Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 51

ონ.სეტრონ-დენკი 8მგ ODT #6ტ

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

კრეონი 25000ერთ #20კაფს

კრეონი 25000
(KREON)


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული კაფსულები, შეფუთვაში 20 ც. 1 კაფსულაში პანკრეატინი 300 მგ (ლიპაზა 25000სე, ამილაზა 18000სე, პროტეაზა 1000სე).

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფერმენტული პრეპარატი, საჭმლის მონელების პროცესის გამაუმჯობესებელი. 

ჩვენება:
– საჭმლისმომნელებელი ფერმენტების ჩანაცვლებითი თერაპიისათვის კუჭქვეშა ჯირკვლის ეკზოკრინული ფუნქციის დარღვევის დროს: ქრონიკული პანკრეატიტი ან მუკოვისციდოზი, რომელსაც თან ახლავს მეტეორიზმი და უდემკო-ხელდის სინდრომი, აგრეთვე კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის, ნაწლავებში საჭმლის დაჩქარებული გავლის (ნევროზი, კუჭნაწლავის ინფექციები), “ღვიძლი-ნაღვლის ბუშტი” სისტემის დარღვევის (დისკინეზია), დისპეფსიის, ძნელად ასათვისებელი მცენარეული, ცხიმიანი ან უჩვეულო საკვების მიღებისას: – მეტეორიზმი; სადიაგნოსტიკო გამოკვლევების (რენტგენოგრაფია, ულტრაბგერითი გამოკვლევა) წინ პაციენტის მომზადების მიზნით.

ფარმაკოლოგიური თვისება:
პანკრეატინი წარმოადგენს ფხვნილს, რომელიც მიიღება ძუძუმწოვარი ცხოველების, მეტწილად ღორის კუჭქვეშა ჯირკვლიდან. იგი პანკრეასის ფერმენტების – ლიპაზას, ალფაამილაზას, ტრიფსინისა და ქიმოტრიფსინის გარდა შეიცავს სხვა ნივთიერებებსაც, რომლებსაც არ ახასიათებთ ფერმენტული აქტივობა. პრეპარატის ეფექტურობა დამოკიდებულია მასში შემავალი ფერმენტების აქტივობაზე (განსაკუთრებით ლიპაზის) და გალენურ ფორმაზე (ტრიფსინის შემცველობა). რაც შეეხება ამილაზურ აქტივობას, იგი მხოლოდ მუკოვისციდოზის მკურნალობისას არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც კი პოლისაქარიდების დაშლის პროცესი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. პანკრეასის ლიპაზა უწყობს ხელს ტრიგლიცერიდის მოლეკულისაგან ცხიმოვანი მჟავების გამონთავისუფლებას. ამ პროცეს-ში წარმოქმნილი თავისუფალი ცხიმოვანი მჟავები და 2-მონოგლიცერიდები ნაღვლის მჟავების მეშვეობით, წვრილ ნაწლავში, განსაკუთრებით მის ზედა ნაწილში, სწრაფად შეიწოვება. ცხოველური წარმოშობის ლიპაზა, ადამიანის პანკრეასის ლიპაზას მსგავსად, არ არის მდგრადი მჟავე გარემოში, რის გამოც მისი მაჩვენებლის 4-ზე ქვევით შემცირებისას ადგილი აქვს ლიპოლიზური აქტივობის შეუქცევად ინაქტივაციას. ტრიფსინოგენიდან ტრიფსინის წარმოქმნა ხორციელდება აუტოკატალიზის, ან წვრილი ნაწლავის ენტეროკინაზას მეშვეობით. ტრიფსინი თავის მხრივ განაპირობებს სხვა პროტეოლიზური ფერმენტების გააქტიურებას, ენდოპეპტიდაზას მეშვეობით შლის ლიზინისა და არგინინის მონაწილეობით განპირობებულ პეპტიურ კავშირებს და ამ გზით სხვა ფერმენტებთან ერთად ხელს უწყობს ცილების დაშლას ამინომჟავებამდე და წვრილ პეპტიდებამდე. თანამედროვე კვლევის თანახმად ტრიფსინი, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით იწვევს კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციის ინჰიბირებას. სწორედ ამ ეფექტით აიხსნება ზოგიერთი კვლევის მიხედვით აღწერილი პანკრეასის პრეპარატების ტკიკილგამაყუჩებელი ეფექტი. ენდოამილაზა, ალფა – ამილაზას სახით, იწვევს გლუკოზის შემცველი პოლისაქარიდების სწრაფ მონელებას, რის გამოც კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტორული ფუნქციის მნიშვნელოვანი დაქვეითების დროსაც კი საკმაოდ აქტიურია. აბის გარსი კუჭის წვენის მიმართ მდგრადია, რაც იცავს ფერმენტებს მარილმჟავას ზემოქმედებისაგან. აბის გარსის გალღობა და ფერმენტების გამონთავისუფლება ხორციელდება წვრილი ნაწლავის სუსტ ტუტე არეში. პანკრეატინი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ არ შეიწოვება, ამიტომ მისი ფარმაკოკინეტიკური ბიოშეღწევადობის მონაცემები აღწერილი არ არის. პანკრეატინის ეფექტურობა ფერმენტების მოცულობით და გალენური ფორმებიდან მათი განთავისუფლების სიჩქარით განისასზღვრება.

დოზირება და მიღების წესი:
მიზანშეწონილია დოზის ინდივიდუალური დადგენა. საშუალო დოზა: 1-2 აბი ჭამის წინ. აბები არ იღეჭება. საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიყოლება. საკვების ხასიათისა და დაავადების სიმძიმის მიხედვით დასაშვებია უფრო მაღალი დოზები. დოზის მომატება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს დაავადების სიმპტომების ნიველირების მიხედვით. სადღეღამისო დოზის გადაჭარბება ლიპაზას 15 000-20 000 მ.ე/კგ-ზე მეტად რეკომენდებული არ არის. ბავშვებში პრეპარატის დოზის დადგენა ხდება ექიმის მიერ. მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და იგი განისაზღვრება ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად აღინიშნება დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციები, მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. მუკოვისციდოზის დროს, ერთეულ შემთხვევებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას აღწერილია ნაწლავების გაუვალობა სტრიქტურების (ილეოცეკალურ მიდამოში და ასწვრივ კოლინჯში) წარმოშობის გამო. უკუჩვენებები მწვავე პანკრეატიტი, ან ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება დაავადების აქტიურ ფაზაში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ინიშნება მაშინ, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება არაუმეტეს 20ºC ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 2 წელი.

მწარმოებელი:
SOLVAY PHARMA, გერმანია.

პეპსანი-R გელი #30პაკ

საერთაშორისო დასახელება – dimethicone, guaiazulene

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
პერორალური გელი, საშე #30

მოქმედი ნივთიერებები
დიმეტიკონი. . . . . . . . . . .3.000გრ
გვაიაზულენი. . . . . . . . . 0,004გრ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.
გვაიაზულენი_ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.
დიმეტიკონი_ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერება დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.

ჩვენებები

გასტრალგია, გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი. კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.

მიღების წესები და დოზები

შინაგანი მიღებისათვის. 1 საშე 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევეაში. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის _ 1საშე 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1საშე დილით გამოკვლევის დღეს.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკილივი და მუცლის შებერილობა.

უკუჩვენება

პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კაფსულა_ბავშვთა ასაკი 14 წელი, გელი შინაგანი მიღებისათვის 18 წელი.

ორსულობა და ლაქტაცია

შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები

პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

არ არის გამოვლენილი.

შენახვის პირობები და ვადები

არა უმეტეს 25ºC ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ROSA-PHYTOPHARMA
საფრანგეთი

ასპანი 40მგ #28ტ

30.20 ლარი
28.39 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: დროგსან ილაჩლარი სან.ვე ტიკ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ონ.სეტრონ-დენკი 4მგ ODT #6ტ

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

თეთრი ნახშირი #10ტ

თეთრი ნახშირი

დიეტური დანამატი

 

შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს – ძირითადი ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი (210მგ), მიკროკრისტალური ცელულოზა; დამხმარე ნივთიერებები: შაქრის პუდრი, კარტოფილის სახამაბელი.
დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა: დამზადების თარიღი აღნიშნულია შეფუთვაზე.
ვარგისიანობის ვადა:დამზადების თარიღიდან 3 წელი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC  ტემპერატურაზე, არაუმეტეს 75% ჰაერის ტენიანობის პირობებში.
მოხმარების რეკომენდაცია: რეკომენდებულია როგორც კვების რაციონის დიეტური დანამატი, როგორც ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო პროფილაქტიკისა და სიმპტომების შემსუბუქების მიზნით საკვებით მოწამვლის (მათ შორის სოკოთი და ალკოჰოლით მოწამვლისას), კუჭის აშლილობის, ჰეპატიტის (მათ შორის ვირუსული ჰეპატიტი A, B), თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის, ალერგიული დაავადებების, დერმატიტის, ენდოგენური ინტოქსიკაციის, დისბაქტერიოზის დროს. თეთრი ნახშირი განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა წარმოშობის ეგზო- და ენდოგენური ტოქსიკური ნივთიერებების (მათ შორის მიკროორგანიზმების ცხოველქმედების პროდუქტების, კვებითი და ბაქტერიული ალერგენების) ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას. უშუალოდ ხელს უწყობს ტოქსიკურ-ალერგიული რეაქციების გამოვლინებათა შემცირებას, დეტოქსიკაციის ორგანოებზა (პირველ რიგში – ღვიძლსა და თირკმელებზე) მეტაბოლური დატვირთვის შემცირებას, ნივთიერებათა ცვლისა და იმუნური სისტემის კორექციას, ორგანიზმში ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა დისბალანსის აღმოფხვრას, აძლიერებს ნაწლავის პერისტალტიკას.
მიღების წესი და დოზირება: თეთრი ნახშირი განკუთვნილია უფროსებისა და 3 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის – 3-4 ტაბლეტი 3-4 – ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში წყლის მიყოლებით.

ბავშვის ასაკი

ბავშვის საშუალო წონა

ტაბლეტის საშუალო

ერთჯერადი  დოზა, რაოდენობა

ტაბლეტის საშუალო

სადღეღამისო  დოზა, რაოდენობა

3-4 წელი

14-16 კგ

2 ტაბლეტი

6 ტაბლეტი

5-6 წელი

18-20 კგ

3 ტაბლეტი

9 ტაბლეტი


მოხმარების კურსს ექიმი განსაზღვრავს ინდივიდუალურად.
გამოყენების თავისებურებები: მიიღება ჭამამდე არა უადრეს 1 საათისა სასმელი წყლის მიყოლებით. ტაბლეტის დანაწავრება და დაღეჭვა ზრდის სორბციის ეფექტურობას, მაგრამ აუცილებელი არ არის.
გამოყენებასთან დაკავშირებული სიფრთხილის ზომები განსაზღვრული კატეგორიის მოსახლეობისთვის (ბავშვების, ორსული ქალების, მოხუცების, სპორტსმენებისა და ალერგიულებისთვის): გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. შენიშვნა დიაბეტით დაავადებულთათვის: 1 ტაბლეტი შეიცავს 0,26 გ საქაროზას (0,026 პურის ერთეულის ექვივალენტი).
უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმარ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა.
არ წარმოადგენს წამალს.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები #10
მასა ნეტო, გ: მითითებულია შეფუთვაზე.
მწარმოებლის დასახელება, სრული მისამართი  და ტელეფონი: უკრაინა, შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი”, 02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. ტელ.: (044) 253-39-37;
წარმოების ობიექტის მისამართი (ადგილმდებარეობა): 03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსეს ბულვარი 8.
10 ტაბლეტი
თეთრი ნახშირი
ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსიკური ნივთიერებების გამოდევნას
მწარმოებელი:
შ.პ.ს. ,,ომნიფარმა კიევი”,
02088, ქ. კიევი, ლენინის ქ. 55. უკრაინა.
ტელ.: (044) 253-39-37
წარმოების ობიექტის (ქარხნის) მისამართი:
03124, ქ.კიევი, ივანე ლეპსის ბულვარი 8.
თეთრი ნახშირი
ტაბლეტები
ТУ У 15,8-33082808-001:2008
1 ტალბეტი შეიცავს: სილიციუმის დიოქსიდს (210მგ), მიკროკრისტალურ ცელულოზას, შაქრის პუდრს, კარტოფილის სახამაბელს.
გამოყენების სფერო: რეკომენდებული როგორც საკვები რაციონის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი – ენტეროსორბენტების დამატებითი წყარო კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
მიღების წესი და რეკომენდებული სადღეღამისო დოზა: უფროსებისა და 7 წლის ასაკის ზევით  ბავშვებისთვის – 3-4 ტაბლეტი 3-4 – ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით; 3-4 წლის ასაკის ბავშვებისთვის – 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში კვებათაშორის პერიოდში ჭამამდე 1 საათით ადრე, სასმელი წყლის მიყოლებით.
მიღების წინ კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში, ნაწლავის ლორწოვანი გარსის წყლული და ეროზია, სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან, ნაწლავის გაუვალობა.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტები.
მასა ნეტო: 10 ტაბლეტი, თითო 700 მგ.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 0o-25oC  ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.

კრეონი 10000ერთ #20კაფს

კრეონი 10000
(Kreon 10000)

გენერიული დასახელება: პანკრეატინი

წამლის ფორმა: მიკროსფერო, ნაწლავებში ხსნადი გარსით დაფარული პერორალურად მისაღების კაფსულები.

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს 150 მგ პანკრეატინს, რაც შეესაბამება 8 000 სე ამილაზას, 10 000 სე ლიპაზას, 600 სე პროტეაზას.

დამხმარე ნივთიერებები: მაკროგოლი 4000, თხიერი პარაფინი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზას, ფტალატი, დიმეტიკონი 1000, დიბუთილფტალატი, რკინის წითელი ჟანგი, რკინის შავი ჟანგი E172, რკინის ყვითელი ჟანგი E172, ტიტანის ორჟანგი  E171, ჟელატინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი, რომელიც აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.

ჩვენება: პრეპარატი გამოიყენება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის ეგზოკრინული უკმარისობის სამკურნალოდ, რომელიც განპირობებულია: მუკოვისციდოზით; ქრონიკული პანკრეატიტით; პანკრეატექტომიით; ტოტალური გასტრექტომიით; კუჭის ნაწილობრივი რეზექციით (ბილროტი – I/II); სიმსივნით გამოწვეული სადინარის ობსტრუქციით (მაგალითად, კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის ობსტრუქცია ან ნაღვლის საერთო სადინარის დახშობა). პრეპარატი ასევე გამოიყენება ხანდაზმულ პაციენტებში კუჭქვეშა ჯირკვლის მიდამოში ტკივილის ან გვიანი ტრანსპლანტაციური პანკრეატიტის სამკურნალოდ, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ეგზოკრინული ფუნქციის უკმარისობისას. პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.  

წინააღმდეგჩვენება: კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების შემცველი პრეპარატების დანიშვნა წინააღმდეგნაჩვენებია მწვავე პანკრეატიტის ადრეული სტადიის დროს და პაციენტებში პანკრეატინის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.
 
სიფრთხილეა საჭირო: პრეპარატის გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის ზომების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: სასურველია ექიმის ინფორმირება ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომლებსაც იღებს პაციენტი პრეპარატთან კომბინაციაში.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატი არ მოქმედების სატრანსპორტო საშულებების მართვის უნარსა და ყურადღების კონცენტრაციაზე.

მიღების წესი და დოზირება: დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და დიეტის შემადგენლობაზე. მოზრდილებსა (ხანდაზმული პაციენტების ჩათვლით) და ბავშვებში მკურნალობის დასაწყისში რეკომენდებულია ორი კაფსულის მიღება ჭამის დროს, ხოლო საუზმის დროს – 1 კაფსულის გამოყენება. კლინიკური კვლევების შედეგად დადგენილ იქნა, რომ ეფექტური დღეღამური დოზა შეადგენს 4-დან 15 კაფსულას და მიიღება საკმარისი რაოდენობის (დაახლოებით 100 მლ) სითხის მიყოლებით, ძირითადი საკვების ან მსუბუქი საუზმის დროს. ჭამის წინ რეკომენდებულია ნახევარი ან 1/3 ერთჯერადი დოზის მიღება, დანარჩენი ნაწილი – ჭამის შემდეგ. კაფსულები და მიკროსფერები საჭიროა გადაიყლაპოს მთლიანად, დამტვრევის ან დაღეჭვის გარეშე. ყლაპვის გაძნელების (ჩვილ ბავშვებში ან ხანდაზმულ პაციენტებში) შემთხვევაში კაფსულას ფრთხილად ხსნიან, ხოლო მიკროსფეროს უმატებენ თხიერ საკვებში, რომლებსაც არ სჭირდებათ დაღეჭვა, ან მიიღებენ სითხესთან ერთად. მიკროსფეროს საკვებთან ან სითხესთან შენაერთის შენახვა არ არის რეკომენდებული. მიკროსფერის დაქუცმაცებისას ირღვევა მისი გარსის მთლიანობა, რომელიც იცავს მას კუჭის წვენზე მოქმედებისაგან. 

გვერდითი მოვლენები: იშვიათად დიარეა, ყაბზობა, კუჭის მიდამოში დისკომფორტის შეგრძნება, გულისრევა და კანის მხრივ რეაქციები. 

ვარგისიანობის ვადა: შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გამოშვების ფორმა: კაფსულა 150 მგ დაფარული ნაწლავში ხსნადი გარსით.

შენახვის პირობები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე (20ºC ტემპერატურაზე ქვევით)

მწარმოებელი ფირმა: “სოლვეი ფარმა”, გერმანია

მაგნეს დაირექტი-დენკი#30პაკ*

47.51 ლარი
44.65 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: დენკ ფარმა გერმანია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კრემაქსი #12ტ საღ

კრემაქსი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი

 

საკვები დანამატი

საღეჭი აბები დამატკბობელით

კრემაქსი ერთადერთი საღეჭი საკვები დანამატი საოცარი გემოთი, Digezymeფერმენტების კომპლექსით.

ფერმენტების დეფიციტი შესალოა გამოიწვეული იქნას სხვადასხვა მიზეზით: არასწორი კვება, ცხოვრების არასწორი წესი, სტრესი, გენეტიკა, წამლების მიღება.

კრემაქსი შეიცავს პატენტირებულიDigezyme ფერმენტების კომპლექსს, რომელიც შედგება საჭმლის მომნებელი 5 ფერმენტისგან (ამილაზა, პროტეაზა, ლაქტაზა, ლიპაზა, ცელულაზა). ეს არის ფერმენტების ყველაზე სრული ნაკრები, რომელიც საჭიროა ცილების, ნახშირწყლების, უჯრედისის, რძის ცილის და ცხიმის გასახლეჩად.

კრემაქსი ასევე შეიცავს ანანასის ნაყოფის ფხვნილს, პაპაიას ნაყოფის და ლურჯი ლუცერნას ექსტრაქტს. ეს მცენარეები ებრძვიან დაყოვნების შედეგებს კუჭსა და ნაწლავებში (ანთებები, ლპობა, დისბაქტერიოზი, დიარეა, შეკრულობა).

შედგენილობა: დამატკბობელი ქსილიტი, Digezyme ფერმენტების კომპლექსი (α–ამილაზა, ნეიტრალური პროტეაზა, ლაქტაზა, ლიპაზა, ცელულაზა), პაპაიას ნაყოფის ექსტრაქტი (Carica papaya), ლურჯი ლუცერნას ბალახის ექსტრაქტი (Medicago sativa), ქოჩორა-ანანასის ნაყოფის ფხვნილი (Ananas comosus), მჟავიანობის მარეგულირებელი ნივთიერება: ლიმონმჟავა, შეწებების საწინააღმდეგო: ცხიმოვანი მჟავების მაგნიუმის მარილები და სილიციუმის დიოქსიდი.

 

 

ერთი აბი შეიცავს:

ორი აბი შეიცავს:

ფერმენტების კომპლექსი

AspergilliusOryzae (Digezyme)

100 მგ

200 მგ

პაპაიას ნაყოფის ექსტრაქტი

(Carica papaya)

50 მგ

100მგ

ლურჯი ლუცერნას ბალახის ექსტრაქტი (Medicago sativa)

30 მგ

60მგ

ქოჩორა-ანანასის ნაყოფის ფხვნილი

(Ananas comosus)

20 მგ

40მგ

 

კრემაქსი საჭიროა მათთვის,ვინც მიჩვეულია „გზად წახემსებას“და ცუდად ღეჭავს საკვებს; ხანდაზმული ასაკის ადამიანებისთვის,  რომელთა ჯირკვლები დაგვიანებით გამოყოფენ ფერმენტებს, რაც ანელებს საჭმლის მონელების პროცესს. რეკომენდირებულია ჭარბი წონის მქონე პირებისთვის. გამოიყენება დისბაქტერიოზის კომპლექსურ თერაპიაში, ნაწლავური აშლილობისა და შეკრუკლობისას. უმკლავდება ღებინებას, ბოყინს, მეტეორიზმს. რეკომენდირებულია ასევე მისი გამოყენება ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ორგანიზმის აღდგენის პერიოდში.

გამოყენების რეკომენდაციები:

  • ავსებს საჭმლის მომნებელი ფერმენტების დეფიციტს
  • აუმჯობესებს საკვები ნივთიერებების დაშლას და ათვისებას
  • აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელიორგანოების მუშაობას
  • აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკროფლორას

დოზირების რეჟიმი:

დაღეჭეთ 1 აბი ჭამის შემდეგ. რეკომენდირებულია მისი მიღება არაუმეტეს 2 აბისა დღე-ღამეში.

უკუჩვენება:

ბად-ის კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

გვერდითი ეფექტები:

შესალებელია: ალერგიული რეაქციები

განსაკუთრებული მითითებები:

არ წარმოადგენს საკვების შემცვლელს. არ გადააჭარბოთ დადგენილ რეკომენდირებულ დოზას.

გამოშვების ფორმა12 საღეჭი აბი

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, შუქისგან დაცულ ადგილას 80С-დან 250С-მდე ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენოთ.

ბადარ წარმოადგენს სამკურნალოს აშუალებას.

გამოყენებამდე რეკომენდირებულია გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

წარმოებულია:

LADY HEALTHCARE LLP-თვის ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

მწარმოებელი: დსს“ Aconitum”

ლიტვა

ესპუმიზანი ექსტრა 125მგ #14პაკ

ესპუმიზანი ექსტრა 125მგ

 

ესპუმიზანი®  ექსტრას აღწერა და გამოყენება

ესპუმიზანი® ექსტრა  წარმოადგენს  თანამედროვე  ტექნოლოგიით  დამზადებულ გრანულებს, რომლებიც შეიცავს სიმეთიკონს – ქაფის ჩამქრობი თვისებების მქონე ნივთიერებას. ესპუმიზანი® ექსტრა სწრაფად იხსნება პირის ღრუში, რაც ხელს უწყობს პრეპარატის შიგთავსის სწრაფად მოხვედრას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სადაც იწყება სიმეთიკონის მოქმედება.

გამოყენების სფერო

აირების  ჭარბწარმოქმნით (მეტეორიზმით), მუცლის  შებერილობით  ან  გადავსების შეგრძნებით გამოწვეული, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ ჩივილების სიმპტომური მკურნალობისთვის.

2. პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას მიღებამდე

არ მიიღოთ ესპუმიზანი® ექსტრა შემდეგ შემთხვევებში:

– თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას მოქმედი ნივთიერების სიმეთიკონის ან ესპუმიზანი® ექსტრას სხვა კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას

აირების მომატებულ გამოყოფასთან დაკავშირებული ჩივილები შეიძლება იყოს კუჭ- ნაწლავის ტრაქტის მხრივ უფრო სერიოზული პრობლემების ნიშანი. სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც მუცელში მოჭერის ან გადავსების შეგრძნება, ბოყინი, ~ყურყური~ მუცელში და მუცლის შებერილობა. აღნიშნული ჩივილების გამოვლენის ან ხანგრძლივი ხასიათის მიღების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელიც დაადგენს, არის თუ არა აღნიშნული სიმპტომები დაავადების ნიშნები, რომელიც საჭიროებს შემდგომ მკურნალობას.

სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში ესპუმიზანი® ექსტრას მიღების შეზღუდვები არ არსებობს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვა არ არის საჭირო..

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ესპუმიზანი®  ექსტრას ზოგიერთი კომპონენტის შესახებ აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს სორბიტს. შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ აუტანლობის შემთხვევაში ესპუმიზანი®   ექსტრას მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.

3. ესპუმიზანი® ექსტრას მიღების წესი

თუ არ გაქვთ დანიშნული მიღების განსხვავებული რეჟიმი, ესპუმიზანი® ექსტრა ყოველთვის მიიღება ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის მკაცრად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის შემთხვევაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირება

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან ზემოთ ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

თუ საჭიროა, დოზის გაზრდა შეიძლება 2 პაკეტამდე ერთ მიღებაზე. არ მიიღოთ დღეში 6 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 750 მგ სიმეთიკონს).

6-14 წლის ასაკის ბავშვები ღებულობენ ერთი პაკეტის შიგთავსს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ. საჭიროების შემთხვევაში ერთი პაკეტის შიგთავსის მიღება შეიძლება აგრეთვე ძილის წინ.

არ მიიღოთ დღეში 3 პაკეტზე მეტი (რაც შეესაბამება 375 მგ სიმეთიკონს). 

6 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ჩვილებისთვის არსებობს სხვა სამკურნალწამლო ფორმები.

გამოყენების წესი

გრანულები გადაიტანეთ პირდაპირ ენაზე და გადაყლაპეთ. სურვილისამებრ პრეპარატის მიღება შეიძლება წყლის მიყოლებით.

გამოყენების ხანგრძლივობა

გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩივილების დინამიკაზე.

საჭიროების შემთხვევაში ესპუმიზანი ექსტრას მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ჩივილების  შენარჩუნების  შემთხვევაში,  გაეცანით  მე-2  პარაგრაფს  ~სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ესპუმიზანი®  ექსტრას მიღებისას~.

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ესპუმიზანი®  ექსტრას საჭიროზე მეტი დოზა

ესპუმიზანი® ექსტრას მიღებისას დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არასასურველი მოვლენები მოსალოდნელი არ არის. სიმეთიკონი დიდი რაოდენობითაც კი გადაიტანება სიმპტომების გარეშე.

თუ დაგავიწყდათ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ პრეპარატის გამოტოვებული დოზა.

თუ შეწყვიტეთ ესპუმიზანი® ექსტრას მიღება

ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, ჩივილები განახლდეს.

მოცემული  სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება

სიმეთიკონის მიღებასთან დაკავშირებული გვერდითი მოქმედება დღემდე არ აღნიშნულა. 

იმ შემთხვევაში, თუ შენიშნავთ რომელიმე გვერდითი მოქმედებას, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

5. ესპუმიზანი®  ექსტრას შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25˚C ტემპერატურაზე.

სამკურნალო საშუალება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ესპუმიზანი® ექსტრა არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია პაკეტზე და დასაკეც მუყაოს კოლოფზე წარწერა ~ვარგისია~-ს შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

6. დამატებითი ინფორმაცია

პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება არის სიმეთიკონი. თითო პაკეტი შეიცავს 125 მგ სიმეთიკონს.

პრეპარატის  სხვა  კომპონენტებია: სორბიტი,  ტალკი,  ვაშლის  მჟავა,  ლიმონის არომატიზატორი, ქლიავის არომატიზატორი.

პრეპარატ ესპუმიზანი® ექსტრას აღწერა და შეფუთვის შიგთავსი

ესპუმიზანი® ექსტრა არის თეთრი ფერის ფხვიერი გრანულები.

ესპუმიზანი®  ექსტრა გაიცემა შეფუთვით 0.8 გ გრანულების შემცველი 8, 14 და 28 პაკეტით.

შეიძლება ბაზარზე ყველა სახის შეფუთვა არ იყოს წარმოდგენილი.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

არ მიიღოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის  ჯგუფი  III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!