Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 657

გარდე – GARDE (MEROPENEM) – ГАРДЕ

ფორმა, შეფუთვა: 1) საინექციო ხსნარის მოსამზადებელი სტერილური ფხვნილი, გამოდის ფლაკონში.

1 ფლ. შეიცავს 0.5 გ მეროპენემის ტრიჰიდრატს (მეროპენემის ეკვივალენტური)

2) საინექციო ხსნარის მოსამზადებლელი სტერილური ფხვნილი; გამოდის ფლაკონში.

1 ფლ. შეიცავს 1 გ მეროპენემის ტრიჰიდრატს (მეროპენემის ეკვივალენტური)

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის კარბონატი უწყლო.

შემადგენლობა – MEROPENEM

მწარმოებელი – ავერსი – რაციონალი (საქართველო)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარბაპენემის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გარდე წარმოადგენს კარბაპენემების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისათვის, რომელიც მდგრადია ადამიანის დეჰიდროპეპტიდაზა-1-ის მიმართ. პრეპარატის ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევით.

ბაქტიერიის უჯრედის კედლის გავლის სიადვილე, პრაქტიკუად ყველა ბეტა-ლაქტამაზას მიმართ სტაბილურობის მაღალი დონე და პენიცილინის შემაკავშირებელ ცილებთან მნიშვნელოვანი აფინიტეტი განაპირობებს მეროპენემის მძლავრ ბაქტერიციდულ მოქმედებას აერობული და ანაერობული ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაციები ჩვეულებრივ იგივეა, რაც მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციები. in vitro და in vivo კვლევებმა აჩვენა, რომ მეროპენემს გააჩნია პოსტანტიბიოტიკური ეფექტი.

მეროპენემის ანტიბაქტერიული სპექტრი, განსაზღვრული in vitro, მოიცავს პრაქტიკულად ყველა კლინიკურად მნიშვნელოვან გრამდადებით და გრამუარყოფით აერობულ და ანაერობულ მიკროორგანიზმს:

გრამდადებითი აერობები: Bacillus spp., Corynebacterium diphtheriae, Enterococcus faecalis, Enterococcus liquifaciens, Enterococcus avium, Listeria monocytogenes, Lactobacillus spp., Nocardia asteroides, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), კოაგულაზა-უარყოფითი სტაფილოკოკები, მათ შორის Staphylococcus epidermidis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus capitis, Staphylococcus cohnii, Staphylococcus xylosus, Staphylococcus warneri, Staphylococcus hominis, Staphylococcus simulans, Staphylococcus intermedius, Staphylococcus sciuri, Staphylococcus lugdunensis, Streptococcus pneumoniae (პენიცილინის მიმართ მდგრადი და მგრძნობიარე) Streptococcus agalactiae, Streptococcus pyogenes, Streptococcus equi, Streptococcus bovis, Streptococcus mitis, Streptococcus mitior, Streptococcus milleri, Streptococcus sanguis, Streptococcus viridans, Streptococcus salivarius, Streptococcus morbillorum, G და  F ჯგუფების სტრეპტოკოკები Rhodococcus equi.

გრამუარყოფითი აერობები: Achromobacter xylosoxidans, Acinetobacter anitratus, Acinetobacter lwoffii, Acinetobacter baumannii, Aeromonas hydrophila, Aeromonas sorbria, Aeromonas caviae, Alcaligenes faecalis, Bordetella bronchiseptica, Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Citrobacter freundii, Citrobacter diversus, Citrobacter koseri, Citrobacter amalonaticus, Enterobacter aerogenes, Enterobacter (Pantoea) agglomerans, Enterobacter cloacae, Enterobacter sakazakii, Escherichia coli, Escherichia hermannii, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (β- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამებისა და ამპიცილინ-რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella aerogenes, Klebsiella ozaenae, Klebsiella oxytoca, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Proteus penneri, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Providencia alcalifaciens, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas putida, Pseudomonas alcaligenes, Burkholderia (Pseudomonas) cepacia, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas stutzeri, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas acidovorans, Salmonella spp. (Salmonella enteritidis, Salmonella typhi-ს ჩათვლით), Serratia marcescens, Serratia liquefaciens, Serratia rubidaea, Shigella sonnei, Shigella flexneri, Shigella boydii, Shigella dysenteriae, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica; ანაერობული მიკროორგპნიზმები: Actinomyces odontolyticus, Actinomyces meyeri, Bacteroides-Prevotella-Porphyromonas spp., Bacteroides fragilis, Bacteroides vulgatus, Bacteroides variabilis, Bacteroides pneumosintes, Bacteroides coagulans, Bacteroides uniformis, Bacteroides distasonis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides eggerthii, Bacteroides capsillosis, Prevotella buccalis, Prevotella corporis, Bacteroides gracilis, Prevotella melaninogenica, Prevotella intermedia, Prevotella bivia, Prevotella splanchnicus, Prevotella oralis, Prevotella disiens, Prevotella rumenicola, Bacteroides ureolyticus, Prevotella oris, Prevotella buccae, Prevotella denticola, Bacteroides levii, Porphyromonas asaccharolytica, Bifidobacterium spp., Bilophila wadsworthia, Clostridium perfringens, Clostridium bifermentans, Clostridium ramosum, Clostridium sporogenes, Clostridium cadaveris, Clostridium sordellii, Clostridium butyricum, Clostridium clostridiiformis, Clostridium innocuum, Clostridium subterminale, Clostridium tertium, Eubacterium lentum, Eubacterium aerofaciens, Fusobacterium mortiferum, Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Fusobacterium varium, Mobiluncus curtisii, Mobiluncus mulieris, Peptostreptococcus anaerobius, Peptostreptococcus micros, Peptostreptococcus saccharolyticus, Peptococcus saccharolyticus, Peptostreptococcus asaccharolyticus, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus prevotii, Propionibacterium acnes, Propionibacterium avidum, Propionibacterium granulosum.

Stenotrophomonas maltophilia, Enterococcus faecium და მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკები მდგრადია გარდეს მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა – 3 წთ-ის განმავლობაში 0.5 გ და 1 გ პრეპარატის ერთჯერადი ინტრავენური შეყვანისას ჩმახ მიიღწევა დაახლოებით 23 მკგ/მლ და 40 მკგ/მლ შესაბამისად, თუმცა არ არსებობს აბსოლუტური ფარმაკოკინეტიკური პროპორციული დამოკიდებულება შეყვანილი დოზისგან არც მაქსიმალური კონცენტრაციისთვის და არც “კონცენტრაცია – დროს” დამოკიდებულების მრუდქვეშა ფართობისათვის.

5 წთ-ის განმავლობაში 0.5 გ და 1 გ მეროპენემის ერთჯერადი ინტრავენური ბოლუსური ინექციისას მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში შეადგენს დაახლოებით 52 მკგ/მლ და 112 მკგ/ მლ შესაბამისად. პრეპარატის დაახლოებით 2% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მეროპენემი კარგად აღწევს ორგანიზმის უმეტეს ქსოვილებსა და სითხეებში. მათ შორის ბაქტერიული მენინგიტის მქონე პაციენტების თავ-ზურგ-ტვინის სითხეში; მიღწეული კონცენტრაცია აღემატება უმრავლესი ბაქტერიის დათრგუნვისათვის საჭირო კონცენტრაციას.

0.5 გ მეროპენემის ინტრავენური შეყვანიდან 6 სთ-ის შემდეგ პრეპარატის დონე პლაზმაში მცირდება 1 მკგ/მლ-მდე და ნაკლებ მნიშვნელობამდე. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში მეროპენემის მრავალჯერადი შეყვანისას 8 სთ-იანი ინტერვალით პრეპარატის კუმულაცია არ აღინიშნება.

შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად 12 სთ-ის განმავლობაში, შემდეგი ექსკრეცია შარდით უმნიშვნელოა გარდეს 0.5 გ დოზით შეყვანის შემდეგ ხდება შარდში მეროპენემის კონცენტრაციის, რომელიც აღემატება 10 მკგ/მლ, შენარჩუნება 5 სთ-ის განმავლობაში. ყოველ 8 სთ-ში 0.5 გ ან ყოველ 6 სთ-ში 1 გ პერომენემის შეყვანისას პრეპარატის კუმულაცია პლაზმასა და შარდში არ აღინიშნება. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში თ1/2 შეადგენს დაახლოებით 1 სთ-ს.

მეროპენემის ერთადერთი მეტაბოლიტი მიკრობიოლოგიურად არააქტიურია.

ჩვენება – ბავშვთა და მოზრდილთა ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმით:

– პნევმონია (ჰოსპიტალურის ჩათვლით);

– ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის გართულებული აპენდიციტი, პერიტონიტი, პელვიოპერიტონიტი;

– სეპტიცემია;

– მენინგიტი;

– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;

– შარდაგამომყოფი სისტემის ინფექციები;

– გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით;

– ემპირიული თერაპია ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვისას ნეიტროპენიის ფონზე ფებრილური ეპიზოდების მქონე მოზრდილებში.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: გარდე გამოიყენება ინტრავენურად ბოლუსური ინექციის ან ინფუზიის სახით.

მოზრდილებში დოზირების რეჟიმისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დადგენა დამოკიდებულია ინფექციის ტიპსა და სიმძიმეზე, ასევე პაციენტის მდგომარეობაზე. ქვემოთ ჩამოთვლილი დაავადებების დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირება:

პნევმონია, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, გინეკოლოგიური ინფექციები ენდომეტრიტის ჩათვლით, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები – 0.5 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

ჰოსპიტალური პნევმონია, პერიტონიტი, ბაქტერიულ ინფექციაზე ეჭვი ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში; სეპტიცემია – 1 გ ყოველ 8 სთ-ში ინტრავენურად;

მენინგიტი – 2 გ 8 სთ-ში ერთხელ ინტრავენურად.

თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომელთა კრეატინინის კლირენსია 50 მლ/წთ და ნაკლები, დოზა უნდა შემცირდეს შემდეგნაირად:

კრეატინინის კლირენსი(მლ/წთ)

დოზა(დოზის ერთეულის საფუძველზე

5გ , 1 გ ან 2 გ)

შეყვანის სიხშირე
50-26დოზის ერთი ერთეული12 სთ-ში ერთხელ
25-10დოზის ერთეულის ნახევარი12 სთ-ში ერთხელ
დოზის ერთეულის ნახევარი24 სთ-ში ერთხელ

მეროპენემი გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, ამიტომ, თუ საჭიროა მკურნალობის გაგრძელება, რეკომენდებულია დოზის ერთეულის (განსაზღვრული ინფექციის ტიპისა და სიმძიმის მიხედვით) შეყვანა ჰემოდიალიზის დასრულებისას, რათა სისხლის პლაზმაში აღდგენილ იქნას პრეპარატის თერაპიული კონცენტრაცია. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.

თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ შემთხვევაში, თუ კრეატინინის კლირენსი მეტია 50მლ/წთ, დოზის კორექცია არ არის  საჭირო.

ბავშვებში 3 თვიდან 12 წლამდე რეკომენდებული დოზა ინტრავენური შეყვანისათვის შეადგენს 10-20 მგ/კგ სხეულის მასაზე 8 სთ-ში ერთხელ ინფექციის ტიპისა და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობისა და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით. 50 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში გარდე გამოიყენება იგივე დოზით, როგორც მოზრდილებში.

ხსნარის მომზადების და შეყვანის წესი:

გარდე შეჰყავთ ინტრავენურად ბოლუსური ინექციის სახით არანაკლებ 5 წთ-ის განმავლობაში ან ინტრავენური ინფუზიით 15-30 წთ-ის განმავლობაში.

ინტრავენური ბოლუსური ინექციისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში (5 მლ მეროპენემის 250 მგ-ზე), რაც უზრუნველყოფს ხსნარის 50 მგ/მლ კონცენტრაციას.

ინტრავენური ინფუზიისათვის გარდე იხსნება სტერილურ საინექციო წყალში ან შეთავსებად საინფუზიო სითხეში და შემდეგ ზავდება (50-200 მლ-მდე) შეთავსებადი საინფუზიო სითხით. გარდე შეთავსებადია შემდეგ საინფუზიო სითხეებთან: 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, %-იან ან 10%-იან გლუკოზის ხსნართან, 5%-იან ი გლუკოზისა და 0.02%-იან ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნართან, 0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდისა და 5%-იან გლუკოზის ხსნართან, 5%-იან გლუკოზისა და 0.225%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5%-იან გლუკოზისა და 0.15%-იან კალიუმის ქლორიდის ხსნართან, 2.5%-იან ან 10%-იან მანიტოლის ხსნართან.

გარდე არ უნდა იქნას შერეული სხვა პრეპარატების შემცველ ხსნარებთან.

0.9%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის გამოყენებით მიღებული ხსნარი ვარგისია 8 ს-ის განმავლობაში 250C ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები: საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ფსევდომემბრანული კოლიტი. ჰიპერბილირუბინემია, ღვიძლის ტრანსამინაზების ტუტე ფოსფატაზას და ლაქტატდეჰიდროგენაზას აქტივობის მატება, პირის ღრუს კანდიდოზი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულის უკმარისობის განვითარება ან გართულება, გულის გაჩერება, ტაქი- ან ბრადიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, გულის წასვლა, მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;

სისხლმბადი სისტემის მხრივ: შექცევადი თრომბოციტოზი, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, ლეიკოპენია, ძალიან იშვიათად – აგრანულოციტოზი. ზოგიერთ პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნოს კუმბსის დადებითი პირდაპირი ან არაპირდაპირი რეაქცია;

ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება იშვიათად – მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია;

ცენტრალური ნევრული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, პარესთეზიები, უძილობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, დეპრესია, ცნობიერების დარღვევა, ჰალუცინაციები, ეპილეპტიფორმული გულყრები, კრუნჩხვები;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: დიზურია, შეშუპება, თირკმლის ფუნქციის დარღვევა (ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში), ჰემატურია;

ადგილობრივი რეაქციები: მტკივნეულობა პრეპარატის შეყვანის ადგილას, ანთება, თროთმბოფლებიტი;

სხვა: ვაგინალური კანდიდოზი.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

მეროპენემი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი არ გამოიყენება.

განსაკუთრებული მითითებები: თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებლია დოზის კორექცია.

გარდეს გამოყენებისას ღვიძლის დაავადების დრომ აუცილებელია ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობისა და ბილირუბინის დონის მონიტორინგი.

გამოყენების წინ საჭიროა განზავებული ხსნარის შენჯღრევა. ყველა ფლაკონი გამოიყენება ერთჯერადად. გარდეს ხსნარის მომზადებისას საჭიროა ასეპტიკის სტანდარტული წესების დაცვა.

გარდე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც გააჩნიათ მომატებული მგრძნობელობა კარბაპენემების, პენიცილინების ან სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების იიმართ. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის ჩატარება.

ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, შესაძლებელია რეზისტენტული მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა, ამიტომ აუცილებელია თითოეული პაციენტის ხანგრძლივი მონიტორინგი.

არ არსებობს მონაცემები გარდეს გამოყენების შესახებ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

პრეპარატის გამოყენება მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციების დროს არ არის რეკომენდებული.

ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება შესაძლოა პრაქტიკულად ყველა ანტიბიოტიკის გამოყენებისას და ინტენსივობის მიხედვით ვლინდება მსუბუქიდან სიცოცხლისათვის სახიფათო ფორმამდე. ამასთან დაკავშირებით ანტიბიოტიკი სიფრთხილით ინიშნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.

მეროპენემი სიფრთხილით გამოიყენება ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან.

გარდეს გამოყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის გამოყენების გამოცდილება პედიატრიაში ნეიტროპენიის, პირველადი ან მეორადი იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არასაკმარისია.

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე ბავშვებში გარდეს გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული მძიმედ მიმდინარე ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის ან მასზე ეჭვის დროს გარდე მონოთორაპიის სახით სიფრთხილით გამოიყენება.

Pseudomonas aeruginosa-ს მიერ გამოწვეული ინფექციის მკურნალობის დროს რეკომენდებულია გამომწვევის მგრძნობელობის რეგულარული განსაზღვრა.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: გარდეს ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირება

პრეპარატის დოზის გადაჭარბება ვითარდება იშვიათად თირკმელების საშუალებით მისი სწრაფი ელიმინაციის გამო ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ეფექტურია ჰემოდიალიზის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრობენეციდი თრგუნავს მეროპენემის ექსკრეციას თირკმელების მიერ, რაც ზრდის მის ნახევარგამოყოფის პერიოდს და კონცენტრაციას პლაზმაში. პრობენეციდისა და გარდეს ერთდროული შეყვანა არ არის რეკომენდებული.

გარდე შეუთავსებელია ჰეპარინთან.

განციკლოვირი ზრდის გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების რისკს.

მეროპენემი ავლენს მანტაგონიზმს ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებისას.

გარდემ შესაძლებელია შეამციროს ვალპროის მჟავას კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში სუბთერაპიულ დონემდე.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურზე, დაუშვებელია გაყინვა.

ვარგისიანია: 2 წელი.

სიმპათილი #40ტ

საერთაშორისო დასახელება – crataegus, eschscholtzia, magnesium oxide

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ანქსიოლიზური და საძილე საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #40

კალიფორნიული ყაყაჩო (Eschscholtzia) მშრალი ექსტრაქტი 20 მგ; კუნელი (Crataegus) მშრალი ექსტრაქტი 75 მგ; მაგნიუმის ოქსიდი (Magnesium oxide) 124,35 მგ., რაც შეესაბამება 75 მგ ელემენტარულ Mg ან 6,2 mEq.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისატალიზებული ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილამიდონი, მიკროიონიზირებული სტეარინის მჟავა, ჰუმილაკი, პოვიდონი, აცეტილის მონოგლიცერიდი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი 6000, ინდოკარმინის ლაქი, აზორუბინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, საკმარისი ერთი შემოგარსული ტაბლეტისათვის 375 მგ.

ჩვენებები
პრეპარატი წარმოადგენს ზომიერ ფიტოსედაციურ საშუალებას. გამოიყენება მოზრდილებში: ნეიროტონური დარღვევების (ფიზიკური და ფსიქიური დაძაბულობა, გაღიზიანებადობა, მომატებული აგზნებადობა) სიმპტომური მკურნალობა; გულის რიტმის ფუნქციური ხასიათის დარღვევის დროს; უძილობის მსუბუქი ფორმები.

მიღების წესები და დოზები

გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში. ჩვეული დოზა შეადგენს 4 ტაბლეტს დღეში, ანუ 2 ტაბლეტი დილით და 2 ტაბლეტი საღამოს. მიღების წესი : ორალური გამოყენებისათვის. მიღებისას წამალს დააყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.
მიღების დრო: დილა – საღამოს ჭამის წინ.
მკურანალობის ხანგრძლივობა: პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად დარღვევები კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ (მუცლის ტკივილი, დიარეა).

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. პრეპარატი არ გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს. პრეპარატი არ გამოიყენება ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან ერთად.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ტერატოგენული ეფექტი ცხოველებში არ არის აღნიშნული. ამავე დროს არ არსებობს საკმარისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ორსულობის პერიოდში, რის გამოც იგი ამ დროს არ არის რეკომენდირებული. ლაქტაციის პერიოდი: ვინაიდან მაგნიუმი გადადის დედის რძეში, არ არის მიზანშეწონილი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ქინიდინის ჯგუფის პრეპარატებთან კომბინირებისას შესაძლოა მათი კონცენტრაციის მომატება პლაზმაში (თირკმლის ექსკრეციის შემცირება), რაც ზრდის ჭარბი დოზირების რისკს.
საყურადღებოა პრეპარატის გამოყენება რიგ პაციენტებში აზორუბინის (E 122) შემცველობის გამო.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი არ გამოიყენება ყუთზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემთხვევაში.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25ºC.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ინოტერა შუზი
საფრანგეთი

გამაპრაზოლი – GAMAPRAZOL – ГАМАПРАЗОЛ

საერთაშორისი დასახელება:

OMEPRAZOLE

მწარმოებელი: Gama Georgia

მოქმედი ნივთიერება: ომეპრაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების  სამკურნალო საშუალება (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები

1 კაფს.

ომეპრაზოლი ……… 20 მგ

 

ვრცლად ომეპრაზოლი

ოქსივინი 30მგ #20კაფს

28.50 ლარი
26.79 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: ჯი.ემ.პი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

გამამაქსი – GAMAMAX – ГАМАМАКС

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN

მწარმოებელი: Gama Georgia

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები:

1 ტაბ.

ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი ……..   500მგ


ვრცლად ფლემოქსინი სოლუტაბი

სილენტექსი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ორნოვინი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

გამალიზინი (H) – GAMALIZIN (H) – ГАМАЛИЗИН (H)

საერთაშოისო დასახელება:
LISINOPRIL, HYDROCHLOROTHIAZIDE

მოქმედი ნივთიერება:
ლიზინოპრილი +ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

მწარმოებელი:
Gama Georgia

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები

ლიზინოპრილი ………………… 10მგ 
ჰიდროქლორთიაზიდი …….    12.5 მგ 

ვრცლად კვადრიცა H

ორნაკარდი #30კაფს

შემადგენლობა: 
L-კარნიტინი – 500 მგ
კოენზიმ Q10 – 20 მგ
ომეგა  3 – 600 მგ

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
L-კარნიტინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლისმასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება.

L-კარნიტინი – წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA  აქტივობისშენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდანმიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდირაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით).

აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავებისწარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს.

ზრდის  ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდისგლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.

ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.

ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.

L-კარნიტინი ამჟღავნებს მომატებული თიროიდული ჰორმონების მიმართ ანტაგონისტურ მოქმედებას.

ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვებისათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.

ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღირიცხება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში.

ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს.

გამოიდევნება თირკმელებით (75% 24 საათში).

კოენზიმ Q10 –  ხასითდება ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში.

კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე  ენერგიის ( კერძოდ ჟანგბადის) ცვლის პროცესებს ქსოვილებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს  ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და მონაწილეობს მიტოქონდრიების ბიოენერგეტიკულ ცვლაში.

ომეგა 3-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებსშრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას.

 ომეგა 3 -მიღებულია თევზის ქონისგან და წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს(ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს,რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. ისინი დადებითადმოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა დატრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას,ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითებისდროს.

ჩვენება:

  • Ø  გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია.
  • Ø  დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევა) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
  • Ø  ქრონიკული ცერებრო-ვასკულარული პათოლოგია;
  • Ø  კოგნიტური ფუნქციების დარღვევები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები,ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
  • Ø  შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
  • Ø  თირეოტოქსიკოზი, ჰიპოთირეოზი, სიმსუქნე და მეტაბოლური სინდრომი;
  • Ø  სხვადასხვა გენეზის ართროზო-ართრიტები; რევმატოლოგიური დაავადებები.
  • Ø  აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
  • Ø  თვალის დაავადებები;
  • Ø  ძვლების დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
  • Ø  კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • Ø  კანის დაავადებები: ფსორიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლული;
  • Ø  ქიმიოთერაპიის და სხივური თერაპიის კურსის შემდგომ პერიოდში.


უკუჩვენება
: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლებაძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობისკურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა  მედიკამენტებთან. 

გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას  არაუმეტეს25 °C ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
 

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სედოტრე #28ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

Don`t copy text!