Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 687

რისპაქსოლი 2მგ #60ტ

რისპაქსოლი
RISPAXOL


სავაჭრო დასახელება:
რისპაქსოლი®

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება:
რისპერიდონი (Risperidonum)

წამლის ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
1 ტაბლეტი შეიცავს 1მგ; 2მგ და 4მგ რისპერიდონს.

დამხმარე ნივთიერებები:
უწყლო ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

ტაბლეტის გარსი:
რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 1მგ:
საღებავი- Opadry II White 33G28707, კარნაუბის ცვილი.
რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 2მგ:
საღებავი- Opadry Orange OY-8729, მაკროგოლი 6000, კარნაუბის ცვილი.
რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 4მგ:
საღებავი- Opadry AMB Green 80W21165, კარნაუბის ცვილი.

აღწერილობა:
რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 1მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს, დაფარული თეთრი ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 2მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს, დაფარული ნარინჯისფერი გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

რისპაქსოლი, შემოგარსული ტაბლეტები, 4მგ: მრგვალი ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები, გასაყოფი ჭდით ერთ მხარეს (იყოფა 4 ნაწილად), დაფარული მწვანე ფერის გარსით, განატეხზე _ თეთრი ფერის.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
რისპაქსოლი- პრეპარატი ანტიფსიქოზური საშუალებების ჯგუფიდან.

ჩვენებები:

მწვავე შეტევების კუპირება და ხანგრძლივი შემანარჩუნებელი თერაპია:
- მწვავე და ქრონიკული შიზოფრენია და სხვა ფსიქოზური დარღვევები პროდუქციული და ნეგატიური სიმპტომატიკით;
- აფექტური მოშლილობები სხვადასხვა ფსიქიკური დაავადებების ფონზე;
- ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით, აგრესიის სიმპტომების გამოვლენის დროს (მრისხანების შეტევები, ფიზიკური ძალადობა), აგზნების, ბოდვების და სხვა ფსიქოზური სიმპტომების დროს
- ქცევითი დარღვევები მოზარდებში 15 წლიდან და მოზრდილებში დაბალი ინტელექტუალური დონით ან განვითარების ჩამორჩენით იმ შემთხვევაში, როდესაც დესტრუქციული ქცევა (აგრესია, იმპულსურობა, აუტოაგრესია) წამყვანია კლინიკურ სურათში.
- გუნებაგანწყობის სტაბილიზაციისათვის მანიის მკურნალობაში (ბიპოლარული დეპრესიის დროს) როგორც დამხმარე საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:
ზედმიწევნით შეასრულეთ ექიმის რეკომენდაციები! გაუგებრობის დროს მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია!
მნიშვნელოვანია რისპაქსოლის საჭირო დოზის მიღება, მაგრამ ეს დოზა ინდივიდუალურია და ექიმი შეგირჩევთ დოზას სასურველი ეფექტის მისაღებად.
რისპაქსოლის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან ჭამათა შორის შუალედებში მცირე რაოდენიბის წყლის მიყოლებით.

შიზოფრენია
მოზრდილები და მოზარდები 15 წლიდან
რისპაქსოლის მიღება რეკომენდებულია 1 ან 2-ჯერ დღეში.
მკურნალობა იწყება 2მგ/დღე-ღამეში. მე-2 დღეს შესაძლებელია დოზის გაზრდა 4 მგ-დე (ზოგ შემთხვევაში – უფრო ნელა). ამ მომენტიდან დოზას ან არ ცვლიან, ან ახდენენ მის კორექციას საჭიროების მიხედვით. პაციენტების უმრავლესობისათვის დოზა შეადგენს 4-6მგ, თუმცა ოპტიმალური რეაქციის შემთხვევაში შეიძლება დოზის შემცირება.
დიდი დოზების მიღება (10მგ-ზე მეტი) არ არის უფრო ეფექტური, ვიდრე საშუალო დოზები, რაც იწვევს მძიმე გვერდით მოვლენებს (ექსტრაპირამიდული სიმპტომატიკა). 10 მგ-ზე მეტი დოზა ინიშნება ინდივიდუალურ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული ეფექტი აჭარბებს საფრთხეს.
16მგ-ზე მეტი დოზების მიღების უსაფრთხოება არ არის დადგენილი და რეკომენდებული.
რისპაქსოლთან ერთად ექიმს შეუძლია დანიშნოს ბენზოდიაზეპინები, როდესაც საჭიროა სედაციური ეფექტი.
ხანდაზმული პაციენტები
საწყისი დოზა 0.5მგ 2 ჯერ დღეში. საჭიროების დროს ზრდიან 1-2 მგ/დღეში ორ მიღებაზე. ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება რისპაქსოლის კარგი ამტანობა.
ბავშვები
არ გამოიყენება 15 წლამდე.
პაციენტები ღვიძლის და თირკმლის დაავადებებით.
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5მგ/დღეში ორ მიღებაზე. საჭიროების დროს ზრდიან 1-2 მგ-მდე დღეში 2 ჯერ.
რისპაქსოლს იყენებენ სიფრთხილით, მკურნალობის სრული სურათის მიღებამდე.
მედიკამენტოზური დამოკიდებულების დროს ან სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენების დროს რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2-4 მგ.

ქცევითი დარღვევები პაციენტებში დემენციით
რეკომენდებული საწყისი დოზა 0.25მგ 2ჯერ დღეში. 24 საათის შემდეგ საჭიროების დროს დოზას ზრდიან ინდივიდუალურად 0.25მგ-ით 2ჯერ დღეში. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 0.5მგ 2 ჯერ დღეში. ზოგ შემთხვევაში დღიური დოზა იზრდება 1მგ-მდე 2 ჯერ დღეში. ოპტიმალური დოზის მიღწევისას პრეპარატის მიღება შესაძლებელია დღეში ერთჯერადად.

ბიპოლარული დარღვევები მანიის დროს
რეკომენდებული საწყისი დოზა 2 მგ/დღეში 1 მიღებაზე. საჭიროების დროს დოზა იზრდება ყოველ 24 საათში  2მგ-ით/დღეში. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა შეადგენს 2-6 მგ/დღეში.

ქცევითი დარღვევები პაციენტებში გონებრივი ჩამორჩენით და/ან დესტრუქციული ტენდენციების დომინირებით კლინიკურ სურათში.
50კგ-ზე მეტი წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.5მგ 1 ჯერ დღეში. საჭიროების დროს დოზას ზრდიან 0.5 მგ-ით დღეში 24 საათის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა 1მგ/დღეში. ზოგ შემთხვევაში დოზა იზრდება 1.5მგ-მდე.
50კგ-ზე ნაკლები წონის პაციენტებში რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 0.25მგ 1 ჯერ დღეში. საჭიროების დროს დოზას ზრდიან 0.25 მგ-ით დღეში 24 საათის შემდეგ. პაციენტების უმრავლესობისათვის ოპტიმალური დოზა 0.5 მგ/დღეში. ზოგ შემთხვევაში დოზა იზრდება 0.75 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს გააჩნია კარგი ამტანობა. გვერდითი მოვლენები შესაძლებელია, თუმცა ისინი აღინიშნება ზოგ შემთხვევაში.
შესაძლებელია:
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრიდან: უძილობა, აჟიტირება, შფოთვა, თავის ტკივილი, ზოგ შემთხვევაში ძილიანობა, დაღლილობა, თავბრუსხვევა, კონცენტრაციის დარღვევა, მხედველობის დაბინდვა, იშვიათად ექსტრაპირამიდული დარღვევები (კანკალი, კუნთების რიგიდობა, ნერწვის გაძლიერებული გამოყოფა, შენელებული მოძრაობები, მოუსვენრობა, კუნთოვანი ტონუსის მწვავე დარღვევები). შიზოფრენიით დაავადებულ პაციენტებში შესაძლებელია სისხლის მოცულობის მომატება (წყლის გაძლიერებული მიღება, ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეცია), მოგვიანებითი დისკინეზია (ენის და სახის კუნთების უნებლიე რითმული მოძრაობები), ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (მაღალი ტემპერატურა, კუნთების რიგიდობა, ვეგეტატიური ფუნქციების არასტაბილურობა, ცნობიერების დარღვევა, ფერმენტ კრეატინფოსფოკინაზის დოზის მომატება), თერმორეგულაციის დარღვევა და კრუნჩხვები.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან: ყაბზობა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება, პირის სიმშრალე, ნერწყვის გამოყოფის მომატება ან შემცირება, მადის დაქვეითება ან მომატება, წონის მომატება ან შემცირება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის მდგომარეობის შეცვლისას), ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
აღწერილია ინსულტის განვითარება რისპაქსოლის მკურნალობის ფონზე (ხანდაზმულ პაციენტებში შესაბამისი განწყობით).
სისხლმბადი სისტემის მხრიდან: შასაძლებელია სისხლის სურათის უმნიშვნელო ცვლილება (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია).
ენდოკრინული სისტემის მხრიდან: ზოგ შემთხვევაში ხანგრძლივი მიღების დროს მამაკაცებში გინეკომასტია, ქალებში გალაქტორეა, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ერთეულ შემთხვევაში ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობის გაუარესება.
შარდ-სასქესო სისტემის მხრიდან: სასქესო ფუნქციის დარღვევა, შარდის შეუკავლობა.
ალერგიული რეაქციები: რინიტი, კანის გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.
დერმატოლოგიური რეაქციები: კანის სიმშრალე, კანის ჰიპერპიგმენტაცია, ქავილი, სებორეა, კანის სენსიბილიზაცია სინათლის მიმართ.
სხვა: ართრალგია.
ზემოჩამოთვლილი ან სხვა სიმპტომების გამოვლენისას და პროგრესირებისას დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს!

უკუჩვენებები
რისპერიდონის ან რომელიმე ინგრედიენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
სიფრთხილეა საჭირო შემდეგი დაავადებების დროს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები (გულის ქრონიკული უკმარისობა, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, გამტარებლობის დარღვევები), ჰიპოვოლემია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევები, პარკინსონის დაავადება, კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში), მძიმე ღვიძლის და თირკმლის დაავადებები, სამკურნალო საშუალებების ბოროტად გამოყენება და მედიკამენტოზური მიჩვევა, მდგომარეობები, რომელიც იწვევს “პირუეტი”-ს ტიპის ტაქიკარდიას (გულის რითმის შენელება, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, სამკურნალო საშუალებების მიღება, რომელის იწვევს QT კომპლექსის გახანგრძლივებას), თავის ტვინის სიმსივნეები, გაუვალობა, წამლების მწვავე გადაჭარბების დროს, რეიეს სინდრომის დროს (ვინაიდან რისპაქსოლის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება ნიღბავს თავის ტვინის შეშუპებას, ღვიძლის და თირკმლის დაზიანების სურათს), ორსულობა და ლაქტაცია, 15 წლამდე ასაკი (ვინაიდან უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატზე, რომელსაც იღებთ ან იღებდით, მათ შორის ურეცეპტო წამლებზეც!
რისპაქსოლს შეუძლია გააძლიეროს ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებების მოქმედება (დამამშვიდებელი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები, ალერგიის საწინააღმდეგო) და ალკოჰოლის მოქმედება
რისპაქსოლი აქვეითებს ზოგ პარკინსონის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას (დოფამინის აგონისტები ლევოდოპა).
კლოზაპინი ამცირებს რისპერიდონის გამოყოფას და შესაბამისად აძლიერებს მის მოქმედებას.
კარბამაზეპინს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიის დროს, შეუძლია იმოქმედოს რისპერიდონზე. აცნობეთ ექიმს ამ პრეპარატით მკურნალობის შესახებ, რისპაქსოლის დოზის კორექციის მიზნით. ანალოგიური ეფექტები მოსალოდნელია სხვა პრეპარატების (ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორები) მიღების დროს.
ფლუოქსეტინს, რომელიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ, შეუძლია გაზარდოს რისპაქსოლის კონცენტრაცია სისხლში. აუცილებელია ექიმის ინფორმირება ამ პრეპარატების მიღების შესახებ რისპერიდონის დოზის კორექციის მიზნით.
რისპაქსოლის მიღების ფონზე აღინიშნება ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მოქმედების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებანი
ხანდაზმულ პაციენტებში (>67 წ) ჭკუასუსტობით ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების ფონზე აღინიშნებოდა სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლები პლაცებოსთან შედარებით.
შიზოფრენიის დროს რისპაქსოლით მკურნალობის წინ სასურველია სხვა მკურნალობის თანდათანობითი მოხსნა, თუ ეს კლინიკურად დასაშვებია. თუ პაციენტი იღებდა ანტიფსიქოზურ დეპო-ფორმას, რისპაქსოლით მკურნალობას იწყებენ მომდევნო ინექციის ნაცვლად. ექიმი გადაწყვეტს პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებებით მკურნალობის აუცილებლობას.
რისპაქსოლით მკურნალობის დროს (განსაკუთრებით საწყის ეტაპზე) შესაძლებელია არტერიული წნევის ვარდნა სხეულის პოზიციის შეცვლისას. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია.
პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპოვოლემიით და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით დოზას ზრდიან თანდათანობით.
რისპაქსოლით ხანგრძლივი მკურნალობის ფონზე ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ენის და სახის კუნთების უნებლიე მოძრაობები. ამM შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
იშვიათად აღინიშნება ცხელება, ცნობიერების დარღვევა, კუნთების დაჭიმულობა. ამ შემთხვევაში სასწრაფოდ საჭიროა ექიმის ინფორმირება.
კარბამაზეპინის და  ღვიძლის ფერმენტების სხვა ინდუქტორების მოხსნის შემდეგ რისპაქსოლის დოზა უნდა შემცირდეს.
რისპაქსოლით მკურნალობის დროს შესაძლებელია სხეულის მასის მომატება.
იშვიათ შემთხვევაში აღინიშნება ჰიპერგლიკემია და არსებული შაქრიანი დიაბეტის გამწვავება. პაციენტები შაქრიანი დიაბეტით და მისი განვითარების რისკით საჭიროებენ კლინიკურ დაკვირვებას და გლუკოზის ტესტის ჩატარებას.

პედიატრიაში გამოყენება
არ არსებობს კლინიკური მონაცემები პრეპარატის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაზე 15 წლამდე ასაკში. ბავშვებში არ არის რეკომენდებული. მოზრდილებში ხანგრძლივი მკურნალობა ტარდება ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშ.
რისპაქსოლის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში შაქრის აუტანლობით (გალაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, Lapp  ლაქტაზის დეფიციტი, გლუკოზის/გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი).

ორსულობა და ლაქტაცია

ყველა პრეპარატის მიღების წინ აცნობეთ ექიმს.
რისპაქსოლის მიღების გადაწყვეტილებას ორსულობის დროს იღებს ექიმი. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია, თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფისათვის მიყენებულ პოტენციურ რისკს.
რისპერიდონი და მისი მეტაბოლიტი 9-ჰიდროქსირისპერიდონი გამოიყოფა რძესთან ერთად. მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:
რისპაქსოლს შეუძლია გავლენა იქონიოს რეაქციის სიჩქარეზე. არ არის რეკომენდებული მაქანის და მექანიზმების მართვა,  ინდივიდუალური ამტანობის დადგენამდე.

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია: ძილიანობა, სისუსტე, ტაქიკარდია, არითმია, არტერიული წნევის დაქვეითება, კანკალი ან კუნთების ტონუსის მომატება.
ამ შემთხვევაში სიმპტომების შემცირება შესაძლებელია აქტივირებული ნახშირის მიღებით, რომელიც აბსორბირებს კუჭში დარჩენილ პრეპარატს.
ჭარბი დოზირებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში. 2 ან 6 ბლისტერი შეფუთვაში.

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის რეჟიმი

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი
ს.ს. Grindeks (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 67083205
ფაქსი: + 371 67083505
e-mail: [email protected]

ბიენ დორმირ ფორტე #10კაფს

ბიენ დორმირ ფორტე

დახასიათება

ბიენ დორმირ პლუსი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს,  100%-ით ნატურალური ინგრედიენტების კომპლექსს. განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც დამახასიათებელი ძილის ბიორიტმის დარღვევა გამოწვეული სხვადასხვა სახის მაპროვოცირებელი ფაქტორებით: პირველადი განათების დეფიციტი სამუშაო სივრცეში, დროის სარტყელის ხშირი ცვლილება (მოგზაურობა), ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, მელატონინის ასაკობრივი დეფიციტი.

შემადგენლობა

  • პასიფლორას მშრალი ექსტრაქტი 150 მგ სტანდარტიზებულს ვიტესკინში
  • კალიფორნიული ყაყაჩოს ექსტრაქტი 100 მგ სტანდარტიზებულს იზოქინოლის ალკალოიდით
  • მელატონინი 5 მგ

მოქმედება

ამცირებს ძილის ინდუცირების პერიოდს

აუნჯობესებს ძილის ხარისხს (ფაზები)

ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას

არ ახასიათებს გამოღვიძების დისკომფორტი

არ იწვევს შეჩვევას

დოზირება

მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში ერთხელ ძილის წინ 30-60 წუთით ადრე. კურსის ხანგრძილოვაბა 2-4 კვირა, უწყვეტად დასაშვებია 8 კვირის განმავლობაში მიღება 4 კვირიანი შუალედებით.

რეკომენდაცია

რეკომენდებული არ არის დღიური დოზის გადაჭარბება

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C -სა

შეფუთვა

N10 კაფსულა მუყაოს კოლოფში

გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი კომპანია

ფიტერმანფარმა, რუმინეთი

ენრელაქსი #24კაფს

ენრელაქსი
ფიტოპრეპარატი სარელაქსაციო და დამამშვიდებელი ეფექტით
ენრელაქსის ეფექტურობა განპირობებულია მასში შემავალი მცენარეების ურთიერთქმედებით.
ენრელაქსის შემადგენელი მცენარეებია:
ვალერიანის ექსტრაქტი 100მგ
პასიფლორას ექსტრაქტი 100მგ
კუნელი 100მგ
ენრელაქსი ეფექტურია ნებისმიერი ტიპის აგზნებადობის დროს, ხსნის ნერვულ დაძაბულობას (შფოთვას, შიშის შეგრძნებას).
კატაბალახას ძირების ექსტრაქტს და პასიფლორას ექსტრაქტს გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.ამცირებს შფოთვას,ნევროზულ მდგომარეობას.ხელს უწყობს მშვიდი ძილის აღდგენას. კუნელის ექსტრაქტს გააჩნია ანტიიშემიური და სპაზმოლიზური მოქმედება.შერჩევითად აფართოვებს გულის და ტვინის სისხლძარღვებს.ხელს უწყობს მარცხენა პარკუჭის კუმშვადობის ნორმალიზებას,ამცირებს პარკუჭოვანი ექსტრასისტოლების რიცხვს და სიხშირეს.
ენრელაქსის გამოყენების ჩვენებები:
• ნებისმიერი ტიპის მომატებული ნერვული აგზნებადობა,შფოთვა;
• ძილის დარღვევები,უძილობა.
• კარდიონევროზი;
• ასთენია;
ენრელაქსი განსაკუთრებით ეფექტურია კარდიონევროზის,კარდილოგიური და ენდოკრინული პრობლემების თანმხლები შფოთვის და აგზებადობის მოსახსნელად. აქვს კარდიოპროტექტორული, ანტიარითმიული, სპაზმოლიზური მოქმედება. ხელს უწყობს გულის კუმშვადობის გაუმჯობესებას. ამცირებს თირეოტოქსიკოზით გამოწვეულ აგზებადობას და ექსტრასისტოლების გამოვლინებას.

დოზირება:
1 კაფსულა 2-3 ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი შეზღუდული არ არის. ხანგრძლივი გამოყენება არ იწვევს შეჩვევას.
ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
უკუჩვენება: 6 წლამდე ასაკი.

გამოშვების ფორმა:#24 კაფსულა.
მწარმოებელი: Aquilea. ესპანეთი.

ბევიტუმი მაგნიუმით #30ტ

ბევიტუმი მაგნიუმით

ბევიტუმი მაგნიუმით მიღებამდე დეტალურად გაეცანით ინსტრუქციას.                                                                             

შემადგენლობა: ყოველი 1 კაფსულა შეიცავს: მაგნიუმი - 200 მგ; ვიტამინი B1 - 15 მგ; ვიტამინი B2 - 15 მგ; ვიტამინი B6 - 15 მგ; ვიტამინი B12 - 25 მკგ; პანტოთენის მჟავა - 23 მგ; ნიაცინი - 50 მგ; ბიოტინი - 200 მკგ.                                                                                                    

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბევიტუმი მაგნიუმით წარმოადგენს ვიტამინი B1, B2, B6, B12 -ის, ნიაცინის, პანტოთენის მჟავის, ბიოტინისა და მაგნიუმის ბალანსირებულ კომპლექსს. კომბინაცია უზრუნველყოფს  ნერვული სისტემისა და ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური პროცესების ჯანსაღ ფუნქციობას. მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების, ცხიმებისა და ნუკლეინის მჟავების მეტაბოლიზმში. B ჯგუფის ვიტამინების კომბინირებულად გამოყენება იწვევს მათი მოქმედების სინერგიზმს. 

მაგნიუმი - წარმოადგენს უჯრედების ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო სასიცოცხლოდ აუცილებელ ელემენტს, რომელიც იმყოფება ორგანიზმის ყველა ქსოვილში და მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში. მაგნიუმის იონები ამცირებს ნეირონთა აგზნებადობას, მნიშვნელოვან ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, ანელებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, მონაწილეობენ სხვადასხვა ფერმენტულ რეაქციებში. ორგანიზმში მაგნიუმის დეფიციტს თან ახლავს კუნთების სისუსტე, ტრემორი, ტეტანია, ატაქსია, რეფლექტორული აგზნებადობის მომატება, გაღიზიანებადობა, ძილის დარღვევები, გულის რითმის დარღვევა ექსტრასისტოლიებით და ტაქიკარდიით, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევა დიარეით.                                                                                                                                 ვიტამინი B1 - ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.                                                                                                             ვიტამინი B2 - მნიშვნელოვანია ცილების, ცხიმებისა და  ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ასტიმულირებს ქსოვილოვან რეგენერაციას, ხელს უწყობს კუჭსა და ნაწლავებში განვითარებული ტროფიკული დაზიანებების აღდგენას.                                                                                                                                პანტოთენის მჟავა (ვიტამინი B5) -  მონაწილეობს კორტიკოსტეროიდების სინთეზში. არის ნივთიერებათა ცვლის სტიმულატორი, ამცირებს ცხიმოვან მარაგს ორგანიზმში, იცავს ორგანიზმს სტრესისაგან.                                                                                                                                                                                                                           

ვიტამინი B6 - აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამინომჟავებისა და ნეირომედიატორე-ბის ბიოსინთეზში. ასტიმულირებს მაგნიუმის აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და ზრდის მის ბიოშეღწევადობას უჯრედებში.                                                                                                                            ვიტამინი B12 - მონაწილეობს მიელინის გარსის ფორმირების პროცესში, ასტიმულირებს ნერვული უჯრედების ზრდისა და ფორმირების პროცესს. გააჩნია ნოოტროპული მოქმედება, მონაწილეობს ნეიროტრანსმიტერების გენერირების პროცესში. ხელს უწყობს თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციის აცილებას. აუმჯობესებს ჰემოპოეზს, დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციებზე. ამცირებს პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებისაგან გამოწვეულ ტკივილს.                                                                                                                                ნიაცინი - მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და სინთეზის პროცესებში. ახდენს სისხლში ლიპოპროტეინებისა და ტრიგლიცერიდების ნორმალიზებას. ახასიათებს ვაზოდილატაციური მოქმედება პრეარტერიოლებისა და არტერიოლების დონეზე (თავის ტვინშიც) და აუმჯობესებს მიკროცირკულაციას. ასევე ხასიათდება მსუბუქად გამოხატული ანტიკოაგულაციური მოქმედებით (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას) და დეზინტოქსიკაციური თვისებებით. ნიაცინის დეფიციტი კორელაციაშია სეროტონინის და მელატონინის სინთეზის შემცირებასთან, რაც დეპრესიის და უძილობის განვითარების მიზეზი ხდება.                                                                                                                          

ბიოტინი - მონაწილეობს ორგანიზმში ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების მეტაბოლიზმში. ახდენს სისხლში გლუკოზის დონეს რეგულირებას. მონაწილეობს ენერგიის სინთეზის პროცესში. დადებითად მოქმედებს კანისა და კანის დანამატების სიჯანსაღეზე.                                                                                                                                                                                                   

ბევიტუმი მაგნიუმით დადებითად მოქმედებს ჰომოცისტეინის დონის რეგულირებაზე და იცავს გულ-სისხლძარღვთა და ღვიძლის პათოლოგიების განვითარებისაგან. ახდენს ათეროსკლეროზული ფოლაქების განვითარების პრევენციას.

ჩვენებები:                                                                                                                                                                                                                        

ბევიტუმი მაგნიუმით ხელს უწყობს ენერგიის სინთეზს და დადებითად მოქმედებს შრომის უნარიანობის ამაღლებაზე. ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და სტრესს. ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ტკივილისა და ფსიქო-ემოციური ლაბილობის მიმართ.                                                                                                                                                                              

  • ნერვული სისტემის დისფუნქციით და მეტაბოლური პროცესებს დისრეგულაციით გამოწვეული სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, თავბრუ, დეპრესია, შფოთვა, უძილობა, ყურადღების დარღვევები და /ან ჰიპერაქტიულობა
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია
  • შაკიკი; დაძაბულობითი თავის ტკივილი
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიები; ანემია; ჰეპატიტი
  • ენდოკრინული სისტემის დისფუნქცია: შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოგლიკემია, ჰიპოთირეოზი
  • კანის სხვადასხვა პათოლოგიები (ბერი-ბერი, სებორეული ეგზემა)
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი)
  • ორგანიზმის რეზისტენტობის გაზრდა სტრესის, ფიზიკური და გონებრივი დატვირთვის მიმართ

მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:                                                                                                                      

  • 12 წლიდან მოზარდებსა და მოზრდილებში: 1 კაფსულა 1-2-ჯერ დღეში.

მიღება რეკომენდებულია კვების შემდეგ წყლის მიყოლებით. კურსის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ექიმის რეკომენდაციით                                                                                

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.                                 

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი.                                                                                                                                                                                                                                            

შენახვის პირობები:  ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადილზე არაუმეტეს +25ºС ტემპერატურის პირობებში.                                                                                                                                                                                                                                                                              

სიფრთხილის ზომები: საკვები დანამატი. არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. მკურნალობის სქემაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.                                                                                                                                                                                                   

გამოშვების ფორმა: №30 კაფსულა. საკვები დანამატი                                                                                                                                                                         

ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე                                                                                                                                                        

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ                                                                                                                                                 

მწარმოებელი: „Aconitum“, ლიეტუვა                                                                                                                                                                       

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: შპს „არტფარმა“

 

ბიო გაია (წვეთები, ტაბლეტები) – BioGaia drop & tabs. – Био Гая капли и таб.

შემადგენლობა:

წვეთები:

მოქმედი ნივთიერება: 5 წვეთი ბიოგაია შეიცავს არა ნაკლებ 108 ცოცხალ აქტიურ Lactobacillus reuteri Protectis–ის ბაქტერიას,

დამხმარე ნივთიერებები:

მზესუმზირის ზეთი, კაპრილის ტრიგლიცერიდები, სილიციუმის დიოქსიდი.

ტაბლეტები:

მოქმედი ნივთიერება: 1 ტაბლეტი შეიცავს არა ნაკლებ 108 ცოცხალ აქტიურ Lactobacillus reuteri Protectis–ის ბაქტერიას,

დამხმარე ნივთიერებები:

იზომალატი, ქსილიტი, საქაროზის ეთერი და ცხიმოვანი მჟავები, ჰიდროგენიზირებული პალმის ზეთი, ნატურალური არომატიზატორი ლიმონ–ლაიმი, ლიმონის მჟავა.

ბიოგაიას მოქმედება:

Lactobacillus reuteriის ბაქტერია საჭმლის მონელების პროცესში არეგულირებს და ინარჩუნებს მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას. Lactobacillus reuteri უზრუნველყოფს ლაქტოზის დაშლას, ამ დროს აპროდუცირებენ რძემჟავას, ძმარმჟავას და უზრუნველყოფენ რეუტერინის და სხვა ანტიმიკრობული სუბსტანციის ნივთიერებების წარმოქმნას, რომლებიც ხასიათდებიან ანტაგონისტური აქტიობით საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  პათოგენური და პირობით პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ.

აქედან გამომდინარე, Lactobacillus reuteri ამაღლებს საჭმლის  მომნელებელი სისტემის  ბუნებრივ დაცვას, ქმნის ხელსაყრელ პირობებს ნაწლავის ნორმალური მიკრობიოცენოზის ფორმირებაში.

Lactobacillus reuteri იმუნომასტიმულირებელი მოქმედება დაკავშირებულია ნაწლავის იმუნური სისტემის აქტივიზირების შესაძლებლობასთან, (როგორც ორგანიზმის ინფექციისგან დაცვის პირველი ხაზის).

Lactobacillus reuteri გამძლეა კუჭის წვენის და ნაღვლის წვენის მარილების მოქმედებისადმი.

ბიოგაიას ტაბლეტები არ შეიცავს შაქარს, ლაქტოზას და რძის ცილას.

მიღების რეკომენდაციები:

ბიოგაიას წვეთბს ღებულობენ მიკროფლორის აღსადგენად:

  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა სიცოცხლის პირველ დღეებში;
  • ნაწლავის მიკროფლორის აღდგენა ბავშვებში ნაწლავის ჭვალით; ბაქტერიალური და მიკოტური ინფექციები დღენაკლულ ახალშობილებში; საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ანთებითი დაავადებები; ჰელიკობაქტერიული ინფექციის მკურნალობა;
  • თერაპია ანტიბიოტიკებით, ციტოსტატიკებით, კორტიკოსტეროიდებით, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული პრეპარატებით;
  • ალერგიული მდგომარეობები (უფრო ხშირად, ბავშვთა დიათეზის, ატოპიური დერმატიტისას);
  • ადაპტაციისას (ბაღში ან სკოლაში შეყვანისას, საცხოვრებლის მონაცვლეობისას) განვითარებული ნაწლავური აშლილობისას;
  • დაქვეითებული იმუნიტეტისას.

მიღების წესი:

წვეთები:

ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველ დღეებში – 5 წვეთი 1–ჯერ დღეში. უფრო მაღალ დოზებში აბსოლუტურად უსაფრთხოა.

მოზრდილებში – 5 წვეთი 1–2–ჯერ დღეში.

ტაბლეტები:

3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილებისათვის 1 ტაბლეტი 1–ჯერ დღეში, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად. ბიოგაიას ტაბლეტები იღეჭება ან იწუწნება. უფრო მაღალი დოზები აბსოლუტურად უსაფრთხოა.

ტაბლეტების დაღეჭვისას პრეპარატის მოქმედება პირის ღრუში იწყება.

მკურნალობის ხანგრძლიობა დამოკიდებულია დაავადების მიზეზებსა და ორგანიზმის ინდივიდუალურ განსაკუთრებულობაზე.

ბიო გაიას წვეთების მიღების თავისებურება:

ბიოგაიას წვეთების მიღებისას რეკომენდირებულია ფლაკონის წინასწარი შენჯღრევა! წვეთები მიეცემა კოვზით, შეიძლება  დაემატოს რძეს, წყალს ან საჭმელს (პრეპარატი არ ცვლის მათ გემოს). წვეთები არ უნდა დაემატოს ცხელს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ბიოგაიას წვეთების და ტაბლეტების მიღება შეიძლება ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთად.

გვერდითი ეფექტები:

არ არის დადგენილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები:

წვეთები ინახება ოთახში 2–დან 60C ტემპერატურაზე.

ვადა – 21 თვე. ფლაკონის გახსნის შემდეგ – 2 თვე მაცივარში ან 1 კვირა ოთახის ტემპერატურაზე.

ტაბლეტები ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. შენახვის ვადა 18 თვე.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: სტოკჰოლმი, შვეცია.

ელენიუმი 10მგ #50ტ

11.00 ლარი
10.34 ლარი

ქვეყანა: პოლონეთი

მწარმოებელი: ტარხომინ ფარმაცეუტიკალს პოლფა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რიპედონი 4მგ #60ტ

14.50 ლარი
13.63 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ბაგა 30მლ წვეთები

შემადგელობა:

სიროფის 5მლ შეიცავს:

გამა-ამინოერბოს მჟავა .....125მგ

გლიცინი................................75მგ

გლუტამინის მჟავა..............100მგ

მაგნიუმი...............................100მგ

ვიტამინი B6 ...............................0,5მგ

სიროფის არომატული ფუძე

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბაგა -კომბინირებული კვებითი დანამატი.

გამა-ამინოერბოს მჟავა (გაემ)-ამინომჟავაა, ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცნს-ში და გააჩნია ნოოტროპული მოქმედება. წარმოადგენს ძირითად დამთრგუნველ მედიატორს ცნს-ში (დამამუხრუჭებელი მედიატორი). გაემ  წარმოიქმნება სხვა ამინომჟავისაგან-გლუტამინისგან. გაემ-ი ამცირებს ნეირონების აქტივობას, ხელს უშლის ნერვული უჯრედების აგზნებადობას, გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ააქტივებს ენერგეტიკულ პროცესებს, ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას, აჩქარებს გლუკოზის უტილიზაციას და მეტაბოლიზმის დროს წარმოქმნილი ტოქსიური პროდუქტების გამოდევნას. აუმჯობესებს თავის ტვინში პროცესების დინამიკას, ზრდის აზროვნების ეფექტურობას, აუმჯობესებს მეხსიერებას, გააჩნია ფსიქომასტიმულირებელი, ანტიჰიპოქსიური, კრუნჩხვის საწინააღმდეგო მოქმედება. მონაწილეობს მეტყველების და მამოძრავებელი ფუქციების აღდგენაში თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისას. გააჩნია მსუბუქი ჰიპოტენზიური ეფექტი, ამცირებს მაღალ არტერიულ წნევას და ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ სიმპტომებს (თავბრუხვევა, უძილობა). ამცირებს გლუკოზის დონეს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში. სისხლის პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წუთში, შემდეგ კონცენტრაციის დონე მკვეთრად მცირდება და 24 საათში სისხლში აღარ აღინიშნება.

გლიცინი - თავის ტვინის ქსოვილში ააქტივებს მეტაბოლურ პროცესებს, ახდენს ნერვული სისტემის მუშაობის ნორმალიზაციას. დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე - მოყავს ტონუსში, აუჯობესებს მეხსიერებას და აზროვნებას, ახდენს აგზნებისა და დამუხრუჭების პროცესების ნორმალიზაციას,  ამცირებს შფოთვას, შიშს და გაღიზიანებადობას, ამცირებს სტრესს, ხსნის დეპრესიას, აღადგენს ძილს და ახდენს სედატიურ მოქმედებას. გლიცინი პროტექტორულად მოქმედებს თავის ტვინის ქსოვილზე, აუმჯობესებს თავის ტვინის კვებას, ამაღლებს ცნს-ში დამცველობით დამამუხრუჭებელ პროცესებს.

მაგნიუმი - მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. მიკროელემენტებს შორის ორგანიზმში არსებული კონცენტრაციის მიხედვით უჭირავს მეოთხე ადგილი. Mg-ის იონები ამცირებენ ნეირონების აგზნებადობას, თამაშობენ ფიზიოლოგიურ როლს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, მონაწილეობენ უამრავ ფერმენტულ რეაქციაში და ატფ-ს სინთეზში. Mg - მინერალია, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებას, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. Mg-ის საშუალო კონცენტრაცია ორგანიზმში არის 17 მგ/კგ-ზე. ამ კონცენტრაციის 99%  გროვდება უჯრედის შიგნით. Mg შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მიღებული დოზის 40-50% აბსორბირდება. გამოყოფა ხდება ძირითადად  თირკმელებით.

ვიტამინიB6(პირიდოქსინი)– მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ჰისტამინის ცვლაში. აჩქარებს გლუტამინის მჟავის გამა-ამინოერბოს მჟავად გარდაქმნას და ჰემოგლობინის სინთეზს. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ასტიმულირებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და სინთეზურ ფუნქციებს. თრგუნავს ღებინების რეფლექსს ღებინების ცენტრზე მოქმედების გზით. ვიტამინი B6 ხელს უწყობს კნტ-ში Mg-ის შეწოვას.

ჩვენებები:

  • ქალა-ტვინის სამშობიარო ტრავმა
  • ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება
  • მეხსიერების, ყურადღების და მეტყველების დარღვევა
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა
  • ბავშვის გონებრივი განვითარების დარღვევა
  • ბავშვთა ცერებრული დამბლა
  • დეპრესია, დაღლილობა, ძილის დარღვევა   

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა
  • თირკმლის მწვავე უკმარისობა
  • ღვიძლის მძიმე დაავადებები 

ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, უძილობა, დეპრესია. მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის არეში მსუბუქი დისკომფორტი. დოზის შემცირებისას სიმპტომები ქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აჩქარებს პრეპარატების მოქმედებას, აუმჯობესებს ცნს-ის ფუნქციას.

დოზირების რეჟიმი:

ბავშვები         0 – 2 წელი

1,25 მლ

2- ჯერ დღეში

            2 – 6 წელი

2,5 მლ

2 - ჯერ დღეში

            6 – 14 წელი

2,5 მლ

3 - ჯერ დღეში

მოზრდილები:

5 მლ

3 - ჯერ დღეში

წლამდე ასაკში ინიშნება სიფრთხილით.  შეიძლება იყოს კუჭის არეში ტკივილის, ღებინების და გულისრევის მიზეზი.

პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.

მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.  

გამოშვების ფორმა:

ფლაკონი – 30 მლ წვეთებში.

მწარმოებელი:

BION CORPORATION LTD.

London, United Kingdom

www.bioncorporation.com

ბილობილი® – BILOBIL® (Ginkgo biloba) – БИЛОБИЛ®

ფორმა, შეფუთვა - კაფსულები: ბლისტერზე 10 კაფს., შეფუთვაში 2 და 6 ბლისტერი.

შემადგენლობა - 1 კაფს. შეიცავს 40 მგ გინკო ბილობას ფოთლების მშრალი ექსტრატს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, კაჟბადის კოლოიდური ზეჟანგი, ტალკი.

მწარმოებელი - სლოვენია KRKA

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტვინისა და პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: გინკო ბილობას ფოთლების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ფლავონური გლიკოზიდები, ტერპენის ლაქტონები) ხელს უწყობენ სისხლძარღვის კედლის გამტარობის შემცირებას, ხელს უშლიან თრომბიციტების აგრეგაციას. ამის შედეგად უმჯობესდება მიკროცირკულირება, ტვინისა და პერიფერიული ქსოვილების ჟანგბადითა და გლუკოზით მომარაგება.

ჩვენება - პრეპარატი ენიშნებათ ხანდაზმული ასაკის პირებს ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევებით, რასაც ახლავს:

- ყურადღების და/ან მეხსიერების დარღვევა, ინტელექტუალური შესაძლებლობების დარღვევა;

- შფოთვის, შიშის შეგრძნება;

- თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ძილის დარღვევები.

ასევე ინიშნება ქვედა კიდურების სისხლის მიმოქცევის დარღვევისას.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი პრეპარატი ინიშნება შიგნით 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში. კაფსულები უნდა ჩაიყლაპოს მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. მკურნალობის კურსი შეადგენს არანეკლებ 3 თვეს.

გაუმჯობესების პირველი ნიშნები ჩვეულებრივ 1 თვეში ვლინდება. განმეორებითი კურსის ჩატარება შეიძლება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები: იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), დისპეფსია, თავის ტკივილი, სისხლის შედედების დაქვეითება.

უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, სისხლის შედებების დაქვეითება, ეროზიული გასტრიტი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი (18 წლამდე). ორსულობა და ლაქტაცია

ბილობილის დანიშვნა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის

ზედოზირება: დღეისათვის პრეპარატ ბილობილის ჭარბი დოზის მიღების შემთხვევები ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცული და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.

რიპედონი 2მგ #60ტ

14.50 ლარი
13.63 ლარი

ქვეყანა: უნგრეთი

მწარმოებელი: ეგისი

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!