Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 33

კლოსუნი 1% 100გ ფხვ

კლოსუნი

კლოტრიმაზოლის ფხვნილი

1% წ/

CLOSUN

სავაჭრო დასახელება

კლოსუნი

გენერიკული დასახელება

კლოტრიმაზოლი

შემადგენლობა

კლოტრიმაზოლი                       1% წ/წ

სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი,   

ლავანდის არომატი.

ფარმაცევტული ფორმა

ფხვნილი ადგილობრივი გამოყენებისთვის

კლინიკური მახასიათებლები

თერაპიული ჩვენება

კლოსუნი გამოიყენება გარეგანად, დამხმარე საშუალების სახით კლოტრიმაზოლის ფხვნილის, კრემის, ხსნარის ან დერმატოლოგიური სპრეის გამოყენებისას და როგორც პროფილაქტიკური საშუალება რეინფექციის წინააღმდეგ, განსაკუთრებით ინფექციების დროს, რომლებიც მოიცავს კანის  ნაოჭებს და სადაც ოფლიანობა პრობლემატურია.

დოზირება და მიღების მეთოდი

კლოტრიმაზოლი ორჯერ ან სამჯერ უნდა მოაფრქვიონ დაზიანებულ ადგილზე კლოტრიმაზოლის ფხვნილის, კრემის, ხსნარის ან დერმატოლოგიური სპრეის გამოყენების შემდეგ. ფხვნილი აგრეთვე შეიძლება მოაფრქვიონ ტანსაცმლის შიგნითა მხარეს და ფეხსაცმელში, რომელსაც კონტაქტი აქვს ინფიცირებულ მიდამოსთან.

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა.

არ გამოიყენოთ ფხვნილი ფრჩხილის ან სკალპის ინფექციების სამკურნალოდ.

განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

არ არის დადგენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

უცნობია

ორსულობა და ლაქტაცია

დასნებოვნებული ორსულებისგან მრავალი შემთხვევებისგან მიღებული მონაცემები არ ავლენს კლოტრიმაზოლის გვერდით ეფექტებს ორსულობაზე ან ნაყოფის/ახალშობილის ჯანმრთელობაზე. ამ დროისათვის არ არსებობს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური მონაცემები.

კლოტრიმაზოლის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ ექიმის ან (მეანის) მეთვალყურეობის ქვეშ. 

არასასურველი ეფექტები

იშვიათად, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ადგილობრივი, მსუბუქი წვის შეგრძნება ან გაღიზიანება ფხვნილის გამოყენებისთანავე.

ძალიან იშვიათად, პაციენტი გაღიზიანებას შეიძლება ვერ შეეგუოს და შეწყვიტოს მკურნალობა.

სხვა არასასურველი ეფექტები:

მთლიანად ორგანიზმი: ალერგიული რეაქცია, ტკივილი.

კანი და დანამატები: ქავილი, გამონაყარი.

ჭარბი დოზირება

შემთხვევით ორალურად შიგნით მიღების დროს რუტინული ზომები, როგორიც არის კუჭის ამორეცხვა უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ თუ ვლინდება დოზის გადაჭარბების კლინიკური სიმპტომები (მაგ., თავბრუსხვევა, გულისრევა და ღებინება). ეს ზომები უნდა მიიღონ მხოლოდ მაშინ თუ შესაძლებელია სასუნთქი გზების ადექვატური დაცვა.

ფარმაკოლოგიური მახასიათებლები

ფარმაკოდინამიური მახასიათებლები

ათქ კოდი: D01A C01

კლოტრიმაზოლი არის იმიდაზოლის წარმოებული, ანტიმიკოზული აქტივობის ფართო სპექტრით. აგრეთვე მოქმედებს Trichomonas, staphylococci, streptococci და Bacteroides წინააღმდეგ. არ მოქმედებს ლაქტობაცილებზე.

მოქმედების მექანიზმი

სოკოების წინააღმდეგ კლოტრიმაზოლი მოქმედებს ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირებით. ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირება იწვევს ციტოპლაზმური მემბრანის სტრუქტურულ და ფუნქციურ დაზიანებას.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები

კანზე გამოყენების შემდეგ ფარმაკოკინეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ კლოტრიმაზოლი პრაქტიკულად არ შეიწოვება ინტაქტური ან ანთებადი კანიდან სისხლის მიმოქცევაში. შედეგად, შრატში კლოტრიმაზოლის კონცენტრაცია აღმოჩენად ზღვარზე – 0.001 μგ/მლ-ზე დაბალი იყო, რაც მიუთითებს, რომ კლოტრიმაზოლის ადგილობრივად გამოყენება არ იწვევს სისტემურ ან გვერდით ეფექტებს.

შენახვის ვადა

36 თვე.

შენავის პირობები

ინახება  25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი

Biodeal Pharmaceuticals Pvt. Ltd.

Village-Saini Majra, Nalagarh-Ropar Road,

Nalagahr, Distt.-Solan,

H.P.-174101,

India

კლოვექსი 0.05% 15გ კრემი

კლოვექსი

Clovex

1. სამედიცინო პროდუქტის დასახელება

კლოვექსი (Clovex)

2.  რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემცველობა

კლობეტაზოლის პროპიონატი 0.05% w/w

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. ნაწილში 6.1.

3.  სამკურნალო ფორმა

კრემი

4.  კლინიკური მახასიათებლები

4.1  თერაპიული ჩვენებები

კლობეტაზოლი არის ძლიერი მოქმედების, ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდი, რომელიც ინიშნება მოზრდილებში, ხანდაზმულებსა და 1 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ანთებით ან ქავილით მიმდინარე, სტეროიდების მიმართ მგრძნობიარე დერმატოზების ხანმოკლე მკურნალობის მიზნით, თუ სხვა ნაკლებად აქტიური კორტიკოსტეროიდების მიმართ მგრძნობელობა არ აღინიშნება.

ეს მდგომარეობებია:

  • ხშირი მორეციდივე ეგზემა;
  • ფსორიაზი, ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა;
  • წითელი ბრტყელი ლიქენი;
  • დისკოიდური წითელი მგლურა;
  • კანის სხვა დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია შედარებით დაბალი აქტივობის მქონე სტეროიდების მიმართ.

4.2  დოზირება და გამოყენების წესი

გამოყენების წესი: კანზე დასატანებლად.

კრემები განსაკუთრებით ეფექტურია ნამიანი ან სველი ზედაპირისთვის.

მოზრდილები, ხანდაზმულებიდა 1 წელზე მეტი ასაკისბავშვები

კრემი თხელ ფენად დაიტანება და ნაზად  შეიზილება, გამოიყენება მინიმალური რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება დაზიანებული უბნის დასაფარად, ინიშნება 1-2-ჯერ დღეში მდგომარეობის გაუმჯობესებამდე (საპასუხო რეაქციის შემთხვევაში – რამდენიმე დღის განმავლობაში), შემდეგ საჭიროა გამოყენების სიხშირის შემცირება ან ნაკლები აქტივობის მქონე პრეპარატის დანიშვნა. ყოველი დატანების შემდეგ, დამარბილებელი საშუალების გამოყენებამდე, პრეპარატი უნდა გააჩეროთ საკმარისი დროის განმავლობაში, რომ მოხდეს მისი შეწოვა.

გამწვავებების პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებულია კლობეტაზოლის პროპიონატის განმეორებითი, ხანმოკლე კურსების ჩატარება.

უფრო მწვავე დაზიანებების დროს, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში, კლობეტაზოლის ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს მკურნალობის ადგილას პოლიეთილენის ფირის ოკლუზიური ნახვევის დადებით. ჩვეულებრივ, დამაკმაყოფილებელი პასუხის მისაღებად საკმარისია ოკლუზიური ნახვევის ღამით დადება. შემდეგ მიღებული გაუმჯობესების შენარჩუნება შესაძლებელია პრეპარატის დატანებით ნახვევის გარეშე.

თუ 2-4 კვირის განმავლობაში მდგომარეობა უარესდება ან არ უმჯობესდება, საჭიროა მკურნალობის და დიაგნოზის განმეორებითს შეფასება.

მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 4 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ აუცილებელია მკურნალობის გაგრძელება, უნდა გამოიყენოთ ნაკლებად ძლიერი პრეპარატი.

კრემის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 გ-ს კვირაში.

დაავადებაზე კონტროლის მიღწევის შემდეგ კლობეტაზოლით მკურნალობა თანდათან უნდა შეწყდეს, ხოლო დამარბილებელი საშუალებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემანარჩუნებელი თერაპიის სახით.

კლობეტაზოლის უეცარმა მოხსნამ შეიძლება არსებული დერმატოზების რეციდივი გამოიწვიოს.

დერმატოზები, რომლებიცძნელად ექვემდებარებიან მკურნალობას: პაციენტები ხშირი რეციდივებით 

მწვავე დაავადების შემთხვევაში, როგორც კი მიიღწევა ეფექტი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის უწყვეტი კურსის შედეგად, უნდა განხილულ იქნას პრეპარატის პერიოდული გამოყენების შესაძლებლობა (ერთხელ დღეში, კვირაში 2-ჯერ, ოკლუზიური ნახვევის გარეშე). ნაჩვენებია, რომ ასეთი მკურნალობა ეფექტურად ამცირებს რეციდივების განვითარების სიხშირეს.

პრეპარატის გამოყენება უნდა გაგრძელდეს კანის ყველა ადრე დაზიანებულ უბანზე ან პოტენციური გამწვავების ცნობილ უბნებზე. ამ სქემას თან უნდა ახლდეს დამარბილებელი საშუალებების ყოველდღიური, რუტინული გამოყენება. რეგულარულად უნდა შეფასდეს მდგომარეობა, ასევე მკურნალობის გაგრძელების სარგებელი და რისკი.

პედიატრიული პოპულაცია

კლოვექსი უკუნაჩვენებია 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბავშვებში ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისას უფრო მოსალოდნელია ადგილობრივი და სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. როგორც წესი, საჭიროა უფრო ხანმოკლე მკურნალობის კურსის ჩატარება და უფრო ნაკლებად ძლიერი საშუალების გამოყენება, ვიდრე  მოზრდილებში.

კლობეტაზოლის პროპიონატი სიფრთხილით გამოიყენება, იმის გათვალისწინებით, რომ დატანებული იყოს მინიმალური რაოდენობის კრემი, რომელიც უზრუნველყოფს საკმარის თერაპიულ ეფექტს. 

მკურნალობის ხანგრძლივობა ბავშვებში

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს; საჭიროა დაკვირვება კვირაში ერთხელ. ოკლუზიური ნახვევი არ გამოიყენება.

გამოყენება სახეზე

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს. ოკლუზიური ნახვევი არ გამოიყენება.

ხანდაზმული პაციენტები

კლინიკურ კვლევებში არ გამოვლენილა რაიმე განსხვავება პრეპარატის ეფექტურობაში ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის. ხანდაზმულ პაციენტებში ხშირია ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის შემცირება, რის შედეგადაც სისტემური აბსორბციის შემთხვევაში შეიძლება შემცირდეს პრეპარატის ელიმინაცია. 

შესაბამისად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

თირკმლის/ღვიძლის ფუნქციის დარღვევ

პრეპარატის სისტემური აბსორბციის შემთხვევაში (კანის ფართო ზედაპირზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებისას), მისი მეტაბოლიზმი და ექსკრეცია შეიძლება შემცირდეს, რაც ზრდის სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. შესაბამისად, პრეპარატი უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობით, ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევამდე.

4.3  უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.

კლოვექსი არ გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობის დროს:

  • არანამკურნალევი კანის ინფექციები;
  • როზაცეა;
  • აკნე;
  • ქავილი ანთების გარეშე;
  • პერიანალური და გენიტალური ქავილი;
  • პერიორალური დერმატიტი.

კლობეტაზოლი უკუნაჩვენებია ერთ წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზების დროს, დერმატიტების და გამოყელვის ჩათვლით.

4.4   სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

კლობეტაზოლი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება  ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა სხვა კორტიკოსტეროიდების ან პრეპარატის რომელიმე დამხმარე ნივთიერებების მიმართ. ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობის რეაციები შეიძლება მიმდინარე დაავადების სიმპტომების მსგავსი იყოს.

ზოგიერთ პირებში ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების მომატებული სისტემური აბსორბციის გამო შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმი (კუშინგის სინდრომი) და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის (HPA) შექცევადი დათრგუნვა, რომელიც გლუკოკორტიკოსტეროიდულ უკმარისობას იწვევს. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული დარღვევების განვითარების შემთხვევაში, საჭიროა პრეპარატის მოხსნა, მისი სიხშირის თანდათანობითი შემცირების გზით, ან სხვა ნაკლებად ძლიერი კორტიკოსტეროიდით მისი ჩანაცვლებით. მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გლუკოკორტიკოსტეროიდული უკმარისობა გამოიწვიოს.

სისტემური ეფექტების გაძლიერების რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების აქტივობა და შემადგენლობა;
  • გამოყენების ხანგრძლივობა;
  • კანის ფართო ზედაპირზე დატანება;
  • კანის დახურულ მიდამოებში გამოყენება (მაგ., გამოყელვის ადგილებში ან ოკლუზიური ნახვევის ქვეშ (ბავშვის საფენი შეიძლება ოკლუზიური ნახვევის როლს ასრულებდეს));
  • კანის რქოვანი გარსის მომატებული ჰიდრატაცია;
  • გამოყენება თხელი კანის მიდამოში, მაგ., სახეზე;
  • დაზიანებულ კანზე გამოყენება ან სხვა მდგომარეობების დროს, რომლებსაც თან ახლავს კანის ბარიერის მთლიანობის დარღვევა;
  • მოზრდილებთან შედარებით ბავშვებში აღინიშნება ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მაღალი ხარისხის აბსორბცია, რის გამოც პაციენტების მოცემულ კატეგორიაში განსაკუთრებით მაღალია სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი. ეს განპირობებულია იმით, რომ ბავშვებში არ არის მომწიფებული კანის ბარიერი და სხეულის მასასთან სხეულის ზედაპირის ფართობის შეფარდების მაჩვენებელი უფრო მეტია, ვიდრე მოზრდილებში.

პედიატრიული პოპულაცია

შეძლებისდაგვარად,  საჭიროა თავის არიდება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებით მკურნალობისაგან, რადგან შესაძლებელია თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დათრგუნვა.

ადგილობრივი მოქმედების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას ბავშვებში უფრო ხშირად ვითარდება კანის ატროფიული ცვლილებები.

მკურნალობის ხანგრძლივობა ბავშვებში

მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, საჭიროა დაკვირვება კვირაში ერთხელ. ოკლუზიური ნახვევი არ გამოიყენება.

ინფექციის რისკი ოკლუზიის დროს

სითბო და ნესტი კანის ნაკეცებში, ასევე პირობები, რომლების წარმოიქმნება ოკლუზიური ნახვევის დადებისას, ხელს უწყობენ ბაქტერიული ინფექციის განვითარებას. ოკლუზიური ნახვევის გამოყენებისას, ყოველი ახალი ნახვევის დადების წინ საჭიროა კანის კარგად გაწმენდა.

გამოყენება ფსორიაზის დროს

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები სიფრთხილით გამოიყენება ფსორიაზის დროს, რადგან ზოგიერთ შემთხვევებში აღინიშნებოდა დაავადების რეციდივები, პრეპარატის მიმართ ტოლერანტობის განვითარება, გენერალიზებული პუსტულოზური ფსორიაზის განვითარების რისკი და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევის შედეგად – ადგილობრივი და სისტემური ტოქსიკური რეაქციების განვითარება. ფსორიაზის მკურნალობის მიზნით გამოყენებისას აუცილებელია პაციენტის დაკვირვება.

თანმხლები ინფექცია

მეორეული ინფექციის შემოერთებისას საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობის ჩატარება. ინფექციის გავრცელების ნებისმიერი სიმპტომის განვითარების დროს საჭიროა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი ანტიბაქტერიული პრეპარატებით სათანადო თერაპიის ჩატარება.

ფეხის ქრონიკული წყლულები

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები ზოგჯერ გამოიყენება ფეხის ქრონიკული წყლულების გარშემო არსებული დერმატიტის მკურნალობისთვის. თუმცა, ასეთი გამოყენების დროს იზრდება მომატებული მგრძნობელობის ადგილობრივი რეაქციების განვითარების სიხშირე და ადგილობრივი ინფექციების განვითარების რისკი.

სახის კანზე დატანება

სახის კანზე დატანება არასასურველია, რადგან ეს მიდამო უფრო მგრძნობიარეა ატროფიული ცვლილებების განვითარების მიმართ. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.

ქუთუთოებზე დატანება

ქუთუთოებზე დატანებისას გამოიყენება სიფრთხილით, რათა თავიდან იქნას აცილებული პრეპარატის თვალში მოხვედრა, რადგან მრავალჯერადი ზემოქმედების შედეგად შეიძლება განვითარდეს კატარაქტა და გლაუკომა. თვალში პრეპარატის შემთხვევით მოხვედრისას საჭიროა თვალის გამობანვა დიდი რაოდენობის წყლით.

4.5  ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დ ასხვა ფორმის ურთიერთქმედებებ

ნაჩვენებია, რომ CYP3A4 იზოფერმენტების მაინჰიბირებელი პრეპარატების (მაგ., რიტონავირი და იტრაკანოზოლი) ერთდროული გამოყენება იწვევს კორტიკოსტეროიდების მეტაბოლიზმის ინჰიბირებისას, რის შედეგადაც იზრდება მათი სისტემური ექსპოზიცია. ამ ურთიერთქმედების კლინიკური მნიშვნელობის ხარისხი დამოკიდებულია  დოზაზე,  კორტიკოსტეროიდების გამოყენების მეთოდსა და CYP3A4 იზოფერმენტების ინჰიბიტორის აქტივობაზე.

4.6  ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

არსებობს შეზღუდული მონაცემები ორსულ ქალებში კლობეტაზოლის გამოყენების შესახებ. ორსულ ცხოველებში კორტიკოსტეროიდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების დარღვევები. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანებისთვის დადგენილი არ არის. ორსულობის დროს კლობეტაზოლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისთვის მოსალოდნელ რისკს. უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური რაოდენობის პრეპარატი დროის მინიმალური პერიოდის განმავლობაში.

ძუძუთი კვება

ლაქტაციის პერიოდში ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

არ არის ცნობილი შესაძლებელია, თუ არა ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენების შემდეგ მოხდეს მათი სისტემური აბსორბცია იმ რაოდენობით, რომ შესაძლებელი იყოს მათი განისაზღვრა დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში კლობეტაზოლის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ჩვილისთვის მოსალოდნელ რისკს. ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენებისას კლობეტაზოლი არ უნდა დაიტანოთ მკერდზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ბავშვში მისი შემთხვევითი მოხვედრა.

ფერტილობა

მონაცემები ფერტილობაზე  ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ზეგავლენის შესახებ არ მოიპოვება.

ვირთაგვებში კლობეტაზოლის კანქვეშ შეყვანისას ზეგავლენა შეჯვარების უნარზე არ გამოვლენილა, თუმცა ყველაზე მაღალი დოზებით გამოყენებისას აღინიშნებოდა ფერტილობის დაქვეითება.

4.7  ზეგავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე

სატრანპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე კლობეტაზოლის ზეგავლენის შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. ადგილობრივი გამოყენების კლობეტაზოლის გვერდითი ეფექტების პროფილიდან გამომდინარე რაიმე სახის არასასურველი ზეგავლენა ასეთი სახის აქტივობებზე მოსალოდნელი არ არის.

4.8  გვერდითი ეფექტები

ქვემოთ მოცემულია გვერდითი ეფექტები MedDRA-ს ორგანოთა კლასების და განვითარების სიხშირის მიხედვით.

სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კლასიფიკაციით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/100 –

პოსტ-მარკეტინგული მონაცემები

ინფექციები და ინვაზიები

ძალიან იშვიათად

ოპორტუნისტული ინფექციები

იმუნური სისტემის დარღვევები

ძალიან იშვიათად

მომატებული მგრძნობელობა,

გენერალიზებული გამონაყარი

ენდოკრინული დარღვევები

ძალიან იშვიათად

ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვა: კუშინგის სინდრომი (მაგ., მთვარისებური სახე, ცენტრალური ტიპის სიმსუქნე), სხეულის მასის მომატების შეფერხება ან/და ბავშვებში ზრდის შეფეხება, ოსტეოპოროზი, გლაუკომა, ჰიპერგლიკემია / გლუკოზურია, კატარაქტა, ჰიპერტენზია, წონის მომატება / სიმსუქნე, ენდოგენური კორტიზოლის კონცენტრაციის შემცირება, ალოპეცია, თმების მტვრევადობა

კანისადაკანქვეშაქსოვილისდარღვევები

ხშირად

ქავილი, ადგილობრივად კანის წვის შეგრძნება /

კანის ტკივილი

არც ისე ხშირად

კანის ატროფია *, სტრიები *, ტელეანგიექტაზიები *

ძალიან იშვიათად

კანის გათხელება*, დანაოჭებული კანი*, კანის სიმშრალე*, პიგმენტაციის ცვლილება*, ჰიპერტრიქოზი, დაავადების სიმპტომების გამწვავება, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი ან/და დერმატიტი, პუსტულოზური ფსორიაზი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, აკნე.

*კანის დარღვევები მეორეულია ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა სისტემის დათრგუნვის ადგილობრივ ან/და სისტემურ ეფექტებთან შედარებით.

ზოგადი დარღვევები და გამოყენების ადილის მხრივ

ძალიან იშვიათად

გამოყენების ადგილას გაღიზიანება / ტკივილი

თვალების მხრივ

არ არის ცნობილი

მხედველობის დაბინდვა  (იხ. ასევე ნაწილი 4.4)

შეტყობინება გვერდითი რეაქციის შესახებ

ძალიან მნიშვნელოვანია პრეპარატის შესახებ არასასურველი რეაქციების შეგროვება. ეს პრეპარატის სარგებელი/რისკის შეფარდების შესაძლებლობას  იძლევა. ნებისმიერი არასასურველი რეაქციის განვითარებისას აცნობეთ  ამის შესახებ სამედიცინო პერსონალს.

4.9  ჭარბი დოზირება

სიმპტომები

ადგილობრივი გამოყენებისას კლობეტაზოლი შეიძლება აბსორბირდეს იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ გამოიწვიოს სისტემური ეფექტები. მწვავე ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის ქრონიკული ჭარბი დოზირების ან არასწორი გამოყენების შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერკორტიციზმის სიმპტომები.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების შემთხვევაში პრეპარატი თანდათან უნდა მოიხსნას, შემცირდეს გამოყენების სიხშირე, ან იგი უნდა ჩანაცვლდეს ნაკლები აქტივობის მქონე კორტიკოსტეროიდით, თირკმელზედა ჯირკვლების უკმარისობის რისკის გამო. შემდგომი მკურნალობა უნდა განხორციელდეს კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ან, ტოქსიკოლოგიური ცენტრების არსებობისას, მათი რეკომენდაციების შესაბამისად.

5.  ფარმაკოლოგიური თვისებები

5.1  ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კორტიკოსტეროიდები, ძალიან ძლიერი (ჯგუფი IV).

ათქ კოდი: D07AD01.

მოქმედების მექანიზმი

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ალერგიული რეაქციების გვიანი ფაზის ინჰიბირების რამდენიმე მექანიზმით, მათ შორის პოხიერი უჯრედების სიმკვრივის შემცირება, ქემოტაქსისის და ეოზინოფილების აქტივობის შემცირება, ლიმფოციტების, მონოციტების,  პოხიერი უჯრედების და ეოზინოფილების მიერ ციტოკინების პროდუქციის შემცირება, ასევე არაქიდონის მჟავას მეტაბოლიზმის ინჰიბირება.

ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელი თვისებები.

5.2  ფარმაკოკინეტიკური თვისებები

აბსორბცია

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტებური აბსორბცია შესაძლებელია ინტაქტური ჯანმრთელი კანის ზედაპირიდან. ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების კანის ზედაპირიდან შეწოვის ხარისხი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, მათ შორის სამკურნალო საშუალების ფუძე და ეპიდერმული ბარიერის მთლიანობა.

ოკლუზია, ანთება ან/და კანის სხვა პათოლოგიური პროცესები ასევე ძრდიან აბსორბციას კანის ზედაპირიდან.

ერთ-ერთ კვლევაში ჯანმრთელ კანზე 0.05 % მალამოს სახით 30 გ კლობეტაზოლის დატანებისას კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მეორე გამოყენების შემდეგ მიიღწეოდა 8 სთ-ში (პირველი აპლიკაციის შემდეგ – 13 სთ-ში) და შეადგენდა 0.63 ნგ/მლ-ს. 0.05 % კრემის სახით 30 გ კლობეტაზოლის მეორე დოზის გამოყენებისას 10 სთ-ის შემდეგ კლობეტაზოლის პროპიონატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში უმნიშვნელოდ აღემატებოდა მალამოს კონცენტრაციას.

სხვა კვლევაში ფსორიაზის და ეგზემის მქონე პაციენტებში 0.05 % მალამოს სახით 25 გ კლობეტაზოლის პროპიონატის ერთჯერადი გამოყენებიდან 3 სთ-ის შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში შესაბამისად შეადგენდა დაახლოებით 2.3 ნგ/მლ-ს და 4.6 ნგ/მლ-ს.

მეტაბოლიზმი

კანის ზედაპირიდან აბსორბციის შემდეგ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები იმავე გზებით მეტაბოლიზდებიან, რაც სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდები. მეტაბოლიზდებიან ძირითადად ღვიძლში.

ელიმინაცია

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდები გამოიყოფა თირკმლებით. გარდა ამისა, ზოგიერთი კორტიკოსტეროიდები და მათი მეტაბოლიტები გამოიყოფა ასევე ნაღველით.

5.3  უსაფრთხოების პრეკლინიკური მონაცემები

კანცეროგენობა / მუტაგენობა

კანცეროგენობა

კლობეტაზოლის პროპიონატის კანცეროგენული პოტენციალის შეფასების მიზნით ხანგრძლივი კვლევები ცხოველებზე არ ჩატარებულა.

გენოტოქსიკურობა

კლობეტაზოლის პროპიონატი არ იყო მუტაგენური in vitro ბაქტერიული უჯრედების რიგ ანალიზში.

რეპროდუქციული ტოქსიკურობა

ფერტილობა

ფერტილობის კვლევებში ვირთაგვებში კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ შეყვანა დოზებით 6.25-50 მკგ/კგ/დღეში არ ახდენდა გავლენას შეჯვარებაზე, ხოლო ფერტილობა მცირდებოდა მხოლოდ დოზაზე 50 მკგ/კგ/დღეში.

ორსულობა

ორსულობის დროს კლობეტაზოლის პროპიონატის კანქვეშ შეყვანა თაგვებში (≥100 მკგ/კგ/დღეში), ვირთხებსა (400 მკგ/კგ/დღეში) და ბოცვერებში (1-10 მკგ/კგ/დღეში) იწვევდა ნაყოფის განვითარების ანომალიებს, მათ შორის სასის ნაპრალი და პრენატალური განვითარების შეფერხება. 

6.  ფარმაცევტული თვისებები

6.1  დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

თხევადი პარაფინი

თეთრი ვაზელინი

ცეტომაკროგოლი ემულსირებადი ცვილი

მეთილპარაბენი

პროპილ პარაბენი

ბუტილჰიდროქსიტოლუოლი

პროპილენგლიკოლი

უწყლო ნატრიუმის ფოსფატი

ნატრიუმის მონოფოსფატი

გასუფთავებული წყალი

6.2  შეუთავსებლობა

მონაცემები არ არსებობს.

6.3 ვარგისობის ვადა

36 თვე.

6.4  უსაფრთხოების სპეციალური ზომები შენახვისას

ინახება არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

6.5  კონტეინერის შემცველობა და შემადგენლობა

15 გ კრემი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

6.6  უტილიზაციის უსაფრთხოების სპეციალური ზომები

კლოვექსის გამოყენების შემდეგ პაციენტმა უნდა დაიბანოს ხელები, თუ იგი არ მკურნალობს ხელებს.

7. სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

CSBS Healthcare PVT LTD, ნიუ დელი-92, ინდოეთი

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

Blossom Pharmaceuticals

ნაკვეთი #21/22, ტივინ ინდასტრიალ ესტეიტ, კარასვადა ტივიმ ბარდეს-გოა

8. სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

[ივსება ეროვნული მოთხოვნებით]

9. პირველი ავტორიზაციის/ავტორიზაციის განახლების თარიღი

პირველი ავტორიზაციის თარიღი:

ბოლო ავტორიზაციის თარიღი:

[ივსება ეროვნული მოთხოვნებით]

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ჰელიოპრაზოლი 40მგ #28ტ

68.00 ლარი
63.92 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: პერრერი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კასტელანი წითელი 25მლ ფლ (თბ)

წითელი კასტელანის ხსნარი
Solutio Kastelani Rubra

შემადგენლობა:

რეზორცინი, ბორმჟავა, ფენოლი, ფუქსინი, ეთანოლი 95%, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება: კანდიდოზები.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

შეფუთვა:
30 მლ ნარინჯისფერი მინის ან 25 მლ პოლიმერული მასალის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა

1 წელი

შენახვა

სინათლისაგან დაცულ, გრილ ადგილას.

ცაიტოტეკი 200მკგ #60ტ

ცაიტოტეკი

შემადგენლობა

თეთრი/მოთეთრო ფერის ჰექსაგონალური ტაბლეტი, ორივე მხარე ხორკლიანი, ერთ მხარეს გრავირება SEARLE 1461. ყოველი ტაბლეტი შეიცავს მიზოპროსტოლის 200 მიკროგრამს.

მოქმედება
ცაიტოტეკი არის ბუნებრივად გამოვლენილი პროსტაგლანდინ E1-ის ანალოგი, რომელიც ხელს უწყობს პეპტიკური წყლულის შეხორცებას და ასიმპტომურ შემსუბუქებას. ცაიტოტეკი იცავს გასტროდუოდნალურ ლორწოვანს ბაზალური, იძულებითი და ღამის მჟავური სეკრეციის ინჰიბირებით და კუჭის სეკრეციის მოცულობის, კუჭის წვენის პროტეოლიზური აქტივობის შემცირებით და ბიკარბონატისა და ლორწოვანი სეკრეციის მომატებით.

გამოყენება
ცაიტოტეკი ნაჩვენებია დუოდენალური წყლულის და კუჭის წყლულის სამკურნალოდ, მათ შორის იმ წყლულების, რომლებიც გამოწვეულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ართრიტის რისკის ქვეშ, სანამ გრძელდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით მკურნალობა. გარდა ამისა ცაიტოტეკის გამოყენება შეიძლება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატებით გამოწვეული წყლულების პროფილაქტიკისთვის.

მოზრდილები
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კუჭის წყლულის და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წლულის შეხორცება; 800 მკგ დღეში 2 ან 4 გაყოფილ დოზად საუზმის დროს ან/და ყოველი მთავარი კვების დროს და ძილის წინ. საწყისი მკურნალობა ინიშნება სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში, მაშინაც კი როცა სიმპტომური შვება მიიღწევა უფრო მალე. პაციენტების უმრავლესობაში წყლულები შეხორცდება 4 კვირაში მაგრამ მკურნალობა საჭიროების შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს 8 კვირამდე. თუ წყლული გამნეორდა საჭიროა მკურნალობის გაგრძელება. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წყლულის პროფილაქტიკა – 200 მკგ დღეში ორჯერ, სამჯერ დღეში ან ოთხჯერ დღეში. საჭიროების შემთხევევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს. დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. 
ხანდაზმულები
შეიძლება ჩვეული დოზების გამოყენება
თირკმლის უკმარისობა
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში არსებული მონაცემების მიხედვით დოზის რაიმე სახით რეგულირება საჭირო არ არის. 
ღვიძლისმიერი დარღვევები
ცაიტოტეკი მეტაბოლიზდება მთელი ორგანიზმის ორგანოებში წარმოდგენილი ცხიმოვანი მჟავების დამჟანგველი სისტემებით. ამის გამო ღვიძლის უკმარისობა სავარაუდოდ არ ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას მისი მეტაბოლიზმზე და პლაზურ დონეებზე.
ბავშვები
ცაიტოტეკის გამოყენება ჯერჯერობით არ არის შეფასებული პეპტიკური დაწყლულების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული პეპტიკური წყლულის მკურნალობაში.

გასტროინტესტინალური სისტემა: გამოვლინდა დიარეა, ხანდახან მწვავე და გახანგრძლივებული და შეიძლება საჭიროებდეს პრეპარატის მოხსნას. მისი მინიმიზირება შეიძლება არაუმეტეს 200 მკგ ერთჯერადი დოზის გამოყენებით საკვებთან ერთად და პრედომინანტურად, როდესაც საჭიროა ანტაციდი, მაგნიუმის გამოყენების თავიდან აცილებით, რომელიც შეიცავს ანტაციდებს,. 
მიზოპროსტოლის მკურნალობის შემდეგ შეიძლება დაიწყოს აბდომინალური ტკივილი მასთან დაკავშირებული დისპეფსიით ან დაირეით. სხვა გასტროინტესტინალურ ეფექტებს მიეკუთვნება: დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა და ღებინება. 
ქალის რეპროდუქციული სისტემა: მენორაგია, ვაგინალური სისხლდენა და ინტერმენსტრუალური სისხლდენა პრე- და პოსტ-მენოპაუზალურ ქალებში. 
სხვა გევრდითი ეფექტები: აღინიშნა კანის გამონაყარი. იშვიათად აღინიშნა თავბრუსხვევა. 
ცაიტოტეკთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების ხასიათი მსგავსია როდესაც ხდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენება.

უკუჩვენებები
ცაიტოტეკი უკუნაჩვენებია ორსულებში და იმ ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას, იმდენად რამდენადაც ის ზრდის საშვილოსნოს ტონუსს და შეკუმშვას ორსულებში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ჩასახვის პროდუქტების ნაწილობრივი ან სრული გამოდევნა. ის ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა პროსტაგლანდინების მიმართ.

ორსულობა
იხილე უკუჩვენებები
ლაქტაცია
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ცაიტოტეკის აქტიური მეტაბოლიტი დედის რძეში. ამის გამო ცაიტოტეკის დანიშვნა არ არის რეკომენდირებული ძუძუთი კვების დროს.

სიფრთხიკლის ზომები
გამოყენება პრე-მენოპაუზალურ ქალებში (ასევე იხილე უკუჩვენებები): ცაიტოტეკის გამოყენება არ შეიძლება პრე-მენოპაუზალურ ქალებში თუ პაციენტი არ საჭიროებს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო მკურნალობას და იმყოფება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით გამოწვეული წყლულებით გამოწვეული გართულებების რისკის ქვეშ. 
ასეთ პაციენტებში ნაჩვენებია ცაიტოტეკის გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პაციენტი:
• ახორციელებს ეფექტურ კონტრაცეპტულ ღონისძიებებს.
• გაწეული აქვს რეკომენდაცია ცაიტოტეკის მიღების მაღალი რისკის შესახებ, თუ არის ორსულად (იხილე უკუჩვენებები)
სიფრთხილის სპეციალური ზომები
კლინიკუირ კვლევების შედეგების მიხედვით ცაიტოტეკი არ იწვევს ჰიპოტენზიას იმ დოზებით რომელიც ეფექტურია კუჭის და დუოდენალური წყლულების განკურნების ხელშეწყობაში. მიუხედავად ამისა, ცაიტოტეკი სიფრთხილით გამოიყენება ისეთი დაავადებების არსებობისას, როდესაც ჰიპოტენზია აჩქარებს მწავვე გართულებებს, მაგალითად ცერებროვასკულარული დაავადება, კორონარული არტერიული დაავადება ან მწვავე პერიფერიული ვასკულარული დაავადება მათ შორის ჰიპერტენზია. 
არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ იწვევს თუ არა ცაიტოტეკი გვერდით ეფექტებს გლუკოზის მეტაბოლიზმთან დაკავშირებით მოხალისეებში ან შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. 

დამატებითი ინფორმაცია
ცაიტოტეკმა რეკომენდებული თერაპიული მრავალჯერადი დოზით, ცხოველებში გამოიწვია კუჭის ლორწოვანის ჰიპერპლაზია. ამ მახასიათებლის პასუხი E პროსტაგლანდინებზე უბრუნდება ნორამლურ მაჩვენებელს შენაერთის მოხსნისას. პაციენტებში კუჭის ბიოფსიის ჰისტოლოგიურმა კვლევამ, რომელიც აღებული იქნა მიზოპროსტალით მკურნალობამდე და მკურნალობის შემდეგ ერთი წლის შემდეგ არ გამოავლინა მიზოპროსტალთან დაკავშირებული გვერდითი ქსოვილოვანი რეაქცია. ცაიტოტეკით კუჭის სეკრეციის ინჰიბირება მიიღწევა ადგილობრივი და სისიტემური ეფექტების კომბინაციით. ცაიტოტეკი სწრაფად შეიწოვება ორალური მიღების შემდეგ, და აქტიური მეტაბოლიტის (მიზოპროსტალის მჟავის) პიკური პლაზმა დონეები ვლინდება დაახლოებით 30 წუთში. მიზოპროსტალის პლაზმა ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 20-40 წუთს. არ ვლინდება მიზოპროსტალის მჟავის აკუმულაცია პლაზმაში 400 მკგ განმეორებითი დოზის დღეში 2-ჯერ მიღების შემდეგ.

ჭარბი დოზირებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერებას. დოზის გადაჭარბების დროს საჭიროა სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობის განხორციელება. კლინიკური კვლევების მიხედვით პაციენტები მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტების გარეშე, კარგად იტანდნენ 1200 მკგ-ს ყოველდღიურად, 3 თვის განმავლობაში.

ცაიტოტეკი პრედომინანტურად მეტაბოლიზდება ცხიმოვანი მჟავების დამჟანგველი სისტემებით და არ ავლენს გვერდით მოქმედებას ღვიძლის მიკროსომალურ შერეული ფუნქციის ოქსიდაზა (P450) ფერმენტულ სისტემაზე. სპეციფიურ კვლევებში არ გამოვლინდა რაიმე კლინიკურად მნიშვენლოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ანტიპირინთან, დიაზეპამთან და პროპრანოლოლთან. ექსტენსიური კლინიკური კვლევების მიხედვით არ გამოვლინდა ცაიტოტეკთან დაკავშირებული პრეპარატთა ურთიერთქმედება. დამატებითმა მონაცემებმა არ გამოავლინა კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ან ფარმაკოდინამიკური ურთირთქმედება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა ასპირინი, დიკლოფენაკი და იბუპროფენი.

ინახება მშრალ ადგილას 30°C (86°F) ქვემოთ.

კასტელანი თეთრი 25მლ (თბ)

თეთრი კასტელანის ხსნარი
Solutio Castelani Alba

შემადგენლობა:
რეზორცინი; ბორის მჟავა; ფენოლი; ეთანოლი 95%; გამოხდილი წყალი;

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენება:
კანდიდოზები

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:

პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

შეფუთვა:

30 მლ ნარინჯისფერ მინის ან 25 მლ პოლიეთილენის ფლაკონებში საწვეთურით და ხრახნიანი თავსახურით.

გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.

ვარგისიანობის ვადა
1 წელი

შენახვა
ბნელ, გრილ ადგილას.

ცაიტოტეკი 200მკგ #42ტ

კასთელანდო უფერო 25მლ ფლ

1.05 ლარი
1.01 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ოფიცინა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კასთელანდო მუქი 25მლ ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ფამოტიდინი 40მგ #20ტ

5.40 ლარი
5.08 ლარი

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!