Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 37

დერმოვეიტი 0.05% 25გ კრემი

საერთაშორისო დასახელება – clobetasol
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – D07AD01

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კრემი 0.05%: ტუბი 25 გ
მალამო 0.05%: ტუბი 25 გ

კრემი: 1 გ
კლობეტაზოლის პროპიონატი … 500 მკგ
მალამო:1 გ
კლობეტაზოლის პროპიონატი . . 500 მკგ
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს გარეგანი მოქმედების გლუკოკორტიკოიდულ საშუალებას, რომელიც ავლენს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას. ამცირებს შეშუპებას, ჰიპერემიას და გამოყენების ადგილას ქავილს.

ფარმაკოკინეტიკა

ადგილობრივად ხმარებისას, განსაკუთრებით დაზიანებულ კანზე დამწოლი ნახვევის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია პრეპარატის შეწოვა გლუკოკორტიკოიდული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარებით. ჰიდროკორტიზონთან შედარებით იგი პლაზმის ცილებს ნაკლებად უკავშირდება, თუმცა გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი. იგი მეტაბოლიზმს განიცდის ძირითადათ ღვიძლში, ნაწილობრივ კი – თირკმელების მეშვეობით. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით

ჩვენებები

– ფსორიაზი (ფოლაქისებრი გავრცელებული ფსორიაზის გარდა);
– ეგზემა (რეფრაქტერული ფორმა);
– წითელი ბრტყელი ლიქენი;
– დისკოიდური წითელი მგლურა;
– კანის სხვა დაავადებები, რომლებიც რეზისტენტულია შედარებით აქტიური გლუკოკორტიკოიდული საშუალებებით თერაპიის მიმართ.

მიღების წესები და დოზები

მალამო ან კრემი თხელ ფენად დაიტანება დაზიანებულ უბანზე დღეში 1-2-ჯერ სასურველი ეფექტის მიღებამდე.
კანის შედარებით მძიმე ფორმის დაზიანებისას, განსაკუთრებით ჰიპერკერატოზის შემთხვევაში დერმოვეიტის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა გავაძლიეროთ დამწოლი ნახვევის (ერთ ღამეში შესაძლებელია მივიღოთ სასურველი შედეგი) გამოყენებისას.
პრეპარატის მიღებიდან 2-4 კვირის შემდეგ სასურველი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია დიაგნოზის დაზუსტების მიზნით.
პრეპარატი რეკომენდებულია ხანმოკლე მიღებისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია ხანმოკლე ვადით პრეპარატის განმეორებითი მიღება. იმ შემთხვევაში, თუ აუცილებელია ხანგრძლივი ვადით მკურნალობა, რეკომენდებულია შედარებით სუსტად მოქმედი საშუალებების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ხანგრძლივი და ინტენსიური მკურნალობისას – კანზე ატროფიული ცვლილებები – სტრიები, კანის ზედაპირის გათხელება, სისხლძარღვების გაფართოება, პიგმენტაციის დარღვევა, ჰიპერტრიქოზი.
სისტემური რეაქციები: პრეპარატის ხანგრძლივი დროით და მაღალი დოზით გამოყენებისას განსაკუთრებით ბავშვებში მოსალოდნელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების განვითარება.

უკუჩვენება

– ჩვეულებრივი გამონაყარი, ვარდისფერი ფერისმჭამელები;
– პერიორალური დერმატიტი;
– კანის პირველადი ვირუსული ინფექციური დაავადებები (მარტივი ჰერპესი, ჩუტყვავილა);
– კანის პირველადი ბაქტერიული ინფექციები;
– კანის პირველადი სოკოვანი ეტიოლოგიის დაზიანებები;
– 1 წლამდე ასაკის ბავშვებში დერმატოზები, დერმატიტისა და გაღიზიანების ჩათვლით, რომლებიც გამოწვეულია საფენებით.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის თვალის ქუთუთოზე გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა იგი არ მოხვდეს თვალში.
ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა: ფსორიაზი, წითელი დისკოიდური მგლურა, ეგზემა, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ, რომ სახის კანზე, სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით აღინიშნება გამოხატული ატროფიული ცვლილებები.
ფსორიაზის მკურნალობისას პაციენტებში საჭიროა ყურადღება, რეციდივის პრევენციისათვის, ტოლერანტობის განვითარების, გავრცელებული პუსტულოზური ფსორიაზის და კანის ბარიერული ფუნქციის დარღვევით გამოწვეული ადგილობრივი და სისტემური რეაქციების გამო. დამწოლი ნახვევის მოხსნის შემდეგ აუცილებელია კანის გასუფთავება. ინფექციის არსებობისას საჭიროა დერმოვეიტის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას მოსალოდნელია ჰიპოფიზისა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოზრდილებში ერთკვირიანი დოზა არ აჭარბებს 50 გ, ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები ატარებენ დროებით ხასიათს და სტეროიდული თერაპიის კურსის შეწყვეტისთანავე ქრებიან. ეს ეხება ბავშვებში აღნიშნული პრეპარატებით მკურნალობას, რომლებიც იღებენ მას შემცირებული დოზით. დამწოლი ნახვევის გამოყენება ზრდის ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების აბსორბციას. ჩვილ ბავშვებში საფენები ასრულებენ დამწოლი ნახვევის ფუნქციას.
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება

მწვავე ფორმის ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებადაა მოსალოდნელი. ქრონიკული ჭარბი დოზირების ან პრეპარატის არასწორი გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის ნიშნების განვითარება, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის აღწერილი

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა _ 2 წელი.

მწარმოებელი ქვეყანა
დიდი ბრიტანეთი

დერმაზინი კრემი 50გ

18.65 ლარი
17.53 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: სალუტას ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პარიჟონი 20მგ #56ტ

 პარიჟონი  10მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები

პარიჟონი  20მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები

რაბეპრაზოლი ნატრიუმის

PARIJON

პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ  ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ინსტრუქციაში მოცემულია

  1. რა არის პარიჟონი  და რისთვის გამოიყენება
  2. რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონის მიღებამდე
  3. როგორ მივიღოთ პარიჟონი
  4. შესაძლო გვერდითი მოვლენები
  5. როგორ შევინახოთ პარიჟონი
  6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

 

1.  რა არის პარიჟონი  და რისთვის გამოიყენება

პარიჟონის აქტიური ნივთიერებაა ნატრიუმის რაბეპრაზოლი. იგი მიეკუთვნება ე.წ. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჯგუფს და ამცირებს კუჭის მიერ მჟავას წარმოქმნას.

პარიჟონი  გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სამკურნალოდ:

– გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD), რომელსაც შეიძლება ახლდეს გულძმარვა. GORD  გამოწვეულია მჟავისა და საკვების გადასვლით კუჭიდან საყლაპავში.

– კუჭის ან ნაწლავის ზედა ნაწილის წყლული. თუ ეს წყლულები ინფიცირებულია ე.წ. ‘Helicobacter pylori’ ბაქტერიებით,  ასევე შეიძლება დაინიშნოს ანტიბიოტიკები, პარიჟონის ტაბლეტების და ანტიბიოტიკების ერთდროული გამოყენება უზრუნველყოფს ინფექციის ერადიკაციას და წყლულის შეხორცებას. ის ასევე ხელს უშლის ინფექციის და წყლულის ხელახალ განვითარებას.

– ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით მჟავას.

2. რა უნდა ვიცოდეთ პარიჟონი ს მიღებამდე

ნუ მიიღებთ პარიჟონს, თუ

– ხართ ალერგიული (ჰიპერსენსიტიური) რაბეპრაზოლი   ნატრიუმის  ან პარიჟონს შემადგენლობაში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ (იხილეთ პუნქტი 6);

– ხართ ორსულად ან ვარაუდობთ რომ ხართ ორსულად;

–  ძუძუთი კვებავთ ბავშვს;

ნუ მიიღებთ პარიჟონს, ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში. თუ რაიმეში ეჭვი გეპარებათ, პარიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ასევე იხილეთ პუნქტები, ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა.

გაფრთხილებები

პარიჟონის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

– თუ ხართ ალერგიული პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ან ჩანაცვლებული ბენზიმიდაზოლის  მიმართ;

– ზოგ პაციენტში დაფიქსირდა სისხლის და ღვიძლის პრობლემები, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მდგომარეობა გაუმჯობესდა პარიჟონის შეწყვეტის შემდეგ;

– გაქვთ კუჭის კიბო;

– ოდესმე გქონიათ ღვიძლის პრობლემები;

– თუ ღებულობთ ატაზანავირს აივ ინფექციის სამკურნალოდ;

– თუ გაქვთ ორგანიზმში ვიტამინ B12-ის დაბალი მარაგი ან მისი დაქვეითების რისკ ფაქტორები და იღებთ დიდი ხნის განმავლობაში რაბეპრაზოლის ნატრიუმს.  ყველა მჟავას დამაქვეითებელი პრეპარატების მსგავსად, პარიჟონსაც შეუძლია გამოიწვიოს ვიტამინ B12-ის შეწოვის შემცირება;

– თუ ოდესმე გქონიათ კანის მხრივ რეაქციები პარიჟონის მსგავსი პრეპარატების გამოყენებისას.

კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით მზის მიმართ ექსპოზირებულ ადგილებზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ პარიჟონის შეწყვეტა. ასევე აუცილებლად აღნიშნეთ,თუ გქონიათ სახსრების ტკივილი.

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ზემოთ აღნიშნული გეხებათ, პარიჟონის გამოყენებამდე დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბავშვები

ბავშვებში პარიჟონის გამოყენება არ შეიძლება.

თუ თქვენ გაქვთ მძიმე ფაღარათი (თხიერი ან სისხლიანი) ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის ცხელება, მუცლის ტკივილი, შეწყვიტეთ პარიჟონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების მიღებისას, როგორიცაა პარიჟონი, განსაკუთრებით ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობით, შეიძლება გაიზარდოს ბარძაყის ძვლის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობის რისკი. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ოსტეოპოროზი, ან ღებულობთ კორტიკოსტეროიდებს (რაც ზრდის ოსტეოპოროზის განვითარების რისკს).

სხვა პრეპარატები და პარიჟონი

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ, ან ცოტა ხნის წინ იღებდით სხვა პრეპარატებს. აღნიშნული ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებსაც, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, უთხრათ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ ისეთ პრეპარატებს, როგორიცაა:

– კეტოკონაზოლი ან იტრაკონაზოლი – სოკოვანი ინფექციების სამკურნალო პრეპარატები. პარიჟონმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში ამ ტიპის პრეპარატების შემცირება. შესაძლოა, ექიმმა საჭიროდ ჩათვალოს შეგიცვალოთ დოზა.

– ატაზანავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ. პარიჟონმა შეიძლება გამოიწვიოს ამ პრეპარატის კონცენტრაციის შემცირება სისხლში, ამის გამო, მათი ერთდროული გამოყენება არ შეიძლება.

– მეთოტრექსატი (ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც მაღალი დოზებით გამოიყენება  კიბოს სამკურნალოდ); თუ თქვენ ღებულობთ მეთოტრექსატის მაღალ დოზას, ექიმმა შეიძლება დროებით შეგიწყვიტოთ პარიჟონი ს მიღება.

თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, ან ნებისმიერ ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, პარიჟონის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა

– ნუ გამოიყენებთ პარიჟონს, თუ ხართ ორსულად ან ვარაუდობთ, რომ ხართ ორსულად;

– ნუ გამოიყენებთ პარიჟონს, თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან აპირებთ მომავალში.

ორსულობის და ლაქტაციის დროს, პარიჟონის მიღებამდე რჩევისათვის მიმართეთ  ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

პარიჟონ ს გამოყენებისას  შეიძლება შეგაწუხოთ ძილიანობამ. ასეთ შემთხვევაში თავი აარიდეთ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას.

3. როგორ მივიღოთ პარიჟონი

პარიჟონი  მიიღეთ ყოველთვის ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

პრეპარატის მიღება

– პრეპარატის მიღების დროისთვის ბლისტერული სტრიპიდან ამოიღეთ ერთი ტაბლეტი.

– გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, წყლის მიყოლებით. ნუ დაღეჭავთ ან დააქუცმაცებთ ტაბლეტს.

– ექიმი გირჩევთ რამდენი ტაბლეტი უნდა მიიღოთ და რამდენი ხნის განმავლობაში. ეს დამოკიდებულია თქვენს მდგომარეობაზე.

– თუ თქვენ ღებულობთ ამ პრეპარატს დიდი ხნის განმავლობაში, თქვენი ექიმი მოახდენს თქვენი მდგომარეობის მონიტორინგს.

მოზრდილები ან ხანდაზმულები

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქს დაავადება (GORD)

საშუალო  ან მძიმე სიმპტომების მკურნალობა (სიმპტომური GORD)

ჩვეულებრივი დოზა არის 10მგ პარიჟონი  1-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.

– მიიღეთ ერთი ტაბლეტი დილას, უზმოზე;

– 4 კვირიანი მკუნრალობის შემდეგ, თუ თქვენი მდგომარეობა განმეორდა, თქვენი ექიმი აგიხსნით როდის და რა შემთხვევაში მიიღოთ პარიჟონი  10მგ ტაბლეტი.

შედარებით სერიოზული სიმპტომების (ეროზიული ან წყლულოვანი GORD-ის მკურნალობა)

– ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი  20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 4-8 კვირის განმავლობაში;

– ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

სიმპტომების ხანგრძლივი მკურნალობა (GORD-ის მკურნალობა)

– ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 10მგ ან 20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ექიმის დანიშნულების მიხედვით;

– ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

– ექიმი დაგინიშნავთ რეგულარულ ვიზიტებს თქვენი სიმპტომების და დოზის მონიტორინგისთვის.

კუჭის წყლულის მკურნალობა (პეპტიური წყლული)

– ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 6 კვირის განმავლობაში;

– ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

– იმ შემთხვევაში თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,  ექიმმა  პარიჟონი  შეიძლება დაგინიშნოთ მომდევნო 6 კვირის განმავლობაშიც.

ნაწლავის წყლული (თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული)

– ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი ე1-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში;

– ტაბლეტი მიიღეთ დილას, უზმოზე.

– იმ შემთხვევაში თუ თქვენი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა,  ექიმმა პარიჟონი  შეიძლება დაგინიშნოთ მომდევნო 4 კვირის განმავლობაშიც.

H. Pylori-ით გამოწვეული წყლულის მკურნალობა და მათი განკურნება შეუქცევადად

– ჩვეულებრივი დოზაა პარიჟონი 20მგ ტაბლეტი 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში;

– თქვენი ექიმი ასევე დაგინიშნავთ ანტიბიოტიკებს – ამოქსიცილინს და კლარითრომიცინს.  H. Pylori-ით გამოწვეული წყლულის სამკურნალო სხვა პრეპარატების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ინდივიდუალური პროდუქტის ინსტრუქცია.

ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, როდესაც კუჭის მიერ დიდი რაოდენობით მჟავა წარმოიქმნება

– ჩვეულებრივი საწყისი დოზაა 3 ცალი პარიჟონი  20მგ ტაბლეტი 1-ჯერ დღეში;

–  ექიმის მიერ დოზა შეიძლება შეიცვალოს მკურნალობისადმი თქვენი ორგანიზმის პასუხის შესაბამისად.  

თუ თქვენ იმყოფებით ხანგრძლივ მკურნალობაზე, საჭიროა ექიმთან რეგულარული ინტერვალებით ვიზიტი თქვენი სიმპტომების და დანიშნული მკურნალობის გასაკონტროლებლად.

ღვიძლის პრობლემების მქონე პაციენტები

პარიჟონით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის დროს, საჭიროა გაიაროთ ექიმის კონტულტაცია, რომელიც სათანადოდ შეაფასებს თქვენს მდგომარეობას.

თუ თქვენ მიიღეთ პარიჟონი  დანიშნულზე მეტი რაოდენობით

თუ თქვენ მიიღეთ პარიჟონი  დანიშნულზე მეტი რაოდენობით, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს კლინიკას. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონი ს დროული მიღება

– თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონის დროული მიღება, მიიღეთ ის გახსენებისთანავე.

თუ მოახლოებულია მომდევნო დოზის მიღების დრო, გამოტოვეთ ის და გააგრძელეთ ჩვეულებრივ.

– თუ თქვენ დაგავიწყდათ პარიჟონის მიღება 5 დღეზე მეტი პერიოდის განმავლობაში, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

– ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას (ორი დოზა ერთდროულად) გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ თქვენ შეწყვიტეთ პარიჟონი ს მიღება

წყლულის სრულ შეხორცებამდე შესაძლებელია სიმპტომების ალაგება. მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ შეწყვიტოთ ამ ტაბლეტების მიღება ექიმის რჩევის გარეშე.

ამ პრეპარატთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა სხვა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ეს გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, არის საშუალო ხარისხის და გაუმჯობესდება პრეპარატის შეწყვეტის გარეშე.

შეწყვიტეთ პარიჟონის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნევთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, ვინაიდან თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ გადაუდებელი მკურნალობა:

– ალერგიული რეაქციები – ნიშნები შეიძლება მოიცავდეს: სახის უეცარი შეშუპება, სუნთქვის გაძნელება, არტერიული წნევის დაქვეითება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის წასვლა და სინკოპე;

– ხშირი რეაქციები, როგორიც არის ყელის ტკივილი და მაღალი ტემპერატურა (ცხელება), ან პირისა და ყელის წყლულები;

– სისხლჩაქცევების ადვილად წარმოქმნა და სისხლდენა. ეს გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში);

–  კანის ძლიერი ბუშტუკოვანი გამონაყარი, ტკივილი ან დაწყლულება პირის ღრუში. ეს გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათია (ვლინდება 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში).

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ხშირი (ვლინდება 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

–  ინფექციები;

– ძილის გაძნელება;

– თავის ტკივილი ან თავბრუსხვევის შეგრძნება;

– ხველა, გამონადენი ცხვირიდან ან ყელის ტკივილი (ფარინგიტი);

– ეფექტები თქვენს კუჭსა და ნაწლავებზე, როგორიც არის კუჭის ტკივილი, ფაღარათი, შებერილობა, შეუძლოდ ყოფნა (გულისრევა), ღებინება ან ყაბზობა;

– ზურგის ტკივილი;

– სისუსტე ან გრიპის მაგვარი სიმპტომები.

არახშირი (ვლინდება 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

–  ნევროზულობა ან ძილიანობა;

–  გულმკერდის ინფექციები (ბრონქიტი);

–  მტკივნეული და დაბლოკილი ცხვირის წიაღები (სინუსიტი);

–  პირის სიმშრალე;

–  მონელების გაძნელება ან ბოყინი;

–  გამონაყარი კანზე ან სიწითლე;

–  კუნთების, ფეხების ან სახსრების ტკივილი;

–  ბარძაყის, მაჯის ან ხერხემლის მოტეხილობა;

–  შარდის ბუშტის ინფექციები (საშარდე სისტემის ინფექციები);

– ტკივილი გულმკერდის არეში;

– შემცივნება და ცხელება;

– ღვიძლის ფუნქციის დაარღვევა (სისხლის ანალიზით).

იშვიათი (ვლინდება 1000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში):

–  მადის დაქვეითება (ანორექსია);

–  დეპრესია;

–  ჰიპერსენსიტიურობა (გულისხმობს ალერგიულ რეაქციებს);

–  მხედველობის დარღვევა;

–  პირის ტკივილი (სტომატიტი) ან გემოვნების დარღვევა;

–  კუჭის მხრივ დარღვევა ან ტკივილი;

–  ღვიძლის მხრივ პრობლემები, რაც ვლინდება კანის და სკლერების გაყვითლებით (სიყვითლე);

–  გამონაყარი კანზე და ქავილი ან ბუშტუკოვანი გამონაყარი;

–  ოფლიანობა;

–  პრობლემები თირკმლის მხრივ;

–  წონის მომატება;

–  სისხლის თეთრი უჯრედების მომატება (სისხლის სურათით), რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირი ინფექციები;

–  თრომბოციტების დონის დაქვეითება, რაც იწვევს სისხლჩაქცევებს და სისხლდენებს.

სხვა შესაძლო გვერდითი მოვლენები (სიხშირე უცნობია):

– მკერდის გადიდება მამაკაცებში;

– სითხის შეკავება;

– ნატრიუმის დაბალი დონე სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და გონების დაბინდვა, კუნთების კრუნჩხვები, გულყრები და კომა;

–  პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებოდათ ღვიძლის პრობლემები, შეიძლება იშვიათ შემთხვევებში განუვითარდეთ ენცეფალოპათია (ტვინის დაავადება);

–  გამონაყარი, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს სახსრების ტკივილთან.

თუ თქვენ იმყოფებით პარიჟონით მკურნალობაზე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, შესაძლებელია ორგანიზმში მაგნიუმის დონის ვარდნა. მაგნიუმის დონის დაქვეითებამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, კუნთების უნებლიე სპაზმები, ორიენტაციის დარღვევა, გულყრები, გულის რითმის აჩქარება. ნებისმიერი ასეთი სიმპტომის განვითარების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს. მაგნიუმის დაბალმა დონემ ასევე შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის ან კალციუმის დონის დაქვეითება. თქვენი ექიმი გადაწყვეტს, ჩაატაროს თუ არა სისხლის რეგულარული გამოკვლევები თქვენს ორგანიზმში მაგნიუმის დონის გასაკონტროლებლად.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის ნახსენები ამ ინსტრუქციაში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ ინფარმედ ი.პ.-ს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინების გზით თქვენ დაეხმარებით პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ უფრო ინფორმაციის მიწოდებას.

ინფარმედ ი.პ.

მედიკამენტების რისკების მართვის სამსახური

ლისაბონის ჯანმრთელობის პარკი, ბრაზილიის გამზ. 53 1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიკამენტების ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: + 351 21 798 73 97

ვებ გვერდი: http://extranet.infarmed.pt/page.seram.frontoffice.seramhomepage

ელ.ფოსტა: [email protected]

5.  როგორ შევინახოთ პარიჟონი

შეინახეთ არაუმეტს 25°C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაში, სინათლისა და ნესტისგან დაცვის მიზნით.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პარიჟონს შეფუთვაზე მითითებული ‘EXP’ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს მისი ხილული დაზიანების შემთხვევაში.

ნუ გადაყრით ამ პრეპარატს საყოფაცხოვრებო ნარჩენებში და ჩამდინარე წყლებში. კითხეთ ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისგან.

6.  შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

თითოეული ტაბლეტი პარიჟონი  10მგ შეიცავს 10მგ აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის რაბეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ტაბლეტის შიდა გარსი: ეთილცელულოზა, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი.

ნაწლავში ხსნადი გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

თითოეული ტაბლეტი პარიჟონი  20მგ შეიცავს 20მგ აქტიურ ნივთიერება ნატრიუმის რაბეპრაზოლს.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: მანიტოლი, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი და დაბალჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა.

ტაბლეტის შიდა გარსი: ეთილცელულოზა, მძიმე მაგნიუმის ოქსიდი.

ნაწლავში ხსნადი გარსი: ჰიპრომელოზას ფტალატი, დიბუტილ სებაკატი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171), რკინის წითელი ოქსიდი (E172).

როგორ გამოიყურება პარიჟონი  და შეფუთვის შიგთავსი

პარიჟონი  10მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არის ვარდისფერი, ორმხრივამობურცული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები.

პარიჟონი  20მგ ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, ორმხრივამობურცული, ნაწლავში ხსნადი ტაბლეტები.

პარიჟონი  10მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 56 ტაბლეტს.

პარიჟონი  20მგ ტაბლეტები ხელმისაწვდომია ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 28 ან 56 ტაბლეტს.

შეფუთვის ყველა სახე შეიძლება არ იყოს გაყიდვაში.

გაცემის წესი:

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი:

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

Sofarimex – Indústria Química e Farmacêutica, S.A.

ინდუსტრიის გამზ. – ალტო დე კოლორიდი – აგუალვა

2735-213 კასემი, პორტუგალია

მწარმოებელი:

Sofarimex – Indústria Química e Farmacêutica, S.A.

ინდუსტრიის გამზ. – ალტო დე კოლორიდი – აგუალვა

2735-213 კასემი, პორტუგალია

დერილაიფი 0.05% 50გ კრემი

31.29 ლარი
29.41 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ზენტივა საგლიკ ურუნლერი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

პანტოპრა 40მგ #28ტ

56.10 ლარი
52.73 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

დეკლოსიდი 30გ კრემი

დეკლოსიდი 30გ კრემი

 

წამლის ფორმა: კრემი.
აღწერილობა: ღია ყავისფერი ერთგვაროვანი კრემი უცხო ჩანართების გარეშე.

შემადგენლობა
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:  ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ,  კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, თხევადი ღია ფერის პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტომაკროგოლი 1000, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი. 

პრეპარატის ათქ კოდი: D07CC04  

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის. ბეკლომეტაზონი ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. 

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დეკლოსიდი – კომბინირებული პრეპარატი გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის, რომლის მოქმედებაც განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით  ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით. 
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი  სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, ახდენს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციურ, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. 
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს ანტიფუნგალურ მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მემბრანის თვისებების ცვლილებას და უჯრედის ლიზისს. აქტიურია Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Strep. spp., Staph. spp., Trichomonas vaginalis მიმართ. 
გენტამიცინის სულფატი  ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, E. coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.

გამოყენების ჩვენებები
– დერმატიტები;
– ეგზემა;
– ნეიროდერმიტი;
– ოტომიკოზები;
– ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
– ვაგინალური კანდიდოზი;
– კანის ჩირქოვანი დაავადებები;
– გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.

გამოყენების წესი და დოზები
დეკლოსიდი თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას. გინეკოლოგიაში გამოიყენება ტამპონების სახით. 

უკუჩვენებები
– ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
– კანის ტუბერკულოზი;
– სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
– ჩუტყვავილა;
– მარტივი ჰერპესი;
– პოსტვაქცინალური კანისმიერი რეაქციები;
– ღია ჭრილობაზე დატანება;
– 2 წლამდე ბავშვთა ასაკი. 

გვერდითი მოქმედება
ადგილობრივი რეაქციები: კანის სიწითლე, პრეპარატის დატანების ადგილას წვის და ჩხვლეტის შეგრძნება (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა). 
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება. 
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.  
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტი-კებთან. ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.

გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და ექიმის კონტროლის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია ბეკლომეტაზონთან დაკავშირებული სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება. დეკლოსიდის, ისევე როგორც სხვა გარეგანი გამოყენების გლუკოკორტიკოიდული საშუალებების, კანის დიდ ფართობზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ქალაშიდა წნევის მომატება.      

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. 

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური.

გამოშვების ფორმა 
კრემი, ალუმინის ტუბში 30 გ.
1 ტუბი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. 

ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.  

აფთიაქიდან გაცემის პირობები
III ჯგუფი ურეცეპტოდ.

პანტო-დენკი 40მგ #28ტ

33.82 ლარი
31.79 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გიოქსიზონის მალამო 10გ (ნიჟფ.)

გიოქსიზონი


პრეპარატის სავაჭრო სახელწოდება
: გიოქსიზონი
წამლის ფორმა: მალამო
აღწერილობა: ყვითელი ფერის მალამო.
შემცველობა
100 გ მალამო შეიცავს: ჰიდროკორტიზონის აცეტატი – 1გ, ოქსიტეტრაციკლინის ჰიდროქლორიდი (აქტივობით 860 ერთ/მგ) – 3გ და დამხმარე ნივთიერებები (ნიპაგინი, ვაზელინის ზეთი, სამედიცინო ვაზელინი) – 100გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გლუკოკორტიკოსტეროიდი + ანტიბიოტიკი + ტეტრაციკლინი

ფარმაკოლოგიური თვისებები
გიოქსიზონი კომბინირებული პრეპარატია, ხელს უშლის კანის ანთებითი რეაქციების განვითარებას, განსაკუთრებით ალერგიული წარმოშობისას, გართულებულს ბაქტერიული ინფექციით, კომპონენტების ერთობლივი მოქმედების შედეგად, რომლებიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, Rickettsia spp., Treponema spp., Chlamydia spp., Mycoplasma spp. ჰიდროკორტიზონი – გლუკოკორტიკოსტეროიდი, ახდენს ანთების, ალერგიის, ექსუდაციის, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას. აფერხებს ფაგოციტოზს; ამცირებს პროსტალგანდინების და ლეიკოტრიენების სინთეზს ფოსფოლიპაზას A2 აქტივობის დათრგუნვის და უჯრედების გარსების ფოსფოლიპიდებიდან არაქიდონმჟავას გამონთავისუფლების შემცირების გზით. თრგუნავს ანთებითი პროცესის გამომწვევი ინტერლეიკინებისა და სხვა ციტოკინების გათავისუფლებას; ამუხრუჭებს ჰისტამინის გათავისუფლებას და ადგილობრივი ალერგიული რეაქციების წარმოქმნას. ამცირებს ცილების სინთეზს და კოლაგენის დაგროვებას კანში, ხელს უშლის შემაერთებელი ქსოვილის განვითარებას, ასუსტებს პროლიფერატიულ პროცესებს.

გამოყენების ჩვენებები
უფროსებსა და 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: ფოლიკულიტები, ფურუნკულოზი, კარბუნკული, იმპეტიგო, ინფიცირებული ეგზემები და ჭრილობები, ეროზიები, ახალშობილის ჭინჭრის ციება; მსუბუქი და ალერგიული დერმატიტი, სებორეა; მზის ერითემა, მულტიფორმის ექსუდაციური ერითემა, მწერების ნაკბენები; გარეყურის ალერგიული და ჩირქიანი დაავადებები; წვივის ვარიკოზული წყლულები, დამწვრობები, მოყინვები.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა, კანის ტუბერკულოზი, კიბოს წინა მდგომარეობები, მიკოზი, კანის ვირუსული დაავადებები (ჰერპესი, ჩუტყვავილა); ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი (დაზიანების დიდ კერებზე გამოყენებისას).

გამოყენების წესი და დოზები
ადგილობრივად, გარეგანად.
0.5-1 გ მალამო თხელ ფენად წაისმევა კანის დაზიანებულ მონაკვეთზე 1-3-ჯერ დღეში ან სტერილური მარლის სახვევის ქვეშ.
მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია.

გვერდითი მოქმედება
იშვიათად შესაძლებელია – ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება, ქავილი, გამონაყარი. ხანგრძლივად გამოყენებისას და/ან ფართო ზედაპირებზე წასმისას – გლუკოკორტიკოსტეროიდების სისტემური გვერდითი ეფექტები. სახის კანზე გამოყენებისას – შესაძლებელია ტელეანგიოექტაზიები, პირის არეში კანქვეშა უჯრედისის ატროფია.

გამოშვების ფორმა
მალამო გიოქსიზონი 10 გ ტუბებში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

შენახვის პირობები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 15°C.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
რეცეპტით.

მწარმოებელი:
ღსს “ნიჟფარმი”
603950, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი.
გსპ-459, სალგანსკაიას ქ., 7
ტელ.: (8312) 78-80-03
ფაქსი: (8312) 78-80-88

პანტო-დენკი 20მგ #28ტ

22.19 ლარი
20.86 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გიოქსიზონის მალამო 10გ

3.40 ლარი
3.26 ლარი

ქვეყანა: უზბეკეთი

მწარმოებელი: ტორიმედ ფარმი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!