13.00 ლარი
12.22 ლარი
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
13.00 ლარი
12.22 ლარი
ქვეყანა: უნგრეთი
მწარმოებელი: ეგისი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
დიაზეპექსი
(Diazepex)
საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება: დიაზეპამი
ქიმიური სახელწოდება: 7-ქლორ-2-3-დიჰიდრო-1-მეთილ-5-ფენილ-1H-1,4 ბენზოდიაზეპინი-2
სამკურნალწამლო ფორმა. ტაბლეტები.
თეთრი ფერის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირებით და ღარით.
შემადგენლობა. თითო ტაბლეტი შეიცავს 5 მგ დიაზეპამს.
დამხმარე ნივთიერებები: შემავსებლები: ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა. საპოხი ნივთიერებები: სილიციუმის ორჟანგი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
ტრანკვილიზატორი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაზეპექსი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ბენზოდიაზეპინურ ტრანკვილიზატორს. მას გააჩნია ანქსიოლიზური, ცენტრალური მიორელაქსაციური, კრუნჩხვისსაწინააღმდეგო, სედატიური და ზომიერი ძილისმომგვრელი მოქმედება. აძლიერებს ძილისმომგვრელი, ნარკოტიკული, ნეიროლეპტიკური, ანალგეზური საშუალებებისა და ალკოჰოლის მოქმედებას.
ფარმაკოდინამიკა
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია გამა-ამინო ერბოს მჟავასთან, რომელიც წარმოადგენს დამამუხრუჭებელ მედიატორს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. ცნობილია, რომ გაებ-ერგული ნეირონები ამუხრუჭებენ სხვა ტიპის ნეირონების მოქმედებას. პრეპარატი აქვეითებს ფერმენტ გაებ-ტრანსამინაზას აქტივობას, რითაც ზრდის გაებ-ის შემცველობას თავის ტვინში. მეორე მხრივ, იზრდება რეცეპტორთა მგრძნობელობა გაებ-ის მიმართ. ყველაფერი ეს აძლიერებს გაებ-ერგული ნეირონების დამამუხრუჭებელ მოქმედებას სხვა ტიპის ნეირონებზე. ნორადრენერგული და დოფამინერგული ნეირონების დამუხრუჭებას უკავშირებენ დიაზეპექსისა და სხვა ბენზოდიაზეპინების სედატიურ და ძილიმომგვრელ ეფექტებს. კრუნჩხვისსაწინააღმდეგო და მიორელაქსაციური ზემოქმედება გაპირობებულია ქერქული ცენტრებისა და ზურგის ტვინის შესაბამისი ცენტრების დამუხრუჭებით. აგზნების პროცესების დამუხრუჭებას აღმავალ რეტიკულურ სისტემაში მივყავართ ანქსიოლიზური ეფექტის განვითარებამდე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება დაახლოებით პრეპარატის 75 %, პლაზმაში მაქსიმალური დონე მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. შეწოვილი პრეპარატის 98 % უკავშირდება პლაზმის ცილებს. ღვიძლში მეტაბოლიზდება დიაზეპექსის 98-99 %.
ძირითადი მეტაბოლიტები არიან _ ნორდიაზეპამი (სისხლის პლაზმაში), ოქსაზეპამი (შარდში) და ტემაზეპამი. გლუკურონიდების სახით მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად, 10 % _ ფეკალურ მასებთან, 0,5-2 % _ შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.
მოზრდილების სისხლის პლაზმაში პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდია 1-3 დღე, ხანდაზმულ ასაკში _ 100 საათი, ახალშობილებში _ 31 საათი, ძუძუმწოვარ ჩვილებში _ 8 – 14 საათი.
მწვავე ჰეპატიტის დროს მოზრდილებში ნახევარდაშლის დრო ხანგრძლივდება 2-4 დღე-ღამემდე, ხოლო ღვიძლის ციროზისას _ ორმაგდება.
დიაზეპექსით მოწამლვის შემთხვევაში ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.
ჩვენება
დიაზეპექსს ნიშნავენ სხვადასხვა ნერვულ-ფსიქიური დაავადებებისას: ნევროზების, ფსიქოპათიების, ასევე ნევროზისმაგვარი და ფსიქოპათიისმაგვარი მდგომარეობებისას, შიზოფრენიის დროს, თავის ტვინის ორგანული დაზიანებებისას, მათ შორის, ცერებრო-ვასკულური დაავადებებისას, სომატური დაავადებებისას, რომელთაც თან ახლავს ემოციური დაძაბვის, განგაშის, შიშის, მომატებული გაღიაზიანებადობის, სენესტო-იპოქონდრული, აკვიატებული და ფობიური მოშლილობების ნიშნები, ძილის დარღვევისას.
ბავშვთა ფსიქო-ნევროლოგიურ პრაქტიკაში დიაზეპექსს უნიშნავენ ნევროზული და ნევროზისმაგვარი მდგომარეობის დროს, რომლებსაც თან ახლავს ზემოთ ჩამოთვილი მოვლენები, ასევე თავის ტკივილი, ენურეზი, ხასიათისა და ქცევის მოშლილობანი.
დიაზეპექსი გამოიყენება ეპილეფსიისას კრუნჩხვითი პაროქსიზმების, ფსიქიური ექვივალენტების სამკურნალოდ. მიორელაქსაციურ მოქმედებასთან დაკავშირებით პრეპარატს იყენებენ ასევე სხვადასხვა სპაზმური მდგომარეობების დროს.
სხვა პრეპარატებთან კომპლექსში დიაზეპექსს ნიშნავენ აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ ალკოჰოლიზმის დროს.
დიაზეპექსი გამოიყენება პრემედიკაციისა და ატარალგეზიისათვის ანალგეზიურ და სხვა ნეიროტროპულ პრეპარატებთან კომბინაციაში.
დერმატოლოგიურ პრაქტიკაში გამოიყენება ქავილით მიმდინარე დერმატოზებისას.
პრეპარატი ამცირებს კუჭის წვენის ღამეულ სეკრეციას, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს მის დანიშვნაში დამაწყნარებელ და ძილისმომგვრელ საშუალებად კუჭის წყლულოვანი დაავადებით ავადმყოფებისათვის; გააჩნია აგრეთვე ანტიარითმიული მოქმედება.
პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ მკაცრად ექიმის დანიშნულებისამებრ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
უკუჩვენებები
ბენზოდიაზეპინების წარმოებულების ინდივიდუალური აუტანლობა; ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციების გამოხატული დარღვევა; ორსულობა (I ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი; მძიმე მიასთენია.
დიაზეპექსი არ უნდა გამოვიყენოთ ამბულატორიულად იმ პირებში, რომლებიც მუშაობენ სიმაღლეზე, ტრანსპორტის მძღოლებსა და სხვა პირებში, რომელთა პროფესია მოითხოვს სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.
პრეპარატით მკურნალობის პროცესში კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლის მოხმარება. სისტემატური გამოყენების შემდეგ დიაზეპექსის უეცარი მოხსნისას შესაძლებელია განვითარდეს შფოთვა, აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, ძილის დარღვევა. ამიტომაც თერაპიის მოხსნისას დოზა თანდათანობით უნდა შევამციროთ.
მიღების წესი და დოზირება
დიაზეპექსს იყენებენ შიგნით მისაღებად. დოზები შეირჩევა ინდივიდუალურად თითოეული ავადმყოფისათვის.
რეკომენდირებულია პრეპარატის დანიშვნა მოზრდილებისათვის 0,0025 – 0,005 გრამიდან დაწყებული (2,5-5 მგ-დან) 1-2 -ჯერ დღეში, და შემდეგ მისი დოზის თანდათანობითი გაზრდა. ცალკეულ შემთხვევებში (მომატებული აგზნებადობის, შიშის, განგაშის დროს) ერთჯერადი დოზა შეიძლება გავზარდოთ 0,02 გრამამდე (20 მგ-მდე). სტაციოინარში მკურნალობისას და საგულდაგულო სამედიცინო დაკვირვებისას სადღეღამისო დოზამ შეიძლება მიაღწიოს 0,045 გრამს (45 მგ-ს). ამბულატორიული მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული 0,025 გრამზე (25 მგ-ზე) მეტი დოზის დანიშვნა.
მაქსიმალური დღიური დოზა არის 0,06 გ (60 მგ). სადღეღამისო სამკურნალო დოზას აძლევენ 2-3 მიღებაზე.
დასუსტებულ და ხანდაზმულ პაციენტებს ურჩევენ, რომ პრეპარატი მიიღონ შემცირებული დოზით (0,0025 გ = 1/2 ტაბლეტი 1-2 -ჯერ დღეში).
ძილის დარღვევებისას მოზრდილებს უნიშნავენ 1-2 ტაბლეტს ძილის წინ.
7 წლის შემდეგ და უფროსი ასაკის ბავშვებს უნიშნავენ 0,003 – 0,005 გ (3-5 მგ) 1/2-1 ტაბლეტის სახით.
სადღეღამისო დოზა შეადგენს 0,008 – 0,01 გრამს (8 – 10 მგ).
უფროსი ასაკის ბავშვებს აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გავუზარდოთ სადღეღამისო დოზა 0,014 _ 0,016 გრამამდე (14-16 მგ).
დიაზეპექსის მოხსნა უნდა მოხდეს დოზის თანდათანობით შემცირების გზით. პრეპარატის ხანგრძლივმა მიღებამ შასაძლოა გამოიწვიოს მის მიმართ დამოკიდულების განვითარება, ამიტომ მკურნალიბის უწყვეტი კურსის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. მკურნალობის განმეორებითი კურსის ჩატარების წინ ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 3 თვისა.
სიფრთხილე
პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოვიყენოთ ღვიძლისა და თირკმლების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, ასევე გლაუკომიან პაციენტებში.
ხანდაზმულ პაციენტებში, ბავშვებში, ასევე ტვინის ორგანული დაზიანების მქონე პაციენტებში ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დიაზეპექსის დამთრგუნველი გავლენა უფრო ძლიერადაა გამოხატული.
განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა დავიცვათ მძიმე დეპრესიის მქონე პაციენტებში.
თითო ტაბლეტი შეიცავს 14 მგ ლაქტოზას.
ურთიერთქმდება სხვა პრეპარატებთან
დიაზეპექსის სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას შეიმჩნევა შემდეგი სახის ურთიერთქმედება: მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები, სტრიქნინი და კორაზოლი წარმოადგენენ დიაზეპექსის ანტაგონისტებს; ნივთიერებები, რომელებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას (ალკოჰოლი, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები და სხვა), მკვეთრად აძლიერებენ დიაზეპექსის მოქმედებას; ანტაციდურმა საშუალებებმა შეიძლება დააყოვნონ, მაგრამ არ დააქვეითონ დიაზეპექსის შეწოვა; დიაზეპექსის გამოყენება პრემედიკაციისას შესაძლოა შეამციროს ფენტანილის დოზა, და შეამციროს ცნობიერების გამოთიშვის ლატენტური პერიოდი; იზონიაზიდმა შეიძლება შეაყოვნოს დიაზეპექსის გამოყოფა, რაც იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის გაზრდას; რიფამპიცინმა შეიძლება გააძლიეროს დიაზეპექსის გამოყოფა და გამოიწვიოს პლაზმაში მისი კონცენტრაციის მომატება.
გვერდითი მოვლენები
ძილიანობა (ჩვეულებრივ, პირველ დღეებში, ძლიერი), მსუბუქი თავბრუსხვევები, იშვიათად კოორდინაციის მოშლა. ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება; ნერვ-კუნთოვანი რეაქციის შენელება. იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ატაქსია, კანის ქავილი, ღებინება, ყაბზობა. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს წამლისმიერი დამოკიდებულება, მეხსიერების, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.
ცალკეულ შემთხვევებში მკურნალობის დასაწყისში შეიძლება აღინიშნოს აგზნება.
ჰიპოთრომბინემია. ხანდაზმულ და საბავშვო ასაკის პაციენტებში აღინიშნება სედატიური გვერდითი მოქმედების სიხშირის მომატება.
ჭარბი დოზირება
დიაზეპექსის ჭარბი დოზირებას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: მეხსიერების ხანგრძლივი გაფანტვა; რეფლექსების დაქვეითება; გამოხატული ძილიანობა; ტრემორი; ბრადიკარდია, ქოშინი ან გაძნელებული სუნთქვა; მეტყველების დარღვევა; წონასწორობის დარღვევა; გამოხატული სისუსტე.
მკურნალობა მოიცავს დამხმარე თერაპიას, კერძოდ: თუ ავადმყოფი გონზეა, უნდა გამოვიწვიოთ ღებინება და დავუნიშნოთ აქტივირებული ნახშირი; თუ ავადმყოფი უგონოდაა, აუცილებელია კუჭის გამორეცხვა ზონდის საშუალებით; სუნთქვის დათრგუნვისას უნდა დავუნიშნოთ ჟანგბადი; დიურეზის მომატებისათვის შეიძლება საინფუზიო ხსნარების შეყვანა და ეფექტური დიურეზული საშუალებების დანიშვნა (ფორსირებული დიურეზი); აუცილებლობის შემთხვევაში არტერიული ჰიპოტენზიის დროს რეკომენდირებულია დოფამინისა და ნორადრენალინის ინტრავენული შეყვანა; აგზნების არსებობისას ბარბიტურატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგანაც მათ შეიძლება გააძლიერონ აგზნება და/ან გაზარდონ ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვის ხანგრძლივობა; ზედმეტი დოზირების მკურნალობაში დიალიზს შეზღუდული მნიშვნელობა გააჩნია.
სტაციონარულ პირობებში ასევე გამოიყენება ფლუმაზენილის _ ბენზოდიაზეპინის რეცეპტორების ანტაგონისტის შეყვანა.
გამოშვების ფორმა
10 ტაბლეტი ფირფიტაზე. 2 ფირფიტა მუყაოს კოლოფში.
250 აბი პლასტმასის ფლაკონში.
შენახვის პირობები
არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ
გაცემის ფორმა
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი
ს.ს. Gრინდეკს (გრინდექსი), ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. # 53.
ტელეფონი: + 371 7083205
ფაქსი: + 371 7083505
ფორმა, შეფუთვა: კაფსულები – შეფუთვაში 20 ც.
შემადგენლობა: 1 კაფს. შეიცავს 80 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს, (24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკგოლიდ ბილობალიდები (Terpene lactones)).
მწარმოებელი – საქართველო GMP
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიკროცირკულაციის გამაუმჯობესებელი საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბილობა-რიცი ფორტე მცენარეული წარმოშობის პრეპარატია.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები: ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ მათი კედლების ელასტიკურობის ზრდას, აფერხებენ თრომბიციტების აგრეგაციას.
პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავისი ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას.
აუმჯობესებს კიდურებში სისხლის მიმოქცევას, მიკროცირკულაციას და ვენების ტონუსს. გამოხატული აქვს შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე.
ჩვენება:
– სხვადასხვა ეტიოლოგიის დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტი, ქალა-ტვინის ტრავმა, ხანდაზმულობის ასაკი), რომელსაც ახლავს უყურადღებობის და/ან მეხსიერების, ინტელექტუალური შესაძლებლოების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, ძილის დარღვევა;
– პერიფერიული სისხლის მიმოქცევის და მიკროცირკულაციის დარღვევა (მათ შორის ქვედა კიდურების არტერიოპათია), რეინოს სინდრომი;
– ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, შუილი ყურებში, ჰიპოაკუზია);
– ყვითელი ხალის ასაკობრივი დეგენერაცია;
– დიაბეტური რეტინოპათია.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი ინიშნება თითო კაფსულა დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს). მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 3 თვეა. საჭიროებისას შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება.
კაფსულები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენება: – ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდი;
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის რეკომენდებული პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღება.
ზედოზირება: პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არ არის რეკომენდებული ბილობა-რიცი ფორტეს და აცეტილსალიცილის მჟავას ან ანტიკოაგულანტების ერთდროული მიღება.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი
ნოზოლოგიური ჯგუფი – ცნს-ზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
2 მლ-იანი 25 ამპულა მუყაოს კოლოფში
საინექციო ხსნარის 2მლ შეიცავს 80მგ. ხბოს სისხლის მშრალ დეპ – როტეინირებულ ჰემოდერივატს, ნატრიუმის ქლორიდსა და საინექციო წყალს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტოვეგინი® შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია. მოლეკულურ დონეზე ეს პრეპარატი ზრდის ჟანგბადის მოხმარებისა და უტილიზაციის უნარს (ზრდის ჰიპოქსიისადმი მდგრადობას), გლუკოზის მოხმარებასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი აძლიერებს უჯრედის ენერგეტიკულ მდგომარეობას, განსაკუთრებით იშემიისა და ჰიპოქსიის პირობებში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ აქტოვეგინი® – ს ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია,განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია)შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით შეუძლებელია,რადგან იგი მხოლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან შედგება. რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას,ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კლინიკური გამოკვლევების დროს შესწავლილმა სხვადასხვა პარამეტრებმა გვიჩვენა,რომ პრეპარატ აქტოვეგინის ეფექტი გამოვლინდება პარენტერული ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წთში და მაქსიმუმს 3სთში აღწევს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურება ახალშობილებში).
აქტოვეგინი® არის ძლიერი ანტიჰიპოქსანტი, ააქტივებს გლუკოზისა და ჟანგბადის მეტაბოლიზმს.
ჩვენებები
- ცერებრული მეტაბოლიზმისა და სისხლის მიმოქცევის დარღვევები (იშემიური ინსულტი, ქალატვინის ტრავმები).
– პერიფერიული (არტერიული და ვენური) სისხლის მიმოქცევის დარღვევები და მათი შედეგები (არტერიული ანგიოპათია, წვივის წყლულები), კანის საფარველის ტრანსპლანტაცია.
– დამწვრობები, მათ შორის ქიმიური და თერმული, კანის საფარველის დაწყლულება. გართულებები ჭრილობების შეხორცებისას: ჭრილობების ცუდი შეხორცება, ნაწოლები (დეკუბიტუს);
- კანისა და ლორწოვანი გარსების რადიაციული დაზიანება (პროფილაქტიკა და მკურნალობა). გართულებების თავიდან ასაცილებლად გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!
მიღების წესები და დოზები
აქტოვეგინი® – ს 1020 მლ შეყავთ კუნთში,ვენაში ან არტერიაში ან გამოიყენება ინფუზიის სახით (იხ. აქტოვეგინი® 400 მგ/10 მლიან ამპულებში გამოყენების ინსტრუქცია). ამპულა ისე დაიკავეთ, რომ მონიშნული ადგილი ზევით მოექცეს, როგორც ეს ინსტრუქციაშია ნაჩვენები. ამპულა შეან ჯღრიეთ, რომ მისი ზედა ნაწილი ხსნარისგან განთავისუფლდეს, მოატეხეთ ამპულას ზედა ნაწილი, როგორც ეს ინსტრუქციაშია ნაჩვენები. სპეციალური გაფრთხილება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ღონისძიებები იმის გამო, რომ ხსნარი ჰიპერტონულია, კუნთებში სასურველია არა უმეტეს 5 მლს შეყვანა.ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობის გამო, მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდირებულია სინჯის ინექციის ჩატარება. საინექციო ხსნარი შეეთავსება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარსა და გლუკოზის 5%იან ხსნარს. არ არის რეკომენდირებული აქტოვეგინი® – ს შერევა სხვა პრეპარატებთან, გარდა ზემოთჩამოთვლილი ხსნარებისა. საინექციო ხსნარი მოყვითალო ფერისაა, ფერის ინტენსივობა დამოკიდებულია პარტიის ნომერსა და საწყის მასალაზე, ამავე დროს ხსნარის ფერი არ მოქმედებს პრეპარატის ეფექტურობასა და შეთვისებაზე.
გვერდითი მოვლენები
ჩვეულებრივ, პრეპარატი კარგად გადაიტანება. ალერგიის მიმართ წინასწარგანწყობის მქონე პაციენტებში იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ჭინჭრის ციება, სხეულის ტემპერატურის უეცარი მომატება, შოკი). ამ შემთხვევაში აქტოვეგინი®თ მკურნალობა უნდა შეწყდეს. აუცილებლობისას ტარდება ალერგიული რეაქციების სტანდარტული მკურნალობა.
უკუჩვენება
პრეპარატ აქტოვეგინი®- ს ან მისი ანალოგიური პრეპარატებისადმი ალერგიული წინასწარგანწყობა.
ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატ აქტოვეგინი® – ს გამოყენება დასაშვებია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბნელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C! შენახვის ვადა – 5 წელი.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
– მერკ KGaA ნიკომედისთვის
ავსტრია
დიაზეპექსი
საინექციო ხსნარი 5მგ/მლ
Diazepamum
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიაზეპამი (Diazepamum)
ქიმიური დასახელება: 7-ქლორ-1,3-დიჰიდრო-1-მეთილ-5-ფენილ-2H-1,4-ბენზოდიაზეპინ-2-ონი
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები: გამჭვირვალე სითხე, უფერო ან ღია ყვითელი ფერის მწვანე ელფერით (უფერო შუშაში).
შემადგენლობა: 1 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 5 მგ დიაზეპამს. ერთი ამპულა 2 მლ ხსნარით შეიცავს 10მგ დიაზეპამს.
დამხმარე ნივთიერებები:
კონსერვანტები და სტაბილიზატორები- ბენზოის მჟავა (E 210), ნატრიუმის ბენზოატი(E 211) ; გამხსნელი და სტაბილიზატორი- პროპილენგლიკოლი-1.2; გამხსნელები- ბენზილის სპირტი, ეთილის სპირტი 96%, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი, 5 მგ/მლ- ამპულა 2 მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ტრანკვილიზატორი.
АТХ კოდი-N05BA01
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
დიაზეპამი მოქმედებს არასელექტიურად, იგი უკავშირდება გაემ-კომპლექსის ყველა ქვეტიპის ω-რეცეპტორებს. ქლორის არხების გახსნით და ცნს-ში შემაკავებელი პროცესების პოტენცირების გზით ლიმბურ სისტემაში, თალამუსში, ჰიპოთალამუსში და ზურგის ტვინის გვერდითი რქების დამატებით ნეირონებში მატულობს გაემ-რეცეპტორების მგრძნობელობა გამაამინოერბომჟავის მიმართ. ამის შედეგად ხდება თავის ტვინის ქერქვეშა სტრუქტურების აგზნებადობის შემცირება, პოლისინაფსური სპინალური რეფლექსების შეკავება, და პრესინაფსური შეკავების გაძლიერება.
დიაზეპექსს, როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების წარმოებულებს, ახასიათებს ანქსიოლიზური, ჰიპნო-სედაციური, ანტიკონვულსიური, ამნეზიური, მიორელაქსაციური, ტრემორის და პანიკის საწინააღმდეგო მოქმედება.
ფარმაკოკინეტიკა
დიაზეპამის აბსორბცია დამოკიდებულია მისი შეყვანის გზაზე. ინტრამუსკულარული შეყვანის დროს, მისი მაქსიმალური კონცენტრაცია ნაკლებია, ვიდრე პერორალური მიღების დროს. დიაზეპამი კარგად იხსნება ლიპიდებში, ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ და ჰემატოპლაცენტარულ ბარიერებს. პრეპარატის შეკავშირება პლაზმის ცილებთან მაღალია და შეადგენს 98-99 %. პრეპარატი სწრაფად ნაწილდება ორგანოებში და ქსოვილებში და დეპონირდება ცხიმოვან ქსოვილში. დიაზეპამს ახასიათებს ორფაზიანი ელიმინაცია. პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24-48 საათს, ძირითადი მეტაბოლიტის (დესმეთილდიაზეპამი) ნახევარგამოყოფის პერიოდით-48-120 საათი, რის გამოც ხანგრძლივდება პრეპარატის თერაპიული მოქმედება. დიაზეპამის და მისი მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი მეტია ახალშობილებში, მოხუცებში და პაციენტებში ღვიძლის დაავადებებით.
დიაზეპამის ინტენსიური მეტაბოლიზმი წარმოებს ღვიძლში. გარდა დეზმეთილდიაზეპამისა, მისი სხვა მეტაბოლიტებია: ოქსაზეპამი და ტემაზეპამი. მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად შარდთან ერთად. პრეპარატი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.
ჩვენებები:
როგორც ანქსიოლიზური საშუალება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ენდოსკოპიის წინ, ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, დაძაბულობა, ვეგეტატური გამოვლინებები), დელირიუმი, ტეტანუსი, კუნთების სპაზმი ტრავმის დროს, თავის და ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული სპასტიური მდგომარეობები (ცერებრული დამბლა, ათეტოზი), პრემედიკაცია ნარკოზის წინ, კომბინირებული ნარკოზის სქემებში, მიოკარდიუმის ინფარქტი (კომპლექსურ თერაპიაში), სხვადასხვა ეთიოლოგიის მოტორული აგზნება ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ პრაქტიკაში, ეპილეფსიური შეტევის კუპირება, ეპილეფსიური სტატუსი, სამშობიარო მოქმედების შესამსუბუქებლად, ნაადრევი მშობიარობა (მხოლოდ III ტრიმესტრის ბოლოს), პლაცენტის ნაადრევი განშრევება, პრეეკლამფსია.
მიღების წესი და დოზირება:
კუჭ-ნაწლავის ენდოსკოპიის წინ- 5-10მგ ვენაში 30 წუთით ადრე ან 10-20მგ უშუალოდ პროცედურის წინ.
ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (შფოთვა, დაძაბულობა, ვეგეტატური გამოვლინებები)- 10მგ ი/მ ან ი/ვ, 3-4 საათის შემდეგ- 5-10მგ ი/მ ან ი/ვ.
დელირიუმი -10 მგ ი/ვ, შემდგომ 5მგ ი/ვ ყოველ 5 წუთში აგზნების კუპირებამდე.
ტეტანუსი -0.1-0.3 მგ/კგ ი/ვ ყოველ 1-4 საათში, 4-10 მგ/კგ/დღე-ღამეში.
კუნთების სპაზმი ტრავმის დროს- 10მგ ი/ვ ერთხელ ან ორჯერ.
თავის და ზურგის ტვინის დაზიანებით გამოწვეული სპასტიური მდგომარეობები (ცერებრული დამბლა, ათეტოზი)- ი/მ საწყისი დოზა- 10-20მგ.
პრემედიკაცია ნარკოზის წინ- ანესთეზიის დაწყებამდე 1 საათით ადრე მოზრდილებში- ი/მ 10-20მგ, დეფიბრილაციის დროს პრემედიკაცია- 10-30მგ ნელა ი/ვ (დაყოფილი დოზებით).
კომბინირებული ნარკოზის შემადგენლობაში- ანესთეზიის დასაწყისში- ი/ვ 0.2-0.5მგ/კგ
მიოკარდიუმის ინფარქტი (კომპლექსური მკურნალობის სქემაში)- საწყისი დოზა 10მგ ი/მ.
სხვადასხვა ეთიოლოგიის მოტორული აგზნება ნევროლოგიურ და ფსიქიატრიულ პრაქტიკაში- ი/მ ან ი/ვ 10-20მგ 3 ჯერ დღეში
ეპილეფსიური შეტევის კუპირება – ი/ვ 10-20მგ, შემდეგ 20მგ ი/მ ან ი/ვ წვეთოვნად.
ეპილეფსიური სტატუსი- 10მგ ი/ვ
სამშობიარო მოქმედების შესამსუბუქებლად- საშვილოსნოს ყელის 2-3 თითზე გახსნის დროს – 20მგ ი/მ.
ნაადრევი მშობიარობა (მხოლოდ III ტრიმესტრის ბოლოს), პლაცენტის განშრევება – 20მგ ი/მ, ერთ საათში განმეორებით.
პრეეკლამფსია – 10-20 მგ ი/ვ.
დოზას ადგენენ ინდივიდუალურად.
საშუალო ინტერვალი ინექციებს შორის შეადგენს 3-4 საათს, მძიმე შემთხვევაში შესაძლებელია ინტერვალის შემცირება 1 საათამდე.
ხანდაზმულ და დასუსტებულ პაციენტებში ხმარობენ შემცირებულ დოზებს (ჩვეულებრივ 2-5 მგ) და ზრდიან თანდათანობით: ანალოგიური სქემა გამოიყენება, თუ პაციენტი იღებს სხვა სედატიურ პრეპარატს.
პრეპარატი შეყავთ ნელა (ი/მ ან ი/ვ).
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, სუიციდური მიდრეკილება, ალკოჰოლური დამოკიდებულება (ანამნეზში, გარდა მწვავე აბსტინენციისა), ნარკოტიკული დამოკიდებულება, ჰიპერკაპნია, ეპილეფსია ან ეპილეფსიური გულყრები ანამნეზში (დიაზეპამით მკურნალობის დაწყებამ ან მისმა უეცარმა შეწყვეტამ შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს გულყრას და ეპილეფსიური სტატუსის განვითარებას), ცერებრული ან სპინალური ატაქსია, გლაუკომის მწვავე შეტევა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, ჰეპატიტი, გულის და სუნთქვის მძიმე უკმარისობა, პორფირია, მიასთენია, ღამის აპნოე, ორსულობა (I და III ტრიმესტრი), ლაქტაცია, ახალშობილებში ( 5 კვირამდე). სიფრხთილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის დროს.
გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, დაღლილობა, კოორდინაციის დარღვევები, თრომბოფლებიტი და თრომბოზი ინექციის ადგილას.
პარენტერალური შეყვანისას- სუნთქვის დათრგუნვა, აპნოე, გულის გაჩერება, ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, კუნთების სისუსტე.
იშვიათად: ცნობიერების დაბინდვა, აზროვნების და ქცევის შეცვლა, პარადოქსული რეაქციები (აჟიტირება, აგრესია, ჰალუცინაციები, უძილობა, ნევროზულობა, აგზნება), ანტეროგრადული ამნეზია, დეპრესია, დიზართრია, თავის ტკივილი, ბრადიკინეზია, არტიკულაციის დარღვევა, სინკოპე, ტრემორი, თავბრუსხვევა, ბრადიკარდია/ტაქიკარდია, გულ-სისხლძარღვოვანი კოლაფსი, ჰიპოტენზია, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ნისტაგმი, შარდის შეუკავლობა ან შეკავება, ლიბიდოს დაქვეითება, ღვიძლის დისფუნქცია, ყაბზობა, გულისრევა, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი), აგრანულიციტოზი, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია, სლოკინი, სანერწყვე ჯირკვლების ფუნქციის დარღვევა, სიყვითლე.
პარადოქსული რეაქციის შემთხვევაში (შიშის მწვავე რეაქცია, ჰალუცინაციები, კუნთოვანი ტონუსის მატება, უძილობა ან სხვა ძილის დარღვევები, აგრესიულობა) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
ჭარბი დოზირება:
დიაზეპექსის ჭარბი დოზით მიღებას შესაძლოა თან ახლდეს შემდეგი სიმპტომები: სიარულის დარღვევა, ბრადიკარდია, მეტყველების გაძნელება, სუნთქვის გაძნელება, ცნობიერების დათრგუნვა, რეფლექსების დათრგუნვა, ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა.
საჭიროა დაუყოვნებლივ კუჭის ამორეცხვა, სუნთქვის სტიმულაცია, ვენაში ინფუზიის გზით სითხეების შეყვანა. დიალიზის გამოყენება შეზღუდულია. მკურნალობა სიმპტომურია; საჭიროა სუნთქვის, პულსისა და არტერიული წნევის მონიტორირება. ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედების შესამცირებლად იყენებენ ბენზოდიაზეპინების რეცეპტორების სპეციფიურ ანტაგონისტს – ფლუმაზენილს. მაგრამ ფლუმაზენილს შეუძლია კრუნჩხვების პროვოცირება რის გამოც იგი უკუნაჩვენებია ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში.
ჰიპოტენზიის დროს იყენებენ დოფამინს და ნორეპინეფრინს.
გამოყენების თავისებურებანი:
პრეპარატის ვენაში შეყვანისას შესაძლებელია შეყვანის ადგილას განვითარდეს ანთებითი პროცესი (შეშუპება, წვის შეგრძნება, ფლებიტი, თრომბოფლებიტი). პრეპარატი საჭიროა შევიყვანოთ ნელა, კათეტერის მეშვეობით არა უმეტეს 1 მლ წუთში (5 მგ). პრეპარატის შეყვანა მცირე დიამეტრის ვენაში (მტევნებზე) არ არის რეკომენდებული. დიაზეპექსის მოხვედრა არტერიასა და სისხლძარღვების ირგვლივ დაუშვებელია.
ი/მ შეყვანისას პრეპარატი საჭიროა შევიყვანოთ ღრმად კუნთში!
პრეპარატის შეყვანა სხვა მედიკამენტებთან ერთად დაუშვებელია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულებში, ქრონიკულ ავადმყოფებში და კარდიო-რესპირატორული უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის ინტრავენური შეყვანისას.
იმ შემთხვევაში, როდესაც დიაზეპექსი გამოიყენება ნარკოტიკულ ანალგეზიურ საშუალებებთან ერთად, მაშინ ამ უკანასკნელის დოზა უნდა შემცირდეს 1/3-ით მაინც.
დიაზეპექსის შეყვანა არ შეიძლება შოკის, კომის ან მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დროს, თანმხლებული დეპრესიის ნიშნებით.
ახალშობილებში (30 დღემდე) დიაზეპექსის საინექციო ფორმით გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი. ამ ასაკის ბავშვებში პრეპარატის მოქმედების შედეგად აღინიშნება ცნს-ის ხანგრძლივი დროით დათრგუნვა. პრეპარატი პედიატრიაში გამოიყენება მცირე დოზებით, რათა თავიდან ავიცილოთ გვერდითი მოვლენები (აპნოე და ხანგრძლივი ძილიანობა). ბავშვებში დიაზეპექსის რეკომენდებული საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,25 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც შეყავთ 3 წთ-ის განმავლობაში ნელა. 15-30 წთ-ის შემდეგ ეს დოზა შესაძლებელია განმეორდეს. პრეპარატის 3-ჯერ შეყვანის შემდეგ თუ არ აღინიშნება თერაპიული ეფექტი, საჭიროა დამატებითი თერაპიის გამოყენება.
ვენაში შეყვანის შემდეგ პრეპარატი მოქმედებს სწრაფად, მაგრამ ხანმოკლე ვადით, იგი არ გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, პრეპარატს იყენებენ სიფრთხილით. პრეპარატის ხანგრძლივი დროით გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის ანალიზისა და ღვიძლის ფუნქციის შემოწმება. დეპრესიაში მყოფი და შიშის შეგრძნების მქონე, აგრეთვე თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება სიფრთხილით.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი:
განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი დიაზეპექსის გამოყენება. პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით რეალური საჭიროებისას. აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავი ავარიდოთ ისეთი სამუშაოების შესრულებას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.
წამლისმიერი დამოკიდებულება:
დიაზეპექსის მიღების უეცარი შეწყვეტა იწვევს აბსტინენციის სინდრომის განვითარებას: კონვულსია, ტრემორი, კრუნჩხვები, ღებინება, ოფლიანობა. პაციენტებს, რომლებიც დიდი დოზით და ხანგრძლივად იღებდნენ პრეპარატს, აღენიშნებათ შედარებით მძიმე ფორმის სიმპტომები, მსუბუქი ფორმის სიმპტომები (დისფორია, უძილობა) კი – რამდენიმე თვის განმავლობაში დიაზეპექსის თერაპიული დოზებით გამოყენებისას. იმისათვის, რომ შევწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება, მისი დოზა საჭიროა შემცირდეს თანდათანობით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ალკოჰოლი და პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ცნს-ის დათრგუნვას- დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება.
კარბამაზეპინი, რიფამპიცინი- დიაზეპამის კონცენტრაციის და ეფექტურობის შემცირება.
ციმეტიდინი, რანიტიდინი, კონტრაცეპტივები ესტროგენის შემცველობით, დილთიაზემი, ვერაპამილი, ერითრომიცინი, ტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, ნეფაზოდონი- დიაზეპამის კონცენტრაციის და ტოქსიურობის მომატება ღვიძლის ფერმენტების ინჰიბირების ხარჯზე.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი -2 მლ ამპულაში, 5 ამპულა უჯრედოვან შეფუთვაში, 2 უჯრედოვანი შეფუთვა კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები:
ინახება ბნელ ადგილას 2-8ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ!
აფთიაქიდან გაშვების ფორმა: რეცეპტით
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ, 53, რიგა, LV-1057,ლატვია.
მწარმოებელი ფირმა:
ჰოეცხსტ-ბიოტიკა სპოლ.ს.რ.ო.
03680, მარტინი, სკლაბინსკის ქ.30, სლოვაკეთის რესპუბლიკა
რექსეპი კომბი
1. რა არის რექსეპი კომბი და რისთვის გამოიყენება:
რექსეპი კომბი წარმოდგენილია 30 კაფსულის შემცველი შეფუთვის სახით.
მოზრდილ პაციენტებში რექსეპი კომბი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ბიპოლარული I აშლილობის დროს გამოვლენილი დეპრესიული ეპიზოდების მოკლევადიანი მკურნალობა. (ბიპოლარული I აშლილობა მიმდინარეობს მანიისა და დეპრესიის პერიოდების მონაცველობით);
• რეზისტენტული დეპრესიის (როდესაც დეპრესია არ ექვემდებარება ანტიდეპრესანტების ადეკვატური დოზებითა და ხანგრძლივობით მკურნალობის ორ მცდელობას) მოკლევადიანი მკურნალობა;
• შფოთვითი აშლილობა;
• კვებითი ქცევითი დარღვევების მკურნალობა, როგორებიცაა: კომპულსური (უკონტროლო) კვება, როდესაც ადამიანი დროის მოკლე მონაკვეთში ჭარბი რაოდენობით საკვებს ღებულობს; ნერვული ანორექსია, როდესაც პაციენტი ღებულობს საკვების ძალიან მცირე რაოდენობას, რის გამოც აქვს სხეულის მცირე წონა; ნერვული ბულიმია, როდესაც ადამიანი დიდი რაოდენობით საკვებს ღებულობს და შემდეგ, ღებინების გზით, ცდილობს მისგან გათავისუფლებას; მადის გაუკუღმართება, როდესაც პაციენტი არასასურსათო ნივთებით იკვებება; ცოხნა – პაციენტებისთვის დამახასიათებელია საკვების რეგურგიტაცია; საკვების მიღების შეზღუდვის/აკრძალვის დარღვევა, როდესაც პაციენტები კარგავენ საკვების მიმართ ინტერესს;
• ობსესურ-კომპულსური აშლილობა;
• პოსტტრავმული სტრესული აშლილობა;
2. რა უნდა იცოდეთ რექსეპი კომბის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ რექსეპი კომბი შემდეგი მდგომარეობების დროს:
• თუ ხართ ალერგიული ოლანზაპინის, ფლუოქსეტინის ან რექსეპი კომბის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოვლინდეს გამონაყრის, ქავილის, სახისა და ტუჩების შეშუპების ან სუნთქვის გაძნელების სახით. უთხარით თქვენს ექიმს თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ;
• წამალთაშორისი ურთიერთქმედების რისკის გამო, არ გამოიყენოთ რექსეპი კომბი მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად, (მაგ.: მოკლობემიდი), რომელიც ანტიდეპრესანტების სხვა ჯგუფის წარმომადგენელია. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან რექსეპი კომბით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში საჭიროა რექსეპი კომბით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 5 კვირა იყოს გასული;
• არ შეიძლება რექსეპი კომბის პიმოზიდთან (შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობების სამკურნალო საშუალება) კომბინაციაში გამოყენება, ვინაიდან ამ წამლების კომბინაციამ შესაძლოა გულის რიტმის დარღვევები გამოიწვიოს;
• არ შეიძლება რექსეპი კომბის თიორიდაზინთან (შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობების სამკურნალო საშუალება) ერთად გამოყენება, ამ უკანასკნელის პლაზმური კონცენტრაციის მატების რისკის გამო. თიორიდაზინით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში საჭიროა რექსეპი კომბით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 5 კვირა იყოს გასული.
სიფრთხილით გამოიყენეთ რექსეპი კომბი შემდეგი მდგომარეობების დროს:
• მკურნალობის დასაწყისში ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ სუიციდური აზრებისა და ქცევის მატებას მოზარდებსა და ახალგაზრდა პაციენტებში.
• ამ ტიპის მედიკამენტები იწვევენ სიკვდილისა და ინსულტის რისკის მატებას დემენციით გამოწვეული ფსიქოზების მქონე, ხანდაზმულ, პაციენტებში.
• ამ ტიპის მედიკამენტებს შეუძლიათ უპირატესად სახის კუნთებისა და ენის უჩვეულო მოძრაობების გამოწვევა; უთხარით თქვენს ექიმს თუ ეს სიმპტომები გამოგივლინდათ რექსეპი კომბის მიღების შემდეგ.
• ძალიან იშვიათად, ასეთი ტიპის მედიკამენტები იწვევენ შემდეგი სიმპტომების – ცხელება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა და ძილიანობა – ერთობლივ გამოვლენას; ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
• ამ ტიპის მედიკამენტებს შეუძლიათ სისხლში შაქრის და ლიპიდების დონის გაზრდა.
• ასეთი ტიპის მედიკამენტების გამოყენებისას, შესაძლოა გაჩნდეს ისეთი ჩივილები, როგორიცაა: ლაქტაცია, ამენორეა, მკერდის გადიდება და იმპოტენცია.
• სერიოზული გვერდითი მოვლენების შესაძლო გამოწვევის გამო, რექსეპი კომბის გამოყენება, დემენციის მქონე, ხანდაზმულ პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
• აცნობეთ ექიმს თუ ოდესმე გადატანილი გაქვთ ინსულტი ან `მინი~ ინსულტი.
ბავშვები:
რექსეპი კომბის გამოყენაბა 10 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
რექსეპი კომბის საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გამოყენება:
რექსეპი კომბის მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
ორსულობა:
ორსულობის FDA კატეგორია: C
თუ თქვენ ხართ ორსულად, არ უნდა მიიღოთ რექსეპი კომბი ექიმთან კონსულტაციის გარეშე.
თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ლაქტაცია:
რექსეპი კომბის მიღების დაწყებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვინაიდან რექსეპი კომბი გადადის დედის რძეში, ამ მედიკამენტის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.
ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:
რექსეპი კომბს შეუძლია ძილიანობის გამოწვევა. ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი ან სხვა მექანიზმები და ძილიანობის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია რექსეპი კომბის შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
თუ თქვენ არ ხართ ალერგიული რექსეპი კომბის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ, არანაირი ნეგატიური მოვლენების განვითარება ამ ნივთიერებების გამო მოსალოდნელი არ არის.
სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება:
რექსეპი კომბის მიღების პერიოდში გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის მიერ რეკომენდებული სხვა მედიკამენტები.
წამალთაშორისი ურთიერთქმედების რისკის გამო, არ გამოიყენოთ რექსეპი კომბი მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად, (მაგ.: მოკლობემიდი), რომელიც ანტიდეპრესანტების სხვა ჯგუფის წარმომადგენელია. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის შეწყვეტიდან რექსეპი კომბით მკურნალობის დაწყებამდე მინიმუმ 14 დღე უნდა იყოს გასული. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში საჭიროა რექსეპი კომბით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 5 კვირა იყოს გასული;.
არ შეიძლება რექსეპი კომბის პიმოზიდთან (შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობების სამკურნალო საშუალება) კომბინაციაში გამოყენება, ვინაიდან ამ წამლების კომბინაციამ შესაძლოა გულის რითმის დარღვევები გამოიწვიოს.
არ შეიძლება რექსეპი კომბის თიორიდაზინთან (შიზოფრენიის და ბიპოლარული აშლილობების სამკურნალო საშუალება) ერთად გამოყენება, ამ უკანასკნელის პლაზმური კონცენტრაციის მატების რისკის გამო. თიორიდაზინით მკურნალობის დაწყების შემთხვევაში საჭიროა რექსეპი კომბით მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ 5 კვირა იყოს გასული.
რექსეპი კომბმა შესაძლოა გაზარდოს შფოთვის სამკურნალო (ანქსიოლიზური პრეპრატები) საშუალებების ეფექტი, ასევე საძილე საშუალებების (სედატიციური პრეპარატები) და დეპრესიის სამკურნალო (ანტიდეპრესანტები) საშუალებების ეფექტები მათი ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტებისა და ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებების (ჰალოპერიდოლი, კლოზაპინი) ეფექტები, შესაძლოა გაძლიერდეს მათი რექსეპი კომბთან ერთდროული გამოყენების შემთხვევაში.
შესაძლებელია გაიზარდოს ფენიტოინის (ეპილეფსიის სამკურნალო საშუალება) პლაზმური დონე და კლინიკური ეფექტი. თუ თქვენ ღებულობთ ამ მედიკამენტს, აცნობეთ თქვენს ექიმს.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ღებულობთ პარკინსონის დაავადების სამკურნალო მედიკამენტებს.
თუ ამჟამად იყენებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რეცეპტით და/ან ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
3. როგორ გამოიყენება რექსეპი კომბი
რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:
ყოველთვის გამოიყენეთ მედიკამენტი თქვენი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, ყოველთვის გადაამოწმეთ ინფორმაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მოზრდილები:
რექსეპი კომბის კაფსულები მიიღება დღეში ერთხელ, საღამოს, საკვებისაგან დამოუკიდებლად; ჩვეულებრივ რექსეპი კომბის საწყისი დოზაა 3მგ/25მგ ან 6მგ/25მგ (ოლანზაპინის ეკვივალენტური მგ / ფლუოქსეტინის ეკვივალენტრი მგ). შესაბამისი ჩვენების შემთხვევაში დოზის კორექტირება შესაძლოა მოხდეს პრეპარატის ეფექტურობისა და ამტანობის მიხედვით, რეკომენდებული დოზების შესაბამისად (6/25; 6/50; 12/25; 12/50 მგ). მოზრდილ პაციენტებში, 18მგ-ზე მეტი ოლანზაპინისა და 75 მგ-ზე მაღალი ფლუოქსეტინის დოზების ერთობლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები არ არის.
ბავშვები და მოზარდები (10-17 წელი):
რექსეპი კომბის კაფსულები მიიღება დღეში ერთხელ, საღამოს, საკვებისაგან დამოუკიდებლად; ჩვეულებრივ რექსეპი კომბის საწყისი დოზაა 3მგ/25მგ; დოზის გაზრდა სამიზნე მაჩვენებლამდე ხდება რეკომენდებული დოზების დიაპაზონში (6/25; 6/50; 12/25; 12/50 მგ). პედიატრიულ კონტიგენტში, 12მგ-ზე მეტი ოლანზაპინისა და 75 მგ-ზე მაღალი ფლუოქსეტინის დოზების ერთობლივი გამოყენების უსაფრთხოების შესახებ კლინიკური კვლევების მონაცემები არ არის.
მიღების გზა და მეთოდი: რექსეპი კომბი მიიღება ორალურად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება პედიატრიულ კონტიგენტში:
რექსეპი კომბის გამოყენება 10 წლამდე ასაკის პაციენტებში არ არის რეკომენდებული.
გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:
დოზის კორექცია არ არის საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.
სპეციალური მდგომარეობები:
თირკმლის/ ღვიძლის უკმარისობა:
დოზის კორექცია არ არის საჭირო თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თუ გრძნობთ, რომ რექსეპი კომბის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ რექსეპი კომბი თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი:
პაციენტებს, რომლებმაც მიიღეს რექსეპი კომბის დასაშვებ დოზაზე მეტი, აღენიშნებათ შემდეგი სიმპტომები: გახშირებული გულისცემა, აგრესიულობა, მეტყველების დარღვევები, უცნაური მოძრაობები (განსაკუთრებით სახის და ენის) და ცნობიერების დაქვეითება. სხვა შესაძლო სიმპტომებია: მწვავე კონფუზია, კრუნჩხვები (ეპილეფსია), კომა, შემდეგი სიმპტომების – ცხელება, სუნთქვის გახშირება, ოფლიანობა, კუნთების რიგიდობა და ძილიანობა – ერთობლივი გამოვლენა, ასევე გულისცემის შენელება, მაღალი ან დაბალი არტერიული წნევა, ტაქიკარდია. თუ შენიშნავთ სიმპტომებს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს და თან იქონიეთ რექსეპი კომბის კოლოფი, რათა ექიმი მიხვდეს თუ რომელი მედიკამენტი გაქვთ მიღებული.
თუ მიიღეთ რექსეპი კომბი თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი, დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ რექსეპი კომბის მიღება:
არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, წამალი მიიღეთ იმავე დღეს, გახსენებიდან რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ.
თუ თქვენ შეწყვიტეთ რექსეპი კომბის გამოყენება:
არ შეწყვიტოთ რექსეპი კომბის გამოყენება, მიუხედავად მდგომარეობის გაუმჯობესებისა; მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტი მიიღოთ ზუსტად იმ პერიოდის განმავლობაში, როგორც ეს თქვენმა ექიმმა გირჩიათ.
თუ თქვენ უეცრად შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლოა გამოგივლინდეთ შემდეგი სიმპტომები: ოფლიანობა, უძილობა, ტრემორი, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შემოგთავაზოთ დოზის საფეხურებრივი, თანდათანობითი, შემცირება მკურნალობის შეწყვეტამდე.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. რა არის რექსეპი კომბის შესაძლო გვერდითი ეფექტები
პაციენტებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა რექსეპი კომბის ინგრედიენტების მიმართ, შესაძლოა გამოუვლინდეთ ალერგიული მოვლენები, როგორც ნებისმიერი სხვა წამლის გამოყენების შემთხვევაში.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, შეწყვიტეთ რექსეპი კომბის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს:
— ალერგიული რეაქციები (მაგ.: ყელის ან პირის ღრუს შეშუპება, ქავილი, გამონაყარი)
— გულის რიტმის დარღვევები
— დიაბეტური კომა ან კეტოაციდოზი (სისხლში ან შარდში კეტონების შემცველობა) ან დიაბეტის სიმპტომების გაუარესება.
აღნიშნული სერიოზული გვერდითი მოვლენები ძალზე იშვიათია.
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი მკურნალობა:
• პანკრეატიტი
• გასტრო-ინტესტინური სისხლდენა
• ნაწლავთა გაუვალობა
• სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება
• ლარინგოსპაზმი
• გულყრები, ჩვეულებრივ ასოცირებულია ანამნეზში ეპილეფსიის არსებობასთან
• მკურნალობის ადრეულ სტადიებზე, თავბრუხვევის ან გულისწასვლის შეგრძნება, განსაკუთრებით მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან წამოდგომისას
• ღვიძლის დაზიანება, რომელიც კანისა და თვალის სკლერების სიყვითლით ვლინდება
• გახანგრძლივებული და/ან მტკივნეული ერექცია
• შარდვის გაძნელება
თუ შენიშნავთ რომელიმე შემდეგ სიმპტომს, აცნობეთ თქვენს ექიმს:
ხშირი გვერდითი მოვლენები:
• კუნთების რიგიდობა ან კისრის გაშეშება
• ფოტოსენსიტიურობა
• სისხლძარღვთა გაფართოება
• დიარეა
• სისხლჩაქცევები კანზე
• წონაში მატება
• წონაში კლება
• ამნეზია
• გემოს ცვლილება
• მკერდის ტკივილი
• შარდვის გახშირება
• გაფანტულობა
• პირის სიმშრალე
• დაღლილობა
• ძილიანობა
• მადის მომატება
• კოჭების შეშუპება
• ხელების კანკალი
• მხედველობის დაბინდვა
არახშირი გვერდითი მოვლენები:
• გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება)
• დიარეითა და ღებინებით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ინფექციები
• გულისრევა
• ღებინება
• კუჭის წყლული
• ანემია
• თრომბოციტოპენია (სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება)
• ატაქსია (მოძრაობის კონტროლის გართულებასთან დაკავშირებული სიარულის დარღვევა)
• მეტყველების პრობლემები
• ემოციური ლაბილობა
• ეიფორია
• მოძრაობების შენელება
• მოძრაობის დარღვევები
• კუნთების უეცარი და ხანმოკლე შეკუმშვა
• ცხვირიდან სისხლდენა
• თმის ცვენა
• კანის სიმშრალე
• ქავილი
• თვალის სიმშრალე
• სხვადასხვა დისტანციაზე მხედველობის აკომოდაციის დარღვევა
• ამენორეა
• ქალებში ლაქტაცია
• მენსტრუალური პერიოდის შემცირება
• არამენსტრუალური სისხლდენა
• შარდის შეკავება შარდის ბუშტში
• შარდის შეუკავებლობა
• შარდვის პრობლემები
იშვიათი გვერდითი მოვლენები:
• ღვიძლის გაცხიმოვნება
• კანის ციანოზი
• სისხლში ბილირუბინის მომატება
• სისხლში კრეატინინის მომატება (თირკმლის ფუნქციების განმსაზღვრელი სუბსტანცია)
• პოდაგრა
• ოსტეოპოროზი
• დიარეა
• ლიბიდოს გაზრდა
• კანის დესქვამაცია
• ქალებში მკერდის შეშუპება
აღნიშნული მოვლენები რექსეპი კომბის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
თუ რომელიმე გვერდითმა ეფექტმა მიიღო სერიოზული სახე ან გამოგივლინდათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც ამ ინსტრუქციაში არ არის მითითებული, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. როგორ ინახება რექსეპი კომბი
შეინახეთ რექსეპი კომბი თავის ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ ოთახის, 25°C-ზე დაბალ, ტემპერატურაზე.
გამოიყენეთ მითითებული შენახვის ვადის შესაბამისად: არ გამოიყენოთ რექსეპი კომბი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ გამოიყენოთ რექსეპი კომბი, თუ შენიშნავთ პრეპარატისა და/ან მის შეფუთვის დაზიანებას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
ფორმა, შეფუთვა – კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
შემადგენლობა – 1 კაფს. შეიცავს 40 მგ Ginkgo bilobae-ს ფოთლების მშრალი სტანდარტიზირებული ექსტრაქტს (24% გინკგოს ჰეტეროზიდები (Ginkgo flavon glycosides) და 6% გინკოლიდ ბილობალიდები (Terpene lactones)).
მწარმოებელი – საქართველო GMP
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სისხლის მიკროცირკულაციის გასაუმჯობესებელი საშუალება. ანგიოპროტექტორი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბილობა-რიცი მცენარეული წარმოშობის ვაზორეგულატორი ან ანტიოქსიდანტია. აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას და ათვისების უნარს. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები – ფლავონოიდური გლიკოზიდები, გინკგოლიდები და ბილობალიდები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას და მის რეოლოგიურ მახასიათებლებს, აფართოებენ სისხლძარღვებს, აფერხებენ თრომბოციტების აგრეგაციას. პრეპარატი ახდენს მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას, ახასიათებს ქსოვილებზე ანტიჰიპოქსიური მოქმედება. აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას, ჟანგბადისა და გლუკოზის მიწოდებას. ასევე – კიდურებში სისხლის მიმოქცევას. აქვს გამოხატული შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედება თავის ტვინსა და პერიფერიულ ქსოვილებზე. ეფექტურია თავბრუსხვევებისა და დიაბეტური რეტინო- და ანგიოპათიების დროს.
ჩვენება:
– თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს მეხსიერების, ყურადღებისა და ინტელექტუალური შესაძლებლობების დაქვეითება, შიშის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ძილის დარღვევა;
– ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლა, რომელსაც ახლავს ტკივილი სიარულის დროს. სიცივის შეგრძნება და პარესთეზიები.
დოზირებისა და მიღების რეჟიმი ინიშნება თითო კაფსულა დღეში სამჯერ ჭამის შემდეგ. მდგომარეობის გაუმჯობესება აღინიშნება ერთი თვის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობაა სამი თვე.
გვერდითი მოვლენები: იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავის ტკივილი, კანზე გამონაყარი.
უკუჩვენება: პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
განსაკუთრებული მითითებები: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, თუმცა დადგენილი არ არის ნაყოფზე მისი უარყოფითი გავლენა.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
60.00 ლარი
56.40 ლარი
ქვეყანა: კორეა
მწარმოებელი: დაევონ ფარმი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები; ცხოველების სისხლის დიალიზატის პრეპარატები
ნოზოლოგიური ჯგუფი – ცნს-ზე მოქმედი საშუალებები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
50 და 100 დრაჟე ფორტე მინის ფლაკონში
გარსით დაფარული დრაჟე ფორტე შეიცავს ხბოს სისხლის დეპროტეინირებული ჰემოდერივატის 200 მგს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
აქტოვეგინი® არის ძლიერი ანტიჰიპოქსანტი, ააქტივებს გლუკოზისა და ჟანგბადის მეტაბოლიზმს.
აქტოვეგინი® შეიცავს მხოლოდ ფიზიოლოგიურ ნივთიერებებს, რომელთა მოლეკულური მასა 5000 დალტონზე ნაკლებია. მოლეკულურ დონეზე ეს პრეპარატი ზრდის ჟანგბადის მოხმარებისა და უტილიზაციის უნარს (ზრდის მდგრადობას ჰიპოქსიისადმი), გლუკოზის მოხმარებასა და ენერგეტიკულ მეტაბოლიზმს. ყველა ამ პროცესის ჯამური ეფექტი აძლიერებს უჯრედის ენერგეტიკულ მდგომარეობას, განსაკუთრებით უკმარისობის პირობებში.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ აქტოვეგინი®-ს ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლების (აბსორბცია, განაწილება და აქტიური ინგრედიენტების ელიმინაცია) შესწავლა ფარმაკოკინეტიკური მეთოდებით შეუძლებელია, რადგან იგი მხოლოდ ორგანიზმში არსებული ფიზიოლოგიური კომპონენტებისგან შედგება. რაც შეეხება მოქმედების ხანგრძლივობას, ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებისა და კლინიკური გამოკვლევების დროს შესწავლილმა სხვადასხვა პარამეტრებმა გვიჩვენა, რომ პრეპარატ აქტოვეგინის ეფექტი გამოვლინდება პარენტერული ან პერორალური მიღებიდან არა უგვიანეს 30 წუთში და მაქსიმუმს 3საათში აღწევს. დღემდე არ არის აღმოჩენილი ჰემოდერივატების ფარმაკოლოგიური ეფექტის დაქვეითება შეცვლილი ფარმაკოკინეტიკის მქონე ავადმყოფებში (მაგ: ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ასაკობრივი მეტაბოლური ცვლილებები, მეტაბოლიზმის თავისებურება ახალშობილებში). ადგილობრივი სამკურნალო ფორმების მოქმედება გამოიხატება აპლიკაციაში. ეს დადგინდა განმეორებითი აპლიკაციებით ერთი და იგივე პაციენტებში. ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემები მოწმობენ პრეპარატ აქტოვეგინის უსაფრთხოებაზე მისი სისტემური გამოყენების დროს.
ჩვენებები
გამოიყენება შემანარჩუნებელი თერაპიის სახით ცერებრული სისხლის მიმოქცევისა და ნივთიერებათა ცვლის მოშლილობის დროს. ცერებრული სისხლის მიმოქცევის დარღვევისას გამოიყენება როგორც ინექციური ან ინფუზიური მკურნალობის გაგრძელება.
მიღების წესები და დოზები
აქტოვეგინი დრაჟე ფორტე მიიღება ჭამის წინ დაუღეჭავად, მცირეოდენი სითხის მიყოლებით. თუ არ არის სხვა რეკომენდაციები, პრეპარატი მიიღება შემდეგი დოზებით: 1-2 დრაჟე ფორტე 3ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 4-6 კვირა.
გვერდითი მოვლენები
პაციენტის ალერგიული წინასწარგანწყობის დროს, იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციები (მაგ: ჭინჭრის ციება, ტემპერატურის მომატება, შოკი). დოზის გადაჭარბებისას შეიძლება აღმოცენდეს სიმპტომები კუჭნაწლავის ტრაქტის მხრივ.
უკუჩვენება
პრეპარატ აქტოვეგინის კომპონენტების მიმართ ალერგიული წინასწარ განწყობა.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას პრეპარატ აქტოვეგინის® დრაჟე ფორტე მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება დასაშვებია.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ამჟამად არ არის დადგენილი.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბნელ ადგილას, შეფუთვაში! ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
შენახვის ვადა – 36 თვე.
აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
ნიკომედი ავსტრია გმბხ, ავსტრია
ავსტრია
რექსეპი
შემადგენლობა
10 მგ შემოგარსული ტაბლეტები: თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5მგ ოლანზაპინს აქტიური სუბსტანციის სახით და საღებავ ტიტანის დიოქსიდს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოლანზაპინი წარმოადგენს ატიპიურ ანტიფსიქოზურ საშუალებას, რომელსაც აქვს 5HT2A/2C, 5HT3, 5HT6, დოფამინის D4, D3, D1, D2, ქოლინერგული მუსკარინული (m1-m5), α-1 ადრენერგული და H1 ჰისტამინური რეცეპტორების შებოჭვის უნარი. ოლანზაპინზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ოლანზაპინი სელექტიურად ურთიერთქმედებს მეზოლიმბურ სისტემასთან, ექსტრაპირამიდულ სისტემასთან ყოველგვარი მნიშვნელოვანი ურთიეთქმედების გარეშე. ოლანზაპინი უფრო მეტად ბოჭავს 5HT2A რეცეპტორებს, ვიდრე D2 რეცეპტორებს. ოლანზაპინს უფრო ნაკლებად ახასიათებს D2 რეცეპტორებთან ურთიერთქმედება, ვიდრე სხვა, ტრადიციულ, ნეიროლეფსიურ აგენტებს. მისი ასეთი მოქმედება განაპირობებს მწვავე ექსტრაპირამიდული გვერდითი მოვლენების და ტარდიული დისკინეზიის შედარებით დაბალ დონეს. რექსაპინი მოქმედებს დაავადების როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ სიმპტომატიკაზე.
ფარმაკოკინეტიკური თვისებები
რექსაპინი კარგად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და პლაზმაში მაქსიმალურ კონცენტრაციას 5-8 საათში აღწევს. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას რექსაპინის აბსორბციაზე. ოლანზაპინი მეტაბოლიზირდება ღვიძლში კონიუგაციისა და ოქსიდაციის შედეგად. მის ძირითად მეტაბოლიტს ცირკულაციაში წარმოადგენს 10-N-გლუკოკურონიდი, ნივთიერება, რომელიც არ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. სხვა მეტაბოლიტებია N-დესმეთილი და 2-ჰიდროქსილმეთილი, რომლებიც არ ამჟღავნებენ in vivo აქტივობას. პრეპარატის უმთავრეს ფარმაკოლოგიურ ეფექტებს ოლანზაპინი განაპირობებს. ოლანზაპინის პერორალურად მიღების დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი ასაკისა და სქესის მიხედვით მერყეობს.
65 წელზე ნაკლები ასაკის 65 წლის და ზევით ასაკის
მამაკაცები 29 საათი 49 საათი
ქალები 39 საათი 55 საათი
ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანდაზმულებში შედარებით ხანგრძლივია, ვიდრე ახალგაზრდებში.
თირკმლის უკმარისობა ან ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დარღვევები არ იწვევენ ოლანზაპინის მნიშვნელოვან ფარმაკოკინეტიკურ ცვლილებებს.
ოლანზაპინის პლაზმური კლირენსი ახალგაზრდა პირებში, ქალებსა და არამწეველებში უფრო დაბალია, ვიდრე ასაკოვნებში, მამაკაცებსა და მწეველებში. მიუხედავად ამისა, ასაკის, სქესისა და თამბაქოს მოხმარების გავლენა ოლანზაპინის კლირენსზე და ნახევარგამოყოფის პერიოდზე შედარებით ნაკლებია, ვიდრე ცალკეულ ინდივიდებში არსებული განსხვავება.
ოლანზაპინი 7-1000 ნანოგრამი/მლ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებს უკავშირდება 93%-ით. ოლანზაპინი ძირითდად უკავშირდება ალბუმინს და α1-მჟავა გლიკოპროტეინს.
ოლანზაპინის მიღებული დოზის 50% გამოიყოფა შარდით, ხოლო 30% – განავალით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი არის დაახლოებით 30 საათი.
ჩვენებები
ოლანზაპინი გამოიყენება შიზოფრენიის სამკურნალოდ და ასევე ბიპოლარული დარღვევების თანმხლები მწვავე მანიაკალური ეპიზოდების დროს მოკლე სამკურნალო კურსის სახით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა რექსაპინის ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ და დახურულკუთხოვანი გლაუკომა.
გაფრთხილება
იშვიათად აღინიშნება არსებული შაქრიანი დიაბეტის დამძიმება, კეტოაციდოზით მიმდინარე ჰიპერგლიკემია და დიაბეტური კომა. ზოგიერთ შემთხვევაში წონაში მატება მიუთითებდა მსგავსი მდგომარეობების განვითარების რისკის გაზრდას. დიაბეტით დაავადებულ და შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის მქონე პაციენტებზე რეკომენდებულია რეგულარული კლინიკური დაკვირვება.
ორთოსტატული ჰიპოტენზია: ოლანზაპინმა, სავარაუდოდ მისი ალფა1-ადრენერგული ანტაგონისტური თვისებების გამო, განსაკუთრებით საწყისი დოზის ტიტრაციის პერიოდში, შესაძლოა გამოიწვიოს ორთოსტატული ჰიპოტენზია თანმხლები თავბრუსხვევით, ტაქიკარდიით და ზოგიერთ პაციენტში – სინკოპეც. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში უმჯობესია პრეპარატის სამიზნე დოზამდე თანდათანობით მზარდი ტიტრაცია. ოლანზაპინი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან იშემია, გულის უკმარისობა ან გამტარებლობის დარღვევა) და ცერებრო-ვასკულური დაავადებები და ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობები (დეჰიდრატაცია, ჰიპოვოლემია და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით მკურნალობა).
თანმხლები დაავადებები: პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პროსტატის ჰიპერტროფიის, პარალიზური ილეუსისა ან მსგავსი მდგომარეობების მქონე პაციენტებში (ოლანზაპინის შესაძლო ანტიქოლინერგული აქტივობის გამო).
პაციენტების კლინიკური სტატუსის გაუმჯობესებას შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე დღე ან კვირა. ამ პერიოდის განმავლობაში პაციენტები მკაცრი მონიტორინგის ქვეშ უნდა იყვნენ.
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ღვიძლის ტრანსამინაზების, ALT, AST, ასიმპტომური, ტრანზიტორული მატება ხშირად აღინიშნებოდა.
პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული ALT და AST, ღვიძლის დაზიანების ნიშნები და ღვიძლის ფუნქციის დარღვევასთან ასოცირებული უკვე არსებული მდგომარეობები, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა. მკურნალობის პროცესში ALT და AST დონის მომატების შემთხვევაში აუცილებელია დოზის შემცირება. ჰეპატიტის დიაგნოსტირების შემთხვევაში ოლანზაპინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ოლანზაპინის გამოყენების დროს, როგორც ყველა სხვა ნეიროლეფსიური საშუალებების დანიშვნისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ნებისმიერი გენეზის ლეიკოპენია და/ან ნეიტროპენია, მედიკამენტების მიღებასთან დაკავშირებული ძვლის ტვინის დეპრესია ან მასზე ტოქსიკური ზემოქმედება ანამნეზში, თანმხლები დაავადებები, რადიო- და ქიმიოთერაპიით განპირობებული ძვლის ტვინის დეპრესია და ბოლოს, ჰიპერეოზინოფილური მდგომარეობები ან მიელოპროლიფერაციული დაავადებები.
ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი (ნას): რექსაპინის გამოყენების დროს კლინიკური კვლევებში არცერთ პაციენტში არ დაფიქსირებული ნას-ი. ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომი, როგორც პოტენციურად ფატალური სიმპტომთა კომპლექსი, ახასიათებს სხვა ანტიფსიქოზური მედიკამენტების მიღებას. ნას-ის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს: ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, შეცვლილი მენტალური სტატუსი და ავტონომიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი ან სისხლის წნევა, ტაქიკარდია, დიაფორეზი და კარდიალური დისრითმია). დამატებით შესაძლოა აღინიშნოს მომატებული კრეატინინფოსფოკინაზა, მიოგლობინურია (რაბდომიოლიზი) და თირკმლის მწვავე უკმარისობა. მსგავსი სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ყველა ანტიფსიქოზური პრეპარატების, მათ შორის რექსაპინის, გამოყენება.
რექსაპინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ კონვულსიები ან დაავადებები, რომლებიც მიმდინარეობენ კონვულსიებით.
ტარდიული დისკინეზია: შედარებითი კვლევების დროს რექსაპინით გამოწვეული ტარდიული დისკინეზიის შემთხვევათა მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე სხვა მედიკამენტების გამოყენებისას. რექსაპინით მკურნალობის ფონზე დისკინეზიის ნიშნებისა და სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ამ სინდრომის მქონე პაციენტი შესაძლოა მაინც საჭიროებდეს ოლანზაპინით მკურნალობას. კლინიკური კვლევების დროს რექსაპინის ფონზე პოსტურალური ჰიპოტენზიის განვითარება იშვიათად აღინიშნებოდა. სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მსგავსად, 65 წლის ასაკის ზევით პაციენტებში რეკომენდებულია არტერიული წნევის კონტროლი,.
ლინიკურ კვლევებში რექსაპინი არ იწვევდა QT ინტერვალის პერმანენტულ გახანგრძლივებას. 1685 პაციენტიდან მხოლოდ რვა პაციენტში აღინიშნა QTc ინტერვალის გახანგრძლივება.
სხეულის ტემპერატურის რეგულაცია: ანტიფსიქოზურ პრეპარატებს ახასიათებთ სხეულის ტემპერატურის შემცირების უნარის დარღვევა. სასურველია შესაბამისი ყურადღების გამოჩენა ოლანზაპინის დანიშვნის დროს პაციენტებში, რომლებსაც შემდეგ მოუწევთ ფიზიკური დატვირთვა, ცხელ გარემოში ყოფნა, სხვა ანტიქოლინერგული აქტივობის მქონე მედიკამენტების ერთდროული მიღება ან დეჰიდრატაცია.
კოგნიტიურ და მოტორულ სფეროებთან ურთიერთქმედება: ოლანზაპინით მიღებასთან ასოცირებულ გვერდით ეფექტს სომნოლენცია წარმოადგენს, რომელიც კლინიკურ კვლევებში დაფიქსირდა პაციენტების 26%-ში, შედარებისათვის პლაცებოს მიღების ფონზე აღნიშნული ეფექტი განვითარდა პაციენტთა 15%-ში. ეს გვერდითი ეფექტი ასევე დოზა დამოკიდებულია.
ჰიპერპროლაქტინემია: ოლანზაპინი, დოფამინის D2 რეცეპტორების სხვა ანტაგონისტების მსგავსად, იწვევს პროლაქტინის კონცენტარაციის მომატებას, რომელიც საშუალოდ მომატებული რჩება პრეპარატის გრძელვადიანი მიღების მთელი დროის განმავლობაში.
სუიციდი: სუიციდური მცდელობები დამახასიათებელია შიზოფრენიული და ბიპოლარული დაავადების მქონე პაციენტებისათვის. პრეპარატის გამოყენება აღნიშნულ მაღალი რისკის ჯგუფებში მოითხოვს მკაცრ მონიტორინგს.
დისფაგია: საყლაპავის პერისტალტიკის მოშლა და ასპირაცია ასოცირებულია ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებასთან. ასპირაციული პნევმონია ალცჰეიმერის დაავადების დროს წარმოადგენს ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს. ასეთი ტიპის პნევმონიის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში ოლანზაპინი და სხვა ანტიფსიქოზური წამლები გამოიყენება დიდი სიფრთხილით.
ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი სხვა წამლების მსგავსად ოლანზაპინიც სიფრთხილით გამოიყენება დემენციის და/ან პარკინსონის დაავადების დროს.
თამბაქოს მოწევა და სქესი: მათი გავლენა რექსაპინის მეტაბოლიზმზე უკვე ცნობილია. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლია არა-მწეველებში და ქალებში, ვიდრე მწეველებსა და მამაკაცებში.
თუ არსებობს ოლანზაპინის მეტაბოლიზმის სულ ცოტა 2 შემანელებელი ფაქტორი, რექსაპინის შედარებით მცირე საწყისი დოზაა საჭირო. ასეთ პაციენტებში დოზის მომატება კონსერვატიულად უნდა მოხდეს.
მანქანისა და სხვა დანადგარების მართვა: ვინაიდან ოლანიზაპინი იწვევს სომნოლენციას, პაციენტებმა უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე სხვადასხვა დანადგარების, მათ შორის ავტომობილის, მართვის დროს.
ბავშვები: რექსაპინის გამოყენება 18 წლამდე ასაკის პაციენტებში შესწავლილი არ არის.
ხანდაზმულები: 65 წლის ასაკის ზევით ჯანმრთელ ინდივიდებში ოლანზაპინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი გახანგრძლივებული იყო, მაგრამ ფარმაკოკინეტიკური ცვლილებები ნორმის (როგორც ახალგაზრდა ინდივიდებში) ფარგლებში რჩებოდა. დამტკიცებულია, რომ რექსაპინი დოზით 5-20 მგ/დღეში ასაკოვან და ახალგაზრდა პაციენტებში ერთნაირად უსაფრთხოა. ასე რომ, ამ ჯგუფის პაციენტებში დოზირების სპეციალური რეჟიმი არ არსებობს.
პაციენტები ღვიძლის და /ან თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის ფუნქციის დაქვეითების დროს ოლანზაპინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. თუმცა, ღვიძლის ფენქციის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის მსუბუქი გახანგრძლივება. ამ ჯგუფის პაციენტებში დოზის შემცირება არ არის რეკომენდებული.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ოლანზაპინის გამოყენების შესახებ კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. პაციენტებმა აუცილებლად უნდა აცნობონ მკურნალ ექიმს ოლანზაპინის მიღების ფონზე მოსალოდნელი ან მკურნალობის დროს დაგეგმილი ორსულობის შესახებ. პრეპარატი ორსულობის დროს უნდა დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც პოტენციური სარგებლიანობა ამართლებს პოტენციურ რისკს ნაყოფის მიმართ.
ლაქტაციის პერიოდი: რეკომენდებულია, რომ ლაქტაციის პერიოდში დედამ პრეპარატი არ უნდა გამოიყენოს.
მშობიარობა: ოლანზაპინის გავლენა მშობიარობაზე უცნობია.
გვერდითი მოვლენები
საერთო მოვლენები:
ხშირი (სულ მცირე 1%): კბილის ტკივილი. გრიპის მსგავსი სინდრომი, საკუთარი სხეულის მიზანმიმართული დაზიანება და სუიციდის მცდელობა.
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შემცივნება, ასთენია, სახის შეშუპება, კანდიდოზი, კეფის ტკივილი და რიგიდულობა, მენჯის ტკივილი და ფოტოსენსიბილიზაცია.
იშვიათი (
გულ-სისხლძარღვთა სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): ჰიპოტენზია
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ბრადიკარდია, ცერებრო-ვასკულური სისხლის მიმოქცევის მოშლა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ასისტოლია, ჰემორაგია, შაკიკი, სიფერმკრთალე, ვაზოდილატაცია, ტაქიკარდია და პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.
იშვიათი (
საჭმლის მომნელებელი სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): გაძლიერებული სალივაცია და წყურვილის შეგრძნება.
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): დისფაგია, გულძმარვა, გაუვალობა, მეტეორიზმი, გასტრიტი, გასტროენტერიტი, გინგივიტი, ჰეპატიტი, მელენა, პირის ღრუს დაწყლულება, გულისრევა და ღებინება, ორალური კანდიდოზი, პერიდონტალური აბსცესი, რექტალური ჰემორაგია, სტომატიტი, ენის შეშუპება და კბილების კარიესი.
იშვიათი (
ენდოკრინული სისტემა:
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): შაქრიანი დიაბეტი
იშვიათი (
სისხლი და ლიმფური სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): ლეიკოპენია
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ანემია, ციანოზი, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, თრომბოციტოპენია და თრომბოციტემია.
იშვიათი (
მეტაბოლური და კვებითი დარღვევები:
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აციდოზი, მომატებული ტუტე ფოსფტაზა, ბილირუბინემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერქოლესტერინემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპერლიპემია, ჰიპერურიკემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოკალემია, ჰიპონატრემია, ქვედა და ზედა კიდურების შეშუპება, წყლით ინტოქსიკაცია.
იშვიათი (
ძვალ-სახსროვანი და კუნთოვანი სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა.
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ართრიტი, ართროზი, ბურსიტი, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები და მიასთენია.
იშვიათი (
ნერვული სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): პათოლოგიური სიზმრები, ემოციური ლაბილურობა, ეიფორია, ლიბიდოს დაქვეითება, პარესთეზია.
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალკოჰოლიზმი, ამნეზია, ანტისოციალური ქცევები, ატაქსია, ცნს-ის სტიმულაცია, კომა, დელირიუმი, დეპერსონალიზაცია, დიზართრია, სახის პარეზი, ჰიპერესთეზია, ჰიპოკინეზია, ჰიპოტონია, ინკოორდინაცია, აკვიატებული კომპულსიური სიმპტომები, ფობიები, სომატიზაცია, სტიმულატორების ჭარბად გამოყენება, სტუპორი, ენაბლუობა, ტარდიული დისკინეზია, თამბაქოს ჭარბად მოხმარება, ვერტიგო და აბსტინენციის სინდრომი.
იშვიათი (
სასუნთქი სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): დისპნოე
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აპნოე, ასპირაციული პნევმონია, ბრონქული ასთმა, ატელექტაზი, ეპისტაქსისი, სისხლიანი ნახველი, ჰიპერვენტილაცია, ლარინგიტი, პნევმონია და ხმის შეცვლა.
იშვიათი (
კანი და მისი დანამატები:
ხშირი (სულ მცირე 1%): ოფლიანობა
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): ალოპეცია, კონტაქტური დერმატიტი, კანის სიმშრალე, ეგზემა, მაკულოპაპულური გამონაყარი, ქავილი, სებორეა, კანის დაწყლულება და ვეზიკულობულოზური გამონაყერი.
იშვიათი (
გრძნობათა ორგანოები:
ხშირი (სულ მცირე 1%): კონიუნქტივიტი
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): აკომოდაციის დარღვევა, ბლეფარიტი, კატარაქტა, რქოვანას დაზიანება, სიყრუე, დიპლოპია, თვალების სიმშრალე, ყურის ტკივილი, სისხლჩაქცევები თვალში, თვალის ანთება, თვალის ტკივილი, თვალის მამოძრავებელი კუნთების დაზიანება, გემოს გაუკუღმართება და ხმაური ყურებში.
იშვიათი (
შარდ-სასქესო სისტემა:
ხშირი (სულ მცირე 1%): ამენორეა*, ჰემატურია, მეტრორაგია* და ვაგინიტი.
ნაკლებად ხშირი (0.1%-1.0%): პათოლოგიური ეაკულაცია*, მკერდის ტკივილი, ცისტიტი, შემცირებული მენსტრუაცია*, დიზურია, ლაქტაცია* ქალებში, გლიკოზურია, იმპოტენცია*, გაძლიერებული მენსტრუაცია, მენორაგია, პოლიურია, პრედმენსტრუალური სინდრომი*, პიურია, შარდვის გახშირება, შარდის რეტენცია, მოშარდვის აქტის გაუარესება, საშვილოსნოში ფიბრომის* ზომების გაზრდა და ვაგინალური ჰემორაგია*.
იშვიათი (* სქესის მიხედვით.
სხვა მონაცემები: პლაზმური პროლაქტინის დონე ხშირად მომატებულია, მაგრამ თანმხლები სიმპტომები, როგორიცაა გინეკომასტია, გალაქტორეა და მკერდის გადიდება ძალიან იშვიათად გვხვდება. თითქმის ყველა პაციენტში პროლაქტინის დონე დაუბრუნდა ნორმის ფარგლებს მკურნალობის გაგრძელების მიუხედავად.
ოლანზაპინით მკურნალობის ფონზე ადგილი ჰქონდა კორექტირებული QT ინტერვალის (QTc) ზედმეტად გახანგრძლივებას პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ეოზინოფილების რაოდენობის ასიმპტომურ მომატებას. კრეატინფოსფოკინაზას დონის გაზრდა იშვიათად დაფიქსირდა.
ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ღვიძლის ტრანსამინაზების (ALT, AST) ტრანზიტორულ და ასიმპტომურ მატებას. ღვიძლის მწვავე პათოლოგიის განვითარების რისკის მქონე პაციენტებში ტრანსამინაზების დონე უნდა განისაზღვროს რექსაპინით მკურნალობის დაწყების წინ და მკურნალობის პროცესშიც კლინიკური მონაცემების მიხედვით.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ოლანზაპინის ცნს-ზე ზემოქმედების გამო საჭიროა სიფრთხილე მისი ცენტრალურად მოქმედ სხვა წამლებთან და ალკოჰოლთან კომბინირებული გამოყენებისას. რადგან რექსაპინი ამჟღავნებს დოფამინის ანტაგონიზმს in vivo, მან შესაძლოა ხელი შეუშალოს ლევოდოფას და დოფამინის აგონისტების მოქმედებას.
რექსაპინზე სხვა მედიკამენტების პოტენციური ზეგავლენა: ანტაციდების (ალუმინის, მაგნიუმის) ან ციმეტიდინის ერთჯერადი დოზები არ მოქმედებს რექსაპინის ორალურ ბიოშეღწევადობაზე, მაგრამ აქტივირებული ნახშირის მიღება ამცირებს მას 50-60%-ით. თამბაქოს მოწევამ ან კარბამაზეპინის ჯგუფის პრეპარატების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ოლანზაპინის მეტაბოლიზმის გაძლიერება.
რექსაპინის პოტენციური ეფექტი სხვა მედიკამენტებზე: რექსაპინის ერთჯერადი დოზებით ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში არ აღინიშნა იმიპრამინის/დეზიპრამინის (P450-CYP2D6), ვარფარინის (P450-CYP2C9) ან დიაზეპამის (P450-CYP3A4) მეტებოლიზმის ინჰიბიცია. რექსაპინისა და ლითიუმის ან ბიპერიდენის ერთდროული გამოყენებისას მათ შორის ურთიერთქმედებას ადგილი არ ჰქონდა.
დოზირების რეჟიმი
შიზოფრენია
რექსაპინის საწყისი რეკომენდებული დოზაა 5-10მგ უზმოზე ან ჭამის შემდეგ. პაციენტის კლინიკური სტატუსიდან გამომდინარე შემდგომი დოზირება უნდა მერყეობდეს 5-20მგ-ის ფარგლებში. 15მგ და უფრო მეტი დღიური დოზის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ მკურნალობის დაწყებიდან სულ მცირე 4 დღის შემდეგ.
შიზოფრენიის დროს შემანარჩუნებელი თერაპია
პერიოდულად უნდა მოხდეს გადამოწმება, სჭირდება თუ არა პაციენტს ესა თუ ის შემანარჩუნებელი დოზა.
ბიპოლარული მანია
პერორალური ოლანზაპინი ზოგადად ინიშნება 10 ან 15მგ ერთხელ დღეში, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. თუ საჭიროება მოითხოვს დოზის შეცვლა უნდა მოხდეს არა ნაკლებ 24 საათიანი ინტერვალით, ხოლო დღიური დოზის მეტება/კლება რეკომენდებულია 5მგ-ით.
შემანარჩუნებელი თერაპია ბიპოლარული მანიის დროს
მწვავე პროცესის ჩაწყნარების შემდეგ მკურნალობა უნდა წარიმართოს მიღწეული შედეგის გასამყარებლად და რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით.
ბავშვებში: 18 წლამდე ასაკის პაციენტებში ოლანზაპინის მოქმედება არ არის შესწავლილი.
ხანდაზმული პაციენტებში: დაბალი საწყისი დოზა (5მგ/დღეში) რუტინულად არ არის რეკომენდებული, მაგრამ ეს მხედველობაში მისაღებია 65 წლის ზემოთ პაციენტებში კლინიკური ფაქტორების შესაბამისად.
ჭარბი დოზირება
მონაცემები რექსაპინის ჭარბი დოზირების შესახებ ძალიან ნაკლებია. კლინიკურ კვლევებში შემთხვევით ან წინასწარ განზრახვით ჭარბი დოზირება დაფიქსირდა 67 პაციენტში. პაციენტში, რომელმაც მიიღო ყველაზე მაღალი დოზა (300მგ), დაფიქსირდა მხოლოდ ძილიანობა და არეული მეტყველება.
კლინიკაში გამოკვლეულ პაციენტებს, მათ შორის მას, რომელმაც მიიღო 300მგ, ლაბორატორიული ანალიზების ან ეკგ-ს მიხედვით გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებოდათ. სასიცოცხლო ფუნქციები ჩვეულებრივ ნორმის ფარგლებში მერყეობდა.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში შესაძლოა ადგილი ჰქონდეს პრეპარატის ცნობილი ფარმაკოლოგიური ეფექტების გაძლიერებას. ეს შეიძლება გამოიხატოს შემდეგი სიმპტომებით: სომნოლენცია, მიდრიაზი, დაბინდული მხედველობა, სუნთქვის დათრგუნვა, ჰიპოტენზია და შესაძლო ექსტრაპირამიდული დარღვევები.
რექსაპინს არ აქვს სპეციფიური ანტიდოტი, ამიტომ საჭიროა შესაბამისი სიმპტომური მკურნალობა.
დოზის მწვავე გადაჭარბებისას უნდა შეფასდეს სასუნთქი გზების გამავლობა ადექვატური ოქსიგენაციისა და ვენტილაციის უზრუნველსაყოფად. რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის ჩართვა, რადგან ის 50-60%-ით ამცირებს ორალური რექსაპინის ბიოშღწევადობას. ასევე შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა (თუ პაციენტი უგონოდაა, ინტუბაციის შემდეგ).
ჰიპოტენზიის და ცირკულატორული კოლაფსის დროს საჭიროა სითხეების ი/ვ ინფუზია და/ან სიმპატომიმეტური აგენტების გამოყენება. (არ შეიძლება ეპინეფრინის, დოფამინის და სხვა ბეტა-აგონისტური აქტივობის მქონე სიმპატომიმეტური საშ-ების გამოყენება, ვინაიდან ბეტა-სტიმულაციამ შესაძლოა დაამძიმოს რექსაპინით გამოწვეული ჰიპოტენზია ალფა-ბლოკადის გამო). დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს კარდიოვასკულარული მონიტორინგი, რომელიც უნად მოიცავდეს ელექტროკარდიოგრაფიულ მონიტორინგსაც შესაძლო არითმიების აღმოსაჩენად. სამედიცინო მეთვალყურეობა და მონიტორინგი უნდა გაგრძელდეს პაციენტის გამოჯანმრთელებამდე.
შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის, 25ºC-ზე დაბალ, ტემპერატურაზე, ბნელ და მშრალ ადგილზე.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.