Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 717

დუოპრამი 10მგ #28ტ

დუოპრამი

დუოპრამი / DUOPRAM

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):escitalopram
  • მწარმოებელი კომპანია:Synthon Hispania
  • მწარმოებელი ქვეყანა:ესპანეთი
  • გამოშვების ფორმა:10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
  • გაცემის რეჟიმი:II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

1. რა არის დუოპრამი და რისთვის გამოიყენება იგი

ესციტალოპრამი მიეკუთვნება სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების (SSRIs) სახელწოდებით ცნობილ ანტიდეპრესანტების ჯგუფს. აღნიშნული მედიკამენტები სეროტონინის დონის აწევის გზით მოქმედებენ სეროტონინის სისტემაზე თავის ტვინში. დარღვევები სეროტონინის სისტემაში მიიჩნევა დეპრესიისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითრების მნიშვნელოვან ფაქტორად.

დუოპრამი შეიცავს  ესციტალოპრამს და გამოიყენება დეპრესიისა (ძირითადი დეპრესიული ეპიზოდების) და ისეთ შფოთვითი აშლილობების სამკურნალოდ, როგორიცაა განმეორებითი პანიკის შეტევები (პანიკური აშლილობა), რომელსაც თან ახლავს ან არ ახლავს  პანიკის შეტევის განცდის შიში ისეთ ადგილას ან სიტუაციაში, როცა ამის თვიდან აცილება შეუძლებელია ან ქმნის უხერხულობას, მაგ. საზოგადოებრივ ადგილებში ან გახსნილ სივრცეებში (აგორაფობია), სხვების განსჯის საგნად ქცევის და/ან საზოგადოებრივ ადგილებში იმგვარად მოქცევის შიში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს უხერხულობა (სოციალური ფობია), ქრონიკული შფოთვა (გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა) და აკვიატებები, რაც ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებას, მაგალითად: ხელების განუწყვეტელი ბანა ან საკეტების შემოწმება (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა).

2. დუოპრამის მიღებამდე

არ მიიღოთ დუოპრამი:

  • თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ესციტალოპრამის ან დუოპრამის ნებისმიერი სხვა შემადგენელი ნივთიერების მიმართ. იხილეთ პუნქტი 6. დამატებითი ინფორმაცია.
  • თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს, რომლებიც მიეკუთვნება მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების (MAOIs) სახელწოდებით ცნობილ ჯგუფს, მათ შორის დეპრესიის სამკურნალო პრეპარატებს (მოკლობემიდი), პარკინსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატებს (სელეგილინი) და ანტიბიოტიკს (ლინეზოლიდი).
  • თუ დაბადებიდან გაქვთ ან გქონდათ არარეგულარული გულის რიტმის ეპიზოდი (რაც გამოჩნდა ელექტროკარდიოგრამაზე; გულის ფუნქციის შესაფასებლად ჩატარებული გამოკვლევის დროს).
  • თუ იღებთ პრეპარატებს გულის რიტმის პრობლემების სამკურნალოდ ან ისეთ მედიკამენტებს, რამაც შესაძლოა დაარღვიოს გულის რიტმი (იხ. პარაგრაფი 2 ,,სხვა პრეპარატების მიღება“).

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები დუოპრამის მიღებისას

შეამოწმეთ, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი გაფრთხილებებიდან ერთი მაინც გეხებათ ან გეხებოდათ წასულში.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს, თუ გაქვთ ნებისმიერი სხვა მდგომარეობა ან დაავადება, რისი მხედველობაში მიღებაც აუცილებელია თქვენი ექიმისთვის, კერძოდ, გთხოვთ შეატყობონოთ თქვენს ექიმს, თუ თქვენ:

  • გაქვთ განმეორებითი პანიკის შეტევები (პანიკური აშლილობა). ესციტალოპრამით მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა განვითარდეს მომატებული შფოთვითი სიმპტომები.
  • გაქვთ ეპილეფსია ან წარსულში გქონდათ ეპილეფსიური შეტევები ან კონვულსიები. უნდა შეწყდეს ესციტალოპრამით მკურნალობა, თუ ადგილი ექნება კონვულსიებს ან თუ აღინიშნება კონვულსიების გახშირება (იხილეთ პუნქტი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები).
  • გქონდათ აზრების ხშირი ცვალებადობის ეპიზოდები, აღგზნებადი ხასიათი ან ქცევა (მანია).
  • გაქვთ დიაბეტი. ესციტალოპრამით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს სისხლში შაქრის დონე. შესაძლოა საჭრო გახდეს ინსულინისა და/ან პერორალური ანტიდიაბეტური მედიკამენტების დოზის კორექცია.
  • გაწუხებთ უსიამოვნო ან შემაწუხებელი მოუსვენრობა, გინდათ ხშირად მოძრაობა ან არ შეგიძლიათ მშვიდად ჯდომა ან დგომა.
  • გაქვთ სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე.
  • თუ დარღვეული გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის ფუნქცია. ექიმისთვის შესაძლოა აუცილებელი გახდეს დოზის კორექცია.
  • თუ გაქვთ კოაგულოპათია ან სისხლჩაქცევების წარმოქმნასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, თუ იღებთ პრეპერატებს, რომლებიც ზრდიან სისხლდენის რისკს.
  • გიტარდებათ ელექტროკონვულსიური თერაპია (ECT).
  • იღებთ კრაზანას შემცველ მცენარეულ სამკურნალო საშუალებებს.
  • თუ გაქვთ ან გქონდათ გულის პრობლემები ან ბოლო ხანებში გადაიტანეთ გულის შეტევა.
  • თუ სიმშვიდის მდგომარეობაში გაქვთ სუსტი პულსი და/ან იცით, რომ შესაძლოა გქონდეთ გახანგრძლივებული მწვავე დიარეისა და ღებინების შედეგად ან დიურეტიკების (შარდმდენი ტაბლეტების) გამოყენებით გამოწვეული მარილების დანაკარგი.
  • თუ აღგენიშნებათ გახშრებული ან არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, კოლაფსი ან თვბრუსხვევა წამოდგომისას, რაც შესაძლოა მიუთითებდეს გულის პულსაციის დარღვევაზე.

გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება

დეპრესიის სამკურნალოდ გამოყენებული სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნული მედიკამენტითაც შეუძლებელია მდგომარეობის გაუმჯობესების დაუყოვნებლივ მიღწევა. ესციტალოპრამით მკურნალობის დაწყების შემდეგ შესაძლოა რამდენიმე კვირის მერე იგრძნოთ მდგომარეობის გაუმჯობესება.  მაშასადამე, ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ თქვენი მკურნალი ექიმის მითითებები და ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ მკურნალობა ან შეცვალოთ დოზა.

ფიქრები თვითმკვლელობაზე, დეპრესიისა და შფოთვითი აშლილობის გაუარესება

თუ გაქვთ დეპრესია და/ან შფოთვითი აშლილობა, შესაძლოა ზოგჯერ გქონდეთ თვითდაზიანებასთან ან თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრები. ამგვარი ფიქრები შესაძლოა გამძაფრდეს პირველად ანტიდეპრესანტების მიღების დაწყებისას, რადგანაც ყველა ამ პრეპარატმა რომ იმოქმედოს, საჭროა დრო, ჩვეულებრივ, დაახლოებით ორი კვირა, თუმცა ზოგჯერ – მეტიც.

სავარაუდოდ, შესაძლოა ასე იფიქროთ:

– თუ ადრე გიფიქრიათ თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე.

– თუ ხართ ახალგაზრდა ადამიანი. კლინიკური ცდებიდან მიღებულ ინფორმაციაში აღინიშნა სუიციდალური ქცევის გაზრდილი რისკი ფსიქიკური აშლილობის მქონე 25 წლამდე ასაკის ზრდასრულ ახალგაზრდებში, რომელთაც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

თუ გამუდმებით გაქვთ აზრები თვითმკვლელობაზე ან თვითდაზიანებაზე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან მიმართეთ საავადმყოფოს.

დიდად დაგეხმარებათ, თუ თქვენი დეპრესიისა ან შფოთვითი აშლილობის შესახებ დაელაპარაკებით თქვენს ნათესავს ან ახლო მეგობარს და სთხოვთ მათ წინამდებარე ინსტრუქციის წაკითხვას. შეგიძლიათ სთხოვოთ მათ, გითხრან, თუ, მათი აზრით, თქვენი დეპრესია ან შფოთვითი აშლილობა თანდათან უარესდება ან თუ აღელვებთ თქვენ ქცევასთან დაკავშირებული ცვლილებები.

სხვა პრეპარატებთან ურთერთქმედება

ესციტალოპრამმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტებზე. მათ კი, თავის მხრივ, შეიძლება ზემოქმედება მოახდინონ ესციტალოპრამის მოქმედებაზე.

ესციტალოპრამი შეიძლება გამოყენებულ იქნეს:

– არასელექტიური მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (MAOIs), როგორებიცაა ფენელზინი, იპრონიაზიდი, იზოკარბოქსაზიდი, ნიალამიდი და ტრანილციპრომინი (გამოიყენებიან მაგ.: დეპრესიის სამკურნალოდ). თუ მიღებული გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი მედიკამენტი, ესციტალოპრამის  მიღება დაიწყეთ 14 დღის შემდეგ. ესციტალოპრამის  შეწყვეტის შემდეგ რომელიმე აღნიშნული მედიკამენტის დაწყებამდე აუცილებელია 7-დღანი ინტერვალი.

– შექცევადი, სელექტიური მაო-A ინჰიბიტორები, მაგ.: მოკლობემიდი (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ).

– ლინეზოლიდი, ანტიბიოტიკი.

– სელეგილინი,  გამოიყენება პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. გვერდითი ეფექტების რისკი გაზრდილია.

– ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი) და მედიკამენტები, სახელწოდებით ტრიპტანები, როგორიცაა სუმატრიპტანი (გამოიყენება მიგრენის სამკურნალოდ). ეს მედიკამენტები ზრდიან გვედითი ეფექტების რისკს.

– შიზოფრენიის, ფსიქოზის (ნეიროლეპტიკური საშუალებები) სამკურნალო მედიკამენტები, სხვა ანტიდეპრესანტები, ტრამადოლი (ტკივილგამაყუჩებელი), ბუპროპრიონი (ეხმარება ადამიანებს, თავი დაანებონ მოწევას) და მეფლოქვინი (გამოიყენება მალარიის სამკურნალოდ და პრევენციისთვის) – კონვულსიების ქვედა ზღურბლის შესაძლო რისკის გამო.

– ტრიპტოფანი (საკვები დანამატი, რომელიც მეტაბოლიზმის დროს გარდაიქმნება სეროტონინად) და ლითიუმი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ).

– კრაზანას შემცველი მცენარეული სამკურნალო საშუალებები (დეპრესიის სამკურნალოდ).

– აცეტილსალიცინის მჟავა, იბუპროფენი ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSAIDs) სახელით ცნობილი სხვა მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ტკივილისა და ანთების დროს.

– ვარფარინი, დიპირამიდოლი ან სხვა მედიკამენტები (ანტიკოაგულანტები), რომლებიც გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. ესციტალოპრამის  დაწყებისა და შეწყვეტისას თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს სისხლის შედედების დრო, რათა დარწმუნდეს რომ თქვენთვის დანიშნული ანტიკოაგულანტის დოზა კვლავ ადექვატურია.

– ციმეტიდინი, ომეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი და ლანსოპრაზოლი (გამოიყენება კუჭის წყლულის სამკურნალოდ), ფლუვოქსამინი (ანტიდეპრესანტი), ტიკლოპიდინი (გამოიყენება ინსულტის რისკის შესამცირებლად). შესაძლოა საჭირო გახდეს ესციტალოპრამის დოზის შემცირება.

– ფლეკაინიდი, პროპაფენონი და მეტოპროლოლი (გამოიყენება გულის პრობლემების სამკურნალოდ), ქლომიპრამინი, ნორტრიპტილინი და დეზიპრამინი (ანტიდეპრესანტები) და რისპერიდონი, თიორიდაზინი ან ჰალოპერიდოლი (გამოიყენება ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ). შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექტირება.

არ მიიღოთ დუოპრამი,  თუ დანიშნული გაქვთ გულის რიტმის პრობლემების სამკურნალო პრეპარატები ან მედიკამენტები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა იქონიონ გულის რიტმზე, როგორებიცაა IA და III კლასის ანტიარითმიული საშუალებები, ნეიროლეპტიკური პრეპარატები (მაგ.: ფენოთიაზინის წარმოებულები, პიმოზიდი, ჰალოპერიდოლი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, გარკვეული ანტიმიკრობული საშუალებები (მაგ.: სპარფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, ერითრომიცინ IV, პენტამიდინი, მალარიის საწინააღმდეგო მკურნალობა, განსაკუთრებით ჰალოფანტრინი), გარკვეული ანტიჰისტამინური საშუალებები (ასტემიზოლი, მიზოლასტინი). ამასთან დაკავშრებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ან ბოლო ხანებში მიიღეთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტი ან სხვა პრეპარატები, მათ შორის ურეცეპტოდ მიღებული მედიკამენტები.

დუოპრამის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

ესციტალოპრამის მიღება შეიძლება როგორც საკვებთან ერთად, ასევე საკვების გარეშე.  ესციტალოპრამის მიღების პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლური სასმელების დალევა, რადგან სიმპტომები ან გვერდითი ეფექტები შესაძლოა გაუარესდეს.

ორსულობალაქტაცია და ფერტილობა

ორსულობა

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან გეგმავთ დაორსულებას. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ხართ ორსულად, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ პრეპარატთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

დარწმუნდით იმაში, რომ თქვენმა მეანმა და/ან ექიმმა იცის ის, რომ იღებთ ესციტალოპრამს. ორსულობისას, კერძოდ კი ბოლო ტრიმესტრში, ესციტალოპრამის მსგავსი პრეპარატების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის  რისკი ჩვილებში, სახელწოდებით ახალშობილთა პერსისტირებადი პულმონარული ჰიპერტენზია (PPHN), რაც აჩქარებს სუნთქვას და ჩვილს უჩნდება სილურჯე.  ეს სიმპტომები ჩვეულებრივ თავს იჩენს ბავშვის დაბადებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში. თუ ამას შეამჩნევთ თქვენს პატარას, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს მეანს და/ან ექიმს.

დაუშვებელია ესციტალოპრამით  მკურნალობის შეწყვეტა ერთბაშად. თუ ესციტალოპრამს იღებთ ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, ჩააყენეთ თქვენი ექიმი საქმის კურსში, რადგანაც თქვენს ბავშვს დაბადებისას შესაძლოა აღენიშნოს რომელიმე სიმპტომი. ეს სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაბადებიდან  პირველი 24 საათის განმავლობაში. ისინი შესაძლოა მოიცავდეს სათანადო ძილის ან კვების დარღვევას, უძილობას, სუნთქვის გაძნელებას, კანის სილურჯეს ან ძალიან გაცხელებას ან გაციებას, ბევრ ტირილს, ღებინებას, სისხლში შაქრის დაბალ დონეს, კუნთების გამაგრებას ან მოდუნებას, გაღიზიანებას, ლეთარგიას, ტრემორს, აშკარა რეფლექსებს, ნერვიულ კანკალს ან კრუნჩხვით შეტევებს. თუ დაბადებისას თქვენს ბავშვს აქვს რომელიმე აღნიშნული სიმპტომი, დაუყოვნებლივ დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს, რომელიც მოგცემთ რჩევას.

ლაქტაცია

ესციტალოპრამი სავარაუდოდ გადადის დედის რძეში. არ მიიღოთ ესციტალოპრამი, თუ ბავშვს კვებავთ ძუძუთი, სანამ თქვენ და თქვენი ექიმი არ განიხილავთ ამ პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებსა და სარგებელს.

ფერტილობა

ციტალოპრამმა, რომელიც ესციტალოპრამის მსგავსი მედიკამენტია, ცხოველებში ჩატარებულ ცდებში აჩვენა სპერმის ხარისხის დაქვეითება. თეორიულად,  ამან შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს ფერტილობაზე, მაგრამ ადამიანის ფერტილობაზე უარყოფითი გავლენა ჯერ არ დაფიქსირებულა.

ავტომობილისას და მექანიზმების მართვის უნარი 

რეკომენდებულია, თავი აარიდოთ ავტომობილისა და მექანიზმების მართვას, რადგანაც არ იცით როგორ იმოქმედებს ესციტალოპრამი თქვენზე. ესციტალოპრამმა შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა, დაღლილობა, დაბნეულობა ან ჰალუცინაციები (უცნაური გამოსახულებები ან ხმები). თუ აღგენიშნებათ ჩამოთვლილ გერდით მოვლენათაგან      რომელიმე, არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები.

3. როგორ მივიღოთ დუოპრამი

ყოველთვის მიიღეთ ესციტალოპრამი ექიმის დანიშნულებისამებრ. ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ მედიკამენტის მიღება ან არ შეცვალოთ დანიშნული დოზა. ტაბლეტები უნდა მიიღოთ იმდენი ხნის განმავლობაში, რა პერიოდითაც ექიმი დაგინიშნავთ, მაშინაც კი, თუ თავს უკეთ იგრძნობთ. რამდენიმე კვირის შემდეგ თუ თავს უკეთ არ იგრძნობთ, მიმართეთ ექიმს. მან შესაძლოა გადაწყვიტოს დოზის თანდათნობით მომატება მაქსიმუმ 20 მგ-მდე დღიური დოზით. არ არის დადგენილი 20 მგ-ზე ზემოთ დღური დოზების უსაფრთხოება.

ესციტალოპრამის ჩვეულებრივი დოზა მოცემულია ქვემოთ. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. მკურნალობის პერიოდმა შესაძლოა მოიცვას რამდენიმე თვე ან კიდევ მეტი დრო.

ტაბლეტების მიღება შეიძლება საკვებთნ ერთად ან საკვების გარეშე. მიიღეთ მედიკამენტი დღეში ერთხელ. ტაბლეტი გადაყლაპეთ წყალთან ერთად. შესაძლებელია ტაბლეტის გაყოფა ორ თანაბარ ნაწილად. არ დაღეჭოთ.

მოზრდილები:

დეპრესიის, გენერალიზებული შფოთვითი აშლილობის ან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის სამკურნალოდ საჭირო ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს.

პანიკური აშლილობოსა და სოციალური ფობიის (სოციალური შფოთვითი აშლილობების) სამკურნალოდ ექიმმა შესაძლოა გადაწყვიტოს მცირე დოზის (დღეში 5  მგ.) დანიშვნა.

ექიმმა შეიძლება გაზარდოს დოზა მაქსიმუმ 20 მგ-მდე.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ზემოთ):

დუოპრამის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენ დღიურ 5 მგ-ს ერთჯერადად. ექიმმა დოზა შესაძლოა გაზარდოს დღეში 10 მგ-მდე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები :

დაუშვებელია ესციტალოპრამის დანიშვნა ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტები :

თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, ექიმმა შესძლოა გადაწვიტოს და მკურნალობის პირველი 2 კვირის განმავლობაში დაგინიშნოთ ესციტალოპრამის მცირე დოზა – დღეში 5 მგ,. ექიმმა შეიძლება ეს დოზა გაზარდოს 10 მგ-მდე დღეში.

თირკმლის დაავადების მქონე პაციენტები :

თუ გაწუხებთ თირკმლის მწვავე დაავადება, ესციტალოპრამის გამოყენება არ არის რეკომენდებული. თუ გაქვთ თირკმლის მსუბუქი და ზომიერი დაავადება, შეგიძლიათ  ესციტალოპრამის ნორმალური დოზის გამოყენება.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დუოპრამი :

არ მიიღოთ  ექიმის მიერ დანიშნულზე მეტი ტაბლეტი. თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვამ  მეტისმეტად გადააჭარბეთ  ესციტალოპრამის დოზას, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს. ასე უნდა მოიქცეთ მაშინაც კი, როცა არ შეიმჩნევა დისკომფორტის ნიშნები. ჭარბი დოზირების სიმპტომები შესაძლოა იყოს თავბრუსხვევა, კანკალი, აღგზნება, კრუნჩხვა, კომა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გულის რიტმის ცვლილება, სისხლის წნევის დაწევა და ორგანიზამში სითხის/მარილის ბალანსის დარღვევა. თან იქონიეთ  ესციტალოპრამის მუყაოს კოლოფი.

თუ დაგავიწყდათ დუოპრამის მიღება

თუ დაგავიწყდებათ მედიკამენტის მიღება, შემდეგი ტაბლეტი მიიღეთ ჩვეულებრივ დროს. დავიწყებული დოზის შესავსებად არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

თუ შეწყვეტთ დუოპრამის მიღებას

არ შეწყვიტოთ ესციტალოპრამის მიღება, სანამ თქვენი ექიმი არ გირჩევთ ამას. ესციტალოპრამით მკუნალობის შეწყვეტის შემთხვევაში ექიმი თანდათნობით შეგიმცირებთ დოზას რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში. ეს ეხმარება აბსტინენციის ეფექტების განვითარების შესაძლებლობის შემცირებას. თუ ესციტალოპრამით მკურნალობის შეწყვეტისას განიცდით აბსტინენციის ეფექტებს, თქვენმა ექიმმა შესაძლოა გადაწვიტოს, რომ გესაჭიროებათ დოზის კიდევ უფრო ნელ-ნელა შემცირება. თუ აბსტინენციის ეფექტები მწვავეა, მიმართეთ და გაესაუბრეთ თქვენს ექიმს.

ადამიანების უმეტესობას უვითარდება სუსტი აბსტინენციის ეფექტები, რაც თავისით ქრება 2 კვირის განმავლობაში; თუმცა, ზოგჯერ ამგვარი ეფექტები შესაძლოა მწვავეც იყოს და/ან გახანგრძლივებულიც.

მკურნალობის შეწყვეტისას შესაძლო აბსტინენციის ეფექტები მოიცავს თავბრუსხვევას, ძილის დარღვევას, შფოთვას, კანკალს, გულისრევის შეგრძნებას, თავის ტკივილს, დაბნეულობას, აგზნებას, სენსორულ დარღვევებს (მაგ.: ყურებში ხმაურს, კანში ჩხვლეტის შეგრძნებას ან მგრძნობელობის დაკარგვას, ჰალუცინაციებს), ზმანებას, ოფლიანობას, დიარეას, ემოციურობას ან გაღიზიანებულობას  და გულის რიტმის დარღვევას.

აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა მედიკამენტის მსგავსად ესციტალოპრამმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ იჩენს თავს.

გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, ლაგდება მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ იმ ფაქტს, რომ ბევრი გვერდითი ეფექტი შესაძლოა ასევე იყოს თქვენი დაავადების სიმპტომი და, მაშასადამე, ალაგდება, როცა თავს უკეთ იგრძნობთ.

თუ შენიშნავთ შემდეგი გვერდითი ეფექტების განვითარებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან საავადმყოფოს.

არც ისე ხშირი (უვითარდება1 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს)

იშვიათი სისხლდენა გასტროინტესტინალური  სისხლდენის ჩათვლით.

იშვიათი (უვითარდება10 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს)

ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორებიცაა კანის გამონაყარი, სახის, ქუთუთოების, პირის ღრუს ან ენის შეშუპება და სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება.

თუ აღგენიშნებათ შემდეგი სიმპტომები, შესაძლოა გქონდეთ სეროტონინის სინდრომი:

მაღალი ტემპერატურა, აღგზნება, დაბნეულობა, კანკალი და კუნთების უეცარი შეკუმშვა.

უცნობი (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია სიხშირის შეფასება).

შიმშლობა, არარეგულარული გულისცემა, გულის წასვლა, რაც შესაძლოა იყოს ორმიმართულებიანი ტაქიკარდიის სახელით ცნობილი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობის სიმპტომები.

სხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს

ძალიან ხშირი (უვითარდება 10-ში 1-ზე მეტ მომხმარებელს)

გულისრევის შეგრძნება

ხშირი (უვითარდება 100-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს)

წონაში მატება
• ლიბიდოს დონის ცვლილება
• სექსუალური ფუნქციის ცვლილება (მაგალითად, მამაკაცებში ერექციისა და ეაკულაციის დარღვევა, ხოლო ქალებში ორგაზმის განცდის ნაკლებობა)
• მღელვარება
• მოუსვენრობა
• ძილის დარღვევა (პათოლოგიური ზმანების ჩათვლით)
• ცუდად ძილი (უძილობა)
• ძილიანობის შეგრძნება
• მთქნარება
• თავბრუსხვევის ან შექანების შეგრძნება
• მადის დაკარგვა (ანორექსია) ან მადის გაძლიერება
• ყურებში ხმაურის ან ნემსის ჩხვლეტის მსგავსი შეგრძნებები
• ცხვირის დაცობა ან ცხვირიდან გამონადენი (სინუსიტი)
• დაღლილობის შეგრძნება
• ცხელება
• პირის გაშრობა
• ჭარბი ოფლიანობა
• დიარეა
• კონსტიპაცია
• კუნთების ტკივილი
• სახსრების ტკივილი
• ღებინება.

არც ისე ხშირი (უვითარდება1 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს)

წონაში მატება
• კანის გამონაყარი ან ქავილი
• გემოს შეცვლა
• ძილთან დაკავშირებული პრობლემები
• თმის ცვენა
• პანიკის შეტევები
• კბილების მოჭერა ან კრიჭის შეკვრა
• დაბნეულობა
• ყურებში ზუზუნის, გუგუნის ან ზარის რეკვის ხმა (ტინიტუსი)
• აჩქარებული გულისცემა
• მხედველობის გაუარესება
• სისხლიანი განავალი
• სისხლდენა ცხვირიდან ან საშოდან
• ჭარბი სისხლდენა მენსტრუაციის დროს
• ორგანიზმში სითხის შეკავება (შეშუპება)
• აღგზნება
• ნერვოზულობა
• გულის წასვლა (სინკოპე)
• გუგების გადიდება (მიდრიაზი). იშვიათი (უვითარდება 10 000-სში 1-დან 10-მდე მომხმარებელს)

გულისცემის შენელება
• აგრესია
• როცა თავს გრძნობ არარეალურად ან საკუთარი სხეულისგან განალკავებულად (დეპრესონალიზაცია)
• უცნაური საგნების დანახვა ან ხმების გაგონება (ჰალუცინაციები).

ზოგიერთმა პაციენტმა აღნიშნა შემდეგი გვერდითი ეფექტები (ხელმისაწვდომი მონაცემებიდან შეუძლებელია სიხშირის შეფასება):

აზრების უეცარი ცვალებადობის ეპიზოდები, აღგზნებადი ხასიათი ან ქცევა (მანია), ჭარბი ლაქტაცია ან ძუძუთი კვების შემდეგ მკერდიდან რძის დინება, მოტორული აღგზნებადობა (აკათიზია)
• კრუნჩხვები
• მოძრაობის დარღვევა, უნებლიე მოძრაობები
• ორგანიზმში ნატრიუმის დაბალი დონე სითხის შეკავების ან არშეკავების თანხლებით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ხელ-ფეხის შეშუპება (შესიება) (სიმპტომები მოიცავს გულისრევის შეგრძნებას ან ცუდად ყოფნას, რასაც ახლავს ქავილი, კუნთების სისუსტე და დაბნეულობა)
• შარდვის გაძნელება (შარდის გამოყოფა) ან დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფა
• დაბალი არტერიული წნევის გამო თავბრუსხვევა წამოდგომისას (ორთოსტატიკული ჰიპოტენზია)
• მტკივნეული ერექცია (პრიაპიზმი)
• კოაგულოპათია, მათ შორის სისხლდენა კანიდან და კუნთებიდან (ექიმოზი) და სისხლში თრომბოციტების დაბალი დონე (თრომბოციტოპენია)
• კანისა და კუნთების უეცარი შეშუპება (ანგიოედემა)
• შარდის  დიდი რაოდენობით გამოყოფა (ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატური სეკრეციის სინდრომი)
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი) კანისა და თვალის კაკლების სიყვითლის ჩათვლით
• გულის რიტმის დარღვევა (ე.წ. „QT ინტერვალის გახანგრძლივება“, რომელიც ჩანს ელექტროკარდიოგრამაზე, გულის ელექტრო აქტივობა).

თვითდაზიანებაზე ან თვითმკვლელობაზე ფიქრების/ქცევების შემთხვევები დაფიქსირდა ესციტალოპრამის თერაპიის დროს ან მკურნალობის შეწყვეტიდან მოკლე პერიოდში (იხილეთ პუნქტი 2, განსაკუთრებული სიფრთხილე ) .

პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ ტიპის მედიკამენტებს, დაფიქსირდა ძვლის მოტეხილობის  გაზრდილი რისკი.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მიიღებს სერიოზულ სახეს ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტს, რომელიც წინამდებარე ინსტრუქციაში არ არის მითითებული.

5. დუოპრამის შენახვა

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ესციტალოპრამი ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე ‘EXP’ ნიშნით მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. პირველი ორი ციფრი მიუთითებს თვეზე, ხოლო ბოლო ოთხი – წელზე. ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

წინამდებარე სამკურნალო პროდუქტს არ სჭირდება არანაირი განსაკუთრებული შენახვის პირობა.

დაუშვებელია მედიკამენტების საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან კანალიზაციაში  გადაყრა. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, როცა პრეპარატი აღარ გჭირდებათ. ამგვარი ზომები უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დუოპრამი

აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს ესციტალოპრამი.

– თითოეული 10 მგ. ტაბლეტი შეიცავს 10 მგ. ესციტალოპრამის ექვივალენტურ ესციტალოპრამის ოქსალატს.

ტაბლეტის გული შეიცავს შემდეგ ნივთიერებებს: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო კაჟმიწა, ტალკი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი.

ტაბლეტის გარსში შემავალი ნივთიერებებია: ჰიპრომელოზა, მაკროგოლ 400 და ტიტანის დიოქსიდი (E 171).

აქსენ ფორტე – AKSEN FORTE – АКСЕН ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

NAPROXSEN SODIUM

მწარმოებელი: ASFARMA, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ნაპროქსენი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება; პროპიონის მჟავას წარმოებული;

პრეპარატი გამოხატული ანალგეზიური ეფექტით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ტაბ

ნატრიუმის ნაპროქსენი ……..  550მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ნატრიუმის ნაპროქსენი წარმოადგენს არანარკოტიკულ ანალგეტიკს. იგი ხასიათდება ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებით. ნატრიუმის ნაპროქსენი პერორალური მიღებიდან სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის სწრაფი და სრული შეწოვიდან გამომდინარე, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი დგება მიღებიდან 20 წუთის შემდეგ. პლაზმაში მაქხიმალურ კონცენტრაციას აღწევს 1-2 საათში. პრეპარატის სტაბილური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა 4-5 დოზის მიღების შემდეგ. ნატრიუმის ნაპროქსენის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 13 საათს. აქტიური ნივთიერების 99% უკავშირდება პლაზმის ცილებს. მიღებული დოზის დაახლოებით 96% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი ნაპროქსენის, 6-0-დიმეთილნაპროქსენის ან ნაპროქსენის კონიუგატის სახით. ნატრიუმის ნაპროქსენი არ იწვევს მეტაბოლიზმის მასტიმულირებელი ფერმენტების ინდუცირებას.

ჩვენებები:

მდგომარეობები რომალსაც ახლავს ტკივილის სინდრომი:

  • ნევრალგია, იშიალგია, თავ-ზურგ-ტვინის თიაქარი, კბილის ექსტაქცია;
  • ეპიზიოტომია, მშობიარობის შემდგომი ტკივილი, ოპერაციის შემდგომი ტკივილი;
  • დისმენორეა, საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმასთან დაკავშირებული ტკივილი;
  • შაკიკის პრიფილაქტიკა და შაკიკის შეტევები;
  • რევმატოლოგიური დაავადებები, რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი, მაანკილოზირებელი სპონდილიტი, რევმატიზმი;

ტრავმატოლოგია:

  • ტრავმები, ტრავმატოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციები;
  • პოდაგრის შეტევები;
  • ანთებითი პროცესებით გამოწვეული ტკივილი, უროლოგიასა და ოტორინოლარინგოლოგიაში;
  • ინფექციური დაავადებების დროს, როგორც ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი საშუალება.

მიღების წესი და დოზირება:

შაკიკის პროფილაქტიკა: 1 ტაბლეტი (550მგ) ორჯერ დღეში. თუ 4-6 კვირის განმავლობაში არ აღინიშნება გაუმჯობესება, პრეპატარის მიღება წყდება.

შაკიკის მკურნალობა: მწვავე კრიზების დროს, საწყისი დოზაა 1.5 ტაბლეტი (825 მგ.) საჭიროების შემთხვევაში, საწყისი დოზის მიღებიდან ნახევარ საათში შესაძლებელია დაემატოს 1/2-1 ტაბლეტი (275-550 მგ.).

გინეკოლოგიაში გამოიყენება როგორ ტკივილგამაყუჩებელი: საწყისი დოზა 1 ტაბლეტი (550 მგ.), შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) ყოველ 6-8 საათში.

პოდაგრის გამწვავება: მკურნალობას იწყებენ 1.5 ტაბლეტით (825 მგ.), ხოლო 8 საათის შემდეგ 1 ტაბლეტი (550 მგ.) შემდგომი დღეების განმავლობაში მკურნალობა გრძელდება 1/2 ტაბლეტით (275 მგ.) 8 საათიანი შუალდებით კრიზის დამთავრებამდე.

კბილისა და პოსტოპერაციული ტკივილის დროს ინიშნება ტკივლის გაყუჩების, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დაწევის მიზნით. საწყისი დოზაა 1 ტაბლეტი (550 მგ.), ხოლო შემდეგ 1/2 ტაბლეტი (275 მგ.) 6-8 საათიანი შუალედებით.

იუვენილური ართრიტის დროს: ბავშვებში 5 წელზე ზემოთ დღიური დოზა იქნება 10 მგ./კგ-ზე გადაანგარიშებით 2-ჯერ დღეში ყოველ 12 საათში.

რევმატოიუდული ართრიტის, ოსტეოართრიტის, მაანკილოზებელი სპონდილიტის მკურნალობა მოზრდილებში: საწყისი თერაპია: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში.

1. ძლიერი ტკივილი ღამით და/ან დილის შებოჭილობა.

2. პაციენტის გადაყვანა სხვა ანტირევმატოიდული საშუალებებიდან აქსენ ფორტეზე.

3. ტკივილის დროს, რომლებიც მიანიშნებს ოსტეოართრიტის საწყის პერიოდზე, მკურნალობა საჭიროა დაიწყოს 1.5-2 ტაბლეტით (825-1100 მგ.) და გაგრძელდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი თერაპიული დოზა: 1-2 ტაბლეტი (550-1100 მგ.) ყოველ 12 საათში. დილისა და საღმოს დოზები განისაზღვრება პაციენტის ჩივილების მიხედვით.

შემანარჩუნებელი თერაპიისას ეფექტურია აქსენ ფორტეს ერთჯერადი მიღება. ინიშნება დილით ან საღმოს (550-1100 მგ.).

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1375 მგ.-ს, ხოლო პაციენტებში რომლებიც კარგად იტანენ პრეპარატს და ანამნზში არ აღენიშნებათ გასტროინტესტინალური დაავადებები, სადღეღამისო დოზა შესაძლოა გაიზარდოს 1850 მგ.-მდე, მოკლე მკურნალობის კურსით.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ნაპროქსენის მიმართ, რინიტი და/ან ალერგიული გამონაყარი სხვა აასს-ებზე;

* კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, მიდრეკილება წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენასაკენ;

* ”ასპირინული ”ასთმა.

განსაკუთრებული მითითებანი:

– პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ნატრიუმის ნაპროქსენი ინიშნება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა აასს-ებთან შედარებით ნატრიუმის ნაპროქსენი გაცილებით ნაკლებად იწვევს წყლულის ჩამოყალიბებასა და სისხლდენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

– ნატრიუმის ნაპროქსენი სიფრთხილით ინიშნება თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. ამ შემთხვევაში აუცილებელია შრატში კრეატინინის დონისა და/ან კრეატინინის კლირენსის კონტროლი.

-ღვიძლის ფუნქციის დარღვევის ან ფუნქციონალური ტესტების ცვლილების შემთხვევაში, აუცილებელია ნაპროქსენით მკურნალობის შეწყვეტა.

– გულის უკმარისობის მქონე  პაციენტებში რეკომენდებულია მუდმივი კონტროლი და დღიური დოზის კორექცია.

გამოყენება ბავშვებში:

არ ინიშნება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. თუმცა იუვენილური ართრიტის დროს ბავშვებში 5 წლის ზევით შესაძლებელია ნატრიუმის ნაპროქსენის მიღება 10მგ/კგ დოზით, ყოველ 12 საათში.

გამოყენება ორსულებში:

ექსპერიმენტულ კვლევებში ცხოველებზე ტერატოგენული მოქმედება არ გამოვლენილა, მაგრამ რამდენადაც აასს-ებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნაყოფის სიყვითლე, ვადაგადაცილებული  მშობიარობა, ამდენად ორსულებში ინიშნება მხოლოდ აბსოლიტური ჩვენებისას.

გამოყენება ლაქტაციისას:

არ გამოიყენება. რადგან ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმის კონცენტრაციის 1% გადადის რძეში, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მივლენები ახალშობილებში.

გამოყენება მოხუცებში:

ვინაიდან აასს- ების გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირე ასაკოვან პაციენტებში უფრო ხშირია, ამიტომ ინიშნება დაბალი დოზებით.

გვერდითი ეფექტები:

დისპეფსია, გულისრევა, მსუბუქი პერიფერიული სისხლჩაქცევები, შუილი ყურებში , თაბრუსხვევა.

იშვიათ შემთხვევაში გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლასტიური ანემია, ალერგიული რეაქციები და სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

– ნატრიუმის ნაპროქსენი აძლიერებს ჰიდანტოინის, სულფანილამიდებისა და ბეტა-ბლოკერების მოქმდებას, ამდენად აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას საჭიროა დოზის კორექცია.

– ორალურ ანტიკოაგულანტებთან ერთად  გამოყენებისას საჭიროა  დოზის კორექცია.

– პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას ნატრიუმის ნაპროქსენის პლაზმური კონცენტრაცია და ნახევრადგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება.

– სიფრთხილეა საჭირო ნატრიუმის ნაპროქსენის მეტოტრექსატთან ერთად გამოყენებისას, რადგან შესაძლოა მეტოტროქსატის ტიქსიურობის მომატება მისი ტუბულარული სეკრეციის შემცირების გამო.

– შესაძლოა გამოვლინდეს ნატრიუმის ნაპროქსენის ურთიერთქმდება ფუროსემიდთან ერთად გამოყენებისას, კერძოდ იგი ამცირებს ფუროსემიდის ნატრიურეზულ ეფექტს.

– ნატრიუმის ნაპროქსემი აქვეითებს პროპანოლოლისა და სხვა ბეტა-ადრენობლოკატორების ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, შეფუთულ მგდომარეობაში 30ºC-ზე ქვემოთ. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დულსევია 60მგ #30კაფს

43.65 ლარი
41.03 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აქვანორმი – AQUANORM – АКВАНОРМ

საერთაშორისო დასახელება:

COM.DRUG

მწარმოებელი: საქართველო

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკ.

1 პაკ.

ნატრიუმის ქლორიდი ……….       3.5 გ

კალიუმის ქლორიდი ……….         2.5 გ

ნატრიუმის ციტრატი ……….        2.9 გ

გლუკოზა (უწყლო)  ………………..10.0 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აქვანორმი ორგანიზმის ელექტროლიტური და ენერგეტიკული ბალანსის მაკორექტირებელი საშუალებაა. ორგანიზმის გაუწყლოვანების დროს აქვანორმი აღადგენს ორგანიზმის დარღვეულ წყალ-ელექტროლიტურ წონასწორობას და ახდენს აციდოზის კორექციას. პრეპარატი ხანმოკლედ ცირკულირებს სისხლის მიმოქცევის სისტემაში და სწრაფად გადადის ინტესტიციალურ შრესა და უჯრედებში. T1/2 შეადგენს 1 საათს. პრეპარატი ხელს უწყობს დიურეზის გაძლიერებას. ორგანიზმიდან გამოიდევნება თირკმლების საშუალებით. თირკმლის უკმარისობის დროს შესაძლებელია პრეპარატის შემადგენლობაში არსებული კალიუმის გამოყოფის შეფერხება.

ჩვენებები:

 

  • კომპლექსურ თერაპიაში  – მწვავე დიარეის (მათ შორის ქოლერა) დროს; წყალ-ელექროლიტური წონასწორობის აღდგენისა და აციდოზის კორექციის მიზნით; თერმული დაზიანების დროს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის აღდგენის მიზნით;
  • პროფილაქტიკის მიზნით  – თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც ინტენსიური ოფლდენა აღინიშნება.

 

მიღების წესები და დოზირება:

აქვანორმი ინიშნება პერორალურად, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად. პრეპარატის მიღებამდე 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ლიტრ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აქვანორმის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში.

დიარეის დროს პრეპარატი ინიშნება ყოველ 3-5 წუთში ერთხელ 50-100 მლ ულუფების ოდენობით ან ნაზოგასტრალური ზონდით 3-5 საათის განმავლობაში.

ახალშობილებში და მცირე ასაკის ბავშვებში აქვანორმი ინიშნება 1-2 ჩაის კოვზით ყოველ 5-10 წუთში ერთხელ 4-6 საათის განმავლობაში (დიარეის მსუბუქი ფორმის დროს ხსნარის საერთო რაოდენობამ უნდა შეადგინოს 40-50 მლ/კგ/დღე-ღამეში. საშუალო სიმძიმის დროს  – 80-10 მლ/კგ/დღე-ღამეში.

შემანარჩუნებელი თერაპიის მიზნით ხსნარის სავარაუდო მოცულობა შეადგენს 80-100 მლ/კგ/დღე-ღამეში. პრეპარატი ინიშნება დიარეის შეწყვეტამდე და წყალ-ელექტროლიტური ცვლის აღდგენამდე.

თერმული დაზიანებების დროს კრუნჩხვებისა და წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევის სხვა სიმპტომების დროს, რომელსაც ორგანიზმის გადახურება და გაუწყლოვანება (პოლიურია, წყურვილის გაძლიერება) განაპირობებს, პირველი 30 წუთის განმავლობაში აქვანორმი ინიშნება 100-150 მლ ულუფებით, ისე, რომ მთლიანად მისაღები ხსნარის მოცულობამ 500-900 მლ შეადგინოს. შემდგომ ყოველი 40 წუთის განმავლობაში ინიშნება იგივე დოზით წყალ-ელექტროლიტური დეფიციტისა და თერმული დაზიანების სიმპტომების აღმოფხვრამდე.

ექსტრემალური თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, წყალ-ელექტროლიტური დისბალანსის პროფილაქტიკის მიზნით, აქვანორმი ინიშნება წყურვილის შეგრძნების გაჩენიდან მცირე ულუფებით  – ყლუპ-ყლუპით და მისი მიღება გრძელდება წყურვილის დაკმაყოფილებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აქვანორმის ჩვენების და რეკომენდებული დოზით მიღების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;
  • თირკმლების ფუნქციური დარღვევები;
  • შაქრიანი დიაბეტი.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების და სხვა სამკურნალო საშუალებებზე ურთიერთგავლენის შემთხვევები აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატის მომზადებული ხსნარი ინახება მაცივარში (2-8 ტემპერატურაზე) არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

 

 

დულსევია 30მგ #30კაფს

29.10 ლარი
27.35 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აქვადეტრიმი – AQUADETRIM – АКВАДЕТРИМ

საერთაშორისო დასახელება:

COLECALCIFEROL

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება

გამოშვების ფორმა:

წყალხსნარი პერორალური გამოყენებისათვის:

ფლაკონში 10 მლ საწვეთურით.

1 მლ

ქოლეკალციფეროლი ………          15 000 სე

1 წვეთი პრეპარატი შეიცავს 500 სე ვიტამინ D3.

დამხმარე ნივთიერებები:

კრემოფორი EL, საქაროზა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონმჟავა, ანისულის არომატიზატორი, ბენზოლის სპირტი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი D3 წარმოადგენს ანტირაქიტულ ფაქტორს. იგი განსაზღვრავს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის ცვლის რეგულაციას. ვიტამინი D3 წყალხსნარი ზეთოვანთან შედარებით უფრო კარგად შეიწოვება.

დღენაკლულ ბავშვებში ადგილი აქვს ნაღვლის არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნას, რაც აფერხებს ზეთოვანი ხსნარების შეწოვის პროცესს. ვიტამინი D3 ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდთან და განავალთან ერთად.

ჩვენებები:

პროფილაქტიკა და მკურნალობა:

  • ვიტამინ D3 დეფიციტის;
  • რაქიტისა და რაქიტისი მსგავსი დაავადებების;
  • ჰიპოკალციემიური ტეტანიის;
  • ოსტეომალაციის;
  • მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი);
  • როგორც დამატებით სამკურნალო საშუალება ოსტეოპოროზის მკურნალობის დროს.

მიღების წესები და დოზირება:

პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი ინიშნება:

  • 3-4 კვირის ახალშობილებში 2-3 წლამდე ასაკის ბავშვებში კარგი მოვლის პირობებში: 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში;

დღენაკლულებში 7-10 დღის ასაკის ტყუპებში, ცუდ პირობებში მყოფ ჩვილ ბავშვებში: 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. ზაფხულის პერიოდში დოზა შეიძლება შემცირდეს 50 სე-მდე (1 წვეთი დღე-ღამეში).

  • ორსულებში დღური დოზა 400 სე ორსულობის მთელი პერიოდის მანძილზე ან 100 სე დღე-ღამეში დაწყებული 28 კვირიდან;
  • მოზრდილებში: 500-1000 სე დღე-ღამეში.

თერაპიული მიზნით ინიშნება:

ყოველდღიური დოზა: 2000-50000 სე (4-1 წვეთი) თერაპიული ეფექტის მიღწევამდე შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ. D ჰიპერვიტამინოზი, კალციუმის დონის მომატება სისხლში და შარდში, შარდკენჭოვანი დაავადება, სარკოიდოზი, თირკმლის უკმარისობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში პრეპარატის გამოყენება არ არის ნებადართული მაღალ დოზებში ტერატოგენული ეფექტის შესაძლო განვითარების გამო, ასევე სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატთან ერთად კალციუმის მაღალი დოზებით მიღება არ არის ნებადართული.

ჭარბი დოზირება:

ჰიპერვიტამინოზის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ექიმთან კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ეპილეფსიის სამკურნალო საშუალებები, რიფამპიცინი ამცირებენ ვიტამინის რეზორბციას. თიაზიდური დიურეზული საშუალებები ზრდიან ჰიპერკალციემის განვითარების რისკს. საგულე გლიკოზიდებთან კომბინაცია ზრდის მათ ტოქსიკურ ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 5-150C ტემპერატურაზე, ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

 

 

დულოქსეტინი AAA-ფარმა 30მგ#28კ

40.85 ლარი
38.40 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ვორვაგ ფარმა

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

აქვა მარისი – AQVA MARIS – АКВА МАРИС

საერთაშორისო დასახელება:

Sea-water

მწარმოებელი: JADRAN, ხორვატია

მოქმედი ნივთიერება: ზღვის წყალი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

გამოშვების ფორმა:

ნაზალური სპრეი დოზირებული: ფლაკონში 30 მლ

1 ფლ.

ადრიატიკის ზღვის წყალი ნატურალური მარილებით და მიკროელემენტები …..   9 მლ

მათ შორის:

Na+ …………………… 2500 მგ/ლ

Ca2+ .…………………   80 მგ/ლ

Mg2+ ………………….  35 მგ/ლ

CL ……………          5500 მგ/ლ

SO4 …………………….. 600 მგ/ლ

HCO3 …………………….. 30 მგ/ლ

ნაზალური წვეთები ბავშვებისათვის: ფლაკონში 10 მლ

1 ფლ.

ადრიატიკის ზღვის წყალი ნატურალური მარილებით და მიკროელემენტებით ……  3 მლ

მათ შორის:

Na+ ……………     2500 მგ/ლ

Ca2+ …………….      80 მგ/ლ

Mg2+ …………..       350 მგ/ლ

CL   …………..       5500 მგ/ლ

SO4 …………………. 600 მგ/ლ

HCO3 ……….           30 მგ/ლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. სტერილიზებული და იზოტონურ მდგომარეობამდე მიყვანილი ზღვის წყალი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვან გარსში.

პრეპარატის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ცხვირის ლორწოვნი გარსის რეზისტენტობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ. პრეპარატი უზრუნველყოფს ქუჩის და ოთახის მტვრის, ალერგენების და ჰაპტენების ჩამორეცხვას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, რის შედეგადაც მცირდება ანთებითი პროცესი ადგილობრივად.

ჩვენებები:

  • ცხვირის ტუალეტი და ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება;
  • ადენოიდიტები ბავშვებში;
  • ცხვრის ღრუს და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
  • პოსტოსპერაციული პერიოდი ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
  • ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები ბავშვებსა და მოზრდილებში (განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წამლების მიმართ);
  • ცხვირის ღრუს ინფექციების პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში;
  • მუდმივი მავნე ზემოქმედებისგან ზედა სასუნთქი გზების დაცვა (თამბაქოს მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, მტრიან საამქროებში მომუშავეები);
  • ცხვირის ღრუს ლორწოვანის მახასიათებლების შენარჩუნება.

მიღების წესები და დოზირება:

პაციენტის ასაკი

გამოყენება სამკურნალო მიზნით

გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით

მოზრდილები 16 წლიდან

2-3 შესხურება 4-8-ჯერ დღე-ღამეში

2-3 შესხურება 3-6-ჯერ დღე-ღამეში

ბავშვები და მოზარდები 7-დან 16 წლამდე

2 შესხურება 4-6-ჯერ დღე-ღამეში

2 შესხურება 2-4-ჯერ დღე-ღამეში

ბავშვები 1-დან 7 წლამდე

2 შესხურება 4-ჯერ დღე-ღამეში

1-2 შესხურება 1-3-ჯერ დღე-ღამეში

ნაზალური წვეთები ბავშვებისთვის გამოიყენება 1 წლის ასაკიდან.

სამკურნალო მიზნით: 2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-ჯერ დღე-ღამეში.

პროფილაქტიკისთვის: 1-2 წვეთი ნესტოში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას. განმეორებითი კურსი რეკომენდებულია 1 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს და კონსერვანტებს. შესაძლებელია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად რინიტების მკურნალობის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

ფლაკონის შიგთავსი სტერილურია, მისი გახსნის შემთხვევაში გამოყენება შესაძლებელია 45 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

დულოკი 60მგ #28კაფს

დულოკი 

 

1. რა არის დულოკი და რისთვის გამოიყენება

დულოკი 30მგ წარმოადგენილია მუქი ლურჯი და თეთრი ფერის, მყარი ჟელატინის, კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს თეთრ/მოთეთრო ფერის მიკროგრანულებს. დულოკი 30მგ გამოდის 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით.

დულოკი 60მგ წარმოადგენილია მუქი ლურჯი და ღია მწვანე ფერის, მყარი ჟელატინის, კაფსულების სახით, რომელიც შეიცავს თეთრ/მოთეთრო ფერის მიკროგრანულებს. დულოკი 60მგ  გამოდის 28 კაფსულის შემცველი შეფუთვით.              

დულოკი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

• დეპრესია 

• დიაბეტური ნეიროპათია (უხშირესად წარმოადგენს წვის, გამჭოლი ტკივილის, ჩხვლეტის, ტყვიის გავლის, ყრუ ტკივილის ან ელექტროშოკის შეგრძნებებს. შესაძლოა ასევე აღინიშნებოდეს მგრძნობელობის დაქვეითება დაზიანებულ ადგილზე ან მომატებული მგრძნობელობა შეხების, სითბოს, სიცივის ან ზეწოლის მიმართ, რომელიც იწვევს ტკივილს.

• გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (შფოთვის და ნერვიულობის მუდმივი განცდა)

• ფიბრომიალგია (ტკივილის სინდრომი, რომელსაც ხასითდება ქრონიკული ჩონჩხკუთოვანი ტკივლით, ზოგადი სისუსტით და ტკივილით სხეულზე ზეწოლისას).

• ქრონიკული ჩონჩხკუნთოვანი ტკივილი (ძვლების, სახსრების, კუნთების ტკივილის მუდმივი შეგრძნება, ტკივილი და/ან დაჭიმულობა, რომელიც გრძელდება ხანგრძლივად და აქვს განმეორებითი ხასიათი).

• შარდის სტრესული შეუკავებლობა (შარდის მცირე რაოდენობით გამოყოფა ხველის, სიცილის, დაცემინების, ვარჯიშისა და ყველა სხვა მოძრაობის დროს, როდესაც იზრდება ინტრააბდომინური წნევა, რაც შარდის ბუშტში წნევის გაზრდას იწვევს)

2. რა უნდა იცოდეთ დულოკის მიღების დაწყებამდე

დულოკის გამოწერა შეუძლია მხოლოდ ექიმს.

 

არ გამოიყენოთ დულოკი შემდეგი მდგომარეობების დროს:

• ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა დულოქსეტინის ან დულოკის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (იხილეთ ექსციპიენტების ჩამონათვალი).

• ღვიძლის დაავადებები.

• თირკმლის მძიმე დაავადება.

• ღებულობთ ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში მიღებული გაქვთ მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორის  სახელით ცნობილი სხვა პრეპარატები (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება~).

• ღებულობთ ფლუვოქსამინს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), ციპროფლოქსაცინს ან ენოქსაცინს (გამოიყენება ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ).

• ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება~).

სიფრთხილით გამოიყენეთ დულოკი შემდეგი მდგომარეობების დროს:

 

ქვემოთ ჩამოთვლილია დულოკის წინააღმდეგჩვენების შესაძლო მიზეზები; აცნობეთ ექიმს შემდეგი მდგომარეობების არსებობის შემთხვევაში:

• დეპრესიის სამკურნალო სხვა მედიკამენტების მიღება (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება~).

• მცენარე კრაზანას ნაყენს მიღება (Hყპერიცუმ პერფორატუმ).

• თირკმლის დაავადებები.

• კრუნჩხვები.

• მანია.

• ბიპოლარული აშლილობა (მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობა).

• თვალის დაავადებები, როგორიცაა გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება).

• სისხლდენისადმი მიდრეკილება (სისხლჩაქცევების განვითარების ტენდენცია).

• სისხლში ნატრიუმის დაბალი დონის რისკის არსებობა (მაგ.: თუ იყენებთ შარდმდენებს და განსაკუთრებით, თუ ხართ ხანდაზმული).

• ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა პრეპარატებს (იხ. `სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება~).

დულოკმა შესაძლოა მოუსვენრობა ან ერთ ადგილას ჯდომისა და დგომის შეუძლებლობა გამოიწვიოს; აღნიშნული მდგომარეობის შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს.

სუიციდური აზრები და დეპრესიის ან შფოთვითი აშლილობის სიმპტომების გაუარესება: თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, ზოგჯერ შესაძლოა გქონდეთ სუიციდის მცდელობის ან თვითდაზიანების აკვიატებული აზრები. ანტიდეპრესანტის ეფექტის გამოვლენისთვის ორი კვირა და ზოგჯერ მეტი დროც არის საჭირო, ამიტომ ზოგჯერ ასეთი ფიქრების მატება აღინიშნება ახალი ანტიდეპრესანტით მკურნალობის დაწყების ადრეულ ეტაპზე. 

აღნიშნული აზრების გაძლიერება, შესაძლოა გამოიწვიოს შემდეგმა გარემოებებმა:

• თუ მანამდეც აღგენიშნებოდათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები.

• თუ ხართ ახალგაზრდა. კლინიკური კვლევების მონაცემებზე დაყრდნობით, მკურნალობის საწყის ეტაპზე სუიციდის რისკი მატულობს ფსიქიატრიული აშლილობების მქონე 25 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ანტიდეპრესანტებით.

 

თუ  აღგენიშნებათ სუიციდური აზრები, სუიციდის ან თვითდაზიანების მცდელობები, გთხოვთ, დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს ან წახვიდეთ საავადმყოფოში.

 

ბავშვები და 18 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდები:

ზოგადად, დულოკის გამოყენება შესაძლებელია 7-17 წლის ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.  დამატებით საჭიროა იცოდეთ, რომ ამ ტიპის მედიკამენტების (ანტიდეპრესანტების) გამოყენებისას, 18 წელზე ნაკლები ასაკის პაციენტებში, გვერდითი მოვლენების რისკი, როგორიცაა სუიციდის მცდელობა, სუიციდური აზრები და მტრული დამოკიდებულება, (ძირითადად აგრესია, წინააღმდეგობრივი საქციელი და მრისხანება) მატულობს. თუმცა თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ 18 წლამდე ასაკის პაციენტისთვის სასიკეთოა დულოკის მიღება, მას შეუძლია ამ პრეპარატის გამოწერა. თუ გამოვლინდა ან გაუარესდა ზემოთ აღნიშნული გვერდითი მოვლენები 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს..

 

დულოკის საკვებთან და ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად გამოყენება:

დულოკის გამოყენება შესაძლოა საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დულოკით მკურნალობის პერიოდში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა ალკოჰოლურ სასმელებთან მიმართებაში.

 

ორსულობა:

დულოკი უნდა მიიღოთ ექიმის გადაწყვეტილებით – მასთან წამლის პოტენციური სარგებლისა და თქვენს ბავშვზე შესაძლო რისკების განხილვის შემდეგ.

 

ორსულობის რისკის FDA კატეგორია – C. 

 

თუ მკურნალობის პერიოდში დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.  

 

ლაქტაცია:

აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ მეძუძური დედა ხართ. დულოკის მიღების დროს ბავშვის ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული.

 

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა:

დულოკმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა და თავბრუხვევა. თავი შეიკავეთ ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვისგან, ვიდრე გაარკვევდეთ დულოკის გავლენას თქვენზე.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დულოკის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:

დულოკი შეიცავს საქაროზას. თავი შეიკავეთ ამ პრეპარატის მიღებისგან, თუ თქვენ გაფრთხილებული ხართ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა.

 

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება:

დულოკის აქტიური ინგრედიენტი – დულოქსეტინი – შედის სხვა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შემადგენლობაშიც, როგორებიცაა დიაბეტური ნეიროპათიული ტკივილი, ფიბრომიალგია, ძვლების, სახსრების და კუნთების ქრონიკული ტკივილი, დეპრესია, შფოთვა და შარდის შეუკავებლობა.

დაუშვებელია დულოკის გამოყენება ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც ასევე შეიცავენ დულოქსეტინს.  გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან, ხომ არ ღებულობთ დულოქსეტინის შემცველ სხვა მედიკამენტს. 

თქვენმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა დულოკის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება. 

აცნობეთ ექიმს, თუ ღებულობთ შემდეგ პრეპარატებს:

• მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორები: თქვენ არ უნდა მიიღოთ დულოკი, თუ ღებულობთ ან უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ღებულობდით სხვა ანტიდეპრესსანტს -მაო-ს ინჰიბიტორებს. მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებამ სხვა მედიკამენტებთან ერთად, დულოკის ჩათვლით, შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენები. უნდა მოიცადოთ, სულ მცირე, 14 დღე მაო-ს ინჰიბიტორების მიღების შეწყვეტიდან, სანამ დაიწყებთ დულოკის მიღებას. ასევე, თავი უნდა შეიკავოთ დულოკის მიღების შეწყვეტიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე გამოიყენებთ მაო-ს ინჰიბიტორებს.

• მედიკამენტები, რომელიც იწვევს ძილიანობას:  ბენზოდიაზეპინები, ძლიერი ტკვილ-გამაყუჩებლები, ანტიფსიქოზური მედიკამენტები, ფენობარბიტალი და ანტიჰისტამინური საშუალებები.

• პრეპარატები, რომელიც იწვევს სეროტონინის დონის მატებას: ტრიპტანები, ტრამადოლი, ტრიფტოფანი, შშღI-ები (როგორიცაა, პაროქსეტინი და ფლუოქსეტინი), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (როგორიცაა, კლომიპრამინი და ამიტრიპტილინი), პეთიდინი, მცენარე კრაზანას ნაყენი და ვენლაფაქსინი. ეს პრეპარატები ზრდის გვერდითი მოვლენების განვითარების რისკს; თუ თქვენ გაგიჩნდათ რაიმე უჩვეულო სიმპტომი ამ მედიკამენტებთან ერთად დულოკის გამოყენებისას, მიმართეთ თქვენს ექიმს.

• ორალური ანტიკოაგულანტები ან თრომბოლიზური საშუალებები: მედიკამენტები, რომელიც ათხელებს სისხლს ან ხელს უშლის სისხლის შედედებას. ამ მედიკამენტებმა შესაძლოა სისხლდენის რისკი გაზარდოს.

3. როგორ გამოიყენება დულოკი 

ყოველთვის გამოიყენეთ დულოკი თქვენი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. თუ რაიმე საკითხში არ ხართ დარწმუნებული, ყოველთვის გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან.

რეკომენდაციები პრეპარატის ადეკვატური გამოყენებისა და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

 

დეპრესია – რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში: 

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60 მგ დღეღამეში: ან 60 მგ-ის ერთჯერადი მიღებით, ან 30მგ-ის ორჯერადი მიღებით;

მაქსიმალური დოზა: 120 მგ დღეღამეში.

 

ფიბრომიალგია – რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ ერთი კვირის განმავლობაში;

შემანარჩუნებლი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ.

 

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა – რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 60მგ დღეში ერთხელ ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60მგ ან 120მგ  დღეში ერთხელ;

მაქსიმალური დოზა: 120მგ დღეში ერთხელ.

 

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა – რეკომენდებული პედიატრიული დოზირება 

7-17 წლის ასაკი:

საწყისი დოზა: 30მგ დღეში ერთხელ 2 კვირა, შემდეგ შესაძლებელია დოზია გაზრდა დღეში 60მგ-მდე;

შემანარჩუნებლი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ;

მაქსიმალური დოზა: 120მგ დღეში ერთხელ.

 

ქრონიკული ტკივილი და დიაბეტური ნეიროპათია – რეკომენდებული დოზირება მოზრდილებში:

საწყისი დოზა: 30მგ ან 60მგ დღეში ერთხელ;

შემანარჩუნებლი დოზა: 60მგ დღეში ერთხელ.

 

დულოკი გამოიყენება ორალური მიღების გზით. მიიღეთ დულოკის კაფსულა წყლის გარკვეულ რაოდენობასთან ერთად.

ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დულოკის მიღება.

თქვენი დაავადების სათანადო მკურნალობა მნიშვნელოვანია თქვენი გამოჯანმრთელებისათვის. მკურნალობის გარეშე თქვენი დაავადება თავისით არ გაივლის, უფრო დამძიმდება და გაცილებით ძნელი სამკურნალო გახდება.

თუ ფიქრობთ, რომ დულოკის ეფექტი ძალიან სუსტი ან ძალიან ძლიერია აცნობეთ თქვენს ექიმს.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში:

ჩვეულებრივ, 7 წლამდე ასაკის ბავშვებში დულოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

 

გამოყენება ხანდაზმულ პაციენტებში:

65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

 

სპეციალური მდგომარეობები:

დულოკის გამოყენება არ არის რეკომენდებული მქონე დიალიზზე მყოფ ან თირკმლის მძიმე დისფუნქციის მქონე (კრეატინინის კლირენსი

 

არ გამოიყენოთ დულოკი ღვიძლის ნებისმიერი სიმძიმის უკმარისობის დროს.

 

თუ გამოიყენეთ დულოკის თქვენთვის დასაშვებ დოზაზე მეტი: დაუკავშირდით ექიმს თუ მიიღეთ დულოკის დასაშვებ დოზაზე მეტი.

 

თუ დაგავიწყდათ დულოკის გამოყენება: არ გააორმაგოთ დოზა, გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

თუ დაგავიწყდათ დულოკის დალევა, გახსენებისთანავე მიიღეთ პრეპარატი. თუ ამ დროს უკვე წამლის მეორედ მიღების დროა, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და მიიღეთ პრეპარატი ერთჯერადად, ჩვეულებრივ დროს. არ გამოიყენოთ დულოკი თქვენი ექიმის მიერ გამოწერილ  დღიურ დოზაზე მეტი რაოდენობით.

დულოკის მიღების შეწყვეტა:

ექიმთან რეკომენდაციის გარეშე არ შეწყვიტოთ დულოკით მკურნალობა იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავს უკეთ გრძნობთ. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ დულოკით მკურნალობა აღარ გჭირდებათ, ის 2 კვირის მანძილზე, დოზის თანდათანობითი შემცირების გზით, მოგიხსნით ამ პრეპარატს. ზოგიერთ პაციენტში, რომლებმაც უეცრად შეწყვიტეს დულოკის მიღება, გამოვლინდა შემდეგი სიმპტომები: თავბრუხვევა, ქინძისთავის ან ნემსის ჩხვლეტის შეგრძნება ან დენის დარტყმის შეგრძნება, ძილის დარღვევები (ნათელი სიზმრები, ღამის კოშმარები, ძილის შეუძლებლობა), დაღლილობა, ძილიანობა, მოუსვენრობის და აჟიტაციის შეგრძნება, შფოთვა, გულისრევა ან ღებინება, კანკალი, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, გაღიზიანებადობა, დიარეა, ჭარბი ოფლიანობა ან თავბრუხვევა. ეს სიმპტომები, როგორც წესი, არ არის სერიოზული ხასიათის და რამდენიმე დღეში გაივლის.

 

4. რა არის შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა წამლების მსგავსად, დულოკის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. 

შეწყვიტეთ დულოკის მიღება, მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ გამოგივლინდათ ქვევით ჩამოთვლილი  ნებისმიერი გვერდითი მოვლენა:

– იშვიათი გვერდითი მოვლენები (გამოვლინდა 1000-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში)

• სერიოზული ალერგიული რეაქციები, რომელიც იწვევს სუნთქვის გაძნელებასა და თავბრუხვევას, რასაც ახლავს ენისა და ტუჩების შეშუპება.

• ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რომელმაც შესაძლოა დაღლილობა და წონაში მატება გამოიწვიოს.

• დეჰიდრატაცია, სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითება (განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში), რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები:  თავბრუხვევა, სისუსტე, გაბრუება, ძილიანობა ან დაღლილობა, ან შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (უფრო სერიოზული სიმპტომებია: გულისწასვლა, გულყრები ან დაცემები); ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი რაოდენობით გამოყოფის სინდრომი.

• სუიციდური ქცევა, მანია (ზედმეტი აქტივობა, მოჭარბებული ფიქრები და ძილის მოთხოვნილების დაქვეითება), ჰალუცინაციები, აგრესია და სიბრაზე.

• სეროტონინული სინდრომი (იშვიათი რეაქცია, რომელსაც ახლავს ბედნიერების უსაზღვრო განცდის შეგრძნება, ძილიანობა, უტაქტობა, მოუსვენრობა, სიმთვრალის შეგრძნება, ცხელება, ოფლიანობა და კუნთების რიგიდობა),  გულყრები.

• გლაუკომა (თვალშიდა წნევის მატება).

• პირის ღრუს ანთებითი პროცესი, განავალში ალისფერი სისხლის შერევა, სუნთქვის გაუარესება.

• ღვიძლის უკმარისობა, სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება).

• სტივენ-ჯონსონის სინდრომი (სერიოზული დაავადება, რომელიც მიმდინარეობს კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და გენიტალიებზე ბუშტუკების წარმოქმნით), ანგიოედემა (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელსაც ახლავს სახისა და ყელის შეშუპება).

• საღეჭი კუნთების კონტრაქტურა.

• შარდის უჩვეულო სუნი.

• მენოპაუზის სიმპტომები, ქალებსა და მამაკაცებში პათოლოგიური ლაქტაცია.

თუ თქვენ აღგენიშნებათ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მოვლენა, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია დულოკის მიმართ. შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია დაგჭირდეთ. 

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.

 

მიმართეთ ექიმს ან წადით საავადმყოფოში, თუ გამოგივლინდათ ნებისმიერი, ქვევით ჩამოთვლილი, გვერდითი მოვლენა:

– არახშირი (გამოვლინდა 100-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

• ხმის ჩახლეჩვით მიმდინარე ყელის ანთებითი პროცესი

• სუიციდური აზრები, ძილის გაძნელება, კბილების კრაჭუნი და მოჭერა, დეზორიენტაციის შეგრძნება, მოტივაციის ნაკლებობა.

• უეცარი, უნებლიე ბიძგები, კუნთების ცახცახი (თრთოლვა), მოუსვენრობის შეგრძნება ან უმოძრაოდ ჯდომისა და დგომის შეუძლებლობა, ნერვიულობა, კონცენტრაციის გაძნელება, გემოს ცვლილებები, მოძრაობის კონტროლის გაძნელება, მაგ.: კოორდინაციის ნაკლებობა, კუნთების უნებლიე მოძრაობები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ძილის ხარისხის გაუარესება.

• გუგების გაფართოვება, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები.

• თავბრუხვევის შეგრძნება (ვერტიგო), ყურის ტკივილი.

• სწრაფი და/ან არათანაბარი გულისცემა.

• გულის წასვლა, თავბრუხვევა, გაბრუება ან წამოდგომისას გულის წასვლა, ხელის და ფეხის თითების გაციება.

• ყელზე მოჭერის შეგრძნება და ცხვირიდან სისხლდენა.

• სისხლიანი ღებინება ან განავლის შავად შეფერვა, გასტროენტერიტი, ღებინება.

• ღვიძლის ანთება, რომელმაც შესაძლოა კანისა და თვალის სკლერების გაყვითლება გამოიწვიოს.

• ღამით ოფლიანობა, ურტიკარია, ცივი ოფლი, მზის სინათლისადმი მგრძნობელობის მომატება, სისხლჩაქცევებისადმი მიდრეკილების მატება.

• კუნთების შებოჭილობა, კუნთების ცახცახი.

• შარდვის გაძნელება ან შეუძლებლობა, შარდვის დაწყების გაძნელება, ღამით შარდვის მოთხოვნილების მატება, ნორმაზე მეტი შარდის გამოყოფა, შარდის ნაკადის დაქვეითება.

• ანომალური ვაგინალური სისხლდენა, პათოლოგიური მენსტრუაცია, მათ შორის ჭარბი, მტკივნეული, არარეგულარული ან გახანგრძლივებული მენსტრუაცია, უჩვეულოდ მცირე მენსტრუაცია და ციკლის გამოტოვება.

• გულმკერდის ტკივილი, დაცემები (განსაკუთრებით ხანდაზმულებში), შემცივნება, წყურვილი, კანკალი, სიცხის შეგრძნება (წამოხურება), სიარულის მანერის დარღვევა.

• წონის მატება.

• დულოკმა შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი ეფექტები, რომელსაც შესაძლოა თქვენ ვერ მიხვდეთ, როგორიცაა ღვიძლის ფერმენტების ან სისხლში კალიუმის დონის მატება, კრეატინინის, შაქრის და ქოლესტერინის დონის მატება.

ყველა ეს სერიოზული გვერდითი მოვლენაა. თქვენ შესაძლოა გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა დაგჭირდეთ.

თუ თქვენ შენიშნავთ შემდეგ გვერდით მოვლენებს, აცნობეთ თქვენს ექიმს:

ეს გვერდითი ეფექტები მსუბუქი/საშუალო სიმძიმისაა და მკურნალობის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ქრება.

– ძალიან ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე მეტ პაციენტში):

• თავის ტკივილი, ძილიანობა.

• გულისრევა, პირის სიმშრალე.

– ხშირი (გამოვლინდა 10-დან ერთზე ნაკლებ პაციენტში):

• მადის დაქვეითება

• ძილის პრობლემები, აჟიტირების შეგრძნება, ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, ანორგაზმია, უჩვეულო სიზმრები.

• მხედველობის დაბინდვა.

• ტინიტუსი (ყურებში შუილი).

• გულმკერდში გულის შეკუმშვების შეგრძნება.

• არტერიული წნევის მატება, წამოწითლება.

• მთქნარების მატება.

• შეკრულობა, დიარეა, მუცლის ტკივილი, ღებინება, გულძმარვა ან საკვების მოუნელებლობა, ფლატულენცია.

• ჭარბი ოფლიანობა, ქავილით მიმდინარე გამონაყარი.

• კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი.

• მტკივნეული შარდვა.

• ერექციის პრობლემები, ნაადრევი ეაკულაცია.

• დაღლილობა.

• წონაში დაკლება.

 

ესენი დულოკის მსუბუქი გვერდითი მოვლენებია.

 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

თუ შენიშნავთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც ამ გამოყენების ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

5. როგორ ინახება დულოკი

შეინახეთ დულოკი თავის ორიგინალურ შეფუთვაში და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეინახეთ მშრალ, ოთახის, 25°C-ზე დაბალ, ტემპერატურაზე.

პრეპარატი გამოიყენეთ მითითებული გამოყენების ვადის შესაბამისად: არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. 

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.

აფორი ულტრა – AFORY ultra – АФОРИ ультра

ბიოლოგიური დანამატები

შემადგენლობა:

500 მგ აცეტილ L-კარნიტინი, 75 მგ ვიტამინი C, 100 მგ არგინინი, 10 მგ ვიტამინი E, 20 მგ კოენზიმ Q10, 5მგ ვიტამინი B1, 20 მგ ლიკოპენი, 10 მგ ვიტამინი B12, 50 მგ ჟენშენი, 5მგ თუთია, 10 მგ მაკა, 50 მკგ სელენი, 400 მკგ ფოლის მჟავა.

ჩვენებები:

გონებრივი და ფიზიკური გადაღლა; ყურადღების კონცენტრაციის, მეხსიერების და საერთო აქტივობის დაქვეითება;
გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზი;
ჰეპატიტები, ჰეპატოზები;
იმუნიტეტის დაქვეითება;
ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
კლიმაქტერული პერიოდი;
ქირურგიული ოპერაციების შემდგომი პერიოდი;
მამაკაცის უნაყოფობა. უცნობი ეტიოლოგიის უშვილობა ქალებში, ოვულაციის დარღვევები;
სექსუალური დისფუნქციები, ლიბიდოს დაქვეითება როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში;

დოზირება და მიღების წესი:

1-2 ტაბლეტი დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა –1თვე.

გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენელი რომელიმე კომპონენტის მიმართ. ორსულობა და ლაქტაცია.

გარეგნული სახე და შეფუთვა:
30 ტაბლეტი შეფუთვაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი:
რივერ ფარმა

მწარმოებელი ქვეყანა:
იტალია

Don`t copy text!