Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 325

ეუთიროქსი 25მკგ#100ტ

9.60 ლარი
9.02 ლარი

ქვეყანა: შვეიცარია

მწარმოებელი: ასინო ფარმა AG

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ციკლოდინონი #30ტ

ციკლოდინონი
CYCLODYNON
ЦИКЛОДИНОН

მწარმოებელი: BIONORICA, AG
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტები, მომწვანო–მოცისფრო ფერის, გლუვი ზედაპირით, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი.
1ტაბ.ადამის ხის ან ხეპილპილას (Aqnus castus) მშრალი ექსტრაქტი ………….. 3,2 – 4,8მგ
რაც შეესაბამება სამკურნალო მცენარის ნედლეულის 40 მგ–ს.
დამხმარე ნივთიერებები:პოვიდონი, სილიციუმის დიოქსიდის კოლოიდი, კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსისი შემადგენლობა: ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (IV) E171, რინის ყვითელი ოქსიდი E172, ინდიგოიტი E132, მაკროგოლი 6000, ემეტაკრილის და ეტაკრილის მჟავას სოპოლიმერი.
15 ცალი – 2 ბლისტერი.
შიგნით მისაღები წვეთები გამჭვირვალე, მოყვითალო–მოყავისფრო ხსნარი, შემადგენელი მცენარის დამახასიათებელი სუნით; შესაძებელია მცირე ნალექის გამოყოფა შენახვის პროცესში.
100გხეპილპილას მშრალ ექსტრაქტი ………….. 192–288მგ,
რაც შეესაბამება 2.4 გ სამკურნალო მცნარეულ ნედლეულს.
დამხმარე ნივთიერებები:პოვიდონი, სორბიტოლი 70% (არაკრისტალიზებული), პოლისორბატი 20, ნატრიუმის საქარატის დიჰიდრატი, პიტნის არომატიზატორი, ეთნოლი 96%, გასუფთვებული წყალი.50მლ მუქი მინის ფლაკონი, საწვეთურით.
კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატი, გამოყენებული მენსტრუაციული ციკლის დარღვევისას, მასტოდინიის და წინამენსტრუაციული სინდრომის სამკურნალოდ.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ფიტოპრეპარატი, რომლის კომპონენტები უზრუნველყოფენ სასქესო ჰორმონების ნორმალიზაციას. ახდენს დოფამინონერგულ მოქმედებას, რაც იწვევს პროლაქტინის პროდუქციის შემცირებას ე.ი. ჰიპერპროლაქტინემიას აწესრიგებს. პროლაქტინის მომატებული კონცენტრაცია არღვევს გონადოტროპინის სეკრეციას, რის შედეგადაც შეიძლება მოხდეს დარღვევები ფოლიკულის მომწიფებაში, ოვულაციაში და ყვითელი სხეულის ფაზაში, რაც შემდგომში იწვევს დისბალანს ესტრადიოლსა და პროგესტერონს შორის. სწორედ ეს ჰორმონული დისბალანსი იწვევს მენსტრუალური ციკლის დარღვევას და მასტოდინიას. ციკლოდინონი ნორმალურს ხდის გონადოტროპულ ჰორმონებს შორის თანაფარდობას, რაც იწვევს მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზის ნორმალიზაციას.პროლაქტინი ახდენს აგრეთვე პირდაპირ მასტიმულირებელ გავლენას სარძევე ჯირკვლების პროლიფერაციულ პროცესებზე, ძლიერდება შემაერთებლი ქსოვილის წარმოქმნა, რაც იწვევს სარძევე სადინარების გაფართოებას. პროლაქტინის შემცველობის დაქვეითება იწვევს სარძევე ჯირკვალში პათლოგიური პროცესის უკუგანვითარებას და ხდება ტკივილის სინდრომის კუპირება.
ფარმაკოკინეტიკა:
ხეპილპილას ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტის მოქმედება წარმოადგენს მისი კომპონენტების მოქმედების ერთობლიობას, ამიტომ ფარმაკოკინეტიკური კვლევა შეუძლებელია.
მიღების ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
მასტოდინია;
წინამენსტრუალური სინდრომი;
მიღების რეჟიმი: ინიშნება 40 წვეთი ან 1 ტაბლეტი 1–ჯერ დღეში დილით. მკურნალობის კურისი – არა ნაკლებ 3 თვე უწყვეტ რეჟიმში. თუ მკურნალობის დამთავრების შემდეგ ჩივილები კვლავ განახლდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია მკურნალობის შემდგომ გაგრძელებაზე.ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად. ფლაკონი წვეთებით გამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს, გამოყენების დროს დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რექციები: იშვიათად – კანის რეაქციები.ცნს–ის მხრიდან: იშვათდ – ფსიქომოტორული აგზნება, გონების არევა, ჰალუცინაციები.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.
განსაკუთრებული მითითებები:
წვეთები არ მიიღება ანტიალკოჰოლური წარმატებული თერაპიიის შემდეგ. ტაბლეტები შეიცავს რძის შაქარს (ლაქტოზას). ლაქტოზის აუტანლობა შეიძლება იყოს  შესაძლო მიზეზი პრეპარატით მკურნალობისას კუჭის არეში განვითარებული ტკივილისა და დიარეისა.პაციენტი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ თუ პრეპარატით მკურნალობისას განვითარდება სისუსტე,  დეპრესია, ტკივილი სარძევე ჯირკვლებში, მენსტრუალური ციკლის დარღვევა აუცილებლად მიმართოს ექიმს.შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს შეუძლიათ  ციკლოდინონის წვეთებისა და ტაბლეტების მიღება, რამდენადაც ციკოლოდინონის ერთჯერადი დოზა შეიცავს 0,03 პე–ზე ნაკლებს.
ჭარბი დოზირება:
რეკომენდირებული დოზირების დაცვისას დოზის გადაჭარბება არ აღინიშნება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დოპამინური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ეფექტურობის ურთიერთ შესუსტება. სხვა ურთიერთქმედება არ არის აღწერილი.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტით.
შენახვის პირობები და ვადები: სასურველია პრეპარატის შენახვა მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილზე 250C ტემპერატურაზე. ვადა – 3 წელი.

წყარო: http://www.mkurnali.ge/enciklopedia.html?task=term&id=7984

ცეფანორმი 40მგ #30კაფს

ცეფანორმი
(CEFANORM)

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცეფანორმის აქტიური ნივთიერება _ Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი  ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.

ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:
ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).
მკურნალობის კურსიშეადგენს _ 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში _ ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

გამოშვების ფორმა:
ცეფანორმი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

ფოლიკულინი 0.1% 1მლ #10ა (თბ)

ფოლიკულინი
    

ზოგადი დახასიათება:
გენერიული და ქიმიური დასახელება: ესტრონი; 3-ოქსიესტრა-1,3,5-(10)-ტრიენ-17-OH.

პრეპარატი წარმოადგენს ღია-ყვითელი ფერის გამჭვირვალე ზეთოვან სითხეს.

შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს 1მგ ესტრონს.
დამხმარე ნივთიერება-ატმის ზეთი. 

გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 0,1%

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ესტროგენი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოლიკულინი მიეკუთვნება ქალის სასქესო ჰორმონების, კერძოდ სტეროიდული სტრუქტურის ესტროგენული პრეპარატების ჯგუფს. ფოლიკულინი (ესტრონი) წარმოადგენს ბუნებრივ ფოლიკულურ ჰორმონს, რომლის გამომუშავება საკვერცხეებში იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და გრძელდება კლიმაქსის პერიოდამდე. ფოლიკულინი ყვითელი სხეულის ჰორმონთან ერთად არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და მონაწილეობს რეპროდუქციულ ფუნქციაში. პრეპარატი ხასიათდება სპეციფიკური მოქმედებით: იგი იწვევს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას, ასტიმულირებს საშვილოსნოს და ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას მათი განუვითარებლობის დროს, ამცირებს და ხელს უშლის ქალის ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში ან გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობით გამოწვეულ სხვადასხვა დარღვევების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების ქსოვილში, საშვილოსნოში, საშოში, ჰიპოთალამუსში და ჰიპოფიზში; მის მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება აგრეთვე ცხიმოვანი ქსოვილი.
მიღებული პრეპარატის 50%-დან 80%-მდე უკავშირდება პლაზმის ცილებს.
მეტაბოლიზმი:
ფოლიკულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მისი მეტაბოლიზმი შესაძლებელია აგრეთვე კუნთებში, თირკმელებში, სათესლებში.
გამოყოფა:
ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად.
ჩვენება:
ფილიკულინს იყენებენ საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობით (პირველადი და მეორადი ამენორეა, სასქესო აპარატის ჰიპოპლაზიის და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობის, კლიმაქსური და პოსტკასტრაციული დარღვევების, საკვერცხეების ესტროგენული ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული უნაყოფობის, მშობიარობის შესუსტების, წინამდებარე ორსულობით გამოწვეული მდგომარეობების დროს და სხვა).  პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ კლიმაქსის პერიოდში, ზოგჯერ-პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმების დროს. 

წინააღმდეგჩვენება:
სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების და სხვა ორგანოების (60 წლამდე ასაკის ქალებში) ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მასტოპათიები, ენდომეტრიტი, საშვილოსნოდან სისხლდენების მიმართ მიდრეკილება, კლიმაქსის პერიოდის ჰიპერესტროგენული ფაზა.

გვერდითი მოვლენები:
ფოლიკულინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ენდომეტრიუმში პროლიფერაციულ ცვლილებებს და საშვილოსნოდან სისხლდენებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ესტრონის კომბინაცია კალციუმის პრეპარატებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ციკლოსპორინთან იწვევს პრეპარატის შეწოვის, განაწილების და გამოყოფის პროცესების დარღვევას.

სიფრთხილე:
ორსულობა და ლაქტაცია: ესტრონის გამოყენება ოსულობის დროს და ორსულობის შემდგომ პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ესტრონი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ძვლოვანი სისტემის განვითარების დარღვევის გამო საჭიროა ბავშვებში და მოზარდებში ესტრონის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება. 

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. ფოლიკულინს იყენებენ კუნთებში ინექციის სახით.
სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობით მიმდინარე პირველადი ამენორეის დროს კუნთებში შეჰყავთ 1-2მლ პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით 1-2 თვის და მეტი ხნის განმავლობაში (საშვილოსნოს ზომების მნიშვნელოვნად მომატებამდე). შემდგომში ინიშნება პროგესტერონი (5მგ კუნთებში ერთხელ დღეღამეში 6-8 დღეღამის განმავლობაში). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰორმონოთერაპიის კურსიის განმეორება.
მეორადი ამენორეის დროს 15-16 დღეღამის განმავლობაში შეჰყავთ (ყოველდღიურად) 1მლ პრეპარატი, პროგესტერონის ან პრეგნინის შემდგომი დანიშვნით 6-8 დღეღამის განმავლობაში. მყარი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.
საკვერცხეების ჰიპოფუნქციით და საშვილოსნოს განუვითარებლობით გამოწვეული ჰიპო- და ოლიგომენორეის, ალგოდისმენორეის, უნაყოფობის დროს ფოლიკულინს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ: ყოველდღიურად შეჰყავთ 0,5-1მლ 15-16 დღეღამის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ჩვენებების მიხედვით, ინიშნება პროგესტერონი ან პრეგნინი 6-8 დღეღამის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია იგივე ვადებში მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.
სასქესო აპარატის ძლიერი ჰიპოპლაზიის და ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროლონგირებული ტიპის მოქმედების მქონე პრეპარატების დანიშვნა.
კლიმაქსით და ოვარიექტომიით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს (დეპრესია, ანგიონევროზული ცვლილებები და სხვა) შეჰყავთ 0,5-1მლ პრეპარატი ერთხელ დღეღამეში ან 1-2 დღეღამის ინტერვალით 10-15 ინექციის კურსით.  სიმპტომების კვლავ წარმოშობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება. კლიმაქსური პერიოდის ფაზის  და სიმპტომატიკის მიხედვით საჭიროა დოზების მკაცრად ინდივიდუალურად შერჩევა (აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზების შერჩევა).
მშობიარობის პროცესის სისუსტის  და წინამდებარე ორსულობის დროს ფოლიკულინი შეჰყავთ 2-3სთ-ით ადრე მშობიარობის მასტიმულირებელ პრეპარატების შეყვანამდე (4-5მლ).

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ესტრონის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენებს.
მკურნალობა: სიმპტომატური.

შენახვის ვადა:
5 წელი

შენახვის პირობები:
მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში ინექციის წინ ამპულის შიგთავსს აცხელებენ წყლის აბაზანაზე 15-20წ-ის განმავლობაში. კრისტალების გაქრობისას და გამჭვირვალე ხსნარის შემთხვევაში, როდესაც +36- +38°C-მდე გაცივებისას კრისტალების გამოლექვას არა აქვს ადგილი, პრეპარატი გამოყენებისათვის ვარგისია. 

შეფუთვა:
10  1მლ ამპულა  მუყაოს კოლოფში

ფემოსტონი კონტი 1/5 #28ტ

51.55 ლარი
48.46 ლარი

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: ებოტ ბიოლოჯიქალს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფემოსტონი 2/10 #28ტ

49.15 ლარი
46.20 ლარი

ქვეყანა: ჰოლანდია

მწარმოებელი: ებოტი ბიოლოჯიქალ ჰოლანდია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფემოსტონი 1/10 #28ტ

49.15 ლარი
46.20 ლარი

ქვეყანა: ნიდერლანდები

მწარმოებელი: ებოტ ბიოლოჯიქალს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ფემარინი 200მგ #30ტ ვაგინ.

67.00 ლარი
62.98 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: პაბიანიცეს ფ.საწ.პოლფა სა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

უტროჟესტანი 200მგ #14კაფს

საერთაშორისო დასახელება – progesteron

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – სასქესო ჰორმონების პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
200მგ კაფსულა #14
100მგ კაფსულა #30

წამლის ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა (1 კაფსულაზე):

მოქმედი ნივთიერება:

პროგესტერონი ნატურალური მიკრონიზირებული 100 ან 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიწის თხილის ზეთი, სოიოს ლიცეტინი, ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი.

აღწერილობა:

კაფსულები 100 მგ – მრგვალი, კაფსულები 200 მგ – ოვალური, რბილი ჟელატინის კაფუსლები ყვითელი ფერის, რომლებიც შეიცავს ზეთოვან, მოთეთრო ჰომოგენურ სუსპენზიას (ფაზების ხილული დაყოფის გარეშე).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰესტაგენი, ყვითელი სხეულის ჰორმონი. სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორებთან დაკავშირებით აღწევს ბირთვში, სადაც, დნმ-ს აქტივირებით, ასტიმულირებს რნმ-ს სინთეზს. ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან გადასვლას, რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს, სეკრეტულ ფაზაში გადასვლას, ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში, რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის. ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების აგზნებულობას და შეკუმშვას, ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას.
პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს, გლუკოზას უტილიზაციას, ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით, ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას, ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას; ამცირებს იზოთემიას, ზრდის შარდთან ერთად აზოტის გამოყოფას. ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას.
ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიის განვითარებას

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას
შეწოვა
მიკრონიზირებული პროგესტერონე კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია პირველი საათის განმავლობაში იზრდება, მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში (C max) მიღებიდან 1-3 საათში აღინიშნება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 0.13ნგ/მლ-დან 4.25 ნგ/მლ-მდე 1 საათში იზრდება, 11.75 ნგ/მლ-მდე 2 საათში და 8.37 ნგ/მლ-ს 3 საათში შეადგენს, 2 ნგ/მლ-ს 6 საათში და 1.64 ნგ/მლ-ს 8 საათში.
მეტაბოლიზმი
ძირითად მეტაბოლიტებს, რომლებიც სისხლის პლაზმაში განისაზღვრება, წარმოადგენს 20-ალფა-ჰიდროქსი-დელტა-4-ალფა-პრეგნანოლონი და 5-ალფა-დიჰიდროპროგესტერონი.
გამოყოფა
გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, მათ 95%-ს გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს, ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). აღნიშნული მეტაბოლიტები, რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში, იმ ნივთიერებების ანალოგიურია, რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ვაგინალური შეყვანისას
შეწოვა
აბსორბცია სწრაფად ხდება, პროგესტერონე საშვილოსნოში გროვდება, სისხლის პლაზმაში პროგესტერონის მაღალი დონე შეყვანიდან 1 საათში აღინიშნება. სისხლის პლაზმაში პროგესტერონის Cmax შეყვანიდან 2-6 საათში მიიღწევა. პრეპარატის 100 მგ 2-ჯერ დღეში შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია 9.7 ნგ/მლ-ს დონეზე 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება.
დღეში 200 მგ-ზე მაღალი დოზებით შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის 1 ტრიმესტრს შეესაბამება.
მეტაბოლიზმი
მეტაბოლიზირდება ძირითადად 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლის წარმოქმნით. პლაზმაში 5-ბეტა-პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება.
გამოყოფა
გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3-ალფა, 5-ბეტა-პრეგნანდიოლი (პრეგნანდიონი). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი გაზრდით (Cmax 142 ნგ/მლ 6 საათში).

ჩვენებები

პროგესტერონ-დეფიციტური მდგომარეობები.
შეყვანის პერორალური ხერხი:
– უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად
– წინამენსტრუალური სინდრომი
– მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის ან ანოვულაციის დარღვების შედეგად
– ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია
– პრემენოპაუზა
– მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია (ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად).
შეყვანის ვაგინალური ხერხი:
– ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში არაფუნქციონირებადი (არარსებული) საკვერცხეების (კვერცხუჯრედების დონორობა) დროს
– ლუტეინის ფაზეს შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის მომზადების დროს
– ლუტეინის ფაზეს შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენტსრუალურ ციკლში
– ნაადრევი მენოპაუზა
– ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია /ასტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში/ – უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად
– შეჩვეული და სავარაუდო აბორტის პროფილაქტიკა პროგესტერონის უკმარისობის შედეგად
– საშვილოსნოს მიომას პროფილაქტიკა
– ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა

მიღების წესები და დოზები

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათისა და განსაკუთრებულობების მიხედვით.
პერორალური შეყვანა
პრეპარატი მიიღება შიგნით, წლის დაყოლებით. უმეტეს შემთხვევაში პროგესტერონის უკმარისობის დროს უტროჟესტანის სადღეღამისო დოზა 200-300 მგ-ს შეადგენს, გაყოფილი 2 მიღებად (დილას და საღამოს). ლუტეინური ფაზის უკმარისობისას (წინამენსტრუქალური სინდრომი, ფიბროზულ-კისტოზური მასტოპათია, დისმენორეა, პრემენოპაუზა), სადღეღამისო დოზა 200 ან 400 მგ-ს შეადგენს, რომლების 10 დღის განმავლობაში მიიღება (ჩვეულებრივ ციკლის მე-17-დან 26-ე დღემდე). ჩანაცვლებითი ჰირმონოთერაპიის დროს მენოპაუზაში ესტროგენების მიღების ფონზე უტროჟესტანი გამოიყენება დოზით 200 მგ დღეში 10-12 დღის განმავლობაში.
ვაგინალური შეყვანა:
პროგესტრონის სრული არარსებობა ქალებში არაფუნქციური (არარსებული) საკვერცხეებით (საკვერცხეების დონორობა): ესტროგენული თერაპიის ფონზე 200 მგ დღეში ციკლის მე-13 და მე-14 დღეს, შემდეგ 100 მგ დღეშო ორჯერ ცკლის მე-15-დან 25-ე დღეს, 26-ე დღიდან და ორსულობის გამოვლენისას დოზა იზრდება 100 მგ-ით დღეში ყოველ კვირას, დღეში მაქსიმუმ 800 მგ-ს მიღწევით, გაყოფილი 3 მიღებად. ამ დოზირების გამოყენება შეიძლება 60 დღის განმავლობაში. ლუტეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს: რეკომენდებულია დღეში 400-800 მგ-ს მირება, დაწყებული ხორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მთელი ვადის განმავლობაში. ლუტეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენსტრუალურ ციკლში, ყვითელის სხეულის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული უნაყოფობის დროს: რეკომენდებულია დღეში 200-300 მგ-ს მიღება, დაწყებული ციკლის მე-17 დღიდან 10 დღის განმავლობაში, მენსტრუქციის დაგვიანების და ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. აბორტის საშიშროების შემთხვევებში ან პირველადი აბორტების პროფილატიკის მიზნით, წარმოქმნილის პროგესტერონის უკმარისობის ფომზე: 200-400 მგ ყოველდღე 2 მიღებად ორსულობის I და II ტრომესტრებში. კაფსულები შეიყვანება ღრმად საშოში.

გვერდითი მოვლენები

– ალერგიული რეაქციები.
– შიგნით მიღებისას: ძილიანობა, მოვლითი თავბრუსხვევა (პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში), ძალიან იშვიათად – მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა, მიდრეკილება თრომბოზების მიმართ, ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სქესობრივი გზებიდან; არასრული აბორტი, პორფირია.
სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები.
პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.
სიფრთხილით
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, ბრონქული ასთმა, ეპილეფსია, შაკიკი, დეპრესია; ჰიპერლიპოპროტეინემია, ორსულობის III ტრიმესტრი, ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები
– კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება
– სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის დარღვეული ფუნქციის გამო
– პერორალური შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის წარმოების დროს, რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება

ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ჭარბი დოზის შედეგს წარმოადგენს. პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აძლიერებს დიურეზულების, ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების, იმუნოდეპრესიულების, ანტიკოაგულანტების მოქმედებას. ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადები

3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა

ლაბორატორიი ბეზენ ინტერნასიონალ
საფრანგეთი

სპირალი-“მირენა”20მკგ/24ს #1

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერი (გაერთიანებული)

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!