Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 308

დონა ლაიფი #30კაფს

დონა ლაიფი #30კაფს

 

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
• სოიო ტიტრ. 40 % იზოფლავნოიდებამდე175 მგ.
• წითელი სამყურატიტრ. 8% იზოფლავონოიდებამდე125 მგ.
• მაგნიუმი56,3 მგ.
• ციმიციფუგა ტიტრ. 2.5% ტრიტერპენგლიკოზიდამდე 40 მგ
• ვიტამინი B61,4 მგ

პრეპარატში შემავალი კომპონენტების კომბინაცია უზრუნველყოფს გვერდითი ეფექტების გარეშე ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებული არასასურველი მოვლენების ბუნებრივ ნორმალიზებას.

კომპანია ESI-ის მიერ დაპატენტებული მეთოდით მიღებული ორფაიანი კაფსულა შეიცავს 4 კომპონენტს,რომელთა ეტაპობრივი  გამონთავისუფლებით მიიღება პრეპარატის გახანგრძლივებული მოქმედება.კაფსულა დამზადებულია ნატურალური მცენარეული ბოჭკოებისგან ფერმენტაციის გზით და არის ადვილად ასათვისებელი.

სოიო-გამოირჩევა ფიტოესტროგენების მაღალი შემცველობით,რომლებიც განსხვავებით ენდოგენური ესტროგენისა და ჩანაცვლებით ჰორმონალური თერაპიის პრეპარატებისაგან, არჩევითად ზემოქმედებენ მხოლოდ β რეცეპტორებზე  და ესტროგენების მოქმედების პოტენცირებით  ამცირებენ ჰორმონალური დისბალანსის ფონზე განვითარებულ ნეიროვეგეტატიური სიმპტომების შესუსტებას, ასევე გააჩნიათ ცხიმოვანი ცვლის მარეგულირებელი,ანტითრომბოზული აქტივობა.

წითელი სამყურას ექსტრაქტი შიცავს 4 იზოფლავონოიდს: ბიოკანინი A (Biochanin A), ფორმონონეტინი (Formononetin), დეიზეინი (Daidzein), გენიცეინი (Genistein), როლებიც ნაწლავებში ტრანსფორმირდებიან ჰეტეროციკლურ ფენოლებამდე, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მაღალი მეტაბოლური აქტივობის ფიტოესტროგენებს და ეფექტურად ამცირებენ ესტროგენის დეფიციტით გამოწვეულ სიმპტომებს.

ციმიციმფუგა ესტროგენის დეფიციტის დროს  ესტროგენმამოდულირებელი მოქმედებით პოზიტიურად ზემოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე.

მაგნიუმიდა ვიტამინი  B6ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, აწესრიგებენ ფსიქოემოციურ მდგომარეობასდა ამცირებენ დაღლილობის შეგრძნებას.

ჩვენებები: ესტროგენების დეფიციტით გამოწვეული: ალები, მომატებული გაღიზიანებადობა,დეპრესიული მდგომარეობა, სხვადასხვა ტიპის სქესობრივი დარღვევები,აგრეთვე უძილობა, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კანის სიმშრალე. 

განსაკუთრებული მითითება: დონალაიფის და ესტროგენის შემცველი ქიმიური პრეპარატის ერთდროული მიღებისას პრეპარატმა შეიძლება გააძლიეროს მისი ეფექტი. 

მიღების წესი: მიიღება დღში 1 კაფსულა ,საკმაო ოდენობით წყალთან ერთად.პრეპარატი შესაძლებელია მიღებულ იქნას ხანგრძლივად (3 თვე)

არ შეიცავს საღებავებს, კონსერვანტებს.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.დაიცავით რეკომენდებული დოზირება.

არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის  დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25°Cტამპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე,

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

დოპელჰერცი აქტ.კალციოვინი200მლ

კალციოვინი

კალციუმით, მაგნიუმით, D3 ვიტამინით, C ვიტამინით, თუთიით და მანგანუმით

 

საზდოპელჰერცი® აქტივი კალციოვინი მისაღებად ადვილი, შესანიშნავი გემოს მქონე თხევადი კალციუმის ფორმულაა, რომელიც შექმნილია ბავშვებისთვის, მოზრდილებისთვის და ხანდაზმულებისათვის. კალციოვინი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საჭიროებენ მინერალებისა და ვიტამინების გაზრდილი რაოდენობით მიღებას, რაც აუცილებელია ძვლების ფორმირებისა და ჯანმრთელობის  შენარჩუნებისათვის.

კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, თუთია, ვიტამინი D3 დავიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილებისა და ძვლების ნორმალური  მდგომარეობის შესანარჩუნებლად. კალციუმის საკმარისი რაოდენობით მიღება საჭიროა ბავშვებში ძვლების ზრდისა და მოზრდილობის პერიოდში ჯანმრთელი ძვლების  უზრუნველსაყოფად. საკვებში კალციუმის დეფიციტი მოზრდილებში იწვევს  ოსტეოპოროზის რისკს. D3 ვიტამინის მიღება ხელს უწყობს კალციუმის შეწოვას და მის ძვლებში მოხვედრას. მაგნიუმი მონაწილეობს ძვლის ფორმირებაში და ამგვარად  მნიშვნელოვან როლს ასრულებს კბილებისა და ძვლების სიმტკიცისთვის. C ვიტამინის ერთ-ერთი როლია კოლაგენის სინთეზში მონაწილეობა, რომელიც საჭიროა ძვლის   გარსის შესაქმნელად.  კოლაგენის ამ გარსის ფორმირებას ასტიმულირებს თუთია.

დოპელჰერცი® აქტივიკ ალციოვინი იდეალურია მთელი ოჯახისთვის და უზრუნველყოფს ჯანმრთელ კბილებს  და ძვლებს. თხევადი ფორმის წყალობით ადვილია პროდუქტის დოზირება.

შემადგენლობა

5 მლში

კალციუმი 

150 მგ

მაგნიუმი 

50 მგ

ვიტამინი C

40 მგ

თუთია 

2.5 მგ

მანგანუმი

250 მკგ

ვიტ. D 3

2.5 მკგ.

დოზირება:

ასაკი                                        

დღიური დოზა

0-3 წელი

ექიმთან კონსულტაციის მიხედვით

3-6 წელი  

5 მლ 2 ჯერ

6-12 წელი

 5 მლ3 ჯერ

12-18 წელი   

10 მლ 2 ჯერ

მოზრდილები 

10 მლ 2-3 ჯერ

ფეხმძიმეები და მეძუძურები 

10 მლ 2 ჯერ


შეანჯღრიეთ 
გამოყენების წინ!

შემადგენლობა:

წყალი, საქაროზა, კალციუმის ციტრატი, მაგნიუმის ციტრატი, ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C), თუთიის გლუკონატი, ლიმონმჟავა, მალტოდექსტრინი, ქსანტანური რეზინი, გუმფისი,  მანგანუმის გლუკონატი, არომატიზატორი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, სახამებელი, კაროტენები, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3).

ენერგეტიკული ღირებულება:

5 მლ შეესაბამება 11 კკალ/46 კჯ.

რეკომენდაციები:

3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

არ გადააჭარბოთ მითითებულ დღიურ დოზას! გადაჭარბებულად მოხმარებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს საფაღარათო ეფექტს. საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი კვების სანაცვლოდ. პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის პირობები:  25°C  ტემპერატურამდე  პირობებში.

გახსნის შემდეგ შეინახეთ გრილ ადგილას და გამოიყენეთ 1 თვის განმავლობაში.

მწარმოებელი

Queisser Pharma, Schleswiger Str. 74 24941 Flensburg Germany

email: [email protected]

www.queisser.com

ფერო-დენკი 50მგ #50ტ

20.62 ლარი
19.38 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ლომაფარმ რუდოლფ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დივიგელი 0.1% 1გ #28პაკ

40.62 ლარი
38.18 ლარი

ქვეყანა: ფინეთი

მწარმოებელი: ორიონ ფარმა ფინეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფერო-6 #24კაფს

28.30 ლარი
26.60 ლარი

ქვეყანა: ეგვიპტე

მწარმოებელი: ფარკო ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი ანტისტრესი #30ტ

დოპელჰერცი ® აქტივი

ანტისტრესი

გინკგო+მელისა

ვიტამინი B1, B2, B6 ხელს უწყობს  ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ვიტამინი B5 განაპირობებს ნორმალურ  ფსიქიკური  და ინტელექტუალურ  ფუნქციონირებას

დამატებით შეიცავს  50 მგ გინკოს ფოთოლების ექსქტრატს  და 40 მგ მელისას

 

ვიტამინი B1, B6 და B12  ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის

გინკო ბილობა +  მელისა

დღესდღეობით განათლება, პროფესიული და პირადი ცხოვრების რიტმი  სულ უფრო და უფრო მეტს მითხოვს ჩვენი ორგანიზმიდან. ჩვენ უნდა ვიყოთ ფსიქიკურად( გონებრივად) აქტიურები და მობილურები, ჩვენ გვჭირდება მდგრადი ნერვები და ძლიერი ტვინი.

ჩვენი ტვინი 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს, ძილის დროსაც კი. იგი ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ორგანოა და მოიხმარს დღიური ენერგიის მოცულობის 20%-ს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხოლოდ 2%-ია სხეულის მასისა.

ტვინისა და ნერვების მეტაბოლიზმი დამოკიდებულია ორგანიზმისათვის ნუტრიებტების ნორმალურ მიწოდებაზე

ენერგიის მეტაბოლიზმის და ნერვული სისტემის  ფუნქცია, ვიტამინები B1, B2, B6, B12, ნიკოტინმჟავა და ბიოტინი ხელს უწყობენ ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და ნორმალური ენერგეტიკული ცვლას. გონებრივი აქტივობა_პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) ხელს უწყობს ნორმალურ ფსიქიკური და ინტელექტუალურ( გონებრივ) შესაძლებლობებს. სისხლის წარმოქმნა და იმუნური სისტემა_ ვიტამინი B6 და B12 მნიშვნელოვანია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის, რომლებიც აუცილებელია სისხლში ჟანგბადის ტრანსპორტირებისათვის. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში და არეგულირებს ნორმალური სისხწარმოქმნის პროცესს. გარდა ამისა ვიტამინი B6, B12 და ფოლიუმის მჟავა აძლიერებს იმუნურ სისტემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სტრესულ სიტუაციებში. 


დოპელჰერც აქტივ ანტისტრესის ერთი ტაბლეტით თქვენ ივსებთ ყველა B-ვიტამინის დღიურ საჭიროებას. დამატებით ის შეიცავს 50მგ გინგკოს ფოთლების ექსტრაქტს და 40მგ მელისას ფოთლების ექსტრაქტს. 

 

გინგკო ბილობა დიდი ხანია აზიაში ცნობილი საკვები მცენარეა. გინგკო ბილობა შეიცავს ფლავონოიდებს და ტერპენებს, რომლებსაც გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისებები. ფლავონოიდები და ტერპენები გავლენას ახდენენ სისხლის მიმოქცევის სისტემაზეც. ცნობილია, რომ გინგკო ბილობა აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას, აქედან გამომდინარე აუმჯობესებს კოგნიტიურ ფუნქციებს, რადგან იზრდება სისხლის ნაკადის მიერ ტვინში მიწოდებული ჟანგბადის რაოდენობა. 

მელისა აგრეთვე კარგად ცნობილია და გამოიყენება მრავალი ათწლეულის განმავლობაში. იგი სასარგებლოა დამშვიდებისა და რელაქსაციისთვის, დაძინებისთვის და სტრესის დროს. მელისა აგრეთვე ხსნის უსიამოვნო შეგრძნებებს  კუჭსა და მუცელში მსუბუქი  დისკომფორტის დროს.


ერთი ტაბლეტი შეიცავს: 

1.1მგ ვიტამინი B1, 1.4 მგ ვიტამინი B6, 2.5მკგ ვიტამინი B12, 6მგ პანტოთენის მჟავა, 200მკგ ფოლიუმის მჟავა, 16მგ ნიაცინი, 50მკგ ბიოტინი, 50მგ გინგკოს ფოთლების ექსტრაქტი, 40მგ მელისას ფოთლების ექსტრაქტი. 


რეკომენდაციები: 

მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად. არ დაღეჭოთ. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას!

საკვები დანამატები არ უნდა გამოიყენონ მრავალფეროვანი დიეტის შემცვლელის სახით. 

პროდუქტი უნდა შეინახონ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 


ენერგეტიკული ღირებულება: 

ერთი ტაბლეტი შეესაბამება 0,5კკალ/კჯ-ს

დივიგელი 0.1% 0.5გ #28პაკ

31.38 ლარი
29.50 ლარი

ქვეყანა: ფინეთი

მწარმოებელი: ორიონ ფარმა ფინეთი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფერნიქსილი #30ტ

33.80 ლარი
31.77 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: გრაიკარ იტალია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დოპელჰერცი A-დან Z-მდე #30ტ*

დოპელჰერც აქტივი A-დან Zn-მდე
Doppelherz Activ from A To Zinc

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30

ვიტამინები: ვიტ.C- 150 მგ. ვიტ.E – 24 მგ. ნიკოტინამიდი – 18 მგ. კალციუმის პანტოთენატი – 12 მგ. ვიტ.B6 – 5,0 მგ. ვიტ.B2 – 4,0 მგ. ვიტ.B1 – 3,5 მგ. ვიტ.A – 800მკგ. ფოლიუმის მჟავა – 450მკგ. ბიოტინი – 100მკგ. ვიტ.K – 20 მკგ. ვიტ.D – 5მკგ. ვიტ.B12 – 2.5 მკგ.
მაკრო- და მიკროელემენტები: კალციუმი-120მგ. ფოსფორი-92მგ. მაგნიუმი-45მგ. კალიუმი-10მგ. თუთია-5მგ. რკინა – 2,1 მგ. სპილენძი – 0.9მგ. მანგანუმი – 0.9მგ. ქლორიდები- 0.9მგ. იოდი – 100მკგ. ქრომი – 25 მკგ. მოლიბდენი – 20მკგ. სელენი – 10მკგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი A – მონაწილეობს ცილების, ცხიმების, მუკოპოლისაქარიდების სინთეზში, უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, ასევე მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას.
B ჯგუფის ვიტამინები – მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომლებიც ორგანიზმში არეგულირებენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს.
ვიტამინი B1 – მონაწილეობს ნახშირწყლოვან ცვლაში, ნერვული სისტემის ფორმირებაში.
ვიტამინი B2 – წარმოადგენს უჯრედული სუნთქვისა და მხედველობითი აღქმის კატალიზატორს. დიდ როლს ასრულებს დნმ-ის ფორმირებაში, ხელს უწყობს ქსოვილოვანი რეგენერაციის პროცესს.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ამინომჟავებისა და ცილების მეტაბოლიზმში.
ვიტამინი B12 – ფოლიუმის მჟავასთან ერთად მონაწილეობს ნუკლეოტიდების სინთეზში, ასევე, ერითროციტების და მიელინური უჯრედების ფორმირებაში, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდის პროცესისათვის.
ფოლიუმის მჟავა – მონაწილეობს სისხლის უჯრედების ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელ ამინომჟავების სინთეზში, რომლებიც ახდენენ ერითროპოეზის სტიმულაციას.
ვიტამინი E – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ხელს უშლის სისხლის შედედების ზრდას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე. მონაწილეობს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების, გულის და სისხლძარღვების, სასქესო ჯირკვლების ფუნქციებში.
ვიტამინი C – დიდ როლს ასრულებს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების, შემაერთებელ ქსოვილში მიმდინარე ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებასა და ქსოვილთა რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ამცირებს კაპილართა კედლის გამავლობას. ვიტამინი C – ზრდის ორგანიზმის ინფექციის წინააღმდეგ მდგრადობას, ამცირებს ანთებით პროცესებს.
ვიტამინი D – მნიშვნელოვანია კალციუმისა და ფოსფორის წონასწორობის დაცვაში. ვიტამინი D – ს დეფიციტს მივყავართ ძვლოვან ქსოვილში კალციუმის შემცირებამდე და ოსტეოპოროზის ჩამოყალიბებამდე.
ნიკოტინამიდი – მონაწილეობს ქსოვილოვანი სუნთქვის პროცესებში, ნახშირწყლოვან და ლიპიდურ ცვლაში.
კალციუმი – ახდენს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, ხელს უწყობს სისხლის ნორმალურ შედედებას, ნერვული იმპულსების გადაცემას, ჩონჩხის და გლუვი კუნთების კუმშვადობას, გულის მოქმედების რეგულაციას.
მაგნიუმი – ამცირებს აგზნებადობას, მონაწილეობს მრავალ ფერმენტულ პროცესებში.
ქრომი – ხელს უწყობს სისხლში შაქრის სასურველი დონის შენარჩუნებას, ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების პროფილაქტიკას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინს, ხელს უშლის ქსოვილებში ცხიმების დაგროვებას.
რკინა – მონაწილეობს ერითროპოეზში, შედის ჰემოგლობინის შემადგენლობაში და უზრუნველყოფს ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებში.
იოდი – ახდენს საკვებში იოდის დეფიციტთან დაკავშირებულ ენდემური ჩიყვის პროფილაქტიკას.
სპილენძი – მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, სისხლწარმოქმნაში, იმუნურ რეაქციებში.
მანგანუმი – ზემოქმედებს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაზე, მონაწილეობს ქსოვილოვან სუნთქვაში, იმუნურ რეაქციებში.
მოლიბდენი – მონაწილეობს ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებში.
სელენი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, იცავს უჯრედებს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. სელენის უკმარისობამ შესაძლოა მიგვიყვანოს გულ-სისლძარღვთა დაავადებების განვითარებამდე.
თუთია – ხელს უწყობს B ჯგუფის ვიტამინების შეთვისებას, მნიშვნელოვანია ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისათვის, მონაწილეობს მთელი რიგი ჰორმონების წარმოქმნაში.

დეპო ტაბლეტები უზრუნველყოფენ ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამოთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ათვისებას უჯრედების მიერ.

ჩვენებები
• ჰიპოვიტამინოზის, ავიტამინოზის და მინერალური ნივთიერებების დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
• გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება, დაღლილობა, კონცენტრირების უნარის დაკარგვა
• მდგომარეობები, რომელთა დროსაც იზრდება მოთხოვნილება ვიტამინებზე და მაკრო- და მიკროელემენტებზე (სტრესული მდგომარეობა ან გადაღლა, დაავადების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდი, ქირურგიული ოპერაციები ან რადიოთერაპია, ორგანიზმის იმუნური სისტემის გაძლიერებისათვის)
• ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობების მომატება, კერძოდ სპორტსმენებში.
• არასრული ან არაბალანსირებული კვება

მიღების წესები და დოზები
მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით- დღეში 1 ტაბლეტი ჭამის დროს. მიღების ხანგრძლივობა – 2 თვე

უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

განსაკუთრებული მითითებები
არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

მწარმოებელი ქვეყანა – გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში

ფერიმედი 200მლ ელექსირი

35.00 ლარი
32.90 ლარი

ქვეყანა: სერბია

მწარმოებელი: ესენზა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!