Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 310

დექიდსი 30მლ წვეთები

დ ე ქ ი დ ს ი

(ფლაკონი 30 მლ)

DEKIDS

(DROPS 30ml )

(საკვები დანამატი)

შემადგენლობა: ყოველი 15 წვეთი (0.5 მლ) შეიცავს: ვიტამინი C-35 მგ ვიტამინი A- 300 µg (1000 IU) ვიტამინი D3- 10 µg (400 IU)

დამხმარე ნივთიერებები: ფორთოხლის ნატურალური არომატიზატორი, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, დამატკბობელი – სახარინი და წყალი.

ფარმაკოლოგიური დახასიათება: ვიტამინების კომპლექსი A, C და D3, ეს ვიტამინები გამოირჩევა სინერგიული მოქმედებით; ვიტამინი A – აუცილებელია ჯანსაღი კანისა და ლორწოვანი გარსის განვითარებისათვის; ვიტამინი C – შემაერთებელი ქსოვილის ნორმალური ფორმირებისთვის და განვითარებისთვის; ვიტამინი D3 აუცილებელი კომპონენტია ძლიერი და ჯანსაღი ძვლების შენებისთვის.

ჩვენებები:

  • რაქიტის პრევენცია და მკურნალობა;
  • ზრდაში ჩამორჩენა;
  • ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის და ფიზიკური განვითარების შეფერხების პრევენცია და მკურნალობა;
  • A,C, და D ვიტამინების დეფიციტის პრევენცხია და მკურნალობა;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეწოვის დარღვევით განპირობებული A,C, და D ვიტამინების დეფიციტი;
  • მხედვლობის, კანის და ლორწოვანი გარსის დაავადებები;
  • სხვადასხვა დაავადებების შემდგომი რეკონვალესცენციის პერიოდ

დოზირება და მიღების წესი: დექიდსირეკომენდებულია ბავშვებში ახალშობილობის ასაკიდან, მიიღება ყოველდღიურად 15 წვეთის (0.5მლ) ოდენობით კვების შემდეგ 1-3 ჯერ დღეში ბავშვის მდგომარეობის შესაბამისად. პრევენციისთვის საკმარისია 0.5 – 1 მლ 1-ხელ დღეში.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა.

გვერდითი მოვლენები: რეკომენდებული დოზებით მიღებისას გადაიტანება კარგად; გამოყენებისას გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა.

სიფრთხილის ზომები: დღის განმავლობაშიმიღებული დექიდსის დოზა არ უნდა აღემატებოდეს რეკომენდებულ დღიურ დოზას. ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ორსულობისა და ლაქტაციის შემთხვევაში კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. დექიდსი არის საკვები დანამატი და სხვა მედიკამენტებთან ერთად მისაღებად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

შენახვის პირობები: დეკიდსი შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე, არაუმეტეს 30 °C- ისა. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში; გახსნილი ინახება 2 თვე.

გამოშვების ფორმა: წვეთები, 30მლ მინის ფლაკონში, ფორთოხლის არომატით, თავისი პიპეტით. მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: Yeni Pharma Tibbi Malzeme İlaç San. İç Ve Diş Tic. Ltd. Şti.Küçükçekmece İkitelli Osb Mah. Marmara San. Sit. B blok Sok. No:7 Küçükçekmece / İSTANBUL T.: +90 212 653 48 41 | F.: +90 212 452 66 28 [email protected]www.yenipharma.com.tr

ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: 3D PHARMA GEORGIA

სორბიფერ დურულესი+ვიტC #30ტ

სორბიფერ დურულესი
SORBIFER DURULES 

სამკურნალო ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები 100 მგ /პროლონგირებული მოქმედების/

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს ორვალენტიანი რკინის სულფატის 320 მგ-ს, ექვივალენტით _ 100 მგ Fე2+. ტაბლეტი, ასევე, შეიცავს: ასკორბინის მჟავას, პოვიდონს, პოლიეთილენის ფხვნილს, კარბომერს 934 P-ს , მაგნიუმის სტეარატს, მყარ პარაფინს, ჰიპრომელოზას, მაკროგოლ 6000-ს, ტიტანის დიოქსიდს, რკინის ყვითელ ოქსიდს.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანემიის საწინაამღდეგო პრეპარატი.

ჩვენებები:
რკინადეფიციტური ანემია, რკინის დეფიციტი, პროფილაქტიკის მიზნით ორსულობის დროს და სისხლის დონორებში.

უკუჩვენებები:
საყლაპავი მილის სტენოზი და/ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული ცვლილებები, მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ან ნებისმიერი არააქტიური ინგრედიენტის მიმართ, ჰემოსიდეროზი.

გამოყენების წესი და დოზირება:
მოზრდილები და მოზარდები:
1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულებისათვის, საჭიროებისამებრ, შეიძლება დოზის მომატება 3-4 ტაბლეტამდე დღეში, ორ მიღებაზე (დილით და საღამოს).
ორსულობის დროს:
პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი დღეში.
სამკურნალო დოზა: 1 ტაბლეტი დილით და საღამოს.
არ შეიძლება ტაბლეტის გაყოფა ან დაღეჭვა. ტაბლეტი უნდა გადაყლაპოთ მთლიანად და დააყოლოთ არანაკლებ ნახევარი ჭიქა სითხე. არ შეიძლება ტაბლეტების მიცემა ავადმყოფისათვის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ჰემოგლობინის ოპტიმალური დონის მიღწევამდე. დეპოს შემდგომი შევსებისათვის შეიძლება საჭირო გახდეს მკურნალობის გაგრძელება კიდევ 2 თვის განმავლობაში. ინდივიდუალური ხანგრძლივი თერაპია (მუდმივი ან შესვენებებით) ხშირად ნაჩვენებია ავადმყოფებისათვის რკინის მნიშვნელოვანი რეგულარული დანაკარგით (მაგალითად: უხვი მენსტრუაციის დროს).

გვერდითი ეფექტები:
გვერდითი ეფექტების სიხშირე კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ იზრდება დოზის მომატებასთან ერთად და შეადგენს 7-20 %-ს დოზირებისას 100 – 400 მგ-მდე დღეში.
ხშირი (> 1/100): კუჭ-ნაწლავის მხრივ: გულისრევა, ტკივილი მუცელში, ყაბზობა, ფაღარათი. იშვიათი (კანის საფარის მხრივ: გამონაყარი.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ტკივილი მუცელში, ღებინება და ფაღარათი (ხანდახან სისხლით), გაუწყლოვება, აციდოზი, ძილიანობა და შოკი. ავადმყოფის მდგომარეობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ უსიმპტომო პერიოდიდან 6-24 საათის შემდეგ სიმპტომები შეიძლება განახლდეს: კოაგულოპათია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი (გულის უკმარისობა მიოკარდიუმის დაზიანების გამო), ჰიპერთერმია, ჰიპოგლიკემია, ღვიძლის დაზიანება, თირკმლის უკმარისობა, კუნთების კრუნჩხვები, კომა. შემდგომში შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ციროზი და პილოროსტენოზი; სეპტიცემია, რომელიც გამოწვეულია Yersinia enterocolitica-თი; ნაწლავების პერფორაციის რისკი.
მკურნალობა: ჩვენების შემთხვევაში – მიეცით რძე და გამოიწვიეთ ღებინება (რაც შეიძლება ჩქარა). შემდეგ საჭიროებისამებრ, ავადმყოფს ამოურეცხეთ კუჭი 2გ/ლ კონცენტრაციის დეფეროქსამინით, შემდეგ დეფეროქსამინის 5 გ უნდა გაიხსნას წყლის 50-100 მლ-ში და ეს ხსნარი უნდა დარჩეს კუჭში.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებება:
ერთდროული გამოყენებისას, სორბიფერ დურულესს შეუძლია შეამციროს ენოქსაცინის, კლოდრონატის, გრეპაფლოქსაცინის, ლევოდოფას, ლევოფლოქსაცინის, მეთილდოფას, პენიცილამინის, ტეტრაციკლინების და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და, ალუმინის ჰიდროქსიდისა და მაგნიუმის კარბონატის შემცველი ანტაციდური პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს რკინის შეწოვა. პრეპარატ სორბიფერ დურულესის და ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღებას შორის საჭიროა მაქსიმალურად შესაძლებელი დროის დაცვა. რეკომენდირებული დროის მინიმალური ინტერვალი პრეპარატთა მიღებას შორის შეადგენს 2 საათს, გარდა ტეტრაციკლინისა, როდესაც მინიმალური ინტერვალი უნდა იყოს 3 საათი.
სორბიფერ დურულესი არ უნდა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციაში: ციპროფლოქსაცინი, დოქსიციკლინი, ნორფლოქსაცინი და ოფლოქსაცინი.

განსაკუთრებული მითითებები:
რკინის პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ბავშვების მოწამვლა.
რკინის პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს განავლის გამუქება.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა:
სორბიფერ დურულესი არ მოქმედებს ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე ან ეს გავლენა უმნიშვნელოა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
სორბიფერ დურულესის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

გამოშვების ფორმა:
50 ან 30 ტაბლეტი თავსდება ყავისფერი შუშის ფლაკონში პოლიეთილენური ჩასაკეტი თავსახურით. ერთი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15°-25°C ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა:
ვარგისიანობის ვადა მითითებულია კოლოფზე.
პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ფარმაცევტული ქარხანა ეგის სს
უნგრეთი

დეტრიქსი D3 5000სე#30კაფს

დეტრიქსი N30 (ვიტამინი D3 კაფსულა 500 სე)

თითოეული რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს:

ქოლეკალციფეროლს (ვიტამინი D3) 5000 სე

ჩვენება:

  • D ვიტამინის დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ოსტეომალაციის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
  • ჰიპოკალცემიური ტეტანია
  • ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
  • მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
  • ხანდაზმული ასაკი
  • ათლეტები და სპორტსმენები

გვერდითი მოვლენები:

დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან:

მოცემული დოზით არ გააჩნია სხვა საშუალებებთან  ურთიერთქმედების უნარი.

დოზირება

ინიშნება 1 კაფსულა 1 ჯერ დღეში ჭამის დროს

დეტრიქსი  5000 (ვიტამინი D3 კაფსულები სე 5000)  30 კაფსულა ბოთლში.

დეტრიქსი საკვები დანამატი

დამზადებულია აშშ-ში: Earths Creations

შენახვის პირობები: არა უმეტეს  25°C.

სანტაფერი ფორტე #30ტ

58.00 ლარი
54.52 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: სანტა ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დეტრიქსი D3 2000სე#30კაფს

დეტრიქსი 2000

DetriX 2000

D3 ვიტამინი, 2000 სე

რბილი კაფსულები №30

DetriX 2000 დიეტური დანამატი –  თითოეული კაფსულა შეიცავს 2000 სე D3 ვიტამინს.

არ არის  სამკურნალო საშუალება.

რეკომენდებულია დიეტის დროს, როგორც D3 ვიტამინის დამატებითი წყარო. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებას, ზრდის ძვლის სიმკვრივეს, ხელს უწყობს კუნთოვანი, იმუნური და რეპროდუქციული სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. გაეცანით შეფუთვაზე მითითებულ ინფორმაციას და თანდართულ საინფორმაციო ბროშურას.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს: D3 ვიტამინი – 50 მკგ (2000 სე).

დამხმარე ნივთიერებები: შემავსებელი – სოიოს რაფინირებული ზეთი, კაფსულის გარსი (ჟელატინი, გლიცერინი), დაწმენდილი წყალი. არ შეიცავს გმო-ს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

D ვიტამინი არის ჰორმონის მსგავსი ვიტამინი, სხვადასხვა ბიოლოგიური ეფექტით, რადგან მისი სპეციფიური რეცეპტორები – VDR ლოკალიზებულია მრავალი ორგანოს უჯრედთა ბირთვებში.

D ვიტამინის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქცია კალციუმისა და ფოსფატების ცვლის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ნორმალურ მინერალიზაციას და ზრდას.

ქოლეკალციფეროლი ხელს უწყობს საკვებიდან კალციუმის და ფოსფორის ათვისებას და წვრილ ნაწლავში შეწოვას, ასევე სისხლში კალციუმის შესაბამისი დონის შენარჩუნებას. სისხლში კალციუმის იონების ფიზიოლოგიური კონცენტრაციისას შენარჩუნებულია კუნთების ტონუსი, მიოკარდიუმის ფუნქცია, ზემოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, ხელს უწყობს ნერვული იმპულსების ნორმალურ გადაცემას და სეროტონინის – „ბედნიერების ჰორმონის“ სინთეზს, რაც უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოემოციურ მდგომარეობას .ˡ

ძვლის კალციფიკაციის პროცესში ეს ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფატების გამოყოფას თირკმელებით.

D ვიტამინი მნიშვნელოვანია პარათირეოიდული ჯირკვლის ნორმალური მუშაობისთვის.

D ვიტამინის დეფიციტი ოსტეომალაციის ერთ-ერთი მიზეზია.

ასევე, მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში – არეგულირებს იმუნურ რეაქციებს, ამცირებს გაციებას, მათ შორის ვირუსული გენეზის. ²

ქალებში D ვიტამინის დეფიციტი იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის – ფოლიკულოგენეზის დარღვევას, ენდომეტრიოზს, პოლიკისტოზურ სინდრომს, ინ ვიტრო განაყოფიერების წარუმატებელ მცდელობებს. მენოპაუზის პერიოდში ჰორმონალური დისბალანსის გამო იზრდება ორგანიზმის მოთხოვნილება D ვიტამინზე ოსტეოპოროზის რისკის შესამცირებლად.³

ორსულ ქალებში აღმოჩენილია კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და პრეეკლამფსიის, ასევე ნაადრევი მშობიარობის რისკების ზრდას შორის.

მამაკაცებში ქოლეკალციფეროლი მოქმედებს სპერმატოგენეზზე .⁴

D ვიტამინი, ასევე მონაწილეობს ენდოკრინული სისტემის მუშაობაში – ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას, მოქმედებს  უჯრედების ინსულინის მიმართ მგრძნობელობაზე. ორგანიზმში არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს – მოქმედებს ლიპიდების პროფილზე, აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და LDL-ს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპოროტეინების) დონეს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის კორექციაში.⁵

უკუჩვენება:

ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ. არ გამოიყენოთ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები:

არ გადააჭარბოთ მითითებულ, რეკომენდებულ ყოველდღიურ დოზას. არ უნდა მოხდეს მისი გამოყენება სრულფასოვანი კვების რაციონის შემცვლელად.

 ორსულ და მეძუძურ ქალებში გამოიყენება მხოლოდ ორგანიზმში D3 ვიტამინის დონის განსაზღვისა და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

იღების წესი და დოზები:

მოზრდილები – ერთი კაფსულა დღეში ერთხელ. მიიღება ჭამის დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. დაუღეჭავად. გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

კურსის ხანგრძლივობა:

10 კვირა. განმეორებითი კურსის ხანგრძლივობა შეათანხმეთ ექიმთან.

ვარგისიანობის ვადა: გამოშვების თარიღიდან 2 წელი.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, ტენისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს

30 °C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

10 კაფსულა ბლისტერზე; 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში. გამჭვირვალე ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა,  შეიცავს სუფთა ზეთოვან სითხეს. 1 კაფსულის წონა შეადგენს: 125 მგ (მგ) ± 10%.

მწარმოებელი:

Softgel Healthcare Private Limited,

Survey No. 20/1, Vandalur-Kelambakkam Road, Pudupakkam Village,

Kancheepuram District, Tamil Nadu − 603 103, ინდოეთი.

1. Patrick RP, Ames BN. Vitamin D and the omega-3 fatty acids control serotonin synthesis and action, part 2: relevance for ADHD, bipolar, schizophrenia, and impulsive behavior. FASEB J. 2015 Jun; 29(6): 2207–2222.

2. Evidence that Vitamin D Supplementation Could Reduce Risk of Influenza and COVID-19 Infections and Deaths, William B. Grant, Henry Lahore, Sharon L. McDonnell, Carole A. Baggerly, Christine B. French, Jennifer L. Aliano and Harjit P. Bhattoa; Nutrients 2020, 12, 988; doi:10.3390/nu12040988.

3. Influence of Hormone D on Women’s Health, I.A. Apolikhina, I.A. Kulikov, I.M. Sechenov First Moscow State Medical University Institute of Professional Education, V.I. Kulakov National Medical Research Center of Obstetrics, Gynecology and Perinatology

4. Vitamin D as a new steroid hormone and its importance for men’s health. Professor Kalinchenko Clinic (Moscow). Peoples’ Friendship University of Russia. Research Institute of Urology. ON. Lopatkina – a branch of the Federal Medical Research Center. PAS. Herzen

5. Vitamin D deficiency is a risk factor for obesity and type 2 diabetes mellitus in women of reproductive age TL Karonova1,2, EP Mikheeva1, E.I., О.Д. Belyaeva1, MV Budanova2, OV Galkina1, E.N. Grineva2 1 St. Petersburg State Medical University. acad. I.P. Pavlov “Ministry of Health of the Russian Federation, St. Petersburg, Russia 2 FSBI” Federal Center for Heart, Blood and Endocrinology. V.A. Almazova ”

სანტაფერი 50მგ/5მლ150მლ სიროფ

სანტაფერი
Santafer®

სანტაფერი® სიროფი 50მგ/5მლ
მიიღება ორალურად

აქტიური ნივთიერება: 5 მლ (1 კოვზი) სიროფი შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექს, რომელიც არის 50მგ ელემენტარული რკინის ექვივალენტური.
შემავსებელები: შაქარი, სორბიტოლი 70% (E420), მეთილპარაბენი (E218), პროპილპარაბენი (E216), ნაღების არომატი და დეიონიზირებული წყალი.

გთხოვთ წაიკითხოთ პაციენტის საინფორმაციო ჩანართი ყურადღებით პრეპარატის გამოყენებამდე, ვინაიდან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
• შეინახეთ პაციენტის საინფორმაციო ჩანართი. შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა
• დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
• მოცემული პრეპარატი გამოწერილია პერსონალურად თქვენთვის; არ გადასცეთ სხვებს.
• მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე უთხარით თქვენს ექიმს, რომ იყენებთ ამ პრეპარტს ექიმთან ან ფარმაცევთან თქვენი ვიზიტის დროს.
• გთხოვთ დაიცვათ ინსტრუქცია. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.

პაციენტის საინფორმაციო ჩანართში:
1. რა არის სანტაფერი® და რისთვის გამოიყენება
2. სანტაფერის® გამოყენების დაწყებამდე
3. როგორ გამოიყენება სანტაფერი®
4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები?
5. სანტაფერის® შენახვის წესები

1. რა არის სანტაფერი® და რისთვის გამოიყენება
სანტაფერი® წარმოდგენილია ფერადი შუშუს ფლაკონში, რომელიც შეიცავს 150 მლ სიროფს, 5 მლ საზომ პლასტმასის კოვზთან ერთად. აქვს დამახასიათებელი სუნი, გამოიყურება როგორც მუქი წითელი-ყავისფერი სიროფი.

სანტაფერი® შეიცავს რკინა III ჰიდროქსიდის პოლიმალტოზურ კომპლექსს აქტიური ნივთიერების სახით.

გამოიყენება რკინის უკმარისობის პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით და რკინადეფიციტური ანემიით და რკინის უკმარისობის მკურნალობისთვის ორსულობის, ლაქტაციის და ბავშვობის პერიდოში.

2. სანტაფერის® გამოყენების დაწყებამდე
სანტაფერის® გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

• თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რკინის ან რომელიმე შემავსებლის მიმართ.
• გაქვთ რკინით გადატვირთვის პრობლემა (ჰემოქრომატოზი, ქრონიკული ჰემოლიზი)
• ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობა) რკინის მიმართ.
• გაქვთ სხვა სახის ანემია, რომელსაც არ ახლავს რკინის დეფიციტი (როგორიცაა ჰემოლიზური ანემია)
• გაქვთ რკინის გამოყენების დარღვევა (რაც იწვევს ანემიას, სიდერობლასტური ანემია)
• გაქვთ თალასემია
• გაქვთ პროგრესული და ქრონიკული ართრიტი
• გაქვთ მდგომარეობები, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ და უწყვეტ სისხლის გადასხმას.
• გაქვთ აივ ინფექცია და თუ თქვენი რკინა დეფიციტური ანემია არ არის კლინიკურად დადასტურებული.
• გაქვთ ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობა.

სიფრთხილით გამოიყენეთ სანტაფერი®, თუ:
გაქვთ კუჭის წყლული, თქვენი ექიმი გადწყვეტს გამოიყენოს თუ არა სანტაფერი®

რკინის ორალური ფორმულების მიღების განმავლობაში, განავლის ფერი შეიძლება გამუქდეს; ეს ნორმალურია და არ საჭიროებს რაიმე სახის ღონისძიებებს.
არ იწვევს ცრუ-დადებით შედეგებს განავალში ფარული სისხლის ტესტების დროს. შესაბამისად, არ არის საჭიროება გაგრძელდეს მკურნალობა ამ ტესტის განმავლობაში.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ალკოჰოლიზმის და იმ მდგომარეობების დროს, რომლებიც არღვევენ ნაწლავებიდან რკინის აბსორბციას.
სხვადასხვა დაავადებების დროს და კიბოსთან დაკავშირებული ანემიის დროს, მიღებული რკინა ინახება ღვიძლში, თუმცა დაავადებების და კიბოს მკურნალობის შემდეგ ის ტოვებს ღვიძლს და ხდება გამოყენებადი.

“იმ შემთხვევაში თუ ეს ნიშნები გამოგივლინდათ, თუნდაც წარსულში, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს”

სანტაფერის® გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
სანტაფერის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე
არ შეიძლება მისი მიღება რძესთან ერთად. არ შეიძლება მისი მიღება კალციუმის შემცველ პროდუქტებთან ან პრეპარატებთან ერთად. რკინის ფორმულების მიღება შეიძლება სულ მცირე 2 საათის შემდეგ რძის ან კალციუმის პროდუქტების მიღებიდან.

ორსულობა
მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე გთხოვთ გაიაროთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან
შეგიძლიათ გამოიყენოთ სანტაფერი რკინის დანამატის სახით ორსულობის დროს იმ შემთხვევაში თუ თქვენი ექიმი რეკომენდაციას გაუწევს.

თუ მკურნალობის პერიოდში შეამჩნევთ რომ ხართ ორსულად აუცილებლად შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია
თუ ჩვილს კვებავთ ძუძუთი, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია
შეგიძლიათ სანტაფერის® გამოყენება რკინის დანამატის სახით ლაქტაციის პერიოდში ექიმის რეკომენდაციით.

რკინა გამოიყოფა ლაქტატში. Eექსკრეცია არ იცვლება დედის რკინის არსებული დონის და საკვებთან ერთდ მიღებული რკინის რაოდენობის მიხედვით. ამის გამო რკინის ფორმულების მიღება ძუძუთი კვების დროს არ იწვევს რკინით ინტოქსიკაციას ბავშვში ან არსებული რკინის დეფიციტის აღმოფხვრას ბავშვში.

პრეპარატის გამოყენება ავტომობილის ან მექანიზმების მართვის დროს
არ არის შეასძლებელი ზეგავლენა ავტომანქანის მართვის და მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმ შემავსებლების შესახებ რომლებიც შედიან სანტაფერის® შემადგენლობაში
შაქრის და სორბიტოლის (E420) შემცველობის გამო, თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა განსაზღვრული შაქრების მიამრთ, უნდა დაეკონტაქტოთ თქვენს ექიმს, მოცემული პრეპარატის მიღებამდე. მეთილპარაბენმა (E216) და პროპილპარაბენმა (E218), რომლებიც შედიან სანტაფერის შემადგელობაში, შეიძლება გამოიწვიონ (შეიძლება დაყოვნებული) ალერგიული რეაქციები.

სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება
სანტაფერის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის დადეგნილი
იმ შემთხვევაში თუ იყენებთ ან ბოლო დროს გამოიყენეთ რეცეპტით გასაცემი ან ურეცეპტო პრეპარატი, გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

3. როგორ გამოიყენება სანტაფერი®
• შესაბამისი გამოყენების და დოზირების მიღების სიხშირის ინსტრუქცია

თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, გამოიყენეთ მითითებული დოზირებით:

უნდა გამოიყენოთ ექიმის რეკომენდაციების მიხედვით. რკინის დეფიციტის სიმპტომების ალაგების შემდეგ გამოყენება უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 1 თვის განმავლობაში, მარაგის შევსების მიზნით.

სანტაფერის® სიროფის დღიური დოზა ორგანიზმში რკინის დეფიციტის პრევენციისთვის და მკურნალობისთვის.

პაციენტი

პრეპარატის ფორმა

რკინა-დეფიციტური ანემია

რკინის ლატენტური დეფიციტი

რკინის დეფიციტის მკურნალობა

ბავშვები 0-1 წელი

სიროფი 

2.5-5 მლ (25-50მგ რკინა)

ბავშვები 1-12 წელი

სიროფი 

5-10 მლ (50-100მგ რკინა)

2.5-5მლ (25-50მგ რკინა)

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები, მოზრდილები, მეძუძური დედები

სიროფი 

10-30მლ (100-300მგ რკინა)

5-10მლ (50-100მგ რკინა)

ორსული ქალები

სიროფი 

 20-30მლ (200-300მგ რკინა)

10მლ (100მგ რკინა) 

5-10მლ (50-100მგ რკინა)

• მიღების გზა და მეთოდები
– სანტაფერი გამოიყენება მხოლოდ ორალური მიღებისთვის
– შეიძლება მისი მიღება ხილის და ბოსტენულის წვენებთან ერთად

• სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
გამოყენება ბავშვებში:
დოზირება ბავშვებისთვის მოცემულია ცხრილში

გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებში მისი გამოყენება იგივეა მოზრდილებში.

სპეციალური გამოყენების პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა
არ გამოიყენოთ სანტაფერი® ღვიძლის და თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს.

იმ შემთხვევაში თუ ვერ აღიქვამთ სანტაფერი® მეტისმეტად სუსტია თუ ძლიერია, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ მიიღეთ იმაზე მეტი სანტაფერი® ვიდრე უნდა მიგეღოთ.
დიარეა, მუცლის ტკივილი და ღებინება შეიძლება აღინიშნოს დოზის გადაჭარბების შემთხვევაში და უფრო მწვავე შემთხვევებში მეტაბოლური აციდოზი, კუნთების მწვავე სპაზმი და კომა.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან მოწამვლის კონტროლის ცენტრს.

იმ შემთხვევაში თუ მიიღეთ სანტაფერი® იმ რაოდენობით, რომელიც იმაზე მეტია ვიდრე უნდა მიგეღოთ, გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ დაგავიწყდათ სანტაფერის® მიღება
გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ექიმის დანიშნულების მიხედვით. არ გააორმაგოთ დოზა დავიწყებული დოზის კომპენსირების მიზნით.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სანტაფერით® მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
არ არის აღნიშნული

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები
ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს ადამიანებში, რომლებიც მგრძნობიარე არიან სანტაფერის® შემადგენლობის მიმართ.

თუ გამოვლინდა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი, შეწყვიტეთ სანტაფერის® მიღება და შეატყობინეთ თქვენს ექიმს დაუყოვნებლიოვ და მიმართეთ უახლოესი ჰოსპიტალის გადაუდებელი დახმარების განყოფილებას
• სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ენის და ყელის შეშუპება, სისხლის წნევის უცაბედი შემცირება, გავრცელებული და მწვავე სისხლის მოწოლა, ქავილი (ურტიკარია).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის მწვავე გვერდითი ეფექტი. თუ გამოგივლინდათ რომელიმე მათგანი, ეს ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ მწვავე ალერგია სანტაფერის® მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი სამედიცინო ყურადღება ან ჰოსპიტალიზაცია.

ყველა ეს გვერდითი ეფექტი შემჩნეულია ძალიან იშვიათად.

თუ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან მიმართოთ უახლოეს ჰოსპიტალს:
• ასთმა

ესენი არის მწვავე გვერდითი ეფექტები და საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა.
მწვავე გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია

თუ გამოგივლინდათ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, უნდა შეატყობინოთ თქვენს ექიმს
• დისპეფსია
• აბდომინალური დისკომფორტი
• გულსირევა, ღებინება
• წვის შეგრძნება მუცელში
• მწარე სითხე პირში
• სუსტი აბდომინალური ტკივილი
• ქავილით მიმდინარე ბუშტუკები კანზე, გამონაყარი, სიწითლე
• თავის ტკივილი
• შარდის და განავლის ფერის შეცვლა
,,ესენი არის სანტაფერის® სუსტი გვერდითი ეფექტები’’

იმ შემთხვევაში თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ამ ჩანართში, შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

• გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მოცემულია მოცემულ ინსტრუქციაში ან არ არის მოცემული, მიიღეთ თქვენი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის კონსულტაცია. Gგარდა ამისა, მოახსენეთ გვერდითი ეფექტები თურქეთის ფარმაცევტულ ცენტრს Turkey Pharmacovigilance Center (TÜFAM) “ფარმაცევტული გვერდითი ეფექტების ანგარიში” დაკლიკებით www.titck.gov.tr გვერდზე ან გვერდითი ეფექტების საანგარიშო ხაზის 0800 314 00 08 საშუალებით. გვერდითი ეფექტების მოხსენებით თქვენ უზრუნველყოფთ წვლილის შეტანას იმ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ.

5. სანტაფერის® შენახვა
შეინახეთ სანტაფერი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, 25°C ქვემოთ.

შენახვის ვადა
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
იმ შემთხვევაში თუ შენიშნავთ რაიმე უზუსტობას პროდუქტზე და/ან შეფუთვაზე, არ გამოიყენოთ სანტაფერი®.

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Santa Farma İlaç Sanayii A.Ş.

Okmeydanı, Boruçiçeği Sokak, No: 16 34382 Şişli-İSTANBUL

Tel: (+90 212) 220 64 00

Fax: (+90 212) 222 57 59

დეტრივიტი ფორ125მკგ(5000სე#30კ

დეტრივიტი
DETRIVIT
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
1. რა არის დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. 
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს. 
ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 
ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

2. როგორ მივიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები – 1 კაფსულა დღეში. 
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

3. რა სიფრთხილეა საჭირო დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის მიღების დროს?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. 
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

არ მიიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსით ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. დამატებითი ინფორმაცია დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის შესახებ
დეტრივიტი 
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 50 მკგ (2000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი ფორტე
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 125 მკგ (5000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი მაქსი
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 250 მკგ (10000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე.

მწარმოებელი
Idee PharmaWelt GmbH
WESTHAFENSTR. 1,
D-13353 BERLIN, 
Germany

ნიუფეროლი ორალ/ხს #10ფლ

42.96 ლარი
40.39 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ოფი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დეტრივიტი მაქ250მკგ(10000სე#30

დეტრივიტი
DETRIVIT
დეტრივიტი ფორტე
DETRIVIT FORTE
დეტრივიტი მაქსი
DETRIVIT MAX

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი (ბად)
1. რა არის დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი წარმოადგენს ვიტამინ D3-ის ბალანსირებული რაოდენობების შემცველ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, რომელიც გამოიყენება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკისთვის. 
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ათვისების პროცესს ორგანიზმში, ხელს უწყობს ამ ელემენტების საჭირო დონეზე შენარჩუნებას სისხლში, ასევე ძვლებსა და კბილებში. იგი განაპირობებს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებას, ზრდის კუნთების ტონუსს. 
ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქცია, სისხლის შედედების პროცესი, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ხდება იმუნური სისტემის გაძლიერება. ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. 
ვიტამინი D3-ის მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, უზრუნველყოფს ძვლის ქსოვილის დაკარგვის შენელებას, მოტეხილობების რისკის შემცირებას და აუცილებელია იმ შემთხვევაში, როდესაც ბუნებრივი გზით მისი მიღება (მზეზე ყოფნის დროის სიმცირე, არასრულფასოვანი საკვები, ასაკობრივი ფაქტორები) ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ვიტამინ D3-ის მიღება არის ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და სავალდებულო კომპონენტი.

2. როგორ მივიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად.
რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს: ზრდასრულები – 1 კაფსულა დღეში. 
დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, ორგანიზმში ვიტამინი D3-ის დეფიციტის ხარისხისა და მიღებულ დოზაზე რეაქციის მიხედვით.

3. რა სიფრთხილეა საჭირო დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის მიღების დროს?
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი და არ ინიშნება სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად. 
დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება!

არ მიიღოთ დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსი, თუ აღგენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსით ხანგრძლივი მიღებისას აუცილებელია სისხლში კალციუმის დონის კონტროლი, ასევე თირკმლის ფუნქციის კონტროლი სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრის გზით. დაკვირვება მეტად მნიშვნელოვანია ასაკოვან პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს და მიდრეკილები არიან ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ. ჰიპერკალციემიის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნების წარმოქმნის შემთხვევაში დანამატის მიღება უნდა შეწყდეს. სიფრთხილეა საჭირო სარკოიდოზით დაავადებულ პაციენტებში გამოყენებისას ვიტამინ D3-ის მის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაქმნის მომატებული რისკის გამო. ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში გამოყენებისას მაღალია ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.
დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ინახება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. 
ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

ბიოლოგიურად აქტიურ დანამატთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. დამატებითი ინფორმაცია დეტრივიტი / დეტრივიტი ფორტე / დეტრივიტი მაქსის შესახებ
დეტრივიტი 
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 50 მკგ (2000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი ფორტე
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 125 მკგ (5000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

დეტრივიტი მაქსი
1 კაფსულაში: ვიტამინი D3 ეკვ. 250 მკგ (10000 ს.ე.) ვიტამინი D. 
შეიცავს: ქოლეკალციფეროლი – 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) – ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი – 97.25%. დამატებითი სუბსტანცია: მზესუმზირის ზეთი, რაფინირებული.

გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე.

მწარმოებელი
Idee PharmaWelt GmbH
WESTHAFENSTR. 1,
D-13353 BERLIN, 
Germany

ნეოგლობინი 200მლ სიროფი

31.45 ლარი
29.56 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ლაჩიფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!