Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 736

ერბინოლი 1% 20მლ აეროზოლი

ერბინოლი 1% 20მლ აეროზოლი

 

შემადგენლობა

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტერბინაფინის ჰიდროქლორიდი 10.08 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 300, ეთანოლი 96%-იანი, გასუფთავებული წყალი.


ფარმაკოდინამიკა
ტერბინაფინი წარმოადგენს ალილამინს და გააჩნია ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია სოკოს უჯრედის მემბრანაში სტერინების ბიოსინთეზის ადრეული ეტაპის სპეციფიკურ დათრგუნვასთან. ეს იწვევს ერგოსტერინის დეფიციტს და სკვალენის უჯრედშიდა დაგროვებას, რაც განაპირობებს სოკოს უჯრედის სიკვდილს. ტერბინაფინის მოქმედება ხორციელდება სოკოების უჯრედების მემბრანებში სკვალენეპოქსიდაზას ინჰიბირების გზით. ეს ფერმენტი არ მიეკუთვნება ციტოქრომ P450 სისტემას, ამიტომ ერბინოლი გავლენას არ ახდენს ჰორმონების ან სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე.
ტერბინაფინი მოქმედებს დერმატოფიტებზე, საფუარას მსგავს და ობის სოკოებზე, და ზოგიერთ დიმორფულ სოკოებზე. დაბალ კონცენტრაციებში ავლენს ფუნგიციდურ აქტივობას დერმატოფიტებთან (Trychophyton rubrum, Trychophyton mentagrophytes, Trychophyton verrucosum, Trychophyton violaceum, Trychophyton tonsurans, Microsporum canis, Epidermophyton floccosum), ობის სოკოებთან (Aspergillus, Cladosporium, Scopulariopsis brevicaulis) დამოკიდებულებაში. სოკოს სახეობის მიხედვით მოქმედება Candida-ს გვარის საფუარას სოკოებზე (ძირითადად Candida albicans) შეიძლება იყოს ფუნგიციდური ან ფუნგისტატური. ადგილობრივი გამოყენებისას, ტერბინაფინი აქტიურია აგრეთვე ქატოსებრი (ნაირფერი) ლიქენის გამომწვევის – Pityrosporum orbiculare (Malassezia furfur) მიმართ.


გარეგანი გამოყენებისას ტერბინაფინი სწრაფად აღწევს კანის დერმალურ შრეში და გროვდება რქოვანას შრეში, ფრჩხილებსა და თმებში, აბსორბცია – 5%-ზე ნაკლები, ახასიათებს უმნიშვნელო სისტემური მოქმედება.
გარეგანი გამოყენებისას არ არის გამორიცხული სამკურნალო საშუალების მოხვედრა დედის რძეში.


– კანის სოკოვანი ინფექციები: ტერფის მიკოზები, საზარდულის ეპიდერმოფიტია (tinea cruris), დერმატოფიტებით Trichophyton sp., მ.შ., Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Trichophyton verrucosum, Trichophyton violaceum, Microsporum canis და Epidermophyton floccosum გამოწვეული სხეულის გლუვი კანის სოკოვანი დაზიანებები (tinea corporis), 
– ნაირფერი ლიქენი, გამოწვეული Malasseziafurfur-ის მიერ.

მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.
პრეპარატის დატანამდე აუცილებელია დაზიანებული მონაკვეთის გულმოდგინედ გასუფთავება და გაშრობა.
პრეპარატს აფრქვევენ დაზიანებულ კანზე და მოსაზღვრე ნაწილებზე იმ რაოდენობით, რომელიც საკმარისია მათი დატენიანებისთვის, და ოდნავ შეიზელენ.
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 1 ან 2-ჯერ დღე-ღამეში ჩვენების მიხედვით. ჩატარებული მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ჩვენების და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. ტერფის, ტანის, კოჭების დერმატომიკოზების დროს: დღე-ღამეში 1-ჯერ, გამოყენების ხანგრძლივობა – 1 კვირა. ნაირფერი ლიქენის დროს: დღე-ღამეში 2-ჯერ, გამოყენების საშუალო ხანგრძლივობა – 1 კვირა.
დაავადების კლინიკური გამოვლინებების გამოხატულობის შემცირება ჩვეულებრივ აღინიშნება მკურნალობის პირველ დღეებში. არარეგულარული მკურნალობის ან მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტისას არსებობს ინფექციის რეციდივის რისკი. თუ მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ არ აღინიშნება გაუმჯობესების ნიშნები, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება. 
გამოყენება პედიატრიაში:
პრეპარატის ბავშვებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია, ამიტომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული.


სიწითლე დატანის ადგილზე, წვის ან ქავილის შეგრძნება, თუმცა ეს გამოვლინებები იშვიათად საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, რომელთა განვითარებაც საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.


მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.


გამომდინარე იქიდან, რომ ორსულობის პერიოდში მონაცემები ტერბინაფინის გამოყენების უსაფრთხოების შესახებ არ არის, პრეპარატის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი დადებითი ეფექტი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისთვის. მკურნალობის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.


ხანდაზმული ასაკის პირებისთვის ერბინოლის დოზირების რეჟიმის შეცვლა საჭირო არ არის.
უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას თვალის, ცხვირის, პირის ლორწოვანზე. სპრეის თვალში მოხვედრისას აუცილებლია დიდი რაოდენობა წყლით გამორეცხვა, და მდგრადი გაღიზიანების შემთხვევაში, საჭიროა ექიმთან მიმართვა.
ერბინოლი სპრეის ფორმით სიფრთხილით დაიტანება კანის დაზიანებულ უბნებზე, რადგან სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება.
ერბინოლით მკურნალობისას საჭიროა ჰიგიენის ზოგადი წესების დაცვა განმეორებითი ინფიცირების (თეთრეულის, ფეხსაცმლის გზით) თავიდან აცილების მიზნით.
ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.


პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.


სპრეის ფორმით ტერბინაფინის სამკურნალწამლო ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.


ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.


გაიცემა რეცეპტის გარეშე (ჯგუფი III).

ამპისიდი (სუსპენზია) – AMPISID – АМПИСИД

საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILLIN

მწარმოებელი: მსტაფა ნევზატ ილაჩ სანაი, იენიბოსნა სტამბული; თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი (ამპიცილინი+სულბაქტამი)

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთზური პენიცილინი + ß-ლაქტამაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 მლ სუსპენზია შეიცავს 0,25გ სულტამიცილინს და დამხმარე ნივთიერების სახით -შაქარს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სულტამიცილინი წარმოადგენს ამპიცილინისა და სულბაქტამის ეთეროვან ნაერთს, შეკავშირებულს მეთილენის ჯგუფის საშუალებით.

ამპიცილინი, 6-ამინოპენიცილინის მჟავის წარმოებული, არის ბაქტერიციდული ეფექტის მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) აერობებზე და ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას ახორციელებს უჯრედოვანი მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ამპიცილინი არ არის მდგრადი ß-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება,რაც განაპირობებს უეფექტო მკურნალობას.

სულბაქტამი არის პენიცილინის ბირთვის წარმოებული; შეუქცევადად აინჰიბირებს ß-ლაქტამაზას, რომელიც წარმოადგენს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის საფუძველს ცეფალოსპორინების და პენიცილინების მიმართ. ß-ლაქტამაზების ინჰიბირებით, რომლებსაც  გამოყოფენ ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, სულბაქტამი ავლენს სინერგიულ მოქმედებას. სულტამიცილინი in vitro მოქმედებს ß-ლაქტამაზას მაპროდუცირებელ და არამაპროდუცირებელ გრამდადებით Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus pyogenes. და გრამუარყოფით  Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Esherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morganii. მიკრობებზე, აგრეთვე ანაერობულ მიკროორგანიზმებზე: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები (B.fragilis ჩათვლით ).

ამპიცილინი უკავშირდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი-38%-ით. მიღების შემდეგ სულტამიცილინი ჰიდროლიზდება 1/1-ზე ამპიცილინისა და სულბაქტამის სახით. საკვების მიღება არ მოქმედებს ბიოშეთვისებაზე, რომელიც შეადგენს ინტრავენური ბიოშეთვისების 80%-ს. სულტამიცილინის მიღების შემდეგ მისი კონცენტრაცია სისხლში 2-ჯერ მეტია ვიდრე ამპიცილინისა (იმავე დოზით). ნახევრად დაშლის პერიოდი ამპიცილინისა და სულბაქტამის შესაბამისად შეადგენს 0,75 და 1 სთ. 50-75% გამოიყოფა შარდით. ავადმყოფებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით და მოხუცებში ეს პერიოდი ხანგრძლივდება. სულტამიცილინი მაღალ კონცენტრაციას აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებში და სითხეებში; ინტრავენური შეყვანის შემდეგ აღმოჩნდება თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (თავის ტვინის გარსების ანთების დროს).

ჩვენებები:

გამოიყენება სულტამიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.

  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.
  • სასუნთქი გზების ინფექციები.
  • ინტრააბდომინალური ინფექციები.
  • გინეკოლოგიური ინფექციები.
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები.
  • ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და გონოკოკური ინფექციის დროს, წინასაოპერაციო პროფილაქტიკისათვის, ასევე სეფსისის რისკის შემცირების მიზნით აბორტების და საკეისრო კვეთის შემდეგ.

მიღების წესი:

მოზრდილთათვის: დღიური დოზა 0,375გ-0,750გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ. დოზა ირჩევა პროცესის სიმძიმის მიხედვით.

ბავშვებს 30 კგ მეტი წონით ეძლევა მოზრდილის დოზა.

ბავშვებს 30 კგზე ნაკლები წონით 50მგ/კგ-ზე ორ მიღებაზე დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა 5-14 დღე.

ტემპერატურისა და კლინიკური სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება კიდევ 2 დღე.

ß-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული მწვავე რევმატიზმის და გლომერულონეფრიტის გართულების შემთხვევაში, მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

იმ შემთხვევაში თუ კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლებია, მიღებათა შორის ინტერვალი იზრდება.

წინააღმდეგჩვენება:

ამპისიდი არ გამოიყენება პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

თავისებურება:

სულტამიცილინით მკურნალობისას იშვიათად შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია. ასეთი ტიპის ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება აღინიშნოს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ მაღალი მგრძნობელობის დროს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეკრება. ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყება.

მიუხედავად პენიცილინების არატოქსიურობისა, ხანგრძლივი დანიშვნისას აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების (თირკმელები, ღვიძლი, ჰემოპოეზის სისტემა) ფუნქციების კონტროლი. სულტამიცილინს არ ახასიათებს კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები.

არ გამოიყენება მონონუკლეოზით დაავადებულებში.

გვერდითი მოვლენები:

სულტამიცილინის სუსპენზია კარგად გადაიტანება, მაგრამ ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:

..: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი.

– კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა.

– ჰემატოლიზური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება.

ეს ცვლილებები ატარებს გარდამავალ ხასიათს და სისხლის სურათი ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნისას.

სუსპენზიის მომზადება:

ფლაკონი შეანჯღრიეთ. დაუმატეთ გადადუღებული შეგრილებული წყალი და შიგთავსი შეავსეთ მინის ფლაკონში მითითებულ ნიშნულამდე. გამოყენებამდე ფლაკონი შეანჯღრიეთ.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ,(არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე) ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში (2ºC- 8ºC) 14 დღის განმავლობაში.

გამოშვების ფორმა:

ამპისიდი სუსპენზია 0,25გ/5 მლ 40 მლ №1 ფლაკონი.

გამოშვების სხვა ფორმები:

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,375გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,750გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 1.5გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,375გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 0,750გ

ამპისიდი ი/მ; ინექციისათვის 1.5გ

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,375გ №10

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,750გ №10

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

რუფერონი-რნ 150000სე #10სუპ

37.65 ლარი
35.39 ლარი

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: რუბიკონ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

სუდოკრემი 125მლ კრემი

მწარმოებელი: Forest Tosara Ltd

შემადგენლობა:

დისტილირებული წყალი, თხევადი პარაფინი, თუთიის ოქსიდი, მყარი პარაფინი, ლანოლინი (ჰიპოალერგიული), მიკროკრისტალური პარაფინი, ბენზილბენზოატი, სინთეტიკური ცვილი, ბენზილის სპირტი, ლინალილაცეტატი, პროპილენგლიკოლი, ბენზილცინამატი, ლავანდის ზეთი, ლიმონმჟავა, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, სორბიტანსეკვიოლეტი.

ფარმაკოლოგიურო მოქმედება:

სუდოკრემი –ეს არის კრემი, რომელიც გამოიყენება საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ. კრემი ბავშვის ნაზ კანს იცავს, აწყნარებს და აღადგენს. სუდოკრემის წყალმიუკარებელი ფუძე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, და იცავს კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებისგან (შარდი, განავალი), გარდა ამისა, სუდოკრემის დამარბილებელი მოქმედება ეხმარება მგრძნობიარე, ანთებად კანს ანიჭებს მას სირბილეს.

სუდოკრემი შეიძლება გამოყენებული იქნას კანის სხვა გაღიზიანების დროსაც, როცა საჭიროა დაწყნარება, დაცვა, აღმდგენი მოქმედება, იგი დამატებით ხასიათდება შემახორცებელი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

სუდოკრემი შეიცავს:

ჰიპოალერგიულ ლანოლინს, რომელიც აძლიერებს დამარბილებელ მოქმედებას;

ცინკის ოქსიდი, რომელიც ხასიათდება შემკვრელი მოქმედებით და ამცირებს ქსოვილებიდან სითხის კარგვას;

ბენზილბენზოატი და ბენზილცინამატი – შედის პერუანული ბალზამის შემადგენლობაში, რომელმაც აღიარება მოიპოვა შემახორცებელი მოქმედების გამო;

ბენზილის სპირტი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება; რომელიც ასუსტებს ლოკალიზებულ ტკივილს და გაღიზიანებას.

სუდოკრემის გამოყენება შეიძლება:

  • განაჭრელზე და ნაწოლებისას;
  • მცირე დამწვრობისას;
  • მზით დამწვრობისას.

გამოყენების წესი:

გამოიყენება საფენის ყოველი გამოცვლისას ან საჭიროებისამებრ.

ნებისმიერი ტიპის კანისთვის და ნებისმიერ ასაკში.

შენახვის პირობები;

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა: 5 წელი

ენზოფენი 1000მგ #2კაფს ვაგ

ენზოფენი

ENძOFEN

სავაჭრო დასახელება
ენზოფენი, Enzofen

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
ფენტიკონაზოლი, Fenticonazole

წამლის ფორმა
ვაგინალური კაფსულები.
აღწერილობა: რბილი ოვალური გაუმჭვირვალე ჟელატინის კაფსულები თეთრიდან ღია ყვითლამდე შეფერილობის, შეიცავს თეთრ ან თითქმის თეთრ ერთგვაროვან მასას.

შემადგენლობა
1 ვაგინალური კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ფენტიკონაზოლის ნიტრატი 600 მგ ან 1000 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: პარაფინი თხევადი მსუბუქი, პარაფინი რბილი თეთრი, სოიოს ლეციტინი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.

პრეპარატის ათქ კოდი G01AF12

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გინეკოლოგიური ანტიმიკრობული საშუალებები. ანტისეპტიკები. იმიდაზოლის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ენზოფენი – სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი მოქმედების ფართო სპექტრით, ახასიათებს მაღალი ფუნგისტატური და ფუნგიციდური აქტივობა დერმატოფიტების (Trichophyton, Microsporum, Epidermophyton – ყველა სახეობა), Candida albicans, ასევე კანის საფარის და ლორწოვანი გარსების სხვა სოკოვანი ინფექციების მიმართ. ფენტიკონაზოლი ავლენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას გრამდადებით მიკროორგანიზმებზე და ანტიპარაზიტულ მოქმედებას Trichomonas vaginalis-ის მიმართ.
სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას პრეპარატი ავლენს Candida albicans-ის მჟავა პროტეინაზის ინჰიბირების, გარსის დაზიანების და ციტოქრომოქსიდაზის და პეროქსიდაზების ბლოკირების გზით.

ფარმაკოკინეტიკა
ფენტიკონაზოლის სისტემური აბსორბცია პრაქტიკულად არ ხდება, ხანგრძლივი ვაგინალური გამოყენებისას მისი კონცენტრაცია სისხლში არ განისაზღვრება. ლორწოვანი გარსებით შეწოვის ხარისხი უმნიშვნელოა.

გამოყენების ჩვენებები
ენზოფენი 600 მგ:
_ გენიტალური კანდიდოზი.
ენზოფენი 1000 მგ:
_ გენიტალური კანდიდოზი (ვულვოვაგინიტი, კოლპიტი), მათ შორის, გრამდადებითი ფლორით გართულებული;
_ Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ინფექციები;
_ Trichomonas vaginalis-ით და Candida albicans-ით გამოწვეული შერეული ინფექციები.

გამოყენების წესი და დოზები
ინტრავაგინალური გამოყენებისთვის.
განმეორებითი ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ერთდროულად რეკომენდებულია პარტნიორის ადგილობრივი მკურნალობა სასქესო ორგანოს თავზე და ჩუჩაზე ენზოფენის კრემის დატანების გზით.
ენზოფენი 600 მგ: კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, 3 დღის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის შეყვანა.
ენზოფენი 1000 მგ: კაფსულა შეიყვანება ღრმად საშოში ძილის წინ დაწოლილ მდგომარეობაში.
თრიცჰომონას ვაგინალის-ით გამოწვეული და შერეული ინფექციების (Trichomonas vaginalis  და Candida albicans) მკურნალობა: გამოიყენება 1 კაფსულა ენზოფენი 1000 მგ. საჭიროებისას ხდება განმეორებითი გამოყენება 24 საათის შემდეგ. Candida albicans -ით გამოწვეული ინფექციების მკურნალობა: 1 კაფსულა ენზოფენი 1000 მგ გამოიყენება ერთჯერადად. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, 3 დღის შემდეგ შესაძლებელია კიდევ 1 კაფსულის შეყვანა.

წინააღმდეგჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ფენტიკონაზოლის ნიტრატის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

გვერდითი რეაქციები
ენზოფენის რეკომენდებული დოზების გამოყენებისას პრეპარატი პრაქტიკულად არ შეიწოვება, ამიტომ, სისტემური ეფექტები გამორიცხულია. ადგილობრივი გამოყენების შემდეგ შესაძლებელია განვითარდეს უმნიშვნელო დროებითი სიწითლე ან წვის შეგრძნება.
არასასურველი რეაქციების სიხშირის ქვემოთ მოყვანილი პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგი გზით:Lძალიან იშვიათად (კანის და კანქვეშა-ცხიმოვანი უჯრედისის მხრივ: ძალიან იშვიათად – ერითემა, ქავილი, გამონაყარი.
სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ძალიან იშვიათად – წვის შეგრძნება შეყვანის ადგილას.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალმა ზოგიერთმა დამხმარე ნივთიერებამ (პარაჰიდროქსიბენზოატები) შესაძლებელია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. სენსიბილიზაციის ან ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ექიმთან კონსულტაცია რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:
_ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ერთი კვირის განმავლობაში;
_ სიმპტომების გამეორებითი გამოვლენა (2 ინფექციაზე მეტი ბოლო 6 თვის განმავლობაში);
_ ანამნეზში სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი), ან თუ სგგი პარტნიორს აღენიშნება;
_ პაციენტის ასაკი 16 წლამდე ან 60 წელზე მეტი;
_ ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა იმიდაზოლის ან სხვა სოკოს საწინააღმდეგო ვაგინალური პრეპარატის მიმართ;
_ ნებისმიერი არანორმალური ან არარეგულარული ვაგინალური სისხლდენა;
_ ნებისმიერი სახის სისხლიანი გამონადენი საშოდან;
_ კანის ვულვოვაგინალური საფარის ნებისმიერი ღია დაზიანება, წყლულები ან ბულოზური დაზიანება;
_ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ან დიზურია;
_ მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი არასასურველი რეაქცია, როგორიც არის ერითემა, ქავილი ან გამონაყარი.
ვაგინალური კაფსულების გამოყენება არ უნდა მოხდეს ბარიერულ კონტრაცეპტივებთან ერთად.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ფენტიკონაზოლი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის და პოტენციურად სახიფათო საქმიანობის შესრულების უნარზე, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსული ქალების მიერ ფენტიკონაზოლის გამოყენების მონაცემები შეზღუდულია. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ტერატოგენული ეფექტები არ გამოვლენილა, ხოლო ემბრიოტოქსიკური და ფეტოტოქსიკური მოქმედება აღწერილია მხოლოდ ძალიან მაღალი დოზების შიგნით მიღების დროს. ინტრავაგინალური გამოყენებისას მოსალოდნელია ფენტიკონაზოლის დაბალი სისტემური ზემოქმედება. ორსულობის დროს ფენტიკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია ექიმის მეთვალყურეობით.
ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში ფენტიკონაზოლის შიგნით გამოყენებისას ნაჩვენებია, რომ პრეპარატი და/ან მისი მეტაბოლიტები შესაძლებელია გამოიყოფოდეს რძით. არ უნდა გამოირიცხოს რისკი ბავშვისთვის მაშინაც, როცა ენზოფენის ინტრავაგინალური გამოყენებისას ფენტიკონაზოლის და/ან მისი მეტაბოლიტების რძით გამოყოფა არ არის დადგენილი. ლაქტაციის პერიოდში ფენტიკონაზოლი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

გამოყენება პედიატრიაში
ფენტიკონაზოლის უსაფრთხოება და ეფექტურობა 16 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის დადგენილი. 16 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებული დოზები არის მოზრდილების დოზების მსგავსი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზა
სისტემურ სისხლის მიმოქცევაში აბსორბციის დაბალი ხარისხის გამო ჭარბი დოზა ნაკლებად შესაძლებელია.
ენზოფენი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის, ის არ მიიღება შიგნით. შიგნით შემთხვევითი მიღებისას შესაძლებელია მუცლის ტკივილი და ღებინება.

გამოშვების ფორმა
ენზოფენი 600 მგ
ვაგინალური კაფსულები.
2 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ენზოფენი 1000 მგ
ვაგინალური კაფსულები.
1 ან 2 კაფსულა ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°С ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა
წარმოებიდან 3 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

წარმოებულია
,,უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.”, თურქეთი
(ბაგჯილარ ილჩესი, გიუნეშლი, ევრენ მახალესი, ჯამი იოლუ ჯად. # 50 კ. 1ბ ზემინ 4-5-6, სტამბული)

“World Medicine İlaç San. ve Tic. А.Ş.”, Turkey

(Bağcılar İlçesi, Güneşli, Evren Mahallesi, Cami Yolu Cad. No:50 K. 1B Zemin 4-5-6, İstanbul).

ამპისიდი (ი/მ ინექციისათვის 0,375გ, 0,750გ, 1,5გ) – AMPISID – АМПИСИД

საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILLIN

მწარმოებელი: მსტაფა ნევზატ ილაჩ სანაი

იენიბოსნა სტამბული; თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი (ამპიცილინი+სულბაქტამი)

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთზური პენიცილინი + ß-ლაქტამაზას ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თითოეული ფლაკონი შეიცავს ამპიცილინ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 250, 500, 1000 მგ ამპიცილინს;

სულბაქტამ ნატრიუმს, რომელიც შეესაბამება 125, 250, 500 მგ სულბაქტამს.

თითოეული ამპულა გამხსნელით შეიცავს 1, 1.8 და 3.5 მლ დისტილირებულ საინექციო წყალს და 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

პრეპარატი სტერილური და აპიროგენულია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამპიცილინი, 6-ამინოპენიცილინის მჟავას წარმოებული, არის ბაქტერიციდული ეფექტის მქონე ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-) აერობებსა და ანაერობებზე; თავის ბაქტერიციდულ მოქმედებას ახორციელებს უჯრედოვანი მემბრანის მუკოპეპტიდების ბიოსინთეზის ინჰიბირებით.

ამპიცილინი არ არის მდგრადი ß-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ, ადვილად იშლება და შესაძლოა იყოს უეფექტო მკურნალობისას.

სულბაქტამი არის პენიცილინის ბირთვის წარმოებული; შეუქცევადად აინჰიბირებს ß-ლაქტამაზას, რომელიც წარმოადგენს მიკროორგანიზმების რეზისტენტობის საფუძველს ცეფალოსპორინების და პენიცილინების მიმართ.

ß-ლაქტამაზების ინჰიბირებით, რომლებსაც გამოყოფენ ამპიცილინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმები, სულბაქტამი ავლენს სინერგიულ მოქმედებას.

ამპიცილინი/სულბაქტამი in vitro მოქმედებს ß-ლაქტამაზა მაპროდუცირებელ და არამაპროდუცირებელ გრამდადებით Staphylococcus aureus, Staphylococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus pyogenes. და გრამუარყოფით  Haemophilus influenzae, Branhamella catarrhalis, Esherichia coli, Klebsiella, Proteus mirabilis, Neisseria gonorrhoeae, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Morganella morganii. მიკრობებზე, აგრეთვე ანაერობულ მიკროორგანიზმებზე: კლოსტრიდიები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და ბაქტეროიდები (B.fragilis ჩათვლით ).

ამპიცილინი/სულბაქტამი ი/ვ და ი/მ შეყვანის შემდეგ ქმნის მაღალ კონცეტრაციას სისხლის პლაზმაში. თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში შეყვანიდან 8 საათის შემდეგ პრეპარატის 75-80% შეუცვლელად გამოიყოფა შარდთან ერთად. თირკმელების ფუნქციის მოშლა მოქმედებს პრეპარატის ელიმინაციაზე. ამპიცილინი უკავშირდება სისხლის ცილებს 28%-ით, სულბაქტამი – 38%-ით.

ამპიცილინი/სულბაქტამი მაღალ კონცენტრაციას ქმნის ორგანიზმის სხვადასხვა ორგანოებსა და სითხეებში; ინტრავენურად შეყვანის შემდეგ აღმოჩენილია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (თავის ტვინის გარსების ანთების დროს).

ჩვენებები:

გამოიყენება ამპიცილინი/სულბაქტამის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს.

-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

-სასუნთქი გზების ინფექციები.

-ინტრააბდომინალური ინფექციები.

-გინეკოლოგიური ინფექციები.

-შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები.

ასევე გამოიყენება ბაქტერიული სეპტიცემიის, ძვალ-სახსროვანი სისტემისა და გონოკოკური ინფექციის დროს, წინასაოპერაციო პროფილაქტიკისათვის, ასევე სეფსისის რისკის შემცირების მიზნით აბორტების და საკეისრო კვეთის შემდეგ.

წინააღმდეგჩვენება:

ამპისიდი ი/მ არ გამოიყენება პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას. ლიდოკაინის შემცველი გამხსნელი არ გამოიყენება ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მიმართ მომატებული მგრძნობელობისას და გულის ბლოკადის სხვადასხვა ფორმების დროს.

თავისებურებები:

ამპიცილინი/სულბაქტამით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნოს მომატებული მგრძნობელობის რეაქცია. ანაფილაქსიური რეაქცია შეიძლება აღინიშნოს პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების მიმართ მაღალი მგრძნობელობის დროს, ამიტომ მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ანამნეზის დეტალური შეკრება.

ალერგიული რეაქციის გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და ანტიჰისტამინური პრეპარატებით და კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის დაწყება.

მიუხედავად პენიცილინების არატოქსიურობისა, ხანგრძლივი დანიშვნისას აუცილებელია სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოების (თირკმელები, ღვიძლი, ჰემოპოეზის სისტემა) ფუნქციების კონტროლი. ამპიცილინ/სულბაქტამს არ ახასიათებს კანცეროგენული და მუტაგენური ეფექტები. არ გამოიყენება მონონუკლეოზით დაავადებულებში.

გვერდითი მოვლენები:

ამპისიდი ი/მ კარგად გადაიტანება, მაგრამ ძალიან იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შემდეგი რეაქციები:

ადგილობრივად: ტკივილი და წვა ინექციის ადგილას.

..: სტომატიტი, ენის ზედაპირის გამუქება, გასტრიტი, დიარეა, ენტეროკოლიტი, ფსევდომემბრანული კოლიტი.

კანი და რბილი ქსოვილები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ურტიკარია, მულტიფორმული ერითემა.

– ჰემატოლიზური: აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის, ლეიკოციტების, თრომბოციტების რაოდენობის შემცირება ან ლიმფოციტების, მონოციტების, ეოზინოფილების რაოდენობის მომატება.

ეს ცვლილებები ატარებს გარდამავალ ხასიათს და სისხლის სურათი ნორმალიზდება პრეპარატის მოხსნისას.

მიღების წესი და დოზირება:

ამპისიდის ინტრამუსკულური ფორმა გახსნის შემდეგ გამოიყენება მხოლოდ კუნთებში ინექციისათვის.

მოზრდილებში სადღეღამისო დოზა 1,5 გრამიდან (1გ ამპიცილინი/0,5გ სულბაქ-ტამი) 12 გრმამდე (8 გამპიცილინი /4გ სულბაქტამი). სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4გ. ინფექციური პროცესის სიმძიმის მიხედვით პრეპარატი გამოიყენება 6-8 საათში ერთჯერ. საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს 12 სთ-ში ერთჯერ. გახსნის შემდეგ პრეპარატი შეჰყავთ ღრმად კუნთში. ხსნარი გამოიყენება მომზადებიდან 1სთ-ის განმავლობაში. თირკმლის  ფუნქციის დარღვევისას ამპიცილინ/სულბაქტამის ელიმინაცია იცვლება, ხოლო პლაზმური დონე არ იცვლება. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება შემდეგი სქემა:

კრეატინინის კლირენსი

გამოსაყენებელი დოზა

გამოყენების ინტერვალი

(მლ/წმ)

(გ)

(სთ)

>30

1.5-3

6-8

15-29

1.5-3

12

5-14

1.5-3

24

ბავშვებსა და ახალშობილებში სადღეღამისო დოზაა 150მგ/კგ 6-8სთ-ში ერთჯერ. დღენაკლებსა და ახალშობილებში პირველი ერთი კვირის განმავლობაში 150 მგ/კგ-ზე 12სთ-ში ერთჯერ.

მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურული რეაქციის ნორმალიზაციიდან  48 სთ-ის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება 5-14 დღე, მაგრამ მძიმე შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის კურსის გახანგრძლივება.

ქირურგიული ოპერაციების პროფილაქტიკისათვის ქსოვილებში საკმარისი კონცენტრაციის შესაქმნელად გამოიყენება 1,5-3გ ანესთეზიის დროს და 6-8 სთ-ის შემდეგ განმეორებით. თუ არსებობს ამინოგლიკოზიდების გამოყენების აუცილებლობა, ორივე პრეპარატი მზადდება საინექციოდ ცალცალკე და კეთდება სხვადასხვა ადგილას.

ხსნარის მომზადება:

გახსნის შემდეგ უნდა დაველოდოთ ქაფის გაქრობას. შეჰყავთ მხოლოდ ინტრამუსკულურად. გამხსნელად გამოიყენება 0,5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

ამპისიდი ი/მ   ინექციისათვის 0,375გ 0,8 მლ

ამპისიდი ი/მ ინექციისათვის 0,750გ 1,6 მლ

ამპისიდი ი/მ ინექციისათვის 1,5გ 3,2 მლ

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ ადგილას (არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე)

ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

გამოშვების ფორმა:

ამპისიდი ი/მ ინექციისათვის 0,375გ, 0,750გ, 1,5გ ფხვნილი და 1 ამპულა 1; 1,8; 3,5 მლ დისტილირებული საინექციო წყალი, რომელიც შეიცავს 0.5% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.

გამოშვების სხვა ფორმები:

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,375გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 0,750გ

ამპისიდი ი/მ; ი/ვ ინექციისათვის 1.5გ

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,375გ №10

ამპისიდი შემოგარსული ტაბლეტები 0,750გ №10

ამპისიდი სუსპენზია 0,25გ/5 მლ 40 მლ №1 ფლაკონი

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

როფერონი-A 4.5 მლნ სე #1ფლ

გენერიული დასახელება:
ინტერფერონი ალფა-2ა

შემადგენლობა:

1 შპრიც-ტუბი 0,5მლ გამზადებული ხსნარი კანქვეშ შესაყვანად, რომელიც არ შეიცავს ადამიანის შრატისმიერ ალბუმინს (როფერონი-РБA  ან “ხსნარი ალბუმინის გარეშე”)
შეიცავს:
ინტერფერონი ა-2ა 3მლნ სე, 4,5მლნ სე, 6მლნ სე, 9მლნ სე;
გამზადებული ხსნარის შემავსებელი: ამონიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, ძმრის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

ფორმა:

საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინტერფერონი ალფა-2ა წარმოადგენს კარგად გაწმენდილ ცილას, რომელიც შედგება 165 ამინომჟავასაგან, მოლეკულური წონით 19000 დალტონი. იგი მიღებულია რეკომბინანტური დნმ-ს ტექნოლოგიით E. coli-ს გენურ ინჟინერული შტამის გამოყენებით, რომლის დნმ იწვევს ადამიანის ამ ცილის სინთეზის კოდირებას. როფერონი A-ს გააჩნია ადამიანის ბუნებრივი ა-ინტერფერონის მრავალი თვისება. მისი ანტივირუსული მოქმედება განპირობებულია უჯრედებში რეზინტენტობის ინდუცირებით ვირუსული ინფექციების მიმართ. იგი აგრეთვე იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის მოდულირებას, რომელიც მიმართულია ვირუსების ნეიტრალიზაციისაკენ ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაზე. როფერონი-A-ს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ჯერჯერობით უცნობია. ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც დამუშავებულია პრეპარატით (უჯრედებში HT-29), სარწმუნოდ მცირდება დნმ-ს, რნმ-ს და ცილის სინთეზი. პრეპარატს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სიმსივნეებზე ინ ვიტრო და თრგუნავს ადამიანის სიმსივნის ზოგიერთი ქსენოტრანსპლანტატის ზრდას “ტიტველ” თაგვებში. ინ ვივო პრეპარატის ანტიპროლიფერაციული აქტივობა შესწავლილია ისეთ სისმსივნეებზე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კარცინომა და ბრმა ნაწლავის და განივი კოლინჯის ადენოკარცინომა, ასევე წინამდებარე ჯირკვლის. მისი ანტიპროლიფერაციული აქტივობა ვარირებს. ინტერფერონი ალფა-2ა-ს მრავალი ეფექტი, ადამიანის სხვა ცილებისაგან განსხვავებით ნაწილობრივ ან სრულად ქრება ცხოველებზე კლევის დროს. მიუხედავად ამისა, მაკაკა-რეზუსებში, რომლებსაც წინასწარ შეუყვანეს ინტერფერონი ალფა-2ა ყვავილის ვაქცინის ვირუსის წინააღმდეგოდ ადგილი ჰქონდა აქტივობის მნიშვნელოვან ინდუცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: კუნთებში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პრეპარატის 36მლნ სე დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მერყეობს 1500-დან 2580პგ/მლ-მდე (საშუალოდ 2020 პგ/მლ), ხოლო კანქვეშ შეყვანის შემდეგ _ 1250-დან 2320პგ/მლ-მდე (საშუალოდ 1730პგ/მლ) და აღინიშნება შესაბამისად 3,8 და 7,3 საათის შემდეგ.
განაწილება: პრეპარატის გამოყენებისას დოზით 3-დან 198მლნ სე-მდე ფარმაკოკინეტიკა ადამიანში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 36მლნ სე ინტრავენური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში მოცულობის განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,22-დან 0,75ლ/კგ-მდე (საშუალოდ 0,40ლ/კგ). როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, ასევე ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი აღინიშნებოდა შრატში ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინდივიდუალური მერყეობა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია: ალფა-ინტერფერონის ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერი მეტაბოლიზმია. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ნაღველით წარმოადგენს გამოყოფის ნაკლებად მნიშვნელოვან გზას. ჯანმრთელებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 36მლნ სე ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეადგენს 3,7-8,5 საათს (საშუალოდ 5.1 საათი), საერთო კლირენსი _2,14-3,62 მლ/წთ/კგ-ზე (საშუალოდ 2,79 მლ/წთ/კგ). ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინტერფერონი ალფა-2ა-ს ერთჯერადად კუნთებში შეყვანის შემდეგ ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი და ქრონიკული B ჰეპატიტით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 198 მლნ სე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ აღინიშნება დოზადამოკიდებული შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა. ინტერფერონი ალფა-2ა-ს განაწილება და ელიმინაცია მისი 2 ჯერ დღეში შეყვანისას დოზით 0,5-36მლნ სე, ან ერთხელ დღეში _ დოზით 1-54მლნ სე, ან 3 ჯერ კვირაში დოზით 1-136მლნ სე, 28 დღის განმავლობაში არ იცვლება. ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის კუნთებში შეყვანისას ერთხელ ან რამდენიმეჯერ დღეში 28 დღის განმავლობაში ადგილი აქვს შრატისმიერი კონცენტრაციის 2-4 ჯერ გაზრდას, ვიდრე მისი ერთჯერადი გამოყენებისას. თუმცა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, არსებული მონაცემების თანახმად, განაწილების და ელიმინაციის მონაცემები უცვლელია.

ჩვენება:

ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები:
ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი;
მიელომური დაავადება;
კანის T- უჯრედოვანი ლიმფომა;
ქრონიკული მიელოლეიკოზი;
თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით.
სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე;
შორსწასული თირკმლის კარცინომა;
მეტასტაზირებადი მელანომა;
მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორსწასული მეტასტაზების გარეშე.
ვირუსული დაავადებები:
ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBeAg-ზე;
მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი C რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი C-ს ვირუსის მიმართ ან HCV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (კლასი A Caild-Pugh მიხედვით);

წინააღმდეგჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-არსებული ან გადატანილი კარდიალური დაავადებები;
-პრეპარატის პირდაპირი კარდიოტოქსიურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას;
-თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ მძიმე დარღვევები;
-კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
-ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი;
-ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა;
-ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA- იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია;
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან წინააღმდეგ- ნაჩვენებია.

დოზირება და მიღების წესი:

როფერონი-A ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში. პრეპარატის კანქვეშ შეყვანა რეკომენდებულია ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი

ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი:
საწყისი დოზა შეადგენს 3 მლნ სე დღეში კანქვეშ ან კუნთებში 16-24 კვირის განმავლობაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5მლნ სე-მდე ან შეყვანის ჯერადობა მცირდება 3-მდე კვირაში. შემანარჩუნებელი დოზა: 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5 მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
შენიშვნა: ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი


მიელომური დაავადება:

3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში. ინდივიდუალური ამტანიანობის მიხედვით, დოზა ყოველ კვირას იზრდება მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე (9- 18მლნ სე) 3 ჯერ კვირაში.
ამ სქემით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელად ხანგრძლივად თუ დაავადება არ პროგრესირებს ან სანამ არ განვითარდება პრეპარატის მიმართ გამოხატული აუტანლობა.

კანის T-უჯრედოვანი ლიმფომა:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ეფექტი ავადმყოფებში პროგრესირებადი კანის თუჯრედოვანი ლიმფომით, მათ შორის ავადმყოფებში რეფრაქტერობით ტრადიციული თერაპიის მიმართ ან ავადმყოფებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის ჩატარებას.
საწყისი დოზა: ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 12 კვირის განმავლობაში დოზის თანდათანობითი გაზრდით 18 მლნ სე-მდე.
დოზის მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში;
4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 18 მლნ სე დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალური ამტანი დოზით, არაუმეტეს 18მლნ სე-სა. მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 40 თვის განმავლობაში პერმანენტულად. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სრული რემისიის მიღწევის და მისი გახანგრძლივების ალბათობა.
ყურადღება:
40% ავადმყოფებში ობიექტური სისმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი მიღწეული არ იქნა. ნაწილობრივი რემისია აღინიშნება 3 თვის განმავლობაში, სრული _ 6 თვის განმავლობაში, თუმცა საუკეთესო ეფექტის მისაღწევად საჭიროა 12 თვიანი მკურნალობა.

ქრონიკული მიელოლეიკოზი:

პრეპარატი ნაჩვენებია იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკული მიელოლეიკოზის ქრონიკულ სტადიაში და დადებითნი არიან ფილადელფიური ქრომოსომის მიხედვით, უცნობია იწვევს თუ არა როფერონი-A ამ დაავადებისაგან განკურნებას. პრეპარატი ავადმყოფთა 60%-ში იწვევს ჰემატოლოგიურ რემისიას, რაც წინათ ჩატარებულ მკურნალობაზე დამოუკიდებული არ არის. ავადმყოფთა 2/3-ში სრული ჰემატოლოგიური რემისია შენარჩუნებულია მკურნალობის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
ციტოტოქსიურ თერაპიასთან შედარებით ინტერფერონ-ალფა-2ა იწვევს სტაბილურ ციტოგენეტიკურ რემისიას, რომელიც გრძელდება 40 თვის განმვალობაში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში. დოზის თანდათანობითი მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ
სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში.
ყველა პაციენტში სრული ჰემატოლოგიური რემისიით, მკურნალობას აგრძელებენ 9 მლნ სე დღეში (ოპტიმალური დოზა).
პრეპარატით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის, თუმცა არის მონაცემები 2 წლიანი ციტოგენეტიკური რემისიის შესახებ მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, უსაფრთხოება და ოპტიმალური დოზები დადგენილი არ არის.
თრომბოციტოზი, დაკავშირებული მიელოპროლიფერაციულ დაავადებებთან:
თრომბოციტოზი ხშირად თან ახლავს ქრონიკულ მიელოლეიკოზს და წარმოადგენს ესენციური თრომბოციტემიის ძარითად ნიშანს.
კლინიკურად მძიმე თრომციტოზი ვლინდება მძიმე თრომბოციტული დიათეზის გახშირებით. რამდენიმე დღის განმავლობაში პრეპარატი ამცირებს თრომბოციტების რიცხვს, თრომბოჰემორაგიული გართულებების სიხშირეს და არ გააჩნია ლეიკოზოგენური პოტენციალი. ამიტომ ავადმყოფებში ძლიერი თრომბოციტოზით ქრონიკული მიელოლეიკოზის და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, რეკომენდებულია პრეპარატით არალეიკოზოგენური თერაპიის ჩატარება. ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს თრომბოციტოზით რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა  (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს (ქრონიკული მიელოლეიკოზის გარდა) რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი მომატების შემდეგი სქემა: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-30 დღე _ 6მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: თრომბოციტების რიცხვის ნორმის ფარგლებში  შესანარჩუნებლად საჭიროა კარგად ასატანი დღეღამური დოზა 1-3მლნ სე კვირაში 2-3 ჯერ. თუმცა საჭირო ყოველი ავადმყოფისათვის ინდივიდუალურად შეირჩეს მაქსიმალური დოზა.

არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით:

პრეპარატის დამატებითი დანიშვნისას ქიმიოთერაპიასთან (სხივური თერაპია ან მის გარეშე) პრეპარატი ახანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას რეციდივის ან პროგრესირების გარეშე. პრეპარატი ინიშნება სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია (სხივურ თერაპიასთან ან მის გარეშე) დოზით 3მლნ სე კანქვეშ 3 ჯერ კვირაში 12 თვის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობა იწყება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქიმიო- ან სხივური თერაპიის ჩატარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. როფერონი-A ინიშნება ერთდროულად ქიმიოთერაპიის ტრადიციულ სქემასთან (მაგალითად, კომბინაცია ციკლოფოსფამიდთან, პრედნიზოლონთან, ვინკრისტინთან, დოქსორუბიცინთან) დოზით 6მლნ სე/მ2 კანქვეშ ან კუნთებში 22 დღიდან 26 დღემდე ყოველი 28 დღიანი ციკლის დროს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთდროულად ქიმიოთერაპიასთან.

კაპოშის სარკომა შიდსის ფონზე:

პრეპარატით მკურნალობის დოზირების ოპრტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. არსებობს ალბათობა იმის შესახებ, რომ პრეპარატით მკურნალობა ამ პათოლოგიის დროს დადებითია, როდესაც ანამნეზში არ აღინიშნება ოპორტუნისტული ინფექციები, BB-ჯგუფის სიმპტომები (სხეულის წონის დაკლება 10%-ით, სხეული ტემპერატურა >38ºC ინფექციის ცნობილი კერის არ არსებობის შემთხვევაში, ღამის ოფლიანობა), ხოლო CD4+ ლიმფოციტების რიცხვი > 200 უჯრედი 1 მკლ-ში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება
კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სე-მდე. რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-84 დღეს 36მლნ სე-მდე. შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალურად ასატანი ოზით არაუმეტეს 36მლნ სე-სა. ავადმყოფებში აღნიშნული პათოლოგიით, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რემისიის  სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე რეკომენდებული დოზების დანიშვნისას. მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად საჭიროა იმსივნის დინამიკის დოკუმენტური ასახვა. ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 10 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). ჩვეულებრივ ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. კლინიკური ეფექტის მიღების შემდეგ მკურნალობა გრძელდება სიმსივნის გაქრობამდე.
შენიშვნა:
პრეპარატით მკურნლობის შემდეგ კაპოშის სარკომა განიცდის ხშირ რეციდივს.

შორსწასული თირკმელის უჯრედოვანი კარცინომა:

ავადმყოფებში სიმსივნის რეციდივით ან მეტასტაზით საუკეთესო თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დიდი დოზებით დანიშვნისას (36მლნ სე დღეში) მონოთერაპიის სახით ან პრეპარატის ზომიერი დოზები (18მლნ სე 3 ჯერ კვირაში) კომბინაციაში ვინბლასტინთან. ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მცირე დოზებს (2მლნ სე/მ2 დღეში) ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის კომბინაცია ვინბლასტინთან იწვევს მსუბუქი და ზომიერი ლეიკოპენიის სიხშირის მომატებას და გრანულოციტოპენიას, მონოთერაპიასთან შედარებით.
ა) მონოთერაპია როფერონ A-თი:
საწყისი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დღიური დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე-მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სემდე. რეკომენდებულია დოზის მომატება შემდეგი სქემით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება მე-10-84 დღეს _ 36მლნ სე-მდე
დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში მაქსიმალურად ასატანი დოზით არაუმეტეს 36მლნ სე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 16 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. როფერონი A ვინბლასტინთან კომბინაციაში:
აღნიშნული კომბინაცია იძლევა რემისიას 20% შემთხვევაში, აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ახანგრძლივებს ავადმყოფთა სიცოცხლეს თირკმელების შორს წასული კიბოთი.
პირველ კვირას როფერონი-A ინიშნება დოზით 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში, მეორე კვირას _ 9მლნ სე 3 ჯერ კვირაში, შემდეგ _ 18მლნ სე 3 ჯერ კვირაში. ამ პერიოდის განმავლობაში ვინბლასტინი შეყავთ ინტრავენურად დოზით 0,1მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ. თუ ავადმყოფი ვერ იტანს დოზას 18მლნ სე, შესაძლებელია მისი შემცირება 9მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში.

მელანომა:

10-25 % ავადმყოფებში შორს წასული ავთვისებიანი მელანომით როფერონი A-თი მკურნალობა იწვევს კანის და ვისცერალური ლოკალიზაციის სიმსივნის ობიექტურ რეგრესიას. 18მლნ სე ნაკლები დოზის გამოყენება 3 ჯერ კვირაში თერაპიულ ეფექტს არ იძლევა. მკურნალობის მიმართ მგრძნობიარე ავადმყოფებში აღინიშნება სიცოცხლის გახანგრძლივება, ვიდრე იმ ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობაზე არ რეაგირებენ.
საწყისი დოზა: 18მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 8-12 კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: 18მლნ სე (ან მაქსიმალურად ასატანი დოზა) კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 17 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.

მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ:
ადიუვანტური თერაპია როფერონ A- ს მცირე დოზებით ავადმყოფებში ლიმფური კვანძების დაზიანებით და შორეული მეტასტაზების გარეშე მელანომის რეზექციის შემდეგ (სიმსივნის მოცულობა > 1,5მმ) ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს რეციდივის გარეშე.
დოზა: 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 18 თვე, თუმცა მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპერაციის შემდეგ არაუგვიანეს 6 კვირაში.

ქრონიკული B ჰეპატიტი:

დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. ჩვეულებრივ ინიშნება 4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3-ჯერ კვირაში 6 თვის
განმავლობაში. თუ ვირუსული რეპლიკაციის მარკერების ან HBe-ანტიგენის შემცველობა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შემცირდა, პრეპარატის დოზა იზრდება. დოზის შემდგომი კორექცია დამოკიდებულია ავადმყოფის მიერ პრეპარატის ამტანიანობაზე. თუ 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, დგება მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ბავშვებში: პრეპარატი დოზით 10მლნ/მ2 სე უსაფრთხოა, თუმცა მისი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.
სიფრთხილე:
პრეპარატის ეფექტურობა ავადმყოფებში ერთდროულად დაავადებულებში ქრონიკული ჰეპატიტი და შიდსით, დადგენილი არ არის.

ქრონიკული C ჰეპატიტი:

კომბინირებული თერაპია როფერონ A-თი და რიბავირინით: ინტერფერონ ალფა-2ა-ს ეფექტურობა იზრდება მისი კომბინაციის დროს
რიბავირინთან. კომბინირებული თერაპია როფერონAA¡Vთი და რიბავირინით არანამკურნალებ ავადმყოფებში: როფერონ A-ს დოზირების რეჟიმი 3-4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 6-12 თვის განმავლობაში. რიბავირინის დოზირების რეჟიმი: 1000- 1200მგ/დღეში 2 მიღებაზე (საუზმის და ვახშმის დროს). მონოთერაპია როფერონ A -თი: მონოთერაპია პრეპარატით ძირითადად ტარდება რიბავირინის აუტანლობის ან წინააღმდეგჩვენების დროს.
საწყისი დოზა: 6მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 3 თვის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: სრული რემისიის სტაბილიზაციისათვის ავადმყოფებში შრატში ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალური კონცენტრაციით, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზა 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კიდევ 3-9 თვის განმავლობაში. თუ 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში ალანინამინოტრასფერაზას კონცენტრაცია  ნორმალიზდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება.

წვეტიანი კონდილომა:
1-3სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში 1-2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპაიტი C-თი. მეტი წილი ონკოლოგიური ავადმყოფებისა იღებდნენ დოზებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა არსებულ რეკომენდებულ დოზებს. ამით აიხსნება ამ ჯგუფის ავადმყოფებში გვერდითი მოვლენების უფრო დიდი სიხშირე და სიმძიმე, ვიდრე ავადმყოფებში ჰეპატიტი B-თი, სადაც გვერდითი მოვლენები ატარებდა გარდამავალ ხასიათს და 1-2 კვირის შემდეგ პაციენტები უბრუნდებოდნენ საწყის მდგომარეობას. გაძლიერებული თმის ცვენა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.
ზოგადი სიმპტომები:
ხშირად: გრიპისმაგვარი სინდრომი (მოთენთილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება, უმადობა, კუნთების, თავის და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა). აღნიშნული მოვლენები მცირდება ან გაივლის პარაცეტამოლის ერთდროული დანიშვნისას და მათი გამოხატულება მკურნალობის პერიოდში პრეპარატის დოზის შემცირებისას სუსტდება, თუმცა მკურნალობის გაგრძელებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე და მოთენთილობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ონკოლოგიური ავადმყოფების 1/3-ში ვითარდება ანორექსია, ნახევარში _ გულისრევა. საკმაოდ ხშირად _ ღებინება, გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე, სიგამხდრე, დიარეა, სუსტი ან ზომიერი ხასიათის მუცლის ტკივილი. იშვიათად _ ყაბზობა, მეტეორიზმი, პერისტალტიკის გაძლიერება, გულძმარვა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სიცოცხლისათვის არასახიფათო სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ხანდახან: ალანინამინოტრანსფერაზას, ტუტოვანი ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, რაც საჭიროებს დოზის კორექციას. იშვიათად: ტრანსამინაზების აქტივობის მატება B ჰეპატიტის დროს, რაც მოწმობს ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; ძალიან იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის
უკმარისობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანდახან _ სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიური მდგომარეობის გაუარესება, გულმავიწყობა, დეპრესია, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ქცევის ცვალებადობა (შიში, ნერვიულობა) და ძილის დარღვევა. იშვიათად ძლიერი ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა, დროებითი იმპოტენცია და იშემიური რეტინოპათია, ასევე სუიციდალური ქცევა (უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
პერიფერიული ნერვული სისტემა: ხანდახან _ პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება, ნეიროპათია, ქავილი, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ონკოლოგიური ავადმყოფების 1/5-ში აღინიშნება ტრანზიტორული არტერიული ჰიპო- და ჰიპერტენზია, შეშუპება, ციანოზი, არითმია, ტაქიკარდია და ტკივილი გულმკერდში. იშვიათად _ ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის და სუნთქვის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი. B ჰეპატიტით
დაავადებულებში დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება იშვიათად.
კანი, მისი დანამატი, ლორწოვანი გარსები: საკმაოდ ხშირად _ ავადმყოფთა 1/5-ში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი თმის ცვენა, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ატარებს გარდამავალ ხასიათს. იშვიათად: ჰერპესული გამონაყარის გამწვავება ტუჩებზე, გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გამონადენი და სისხლდენები ცხვირიდან, ფსორიაზის გამწვავება ან მანიფესტაცია. თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა: იშვიათად _ თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების უკმარისობა (ძირითადად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით ან ერთდროული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით), ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ანორექსიის ან ორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, პროტეინურია, უჯრედული ელემენტების მომატება შარდის ნალექში, აზოტის შარდოვანას მომატება სისხლში, კრეატინინის და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.
სისხლმბადი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ტრანზიტორული ლეიკოპენია (არ ითხოვს დოზის შემცირებას), ავადმყოფებში მიელოსუპრესიით _ თრომბოციტოპენია, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ხანდახან _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება. მძიმე ჰემატოლოგიური ცვლილებების აღდგენა საწყის მაჩვენებლებამდე აღინიშნება 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.
სხვა: იშვიათად _ ჰიპერგლიკემია, რეაქცია ინექციის ადგიალს, აუტოიმუნური პათოლოგია (ვასკულიტი, ართრიტი, ჰემოლიზური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მგლურასმსგავსი სინდრომი). ძალიან იშვიათად _ უსიმპტომო ჰიპოკალციემია. მაკაკა-რეზუსებში დიდი დოზების დანიშვნისას, რომელიც აღემატება კლინიკაში გამოყენებულ დოზებს, აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ტრანზიტორული დარღვევა, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანისათვის დადგენილი არ არის.
გაფრთხილება:
როფერონი A-ს დანიშვნა საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მკურნალობის გამოცდილება შესაბამისი ჩვენებით. აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება როგორც მკურნალობის უპირატესობაზე, ასევე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ღვიძლის, თირკმელების და ძვლის ტვინის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს აუცილებელია მათი ფუნქციის მონიტორინგი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტით თანმხლები აუტოიმუნური დაავადებებით.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა ღვიძლის ფუნქციების პათოლოგიური ცვლილებები, საჭიროა მათი მონიტორინგი ან პრეპარატის მოხსნა. რეკომენდებულია ყველა ავადმყოფის ფსიქონევროლოგიური გამოკვლევა. იშვიათად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას როფერონი A-თი, აღინიშნებოდა სუიციდალური მცდელობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი ინიშნება ავადმყოფებში მძიმე მიელოსუპრესიით, რადგანაც პრეპარატი თრგუნავს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც იწვევს ლეიკოპენიას (განსაკუთრებით გრანულოციტების), თრომბოციტოპენიას და იშვიათად ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებას. ეს განაპირობებს ინფექციის მომატებულ რისკს ან სისხლდენას. აუცილებელია ამ ავადმყოფებზე დაწესდეს მონიტორინგი და რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზის კონტროლი. ავადმყოფებში ტრანსპალანტაციის შემდეგ (მაგალითად, თირკმელების ან ძვლის ტვინის) მედიკამენტოზური იმუნოსუპრესია შესაძლებლია იყოს ნაკლებად ეფექტური, რადგანაც ინტერფერონს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება იმუნურ სისტემაზე. ჰიპერგლიკემიის კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი და შესაბამისი მეთვალყურეობა. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. პრეპარატის დანიშვნა ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც იგი შეიცავს ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით, რომელიც არსებული მონაცემების თანახმად, იწვევს ნერვულ-ფსიქიური სფეროს მყარ დარღვევას და პოლიორგანულ უკმარისობას. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. სიფრთხილის ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მამაკაცები და ქალები პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებლიანობა აღემატება მოსალოდნელ რისკს. თუმცა კვლევა არ ადასტურებს პრეპარატის ტერატოგენულ ეფექტს, არ არის გამორიცხული, რომ მან უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. როდესაც მაკაკა-რეზუსში პრეპარატი ინიშნებოდა
დიდი დოზებით, რომელიც აღემატება კლინიკაში რეკომენდებულ დოზებს, მნიშვნელოვნად იზდებოდა აბორტების რაოდენობა. უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ამ პერიოდში წყდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბენზილის სპირტი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შემავსებელის სახით, შესაძლოა გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის დანიშვნისას უშუალოდ მშობიარობის წინ ან საკეისრო კვეთის წინ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ზემოქმედება დღენაკლულ ახალშობილებზე. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. გაფრთხილების ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატის დოზირების რეჟიმის და ავადმყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით, მას შეუძლია იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ალფა-ინტერფერონს შეუძლია გამოიწვიოს აღდგენითი მეტაბოლური პროცესების დარღვევა სისტემა ციტოქრომ P 450-ს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ გზით. აღწერილია თეოფილინის კლირენსის შემცირება მათი ერთდროული დანიშვნისას.
ინტერფერონები აძლიერებენ ადრე ან მასთან ერთდროულად დანიშნული ნეიროტოქსიური, ჰემატოტოქსიური ან კარდიოტოქსიური პრეპარატების მოქმედებას. ურთიერთქმედება შესაძლებელია ცენტრალური მოქმედების პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. ურთიერთქმედება რიბავირინის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ინტერფერონის დიდი დოზების განმეორებითი გამოყენებისას აღინიშნება ღრმა ლეთარგია, მოთენთილობა, პროსტრაცია და კომა. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი თერაპიის ჩატარებას. ავადმყოფები პრეპარატზე გამოხატული გვერდითი მოვლენებით უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში. კლინიკურ კვლევაში კომა რეგისტრირებულია ავადმყოფთა 0,4%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:
ინსტრუქცია პრეპარატთან მოპყრობის შესახებ:
ფლაკონი საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 18 მლნ სე 3 მლ-ში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის (ერთ ავადმყოფზე).
სხვა ფორმები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. დოზის ამოღების წინ 18 მლნ სე ფლაკონის ხუფი უნდა გაიწმინდოს
მადეზინფიცირებელი ხსნარით. ფლაკონის ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს პირველი დოზის ამოღების თარიღი. ყოველი აღებისათვის საჭიროა ახალი შპრიცის და ნემსის გამოყენება. დაუშვებელია ნემსის განმეორებითი გამოყენება. 18 მლნ სე მრავალჯერადი ფლაკონის გამოყენება წარმოებს 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის აღების შემდეგ. მრავალჯერადი კარტრიჯები განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის. მათი გამოყენება ხორციელდება შპრიც-კალამის სახით _ “როფერონი-პენი”. შპრიცკალამთან და კარტრიჯთან ერთად გამოიყენებენ ნემს “პენფაინი”. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი სხვა ნემსის გამოყენება. ყოველი ინექციისათვის იყენებენ ახალ სტერილურ შპრიცს. კარტრიჯის გამოყენება ხორციელდება 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის ამოღების შემდეგ. კარტრიჯის პირველი გამოყენების თარიღი უნდა აღინიშნოს მის ეტიკეტზე და იგი წებდება შპრიც-კალამის კოლოფზე. “როფერონპენის” გამოყენების ვრცელი ინსტრუქცია არის შპრიც-კალამის შეფუთვაში.

შენახვის ვადა:

2 წელი. გაიცემა ექიმის რეცეპტით.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები:

არა უმეტეს +2-8ºC გაყინვის გარეშე.
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

შპრიცი-ტუბი (ერთდოზიანი) 1 ცალი;
მწარმოებელი:
ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BAშEL, შჭIთძEღLAND

სალიცილის მჟ.2% 25მლ ფლ

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ამპიოქსი – AMPIOX – АМПИОКС

საერთაშორისო დასახელება:

AMPICILLIN + OXACILLIN

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ამპიცილინი+ოქსაცილინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ანტიბიოტიკი

გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი: ამპულაში, შეფუთვაში 10 ც

1 ამპ.

ამპიცილინი …… 25 მგ

ოქსაცილინი …… 25 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება, რომელიც აერთიანებს ამპიცილინისა და ოქსაცილინის მოქმედების სპექტრებს. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი (Streptococcus spp.,  მათ შორის S. pneumoniae, Staphylococcus spp., Bacillus anthracis, Clostridium spp., და სხვა) და გრამუარყოფითი (Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus mirabilis, Haemophilus influenzae, Klebsiella pneumoniae, Neisseria gonorrhoeae, N. meningitidis და სხვა) მიკროორგანიზმების მიმართ.  პრეპარატში  შემავალი ოქსაცილინის ნატრიუმის მარილის გამო, იგი აქტიურია აგრეთვე პენიცილინაზას წარმომქმნელი მიკროორგანიზმების მიმართ. ამპიცილინისა და ოქსაცილინის კომბინაცია ზოგიერთ შემთხვევებში აძლიერებს თითოეული კომპონენტის (შესაძლო სინერგიზმის ხარჯზე) მოქმედებას. პრეპარატი ტრანსპეპტიდაზას ინჰიბირების შედეგად აფერხებს პეპტიდური კავშირების წარმოქმნას, არღვევს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის პეპტიდოგლიკანის სინთეზის გვიან ეტაპებს, რაც იწვევს დაყოფის მდგომარეობაში მყოფი  ბაქტერიების ლიზისს.

პრეპარატის მიმართ მდგრადია Pseudomonas aeruginosa,  P. vulgaris, P. rettgeri, P. morgonii-ის შტამების უმრავლესობა, აგრეთვე ვირუსები, უმარტივესები, სოკოები.

 

 

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის კუნთებში შეყვანიდან 30 წთ-1 სთ-ის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაქსიმალური კონცენტრაცია. ვენაში შეყვანისას პრეპარატის უფრო მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება, ვიდრე სისხლში მისი კუნთებში შეყვანის შემთხვევაში. იგი ზომიერად უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს. მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება სისხლში, ქსოვილებში, ნახველსა და ნაღველში. პრეპარატი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ნაწილობრივ ექსკრეტირდება ნაღველით, ხოლო მეძუძურ დედებში რძით. პრეპარატი მცირედ ტოქსიკურია.

პრეპარატის ხელმეორედ შეყვანის შემთხვევაში იგი არ კუმულირდება, რაც მისი ხანგრძლივად გამოყენების საშუალებას იძლევა.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზებისა და ფილტვების (ბრონქიტები, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება გამწვავების ფაზაში, სინუსიტი, ფარინგიტი);
  • ნაღვლმდენი გზების დაავადებების (ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი);
  • თირკმელებისა და შარდგამომყოფი გზების (პიელიტი, პიელონეფრიტი, ცისტიტი),
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციური პროცესების, ინფიცირებული ჭრილობების, დამწვრობის შედეგად გამოწვეული დაავადებების სამკურნალოდ.
  • პრეპარატი გამოიყენება აგრეთვე ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკისა და ახალშობილებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
  • პრეპარატის განსაკუთრებით ჩვენებას წარმოადგენს დაავადებების მძიმედ მიმდინარეობა (სეფსისი, ენდოკარდიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები და სხვა), ანტიბიოტიკოგრამის და გამომწვევის დაუდგენლობისას, აგრეთვე  შერეული ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულნი არიან გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიებით.

 

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში და ვენაში (მიკრონაკადით ან წვეთოვანი გზით).

კუნთებში და ვენაში პრეპარატის შეყვანისას მისი ერთჯერადი დოზა მოზრდილებში შეადგენს 0,5-1გ-ს, სადღეღამისო 2-4 გ-ს. პრეპარატი შეყავთ ყოველ 4-6 სთ-ში.

– ახალშობილებში, დღენაკლულ და 1 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება სადღეღამისო დოზით 100-200 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად.

 

– 1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში 100 მგ/კგ დღეღამეში;

– 7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში 50 მგ/კგ;

–14 წლის  ასაკის ზევით ბავშვებში პრეპარატი მიიღება მოზრდილების დოზის იდენტურად. სადღეღამისო დოზას ყოფენ 4-6 მიღებად.

 

მძიმე ფორმის ინფექციების მიმდინარეობისას დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 1,5-2 – ჯერ.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღიდან 3 კვირამდე.

კუნთებში შესაყვან ხსნარს ამზადებენ ექსტემპორალურად, რისთვისაც ფლაკონის შიგთავსს უმატებენ 2 მლ საინექციო წყალს.

ვენაში პრეპარატის ნაკადით შესაყვანად (ერთჯერადი დოზა) ამ უკანასკნელს ანზავებენ 10-15 მლ სტერილური საინექციო წყალსა და/ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით და შეყავთ ნელი სიჩქარით 2-3 წთ-ის განმავლობაში.

მოზრდილებში პრეპარატის წვეთოვანი გზით შესაყვანად (ერთჯერადი დოზა) მას ანზავებენ 100-200 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით და/ან 5%-იან გლუკოზის ხსნარით და შეყავთ წთ-ში 60-80 წვეთის სიჩქარით. ბავშვებში პრეპარატის წვეთოვანი გზით შეყვანისას გამხსნელად იყენებენ 5-10% გლუკოზის ხსნარს (30-100 მლ ასაკის მიხედვით).

ხსნარი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ. ხსნარში სხვა სამკურნალო საშუალებების დამატება დაუშვებელია. ვენაში პრეპარატის ხელმეორედ შეყვანა შესაძლებელია 5-7 დღის განმავლობაში, შემდგომში (აუცილებლობის შემთხვევაში) კუნთებში შეყვანაზე გადასვლით.

 

გვერდითი მოვლენები:

* მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ურტიკარია, კვინკეს შეშუპება და სხვა, იშვიათად ანაფილაქსიური შოკის განვითარება),

 

* დისპეფსიური მოვლენები, დისბატქერიოზი.

 

ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარება.

ანაფილაქსიური შოკის ნიშნების გამოვლენისთანავე შეყავთ ადრენალინი, გულ-სისხლძარღვთა და ჰორმონული პრეპარატები და მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (პიპოლფენი, სუპრასტინი). აუცილებლობის შემთხვევაში ატარებენ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას.

უკუჩვენება:

პენიცილინების, ცეფალოსპორინების ჯგუფის, კარბაპენემების პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ლაქტაციის პერიოდი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფ ბავშვებში, თუკი დედის ანამნეზში მითითებულია პენიცილინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. აღნიშნული შემთხვევების დროს, აგრეთვე ბრონქული ასთმის, თივის ცხელების და სხვა ალერგიული დაავადებებისას პრეპარატი ინიშნება მადესენსიბილიზირებელ საშუალებებთან კომბინაციაში.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი ამცირებს ორალური კონტრაცეპტივების და ზრდის ანტიკოაგულანტების მოქმედების ეფექტს. პრობენეციდი, რომელიც ამცირებს მის მილაკოვან სეკრეციას, სისხლის შრატში ზრდის პრეპარატის კონცენტრაციას.

ჰიპერდოზირება:

პრეპარატის  დოზის გადაჭარბებისას  აღინიშნება ცნს-ზე ტოქსიკური ზემოქმედება. მკურნალობა სიმპტომატურია.

 

 

განსაკუთრებული მითითებანი:

დაუშვებელია მისი სხვადასხვა პრეპარატებთან შერევა ერთ ფლაკონში. პრეპარატის გამოყენება განსაკუთრებით ნაჩვენებია დაუდგენელი ანტიბიოტიკოგრამისა და გამომწვევის შემთხვევაში.

 

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

ვარგისიანობის ვადა: 1 წელი.

როფერონი-A 3 მლნ სე #1შპ

გენერიული დასახელება:
ინტერფერონი ალფა-2ა

შემადგენლობა:

1 შპრიც-ტუბი 0,5მლ გამზადებული ხსნარი კანქვეშ შესაყვანად, რომელიც არ შეიცავს ადამიანის შრატისმიერ ალბუმინს (როფერონი-РБA  ან “ხსნარი ალბუმინის გარეშე”)
შეიცავს:
ინტერფერონი ა-2ა 3მლნ სე, 4,5მლნ სე, 6მლნ სე, 9მლნ სე;
გამზადებული ხსნარის შემავსებელი: ამონიუმის აცეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზილის სპირტი, პოლისორბატი 80, ძმრის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული და სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება

ფორმა:

საინექციო ხსნარი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინტერფერონი ალფა-2ა წარმოადგენს კარგად გაწმენდილ ცილას, რომელიც შედგება 165 ამინომჟავასაგან, მოლეკულური წონით 19000 დალტონი. იგი მიღებულია რეკომბინანტური დნმ-ს ტექნოლოგიით E. coli-ს გენურ ინჟინერული შტამის გამოყენებით, რომლის დნმ იწვევს ადამიანის ამ ცილის სინთეზის კოდირებას. როფერონი A-ს გააჩნია ადამიანის ბუნებრივი ა-ინტერფერონის მრავალი თვისება. მისი ანტივირუსული მოქმედება განპირობებულია უჯრედებში რეზინტენტობის ინდუცირებით ვირუსული ინფექციების მიმართ. იგი აგრეთვე იწვევს იმუნური სისტემის საპასუხო რეაქციის მოდულირებას, რომელიც მიმართულია ვირუსების ნეიტრალიზაციისაკენ ან მათ მიერ დაინფიცირებული უჯრედების განადგურებაზე. როფერონი-A-ს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება ჯერჯერობით უცნობია. ადამიანის სიმსივნურ უჯრედებში, რომლებიც დამუშავებულია პრეპარატით (უჯრედებში HT-29), სარწმუნოდ მცირდება დნმ-ს, რნმ-ს და ცილის სინთეზი. პრეპარატს გააჩნია ანტიპროლიფერაციული მოქმედება ადამიანის სიმსივნეებზე ინ ვიტრო და თრგუნავს ადამიანის სიმსივნის ზოგიერთი ქსენოტრანსპლანტატის ზრდას “ტიტველ” თაგვებში. ინ ვივო პრეპარატის ანტიპროლიფერაციული აქტივობა შესწავლილია ისეთ სისმსივნეებზე, როგორიცაა სარძევე ჯირკვლის კარცინომა და ბრმა ნაწლავის და განივი კოლინჯის ადენოკარცინომა, ასევე წინამდებარე ჯირკვლის. მისი ანტიპროლიფერაციული აქტივობა ვარირებს. ინტერფერონი ალფა-2ა-ს მრავალი ეფექტი, ადამიანის სხვა ცილებისაგან განსხვავებით ნაწილობრივ ან სრულად ქრება ცხოველებზე კლევის დროს. მიუხედავად ამისა, მაკაკა-რეზუსებში, რომლებსაც წინასწარ შეუყვანეს ინტერფერონი ალფა-2ა ყვავილის ვაქცინის ვირუსის წინააღმდეგოდ ადგილი ჰქონდა აქტივობის მნიშვნელოვან ინდუცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: კუნთებში ან კანქვეშ შეყვანის შემდეგ პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს. პრეპარატის 36მლნ სე დოზით კუნთებში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში მერყეობს 1500-დან 2580პგ/მლ-მდე (საშუალოდ 2020 პგ/მლ), ხოლო კანქვეშ შეყვანის შემდეგ _ 1250-დან 2320პგ/მლ-მდე (საშუალოდ 1730პგ/მლ) და აღინიშნება შესაბამისად 3,8 და 7,3 საათის შემდეგ.
განაწილება: პრეპარატის გამოყენებისას დოზით 3-დან 198მლნ სე-მდე ფარმაკოკინეტიკა ადამიანში ატარებს ხაზოვან ხასიათს. 36მლნ სე ინტრავენური შეყვანისას ჯანმრთელ მოხალისეებში მოცულობის განაწილება წონასწორულ მდგომარეობაში მერყეობს 0,22-დან 0,75ლ/კგ-მდე (საშუალოდ 0,40ლ/კგ). როგორც ჯანმრთელ მოხალისეებში, ასევე ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი აღინიშნებოდა შრატში ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინდივიდუალური მერყეობა. მეტაბოლიზმი და ელიმინაცია: ალფა-ინტერფერონის ელიმინაციის ძირითადი გზა თირკმლისმიერი მეტაბოლიზმია. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი და ელიმინაცია ნაღველით წარმოადგენს გამოყოფის ნაკლებად მნიშვნელოვან გზას. ჯანმრთელებში ნახევარგამოყოფის პერიოდი 36მლნ სე ინტერფერონი ალფა-2ა-ს ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შეადგენს 3,7-8,5 საათს (საშუალოდ 5.1 საათი), საერთო კლირენსი _2,14-3,62 მლ/წთ/კგ-ზე (საშუალოდ 2,79 მლ/წთ/კგ). ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებული კლინიკური შემთხვევების დროს: ინტერფერონი ალფა-2ა-ს ერთჯერადად კუნთებში შეყვანის შემდეგ ავადმყოფებში მეტასტაზირებული კიბოთი და ქრონიკული B ჰეპატიტით ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები იგივეა, რაც ჯანმრთელ მოხალისეებში. 198 მლნ სე ერთჯერადი შეყვანის შემდეგ აღინიშნება დოზადამოკიდებული შრატისმიერი კონცენტრაციის გაზრდა. ინტერფერონი ალფა-2ა-ს განაწილება და ელიმინაცია მისი 2 ჯერ დღეში შეყვანისას დოზით 0,5-36მლნ სე, ან ერთხელ დღეში _ დოზით 1-54მლნ სე, ან 3 ჯერ კვირაში დოზით 1-136მლნ სე, 28 დღის განმავლობაში არ იცვლება. ზოგიერთ ავადმყოფებში პრეპარატის კუნთებში შეყვანისას ერთხელ ან რამდენიმეჯერ დღეში 28 დღის განმავლობაში ადგილი აქვს შრატისმიერი კონცენტრაციის 2-4 ჯერ გაზრდას, ვიდრე მისი ერთჯერადი გამოყენებისას. თუმცა პრეპარატის მრავალჯერადი გამოყენებისას, არსებული მონაცემების თანახმად, განაწილების და ელიმინაციის მონაცემები უცვლელია.

ჩვენება:

ლიმფური სისტემის და სისხლმბადი სისტემის სიმსივნური წარმონაქმნები:
ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი;
მიელომური დაავადება;
კანის T- უჯრედოვანი ლიმფომა;
ქრონიკული მიელოლეიკოზი;
თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით.
სოლიდური სიმსივნეები; კაპოშის სარკომა შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში ანამნეზში ოპორტუნისტული ინფექციების გარეშე;
შორსწასული თირკმლის კარცინომა;
მეტასტაზირებადი მელანომა;
მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ (სიმსივნის სისქე>1,5მმ) ლიმფური კვანძების დაზიანების და შორსწასული მეტასტაზების გარეშე.
ვირუსული დაავადებები:
ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი B მოზრდილებში, რომელთაც გააჩნიათ ვირუსული რეპლიკაციის მარკერები, ანუ დადებითი არიან HBV-დნმ-ზე, დნმ-პოლიმერაზაზე ან HBeAg-ზე;
მოზრდილებში ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი C რომლებსაც შრატში აღენიშნებათ ანტისხეულები ჰეპატიტი C-ს ვირუსის მიმართ ან HCV რნმ შრატში და ალანინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება ღვიძლის დეკომპენსაციის ნიშნების გარეშე (კლასი A Caild-Pugh მიხედვით);

წინააღმდეგჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ;
-არსებული ან გადატანილი კარდიალური დაავადებები;
-პრეპარატის პირდაპირი კარდიოტოქსიურ მოქმედებაზე მითითება არ არსებობს, თუმცა შესაძლებელია, რომ მწვავე, დამოუკიდებლად გამქრალი ტოქსიური ეფექტები (მაგალითად, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება), რომლებიც ხშირად აღინიშნება პრეპარატით მკურნალობის დროს, იწვევენ გულის დაავადებების გამწვავებას;
-თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები და სისხლმბადი სისტემის მიელოიდური ზრდის მხრივ მძიმე დარღვევები;
-კრუნჩხვები ან ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა;
-ქრონიკული ჰეპატიტი გამოხატული დეკომპენსაციით ან ღვიძლის ციროზი;
-ქრონიკული ჰეპატიტი, თუ ავადმყოფები იღებენ ან ადრე იღებდნენ იმუნოდეპრესანტებს, გამონაკლისია სტეროიდებით ხანმოკლე მკურნალობა;
-ქრონიკული მიელოლეიკოზი, თუ ავადმყოფს გააჩნია HLA- იდენტური ნათესავი და მას უნდა ჩაუტარდეს ან ახლო მომავალში მოსალოდნელია ძვლის ტვინის ალოგენური ტრანსპლანტაცია;
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან წინააღმდეგ- ნაჩვენებია.

დოზირება და მიღების წესი:

როფერონი-A ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში. პრეპარატის კანქვეშ შეყვანა რეკომენდებულია ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი

ბუსუსოვან უჯრედოვანი ლეიკოზი:
საწყისი დოზა შეადგენს 3 მლნ სე დღეში კანქვეშ ან კუნთებში 16-24 კვირის განმავლობაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5მლნ სე-მდე ან შეყვანის ჯერადობა მცირდება 3-მდე კვირაში. შემანარჩუნებელი დოზა: 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში დოზა მცირდება 1,5 მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში. მკურნალობის ხანგრძლივობა: 6 თვის განმავლობაში, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.
შენიშვნა: ავადმყოფებში თრომბოციტოპენიით (თრომბოციტების რიცხვი


მიელომური დაავადება:

3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში. ინდივიდუალური ამტანიანობის მიხედვით, დოზა ყოველ კვირას იზრდება მაქსიმალურ ტოლერანტულ დოზამდე (9- 18მლნ სე) 3 ჯერ კვირაში.
ამ სქემით მკურნალობა გრძელდება განუსაზღვრელად ხანგრძლივად თუ დაავადება არ პროგრესირებს ან სანამ არ განვითარდება პრეპარატის მიმართ გამოხატული აუტანლობა.

კანის T-უჯრედოვანი ლიმფომა:
პრეპარატს გააჩნია გამოხატული ეფექტი ავადმყოფებში პროგრესირებადი კანის თუჯრედოვანი ლიმფომით, მათ შორის ავადმყოფებში რეფრაქტერობით ტრადიციული თერაპიის მიმართ ან ავადმყოფებში, რომლებიც არ ექვემდებარებიან მის ჩატარებას.
საწყისი დოზა: ავადმყოფებში 18 წლის ასაკის ზევით, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 12 კვირის განმავლობაში დოზის თანდათანობითი გაზრდით 18 მლნ სე-მდე.
დოზის მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში;
4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 18 მლნ სე დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალური ამტანი დოზით, არაუმეტეს 18მლნ სე-სა. მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს არანაკლებ 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 40 თვის განმავლობაში პერმანენტულად. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არანაკლებ 12 თვის განმავლობაში, რათა მაქსიმალურად გაიზარდოს სრული რემისიის მიღწევის და მისი გახანგრძლივების ალბათობა.
ყურადღება:
40% ავადმყოფებში ობიექტური სისმსივნის საწინააღმდეგო ეფექტი მიღწეული არ იქნა. ნაწილობრივი რემისია აღინიშნება 3 თვის განმავლობაში, სრული _ 6 თვის განმავლობაში, თუმცა საუკეთესო ეფექტის მისაღწევად საჭიროა 12 თვიანი მკურნალობა.

ქრონიკული მიელოლეიკოზი:

პრეპარატი ნაჩვენებია იმ ავადმყოფების სამკურნალოდ, რომლებიც იმყოფებიან ქრონიკული მიელოლეიკოზის ქრონიკულ სტადიაში და დადებითნი არიან ფილადელფიური ქრომოსომის მიხედვით, უცნობია იწვევს თუ არა როფერონი-A ამ დაავადებისაგან განკურნებას. პრეპარატი ავადმყოფთა 60%-ში იწვევს ჰემატოლოგიურ რემისიას, რაც წინათ ჩატარებულ მკურნალობაზე დამოუკიდებული არ არის. ავადმყოფთა 2/3-ში სრული ჰემატოლოგიური რემისია შენარჩუნებულია მკურნალობის დაწყებიდან 18 თვის შემდეგ.
ციტოტოქსიურ თერაპიასთან შედარებით ინტერფერონ-ალფა-2ა იწვევს სტაბილურ ციტოგენეტიკურ რემისიას, რომელიც გრძელდება 40 თვის განმვალობაში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში. დოზის თანდათანობითი მომატება ხორციელდება შემდეგი სქემის მიხედვით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ
სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფი იღებს პრეპარატს 8 კვირის განმავლობაში, უმჯობესია _ 12 კვირის, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. ავადმყოფები, რომლებიც დადებითად რეაგირებენ ჩატარებულ მკურნლობაზე, აგრძელებენ მას არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში.
ყველა პაციენტში სრული ჰემატოლოგიური რემისიით, მკურნალობას აგრძელებენ 9 მლნ სე დღეში (ოპტიმალური დოზა).
პრეპარატით მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის, თუმცა არის მონაცემები 2 წლიანი ციტოგენეტიკური რემისიის შესახებ მკურნალობის დაწყების შემდეგ.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა, უსაფრთხოება და ოპტიმალური დოზები დადგენილი არ არის.
თრომბოციტოზი, დაკავშირებული მიელოპროლიფერაციულ დაავადებებთან:
თრომბოციტოზი ხშირად თან ახლავს ქრონიკულ მიელოლეიკოზს და წარმოადგენს ესენციური თრომბოციტემიის ძარითად ნიშანს.
კლინიკურად მძიმე თრომციტოზი ვლინდება მძიმე თრომბოციტული დიათეზის გახშირებით. რამდენიმე დღის განმავლობაში პრეპარატი ამცირებს თრომბოციტების რიცხვს, თრომბოჰემორაგიული გართულებების სიხშირეს და არ გააჩნია ლეიკოზოგენური პოტენციალი. ამიტომ ავადმყოფებში ძლიერი თრომბოციტოზით ქრონიკული მიელოლეიკოზის და სხვა მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს, რეკომენდებულია პრეპარატით არალეიკოზოგენური თერაპიის ჩატარება. ქრონიკული მიელოლეიკოზის დროს თრომბოციტოზით რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 6მლნ სე დღეში; 7-84 დღე _ 9 მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა  (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). თრომბოციტოზი მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს (ქრონიკული მიელოლეიკოზის გარდა) რეკომენდებულია დოზის თანდათანობითი მომატების შემდეგი სქემა: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-30 დღე _ 6მლნ სე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: თრომბოციტების რიცხვის ნორმის ფარგლებში  შესანარჩუნებლად საჭიროა კარგად ასატანი დღეღამური დოზა 1-3მლნ სე კვირაში 2-3 ჯერ. თუმცა საჭირო ყოველი ავადმყოფისათვის ინდივიდუალურად შეირჩეს მაქსიმალური დოზა.

არაჰოჯკინის ლიმფომა ავთვისებიანობის დაბალი ხარისხით:

პრეპარატის დამატებითი დანიშვნისას ქიმიოთერაპიასთან (სხივური თერაპია ან მის გარეშე) პრეპარატი ახანგრძლივებს სიცოცხლის უნარიანობას რეციდივის ან პროგრესირების გარეშე. პრეპარატი ინიშნება სტანდარტული ქიმიოთერაპიის შემდეგ, როგორც შემანარჩუნებელი თერაპია (სხივურ თერაპიასთან ან მის გარეშე) დოზით 3მლნ სე კანქვეშ 3 ჯერ კვირაში 12 თვის განმავლობაში. პრეპარატით მკურნალობა იწყება ავადმყოფის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, ქიმიო- ან სხივური თერაპიის ჩატარებიდან 4-6 კვირის შემდეგ. როფერონი-A ინიშნება ერთდროულად ქიმიოთერაპიის ტრადიციულ სქემასთან (მაგალითად, კომბინაცია ციკლოფოსფამიდთან, პრედნიზოლონთან, ვინკრისტინთან, დოქსორუბიცინთან) დოზით 6მლნ სე/მ2 კანქვეშ ან კუნთებში 22 დღიდან 26 დღემდე ყოველი 28 დღიანი ციკლის დროს. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა იწყება ერთდროულად ქიმიოთერაპიასთან.

კაპოშის სარკომა შიდსის ფონზე:

პრეპარატით მკურნალობის დოზირების ოპრტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. არსებობს ალბათობა იმის შესახებ, რომ პრეპარატით მკურნალობა ამ პათოლოგიის დროს დადებითია, როდესაც ანამნეზში არ აღინიშნება ოპორტუნისტული ინფექციები, BB-ჯგუფის სიმპტომები (სხეულის წონის დაკლება 10%-ით, სხეული ტემპერატურა >38ºC ინფექციის ცნობილი კერის არ არსებობის შემთხვევაში, ღამის ოფლიანობა), ხოლო CD4+ ლიმფოციტების რიცხვი > 200 უჯრედი 1 მკლ-ში. საწყისი დოზა: 18 წლის ასაკის და ზევით ავადმყოფებში, პრეპარატი ინიშნება
კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სე-მდე. რეკომენდებულია მკურნალობის შემდეგი სქემა დოზის თანდათანობითი მომატებით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება 10-84 დღეს 36მლნ სე-მდე. შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში მაქსიმალურად ასატანი ოზით არაუმეტეს 36მლნ სე-სა. ავადმყოფებში აღნიშნული პათოლოგიით, რომლებიც იღებენ პრეპარატს, რემისიის  სიხშირე უფრო ნაკლებია, ვიდრე რეკომენდებული დოზების დანიშვნისას. მკურნალობის ხანგრძლივობა: მკურნალობაზე რეაქციის დასადგენად საჭიროა იმსივნის დინამიკის დოკუმენტური ასახვა. ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 10 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). ჩვეულებრივ ეფექტი ვლინდება მკურნალობიდან 3 თვის შემდეგ. მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 20 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. კლინიკური ეფექტის მიღების შემდეგ მკურნალობა გრძელდება სიმსივნის გაქრობამდე.
შენიშვნა:
პრეპარატით მკურნლობის შემდეგ კაპოშის სარკომა განიცდის ხშირ რეციდივს.

შორსწასული თირკმელის უჯრედოვანი კარცინომა:

ავადმყოფებში სიმსივნის რეციდივით ან მეტასტაზით საუკეთესო თერაპიული ეფექტი აღინიშნება პრეპარატის დიდი დოზებით დანიშვნისას (36მლნ სე დღეში) მონოთერაპიის სახით ან პრეპარატის ზომიერი დოზები (18მლნ სე 3 ჯერ კვირაში) კომბინაციაში ვინბლასტინთან. ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ პრეპარატის მცირე დოზებს (2მლნ სე/მ2 დღეში) ეფექტი არ აღინიშნება. პრეპარატის კომბინაცია ვინბლასტინთან იწვევს მსუბუქი და ზომიერი ლეიკოპენიის სიხშირის მომატებას და გრანულოციტოპენიას, მონოთერაპიასთან შედარებით.
ა) მონოთერაპია როფერონ A-თი:
საწყისი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში 8-12 კვირის განმავლობაში, დღიური დოზის თანდათანობითი მომატებით 18მლნ სე-მდე, შესაძლებლობის შემთხვევაში _ 36მლნ სემდე. რეკომენდებულია დოზის მომატება შემდეგი სქემით: 1-3 დღე _ 3მლნ სე დღეში; 4-6 დღე _ 9მლნ სე დღეში; 7-9 დღე _ 18 მლნ სე დღეში., კარგი ამტანიანობის შემთხვევაში დოზა იზრდება მე-10-84 დღეს _ 36მლნ სე-მდე
დღეში.
შემანარჩუნებელი დოზა: კანქვეშ ან კუნთებში მაქსიმალურად ასატანი დოზით არაუმეტეს 36მლნ სე.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 16 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის. როფერონი A ვინბლასტინთან კომბინაციაში:
აღნიშნული კომბინაცია იძლევა რემისიას 20% შემთხვევაში, აფერხებს დაავადების პროგრესირებას და ახანგრძლივებს ავადმყოფთა სიცოცხლეს თირკმელების შორს წასული კიბოთი.
პირველ კვირას როფერონი-A ინიშნება დოზით 3მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში, მეორე კვირას _ 9მლნ სე 3 ჯერ კვირაში, შემდეგ _ 18მლნ სე 3 ჯერ კვირაში. ამ პერიოდის განმავლობაში ვინბლასტინი შეყავთ ინტრავენურად დოზით 0,1მგ/კგ 3 კვირაში ერთხელ. თუ ავადმყოფი ვერ იტანს დოზას 18მლნ სე, შესაძლებელია მისი შემცირება 9მლნ სე-მდე 3 ჯერ კვირაში.

მელანომა:

10-25 % ავადმყოფებში შორს წასული ავთვისებიანი მელანომით როფერონი A-თი მკურნალობა იწვევს კანის და ვისცერალური ლოკალიზაციის სიმსივნის ობიექტურ რეგრესიას. 18მლნ სე ნაკლები დოზის გამოყენება 3 ჯერ კვირაში თერაპიულ ეფექტს არ იძლევა. მკურნალობის მიმართ მგრძნობიარე ავადმყოფებში აღინიშნება სიცოცხლის გახანგრძლივება, ვიდრე იმ ავადმყოფებში, რომლებიც მკურნალობაზე არ რეაგირებენ.
საწყისი დოზა: 18მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 8-12 კვირის განმავლობაში.
შემანარჩუნებელი დოზა: 18მლნ სე (ან მაქსიმალურად ასატანი დოზა) კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ავადმყოფები იღებენ პრეპარატს არანაკლებ 8 კვირისა, უმჯობესია _ 12 კვირა, რის შემდეგ ექიმი განსაზღვრავს გააგრძელოს მკურნალობა (დადებითი ეფექტი) თუ შეწყვიტოს იგი (უარყოფითი ეფექტი). მკურნალობა გრძელდება ზედიზედ 17 თვე. მკურნალობის ოპტიმალური ხანგრძლივობა დადგენილი არ არის.

მელანომა ქირურგიული რეზექციის შემდეგ:
ადიუვანტური თერაპია როფერონ A- ს მცირე დოზებით ავადმყოფებში ლიმფური კვანძების დაზიანებით და შორეული მეტასტაზების გარეშე მელანომის რეზექციის შემდეგ (სიმსივნის მოცულობა > 1,5მმ) ახანგრძლივებს მათ სიცოცხლეს რეციდივის გარეშე.
დოზა: 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: 18 თვე, თუმცა მკურნალობა უნდა დაიწყოს ოპერაციის შემდეგ არაუგვიანეს 6 კვირაში.

ქრონიკული B ჰეპატიტი:

დოზირების ოპტიმალური რეჟიმი დადგენილი არ არის. ჩვეულებრივ ინიშნება 4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3-ჯერ კვირაში 6 თვის
განმავლობაში. თუ ვირუსული რეპლიკაციის მარკერების ან HBe-ანტიგენის შემცველობა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ არ შემცირდა, პრეპარატის დოზა იზრდება. დოზის შემდგომი კორექცია დამოკიდებულია ავადმყოფის მიერ პრეპარატის ამტანიანობაზე. თუ 3-4 თვიანი მკურნალობის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნება, დგება მკურნალობის შეწყვეტის საკითხი.
ბავშვებში: პრეპარატი დოზით 10მლნ/მ2 სე უსაფრთხოა, თუმცა მისი ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.
სიფრთხილე:
პრეპარატის ეფექტურობა ავადმყოფებში ერთდროულად დაავადებულებში ქრონიკული ჰეპატიტი და შიდსით, დადგენილი არ არის.

ქრონიკული C ჰეპატიტი:

კომბინირებული თერაპია როფერონ A-თი და რიბავირინით: ინტერფერონ ალფა-2ა-ს ეფექტურობა იზრდება მისი კომბინაციის დროს
რიბავირინთან. კომბინირებული თერაპია როფერონAA¡Vთი და რიბავირინით არანამკურნალებ ავადმყოფებში: როფერონ A-ს დოზირების რეჟიმი 3-4,5მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 6-12 თვის განმავლობაში. რიბავირინის დოზირების რეჟიმი: 1000- 1200მგ/დღეში 2 მიღებაზე (საუზმის და ვახშმის დროს). მონოთერაპია როფერონ A -თი: მონოთერაპია პრეპარატით ძირითადად ტარდება რიბავირინის აუტანლობის ან წინააღმდეგჩვენების დროს.
საწყისი დოზა: 6მლნ სე კანქვეშ ან კუნთებში 3 ჯერ კვირაში 3 თვის განმავლობაში. შემანარჩუნებელი დოზა: სრული რემისიის სტაბილიზაციისათვის ავადმყოფებში შრატში ალანინამინოტრანსფერაზას ნორმალური კონცენტრაციით, საჭიროა შემანარჩუნებელი დოზა 3მლნ სე 3 ჯერ კვირაში კიდევ 3-9 თვის განმავლობაში. თუ 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ შრატში ალანინამინოტრასფერაზას კონცენტრაცია  ნორმალიზდება, პრეპარატით მკურნალობა წყდება.

წვეტიანი კონდილომა:
1-3სე 3 ჯერ კვირაში კანქვეშ ან კუნთებში 1-2 თვის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ქვემოთ მოყვანილ გვერდით მოვლენებს ადგილი ჰქონდათ ავადმყოფებში სხვადასხვა ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებებით, რომლებიც რეფრაქტერულნი იყვნენ წინა მკურნალობის მიმართ ან იმყოფებოდნენ დაავადების ბოლო სტადიაში, ასევე ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტი B-თი და ქრონიკული ჰეპაიტი C-თი. მეტი წილი ონკოლოგიური ავადმყოფებისა იღებდნენ დოზებს, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატებოდა არსებულ რეკომენდებულ დოზებს. ამით აიხსნება ამ ჯგუფის ავადმყოფებში გვერდითი მოვლენების უფრო დიდი სიხშირე და სიმძიმე, ვიდრე ავადმყოფებში ჰეპატიტი B-თი, სადაც გვერდითი მოვლენები ატარებდა გარდამავალ ხასიათს და 1-2 კვირის შემდეგ პაციენტები უბრუნდებოდნენ საწყის მდგომარეობას. გაძლიერებული თმის ცვენა შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე კვირა.
ზოგადი სიმპტომები:
ხშირად: გრიპისმაგვარი სინდრომი (მოთენთილობა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ცხელება, უმადობა, კუნთების, თავის და სახსრების ტკივილი, ოფლიანობა). აღნიშნული მოვლენები მცირდება ან გაივლის პარაცეტამოლის ერთდროული დანიშვნისას და მათი გამოხატულება მკურნალობის პერიოდში პრეპარატის დოზის შემცირებისას სუსტდება, თუმცა მკურნალობის გაგრძელებისას შესაძლოა განვითარდეს ძილიანობა, სისუსტე და მოთენთილობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: ონკოლოგიური ავადმყოფების 1/3-ში ვითარდება ანორექსია, ნახევარში _ გულისრევა. საკმაოდ ხშირად _ ღებინება, გემოს შეცვლა, პირის სიმშრალე, სიგამხდრე, დიარეა, სუსტი ან ზომიერი ხასიათის მუცლის ტკივილი. იშვიათად _ ყაბზობა, მეტეორიზმი, პერისტალტიკის გაძლიერება, გულძმარვა, წყლულოვანი დაავადების გამწვავება, სიცოცხლისათვის არასახიფათო სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: ხანდახან: ალანინამინოტრანსფერაზას, ტუტოვანი ფოსფატაზას, ლაქტატდეჰიდროგენაზას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, რაც საჭიროებს დოზის კორექციას. იშვიათად: ტრანსამინაზების აქტივობის მატება B ჰეპატიტის დროს, რაც მოწმობს ავადმყოფის კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე; ძალიან იშვიათად _ ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა, ღვიძლის
უკმარისობა. ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: ხანდახან _ სისტემური და არასისტემური თავბრუსხვევა, მხედველობის დარღვევა, ფსიქიური მდგომარეობის გაუარესება, გულმავიწყობა, დეპრესია, ძილიანობა, ცნობიერების დაბინდვა, ქცევის ცვალებადობა (შიში, ნერვიულობა) და ძილის დარღვევა. იშვიათად ძლიერი ძილიანობა, კრუნჩხვები, კომა, თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევა, დროებითი იმპოტენცია და იშემიური რეტინოპათია, ასევე სუიციდალური ქცევა (უკანასკნელ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა).
პერიფერიული ნერვული სისტემა: ხანდახან _ პარესთეზიები, კიდურების დაბუჟება, ნეიროპათია, ქავილი, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ონკოლოგიური ავადმყოფების 1/5-ში აღინიშნება ტრანზიტორული არტერიული ჰიპო- და ჰიპერტენზია, შეშუპება, ციანოზი, არითმია, ტაქიკარდია და ტკივილი გულმკერდში. იშვიათად _ ხველა, ქოშინი, ფილტვების შეშუპება, პნევმონია, გულის შეგუბებითი უკმარისობა, გულის და სუნთქვის გაჩერება, მიოკარდიუმის ინფარქტი. B ჰეპატიტით
დაავადებულებში დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ აღინიშნება იშვიათად.
კანი, მისი დანამატი, ლორწოვანი გარსები: საკმაოდ ხშირად _ ავადმყოფთა 1/5-ში აღინიშნება მსუბუქი და ზომიერი თმის ცვენა, რომელიც მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ატარებს გარდამავალ ხასიათს. იშვიათად: ჰერპესული გამონაყარის გამწვავება ტუჩებზე, გამონაყარი, ქავილი, კანის და ლორწოვანი გარსების სიმშრალე, გამონადენი და სისხლდენები ცხვირიდან, ფსორიაზის გამწვავება ან მანიფესტაცია. თირკმელები და შარდგამომყოფი სისტემა: იშვიათად _ თირკმელების ფუნქციის გაუარესება, თირკმელების უკმარისობა (ძირითადად, ონკოლოგიურ ავადმყოფებში თირკმელების დაავადებით ან ერთდროული მკურნალობა ნეფროტოქსიური პრეპარატებით), ელექტროლიტური დარღვევები, განსაკუთრებით ანორექსიის ან ორგანიზმის დეჰიდრატაციის დროს, პროტეინურია, უჯრედული ელემენტების მომატება შარდის ნალექში, აზოტის შარდოვანას მომატება სისხლში, კრეატინინის და შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება შრატში.
სისხლმბადი სისტემა: საკმაოდ ხშირად _ ტრანზიტორული ლეიკოპენია (არ ითხოვს დოზის შემცირებას), ავადმყოფებში მიელოსუპრესიით _ თრომბოციტოპენია, ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირება. ხანდახან _ ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის კონცენტრაციის შემცირება. მძიმე ჰემატოლოგიური ცვლილებების აღდგენა საწყის მაჩვენებლებამდე აღინიშნება 7-10 დღის შემდეგ მკურნალობის შეწყვეტიდან.
სხვა: იშვიათად _ ჰიპერგლიკემია, რეაქცია ინექციის ადგიალს, აუტოიმუნური პათოლოგია (ვასკულიტი, ართრიტი, ჰემოლიზური ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა, მგლურასმსგავსი სინდრომი). ძალიან იშვიათად _ უსიმპტომო ჰიპოკალციემია. მაკაკა-რეზუსებში დიდი დოზების დანიშვნისას, რომელიც აღემატება კლინიკაში გამოყენებულ დოზებს, აღინიშნება მენსტრუალური ციკლის ტრანზიტორული დარღვევა, მათ შორის მენსტრუაციის პერიოდის გახანგრძლივება. ამ მონაცემების მნიშვნელობა ადამიანისათვის დადგენილი არ არის.
გაფრთხილება:
როფერონი A-ს დანიშვნა საჭიროა ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია მკურნალობის გამოცდილება შესაბამისი ჩვენებით. აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება როგორც მკურნალობის უპირატესობაზე, ასევე მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ.
ღვიძლის, თირკმელების და ძვლის ტვინის ფუნქციის მსუბუქი და ზომიერი დარღვევის დროს აუცილებელია მათი ფუნქციის მონიტორინგი.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში ქრონიკული ჰეპატიტით თანმხლები აუტოიმუნური დაავადებებით.
თუ პრეპარატით მკურნალობის დროს განვითარდა ღვიძლის ფუნქციების პათოლოგიური ცვლილებები, საჭიროა მათი მონიტორინგი ან პრეპარატის მოხსნა. რეკომენდებულია ყველა ავადმყოფის ფსიქონევროლოგიური გამოკვლევა. იშვიათად ავადმყოფებში, რომლებიც იტარებენ მკურნალობას როფერონი A-თი, აღინიშნებოდა სუიციდალური მცდელობა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა. განსაკუთრებული სიფრთხილით პრეპარატი ინიშნება ავადმყოფებში მძიმე მიელოსუპრესიით, რადგანაც პრეპარატი თრგუნავს ძვლის ტვინის ფუნქციას, რაც იწვევს ლეიკოპენიას (განსაკუთრებით გრანულოციტების), თრომბოციტოპენიას და იშვიათად ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებას. ეს განაპირობებს ინფექციის მომატებულ რისკს ან სისხლდენას. აუცილებელია ამ ავადმყოფებზე დაწესდეს მონიტორინგი და რეგულარულად ჩატარდეს სისხლის ანალიზის კონტროლი. ავადმყოფებში ტრანსპალანტაციის შემდეგ (მაგალითად, თირკმელების ან ძვლის ტვინის) მედიკამენტოზური იმუნოსუპრესია შესაძლებლია იყოს ნაკლებად ეფექტური, რადგანაც ინტერფერონს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება იმუნურ სისტემაზე. ჰიპერგლიკემიის კლინიკური სიმპტომატიკის შემთხვევაში საჭიროა სისხლში შაქრის კონცენტრაციის კონტროლი და შესაბამისი მეთვალყურეობა. ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით საჭიროა ჰიპოგლიკემიური საშუალებების დოზის კორექცია. პრეპარატის დანიშვნა ახალშობილებში და 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგანაც იგი შეიცავს ბენზილის სპირტს კონსერვანტის სახით, რომელიც არსებული მონაცემების თანახმად, იწვევს ნერვულ-ფსიქიური სფეროს მყარ დარღვევას და პოლიორგანულ უკმარისობას. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. სიფრთხილის ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მამაკაცები და ქალები პრეპარატის გამოყენებისას უნდა იყენებდნენ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს. ორსულობის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა წარმოებს იმ შემთხვევაში, თუ მისი სარგებლიანობა აღემატება მოსალოდნელ რისკს. თუმცა კვლევა არ ადასტურებს პრეპარატის ტერატოგენულ ეფექტს, არ არის გამორიცხული, რომ მან უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. როდესაც მაკაკა-რეზუსში პრეპარატი ინიშნებოდა
დიდი დოზებით, რომელიც აღემატება კლინიკაში რეკომენდებულ დოზებს, მნიშვნელოვნად იზდებოდა აბორტების რაოდენობა. უცნობია, გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ძუძუთი კვების შეწყვეტა ან პრეპარატის მოხსნა ამ პერიოდში წყდება დედის მდგომარეობიდან გამომდინარე. ბენზილის სპირტი, რომელიც შედის პრეპარატის შემადგენლობაში შემავსებელის სახით, შესაძლოა გადის პლაცენტურ ბარიერს. პრეპარატის დანიშვნისას უშუალოდ მშობიარობის წინ ან საკეისრო კვეთის წინ, აუცილებელია გათვალისწინებული იქნას მისი ზემოქმედება დღენაკლულ ახალშობილებზე. კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. გაფრთხილების ზომები რიბავირინის გამოყენებისას.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატის დოზირების რეჟიმის და ავადმყოფის ინდივიდუალური მგრძნობელობის მიხედვით, მას შეუძლია იმოქმედოს ყურადღების კონცენტრაციაზე ავტომობილის მართვისას და მექანიზმებთან მუშაობისას.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ალფა-ინტერფერონს შეუძლია გამოიწვიოს აღდგენითი მეტაბოლური პროცესების დარღვევა სისტემა ციტოქრომ P 450-ს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობის შემცირებით. ეს გასათვალისწინებელია პრეპარატის ერთდროული დანიშვნისას იმ საშუალებებთან, რომლებიც მეტაბოლიზმს განიცდიან ამ გზით. აღწერილია თეოფილინის კლირენსის შემცირება მათი ერთდროული დანიშვნისას.
ინტერფერონები აძლიერებენ ადრე ან მასთან ერთდროულად დანიშნული ნეიროტოქსიური, ჰემატოტოქსიური ან კარდიოტოქსიური პრეპარატების მოქმედებას. ურთიერთქმედება შესაძლებელია ცენტრალური მოქმედების პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას.
კომბინირებული თერაპიის ჩატარება რიბავირინთან _ იხ. ურთიერთქმედება რიბავირინის გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება:
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება, თუმცა ინტერფერონის დიდი დოზების განმეორებითი გამოყენებისას აღინიშნება ღრმა ლეთარგია, მოთენთილობა, პროსტრაცია და კომა. ასეთი ავადმყოფები ექვემდებარებიან ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი თერაპიის ჩატარებას. ავადმყოფები პრეპარატზე გამოხატული გვერდითი მოვლენებით უბრუნდებიან საწყის მდგომარეობას მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე დღეში. კლინიკურ კვლევაში კომა რეგისტრირებულია ავადმყოფთა 0,4%-ში.

განსაკუთრებული მითითებები:
ინსტრუქცია პრეპარატთან მოპყრობის შესახებ:
ფლაკონი საინექციო ხსნარით, რომელიც შეიცავს 18 მლნ სე 3 მლ-ში განკუთვნილია მრავალჯერადი გამოყენებისათვის (ერთ ავადმყოფზე).
სხვა ფორმები განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის. დოზის ამოღების წინ 18 მლნ სე ფლაკონის ხუფი უნდა გაიწმინდოს
მადეზინფიცირებელი ხსნარით. ფლაკონის ეტიკეტზე უნდა აღინიშნოს პირველი დოზის ამოღების თარიღი. ყოველი აღებისათვის საჭიროა ახალი შპრიცის და ნემსის გამოყენება. დაუშვებელია ნემსის განმეორებითი გამოყენება. 18 მლნ სე მრავალჯერადი ფლაკონის გამოყენება წარმოებს 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის აღების შემდეგ. მრავალჯერადი კარტრიჯები განკუთვნილია მხოლოდ ერთი ავადმყოფისათვის. მათი გამოყენება ხორციელდება შპრიც-კალამის სახით _ “როფერონი-პენი”. შპრიცკალამთან და კარტრიჯთან ერთად გამოიყენებენ ნემს “პენფაინი”. თუმცა შესაძლებელია ზოგიერთი სხვა ნემსის გამოყენება. ყოველი ინექციისათვის იყენებენ ახალ სტერილურ შპრიცს. კარტრიჯის გამოყენება ხორციელდება 30 დღის განმავლობაში პირველი დოზის ამოღების შემდეგ. კარტრიჯის პირველი გამოყენების თარიღი უნდა აღინიშნოს მის ეტიკეტზე და იგი წებდება შპრიც-კალამის კოლოფზე. “როფერონპენის” გამოყენების ვრცელი ინსტრუქცია არის შპრიც-კალამის შეფუთვაში.

შენახვის ვადა:

2 წელი. გაიცემა ექიმის რეცეპტით.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება

შენახვის პირობები:

არა უმეტეს +2-8ºC გაყინვის გარეშე.
სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შეფუთვა:

შპრიცი-ტუბი (ერთდოზიანი) 1 ცალი;
მწარმოებელი:
ROCHE
F. HOFFMANN-LA ROCHE LTD,
BAშEL, შჭIთძEღLAND

Don`t copy text!