიდროქსიბენზოატი, პროპილ ჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ციკლამატი, ტყის თხილის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.

გამოშვების ფორმა: სიროფი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები. სამვალენტიანი რკინის პერორალური პრეპარატები.
ათქ-კოდი: B03AB05.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რკინა წარმოადგენს ორგანიზმისთვის მეტად მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელიც შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის და სხვადასხვა ფერმენტის შემადგენლობაში. იგი მონაწილეობს სუნთქვის, სისხლის წარმოქმნის, იმუნობიოლოგიურ და სასიცოცხლო მნიშვნელობის სხვა პროცესებში. ფეროვიტის შემადგენლობაში რკინა წარმოდგენილია რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსის სახით, რომლის სტრუქტურა ორგანიზმის ბუნებრივი ნაერთის – ფერიტინის მსგავსია. პრეპარატი გამოიყენება რკინადეფიციტური ანემიის, რკინის ლატენტური (ფარული) დეფიციტის მკურნალობისას და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით.
პოლიმალტოზურ კომპლექსს არ გააჩნია ორვალენტიანი რკინის მარილებისთვის დამახასიათებელი პროოქსიდანტური თვისებები, რის გამოც ძალიან დაბალი და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ნაკლებად ექვემდებარება დაჟანგვას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი შეიწოვება უმეტესწილად თორმეტგოჯა და წვრილ ნაწლავში. ფიზიოლოგიურ პირობებში პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და არ დისოცირებს რკინის იონების გამოთავისუფლებით. მისი შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება აქტიური ტრანსპორტის გზით.
ორმაგი იზოტოპების (55Fe და 59Fe) გამოყენებით ჩატარებული კვლევების თანახმად, რკინის აბსორბცია მიღებული დოზის უკუპროპორციულია (რაც უფრო მაღალია დოზა, მით უფრო დაბალია აბსორბცია), რაც პრაქტიკულად გამორიცხავს ჭარბ დოზირებას. დადგენილია ასევე, რომ რაც უფრო დიდია ორგანიზმში რკინის დეფიციტი, მით უფრო აქტიურად მიმდინარეობს მისი შეწოვის პროცესი. შეწოვილი რკინა გამოიყენება ძვლის ტვინში ჰემოგლობინის სინთეზისთვის ან ფერიტინის სახით დეპონირდება უმეტესად ღვიძლში. არააბსორბირებული რკინა გამოიყოფა განავლით. კუჭ-ნაწლავის და კანის აქერცლილი ეპითელიუმით, ოფლით, შარდით და ნაღველით ორგანიზმიდან დღე-ღამეში დაახლოებით 1 მგ რკინა გამოიყოფა. გასათვალისწინებელია რკინის დაკარგვა ქალებში მენსტრუაციის დროს.

ჩვენება:
– რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა;
– რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა;
– რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა ორსულობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის ხარისხზე და დგინდება ინდივიდუალურად. სადღეღამისო დოზის მიღება შესაძლებელია ერთ ჯერზე ან გაყოფილი რამდენიმე მიღებად, ჭამის დროს ან დაუყოვნებლივ ჭამის შემდეგ. დასაშვებია სიროფის დამატება ხილის/ბოსტნეულის წვენებსა და ბავშვთა კვებაში. სიროფის გამოყენება შესაძლებელია ფლაკონის გახსნიდან 28 დღის განმავლობაში.
რკინადეფიციტური ანემია:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-5 თვეს და ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზების შემდეგ გრძელდება კიდევ რამდენიმე კვირის განმავლობაში, ორგანიზმში რკინის მარაგის აღდგენის მიზნით.
1 წლამდე ასაკის ბავშვები: მკურნალობას იწყებენ დოზით 2.5 მლ სიროფი (1/2 საზომი კოვზი) დღეში. შემდეგ დოზას თანდათან ზრდიან 5 მლ-მდე (1 საზომი კოვზი) დღეში.
1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 5-10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები):
საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 10-30 მლ-ს (2-6 საზომი კოვზი).
ორსული ქალები: ინიშნება 20-30 მლ სიროფი (4-6 საზომი კოვზი) დღეში ჰემოგლობინის მაჩვენებლის ნორმალიზებამდე. შემდეგ, ორგანიზმში რკინის დონის შენარჩუნების მიზნით, მკურნალობას განაგრძობენ დოზით 10 მლ (2 საზომი კოვზი) დღეში ორსულობის ბოლომდე.
რკინის ლატენტური დეფიციტი:
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1-2 თვეს.
ფეროვიტის სიროფი არ გამოიყენება ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში რკინის ლატენტური დეფიციტის დროს.
1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 2.5-5 მლ სიროფი (1/2-1 საზომი კოვზი) დღეში.
12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები): 5-10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
ორსული ქალები: რკინის ლატენტური დეფიციტის და რკინადეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 5–10 მლ სიროფი (1-2 საზომი კოვზი) დღეში.
ფეროვიტი სიროფის რეკომენდებული დოზირება მოყვანილია შემდეგ ცხრილში:

ფეროვიტი სიროფი

რკინადეფიციტური ანემია

 რკინის ლატენტური დეფიციტი

პროფილაქტიკა

1 წლამდე ასაკის ბავშვები 

 

2.5-5 მლ
(25-50 მგ რკინა)

 

1-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები 

 

5-10 მლ
(50-100 მგ რკინა)

 

2.5-5 მლ
(25-50 მგ რკინა)

12 წლის ზევით ასაკის ბავშვები და მოზრდილები (მათ შორის მეძუძური ქალები) 

 10-30 მლ

(100-300 მგ რკინა) 

5-10 მლ

 (50-100 მგ რკინა)

ორსული ქალები 

 

20-30 მლ
(200-300 მგ რკინა)

 

10 მლ
(100 მგ რკინა)

5-10 მლ
(50-100 მგ რკინა)

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად – განავლის ფერის შეცვლა (რკინის პრეპარატების მიღებით განპირობებულ განავლის მუქ შეფერილობას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს), იშვიათად – მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, კბილის მინანქრის ფერის შეცვლა.
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად – თავის ტკივილი.
კანის მხრივ: გამონაყარი, ქავილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
– რკინის სიჭარბე ორგანიზმში (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი) ან რკინის უტილიზაციის დარღვევა (სიდეროაქრესტიული ანემია, ტყვიისმიერი ანემია, თალასემია);
– ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური, მეგალობლასტური, ვიტამინ B12-ის უკმარისობით გამოწვეული).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
ფეროვიტით მკურნალობისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების გამოვლენა სხვა სამკურნალო საშუალებებთან (ტეტრაციკლინი, ანტაციდები) ან კვებით პროდუქტებთან (ფიტინი, ოქსალატები, ტანინი) ნაკლებად სავარაუდოა.
პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას ფარულ სისხლდენაზე ანალიზის შედეგზე, ამიტომ, გამოკვლევის დროს არ არის აუცილებელი მკურნალობის შეწყვეტა.
არ არის რეკომენდებული ფეროვიტის რკინის პრეპარატების პარენტერალურ ფორმებთან ერთდროული დანიშვნა, რადგან ამ შემთხვევაში, პერორალურად მიღებული რკინის შეწოვა მკვეთრად ქვეითდება.

ჭარბი დოზირება:
რკინა (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსით მკურნალობისას ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის, რაც განპირობებულია პრეპარატის კონტროლირებადი შეწოვით და დაბალი ტოქსიკურობით (LD50 > 2000 მგ Fe/კგ სხეულის მასაზე).

ორსულობა და ლაქტაცია:
ფეროვიტის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:
მკურნალობის დაწყებამდე რკინის დეფიციტი დადასტურებული უნდა იყოს ლაბორატორიული მაჩვენებლებით.
იმ შემთხვევაში, თუ ანემია განვითარდა ინფექციური ან სიმსივნური პროცესის ფონზე, რკინის პრეპარატების დანიშვნა მიზანშეწონილია ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.
ფეროვიტი შეიცავს სორბიტოლს, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი დავადებებით, როგორიცაა ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა/გალაქტოზას შეწოვის დარღვევა და საქაროზა-იზომალტაზას უკმარისობა.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
100 მლ სიროფი ფლაკონში, 1 ფლაკონი საზომი კოვზით მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონის გახსნის შემდეგ სიროფი გამოყენებისთვის ვარგისია 28 დღე.

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

დოპელჰერცი აქტივი აის ექსტ#30ტ

დოპელჰერცი ® აქტივი

აის ექსტრა

დღე და ღამე

მნიშვნელოვანია თვალების და მხედველობისთვის

 

თვალი არის ადამიანის სხეულის ერთ-ერთი ძირითადი  ორგანო, რომელიც საჭიროა ყოველდღიურად.   კომპიუტერთან მუშაობა, ტელევიზორის ხშირი ყურება და ღამე  მანქანის მართვა  ძალიან დამღლელია თვალისათვის. მშრალი ჰაერი, ძილის ნაკლებობა, ალკოჰოლი და ნიკოტინი მოითხოვს თვალის მეტაბოლიზმს. თვალის  ჯანმრთელობისა და  ხედვის  ფუნქციისათვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს  სხვადასხვა ფაქტორი და მათ შორის საკვების კარგი მიწოდება. ლუტეინი მნიშვნელოვალია თვალის ჯანმრთელობისა და მხედველობისათვის A, C და  E ვიტამინებთან და მიკროელემენტებთან თუთიასთან და სპილენძთან ერთად. თვალისათვის მნიშვნელოვანი ნივთიერებების განსაკუთრებული   კომპლექსი –  სწორედ ეს კომბინაციაა.

ვიტამინი A ჩართულია ხედვის პროცესში და თვალს ეხმარება სიბნელიდან სინათლეზე გადასვლის დროს. როგორც წითელის შემადგენელი ნაწილი ის მნიშვნელოვანია კაშკაშას, ბნელის და ფერადის აღქმის დროს.

C და  E ვიტამინები იცავენ თვალს მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედებისაგან. ისინი არიან მნიშვნელოვანი ნივთიერებები უჯრედიის დაცვის სისტემისა და ლინზების ფუნქციონირებისათვის.

C და  E ვიტამინები აძლიერებენ ერთმანეთს თავიანთი დადებითი თვისებებით.   E ვიტამინი ხელს უწყობს C ვიტამინის უჯრედის დაცვის ფუნქციას. E ვიტამინი უარყოფითი ზეგავლენისაგან იცავს უჯრედის გარე სივრცეს და  C ვიტამინი კი, უჯრედის შიდა არეს. სტრესი, ინტენსიური სპორტული და ფიზიკური დატვირთვა, ისეთი უარყოფითი გარემო ფაქტორები როგორიც არის კვამლი ზრდის C და  E ვიტამინების მოთხოვნილებას.

თუთია არეგულირებს უჯრედის ყველა მნიშვნელოვან რეაქციაში ჩართულ 300-ზე მეტი ფერმენტის მოქმედებას. ეს მიკროელემენტი, როგორც ფერმენტების განუყოფელი ნაწილი ჩართულია მხედველობის პროცესში  A ვიტამინის გამოყენებაში.

ლუთეინი და ზეაქსანტინი ეკუთვნიან კაროტინოიდების ჯგუფს და  წარმოდგენილი არიან თითქმის ყველა მწვანე ბოსტნეულში. ისინი არიან მცენარის მეორადი ნივთიერება.

ბადურის „ყვითელი ლაქა“ შეიცავს ლუტეინს მაღალი კონცენტრაციით. „ყვითელი ლაქა“ მდებარეობს თვალის შუაგულში და საჭიროა კითხვის დროს ნათელი ხედვისა და ფერების გარჩევისათვის

ლუთეინი საჭიროა მზის ულტრაიისფერი სხივებიდსაგან თვალის ამ ნაწილის დასაცავად. ლუთეინი იცავს ბადურას და თვალს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისაგან.

მოცვი საუკონეებია ცნობილი ადამიანის საკვებ რაციონში. ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი შემადგენლები ლურჯ ფერზე პასუხისმგებელი  ანთოციანებია. ერთი კაფსულა დოპელჰერცი ® აქტივი აის დღე და ღამე  შეიცავს 50 მგ მოცვის ექსტრაქტს. ანთოციანები მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ხელს უწყობენ ლუთეინის და ისეთი ანტიოქსიდანტების ეფექტს როგორიცაა A, C და  E ვიტამინები.

ერთი კაფსულა შეიცავს:

400 მკგ ვიტამინი A, 15 მგ ლუთეინი, 1 მგ ზეაქსანტინი, 2 მგ ვიტამინი B6, 2.5 მკგ ვიტამინი B12, 80 მგ ვიტამინი C, 12 მგ ვიტამინი E, 50 მგ მოცვის ექსტრაქტი, 400 მკგ ფოლის მჟავა, 300 მკგ სპილენძი, 5 მგ თუთია.

რეკომენდაცია:

მიიღეთ ერთი კაფსულა დღეში საკვებთან ერთან შესაბამისი წყლის ოდენობით. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ აღნიშნულ დღიურ რეკომენდირებულ დოზას. კვების დანამატები არ ცვლიან მრავალფეროვან დიეტას. პროდუქტი უნდა შეინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. არ შეინახოთ 25  C -ზე ზემოთ ტემპერატურაზე.

ენერგეტიკული მნიშვნელობა:

ერთი კაფსულა შეესაბამება 2.0 კ.კალ/8 კჯ.

მწარმოებელი: 

Queisser Pharma

Schleswiger Str. 74

24941 Flensburg

Germany

email: info@queisser.de

www.queisser.com

კლიმადინონი 20მგ #60ტ

კლიმადინონი

 

შემადგენლობა: 

კლიმადინონი® პერორალური ხსნარი 

100 გრამი კლიმადინონი® პერორალური ხსნარი შეიცავს:

ციმიციფუგას (Cimicifugae racemosa, rhizome) ფესვურის 12 გრ თხევად ექსტრაქტს, შეფარდებით 1:5, რაც 2,4 გრამი სამკურნალო მცენარეული მშრალი ნედლეულის ექვივალენტურია (ექსტრაგენტი – 50% ეთილის სპირტი მოცულობით).

დამატებითი ინგრედიენტები: ნატრიუმის საქარინის დიჰიდრატი  2H2O, ბაღის პიტნის ზეთი, ეთილის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

 

კლიმადინონი® შემოგარსული ტაბლეტები 

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს: 

ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) 2,8 მგ მშრალ ექსტრაქტს (5-10:1), რაც 20 მგ სამკურნალო მცენარეული მშრალი ნედლეულის ექვივალენტურია (ექსტრაგენტი – 58% ეთილის სპირტი მოცულობით).

დამატებითი ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი,  კარტოფილის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კალციუმის ორწყლიანი წყალბადფოსფატი, ტალკი, ტიტანის ორჟანგი (ΙV) E-171, რკინის ჟანგი ყვითელი E-172, რკინის ჟანგი წითელი E-172, მაკროგოლი 6 000, ამიაკის მეტაკრილატის თანაპოლიმერი.  

 

სამკურნალო ფორმა: 

შემოგარსული ტაბლეტი

პერორალური ხსნარი

 

აღწერილობა

პერორალური ხსნარი: ღია-ყავისფერი, გამჭვირვალე სითხე მოტკბო გემოთი და მერქნის არომატით.  შენახვის პერიოდში შესაძლოა გაჩნდეს მცირე რაოდენობით ნალექი.

შემოგარსული ტაბლეტები: მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი ფორმის, მოვარდისფრო შეფერილობის ტაბლეტები გლუვი ზედაპირით. 

ფარმაკოლოგიური თვისებები და მოქმედება:

გამოყენების ჩვენებები:

მცენარეული პრეპარატი მენოპაუზისთვის დამახასიათებელი ჩივილების შესამსუბუქებლად.

 

გამოყენების წესი და დოზირება: 

მიიღება 30 წვეთი ხსნარი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი ორჯერ დღეში, ერთსა და იგივე დროს (დილით და საღამოს). ტაბლეტები მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, მცირე რაოდენობით სითხესთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

 

თუ ჩივილები შენარჩუნებულია პრეპარატის გამოყენების პერიოდშიც, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს. ექიმთან კონსულტაციის გარეშე ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) მიღება 6 თვეზე მეტხანს არ არის რეკომენდირებული.

 

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან სხვა კომპონენტების მიმართ. 

 

გაფრთხილება და განსაკუთრებული მითითებები: 

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებმა პრეპარატის მიღებისას უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე. ღვიძლის დაზიანების პირველივე ნიშნების (სიყვითლე, შარდის გამუქება, მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, გულისრევა, მადის დაკარგვა, დაღლილობა) შემჩნევისთანავე კლიმადინონის მიღება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ.

არარეგულარული მენსტრუალური ციკლის ან მისი განახლების, ასევე  ხანგრძლივი, გაურკვეველი და ახალი ჩივილების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რადგან   შესაძლოა  აღნიშნული სიმპტომები საჭიროებდნენ სამედიცინო მეთვალყურეობას.

კლიმადინონის და ესტროგენის ერთდროულად მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით, რადგან კლიმადინონმა შესაძლებელია გააძლიეროს მისი ეფექტი.

პაციენტებს, რომლებიც იყვნენ ან არიან დაავადებული მკერდის კიბოთი ან სხვა ჰორმონ-დამოკიდებული სიმსივნით არ უნდა მიიღონ კლიმადინონი® შემოგარსული ტაბლეტები ექიმთან კონსულტაციის გარეშე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე კლიმადინონის® მიღება 6 თვეზე დიდხანს არ არის რეკომენდირებული. თუ სიმპტომები გართულდა პრეპარატის მიღების პერიოდში, მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს ან ფარმაცევტს.

 

კლიმადინონი შიგნით  მისაღები ხსნარი შეიცავს 38 % ალკოჰოლს (მოცულობით) ანუ     0,28 გრამამდე 30 წვეთში, რაც 7 მლ. ლუდის ან 3 მლ. ღვინის ექვივალენტურია. ალკოჰოლიზმით დაავადებული პაციენტებისათვის ალკოჰოლი შესაძლებელია იყოს საზიანო. 

ალკოჰოლის შემცველობა გათვალისწინებული უნდა იყოს ორსულ და მეძუძურ ქალებთან,   ბავშვებსა და მაღალი რისკის ჯგუფის (პაციენტები ეპილეფსიით და ღვიძლის დაავადებებით) პაციენტებთან. 

 

კლიმადინონის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ ექიმს.

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

არ არის ცნობილი

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი. საკმარისი ინფორმაციის არ არსებობის გამო ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში კლიმადინონის მიღება არ არის რეკომენდირებული.

დაორსულების პოტენციალის მქონე ქალებმა კლიმადინონით მკურნალობის პროცესში სასურველია ისარგებლონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით.

 

ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:

კვლევები, პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, ჩატარებული არ არის. 

 

გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის ტოქსიკურობა (ჰეპატიტი, სიყვითლე, ცვლილებები ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელ ტესტებში) დაკავშირებულია ციმიციფუგას (Cimicifugae racemosa, rhizome)  შემცველ პრეპარატების გამოყენებასთან.

აღწერილია რეაქციები კანის მხრივ (ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ასევე სახის და პერიფერიული შეშუპება, გასტროენტერალური სიმპტომები. სიხშირე უცნობია. თუ გამოგივლინდათ გვერდითი მოვლენები, რომელიც არ არის ზემოთ აღნიშნული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ჭარბი დოზირება: 

დღეისათვის არ არის აღწერილი ჭარბი დოზირების და მოწამვლის არც ერთი შემთხვევა.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ფარმაკო-თერაპიული ჯგუფი: სხვა გინეკოლოგიური; ATC ცოდე: G02C

არ არის ცნობილი არც მოქმედების მექანიზმი და არც პრეპარატის კონკრეტული შემადგენელი კომპონენტი, რომელიც იწვევს მენოპაუზის ჩივილების შემსუბუქებას. კლინიკური ფარმაკოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ციმიციფუგას  ფესვურის (Cimicifugae racemosa, rhizome) პრეპარატები ამსუბუქებს მენოპაუზის ჩივილებს (ალები, ძილის დარღვევა, ჭარბი ოფლიანობა, განწყობილების ცვლილება).

 

ფარმაკოკინეტიკა

მონაცემები არ არის. 

 

პრეკლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებაზე:

ვირთაგვეზე ექვსთვიან კვლევაში ხდებოდა იზოპროპანოლის ექსტრაქტის (გრანულირებული)  მაქსიმალური არატოქსიური დოზის (NOEL) განსაზღვრა კილოგრამ წონაზე 21,06 მგ ექსტრატის გამოყენებით.  In vitro და in vivo ფარმაკოლოგიური კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) ექსტრაქტი არ ახდნს ზეგავლენას მკერდის კიბოს ლატენტურობასა და განვითარებაზე. თუმცა, საწინააღმდეგო შედეგები აჩვენა სხვა ინვიტრო ექსპერიმენტებმა. სიმსივნით დაავადებული მდედრობითი სქესის ტრანსგენური ვირთაგვების ჯგუფში, რომლებსაც აძლევდნენ ციმიციფუგას ფესვურას (Cimicifugae racemosa, rhizome) ექსტრაქტს (ციმიციფუგას იზოპროპანოლური ექსტრაქტი ექვივალენტური 40 მგ ფესვის ან ფესვურასი), აღმოჩნდა პროცენტულად მეტი ვირთაგვა ფილტვის მეტასტაზირებული სიმსივნით (გაკვეთით დადგენილი) ვიდრე საკონტროლო დიეტის ჯგუფში. თუმცა, იგივე ტიპის სხვა ექსპერიმენტში არ აღინიშნა მკერდის პირველადი სიმსივნის სიხშირის ზრდა.

 

ეთანოლური ექსტრატის (4.5-8.5:1, ეთანოლი 60% (მოცულობითი თანაფარდობით)) გენოტოქსიკური კვლევა (ტესტი AMES) ჩატარდა კონცენტრაციით 1მგ/ფინჯანზე. ტესტი არ აკმაყოფილებს მსგავსი ტესტირების უახლეს კრიტერიუმებს და ამიტომ უსაფრთხოების შეფასებისათვის მისი შედეგების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. არ არის ჩატარებული შემაჯამებელი კვლევები კარცენოგენურობასა და რეპროდუქციულ ფუნქციაზე ტოქსიური ზეგავლენის შესახებ. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

 შეუთავსებლობა: 

დღეისათვის არ არის ცნობილი

 

შენახვის პირობები 

სათანადო გარემოში შენახვის შემთხვევაში, კლიმადინონი®  შემოგარსული ტაბლეტები ინახება 4 წელი, ხოლო კლიმადინონი® პერორალური ხსნარი – 3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული  ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

შენახვის სპეციალური რეკომენდაციები

კლიმადინონი®  შემოგარსული ტაბლეტები და კლიმადინონი® პერორალური ხსნარი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ  ადგილას, ტემპერატურაზე არა უმეტეს 25oC.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 

 

გამოშვების ფორმა

კლიმადინონი® შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერზე, თითოეულზე 15 – 20 ტაბლეტი, მუყაოს შეფუთვაში. შეფუთვაში 60 ან 90 ტაბლეტი.

ბლისტერის დასამზადებლად გამოყენებულია  შემდეგი მასალა: 

ქვედა ნაწილი – ალუმინის ფოლგა, ზედა ნაწილი – მყარი პოლივინიქლორიდის გარსი.

კლიმადინონი® პერორალური ხსნარი გამოდის საწვეთურიანი ფლაკონების სახით, მოთავსებული მუყაოს შეფუთვაში. ფლაკონები 50მლ და 100მლ.

 

გამოყენების წესი:

კლიმადინონი®   შემოგარსული ტაბლეტები: მონაცემები არ არის 

 

კლიმადინონი® პერორალური ხსნარი: გამოყენების დროს ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში. პრეპარატის შენახვის დროს შესაძლებელია ხსნარი ოდნავ შეიმღვრეს ან წარმოიქმნას უმნიშვნელო რაოდენობით ნალექი, რაც არ ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. გამოყენების წინ  ფლაკონი შეანჯღრიეთ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე.

ფეროვიტალ დენკი #30ტ

44.84 ლარი
42.15 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი აქტივCa+D3ოსტეო#15ტ

დოპელჰერცი აქტივი კალცი + D3 ოსტეო 1000 / DoppelHerz Activ Calcium+Osteo 1000

საკვები დანამატი  ლიმონის არომატით. არ შეიცავს ლაქტოზას და ლუთენს.

მხარდაჭერა ძვლის ჯანსაღი მდგომარეობის შესანარჩუნებლად

 

ვიტამინებისა და მინერალების ოპტიმალური მიწოდება  მნიშვნელოვან  წინაპირობას წარმოადგენს ჩვენი სხეულის ჯანმრთელობისა და ფუნქციონირებისათვის.

კალციუმი არის მნიშვნელოვანი  მინერალი, რომელიც ესაჭიროება  ჩვენ სხეულს  მრავალი პროცესის წამოწყებისა და მიმდინარეობისათვის

კალციუმი არის აუცილებელი კომპონენტი ძვლებისა და კბილებისათვის და მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ძვლის  ნორმალურ მდგომარეობაში შენარჩუნებაში,  კუნთების ნორმალურ ფუნქცონირებაში, ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემაში, სისხლის ნორმალურ შედედებაში.

რდგანაც კალციუმს ჩვენი ორგანიზმი თავად ვერ ქმნის  და ის  ამავე დროს მუდმივად გამოიყოფა საჭიროა რეგულარულად და ადეკვატურად მივიღოთ იგი საკვები სახით.

 

მნიშვნელოვანია

“კალციუმის მონტაჟის დამხმარე” D ვიტამინი ხელს უწყობს  კალციუმის ათვისებას და ხელს უწყობს  ჯანმრთელი  ძვლის შენარჩუნებას.

საკვები დანამატი  დოპელჰერცი® აქტივი კალციუმი + D3 ოსტეო  წყალში ხსნადი ტაბლეტები რეკომენდირებულია დაუბალანსებელი დიეტის ან კვების გაიზარდილი მოთხოვნილები დროს:

– ორსულობისა და ლაქტაციის დროს

– ფიზიკური დატვირთვების პერიოდში  (მაგალითად: სპორტი)

– არაჯანსაღი ცხოვრების წესის შემთხვევაში (მაგალითად: თამბაქოს / სპირტიანი სასმელის მოხმარება).

შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:

2521,01 მგ კალციუმის კარბონატს ექვივალენტურს 1000 მგ კალციუმის, 5 მკგ ქოლეკალციფეროლს (200 IU ვიტამინ D3)

 

რეკომენდებული დოზა

დღეში 1 ტაბლეტი გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).

 

შენიშვნები

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის  გადაჭარბება.

საკვები დანამატები არ ცვლიან დაბალანსებულ და მრავალფეროვან დიეტას და ჯანსაღ ცხოვრების წესს.

მოარიდეთ პატარა ბავშვებს.

ფეროვენი 100მგ/5მლ ი/ვ #5ა

ფეროვენი

სავაჭრო დასახელება
ფეროვენი – Ferroven

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:

რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსი – Sacchararated iron oxidi

წამლის ფორმა
ხსნარი ინტრავენური ინექციისთვის

შემადგენლობა:
1 ამპულა (5მლ) შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას: რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსს, რომელიც 100 მგ ელემენტალური რკინის ექვივალენტურია.

დამხმარე ნივთიერებას:
ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
აღწერა: მუქი ხსნარი უფერო ამპულებში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიანემიური პრეპარატი/რკინის (III) პრეპარატი პარენტერალური გამოყენებისათვის
ათქ კოდი   B03AC02 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
სამვალენტიანი რკინა რომელსაც შეიცავს პრეპარატი ფეროვენი წარმოადგენს რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზულ კომპლექსს.  მაკრომოლეკულურ ვენაში შეყვანის შემდეგ ფეროვენი შემადგენლობაში არსებული მაკრომოლეკულური რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსი იშლება რკინად და საქაროზად, ძირითადად ღვიძლში. მიუხედავად იმისა, რომ რკინა გამოიყენება ჰემოგლობინის, მიოგლობინის და რკინის შემცველი ფერმენტების ბიოსინთეზისათვის, ნაწილობრივ იგი ორგანიზმში რჩება ფერიტინის მარაგის სახით. კლინიკური კვლევების დროს გამოვლინდა, რომ უფრო სწრაფი ჰემატოლოგიური პასუხი მიიღწეოდა რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსით, რომლის შეყვანაც წარმოებდა ვენაში, რკინის ხსნადი პრეპარატების პერორალურ ფორმასთან შედარებით. 22 ავადმყოფში ადამიანის რეკომბინანტური ერითროპოეტინს (ჰემოდიალიზის თერაპიის პირობებში) რკინის (III) ჰიდროქსიდ-საქაროზულ კომპლექსთან ინტრავენურად მოხმარებისას კვირაში სამჯერ სამი კვირის მანძილზე იწვევდა შრატის რკინისა და შრატის ფერიტინის დონის მნიშვნელოვან გაზრდას. სისხლის შრატში ადგილი ჰქონდა რკინის შემაკავშირებელი უნარის მნიშვნელოვან შემცირებას რკინის  ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსის ვენაში შეყვანის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში. კომპლექსის შემადგენლობაში არსებული ბმულები შედგება საქაროზისგან (დისაქარიდი) და არ შეიცავს დექსტრანს (პოლისაქარიდს). დექსტრანის საწინააღმდეგო გარკვეული ანტისხეულების ერთდროულად მოქმედებისას არ ვლინდება დექსტრანით გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქციები.
ისევე როგორც რკინით ყოველი თერაპია, რკინა  ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსიც არ ახდენს გავლენას ერითროპოეზსა და ანემიაზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული რკინადეფიციტთან.
ფარმაკოკინეტიკა
აბრსორბცია და განაწილება: რკინის ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსის ვენაში შეყვანისას ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 სთ-ს, ხოლო საერთო კლირენსი 1,2 ლ/სთ-ს. არასტაციონარული მდგომარეობის დროს განაწილების მოცულობა შეადგენს 10,0 ლ-ს, ხოლო სტაციონარული მდგომარეობის დროს – 7,9 ლ-ს.
მეტაბოლიზმი და გამოყოფა:
ვენაში შეყვანის შემდეგ რკინა (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსი იშლება რკინად და საქაროზად რეტიკულურ-ენდოთელურ სისტემაში. საქაროზის ნაწილი ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად. საქაროზის 68% შარდთან ერთად გამოიყოფა 4 საათის განმავლობაში, ხოლო 75% – 24 საათის განმავლობაში. რკინის მხოლოდ 5% გამოიყოფა შარდთან ერთად 24 საათის განმავლობაში ყოველი დოზის მიღებისას.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები:
ამ ეტაპზე არ არსებობს მონაცემები რკინა (III) ჰიდროქსიდ-საქაროზული კომპლექსთან დაკავშირებით ღვიძლის ან თირკმელების დისფუნქციის მქონე ავადმყოფებში გამოყენებასთან დაკავშირებით.

გამოყენების ჩვენება:
ფეროვენი® I.V. ამპულა ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევაში: რკინადეფიციტური ანემიის დროს, სადაც რკინის პერორალური თერაპია აღმოჩნდა არასაკმარისი, არაეფექტური ან მიუღებელია გამოსაყენებლად (რკინის პრეპარატების აუტანლობა, მალაბრსორბცია, საჭმლისმომნელებელი სისტემის ანთებითი მდგომარეობები, წყლულოვანი კოლიტი)
რკინადეფიციტური ანემიის დროს, რომელიც პაციენტს განუვითარდა ქრონიკული ჰემოდიალიზის დროს. იმ შემთხვევაში როდესაც იგი იღებდა ერითროპოეტინს დამატებითი თერაპიის სახით. ფეროვენის I.V. ამპულის მოხმარება საჭიროა მხოლოდ სისხლის შესაბამისი ანალიზის შემდეგ (მაგ. ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, ფერიტინის დონე, ერითროციტების რიცხვი)

მიღების წესი და დოზირება:
ვინაიდან არ არსებობს მონაცემები ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ფეროვენი® გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ მოზრდილებში.

ერთი ამპულა (100 მგ) ფეროვენი კვირაში 1-3-ჯერ. მთლიანი დოზა ჰემოდიალიზზე მყოფ ავადმყოფებში შეადგენს 1000 მგ, რომელიც 10 დოზად უნდა იქნას განაწილებული. რეკომენდირებული დოზა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება განმეორდეს, სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს კვირაში სამჯერადს.
პრეპარატი ფეროვენი საჭიროა გამოყენებული იქნას  მხოლოდ ინტრავენურად (ინექციის ნელ-ნელად შეყვანით, ან ინფუზიით).
რეკომენდირებულია ვენაში ინექციის ნელი შეყვანა, შემდეგი გაანგარიშებით: გაუზავებელი ფეროვენის 1 მლ ერთ წუთში. ერთი ინექციისთვის გამოიყენება ფეროვენის მხოლოდ ერთი ამპულა, გამოყენების შემდეგ ამპულაში ნარჩენი უნდა განადგურდეს.
ინფუზიისთვის ფეროვენის ყოველი ამპულა უშუალოდ მოხმარების წინ განზავებული უნდა იქნას 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდის 100 მლ ხსნარში. მომზადებული ხსნარი პაციენტებში შეიყვანება 15 წუთის განმავლობაში. პრეპარატის ვენაში ნელი შეყვანა ამცირებს ჰიპოტენზიური კრიზისის განვითარების რისკს.
არ შეიძლება ფეროვენის ამპულის შერევა სხვა სამკურნალო პრეპარატთან შერევა.

სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:
შენახვის პირობების დაუცველობისას შესაძლებელია წარმოქმნას ნალექი.
ინექციის შეყვანამდე საჭიროა ამპულის შემოწმება
არ გამოიყენება ნალექიანი ამპულა.

გვერდითი მოვლენები:
ავადმყოფებში შესაძლებელია იშვიათ შემთხვევაში გამოიწვიოს ჰიპოტენზია, კიდურების კრუნჩხვა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ჭინჭრის ციება. ქალებში იშვიათად ვითარდება ანაფილაქსიური რეაქციები, საჭიროა მიღებული იქნას უსაფრთხოების ზომები.

უკუჩვენებები
ფეროვენის შემადგენლობაში არსებული კომპონენტების მომატებული მგრძნობელობა; რკინით გადატვირთვის დროს (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი, რკინის უტილიზაციის მექანიზმების დარღვევა, ტყვიით გამოწვეული ანემია, სიდეროაქრესტიული ანემია); თალასემია; არარკინადეფიციტური ანემიები (ჰემოლიზური ანემია). რეგულარული სისხლის გადასხმა. ფეხმძიმობის I ტრიმესტრი. ღვიძლის ციროზის მძიმე ფორმა ან ჰეპატიტი.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
არ ინიშნება რკინის პერორალურ პრეპარატებთან ერთად. მათი მირება რეკომენდირებულია ბოლო ინექციიდან 5 დღის შემდეგ. ფეროვენის განზავება ან ერთ შპრიცში შერევა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიოლოგიურ ხსნართან.

ფეხმძიმობა და ლაქტაცია
ნაყოფზე ზემოქმედების მიხედვით განეკუთვნება B კატეგორიას FDA -ს მიხედვით. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

გამოშვების ფორმა
5 ამპულა (I ტიპის მინა 5 მგ-იანი), განთავსებული სეპარატორში, რომელსაც თან ახლავს ინსტრუქცია, მოთავსებული მუყაოს კოლოფში)

შენახვის პირობები
ინახება ოთხის ტემპერატურაზე 25ºC ქვევით, კარგად დახურულ დაფასოებაში, ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ შეიძლება მისი გაყინვა.

ვარგისიანობის ვადა
2 წელიწადი

გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი I I (გაიცემა ექიმის რეცეპტით)

მწარმოებელი
სანტა ფარმა ილაჩ სანაია ა. შ.
ფ. კ. 262,34361 შიშლი სტამბული/თურქეთი

დოპელჰერცი აქტივ მემორი#30ტ

დოპელჰერცი ® აქტივი

მემორი

საერთაშორისო დასახელება (აქტიურინივთიერება): comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი კომპანია: Queisser Pharma GmbH & Co

მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას, მეხსიერებას და კონცენტრაციას

დოპელჰერც აქტივ მემორი კერძოდ რეკომენდირებულია მათთვის ვისი მეხსიერებაც ყოველდღიური გამოცდის ქვეშაა: მოსწავლეები 12 წელს ზევით, სტუდენტები საგამოცდო და სწავლის პერიოდებში და აგრეთვე ის ადამიანები ვისი სამუშაოც მოითხოვს მუდმივ მაღალ ინტელექტუალურ დონეს. 

დოპელჰერც აქტივ მემორი წარმოადგენს განსაკუთრებულ კომბინაციას ლეციტინის, ვიტამინი E, B ჯგუფის ვიტამინების, ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების და აგრეთვე თუთიის და სპილენძის, რომელიც შექმნილია ტვინის ფუნქციის ნერვული იმპულსების გადაცემისა და ნეირონების კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად.

ლიცეტინი არის ფოსფოლიპიდების ნაკრები, რომელიც საჭიროა ნეირონების სწორი ფუნქციონირებისათვის. ისინი იმდენად მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციონირებისათვის, რომ მისი მასის 25 % შეადგენენ.

ვიტამინი E და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები DHA და EPA ურთიერთმოქმედებენ ამ ფოსფოლიპიდებთან რა დროსაც ქმნიან ნეირონული აქტივობისთვის საჭირო თხევად გარემოს. ამდენად ამ საკვები დანამატების რეგულარულ მიღებას დადებითი გავლენა აქვს შემეცნებით უნარებზე.

B ჯგუფის ვიტამინები ცენტრალურ როლს ასრულებენ ნერვული სისტემის ფონქციონირების დროს. ისინი არიან საჭირო ტვინისათვის საჭირო ენერგიის გამომუშავებისათვის (ვიტამინები B1, B2  და ნიაცინი), ნეიროგადამცემების სინთეზისა (ვიტამინი B6) და აგრეთვე შემეცნებითი უნარისა და ეფექტური ბალანსისათვის (ფოლის მჟავა და ვიტამინი B12). Aამიტომ დავუმატეთ B ჯგუფის ვიტამინები ამ პროდუქტში.

თუთიია და სპილენძი – ეს მიკროელემენტები ნორმალურ კოგნიტურ და ცერებრალურ ფუნქციებს უწყობენ ხელს. თუთია ასრულებს უჯრედშორისი ინფორმაციის გადამცემის როლს. სპილენძი კი მნიშვნელოვანია მიელინის სინთეზისათვის.

ორი კაფსულა შეიცავს: 

1000 მგ ლეციტინს, 600 მგ თევზის ქონს (72 მგ DHA + 108 მგ EPA), 20 მგ ვიტამინი E, 2.8 მგ ვიტამინი B1, 3.2 მგ ვიტამინი B2, 4 მგ ვიტამინი B6, 2 მკგ ვიტამინი B12, 400 მკგ ფოლის მჟავა, 27 მგ ნიაცინ, 5 მგ თუთია, 1 მგ სპილენძი.

რეკომენდაციები: 

მიიღეთ 1 ან 2 კაფსულა დღეში ჭამის დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას. 

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენოთ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

ენერგეტიკული ღირებულება: 

1 კაფსულა შეესაბამება 11 კკალ/44კჯ-ს.

ინოკლიმი 382მგ #30კაფს *

43.42 ლარი
40.82 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: ინოტერა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ფერო-ფოლგამა ნეო#100ტ

53.43 ლარი
50.22 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი აქტ.ორმ/დაც. დღე#30

25.00 ლარი
23.51 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: Queisser Pharma

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!