Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 702

აზალეპტინი 100მგ #50ტ

აზალეპტინი

Azaleptine

პერორალური ტაბლეტები

პრეპარატის სავაჭრო დასახელება – აზალეპტინი 100 მგ

პრეპარატის საერთაშორისო დასახელება – კლოზაპინი (Clozapine)

ზოგადი დახასიათება

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები

მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ყვითელი ფერის ტაბლეტები, ერთ მხარეს გამყოფი ღარით. უსუნო.

შემადგენლობა:

ერთი ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება – კლოზაპინი – 100 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, მონოჰიდრატული ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

ქიმიური დასახელება CAS ნომერი

8-ქლორ-11-(4-მეთილ-1-პიპერაზილი)-5H-დიბენზო[ბ,ე][1,4] დიაზეპინი; 5786-21-0.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი:

ანტიფსიქოზური საშუალება (ნეიროლეპტიკი).

ათქ კოდი: N05AH02.

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატ კლოზაპინის აქტიური ნივთიერება წარმოადგენს დიბენზოდიაზეპინის ტრიციკლურ წარმოებულს და კლასიფიცირდება როგორც “ატიპიური” ნეიროლეპტიკი, რადგან დოპამინურ რეცეპტორებთან მისი შეკავშირების პროფილი განსხვავდება ტიპიური ანტიფსიქოზური პრეპარატების შეკავშირების პროფილისაგან. კერძოდ, გამოვლენილი იქნა კლოზაპინის შედარებით სუსტი აქტივობა D1-, D2-, D3-, D5-დოპამინური რეცეპტორების ბლოკირებაში და D4-დოპამინური რეცეპტორებისადმი მაღალი მსგავსება.

აზალეპტინი ახდენს პერიფერიულ და ცენტრალურ ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას, ასევე ადრენომაბლოკირებელ, ანტიჰისტამინურ, ანტისეროტონინულ მოქმედებას.

პრეპარატ აზალეპტინის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ იგი პრაქტიკულად არ იწვევს ექსტრაპირამიდულ დარღვევებს და გამოხატულ ზოგად დათრგუნვას; ამის გამო, აზალეპტინი მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ “ატიპიურ” ნეიროლეპტიკებს.

კლოზაპინი სუსტად მოქმედებს, ან საერთოდ არ მოქმედებს სისხლის პლაზმაში პროლაქტინის კონცენტრაციაზე. რადგან არ უკავშირდება დოპამინურ რეცეპტორებს ტუბეროინფუნდიბულარულ ტრაქტში და ამგვარად არ აღინიშნება გინეკომასტია, ამენორეა, გალაქტორეა.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა და განაწილება

შიგნით მიღების შემდეგ, კლოზაპინის აბსორბცია შეადგენს 90-95%; აბსორბციის სიჩქარე და ხარისხი საკვების მიღებაზე დამოკიდებული არ არის. ბიოშეღწევადობა შეადგენს 50%, რაც დაკავშირებულია ღვიძლში “პირველი გასვლისას” კლოზაპინის მეტაბოლიზმთან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა საშუალოდ 2,5 საათში.

კავშირი სისხლის პლაზმის ცილებთან – 95%. განაწილება ინტენსიური და სწრაფია, გადის ჰემატო-ენცეფალურ და პლაცენტარულ ბარიერებში.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

კლოზაპინი პრაქტიკულად მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში.

ორგანიზმიდან კლოზაპინის გამოყოფა ორფაზიანი ხასიათისაა. ნახევარგამოყოფის პერიოდი ტერმინალურ ფაზაში შეადგენს საშუალოდ 12 საათს. მიღებული დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა შარდით. 30% – განავლით, მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის უმნიშვნელო ნაწილი გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

მიღების ჩვენებები

– შიზოფრენია, თერაპიისადმი რეზისტენტული შიზოფრენიის ფორმების ჩათვლით, ასევე პაციენტები შიზოფრენიით, რომლებსაც აქვთ მძიმე ნევროლოგიური გვერდითი რეაქციები, რომლებიც ვითარდება სხვა ანტიფსიქოზური პრეპარატების მიღებისას, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებების ჩათვლით

– ფსიქიკური დარღვევები პარკინსონის დაავადებისას, სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას.

მიღების წესი და დოზები

პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზის გამოყენება. პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლეიკოციტების დონე ნორმალური (ლეიკოციტების რაოდენობა არანაკლებ 3,5 X 109/ლ და ნეიტროფილების რაოდენობა არანაკლებ 2,0 X 109/ლ).

თერაპიის პირველი 18 კვირის განმავლობაში ტარდება ლეიკოციტების და ნეიტროფილების რაოდენობის კონტროლი ყოველკვირეულად, ხოლო შემდეგ, ყოველ 4 კვირაში მკურნალობის განმავლობაში.

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, თუ მკურნალობის ნებისმიერ პერიოდში ლეიკოციტების რაოდენობა ხდება 3,0 X 109/ლ ნაკლები ან ნეიტროფილების რაოდენობა მცირდება 1,5 X 109/ლ ქვემოთ.

პაციენტებმა, რომლებმაც კლოზაპინის მიღება შეწყვიტეს ლეიკოციტების ან ნეიტროფილების რაოდენობის შემცირების გამო, განმეორებით ეს პრეპარატი არ უნდა მიიღონ.

შიზოფრენიის თერაპიისადმი რეზისტენტული ფორმის შემთხვევაში, თერაპია იწყება 12,5 მგ დოზით (ჭამის შემდეგ) ერთ ან ორჯერ დღეში, მეორე დღეს მიიღება 25 მგ პრეპარატი ერთხელ, ან ორჯერ დღეში. კარგი ამტანობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს 25-50 მგ 2-3 კვირის განმავლობაში დღე-ღამეში 300 მგ დოზის მიღწევამდეც კი. შემდგომ, აუცილებლობისას სადღეღამისო დოზა შეიძლება გაიზარდოს 50-100 მგ შემდგომი ინტერვალით.

ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობა უნდა დაიწყოს დაბალი დოზით (12,5 მგ ერთჯერადად), შემდგომში დოზის თანდათან ზრდით დღეში 25 მგ-ით.

პრეპარატის საშუალო თერაპიული დოზა შეადგენს 200-450 მგ დღე-ღამეში, გაყოფილი რამოდენიმე მიღებაზე. პრეპარატის სადღეღამისო დოზის დიდი ნაწილი მიიღება ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (მიღწეული თანდათან მატებით, რომელიც არ აღემატება 100 მგ) შეადგენს 900 მგ. დღე-ღამეში 450 მგ მეტი დოზისას შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაზრდა (განსაკუთრებით ეპილეფსიური გულყრების განვითარება).

შემანარჩუნებელი დოზა: თერაპიული ეფექტის მიღწევისას, პაციენტების უმრავლესობას შეუძლია მიიღოს უფრო დაბალი დოზა ეფექტური და შემანარჩუნებელი დოზის სახით, ამიტომ რეკომენდებულია დოზის ფრთხილად და თანდათან შემცირება.

მკურნალობის ხანგრძლივობა არანაკლებ 6 თვისა. თუ სადღეღამისო დოზა არ აღემატება 200 მგ, რეკომენდებულია მისი მიღება ერთ მიღებაზე, საღამოს.

თერაპიის დასრულებისას პრეპარატის დოზა თანდათან მცირდება 1-2 კვირის განმავლობაში. თუ აუცილებელია პრეპარატის მიღების მკვეთრი შეწყვეტა, პაციენტზე უნდა მოხდეს გულმოდგინე დაკვირვება “მოხსნის” სინდრომის შესაძლო განვითარების გამო.

თერაპიის განახლება პაციენტებში, რომლებსაც კლოზაპინის უკანასკნელი დოზის მიღებიდან ინტერვალი აქვთ 2 დღე, უნდა დაიწყოს 12,5მგ დოზით, რომელიც ინიშნება ერთ ან ორ მიღებაზე პირველი ორი დღის განმავლობაში. დოზის მატება თერაპიულ დოზამდე შეიძლება უფრო სწრაფად, ვიდრე მკურნალობის პირველად დაწყებისას. დოზის მატება უნდა შეიზღუდოს, ან გადაიდოს ორთოსტატიული ჰიპოტენზიის განვითარების, გამოხატული სედატიური ეფექტის, ცნობიერების არევის შემთხვევაში. მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში აუცილებელია არტერიული წნევის კონრტოლი.

ფსიქიკური აშლილობები, რომლებიც ვითარდება პარკინსონის დაავადდებისას, ასევე სტანდარტული თერაპიის არაეფექტურობისას: პრეპარატის საწყისი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 12,5მგ-ს, რომელიც მიიღება საღამოს. შემდგომ დოზა თანდათან იზრდება 12,5მგ-ით ორჯერ კვირაში 50მგ-მდე (თერაპიის მეორე კვირაზე). უმჯობესია სადღეღამისო დოზის ერთჯერადი მიღება, საღამოს.

საშუალო ეფექტური დოზა შეადგენს 25-37,5მგ დღე-ღამეში. იმ შემთხვევაშთი, თუ 50მგ დოზის მიღებისას დღე-ღამეში ერთი კვირის განმავლობაში არ მიიღწევა სასურველი თერაპიული პასუხი, დოზა შეიძლება სიფრთხილით გაიზარდოს და დაემატოს 12,5მგ კვირაში.

50მგ-მდე დოზა დღე-ღამეში შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში.

მაქსიმალური დოზა შეადგენს 100 მგ-ს, რომლის გადაჭარბებაც დაუშვებელია.

თერაპიის დასრულებისას რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი შემცირება 12,5მგ-ით ერთი-ორი კვირის განმავლობაში.

მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ნეიტროპენიის, ან აგრანულოციტოზის განვითარების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, რომელისაც თან ახლავს თავის ტკივილი, შემცივნება, გულის წასვლა; იშვიათად: არტერიული ჰიპერტენზია, თრომბოემბოლია. იშვიათ შემთხვევებში იყო ცნობები კოლაფსის შესახებ, სუნთქვის დათრგუნვით, ან გაჩერებით. არის ცალკეული ცნობები ეკგ-ზე ცვლილებების, არითმიის განვითარების, მიოკარდიტის, პერიკარდიტის, კარდიომიოპათიის შესახებ.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა, ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში, გულძმარვა, პირის სიმშრალე, პარეზი/ნაწლავების გაუვალობა/შეკრულობა, ყურის ახლო ჯირკვლების გადიდება.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: იყო ცნობები ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატების შესახებ და იშვიათ შემთხვევებში ქოლესტაზური სიყვითლის, ღვიძლის ელვისებური ნეკროზის, პანკრეატიტის, ჰეპატიტის შესახებ.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: სხეულის მასის მომატება, ჰიპერგლიკემია, კეტოაციდოზი, ჰიპეროსმოლარული კომა, მწვავე ჰიპერგლიკემია, ჰიპერქოლესტარინემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტემია, აგრანულოციტოზი (ჩვეულებრივ ვითარდება მკურნალობის პირველი 18 კვირის განმავლობაში): შესაძლებელია უცნობი გენეზის ეოზინოფილიის და ლეიკოციტოზის განვითარება (განსაკუთრებით მკურნალობის პირველი კვირების განმავლობაში).

ცნს მხრივ: შედარებით ხშირად ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება: შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ეპილეფსიური შეტევები, კრუნჩხვები, მიოკლონური თრთოლვა. შედარებით იშვიათად – ექსტრაპირამიდული სიმპტომები, როგორც წესი სუსტად გამოხატული, ცნობიერების არევა, დელირიუმი. არის ცნობები ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის განვითარების შესახებ, გვიანი დისკინეზია, აბსესიურ-კომპულსიური სიმპტომები.

ფსიქიკის მხრივ: მოუსვენრობა, აგზნება, დიზართრია, დისფემია.

შარდის გამოყოფის სისტემის მხრივ: ხშირი – შარდის შეუკავებლობა, შარდის შეკავება, ძალიან იშვიათად: ინტერსტიციალური ნეფრიტი.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად: პრიაპიზმი.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად – საკვების ასპირაცია (სასუნთქ გზებში მოხვედრა), პნევმონია, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიოს ლეტალური გამოსავალური. ძალიან იშვიათად – სუნთქვის დათრგუნვა, გაჩერება.

კანის საფარველის მხრივ: იშვიათი – კანის რეაქციები.

სხვა: ხშირი – დაღლილობა, კეთილთვისებიანი ჰიპერთერმია, ოფლის გამოყოფის, თერმორეგულაციის დარღვევა, ცხელება.

წინააღმდეგჩვენებები

– მოამტებული მგრძნობელობა კლოზაპინის ან პრეპარატის სხვა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

– ტოქსიური, ან იდიოსინკრაზიული გრანულოციტოპენია/აგრანულოციტოზი ანამნეზში (ადრე ჩატარებული ქიმიოთერაპიის გარდა)

– ანამნეზში კლოზაპინის მიღებით გამოწვეული აგრანულოციტოზი

– ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა

– არასაკმარისად კონტროლირებადი ეპილეფსია, სპაზმოფილია, მიასთენია

– ალკოჰოლით, ან სხვა ტოქსიური ნივთიერებებით გამოწვეული ფსიქოზები, მედიკამენტური ინტოქსიკაცია, კომატოზური მდგომარეობები

– ცირკულატორული კოლაფსი, ან ცნს დეპრესია, რომელიც გამოწვეულია სხვა მიზეზებით

– თირკმელების და გულის მძიმე დაავადებები (მაგ. მიოკარდიტი)

– ღვიძლის დაავადებების გამწვავება, რომელსაც თან ახლავს გულისრევა, ანორექსია, ან სიყვითლე, ღვიძლის პროგრესირებადი დაზიანება, ღვიძლის უკმარისობა

– ნაწლავის პარალიზური გაუვალობა

– ერთდოული დანიშვნა პრეპარატებთან, რომლებსაც შუძლიათ აგრანულოციტოზის გამოწვევა

– წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფია

– გალაქტოზას აუტანლობა, ლაქტაზური უკმარისობა, გლიკოზო-გალაქტოზის მალაბსორბცია

– პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ სისხლის ანალიზის რეგულარულად ჩატარების შესაძლებლობა

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში

კლოზაპინი გადის პლაცენტაში. ადექვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები ადამიანებზე არ ჩატარებულა. ექპრიმენტულ კვლევებში კლოზაპინის ნაყოფზე არასასურველი გავლენა არ გამოვლენილა. ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია. ვარაუდობენ, რომ კლოზაპინი შეიძლება გავიდეს ქალის რძეში და ბავშვში გამოიწვიოს წოვის უნარის დაქვეითება, მოტორული მოუსვენრობა, ან გაღიზიანება, ეპილეფსიური შეტევები და ფუნქციური დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. პრეპარატის გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეპროდუქციული ასაკის ქალებში აუცილებელია კონტრაცეპციის ეფექტური ზომების გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები

აგრანულოციტოზის და კრუნჩხვების განვითარების მაღალი რისკის გათვალისწინებით, პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობისას ის უნდა დაენიშნოს შიზოფრენიით დაავადებულ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომლებსაც არა აქვთ ეფექტი კლასიკური ნეიროლეპტიკებით მკურნალობაზე, ან მათი აუტანლობისას.

რადგან პრეპარატ აზალეპტინის საწყისი დოზის მიღებისას არსებობს კოლაფსის განვითარების მაღალი რისკი, საწყისი თერაპია უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატ აზალეპტინის დანიშვნის ასევე აუცილებელი პირობაა პაციენტს სისხლში ქონდეს ლეიკოციტების საწყისი ნორმალური რაოდენობა და ხარისხიანი შემადგენლობა (ლეიკოციტარული ფორმულა), არანაკლებ 3500/მმ3.

აზალეპტინი არ უნდა დაინიშნოს ერთდროულად პრეპარატებთან, რომელთა მიღების დროსაც მაღალია აგრანულოციტოზის განვითარების რისკი. გარდა ამისა, საჭიროა თავი აარიდოთ მიელოსუპრესიის გამოწვევის უნარის მქონე დეპოს ფორმის ხანგრძლივად მოქმედი ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებას, რადგან მათი ორგანიზმიდან სწრაფად გამოყოფა შეუძლებელია სიტუაციებში, როდესაც ეს შესაძლოა გახდეს საჭირო, მაგ. გრანულოციტოპენიისას.

პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობის პროცესში აუციელბელია ლეიკოციტების რაოდენობის და ლეიკოციტარული ფორმულის სისტემატური ყოველკვირეული კონტროლი პირველი 18 კვირის განმავლობაში და უკიდურეს შემთხვევაში თვეში ერთხელ შემდგომი მკურნალობის მთელი კურსის განმავლობაში.

ექიმები, რომლებიც ნიშნავენ აზალეპტინს, მკაცრად უნდა იცავდნენ უსაფრთხოების ზომებს. პაციენტის ყოველი კონსულტაციისას, საჭიროა მისი ინფორმირება, რომ სხვადასხვა ტიპის ინფექციის ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართოს მკურნალ ექიმს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ გრიპის მაგვარ ინფექციებს, ასევე ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა სხეულის ტემპერატურის მომატება და ყელის ტკივილი.

ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი ხდება კვირაში ერთხელ პირველი 18 კვირის განმავლობაში. შემდგომ უკიდურეს შემთხვევაში ყოველ 2 კვირაში ერთხელ მკურნალობის პირველი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ნეიტროფილების რაოდენობა რჩება სტაბილური, ლეიკოციტების რაოდენობის მონიტორინგი შეიძლება ჩატარდეს 4 კვირაში ერთხელ. თუ ლეიკოციტების რაოდენობა ნაკლებია 3000/მ3 და/ან ნეიტროფილების/გრანულოციტების აბსოლუტური შემცველობა ნაკლებია 1500/ მ3, აზალეპტინი დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და პაციენტზე დაწესდეს გულმოდგინე მეთვალყურეობა.

პრეპარატ აზალეპტინის დანიშვნისას საჭიროა სიფრთხილე პაციენტებში ღვიძლის, თირკმელების, გულის დაავადებებით. ამ პაციენტებში აუცილებელია ღვიძლის, თირკმლების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის კონტროლი.

პრეპარატ აზალეპტინის მოქმედების უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში დადგენილი არ არის.

პრეპარატ აზალეპტინის გამოყენებისას, საჭიროა ალკოჰოლის გამოყენების გამორიცხვა.

გავლენა ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატ აზალეპტინით მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ისეთი ქმედებებისათვის, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ძილიანობა, ლეთარგია, კომა, არეფლექსია, ცნობიერების არევა, ჰალუცინაციები, აჟიტირება, დელირიუმ, ექსტრაპირამიდული სიმპტომები, რეფლექსების გაძლიერება, კრუნჩხვები, ჭარბი ნერწყვდენა, მიდრიაზი, მხედველობის სიმახვილის დარღვევა, სხეულის ტემპერატურის არასტაბილურობა, ტაქიკარდია, ჰიპოტონია, კოლაფსი, არითმიები, მიოკარდიუმის გამტარებლობის დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა.

მკურნალობა: პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა, ნაჩვენებია აქტივირებული ნახშირის გამოყენება პრეპარატის მიღებიდან პირველი 6 საათის განმავლობაში. პერიტონეალური დიალიზი და ჰემოდიალიზი ნაკლებეფექტურია.

სიმპტომური თერაპია ტარდება სუნთქვის ფუნქციის და გულის მოქმედების კონტროლით, ასევე ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით. ჰიპოტენზიის მკურნალობისას თავი უნდა აარიდოთ ეპინეფრინის დანიშვნას (შესაძლებელია საწინააღმდეგო ეფექტი). პაციენტზე დაკვირვება ტარდება არანაკლებ 5 დღე, დოზის გადაჭარბებაზე გვიანი რეაქციების შესაძლო განვითარების გამო.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

კლოზაპინის ეთანოლის შემცველ პრეპარატებთან, ეთანოლთან, მაო-ს ინჰიბიტორებთან და ცნს-ის მოქმედების დამთრგუნველ სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ცნს-ის დათრგუნვის გამოვლინებების სიმძიმის და სიხშირის გაზრდა.

კლოზაპინის და ბენზოდიაზეპინების ერთად გამოყენებისას, მათ შორის ბენზოდიაზეპინებით წინამორბედი მკურნალობის შემთხვევაში, იზრდება ჰიპოტენზიის, კოლაფსის განვითარების, ასევე სუნთქვის დათრგუნვის და გაჩერების რისკი.

კლოზაპინის მიელოდეპრესიის (მათ შორის კარბამაზეპინი, კო-ტრიმოქსაზოლი, ქლორამფენიკოლი, სულფონამიდები, პირაზოლონური ანალგეტიკები) გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ძვლის ტვინზე დამთრგუნველი მომედების გაძლიერება.

კლოზაპინის ლითიუმის პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ეპილეფსიური შეტევების, ცნობიერების არევის, ავთვისებიანი ნეიროლეპტიკური სინდრომის და დისკინეზიის რისკის მომატება.

კლოზაპინის და ანტიქოლინერგული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას, შესაძლებელია უკანასკნელის გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

კლოზაპინის დიგოქსინთან, ან პრეპარატებთან, რომლებიც ხასიათდებიან ცილებთან მაღალი შეკავშირებით (მათ შორის ჰეპარინი, ფენიტოინი) ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის გაზრდა.

კლოზაპინის არტერიული ჰიპოტენზიის გამომწვევ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, შესაძლებელია ადიტიური ჰიპოტენზიური მოქმედება.

კლოზაპინის ციმეთიდინთან და ერითრომიცინთან ერთად მიღებისას შესაძლოა კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

კლოზაპინის კარბამაზეპინთან და ფენიტიონთან ერთად მიღებისას შესაძლოა შემცირდეს კლოზაპინის კონცენტრაციის მომატება სისხლის პლაზმაში.

იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც აინჰიბირებენ ზოგიერთი ფერმენტის ციტოქრომ P450, შესაძლოა გაზარდოს კლოზაპინის დონე და გამოიწვიოს დოზის შემცირების აუცილებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოფეინთან და სეროტონინის შებოჭვის სელექციური ინჰიბიტორებთან მიმართებაში (განსაკუთრებით პარაქსეტინი და ფლუბოკსამი, ნაკლები ხარისხით სერტრალინი და ფლუოქცეტინი). იმ პრეპარატების ერთდროულმა დანიშვნამ, რომლებიც ახდენენ ცოტოქრომ P450 ფერმენტების აქტივობას (კარბამეზინი, ფენიტოინი, რიფამპიცინი, ომეპრაზოლი), შეიძლება შეამციროს კლოზაპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში პრეპარატის ეფექტურობის შემცირებით.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისაგან, სინათლის და ნესტისაგან დაცულ ადგილას 150C – 250C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შეფუთვა

მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად მოთავსებულია 40 ტაბლეტი: 4 ბლისტერი, თითოეულზე 10 ტაბლეტი.

მწარმოებელი

შპს “აპრიმედი”

სომხეთის რესპუბლიკა, ქ. აბოვანი, მე-2 მკრ, სახლი 19

ტელ: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

შპს “აპრიმედი”

სომხეთის რესპუბლიკა, ქ. აბოვანი, მე-2 მკრ, სახლი 19

ტელ: 374 (222) 21703, 21740 ფაქსი: 374 (222) 21924

მელასონი 3მგ #30ტ

24.30 ლარი
22.84 ლარი

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: რუბიკონ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

რივოტრილი 2მგ #30ტ CLONAZEPAM

რივოტრილი
RIVOTRIL

 

 

გენერიული დასახელება: Clonazepam

შემადგენლობა:

1მლ ამპულა შეიცავს:
კლონაზეპამი 1მგ;
1 ტაბლეტი შეიცავს:
კლონაზეპამი 2მგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალება

ფორმა:

საინექციო ხსნარი ამპულებში;
ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები:

რივოტრილი კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებაა ბენზოდიაზეპინების წარმოებულთა ჯფუფიდან. გააჩნია კრუნჩხვების საწინააღმდეგო, საძილე და სედატიური მოქმედება, ანქსიოლიზური და ცენტრალური მიორელაქსაციური ეფექტი. პრეპარატის ეფექტის რეალიზაცია წარმოებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გამაამინოერბოს მჟავას (გაემ) დაგროვების შედეგად. კრუნჩხვების საწინააღმდეგო მოქმედება ნაწილობრივ რეალიზდება პრესინაფსური ინჰიბირების გაძლიერებით. ამ დროს აღინიშნება ეპილეფსურ კერაში აღმოცენებული იმპულსების გავრცელების დათრგუნვა, რომლებიც წარმოიქმნება ქერქის, თალამუსის, და ლიმბურ სტრუქტურებში, თუმცა ამ დროს არ ქვეითდება ეპილეფსური კერის
აგზნებული მდგომარეობა.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის პერორალური მიღებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 80%. კლონაზეპამის განაწილების მოცულობაა _3,2ლ/კგ. ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი _23 საათი.
მისი ელიმინაცია ხორცილდება მეტაბოლიტების სახით.

ჩვენება:

ეპილეფსია (მათ შორის აბსანსები), ეპილეპტური სტატუსი, სომნაბულიზმი, კუნთების ჰიპერტონუსის სხვადასხვა ფორმები, ძილის დარღვევა (განსაკუთრებით ავადმყოფებში თავის ტვინის ორგანული დაზიანებით), ფსიქომოტორული აგზნება.

წინააღმდეგჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა კლონაზეპამის მიმართ; მიასთენია; მწვავე მოწამვლა პრეპარატებით და ალკოჰოლით, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალურ ნერვულ სისტემას; წამლისმიერი დამოკიდებულება; ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება; ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
ფილტვების მწვავე უკმარისობა; სუნთქვის დათრგუნვა.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის დოზის დადგენა ხორციელდება ინდივიდუალურად. პერორალურად რეკომენდებულია საწყისი დოზა
არაუმეტეს 1მგ-სა დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა _ 4-8მგ/დღეში.
ძუძუმწოვარი ასაკის ბავშვებში და ბავშვებში 1-დან 5 წლამდე _ საწყისი დოზა შეადგენს 250მკგ/კგ; ბავშვებში 5-12 წლამდე _ 500მკგ/კგ. შემანარჩუნებელი დღეღამური დოზა ბავშვებში 1 წლამდე _ 0,5-1მგ, 1-5 წლამდე _ 1-3მგ, 5-12 წლამდე – 3-6მგ.
მოხუცებულ პაციენტებში რეკომენდებულია საწყისი დოზა 500მკგ.
დღეღამური დოზა იყოფა 3-4 თანაბარ მიღებაზე. შემანარჩუნებელი დოზა ინიშნება მკუნალობიდან 2-3 კვირის შემდეგ.
პრეპარატი მოზრდილებში ინტრავენურად ინიშნება _ 1მგ, ბავშვებში 12 წლამდე _ 500მკგ.
ინტრავენურად შესაყვანი ხსნარის მომზადება:
3მგ კლონაზეპამი (3 ამპულა) იხსნება 250მლ შემდეგ ხსნარებში: ნატრიუმის ქლორიდის ფიზიოლოგიური ხსნარი, 5% და 10% გლუკოზის ხსნარი, 0,45% ნატრიუმის ქლორიდი+2,5% გლუკოზის ხსნარის კომბინაცია.
ინტრავენურად შესაყვანი ხსნარი მზადდება უშუალოდ შეყვანის წინ და შეყავთ ინფუზიის გზით ნელა, 12 საათის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია დათრგუნვა, დაღლილობა, ძილიანობა, მოთენთილობა, გაშეშება, თავის ტკივილი, იშვიათად _ ცნობიერების დაბინდვა, ატაქსია. მაღალი დოზების გამოყენებისას, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას _ არტიკულაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, დიპლოპია, ნისტაგმი, პარადოქსალური რეაქციები (მათ შორის მწვავე აგზნების მდგომარეობა), ანტეგრადული რეაქციები. იშვიათად _ კუნთების სისუსტე _ დეპრესია. ცალკეულ შემთხვევაში _ ტონიკო-კლონური გულყრები.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: იშვიათად _ პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, დიარეა. ახალშობილ ბავშვებში აღინიშნება ნერწყვის დენის გაძლიერება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: შესაძლებელია არტერიული წნევის დაქვეითება.
ენდოკრინული სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევაში _ სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ინტრავენური შეყვანისას შესაძლებელია სუნთქვის დათრგუნვა, განსაკუთრებით სხვა პრეპარატებით მკურნალობის ფონზე, რომლებიც იწვევენ სუნთქვით დეპრესიას.
გაფრთხილება და გაფრთხილების ზომები:
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ატაქსიით, ღვიძლის მძიმე დაავადებით, განსაკუთრებით მწვავე გაუარესების პერიოდში, ღამის აპნოეს ეპიზოდების დროს. ასევე სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში, ვინაიდან ამ ასაკში აღინიშნება კლონაზეპამის ნელი გამოყოფა და შემცირებულია ტოლერანტობა, განსაკუთრებით გულისა და ფილტვების უკმარისობის დროს.
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას ბავშვებში ყურადსაღებია მისი გვერდითი ზემოქმედება ფიზიკურ და ფსიქიურ განვითარებაზე, რაც მრავალი წლის განმავლობაში არ ვლინდება.
ხანგრძლივი გამოყენებესას შესაძლებელია წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება. პრეპარატის მკვეთრი მოხსნის შემთხვევაში ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შესაძლებელია აბსტინენციის სინდრომის განვითარება. მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება.
ზემოქმედება ფსიქომოტორულ აქტივობაზე:
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში აღინიშნება ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფის დაქვეითება. ეს უნდა გაითვალისწინონ პირებმა, რომელთა მოღვაწეობა მოითხოვს მომატებულ ყურადღებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება ნაჩვენებია სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით. კლონაზეპამი გადის პლაცენტარულ ბარიერს.
ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობის პერიოდში იღებდნენ პრეპარატს, აღინიშნება “აბსტინენტური
სინდრომი” და “დუნე ბავშვის” სინდრომი.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება ბავშვებში იწვევს წოვითი რეფლექსის შესუსტებას და აღინიშნება მისი სედატური მოქმედება. კლონაზეპამი შეიძლება გამოიყოს დედის რძესთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

რივოტრილის ერთდროული გამოყენებისას იმ პრეპარატებთან, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცენრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე ეთანოლთან და ეთანოლშემცველ პრეპარატებთან, შესაძლებელია ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ დეპრესიის გაძლიერება. ციმეტიდინთან გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის მოქმედების გაძლიერება და გახანგრძლივება, ნატრიუმის ვალპროატთან კომბინირებისას შესაძლებელია მისი მოქმედების შესუსტება და კრუნჩხვების შეტევის პროვოცირება.
რივოტრილის ერთდროული გამოყენებისას კარბამაზეპინთან, რომელიც იწვევს ღვიძლში მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, შესაძლებებლია მეტაბოლიზმის გაძლიერება და ამის შედეგად _ პრეპარატის კონცენტარაციის შემცირება პლაზმაში, ასევე მცირდება მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი.
პრეპარატი აძლიერებს მიორელაქსანტების ეფექტს.

შენახვის ვადა:

5 წელი

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 25ºC.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

შეფუთვა:

ამპულები 1მგ 1მლ-ში 5 ცალი;
ტაბლეტები 2მგ 30ცალი, 100ცალი.

მწარმოებელი და მისი მისამართი:

ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BASEL, SWITZERLAND

ჰეელი-ნერვოჰელი N #50ტ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #50 ან 250

1 ტაბლეტი შეიცავს: Acidum phosphoricum D4, Strychnos Ignacia D4, Sepia officinalis D4 _ შესაბამისად 60 მგ; Kalium bromatum D4, Zincum isovalerianicum D4 _ შესაბამისად 30 მგ; ასევე Lactose-Monohydrat da Magnesiumstearat.

ჩვენებები

ფსიქოსომატური დარღვევები, კლიმაქსური ნევროზები.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ – 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, ენის ქვეშ დადებით.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

არ გააჩნია.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატი ინიშნება მოჭარბებული ნერვული აგზნებადობის, ეგზოგენური დეპრესიების, ქორეის და უძილობისას; აგრეთვე, როგორც დამატებითი საშუალება _ ბავშვებში გონებრივი განვითარებისდარღვევებისას.
მოცემული პრეპარატი ნაჩვენებია დაავადების სხვადასხვა ფაზებისას, რომელთაც თან ახლავს ფსიქიკური კომპონენტი, სუნთქვის გაძნელება. ის მოქმედებს როგორც ბიოლოგიური, დამამშვიდებელი საშუალება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Biologische Heilmittel Heel GmbH
გერმანია

ბენევრონი BF – BENEVRON BF – БЕНЕВРОН БФ

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

აღწერილობა: მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით BENEV ცალ მხარეს და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ……………………………………  250 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) ……………………………………………  15 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)  …………………..  200 მგ

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) ……………………………………………   0,50 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)  …………………………………….  0,25 მგ

დამხმარე ნივთიერებები: პოვიდონი (K30), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.

გარსის შემცველობა:  შელაკი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, გუმიარაბიკი, პონსო 4R სუპრა, კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, ცვილი თეთრი, კარნაუბის ცვილი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვიტამინ B1 –ის დეფიციტი იწვევს რძემჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რის შედეგად შესაძლებელია პოლინევრიტების, ბერი-ბერის, ვერნიკეს ენცეფალოპათიის და კორსაკოვის სინდრომის, პოლინევროპათიის განვითარება.

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). მონაწილეობს შემდეგი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA (γ-Aminobutyric acid).

ვიტამინ B6-ის დეფიციტი შესაძლებელია: საკვებიდან მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ნაწლავებში შეწოვის დარღვევის შემთხვევაში, ისეთი წამლების მიღებისას, რომლებიც მის ანტაგონისტებს წარმოადგენენ, სხივური თერაპიის დროს. დეფიციტის სიმპტომებია სებორეის მსგავსი დაზიანება თვალების, ცხვირის ირგვლივ, გლოსიტი, სტომატიტი, პერიფერიული ნევრიტი, კრუნჩხვები (GABA -ს დაბალი კონცენტრაციის გამო), ძალიან იშვიათად – ანემია.

ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავის გამომუშავებას კუჭში. ორსული ქალის ორგანიზმში დაბალი შემცველობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მუცლის მოშლის, დღენაკლული ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა და სხვა.

გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის, ქრონიკული გასტროენტერიტის და პოსტრეზექციული ანემიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და სხვა.

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი – აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის.

ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით სისხლმბადი და ნერვული სისტემის მხრივ. ჰემოპოეზი არაეფექტური ხდება, ამასთან ერითროპოეზი ხდება მეგალობლასტური, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია. ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევი დაზიანებები – დემიელინიზაცია, ნეირონების კვდომა ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში, რაც ვლინდება პარესთეზიებით კიდურებში, არამყარი სიარულით, ზოგიერთი რეფლექსების დარღვევით და ბოლო სტადიაში – ფსიქიური დარღვევებით, ჰალუცინაციებით, ხასიათის ცვალებადობით, მეხსიერების, მხედველობის დაკარგვით და ფსიქოზით.

ჩვენებები:

ნერვული სისტემის სხვადასხვა გენეზის დაავადებები:

პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;

–    იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

–    სხვადასხვა გენეზის ანემია;

–    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;

–    კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;

–    სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.

–    ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;

–    ორსულთა ტოქსიკოზები;

–    თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

მიღების წესი და დოზირება:

ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.

ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება ½ ტაბლეტი, ხოლო 5 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსი ვარირებს ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი BF-ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელად. რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ბენევრონი BF-ის ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული მოქმედების დაქვეითება.

ეთანოლი ამცირებს თიამინის აბსორბციას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.

გამოშვების ფორმა:

შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები. 10 ტაბლეტი ბლისტერში.

2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).

როტალუდი 4მგ #10ტ

21.88 ლარი
20.57 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აბიზოლი 15მგ#28ტ

აბიზოლი

 

შემადგენლობა:

ყოველი ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 5 მგ არიპიპრაზოლს, დამხმარე ნივთიერების სახით – 78.59 მგ მანიტოლს და საღებავის სახით – FD&C Blue №2 (ინდიგოკარმინის ლაქი) (E132).

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სხვა ანტიფსიქოზური საშუალებები.

ათქ კოდი: N05AХ12

 

ფარმაკოდინამიკური თვისებები

მოქმედების მექანიზმი:

სავარაუდოდ, არიპიპრაზოლის თერაპიული მოქმედება შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას განპირობებულია D2-დოფამინური და 5HT1A-სეროტონინური რეცეპტორების ნაწილობრივი აგონისტური აქტივობის და 5HT2A-სეროტონინური რეცეპტორების ანტაგონისტური აქტივობის კომბინაციით.  ცხოველებზე ჩატარებულ ექსპერიმენტებში არიპიპრაზოლმა გამოავლინა ანტაგონიზმი დოფამინერგული ჰიპერაქტივობის მიმართ და აგონიზმი დოფამინერგული ჰიპოაქტივობის მიმართ. in vitro  პირობებში არიპიპრაზოლს გააჩნია მაღალი აფინურობა D2- და D3- დოფამინური რეცეპტორების, 5HT1A- და 5HT2A -სეროტონინური რეცეპტორების მიმართ და ზომიერი აფინურობა D4-დოფამინური, 5HT2C- და 5HT7-სეროტონინური,  α1-ადრენორეცეპტორების და H1-ჰისტამინური რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლი ასევე ავლენს ზომიერ აფინურობას სეროტონინის უკუმიტაცების უბნების მიმართ და არ ახასიათებს აფინურობა მუსკარინული რეცეპტორების მიმართ. არიპიპრაზოლის ზოგიერთი კლინიკური ეფექტი შეიძლება აიხსნას ურთიერთქმედებით სხვა რეცეპტორებთან, რომლებიც არ წარმოადგენს დოფამინურ და სეროტონინურ რეცეპტორებს.

 

ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

არიპიპრაზოლი სწრაფად შეიწოვება, სისხლის პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა დოზის მიღებიდან 3-5 საათში. არიპიპრაზოლი მინიმალური ხარისხით განიცდის პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ტაბლეტების აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 87%-ს. საკვები ცხიმების მაღალი შემცველობით არ ახდენს გავლენას არიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკაზე.

 

განაწილება

არიპიპრაზოლი ინტენსიურად ნაწილდება ქსოვილებში, განაწილების მოჩვენებითი მოცულობა შეადგენს 4,9 ლ/კგ, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან ექსტრავასკულარულ განაწილებაზე. თერაპიული კონცენტრაციებით სისხლში არიპიპრაზოლი და მისი ძირითადი მეტაბოლიტი დეჰიდროარიპიპრაზილი 99%-ზე მეტით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინს.

 

მეტაბოლიზმი

არიპიპრაზოლი მნიშვნელოვნად მეტაბოლიზდება ღვიძლში, ძირითადად სამი გზით: დეჰიდრირება, ჰიდროქსილირება და N-დეზალკილირება. in vitro ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არიპიპრაზილის დეჰიდრირება და ჰიდროქსილირება ძირითადად მიმდინარეობს იზოფერმენტების CYP3A4 და CYP2D6 ზემოქმედებით, ხოლო N-დეზალკილირების კატალიზაცია მიმდინარეობს იზოფერმენტით CYP3A4. არიპიპრაზოლი წარმოადგენს ძირითად მოქმედ ნივთიერებას სისხლში. წონასწორულ მდგომარეობაში აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის, მრუდის ქვეშ ფართობი “კონცენტრაცია-დრო“ (AUC) შეადგენს პლაზმაში არიპიპრაზოლის AUC-ის დაახლოებით 40%-ს.

 

გამოყოფა

არიპიპრაზოლის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 75 საათს პაციენტებში იზოფერმენტ CYP2D6-ის მაღალი აქტივობით და დაახლოებით 146 საათს  პაციენტებში ამ ფერმენტის დაბალი აქტივობით.

არიპიპრაზოლის საერთო კლირენსი შეადგენს 0,7 მლ/წთ/კგ, რომელიც ძირითადად მიმდინარეობს ღვიძლის საშუალებით.

[14C]-ნიშნული არიპიპრაზოლის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ რადიოაქტივობის დაახლოებით 27% აღინიშნება შარდში და დაახლოებით 60% – განავალში. შეუცვლელი არიპიპრაზოლის 1%-ზე ნაკლები აღინიშნება შარდში და მიღებული დოზის დაახლოებით 18% შეუცვლელი სახით გამოიყოფა განავალთან ერთად.

 

გამოყენება ბავშებში

10-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვებში არიპიპრაზოლისა და დეჰიდროარიპიპრაზოლის ფარმაკოკინეტიკა  იყო ისეთივე, როგორც მოზრდილებში, სხეულის წონაში განსხვავების კორექტირების შემდეგ.

 

 

ჩვენება

აბიზოლი ინიშნება შიზოფრენიის სამკურნალოდ მოზრდილებსა და 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში.

აბიზოლი ინიშნება I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ და ახალი მანიაკალური ეპიზოდების პრევენციისთვის მოზრდილებში გამოხატული მანიაკალური ეპიზოდებით, რომლებიც ექვემდებარება მკურნალობას არიპიპრაზოლით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

აბიზოლი ინიშნება 12 კვირიანი მკურნალობის კურსის სახით  I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას  ზომიერი და მძიმე მანიაკალური ეპიზოდების სამკურნალოდ 13 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მოქმედი ნივთიერების და ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

 

გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები

სუიციდის მცდელობა

სუიციდური ქცევის მოვლენები დამახასიათებელია ფსიქოზური დაავადებების და გუნება-განწყობის ცვლილებების დროს, ხოლო ზოგ შემთხვევაში აღინიშნებოდა ანტიფსიქოზური პრეპარატებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობის დაწყებისთანავე ან მკურნალობის შეცვლის შემდეგ (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). ანტიფსიქოზური პრეპარატებით მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა მაღალი რისკის ჯგუფის პაციენტების მკაცრი დაკვირვება.

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

არიპიპრაზოლი სიფრთხილით მიიღება პაციენტებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით (ანამნეზში მიოკარდიუმის ინფარქტი ან გულის იშემიური დაავადება, გულის უკმარისობა, გულის გამტარობის დარღვევები), ცერებრო-ვასკულური დაავადებით, ჰიპოტენზიის გამომწვევი მდგომარეობებით (გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, თერაპია ანტიჰიპერტენზიული საშუალებებით) ან ჰიპერტენზიით, მათ შორის ესენციური ან ავთვისებიანი. ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენებისას რეგისტრირებული იყო ვენური თრომბოემბოლიის (ვთე) შემთხვევები. ვინაიდან პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიფსიქოზური პრეპარატებით, ხშირად არსებობს ვენური თრომბოემბოლიის განვითარების შეძენილი რისკ-ფაქტორები, საჭიროა გამოვლენილ იქნას ვენური თრომბოემბოლიის განვითარების ყველა შესაძლო რისკ-ფაქტორი არიპიპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის განმავლობაში და მიღებულ იქნას პროფილაქტიკური ზომები.

 

QT ინტერვალის  გახანგრძლივება

არიპიპრაზოლის კლინიკურ კვლევებში QT ინტერვალის  გახანგრძლივების შემთხვევების შედარება შეიძლებოდა პლაცებოს ჯგუფთან. არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ოჯახის ანამნეზში QT ინტერვალის  გახანგრძლივების მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).

 

გვიანი დისკინეზია

1 წელზე ნაკლები ხანგრძლივობის კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნა დისკინეზიის არც თუ ხშირი შეთხვევები, რომლებიც საჭიროებდა სასწრაფო მკურნალობას. დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის საკითხი განილიხლება იმ შემთხვევაში, თუ არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში პაციენტს აღენიშნა გვიანი დისკინეზიის ნიშნები და სიმპტომები (იხ. პარაგრაფი 4.8). აღნიშნული სიმპტომები შეიძლება დროებით გაძლიერდეს ან პირველად გამოვლინდეს მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

 

სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები

ბავშვებში არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში აღინიშნა აკატიზია და პარკინსონიზმი. სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევების ნიშნებისა და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში განიხილება არიპიპრაზოლის დოზის შემცირების და პაციენტზე მკაცრი კლინიკური დაკვირვების საკითხი.

 

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი წარმოადგენს სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიში სიმპტომების კომპლექსს ანტიფსიქოზური საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით. ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის კლინიკურ გამოვლინებებს წარმოადგენს ჰიპერპირექსია, კუნთების რიგიდულობა, ფსიქიკის დარღვევები და ვეგეტატიური ნერვული სისტემის არასტაბილურობა (არარეგულარული პულსი და არტერიული წნევა, ტაქიკარდია, ოფლიანობა, გულის არითმია). გარდა ამისა, შეიძლება ადგილი ჰქონდეს კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატებას, მიოგლობინურიას (რაბდომიოლიზს) და თირკმელების მწვავე უკმარისობას. თუმცა, ასევე აღინიშნა  კრეატინფოსფოკინაზას აქტივობის მომატება და რაბდომიოლიზი, რომელიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომთან. თუ პაციენტს აღენიშნა ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის მანიშნებელი სიმპტომები ან გაურკვეველი ცხელება, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომის დამატებითი კლინიკური გამოვლინებების გარეშე, უნდა შეწყვიტოთ ყველა ანტიფსიქოზური საშუალებით, მათ შორის არიპიპრაზოლით, მკურნალობა.

 

კრუნჩხვა

კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღინიშნებოდა კრუნჩხვების არც თუ ხშირი შემთხვევები. ამიტომ, არიპიპრაზოლი სიფრთხილით გამოიყენება ანამნეზში კრუნჩხვების მქონე პაციენტებში და მათი განვითარების რისკის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).

 

ხანდაზმული პაციენტები ფსიქოზებით გამოწვეული დემენციით 

გარდაცვალების შემთხვევების მზარდი რაოდენობა

ალცგეიმერის დაავადებით განპირობებული ფსიქოზების მქონე ხანდაზმულ პაციენტებში არიპიპრაზოლის გამოყენების სამ პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში (n=938; საშუალო ასაკი 82,4 წელი, ასაკობრივი დიაპაზონი: 56-99 წელი) აღინიშნებოდა ლეტალური შედეგების რისკის გაზრდა პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. არიპიპრაზოლით მკურნალობის ჯგუფში სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა 3,5%-ს, პლაცებოს ჯგუფში 1,7%-თან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ სიკვდილის მიზეზები განსხვავდებოდა, სიკვდილის უმრავლესი შემთხვევის ძირითადი მიზეზი იყო დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ (მაგალითად, გულის უკმარისობა, მოულოდნელი სიკვდილი) ან ინფექციის (მაგალითად, პნევმონიის) განვითარება (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). 

 

ცერებრო-ვასკულური გვერდითი რეაქციები

ამავე კლინიკურ კვლევებში პაციენტებს (საშუალო ასაკი: 84 წელი; ასაკობრივი დიაპაზონი 78-88 წელი) აღენიშნათ  ცერებრო-ვასკულური გვერდითი რეაქციები (მაგალითად, ინსულტი, ტრანზიტორული იშემიური შეტევა), მათ შორის ლეტალური შედეგით. ზოგადად, აღნიშნულ კვლევებში პაციენტების 1,3%-ს არიპიპრაზოლით მკურნალობისას აღენიშნათ ცერებრო-ვასკულური გვერდითი რეაქციები, პაციენტების 0,6%-თან შედარებით, რომლებიც ღებულობდნენ პლაცებოს. აღნიშნული განსხვავება არ იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვანი. მიუხედავად ამისა, არიპიპრაზოლის ფიქსირებული კვლევებიდან ერთში გამოვლინდა დოზის მნიშვნელოვანი კავშირი ცერებრო-ვასკულურ გვერდით რეაქციებთან (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). 

არიპიპრაზოლი არ გამოიყენება ფსიქოზებით გამოწვეული დემენციის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

 

ჰიპერგლიკემია და შაქრიანი დიაბეტი

ჰიპერგლიკემია, ცალკეულ შემთვევებში გამოხატული და თანხლები კეტოაციდოზით ან ჰიპეროსმოლარული კომით ან სიკვდილით, აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ატიპიურ ნეიროლეფსიურ საშუალებებს, მათ შორის არიპიპრაზოლს. მძიმე გართულებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები ითვალისწინებს სიმსუქნეს და დიაბეტს ოჯახის ანამნეზში. არიპიპრაზოლის გამოყენების კლინიკურ კვლევებში  არ აღინიშნებოდა ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების (მათ შორის დიაბეტი)  სიხშირის ან გლიკემიის ლაბორატორიული მაჩვენებლების შეცვლის მნიშვნელოვანი განსხვავებები პლაცებოს ჯგუფთან შედარებით. რისკების ზუსტი შეფასება ჰიპერგლიკემიასთან დაკავშირებულ გვერდით რეაქციებთან დაკავშირებით პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა არიპიპრაზოლით და სხვა ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებებით, არ არის ხელმისაწვდომი პირდაპირი შედარების ჩასატარებლად. ანტიფსიქოზური საშუალებებით, მათ შორის არიპიპრაზოლით მკურნალობისას საჭიროა პაციენტების მუდმივი მონიტორინგი ჰიპერგლიკემიის სიმპტომების თვალსაზრისით (როგორიცაა პოლიდიფსია, გახშირებული შარდვა, პოლიფაგია და სისუსტე), ასევე პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით  ან შაქრიანის დიაბეტის რისკის ფაქტორებით  საჭიროა რეგულარული მონიტორინგი  გლუკოზის მაჩვენებლების გაუარესების თვალსაზრისით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). 

 

ჰიპერმგრძნობელობა

არიპიპრაზოლით მკურნალობის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ალერგიული სიმპტომების სახით (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“). 

 

სხეულის მასის მომატება

სხეულია მასის მომატება ჩვეულებრივ აღინიშნება შიზოფრენიისა და ბიპოლარული მანიის მქონე პაციენტებში თანმხლები დაავადებების განვითარების, ანტიფსიქოზური პრეპარატების გამოყენების შედეგად, რომლებიც იწვევს სხეულის მასის მომატებას, ცხოვრების არაჯანსაღი წესის დაცვის შედეგად, რაც შეიძლება იწვევდეს მძიმე გართულებებს. პოსტმარკეტინგულ პერიოდში მიღებულია ცნობები სხეულის მასის მომატების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს. ჩვეულებრივ აღნიშნული არასასურველი რეაქცია აღინიშნებოდა პაციენტებში რისკის ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორებით, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ან ჰიპოფიზის ადენომა. კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზოლის მიღება არ იწვევდა მოზრდილებში სხეულის მასის კლინიკურად მნიშვნელოვან მომატებას  (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).     

ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდი პაციენტების კლინიკურ კვლევაში არიპიპრაზილის მიღებისას აღინიშნებოდა სხეულის მასის მომატება მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ. ბიპოლარული მანიის მქონე მოზარდ პაციენტებში საჭიროა სხეულის მასის მუდმივი მონიტორინგი. თუ სხეულის მასის მომატება კლინიკურად მნიშვნელოვანია, უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების საკითხი (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).   

 

დისფაგია

ანტიფსიქოზური საშუალებების, მათ შორის არიპიპრაზოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევების და ასპირაციული პნევმონიის შემთხვევები. არიპიპრაზოლი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებშ ასპირაციული პნევმონიის განვითარების რისკის ფაქტორებით.

 

აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება

არიპიპრაზოლის მიღების პერიოდში პაციენტებს შეიძლება აღენიშნოს ძლიერი დამოკიდებულება, განსაკუთრებით აზარტული თამაშების მიმართ, და ამ დამოკიდებულების კონტროლის შეუძლებლობა. სხვა სახის რეგისტრირებული დამოკიდებულება ითვალისწინებს: მომატებულ სექსუალურ დამოკიდებულებას, საყიდლებზე სიარულის ძლიერ მოთხოვნილებას, საკვების მიღების ძლიერ მოთხოვნილებას, და სხვა იმპულსურ და კომპულსურ ჩვევებს. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში აღნიშნული სახის დამოკიდებულების განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას განხილული დოზის შემცირების ან პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის საკითხი  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).   

 

პაციენტები ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის თანმხლები სინდრომით

I ტიპის ბიპოლარული აშლილობისა და ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტივობის სინდრომის კომბინაციის მაღალი სიხშირის მიუხედავად, არსებობს არიპიპრაზოლისა და ფსიქოსტიმულატორების ერთდროულად გამოყენების უსაფრთხოების ძალიან შეზღუდული მონაცემები, ამიტომ ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

 

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობა

ორსულებში არიპიპრაზოლის გამოყენების ადეკვატური და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. არსებობს ცნობები თანდაყოლილი პათოლოგიების შესახებ; მაგრამ, არიპიპრაზოლთან მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ იქნა დადგენილი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ გამორიცხავს განვითარების პოტენციურ ტოქსიკურობას. არიპიპრაზოლით მკურნალობის პერიოდში დაორსულების ან ორსულობის დაგეგვის შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს კონსულტაციისთვის. ქალებში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არასაკმარისი ინფორმაციის და ცხოველებში რეპროდუქციული კვლევებით გამოვლენილი პრობლემების გამო მოცემული სამედიცინო პრეპარატი არ გამოიყენება ორსულებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი აღემატება  შესაძლო რისკს ნაყოფისთვის.

ახალშობილებში, რომლებიც განიცდიდნენ ანტიფსიქოზური საშუალებების (მათ შორის არიპიპრაზოლის) ზემოქმედებას ორსულობის მესამე ტრიმესტრში,  მშობიარობის შემდეგ არსებობს სხვადასხვა სიმძიმისა და ხანგრძლივობის გვერდითი რეაქციების, მათ შორის ექსტრაპირამიდული დარღვევების და “მოხსნის“ სინდრომის განვითარების რისკი.  რეგისტრირებულია აგზნების, ჰიპერტონიის, ჰიპოტონიის, ტრემორის, ძილიანობის, რესპირატორული დისტრეს-სინდრომის ან კვების დარღვევების შემთხვევები. შესაბამისად, ახალშობილები საჭიროებენ მკაცრ მონიტორინგს  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).    

 

ძუძუთი კვება

არიპიპრაზოლი გამოიყოფა დედის რძეში. უნდა იქნას განხილული ძუძუთი კვების შეწყვეტის ან არიპიპრაზოლით მკურნალობის შეწყვეტის/მკურნალობის დაწყებისგან თავის შეკავების საკითხი, ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებელისა და დედისთვის თერაპიის სარგებელის გათვალისწინებით.

 

ფერტილობა

რეპროდუქციული კვლევების მონაცემების საფუძველზე არიპიპრაზოლი არ მოქმედებს ფერტილობაზე.

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

არიპიპრაზოლს აქვს უმნიშვნელო ან ზომიერი ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, ვინაიდან შეიძლება ადგილი ჰქონდეს ისეთ ეფექტებს ნერვული სისტემის და მხედველობის მხრივ, როგორიცაა სედაცია, ძილიანობა, გულყრა, არამკვეთრი მხედველობა, დიპლოპია  (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).   

 

გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები

უსაფრთხოების პროფილის შეჯამება

პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში რეგისტრირებულ ყველაზე ხშირ გვერდით რეაქციას წარმოადგენდა აკატიზია და გულისრევა, რომლებიც აღენიშნა პერორალური არიპიპრაზილით ნამკურნალევ 3%-ზე მეტ პაციენტს.

 

გვერდითი რეაქციების ცხრილი

არიპიპრაზოლით მკურნალობით გამოწვეული გვერდითი სამკურნალწამლო რეაქციების შემთხვევები წარმოდგენილია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. ცხრილში წარმოდგენილი გვერდითი რეაქციები რეგისტრირებულია კლინიკური კვლევების ან/და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში.

 

ყველა გვერდითი სამკურნალწამლო რეაქცია წარმოდგენილია ორგანოთა სისტემების კლასებისა და გამოვლენის სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100 და >1/1,000 – >1/10,000 –

პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას რეგისტრირებული გვერდითი რეაქციების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია მათ შესახებ მიღებულია სპონტანური შეტყობინებების გზით. შესაბამისად, ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე კლასიფიცირებულია, როგორც “სიხშირე უცნობია“.

 

ხშირი

არც თუ ხშირი

სიხშირე უცნობია

დარღვევები სისხლსა და ლიმფური სისტემის მხრივ

 

 

ლეიკოპენია

ნეიტროპენია

თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

 

 

ალერგიული რეაქცია (მაგალითად, ანაფილაქსიური რეაქცია, ანგიონევროზული შეშუპება, ენის შესიების, ენის, სახის შეშუპების, ქავილის ან ჭინჭრის ციების ჩათვლით) 

ენდოკრინული დარღვევები

 

ჰიპერპროლაქტინემია

დიაბეტური ჰიპეროსმოლარული კომა

დიაბეტური კეტოაციდოზი

ჰიპერგლიკემია

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები

შაქრიანი დიაბეტი

ჰიპერგლიკემია

ჰიპონატრიემია, ანორექსია, სხეულის მასის შემცირება, სხეულის მასის მომატება 

ფსიქიკური აშლილობები

უძილობა

შფოთვა

მოუსვენრობა

დეპრესია

მომატებული სქესობრივი აგზნებადობა

სუიციდის მცდელობა, სუიციდზე ფიქრები და სუიციდი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება და სიფრთხილის  ზომები“)

აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულება

თვითკონტროლის დარღვევები

საკვების მიღების ძლიერი მოთხოვნილება

საყიდლებზე სიარულის ძლიერი მოთხოვნილება

პორიომანია

აგრესიულობა

აგზნებადობა

ნერვოზულობა

ნერვული სისტემის მხრივ

აკატიზია

ექსტრაპირამიდული დარღვევები

ტრემორი

თავის ტკივილი

სედაცია

ძილიანობა

თავბრუსხვევა

გვიანი დისკინეზია

დისტონია

ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი (ანს)

კრუნჩხვა

სეროტონინის სინდრომი

მეტყველების დარღვევა

დარღვევები მხედველობის მხრივ

არამკვეთრი მხედველობა

დიპლოპია

 

დარღვევები გულის მხრივ

 

ტაქიკარდია

მოულოდნელი სიკვდილი დაუდგენელი მიზეზით

Torsades de pointes

QT ინტერვალის გახანგრძლივება

პარკუჭოვანი არითმია

გულის გაჩერება

ბრადიკარდია

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

 

ორთოსტაზური ჰიპოტენზია

ვენური თრომბოემბოლია (ფილტვის ემბოლიის და ღრმა ვენების თრომბოზის ჩათვლით)

ჰიპერტენზია

გულყრა

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდის ორგანოებისა და შუასაყარის მხრივ

 

სლოკინი

ასპირაციული პნევმონია

ლარინგოსპაზმი

 ოროფარინგეალური სპაზმი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

შეკრულობა

დისპეფსია

გულისრევა

სანერწყვე ჯირკვლების ჰიპერსეკრეცია

ღებინება

 

პანკრეატიტი

დისფაგია

დიარეა

დისკომფორტი მუცლის არეში

დისკომფორტი კუჭის არეში

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

 

 

ღვიძლის უკმარისობა

ჰეპატიტი

სიყვითლე

ალანინამინოტრანსფერაზას (ალტ) დონის მომატება

ასპარტატამინოტრანსფერაზას (ასტ) დონის მომატება

გამა-გლუტამილტრანსფერაზას (გგტ) დონის მომატება

ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ

 

 

გამონაყარი

ფოტომგრძნობელობის რეაქცია

ალოპეცია

ჰიპერჰიდროზი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ  

 

 

რაბდომიოლიზი

მიალგია

კუნთების დაჭიმულობა

დარღვევები თირკმელებისა და საშარდე სისტემის მხრივ

 

 

შარდის შეუკავებლობა

შარდვის შეკავება

ორსულობა, მშობიარობის შემდგომი და პერინატალური პერიოდი 

 

 

პრეპარატის მოხსნის სინდრომი

გამოყენება ჩვილებში (იხ. პარაგრაფი “ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია“)

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლის მხრივ 

 

 

პრიაპიზმი

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

დაღლილობა

 

ტემპერატურის რეგულაციის დარღვევა (მაგალითად, ჰიპოთერმია, პირექსია)

ტკივილი გულ-მკერდის არეში

პერიფერიული შეშუპება 

ლაბორატორიული მაჩვენებლები

 

 

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება

გლიკოზილირებული ჰემოგლობინის მომატება

სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის ცვალებადობა

კრიატინფოსფოკინაზის კონცენტრაციის მომატება

 

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს

 

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება:

არიპიპრაზოლს შეუძლია გააძლიეროს გარკვეული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედება, რადგან მას გააჩნია ანტაგონიზმი ალფა1-ადრენორეცეპტორების მიმართ.

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე არიპიპრაზილის პირველადი ეფექტების გათვალისწინებით, საჭიროა სიფრთხილის დაცვა  არიპიპრაზოლის მიღებისას ალკოჰოლთან ან ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების მქონე სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში მიღებისას, რომლებსაც აქვთ იგივე გვერდითი რეაქციები, მაგალითად სედაცია (იხ. პარაგრაფი “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“).   

საჭიროა სიფრთხილის დაცვა არიპიპრაზოლის გამოყენებისას QT ინტერვალის გახანგრძლივების ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევების გამომწვევ პრეპარატებთან ერთდროულად მიღებისას.

 

სხვა პრეპარატების გავლენა არიპიპრაზოლზე

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკერი, ფამოტიდინი, ამცირებს არიპიპრაზოლის შეწოვის სიჩქარეს, მაგრამ ითვლება, რომ აღნიშნულს არ არქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. არიპიპრაზოლი მეტაბოლიზდება სხვადასხვა გზებით, მათ შორის CYP2D6 და CYP3A4 იზოფერმენტების მონაწილეობით, მაგრამ არ მეტაბოლიზდება CYP1А იზოფერმენტის საშუალებით. ამიტომ, მწეველებისთვის დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 

ქინიდინი და CYP2D6 იზოფერმენტის სხვა ინჰიბიტორები

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებით ნაჩვენებია, რომ  CYP2D6 იზოფერმენტის მძლავრი ინჰიბიტორი (ქინიდინი) 107%-ით ზრდის არიპიპრაზოლის AUC-ს, ხოლო Cmax მაჩვენებელი რჩება უცვლელი. აქტიური მეტაბოლიტის, დეჰიდროარიპიპრაზილის AUC და Cmax მაჩვენებლები შესაბამისად შემცირდა 32%-ით და 47%-ით. არიპიპრაზოლისა და ქინიდინის ერთდროულად გამოყენებისას საჭიროა არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით  ორჯერ. იზოფერმენტ CYP2D6-ის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა ფლუოქსეტინი და პაროქსეტინი, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ მათი ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია არიპიპრაზოლის დოზის შესაბამისად შემცირება.

 

კეტოკონაზოლი და CYP3А4  იზოფერმენტის სხვა ინჰიბიტორები

ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებით ნაჩვენებია, რომ CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი (კეტოკონაზოლი) შესაბამისად ზრდის არიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლებს 63%-ით და 37%-ით. დეჰიდროარიპიპრაზოლის AUC და Cmax მაჩვენებლები შესაბამისად გაიზარდა 77%-ით და 43%-ით.  CYP2D6 სუსტ მეტაბოლიზატორებთან ერთად CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის მაღალი კონცენტრაცია CYP2D6 იზოფერმენტის სწრაფ მეტაბილიზატორებთან შედარებით. კეტოკონაზოლის ან CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების საკითხის განხილვისას შესაძლო სარგებელი უნდა აღემატებოდეს პოტენციურ რისკს პაციენტისთვის. კეტოკონაზოლისა და არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას რეკომენდებულია არიპიპრაზოლის დანიშნული დოზის შემცირება დაახლოებით ორჯერ. CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ძლიერ ინჰიბიტორებს, როგორიცაა იტრაკონაზოლი და აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები, შეიძლება ჰქონდეს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ საჭიროა დოზის შესაბამისად შემცირება (იხ. პარაგრაფი “დოზირება და მიღების წესი“).

CYP2D6 ან CYP3A4 იზოფერმენტის ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა იქნას გაზრდილი კომბინირებული გამოყენების დაწყებამდე დანიშნულ დოზამდე.  არიპიპრაზოლის და CYP3A4 იზოფერმენტების (მაგალითად, დილთიაზემი) ან CYP2D6 (მაგალითად, ესციტალოპრამი) იზოფერმენტების სუსტი ინჰიბიტორების ერთდროულად მიღებისას მოსალოდნელია სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის კონცენტრაციის უმნიშვნელო მომატება.

 

კარბამაზეპინი და CYP3А4 იზოფერმენტის სხვა ინდუქტორები

კარბამაზეპინის, CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორის და პერორალური არიპიპრაზოლის ერთდროულად გამოყენებისას შიზოფრენიის ან შიზოაფექტური აშლილობების მქონე პაციენტებში, არიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად შემცირდა 68%-ით და 73%-ით, არიპიპრაზოლის (30 მგ) მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით. ანალოგიურად, დეჰიდროარიპიპრაზოლის Cmax და AUC გეომეტრიული საშუალო მაჩვენებლები შესაბამისად შემცირდა 69%-ით და 71%-ით, არიპიპრაზოლის მონოთერაპიაში გამოყენებასთან შედარებით.

კარბამაზეპინის არიპიპრაზოლთან ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის 2 ჯერ გაზრდა. არიპიპრაზოლის და CYP3A4 იზოფერმენტის სხვა ინდუქტორების (როგორიცაა რიფამპიცინი, რიფაბუტინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი, პრიმიდონი, ეფავირენცი, ნევირაპინი და კრაზანას პრეპარატები) ერთდროულად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ანალოგიური მოქმედება, ამიტომ რეკომენდებულია დოზის შესაბამისად გაზრდა. CYP3A4 იზოფერმენტის ინდუქტორების მიღების შეწყვეტის შემთხვევაში არიპიპრაზოლის დოზა უნდა შემცირდეს რეკომენდებულ დოზამდე.

 

ვალპროის მჟავა და ლითიუმის პრეპარატები

არიპიპრაზოლის ლითიუმის პრეპარატებთან ან ვალპროის მჟავასთან ერთდროულად გამოყენებისას არ აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში არიპიპრაზოლის კონცენტრაციის კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, შესაბამისად არ არის საჭირო დოზის კორექტირება ვალპროის მჟავის ან ლითიუმის პრეპარატების არიპიპრაზოლთან ერთად გამოყენებისას.

 

არიპიპრაზოლის გამოყენების გავლენა სხვა პრეპარატებზე

კლინიკურ კვლევებში არიპიპრაზილი დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას CYP2D6 (დექსტრომეტორფანი/3-მეთოქსიმორფინანი), CYP2С9 (ვარფარინი),  CYP2С19 (ომეპრაზოლი) და CYP3А4 (დექსტრომეტორფანი) იზოფერმენტის სუბსტრატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, არიპიპრაზოლმა და დეჰიდროარიპიპრაზოლმა არ შეცვალა იმ სამკურნალო საშალებების ბიოტრანსფორმაცია, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP1A2 იზოფერმენტით in vitro პირობებში. შესაბამისად, ნაკლებსავარაუდოა, რომ არიპიპრაზოლმა გამოიწვიოს კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა პრეპარატებზე, რომლებიც მეტაბოლიზდება ამ იზოფერმენტების მონაწილეობით.

არიპიპრაზოლის ვალპროის მჟავასთან, ლითიუმის პრეპარატებთან ან ლამოტრიჯინთან ერთდროულად მიღებისას არ აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში ვალპროის მჟავას, ლითიუმის ან ლამოტრიჯინის კონცენტრაციების კლინიკრად მნიშვნელოვანი ცვლილება.

 

სეროტონინის სინდრომი 

სეროტონინის სინდრომის შემთხვევები აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ არიპიპრაზოლს. აღნიშნული მდგომარეობის ნიშნები და სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს განსაკუთრებით სხვა სეროტონინერგულ პრეპარატებთან, მაგალითად სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან/სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბიტორებთან, ან იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ზრდის არიპიპრაზოლის კონცენტრაციებს სისხლის პლაზმაში (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

 

პრეპარატის დოზირება და მიღების წესი:

დოზირება

მოზრდილები

შიზოფრენია: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 10 – 15 მგ/დღე-ღამეში, შემანარჩუნებელი დოზით – 15 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. აბიზოლის ეფექტურობა ნაჩვენებია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტურობის გაზრდა დღე-ღამეში 15 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტურობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.   

 

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: აბიზოლის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 15 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად, მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიის სახით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ზოგიერთ პაციენტში შეიძლება აღინიშნოს ეფექტურობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 30 მგ-ს.   

 

მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას: პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ არიპიპრაზოლს მონოთერაპიაში ან კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, მანიაკალური ეპიზოდების რეციდივის პროფილაქტიკა უნდა გაგრძელდეს იმავე დოზით. სადღეღამისო დოზის რეგულირება, დოზის შემცირების ჩათვლით, განიხილება კლინიკური სტატუსის საფუძველზე.

 

გამოყენება ბავშვებში

შიზოფრენია 15 წლის და უფროსი ასაკის მოზარდებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. თუ საჭიროა, დოზის შემდგომი გაზრდა უნდა განხორციელდეს 5-5 მგ-ით, მაქსიმალური სადღეღამისო დოზის, 30 მგ-ის, გადაჭარბების გარეშე (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). აბიზოლი ეფექტურია დოზით 10-30 მგ/დღე-ღამეში. ეფექტურობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, თუმცა ერთეულ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ეფექტურობა უფრო მაღალი დოზების მიღებისას.

უსაფრთხოებისა და ეფექტურობის არასაკმარისი მონაცემების გამო, არიპიპრაზოლი რეკომენდებული არ არის 15 წლამდე ასაკის შიზოფრენიის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 

მანიაკალური ეპიზოდები I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას 13 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში: აბიზოლის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ/დღე-ღამეში, რომელიც მიიღება ერთხელ დღე-ღამეში, საკვების მიღების მიუხედავად. მკურნალობის დაწყება საჭიროა დოზით 2 მგ 2 დღის განმავლობაში, დოზის გაზრდით 5 მგ-მდე კიდევ 2 დღის განმავლობაში რეკომენდებული დოზის მიღწევამდე, რომელიც შეადგენს 10 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მინიმალურ პერიოდს, რაც საჭიროა სიმპტომების კონტროლისთვის და არ უნდა აღემატებოდეს 12 კვირას. ეფექტურობის გაზრდა დღე-ღამეში 10 მგ-ზე უფრო მაღალი დოზის შემთხვევაში არ არის ნაჩვენები, და სადღეღამისო დოზა 30 მგ უკავშირდება მნიშვნელოვანი არასასურველი მოვლენების, მათ შორის ექსტრაპირამიდული სიმპტომების, ძილიანობის, დარღვევის და სხეულის მასის მომატების არსებითად მაღალ შემთხვევებს (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“). შესაბამისად, დღე-ღამეში 10 მგ-ზე მეტი დოზების გამოყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის  შემთხვევებში და მკაცრი კლინიკური მონიტორინგით (იხ. პარაგრაფები “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“, “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“). ახალგაზრდა პაციენტები წარმოადგენენ არიპიპრაზოლით გამოწვეული გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის ჯგუფს. შესაბამისად, 13 წლამდე ასაკის პაციენტებში აბიზოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის (იხ. პარაგრაფები “გვერდითი მოქმედება/არასასურველი მოვლენები“ და “ფარმაკოდინამიკური თვისებები“).

 

აუტისტური დარღვევით გამოწვეული გაღიზიანებულობა: 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში “ფარმაკოდინამიკური თვისებები“, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოდგენილი არ არის.

 

ტურეტის სინდრომით გამოწვეული ტიკები: 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. ამ მომენტისათვის არსებული ცნობები აღწერილია პარაგრაფში “ფარმაკოდინამიკური თვისებები“, მაგრამ დოზირებასთან დაკავშირებული რეკომენდაციები წარმოდგენილი არ არის.

 

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებით არსებული ცნობები არასაკმარისია რეკომენდაციების წარმოსადგენად. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში დოზა რეგულირდება სიფრთხილით. მიუხედავად ამისა, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 

თირკმელების ფუნქციის დარღვევა

თირკმელების  ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

 

ხანდაზმული პაციენტები

არიპიპრაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა შიზოფრენიის და I ტიპის ბიპოლარული აშლილობებისას მანიაკალური ეპიზოდების მკურნალობისას 65 წლის და უფროსი ასაკის პაციენტებში დადგენილი არ არის. ამ პოპულაციაში უფრო მაღალი მგრძნობელობის გამო, კლინიკური ფაქტორების მიხედვით განიხილება უფრო მცირე საწყისი დოზის გამოყენების საკითხი (იხ. პარაგრაფი “გაფრთხილება/სიფრთხილის ზომები“).

 

სქესი

არ არის საჭირო დოზის კორექტირება მდედრობითი სქესის პაციენტებში, მამრობითი სქესის პაციენტებთან შედარებით (იხ. პარაგრაფი “ფარმაკოკინეტიკური თვისებები“).

 

მოწევა

არიპიპრაზოლის მეტაბოლიზმის გზის  გათვალისწინებით მწეველ პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

 

დოზის კორექტირება სამკურნალწამლო ურთიერთქმედების მიხედვით 

CYP3А4 ან CYP2D6 იზოფერმენტების ძლიერი ინჰიბიტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის შემცირება. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 ან CYP2D6 იზოფერმენტების ინჰიბიტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

 

CYP3А4 იზოფერმენტის ძლიერი ინდუქტორების არიპიპრაზოლთან ერთად მიღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის გაზრდა. კომბინირებული მკურნალობიდან CYP3А4 იზოფერმენტის ინდუქტორების ამოღების შემთხვევაში საჭიროა არიპიპრაზოლის დოზის რეკომენდებულ დოზამდე შემცირება (იხ. პარაგრაფი “სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“).

 

მიღების წესი

აბიზოლი მიიღება პერორალურად.

 

დოზის გადაჭარბება

ნიშნები და სიმპტომები

კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგული გამოყენების პერიოდში მოზრდილ პაციენტებში არიპიპრაზოლის შემთხვევით ან განზრახ 1,260 მგ-მდე დოზის მწვავე გადაჭარბება აღინიშნა ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა სისუსტეს, მომატებულ არტერიულ წნევას, ძილიანობას, ტაქიკარდიას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას. გარდა ამისა, მიღებულია ცნობები ბავშვებში არიპიპრაზოლის (195 მგ-მდე) დოზის გადაჭარბების შესახებ ლეტალური შედეგების გარეშე. სამედიცინო თვალსაზრისით პოტენციურად მნიშვნელოვანი ნიშნები და სიმპტომები ითვალისწინებდა ძილიანობას, ცნობიერების დროებით დაკარგვას და ექსტრაპირამიდულ სიმპტომებს.

 

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

დოზის გადაჭარბების მკურნალობა უნდა იყოს შემანარჩუნებელი, საჭიროა სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფა, ჟანგბადის მიწოდება და ვენტილაციის ჩატარება, ასევე სიმპტომების მართვა. განიხილება სხვადასხვა პრეპარატების გამოყენების საკითხი. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას დაწყებული გულ-სისხლძარღვთა მონიტორინგი, რაც ითვალისწინებს ხანგრძლივ ეკგ მონიტორინგს შესაძლო არითმიის გამოვლენის მიზნით. არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების დადასტურების ან დოზის გადაჭარბებაზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მკაცრი სამედიცინო დაკვირვება და მონიტორინგი მდგომარეობის სტაბილიზაციამდე.

არიპიპრაზოლის მიღებიდან ერთ საათში აქტივირებული ნახშირის (50 მგ) მიღების შემთხვევაში   არიპიპრაზოლის Cmax მცირდება დაახლოებით 41%-ით, ხოლო AUC – დაახლოებით 51%-ით, რაც მიუთითებს, რომ ნახშირი შეიძლება ეფექტური იყოს დოზის გადაჭარბების მკურნალობისას.

 

ჰემოდიალიზი

მიუხედავად იმისა, რომ ინდორმაცია არიპიპრაზოლის დოზის გადაჭარბების მკურნალობისას ჰემოდიალიზის ეფექტურობის შესახებ არ არის, ნაკლებსავარაუდოა, რომ ჰემოდიალიზი სასარგებლო იყოს დოზის გადაჭარბების მართვაში, რადგან არიპიპრაზოლი მჭიდროდ უკავშირდება პლაზმის ცილებს.

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25°С-ზე, ორიგინალ შეფუთვაში.

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

გამოშვების ფორმა

აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი წარმოდგენილია ალუმინის სტრიპში/ალუმინის ფოლგის ბლისტერში.

თითო ბლისტერი შეიცავს 14 ტაბლეტს.

28 ტაბლეტი: 2 ბლისტერში/კოლოფში.

 

სხვა სამკურნალწამლო ფორმები:

აბიზოლი 5 მგ ტაბლეტი; ალუმინის სტრიპი-ალუმინის ფოლგის ბლისტერი 28 ტაბლეტით შეფუთვაში.

აბიზოლი 10 მგ ტაბლეტი; ალუმინის სტრიპი-ალუმინის ფოლგის ბლისტერი 28 ტაბლეტით შეფუთვაში.

აბიზოლი 30 მგ ტაბლეტი; ალუმინის სტრიპი-ალუმინის ფოლგის ბლისტერი 28 ტაბლეტით შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა: 3 წელი.

პრეგაგამა 300მგ #100კაფს

პრეგაგამა 150მგ / Pregagamma

1. რას წარმოადგენს პრეგაგამმა და რისთვის გამოიყენება ის?

პრეგაგამმა შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პრეგაბალინს და მიეკუთვნება პრეპარატთა იმ ჯგუფს, რომელიც გამოიყენება ეპილეფსიისა და გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ.

ეპილეფსიის შემთხვევაში: პრეგაგამმა განკუთვნილია მოზრდილებში გარკვეული ფორმის ეპილეფსიის (პარციალური გულყრების დროს მეორადი გენერალიზაციით ან გენერალიზაციის გარეშე) სამკურნალოდ. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ ეს პრეპარატი როგორც ეპილეფსიის სამკურნალო დამხმარე საშუალება, თუ მიმდინარე მკურნალობა არ არის საკმარისი. პრეგაგამმა გათვლილია როგორც მიმდინარე მკურნალობის დამხმარე საშუალება. ის უნდა მიიღოთ სხვა ანტიეპილეპტიკურ საშუალებასთან ერთად კომბინაციაში. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის შემთხვევაში: პრეგაგამმას იყენებენ გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სამკურნალოდ. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის სიმპტომებია ხანგრძლივი დროის განმავლობაში შიშის და შფოთვის შეგრძნება. გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა იწვევს აგრეთვე ჰიპერაგზნებადობას, დაძაბულობას, მოუცვენრობას, სისუსტეს, კონცენტრაციის დარღვევას, კუნთების დაჭიმულობას, უძილობას. ეს სიმპტომები განსხვავდება ყოველდღიური სტრესისა და მასთან დაკავშირებული სიმპტომებისგან.

2. რა უნდა გავითვალისწინოთ პრეგაგამმას მიღების წინ?

პრეგაგამმას მიღება არ არის რეკომენდირებული:

• თუ ალერგიული ხართ პრეგაბალინის ან მე-6 თავში ჩამოთვლილი ნივთიერებების მიმართ.

უსაფრთხოება და განსაკუთრებული მითითებები

პრეგაგამმას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

• ზოგიერთი პაციენტი, რომელიც პრეგაგამმას ირებს, უჩივის ალერგიულ რეაქციებს, როგორიცაა: სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, აგრეთვე კანის სიწითლე. ასეთი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• პრეგაგამმა იწვევს გულყრას და ძილიანობას, რაც ხანდაზმულ პაციენტებში ტრავმის რისკს ზრდის. აქედან გამომდინარე ვიდრე პრეპარატით გამოწვეულ ყველა სიმპტომს არ შეეჩვევით, ყურადღებით უნდა იყოთ.

• პრეგაგამმამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება. ასეთ შემტხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც პრეგაბალინით მკურნალობისას წონაში იმატებენ, საჭიროა დიაბეტის სამკურნალო პრეპარატის შესაბამისად შერჩევა. იმ პაციენტებში, რომელთაც მიღებული აქვთ ზურგის ტვინის ტრავმა, შესაძლოა ისეთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა ძილიანობა, ხშირად გამოვლინდეს, რადგან სავარაუდოდ ისინი სხვა ისეთ პრეპარატებს იღებენ, რომელთაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები აქვთ. აქედან გამომდინარე შესაძლოა ერთობლივმა მიღებამ მოქმედება გააძლიეროს.

• ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც პრეგაგამმას იღებდნენ, გამოვლინდა გულის უკმარისობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთაც გულ- სისხლძარღვთა პრობლემები აქვთ. აცნობეთ ექიმს თუ გულის დაავადება გაქვთ ან გადაგიტანიათ.

• ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც პრეგაგამმას იღებდნენ, გამოვლინდა თირკმელების უკმარისობა. მკურნალობის პრეიოდში თუ შეგიმცირდათ შარდის გამოყოფა, მიმართეთ ექიმს, რომელიც პრეპარატის მიღების შეწყვეტით შეამოწმებს. 

• პაციენტებს, რომლებიც ანტიეპილეპტიკური საშუალებით, როგორიცაა პრეგაგამმა, მკურნალობენ, ქონიათ საკუთარი თავის დაშავების ან სუიციდური ფიქრები. თუ ოდესმე მსგავსი რამ გაგიფიქრებიათ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• თუ პრეგაგამმას იღებთ ისეთ პრეპარატთან ერთად, რომელიც იწვევს ყაბზობას, (მაგ.: ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატების გარკვეული ჯგუფი), შესაძლოა გამოიწვიოს გასტროინტესტინალური პრობლემები (ყაბზობა, საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა). ყაბზობის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

• პრეპარატის მირებამდე აცნობეთ ექიმს, თუ ხართ ან იყავით ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებული. არ მიიღოთ მეტი წამალი, ვიდრე დანიშნული გაქვთ.

• გამოვლენილია კრუნჩხვითი შეტევები პრეგაგამმას მიღების პერიოდში ან მიღების დასრულების შემდეგ. კრუნჩხვითი შეტევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

• არსებობს თავის ტვინის დაზიანების (ენცეფალოპათია) გამოვლენის შემთხვევები ზოგ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ პრეგაგამმას და სხვა დაავადებებიც აწუხებდათ. აცნობეთ ექიმს თუ თქვენ მძიმე დაავადება გაქვთ ან გადაგიტანიათ, მათ შორის ღვიძლის და თირკმელების დაავადებები.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში პრეპარატის უსაფრთხოება და მოქმედება არ გამოკვლეულა. აქედან გამომდინარე არ არის რეკომენდირებულია ამ ასაკის პაციენტებში პრეგაბალინის გამოყენება.

პრეგაგამმას მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ იღებთ/იყენებთ, მიიღეთ/გამოიყენეთ ცოტა ხნის წინ ან აპირებთ მიიღოთ/გამოიყენოთ  სხვა მედიკამენტები.

პრეგაგამმამ და სხვა კონკრეტულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს ურთიერთქმედება, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების გაძლიერება, მაგ.: ჰაერის უკმარისობა (რესპირატორული უკმარისობა) და კომა.

გულყრა, ძილიანობა და კონცენტრაციის დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს, თუ პრეგაგამმას მიიღებთ ისეთ პრეპარატებთან ერთად, როგორიცაა:

• ოქსიკოდონი (ტკივილგამაყუჩებელი საშუალება)

• ლორაზეპამი (დამამშვიდებელი საშუალება) ან

• ალკოჰოლი

პრეგაგამმას მიღება შესაძლებელია ორალურად მისაღებ კონტრაცეპტივებთან ერთად.

პრეგაგამმას მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად არ არის რეკომენდირებული  პრეგაგამმას მიღების პერიოდში ალკოჰოლის მიღება.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, ასევე თუ გეგმავთ ან ვარაუდობთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

პრეგაგამმას მიღება ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული, თუ ექიმის მიერ არ არის რეკომენდირებული. პრეგაგამმათი მკურნალობის პერიოდში რეკომენდირებულია ქალებმა საიმედოდ დაიცვან თავი.

კონცენტრირების უნარი ავტოსატრანსპორტო და სხვა ტექნიკის მართვისას

პრეგაგამმა იწვევს გულყრას, ძილიანობას და კონცენტრაციის დარღვევას. თავი შეიკავეთ მანქანის და სხვა ტექნიკის მართვისგან, ვიდრე არ გაარკვევთ, თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე.

პრეგაგამმა შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, პრეგაგამმას მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

 

3. პრეგაგამმას მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებისამებრ. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ექიმი შეგირჩევთ შესაბამის დოზას.

ეპილეფსია ან გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა

• მიიღეთ ექიმის დანიშნულების შესაბამისი რაოდენობის მყარი კაფსულა

• რეკომენდირებული დოზა შეადგენს დღეში 150-600მგ.

• ექიმი  აგიხსნით, ორჯერ თუ სამჯერ უნდა მიიღოთ პრეგაგამმა. ორჯერ მიღების შემთხვევაში, მიიღეთ პრეგაგამმა დილით და საღამოს, ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს. სამჯერ მიღების შემთხვევაში, მიიღეთ პრეგაგამმა დილით, ნაშუადღევს და საღამოს, ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს.

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატის მოქმედება სუსტი ან ძლიერია.

65 წელს გადაცილებულ პაციენტებში პრეგაგამმა ინიშნება ჩვეულებრივად, თუ არ ვლინდება თირკმელების პრობლემა.

თირკმელების პრობლემის არსებობის შემთხვევაში, ექიმი შეგირჩევთ პრეპარატის მიღების სხვა განრიგს და დოზებს.

პრეგაგამმა მიიღება ორალურად. გადაყლაპეთ კაფსულა მთლიანად და მიაყოლეთ წყალი.

პრეგაგამმა მიიღება საკვებთან ან მის გარეშე.

პრეგაგამმას მიღების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

თუ მიიღეთ პრეგაგამმას ჭარბი დოზა

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ახლომდებარე საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის ყუთი. ჭარბი დოზის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ძილიანობა, დაბნეულობა, აღგზნებულობა და მოუსვენრობა.

თუ დაგავიწყდათ პრეგაგამმას მიღება 

მნიშვნელოვანია რომ პრეგაგამმა მიიღოთ რეგულარულად ყოველ დღე ერთიდაიმავე დროს. თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა, გააგრძელეთ პრეპარატის მირება დანიშნულებისამებრ.

პრეგაგამმას მიღების შეწყვეტა

დაასრულეთ მკურნალობა ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ თქვენი მკურნალობა დასრულდა, ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ხანგრძლივი თუ ხანმოკლე მკრნალობის დასრულების შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა მაგ.: უძილობა, თავის ტკივილი, გულისრევა, შიშის შეგრძნება, დიარეა, გრიპის მსგავსი სიმპტომები, კრუნჩხვითი შეტევა, ნერვოზი, დეპრესია, ტკივილები, ოფლიანობა და გულყრა. ეს სიმპტომები შეიძლება გახშირდეს ან გართულდეს, თუ პრეგაგამმას ხანგრძლივი დროის მანძილზე იღებდით. დამატებითი კითხვებისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

ისევე როგორც ნებისმიერ მედიკამენტს, ამ პრეპარატსაც ახასიათებს გვერდითი მოვლენები, რომელიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.

ძალიან ხშირად: 10-დან 1-ზე მეტ პაციენტში

• გულყრა, ძილიანობა, თავის ტკივილი ხშირად: 10-დან 1 პაციენტში

• მომატებული მადა

• ეიფორია, დაბნეულობა, ორიენტაციის დარღვევა, სექსუალური ჟინის დაქვეითება

• ყურადღების მოდუნება, აზროვნების შეფერხება, მეხსიერების დაქვეითება, მეხსიერების დაკარგვა, კანკალი, მეტყველების დაქვეითება, ჟრჟოლა, სმენის დაქვეითება, სიმშვიდე, ლეთარგია, უძილობა, სისუსტე, ავადმყოფობის შეგრძნება.

• მხედველობის დაქვეითება, მხედველობის გაორება

• თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, ვარდნა

• პირის სიმშრალე, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, მუცლის შებერილობა, მეტეორიზმი, გულისრევა.

• ერექციის დაქვეითება

• სხეულის შეშუპება კიდურების ჩათვლით

• სიმთვრალის შეგრძნება, უჩვეულო სიარული

• წონის მატება

• კუნთოვანი სპაზმი, სახსრების, ზურგის და კიდურების ტკივილი

• ყელის ტკივილი

შედარებით იშვიათად: 100-დან 1 პაციენტში

• მადის დაკარგვა, წონაში კლება, სისხლში შაქრის დონის დაქვეითება ან მომატება

• საკუთარ თავისთვის ზიანის მიყენება, მოუსვენრობა, დეპრესია, შფოთვა, ცვალებადი განწყობა, სიტყვების დავიწყება, ჰალუცინაციები, უჩვეულო სიზმრები, პანიკური

 

შეტევა, ინდეფერენტულობა, აგრესია, ამაღლებული განწყობა, სულიერი აშლლილობა, აზროვნების მოშლასექსუალური ჟინის გაძიერება

• სექსუალური ფუნქციის მოშლა, ორგაზმის მიღწევის დარღვევა, ეაკულაციის დარღვევა

• მხედველობის დარღვევა, თვალის უჩვეულო მოძრაობები, ცვლილებები მხედველობაში მაგ.: გვირაბული ხედვა, სინათლის ნათება, შენელებული მოძრაობა, დაქვეითებული რეფლექსები, ჰიპერაქტიურობა, თავბრუსხვევა წამოდგომისას, კანის ჰიპერმგრძნობელობა, გემოს დაკარგვა, კანკალი მოძრაობისას, გონების დაბინდვა, მოულოდნელი გულყრა, ჰიპერმგრძნობელობა ხმაურზე, დისკომფორტი

• თვალის სიმშრალე, თვალების შეშუპება, თვალების ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, წყლიანი თვალები, გაღიზიანებული თვალები

• არითმია, გულის ამოვარდნა, დაბალი წნევა, მაღალი წნევა, გულის რითმის დარღვევა, გულის უკმარისობა

• სახის სიწითლე, კანის სიწითლე და წვის შეგრძნება

• ჰაერის უკმარისობა, ცხვირის სიმშრალე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება

• ნერწყვის გაძლიერებული დენა, გულძმარვა, მიმიკური კუნთების გაშეშება

• ოფლიანობა, გამონაყარი, ციება, ტემპერატურა

• კუნთების სპაზმი, სახსრების შეშუპება, კუნთების ტრემორიკუნთების ტკივილი, ტკივილი კეფის არეში

• ტკივილი მკერდის არეში

• მტკივნეული ან გაძნელებული შრადის გამოყოფა, შარდის შეუკავებლობა

• სისუსტე, წყურვილი, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში

• ცვლილებები სისხლის და ღვიძლის  ფუნქციებში (მომატებული შრატის კრეატინ ფოსფოკინაზა, მომატებული ალანინ ამინოტრანსფერაზა, მომატებული ასპარტატ ამინოტრანსფერაზა, თრომბოციტების დაქვეითება, ნეიტროპენია,  სისხლის კრეატინინის მომატება, სისხლის კალიუმის შემცირება)

• ჰიპერმგრძნობელობა, სახის შეშუპება, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხვირის სისველე, სისხლდენა ცხვირიდან, ხველება, ხვრინვა

• ტკივილი მენსტრუაციის დროს

• ხელებისა და ფეხების გაციება იშვიათად: 1,000-დან 1 პაციენტში

• უჩვეულო ყნოსვითი გრძნობა, მხედველობის დარღვევა, სიღრმისეული მხედველობის მოშლა, ოპტიკური სიკაშკაშე, მხედველობის დაკარგვა

• გუგების გაგანიერება, სიელმე

• ცივი ოფლი, სივიწროვის შეგრძნება ყელში, ენის შეშუპება, კუჭქვეშა ჟირკვლის ანთება

• ყლაპვის გაძნელება

• სხეულის შენელებული მოძრაობა

• გამართულად წერის პრობლემა 

• მუცლის არეში სითხის მომატება

• სითხე ფილტვებში

• კრუნჩხვითი შეტევები

• ცვლილებები ელექტრო კარდიოგრამაში, მაგ. არითმიის საფუძველზე

• კუნთების დაზიანება

• გამონადენი მკერდიდან, მკერდის ანომალიური გაზრდა, კაცებში მკერდის გაზრდა

• პერიოდული სისხლდენა

• თურკმელების გათიშვა, შარდის შემცირება, შარდის შეკავება

• ლეიკოციტების დაქვეითება

• არაადექვატური საქციელი

• ალერგიული რეაქციები (მათ შორის სუნთქვის გაძნელება, კერატიტი, კანზე გამონაყარი, წყლულების წარმოქმნა, კანის აქერცვლა და ტკივილი).

• თუ შენიშნავთ სახის ან ენის შეშუპებას ან კანის სიწითლეს, წყლულების წარმოქმნას ან აქერცვლას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

იმ პაცინტებში, რომელთაც აქვთ ზურგის ტვინის ტრავმა, შეიძლება გამოვლინდეს კონკრეტული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ძილიანობა, უფრო ხშირად, რადგან ასეთი პაციენტები იღებენ სხვა ისეთ პრეპარატებს, რომელთაც პრეგაბალინის მსგავსი გვერდითი მოვლენები ახასიათებთ. ერთობლივად მათი მიღება გამოიწვევს მოქმედების გამძაფრებას. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

გვერდითი მოვლენების შემჩნევის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

5. პრეგაგამმას შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე  მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვადა იწურება მითითებული თვის ბოლო დღეს.

ეს პრეპარატი არ მოითხოვს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ  გადააგდოთ  პრეპარატი  კანალიზაციაში.პრეპარატის  უტილიზაციის  შესახებ  იკითხეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ამიტ თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია თუ რას შეიცავს პრეგაგამმა აქტიური ნივთიერებაა პრეგაბალინი

პრეგაგამმა 25მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 25მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 50მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 50მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 75მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 75მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 100მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 100მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 150მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 150მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 200მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 200მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 225მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 225მგ პრეგაბალინს. პრეგაგამმა 300მგ: თითო მყარი კაფსულა შეიცავს 300მგ პრეგაბალინს. დამხმარე ნივთიერებებია:

კაფსულას შიგთავსი: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ტალკი

კაფსულას გარსი: ტიტანის დიოქსიდი (E 171), ჟელატინი, რკინა (III)-ოქსიდი (E 172) (50მგ.

75მგ. 100მგ. 200მგ. 225მგ. 300მგ მყარი კაფსულა), რკინა (III)-ჰიოდროქსიდი-ოქსიდი xH2O  (E

172) (50მგ. 200მგ. 225მგ მყარი კაფსულა)

საბეჭდი მელანი: შილაკი, რკინა (II,III)-ოქსიდი (E 172), პროპილენის გლიკოლი, კალიუმის ჰიდროქსიდი

პრეგაგამმას გარეგნული სახე და შეფუთვა

პრეგაგამმა 25მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 4, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „25“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 50მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 3, ზედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილი მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „50“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.

პრეგაგამმა 75მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 4, ზედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ხოლო ქვედა ნაწილი თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „75“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.

პრეგაგამმა 100მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 3, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „100“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 150მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 2, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს თეთრი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „150“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. პრეგაგამმა 200მგ მყარი კაფსულა 

მყარი კაფსულას ზომა 1, ზედა-ქვედა ნაწილი აქვს მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, ხოლო ქვედა ნაწილში შავად დაბეჭდილი აქვს „200“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.

პრეგაგამმა 225მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 1, ზედა ნაწილი აქვს მოვარდისფრო ფორთოხლისფერი, ხოლო ქვედა

– თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „225“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი.

პრეგაგამმა 300მგ მყარი კაფსულა

მყარი კაფსულას ზომა 0, ზედა ნაწილი აქვს მოყავისფერო წითელი, ქვედა – თეთრი, სადაც შავად დაბეჭდილი აქვს „300“. მყარ კაფსულაში ყრია თეთრი მოკრემისფრო ფხვნილი. PVC/ალუმინის ბლისტერის შეფუთვა 10,14,20,21,28,30,56,60,70 (მხოლოდ პრეგაგამმა 75მგ)

84,90,100 ან შეკვრა 84 (2×42), 112 (2×56), 120 (2×60), 200 (2×100) მყარი კაფსულით. გაყიდვაში არ არის ყველა ზომის შეფუთვა.

მელამერინ პრემიუმი3მგ #30ტ

მელამერინი პრემიუმი

საკვები დანამატი

(Melamerin Premium)

მელამერინი პრემიუმი – წარმოადგენს პრემიუმ ხარისხის მელატონინის შემცველ ბრენდს, რეკომენდებულს ძილის ფიზიოლოგიური რითმის გაუმჯობესების, ჩაძინების დროის შემცირებისა და საათობრივი სარტყელის ცვლილებით (მოგზაურობით) გამოწვეული ძილის დარღვევების დროს.

შემადგენლობა:მელამერინის ყოველი ½ აბი შეიცავს:მელატონინი – 1,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ცელულოზა, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის სტეარატი, N-აცეტილ-5-მეთოქსიტრიფტანმინი.

მელამერინის ფარმაკოლოგიური მოქმედება:მელატონინი წარმოადგენს ეპიფიზის სპეციალურ, სეკრეტორულ უჯრედებეში – პინეალოციტებში გამომუშავებულ ორგანიზმისათვის მნიშვნელოვან ჰორმონს. მელატონინის მთავარი ფუნქცია ძილის ცირკადული რითმის რეგულირებაა. მისი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში რიტმულად იცვლება. მელატონინის სინთეზი ძლიერდება ღამით, შუა ღამის 2 საათიდან – დილის 4 საათამდე, ხოლო დღისით მისი სინთეზი შემცირებულია. მელატონინის გამომუშავებაზე გავლენას ახდენს ასაკიც, მისი სინთეზი მაქსიმალურია 3-5 წლის ასაკში, ასაკის მატებასთან ერთად კი ორგანიზმში მისი სინთეზის შემცირება იწყება. მელატონინის დონის დაქვეითება იწვევს ძილის ფიზიოლოგიური რითმის დარღვევას, რაც გამოიხატება ჩაძინების გართულებით და/ან ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდებით. ასევე, მელატონინის გამომუშავება მცირდება საათობრივი სარტყელის ცვლის ან ძილ-ღვიძილის რიტმის დარღვევით (გამოწვეული ცხოვრების რეჟიმით: მაგ. პირებში რომლებსაც უწევთ ღამის ცვლაში მუშაობა).

მელამერინი პრემიუმი:

  • შეიცავს პრემიუმ ხარისხის მელატონინს ოპტიმალური დოზით;
  • აღადგენს ძილის ფიზიოლოგიურრითმს;
  • არეგულირებს ძილისა და სიფხიზლის ფაზებს, ამცირებს ჩაძინების დროს და ღამით გამოღვიძების ეპიზოდებს;
  • რეკომენდებულია ხანგრძლივი სამუშაო რეჟიმისა და/ან ღამის ცვლაში მომუშავე პირთათვის;
  • ამცირებს სტრესის გავლენას გონებრივად მომუშავე პირებში დატვირთული და სტრესული სამუშაო პროცესის შესრულებისას;
  • წარმოადგენს მაღალი თერაპიული ეფექტისა და უსაფრთხოების მქონე ბრენდს;
  • არ იწვევს მიჩვევას და დოზადამოკიდებულებას
  • აკმაყოფილებს GMP სტანდარტს.

მელამერინი პრემიუმის გამოყენება რეკომენდებილია:

  • ჩაძინების გაძნელება, ღამით გამოღვიძების ხშირი ეპიზოდები, ინსომნია;
  • ნერვული სისტემის დისფუნქციით გამოწვეული დაავადებების კომპოლექსური თერაპია, რომელსაც თან ახლავს ძილის დარღვევები (მაგ: დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა);
  • ორგანიზმის ბიორითმის დარღვევა;
  • საათობრივი სარტყელის ცვლილებებისას განვითარებული ძილთან დაკავშირებული დისკომფორტი;
  • ცვლებში მომუშავე პირებში ძილის დარღვევა;
  • ენდომეტრიოზის, პრემენსტრუალური სინდრომის,მენოპაუზის დროს კომპლექსური  თერაპია;
  • ჰიპერტენზიით ან ბეტა-ბლოკერების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ძილის დარღვევების დროს კომპლექსური თერაპია;
  • დრომოიბულური სახსრების დაავადებების კომპლექსურითერაპია;
  • თრომბოციტოპენის ან კანცეროგენული დაავადებების (არა კისტოზური) კომპლექსური თერაპია;
  • ანორექსიის ან კახექსიის დროს კომპლექსურითერაპია;
  • პრეოპერაციულ პერიოდში შფოთვის შემცირების მიზნით;
  • ნერვ-კუნთოვანი, ენდორკინული, გულ-სისხლძარღვთა და რეპოდუქციული სისტემის სხვადასხვა დაავადებებით გამოწვეული ძილის დარღვევების დროს კომპლექსურითერაპია.

მელამერინი პრემიუმის მიღების წესი და დოზირების რეჟიმი: ½-1 აბი 1-ჯერ დღეში.

მოგზაურობასთან დაკავშირებული ძილის დარღვევების პრევენციისთვის:დასაშვებიამელატონინის დოზის გაზრდა მოგზაურობის პირველივე დღეს და მიღებისგაგრძელება მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ კიდევ რამდენიმე დღე.

მიღება რეკომენდებულია ძილის წინ, 30-40 წუთით ადრე.

მკურნალობის ხანგრძლივობა და დოზის კორექცია ექიმის რეკომენდაციით.

ძილის ფიზიოლოგიური რითმის გაუმჯობესებისთვის, რეკომენდებულია:

  • დაიცვათ ძილ-ღვიძილის რეჟიმი;
  • არ დაიძინოთ დღის განმავლობაში;
  • ძილის წინ შეზღუდეთ ალკოჰოლის, კოფეინის, ნიკოტინის, ცხიმიანი, ცხარე და შაქრის მაღალი შემცველობის პროდუქტის მიღება.

ჯანსაღი ძილისათვის მნიშვნელოვანია:

  • კომფორტული საწოლი;
  • საძინებელ ოთახში კომფორტული ტემპერატურა და სუფთა ჰაერი;
  • მშვიდ და ბნელ ოთახში დაძინება.

ძილამდე მოსამზადებელი პერიოდი:

  • შეეცადეთ მსუბუქად წაიხემსოთ დაძინებამდე;
  • ძილის წინ დაკავდეთ სარელაქსაციო ვარჯიშით, რათაგათავისუფლდეთშფოთვისგანდაშეამციროთკუნთებისდაძაბულობა (იოგა,სუნთქვითი ვარჯიშებიდაა.შ.);
  • მოერიდეთ სტრესს;
  • შეიმუშავეთ ძილის წინა რუტინა,როგორიცაა:თბილიაბაზანა, რამდენიმეწუთიანიკითხვადაა.შ.

სიფრთხილის ზომები:

მელამერინი პრემიუმის გამოყენებამდე უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. მელამერინი პრემიუმის მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ძილის წინ, რადგან დღის განმავლობაში შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა. მელამერინი პრემიუმი არ წარმოადგენს მრავალფეროვანი საკვების ჩამნაცვლებელ საშუალებას. არარისრეკომენდებული 18 წლამდეასაკისბავშვებისთვის, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: დღიური რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს.

ურთიერთქმედება სხვა საშუალებებთან: მოცემული დოზით არ გააჩნია პოტენციური ურთიერთქმედების უნარი. კომპლექსური თერაპიის საჭიროებისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.

მელამერინი პრემიუმი არ შეიცავს შაქარს, გლუტენს, ასპარტამს, ხელოვნურ საღებავებსა და კონსერვანტებს.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა: №30 აბი გამყოფი ხაზით.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.

მწარმოებელი: „ვალმარკი“, ჩეხეთი

ბენევრონი B – BENEVRON B – БЕНЕВРОН Б

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი

აღწერილობა: გამჭვირვალე მუქი წითელი ან მურა-წითური ფერის ხსნარი.

პრეპარატის 1 ამპულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B1)   ……………….   250 მგ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) …………    250 მგ

ციანოკობალამინი (ვიტამინი B12)  …………………………..  1500 მკგ

რიბოფლავინი (ვიტამინი B2) რიბოფლავინის

ნატრიუმის ფოსფატის სახით …………………………………….   4 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, კალიუმის ჰექსაციანოფერატი, დინატრიუმის ედეტატის დიჰიდრატი, მონოთიოგლიცერინი, ნატრიუმის ბიკარბონატი, საინექციო წყალი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბენევრონი B  წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების (ვიტამინები B1, B6, B12,  B2) თვისებებით.

ფარმაკოდინამიკა:

ვიტამინი B1

თიამინი ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გულის მუშაობის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციების უზრუნველსაყოფად.

ვიტამინი B6

პირიდოქსინი აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ უჯერი ცხიმოვანი მჟავების მოხმარებას, დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის, ღვიძლის  ფუნქციებზე, სისხლწარმოქმნაზე. ფოსფორილირებული ფორმით კოფერმენტის როლს ასრულებს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკარბოქსილირება, გადაამინირება). პირიდოქსინი ხელს უწყობს გოგირდის შემცველი ამინომჟავა ტაურინის სინთეზს (მეთიონინიდან და ცისტეინიდან), რომელიც ახდენს ნერვ-კუნთოვანი გამტარობის, კუნთების კუმშვადობის ნორმალიზაციას, აფერხებს კრუნჩხვების განვითარებას. მონაწილეობს ნეირომედიატორების: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA  (γ-Aminobutyric acid) ბიოსინთეზში. ხელს უწყობს ლიპიდური ცვლის ნორმალიზაციას.

ვიტამინი B12

ციანოკობალამინი მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის. ხელს უწყობს სულფჰიდრული ჯგუფების შემცველი ნაერთების დაგროვებას ერითროციტებში, რაც ზრდის მათ ტოლერანტობას ჰემოლიზის მიმართ. ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი –  აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ციანოკობალამინი გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა), ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, რომელიც დაკავშირებულია დაზიანებასთან მის პერიფერიულ ნაწილში. ამცირებს ქოლესტერინის კონცენტრაციას სისხლში. დადებით გავლენას ახდენს ღვიძლის ფუნქციაზე. ამაღლებს ქსოვილების რეგენერაციის უნარს.

ვიტამინი B2

რიბოფლავინი წარმოადგენს უჯრედული სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმთავრეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ცილოვან, ცხიმოვან და ნახშირწყლოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, მონაწილეობს ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მათ შორის, კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.

ფარმაკოკინეტიკა

ვიტამინი B1

ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ სწრაფად აღწევს სისხლში. ღვიძლში განიცდის ფოსფორილირებას. გროვდება ღვიძლში, გულში, ტვინში, თირკმელებში, ელენთაში, მაგრამ მისი მარაგი ორგანიზმში უმნიშვნელოა. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს და ვლინდება დედის რძეში. გამოიყოფა ნაწლავების ან თირკმელების მეშვეობით.

ვიტამინი B6

მეტაბოლიზდება ღვიძლში ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნით (პირიდოქსალფოსფატი და პირიდოქსამინოფოსფატი). პირიდოქსალფოსფატი უკავშირდება პლაზმის ცილებს 90%-ით. კარგად აღწევს ყველა ქსოვილში; გროვდება ძირითადად ღვიძლში, ნაკლებად – კუნთებში და ცნს-ში. გაივლის პლაცენტას, სეკრეტირდება დედის რძესთან ერთად. T1/2 – 15-20 დღე. გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ჰემოდიალიზის დროს.

ვიტამინი B12

ინტრამუსკულარული შეყვანისას პლაზმური კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 60 წუთის შემდეგ. სისხლში უკავშირდება სპეციფიურ ცილებს – ტრანსკობალამინებს, რომლებიც ახდენენ მის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. დეპონირდება უპირატესად ღვიძლში. გამოიყოფა თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს – 7-10% თირკმელებით, 50%-მდე – ფეკალურ მასებთან ერთად; თირკმელების დაქვეითებული ფუნქციის დროს – 0-7% თირკმელებით, 70-100% – ფეკალურ მასებთან ერთად. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში.

ვიტამინი B2

ნაწილდება ყველა ორგანოში და ქსოვილში, დეპონირდება კუნთოვან ქსოვილში, ღვიძლში, ელენთაში, თირკმელებში და მიოკარდიუმში. გადალახავს პლაცენტარულ ბარიერს, აღწევს დედის რძეში. მეტაბოლიზდება ღვიძლში. T1/2 – 66-84 წთ. გამოიყოფა თირკმელებით, პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიტების სახით, მაღალი დოზით მიღებისას – ძირითადად უცვლელი სახით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა განავალთან ერთად. გამოიყოფა ჰემოდიალიზის დროს, მაგრამ უფრო ნელა, ვიდრე თირკმელებით ექსკრეციის დროს.

ჩვენებები:

ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:

პერიფერიული ნევრიტი და პოლინევრიტი, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები (მათ შორის, სახის ნერვის) და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, რეტრობულბური ნევრიტი, ნეკნთაშორისი ნევრალგია (მათ შორის, სარტყლისებური ლიქენი), ნეიროპათია, პოლინეიროპათია (დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა), გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ბავშვთა ცერებრალური დამბლა, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;

–    იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;

–    სხვადასხვა გენეზის ანემიები;

–    კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;

–    კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;

–    სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა;

–    ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;

–    თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის ბენევრონი B  დოზირების რეჟიმი და მიღების ხანგრძლივობა დგინდება ექიმის მიერ.

10 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში პრეპარატი ინიშნება ინტრამუსკულარულად – 1 ამპულა (4 მლ) ერთჯერ დღეში.

საინექციო ხსნარი შეჰყავთ ღრმად კუნთებში.

ექიმის დანიშნულებით პრეპარატის ბენევრონი B  1 ამპულა შეიძლება გამოყენებულ იქნას 2-3 დღეში ერთჯერ.

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, გულის უკმარისობის მძიმე ფორმები, 10 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია გამონაყარი, ქავილი, ურტიკარია, ეგზანთემა, ანგიოედემა. ძალზე იშვიათად – თავბრუსხვევა, ოფლიანობა, ტაქიკარდია, დისპნოე, ანაფილაქსიური რეაქციები.

ჭარბი დოზირება:

B ჯგუფის ვიტამინების გამოყენებისას ჭარბი დოზირების შემთხვევები ძალზე იშვიათია, რადგან ისინი წყალში ხსნადი ვიტამინებია და მათი ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად.

ჭარბი დოზირების სიმპტომებს წარმოადგენს: დაბუჟება, ჩხვლეტა ფეხებში, ხელებში და სხეულის სხვა ნაწილებში, მგრძნობელობის, წონასწორობის და კოორდინაციის დარღვევა. ამ სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ ექიმს. მკურნალობა სიმპტომურია.

განსაკუთრებული მითითებები:

გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი B-ს მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის ან ძუძუთა ბავშვისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ვიტამინი B1

თიამინის ჰიდროქლორიდის ხსნარის შერევა სულფიტების შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია, რადგან მათში ის მთლიანად იშლება. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი) ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თიამინის დეფიციტი. კოფეინის, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პრეპარატების გამოყენება ზრდის თიამინზე მოთხოვნილებას. თიამინი აქვეითებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების კურარეს მსგავს მოქმედებას (დიტილინი და სხვა).

ვიტამინი B6

აძლიერებს დიურეტიკების მოქმედებას; ამცირებს ლევოდოპას აქტივობას. იზონიკოტინის ჰიდრაზიდი, პენიცილამინი, ციკლოსერინი და ესტროგენშემცველი პერორალური კონტრაცეპტივები აქვეითებენ პირიდოქსინის ეფექტს. კარგად შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან (პირიდოქსინი ხელს უწყობს კუმშვის პროცესში მონაწილე ცილების სინთეზის გაძლიერებას მიოკარდიუმში), გლუტამინის მჟავასთან და ასპარკამთან (ზრდის ამტანობას ჰიპოქსიის მიმართ).

ვიტამინი B12

ციანოკობალამინი ინაქტივირდება მძიმე ლითონების მარილებთან ურთიერთქმედებისას. ამინოგლიკოზიდები, სალიცილატები, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კოლხიცინი, კალიუმის პრეპარატები ამცირებენ აბსორბციას. ქლორამფენიკოლი ამცირებს ციანოკობალამინის გავლენას ჰემოპოეზზე. რეკომენდებული არ არის გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ამაღლებენ სისხლის შედედების უნარს.

ვიტამინი B2

აქვეითებს დოქსიციკლინის, ტეტრაციკლინის, ოქსიტეტრაციკლინის, ერითრომოცინის და ლინკომიცინის აქტივობას. შეუთავსებადია სტრეპტომიცინთან. თირეოიდული ჰორმონები აჩქარებენ რიბოფლავინის მეტაბოლიზმს. ამცირებს ქლორამფენიკოლის გვერდით ეფექტებს (ჰემოპოეზის დარღვევა, მხედველობის ნერვის ნევრიტი). შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ სამკურნალო საშუალებებთან, ანტიჰიპოქსანტებთან, ანაბოლურ სტეროიდებთან.

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარის 4 მლ ყავისფერი შუშის ამპულაში.

5 ამპულა კონტურულ უჯრედოვან პლასტიკურ შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება 250C-მდე  ტემპერატურაზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ გამოიყენება არ შეიძლება.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

II ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ექიმის რეცეპტით).

Don`t copy text!