65.00 ლარი
61.10 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
65.00 ლარი
61.10 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ნობელი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
შემადგენლობა
ნეიროლეფსინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კარბამაზეპინის 200 მგ-ს ან 400 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
მოქმედების მექანიზმი
ანტიეპილეფსიური პრეპარატი. მისი მოქმედება დამყარებულია ნეირონის შესაძლებლობის დაქვეითებაზე ხელი შეუწყოს მაღალი სიხშირით განმეორებადი მოქმედების პოტენციალების წარმოქმნას, რაც ნატრიუმის არხების ინაქტივაციის საშუალებით ხდება. გარდა ამისა, პრესინაფსული ნატრიუმის არხების ბლოკირებით აფერხებს ნეირომედიატორების გამოთავისუფლებას, მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას და ამით აქვეითებს სინაფსურ გადაცემას.
ახასიათებს ზომიერად გამოხატული ანტიმანიაკალური, ანტიფსიქოზური მოქმედება, ასევე - ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნეიროგენული ტკივილის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
კარბამაზეპინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 75%. Cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 4-8 სთ-ში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-29 სთ-ს. კარბამაზეპინი გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად, უპირატესად (60%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
კარბამაზეპინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და კუმულირდება ნაყოფის ქსოვილში.
ჩვენება
- ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
- ნეიროგენული გენეზის ტკივილის სინდრომი: სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს, ესენციალური გლოსოფარინგეალური ნევრალგია; დიაბეტური ნევროპათიის თანმხლები ტკივილის სინდრომი;
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (გამოიყენება სტაციონარულ პირობებში);
- ფსიქოზები (განსაკუთრებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აჟიტირებული და იპოქონდრიული დეპრესიები, კატატონური აგზნებადობა).
უკუჩვენება
- ანამნეზში ლეიკოპენია (გრანულოციტოპენია), თრომბოციტოპენია;
- AV ბლოკადა;
- მაო-ს ინჰიბიტორების ან ლითიუმის პრეპარატების კარბამაზეპინთან ერთდროული მიღება;
- ეპილეფსიური სტუპორი;
- მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისადმი, ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.
უსაფრთხოების ზომები
ნეიროლეფსინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი ან მდგრადი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები გარდამავალია და არ წარმოადგენს აგრანულოციტოზისა და აპლასტიური ანემიის განვითარების საწყისს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ან ასაკოვან პაციენტებში. მკურნალობის პროცესში ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითებისას, ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა.
მკურნალობის პროცესში, მუდმივი ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციების სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ნეიროლეფსინით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას კონტროლი.
პრეპარატი არ ინიშნება მცირე ეპილეფსიური გულყრის დროს.
შერეული ტიპის ეპილეფსიური გულყრის დროს ნეიროლეფსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან შესაძლებელია შეტევების გაძლიერება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ნეიროლეფსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეიროლეფსინით მკურნალობისას აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება.
ნეიროლეფსინით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
კარბამაზეპინის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა მონოთერაპიული მკურნალობა და არა რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია. ორსულობის პირველი 20-40 დღის განმავლობაში კარბამაზეპინის გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა პრეპარატის მინიმალური დოზით დანიშვნა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას, ახალშობილის წონის ცუდი მატების ან მომატებული აგზნებადობის შემთხვევაში, საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების დროს ძირითადად ვლინდება სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის, კარდიოვასკულარული და სასუნთქი სისტემის მხრივ.
ცნს: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, მხედველობის დაბინდვა, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერ- და ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვა, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, მიდრიაზი.
სასუნთქი სისტემა: სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია; ზოგჯერ - ჰიპერტენზია, გამტარობის დარღვევა QRS კომპლექსის გაფართოებით, სინკოპე.
ასევე: ღებინება, საჭმლის კუჭიდან გადასვლის დაქვეითება, მსხვილი ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება; სითხის და შარდის შეკავება; ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი, შესაძლებელია ჰიპერგლიკემია.
მკურნალობა: მკურნალობა ეფუძნება პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას, ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია.
ტარდება კუჭის შიგთავსის ევაკუაცია, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ტარდება სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია, გულის ფუნქციათა მონიტორინგი, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნეიროლეფსინით მკურნალობის საწყის ეტაპზე ან დოზის შერჩევის პერიოდში მოსალოდნელია ფსიქო-მოტორული რეაქციების შენელება, რაც თავბრუსხვევითა და ძილიანობით არის განპირობებული. ამიტომ, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ნეიროლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების (მაგ.: დიფენინი, ფენობარბიტალი) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირება, იშვიათად - გაძლიერება.
ნეიროლეფსინისა და ვალპროატის მჟავას ერთდროული დანიშვნისას, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაბინდვა და კომის განვითარება.
ნეიროლეფსინი ამცირებს არაპირდაპირი კოაგულანტებისა და ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებას. ნეიროლეფსინისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ცნს-ზე ზემოქმედების გაძლიერება. ტეტრაციკლინი ამცირებს ნეიროლეფსინის ეფექტებს, ხოლო ერითრომიცინი, იზონიაზიდი, ვერაპამილი, დილთიაზემი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი და ციმეტიდინი ზრდიან სისხლში კარბამაზეპინის კონცენტრაციას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება ხდება ინდივიდუალურად ჩვენებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოზრდილებში და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში ინიშნება - 100-400 მგ საწყისი დღიური დოზით, შემანარჩუნებელი დოზაა 600მგ-1,2გ/დღეში, დოზის მატება ხდება ერთკვირიანი ინტერვალით დღიური დოზით არა უმეტეს 200 მგ-ისა, თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ნეიროლეფსინი ინიშნება 1-4-ჯერ დღეში, ხოლო ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩვენებით, მკურნალობის ეფექტურობითა და თერაპიაზე პაციენტის რეაქციით.
ნეიროლეფსინი შედარებით მცირე დოზით ინიშნება ხანდაზმულობის ასაკსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების მქონე პაციენტებში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს, 1-5 წლამდე - 200-400 მგ/დღეში, 5-10 წლამდე - 400-600 მგ/დღეში, 10-15 წლამდე - 600-1000 მგ/დღეში. დოზის გაზრდა ხდება ერთკვირიანი ინტერვალებით დღიური დოზით არა უმეტეს 100 მგ-სა, თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ბავშვებში შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს (10-20 მგ/კგ/დღეში).
მაქსიმალური დოზა: მოზრდილებსა და 15 წ მეტი ასაკის მოზარდებში - 1.2 გ/დღეში, ბავშვებში - 1 გ/დღეში.
ნევრალგიის დროს მკურნალობის პირველ და მეორე დღეს ნეიროლეფსინი ინიშნება დღიური დოზით 200 მგ, მესამე და მეოთხე დღეს - 400 მგ/დღეში, მეხუთე დღიდან - დღიური დოზით 600 მგ/დღეში. დღიური დოზა ნაწილდება 2-3 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებელია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად - უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში - ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია - ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად - ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 200 მგ ან 400 მგ, 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
27.95 ლარი
26.28 ლარი
ქვეყანა: გერმანია
მწარმოებელი: დოიჩე ჰომეოპათიე იუნიონ დეჰაუ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
13.74 ლარი
12.92 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა, პრეპარატის 10-60 მგ/დღეში დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების დროს, არის სწორხაზოვანი და დოზის პროპორციული. ციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლისმიერია და პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს. ციტალოპრამის ერთჯერადი დღეღამური დოზირების დროს მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი კვირის შემდეგ. ერთჯერადი ორალური დოზის შემთხვევაში (40 მგ ტაბლეტი) კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ციტალოპრამის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. ციტალოპრამის განაწილების მოცულობა შეადგენს 12ლ/კგ-ს, ცილებთან კავშირის მაჩვენებელი კი – დაახლოებით 80%-ს.
პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის დიმეთილირების, დეზამინირებისა და ჟანგვითი რეაქციებით. ციტალოპრამი მეტაბოლიზდება დიმეთილციტალოპრამად, დიდემეთილციტალოპრამად, ციტალოპრამის N-ოქსიდად და დეზამინირებული პროპიონის მჟავის დერივატებად. პლაზმაში ძირითადად ინტაქტური ციტალოპრამი გვხვდება, რომელიც შარდითა და განავლით ექსკრეტირდება.
ციტალოპრამის ღვიძლისმიერი N-დიმეთილაცია ხდება CYP3A4 და CYP2C19 იზოსომებით.
ასაკი: 60 წლის ასაკის ზევით ინდივიდებში პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღებისას ციტალოპრამის AUC (მრუდის ქვეშ არსებული არე) და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად 30% და 50%-ით, ხოლო მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება შესაბამისად 23% და 30%-ით. ხანდაზმული პაციენტების უმრავლესობაში რეკომენდებული დოზაა 20 მგ.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით: ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს ციტალოპრამის ორალური კლირენსი მცირდება 37%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ამ დროს რეკომენდებულ დოზას 20 მგ წარმოადგენს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას ციტალოპრამის კლირენსი მცირდება 17%-ით ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო
ჩვენებები
დეპრესიის მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა. პანიკური მოშლილობების (აგორაფობიით და მის გარეშე) და აკვიატებული კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.
დოზირების რეჟიმი
ციტომაქსის ტაბლეტები ინიშნება დღეში ერთჯერადად. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები: ციტომაქსის მიღება იწყება ერთჯერადი 20 მგ დღიური დოზით და როგორც წესი, იზრდება 40 მგ-მდე. დოზის ზრდა უნდა მოხდეს 20 მგ-იანი მატებით და მატებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ერთ კვირაზე ნაკლები. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ხანდაზმული პირები (65 წლის ასაკის ზევით): ამ ასაკში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
მორეციდივე დეპრესიის (უნიპოლარული) მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წელი ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით.
გვერდითი მოვლენები
არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტომაქსის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
ცოტომაქსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვევებში.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი.
გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი - მეტეორიზმი. ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი.
ზოგადი: იშვიათი - ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ნაკლებად ხშირი - პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია.
ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - კონცენტრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი: ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია. იშვიათი: კატატონური რეაქცია, მელანქოლია.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები/ქალები: ხშირი - ამენორეა, ნაკლებად ხშირი: გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.
გრძნობათა ორგანოები: ნაკლებად ხშირი - შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი. იშვიათი: მიდრიაზი, ფოტოფობია, დიპლოპია, გემოს დაკარგვა.
საშარდე სისტემა: ხშირი - პოლიურია. ნაკლებად ხშირი: შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, დიზურია. იშვიათი: ჰემატურია, ოლიგურია, პიელონეფრიტი, ტკივილი წელის არეში.
პრეპარატის მიღების შეწყვეტას იწვევენ შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, უძილობა, სომნოლენცია, ასთენია, პირის სიმშრალე, ღებინება და აჟიტაცია.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად. მომატებული მგრძნობელობა ციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია
გესტაციური კატეგორია - C. ციტომაქსის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები
ციტომაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან უნდა დაინიშნოს მათი შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს ციტომაქსის შეწყვეტიდან ასევე 14 დღის შემდეგ.
ციტალოპრამით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები. აღნიშნული მდგომარეობები გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
თუ პაციენტი გადადის მანიაკალურ ფაზაში, ციტომაქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ნეიროლეფსიური საშუალებები. ციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომელბსაც ანამნეზში აღენიშნებათ მანიაკალური მდგომარეობები.
ციტალოპრამი, სხვა ანტიდეპრესანტების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კრუნჩხვების არსებობის დროს.
როგორც ყველა ანტიდეპრესიული მკურნალობის დროს, სუიციდური მცდელობების ალბათობა დეპრესიულ პაციენტებში მანამდე რჩება, სანამ მნიშვნელოვანი რემისია არ მიიღწევა, ამიტომ ინჰიბიციის ეფექტი ანდიდეპრესიულ ეფექტზე წინ დგას.
პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად (იხ. `დოზირების რეჟიმი”).
ციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება და რეკომენდებულია მაქსიმალურად დაბალი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
ციტალოპრამი ასევე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.
მანქანის ან სხვა დანადგარების მართვა: ციტომაქსი არ აუარესებს ინტელექტუალურ და ფსიქომოტორულ ფუნქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფსიქომოტორულ საშუალებებს, აღენიშნებათ ზოგადად ყურადღების ან კონცენტრირების უნარის შემცირება, რაც განპირობებულია საკუთრივ დაავადებით ან წამლით, ან ორივე ფაქტორით ერთად. ასეთ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სიფრთხილით იყვნენ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის დროს.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ციტომაქსის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, ამიმია, დიდი გულყრა, სინუსური ტაქიკარდია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ჰიპერვენტილაცია. სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჭარბი დოზირების კლინიკური სახე არ არის მუდმივი.
მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ციტომაქსი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად.
ციტომაქსის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები, როგორიცაა ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი და მენტალური სტატუსის ცვლილებები, როგორიცაა აგზნებადობა, შემდგომი დელირიუმითა და კომით.
ციტალოპრამის გამოყენება სუმატრიპტანთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ციტალოპრამს შეუძლია სუმატრიპტანის სეროტონერგული ეფექტების პოტენცირება.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლამ აჩვენა ციტომაქსის მხოლოდ სუსტი ურთიერთქმედება სპარტეინ ოქსიგენაზასთან (CYP2D6), ხოლო ციტომაქსით მკურნალობა საერთოდ არ ახდენს გავლენას მეფენიტოინის ოქსიგენაზაზე.
ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას. ამ მიზეზის გამო, ციმეტიდინის მაღალი დოზების გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილე ციტომაქსის მაღალი დოზების დანიშვნისას.
დიგოქსინსა და ციტომაქსს არ აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ ციტალოპრამი არ მოქმედებს ალკოჰოლის კოგნიტურ და მოტორულ ეფექტებზე, ალკოჰოლის მიღება მაინც არ არის რეკომენდებული ციტომაქსით მკურნალობის დროს დეპრესიის მქონე პაციენტებში.
ციტალოპრამის (40 მგ/დღეში 10 დღის განმავლობაში) და ლითიუმის პრეპარატის (30 მმოლ/დღეში 5 დღის განმავლობაში) ერთდროული მიღებისას, როგორც ციტალოპრამის, ისე ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციტალოპრამისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს შეუძლია გაზარდოს ციტალოპრამის სეროტონერგული ეფექტი.
ციტალოპრამისა და CYP1A2-ს სუბსტრატის, თეოფილინის, ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. თეოფილინის ზემოქმედება ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.
ციტომაქსი ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.
კარბამაზეპინისა და ციტალოპრამის ერთდროული გამოყენება კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებებს არ იწვევს.
ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ციტალოპრამის მეტაბოლიზმში, არიან CYP3A4 და CYP2C19. რადგან არ არსებობს კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები, უნდა ვივარაუდოთ, რომ ციტალოპრამის კლირენსი შესაძლოა შემცირდეს CYP3A4–ისა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ერითრომიცინი) და CYP2C19–ის
(ომეპრაზოლი) პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთდოული მიღების დროს.
მეტოპროლოლის და ციტომაქსის ერთდროული გამოყენების დროს 2-ჯერ იზრდება მეტოპროლოლის დონე პლაზმაში. მეტოპროლოლის პლაზმური დონის გაზრდა კი მისი კარდიოსელექტიურობის დაქვეითებას იწვევს. ციტომაქსის და მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.
ციტომაქსს კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოთიაზინებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან არ აქვს.
კლინიკურ კვლევებში ციტომაქსის ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან, ნეიროლეპტურ და ანალგეზიურ საშუალებებთან, ანტიჰისტამინურ და ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ბეტა ბლოკერებთან და სხვა კარდიოვასკულარულ პრეპარატებთან ერთად მათ შორის ფარმაკოდინამიკურ ურთიერთქმედებებს არ იწვევდა.
ციტომაქსის და ელექტროკონვულსიური თერაპიის ერთად გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
ფორმა, შეფუთვა: დრაჟე - შეფუთვაში 20 ც.
შემადგენლობა: 1 დრაჟე შეიცავს - 0.10 მგ ბელადონას ალკალოიდს, 0.30 მგ ერგოტაინის ტარტრატს, 20.0 მგ ფენობარბიტალს.
დამხმარე ნივთიერებები: ხორბლის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დეიოქსიდი, საქაროზა, ოპალუქსი, ტიტანის დიოქსიდი, გუმა არაბიკა, მაკროგოლი 600, გლიცეროლი.
მწარმოებელი - ბულგარეთი SOPHARMA
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საძილე და სედატიური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ბელერგამინს გააჩნია ქოლინოლიზური, სედატიური მოქმედება: არეგულირებს ვეგეტატიური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.
ბელადონას ალკალოიდს გააჩნია პერიფერიული და ცენტრალური - ქოლინოლიზური ზემოქმედება; ხსნის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვი კუნთების და შარდსასქესო სისტემის სპაზმს, თრგუნავს ეგზოკრინული ჯირკვლების სეკრეციას; თერაპიულ დოზებში ახდენს სედატიურ ეფექტს.
ერგოტამინს გააჩნია ადრენოლიზური ეფექტი; ახდენს გამოხატულ ანტისეროტონინულ, უტეროტონურ და ვაზოსპასტიურ მოქმედებას. ფენობარბიტალს გააჩნია ცენტრალური სედატიური ეფექტი; ხსნის უძილობას.
ჩვენება - გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი დაავადებების დროს:
- ნევროზი;
- ნეიროვეგეტატიური დარღვევები;
- მენიერის სინდრომი;
- კონეტოზები;
- შაკიკი;
- ნეიროდერმიტი;
- ჰიპერჰიდროზი;
- ქავილი;
- გულისცემის სიხშირის შენელება (დიგიტალისის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაშიც).
დოზირებისა და მიღების რეჟიმი სადღეღამისო დოზა განისაზღვრება კლინიკური სიმპტომების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის მიხედვით.
რეკომენდებული დოზა - 1 დრაჟე 3-4-ჯერ დღე-ღამეში.
სასურველი თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა დასაშვებია 6 დრაჟემდე.
კვირის მაქსიმალური დოზა ერგოტამინისთვის შეადგენს 10 მგ-ს, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ფენობარბიტალისთვის - 80 მგ.
გვერდითი მოვლენები: პირის სიმშრალე, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა (მიდრიაზი, აკომოდაციის დამბლა), გლაუკომის შეტევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის დაქვეითება, ყაბზობა დისკომფორტი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში (გულისრევა, ღებინება, კოლიკა). ტაქტიკარდია, შარდის შეკავება.
ბელერგამინის შემადგენლობაში შემავალმა ერგოტამინმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებები (სახე, თითები, ტერფი), არტერიული წნევის მომატება, სტენოკარდია, პერიფერიული და თვალის სისხლძარღვების სპაზმი, ტვინის იშემია. ფენობარბიტალმა შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ექსფოლიატური დერმატიტი, სტივენ-ჯონსის სინდრომი, ღვიძლის დაზიანება, თავბრუ, აღგზნებადობა.
უკუჩვენება: - ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;
- თირეოტოქსიკოზი;
- მაღალი არტერიული წნევა;
- სტენოკარდია (არასტაბილური და ვაზოსპასტიური ტიპის);
- მიოკარდიუმის ინფარქტი;
- გულის რითმის აჩქარება ან დარღვევა;
- პერიფერიული სისხლძარღვების სპასტიური დაავადებები;
- ღვიძლის და თირკმლის მძიმე დაავადებები;
- წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია ან საშარდე გზებში რაიმე წინააღმდეგობის არსებობა;
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა;
- სეფსისი;
- ორსულობა და ლაქტაცია.
განსაკუთრებული მითითებები: არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება მძღოლებსა და მანქანის ოპერატორებში.
ზედოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, აღინიშნება ფსიქომოტორული აგზნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, შფოთვა; დასაშვებია აგზნებადობის გამოვლინებები შეცვალოს ცნს-ის დათრგუნვის გამოვლინებებმა (ძილიანობა, კომა).
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: არასასურველია ალკოჰოლის და ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების კომბინაცია ბელერგამინთან მის შემადგენლობაში ფენობარბიტალის შემცველობის გამო. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ცესტროგენული პრეპარატების პერორალური კონტრაცეპტივების, კორტიკოსტეროიდების, ანტიპირინის, ზოგიერთი ანტიბიოტიკის და სულფონამიდის, ეფექტები. პრეპარატში ატროპინის შემცველობა აძლიერებს დიჰიტალური გლიკოზიდების ტოქსიკურობას, პარკინსონის დაავადებებისა და დეპრესიის საწინააღმდეგო ტრიციკლური საშუალებების ეფექტებს.
მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში იზრდება არასასურველი რეაქციების რისკი.
პრეპარატში ერგოტამინის შემცველობა არასასურველს ხდის კომბინაციას მაკროლიდური ანტიბიოტიკებთან, ბეტა მაბლოკირებელ საშუალებებთან (თრგუნავენ ერგოტამინის მეტაბოლიზმს), პროტეაზული ინჰიბიტორების ჯგუფის ანტივირუსულ სამკურნალო საშუალებებთან, ტრიპტანებთნ (შაკიკის სამკურნალო საშუალებები), კაბერგოლინთან (თრგუნავს პროლაქტინის სეკრეციას), სისხლძარღვების შემავიწროებელ სამკურნალო საშუალებებთან (ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი).
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
შემადგენლობა
ნეიროლეფსინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - კარბამაზეპინის 200 მგ-ს ან 400 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
მოქმედების მექანიზმი
ანტიეპილეფსიური პრეპარატი. მისი მოქმედება დამყარებულია ნეირონის შესაძლებლობის დაქვეითებაზე ხელი შეუწყოს მაღალი სიხშირით განმეორებადი მოქმედების პოტენციალების წარმოქმნას, რაც ნატრიუმის არხების ინაქტივაციის საშუალებით ხდება. გარდა ამისა, პრესინაფსული ნატრიუმის არხების ბლოკირებით აფერხებს ნეირომედიატორების გამოთავისუფლებას, მოქმედების პოტენციალის წარმოქმნას და ამით აქვეითებს სინაფსურ გადაცემას.
ახასიათებს ზომიერად გამოხატული ანტიმანიაკალური, ანტიფსიქოზური მოქმედება, ასევე - ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება ნეიროგენული ტკივილის დროს.
ფარმაკოკინეტიკა
კარბამაზეპინი თითქმის მთლიანად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება 75%. Cmax აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 4-8 სთ-ში. ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 12-29 სთ-ს. კარბამაზეპინი გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად, უპირატესად (60%) არააქტიური მეტაბოლიტების სახით.
კარბამაზეპინი გადის პლაცენტარულ ბარიერს და კუმულირდება ნაყოფის ქსოვილში.
ჩვენება
- ეპილეფსია: მარტივი და რთული სიმპტომატიკით მიმდინარე პარციალური გულყრა; გენერალიზებული ტონურ-კლონური გულყრა, ძირითადად ფოკალური გენეზის (დიდი გულყრა ძილის დროს, დიფუზური დიდი გულყრა); ეპილეფსიის შერეული ფორმები;
- ნეიროგენული გენეზის ტკივილის სინდრომი: სამწვერა ნერვის ესენციალური ნევრალგია, სამწვერა ნერვის ნევრალგია გაფანტული სკლეროზის დროს, ესენციალური გლოსოფარინგეალური ნევრალგია; დიაბეტური ნევროპათიის თანმხლები ტკივილის სინდრომი;
- ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომი (გამოიყენება სტაციონარულ პირობებში);
- ფსიქოზები (განსაკუთრებით მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, აჟიტირებული და იპოქონდრიული დეპრესიები, კატატონური აგზნებადობა).
უკუჩვენება
- ანამნეზში ლეიკოპენია (გრანულოციტოპენია), თრომბოციტოპენია;
- AV ბლოკადა;
- მაო-ს ინჰიბიტორების ან ლითიუმის პრეპარატების კარბამაზეპინთან ერთდროული მიღება;
- ეპილეფსიური სტუპორი;
- მომატებული მგრძნობელობა კარბამაზეპინისა და ტრიციკლური ანტიდეპრესანტებისადმი, ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი.
უსაფრთხოების ზომები
ნეიროლეფსინის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გარდამავალი ან მდგრადი თრომბოციტოპენია და ლეიკოპენია. ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები გარდამავალია და არ წარმოადგენს აგრანულოციტოზისა და აპლასტიური ანემიის განვითარების საწყისს. მიუხედავად ამისა, მკურნალობის დაწყებამდე და მკურნალობის პროცესში აუცილებელია სისხლის პერიოდული კონტროლი. ასევე, მნიშვნელოვანია ღვიძლის ფუნქციების კონტროლი, განსაკუთრებით ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ან ასაკოვან პაციენტებში. მკურნალობის პროცესში ძვლის ტვინის ფუნქციების დაქვეითებისას, ან ღვიძლის ფუნქციების გაუარესებისას აუცილებელია პრეპარატის შეწყვეტა.
მკურნალობის პროცესში, მუდმივი ხასიათის დერმატოლოგიური რეაქციების სიმპტომების გამოვლინებისას, განსაკუთრებით სტივენს-ჯონსონის ან ლაიელის სინდრომის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ნეიროლეფსინით მკურნალობამდე და მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია შარდის საერთო ანალიზის და სისხლში შარდოვანას კონტროლი.
პრეპარატი არ ინიშნება მცირე ეპილეფსიური გულყრის დროს.
შერეული ტიპის ეპილეფსიური გულყრის დროს ნეიროლეფსინი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს, რადგან შესაძლებელია შეტევების გაძლიერება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში ნეიროლეფსინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ნეიროლეფსინით მკურნალობისას აკრძალულია ალკოჰოლის გამოყენება.
ნეიროლეფსინით მკურნალობის დაწყებამდე 2 კვირით ადრე მაინც, საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
კარბამაზეპინის გამოყენება ორსულობის დროს დასაშვებია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით. ორსულ ქალებში ანტიეპილეფსიური თერაპიის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა მონოთერაპიული მკურნალობა და არა რამდენიმე პრეპარატის კომბინაცია. ორსულობის პირველი 20-40 დღის განმავლობაში კარბამაზეპინის გამოყენების აუცილებლობისას, საჭიროა პრეპარატის მინიმალური დოზით დანიშვნა. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას, ახალშობილის წონის ცუდი მატების ან მომატებული აგზნებადობის შემთხვევაში, საჭიროა ბუნებრივი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების დროს ძირითადად ვლინდება სიმპტომები ცენტრალური ნერვული სისტემის, კარდიოვასკულარული და სასუნთქი სისტემის მხრივ.
ცნს: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების დათრგუნვა, დეზორიენტაცია, ძილიანობა, აგზნებადობა, ჰალუცინაციები, კომა, მხედველობის დაბინდვა, დიზართრია, ნისტაგმი, ატაქსია, დისკინეზია, ჰიპერ- და ჰიპორეფლექსია, კრუნჩხვა, მიოკლონუსი, ჰიპოთერმია, მიდრიაზი.
სასუნთქი სისტემა: სუნთქვის დათრგუნვა, ფილტვების შეშუპება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია; ზოგჯერ - ჰიპერტენზია, გამტარობის დარღვევა QRS კომპლექსის გაფართოებით, სინკოპე.
ასევე: ღებინება, საჭმლის კუჭიდან გადასვლის დაქვეითება, მსხვილი ნაწლავის მოტორიკის დაქვეითება; სითხის და შარდის შეკავება; ჰიპონატრიემია, მეტაბოლური აციდოზი, შესაძლებელია ჰიპერგლიკემია.
მკურნალობა: მკურნალობა ეფუძნება პაციენტის კლინიკურ მდგომარეობას, ნაჩვენებია ჰოსპიტალიზაცია.
ტარდება კუჭის შიგთავსის ევაკუაცია, კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ტარდება სიმპტომური შემანარჩუნებელი თერაპია, გულის ფუნქციათა მონიტორინგი, ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ნეიროლეფსინით მკურნალობის საწყის ეტაპზე ან დოზის შერჩევის პერიოდში მოსალოდნელია ფსიქო-მოტორული რეაქციების შენელება, რაც თავბრუსხვევითა და ძილიანობით არის განპირობებული. ამიტომ, ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის დროს საჭიროა სიფრთხილის დაცვა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ნეიროლეფსინისა და სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების (მაგ.: დიფენინი, ფენობარბიტალი) ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია კრუნჩხვების საწინააღმდეგო ეფექტის შემცირება, იშვიათად - გაძლიერება.
ნეიროლეფსინისა და ვალპროატის მჟავას ერთდროული დანიშვნისას, იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია გონების დაბინდვა და კომის განვითარება.
ნეიროლეფსინი ამცირებს არაპირდაპირი კოაგულანტებისა და ჰორმონალური კონტრაცეპტივების მოქმედებას. ნეიროლეფსინისა და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ცნს-ზე ზემოქმედების გაძლიერება. ტეტრაციკლინი ამცირებს ნეიროლეფსინის ეფექტებს, ხოლო ერითრომიცინი, იზონიაზიდი, ვერაპამილი, დილთიაზემი, დექსტროპროპოქსიფენი, ვილოქსაზინი და ციმეტიდინი ზრდიან სისხლში კარბამაზეპინის კონცენტრაციას.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება ხდება ინდივიდუალურად ჩვენებისა და პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
მოზრდილებში და 15 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში ინიშნება - 100-400 მგ საწყისი დღიური დოზით, შემანარჩუნებელი დოზაა 600მგ-1,2გ/დღეში, დოზის მატება ხდება ერთკვირიანი ინტერვალით დღიური დოზით არა უმეტეს 200 მგ-ისა, თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ნეიროლეფსინი ინიშნება 1-4-ჯერ დღეში, ხოლო ხანგრძლივობა განისაზღვრება ჩვენებით, მკურნალობის ეფექტურობითა და თერაპიაზე პაციენტის რეაქციით.
ნეიროლეფსინი შედარებით მცირე დოზით ინიშნება ხანდაზმულობის ასაკსა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების მქონე პაციენტებში.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 100-200 მგ-ს, 1-5 წლამდე - 200-400 მგ/დღეში, 5-10 წლამდე - 400-600 მგ/დღეში, 10-15 წლამდე - 600-1000 მგ/დღეში. დოზის გაზრდა ხდება ერთკვირიანი ინტერვალებით დღიური დოზით არა უმეტეს 100 მგ-სა, თერაპიული ეფექტის მიღწევამდე. ბავშვებში შემანარჩუნებელი დღიური დოზა შეადგენს 400-800 მგ-ს (10-20 მგ/კგ/დღეში).
მაქსიმალური დოზა: მოზრდილებსა და 15 წ მეტი ასაკის მოზარდებში - 1.2 გ/დღეში, ბავშვებში - 1 გ/დღეში.
ნევრალგიის დროს მკურნალობის პირველ და მეორე დღეს ნეიროლეფსინი ინიშნება დღიური დოზით 200 მგ, მესამე და მეოთხე დღეს - 400 მგ/დღეში, მეხუთე დღიდან - დღიური დოზით 600 მგ/დღეში. დღიური დოზა ნაწილდება 2-3 მიღებაზე.
გვერდითი მოვლენები
ცნს და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად - თავბრუსხვევა, ატაქსია, ძილიანობა; შესაძლებელია თავის ტკივილი, დიპლოპია, აკომოდაციის დარღვევა; იშვიათად - უნებლიე მოძრაობები, ნისტაგმი, დიზართრია, პერიფერიული ნევრიტი, პარესთეზია, კუნთების სისუსტე, პარეზის სიმპტომები, ჰალუცინაციები, დეპრესია, დაღლილობის შეგრძნება, აგრესიული ქცევა, აჟიტირება, გემოს შეგრძნების დარღვევები, კონიუნქტივიტი, ჰიპერაკუზია.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, დიარეა ან ყაბზობა, ღვიძლის ტრანსამინაზების მატება;
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად - მიოკარდის გამტარობის დარღვევა, ერთეულ შემთხვევაში - ბრადიკარდია, არითმია, AV ბლოკადა, კოლაფსი, გულის უკმარისობა, კორონარული უკმარისობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია.
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: შესაძლებელია - ლეიკოპენია, ეოზინოფილია, თრომბოციტოპენია, იშვიათად - ლეიკოციტოზი, აგრანულოციტოზი;
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ლიმფადენოპათია, ცხელება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 200 მგ ან 400 მგ, 50 ტაბლეტი ბლისტერებში. მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.
მუფლექსინი
ათქ კლასიფიკაციის კოდი
М03ВХ05
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.
1 კაფს.
თიოკოლხიკოზიდი..............................................4 მგ
ამპულები: შეფუთვაში 6 ც.
2 მლ
თიოკოლხიკოზიდი..............................................4 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი 16.8 მგ და საინექციო წყალი.
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ცენტრალური მოქმედების მიორელაქსანტი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თიოკოლხიკოზიდი არის ნახევრად სინთეზური, კუნთების რელაქსანტი, მიღებული ბუნებრივი გლიკოზიდური კოლხიკოზიდისაგან.
პრეკლინიკურ კვლევებში პრეპარატს აღმოაჩნდა სელექციური მოქმედება გამა-ამინოერბოს მჟავას (GABA) და გლიცინური რეცეპტორების მიმართ. დადასტურებულია, რომ კუნთების მოდუნება შეიძლება გამოიწვიოს GABA რეცეპტორების პირდაპირმა აქტივაციამ ხერხემლის დონეზე, რაც ხელს უწყობს ჩონჩხის კუნთების რელაქსაციას.
თიოკოლხიკოზიდის გლიცინომიმეტური ეფექტი ვლინდება ნერვული სისტემის სხვადასხვა დონეზე. ეს თვისებები განაპირობებენ მის მოქმედებას რევმატოლოგიურ და ტრავმულ სპაზმებზე, ისევე როგორც ცენტრალური წარმოშობის სპასტიურ სპაზმებზე.
პრეპარატს არ გააჩნია კურარეს მაგვარი მოქმედება. იგი არ იწვევს მოტორულ დამბლას, რესპირატორულ პრობლემებს და არ გააჩნია ზეგავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური
აბსორბცია: თიოკოლხიკოზიდი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ. მაქსიმალური პლაზმური დონე დაახლოებით 60 წუთში მიიღწევა. ჯანმრთელ მოხალისეებში 8 მგ თიოკოლხიკოზიდის პერორალური მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 24%-ს, ინტრამუსკულურ გამოყენებასთან შედარებით.
განაწილება: ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 13%-ს. თიოკოლხიკოზიდი ძირითადად უკავშირდება ალბუმინებს. იგი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მისი განაწილების საშუალო მოცულობაა 76ლ, რომელიც აღინიშნება ერთჯერადი 4 მგ ინტრამუსკულური დოზირების შემდეგ.
პარენტერალური
აბსორბცია: კუნთებში შეყვანისას თიოკოლხიკოზიდი სწრაფად ნაწილდება სისხლში, უმაღლესი პლაზმური კონცენტრაციები კი მიიღწევა 15-45 წუთში.
4 მგ თიოკოლხიკოზიდის ერთჯერადი დოზის კუნთებში შეყვანის შემდეგ პლაზმაში უმაღლესი კონცენტრაცია შეადგენს 61 ნგ/მლ-ს.
განაწილება: ცილებთან მისი შეკავშირების ხარისხი შეადგენს 13%-ს. თიოკოლხიკოზიდი ძირითადად უკავშირდება ალბუმინებს. მისი განაწილების საშუალო მოცულობაა 76 ლ, რომელიც აღინიშნება კუნთებში ერთჯერადი 4 მგ ინტრამუსკულური ინექციის შემდეგ.
მეტაბოლიზმი: ნახევარგამოყოფის პერიოდია 2.5-5 საათი. იგი ძირითადად სისხლში მეტაბოლიზდება და ღვიძლის ფერმენტები მეტაბოლიზმში მონაწილეობას არ ღებულობენ.
ექსკრეცია: მიღებული დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შეუცვლელი მეტაბოლიტების სახით შარდში, ხოლო 75-81% - ნაღველით განავალში.
ჩვენებები
თიოკოლხიკოზიდი ნაჩვენებია კუნთების, რევმატოლოგიური, ტრავმული და ნევროლოგიური დაავადებების (სპაზმებითა და კონტრაქტურებით) სიმპტომატური თერაპიის დროს, ქვემოთ მითითებული მდგომარეობების დროს:
- კისერმრუდობა;
- დორსალგია;
- ხერხემლის მალების დეგენერაციული დაავადება, როგორიცაა ლუმბალგია;
- ხერხემლის მალას სტატიკური პათოლოგია;
- სპასტიურობით მიმდინარე ტრავმატული და ნევროლოგიური წარმოშობის დარღვევები;
- რეაბილიტაციის დროს.
დოზირების რეჟიმი
კაფსულები
რეკომენდებულია ერთი ან ორი კაფსულა დღეში 2-ჯერ. მკურნალობის რეკომენდებული კურსია 5-7 დღე.
კაფსულები მიიღება ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით ჭამის შემდეგ. კლინიკურად მძიმე შემთხვევებში, მკურნალობა შეიძლება დაიწყოს ამპულის ინტრამუსკულური გამოყენებით. ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 1-2 საათით ადრე.
ამპულები
1 ამპულა დღეში 2-ჯერ. თერაპიის რეკომენდებული კურსი შეადგენს 3-5 დღეს. ოპტიმალური ეფექტის მიღწევის მიზნით ფიზიკურ მკურნალობასთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს 30-40 წუთით ადრე.
ბავშვების დოზა
თიოკოლხიკოზიდის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად აღინიშნება რეაქციები კანის მხრივ, როგორიცაა გამონაყარი, შეშუპება, ალერგიული და ფსევდო-ალერგიული რეაქციები (ალერგიული ვასკულიტი).
თიოკოლხიკოზიდის კუნთში შეყვანის შემდეგ იშვიათად აღინიშნება ჰიპოტენზია, აგზნება და ძილიანობა.
იშვიათად შეიძლება განვითარდეს ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, როგორიცაა გასტრალგია და დიარეა.
უკუჩვენებები
თიოკოლხიკოზიდი უკუნაჩვენებია მის ან კოლხიცინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას, აგრეთვე კუნთების ჰიპოტონიისა და დამბლის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია
B ან C კატეგორიის პრეპარატი.
ვინაიდან ადექვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულ ქალებში არ ჩატარებულა, პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
ლაქტაცია: თიოკოლხიკოზიდი გამოიყოფა დედის რძეში. ამდენად, პრეპარატი არ გამოიყენება მეძუძურ დედებში.
განსაკუთრებული მითითებები
ფაღარათის განვითარების შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით აუცილებელია დოზის კორექცია.
საჭიროების შემთხვევაში კაფსულების მიღება შეიძლება გასტროპროტექტულ პრეპარატებთან ერთად.
ვინაიდან იგი შეიცავს ლაქტოზა-მონოჰიდრატს, მას არ იყენებენ თანდაყოლილი გალაქტოზემიის, ფრუქტოზას აუტანლობის, გლუკოზისა და გალაქტოზის მალაბსორბციის, ლაქტოზა და საქაროზა-მალტოზას დეფიციტის დროს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება არ არის აღწერილი. ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებელია სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ აღინიშნება. პრეპარატი არ გამოიყენება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ანალოგიური ეფექტები.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: კაფსულები - 4 წელი; ამპულები - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
27.95 ლარი
26.27 ლარი