საერთაშორისო დასახელება:
AMOXICILLIN
მწარმოებელი: Gama Georgia
მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები:
1 ტაბ.
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი …….. 500მგ
საერთაშორისო დასახელება:
AMOXICILLIN
მწარმოებელი: Gama Georgia
მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიბიოტიკი.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები:
1 ტაბ.
ამოქსიცილინის ტრიჰიდრატი …….. 500მგ


აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა


აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები
ლიზინოპრილი ………………… 10მგ
ჰიდროქლორთიაზიდი ……. 12.5 მგ
შემადგენლობა:
L-კარნიტინი – 500 მგ
კოენზიმ Q10 – 20 მგ
ომეგა 3 – 600 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი : კარდიოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული, ციტოპროტექტორული საშუალება.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
L-კარნიტინს გააჩნია მეტაბოლური, ანაბოლური, ანტიჰიპოქსიური, ანტითირეოიდული, ცხიმოვანი ცვლისმასტიმულირებელი, რეგენერაციული მოქმედება.
L-კარნიტინი – წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კოფაქტორს, უზრუნველყოფს CoA აქტივობისშენარჩუნებას. ახორციელებს გრძელ-ჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდანმიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს ცხიმოვანი მჟავების b-დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდირაოდენობით მეტაბოლური ენერგია (ატფ-ის სახით).
აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავებისწარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტატაციდოზს.
ზრდის ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობას, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდისგლიკოგენის რეზერვს ღვიძლში და კუნთებში.
ავლენს ანაბოლურ მოქმედებას, ანელებს ცილების და ნახშირწყლების დაშლას.
ხასიათდება ნეიროტროპული მოქმედებით, ამუხრუჭებს აპოპტოზის განვითარებას, შემოფარგლავს დაზიანებულზონას, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას.
L-კარნიტინი ამჟღავნებს მომატებული თიროიდული ჰორმონების მიმართ ანტაგონისტურ მოქმედებას.
ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტულ აქტივობას, აუმჯობესებს საკვებისათვისებას. ამცირებს სხეულის ჭარბ წონას და ცხიმების შემცველობას კუნთებში.
ყველაზე მაღალი კონცენტრაციები აღირიცხება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში.
ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 17 საათს.
გამოიდევნება თირკმელებით (75% 24 საათში).
კოენზიმ Q10 – ხასითდება ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო, ჰიპოტენზიური და იმუნომასტიმულირებელი მოქმედებით, არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში.
კოენზიმ Q10 (უბიქინონი)- აუმჯობესებს ნივთერებათა ცვლის პროცესს, უზრუნველყოფს უჯრედულ დონეზე ენერგიის ( კერძოდ ჟანგბადის) ცვლის პროცესებს ქსოვილებში, განსაკუთრებით მიოკარდიუმის და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ახასიათებს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს ორგანიზმს ჟანგბადის თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან და მონაწილეობს მიტოქონდრიების ბიოენერგეტიკულ ცვლაში.
ომეგა 3-არეგულირებს ცხიმოვან ცვლას და ქოლესტერინის დონეს სისხლში, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებსშრომისუნარიანობას, იგი ასევე ააქტიურებს იმუნურ სისტემას.
ომეგა 3 -მიღებულია თევზის ქონისგან და წარმოადგენს DHA (დეკოზაჰექსანმჟავა) და EPA-ს(ეიკოზაპენტანმჟავა) მდიდარ წყაროს. რომლებიც მიეკუთვნებიან ნახევრადუჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს,რადგან მათი წარმოქმნა არ ხდება ორგანიზმში და საჭიროა მისი საკვების სახით მიღება. ისინი დადებითადმოქმედებენ დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცირებაზე, ახდენენ ქოლესტერინისა დატრიგლიცერიდების კავშირის ნორმალიზებას სისხლში.
აფერხებენ თრომბის წარმოქმნის პროცესს, უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას,ახდენენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითებისდროს.
ჩვენება:
უკუჩვენება: 12 წლამდე ასაკი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.
გვერდითი მოვლენები: ორნაკარდის მიღების ფონზე გვერდითი მოვლენები თითქმის არ აღინიშნება. შეიძლებაძალიან იშვიათად განვითარდეს გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.
გამოყენების წესი და დოზირება: ორნაკარდი ინიშნება 1 კაფსულა დღეში 1-2 ჯერ ჭამის შემდეგ. მკურნალობისკურსი ინდივიდუალურია კომპლექსურ თერაპიასთან ერთად, საშუალოდ 1-3 თვე.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არ აღინიშნება შეუთავსებლობა სხვა მედიკამენტებთან.
გამოშვების ფორმა: კაფსულა № 30
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს25 °C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვასა და ბლისტერზე.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.


აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
ფორმა, შეფუთვა შემადგენლობა – კაფსულები, შეფუთვაში არის 28ც კაფსულა.
1 კაფს. შეიცავს 305 მგ რკინის ფუმარატს და 350 მგ ფოლის მჟავას
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულა დამზადებულია ჟელატინისგან და შეიცავს ყვითელ ქინოლონს (E104), ინდიგოტინს (E132), ტიტანის დიოქსიდს (E171) და ერითროზინს (E127), როგორც ფერის მიმცემ საშუალებებს.
მწარმოებელი – THORNTON & ROSSLTD დიდი ბრიტანეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის შემცველი ანტიანემიური კომბინირებული პრეპარატი.
ჩვენება – გალფერის FA კაფსულები გამოიყენება რკინის და ფოლის მჟავას დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით ფეხმძიმობის მე-13 კვირიდან და მშობიარობიდან პირველი თვის განმავლობაში. ფეხმძიმობის პირველი 13 კვირის განმავლობაში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: კინის დეფიციტის პროფილაქტიკის და სამკურნალო მიზნით და ფოლის მჟავას დეფიციტური მდგომარეობების პროფილაქტიკის მიზნით ორსულებში დღიური დოზა – 1 კაფსულა დღეში ფეხმძიმობის მე-13 კვირიდან და მშობიარობიდან პირველი თვის განმავლობაში. ამ დოზის შეცვლა ხდება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით. აუცილებელია დოზირების რეკომენდებული რეჟიმის ზუსტი დაცვა.
რკინის პრეპარატები მიიღება საკვების მიღებამდე. თუ პრეპარატმა გამოიწვია დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასურველია მისი საკვებთან ერთად ან საკვების შემდეგ მიღება. ზოგიერთი საკვები ამცირებს ორგანიზმში რკინის შეწოვას. ამიტომ ექიმი გირჩევთ, რომელ საკვებთან ერთად არ არის სასურველი პრეპარატის მიღება.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი გალფერის FA კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იცვლის შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.
უკუჩვენება:
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ქავილი);
– 12 წლამდე ასაკი;
– B12 ვიტამინის დეფიციტი.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: გალფერ FA -ს მიღება არ არის რეკომენდებული ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ მის შეწოვას: ტეტრაციკლინის (ოქსიტეტრაციკლინი, დიოქსიციკლინი ან მინოციკლინი) ჯგუფის ანტიბიოტიკები. მედიკამენტები, რომლებიც აფერხებენ საჭმლის მონელებას.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 3 წელი.
ფორმა, შეფუთვა, შემადგენლობა – კაფსულები, შეფუთვაში მოთავსებულია 28ც. 1კაფს. შეიცავს 305 მგ რკინის ფუმარატს.
დამხმარე ნივთიერება: მიკროკრისტალური ცელულოზა.
კაფსულა დამზადებულია ჟელატინისგან და შეიცავს ყვითელ ქინოლონს (E104), ინდიგოტინს (E132), ტიტანის დიოქსიდს (E171) და ერითროზინს (E127), როგორც ფერის მიმცემ საშუალებებს.
მწარმოებელი – THORNTON & ROSSLTD დიდი ბრიტანეთი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანემიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი აღადგენს ორგანიზში რკინის დეფიციტს, რომელიც საჭიროა ჰემოგლობინის სინთეზისათვის.
ფარმაკოკინეტიკა – გალფერი ხასიათდება მაღალი ბიოშეღწევადობით, რადგან, პრეპარატში შემავალი ორვალენტიანი რკინა ადვილად აბსორბირდება, ხოლო ფუმარის მჟავა აძლიერებს მის შეწოვას. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან 4 სთ-ში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 სთ.
ჩვენება – რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკა და მკურნალობა
დოზირებისა და მიღების რეჟიმი: რკინის დეფიციტის პრევენციისთვის მიიღება ერთი კაფსულა ერთხელ დღეში, რკინის დეფიციტის სამკურნალოდ – თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში. შესაძლოა ექიმის მიერ ინდივიდუალური დოზის შერჩევა.
რკინის პრეპარატები მიიღება საკვების მიღებამდე. თუ პრეპარატმა გამოიწვია დისკომფორტის შეგრძნება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, სასურველია მისი მიღება საკვებთან ერთად ან საკვების მიღების შემდეგ.
გალფერის კაფსულების მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დამოკიდებულია ორგანიზმში რკინის რაოდენობის შემცველობაზე. რკინის დეფიციტის აღდგენის შემდეგ მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში: გულისრევა, ღებინება, კუჭის მხრივ დისკომფორტი, ალერგიული რეაქციები, დიარეა ან ყაბზობა. ეს გვერდითი მოვლენები საშუალო სიმძიმისაა, მაგრამ თუ გამოვლინდა, აუცილებელია ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება. როგორც ყველა რკინის პრეპარატი, გალფერის კაფსულებით მკურნალობის დროს განავალი იღებს მუქ შეფერილობას, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვანი ყურადღების მიქცევას.
უკუჩვენება:
– ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (ალერგიული რეაქცია: გამონაყარი, ქავილი);
– რკინის ჭარბ აბსორბციასთან ან სისხლში რკინის ჭარბ რაოდენობასთან დაკავშირებული პრობლემები;
– განმეორებით ჩატარებული სისხლის გადასხმა;
– კუჭის წყლული; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
– ანემია, რომელიც არ არის დაკავშირებული რკინის დეფიციტთან;
– 12 წლამდე ასაკი;
პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის კონსულტაციით: B12 ან ფოლის მჟავას დეფიციტის დროს 3 თვის ორსულებში.
განსაკუთრებული მითითებები: ვინაიდან ამ პრეპარატის მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ პერიოდში, შესაძლებელია გაცდენილი დოზის გახსენებისთანავე მიღება, ხოლო მომდევნო დღეს მისი მიღება ჩვეულებრივვი რეჟიმით.
აუცილებელია რეკომენდებული დოზის დაცვა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული გალფერის მიღება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებენ მის შეწოვას: ტეტრაციკლინის (ოქსიტეტრაციკლინი, დოქსიციკლინი ან მინოციკლინი), ნეომიცინის ან ქლორამფენიკოლის ჯგუფის ანტიბიოტიკები;
პენეცილამინი; ანტაციდები; ქოლესტირამინი.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანია 3 წელი.
Sedaflor B
სედაფლორი B
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 10 მლ შეიცავს
პასიფლორას ექსტრაქტს ————————————————150 მგ
კუნელის ყვავილის ექსტრაქტს—————————————– 150 მგ
მელისას ექსტრაქტს——————————————————-100 მგ
მაგნეზიუმს (magnesium carbonate)—————————————-45 მგ
ვიტამინ B 6 (pyridoxine hydrochloride)————————————-3 მგ
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სედატიური მცენარეული პრეპარატი კომბინირებული მაგნეზიუმით და ვიტამინი B6 – ით.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პასიფლორას ექსტრაქტი – შეიავს რა დიდი ოდენობით ვიტექსინს, ფლავონოიდებს და ალკალოიდებს. რბილად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე; ხსნის დაზაბულობას, ნევროზს, აწესრიგებს ძილს. გრძივ კუნთებზე სააზმოლიზური მოქმედებით აწსრიგებს გულსისხლზარღვთა სისტემის მოქმედებას.
კუნელის ყვავილის ექსტრაქტი – შეიცავს რა ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, ფიტოსერანს- მოქმედებს ყველა სისხლძარღვზე სააზმოლიზურად და ამით უზრუნველყოფს ჰიპოტენზიურ ეფექტს. ამ გზით აღადგენს თავის ტვინის და კორონალური სისხლის მიმოქცევას. აუმჯობესებს თავის ტვინის და გულის უჯრედების მეტაბოლიზმს. თავის ტვინის სისხლძარღვები მოდუნებით და მედიატორული ბალანსის უზრუნველყოფის ხარჯზე მიიღება სედატიური ეფექტი.
მელისას ექსტრაქტი – შეიცავს ფენილაროპანოიდებს, ქლოროფენონს, აგრეთვე გაჯერებულია ეფირ ზეთებით. მელსას ექსტრაქტს აქვს ანქსიოლოზური, სპაზმოლიზური, იმუნომოდულაციური თვისებები. მელისა წარმოადგენს ანტიდეპრესანტს, აქვს ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. მელისა ცნობილია როგორც შარდმდენი, ღებინების საწინააღმდეგო საშუალება, აუმჯობესებს მადას.
მაგნეზიუმი– აუცილებელია ორგანიზმის ყველა უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მაგნეზიუმი მონაწილეობს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ყველა პროცესში. ფიზიოლოგიია მიხედვით მაგნეზიუმი წარმოადგენს უჯრედშიგნითა კატიონს. მაგნეზიუმის იონები აქვეითებენ ნეირონების აღგზნებადობას და ამცირებენ ნერვ- კუნთოვანი იმპულორების გადაცემას. აღადგენს რა იონების ბალანსს კუნთებში.მაგნეზიუმი მონაწილეობს ყველა ფერმენტულ რეაქციაში. მაგნეზიუმის დეფიციტის დროს ვითარდება: ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, მაღალი რეფლექსორული აღგზნებადობა, ძილის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა, დიარეა.
ვიტამინი B6 (pyridoxine) – მონაწილეობს გაცვლით პროცესებში, როგორც კოფერმენტი არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ნერვული სისტემის ქსოვილებში. ვიტამინი B6 უზრუნველყოფს მაგნეზიუმის აქტიურ შეწოვას კუჭ- ნაწლავის ტრაქტიდან და მის დაგროვებას უჯრედებში.
ჩვენებები:
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში სისუსტე, დისპეპსიური გამოვლინება
დოზირება და მიღების წესი: საშუალო სიმძიმის პათოლოგიის დროს მიიღეთ ისე როგორც მითითებულია ცხრილში 1-2 ჯერ დღეში, მძიმე შემთხვევის დროს 2-3 ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 1-3 თვემდე.
ასაკი | ერთჯერი დოზა | მაქსიმალური დოზა |
0-1 წლმდე | 2,0 მლ | 6,0 მლ |
1-3 წლამდე | 3,5 მლ | 10,5 მლ |
3-5 წლამდე | 5,0 მლ | 15 მლ |
5-8 წლამდე | 7,0 მლ | 21მლ |
8-12 წლამდე | 10,0 მლ | 30 მლ |
12 წლის ზემოდ | 15,0 მლ | 45 მლ |
გვერდითი ეფექტები: ჭარბი დოზირების დროს შეიმჩნევა, სისუსტე, ღებინება, გულისრევის შეგრძნება.
გამოშვების ფორმა: სედაფლორი B -100 მლ სიროფი, კარამელის არომატით მუქის ფერის ფლაკონში № 1 პლასტიკური მზომი ჭიქით და გამოყენების ინსტრუქციით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის წესი: მშრალ, ბნელ ადგილზე, არაუმეტეს 25 *C ტემპერატურაზე. გამოყენების ვადა მითითებულია კოლოფზე.
ვარგისიანობის გასვლის შემდგომ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მწარმოებელი: Fortex Nutriceuticals Bulgaria / sofia
ექსკლუზიური დისტრიბუტორი: Rich Pharma United Kingdom
მწარმოებელი: BITTNER
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰომეოპათური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ჰომეოპათური საშუალება, რომლის მოქმედება განპირობებულია პრეპარატში შემავალი კომპონენტებით.
ჩვენებები:
კომპლექსური მკურნალობა:
ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადება, ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ნაღველგამომტანი გზების დისკინეზია (ჰიპერ– და ჰიპომოტორული ტიპით).
დამხმარე მკურნალობა:
ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლისმიერი დისპეფსია, დუოდენო–გასტრალგიური რეფლუქსი, გასტროკარდიალური სინდრომი, დერმატოზი, დერმატიტი.
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა.
გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები.
მიღების წესი და დოზირება:
შიგნით, 3–ჯერ დღეში, ჭამამდე 30წთ–ით ადრე ან ჭამიდან 1 სთ–ის შემდეგ.
მოზრდილები და მოზარდები – 10–20 წვეთი სუფთა სახით ან გახსნილი 1 სუფრის კოვზ სუფთა წყალში.
– 12 წლამდე ასაკი ბავშვებში: 5–7 წვეთი 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი; მწვავე შემთხვევაში მიღება შესაძლებელია ყოველ 0.5–1 სთ–ში მოზარდებში და მოზრდილებში – 8–10 წვეთი, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3–5 წვეთი, მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, შემდეგ მიღება გრძელდება 3–ჯერ დღეში.
განსაკუთრებული მითითებები:
ორსულობისა და ლაქტაციისასა მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.