Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 62

მიკრო ოყნა გლიცეროლო ბავშვ#6

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ.

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. საბავშვო, 3 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. მოზრდილების, 9 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

საფაღარათე საშუალებები, ოყნები

თერაპიული ჩვენება

შემთხვევითი ყაბზობის ხანმოკლე მკურნალობა

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან შემავსებლების მიმართ; მწვავე ან აუხსნელი აბდომინური ტკივილი; გულისრევა და ღებინება; ნაწლავის ობსტრუქცია ან შევიწროება; სწორი ნაწლავიდან უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა; მწვავე ჰემოროიდალური კრიზი ტკივილით და სისხლდენით; დეჰიდრატაციის მწვავე მდგომარეობა.

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას

საფაღარათე საშუალებები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღის განმავლობაში. უფრო ხანგრძლივი დროით გამოყენება მოითხოვს ექიმის დანიშნულებას ინდივიდუალური შემთხვევის შესაბამისი შეფასების შემდეგ.

ქრონიკული ან მორეციდივე ყაბზობის მკურნალობა ყოველთვის მოითხოვს  სამედიცინო ყურადღებას დიაგნოზის, პრეპარატის დანიშვნისთვის და მონიტორინგს თერაპიის დროს.

საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მთავარი ნუტრიენტების დაკარგვით.

მწვავე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს დეჰიდრატაცია ან ჰიპოკალიემია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დისფუნქცია, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე.

საფაღარათე საშუალებების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული ყაბზობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

ყაბზობის პირველ ეპიზოდებში რეკომენდებულია კვებითი ჩვევების კორექტირება, საკვების გამდიდრება საკვები ბოჭკოების და წყლის ადექვატური რაოდენობით.  საფაღარათეების გამოყენებისას, დღეში უნდა დალიოთ 6-8 ჭიქა წყალი ან სხვა სითხე განავლის გამოყოფის ხელშეწყობის მიზნით. 

ურთიერთქმედება

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ მედიკამენტები ურეცეპტოდ გასაცემი საშუალებების ჩათვლით.

სპეციფიკური ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

ცნობილია, რომ საფაღარათეებმა შეიძლება შეამციროს ორალურად მიღებული მედიკამენტების ნაწლავში დაყოვნების დრო. ჩვენ გაძლევთ რეკომენდაციას, რომ მედიკამენტის ორალურად მიღების შემდეგ საფაღარათე საშუალების მიღებამდე მოიცადოთ მინიმუმ 2 საათი.

სპეციალური გაფრთხილებები

მიმართეთ ექიმს, როდესაც საფაღარათეს საჭიროება განპირობებულია ნაწლავის მანამდე არსებული ფუნქციის უეცარი ცვლილებით (ნაწლავის მოძრაობის სიხშირე და ხასიათი) რომელიც გრძელდება 2 კვირა ან უფრო დიდხანს, ან როდესაც საფაღარათოს გამოყენება არ იძლევა ეფექტს.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. ამ მედიკამენტის მიღებამდე ექიმთან კონსულტაცია ასევე უნდა გაიარონ ხანდაზმულმა და სუსტი ჯანმრთელობის მქონე პირებმა.

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

ამ მედიკამენტის გამოყენებისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა, თუმცა აშკარაა დაბრკოლებები ამ მედიკამენტის გამოყენებისას, ორსულობის და ლაქტაციის დროს. ეს მედიკამენტი უნდა გამოიყენონ მხოლოდ აუცილებლობისას, ექიმის მეთვალყურეობით.

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და მექანიზმების გამოყენებაზე

ეს მედიკამენტი არ მოქმედებს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა მკურნალობის პერიოდში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, ამიტომ სასურველია მედიკამენტის მიმართ რეაქციის ცოდნა ამ მოქმედებებამდე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

არ გააჩნია

სანიტარული განათლება

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ უმრავლეს შემთხვევაში წყლით და ბოჭკოებით მდიდარმა კვებამ (ქატო, ბოსტნეული და ხილი) შეიძლება გადაჭრას ყაბზობის პრობლემა. ბევრი ფიქრობს, რომ ყაბზობა აწუხებთ თუ დეფეკაცია არ ხდება ყოველდღე. ეს ცრუ შეხედულებაა, რადგან ეს სიტუაცია ნორმალურია ბევრი პირისთვის.

გასათვალისწინებელია, რომ ყაბზობას ადგილი აქვს თუ დეფეკაცია მცირდება ინდივიდუალურად პიროვნებისთვის დამახასიათებელ ჩვევასთან შედარებით და დაკავშირებულია მყარ განავალთან.

თუ გამოგივლინდათ ყაბზობის განმეორებითი ეპიზოდები მიმართეთ ექიმს.

დოზირება და მიღების წესები

სწორი დოზა არის მინიმალური საკმარისი რომელიც უზრუნველყოფს ადვილ დეფეკაციას. თავიდან უნდა გამოიყენოთ დაბალი დოზები.

მოზრდილები და თინეიჯერები (12-18 წელი). 1 ერთჯერადი დოზა მოზრდილებისთვის საჭიროებისამებრ,  მაქსიმუმ 1-2 დოზა დღეში.

2-6 წლის ბავშვები. 1 ერთჯერადი დოზა საჭიროებისამებრ,  მაქსიმუმ დღეში 1 დოზა.

გამოყენების ინსტრუქცია

ერთჯერადი დოზის სათავსის უსაფრთხოების კოპრიკანულა მოსახსნელად მოათავსეთ ცერა და საჩვენებლი თითები რგოლზე, რომელიც მოთავსებულია მრგვალ გოფრირებულ მემბრანაზე და მეორე ხელით მოღუნეთ  კოპრიკანულა სათავსისი კორპუსიდან მოხსნამდე. Oპერაციის დროს არ მოეჭიდოთ გოფრირებულ მემბრანას, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გამოყენებამდე პრეპარატის გამოსვლა.

სწორ ნაწლავში შეყვანამდე შეიძლება სასარგებლო იყოს ტუბის დასველება იგივე ხსნარით და დააწექით გოფრირებულ მემბრანას. მოხსენით კანულა  გოფრირებული მემბრანის დაჭერით.  თითოეული სათავსის გამოყენება შეიძლება ერთჯერადად. ნარჩენი პრეპარატი უნდა განადგურდეს.

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში მედიკამენტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგ. პრეპარატის მიღება შეიძლება საკვების მიღებამდე 2 საათის ადრე ან მისი მიღებიდან 2 საათის შემდეგ ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება ხელი შეუშალოს საკვები ნივთიერებების და ვიტამინების აბსორბციას.

საფაღარათოები უნდა გამოიყენონ რაც შეიძლება იშვიათად, არაუმეტეს 7 დღე (იხ. უსაფრთხოების ზომები). სითხით მდიდარი საკვები ხელს უწყობს მედიკამენტის ეფექტებს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში გადაჭარბებულმა დოზამ (საფაღარათეს ბოროტად გამოყენება: სიხშირის ან დოზის გადაჭარბება) შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი, მუდმივი დიარეა წყლის, მინერალების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების დაკარგვით. სითხის და ელექტროლიტების დანაკარგი უნდა ანაზღაურდეს.

ელექტოლირების დისბალანსი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: წყურვილი, ღებინება, სისუსტე, შეშუპება, ძვლების ტკივილი (ოსტეომალაცია) და ჰიპოალბუმინურია.

მწვავე შემთხვევებში შესაძლებელია დეჰიდრატაციის და ჰიპოკალიემიის განვითარება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის ან ნერვკუნთოვანი დაავადება, განსაკუთრებით საგულე გლიკოზიდებით, შარდმდენებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ფონზე. საფაღარათოების ბოროტად გამოყენებამ განსაკუთრებით კონტაქტურის (მასტიმულირებლების) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (აქედან გამომდინარე დოზის თანდათან ზრდის საჭიროება), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავის ნორმალური ფუნქციის დაკარგვა (ნაწლავის ატონია).

თუ შემთხვევით გადაყლაპეთ/მიიღეთ გლიცეროლის ჭარბი დოზა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს.

თუ გაქვთ კითხვები გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ-ის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა პრეპარატმა, გლიცეროლმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. ქვემოთ მოცემულ ჩამონათვალში ნაჩვენებია გლიცეროლის გვერდითი ეფექტები. არსებობს არასრული მონაცემები ინდივიდუალური ეფექტების სიხშირის განსაზღვრისთვის.

გასტროინტესტინალური პათოლოგიები

ცალკეული სპაზმური ტკივილი ან აბდომინალური კოლიკა და დიარეა სითხის და ელექტროლიტების დაკრგვით, უფრო ხშირად მწვვე ყაბზობის და რექტალური გაღიზიანების შემთხვევაში.

ბროშურაში მითითებული ინსტრუქციების დაცვა ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ბროშურაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ვარგისობის ვადა და შენახვა

შენახვის ვადა: ვარგისობის ვადა მითითებული შეფუთვაზე.

ვარგისობის ვადა ეხება გაუხსნელ, შესაბამისად შენახულ პროდუქტს.

სიფრთხილე: არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

ინახება 30°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან და სითბოს პირდაპირი წყაროსგან დასაცავად.

მედიკამენტები არ უნდა გადააგდოთ გამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ თქვენ ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შემადგენლობა

გლიცეროლი ნიუ. ფა. დემ.  საბავშვო, 2.25 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით

თითოეული ერთჯერადი დოზა შეიცავს – აქტიური ინგრედიენტი: გლიცეროლი 2.25გ. ექსციპიენტები: ხორბლის სახამებელი 0.02 გ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0.10გ; ბალბის თხევადი ექსტრაქტი 0.10გ; გამოხდილი წყალი რ.ს. 3 გრამამდე.

გლიცეროლ ნიუ. ფა. დემ. მოზრდილების, 6.75 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით 

თითოეული ერთჯერადი დოზა შეიცავს – აქტიური ინგრედიენტი გლიცეროლი 6.75 გ. ექსციპიენტები: ხორბლის სახამებელი 0.06 გ; გვირილის თხევადი ექსტრაქტი 0.30 გ; ბალბის თხევადი ექსტრაქტი 0.30 გ; გამოხდილი წყალი რ.ს. 9 გრამამდე.

ფარმაცევტული ფორმა და შემცველობა

რექტალური ხსნარი

– საბავშვო 2.25 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით – 3 გრამიანი 6 მიკროოყნა კანულით, პოლიეთილენის სათავსში

– მოზრდილების 6.75 გ რექტალური ხსნარი გვირილით და ბალბით – 9 გრამინაი 6  მიკროოყნა კანულით, პოლიეთილენის სათავსში

საავჭრო ლიცენზიის მფლობელი

New. Fa.Dem. srl Farmaceutical e Chimici (ნიუ. ფა. დემ სრლ ფარმაცეუტიკალ ე ქიმიცი) ავტორიზებული ოფისი და საწარმოო ქარხანა – Viale Ferrovia dello Stato zona A.S.I. Giugliano in Campania NA

მწარმოებელი

New. Fa.Dem. srl Farmaceutical e Chimici (ნიუ. ფა.დემ სრლ ფარმაცეუტიკალ ე ქიმიცი) ავტორიზებული ოფისი და საწარმოო ქარხანა – Viale Ferrovia dello Stato zona A.S.I. Giugliano in Campania NA

პაციენტის საინფორმაციო ჩანართის რევიზია იტალიის წამლის სააგენტოს მიერ

AIFA Determination V&A n.1352 თარიღი 01/12/2011

ტაიქოლდი თაფლით,ლიმონით#10პაკ

ტაიქოლდი პაკ.
თაფლით და ლიმონით
Paracetamol 500 mg

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  გრიპი და გაციება

შემადგენლობა

პრეპარატის ერთი პაკეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი . . . . . . . . . . . . . 500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი . . . . . 2 მგ
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) . . . 30 მგ.
დამხმარე ნივთიერებები, ნატურალური არომატიზატორი.

მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი _ H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ჩვენება
გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის ,,გაჭედვა’, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება
დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
,,ტაიქოლდი თაფლის და ლიმონის არომატით” მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
,,ტაიქოლდი თაფლის და ლიმონის არომატით” სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტაადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშუალებების მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

დოზირება და მიღების წესი
1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.
მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ 24 საათის
განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.
სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინებისთანავე.

გვერდითი მოვლენები
,,ტაიქოლდი თაფლის და ლიმონის არომატით” არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ხსნარის მოსამზადებელი ფხვნილი, შეფუთვაში 10 პაკეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტის გარეშე!

მელაფიბრე 300მლ სიროფი

34.70 ლარი
32.63 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: შედირ ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ტაიქოლდი #3კაფს GMP

ტაიქოლდი
(TAICOLD)

შემადგენლობა
ტაიქოლდის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს _ პარაცეტამოლი – 500 მგ, ქლორფენირამინის მალეატი – 2 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – 5 მგ, ასკორბინის მჟავა – 30 მგ და კოფეინი – 30 მგ.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი.
პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანტიანთებითი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.
ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი _ ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება.
ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს ჩ ვიტამინზე მოთხოვნილებას.
კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

ჩვენება

– გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.
ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.
ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიურობას.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები

ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

10 კაფსულა ბლისტერში; მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
3 კაფსულა ბლისტერში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:
   
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

ტაიქოლდი #10კაფს GMP

ტაილოლფენ ჰოთი #12პაკ.

15.34 ლარი
14.42 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ნობელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სუარონი 100მგ #20ტ GMP

სუარონი  
(NIMESULIDE)

შემადგენლობა
სუარონის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – ნიმესულიდის 100 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.
პლაზმის ცილებს 99% უკავშირდება. ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. T1/2 შეადგენს 2-4.5 სთ-ს. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.
ჩვენება
სუარონი ინიშნება:
–    ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
–    სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
–    კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მკივნეული მენსტრუაცია) დროს.
უკუჩვენება
–    ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
–    აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-სადმი მაღალი მგრძნობელობა;
–    კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
–    ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;
–    ორსულობა;
–    ლაქტაცია (ძუძუთი კვება).
უსაფრთხოების ზომები
ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს).
ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.
სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).
დოზირება და მიღების წესი
ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა – 200 მგ 2-ჯერ დღეში.
ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა-შემცირება ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;
ცნს-ის მხრივ: თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 100 მგ, 20 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით!
მწარმოებელი ფირმა:   
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი” (საქართველო)

სუარონი 100მგ #10პაკ

სუარონი პაკ.
Nimesulide

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა

სუარონის ერთი პაკეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების _ ნიმესულიდის 100 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი. პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანმდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.
შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს, შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.
ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენება

სუარონი ინიშნება:
– ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
– სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
– კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

უკუჩვენება

– ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
– აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას-სადმი მაღალი მგრძნობელობა;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
– ღვიძლის ან თირკმლების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;
– ორსულობა;
– ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

უსაფრთხოების ზომები

ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე, პაციენტებში რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს).
ნიმესულიდი უპირატესად თირკმლების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლების დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.
პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა მოხდეს.
პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.
სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.
სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების, დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).

დოზირება და მიღების წესი

ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.
სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი:
სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა _ 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.
ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები

ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება. თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;
ცნს-ის მხრივ: თაბვრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;
დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია), თანმდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.
გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად 100 მგ – პაკეტებში; მეორადი შეფუთვა- მუყაოს კოლოფში 10 პაკეტი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტის გარეშე!

ლაქსატერი #30კაფს

ლაქსატერი

Laxater

საფაღარათო, ნაწლავის პერისტალტიკის მასტიმულირებელი საშუალება.

შემადგენლობა:

ფსილიუმის ბოჭკოები 300 მგ

ცელულოზა (უჯრედისი) 130 მგ

კასკარა საგრადას ექსტრაქტი 300 მგ

სენას ფოთლების ექსტრაქტი 200 მგ

სელის თესლის მშრალი ექსტრაქტი 200 მგ

ალოე ვერას მშრალი ექსტრაქტი 80 მგ

L.Acidophilus. (5 *109/გ)

ფსილიუმის ბოჭკოებს,  რომელიც მიიღება მრავალძარღვას თესლისგან ახასიათებს საფაღარათო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება.

ცელულოზა ხელს უწყობს კუჭნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას. ხელს უწყობს წონაში დაკლებას და ამცირებს ყაბზობის რისკს.

კასკარა საგრადა (ამერიკული ხეჭრელა) აძლიერებს ნაწლავების პერისტალტიკას. ამცირებს ლპობის და გაზების წარმოქმნის პროცესს ნაწლავებში.

სელის თესლი ორგანიზმიდან ხელს უწყობს ტოქსინების და სხვა შხამიანი ნივთიერებების გამოდევნას, რაც დადებით გავლენას ახდენს წონის რეგულაციაზე.

სენას ფოთლები შეიცავს ანტრაგლიკოზიდებს,რომლებიც მსხვილ ნაწლავში იშლებიან და აღიზიანებენ მსხვილი ნაწლავის ინტერორეცეპტორებს, აძლიერებენ პერისტალტიკას და აჩქარებენ ნაწლავების დაცლას.

ალოე ვერა აწესრიგებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.აქვს ბაქტერიციდული და ანთებსაწინააღმდეგო მოქმედება.

L.Acidophilus აღადგენს ნაწლავური მიკროფლორის დარღვეულ ბალანსს,აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესებს, ნაწლავების პერისტალტიკას. ლაქსატერი  ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს ნაწლავებში, აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან გამოდევნის შლაკებს, ტოქსინებს, ამცირებს მეტეორიზმის მოვლენებს, აქვს ნაღვლმდენი და საფაღარათო მოქმედება.

ჩვენებები

  • ყაბზობა, ნაწლავების ატონია.
  • სპასტიური კოლიტი, მეტეორიზმი.
  • კუჭნაწლავის გაწმენდა დიაგნოსტიკური მანიპულაციებისას, მუცლის ღრუს ორგანოებზე ჩატარებული ოპერაციების შემდეგ.
  • ოპერაციული ჩარევა სწორ ნაწლავზე.

მიღების წესები და დოზირება:  მოზრდილებში 2 კაფსულა დღეში ერთ ჭიქა წყალთან ერთად. Kკურსის ხანგრძლივობა 1-2 კვირა.

ბავშვებში 10 წლიდან ექიმის რეკომენდაციით.

ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით, ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენება: ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი, ნაწლავის გაუვალობა, სტენოზი, აპენდიციტი, კრონის დაავადება.

გამოშვების ფორმა: #20 კაფსულა.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი :  NUTRITERA. ამერიკა.

სინუსეტი #60ტ

26.92 ლარი
25.30 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ბარგავა ფიტოლაბ ინდოეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!