Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 388

მადოპარი 125მგ #100კაფს

მადოპარი
MADOPAR

გენერიული დასახელება: Levodopa+benserazide

შემადგენლობა:

1 კაფსულა მადოპარი `125` (ვარდისფერი-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
1 კაფსულა მადოპარი `250` (ყავისფერი-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 200მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 50მგ;
სწრაფად მოქმედი (დისპერგირებადი) ტაბლეტი მადოპარი `125` (თეთრი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
1 ტაბლეტი მადოპარი `250` (ვარდისფერი) შეიცავს:
ლევოდოპას 200მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 50მგ;
1 კაფსულა მადოპარი ჰდს (ჰიდროდინამიკურად დაბალანსირებული სისტემა) (მწვანე-ცისფერი) შეიცავს:
ლევოდოპა 100მგ
ბენსერაზიდის ჰიდროქლორიდი 25მგ;
შემავსებელი: საღებავი (გამოშვების ფორმის მიხედვით _ ინდიგოტინი (E 132), ტიტანის ორჟანგი (E 171), ან რკინის ჟანგი (E 172).
დაუშვებელია მადოპარის კაფსულების ჰდს გამოყენების წინ გახსნა, რადგანაც აქტიური ნივთიერების უწყვეტი კონტროლირებული გამოთავისუფლების ეფექტი იკარგება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება
ფორმა:
კაფსულები, ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დოფამინი, რომელიც წარმოადგენს თავის ტვინის ნეირომედიატორს, არასაკმარისი რაოდენობით წარმოიქმნება პარკინსონის დაავადებით შეპყრობილი ავადმყოფების ბაზალურ განგლიებში. ჩანაცვლებითი თერაპია წარმოებს ლევოდოპას დანიშვნით, რომელიც წარმოადგენს დოფამინის მეტაბოლურ წინამორბედს, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. პერორალური მიღებისას ლევოდოპა განიცდის სწრაფ დეკარბოქსილირებას დოფამინად, როგორც ცერებრულ, ასევე ექსტრაცერებრულ ქსოვილებში. ამის შედეგად მიღებული ლევოდოპას უმეტესი ნაწილი ვერ აღწევს ბაზალურ განგლიებს, ხოლო პერიფერიული დოფამინი იწვევს გვერდით მოვლენებს, რომელთა თავიდან ასაცილებლად სასურველია ლევოდოპას ექსტრაცერებრული დეკარბოქსილირება, რაც შესაძლებელია ლევოდოპას და ბენსერაზიდის, პერიფერიული დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორის, ერთდროული შეყვანით. მადოპარი წარმოადგენს ამ ნივთიერებების კომბინაციას შეფარდებით 4:1, მისი ოპტიმალურობა დამტკიცებულია კლინიკური კვლევით და სამკურნალო პრაქტიკით და გააჩნია ისეთივე ეფექტურობა, როგორც ლევოდოპას დიდ დოზებს. მადოპარის სწრაფად მოქმედი (დისპერგირებული) ტაბლეტები ნაჩვენებია დისფაგიით შეპყრობილ ავადმყოფებში და იმ პირებში, რომელთაც ესაჭიროებათ პრეპარატის მოქმედების სწრაფი დაწყება. მაგალითად, ავადმყოფებში აკინეზიით დილის და შუადღის საათებში ან "პაციენტებში შენელებული ჩართვის" ფენომენით და "დოზის დამთავრების ფენომენით". ჰიდროდინამიკურად დაბალანსირებული სისტემის კაფსულები _ განსაკუთრებული სამკურნალო ფორმაა, რომელიც იძლევა კუჭში აქტიური ნივთიერების შენელებულ გამოთავისუფლებას, სადაც კაფსულა რჩება 3-დან 6 საათამდე. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პრეპარატის რეზერვუარს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
გამოშვების ჩვეულებრივი ფორმა. ლევოდოპა და ბენსერაზიდი შეიწოვება წვრილი ნაწლავის ზემო ნაწილებში. მადოპარის ჩვეულებრივი მიღების შემდეგ ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტრაცია სიხლის პლაზმაში აღინიშნება 1 საათის შემდეგ. ლევოდოპას აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 98%, რომელიც მერყეობს 74%-დან 112%- მდე. ჩვეულებრივ მადოპარის კაფსულები და ტაბლეტები ბიოექვივალენტურია. ლევოდოპას მაქსიმალური კონცენტარცია პლაზმაში და ლევოდოპას შეწოვის ხარისსი იზრდება დოზის პროპორციალურად (50მგ-დან 200მგ-მდე).
საკვების მიღება ამცირებს პრეპარატის შეწოვის სიჩქარეს და ხარისხს. მადოპარის დანიშვნა ჭამის შემდეგ ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30%-ით და იგი მიიღწევა მოგვიანებით. შეწოვის ხარისხი მცირდება 15%-ით. გამოშვების დისპერგირებული ფორმა. ჯანმრთელ მოხალისეებში და პარკინსონის დაავადების მქონე პირებში სწრაფად მოქმედი მადოპარის და ჩვეულებრივი მადოპარის ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ემთხვევა ერთმანეთს. დისპერგირებული ტაბლეტების შეწოვის პარამეტრები ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმებისაგან განსხვავებით ერთნაირია სხვადასხვა ავადმყოფებში. გამოშვების ფორმა აქტიური ნივთიერების კონტოლირებადი გამოთავისუფლებით. ჰდს მადოპარს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები ჩვეულებრივ და დისპერგირებულ ფორმებთან შედარებით. აქტიური ნივთიერება კუჭში თავისუფლდება ნელა. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში 20-30%-ითნაკლებია, ვიდრე  ჩვეულებრივი სამკურნალო ფორმების, და აღინიშნება მიღებიდან 3 საათის შემდეგ. კონცენტრაციის დინამიკა პლაზმაში ხასიათდება ნახევარგამოყოფის ხანგრძლივი პერიოდით ჩვეულებრივი ფორმებისაგან განსხვავებით, რაც მოწმობს აქტიური ნივთიერების კონტროლირებად გამოთავისუფლებას. ჰდს მადოპარის ბიოშეღწევადობა შეადგენს 50-70% და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ასევე საკვების მიღება არ მოქმედებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციაზე, რომელიც აღინიშნება მიიღწევა მადოპარი ჰდს-ს მიღებიდან 5 საათის შემდეგ.
განაწილება
ლევოდოპა გაივლის ჰეპატოენცეფალურ ბარიერს ნაჯერი ტრანსპორტული სისტემის მეშვეობით. იგი არ უკავშირდება პლაზმის ცილებს, ხოლო განაწილების მოცულობა შეადგენს 57 ლიტრს. ფართი "კონცენტრაცია-დრო"
ლევოდოპას მრუდის ქვეშ შეადგენს ზურგის ტვინის სითხეში პლაზმის შემცველობის 12%-ს. ბენსერაზიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი გროვდება ძირითადად თირკმელებში, ფილტვებში, წვრილ ნაწლავებში და ღვიძლში.
მეტაბოლიზმი
ლევოდოპა განიცდის მეტაბოლიზმს უპირატესად დეკარბოქსილირების და ო-მე თილირების და ნაკლებად ტრანსამინირებით და ჟანგვით.
არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზა გარდაქმნის ლევოდოპას დოფამინად. ამ ცვლის საბოლოო პროდუქტია ჰომოვანილინის და დიჰიდროქსიფენილძმარმჟავები.
კატექოლ-ო-მეთილ-ტრანსფერაზა იწვევს ლევოდოპას მეთილირებას 3-ო-მეთილდოპას წარმოქმნით. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 15-17 საათს, და ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარის თერაპიულ დოზებს, ადგილი აქვს მის დაგროვებას. ლევოდოპას პერიფერიული დეკარბოქსილირების შემცირება, თუ იგი ინიშნება ბენსერაზიდთან ერთად ხასიათდება 3- ო-მეთილდოპას უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაციებით და კატექოლამინების (დოპამინი, ნორადრენალინი) და ფენოკარბოქსილური მჟავების (ჰომოვანილინის მჟავა, დიჰიდროფენილძმრარმჟავა) უფრო დაბალი კონცენტრაციებით. ნაწლავების ლორწოვანში და ღვიძლში ბენსერაზიდი განიცდის ჰიდროქსილირებას სამი-ჰიდროქსიბენზილჰიდრაზინის წარმოქმნით. ეს მეტაბოლიტი წარმოადგენს არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ძლიერ ინჰიბიტორს.
ელიმინიცია.
დეკარბოქსილაზას პერიფერიული ინჰიბირების ფონზე ლევოდოპას ნახევარ გამოყოფის პერიოდი შეადგენს 1,5 საათს.ხანდაზმულ პაციენტებში  (65-78 წელი) პარკინსონის დაავადებით ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება (დაახლოვებით 25%-ით). ლევოდოპას პლაზმის კლირენსი შეადგენს 430მლ/წუთში. ბენსერაზიდი განიცდის სრულ ელიმინაციას მეტაბოლიზმის გზით. მეტაბოლიტები ელიმინირდება ძირითადად, შარდით (64%) და ნაკლებად განავალით (24%).

ჩვენება:

პარკინსონიზმი. სწრაფად მოქმედი მადოპარი _ სპეციალური სამკურნალო ფორმაა ავდმყოფებისათვის დისფაგიით და იმ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა მოქმედების ადრეული დასაწყისი, ანუ ავდმყოფებში აკინეზიით დილის საათებში და დღის მეორე ნახევარში, ასევე ავადმყოფებში "დაგვიანების" და "გათიშვის" ფენომენით. მადოპარი ჰდს ნაჩვენებია ავადმყოფებში ლევოდოპას მოქმედების ნებისმიერი ცვალებადობის ტიპით (კერძოდ, "დოზის პიკის დისკინეზია" და "დოზის დამთავრების ფენომენი", მაგალითად, უმოძრაობა ღამით).

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
არ შეიძლება მადოპარის დანიშვნა მაო-ს არასელექტიურ ინჰიბიტორებთან. რაც შეეხება მაო-B-ს სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, სელეგილინს და მაო-A სელექტიურ ინჰიბიტორებს, მაგალითად, მოკლობედს, ისინი წინააღმდეგნაჩვენები არ არის. მაო-A-ს და მაო-B-ს ინჰიბიტორების კომბინირება ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური დათრგუნვისა, ამიტომ ასეთი კომბინაციის დანიშვნა ერთდროულად მადოპართან მიუღებელია. მადოპარი არ ინიშნება ავადმყოფებში ენდოკრინული ორგანოების, ღვიძლის, თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა
სისტემის ფუნქციის დარღვევით, ფსიქიური დაავადებების დროს ფსიქოზური კომპონენტით და დახურულკუთხოვანი გლაუკომით. პრეპარატი არ ინიშნება ავადმყოფებში 25 წლამდე (უნდა იყოს დასრულებული ძვლოვანი ჩონჩხის განვითარება). მადოპარი არ ინიშნება ორსულებში ან ქალებში რეპროდუქციულ ასაკში, რომლებიც არ იყენებენ კონტრაცეპციის სანდო მეთოდებს. თუ მადოპარის მიღების ფონზე განვითარდა ორსულობა, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

დოზირება და მიღების წესი:
მადოპარით მკურნალობა იწყება თანდათანობით, ინდივიდუალურად შერჩეული დოზებით. მადოპარის კაფსულებს იღებენ მთლიანად, დაუღეჭავად. ხოლო ტაბლეტები დაქუცმქცდება ყლაპვის გაადვილებისათვის.
მადოპარის სწრაფად მოქმედი ტაბლეტები იხსნება 25-50მლ წყალში. ტაბლეტები იხსნება სრულად რამდენიმე წუთში რძისფერი ხსნარის წარმოქმნით. რადგანაც სწრაფად წარმოიქმნება ნალექი, მიღების წინ აუცილებელია ხსნარის მორევა. სწრაფად ხსნადი მადოპარის მიღება ხდება არაუგვიანეს 30 წუთისა გახსნის შემდეგ. მადოპარი ინიშნება 30 წუთით ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ.
დოზირების სტანდარტული რეჟიმი
საწყისი მკურნალობა
პარკინსონის დაავადების ადრეულ სტადიაზე მადოპარით მკურნალობა იწყება 50მგ ლევოდოპა+12,5მგ ბენსერაზიდი 3-4 ჯერ დღეში. პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში, დოზა თანდათანობით იზრდება ავადმყოფის რეაქციის მიხედვით.
ოპტიმალური ეფექტი აღინიშნება როგორც წესი მაშინ, როდესაც დღეღამური დოზა შეადგენს 300-800მგ ლევოდოპა +75-200მგ ბენსერაზიდი, რომელიც ინიშნება 3 ან მეტ მიღებაზე.
ოპტიმალური ეფექტის მისაღებად საჭიროა 4-6 კვირა. დღეღამური დოზის შემდგომი გაზრდა წარმოებს 1 თვის ინტერვალით.
შემანარჩუნებელი თერაპია
მადოპარის საშუალო შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 125მგ-ს 3-6 ჯერ დღეში. მიღების ჯერადობა (არანაკლებ 3- სა) და მათი განაწილება დღის განმავლობაში უნდა იძლეოდეს მაქსიმალურ ეფექტს. ეფექტის ოპტიმიზაციისათვის შესაძლებელია ჩვეულებრივი მადოპარის შეცვლა დისპერგირებულ ან ჰდს მადოპარზე.
დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევაში
ავადმყოფებმა, რომლებიც იღებენ პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს, შეიძლება მიიღონ მადოპარიც. მხოლოდ მადოპარით მკურნალობის გაგრძელებისას და მისი თერაპიული ეფექტის გამოვლენისას შეიძლება გახდეს საჭირო სხვა პრეპარატების დოზის შემცირება ან მათი მოხსნის აუცილებლობა.
თუ ავადმყოფს დღის განმავლობაში აღენიშნება პრეპარატის მოქმედების მერყეობა "ჩართვა-გამორთვა" ფენომენის სახით, რეკომენდებულია პრეპარატის მცირე დოზების ხშირი მიღება, ან უპირატესად _ მადოპარი ჰდს-ს დანიშვნა. ეს პრეპარატი ინიშნება მეორე დღიდან, დილიდან. პრეპარატის დოზა და მიღების სქემა რჩება იგივე, რაც ჩვეულებრივი მადოპარის დანიშვნის დროს.
2-3 დღის შემდეგ პრეპარატის დოზა იზრდება 50%-ით. აუცილებელია ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება გაუარესდეს. მადოპარი ჰდს მოქმედებს მოგვიანებით. კლინიკური ეფექტი აღინიშნება უფრო სწრაფად, თუ დაინიშნება მადოპარი ჰდს-ი ჩვეულებრივ კაფსულებთან ერთად ან სწრაფად მოქმედ ტაბლეტებთან. ეს განსაკუთრებით სასარგებლოა პირველი დილის დოზის დროს, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე შემდგომი დოზები. მადოპარი ჰდს-ს ინდივიდუალური დოზის შერჩევა ხდება თანდათანობით, ხოლო ინტერვალი შეცვლილ დოზებს შორის შეადგენს 2-3 დღეს. ავადმყოფებში ღამის სიმპტომატიკით დადებითი ეფექტი აღინიშნება მადოპარი ჰდს-ს საღამოს დოზის გაზრდით 250მგ-მდე ძილის წინ.
მადოპარი ჰდს-ს გამოხატული ეფექტის დროს (დისკინეზია) მიზანშეწონილია ინტერვალის გაზრდა დოზებს შორის, ვიდრე შემცირდეს ერთჯერადი დოზა. თუ მადოპარი ჰდს-ი არაეფექტურია დღეღამური დოზით, რომელიც შეესაბამება ლევოდოპას 1500მგ-ს, რეკომენდებულია მკურნალობა გაგრძელდეს ჩვეულებრივი ან სწრაფად მოქმედი მადოპარით.

გვერდითი მოვლენები:

ანორექსია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გემოს შეგრძნების დაკარგვის და ცვლილების შემთხვევები. ეს გვერდითი მოვლენები ვითარდება პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე, მათი თავიდან აცილება შესაძლებელია, თუ პრეპარატი დაინიშნება ჭამის დროს ან საკვების ან წყლის საკმარი რაოდენობის დაყოლებით, ასევე დოზის თანდათანობითი გაზრდით. იშვიათად _ კანის რეაქციები გამონაყარის და ქავილის სახით. ხანდახან _ არითმია ან ორტოსტატური ჰიპოტონია. ორტოსტატური დარღვევები მცირდება დოზის შემცირების შემდეგ. არსებობს მონაცემები ჰემოლიზური ანემიის, ტრანზიტორული ლეიკოპენიის და თრომბოციტოპენიის ცალკეულ შემთხვევების შესახებ. ამიტომ, ლევოდოპას ხანგრძლივი თერაპიის დროს აუცილებელია პერიოდულად შემოწმდეს სისხლის ფორმულა და ღვიძლის და თირკმელების ფუნქცია.
მკურნალობის გვიან სტადიაზე ჩნდება უნებლიე მოძრაობები (მაგალითად, ქორეის ან ათეტოზის ტიპის). მათიმოხსნა ან შემცირება ხდება  პრეპარატის დოზის შემცირებით. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას მისი თერაპიული ეფექტურობა ვარირებს. ეს გამოიხატება "გაშეშების" ეპიზოდებით, ეფექტის შემცირებით დოზის მოქმედების პერიოდის ბოლო დროს და "ჩართვა-გამორთვის" ფენომენის შემცირებით. ამ მოვლენების მოხსნა და შემცირება ხდება პრეპარატის დოზის დაქვეითებით ან პატარა დოზების უფრო ხშირი დანიშვნით. შემდგომში შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა მკურნალობის ეფექტის გასაძლიერებლად. ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება აჟიტირება, მღელვარება, უძილობა, ჰალუცინაციები, ბოდვა, დროებითი დეზორიენტაცია. მადოპარით მკურნალობის დროს შეიძლება განვითარდეს დეპრესია, თუმცა იგი შეიძლება იყოს ძირითადი დაავადების გამოვლინება.
ხანდახან შეიძლება განვითარდეს ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის და ტუტე ფოსფატაზას ტრანზიტორული მომატება. მადოპარის მიღების ფონზე აღინიშნება სისხლში შარდოვანას მომატება. შეიძლება შეიცვალოს შარდის ფერი, ჩვეულებრივ წითელ ფერამდე, რომელიც მუქდება მისი დგომის დროს.

გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:

ავადმყოფებში მომატებული მგრძნობელობით შესაძლებელია შესაბამისი რეაქციების განვითარება. ავადმყოფებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით რეკომენდებულია თვალის შიდა წნევის რეგულარული კონტროლი, რადგანაც თეორიულად ლევოდოპა ზრდის თვალის შიდა წნევას.
მკურნალობის პერიოდში აუცილებელია ღვიძლის და სისხლის ფორმულის შემოწმება. დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში საჭიროა შაქრის დონის შემოწმება სისხლში, რომლის ცვლილებების მიხედვით იცვლება დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატების დოზები. მადოპარის მიღება წყდება ქირურგიულ ჩარევამდე 12-48 საათით ადრე, ვინაიდან მადოპარი ჰალოტანით ნარკოზის დროს იწვევს არტერიული წნევის ცვალებადობას და არითმიას. ოპერაციის შემდეგ ხდება მკურნალობის აღდგენა საწყის დონემდე.
მადოპარის მკვეთრი მოხსნა დაუშვებელია. ამან შეიძლება გამოიწვიოს "ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი" (ტემპერატურის მომატება, კუნთების რიგიდობა, ასევე შესაძლებელია ფსიქიური ცვლილებები და კრეატინფოსფოკინაზას მომატება სისხლის შრატში), რაც შეიძლება  სახიფათო იყოს სიცოცხლისათვის. მისი განვითარებისას ავადმყოფი იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (აუცილებლობის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაცია) და უტარდება სათანადო სიმპტომატური მკურნალობა, რაც გულისხმობს მადოპარის განმეორებით დანიშვნას ავადმყოფის მდგომარეობის შესაბამისი შეფასების შემდეგ. ავადმყოფები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მოსალოდნელი ფსიქიური რეაქციების განვითარების გამო.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მადოპარი წინააღმდეგნაჩვენებია ორსულებში და ქალებში რეპროდუქციის პერიოდში, რომლებიც არ იტარებენ კონტრაცეპციის ადექვატურ ზომებს. ცნობილი არ არის გადადის თუ არა ბენსერაზიდი დედის რძეში, ამიტომ მადოპარით მკურნალბის აუცილებლობის შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან არ შეიძლება გამოირიცხოს ბავშვის ჩონჩხის არასწორი განვითარება.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ფარმაკოკინეტური ურთიერთქმედება
ანტიქოლინერგული პრეპარატის სამი-ჰექსიფენიდილის მადოპართან ერთდროული დანიშვნისას მცირდება ლევოდოპას შეწოვის სიჩქარე და არა ხარისხი. მისი ერთდროული დანიშვნა მადოპარ ჰდს-თან არ მოქმედებს ლევოდოპას ფარმაკოკინეტიკაზე. ანტაციდების ერთდროული დანიშვნა მადოპარ ჰდს-თან ამცირებს ლევოდოპას შეწოვის ხარისხს 32%-ით. რკინის სულფატი ამცირებს ლევოდოპას მაქსიმალურ კონცენტრაციას პლაზმაში 30-50%-ით, ეს ცვლილებები ზოგიერთ ავადმყოფებში კლინიკურად მნიშვნელოვანია. მეტოკლოპრამიდი ზრდის ლევოდოპას შეწოვის სიჩქარეს. ლევოდოპა არ ამყარებს ფარმაკოკინეტურ ურთიერთქმედებას ბრომკრიპტინთან, ამანტადინთან, სელეგილინთან და დომპერიდონთან.
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
ნეიროლეფსიური საშუალებები, ოპიატები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, რომლებიც შეიცავენ რეზერპინს, თრგუნავენ მადოპარის მოქმედებას.
თუ მადოპარი ენიშნება ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ მაო-ს შეუქცევად ინჰიბიტორებს, მათი მიღების შეწყვეტიდან მადოპარის მიღების დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 2 კვირა. ხოლო მაო-B-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, ლაზაბემიდი, სელეჟილინი), და მაო-A-ს სელექტიური ინჰიბიტორები (მაგალითად, მოკლობემიდი) შეიძლება დაინიშნოს მადოპარის მკურნალობის ფონზე. ამ დროს ხდება ლევოდოპას დოზის კორექტირება ავადმყოფის ინდივიდუალური მოთხოვნილების შესაბამისად. მაო-A-ს და მაო- B-ს ინჰიბიტორების ერთდროული დანიშვნა ექვივალენტურია მაო-ს არასელექტიური ინჰიბიტორის დანიშვნისა, ამიტომ ასეთი კომბინაცია არ ინიშნება მადოპართან ერთდროულად.
მადოპარი არ ინიშნება ერთდროულად სიმპატომიმეტურ საშუალებებთან (მაგალითად, ადრენალინი, ნორადრენალინი, იზოპროტერენოლი ან ამფეტამინი, რომლებიც იწვევენ სიმპატიკური ნერვული სისტემის სტიმულირებას), რადგანაც ლევოდოპა იწვევს მათი მოქმედების პოტენცირებას. თუ მათი ერთდროული დანიშვნა აუცილებელია, უნდა განხორციელდეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის მონიტორინგი, ხოლო აუცილებლობისას _ სიმპატომიმეტურების დოზის შემცირება.
შესაძლებელია პრეპარატის კომბინირება პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან (მაგალითად, ანტიქოლინერგული საშუალებები, ამანტადინი, დოფამინის აგონისტები), რაც აძლიერებს როგორც სასურველ, ასვე არასასურველ ეფექტებს. შესაძლებელია მადოპარის ან სხვა პრეპარატის დოზის შემცირება. როდესაც მკურნალობას უმატებენ კატექოლ-ო-მეთილტრანსფერაზას ინჰიბიტორს, შეიძლება შემცირდეს მადოპარის დოზა. თუ მკურნალობა დაწყებულია მადოპარით, ანტიქოლინერგული პრეპარატები მკვეთრად არ იხსნება, ვინაიდან ლევოდოპა არ მოქმედებს დაუყოვნებლივ.
ლევოდოპამ შეიძლება იმოქმედოს კატექოლამინების, კრეატინინის, შარდოვანას და გლუკოზის ლაბორატორიული მონაცემების შედეგებზე.
ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ მადოპარს, კუმბსის სინჯმა შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები. პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ ცილით მდიდარ საკვებთან ერთად შეიძლება დაარღვიოს ლევოდოპას შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების ყველაზე ხშირი სიმპტომებია: უნებლიე მოძრაობები, ცნობიერების დაბინდვა, უძილობა, იშვიათად _ გულისრევა, ღებინება, ან არითმიები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა, დაკვირვება სუნთქვის და გულის ფუნქციაზე. შესაძლებელია დაინიშნოს სუნთქვითი ანალეპტიკები და/ან ანტიარითმული პრეპარატები, ან შესაბამის შემთხვევაში ნეიროლეფსიური საშუალებები.

შენახვის ვადა:

3 წელი _ (კაფსულები 125მგ; 250მგ; მადოპარი ჰდს; სწრაფად მოქმედი დისპერგირებული ტაბლეტები 125მგ);
4 წელი _ (ტაბლეტები 250მგ)

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:

მადოპარი კაფსულები `125` 30, 100;
მადიპარი კაფსულები `250` 30, 100;
სწრაფად მოქმედი (დისპერგირებული)
ტაბლეტები `125` 30, 100;
მადოპარი ტაბლეტები`250` 100;
მადოპარი კაფსულები ჰდს `125` 30, 100.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BASEL, SWITZERLAND

ნაღველა ჯვრისებრი  – Gentiana Cruciata L – Горечавка крестообразная

ნაღველასებრთა ოჯახს ეკუთვნის. საქართველოში ნაღველას მრავალი სახეობა იზრდება. ზოგ სხვა სახეობასთან ერთად ტყეებსა და ტყისპირებში უფრო ხშირად დასახელებული სახეობა იზრდება. აჭარაში ასისთავას, ბერძნულ ენდროს და შხამასაც უწოდებენ. იგი 50-70 სმ სიმაღლის, მრავალწლოვანი მცენარეა, მსხვილი გასქელებული ფესვურით. ფესვის ყელიდან რამდენიმე ღერო ამოდის, თვითოეული მათგანი კი მარტივი ანუ დაუტოტავია და უხვადაა შეფოთლილი. ფოთლები ღეროზე მოპირისპირედაა განლაგებული. მათი სიგრძე 3-6 სმ-ია, ფოთოლს 3-5 ძარღვი გასდევს. ფირფიტა უყუნწოა, ღეროზე მჯდომი, კვერცხისმაგვარი, ლანცეტის მოყვანილობისა, წვერისაკენ შევიწროებული, ფუძეები ერთმანეთთანაა შეზრდილი.
ცისფერი ყვავილები ოთხწევრიანია და ღეროს ზედა ნაწილის ფოთლების იღლიებში ჯგუფურადაა განლაგებული. ყვავის ივნის-აგვისტოში, თესლი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. გვხვდება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებში, ტყისპირებზე, ნატყევარ მდელოებზე და ბუჩქნარებში, მთაში ალპურ ზონამდე ადის.
მედიცინაში ნაღველას ფესურა ფესვები გამოიყენება საჭმლის მონელების პროცესის დარღვევისას ახილიისა და დისპეპსიური მოვლენებით, მადისმომგვრელ საშუალებად. მისი პრეპარატები ზრდის საჭმლის გამაღიზიანებლისადმი მგრძნობელობას, რის მეოხებითაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სეკრეციისა და მოტორული ფუნქციის სტიმულირება ხდება, მათ ნაღვლის დენის გაძლიერების თვისებაც გააჩნიათ.
ნაღველას ხალხური მედიცინა უფრო ფართოდ იყენებს. ხალხი ნაღველას სახეობებს დიდ ყურადღებას აქცევს, იყენებს იმ სახეობას, რომელიც საცხოვრებელ რაიონში მოიპოვება.
ფესვებისა და ფესურის ნახარში (15-20 გ 1 ლ წყალზე) გამოიყენება საჭმლის ცუდად მონელების შემთხვევაში, კუჭშეკრულობის, უმადობის, ფერმკრთალობის, უძლურობის, ნიკრისის ქარის, არტრიტის (სახსრების ანთებადი დაავადების), და გარეგნულად - ჩირქოვანი ჭრილობების დროს.
ხალხი უფრო ეფექტურად მიიჩნევს ნაღველას ფესვ-ფესურის მაგარ ღვინოზე ნაყენს, რომელსაც დღეში 2-3 სირჩას იღებენ (ერთი სირჩა დაახლოებით 30-40 გ).
კუჭის წვენის მაღალი მჟავიანობის, ბერვის, გულწვისა და კუჭშეკრულობის დროს იღებენ ნაღველას ფევს-ფესურის პორტვეინზე ნაყენს (შეიძლება მისი შეცვლა მაგარ ღვინოზე ნაყენით). საამისოდ იღებენ ათ-ათ გრამ შემდეგ ნედლეულს: ნაღველას ფესვ-ფესურას, ფორთოხლის ნაყოფის ქერქს, კოთხოჯის სურას, კრაზანას, ასფურცელას ყვავილებს, კატაბალახას ფესვებს, ბერულას. მთელ ამ ნარევს 1 ლ წყალს ასხამენ და ფანჯარასთან 21 დღეს დგამენ, ისე რომ ფანჯარაში შემოსული მზის სხივები ნარევიან ჭურჭელს ხვდებოდეს (ჭურჭელი, ჩვეულებრივ, მინისა უნდა იყოს). ამის შემდეგ წურავენ და სვამენ დილით უზმოზე 1 სუფრის კოვზს და ამდენსავე საღამოთი ძილის წინ.
გარეგან სახმარად ნაღველას ფესვ-ფესურას შემდეგ შემთხვევებში იყენებენ:
1. ნაღველას ფესურისა და სააფთიაქო გვირილას ყვავილის თანაბარი რაოდენობით ფხვნილს ჩირქოვან ჭრილობებზე აყრიან.
2. ნაღველას ფესურისა და მუხის ქერქის მაგარი ნახარშით (ცხელ მდგომარეობაში) ძილის წინ ფეხების დათბილვა სასარგებლოა, ფეხების ოფლიანობის წინააღმდეგ ხალხური საშუალებაა. ნახარშის კომპონენტთა რაოდენობა - 3 ნაწილი მუხის ქერქი და 1 ნაწილი ნაღველას ფესურა.
 ნაღველა ეფექტური გამოდგა შემდეგ შემთხვევებში:
1. თვით ყველაზე მყარი გულწვაც (გულის რუჯვა) გაივლის ხოლმე იმ შემთხვევაში, თუ სადილობის წინ ყოველდღე მივიღებთ სირჩა ღვინოს, რომელშიდაც 21 დღის განმავლობაში ჩაყრილი იყო წვრილად დაჭრილი ნაღველას ფესვები და ფესურები.
2. ნიკრისის ქარის დროს კარგად მოქმედებს ნახარში: 3 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ ნაღველას ფესვებსა და ფესურას 3 ჭიქა ცივ წყალს ასხამენ და 7-10 წუთს ხარშავენ. მთელ ამ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ.
3. კუჭის კატარის დროს სვამენ ნახარშს: თითო ჩაის კოვზი თავდადგმით სავსე წვრილად დაჭრილი ნაღველას მიწისქვეშა ნაწილები, ფარსმანდუკი და ასისთავა - 3 ჭიქა წყალზე. ადუღებენ 10 წუთს, მთელ ნახარშს ერთი დღის განმავლობაში სვამენ. მკურნალობის პერიოდში იცავენ დიეტას. ამავე ნახარშს ურჩევენ უმადობისა და კუჭ-ნაწლავის დაავადების, დროს, აგრეთვე გაუფერულებულ-დასუსტებულ ქალიშვილებს.
ნაღველა საკმაოდ პოპულარული სამკურნალო ბალახია ბულგარეთის მედიცინაშიც. იქ სამკურნალოდ ამ მცენარის როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა ნაწილებს იყენებენ საჭმლის ცუდად მონელების საწინააღმდეგოდ, როცა ავადმყოფობას ახლავს ახილია და დისპეპსია.

 

მუხა – Quercus iberica – Дуб

 

 

მუხა  წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ფოთლოვანი ხეა, სიმაღლით 40 მ-მდე, ტანის დიამეტრით 2 მ-მდე, მძლავრი, გაშლილი ვარჯით. ყლორტების კანი მუქი-წენგოსფერია, მოგვიანებით მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია, გლუვი. უფრო ძველ, 50-60 წლის ხეებს ქერქი ღრმად დაღარული, მუქი-ნაცრისფერი აქვს, სისქით რამდენიმე სანტიმეტრი. კვირტები ფართო ოვალურია ან ნახევრადსფერული, ღია-რუხი ფერის, ქერცლის კიდეებზე წამწამებიანი.
ფოთლები 7-15 სმ -ის სიგრძისაა მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი. შიშველი, პრიალა, ზემოდან მწვანე, ქვედა მხრიდან მკრთალი მწვანე, ფრთისებრდანაკვთული, მოგრძო-კვერცხისებრი ამონაყარი ყლორტებზე ფოთლები უფრო მსხვილია, მათი სიგრძე 30 სმ-მდეა. ფოთლის უბეში მათი გამოსვლის დროს წარმოიქმნება თხელყვავილიანი ყვავილედი-საყურე. ყვავილები – ერთსქესიანია, მცენარე – ერთსახლიანი. ნაყოფი ოვალური ფორმის რკო, სიგრძით 1,5-3,5 სმ, მურა ყვითელი, გრძივი, მომწვანო ზოლებითა და ქაცვებით წვეროზე.
მუხა ყვავილობას იწყებს 30-40 წლის შემდეგ, ცოცხლობს 400-500 წელი, ზოგიერთი მათგანი – 1000-1500 წელიწადი და აღწევენ დიამეტრით 4 მ-მდე.
მუხა საქართველოს ტყეებში ფართოდაა გავრცელებული, როგორც ფართოფოთლოვან, ისე შერეულ ტყეებში, ქმნის მუხნარებს. იგი სითბოსა და სინათლის მოყვარული მცენარეა. პირველ წლებში იზრდება ძალიან ნელა, 10 წლის მუხა მხოლოდ 1 მ-მდეა სიმაღლით.
აგროვებენ მუხის ქერქს აპრილიდან ივნისამდე, როდესაც უჯრედის წვენი ინტენსიურად მოძრაობს. გლუვი ქერქის მოსახსნელად წვრილ ღერებზე დანით აკეთებენ ღრმა წრიულ ნაჭდევს ერთმანეთისაგან 3 სმ დაშორებით. შემდეგ მათ აერთებენ ღრმა გრძივი ნაჭდევებით, შემდეგ აცლიან ქერქს ღარაკის ან მილის სახით. ნედლეულს, თხელ ფენად გაშლილს ქაღალდზე ან ქსოვილზე, აშრობენ ფარდულებში, ან სხვენებზე, რომლებიც კარგად ნიავდება. ამასთან, ყოველდღიურად აბრუნებენ. გამშრალი ქერქი ხმაურით უნდა ტყდებოდეს. ინახავენ მშრალ ადგილებში ხუთი წლის განმავლობაში.
მუხის ქერქი შეიცავს 10-20% გალოტანინებს, 13-14% პენტოზანებს, 6% პექტინებს, ფლავონოიდ კვერციტინს, ლევულინს და სხვ. რკო შეიცავს 40%-მდე სახამებელს, 5-8% სათრიმლავ ნივთიერებებს, 5% ცხიმოვან ზეთს, ცილოვან ნივთიერებებს.
მუხის ქერქის ნაყენები გამოიყენება როგორც შემკვრელი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება, პირის ღრუში და ყელში გამოსავლებად სტომატიტების, გინგივიტების, ფარინგიტების დროს. განსაკუთრებით ეფექტურია მუხის ქერქის ნახარში (1:10). ამისათვის 20 გრ (2 სუფრის კოვზი) დაქუცმაცებული ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში, გააცივეთ 10 წთ, გადაწურეთ. მიღებული ნახარში გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ-მდე) მიღებამდე. ეს ნახარში გამოიყენება ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების დროს გამოსავლებად 6-8-ჯერ დღეში. ასეთივე კონცენტრაციის ნახარში გამოიყენება კუჭის აშლილობის, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის, ნაწლავების ქრონიკული ანთების დროს. დალიეთ 1/2 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
ზოგჯერ ნაყენს ამზადებენ შემდეგნაირად: 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს ასხამენ 2 ჩაის ჭიქა ცივ წყალს, აჩერებენ 6 სთ-ს, მიიღებნ 1/2 ჭიქას 3-4-ჯერ დღეში, ჭამის წინ.

 

ლონგიმინი #30კაფს

81.00 ლარი
76.13 ლარი

ქვეყანა: აშშ

მწარმოებელი: ეარს ქრიეიშენ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლევომედი 25მგ/250მგ #100ტ

ქვეყანა: საბერძნეთი

მწარმოებელი: მედოქემი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მსხალიჭა მრგვალფოთოლა  – Pyrola Rotundifolia L – Грушанка круглолистная

მსხალიჭასებრთა ოჯახში შედის. ტყის ამ ჯუჯა მცენარის ფოთლები თავისი მოყვანილობით და სტრუქტურით ფრიად წააგავს მსხლის ფოთოლს, ეტყობა სახელწოდებაც ამ ფაქტთანაა დაკავშირებული. მისი თოვლქვეშ მოყოლილი ფოთლები მწვანედ გადაიზამთრებენ ხოლმე. ფოთლები ღეროს ძირშია შეჯგუფული (როზეტად განწყობილი), მათი ყუნწები ფირფიტებზე ოდნავ გრძელია, ხოლო ფირფიტა კი მომრგვალო-კვერცხისებრი მოყვანილობისაა.
სწორმდგომ საყვავილე ღეროზე თოვლივით თეთრი ყვავილები აღმამდგომ მოკლემტევნადაა შეკრებილი, ყვავილობაში მსხალიჭა ძალიან მიმზიდველია, იგი რამდენადმე შროშანას მოგვაგონებს. დამახასიათებელი ყვავილებით იგი ერთ-ერთი ულამაზესი ტყის ყვავილთაგანია.
ყვავის ივნის-აგვისტოში; უმეტესად თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ყვავილებით. ხშირად გვხვდება ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და ფიჭვნარ-ნაძვნარებში. გარდა ამისა, ჩვენს ტყეებში სხვა სახეობის მსხალიჭებიც იზრდება, რომელნიც თავიანთი ფიტოქიმიური შემადგენლობით ახლოს დგანან აქ განხილულ სახეობასთან.
მსხალიჭა მაღალი დეკორატიული ღირსებების მცენარეა, მაგრამ იგი ყოველ წელიწადს არ ყვავილობს. ისე როგორც ტყის სხვა ბევრი მცენარისათვის, მისთვისაც დამახასიათებელია მეწლეობა.
საერთოდ ეს მცენარე შხამიანია, წამლავს საქონელს და სისხლიან შარდვას იწვევს.
ხალხური მედიცინა იყენებს გულის სამკურნალოდ და შარდმდენ საშუალებად.
ბულგარეთის მედიცინის მიერაც მსხალიჭას ფოთლები რეკომენდებულია, როგორც შარდმდენი საშუალება და გამოიყენება საშარდე ბუშტის ქრონიკული ანთებისას. შარდში ჩირქის გამოყოლების შემთხვევაში, აგრეთვე წინამდებარე ჯირკვლის ანთების, წყალმანკის და თირკმლების ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ. დანაყილი ნედლი ფოთლების ფაფისებრი მასა ძნელად შესახორცებელი ჭრილობებსათვის გამოიყენება. გარდა ამისა ნედლეულისაგან ცხელი ნაყენიც მზადდება. 1-2 ჩაის კოვზ ნედლეულზე 1 ჭიქა მდუღარე წყალი (1 დღის დოზა).

 

ლევოკომი 25მგ/250მგ #100ტ

70.65 ლარი
66.41 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: ფარმასტარტი (ასინო)

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მრავალძარღვა – Plantago major – Подорожник большой

მრავალძარღვა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო საყვავილე ღერო. ყვავილები თავთავისებურ ყვავილედშია შეკრებილი. ფოთლები ყუნწიანია, ფართო კვერცხისებრი ან ფართო ელიფსური, კიდემთლიანი შიშველი ან სუსტად შებუსული, სიგრძით 12 სმ, 3-9 რკალისებრი გრძივი ძარღვით, ყვავილები თავთავში წვრილია, შეუმჩნეველი. ნაყოფი კვერცხისებრი მრავალთესლიანი კოლოფია, წვრილი წახნაგოვანი თესლით.
ყვავილობს მაის-აგვისტოში. თესლი შემოდის აგვისტო-ოქტომბერში.
მრავალძარღვა გავრცელებულია მთელს საქართველოში გზის პირებზე, ბილიკებზე, ეზოებში, ბაღებში, საძოვრებზე, ტყის კორომებში, საცხოვრებლის ახლოს, საერთოდ – ტენიან ნიადაგებში. მთაში გვხვდება თითქმის 2500 მ-მდე ზღვის დონიდან.
ამზადებენ მრავალძარღვას ფოთლებს. ფოთლები მოკლე ყუნწებით იჭრება ყვავილობის პერიოდში. არ შეიძლება მთელი როზეტის მოჭრა, რადგან, ამას მივყევართ მრავალძარღვას განადგურებამდე. მიზანშეწონილია ფოთლების შეგროვება მშრალ ამინდში, უნდა შეგროვდეს საღი, დაუავადებელი ფოთოლი. აშრობენ ჩრდილში ფარდულში, რომელიც კარგად ნიავდება.
მრავალძარღვას ფოთლები შეიცავს გლიკოზიდ აეკუბინს. ნაპოვნია მათში ალკალოიდის ნიშნები, სათრიმლავი ნივთიერებები მცირე რაოდენობით. ვიტამინი K, პროვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ლიმონის მჟავა. თესლი შეიცავს სტეროიდულ საპონინებს, პროტეინს, ამინომჟავებს.
მრავალძარღვას ჯერ კიდევ X საუკუნეში იყენებდნენ არაბეთსა და სპარსეთში. ძველი ბერძნული და რომაული მედიცინა რეკომენდაციას უწევდა მრავალძარღვას თესლს დიზენტერიის სამკურნალოდ.
ავიცენა მიუთითებდა, რომ მრავალძარღვას საფენები კარგად მოქმედებენ სპილოს დაავადების დროს, ხელს უშლიან მის განვითარებას და ამცირებენ შეშუპებას. მისი წვენის ჩაწვეთება ყურში აყუჩებს ტკივილს, ხოლო ფესვის, ანუ ღეროს ღეჭვა, ან მისი ნახარშის გამოვლება პირის ღრუში კარგია კბილის ტკივილის დროს.
ხალხურ მედიცინაში მრავალძარღვას იყენებენ როგორც ამოსახველებელ საშუალებას ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვის ტუბერკულოზის, აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების (გასტრიტების, წყლულოვანი დაავადების, კოლიტების და სხვა) შემთხვევაში. მცენარის ფოთლებში არსებული ფიტონციდები განაპირობებენ მის ანტიმიკრობულ მოქმედებას. მრავალძარღვას ნაყენი და ფოთლების წვენი ხელს უწყობს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას. კარგად გარეცხილი ფოთოლი გამოიყენება ჩირქოვან ჭრილობებსა და ძირმაგარებზე დასაფენად კომპრესის სახით.
მრავალძარღვას ფოთლებისაგან ამზადებენ ნახარშებს, ნაყენებს. 30 გრ მშრალ, დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა წყალი. მიიღეთ 1-2 სუფრის კოვზი, როგორც ამოსახველებელი საშუალება ბრონქიტების, ყივანახველის, ბრონქული ასთმის, ტუბერკულოზის დროს.
10 გრ (2 სუფრის კოვზი) მშრალი დაქუცმაცებული მრავალძარღვა მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავზე, ადუღეთ წყლის აბაზანაში 30 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ 10 წთ ოთახის ტემპერატურამდე, გადაწურეთ. დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით (200 მლ-მდე). მიიღეთ 1/2-1/3 ჭიქა 5-10 წთ-ით ადრე ჭამის წინ 3-4-ჯერ დღეში.
ცხელი ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დადგით 10 წთ, დალიეთ 1 სთ-ის განმავლობაში ყლუპებთ (სადღესამისო ნორმა).
ახალი ფოთლებისაგან წვენის მისაღებად კარგად გარეცხილი ფოთლები წვრილად დაჭერით, დაჭყლიტეთ, გამოწურეთ, მიღებულ წვენს შეურიეთ იმავე რაოდენობის თაფლი (1:1), ადუღეთ 20 წთ-ის განმავლობაში, მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 2-ჯერ დილას – უზმოზე და საღამოს – ჭამის წინ. შეინახეთ თავდახურული, გრილ, ბნელ ადგილას.

 

მჟაველა  – Oxalis Acetosella L – Кислица обыкновенная

მჟაველასებრთა ოჯახში შედის. მჟაველა 5-10 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ფესვურიანი მცენარეა, რომელსაც მიწის ზედა ღერო არ გააჩნია. ფესვის ყელიდან ჯგუფურად ამოსული სამყურა ფოთლები გრძელყუნწიანია. ფოთოლაკები უკუკვერცხისებრი მოყვანილობისაა.
ყვავის აპრილ-აგვისტოს განმავლობაში თეთრი, ზოგჯერ მოვარდისფრო ყვავილებით. ფართოდაა გავრცელებული უმთავრესად ხშირ ტყეებსა და ბუჩქნარებში. განსაკუთრებით ნაძვნარ-სოჭნარებში და წიფლნარებში, გვხვდება ჩრდილო ფერდობებზე დასახლებულ ფიჭვნარებშიაც.
ფოთლებში 0,9 პროცენტამდე თავისუფალი მჟავები და მათი მარილები მოიპოვება (მჟაუნმჟავა, ვაშლის, ქარვისა და სხვა მჟავები). მათშივე მოიპოვება 150 მგ. პროცენტამდე C ვიტამინი, A პროვიტამინი და რუტინი. ფოთლებისაგან მომზადებული სასმელი კარგად კლავს წყლის წყურვილს. იგი თაფლოვანი და ფრიად დეკორაციული მცენარეა.
ლიტერატურაში არის ცნობა იმის შესახებ, რომ თუ ძროხამ მჟაველა ჭამა, ნაღებისაგან ცხიმის გამოყოფა თითქმის შეუძლებელი ხდება.

ხალხურ მედიცინაში მჟაველას ნედლ მდგომარეობაში გამოყენება რეკომენდებულია ღვიძლის დაავადების, საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევის, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობის, სიყვითლის, თირკმლების დაავადების, სურავანდის დროს, აგრეთვე პარაზიტი ჭიების წინააღმდეგ გამოიყენება ახალი, დაუმჭკნარი ფოთლები. საჭიროა სიფრთხილე, რადგან ხანგრძლივი გამოყენებისას აზიანებს თირკმელს. ხალხურ მედიცინაში იგი გამოიყენება აგრეთვე, როგორც შარდმდენი საშუალება, უხვსისხლიანი მენსტრუაციის და ათეროსკლეროზის დროს.

 

ანტიპარკინი 25მგ/250მგ #50ტ

შემადგენლობა: ერთი ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ლევოდოპას და 25 მგ კარბიდოპას
დამხმარე ნივთიერებებს: ლაქტოზა, სახამებელი,  პოლოვინილპიროლიდონი  მაგნიუმის სტეარატი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატი
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ანტიპარკინი შეიცავს დოპამინის მეტაბოლურ წინამორბედს ლევოდოპას, რომელსაც დოპამინისგან განსხვავებით შესწევს უნარი გადალახოს ჰემატოენცეფალური ბარიერი და კარბიდოპას, არომატული ამინომჟავების დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორს. ლევოდოპა ამცირებს პარკინსონიზმის სიმპტომებს თავის ტვინში დოპამინის დეფიციტის შევსების გზით ამასთან, ლევოდოპას დიდი ნაწილი გადაიქცევა დოპამინად ტვინის გარეთ და ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. თავის მხრივ პრეპარატში კარბიდოპას შემცველობა ამუხრუჭებს ლევოდოპას ექსტრაცერებრალურ დეკარბოქსილირებას და ამით მიიღწევა ლევოდოპას დიდი ნაწილის გადასვლა ჰემატოენცეფალურ ბარიერში, აღნიშნულის გამო თერაპიული ეფექტის მისაღწევად საჭიროა ლევოდოპას ნაკლები რაოდენობა, რაც ამ ნივთიერებით გამოწვეულ გვერდით მოვლენებს ამცირებს.
ჩვენება: ანტიპარკინი გამოიყენება პარკინსონის სინდრომისა და დაავადების სამკურნალოდ. პრეპარატი ავადმყოფს უმსუბუქებს ამ დაავადებით გამოწვეულ სიმპტომებს: პირველ რიგში რიგიდობას, ამცირებს ტრემორს, დისფაგიას. პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია პირიდოქსინის (ვიტამინი B6) შემცველი ვიტამინების ნაკრების მიღება. (სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების დროს პრეპარატი არ გამოიყენება)
უკუჩვენება: დახურულკუთხოვანი გლაუცომა, ანტიპარკინი ასევე უკუნაჩვენებია ფეხმძიმობიას და ლაქტაციის პერიოდში.
ავადმყოფები რომლებიც მკურნალობენ ანტიპარკინით პრეპარატის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში არ უნდა მართავდენ ავტომობილს.
გვერდითი მოვლენები: ქორეოფორმული, დისტონიური ან სხვა უნებლიე მოძრაობების, კრუნჩხვის, ბლეფაროსპაზმის და ტრიზმის დროს აუცილებელია დოზის შემცირება. იშვიათად ვლინდება ფსიქიური მოშლილობები: პარანოიდალური იდეები, დეპრესია. გულის რიტმის დარღვევა, ორთოსტატიური ჰიპერტენზია, გულისრევა, პირღებინება. პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს: - აზოტის და შარდოვანას მომატება სისხლში, - ბილირუბინის, ტუტე ფოსფატაზას ან იოდის რაოდენობის მომატება, რომელიც შეკავშირებულია პროტეინებთან. - იშვიათ შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის დროს, შესაძლებელია აღინიშნებოდეს კუმბსის დადებითი სინჯი და ჰემოლიზური ანემია.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან: ანტიპარკინის მიღება არ შეიძლება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ერთად ამ პრეპარატებით მკურნალობა უნდა შეწყდეს ანტიპარკინით მკურნალობის დაწყებამდე 3 კვირით ადრე.
დოზირება: ავადმყოფებისთვის, რომლებიც არ მკურნალობდენ ლევოდოპით საწყისი დოზა შეადგენს 1/2 ტაბლეტს 1-2-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1/2 ტაბლეტით 2-3დღის შემდეგ ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღებამდე.
ავადმყოფებისთვის, რომლებიც მკურნალობდენ ლევოდოპით მინიმუმ 12 საათით ადრე უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპას წინა დოზის დაახლოებით 20%. თუ ავადმყოფი ლევოდოპას იღებდა დოფა-დეკარბოქსილაზას ინჰიბიტორებთან ერთად ანტიპარკინის მიღებამდე 24 საათით ადრე უნდა შეწყდეს მათი მიღება.
ოპტიმალურ დღიურ დოზას ადგენენ ინდივიდუალურად. ხშირად ეს დოზა შეადგენს 3-4 ტაბლეტს დღეში, მაგრამ დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 6 ტაბლეტს.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირების მკურნალობა ისეთივეა, როგორც ლევოდოპას ჭარბი დოზირების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებელია კუჭის დაუყოვნებელი ამორეცხვა. ინფუზიები ინიშნება სიფრთხილით, ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქი გზების გამტარობას. არითმიის განვითარების შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის ჩატარება ეკგ-ს კონტროლის ქვეშ. დიალიზის როლი პრეპარატის ჭარბი მიღების დროს უცნობია. პირიდოქსინი არ ავლენს სამკურნალო ეფექტს პრეპარატის ჭარბი მიღების
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ ლევოდოპით მონოთერაპიის შემდეგ ანტიპარკინზე გადასვლისიას წინა დღით უნდა შეწყდეს ლევოდოპის მიღება. ანტიპარკინის საწყისი დოზა უნდა შეადგენდეს ლევოდოპის წინა დოზის დაახლოებით 20%-ს. თუ ავადმყოფისთვის საჭიროა ნარკოზის ქვეშ ოპერაციის გაკეთება წინა დღეს წყვეტენ ანტიპარკინის მიღებას და თერეპიას განაგრძობენ ოპერაციის შემდეგ, როგორც კი ავადმყოფი შეძლებს ტაბლეტის პერორალურ მიღებას. პაციენტები პრეპარატის მიღებისას უნდა იმყოფებოდნენ მონიტორინგის ქვეშ დეპრესიის ან ფსიქიური დარღვევების დროულად გამოვლენის მიზნით. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო პაციენტებში, რომელთაც ლევოდოპას მიღების შემდეგ აღენიშნებათ ქორეოატეტოიდური ტიპის ჰიპერკინეზები. ნაკომმა ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკინეზის რეციდივი, რომელიც დაკავშირებულია დოფამინის შემცველობის ზრდასთან თავის ტვინში ლევოდოპას გამოყენების შედეგად. იმ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ფსიქოტროპული პრეპარატების მიღება, გათვალისწინებული უნდა იყოს პრეპარატის ანტიპარკინსონული ეფექტის შემცირების შესაძლებლობა. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კრუნ-ჩხვითი სინდრომის დროს.
პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის ჯერ კიდევ შესწავლილი.
ყურადღება: პრეპარატის დანიშვნა, დოზის შერჩევა და სხვა ანტიპარკინსონული პრეპარატების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ.
არ მიიღოთ პრეპარატი გარეგნული დათვალიერების შემდეგ აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში
გაცემის წესი ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის წესი რეცეპტით)
შენახვის პირობები და ვადა
ოთახის ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
შეფუთვის ფორმა: 50 ტ ბლისტერებში, მოთავსებული კოლოფში, ახლავს ანოტაცია
მწარმოებელი:
შ.პ.ს. “გამა” საქართველო
ტელ: 2-10-99-16

www.gama.ge

Don`t copy text!