Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 444

ტორვაკარდი (გაგრძელება) – TORVACARD – ТОРВАКАРД

 

(გაგრძელება)

გამოყენების წესი და დოზები:

ტორვაკარდის მიღებამდე ავადმყოფს ენიშნება სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას თერაპიის მთელი პერიოდის განმავლობაში.

საწყისი დოზა შეადგენს საშუალოდ 10 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში. დოზა მერყეობს 10 დან 80 მგ-მდე ერთხელ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვებთან ან საკვების მიღებასთან დამოუკიდებლად. დოზა შეირჩევა ქოლესტერინის/დსლპ საწყისი დონეების, თერაპიის მიზნებისა და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში და/ან ტორვაკარდის დოზის გაზრდის დროს საჭიროა სისხლის პლაზმაში ლიპიდების დონის კონტროლის ჩატარება ყოველ 2-4 კვირაში და დოზის შესაბამისად კორიგირება.

პირველადი ჰიპერქოლესტერინემია და შერეული ჰიპერლიპიდემია

უმრავლეს შემთხვევაში საკმარისია დაინიშნოს პრეპარატი ტორვაკარდის 10 მგ დოზა ერთხელ დღე-ღამეში. არსებითი თერაპიული ეფექტი, როგორც წესი,   აღინიშნება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური თერაპიული ეფექტი ჩვეულებრივ აღინიშნება უკვე 4 კვირის შემდეგ. ხანგრძლივი მკურნალობისას ეს ეფექტი შენარჩუნდება.

მკურნალობის მიზნის დადგენისას შეიძლება ქვემოთმოყვანილი რეკომენდაციების გამოყენება:

ა.    ეროვნული საგანმანათლებლო პროგრამის რეკომენდაციები ქოლესტერინის შესახებ (აშშ).

 

სისხლძარღვთა
დიაგნოსტირებული ათეროსკლეროზი

რისკის კიდევ 2 ან მეტი ფაქტორის არსებობა**

დსლპ ქოლესტერინი, მგ/დლ (მმოლი/ლ)

 

 

საწყისი დონე

მინიმალური მიზანი

არა

არა

>=190(>=4,9)

არა

დიახ

>=160(>=4,1)

დიახ

დიახ ან არა

>=130***
(>=3,4)

 

* გიდ ან ათეროსკლეროზი (კლინიკური სიმპტომებით თანმხლები საძილე არტერიების დაზიანების ჩათვლით).

** მოიცავს შემდეგს: ასაკი (მამაკაცები>=45 წელი, ქალები >=55 წელი ან ადრეული მენოპაუზა, როდესაც პაციენტს არ უტარდება შემცვლელი თერაპია ესტროგენებით), ნათესავებში გიდ ადრეული განვითარების შემთხვევები, მოწევა, არტერიული ჰიპერტენზია, ქოლესტერინის/დსლპ დადასტურებული დონე=60 მგ/დლ (>=1,6 მმოლ/ლ).

*** გიდ მქონე ავადმყოფებში ქოლესტერინის/დსლპ დონით 100-დან 129 მგ/დლ-მდე საკითხი სამკურნალო თერაპიის დანიშვნის შესახებ წყდება ექიმის მიერ კლინიკური გამოცდილების გათვალისწინებით.

ბ.    ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნები.

გიდ დადასტურებული დიაგნოზის მქონე ავადმყოფებში და იშემიური განვითარებების მაღალი რისკის მქონე სხვა პაციენტებში მკურნალობის მიზანია ქოლესტერინის/დსლპ დონის

გ. რეკომენდაციები მკურნალობასთან დაკავშირებით.

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია

ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე მოზრდილ ავადმყოფებში ჩატარებულ კვლევებში 80 მგ დოზით ატორვასტატინის თერაპიამ უმრავლეს შემთხვევაში გამოიწვია ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითება 15%-ზე მეტით (18-45%).

თირკმელების უკმარისობის და თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღება არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის დონეზე ან ქოლესტერინის/დსლპ შემცველობის დაქვეითების ხარისხზე მისი გამოყენებისას, ამიტომ პრეპარატის დოზის შეცვლას არ საჭიროებს.

საერთო პოპულაციასთან შედარებით ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატების მიღებისას ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება არ აღინიშნება.

გვერდითი მოქმედება:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ასთენიური სინდრომი, უძილობა ან ძილიანობა, კოშმარული სიზმრები, ამნეზია, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, ემოციური ლაბილობა, ატაქსია, ჰიპერკინეზები, დეპრესია, ჰიპერესთეზია.

მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: ამბლიოპია, ხმაური ყურებში, კონიუნქტივიტის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, სისხლჩაქცევა თვალში, სიყრუე, თვალშიდა წნევის მომატება, პაროსმია, გემოს დარღვევა, გემოს შეგრძნების დაკარგვა.

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტკივილი მკერდის არეში, გულისცემა, ვაზოდილატაცია, ორთოსტაზური ჰიპოტენზია, ფლებიტი, არითმია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქიტი, რინიტი, დისპნოე, ბრონქული ასთმა, სისხლდენა ცხვირიდან.

საჭმლის მომნელებელის სისტემის მხრივ: გულისრევა, გულძმარვა, შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გასტრალგია, მუცლის ტკივილი, ანორექსია ან მადის მომატება, სიმშრალე პირის ღრუში, ბოყინი, დისფაგია, ღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, გლოსიტი, გასტროენტერიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის კოლიკა, ჰეილიტი, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, პანკრეატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება, რექტალური სისხლდენა, მელენა, სისხლდენა ღრძილებიდან, ტენეზმები.

საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: ართრიტი, ფეხების კუნთების სპაზმი, ბურსიტი, მიოზიტი, მიოპათია, ართრალგია, მიალგია, რაბდომიოლიზი, სახსრების კონტრაქტურები, ტკივილი ზურგში.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: უროგენიტალური ინფექციები, პერიფერიული შეშუპება, დიზურია (მათ შორის, პოლაკიურია, ნიქტურია, შარდის შეუკავლობა ან შარდვის შეკავება, იმპერატიული ჭინთვა მოშარდვის სურვილით), ნეფრიტი, ცისტიტი, ჰემატურია, ვაგინალური სისხლდენა, სისხლდენა საშვილოსნოდან, შარდკენჭოვანი დაავადება, მეტრორაგია, ეპიდიდიმიტი, ლიბიდოს დაქვეითება, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა.

კანის მხრივ: ალოპეცია, ოფლიანობა, ეკზემა, სებორეა, ეკქიმატოზები.

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, კონტაქტური დერმატიტი, იშვიათად – ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, სახის შეშუპება, ფოტოსენსიბილიზაცია,  ანაფილაქსია, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

ლაბორატორული მაჩვენებლები: ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია, შრატის კრეატინფოსფაკინაზის (კფკ) მომატება, ალბუმინურია, ასტ, ალტ აქტივობის მომატება.

სხვა: სხეულის მასის მომატება, პოდაგრის გამწვავება, სხეულის ტემპერატურის მომატება.

დოზის გადაჭარბება:

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ინიშნება სიმპტომატური თერაპია.

ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ამ კლასის სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის დროს მიოპათიის რისკი იზრდება ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლების ჯგუფის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან და ნიაცინთან ერთდროულად მიღებისას.

– ატორვასტატინისა და მაგნიუმის და ალუმინის ჰიდროჟანგის შემცველი სუსპენზიის ერთდროულად შიგნით მიღებისას, პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქვეითდება დაახლოებით 35%-ით, თუმცა ამასთან ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ იცვლება.

– ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე, ამიტომ ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ციტოქრომის იმავე იზოფერმენტებით, მოსალოდნელი არ არის.

კოლესტიპოლის ერთდროულად მიღებისას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციები ქვეითდება დაახლოებით 25%-ით. მაგრამ ატორვასტატინისა და კოლესტიპოლის კომბინაციის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი აჭარბებდა ცალ-ცალკე ორივე პრეპარატის აღნიშნულ ეფექტს.

– დიგოქსინისა და ატორვასტატინის 10 მგ დოზით განმეორებითი მიღებისას სისხლის პლაზმაში დიგოქსინის წონასწორული კონცენტრაციები არ შეიცვალა. ხოლო დიგოქსინის დოზით 80 მგ დღე-ღამეში ატორვასტატინთან კომბინაციაში მიღებისას დიგოქსინის კონცენტრაცია გაიზარდა დაახლოებით 20%-ით. ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიგოქსინს ატორვასტატინთან კომბინაციაში, უნდა ჩაუტარდეს დაკვირვება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის მაინჰიბირებელი ერითრომიცინის (500 მგ 4 ჯერ დღე-ღამეში) ან კლარიტრომიცინის (500 მგ 2 ჯერ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.

– ატორვასტატინის (10 მგ ერთხელ დღე-ღამეში) და აზითრომიცინის (500 მგ ერთხელ დღე-ღამეში) ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება.

– ატორვასტატინმა არ მოახდინა კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედება სისხლის პლაზმაში ტერფენადინის კონცენტრაციაზე, რომელიც მეტაბოლიზდება, ძირითადად, ციტოქრომი P450 3A4-ით; ამასთან დაკავშირებით ნაკლებადსავარაუდოა, რომ ატორვასტატინს შეუძლია არსებითი მოქმედება მოახდინოს ციტოქრომი P450 3A4-ის სხვა სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

– ატორვასტატინისა და ნორეთინდრონის და ეთინილესტრადიოლის შემცველი პერორალური კონტრაცეპტივების ერთდროულად მიღებისას აღინიშნებოდა ნორეტინდრონის და ეთინილესტრადიოლის AUC მომატება დაახლოებით 30%-ით და 20%-ით, შესაბამისად.  საჭიროა ამ ეფექტის გათვალისწინება პერორალური კონტრაცეპტივის შერჩევისას ქალებში, რომლებიც იღებენ ატორვასტატინს.

– ატორვასტატინის ვარფარინთან და ციმეტიდინთან ურთიერთქმედების შესწავლისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედების ნიშნები გამოვლენილი არ არის.

80 მგ ატორვასტატინის და 10 მგ ამლოდიპინის ერთდროულად მიღებისას ატორვასტატინის ფარმაკოკინეტიკა წონასწორულ მდგომარეობაში არ იცვლება. ატორვასტატინის და ციტოქრომი P450 3A4-ის ინჰიბიტორებად პროტეაზას ცნობილი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებას თან ახლავდა სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატება.

– ატორვასტატინისა და ანტიჰიპერტენზიული საშუალებების, ასევე ესტროგენების ერთდროულად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი არასასურველი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. ურთიერთქმედების კვლევები ყველა სპეციფიურ პრეპარატთან არ ჩატარებულა, ფარმაცევტული შეუთავსებლობა ცნობილი არ არის.

განსაკუთრებული მითითება:

ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ავადმყოფს უნდა დაენიშნოს ჰიპოქოლესტერინის სტანდარტული დიეტა, რომელიც მან უნდა დაიცვას მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

– სისხლში ლიპიდების დონის დასაქვეითებლად ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ფუნქციის ბიოქიმიური მაჩვენებლების შეცვლა. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი უნდა ჩატარდეს თერაპიის დაწყებამდე, 6 კვირის შემდეგ, ტორვაკარდის მიღების დაწყებიდან 12 კვირის შემდეგ და დოზის ყოველი გაზრდის შემდეგ, ასევე პერიოდულად, მაგალითად, ყოველ 6 თვეში.

 

 

სისხლის შრატში “ღვიძლის” ფერმენტების აქტივობის მომატება შეიძლება აღინიშნოს ტორვაკარდით თერაპიის დროს. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნება ტრანსამინაზის დონის მომატება, უნდა იყონ კონტროლის ქვეშ ფერმენტების დონის ნორმაში დაბრუნებამდე. იმ შემთხვევაში, თუ ალანინამინოტრანსფერაზის ((ალტო) ან ასპარაგინამინოტრანსფერაზის (ალტ)) მნიშვნელობები 3-ჯერ მეტად აღემატება ზედა დაშვებული ზღვარის დონეს, რეკომენდებულია ტორვაკარდის დოზის შემცირება ან მკურნალობის შეწყვეტა.

– ტორვაკარდი სიფრთხილით ენიშნება პაციენტებს, რომლებიც იყენებენ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს და/ან ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში. ღვიძლის აქტიური დაავადება ან დაუდგენელი გენეზის ამინოტრანსფერაზების აქტივობის მყარი მომატება წარმოადგენს უკუჩვენებას ტორვაკარდის მიღებისათვის.

– ტორვაკარდით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს მიოპათია. მიოპათიის დიაგნოზი (კუნთების ტკივილი და სისუსტე კრეატინფოსფოკინაზის (კფკ) აქტივობის მომატებასთან კომბინაციაში 10-ჯერ მეტით ნორმის ზედა ზღვართან შედარებით) უნდა განიხილოს ავადმყოფებში გავრცელებული მიალგიებით, კუნთების ტკივილით ან სისუსტით და/ან კფკ აქტივობის გამოხატული მომატებით. საჭიროა ავადმყოფების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს კუნთებში დაუდგენელი ტკივილის ან სისუსტის შესახებ, რომელსაც თან ახლავს შეუძლოდ  ყოფნა ან ციებ-ცხელება.

 

– ტორვაკარდით თერაპია უნდა შეწყდეს კფკ აქტივობის გამოხატული მომატების შემთხვევაში ან დადასტურებული ან სავარაუდო მიოპათიის არსებობისას. მიოპათიის რისკი ამ კლასის სხვა პრეპარატებით მკურნალობისას გაიზარდა ციკლოსპორინის, ფიბრატების, ერითრომიცინის, ნიაცინის ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროულად მიღებისას. ამ პრეპარატებიდან ბევრი აინჰიბირებს მეტაბოლიზმს, რომელიც განპირობებულია ციტოქრომი P450 3A4-ით, და/ან სამკურნალო საშუალებების ტრანსპორტს. ატორვასტატინი ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის მოქმედებით. ატორვასტატინის ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, იმუნოსუპრესიულ საშუალებებთან, აზოლურ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებთან ან ჰიპოლიპიდემიური დოზებით ნიაცინთან კომბინაციაში დანიშვნისას საჭიროა მკაცრად განისაზღვროს მოსალოდნელი სარგებელი და მკურნალობის რისკი და რეგულარულად ჩატარდეს პაციენტთა კონტროლი კუნთების ტკივილის ან სისუსტის გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი თვეების განმავლობაში და ნებისმიერი პრეპარატის დოზის გაზრდის პერიოდებში. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კფკ აქტივობის პერიოდული განსაზღვრა, თუმცა ამგვარი კონტროლი არ იძლევა მძიმე მიოპათიის განვითარების თავიდან აცილების შესაძლებლობას.

– ატორვასტატინის, ისევე როგორც ამ კლასის სხვა პრეპარატების  მიღებისას აღწერილია რაბდომიოლიზის შემთხვევები თირკმელების მწვავე უკმარისობით, რაც განპირობებულია მიოგლობინურიით. საჭიროა დროებით შეწყდეს ტორვაკარდის მიღება ან საერთოდ მოიხსნას შესაძლო მიოპათიის ნიშნების გამოვლენის ან რაბდომიოლიზის ფონზე თირკმელების უკმარისობის განვითარების რისკის ფაქტორის არსებობისას (მაგალითად, მძიმე მწვავე ინფექცია, არტერიული ჰიპოტენზია, სერიოზული ოპერაცია, ტრავმა, ცვლის, ენდოკრინული და ელექტროლიტური მძიმე დარღვევები და არაკონტროლირებადი სპაზმი).

– ტორვაკარდით თერაპიის დაწყებამდე ეცადეთ გაიაროთ ჰიპერქოლესტერინემიის კონტროლი ადექვატური  დიეტოთერაპიის, ფიზიკური აქტივობის მომატების, ჭარბცხიმიანობის მქონე ავადმყოფებში სხეულის წონის დაკლების და სხვა მდგომარეობების მკურნალობის გზით). დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კუნთების გაურკვეველი ტკივილის ან სისუსტის შემთხვევაში, თუ მას თან ახლავს შეუძლოდ  ყოფნა ან ციებ-ცხელება.

ზემოქმედება ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ტორვაკარდის არასასურველი მოქმედების შესახებ ცნობები არ არის.

შენახვის პირობა:

პრეპარატი ინახება 10-30ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით (II ჯგუფი).

ტორვაკარდი – TORVACARD – ТОРВАКАРД

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

ატორვასტატინი

მწარმოებელი: ზენტივა ა.ს. ჩეხეთის რესპუბლიკა)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: 10 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 10,34 მგ);

აქტიურ ნივთიერებას: 20 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 20,68 მგ);

აქტიურ ნივთიერებას: 40 მგ ატორვასტატინს (კალციუმის ატორვასტატინის ფორმით 41,36 მგ).

დამხმარე ნივთიერებებს:

ბირთვი: მაგნიუმის ოქსიდი მძიმე, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მცირედჩანაცვლებული ჰიდროქსიპროპილცელულოზა LH 21, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, მაგნიუმის სტეარატი;

გარსი: ჰიპრომელოზა 2910/5, მაკროგოლი 6000, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი.

აღწერა:

ოვალური, ორადამობურცული თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის აპკოვანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება – ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბიტორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა

ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ატორვასტატინი არის ჰმგ კო-A რედუქტაზის – საკვანძო ფერმენტის, რომელიც გარდაქმნის 3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A-ს მევალონის მჟავად, სელექციური კონკურენტული ინჰიბიტორი – სტეროიდების წინამორბედი, ქოლესტერინის ჩათვლით.

ღვიძლში ტრიგლიცერიდები და ქოლესტერინი უერთდება ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) შემადგენლობას, გამოიყოფა სისხლის პლაზმაში და გადის პერიფერიულ ქსოვილებში. ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებისაგან წარმოიქმნება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (დსლპ), რომლებიც კატაბოლიზდება დსლპ მაღალაფინურ რეცეპტორებთან. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების შემცველობას სისხლის პლაზმაში, ღვიძლში ჰმგ კო-A რედუქტაზის ინჰიბირებით და უჯრედის ზედაპირზე „ღვიძლის“ დსლპ რეცეპტორების რიცხვის გაზრდით, რაც იწვევს ქოლესტერინის/დსლპ მიტაცებისა და კატაბოლიზმის გაძლიერებას.

ატორვასტატინი ამცირებს ქოლესტერინის/დსლპ წარმოქმნას და დსლპ ნაწილაკების რიცხვს. იგი იწვევს დსლპ რეცეპტორების აქტივობის გამოხატულ და მდგრად ზრდას, ასევე ახდენს დადებით მოქმედებას მოცირკულირე დსლპ ხარისხზე. ატორვასტატინი ეფექტურად აქვეითებს ქოლესტერინის/დსლპ დონეს პაციენტებში ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, რომელიც ჩვეულებრივ არ ექვემდებარება თერაპიას სხვა ჰიპოლიპიდემიური საშუალებებით.

ატორვასტატინის დოზადამოკიდებულობი ეფექტის შესწავლისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატი (დოზით 10-80 მგ) აქვეითებს საერთო ქოლესტერინის (30-46%-ით), ქოლესტერინის/დსლპ (41-61%-ით), აპოლიპოპროტეინი B-ს (34-50%-ით) და ტრიგლიცერიდების (14-33%-ით) დონეს.

მკურნალობის შედეგები იყო ისეთივე, როგორც პაციენტებში ოჯახური ჰეტეროზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიით, არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის ფორმებით და შერეული ჰიპერლიპიდემიით, მ.შ. ინსულინდამოკიდებული შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.

ატორვასტატინი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინის/დსლპ, ქოლესტერინის/ძდსლპ, აპოლიპოპროტეინი B-ს, ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის, რომელიც არ შედის დსლპ შემადგენლობაში, დონეს და ზრდის ქოლესტერინის/დსლპ დონეს იზოლირებული ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე ავადმყოფებში. ატორვასტატინი აქვეითებს ქოლესტერინის შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს დისბეტალიპოპროტეინემიის მქონე ავადმყოფებში.

ისევე როგორც დსლპ, ტრიგლიცერიდების შემცველი ლიპოპროტეინები, მ.შ. ძდსლპ, შუალედური სიმკვრივის ლიპოპროტეინები და ნარჩენები ასევე აჩქარებს ათეროქსკლეროზის განვითარებას. სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების დონის მომატება ხშირად ვლინდება ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითებასთან და მცირე ზომის დსლპ ნაწილაკების არსებობასთან კომბინაციაში, ასევე გულის იშემიური დაავადებების (გიდ) რისკის არალიპიდურ მეტაბოლურ ფაქტორებთან კომბინაციაში. ამ მომენტამდე დადასტურებული არ არის, რომ სისხლის პლაზმაში ტრიგლიცერიდების საერთო დონის მომატება წარმოადგენს გიდ-ის რისკის დამოუკიდებელ ფაქტორს. ასევე არ არის დადასტურებული, რომ ქოლესტერინის/დსლპ დონის მომატება ან ტრიგლიცერიდების დონის დაქვეითება თავის თავად მოქმედებს პაციენტთა კორონარულ და სხვა გულ-სისხლძარღვთა გართულებების და სიკვდილიანობის რისკზე.

ატორვასტატინი და ზოგიერთი მისი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია.

ატორვასტატინის მოქმედების პირველად სამიზნე ორგანოს წარმოადგენს ღვიძლი, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და დსლპ კლირენსი.

ქოლესტერინის/დსლპ დონის დინამიკა უფრო კარგად კორელირებს პრეპარატის დოზასთან, ვიდრე სისხლის პლაზმაში მის კონცენტრაციასთან.

ატორვასტატინის დოზის შერჩევა ხდება თერაპიული ეფექტის გათვალისწინებით.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა

ატორვასტატინი სწრაფად შეიწოვება შიგნით მიღებისას. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) მიიღწევა 1-2 საათში. აბსორბციის და ატორვასტატინის კონცენტრაციის ხარისხი იზრდება დოზის პროპორციულად.

ატორვასტატინის ტაბლეტების ბიოშეღწევადობა ხსნართან შედარებით შეადგენს 95-99%-ს. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 14%-ს, ხოლო ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა – დაახლოებით 30%-ს. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება პრესისტემური კლირენსით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსში და/ან მეტაბოლიზმით ღვიძლში “პირველი გასვლის დროს”.

მიუხედავად იმისა, რომ საკვები აქვეითებს აბსორბციის სიჩქარესა და ხარისხს დაახლოებით 25%-ით და 9%-ით, შესაბამისად (რაც დასტურდება Cmax და მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დროს (AUC) შეფარდების შედეგებით), ქოლესტერინის/დსლპ დონე ატორვასტატინის მიღებისას უზმოზე და ჭამის დროს ქვეითდება თანაბარი ხარისხით. საღამოს საათებში ატორვასტატინის მიღების შემდეგ მისი დონე სისხლის პლაზმაში უფრო დაბალია (Cmax და AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე დილის საათებში მიღებისას. თუმცა ქოლესტერინის/დსლპ დონის დაქვეითების ხარისხი არ არის დამოკიდებული პრეპარატის მიღების დროზე დღის განმავლობაში.

განაწილება

განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს დაახლოებით 381 ლ. სისხლის პლაზმების ცილებთან შეკავშირების ხარისხი – 98%. ატორვასტატინის დონეების თანაფარდობა ერითროციტებში/პლაზმაში შეადგენს დაახლოებით 0,25, რაც აღნიშნავს ატორვასტატინის დაბალ გამოყოფას ერითროციტებში.

მეტაბოლიზმი

ატორვასტატინი აქტიურად მეტაბოლიზდება ორთო- და პარაჰიდროქსილირებული წარმოებულებისა და ბეტა-დაჟანგვის სხვადასხვა პროდუქტის წარმოებით. In vitro ორთო- და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების მაინჰიბირებელი ეფექტი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ შედარებულია ატორვასტატინის აღნიშნულ ეფექტთან. სისხლის პლაზმაში მაინჰიბირებელი მოქმედება ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ 70%-ით განპირობებულია აქტიური მეტაბოლიტებით. In vitro კვლევებმა დაადასტურა ატორვასტატინის მეტაბოლიზმის მნიშვნელობა ღვიძლის ციტოქრომი P450 3A4 მოქმედების ქვეშ; ეს დასტურდება ადამიანის სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციის მომატებით ერითრომიცინთან ერთდროულად მიღებისას, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული იზოფერმენტის ინჰიბიტორს.

In vitro კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ატორვასტატინი წარმოადგენს P450 3A4-ის მსუბუქ ინჰიბიტორს.

ცხოველებში ორთო-ჰიდროქსიმეტაბოლიტი განიცდის შემდგომ გლუკურონირებას.

გამოყოფა

ატორვასტატინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა, ძირითადად,  ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შემდეგ; თუმცა ატორვასტატინი, როგორც ჩანს, არ განიცდის ღვიძლ-ნაწლავურ რეცირკულაციას. ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 14 საათს, თუმცა მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევრად გამოყოფის პერიოდი ჰმგ კო-A რედუქტაზის მიმართ უდრის 20-30 საათს, რაც აიხსნება აქტიური მეტაბოლიტების არსებობით. შიგნით მიღებისას შარდში აღმოჩენილია პრეპარატის დოზის 2%-ზე ნაკლები.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში

ხანდაზმულებში (ასაკი 65 წელს ზემოთ) ატორვასტატინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში უფრო მაღალია (Cmax დაახლოებით 40%-ით, AUC დაახლოებით 30%-ით), ვიდრე ახალგაზრდა ასაკის მოზრდილ პაციენტებში. თუმცა, ჰიპოლიპიდემიური თერაპიის უსაფრთხოებაში, ეფექტურობაში ან მიზნების მიღწევაში განსხვავება ხანდზმულებში საერთო პოპულაციასთან შედარებით აღმოჩენილი არ არის.

ბავშვებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის კვლევები არ არის ჩატარებული.

სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია ქალებში (Cmax დაახლოებით 20%-ით მაღალი, AUC დაახლოებით 10%-ით დაბალი) განსხვავდება ამგვარისაგან მამაკაცებში. თუმცა, მამაკაცებში და ქალებში ლიპიდურ ცვლაზე პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი მოქმედების განსხვავება გამოვლენილი არ არის. თირკმელების დაავადებები არ ახდენს მოქმედებას სისხლის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციაზე ან მისი ეფექტი ლიპიდური ცვლის მაჩვენებელზე. ამასთან დაკავშირებით, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლას არ საჭიროებს.

მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალურ სტადიებში თირკმელების დაავადებების მქონე პაციენტებში კვლევები არ ჩატარებული, საეჭვოა, რომ ჰემოდიალიზს შეეძლოს ატორვასტატინის კლირენსის მნიშვნელოვნად გაძლიერება, რადგან იგი აქტიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ატორვასტატინის კონცენტრაციები მნიშვნელოვნად იზრდება (Cmax და AUC დაახლოებით 16 და 11-ჯერ, შესაბამისად) ღვიძლის ალკოჰოლური ციროზის მქონე ავადმყოფებში (ჩაილდ-პიუ B).

ჩვენება:

•    დიეტასთან კომბინაციაში საერთო ქოლესტერინის, დსლპ ქოლესტერინის,  აპოლიპოპროტეინი B-ს და ტრიგლიცერიდების მომატებული დონეების დასაქვეითებლად და მსლპ ქოლესტერინის დონის გაზრდისათვის  პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიით და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის (ტიპი IIa და IIb ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტებში.

•    დიეტასთან კომბინაციაში ტრიგლიცერიდების მომატებული შრატის დონის (ტიპი IV ფრედრიქსონის მიხედვით) და დისბეტალიპიდპროტეინემიის (ტიპი III ფრედრიქსონის მიხედვით) მქონე პაციენტების საკმურნალოდ, როდესაც დიეტოთერაპიას არ აქვს ადეკვატური ეფექტი.

•    საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინის/დსლპ დონეების დასაქვეითებლად ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპია და მკურნალობის სხვა არაფარმაკოლოგიურ ეფექტებს აქვს არასაკმარისი ეფექტი.

უკუჩვენება:

•    მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

•    ღვიძლის აქტიური დაავადებები ან შრატში დაუდგენელი გენეზის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება (3-ჯერ ნორმის ზედა ზღვართან შედარებით);

•    ორსულობა;

•    ლაქტაციის პერიოდი;

•    18 წლამდე ასაკი (ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის);

სიფრთხილით: დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება, ღვიძლის დაავადებები ანამნეზში, ელექტროლიტური ბალანსის მძიმე დარღვევები, ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები, არტერიული ჰიპოტენზია, მძიმე მწვავე ინფექციები (სეფსისი), არაკონტროლირებადი ეპილეფსია, ფართე ქირურგიული ჩარევები, ტრავმები, ჩონჩხის კუნთების დაავადებები.

მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ატორვასტატინი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს  და ლაქტაციის პერიოდში (ძუძუთი კვების პერიოდში).

ცნობილი არ არის, გამოიყოფა თუ არა ატორვასტატინი დედის რძესთან. ახალშობილებში არასასურველი მოვლენების ალბათობის გათვალისწინებით, ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შესახებ.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა მკურნალობის დროს უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდები. რეპროდუქციულ ასაკში მყოფ ქალებში ატორვასტატინი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის ალბათობა ძალიან დაბალია, და პაციენტი ინფორმირებულია ნაყოფისათვის მკურნალობის შესაძლო რისკის შესახებ.

გაგრძელება

ტორემიფენი (აქტიური ნივთიერება) – TOREMIFENE – ТОРЕМИФЕН

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ანტიესტროგენულ პრეპარატს. იგი სპეციფიკურად უკავშირდება ესტროგენების უჯრედულ რეცეპტორებს და ხელს უშლის ენდოგენური ესტროგენების ბიოლოგიური ეფექტების განვითარებას, რაც იწვევს დნმ-ს სინთეზის დარღვევას და სიმსივნის უჯრედების რეპლიკაციის დათრგუნვას.

ჩვენებები

  • სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

დოზირების რეჟიმი

ინიშნება დოზით 60 მგ დღეში. ადრე ჩატარებული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში დღეღამური დოზა იზრდება 240 მგ-მდე (2-ჯერ დღეში).

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, გაძლიერებული ოფლიანობა, თავბრუსხვევა, სიმხურვალის შეგრძნება. პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში, განსაკუთრებით ავადმყოფებში მეტასტაზებით ძვლებში, აღინიშნება ჰიპერკალციემია.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები

ტორემიფენის ერთდროული დანიშვნისას პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კალციუმის ელიმინაციას თირკმელებით (თიაზიდური დიურეზული საშუალებები), მატულობს ჰიპერკალციემიის განვითარების რისკი.

ტორადოლი (გაგრძელება) – TORADOL – ТОРАДОЛ

– კეტოროლაკ ტრომეტამინი არ მოქმედებს დიგოქსინის ცილებთან შეკავშირებაზე. სალიცილატების თერაპევტული კონცენტრაციების არსებობისას (300 მკგ/მლ) ტორადოლის შეკავშირება ცილებთან in vitro მცირდებოდა 99.2%-დან 97.5%-მდე, რის შედეგადაც პლაზმაში თავისუფალი კეტოროლაკის კონცენტრაცია 2-ჯერ გაიზარდა. დიგოქსინის, ვარფარინის, იბუპროფენის, ნაპროქსენის, პიროქსიკამის, აცეტამინოფენის, ფენიტოინის და ტოლბუტამიდის თერაპევტულმა კონცენტრაციებმა არ იქონიეს ზეგავლენა ტორადოლის ცილებთან შეკავშირების ხარისხზე.

– მართალია, კლინიკურმა კვლევებმა არ გამოავლინეს მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტორადოლს და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, თუმცა, ტორადოლისა და ჰემოსტასზე მოქმედი სხვა პრეპარატების, მათ შორის ანტიკოაგულანტების (ვარფარინი, ჰეპარინოპროფილაქტიკა დაბალ დოზებში – 2500-5000 ერთეული 2-ჯერ დღე-ღამეში) და დექსტრანების, ერთდროულდმა დანიშვნამ შეიძლება სისხლდენის რისკი გაზარდოს.

– ჯანმრთელ მოხალისეებში ნორმოვოლემიით, ტორადოლი ფუროსემიდის შარდმდენ მოქმედებას ამცირებს დაახლოებით 29%-ით, ამიტომ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატების გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში გამოყენებისას.

– სხვა ასას ზრდიან თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკს აგფ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას. კეტოროლაკმა შეიძლება გამოავლინოს მსგავსი ეფექტი ანალოგიური მექანიზმით.

– თუ ტორადოლი ინიშნება პოსტოპერაციული ტკივილების კუპირებისათივს, იგი ამცირებს მოთხოვნილებას ოპიატებისადმი.

– ტორადოლის ტაბლეტების მიღებას ცხიმებით მდიდარი საკვების შემდეგ, თან ახლდა მაქსიმალური კონცენტრაციის შემცირება და მისი მიღწევის შეფერხება დაახლოებით 1 საათით. ანტაციდები არ მოქმედებენ ტორადოლის შეწოვაზე.

– ტორადოლს არა აქვს დამოკიდებულების ჩამოყალიბების პოტენციალი. პრეპარატის სწრაფი მოხსნის შემდეგ, მოხსნის სიმპტომები არ ვლინდება.

შეუთავსებლობა: არ არის რეკომენდებული ტორადოლის საინექციო ხსნარის შერევა მორფინის სულფატთან, პეტიდინის ჰიდროქლორიდთან, პრომეტაზინთან ან, ჰიდროქსიზინთან, პატარა მოცულობის ჭურჭელში (მაგალითად, ერთ შპრიცში), ვინაიდან ამ დროს კეტოროლაკი შეიძლება დაილექოს.

ტორადოლის ხსნარი შეთავსებადია ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიურ ხსნართან, გლუკოზის 5% ხსნართან, რინგერისა და რინგერ-ლაქტატის ხსნარებთან, აგრეთვე, ხსნარ “პლაზმალიტთან”. ტორადოლი შეთავსებადია ინფუზიურ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ამინოგილინს, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს, მორფინის სულფატს, მეპერიდინ ჰიდროქლორიდს, დოპამინის ჰიდროქლორიდს, ხანმოკლე მოქმედების ადამიანის ინსულინს და ჰეპარინის ნატრიუმის მარილს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბლეტები – 3 წელი;

ამპულები – 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტორადოლი – TORADOL – ТОРАДОЛ

საერთაშორისო დასახელება:

KETOROLAC

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: კეტოროლაკი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

კეტოროლაკ ტრომეტამინი  …….  10 მგ

ხსნარი ი/ან ი/გამოყენებისათვის: ამპულაში 1 მლ შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

კეტოროლაკ ტრომეტამინი ……… 30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტორადოლი – ძლიერმოქმედი ანალგეტიკია, რომელიც მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) და რომელსაც გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები. ტორადოლი თრგუნავს ციკლოოქსიგენაზას ფერმენტულ სისტემას და შესაბამისად პროსტაგლანდინების სინთეზს. ტორადოლი წარმოადგენს [-S] და [+ R] ენენტომერების რეცემიულ ნარევს, ამასთან ანალგეზიურ აქტივობას განაპირობებენ S-ფორმები. ცხოველებში ტორადოლი არ ავლენს მნიშვნელოვან ზემოქმედებას ცნს-ზე და არ ხასიათდება სედაციური და ანქსიოლიზური თვისებებით.

პრეპარატი არ მიეკუთვნება ოპიატებს და არ მოქმედებს ცენტრალურ ოპიატურ რეცეპტორებზე. იგი არ ახდენს ზეგავლენას სუნთქვაზე და არ აძლიერებს ოპიატებით გამოწვეული სუნთქვის დათრგუნას ან სედაციას.

ფარმაკოკინეტიკა:

გაგრძელება

შეწოვა: ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოროლაკ ტრომეტამინი ი/მ შეყვანის შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. 30 მგ ერთჯერადი შეყვანის შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია – 2.3-3.0 μგ/მლ მიიღწევა 50 წუთში.

ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოროლაკ ტრომეტამინის 10 მგ ერთჯერადი ი/ვ ნაკადური შეყვანის შემდეგ საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში – 2.4 µ გ/მლ მიიღწევა, საშუალოდ, შეყვანიდან 5.4 წუთში. ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში 30 მგ-იანი დოზის ი/ვ ინფუზიის შემდეგ პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 5 წუთში. ამის შემდგომ უწყვეტი ინფუზია სიჩქარით 5 მგ/სთ ინარჩუნებს კონცენტრაციას პლაზმაში იმავე დონეზე, რაც აღინიშნება ყოველ 6 საათში 30 მგ ი/მ შეყვანის შემდეგ.

ახალგაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში კეტოროლაკ ტორმეტამინის 10 მგ უზმოზე პერორალური მიღების შემდეგ, პრეპარატი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება და მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში – 0.7-1.1 ??გ/მლ მიიღწევა 44 წუთში.

განაწილება: კეტოროლაკ ტორმეტამინის ფარმაკოკინეტიკა ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისეებში ერთჯერადი და მრავალჯერადი ი/მ/ი/ვ და პ/ო მიღების შემდეგ ხაზოვან ხასიათს ატარებს. პლაზმაში კონცენტრაციის წონასწორობა ახალგაზრდა ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის ყოველ 6 საათში ი/ვ ნაკადურად შეყვანისას მიიღწევა მეოთხე ინექციის შემდეგ.

კონცენტრაციების ფართო დიაპაზონში კეტოროლაკ ტორმეტამინის 99%-ზე მეტი უკავშირდება პლაზმის ცილებს. ახალგაზრდა ზრდასრულ ჯანმრთელ მოხალისეებში პრეპარატის 10 მგ ი/მ ან ი/ვ შეყვანის შემდეგ შეადგენს 0.15 ლ/კგ. ცილებთან შეკავშირება არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე. ვინაიდან კეტოროლაკ ტრომეტამინი მაღალაქტიური პრეპარატია და პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებითაა წარმოდგენილი. ცილებთან შეკავშირებული სხვა პრეპარატების მნიშვნელოვანი შევიწროება არ არის მოსალოდნელი.

პლაზმაში მოცირკულირე ნაერთის უმეტეს ნაწილს შეადგენს კეტოროლაკი (96%) ან ფარმაკოლოგიურად არააქტიური პ-ჰიდროქოსიკეტოროლაკი. კეტოროლაკი პლაცენტარული ბარიერს გადის დაახლოებით 10%-ით. მცირე რაოდენობით იგი ისაზღვრება დედის რძეში.

მეტაბოლიზმი: კეტოროლაკი მეტაბოლიზდება უმთავრესად ღვიძლში. ძირითადი მეტაბოლური გზა ადამიანებში – კონიუგატების წარმოქმნა გლუკურონის მჟავასთან. იშვიათად – p-ჰიდროქსილირება.

გამოყოფა: კეტოროლაკ ტრომეტამინი და მისი  მეტაბოლიტები გამოიყოფიან, უმთავრესად, თირკმელებით; შარდით გამოიყოფა შეყვანილი დოზის საშუალოდ 92%, ამასთან 40% -მეტაბოლიტების სახით, ხოლო 60% – უცვლელი პრეპარატის სახით. დოზის დაახლოებით 6% გამოიყოფა ფეკალიებით. ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებში ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ შეადგენს 5.3 საათს (2.4-დან 9.2 საათამდე), ხოლო საერთო საშუალო კლირენსი პლაზმიდან – 0.0023 ლ/სთ/კგ.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში

ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები (≥65 წელი): ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი ახალგაზრდა ჯანმრთელი მოხალისეების იგივე მაჩვენებელთან შედარებით იზრდება 7 საათამდე (4.3-დან 8.6 საათამდე). საერთო კლირენსი პლაზმიდან ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით შეიძლება შემცირდეს საშუალოდ 0.0019 ლ/სთ/კგ-მდე.

თირკმლების დაზიანებისას კეტოროლაკის გამოყოფა ფერხდება, რაზეც მეტყველებს ნახევარგამოყოფის პერიოდის გახანგრძლივება და პლაზმური კლირენსის შემცირება – ახალგაზრდა ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ელიმინაციის სიჩქარე მცირდება თირკმლის ფუნქციების დარღვევების ხარისხის პროპორციულად, გამონაკლისს წარმოადგენენ პაციენტები თირკმლის მძიმე უკმარისობით. ავადმყოფების ამ კატეგორიაში კეტოროლაკის კლირენსი იმაზე მეტია, ვიდრე მოსალოდნელი იქნებოდა თირკმლების ამ ხარისხის დაზიანებისას.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფებში კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკის რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ცვლილებები არ აღინიშნება, თუმცა დრო – პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევამდის და ტერმინალური ფაზის ნახევარგამოყოფის პერიოდი რამდენამდე გახანგრძლივებულია.

ჩვენებები:

  • ზომიერი და ძლიერი ტკივილის ხანმოკლე კუპირება, რომელიც საჭიროებს ოპიატებით ანალოგიური ინტენსივობის გაუტკივარებას.

ტორადოლი არ არის ნაჩვენები ქრონიკული ტკივილის სინდრომების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის ხანგრძლივობა: მოზრდილებში ტორადოლის მრავალჯერადი ი/მ ან ნაკადური ი/ვ გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ვინაიდან უფრო ხანგრძლივი გამოყენებისას იზრდება გვერდითი მოვლენების სიხშირე.

მოზრდილებში ტორადოლის ი/ვ ინფუზიის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს.

ბავშვებში ტორადოლის პარენტერული გამოყენების ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 დღეს.

მოზრდილებში ტორადოლის ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია არახანგრძლივი დროის განმავლობაში (7 დღემდე); მისი ხანგრძლივი მიღება არ არის ნაჩვენები.

ხსნარი ინექციისათვის:

მოზრდილთათვის ტორადოლი ინექციის ხსნარის სახით განკუთვნილია ერთჯერადი ან მრავალჯერადი ინტრამუსკულარული ან ნაკადური ინტრავენური შეყვანისათვის.

ბავშვებში ტორადოლის ხსნარი შეიძლება შევიყვანოთ ერთჯერადად ინტრამუსკულარულად, საჭიროების შემთხვევაში ინტრავენური ინექციების დამატებით. ბავშვებში უმჯობესია შეირჩეს ინტრავენური ინექცია, ვინაიდან ინტრამუსკულარული შეყვანა შეიძლება მტკივნეული იყოს.

პრეპარატი უნდა დაინიშნოს მინიმალურ ეფექტიან დოზაში. მას არჩევენ ტკივილის ინტენსივობისა და ავადმყოფის რეაქციის მიხედვით. საჭიროებისას შესაძლებელია დამატებით დაინიშნოს ოპიატები დაბალ დოზებში, თუ არ არსებობს უკუჩვენებები მათ მიმართ. ტორადოლის ერთდროული პარენტერული დანიშვნისას ოპიატების დოზები შეიძლება ჩვეულებრივზე ნაკლები იყოს.

ისევე, როგორც სხვა ასას დანივშნისას, ტორადოლის შეყვანამდე აუცილებელია ჰიპოვოლემიის კორექცია; პრეპარატის გამოყენება აუცილებელია მხოლოდ ნორმალური ჰიდრატაციისა და ელექროლიტური ბალანსის მქონე ავადმყოფებში.

ინტრავენურად პრეპარატი უნდა შეყვანილი იქნას არა ნაკლებ 15 წამის განმავლობაში. ინტრამუსკულარული ინექცია ხორციელდება ნელა, ღრმად კუნთში. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება დაახლოებით 30 წუთში, ხოლო მაქსიმალური გაუტკივარება მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ.

ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 4-6 საათს.

ვინაიდან არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების განვითარების ალბათობა, დაწყებული ბრონქოსპაზმიდან დამთავრებული ანაფილაქსიური შოკით, ტორადოლის პირველი ინექციისას მზად უნდა იყოს შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებებისთვის აუცილებელი საშუალებები.

ტორადოლის ინექციების დანიშვნა არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პაციენტების ამ ჯგუფში შეზღუდულია.

ერთჯერადი შეყვანა მოზრდილებში

ინტრამუსკულარულად:

ავადმყოფები 65 წლამდე – 10-60 მგ ერთჯერადად, ტკივილის სინდრომის სიმძიმის მიხედვით. 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები – 10-30 მგ ერთჯერადად.

ინტრავენურად:

ავადმყოფები 65 წლამდე – 10-30 მგ ერთჯერადად, ტკივილი სინდრომის სიმძიმის მიხედვით. 65 წელს გადაცილებული ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე ავადმყოფები – 10-15 მგ ერთჯერადად.

ერთჯერადი გამოყენება >2 წლის ასაკის ბავშვებში

ინტრამუსკულარულად: 1.0 მგ/კგ ერთჯერადად.

ინტრავენურად: 0.5-1.0 მგ/კგ ერთჯერადად.

მრავალჯერადი გამოყენება

დოზირების რეჟიმი დამოკიდებულია ტკივილის სინდრომის სიმძიმესა და ავადმყოფის რეაქციაზე.

ტორადოლის ი/მ და ი/ვ ინექციების გამოყენების მაქსიმალური ჯამური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს, ბავშვებში – 2 დღეს.

65 წლამდე ასაკის ავადმყოფები: ი/მ შეყვანისას – 10-30 მგ, შემდგომ 10-30 მგ ყოველ 4-6 საათში. ნაკადური ი/ვ შეყვანისას საწყისი დოზა შეადგენს 10-30 მგ, შემდგომ საჭიროების მიხედვით – 10-30 მგ ყოველ 6 საათში. უწყვეტი ი/ვ ინფუზიისას საწყისი დოზა შეადგენს 30 მგ, შემდგომ ინფუზიის სიჩქარე შეადგენს 5 მგ/სთ, ხანგრძლივობა 24 საათამდე. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა, ნებისმიერი გზით შეყვანისას, არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს.

65 წლის ასაკს გადაცილებული ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: ი/მ შეჰყავთ 10-15 მგ, საჭიროების შემთხვევაში – ყოველ 4-6 საათში. ნაკადური ი/ვ შეყვანისას ნიშნავენ 10-15 მგ ყოველ 6 საათში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა,  ზემოაღნიშნული გზებით შეყვანისას, არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ. უწყვეტი ი/ვ ინფუზია პაციენტების ამ კატეგორიისათვის არ არის რეკომენდებული გამოცდილების არქონის გამო.

> 2 წლის ასაკის ბავშვები: საწყისი დოზა 1.0 მგ/კგ ი/მ ან 0.5-1.0 მგ/კგ ი/ვ/ შემდგომ 0.5 მგ ი/ვ ყოველ 6 საათში.

ტაბლეტები

ტორადოლი ტაბლეტებში შეიძლება დაინიშნოს ერთჯერადად ან განმეორებით. მიღების ფიქსირებული ჯერადობით ან საჭიროების შესაბამისად.  მოზრდილებს ტორადოლის ტაბლეტებს უნიშნავენ ხანმოკლე ვადით (7 დღემდე); ტაბლეტების მიღება ხანგრძლივი ვადით არ არის ნაჩვენები. ტორადოლის ტაბლეტების დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული შესაბამისი გამოცდილების სიმცირის გამო.

ერთჯერადი მიღებისას რეკომენდებული დოზა ტოლია 10 მგ-ის, მრავალჯერადი მიღებისას რეკომენდებული დოზა შეადგენს – 10 მგ ყოველ 4-6 საათში. ტკივილის გამოხატულების მიხედვით;

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ.

დოზირებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები

ტორადოლის გამოყენებისას, პარენტერული გზიდან პერორულზე გადასვლის დროს, ორივე ფორმის ჯამური სადღეღამისო დოზა გადასვლის დღეს არ უნდა აღემატებოდეს 120 მგ-ს,  65 წლის ასაკამდე პაციენტებისათვის და 60 მგ-ს 65 წლის ასაკს გადაცილებულ და თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე  ავადმყოფებისათვის. პარენტერული მიღების ფორმიდან პერორულზე გადასვლის დღეს ტაბლეტების დოზა არ უნდა აღემატებოდეს 40 მგ-ს.

ხანდაზმულ ავადმყოფებში (≥ 65 წელი) კეტოროლაკის კლირენსი შენელებულია, გარდა ამისა, ეს ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან ასას გვერდითი მოვლენებისადმი. ამიტომ, ამ პოპულაციაში ტორადოლის გამოყენება და იმ დოზების დანიშვნა, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო, გამოყენებისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ.

ავადმყოფები თირკმლების დაზიანებით: კეტოროლაკ ტორმეტამინი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად თირკმლებით გამოიყოფიან, ამიტომ კრეატინინის კლირენსის შემცირებასთან ერთად, შემცირდება პრეპარატის კლირენსიც. თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობისას (შრატის კრეატინინი >442 მკმოლ/ლ) ტორადოლი უკუნაჩვენებია. თირკმლის მსუბუქი უკმარისობისას პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით და ნაკლები დოზით, თირკმლის ფუნქციის საგულდაგულო კონტროლის ფონზე. ასეთ შემთხვევებში სადღეღამისო დოზას ამცირებენ ნახევრამდე (არა უმეტეს 60 მგ/დღე-ღამეში). დიალიზით ვერ ხერხდება კეტოროლაკის მნიშვნელოვანი გამოყვანა სისხლის მიმოქცევიდან.

გვერდითი მოვლენები:

ტორადოლის გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეპსია, ამოქარვება, მეტეორიზმი, სიმძიმის შეგრძნება, ტკივილები მუცელში გასტრიტი, გულისრევა, პირღებინება, სტომატიტი, ეზოფაგიტი, სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, პანკრეატიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პერფორაციები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, მელენა.

ცენტრალური ნერვული და ძვალ-კუნთოვანი სისტემები: ძილისა და აზროვნების დარღვევები, შფოთვა, ასეპტიური მენინგიტი, კრუნჩხვები, დეპრესია, სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, ეიფორია, წყურვილის შეგრძნება, ჰალუცინაციები, თავის ტკივილი, ჰიპერკინეზიები, კონცენტრაციის დარღვევა, უძილობა, ტკივილი კუნთებში, ნევროზულობა, პარესთეზიები, ფსიქიური რეაქციები, ოფლიანობა.

საშარდე გზები: თირკმლის მწვავე უკმარისობა, ტკივილი ფერდებში (ჰემატურიის და აზოტემიის თანხლებით, ან მათ გარეშე), ჰემოლიზური ურემიული სინდრომი, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია, შარდვის გახშირება, შარდის შეკავება, ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, ოლიგურია, შარდოვანას და კრეატინინის დონის მომატება შრატში.

ისევე, როგორც პროსტაგლანდინების დამთრგუნველი სხვა პრეპარატებით მკურნალობისას, ტორადოლის ერთჯერადი მიღების შემდეგ, შეიძლება გამოვლინდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები (მაგალითად, კრეატინინისა და კალიუმის დონის მომატება შრატში).

გულსისხლძარღვთა სისტემა: ბრადიკარდია, სიმხურვალის შეგრძნება სახის არეში, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, კანის სიფერმკრთალე, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი მკერდის არეში.

სუნთქვის სიტემა: ასთმა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება.

ღვიძლი და სანაღვლე გზები: ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ღვიძლის უკმარისობა.

კანი: ექსფოლიაციური დერმატიტი, ლაიელის სინდრომი, მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ქავილი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ჭინჭრის ციება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ბრონქოსპაზმი, გამონაყარი, ჰიპოტონია, ხორხის შეშუპება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსია.

სისხლის სისტემა: პურპურა, თრომბოციტოპენია, სისხლდენა ცხვირიდან, ჰემატომები, პოსტოპერაციული სისხლდენები, სისხლდენის დროის გახანგრძლივება.

გრძნობის ორგანოები: გემოვნებითი შეგრძნებების დარღვევები, მხედველობის დარღვევები, თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება.

სხვა: ასთენია, შეშუპება, რეაქცია შეყვანის ადგილზე, სხეულის წონის მომატება, ცხელება.

უკუჩვენებები:

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია (მათ შორის ანამნეზში);

* თირკმლის ზომიერი და მძიმე უკმარისობა. თირკმლის უკმარისობის რისკი ჰიპოვოლემიისას და დეჰიდრატაციისას;

* ორსულობა და მშობიარობა;

* მომატებული მგრძნობელობა ტორადოლისადმი და სხვა ასას-დმი;

* ალერგიული რეაქციები ასპირინზე და პროსტაგლანდინების სინთეზის სხვა ინჰიბტორებზე (ასეთ ავადმყოფებში აღინიშნა მძიმე ანაფილაქტოიდური რეაქციები);

* პროფილაქტური გაუტკივარება ოპერაციის წინ და ინტრაოპერაციული გამოყენება (არსებობს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის შესაძლებლობა და სისხლდენის რისკი);

* ჰემორაგიული ინსულტი, სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის ან არასრული ჰემოსტაზის მდგომარეობები;

* აცეტილსალიცილის მჟავის და სხვა ასას, პენტოქსიფილინის ერთდროული მიღება.

ტორადოლის შეყვანა ეპი- ან სუბდურალურად დაუშვებელია, რადგან ხსნარი შეიცავს სპირტს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს.

მშობიარობის პირველი და მეორე პერიოდში ტორადოლი უკუნაჩვენებია, ვინაიდან პროსტაგლანდინების ინჰიბიციით მან შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე და შეასუსტოს საშვილოსნოს კუმშვადობა, რაც ზრდის საშვილოსნოდან სისხლდენების რისკს.

ძუძუთი კვებისას ტორადოლი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა პოტენციური სარგებელი გადაწონის ნაყოფისთვის არსებულ შესაძლო რისკს.

ბოცვრებსა და ვირთხებზე ჩატარებული კვლევებით, როდესაც კეტოროლაკ ტრომეტამინის გამოყენებული დოზები ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენდნენ დედლებზე, პრეპარატის ტერატოგენობის ნიშნები არ გამოვლენილა. ვირთხებში აღინიშნა ორსულობის პერიოდის გახანგრძლივება და გვიანი მშობიარობა. კეტოროლაკის დაახლოებით 10% გადის პლაცენტარულ ბარიერს. მცირე კონცენტრაციებში იგი აღმოჩენილია დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ წყლულოვანი დაავადება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერფორაციები;

ტორადოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის დაზიანება. ავადმყოფები, რომლებიც ღებულობენ ასას, მათ შორის ტორადოლს, ნებისმიერ დროს შეიძლება განუვითარდეთ მძიმე გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (კუჭისა და ნაწლავების გაღიზიანება, სისხლდენები, წყლულების განვითარება, პერფორაციები და ა.შ.), მათ შორის წინამორბედი სიმპტომატიკის გარეშე.

ასას პრეპარატებზე ჩატარებულმა კვლევებმა ვერ გამოავლინეს პაციენტების რომელიმე ჯგუფი, რომელშიც არ იქნებოდა წყლულის განვითარების ან სისხლდენის რისკი. ამ რეაქციებისადმი უფრო მეტად მგრძნობიარენი არიან და უფრო ცუდად იტანენ ხანდაზმული და დაუძლურებული პაციენტები; სწორედ, ამ ჯგუფში აღინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქციების ყველაზე მეტი რიცხვი ლეტალური დასასრულით.

ისევე, როგორც სხვა ასას-ით მკურნალობისას, გვერდითი მოვლენების სიხშირე და სიმძიმის ხარისხი მატულობს ტორადოლის დოზისა და თერაპიის ხანგრძლივობის მატებასთან ერთად. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან მძიმე სისხლდენების რისკი დამოკიდებულია დოზაზე და იზრდება ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, რომლებიც დღე-ღამეში ტორადოლის 60 მგ-ზე მეტს ღებულობენ. ანამნეზში წყლულოვანი დაავადების არსებობა ზრდის კუჭ-ნაწლავის მხრივ მძიმე გართულებების განვითარების ალბათობას.

◄ ზეგავლენა თირკმლებზე

ტორადოლის, ისევე, როგორც სხვა ასას, დანიშვნა ანამნეზში თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე ავადმყოფებისათვის უნდა განხორციელდეს სიფრთხილით, ვინაიდან იგი პროსტაგლანდინების სინთეზის ძლიერი ინჰიბიტორია.

სიფრთხილის დაცვაა, აგერთვე, საჭირო მოცირკულირე სისხლის შემცირებული მოცულობის და/ან, თირკმლის შემცირებული სისხლმომარაგების მქონე პაციენტებში ტორადოლის დანიშვნისას, რამეთუ თირკმლებში წარმოქმნილი პროსტაგლანდინები ხელს უწყობენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებას. ამ პაციენტებში ასას გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლებში პროსტაგლანდინების წარმოქმნის დოზაზე დამოკიდებული შემცირება და მიგვიყვანოს თირკმლის მანიფესტირებულ უკმარისობამდე. ამის რისკი ყველაზე მეტადაა გამოხატული მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების, გულის უკმარისობის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, აგრეთვე, ხანდაზმული ასაკის პირებში და ავადმყოფებში, რომლებიც დიურეტიკებს ღებულობენ. ასას მიღების შეწყვეტის შემდეგ, ავადმყოფის მდგომარეობა, ჩვეულებრივ, საწყისს უბრუნდება.

◄ ანაფილაქსიური (ანაფილაქტოიდური) რეაქციები

ავადმყოფებს, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ასთმა და ბრონქოსპაზმი, ცხვირის პოლიპოზი, ანგიონევროზული შეშუპებები, ტორადოლს უნიშნავენ სიფრთხილით.

◄ სისხლის სისტემა

ტორადოლი თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, ამცირებს თრომბოქსანის კონცენტრაციას და ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას. ასპირინისგან განსხვავებით, ტორადოლი ხანმოკლე დროით მოქმედებს თრომბოციტების ფუნქციაზე, რომელიც ნორმალიზდება პრეპარატის გაუქმებიდან 24-48 საათში.

ავადმყოფებს შედედების დარღვევებით ტორადოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ენიშნებათ, მათი მდგომარეობის საგულდაგულო კონტროლის ფონზე. თუმცა, კლინიკური კვლევებით არ გამოვლინდა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ტორადოლსა და ვარფარინს ან ჰეპარინს შორის, ტორადოლისა და ჰემოსტაზზე მოქმედი პრეპარატების, მათ შორის ანტიკოაგულანტების (ვარფარინი, ჰეპარინოპროფილაქტიკა დაბალ დოზებში – 2500-5000 ერთეული 2-ჯერ დღე-ღამეში) და დექსტრანების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენების რისკი. ტორადოლის დანიშვნა მსგავს სიტუაციებში უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით, ავადმყოფების საგულდაგულო კონტროლის ფონზე.

აღწერილია პოსტოპერაციული ჰემატომების და ოპერაციული ჭრილობის სხვა გართულებების განვითარების შემთხვევები ტორადოლის პარენტერულად პერიოპერაციული გამოყენებისას. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ტორადოლის დანიშვნისას პოსტოპერაციულ ავადმყოფებში, რომლებიც განსაკუთრებულად საგულდაგულო ჰემოსტაზს საჭიროებენ, მაგალითად, წინამდებარე ჯირკვლის რეზექციის, ტონზილექტომიისა ან კოსმეტიკური ოპერაციის შემდეგ.

◄ ხანდაზმული ასაკის ავადმყოფები

ეს ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან გვერდითი მოვლენებისადმი, ვიდრე ახალგაზრდები. რისკის გაზრდა ასაკის პარალელურად ყველა ასას-თვის არის დამახასიათებელი. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, ხოლო კეტოროლაკის პლაზმური კლირენსი შეიძლება შემცირდეს.

◄ სითხის შეკავება და შეშუპებები

ტორადოლის გამოყენებისას აღწერილია სითხის შეკავებისა და შეშუპებების შემთხვევები, ამიტომ პრეპარატის დანიშვნისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო გულის დეკომპენსირებული უკმარისობის, არტერიული ჰიპერტენზიისა და ანალოგიური მდგომარეობების მქონე ავადმყოფებში.

სიფრთხილეა საჭირო ტორადოლისა და პრობენეციდის ერთდროული დანიშვნისას, ვინაიდან ამ უკანასკნელმა შეიძლება შეცვალოს კეტოროლაკის ფარმაკოკინეტიკა.

სიფრთხილეს მოითხოვს ტორადოლის და მეტოტრექსატის ერთდროული გამოყენება, ვინაიდან პროსტაგლანდინების  ინჰიბიტორები მეტოტრექსატის კლირენსს ამცირებენ და ამით ზრდიან მის შესაძლო ტოქსიურობას.

ტრანსპორტის მართვა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა: ტორადოლით მკურნალობისას ზოგიერთ ავადმყოფს შეიძლება განუვითარდეს ძილიანობა, თავბრუსხვევა, უძილობა ან დეპრესია. ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო იმ სახის სამუშაოს შესრულებისას, რომელიც ყურადღების სრულ დაძაბვას მოითხოვს.

ჭარბი დოზირება:

ტორადოლის დოზის გადაჭარბებას ერთჯერადი შეყვანისას თან ახლავს ტკივილი მუცელში, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერვენტილაცია, პეპტიური წყლულების და/ან, ეროზიული გასტრიტის განვითარება, თირმკლის ფუნქციის დარღვევა, რომლებიც ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

დიალიზით კეტოროლაკის მნიშვნელოვანი გამოყოფა სისხლის მიმოქცევიდან ვერ ხერხდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ერთდროული დანიშვნა ასპირინთან, ან სხვა აასს-თან, ზრდის ამ ჯგუფის პრეპარატებთან დაკავშირებული მძიმე გართულებების რისკს. პენტოოქსიფილინთან ერთად დანიშვნისას იზრდება სისხლდენებისადმი ტენდენცია.

– პრობენეციდი ამცირებს კეტოროლაკის პლაზმურ კლირენსსა და განაწილების მოცულობას, ზრდის მის კონცენტრაციას პლაზმაში და ახანგრძლივებს ნახევარგამოყოფის პერიოდს.

– პროსტაგლანდინების ზოგიერთი ინჰიბიტორი ამცირებს მეტოტრექსატის კლირენსს და ამით შეიძლება გააძლიეროს მისი ტოქსიურობა.

– პროსტაგლანდინების ზოგიერთი ინჰიბიტორი თრგუნავს ლითიუმის კლირენსს თირკმლებიდან, რითაც ზრდის მის კონცენტრაციას შრატში. აღწერილია შრატში ლითიუმის კონცენტრაციის მომატების შემთხვევები ტორადოლით მკურნალობის ფონზე.

 

გაგრძელება

ტორაგამა 10 მგ – TORAGAMMA 10 mg – ТОРАГАММА 10мг

საერთაშორისო დასახელება :

TORASEMIDE

მწარმოებელი: ვიორვაგ ფარმა, გერმანია

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალებები და პრეპარატები დიურეზული ეფექტით; მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10 მგ ტაბლეტი #30

ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: ტორასემიდი

ერთი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ტორესამიდს

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალოსკოპური ცელულოზა,სიმინდის სახამებელი, კროსკარამელოზა ნატრიუმი, მაღალდისპერსული ეროსილი, მაგნიუმის სტრეატი, (Ph.Eur)

როგორია ვიზუალურად ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები და შეფუთვა:

არსებობს 30, 50 და 100 ტაბლეტიანი კოლოფები საავადმყოფოსათვის ძირითადადაა განკუთვნილია 30 და 300 ტაბლეტიანი კოლოფები.

ჩვენებები:

ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არის შარდმდენი და წნევის დამწევი ფარმაცევტული პროდუქცია რომელიც მიეკუთვნება შარდმდენების ჯგუფს.

ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები გამოიყენება ქსოვილებში (გულის შეგუბება) და/ან სხეულის ღრუებში (ეფუზია) სითხის შეკავების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის, რაც გამოწვეულია გულის ფუნქციური დარღვევით (გულის უკმარისობა)

მიღების წესები და დოზები:

ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები აუცილებლად ექიმის ინსტრუქციის მიხედვით უნდა მიიღოთ, შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზები:

ექმის რეცეპტის გარეშე იხელმძღვანელეთ შემდეგი დოზებით:

მკურნალობის საწყის ეტაპზე მიიღება დღეში 5 მგ ტორასემიდი.ამისათვის არსებობს ტაბლეტები შესაბამისი აქტიური ინგრედიეტების შემადგენლობით.

ეს დოზა არის ჩვეულებრივ ჩემანარჩუნებელი დოზა.

თუ დღეში 5 მგ ტორასემიდი არ არის საკმარისი ეფექტისათვის გამოიყენება ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები (10 მგ ტორასემიდი). თუ არც ეს არის საკმარისი,მაშინ დოზა იზრდება 20 მგ –მდე დღეში და მიიღება 2 ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტი (20 მგ ტორესამიდი), გაითვალისწინება კლინიკური სურათის სიმწვავე.

პაციენტები რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის გაუარესება

იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს აღენიშნება ღვიძლის ფუნქციის გაუარესება ეს მედიკამენტი დიდი სისფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული,რადგან სისხლში ტორესამიდის კონცენტრაციამ შეიძლება მოიმატოს.

ასაკოვანი პაციენტები:

ასაკოვანი პაციენტებისათვის არ არის რეკომენდაციები ალტერნატიული დოზებზე.

12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:

არ არსებობს საკმარისი მონაცემები თუ რა გავლენას ახდენს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები 12 წელზე ქვემოთ ბავშვებში, ამიტომ ეს პრეპარატი არ გამოიყენება.

მიღების წესი:

ტაბლეტი მიიღეთ მთლიანად მცირე წყალთან ერთად დილით. ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები მიიღება საკვებთან ან საკვების გარეშე.

პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა:

როგორც წესი ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები მიიღება ხანგრძლივი მკურნალობისას ან მანამდე სანამ ქსოვილში სითხის დაგროვება არ შემცირდება. ამ პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

თუ გრძნობთ რომ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას თქვენზე აქვს ძლიერი ან პირიქით სუსტი ეფექტი აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

ისევე როგორც ყველა სხვა მედიკამენტს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა ეს არ აიღინიშნება ყველა პაციენტში. ცხრილში მოცემულია ის არასასურველი შედეგები რაც შესაძლებელია ახლდეს ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებას.

ქვემოთ აღნიშნული გვერდითი ეფექტები შეფასებულია სიხშირის მიხედვით.

ძალიან ზოგადად

10 პაციენტში ერთზე მეტი

ზოგადად

10 პაციენტში 1ზე ნაკლები,მაგრამ 100 პაციენტში ერთზე მეტი

იშვიათად

100 პაციენტში ერთზე ნაკლები,მაგრამ 1000 პაციენტში ერთზე მეტი

იშვიათად

1000 პაციენტში ერთზეე ნაკლები მაგრამ 10000 პაციენტში ერთზე მეტი

ძალიან იშვიათი

10000 პაციენტში ერთზე ნაკლები ან უცნობია

მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტები, სიმპტომები და ზომები რომლებიც უნდა მიიღოთ მათი დაფიქსირების შემთხვევაში.

თუ აღგენიშნებათ ქვემოთ მოცემული გვერდითი ეფექტები უნდა შეწყვიტოთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.

მეტაბოლიზმი/ელექტროლიტები

ჩვეულებრივ: მჟავური დისბალანსის მომატება (მეტაბოლური ალკალოზის), კუნთების სპაზმები (განსაკუთრებით მკურნალობის საწყის ეტაპზე), შარდის მჟავის და სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება,სისხლის ლიპიდების (ტრიგლიცერიდები, ქოლესტეროლი) მომატება, სისხლში კალიუმის ნაკლებობა (ჰიპოპოტასემია), რაც დაკავშირებულია დაბალ კალიუმიან დიეტასთან, ასევე ღებინება, დიარეა საფაღარათო საშუალებების გადაჭარბებული გამოყენების შემდეგ და იმ პაციენტებში რომელთაც ღვიძლის ფუნქცია დაქვეითებული აქვთ.

შესაძლებელია აღინიშნოს მარილისა და წყლის ბალანსის დარღვევა (განსაზღვრავს დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა), განსაკუთრებით მაგ. სისხლში სითხის დაკარგვა (ჰიპოვოლემია), სისხლში კალიუმის და/ან ნატრიუმის ნაკლებობა (ჰიპოპოტასემია და/ან ჰიპონატრემია)

გულსისხლძარღვთა სისტემა

ძალიან იშვიათად: შესაძლებელია აღინიშნოს სისხლის გასქელება თრომბოემბოლური გართულებები, გონების დაბინდვა, სისხლის წნევის დაცემა (ჰიპოტონია), ცირკულაციური ფუნქციის მოშლა, გულის კუნთებში და ტვინში ცირკულაციის დაქვეითება. შედეგად შეიძლება მოყვეს მაგალითად გულის არითმია,მკერდის არეში ტკივილები (სტენოკარდია), მწვავე მიოკარდიული დარღვევა და გონების უეცარი დაკარგვა (სინკოპა)

კუჭნაწლავის ტრაქტი

ჩვეულებრივ: კუჭ–ნაწლავის პრობელემები(მაგ. მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, გულის რევა, ღებინება, დიარეა, შეკრულობა) განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე.

ძალიან იშვიათად: პანკრეატიტი

თირკმლის და საშარდე ტრაქტი

იშვიათად: სისხლში და შარდში კრეატინის მომატება, შარდის ნაკადის შეფერხების შედეგად შესაძლებელია პაციენტს აღენიშნოს შარდის შეკავება.

ღვიძლი:

ჩვეულებრივ: ღვიძლში გარკვეული ენზიმების მომატება (გამა GT)

კანის ალეგიული რეაქციები

ძალიან იშვიათად: ალეგიული რეაქციები ისეთი როგორიცაა ანთება, ანთებითი ცვლილებები კანზე (ეკზანტემა), შუქზე მგრძნობელობა (ფოტომგრძნობელობა), კანის მწვავე რეაქციები.

სისხლი და სისხლმბადი სისტემა

ძალიან იშვიათად: სისხლის წითელი და თეთრი სხეულების და თრომბოციტის შემცირება(თრომბოციტები, ერითროციტები და ლეიკოციტები)

ზოგადი ინფორმაცია:

ჩვეულებრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობა, სისუსტე (განსაკუთრების მკურნალობის საწყის ეტაპზე)

იშვიათად: პირის სიმშრალე, სისიუტის, სიცივის შეგრძნება სახსრებში (პარესთეზია.)

ძალიან იშვიათად: მხედველობის გაუარესება, სმენის პრობლემები, ხმაური ყურებში, სმენის დაქვეითება.

უკუჩვენება:

თუ შენიშნავთ ზემოთ აღნიშნულ გვერდით ეფექტებს დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რომ მან მიიღოს შესაბამისი საჭირო ზომები.

თუ გვერდითი ეფექტი უეცრად აღგენიშნათ ან გაუარესდა დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან მედიკამენტის ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შესაძლებელია სიცოცხლისათვის სახიფათო აღმოიჩნდეს.ექიმი გადაწყვეტს რა ზომებს მიმართოს და შეწყვიტოს თუ არა მკურნალობა.

როგორც კი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის ნიშნები დაფიქსირდება უნდა შეწყდეს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება.

თუ შენიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს რომელიც არ არის მოცემული ამ ბუკლეტში დაუყოვნებლის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დაუშვებელია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება:

-თუ აღგენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების- ტორასემიდის, სტრუქტურულად მსგავსი ნივთიერებების (სულფონილურეზას) ან ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების სხვა ინგრედიენტების მიმართ.

-თუ გაწუხებთ შარდის არასათანადოდ გამოყოფით გამოწვეული თირკმლის პრობლემები.

-თუ აღგენიშნებათ ღვიძლის ფუნქციების დაქვეითება, რასაც თან ახლავს გონების დაბნელება (კომა ან ჰეპატური პრეკომა).

-თუ გაქვთ პათოლოგიურად დაბალი წნევა (ჰიპოტონია);

-თუ გაქვთ სისხლისნაკლებობა (ჰიპოვოლემია);

-ნატრიუმის ან კალიუმის ნაკლებობის დროს(ჰიპონატრემია,ჰიპოპოტასემია) -შარდის ნაკადის მწვავე დარღვევის დროს(მაგ.როდესაც პროსტატის ზომა პათოლოგიურად იზრდება);

-ძუძუთი კვების დროს.

ყურადღებით მიიღეთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები

იქედან გამომდინარე, რომ ამ მედიკამენტის მკურნალობაში გამოყენების არასაკმარისი გამოცდილებაა ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები არ მიიღება შემდეგ შემთხვევებში:

-ნიკრისის ქარი;

-მაღალი ხარისხის პათოლოგიური გულის ცემა და გულის რეჟიმის დარღვევა (მაგ. სინოატრიალური ბლოკადა, მეორე ან მესამე ხარისხის AV ბლოკადა).

-მჟავა-ტუტოვანი ბალანსის პათოლოგიური ცვლილებები.

ერთდროული მკურნალობა ლითიუმით და გარკვეული ანტიბიოტიკებით (ამინოგლიკოზიდები, ცეფალოსპორინები).

-სისხლის ანალიზში პათოლოგიური ცვლილებები. (მაგ. თრომბოციტოპენია ან ანემია პაციენტებში რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება)

-თირკმლის ფუნქციის დაქვეითება,რაც გამოწვეულია იმ ნივთიერებებით რომლებიც აზიანებენ თირკმელს.

12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვები:

იქედან გამომდინარე რომ არასაკმარისი გამოცდილება არსებობს ამ მედიკამენტით 12 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვების მკურნალობის, ასეთმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა:

არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება თუ რა ეფექტი აქვს ნაყოფზე ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებს.

ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომლის დროსაც გამოყენებული იქნა ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი, არ აჩვენა რაიმე ტერატოგენური ეფექტი,თუმცა აქტიური ნივთიერების დიდი დოზით გამოყენების შემდეგ ნაყოფზე და მშობელ ცხოველზე დაფიქსირდა საზიანო ეფექტი.

რადგან არ არსებობს დამატებითი მონაცემები შესაძლებელია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენება ორსულობის დროს თუ თქვენი ექიმი ჩათვლის რომ მისი გამოყენება აუცილებელია.

იმ შემთხვევაში თუ აპირებთ დაორსულებს ან უკვე ხართ ორსულად დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.

ძუძუთი კვება:

არ არსებობს მონაცემები გადადის თუ არა ძუძუთი კვების დროს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების აქტიური ნივთიერება ტორასემიდი ადამიანის ან ცხოველის რძეში. ასე რომ არ გამოიყენოთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები ძუძუთი კვების დროს. თუ თქვენი ექიმი გადაწყვეტს რომ თქვენ აუცილებლად უნდა მიიღოთ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტები ბავშვი გადაიყვანეთ ხელოვნურ კვებაზე.

განსაკუთრებული მითითებები:

მართვა და დანადგარების გამოყენება:

ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეაქციების ისე გამწვავება, რომ მაგ ტრანსპორტის მართვას, დანადგარებთან მუშაობას უსაფრთხოების ზომების გარეშე ცუდი შედეგი მოჰყვეს. განსაკუთრებით კი მკურნალობის საწყის ეტაპზე, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას, დამატებითი პრეპარატის პირველად მიღებისას და ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:

თუ მიიღეთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების ზედმეტი დოზა:

ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შემთხვევით თუ გამიზნულად გადაჭარბებული დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მარილის და წყლის ზედმეტი და ორგანიზმისათვის სახიფათო რაოდენობის გამოყოფა, ასევე გონების დაბინდვა, დაკარგვა, სისხლის წნევის დაცემა, სისხლის მიმოქცევის მოშლა და კუჭ–ნაწლავის პრობლემები.

ასეთ შემთხვევაში საჭირო ზომების მისაღებად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების მიღება

თუ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების დოზა ძალიან პატარაა ან დაგავიწყდათ მიღება შესაბამისად მისი ეფექტი შემცირდება, რაც შესაძლებელია სიმპტომებით გამოვლინდეს, მაგ ქსოვილებში სითხის დაგროვების მომატება, რომლის შედეგადად თავს ცუდად გრძობთ.

ასეთ შემთხვევაში უნდა მიიღოთ ის დოზა რაც დაგავიწყდათ, მაგრამ თუ წამლის მიღების ჩვეული დრო ახლოვდება არ მიიღოთ დამატებითი დოზა. ჩვეულებრივ გააგრძელეთ დოზების მიღება დანიშნულების მიხედვით.

თუ შეაჩერებთ ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობას

იმ შემთხვევაში თუ ნაადრევად შეწყვიტავთ ამ მედიკამენტის მიღებას, შესალებელია დაფიქსირდეს სიმპტომების გაუარესება. ასე რომ ექიმის კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ წამლის მიღება.

მედიკამენტის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში მიგიღიათ სხვა მედიკამენტები, მათ შორის ურეცეპტო მედიკამენტები აუცილებლად მიაწოდეთ თქვენს ექიმს ამის შესახებ ინფორმაცია.

ასევე მხედველობაში მიიღეთ ის მედიკამენტებიც რომლებიც მიგიღიათ.

– ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები ზრდის წნევის დამწევი სხვა საშუალებების განსაკუთრებით კი აგფ–ინჰიბიტორების ეფექტს. თუ ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობისას დამატებით გამოიყენება აგფ–ინჰიბიტორები ან ტორაგამა ® 10 მგ ტაბლეტებით მკურნალობის დასრულებისთანავე მიიღება ეს ინჰიბიტორები; შესაძლებელია ამან გამოიწვიოს წნევის გადაჭარბებულად დაწევა.

– კალიუმის ნაკლებობას, რომელიც გამოწვეულია ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით შესაძლებელია შედეგად მოყვეს ერთდროულად გამოყენებული დიგიტალისის შემცველი პრეპარატების გვერდითი ეფექტების მომატება.

– ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია შეამციროს დიაბეტის სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტების ეფექტი.

– პრობენეცინიმა (რომელიც გამოიყენება ნიკრისის ქარის სამკურნალოდ) და გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებმა (მაგ. ინდომეტაცინი, აცეტილსალიცილის მჟავა) შესაძლებელია შეამციროს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შარდმდენი და წნევის დამწევი ეფექტი.

– იმ შემთხვევაში როდესაც მკურნალობისას სალიცილატი დიდი დოზით გამოიყენება (ტკივილგამაყუჩებელი და რევმატიზმის მედიკამენტები) ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტები აძლიერებს მათ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

– განსაკუთრებით მაშინ როდესაც ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების დიდი დოზა გამოიყენება ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შემდეგი გვერდითი ეფექტების გაუარესება:

– სმენის და თირკმელების დაზიანება ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკებთან ერთად გამოყენებისას (მაგ. კანამიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი) ცისპლატინის ნაერთის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება სიმსივნის სამკურნალოდ) და ცეფალოსპორინის (მედიკამენტები რომლებიც გამოიყენება ინფექციური დაავადებების დროს) გამოყენებისას თირკმელების დაზიანება.

– ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შესაძლებელია გამოიწვიოს თეოფილინის (ასთმის სამკურნალო მედიკამენტი) და კურარეს მსგავსი პრეპარატების მიორელაქსური ეფექტის გაძლიერება.

– საფაღარათო საშუალებების და კუჭქვეშა ჯირკვლის ჰორმონებმა (მინერალო- და გლუკოკორტიკოიდები მაგ კორტიზონი) შესაძლებელია გაზარდოს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებით გამოწვეულია კალიუმის კარგვა.

– ლითიუმისა და ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების ერთად გამოყენებისას შესაძლებელია რომ სისხლში ლითიუმის კონცენტრაცია და ლითიუმის გვერდითი ეფექტი გულზე და თირკმელებზე გაიზარდოს.

– ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტებმა შეიძლება შემაციროს არტერიების მგრძნობელობა ვაზოდილატატორების მიმართ (მაგ  ადრენალინი, ნორადრენალინი).

– ქოლესტირამინთან (მედიკამენტი რომელიც ამცირებს სისხლში ლიპიდებს) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია შემცირდეს ტორაგამა® 10 მგ ტაბლეტების შეწოვა კუჭნაწლავის ტრაქტიდან და შესაბამისად მისი ეფექტიც.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისაგან დაცულ ადგილზე;

არ გამოიყენოთ მედიკამენტი კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;

ამ პრეპარატისათვის განსაკუთრებული შენახვის პირობები არ მოითხოვება.

ტოპრა – TOPRA – ТОПРА

საერთაშორისო დასახელება:

CEFEPIME

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ცეფეპიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

IV თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი კუნთში და ვენაში შესაყვანი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ცეფეპიმი ……………….     1 გ

დამხმარე ნივთიერება: L-არგინინი – პრეპარატის ხსნარის pH-ის მნიშვნელობის 4.0-6.0 ინტერვალში შესანარჩუნებლად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, ამინოგლიკოზიდებისა და III თაობის ცეფალოსპორინებისადმი მდგრადი შტამების მიმართ. ცეფეპიმი მდგრადია უმეტესი ბეტა-ლაქტამაზებით გამოწვეული ჰიდროლიზისადმი, ახასიათებს მცირედი მსგავსება ქრომოსომული გენებით კოდირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ, სწრაფად აღწევს გრამუარყოფითი ბაქტერიების უჯრედებში.

ცეფეპიმი აქტიურია გრამ-დადებითი აერობული ბაქტერიების მიმართ:

Staphylococcus aureus (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Staphylococcus spp.-ს სხვა შტამები (St. hominis, St. saprophyticus-ის ჩათვლით), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის სტრეპტოკოკები), Str. agalactiae (B ჯგუფის სტრეპტოკოკები), Str. pneumoniae (პენიცილინისადმი საშუალო მდგრადობის – მდკ 0,1-1 მკგ/მლ შტამების ჩათვლით), Str. bovis (D ჯგუფის), Str. viridans, სხვა ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკები (C,G,F ჯგუფის);

გრამ-უარყოფითი აერობული ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas spp. (P.aeruginosa, P.putida, P.stutzeri-ს ჩათვლით), Escherichia coli, Klebsiella spp. (K.pneumoniae, K.oxytoca, K.ozaenae-ს ჩათვლით), Enterobacter spp. (E.cloacae, E.aerogenes, E.agglomerans, E.sakazakii-ს ჩათვლით), Proteus spp. (P.mirabilis, P.vulgaris-ს ჩათვლით), Acinetobacter calcoaceticus (qvetipi A.anitratus, A.lwoffii), Aeromonas hydrophila, Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (C.diversus, C.freundii-ს ჩათვლით),Campylobacter jejuni, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Legionella spp., Morganella morganii, Moraxella catarrhalis (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria gonorrhoeae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Neisseria meningitidis, Providencia spp.(P.rettgeri, P.stuartii-ის ჩათვლით), Salmonella spp., Serratia spp. (S.marcescens, S.liquefaciens-ს ჩათვლით), Shigella spp., Yersinia enterocolitica;

ანაერობული ბაქტერიების მიმართ: Bacteroides spp. (B.melaninogenicus-ის ჩათვლით, Bacteroides spp.-ს სხვა შტამები/პირის ღრუში/) Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Mobiluncus spp., Peptostreptococcus spp., Veillonella spp.

პრეპარატისადმი მდგრადია Xanthomonas maltophilia (Pseudomonas maltophilia)-ს ზოგიერთი შტამი, Bacteroides fragilis, Clostridium difficile.

მეტიცილინისადმი მდგრადი ენტეროკოკებისა (მათ შორის Enterococcus faecalis) და სტაფილოკოკების უმეტესი შტამები რეზისტენტობას ინარჩუნებენ უმეტესი ცეფალოსპორინების (მათ შორის ცეფეპიმის) მიმართაც.

ცეფეპიმის თერაპიული კონცენტრაცია აღმოჩენილია შარდში, ნაღვლის წვენში, პერიტონეალურ სითხეში, ბრონქების ლორწოვან სეკრეტში, ნახველში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში, თავ-ზურგტვინის სითხეში მენინგიტის დროს.

ცეფეპიმის T1/2 შეადგენს დაახლოებით 2 საათს. ცეფეპიმი გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით T1/2 იზრდება. ცეფეპიმის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილია ბავშვებში 2 თვიდან 11 წლამდე.

ჩვენებები:

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:

  • ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიისა და ბრონქიტის ჩათვლით);
  • საშარდე გზების ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები (პერიტონიტისა და სანაღვლე გზების ინფექციის ჩათვლით);
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • სეპტიცემია;
  • ნეიტროპენიული ცხელება (ემპირიული თერაპიის სახით);
  • ბაქტერიული მენინგიტი ბავშვებში;
  • ღრუ ორგანოებზე ქირურგიული ჩარევისას ინფექციის განვითარების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ცეფეპიმით მკურნალობის დაწყება დასაშვებია გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციამდეც.

პრეპარატის დოზის შერჩევას და შეყვანის გზას ადგენენ გამომწვევის მგრძნობელობის, ინფექციის სიმძიმის, ასევე ავადმყოფის თირკმელების ფუნქციური  მდგომარეობის მიხედვით.

პრეპარატის ვენაში ინექცია, უპირატესად მძიმე ან სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების დროს (განსაკუთრებით შოკის საშიშროების) გამოიყენება.

მოზრდილებში და 40 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში თირკმლის ნორმალური  ფუნქციით პრეპარატის დოზა შეადგენს:

საშარდე გზების ინფექციები – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის

0.5-1 გ ვენაში ან კუნთში საინიექციო

ყოველ 12 სთ-ში

სხვა სახის ინფექციები – მსუბუქი და საშუალო სიმძიმის

1 გ ვენაში ან კუნთში საინიექციო

ყოველ 12 სთ-ში

მძიმე ინფექციები

2 გ ვენაში საინიექციო

ყოველ 12 სთ-ში

სიცოცხლისათვის საშიში ინფექციები

2 გ ვენაში საინიექციო

ყოველ 8 სთ-ში

ქირურგიული ჩარევებისას ინფექციის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციამდე 60 წთ-ით ადრე საჭიროა 2 გ ტოპრას ვენაში 30 წთ-ის განმავლობაში შეყვანა, შემდეგ  500 მგ მეტრონიდაზოლი. გასათვალისწინებელია, რომ ცეფეპიმის და მეტრონიდაზოლის ერთდროულად ინიექცია არ შეიძლება, მეტრონიდაზოლის შეყვანამდე საჭიროა საინფუზიო სისტემის გამორეცხვა.

ხანგრძლივი (12 საათზე მეტი) ქირურგიული ოპერაციების დროს ტოპრას შეყვანიდან 12 საათის შემდეგ საჭიროა მისი განმეორებითი ინიექცია იგივე დოზით, შემდგომში მეტრონიდაზოლის  შეყვანით.

ბავშვებში (2 თვის ასაკიდან) პრეპარატის მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრდილთა რეკომენდებულ დოზას.

40 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში საშარდე გზების გართულებული ან გაურთულებელი ინფექციების (პიოლონეფრიტის ჩათვლით), კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციების, პნევმონიის, ნეიტროპენიული ცხელების ემპირიული მკურნალობის დროს პრეპარატის საშუალო დოზა შეადგენს 5 მგ/კგ-ზე ყოველ 12 საათში ერთხელ.

პაციენტებში ნეიტროპენიული ცხელებით და ბაქტერიული მენინგიტით ინიშნება 5 მგ/კგ-ზე ყოველ 8 საათში ერთხელ.

თერაპიის ხანგრძლივობა საშუალოდ 7-10 დღეა, მძიმე ინფექციების სამკურნალოდ დასაშვებია მკურნალობის გახანგრძლივება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) საჭიროა დოზის კორექციაც. საწყისი დოზა ისეთივეა, როგორც პაციენტებში თირკმლის ნორმალური ფუნქციით;

შემანარჩუნებელი დოზა განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

2 გ ყოველ 
8 საათში

2 გ ყოველ 
12 საათში

1 გ ყოველ 
12 საათში

500 მგ ყოველ 
24 საათში

>50

რეკომენდირებული დოზა კორექციას არ საჭიროებს

50-30

2 გ ყოველ 
1-2 საათში

2 გ ყოველ 
24 საათში

1 გ ყოველ 
24 საათში

500 მგ ყოველ 
24 საათში

29-11

2 გ ყოველ 
24 საათში

1 გ ყოველ 
24 საათში

500 მგ ყოველ 
24 საათში

500 მგ ყოველ 
24 საათში

≤10

1 გ ყოველ 
24 საათში

500 მგ ყოველ 
24 საათში

250 ყოველ 
24 საათში

250 ყოველ 
24 საათში

როდესაც ცნობილია, შრატში კრეატინინის სტაციონარული კონცენტრაცია, კრეატინინის კლირენსის განსაზღვრა ხდება შემდეგნაირად:

მამაკაცებში: კრეატინინის კლირენსი(მლ/წთ)=წონა(კგ)X(140-ასაკი) / (72Xშრატის კრეატინინი(მგ/დლ)

ქალებში: ზემოაღნიშნული მაჩვენებელიX0,85

ჰემოდიალიზის დროს ორგანიზმიდან 3 საათში გამოიდევნება ცეფეპიმის საერთო რაოდენობის 68%. ყოველი დიალიზის შემდეგ საჭიროა საწყისი დოზის ოდენობით განმეორებითი დოზის შეყვანა. განუწყვეტელ ამბულატორიულ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში ინფექციის სიმძიმიდან გამომდინარე ცეფეპიმი გამოიყენება საშუალო რეკომენდებული დოზით: 500მგ, 1გ ან 2გ, ერთჯერად დოზებს შორის 48 საათიანი ინტერვალის დაცვით.

ბავშვებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით ცეფეპიმის დოზის კორექცია ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი

ვენაში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება 10 მლ საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში. ცეფეპიმი ვენაში შეყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში. ვენაში გადასასხმელად სისტემის გამოყენებისას ცეფეპიმი უნდა შეუთავსონ სხვა გადასასხმელ ხსნარს და შეიყვანონ არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.

ცეფეპიმის ხსნარი კონცენტრაციით 1-40 მგ/მლ შეთავსებადია შემდეგ ხსნარებთან: 0,9% ნატრიუმის ქლორიდი ინიექციისათვის, 5% ან 10% გლუკოზის ხსნარი ინიექციისათვის, M/6 ნატრიუმის ლაქტატის ხსნარი ინიექციისათვის, 5% დექსტროზის ხსნარი ინიექციისათვის, რინგერის ხსნარი.

კუნთში საინიექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონის შიგთავსი (1გ ცეფეპიმი) იხსნება

საინიექციო სტერილურ წყალში, 5% გლუკოზის ან 0,9% ნატრიუმის ქლორიდის საინიექციო ხსნარში, საინიექციო ბაქტერიოსტატურ წყალში პარაბენით ან ბენზილის სპირტით, 0,5% ან 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში.

ფხვნილი ინექციისათვის

გამხსნელის რაოდენობა (მლ)

მიღებული ხსნარის რაოდენობა(მლ)

ცეპეფიმის კონცენტრაცია

(მგ/მლ)

ვენაში ინექციისათვის

1გ/ფლ

10

11.3

100

კუნთში ინექციისათვის

1გ/ფლ

2.4

3.6

280


მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-8ºC ტემპერატურაზე) – 7 დღის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ტოპრა ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი ეფექტები ვლინდება იშვიათად და ძირითადად საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან ან ალერგიული რეაქციების სახით ვლინდება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევაში დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი, ტკივილი მუცლის არეში;

ალერგიული რეაქციები: კანის სიწითლე, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება;

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ანემია, ალანინამინოტრანსფერაზას, ასპარტატამინოტრანსფერაზას, ტუტე ფოსფატაზასა და საერთო ბილირუბინის დონის მატება, დადებითი კუმბსის რეაქცია ჰემოლიზის გარეშე.

სხვადასხვა: სხეულის ტემპერატურის მომატება, ვენაში ინიექციის დროს – ფლებიტი, ანთებითი რეაქცია, კუნთში ინიექცის დროს – ანთებითი რეაქცია ან ტკივილი.

უკუჩვენებები:

ცეფეპიმისა და L-არგინინისადმი, ასევე ცეფალოსპორინების რიგის პრეპარატების, პენიცილინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მაღალი მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში ცეფეპიმის უსაფრთხოების დამადასტურებელი ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა; პრეპარატის  გამოყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის დასაშვები.

დედის რძეში ცეფეპიმი მცირე კონცენტრაციით გამოიყოფა; ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიკაციისა და ცეფეპიმისადმი მგრძნობელობის დასადგენად საჭიროა შესაბამისი ტესტის ჩატარება.

◄ შერეული აერობულ/ანაერობული მიკროფლორით (მათ შორის Bacteroides fragilis არსებობისას) გამოწვეული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის პაციენტებში, გამომწვევის იდენტიფიკაციამდე თერაპიის მიზნით რეკომენდებულია ტოპრასთან ერთად ანაერობებისადმი აქტიური პრეპარატის დანიშვნაც.

◄ ტოპრა სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ალერგიის ნებისმიერი ფორმით. პრეპარატის მკურნალობის ფონზე ალერგიის განვითარებისთანავე საჭიროა მისი მოხსნა; დაუყოვნებელი ტიპის ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინებებისას კი, შესაძლოა საჭირო გახდეს ადრენალინის გამოყენება და შემანარჩუნებელი თერაპია.

◄  ცეფეპიმით მკურნალობის ფონზე დიარეის გამოვლინებისას გასათვალისწინებელია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება. კოლიტის მსუბუქი ფორმა ექვემდებარება პრეპარატის მოხსნას, ხოლო საშუალო და მძიმე ფორმები საჭიროებენ სპეციალურ მკურნალობას.

◄ ტოპრას (ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების) გამოყენებისას შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება, რაც პრეპარატის მოხსნას და შესაბამის თერაპიას საჭიროებს.

◄ მოზრდილებსა და ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება თანაბარია. პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 წლამდე ასაკის ბავშვებში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

დოზის მნიშვნელოვანი გადაჭარბების შემთხვევაში აღწერილია ენცეფალოპათიის ნიშნები.

მკურნალობა: ნაჩვენებია ჰემოდიალიზი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცეფეპიმის ხსნარისა (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების უმრავლესობის მსგავსად) და მეტრონიდაზოლის, ვანკომიცინის, გენტამიცინის, ტობრამიცინის სულფატის და ნეტილმიცინის სულფატის ერთდროულად გამოყენებისას მოსალოდნელია მათი ურთიერთქმედება. ამიტომ ცეფეპიმი და აღნიშნული პრეპარატები ინიშნება ცალ-ცალკე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მომზადებული ხსნარი ოთახის ტემპერატურაზე შენახვისას ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში, ხოლო მაცივარში შენახვისას (2-80C ტემპერატურაზე) – 7 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტოპოგელი – TOPOGEL – ТОПОГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 2.5% გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 40 გ

1 გ

კეტოპროფენი …………… 2.5 გ

 

ვრცლად ფებროფიდი

ტოპეპსილი – TOPEPSIL – ТОПЕПСИЛ

საერთაშორისო დასახელება:
TOPIRAMATE

მწარმოებელი: EGIS

მოქმედი ნივთიერება: ტოპირამატი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ტოპირამატი  …………..    100 მგ

ვრცლად ტოპამაქსი

ტოპამაქსი – TOPAMAX – ТОПАМАКС

საერთაშორისო დასახელება:

TOPIRAMATE

მწარმოებელი: JANSSEN – CILAG

მოქმედი ნივთიერება: ტოპირამატი 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ტოპირამატი  …………..     25 მგ

1 ტაბ.

ტოპირამატი ………..     100მგ

ფარმაკოდინამიკა:

ტოპირამატი წარმოადგენს ახალ, ეპილეფსიის საწინაღმდეგო პრეპარატს, რომელიც განეკუთვნება სულფამატის ჩამანაცვლებელ მონოსაქარიდების კლასს. ტოპირამატი ბლოკავს ნატრიუმის არხებს და ახშობს ქმედების განმეორებითი პოტენციალების წარმოქმნას ნეირონის მემბრანის ხანგრძლივი დეპოლარიზაციის ფონზე. ტოპირამატი ამაღლებს ©-ამინობუტირატის (ГАБА) აქტიურობას ГАБА-რეცეპტორების (მათ შორის ГАБАA – რეცეპტორების) ზოგიერთ ქვეტიპთან მიმართებაში, ასევე მოდულირებას უკეთებს თვით ГАБАA– რეცეპტორების აქტიურობას, აფერხებს კაინატ/ამპმ (ამინო-3-ჰიდროქსი-5-მეთილიზოქსაზოლ-4-პროპინის მჟავა)-რეცეპტორების ქვეტიპის მგრძნობელობის აქტივაციას გლუტამატის მიმართ, ისე რომ, არ ზემოქმედებს N-მეთილ-D-ასპარტატის (NMDA) აქტიურობაზე NMDA-რეცეპტორების ქვეტიპის მიმართ. ტოპირამატის ეს ეფექტები დამოკიდებულია დოზაზე, პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაციისას 1 მკმოლ-დან 200 მკმოლ-მდე, მინიმალური აქტივობით 1 მკმოლ-დან 10 მკმოლ-მდე. გარდა ამისა, ტოპირამატი ახშობს კარბოანჰიდრაზის ზოგიერთი იზოფერმენტის აქტიურობას. ამ ფარმაკოლოგიური ეფექტის გამოხატულებით ტოპირამატი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება აცეტაზოლამიდს – ნახშირის ანჰიდრაზის ცნობილ ინჰიბიტორს, ამიტომ ტოპირამატის ეს აქტიურობა არ ითვლება მის, ეპილეფსიის საწინააღმდეგო აქტიურობის ძირითად კომპონენტად.

ფარმაკოკინეტიკა:

ტოპირამატი სწრაფად და ეფექტურად შეიწოვება. ბიო-ხელმისაწვდომობაა 81%. საკვების მიღება კლინიკურად მნიშვნელოვან ზემოქმედებას არ ახდენს ტოპირამატის ბიო-ხელმისაწვდომობაზე. პლაზმის ცილებს უკავშირდება ტოპირამატის 13-17%. 1200 მგ დოზის ერთჯერადი მიღების შემდეგ

გადანაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 0.55-0.8ლ/კგ. გადანაწილების მოცულობის სიდიდე დამოკიდებულია სქესზე: ქალებთან იგი შეადგენს იმ მნიშვნელობების დაახლოებით 50%, რაც მამაკაცებში აღინიშნება, რასაც მიაწერენ ქალის ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის უფრო მაღალ შემცველობას.

პერორალური მიღების შემდეგ ხდება მიღებული დოზის დაახლოებით 20% მეტაბოლიზაცია. თუმცა იმ პაციენტებთან, რომლებსაც უტარდებათ თანმხლები თერაპია ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატებით, რომლებიც ახდენს იმ ფერმენტების ინდუცირებას, რომლებიც სამკურნალო საშუალების მეტაბოლიზმზე არიან პასუხისმგებელი, მაშინ ტოპირამატის მეტაბოლიზმი იზრდება 50%-მდე.

ადამიანის პლაზმიდან, შარდიდან და ფეკალიებიდან გამოყოფილ და ინდენტიფიცირებულ იქნა ექვსი, პრაქტიკულად არააქტიური მეტაბოლიტი. უცვლელი ტოპირამატის (70%) და მისი მეტაბოლიტების გამოდევნის ძირითად საშუალებას წარმოადგენს თირკმელები. პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის პლაზმური კლირენსი შეადგენს 20-30 მლ/წთ-ში.

ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკა წრფივი ხასიათის მატარებელია, პლაზმური კლირენსი უცვლელი რჩება, ხოლო ფართობი მრუდის ქვეშ კონცენტრაცია/დრო (AUC) 100-დან 400-მდე დოზის დიაპაზონში დოზის პროპორციულად იზრდება. პაციენტებს, რომლებსაც თირკმელები ნორმალურად უმუშავებთ, პლაზმაში მდგრადი კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება დასჭირდეთ 4-დან 8 დღემდე. მაქსიმალური კონცენტრაციის სიდიდე (Cmax) 100მგ პრეპარატის მრავალჯერადად, დღეში ორჯერ პერორალური მიღების შემდეგ საშუალოდ შეადგენდა 7.76მკგ/მლ. 50 და 100 მგ დოზების დღეში ორჯერ მრავალჯერადად მიღების შემდეგ პლაზმიდან ტოპირამატის ნახევრად გამოდევნის პერიოდი საშუალოდ 21 სთ-ს შეადგენდა. თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს ტოპირამატის პლაზმური და თირკმელების კლირენსი დაბლა იწევს (კრეატინინის კლირენსი (CLWR Ƴ⇐ 60 მლ/წთ). ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმლის დაავადება, ტოპირამატის პლაზმური კლირენსი არ იცვლება. ტოპირამატი ეფექტურად გამოიდევნება პლაზმიდან ჰემოდიალიზის მეშვეობით. პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქციები, ზომიერად გამოხატულიდან მძიმემდე, ტოპირამატის პლაზმური კლირენსი დაბლა იწევს. ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. ტოპირამატის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები ბავშვებში,

ისევე როგორც მოზრდილებში, რომლებიც ამ პრეპარატს დამხმარე თერაპიის სახით იღებენ, წრფივი ხასიათის მატარებელია, ამასთან მისი კლირენსი არ არის დამოკიდებული დოზაზე, ხოლო სტაციონარული კონცენტრაციები პლაზმაში იზრდება დოზის გაზრდის პროპორციულად. გასათვალისიწნებელია ის ფაქტი, რომ ბავშვებში ტოპირამატის კლირენსი აწეულია, ხოლო მისი ნახევრად გამოდევნის პერიოდი – უფრო მოკლე. მაშასადამე, ერთი და იგივე დოზის მიღებისას, სხეულის 1 კგ მასაზე გადაანგარიშებით, ტოპირამატის კონცენტრაციები პლაზმაში ბავშვებში შეიძლება უფრო დაბალი იყოს, ვიდრე მოზრდილებში.

ბავშვებში, ისევე როგორც მოზრდილებში, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატები, რომლებიც ღვიძლის ფერმენტების ინდუცირებას ახდენს, იწვევს პლაზმაში ტოპირამატის სტაციონარული კონცენტრაციების დაწევას.

ჩვენება მოხმარებისთვის

მონოთერაპია:

ეპილეფსია მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან (მათ შორის იმ პაციენტებში, რომლებსაც პირველად დაუდგინდა ეპილეფსია). კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში: პარციალური ან გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრები, გულყრები ლენოქს-გასტოს სინდრომის ფონზე მოზრდილებში და ბავშვებში 2 წლის ასაკიდან.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა მოცემული პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;

2 წლამდე ასაკის ბავშვები.

სიფრთხილით

თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა ნეფროუროლითიაზი (მათ შორის წარსულში ან ოჯახურ ანამნეზში), ჰიპერკალციურია.

მოხმარება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში:

გამოკვლევები ორსულების მიერ ტოპამაქსის მოხმარებაზე, არ ჩატარებულა. მიუხედავად ამისა, ორსულობისას ტოპამაქსი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული, თუ მისი პოტენციური დადებითი ეფექტი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. პაციენტებზე დაკვირვების

შეზღუდული რაოდენობა იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ ტოპირამატი დედის რძესთან ერთად დამოიყოფა.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. ეპილეფსიური შეტევების ოპტიმალური კონტროლის მისაღწევად ბავშვებში და მოზრდილებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით შემდგომი თანდათანობითი ტიტრირებით ეფექტურ დოზამდე. ტოპამაქსის აბების დაყოფა არ არის რეკომენდებული.

მოხმარება კრუნჩხვის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებთან ერთად მოზრდილ პაციენტებში

მინიმალური ეფექტური დოზა შეადგენს 200მგ დღეში. ჩვეულებრივ, სუმარული 24სთ-იანი დოზა შეადგენს 200მგ-დან 400მგ-მდე და მისი მიღება ხდება ორჯერადად. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს 24სთ-იანი დოზის გაზრდა მაქსიმალურამდე – 1600მგ. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება დაბალი დოზით, ეფექტური დოზის შემდგომი თანდათანობითი შერჩევით. დოზის შერჩევას იწყებენ 25-50მგ-ით, რომლის მიღებაც ხდება საღამოს საათებში, 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში, ერთ ან ორკვირიანი ინტერვალით დოზა შეიძლება გაიზარდოს 25-50მგ-ით და მისი მიღება მოხდეს ორჯერადად.

დოზის შერჩევისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით. ზოგიერთ პაციენტთან ეფექტი შეიძლება მიღწეულ იქნეს პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებით. ტოპამაქსით მკურნალობის ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, არ არის აუცილებელი პლაზმაში მისი კონცენტრაციის კონტროლი. დოზირების წინამდებარე რეკომენდაციები ყველა მოზრდილი პაციენტისთვისაა მისაღები, მათ შორის ხანდაზმულებისთვისაც, თუ მათ თირკმელების დაავადება არ აღენიშნებათ. (იხ. პუნქტი “განსაკუთრებული მითითებები”).

კომბინირებული კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპია ბავშვებში 2 წლის ასაკიდან

ტოპამაქსის რეკომენდებული სუმარული დღიური დოზა დამატებითი თერაპიის სახით შეადგენს 5-დან 9 მგ/კგ-მდე და მისი მიღება ხდება ორჯერადად. დოზის შერჩევა საჭიროა დაიწყოს 25მგ-დან (ან უფრო ნაკლებიდან, საწყის დოზაზე დაყრდნობით – 1-დან 3 მგ/კგ დღეში), რომლის მიღებაც უნდა მოხდეს საღამოს საათებში 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში ერთ ან ორკვირიანი შუალედებით შეიძლება დოზა გაიზარდოს 1-3 მგ/კგ-ით და მიღებულ იქნას ორჯერადად. დოზის შერჩევისას საჭიროა ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით. დღიური დოზა 30მგ/კგ-მდე, როგორც წესი, კარგად გადაიტანება.

მონოთერაპია: ზოგადი დებულებები

კრუნხჩხვის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატების მოხსნისას ტოპირამატით მონოთერაპიის მიზნით, აუცილებელია გათვალისიწნებულ იქნას ამ ნაბიჯის შესაძლო ზეგავლენა გულყრების სიხშირეზე. იმ შემთხვევებში, როდესაც არ არის იმის აუცილებლობა, რომ უსაფრთხოების მიზნით მკვეთრად შეწყდეს კრუნჩხვის საწინააღმდეგო თანმხლები პრეპარატის მიღება, მაშინ რეკომენებულია მათი დოზების თანდათანობით შემცირება, რომლის დროსაც მოხდება თანმხლები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატის შემცირება ერთი მესამედით ყოველ 2 კვირაში. იმ პრეპარატების შეწყვეტისას, რომლებიც წარმოადგენს ღვიძლის ფერმენტის ინდუქტორს, ტოპირამატის კონცენტრაცია სისხლში გაიზრდება. ამგვარ შემთხვევაში, კლინიკური ჩვენებების არსებობისას, შეიძლება ტოპამაქსის დოზის შემცირება.

მონოთერაპია: მოზრდილები

მკურნალობის დასაწყისში პაციენტმა უნდა მიიღოს 25მგ ტოპამაქსი ძილის წინ 1 კვირის გგანმავლობაში. ამის შემდეგ დოზას ზრდიან 1-2 კვირიანი ინტერვალით 25 ან 50 მგ-მდე (დღე-ღამის დოზას ყოფენ ორ მიღებად). თუ პაციენტი ვერ იტანს დოზის გაზრდის ამგვარ რეჟიმს, მაშინ შესაძლებელია გაიზარდოს დოზის გაზრდის ინტერვალები, ან თვით დოზა გაიზარდოს უფრო ნელ-ნელა. დოზის შერჩევისას აუცილებელია ვიხელმძღვანელოთ კლინიკური ეფექტით.

საწყისი დოზა ტოპირამატით მონოთერაპიისას მოზრდილებში შეადგენს 100მგ დღე-ღამეში, ხოლო მაქსიმალური დღე-ღამის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 500მგ. ზოგიერთი პაციენტი ეპილეფსიის რეფრაქტორული ფორმებით, ტოპირამატით მონოთერაპიას იტანს 1000მგ დოზებში დღე-ღამეში. დოზირების რეკომენრაციები ეხება ყველა მოზრდილს, მათ შორის ხნიერ პაციენტებსაც, რომლებსაც არ აწუხებთ თირკმელის დაავადება.

მონოთერაპია: ბავშვები

ბავშვებს 2 წლის ასაკიდან მკურნალობის პირველ კვირას ტოპირამატი უნდა მიეცეს ძილის წინ 0,5-1მგ/სხეულის მასის კგ. შემდეგ დოზა იზრდება 1-2

კვირიანი ინტერვალით 0,5 მგ/კგ-ით დღე-ღამეში (დღე-ღამის დოზა ორ მიღებაზე იყოფა). თუ ბავშვი ვერ იტანს დოზის გაზრდის ამგვარ რეჟიმს, მაშინ დოზის გაზრდა შეიძლება უნფრო თანდათანობით ან შეიძლება გაიზარდოს დოზების გაზრდას შორის ინტერვალი. დოზის ოდენობა და მისი გაზრდის სისწრაფე უნდა განისაზღვროს კლინიკური შედეგებით.

დოზების რეკომენდებული დიაპაზონი ტოპირამატით მონოთერაპიისას 2 წელს ზემოთ ბავშვებში შეადგენს 3-6მგ/კგ დღე-ღამეში. ბავშვებს, რომლებსაც ახლახან დაუდგინდა პარციალური გულყრები, შეიძლება დაენიშნოს 500მგ დღე-ღამეში.

გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – ნერვოზულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მეტყველების და მხედველობის დარღვევა, ფსიქომოტორული შეფერხებები, ატაქსია, დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, გონების არევა, პარესთეზია, ძილიანობა, აზროვნების დარღვევა, დიპლოპია, ანორექსია, ნისტაგმი, დეპრესია; დამატებით ბავშვებში – პიროვნების რღვევა, გაძლიერებული ნერწყვდენა, ჰიპერკინეზი,

იშვიათად – გემოს დაკარგვა, აღგზნებადობა, კოგნიტიური აშლილობა, ემოციური ლაბილურობა, გაუმართავი სიარული, აპათია, ფსიქოტური სინდრომები, აგრესიული რეაქციები, სუიციდური იდეები ან მცდელობები, ბავშვებში დამატებით – ჰალუცინაციები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ – გულისრევა, მუცლის ტკივილი, იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზის ამაღლება, ჰეპატიტი, ღვიძლის უკმარისობა.

სხვა დანარჩენი – წონაში კლება, ასთენია, იშვიათად – ლეიკოპენია, ნეფროლითიაზი, ოლიგოჰიდროზი (ძირითადად ბავშვებში), მეტაბოლური აციდოზი;

ასევე კანის და ლორწოვანის რეაქციები (მრავალფორმიანი ერითემა, პემფიგუსი, სტივენ ჯონსონის სინდრომი და ტოქსიურად ეპიდერმული ნეკროლიზი) პაციენტებში, რომლებიც ტოპამაქსს იმ პრეპარატებთან ერთად იღებდნენ, რომლებიც იწვევდა გვერდით ეფექტს კანისა და ლორწოვანის მხრივ, შესაძლებელია გაჩნდეს სინდრომი (როგორც წესი, თერაპიის დაწყებიდან ერთ თვეში), რომელიც ხასიათდება მიოპიით თვალის შიდა ჰიპერტენზიის აწევის ფონზე. ასევე აღინიშნებოდა მხედველობის მწვავე დაქვეითება და /ან ტკივილი თვალის არეში. ოფთალმოლოგიური გამოვლინებები მოიცავს: მიოპიას, თვალის წინა კამერის სიღრმის შემცირებას, თვალის ლორწოვანი გარსის ჰიპერემიას და შიდა თვალის წნევის აწევას. ზოგიერთ შემთხვევაში – მიდრიაზს. ამ სინდრომის შესაძლო მექანიზმს წარმოადგენს სუპრაცილიარული გამონადენის გაზრდა, რაც იწვევს ბროლის და ფერადი გარსის წინ წაწევას და შედეგად მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომის განვითარებას.

ჭარბი დოზირება:

სიმპომატიკა: გვერდითი ეფექტების გამოხატულების გაძლიერება. მკურნალობა: თუ პაციენტს ცოტა ხნით ადრე მიღებული აქვს საკვები, საჭიროა სასწრაფოდ კუჭის ამორეცხვა ან პირღებინების პროვოცირება. აქტივირებული ნახშირი არ შთანთქავს ტოპამაქსს, ამიტომ მისი გამოყენება დოზის გადაჭარბების დროს არ არის რეკომენდებული. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური თერაპია. ტოპირამატის ორგანიზმიდან გამოდევნის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ჰემოდიალიზი. მიუხედავად ამისა, დოზის მწვავე გადაჭარბების შემთხვევაში, რომელიც მოიცავს ერთჯერად შემთხვევაში 20გ-ზე მეტის მიღებას, ჰემოდიალიზის ჩატარება არ გახდა აუცილებელი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპარატების ზემოქმედება ტოპამაქსის კონცენტრაციაზე

ფენიტოინი და კარბამაზეპინი დაბლა წევს ტოპამაქსის კონცენტრაციას პლაზმაში. ფენიტოინის ან კარბამაზეპინის დამატებამ ან მოხსნამ ტოპამაქსით

მკურნალობის ფონზე შეიძლება ამ უკანასკნელის დოზების შეცვლა მოითხოვოს. დოზა უნდა შეირჩეს საჭირო კლინიკური ეფექტის მიღწევაზე ორიენტირებით.

ვალპროვის მჟავის დამატება ან მოხსნა არ იწვევს პლაზმაში ტოპამაქსის კონცენტრაციის მშნიშვნელოვან კლინიკურ ცვლილებას., და მაშასადამე, არ საჭიროებს ტოპამაქსის დოზის შეცვლას.

– დიგოქსინი: გამოკვლევაში ერთჯერადი დოზის გამოყენებით დიგოქსინის კონცენტრაციის ფართობი მრუდის ქვეშ ტოპამაქსის ერთდროული მიღებისას პლაზმაში მცირდებოდა 12%-ით. ამ დაკვირვების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. ტოპამაქსის დანიშვნის ან მოხსნისას იმ პაციენტებისთვის, რომლებიც დიგოქსინს იღებენ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შრატში დიგოქსინის კონცენტრაციის რუტინულ მონიტორირებას.

– ცნს-ის ფუნქციების დამთრგუნავი საშუალებები: კლინიკური გამოკვლევების ფარგლებში ტოპამქასის ალკოჰოლთან ან სხვა, ცნს-ის ფუნქციების დამთრგუნავ ნივთიერებებთან ერთად მიღების შედეგები შესწავლილი არ არის.

–         რეკომენდებულია, არ მიიღოთ ტოპამაქსი ალკოჰოლთან ან სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციებს.

– პერორალური კონტრაცეპტივები:

პერორალურ კონტრაცეპტივებთან სამკურნალო საშუალებების ურთიერთქმედების გამოკვლევებში, რომლის დროსაც გამოიყენებოდა ნორეთინდრონის (1მგ) და ეთინილესტრადიოლის (35მკგ) შემცველი კომბინირებული პრეპარატი, ტოპამაქსი დღეში 50-800-იან დოზებში ნორეთინდრონის ეფექტურობაზე, ხოლო დღეში 50-200 დოზებში -ეთინილესტრადიოლის ეფექტურობაზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენდა.

ეთინილესტრადიოლის ეფექტურობის მნიშვნელოვანი, დოზაზე დამოკიდებული დაწევა აღინიშნებოდა დღეში ტოპაქმაქსის 200-800-იან დოზის მიღებისას. აღწერილი ცვლილებების კლინიკური მნიშვნელობა გაურკვეველია. კონტრაცეპტივების ეფექტურობის დაწევის და სპონტანური სისხლდენის გაძლიერების რისკი გათვალისიწინებულ უნდა იქნეს იმ პაციენტებში, რომლებიც პერორალურ კონტრაცეპტივებს ტოპაქმაქსთან ერთად იღებენ.

პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ესტროგენის შემცველ კონტრაცეპტივებს, აუცილებლად უნდა აცნობონ მენსტრუაციის ხასიათის ან ვადების ნებისმერი ცვლილების შესახებ. კონტრაცეპტივების ეფექტურობა შეიძლება დაეცეს სპონტანური სისხლდენის არასებობის შემთხვევაშიც კი.

სხვა პრეპარატები: ტოპამაქსის და იმ პრეპარატების ერთდროულად გამოყენებამ, რომლებიც იწვევს ნეფროლითიაზს, შეიძლება გაზარდოს თირკმელებში ქვების წარმოქმნის რისკი. ტოპამაქსით მკურნალობის განმავლობაში უნდა ვეცადოთ, თავი ავარიდოთ ამგვარი პრეპარატების გამოყენებას, ვინაიდან მათ შეძლება გამოიწვიოს ფიზიოლოგიური ცვლილებები, რომლებიც ხელს უწყობს ნეფროლითიაზს.

განსაკუთრებული მითითებები:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო პრეპატების შეწყვეტა, მათ შორის ტოპამაქსისა, თანდათანობით უნდა მოხდეს, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გულყრების სიხშირის შესაძლებლობა.

კლინიკურ გამოკვლევებში დოზას ამცირებდნენ 100მგ-ით ერთკვირიანი ინტერვალით. ზოგოერთ პაციენტის შემთხვევაში პრეპარატის მოხსნა დაჩქარებული იყო და წარმატებითაც ჩაიარა. თირკმელიდან გამოდევნის სიჩქარე დამოკიდებლია თირკმელების ფუნქციაზე და არა ასაკზე. პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია ზომიერად ან გამოკვეთილად მოშლილი აქვთ, პლაზმაში მყარი კონცენტრაციის მისაღწევად შეიძლება დასჭირდეთ 10-დან 15 დღემდე, ხოლო პაციენტებს, რომლებსაც თირკმლის ფუნქცია მოშლილი არ აქვთ – 4-8 დღე. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა დაავადებისას, დოზის შერჩევის სქემა ორიენტირებული უნდა იყოს კლინიკურ ეფექტზე (ანუ გულყრების კონტოროლის ხარისხი, გვერდითი ეფექტების არარსებობა) და უნდა ითავლისწინებდეს, რომ თირკმლის ფუნქცია მოშლილ პაციენტებს, პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციის დასადგენად თითოეული დოზისთვის შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო. ტოპირამატით თერაპიისას მნიშვნელოვანია მოხმარებული სითხის მოცულობის ადეკვატური ზრდა, რომელსაც შესწევს უნარი შეამციროს ნეფროლითიაზის და ასევე იმ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას ფიზიკური დატვირთვის ან მაღალი ტემპერატურეს ზემოქმედების ქვეშ.

ნეფროლითიაზი

ზოგიერთი პაციენტის, განსაკუთრებით მათ შემთხვევაში, ვისაც მიდრეკილება აქვს ნეფროლთიაზისადმი, შეიძლება გაიზარდოს თირკმელებში ქვების გაჩენის და მასთან დაკავშირებული სიმპტომების რისკი, როგორებიცაა თირკმლის კოლიკა. რათა შევამციროთ ეს რისკი, საჭიროა მოხმარებული სითხის ოდენობის ადეკვატური გაზრდა. ნეფროლითიაზის განვითარების რისკის ფაქტორებს წარმოადგენს ნეფროლითიაზი ანამნეზში (მ.შ. ოჯახურში)., ჰიპერკალციურია, თანმხლები თერაპია პრეპარატებით, რომლებიც ხელს უწყობს ნეფროლიტიაზის განვითარებას.

ღვიძლის ფუნქციის მოშლა

პაციენტებმა, რომლებსაც მოშლილი აქვთ ღვიძლის ფუნქცია, ტოპარამატი სიფრთხილით უნდა მიიღონ, ამ პრეპარატის კლირენსის შესაძლო შემცირების გამო.

მიოპია და მეორადი დახურულკუთხოვანი გლაუკომა

სინდრომის გაჩენისას, რომელიც მოიცავს დახურულკუთხოვან გლაუკომასთან დაკავშირებულ მიოპიას, მკურნალობა გულისხმობს ტოპამაქსის მიღების შეწყვეტას, როგორც კი მკურნალი ექიმი ამას შესაძლებლად ჩათვლის, და შესაბამისი ზომების მიღებას, რომლებიც მიმართულია შიდა თვალის წნევის დაწევისკენ. როგორც წესი, ეს ზომები იწვევს შიდა თვალის წნევის დაეგულირებას. ნებისმიერი ეტიოლოგიის აწეულმა შიდა თვალის წნევამ, ადეკვატური მკურნალობის არარსებობისას, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები, მხედველობის დაკარგვის ჩათვლით.

გაძლიერებული კვება

თუ პაციენტი ტოპამაქსით მკურნალობისას წონაში იკლებს, მაშინ საჭიროა განხილულ იქნეს საკვები დანამატების მოხმარების მიზანშეწონილობის ან გაძლიერებული კვების საკითხი.

გავლენა ავტომობილის მართვაზე და ტექნიკასთან მუშაობაზე

მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავი შეიკაოთ პოტენციურად საშიში სახეობის საქმიანობისგან, რომლებიც საჭიროებს ყურადღების განსაკუთებულ კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს (მ.შ. ავტომობილის მართვა).

სამკურნალო საშუალებებთან შეუთავსებლობა – მაგალითები უცნობია

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა

3 წელი

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

Don`t copy text!