Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 682

ნანომელი 30მლ სპრეი სუბლინგვ.

ნანომელი / Nanomel spray

 

სავაჭრო სახელწოდება:
ნანომელი / Nanomel spray

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):
melatonin

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მწარმოებელი:
Euronatural

მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია

გამოშვების ფორმა
სპრეი 0,125 მლ

გაცემის რეჟიმი
III
ჯგუფი (ურეცეპტოდ)

 

შემადგენლობა

ნანომელის 1 სპრეი ­ 0,125 მლ, შეიცავს 0,5 მგ მელატონინს. ნანოტექნოლოგიური მეთოდი, რომლითაც დამზადებულია ნანომელი, თავიდან გვაცილებს აქტიური ნივთიერების ჰიდროლიზურ ოქსიდაციას , რაც განაპირობებს მელატონინის მაქსიმალურ შეწოვას

მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის ჰორმონს. აწესრიგებს ცირკადულ რიტმებს , არეგულირებს ძილის და სიფხიზლის ციკლს, ხელს უწყობს ღამის ძილის მოწესრიგებას, აჩქარებს ჩაძინებას, აუმჯობესებს ძილის ხარისხს, ამცირებს ღამის გამოღვიძებების რაოდენობას, აუმჯობესებს გუნება ­განწყობას, დილით გამოღვიძებისას არ ახასიათებს მოთენთილობა და უგუნებობა . ამცირებს სტრესულ რეაქციებს, ხელს უწყობს ორგანიზმის სწრაფ ადაპტირებას საათობრივი ზონების ცვლილებებზე. გააჩნია გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები , არეგულირებს გონადოტროპინების სეკრეციას, აგრეთვე, ადენოჰიპოფიზის ზემოქმედებას ­ კორტიკოტროპინის, თირეოტროპინის და სომატოტროპინის სეკრეციაზე. არ იწვევს შეჩვევას და დამოკიდებულებას .

 

ნანომელის სუბლინგვალური სპრეი:

  • არეგულირებს ძილ­ღვიძილის ციკლს, სხეულის ტემპერატურას
  • ასწორებს ძილის დარღვევებს (გადაფრენასთან დაკავშირებული სადღეღამისო ბიორიტმის დარღვევა , შეფერხებული ძილის ფაზის სინდრომი, სამუშაოსთან დაკავშირებული ძილის პრობლემები და ძილის ზოგიერთი დარღვევა ბავშვებში )
  • აჩქარებს ჩაძინების დროს, აუმჯობესებს საერთო ძილის დროსა და ხარისხს
  • წარმოადგენს ნეიროპროტექტორულ ნივთიერებას (ნეიროდეგენარაციული დარღვევებისას ამცირებს ტვინის ოქსიდაციურ დაზიანებას )
  • ამცირებს ბენზოდიაზეპინებისმოხსნის სინდრომისსიმწვავეს
  • ამცირებს ნეიროლეპტიკების გვერდით მოვლენებს (გვიანი დისკინეზია, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერტენზია )
  • აქვს ონკოსტატიკური ეფექტი, განსაკუთრებით ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნეებზე
  • აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება (აუვნებელყოფს თავისუფალ რადიკალებს, ასტიმულირებს ანტიოქსიდანტურ ფერმენტებს , რაც იცავს უჯრედებს ოქსიდაციური დაზიანებისგან )
  • არეგულირებს ჰორმონების სეკრეციას ჩვენებები
  • სხვადასხვა დაავადებებით ან მდგომარეობებით გამოწვეული უძილობა მიღების წესი
  • დაძინებამდე 1 საათით ადრე 1-­2 შესხურება
  • როგორც ადაპტოგენი საათობრივი სარტყლის ცვლისას : ფრენამდე 1 დღით ადრე და შემდეგი 2-­5 დღის განმავლობაში 1-2 სპრეის შესხურება დაძინებამდე 1 საათით ადრე

 

ბიოტაქსიმი – BIOTAXYM – БИОТАКСИМ

საერთაშორისო დასახელება:

CEFOTAXIME

მწარმოებელი: BIOTON SP z. o. o.,პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფოტაქსიმი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფიდან.

გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ცეფოტაქსიმის ნატრიუმი …………. 250 მგ

1 ფლ.

ცეფოტაქსიმის ნატრიუმი …………..500 მგ

1 ფლ.

ცეფოტაქსიმის ნატრიუმი ……………. 1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი თრგუნავს ბაქტერიული უჯრედების მემბრანების სინთეზს. ორგანიზმში ცეფოტაქსიმის მეტაბოლიზმის დროს მიიღება აქტიური პროდუქტი – დიაცეტილფოტაქსიმი, რომელიც მნიშვნელოვნად თრგუნავს პრეპარატის ბაქტერიულ ეფექტს და ზრდის მის ანტიბაქტერიული აქტივობას.

In vitro ცეფოტაქსიმი ავლენს აქტივობას მრავალი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. იგი რეზისტენტულია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ და ასევე წარმოადგენს ბეტა-ლაქტამაზების ძლიერ ინჰიბიტორს, რომლებსაც გამოიმუშავებენ ზოგიერთი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები, კერძოდ Enterobacteriaceae.

In vitro ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობიარენი არიან გრამუარყოფითი ბაქტერიები: Enterobacteriaceae-ს ოჯახის მრავალი ბაქტერიული შტამები; Citrobacter spp.-ს, Enterobacter spp.-ს, Escherichia coli და Klebsiella spp.-ს  მრავალი შტამები აგრეთვე Proteus spp. (ინდოლდადებითი და ინდოლუარყოფითი შტამები), Providencia spp., Salmonella spp., Serratia spp. პრეპარატის მიმართ მგრძნობიარეა აგრეთვე Shigella spp., Haemophilus influenzae, Neisseria gonorrhoeae, N. meningitis-ის შტამები.

In vitro Pseudomonas  ზოგიერთი შტამები ავლენენ ცეფოტაქსიმის მიმართ მგრძნობელობას. ცეფოტაქსიმი in vitro აქტიურია განსაზღვრული გრამდადებითი ბაქტერიების, ნაწილობრივ კი სტრეპტოკოკებისა და სტაფილოკოკების მიმართ (მეტიცილინ-რეზისტენტული S. aureus რეზისტენტულია ცეფოტაქსიმის მიმართ). In vitro ზოგიერთი ანაერობები მგრძნობიარენი არიან ცეფოტაქსიმის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ Bacteroides fragilis და Klostridium spp.-ს ზოგიერთი შტამები ავლენენ რეზისტენტობას პრეპარატის მიმართ.

ცეფოტაქსიმი in vitro ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ურთიერთქმედებისას ავლენს სინერგიზმს გრამუარყოფითი ბაქტერიების, ნაწილობრივ კი Pseudomonas aeruginosa-ს განსაზღვრული შტამების მიმართ.

ფარმაკოკინეტკა:

ჯანმრთელ მოხალისეებში ერთჯერადად 500 მგ-ის ან 1 გ ცეფოტაქსიმის შეყვანის შემდეგ შრატში მისი საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 30 წთ-ის შემდეგ და შეადგენს 11.7 და 20.5 მკგ/მლ-ში. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1 სთ-ს. 1 გ ცეფოტაქსიმის 14 დღის განმავლობაში ყოველდღიურად ყოველ 6 სთ-ში ვენაში ინფუზიისას არ აღინიშნებოდა მისი კულმულაცია. იგი პლაზმის ცილებს უკავშირდება 20-40%-ით. პრეპარატი სწრაფად აღწევს პლაცენტურ ბარიერსა და დედის რძეში. მენინგიტის დროს მისი მაღალი დოზით შეყვანისას იგი სწრაფად აღწევს ცერებროსპინალურ სითხეებში.

პრეპარატის 30-40% გამოიყოფა ღვიძლით და გარდაიქმნება აქტიურ დიაცეტილცეფოტაქსიმად, რომლის კონცენტრაცია სისხლში პრეპარატის შეყვანიდან მაქსიმუმს აღწევს 2-3 სთ-ში, მისი თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 6-8 სთ-ის განმავლობაში. დიაცეტილცეფოტაქსიმის ნახევარგამოყოფის პერიოდია: მოზრდილებში 1.6 სთ, ბავშვებში 2.1 სთ, და ახალშობილებში 9.4 სთ.

ცეფოტაქსიმის დაახლოებით 60% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდით 24 სთ-ის განმავლობაში, 20% დიაცეტილცეფოტაქსიმისა და ზოგიერთი მეტაბოლიტების სახით, ხოლო დანარჩენი 20% – ნაღველით.

ჩვენებები:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის Streptococcus pneumoniae-თი გამოწვეული პნევმონიები (პენიცილინის მიმართ დაქვეითებული მგრძნობელობის მქონე), Escherichia coli, Klebsiella spp, Haemophilus influenzae  (მათ შორის ამპიცილინის მიმართ რეზისტენტული შტამები),  Proteus mirabilis,Serratia marcescens და Enterobacter spp.
  • Citrobacter spp., Enterobacter spp., Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgerii და Serratia marcescens -ით გამოწვეული შარდგამომყოფი ტრაქტის ინფექციები, გონორეის გართულებელი შემთხვევები, მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი Neiseria gonorrhoea-ს შტამებით;
  • მცირე მენჯის ინფექციები, მათ შორის Escherichia coli, Proteus mirabilis,  ანაერობული კოკებით – Peptostreptococcus spp. -ით და Peptococcus spp-ით. აგრეთვე Bacteroides spp.-ის განსაზღვრული შტამები B. fragilis, Klostridium spp. -ის ჩათვლით;
  • Escherichia coli, Klebsiella spp., Serratia macescens-ის შტამებით გამოწვეული სეფსისი და ბაქტერიემია;
  • Escherichia coli, Enterobacter spp., , Klebsiella spp., Proteus mirabilis,  Morganella morganii, Providencia rettgerii, Pseudomonas spp., Serratia macescens, Bacteroides spp.- ით, აგრეთვე ანაერობული კოკებით – Peptostreptococcus spp. -ით და Peptococcus spp.-ით გამოწვეული კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • Escherichia coli, Bacteroides spp -ით და Peptococcus spp -ით გამოწვეული მუცლის ღრუს ინფექციები პერიტონიტების ჩათვლით;
  • Haemophilus influenzae, Streptococcus spp., Proteus mirabilis  ბაქტერიებით გამოწვეული ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • Neisseria meningitidis, haemophilis influenzae, Streptococcus pneumoniae, Klebsiella pneumoniae და Escherichia  coli-ით გამოწვეული ცნს-ის ინფექციები, მენინგიტის ჩათვლით;
  • ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ჩვეულებრივ 1 გ ყოველ 12 სთ-ში ვენაში ან კუნთებში.

საშუალო და შედარებით მძიმე ფორმის ინფექციების დროს – 1-2 გ ყოველ 8 სთ-ში ვენაში ან კუნთებში.

მძიმე ფორმის ინფექციების დროს, რომლებიც მოითხოვენ პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებას, მაგალითად, სეფსისის დროს – 2 გ ყოველ 6 სთ-ში ვენაში;

სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების სამკურნალოდ პრეპარატი გამოიყენება 2 გ-ის ოდენობით ყოველ 4 სთ-ში ვენაში;

გონორეის დროს – 1 გ კუნთებში.

მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 12 გ-ს.

დღენაკლულ და 7 დღეზე ნაკლები ასაკის ახალშობილებში – 50-100 მგკ/კგ სხეულის წონაზე ყოველდღიურად, დაყოფილი თანაბრად 3 დოზად.

დღენაკლულ და 7 დღეზე ნაკლები ასაკიდან 1 თვემდე ასაკის ახალშობილებში – 75-150 მგ/კგ სხეულის წონაზე ყოველდღიურად, თანაბრად დაყოფილ 2 დოზად.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 100-180 მგ/სხეულის წონაზე დღეში, ვენაში, 4-6 თანაბრად განაწილებული დოზებით. ზემოთ აღნიშნული მაქსიმალური დოზა გამოყენებულ უნდა იქნეს მძიმე ფორმის ინფექციების, მენინგიტის ჩათვლით, 50 კგ-ზე ზევით სხეულის წონის მქონე ბავშვებში გამოიყენება მოზრდილებისათვის რეკომენდებული დოზა. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 12 გ-ს.

ჩვილ და 2.5 წლის ასაკამდე ბავშვებში პრეპარატი შეყავთ ლიდოკაინთან ერთად.

პროფილაქტიკის მიზნით 1 გ პრეპარატი შეჰყავთ ოპერაციამდე 30-90 წუთ-ით ადრე. ჩვენების მიხედვით დოზა შესაძლებელია გავიმეოროთ 6-დან 12 სთ-მდე.

თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად. 20 მლ/წთ/1.73 კუბ.მ-ზე ნაკლები კლირენსის დროს დოზა შესაძლებელია შევამციროთ 2-ჯერ.

ხსნარის მომზადების წესი:

კუნთებში პრეპარატის შეყვანისათვის ფლაკონის შიგთავსი (250 მგ ან 50 მგ) საჭიროა გავხსნათ 2 მლ-ში, ხოლო 1 გ 4 მლ საინექციო წყალში და შევიყვანოთ ღრმად დუნდულოს კუნთებში. პრეპარატის გასახსნელად შესაძლებელია გამოვიყენოთ 1%-იანი ლიდოკაინის ხსნარი. ლიდოკაინის შემცველი ხსნარის ვენაში შეყვანა არ არის რეკომენდებული. ვენაში პრეპარატის შეყვანისათვის ფლაკონის შიგთავსს (25 მგ, 500 მგ ან 1  გ) ხსნიან არანაკლებ 10 მლ საინექციო წყალში და შეჰყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში.

ვენაში წვეთოვანი გზით შეყვანისათვის ახლად დამზადებულ ხსნარს, რომელიც ვენაში შესაყვანი ხსნარის იდენტურია, დამატებით ხსნიან შემდეგ ხსნარებში: 5-10 მლ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში, 5% ან 10% საინექციო ხსნარში, 5% გლუკოზის და 0.45% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, 5% გლუკოზის და 0.2% ნატრიუმის ქლორიდის საინექციო ხსნარში, რინგერის და ნატრიუმის ლაქტატების საინექციო ხსნარებში (M/6). შეყვანის ხანგრძლივობა შეადგენს 20-60 წთ-ს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ხსნარები სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, ან 5 დღის განმავლობაში 2-80C ტემპერატურაზე. რეკომენდებულია ხსნარის დამზადება უშუალოდ გამოყენების წინ.

ხსნარების გამოყენება რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.

გვერდითი მოვლენები:

ცეფოტაქსიმი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები ვითარდება იშვიათად და ატარებენ გარდამავალ ხასიათს. ცეფოტაქსიმით მკურნალობისას შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ლოკალური რეაქციები: ვენაში ინექციის შემდეგ – ფლებიტი, კუნთებში ინექციის შემდეგ – ინექციის ადგილას ტკივილი და გამკვრივება.

მომატებული მგრძნობელობა: კანზე გამონაყარი, ქავილი, ბრონქოსპაზმი, სხეულის მომატებული ტემპერატურა.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ყაბზობა, იშვიათად გულისრევა და ღებინება, ძალიან იშვიათად – ფსევდომემბრანული კოლიტი; ღვიძლის ენზიმების აქტივობის მომატება; შრატში კრეატინინის დონის გარდამავალი მომატება.

სისხლის შემადგენლობის ცვლილება: გრანულოციტოპენია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ნეიტროპენი და თრომბოციტოპენია.

სხვა: თავის ტკივილი: ვაგინალური კანდიდოზი.

უკუჩვენებები:

ცეფალოსპორინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში. იმის გამო, რომ ცეფოტაქსიმი მცირე დოზით აღწევს დედის რძეში, იგი სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც პრეპარატის მიმართ აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები. მწვავე ალერგიული რეაქციების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

ცეფოტაქსიმი სიფრთხილით ინიშნება აგრეთვე შემდეგი შემთხვევების დროს:

  • პენიცილინის მიმართ დიაგნოსტირებული ჰიპერმგრძნობელობა, ჯვარედინი რეაქციის შესაძლო განვითარების გამო;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები (განსაკუთრებით კოლიტის დროს).
  • ხანდაზმულ და თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში დოზა ინიშნება კრეატინინის კლირენსის მიხედვით.

მიუხედავად იმისა, რომ ცეფოტაქსიმი უარყოფითად არ მოქმედებს თირკმელების ფუნქციაზე, თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია თირკმელების ფუნქციის მონიტორინგი.

ცეფოტაქსიმის ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში გრანულოციტოპენიის წარმოშობის ალბათობის გამო, საჭირო სისხლის მორფოანალიზის ჩატარება იმ პაციენტებში, რომლებიც 1 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებენ ანტიბიოიტიკს.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება იმ პაციენტებში, რომელიც იყენებენ ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებსა და/ან ძლიერმოქმედ დიურეზულ საშუალებებს.

2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ვენაში შეყვანა არ არის რეკომენდებული.

ცეფოტაქსიმის ხსნარი მაქსიმალურად სტაბილური არის, როდესაც მჟავა-ტუტოვანი ბალანსი შეადგენს – 5-7 pH-ს. რის გამოც პრეპარატის ხსნარი არ მოითხოვს საჭიროებას განვაზავოთ სითხეებში, რომელთა pH 7,5-ზე მეტია. ცეფოტაქსიმით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარება, რომელიც განპირობებულია Clostridium difficile-ს შტამებით გამოყოფილი ტოქსინებით. სუსტად გამოხატული სხვა გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ქრება. საშუალო და მძიმე ფორმის გვერდითი მოვლენების დროს საჭიროა ორგანიზმის ჰიდრატაცია და ცილისა და ელექტროლიტების დეფიციტის შევსება, ასევე საჭიროა შესაბამისი ანტიბიოტიკის დანიშვნა, Clostridium difficile -ს საწინააღმდეგოდ (პირველ რიგში – მეტრონიდაზოლი, არასასურველი შედეგის ან პაციენტის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში რეკომენდებულია პერორალურად ვანკომიცინის მიღება).

ცეფოტაქსიმის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს რეზისტენტული შტამების გამრავლება სოკოების სახით, რომლის დროსაც რეკომენდებულია ადექვატური მკურნალობის ჩატარება.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში განსაკუთრებით თირკმელების უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში, არსებობს გარდამავალი ენცეფალოპათიის განვითარების რისკი.

მკურნალობა სიმპტომურია. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცეფოტაქსიმისა და ამინოგლიკოზიდური ჯგუფის ანტიბიოტიკების, ვანკომიცინის, ანტიკუაგულანტების (კუმარინების წარმოებულები) ერთდროული გამოყენებისას ცეფოტაქსიმი მოქმედებს სინერგულად. პრობენეციდი, აზლოცილინი და მეზლოცილინი მნიშვნელოვნად თრგუნავენ ცეფოტაქსიმის მოქმედებას. ცეფოტაქსიმისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების ერთ შპრიცში ან საინფუზიო სისტემაში შერევა დაუშვებელია, ვინაიდან მოსალოდნელია მათი დეზაქტივაცია. ზემოთ აღნიშნული პრეპარატების ერთდროული გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა მათი შეყვანა სხეულის სხვადასხვა ადგილას. ცეფოტაქსიმი აგრეთვე შეუთავსებელია ნატრიუმის ბიკარბონატთან.

ცეფოტაქსიმის გამოყენებისას მოსალოდნელია ცრუ დადებითი შედეგი შარდში გლუკოზის შემცველობაზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის დროს. სეროლოგიურ ტესტებში შესაძლებელია ცრუ დადებითი კუმბსის რეაქცია.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვალერიანის ნაყენი 25მლ (საქ)

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

სოლიანი 200მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – amisulpride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N05AL05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 ტაბლეტები (100 მგ და 200 მგ დოზირება)
 შემოგარს. ტაბლეტები 400 მგ დოზირება
10 ტაბლეტი ალ/პვქ ფოლგის ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამისულფრიდი სელექციურად, მაღალი აფინურობით უკავშირდება დოფამინერგული რეცეპტორების D2/D3 ქვეტიპებს, თუმცა არ ახასიათებს D1, D4 და D5 რეცეპტორების მიმართ აფინურობა. კლასიკური და ატიპიური ნეიროლეფსიურებისგან განსხვავებით, ამისულფრიდს არ გააჩნია აფინურობა სეროტონინური რეცეპტორების, H1 ჰისტამინური, ალფა-ადრენერგული და ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ. მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში აბლოკირებს პოსტსინაფსურ D2 რეცეპტორებს, რომლებიც ლოკალიზებულია ლიმბურ სისტემაში (არ ახდენს ზეგავლენას ანალოგიურ რეცეპტორებზე სტრიატუმში). განმეორებითი მკურნალობის შემდეგ არ იწვევს კატალეფსიას და D2-დოფამინური რეცეპტორების ჰიპერმგრძნობელობის განვითარებას. მცირე დოზებით იგი უპირატესად დოფამინის გამოთავისუფლების სტიმულირებით აბლოკირებს პრესინაფსურ D2/D3 რეცეპტორებს. ასეთ ატიპიურ ფარმაკოლოგიურ პროფილს შეუძლია მაღალ დოზებში პოსტსინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული ამისულფრიდის ანტიფსიქოზური ეფექტის და დაბალ დოზებში პრესინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული კლინიკურად ნეგატიური სიმპტომების მიმართ მისი ეფექტურობის ახსნა. აღნიშნულის გარდა, ამისულფრიდი ნაკლებად იწვევს ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უპირატეს ლიმბურ აქტივობასთან. შიზოფრენიის მწვავე შეტევების მქონე ავადმყოფებში სოლიანი მოქმედებს, როგორც კლინიკურ მეორად ნეგატიურ სიმპტომებზე, ასევე, ისეთ აფექტურ სიმპტომებზე, როგორიცაა დეპრესიული მდგომარეობა და რეტარდაცია. ფარმაკოკინეტიკა ამისულფრიდს აღენიშნება ორი აბსორბციული პიკი: ერთი მიიღწევა სწრაფად, დოზის შეყვანიდან ერთ საათში, ხოლო მეორე – მიღების შემდეგ 3-4 საათის შუალედში. 50 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 39+3 და 54+4 ნგ/მლ შესაბამისად. განაწილების მოცულობა ტოლია 5,8 ლ/კგ. რადგან პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (16%), ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ნაკლებად სავარაუდოა. სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს 48%. ამისულფრიდი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 4%), იდენტიფიცირებულია ორი არააქტიური მეტაბოლიტი. ამისულფრიდის დაგროვება არ ხდება და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკა უცვლელი რჩება. ამისულფრიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 12 საათს მისი პერორალური მიღების შემდეგ. ამისულფრიდი გამოიყოფა შარდის საშუალებით შეუცვლელი სახით. კლირენსი შეადგენს დაახლოებით 330 მლ/წთ. ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვები აქვეითებს AUC (მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დრო), მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს და ამისულფრიდის მაქსიმალურ კონცენტრაციას, ხოლო ცხიმებით გამდიდრებული საკვები ზემოთაღნიშნული ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა, ყოვედლღიურ კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული დაკვირვებების მნიშვნელობა ცნობილი არ არის. ღვიძლის უკმარისობა იმის გამო, რომ პრეპარატი შენელებული მეტაბოლიზმით გამოირჩევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. თირკმელების უკმარისობა თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება, ხოლო სისტემური კლირენსი ქვეითდება კოეფიციენტით 2,5-3. თირკმელების დაბალი ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ამისულფრიდის AUC იზრდება ორჯერ, ხოლო ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში – ათჯერ (იხ. “გამოყენება და დოზები”). თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება შეზღუდულია და 50 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღების შედეგები არ არსებობს. ამისულფრიდი სუსტად ექვემდებარება დიალიზს. ხანდაზმული პაციენტები ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელს ზემოთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შეზღუდული რაოდენობა ადასტურებს, რომ პრეპარატის 50მგ შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax, T1/2 და AUC 10-30%-ით მაღალია, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში არ მოიპოვება.

ჩვენებები

პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.

მიღების წესები და დოზები

მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800მგ დოზის შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ. შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით. კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით. თირკმელების უკმარისობა ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: უძილობა, მოუსვენრობა, აჟიტაცია. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა (ტრემორი, ჰიპერტონია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, ჰიპოკინეზია). შემანარჩუნებელი დოზების მიღების შემთხვევაში მათი ინტენსიურობა ჩვეულებრივ ზომიერია, სიმპტომები ნაწილობრივ შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. უპირატესად ნეგატიური სიმპტომების მკურნალობისათვის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე (რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე) ძალიან დაბალია დღე-ღამეში 50-დან 300 მგ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში. იშვიათად: ძილიანობა დღის განმავლობაში. ძალიან იშვიათად: მწვავე დისტონია (სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგენური კრიზები, ტრიზმი და ა.შ.). აღნიშნული მდგომარეობა შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. გვიანი დისკინეზია, რომელიც დახასიათებულია უპირატესად ენის და/ან სახის უნებლიე მოძრაობების უნარის დარღვევით, არის პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი. კრუნჩხვითი შეტევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები ხშირად: სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს შეიძლება გახდეს გალაქტორეის, ამენორეის, გინეკომასტიის, სარძევე ჯირკვლების გადიდების, იმპოტენციის, ფრიგიდულობის მიზეზი. წონაში მომატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები იშვიათად: შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში. დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. QT ინტერვალის გახანგრძლივება და მოციმციმე არითმიის ძალიან იშვიათი შემთხევევბი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, განსაკუთრებით ტრანსამინაზას.
ზოგადი დარღვევები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

– ამისულფრიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
– თანმხლები პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად: ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლების კიბო.
– ფეოქრომოციტომა.
– ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).
– ლაქტაციის პერიოდი.
– თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ დაბალი)
– სულტოპრიდთან ერთად. – დოფამინერგულ აგონისტებთან (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი) კომბინაციაში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გარდა (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). სიფრთხილით – ეპილეფსია, პარკინსონიზმი, ხანდაზმული ასაკი, თირკმელების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის განმავლობაში ამისულფრიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური საფრთხე გაუმართლებელია.

განსაკუთრებული მითითებები

– სხვა ნეიროლეფსიურების გამოყენების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდობის, პერიფერიული ნერვული სისტემის დისფუნქციის, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით. ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ფონზე, აუცილებელია ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატის, განსაკუთრებით ამისულფრიდის, მიღების შეწყვეტა.
– ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში, აუცილებელია დოზის შემცირება და “გამოყენება და დოზების” ნაწილში აღწერილი თერაპიის სქემით ხელმძღვანელობა.
-მძიმე ფორმებში თირკმელების დარღვევების მქონე ავადმყოფებში (CRcl-პრეპარატის სუსტი მეტაბოლიზმის გამო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შემცირებას არ საჭიროებს.
-ამისულფრიდი აქვეითებს კრუნჩხვით მოვლენებს. ამიტომ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებს ანამნეზში ამისულპირიდის თერაპიის დროს ესაჭიროებათ უწყვეტი დაკვირვება.
– სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ხანდაზმულ ასაკში ამისულპირიდი სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის განვითარების რისკის გამო.
– პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, ანტიდოფამინერგული პრეპარატები და ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილის დაცვით მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო.
– ამისულფრიდის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიროლეფსიური თერაპიის თავიდან აცილება შეუძლებელია.
– QT ინტერვალის გახანგრძლივება: ამისულფრიდი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. თავის მხრივ, ეს ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს (“torsades de pointes”-ის სინდრომი). – პრეპარატის დანიშვნის წინ და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, რეკომენდებულია რითმის შემდეგი დარღვევების განვითარების ფაქტორების კონტროლი:
– ბრადიკარდია 55-ზე ნაკლები გულისცემის სიხშირე;
– ჰიპოკალიემია;
– QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.
გამოხატული ბრადიკარდიის (
ჭარბი დოზირება

ამისულფრიდის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები შეზღუდულია. არსებობს ცნობები პრეპარატის აღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერების შესახებ. მათში შედის ძილიანობა და სედაცია, კომა, არტერიული ჰიპოტენზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სხვა პრეპარატებთან შესაძლო კომბინაციის შესწავლა და ზომების მიღება: ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი; ელექტროკარდიოგრამაზე მონიტორული დაკვირვების ჩატარება (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი). სერიოზული ექსტრაპირამიდური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს ანტიქოლინერგული საშუალებები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინაციები ლევოდოპას გარდა, დოფამინერგული აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი), პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გამოკლებით. დოფამინერგული აგონისტები და ნეიროლეფსიურები ავლენს ურთიერთანტაგონიზმს. ნეიროლეპტიკებით გამოწვეული ესქტრაპირამიდული სინდრომის შემთხვევაში, დოფამინერგული აგონისტების გამოყენების ნაცვლად საჭიროა ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება. სულტოპრიდი- იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის გამოვლენის რისკი. არარეკომენდებული კომბინაციები “torsades de pointes”-ის სინდრომის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები: Iა ჯგუფის(ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III ჯგუფის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგირთი ნეიროლეფსიური (ტიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი) და სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, მიზოლასტინი, ინტრავენური ვინკამინი, ჰალოფანტრინი, სპარფლოქსაცინი, გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი. იზრდება პარკუჭოვანი არითმიების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. თუ პრეპარატების ერთად დანიშვნის თავიდან აცილება არ შეიძლება, დანიშვნამდე აუცილებელია ჩატარდეს QT ინტერვალის კონტროლი და ეკგ-მონიტორინგის დაწყება. ალკოჰოლი: აძლიერებს ნეიროლეფსიურების სედატიურ ეფექტს. ალკოჰოლური სასმელების მიღება სპირტის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ შეიძლება. ლევოდოპა: ლევოდოპას და ნეიროლეფსიურების მოქმედების ურთიერთანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა. სიფრთხილით დასანიშნი კომბინაციები ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (ბეტაადრენობლოკატორები, სოტალოლის გარდა, ბრადიკარდიის გამომწვევი კალციუმის არხების ბლოკატორები – დილთიაზემი და ვერაპამილი), კლონიდინი, გუანფაცინი; საგულე გლიკოზიდები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმი, გალანტამინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები: კალიუმის გამომყოფი დიურეზულები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B (ინტრავენური), გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”- ის განვითარება. მხედველობაში მისაღები კომბინაციები: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები: ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები: მორფინის წარმოებულები (ანალგეზიურები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები): ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინი და სხვა ანქსიოლიზურები; საძილე საშუალებები: სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური ანტიჰისტამინები H1: ცენტრალური მოქმედების ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები; ნეიროლეფსიურები; სხვა: ბაკლოფენი; ტალიდომიდი, პიზოტიფენი. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოხატული დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. აღნიშნული საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის მძღოლებს და მემანქანეებს. ბეტა-ბლოკატორები გულის უკმარისობის შემთხვევაში: ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი: სისხლ-ძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით, ორტოსტატური (ადიტიური ეფექტი).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

გამალატი B6 80მლ ხსნარი

39.34 ლარი
36.98 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ფერერ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ბიოსტაბილი – BIOSTABYL – БИОСТАБИЛ

შემადგენლობა:

ლიოფილიზირებული ლაქტოფერმენტების 4 ჯგუფი;

სპორირებული ლაქტოფერმენტების 2 ჯგუფი;

ლაქტოფერინი;

ინულინი (პრობიოტიკური ბოჭკო);

B ჯგუფის ვიტამინიები;

ფოსფატური ბუფერი;

მეტოცელი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ლაქტოფერმენტები – ნაწლავური მიკროფლორის ძირითადი კომპონენტები, აუცილებელია ამ სისტემაში ნებისმიერი დისბალანსის დროს ფიზიოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებისა და აღდგენისათვის.

ანტიბიოტიკოთერაპია, მალნუტრიცია, განსხვავებულ კლიმატურ ზონაში მოგზაურობა, სტრესი, გაციება, ნაწლავებში ბაქტერიული ფლორის წონასწორობის დარღვევის ყველაზე ხშირი მიზეზებია და შედეგად ვითარდება ნაწლავთა პერისტალტიკის დარღვევა, მუცლის კუნთების დეფანსი, მეტეორიზმი, მალაბსორბცია, კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება.

ლაქტოფერინი დედის რძეში არსებული რკინაშემაკავშირებელი ცილაა, რომელიც თრგუნავს ბაქტერიების მიერ რკინის ათვისებას და ხელს უშლის პათოგენური მიკროორგანიოზმების, მაგალითად გრამუარყოფითი ბაქტერიების გამრავლებას, რადგან მათი ზრდა–განვითარებისათვის აუცილებელია  რკინა. ლაქტოფერმენტებს კი მეტაბოლიზმისათვის რკინა არ ესაჭიროება და იქმნება ხელსაყრელი პირობები ნორმალური მიკროფლორის წონასწორობის შენარჩუნებისათვის. ლაქტოფერინი ნაწლავებიდან რკინის იონებთან კომპლექსის სახით შეიწოვება და აუმჯობესებს ამ მნიშვნელოვანი ელემენტის შეწოვას.

ინულინი – პრობიოტიკური ბოჭკო, წარმოადგენს საკვებ ნიადაგს ნორმალური მიკროფლორისათვის და უზრუნველყოფს ლაქტოფერმენტებით ნაწლავების სწრაფ კოლონიზაციას (ნაწლავის ფლორის მეგობარი ბაქტერიები).

B ჯგუფის ვიტამინები უჯრედების ფიზიოლოგიური განვითარებისათვის საჭირო ფერმენტების აუცილებელი ბიოლოგიური კატალიზატორებია.

B ჯგუფის ვიტამინების სინთეზი მიმდინარეობს ნაწლავებში. მიკროფლორის დისბალანსის შემთხვევაში ვიტამინების პროდუქცია მცირდება და აუცილებელია დეფიციტის აღმოფხვრა.

ფოსფატური ბუფერი იცავს პრეპარატის შემადგენლობაში არსებულ ბაქტერიებს კუჭის ბარიერის გადალახვის დროს. მეტოცელი კუჭის წვენთან კონტაქტის შემდეგ გარდაიქმნება გელად და შემოფარგლავს ლაქტოფერმენტებს, იცავს მათ მარილმჟავას აგრესიული ზემოქმედებისაგან. მეტოცელი უზრუნველყოფს ნაწლავებში ბაქტერიების აქტიური სახით მიწოდებას.

მიღების წესი და დოზირება:

2 კაფსულა ერთხელ დღეში მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები:

არ არის დადგენილი.

გამოშვების ფორმა:

კაფსულა № 20

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: BIOSAN Bollate (Milan), იტალია.

ვალერიანის ექსტრაქტი #50ტ(ბელ)

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

სოლიანი 100მგ #30ტ

საერთაშორისო დასახელება – amisulpride
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – N05AL05

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ფსიქოტროპული საშუალებები; ნეიროლეფსიური (ანტიფსიქოზური) საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

 ტაბლეტები (100 მგ და 200 მგ დოზირება)
 შემოგარს. ტაბლეტები 400 მგ დოზირება
10 ტაბლეტი ალ/პვქ ფოლგის ბლისტერში. 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში

ფარმაკოლოგიური თვისებები

ამისულფრიდი სელექციურად, მაღალი აფინურობით უკავშირდება დოფამინერგული რეცეპტორების D2/D3 ქვეტიპებს, თუმცა არ ახასიათებს D1, D4 და D5 რეცეპტორების მიმართ აფინურობა. კლასიკური და ატიპიური ნეიროლეფსიურებისგან განსხვავებით, ამისულფრიდს არ გააჩნია აფინურობა სეროტონინური რეცეპტორების, H1 ჰისტამინური, ალფა-ადრენერგული და ქოლინერგული რეცეპტორების მიმართ. მაღალი დოზებით გამოყენების შემთხვევაში აბლოკირებს პოსტსინაფსურ D2 რეცეპტორებს, რომლებიც ლოკალიზებულია ლიმბურ სისტემაში (არ ახდენს ზეგავლენას ანალოგიურ რეცეპტორებზე სტრიატუმში). განმეორებითი მკურნალობის შემდეგ არ იწვევს კატალეფსიას და D2-დოფამინური რეცეპტორების ჰიპერმგრძნობელობის განვითარებას. მცირე დოზებით იგი უპირატესად დოფამინის გამოთავისუფლების სტიმულირებით აბლოკირებს პრესინაფსურ D2/D3 რეცეპტორებს. ასეთ ატიპიურ ფარმაკოლოგიურ პროფილს შეუძლია მაღალ დოზებში პოსტსინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული ამისულფრიდის ანტიფსიქოზური ეფექტის და დაბალ დოზებში პრესინაფსური დოფამინური რეცეპტორების ბლოკადის შედეგად განვითარებული კლინიკურად ნეგატიური სიმპტომების მიმართ მისი ეფექტურობის ახსნა. აღნიშნულის გარდა, ამისულფრიდი ნაკლებად იწვევს ექსტრაპირამიდულ გვერდით ეფექტებს, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს მის უპირატეს ლიმბურ აქტივობასთან. შიზოფრენიის მწვავე შეტევების მქონე ავადმყოფებში სოლიანი მოქმედებს, როგორც კლინიკურ მეორად ნეგატიურ სიმპტომებზე, ასევე, ისეთ აფექტურ სიმპტომებზე, როგორიცაა დეპრესიული მდგომარეობა და რეტარდაცია. ფარმაკოკინეტიკა ამისულფრიდს აღენიშნება ორი აბსორბციული პიკი: ერთი მიიღწევა სწრაფად, დოზის შეყვანიდან ერთ საათში, ხოლო მეორე – მიღების შემდეგ 3-4 საათის შუალედში. 50 მგ მიღების შემდეგ პლაზმაში კონცენტრაცია შეადგენს 39+3 და 54+4 ნგ/მლ შესაბამისად. განაწილების მოცულობა ტოლია 5,8 ლ/კგ. რადგან პლაზმის ცილებთან შეკავშირება დაბალია (16%), ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან ნაკლებად სავარაუდოა. სრული ბიოშეღწევადობა შეადგენს 48%. ამისულფრიდი მეტაბოლიზდება უმნიშვნელო ხარისხით (დაახლოებით 4%), იდენტიფიცირებულია ორი არააქტიური მეტაბოლიტი. ამისულფრიდის დაგროვება არ ხდება და განმეორებითი დოზების მიღების შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკა უცვლელი რჩება. ამისულფრიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 12 საათს მისი პერორალური მიღების შემდეგ. ამისულფრიდი გამოიყოფა შარდის საშუალებით შეუცვლელი სახით. კლირენსი შეადგენს დაახლოებით 330 მლ/წთ. ნახშირწყლებით გამდიდრებული საკვები აქვეითებს AUC (მრუდის ქვეშ ფართობი კონცენტრაცია/დრო), მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს და ამისულფრიდის მაქსიმალურ კონცენტრაციას, ხოლო ცხიმებით გამდიდრებული საკვები ზემოთაღნიშნული ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების ცვლილებებს არ იწვევს. თუმცა, ყოვედლღიურ კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული დაკვირვებების მნიშვნელობა ცნობილი არ არის. ღვიძლის უკმარისობა იმის გამო, რომ პრეპარატი შენელებული მეტაბოლიზმით გამოირჩევა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში არ არის აუცილებელი დოზის შემცირება. თირკმელების უკმარისობა თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი არ იცვლება, ხოლო სისტემური კლირენსი ქვეითდება კოეფიციენტით 2,5-3. თირკმელების დაბალი ხარისხის უკმარისობის შემთხვევაში ამისულფრიდის AUC იზრდება ორჯერ, ხოლო ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში – ათჯერ (იხ. “გამოყენება და დოზები”). თუმცა, პრაქტიკული გამოცდილება შეზღუდულია და 50 მგ-ზე მაღალი დოზებით მიღების შედეგები არ არსებობს. ამისულფრიდი სუსტად ექვემდებარება დიალიზს. ხანდაზმული პაციენტები ხანდაზმულ პაციენტებში (65 წელს ზემოთ) ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შეზღუდული რაოდენობა ადასტურებს, რომ პრეპარატის 50მგ შიგნით ერთჯერადი მიღების შემდეგ Cmax, T1/2 და AUC 10-30%-ით მაღალია, ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. პრეპარატის ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში არ მოიპოვება.

ჩვენებები

პროდუქტიული (მაგალითად: ბოდვა, ჰალუცინაციები, აზროვნების მხრივ დარღვევები) და/ან ნეგატიური (მაგალითად: აფექტური ეპიზოდები, ემოციურობის არარსებობა და ურთიერთობისგან თავის დაღწევა) დარღვევებით თანმხლები მწვავე და ქრონიკული შიზოფრენიის მკურნალობა, მათ შორის ჭარბი ნეგატიური სიმპტომატიკის მქონე პაციენტებში.

მიღების წესები და დოზები

მწვავე ფსიქოტროპული ეპიზოდების შემთხვევაში რეკომენდებულია დღე-ღამეში 400-800მგ დოზის შიგნით მიღება. ცალკეულ შემთხვევებში, დღიური დოზის გაზრდა შესაძლებელია დღე-ღამეში 1200 მგ-მდე. დოზის გაზრდა შესაძლებელია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. დღე-ღამის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1200 მგ. შერეული ნეგატიური და პროდუქტიული სიმპტომების მქონე პაციენტებისათვის დოზების შერჩევა ხდება პრიდუქტიული სიმპტომების ოპტიმალური კონტროლის უზრუნველყოფით, საშუალოდ 400 მგ-დან 800 მგ-მდე დოზირების შერჩევით. შემანარჩუნებელი მკურნალობა ინდივიდუალურად შეირჩევა მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნით. კლინიკურად ნეგატიური სიმპტომატიკის სიჭარბის მქონე პაციენტებში რეკომენდებულია დღე-ღამეში 50-300 მგ დოზის შიგნით მიღება. დოზების შერჩევა ინდივიდუალურია. დღე-ღამეში 400 მგ მეტი დოზა ინიშნება 2-ჯერ მიღებით. ხანდაზმული ასაკის პაციენტები ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილით არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის შესაძლებელი განვითარების მიზეზით. თირკმელების უკმარისობა ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებს, კრეატინინის კლირენსი (CRcl) 30-60 მლ/წთ, ენიშნებათ ნახევარი დოზა ხოლო CRcl 10-30 მლ/წთ დოზის 1/3.

გვერდითი მოვლენები

დარღვევები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ ხშირად: უძილობა, მოუსვენრობა, აჟიტაცია. შესაძლებელია ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენა (ტრემორი, ჰიპერტონია, ჰიპერსალივაცია, აკატიზია, ჰიპოკინეზია). შემანარჩუნებელი დოზების მიღების შემთხვევაში მათი ინტენსიურობა ჩვეულებრივ ზომიერია, სიმპტომები ნაწილობრივ შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. უპირატესად ნეგატიური სიმპტომების მკურნალობისათვის ექსტრაპირამიდული სიმპტომების გამოვლენის სიხშირე (რაც დამოკიდებულია პრეპარატის დოზებზე) ძალიან დაბალია დღე-ღამეში 50-დან 300 მგ-მდე დოზის მიღების შემთხვევაში. იშვიათად: ძილიანობა დღის განმავლობაში. ძალიან იშვიათად: მწვავე დისტონია (სპასტიური კისერმრუდობა, ოკულოგენური კრიზები, ტრიზმი და ა.შ.). აღნიშნული მდგომარეობა შექცევადი ხასიათისაა სოლიანის მიღების შეწყვეტის გარეშე ანტიქოლინერგული ანტიპარკინსონური საშუალებების დახმარებით. გვიანი დისკინეზია, რომელიც დახასიათებულია უპირატესად ენის და/ან სახის უნებლიე მოძრაობების უნარის დარღვევით, არის პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების მიზეზი. კრუნჩხვითი შეტევები. ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ენდოკრინული და მეტაბოლური დარღვევები ხშირად: სისხლის შრატში პროლაქტინის დონის მომატება, რომელიც შექცევადია პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ. ეს შეიძლება გახდეს გალაქტორეის, ამენორეის, გინეკომასტიის, სარძევე ჯირკვლების გადიდების, იმპოტენციის, ფრიგიდულობის მიზეზი. წონაში მომატება. კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები იშვიათად: შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, სიმშრალე პირის ღრუში. დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ ძალიან იშვიათად: ჰიპოტენზია და ბრადიკარდია. QT ინტერვალის გახანგრძლივება და მოციმციმე არითმიის ძალიან იშვიათი შემთხევევბი (იხ. “განსაკუთრებული მითითებები”). ღვიძლის ფუნქციის დარღვევები ძალიან იშვიათად: ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, განსაკუთრებით ტრანსამინაზას.
ზოგადი დარღვევები
ძალიან იშვიათად: ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება

– ამისულფრიდის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
– თანმხლები პროლაქტინ-დამოკიდებული სიმსივნეები, მაგალითად: ჰიპოფიზის პროლაქტინომა და სარძევე ჯირკვლების კიბო.
– ფეოქრომოციტომა.
– ბავშვთა ასაკი (14 წლამდე).
– ლაქტაციის პერიოდი.
– თირკმელების მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ დაბალი)
– სულტოპრიდთან ერთად. – დოფამინერგულ აგონისტებთან (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირიბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი) კომბინაციაში, პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გარდა (იხ. “ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან”). სიფრთხილით – ეპილეფსია, პარკინსონიზმი, ხანდაზმული ასაკი, თირკმელების უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის განმავლობაში ამისულფრიდის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის. აქედან გამომდინარე, ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პოტენციური საფრთხე გაუმართლებელია.

განსაკუთრებული მითითებები

– სხვა ნეიროლეფსიურების გამოყენების მსგავსად, შეიძლება განვითარდეს ავთვისებიანი ნეიროლეფსური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდობის, პერიფერიული ნერვული სისტემის დისფუნქციის, კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატებით. ჰიპერთერმიის განვითარების შემთხვევაში, განსაკუთრებით პრეპარატის მაღალი დოზების მიღების ფონზე, აუცილებელია ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატის, განსაკუთრებით ამისულფრიდის, მიღების შეწყვეტა.
– ამისულფრიდი გამოიყოფა თირკმელებით. თირკმელების ფუნქციის სერიოზული დარღვევების მქონე პაციენტებში, აუცილებელია დოზის შემცირება და “გამოყენება და დოზების” ნაწილში აღწერილი თერაპიის სქემით ხელმძღვანელობა.
-მძიმე ფორმებში თირკმელების დარღვევების მქონე ავადმყოფებში (CRcl-პრეპარატის სუსტი მეტაბოლიზმის გამო, ღვიძლის ფუნქციის დარღვევების შემთხვევაში, პრეპარატის დოზა შემცირებას არ საჭიროებს.
-ამისულფრიდი აქვეითებს კრუნჩხვით მოვლენებს. ამიტომ ეპილეფსიით დაავადებული პაციენტებს ანამნეზში ამისულპირიდის თერაპიის დროს ესაჭიროებათ უწყვეტი დაკვირვება.
– სხვა ნეიროლეფსიურების მსგავსად, ხანდაზმულ ასაკში ამისულპირიდი სიფრთხილით ინიშნება არტერიული ჰიპოტენზიის ან ჭარბი სედაციის განვითარების რისკის გამო.
– პარკინსონის დაავადების შემთხვევაში, ანტიდოფამინერგული პრეპარატები და ამისულფრიდი ინიშნება სიფრთხილის დაცვით მდგომარეობის გაუარესების შესაძლებლობის გამო.
– ამისულფრიდის მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნეიროლეფსიური თერაპიის თავიდან აცილება შეუძლებელია.
– QT ინტერვალის გახანგრძლივება: ამისულფრიდი იწვევს QT ინტერვალის დოზადამოკიდებულ გახანგრძლივებას. თავის მხრივ, ეს ზრდის სერიოზული პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკს (“torsades de pointes”-ის სინდრომი). – პრეპარატის დანიშვნის წინ და პაციენტის კლინიკურ მდგომარეობაზე დამოკიდებულებით, რეკომენდებულია რითმის შემდეგი დარღვევების განვითარების ფაქტორების კონტროლი:
– ბრადიკარდია 55-ზე ნაკლები გულისცემის სიხშირე;
– ჰიპოკალიემია;
– QT ინტერვალის თანდაყოლილი გახანგრძლივება.
გამოხატული ბრადიკარდიის (
ჭარბი დოზირება

ამისულფრიდის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები შეზღუდულია. არსებობს ცნობები პრეპარატის აღნიშნული ფარმაკოლოგიური თვისებების გაძლიერების შესახებ. მათში შედის ძილიანობა და სედაცია, კომა, არტერიული ჰიპოტენზია და ექსტრაპირამიდული სიმპტომები. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების მძიმე შემთხვევაში აუცილებელია სხვა პრეპარატებთან შესაძლო კომბინაციის შესწავლა და ზომების მიღება: ორგანიზმის სასიცოცხლო ფუნქციების საგულდაგულო კონტროლი; ელექტროკარდიოგრამაზე მონიტორული დაკვირვების ჩატარება (QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი). სერიოზული ექსტრაპირამიდური სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია პაციენტს დაენიშნოს ანტიქოლინერგული საშუალებები. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

უკუნაჩვენები კომბინაციები ლევოდოპას გარდა, დოფამინერგული აგონისტები (ამანტადინი, აპომორფინი, ბრომოკრიპტინი, კაბერგოლინი, ენტაკაპონი, ლისურიდი, პერგოლიდი, პირბედილი, პრამიპექსოლი, ქინაგოლიდი, როპინიროლი, სელეჟილინი), პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტების გამოკლებით. დოფამინერგული აგონისტები და ნეიროლეფსიურები ავლენს ურთიერთანტაგონიზმს. ნეიროლეპტიკებით გამოწვეული ესქტრაპირამიდული სინდრომის შემთხვევაში, დოფამინერგული აგონისტების გამოყენების ნაცვლად საჭიროა ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენება. სულტოპრიდი- იზრდება პარკუჭოვანი არითმიების, განსაკუთრებით მოციმციმე არითმიის გამოვლენის რისკი. არარეკომენდებული კომბინაციები “torsades de pointes”-ის სინდრომის გამომწვევი სამკურნალო საშუალებები: Iა ჯგუფის(ქინიდინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი) და III ჯგუფის (ამიოდარონი, სოტალოლი, დოფეტილიდი, იბუტილიდი) არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატები, ზოგირთი ნეიროლეფსიური (ტიორიდაზინი, ქლორპრომაზინი, ლევომეპრომაზინი, ტრიფლუოპერაზინი, ციამემაზინი, სულპირიდი, ტიაპრიდი, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი, დროპერიდოლი) და სხვა პრეპარატები, მაგალითად, ბეპრიდილი, ცისაპრიდი, დიფემანილი, ინტრავენური ერითრომიცინი, მიზოლასტინი, ინტრავენური ვინკამინი, ჰალოფანტრინი, სპარფლოქსაცინი, გატიფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, პენტამიდინი, ინტრავენური სპირამიცინი. იზრდება პარკუჭოვანი არითმიების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. თუ პრეპარატების ერთად დანიშვნის თავიდან აცილება არ შეიძლება, დანიშვნამდე აუცილებელია ჩატარდეს QT ინტერვალის კონტროლი და ეკგ-მონიტორინგის დაწყება. ალკოჰოლი: აძლიერებს ნეიროლეფსიურების სედატიურ ეფექტს. ალკოჰოლური სასმელების მიღება სპირტის შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში არ შეიძლება. ლევოდოპა: ლევოდოპას და ნეიროლეფსიურების მოქმედების ურთიერთანტაგონიზმი. პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ორივე პრეპარატის მინიმალური ეფექტური დოზების დანიშვნა. სიფრთხილით დასანიშნი კომბინაციები ბრადიკარდიის გამომწვევი პრეპარატები (ბეტაადრენობლოკატორები, სოტალოლის გარდა, ბრადიკარდიის გამომწვევი კალციუმის არხების ბლოკატორები – დილთიაზემი და ვერაპამილი), კლონიდინი, გუანფაცინი; საგულე გლიკოზიდები, ქოლინესთერაზას ინჰიბიტორები: დონეპეზილი, რივასტიგმინი, ტაკრინი, ამბენონიუმი, გალანტამინი, პირიდოსტიგმინი, ნეოსტიგმინი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”-ის განვითარება. ჰიპოკალემიის გამომწვევი პრეპარატები: კალიუმის გამომყოფი დიურეზულები, საფაღარათო საშუალებები, ამფოტერიცინი B (ინტრავენური), გლუკოკორტიკოიდები, ტეტრაკოზაქტიდი. შენარჩუნებულია რითმის პარკუჭოვანი დარღვევების რისკი, განსაკუთრებით, “torsades de pointes”- ის განვითარება. მხედველობაში მისაღები კომბინაციები: ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები: ორთოსტატური ჰიპოტენზიის განვითარების რისკი (ადიტიური ეფექტი). ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა დეპრესანტები: მორფინის წარმოებულები (ანალგეზიურები, ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები): ბარბიტურატები; ბენზოდიაზეპინი და სხვა ანქსიოლიზურები; საძილე საშუალებები: სედატიური ანტიდეპრესანტები (ამიტრიპტილინი, დოქსეპინი, მიანსერინი, მირტაზაპინი, ტრიმიპრამინი); სედატიური ანტიჰისტამინები H1: ცენტრალური მოქმედების ჰიპერტენზიის საწინააღმდეგო საშუალებები; ნეიროლეფსიურები; სხვა: ბაკლოფენი; ტალიდომიდი, პიზოტიფენი. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამოხატული დამთრგუნველი მოქმედების გაძლიერება. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება. აღნიშნული საფრთხეს უქმნის ტრანსპორტის მძღოლებს და მემანქანეებს. ბეტა-ბლოკატორები გულის უკმარისობის შემთხვევაში: ბისოპროლოლი, კარვედილოლი, მეტოპროლოლი: სისხლ-ძარღვების გამაფართოებელი მოქმედება, ჰიპოტენზიის რისკი, განსაკუთრებით, ორტოსტატური (ადიტიური ეფექტი).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25°C დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. ვადა 3 წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით

გამალატი B6 #20ტ

38.14 ლარი
35.85 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ფერერ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მოდუსი დრიმი მელატონინით#30ტ

30.10 ლარი
28.30 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიე

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!