Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 679

სედისტრესი 300მგ/10.2მგ #60ტ

სედისტრესი

Sedistress

 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:  სედისტრესი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:  comb.

სამკურნალწამლოფორმა: ტაბლეტები

შემადგენლობა:  1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურინივთიერებები:

პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი (Passiflorae herba)  – 300 მგ; α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი – 10,2 მგ;

დამხმარენივთიერებები:  პიტნის ზეთი; β-ციკლოდექსტრინი; გლიცინი; მანიტოლი, კროსპოვიდონი; ლიმნის მჟავა, მონოჰიდრატი; ასპარტამი; სილიციუმის ორჟანგი კოლოიდური უწყლო; მაგნიუმის სტეარატი.

აღწერა: მრგვალი ფორმის, ღია-ყავისფერიდან მუქ-ყავისფერამდებრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები ჩანართებით, გამყოფი ხაზით. ტაბლეტებს გააჩნიათ დამახასიათებელი სუნი.

ფარმაკოთერაპიული  ჯგუფი: საძილე და სედატიური პრეპარატები

ათქ კოდი:  N05CM.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

სედისტრესი – საძილე და დამამშვიდებელი პრეპარატი, რომლის მოქმედება განისაზღვრება მასში შემავალი კომპონენტებით. 

პასიფლორას ექსტრაქტი განაპირობებს სედატიურ და დამამშვიდებელ ეფექტებს.

α-ბრომიზოვალერიანის მჟავას ეთილის ეთერი ახდენს რეფლექტორულ დამამშვიდებელ და სპაზმოლიზურ მოქმედებას, რაც განპირობებულია რეფლექტორული აგზებადობის შემცირებით ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილში და თავის ტვინის ქერქქვეშა სტრუქტურების და  ქერქის ნეირონებში შენელებული მოვლენების გაძლიერებით, ასევე ცენტრალური სისხლძარღვმამოძრავებელი ცენტრების აქტიურობის შემცირებითა და სისხლძარღვების გლუვ მუსკულატურაზე პირდაპირი სპაზმოლიზური მოქმედებით.

ფარმაკოკინეტიკა

არ შესწავლილა

გამოყენების ჩვენებები

როგორც დამამშვიდებელი საშუალება სხვადასხვა სახის ნევროზებისას, სომატოფორმული აშლილობებისას (ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია), სტრესებისას. ჰიპერტონული დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, მენიერის დაავადებისას, კლიმაქტერული დარღვევებისას, წინამენსტრუალური სინდრომისას, შაკიკის შეტევებისას. პრეპარატი ნაჩვენებია ფსიქოლოგიურად რთულ სიტუაციებში ემოციური ფონის სტაბილიზაციისთვის, შფოთვითი დონისა და გაღიზიანებულობის შესამცირებლად, ასევე ფსიქოლოგიური წონასწორობის შესანარჩულებლად.

როგორც საძილე საშუალება სხვადასხვა წარმოშობის ძილის დარღვევისას (უძილობისას).

გამოყენების წესი და დოზირება

რეკომენდებული დოზა – 1-2 ტაბლეტი დღეღამეში, შინაგანად (პერორალურად). ტაბლეტები მიიღება ჭამამდე, სითხის საშუალებით. ძილის დარღვევისას – 2 ტაბლეტი ერთჯერადად ძილის წინ 30 წუთით ადრე შინაგანად (პერორალურად).

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად.

გვერდითი რეაქციები

ცაკლეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი კუჭისა და ნაწლავების არეში, ღებინება, გულისრევა;

ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა, მსუბუქი თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის შემცირება;

იმუნური სისტემის მხრივ: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, ჰიპერემია, კანის შეშუპება), ვასკულიტი;

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, ბრადიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია.

ეს მოვლენები ქრება დოზის შემცირებისთანავე.

არასასურველი სიმპტომების წარმოშობის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენება

–  პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

–  ღვიძლის და/ან თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;

–  გულის მძიმე უკმარისობა;

–  არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია;

პერედოზირება

პერედოზირება შესაძლებელია პრეპარატის ხშირი, ან ხანგრძლივი გამოყენებისას, რაც დაკავშირებულია მისი შემადგენლების კუმულაციასთან. შესაძლებელია ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, რაც მოითხოვს მადესენსიბილიზირებელ თერაპიას.

სიმპტომები: მოთენთილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, ღებინება, გულისრევა, ასევე არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდები.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებისთვის კარდიოვასკულარული დაავადებებით პრეპარატის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ენის ფერის უმნიშვნელო ცვლილება, რაც გამოწვეულია პასიფლორას მშრალი ექსტრაქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებებით.

პრეპარატის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან.

რეკომენდებული არაა პრეპარატის მიღებისას მასტიმულირებელი სასმელების მიღება (ყავა, ჩაი), ემოციური და მხედველობითი დატვირთვა.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, რომელიც ორგანიზმში ტრანსფორმირდება ფენილალანინად, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებული არაა პაციენტებისთვის ფენილკეტონურიით.

გამოყენება ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს

არ გამოიყენოთ ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.

ბავშვები

პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება 12 წლამდე ბავშვებში დადგენილი არაა, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ავტოტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზეგავლენა

თავი შეიკავეთ ავტოტრანსპორტისა და სხვა რთული მექანიზმების მართვაზე.

მედიკამენტოზური ურთიერთქმედება

ცენტრალური დამთრგუნველი ტიპის მოქმედების პრეპარატები აძლიერებენ პრეპარატის მოქმედებას.

პრეპარატი აძლიერებს ადგილობრივი საანესთეზიო, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე საშუალებების მოქმედებას.

რეკომენდებული არ არის ბენზოდიაზეპინებთან ერთდროული გამოყენება. მოერიდეთ დისულფირამთან ერთდროულ გამოყენებას.

გამოშვების ფორმა

10 ტაბლეტი ბლისტერში. 3 ან 6 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

ინახება ორიგინალ შეფუთვაში ტემპერატურაზე არაუმეტეს 250 C.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა

2 წელი

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს „ფარმა სტარტი“

უკრაინა, 03124, კიევი,  ვ. ჰაველის ბულვარი # 8.
ორგანიზაციისმისამართი, რომელიც ღებულობს მომხმარებლებისგან სამკურნალო საშუალებების ხარისხზე პრეტენზიებს და  პასუხისმგებელია სამკურნალო საშუალების უსაფრთხოებაზე პოსტ-რეგისტრაციული დაკვირვების განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.  

Acino Pharma AG -ის წარმომადგენლობა  (შვეიცარიის კონფედერაცია) საქართველოში

თბილისი,  კ. მარჯანიშვილის ქ. #5 /  დ. უზნაძის ქ. #16-18, 0102 საქართველო

ტელეფონი: +995 32 220 69 42

ელ-ფოსტა: [email protected]

ელ-ფოსტა: [email protected] 

ტრუქსალი 50მგ #50ტ

მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ……….    5 მგ

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ……..      25 მგ

ტრუქსალი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ საშუალებას, რომელიც წარმოებულია თიოქსანტენისგან. გააჩნია ანტიფსიქოზური, გამოხატული სედატიური და ზომიერი ანტიდეპრესიული მოქმედება.
ფარმაკოდინამიკა. ტრუქსალის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება მის მაბლოკირებელ მოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე. ამ რეცეპტორების ბლოკირებასთან, ასევე დაკავშირებულია პრეპარატის ანტიემეტიური და ანალგეზიური თვისებები. ტრუქსალს შეუძლია მოახდინოს 5-HT2 – რეცეპტორების, a1 – ადრენორეცეპტორებისა და ასევე H1 – ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირება, რითაც განისაზღვრება მისი ადრენომაბლოკირებელი, ჰიპოტენზიური და ანტიჰისტამინური თვისებები.

ქლორპროტიქსენის ბიო-შეღწევადობა პერორალური მეთოდით მიღებისას, შეადგენს დაახლოებით 12 %. ქლორპროტიქსენი ნაწლავებიდან სწრაფად აბსორბირდება, სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი საშუალოდ შეადგენს 16 საათს. ქლორპროტიქსენი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნია ნეიროლეფსიური აქტიობა, გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად.

ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურს ჩვენების ფართო სპექტრით, რომელიც მოიცავს:
• ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;
• აბსტინენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;
• ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;
• ბავშვებში ქცევის მოშლილობა;
• დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები
• უძილობა
• ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში).

ფსიქოზები, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობების ჩათვლით. მკურნალობა იწყება პრეპარატის 50-100 მგ-ს დღეში დანიშვნით და დოზა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად, როგორც წესი 300 მგ-მდე დღეში. ცალკეულ შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა, როგორც წესი შეადგენს 100-200 მგ-ს დღეში. ტრუქსალის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, იყოფა 2-3 მიღებაზე, ტრუქსალის გამოხატული სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, რეკომენდირებულია დაინიშნოს სადღეღემისო დოზის შედარებით მცირე ნაწილი დღის განმავლობაში, უფრო დიდი კი – საღამოს.
ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს.
სადღეღამისო დოზა, რომელიც იყოფა 2-3 მიღებაზე, შეადგენს 500 მგ-ს. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, შეადგენს 7 დღეს. აბსტინენტაციის გამოხატვის შეწყვეტის შემდეგ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შემანარჩუნებელი დოზა, 15-45 მგ დღე-ღამეში, ახდენს მდგომარეობის სტაბილიზაციას, ამცირებს მომდევნო რეციდივის განვითარების საშიშროებას.
ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერაქტიურობის, აგრესიულობის, აგზნებადობის, ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში ინიშნება 15-90 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნაწილდება 3 მიღებაზე.
ბავშვებში ქცევის დარღვევის კორექციისათვის ტრუქსალი ინიშნება შემდეგი გამოთვლით – 0,5 – 2 მგ წონის 1 კილოგრამზე.
დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქოსომატიური მოშლილობები. ტრუქსალი შეიძლება გამოვიყენოთ დეპრესიებისას, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შფოთვა, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას დანამატის სახით ამ დამოუკიდებლად. ტრუქსალი შეიძლება დაინიშნოს ნევროზებისა და ფსიქომოტორული დარღვევებისას, რომელთაც თან სდევს შფოთვა და დეპრესიული მოშლილობები 90 მგ-მდე დოზით დღეღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი იყოფა 2-3 მიღებაზე. რადგანაც ტრუქსალის მიღება არ იწვევს შეჩვევას ან წამლის მიმართ დამოკიდებულებას, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.
უძილობა. საღამოს 1 საათით ძილამდე უნდა დაინიშნოს 15-30 მგ.
ტკივილები. ტრუქსალის თვისება მოახდინოს ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ტკივილები. ამ შემთხვევაში, ტრუქსალი უნდა დაინიშნოს ანალგეტიკებთან კომპლექსში 15-დან 300 მგ-მდე დოზირებით.

ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატურ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით თუ ტრუქსალის გამოყენება დიდი დოზებით ხდება. თავბრუსხვევა, დისმენორეა, კანის ანთებები, ყაბზობა იშვიათად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით იშვიათია ექსტრაპირამიდული სიმპტომები. გამოვლენილია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების ცალკეული შემთხვევები, ტრანზიტული კეთილთვისებიანი ლეიკოპენიისა და ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი დოზებით, გამოვლენილია: ქოლესტატური სიყვითლე, ტაქიკარდია, გალაქტორეა, გინეკომასტია, პოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითება, მადის გაზრდა, სხეულის წონის მომატება.

ცნს-ის ნებისმიერი წარმოშობის დათრგუნვა (მათ შორის ისეთის, რომელიც გამოწვეულია ალკოჰოლის, ბარბიტურატების ან ოპიატების მიღებით), კომატოზური მდგომარეობები, სისხლძარღვების კოლაფსი, სისხლწარმომქმნელი ორგანოების დაავადებები, ფეოქრომოციტომა.
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
შეძლებისდაგვარად, არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.

ტრუქსალი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ეპილეფსია, პარკინსონიზმი, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, კოლაფსის მიმართ მიდრეკილება, გამოხატული გულის სისხლძარღვებისა და სასუნთქი გზების უკმარისობა, გამოხატული ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.
ტრუქსალით მკურნალობამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები ორსულობაზე შარდის იმუნობიოლოგიური ტესტის ჩატარებისას, სისხლში ბილირუბინის დონის ცრუ მომატება, QT- ის ინტერვალის შეცვლა, მისი ელექტროკარდიოგრამით გაზომვისას.
ტრუქსალით მკურნალობისას რეკომენდირებულია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან, თავი უნდა ავარიდოთ გაზრდილ ინსოლაციას. პრეპარატ ტრუქსალის მიღება უარყოფით ეფექტს ავლენს საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების დიდ სისწრაფეს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მართვა, სიმაღლეზე მუშაობა და ა.შ.)

სიმპტომები: ძილიანობა, ჰიპო- ან ჰიპერთერმია, არტერიული ჰიპოტენზია, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, კრუნჩხვები, შოკი, კომა.
მკურნალობა: სიმპტომატური და შემანარჩუნებელი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს კუჭის გამორეცხვა, რეკომენდირებულია სორბენტის გამოყენება. უნდა იქნას გამოყენებული ზომები, რომლებიც მიმართული იქნება, სასუნთქი, გულისა და სისხლძარღვების სისტემის ფუნქციის შესანარჩუნებლად. არ არის სასურველი ადრენალინის გამოყენება, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის შემდგომი დაქვეითება. კრუნჩხვები შეიძლება გაქრეს დიაზეპამით, ექსტრაპირამიდული სიმპტომები კი ბიპერიდენით.

ნერვულ სისტემაზე ტრუქსალის დამრთგუნველი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ეთანოლთან ერთად მიღებისას, ასევე ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, საანესთეზიოებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, სედატიურ პრეპარატებთან, საძილე, ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთან მიღებისას. ქლორპროტიქსენის ანტიქოლინერგული მოქმედება ძლიერდება მასთან ერთად ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური და ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობისას.
პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.
ქლორპროტიქსენისა და ადრენალინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია.
ქლორპროტიქსენის გამოყენება იწვევს კრუნჩხვითი აქტივობის შემცირებას, რაც მოითხოვს ანტიეპილეფსიური საშუალებების დოზის დამატებით კორექციას. ქლორპროტიქსენის თვისება მოახდინოს დოპამინური რეცეპტორების ბლოკირება, ამცირებს ლევოდოპის მოქმედების აქტიურობას.
ფენოთიაზინების, მეტოკლოპრამიდის, ჰალოპერიდოლის, რეზერპინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები.

სია “ბ”
ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25 Co-ზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა: 25 და 50 მგ-იანი ტაბლეტები – 5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

მხოლოდ ექიმის რეცეპტით

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ვალომენთი 130მლ ფლ (ნეოფ)

ვალომენთი
Valomenthum
130 გ სიროფი


შემადგენლობა:
კატაბალახას სქელი ექსტრატი- 10.0 გ; პიტნის ნაყენი- 25.0 მლ;
პიტნის ზეთი- 0.04 მლ, სორბინის მჟავა, ეთილის სპირტი 96%, შაქრის სიროფი – 1000.0 გ-მდე;

,,ვალომენთი’’ შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: ეთერზეთებს (მენთოლი, ბორნეოლი, ბორნეოლიზოვალერიანატი, იზოვალერიანის მჟავა), ფლავონოიდებს, ტრიტერპენულ საპონინებს, ვალეპოტრიატებს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს სედაციური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება. აძლიერებს შეკავების პროცესებს თავის ტვინის კორტიკალური და სუბკორტიკალური სტრუქტურების ნეირონებში, ამცირებს რეფლექტორულ აგზნებადობას ნერვული სისტემის ცენტრალურ ნაწილებში, ახანგრძლივებს საძილე პრეპარატების მოქმედებას, რეფლექსურად აფართოებს თავის ტვინის სისხლძარღვებს, ხსნის შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმს, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას, პერისტალტიკას, საჭმლის მომნელებელი ჯირკვლების სეკრეციას, აქვს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტი.

ჩვენება:
> სხვადასხვა ფორმის ნევროზი, ისტერია, ნევრასთენია;
> აგზნებულობა, შიში, დაძაბულობა;
> შაკიკი;
> ნეიროგენული არითმია;
> ღვიძლის და სანაღვლე გზების დაავადებები;
> კუჭ-ნაწლავის სეკრეტორული ფუნქციის დარღვევა;
> მეტეორიზმი, გულისრევა.

უკუჩვენება: არ არის დადგენილი.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის დიდი დოზებით ხანგრძლივად მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად.
მოზრდილებში: თითო სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში; ბავშვებში: 6 თვიდან 1 წლამდე 1/2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. 1-დან 3 წლამდე – 1 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში. 3-დან 6 წლამდე: 1 დესერტის კოვზი 2-ჯერ დღეში. 6-დან 12 წლამდე თითო დესერტის კოვზი 3-4-ჯერ დღეში.

გამოშვების ფორმა: 130გ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ქილებში. ფლაკონი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ამზომ ჭიქასთან ერთად.

ვარგისობის ვადა: 2 წელი;

შენახვა:  15_25°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

ტრუქსალი 25მგ #100ტ

საერთაშორისო დასახელება:

CHLORPROTHIXENE

მწარმოებელი: H. LUNDBECK, დანია

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ……….    5 მგ

1 ტაბ.

ქლორპროტიქსენის ჰიდროქლორიდი ……..      25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრუქსალი წარმოადგენს ნეიროლეფსიურ საშუალებას, რომელიც წარმოებულია თიოქსანტენისგან. გააჩნია ანტიფსიქოზური, გამოხატული სედატიური და ზომიერი ანტიდეპრესიული მოქმედება.

ტრუქსალის ანტიფსიქოზური მოქმედება უკავშირდება მის მაბლოკირებელ მოქმედებას დოფამინურ რეცეპტორებზე. ამ რეცეპტორების ბლოკირებასთან, ასევე დაკავშირებულია პრეპარატის ანტიემეტიური და ანალგეზიური თვისებები. ტრუქსალს  შეუძლია მოახდინოს 5-HT2 – რეცეპტორების αI-ადრენორეცეპტორებისა და ასევე – H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკირება, რითაც განისაზღვრება მისი ადრენომაბლოკირებელი, ჰიპოტენზიური და ანტიჰისტამინური თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

ქლორპროტიქსენის ბიოშეღწევადობა პერორალური მეთოდით მიღებისას, შეადგენს დაახლოებით 50%. ქლორპროტიქსენი ნაწლავებიდან სწრაფად აბსორბირდება, სისხლის შრატში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-4 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი კი საშუალოდ შეადგენს 15 საათს. ქლორპროტიქსენი აღწევს პლაცენტურ ბარიერში და მცირე რაოდენობით გამოიყოფა რძესთან ერთად. მეტაბოლიტებს არ გააჩნია ნეიროლეფსიური აქტიობა, გამოიყოფა განავალთან და შარდთან ერთად.

ჩვენებები:

ტრუქსალი წარმოადგენს სედატიურ ნეიროლეფსიურ საშუალებას ჩვენების ფართო სპექტრით. რომელიც მოიცავს:

  • ფსიქოზებს, შიზოფრენიისა და მანიაკური მდგომარეობის ჩათვლით, რომლებსაც თან სდევს ფსიქომოტორული აგზნება, აჟიტაცია და მოუსვენრობა;
  • აბსიტენტური ნაბახუსევი სინდრომი ალკოჰოლიზმისას და ნარკომანიისას;
  • ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ სხვა პრეპარატებთან კომპლექსში;
  • ჰიპერაქტიურობა, გაღიზიანებადობა, აგზნება, ხანდაზმულ პაციენტებში ცნობიერების დარღვევა;
  • ბავშვებში ქცევის მოშლილობა.

ქირურგიაში:

  • პრემედიკაცია; პოსტოპერაციულ პერიოდში; დამწვრობით გამოწვეულ ავადმყოფთა მოუსვენრობისას.

დერმატოლოგიაში:

  • დერმატიზებისას, რომელთაც თან სდევთ აუტანელი ქავილი (ნეიროდერმიტი, სებორეული დერმატიტი და სხვა);
  • დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქომოტორული მოშლილობები, მათ შორის დეპრესიული მდგომარეობა კლიმაქსის პერიოდში;
  • უძილობა;
  • პირღებინება;
  • ტკივილი (ანალგეტიკებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:

ფსიქოზები, შიზოფრენიისა და მანიაკალური მდგომარეობების ჩათვლით.

მკურნალობა იწყება პრეპარატის 50-100 მგ-ს დღეში დანიშვნით და დოზა ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად როგორც წესი 300 მგ-მდე დღეში. ცალკეულ შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 1200 მგ-მდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზა, როგორც წესი შეადგენს 100-200 მგ-ს დღეში.

ტრუქსალის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, იყოფა 2-3 მიღებაზე, ტრუქსალის გამოხატული სედატიური მოქმედების გათვალისწინებით, რეკომენდებულია დაინიშნოს სადღეღამისო დოზის შედარებით მცირე ნაწილი დღის განმავლობაში, უფრო დიდი კი – საღამოს.

ალკოჰოლური აბსტინენტური სინდრომი ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს.

სადღეღამისო დოზა, რომელიც იყოფა 2-3  მიღებაზე, შეადგენს 500 მგ-ს, მკურნალობის კურსი როგორც წესი, შეადგენს 7 დღეს. აბსტინენტაციის გამოხატვის შეწყვეტის შემდეგ, დოზა ნელ-ნელა უნდა შემცირდეს. შემანარჩუნებელი დოზა, 15-45 მგ დღე-ღამეში, ახდენს  მდგომარეობის სტაბილიზაციას, ამცირებს მომდევნო რეციდივის განვითარების საშიშროებას. ჰეროინზე დამოკიდებულების სამკურნალოდ უნდა დაინიშნოს დოზა 50-400 მგ-მდე დღე-ღამეში (3-4 მიღებაში) ნარკოტიკის მიღების შეწყვეტიდან 5-8 დღეს.

ხანდაზმულ პაციენტებში ჰიპერაქტიურობის, აგრესიულობის, აგზნებადობის, ცნობიერების დარღვევის შემთხვევაში ინიშნება 15-90 მგ დღე-ღამეში. სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, ნაწილდება 3 მიღებაზე.

ბავშვებში ქცევის დარღვევის კორექციისათვის ტრუქსალი ინიშნება შემდეგი გამოთვლით -0.5 მგ წონის 1 კილოგრამზე.

დეპრესიული მდგომარეობები, ნევროზები, ფსიქოსომატიური მოშლილობები:

ტრუქსალი შეიძლება გამოვიყენოთ დეპრესიებისას, განსაკუთრებით თუ მათ თან სდევს შფოთვა, როგორც ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, დანამატის სახით ან დამოუკიდებლად. ტრუქსალი შეიძლება დაინიშნოს ნევროზების და ფსიქომოტორული დარღვევებისას, რომელთაც თან სდევს შფოთვა და დეპრესიული მოშლილობები, ძილის წინ 30 მგ დოზით. რადგანაც ტრუქსალის მიღება არ იწვევს შეჩვევას ან წამლის მიმართ დამოკიდებულებას, შესაძლებელია მისი ხანგრძლივი გამოყენება.

უძილობა: საღამოს 1 საათით ძილამდე  უნდა დაინიშნოს 15-30 მგ.

ტკივილები: ტრუქსალის თვისება მოახდინოს ანალგეტიკების მოქმედების პოტენცირება შეიძლება იყოს გამოყენებული პაციენტების მკურნალობისას, რომელთაც აწუხებთ ტკივილები. ამ შემთხვევაში, ტრუქსალი უნდა დაინიშნოს ანალგეტიკებთან კომპლექსში 15-დან 300 მგ-მდე დოზირებით. პირღებინებისს 12.5-25 მგ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

♦ ძილიანობა, ტაქიკარდია, სიმშრალე პირის ღრუში, გაძლიერებული ოფლიანობა ან აკომოდაციის დარღვევა. ეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც როგორც წესი, თავს იჩენენ თერაპიის დასაწყისში, ხშირად ქრება მისი ხანგრძლივობის შესაბამისად. შეიძლება ადგილი ჰქონდეს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას, განსაკუთრებით თუ ტრუქსალის გამოყენება დიდი დოზებით ხდება.

♦ თავბრუსხვევა, დისმენორეა, კანის ანთებები, ყაბზობა იშვიათად არის გამოვლენილი. განსაკუთრებით იშვიათია ექსტრაპირამიდული სიმპტომები. გამოვლენილია კრუნჩხვითი ზღურბლის შემცირების ცალკეული შემთხვევები.

♦ ტრანზიტული კეთილთვისებიანი ლეიკოპენიისა და ჰემოლიზური ანემიის განვითარება. ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით დიდი დოზებით გამოვლენილია: ქოლესტატური სიყვითლე, ტაქიკარდია, გალაქტორეა, გინეკომასტია, პოტენციისა და ლიბიდოს დაქვეითება, მადის გაზრდა, სხეულის წონის მომატება.

უკუჩვენებები:

* ალკოჰოლით მწვავე მოწამვლა, ბარბიტურატებით და ოპიატებით.

* ტრუქსალი, შეძლებისდაგვარად არ უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს და ბავშვის ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტრუქსალი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს, რომელთაც აწუხებთ ეპილეფსია, პარკინსონიზმი, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, კოლაფსის მიმართ მიდრეკილება გამოხატული გულის სისხლძარღვებისა და სასუნთქი გზების უკმარისობა;

◄ გამოხატული ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევები, შაქრიანი დიაბეტი, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია.

◄ ტრუქსალით მკურნალობამ შეიძლება მოგვცეს ცრუ დადებითი შედეგები ორსულობაზე. შარდის იმუნობიოლოგიური ტესტის ჩატარებისას, სისხლში ბილირუბინის დონის ცრუ მომატება, QT-ის ინტერვალის შეცვლა, მისი ელექტროკარდიოგრამით გაზომვისას.

◄ ტრუქსალით მკურნალობისას რეკომენდებულია თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელებისგან.

◄ თავი უნდა ავარიდოთ გაზრდილ ინსოლაციას.

◄ პრეპარატი ტრუქსალის მიღება უარყოფით ეფექტს ავლენს საქმიანობაზე, რომელიც მოითხოვს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების დიდ სისწრაფეს (მაგალითად, სატრანსპორტო საშუალების მართვა, სიმაღლეზე მუშაობა და ა.შ.)

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია ზემოთ მითითებული გვერდითი მოვლენების გაძლიერება, რომელთა გამოხატვა, როგორც წესი, დამოკიდებულია დოზაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ნერვულ სისტემაზე ტრუქსალის დამთრგუნველი მოქმედება შეიძლება გაძლიერდეს ეთანოლთან ერთად მიღებისას, ასევე ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, საანესთეზიოებთან, ოპიოიდურ ანალგეტიკებთან, სედატიურ პრეპარატებთან, საძილე ნეიროლეფსიურ საშუალებებთან ერთად მიღებისას.

– ქლორპროტიქსენის ანტიქოლინერგიული მოქმედება ძლიერდება მასთან ერთად ანტიქოლინერგული, ანტიჰისტამინური და ანტიპარკინსონული საშუალებებით მკურნალობისას.

– პრეპარატი აძლიერებს ჰიპოტენზიური საშუალებების მოქმედებას.

– ქლორპროტიქსენისა და ადრენალინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული ჰიპოტენზია და ტაქიკარდია.

– ქლოპროტიქსენის გამოყენება იწვევს კრუნჩხვითი აქტივობის შემცირებას, რაც მოითხოვს ანტიეპილეფსიური საშუალებების დოზის დამატებით კორექციას.

– ქლოპროტიქსენის თვისება მოახდინოს დოპამინური რეცეპტორების ბლოკირება, ამცირებს ლევოდოპის მოქმედების აქტიურობას.

– ფენოთიაზინების, მეტოკლოპრამიდის, ჰალოპერიდოლის, რეზერპინის ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ტაბ. 5 მგ -3 წელი;

ტაბ. 25 მგ – 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სედა კალმი #20ტ

სედა კალმი ტაბლეტი #20

ნატურალური საკვები დანამატი მისაღები ძილის დარღვევის დროს

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ძილის დარღვევა (გაძნელებული ჩაძინება, ღამის ხშირი და/ან დილის გაღვიძება) სიტუაციური, მოკლეხნიანი, წარმოადგენს საკმაოდ გავრცელებულ პრობლემას. მოზრდილი მოსახლეობის 31% უჩივის ცუდ ძილს. დიდი ბრიტანეთის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი (48%) ეთანხმება, რომ მათ არ სძინავთ სრულყოფილად.

როგორ მოქმედებს ?

დაგვეხმარება გავუმკლავდეთ გონებრივ გადაღლილობას, სტრესს, შფოთვის შეგრძნებას და უძილობას.

როდის უნდა მივიღოთ?

იგი გამოიყება ძილის დარღვევის არსებობის დროს.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია მგ/1 ტაბ.

პასიფლორას (Passiflora incarnata L.) მიწის ზედა ნაწილის ექსტრაქტი

200

 

სერენზო™

125

ლიმონენი

25

შვრიის  (Avena sativa L.)  მიწის ზედა ნაწილის ექსტრაქტი

75

ცაცხვის (Tilia spp) ყვავილების მშრალი ექსტრაქტი

50

ფლავანოიდები (ვიტექსინზე დაყრდნობით)

2,5

გვირილას (Matricaria recutita L.) ფურცლების მშრალი ექსტრაქტი

45

აპიგენინი (აპიგენინ 7-გლუკოზიდის სახით)

0,54

 

ალფა-ბისაბოლოლი

0,009

მელატონინი

1

პრეპარატის მიღება მიზანშეწონილია ძილის დარღვევის დროებითი შემსუბუქებისათის.

პასიფლორა – PASSIFLORA INCARNATA L.

პასიფლორას შემადგენლობაში შედის ფლავანოიდები, ძირითადათ აპიგენინი და ვიტექსინი, ეთერზეთი, გინოკარდინი, ბეტა-კარბოლინური ალკალოიდები, როგორიცაა გარმანი, გარმოლი და გარმალოლი.

პასიფლორა მოქმედებს, როგორც ჰიპნოზური, ანქსიოლიტური, ადაპტოგენური, სპაზმოლიზური საშუალება. შეუძლია შეამსუბუქოს ფსიქიური სტრესის მსუბუქი სიმპტომები, შფოთვა და დაგეხმაროთ ზილის  (ჩაძინების) პროცესში.

სერენზო™

ეს ნატურალური კომპონენტია, რომელიც მიიღება ფორთოხლისა და გუმი არაბიკასაგან. სერენზო მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია სტრესით და ეხმარება სიმშვიდისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ხანგრძლივი სტრესის დროს.

შვრია – AVENA SATIVA L.

შვრია შეიცავს საქარიდებს (ლორწო), ცილებს, ლიპიდებს, ალკალოიდ გრამინებს, ორგანულ მჟავებს, ფლავანოიდებს, საპონინებს და ვიტამინებს A, B1, B6 და E. შვრია ეხმარება სტრესთან და დეპრესიასთან ბრძოლაში, აუმჯობესებს კოგნიტურ ფუნქციას, მოტივაციას, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტური და ანთბისსაწინააღმდეგო საშუალება.

ცაცხვი – TILIA SPP.

ცაცხვის ძირითად კომპონენტათ ითვლება ორგანული მჟავები, როგორიცაა ქლოროგენული მჟავა, კოფეინის მჟავა, პარა-კუმარინის მჟავა, ამინომჟავები, პოლისაქარიდები, ფლავანოიდები, ეთერზეთები, საპონინები და ტანინები.

ცნობილია რომ, ცაცხვი ხასიათდება სედატიური, სპაზმოლიზური, შარდმდენი და ჰოპოტენზიური ეფექტით.

გამოიყენება გაციებისა და თანდართული ხველის დროს.

გვირილა – MATRICARIA RECUTITA L.

გვირილას სახასიათო შემადგენელი კომპონენტებია ეთერზეტები, როგოორიცაა აზულენი (ქამაზულენი), (-)-ალფა-ბისაბოლოლი, ტრანს-ბეტა-ტერპენები, სპიროეთერები, ფლავანოიდები, სესქვიტერპენული ლაქტონები, კუმარინები, ფენოლის მჟავები, და პოლისაქარიდები.

გვირილა გამოიყენება, ანქსიოლიტური, სედატიური, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო, სმაზმოლიზური მოქმედების გამო. ასევე, ძილის დარღვევის, შფოთვის, მსუბუქი კუჭ-ნაწლავისმხრივი ჩივილების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან, შებერილობასთან და მეტეორიზმთან.

მელატონინი

ეს არის ეპიფიზის მიერ წარმოებული ჰორმონი, რომელიც ბუნებრივად არსებობს ორგანიზმში. ეხმარება ორგანიზმს რეაქტიული ეფექტების შემცირებაში. იგი გამოიყენება ძილ-ღვიძილის ციკლის მოსაწესრიგებლად, ჩაძინების სირთულისა და მოუსვენრობის დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

მოზრდილები – 30-წთ-ით ადრე ძილის წინ.

ძილ-ღვიძილის ციკლის მოსაწესრიგებლად: მოზრდილები – ½ ტაბ. ძილის წინ,

მოგზაურობის დროს მიიღება პირველ დღეს და შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაგრძელება.

სიფრთხილის ზომები:

არ გამოიყენოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე  ნივთიერების მიმართ.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზას.

ინახება არაუმეტეს 25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

ბისეპტოლი – BISEPTOL – БИСЕПТОЛ

 

საერთაშორისო დასახელება:

CO – TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: Pharmaceutical work POLFA in pabianice, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი + ტრიმეტოპრიმი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობების საწინააღმდეგო სულფანილამიდური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 აბ.

სულფამეტოქსაზოლი ……………    100 მგ

ტრიმეტოპრიმი ………………         20 მგ

ტაბლეტები შეფუთვაში 20 ც.

1 აბ.

სულფამეტოქსაზოლი ……..           400 მგ

ტრიმეტოპრიმი …………….           80 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ორი აქტიური ნივთიერების – ტრიმეტროპრიმისა და სულფამეტოქსაზოლის კომბინაცია თრგუნავს ფოლის მჟავას სინთეზს, რომელიც მიმდინარეობს ორ სხვადასხვა ბიოსინთეზურ ეტაპად, რაც იწვევს ბაქტერიების დეზოქსირიბონუკლეინის მჟავის სინთეზის ინჰიბირებას.

პრეპარატი თრგუნავს ისეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ზრდასა და განვითარებას, როგორიცაა სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ფილტვების ანთების გამომწვევი – დიპლოკოკები, გონოკოკები, დიზენტერიის ჩხირები, მუცლის ტიფისა და პარატიფის ჩხირები, კოლი-ჩხირები, პროტეუსის ჩხირი.

ბისეპტოლი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან: პრეპარატის მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში. პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებიდან უცვლელი სახით 60-80%-ით.

ჩვენებები:

 

  • სასუნთქი გზების ინფექციები- ქრონიკული ბრონქიტი, ცხვირის წიაღების ანთება;
  • საშარდე გზების ინფექციები – ქრონიკული პიელონეფრიტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია სალმონელათი, შიგელებით, E. coli;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები. მათ შორის გონორეული ურეთრიტი;
  • სხვა ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად კანის, განსაკუთრებით ჭრილობით განპირობებული ინფექციები.

 

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში ბისეპტოლი 480 მიიღება 2-ჯერ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით ჭამის შემდეგ.

ბავშვებში ინიშნება ბისეპტოლი 120, მისი საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს ტრიმეტროპტიმზე – 6 მგ და სულფამეტოქსაზოლზე –  30 მგ სხეულის 1 კგ წონაზე გადაანგარიშებით;

2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება ბისეპტოლი 120, რომლის დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დილას და 2 ტაბლეტს საღამოს.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება 480 მგ ტაბლეტი დილას და საღამოს.

გვერდითი მოვლენები:

ხანდახან შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და კანზე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

სულფანილამიდების მიმართ სენსიბილიზაცია, ორსულობის პერიოდი, ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის მძიმე დაზიანებები. პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას საჭიროა სისხლის სურათის შემოწმება.

ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

თირკმელების უკმარისობის დროს რეკომენდებულია სპეციალური დოზირება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვალოკორდინი 50მლ #1ფლ

9.90 ლარი
9.31 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: კრეველ მიუზელბახი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

სედა კალმ ბეიბი 100მლ სიროფი

სედა კალმ ბეიბის სიროფი 100 მლ

მიიღება ძილის დარღვევის დროს

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ძილის დარღვევა წარმოადგენს საკმაოდ გახშირებულ პრობლემას, როგორც მოზრდილ ასევე ბავშთა ასაკშიც.

როგორ მოქმედებს ?

სერენზო™ ხელს უწყობს მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება.

L- ტრიპტოფანი უზრუნველყოფს სრულფასოვან ძილს.

გვირილა ამცირებს შფოთვას, სპაზმს და იწვევს მოდუნებას.

როდის უნდა მივიღოთ?

იგი გამოიყენება მომატებული ნერვული აგზნებადობისა და ძილის დარღვევის დროს.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია 30მლ/მგ

სერენზო™, რომელიც შეიცავს

180

ლიმონენი

36

L- ტრიპტოფანი

180

გვირილას  (Matricaria recutita L.) ფოთოლის მშრალი ექსტრაქტი, რომელიც შეიცავს

180

აპიგენინი (აპიგენინ 7-გლუკოზიდის სახით)

2,16

ალფა-ბისაბოლოლი

0,036

სერენზო™

ეს ნატურალური კომპონენტია, რომელიც მიიღება ფორთოხლისა და გუმი არაბიკასაგან. სერენზო მოქმედებს ანთებისსაწინააღმდეგოდ, რომელიც გამოწვეულია სტრესით და ეხმარება სიმშვიდისა და კარგი განწყობის შენარჩუნებაში. ხასიათდება დამამშვიდებელი ეფექტით, რომელიც ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობას შეუწყობს ხელს ხანგრძლივი სტრესის დროს.

Lტრიპტოფანი

ეს არის შეუცვლელი ამინომჟავა, რომელიც ორგანიზმში გარდაიქმნება 5-ჰიდროქსიტრიპტოფანად, შემგომ კი სეროტონინად, მელატონინად და ვიტამინ B6 (ნიკოტინამიდად) – ნაერთებად, რომლებიც აუცილებლობას წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფსიქოლოგიური მდგამარეობის შენარჩუნებისა და სრულფასოვანი ძილისათვის.

ახასიათებს დამამშვიდებელი მოქმედება და ეხმარება მოუსვენრობასთან ბრძოლაში.

გვირილა – MATRICARIA RECUTITA L.

გვირილას სახასიათო შემადგენელი კომპონენტებია ეთერზეტები, როგოორიცაა აზულენი (ქამაზულენი), (-)-ალფა-ბისაბოლოლი, ტრანს-ბეტა-ტერპენები, სპიროეთერები, ფლავანოიდები, სესქვიტერპენული ლაქტონები, კუმარინები, ფენოლის მჟავები, და პოლისაქარიდები.

გვირილა გამოიყენება, ანქსიოლიტური, სედატიური, საყრდენ-მამოძრავებელი ფუნქციის, მიორელაქსაციური, ანთებისსაწინააღმდეგო, სმაზმოლიზური მოქმედების გამო. ასევე, ძილის დარღვევის, შფოთვის, მსუბუქი კუჭ-ნაწლავისმხრივი ჩივილების დროს, რომელიც დაკავშირებულია უმნიშვნელო სპაზმთან, შებერილობასთან და მეტეორიზმთან.

გამოყენების წესი

მიიღება მხოლოდ პერორალურად.

დოზირება

  • ბავშვები 1-3 წლის – 2.5 მლ 3-ჯერ დღეში
  • ბავშვები  3-6 წლის – 5 მლ 3-ჯერ დღეში
  • ბავშვები 6-12 წლის – 5-10 მლ 3-ჯერ დღეში
  • მოზრდილები და ბავშვები 12 წლიდან – 10 მლ 3-ჯერ დღეში.

სიფრთხილის ზომები:

არ მიიღოთ თუ ხართ ალერგიული რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას

შეინახეთ არაუმეტეს  25ºC.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

ტრიფტაზინი 5მგ #50ტ

ტრიფტაზინი

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო და ქიმიური დასახელება: ტრიფლუოპერაზინი; 10-[3-(4-მეთილ-1-პიპერაზინილ)პროპილ]-2-ტრიფლუორომეთილფენოთიაზინის დიჰიდროქლორიდი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებანი: ცისფერი ან მომწვანო-მოლურჯო ფერის შემოგარსული ტაბლეტები. ტაბლეტების ზედაპირზე დასაშვებია ბზვინვარება.
ტრიფლუოპერაზინის ჰიდროქლორიდი 0,005 გ ტრიფლუოპერაზინზე გადაანგარიშებით;
 
დამხმარე ნივთიერებები:

შაქარი-რაფინადი, კარტოფილის სახამებელი, აეროსილი, მაგნიუმის სტეარატი, ჟელატინი, დალექილი კალციუმის კარბონატი, ინდიგოკარმინი, გლიცერინი, ცვილი, ვაზელინის ზეთი, ტალკი.

გამოშვები ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ATC NO5A B06. ანტიფსიქოზური საშუალება-ფენოთიაზინის პიპერაზინული წარმოებული.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ტრიფტაზინი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას. მისი ნეიროლეფსიური მოქმედება შეთავსებულია გარკვეულ მასტიმულირებელ ეფექტთან. იგი ჰალუცინატარულ-ბოდვითი და ჰალუცინატორული მდგომარეობის დროს ავლენს სედატიურ მოქმედებას. პრეპარატს გააჩნია ღებინების საწინააღმდეგო ეფექტი, ხასიათდება გამოხატული კატალეფსიური მოქმედებით.
ფარმაკოკინეტიკა:
აბსორბციის ხარისხი – მაღალია, პლაზმის ცილებთან კავშირი აღწევს 95%, ახასიათებს ღვიძლში პირველადი გავლის ეფექტი. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 35%-ს. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაციის დრო 2-4 სთ-ის ტოლია. ინტენსიურად მეტაბოლიზდება, მეტაბოლიტები ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.
 
ჩვენება:
ტრიფტაზინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ, განსაკუთრებით პარანოიდული, მარტივი (აპათო-აბულიური სინდრომით), დუნედ მიმდინარე ფორმების, ბირთვული შიზოფრენიის დროს, რომელსაც თან ახლავს გამოხატული ჰალუცინატორულ-პარანოიდული ფსიქოპათიისა და ნევროზის მსგავსი მოვლენები, იპოქონდრული, სენესტოპათიური სიმპტომებით, პერიოდული შიზოფრენიის დროს. ტრიფტაზინი გამოიყენება აგრეთვე სხვა ფსიქიური დაავადებებისას, რომლებიც მიმდინარეობს ბოდვითი სიმპტომატიკითა და ჰალუცინაციებით: ალკოჰოლური ჰალუცინაციები და პარანოიდები, ინვოლუციური ფსიქოზები და ნევროზები. ტრიფტაზინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:
ტრიფტაზინი გამოიყენება პერორალურად ჭამის შემდეგ. მკურნალობის დასაწყისში მისი ერთჯერადი დოზა შეადგენს 5 მგ-ს. შემდგომში მას თანდათანობით ზრდიან 5 მგ-ით დღეღამურ დოზით 30-80 მგ-მდე. (ცალკეულ შემთხვევაში –100-120 მგ). დღეღამურ დოზამდე ყოფენ 2-4 მიღებაზე. სასურველი ეფექტის მიღწევისას ოპტიმალურ დოზას უნიშნავენ 1-3 თვის განმავლობაში, ხოლო შემდგომში თანდათანობით ამცირებენ 5-დან 20 მგ-მდე დღეში. უკანასკნელი დოზებს შემდგომში იყენებენ როგორც შემანარჩუნებელი დოზებს.
დეპრესიულ-ჰალუცინატორული და დეპრესიულ-ბოდვითი მდგომარეობების დროს ტრიფტაზინს იყენებენ ანტიდეპრესანტებთან კომბინაციაში.
ტრიფტაზინი როგორც ღებინების საწინააღმდეგო საშუალება გამოიყენება 1-4 მგ-ის ოდენობით დღეში.
ტრიფტაზინით მკურნლობა უნდა იყოს ინდივიდუალური, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 3-9 თვეს, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში უფრო მეტ ხანს. დაავადების კლინიკური სურათის მიხედვით შესაძლებელია პრეპარატისა და სხვა ნეიროლეფსიური ან ტრანკვილიზური საშუალებების (მაგრამ არა ანტიდეპრესანტებთან) კომბინირებულ გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:
ტრიფტაზინის გამოყენებისას საკმაოდ ხშირად აღინიშნება ექსტრაპირამიდული დარღვევები (დისკინეზია, აკინეტო-რიგიდული მოვლენები, აკატიზია, ჰიპერკინეზი, ტრემორი, ვეგეტატური დარღვევები). კორექტორის სახით იყენებენ ანტიპარკინსონულ საშუალებებს – ტროპაცინი, ციკლოდოლი, და სხვა. დისკინეზიები (პაროქსიზმული კრუნჩხვები კისრის კუნთების კრუნჩხვების, ენის, პირის ღრუს ფსკერის, ოკულოგირული კრიზები) კუპირდებიან კოფეინის ნატრიუმის ბენზოატით 2 მლ 20%-იანი ხსნარი კანქვეშ, ან ამინაზინის (1-2 მლ 2,5%-იანი ხსნარი კუნთებში)ხსნარით.
იშვიათად აღინიშნება ტოქსიკური ჰეპატიტი, აგრანულოციტოზი.
მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება.

წინააღმდეგჩვენება:
ღვიძლის მწვავე და ქრონიკული-ანთებითი დაავადებები, გულის დაავადებები გამტარებლობის დარღვევით და დეკომპენსაციის სტადიაში, ორსულობის პერიოდი, თირკმელების მძიმე ფორმის დაავადებები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატი შეუთავსებელია ეთანოლთან და ცნს-ზე დამთრგუნველად მოქმედ საშუალებებთან.

ჭარბი დოზირება:
მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
სიმპტომები და მკურნალობა: იხ. “გვერდითი მოვლენები”.

გამოყენების თავისებურებები:
მკურნალობის ფონზე არ არის რეკომენდბული იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებას, ფსიქიურ და მოძრაობით რეაქციების სიჩქარეს (მაგალითად, ტრანსპორტის და მექანიზმების მართვა). ხანდაზმულ პაციენტებში შესაძლებელია შეუქცევადი დისკინეზური მოძრაობების განვითარება. გვიანებითი დისკინეზიის ნიშნების გამოვლენისას, მკურნალობა საჭიროა შევწყვიტოთ.
 

შენახვის პირობები და ვადა:
ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი

შეფუთვა:
10 და 50 შემოგარული ტაბლეტი კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.
N50 შემოგარსული ტაბლეტები კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში; 10 შემოგარსული ტაბლეტები 5 კონტურული დაყოფილ შეფუთვაში, რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
  
მწარმოებელი:
“ზდოროვიე”  (უკრაინა)

გლისაიტი #30ტ

29.19 ლარი
27.45 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: სენსილაბი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!