Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 738

ოქსოლინის 0.25% 10გ მალ(ნიჟფ.)

პრეპარატის სავაჭრო დასახელება ოქსოლინი

ქიმიური დასახელება 1,2,3,4- ტეტრაოქსო -1,2,3,4- ტეტრაჰიდრონაფტალინდიჰიდრატი .

სამკურნალო ფორმა 0.25% ნაზალური მალამო . 3%G გარეგანი გამოყენების მალამო .

 

შემადგენლობა : ტეტრაქსოლინი – 0.,25 გ ; 3,0 გ . დამხმარე ნივთიერებები : ვაზელინის ზეთი , ვაზელინი .

 

აღწერილობა თეთრიდან ღია ყვითელ ფერამდე მალამო . შენახვისას დასაშვებია ვარდისფერი შეფერილობისწარმოქმნა .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი ანტივირუსული საშუალება .

ათქ კოდი : [ J 05 ]

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება , აბლოკირებს გრიპის ვირუსის ( უპირატესად A2 ტიპის ) შეკავშირებისადგილს უჯრედული მემბრანის ზედაპირით , იცავს უჯრედებს მათში ვირუსის შეღწევისგან .

 

გამოყენების ჩვენებები :

კანის ვირუსული დაავადებები , ვირუსული რინიტები . გრიპის პროფილაქტიკა .

 

უკუჩვენებები

პრეპარატის ან მისი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა .

 

მიღების წესები და დოზირება :

ნაზალურად . გრიპის პროფილაქტიკა და ვირუსული რინიტის მკურნალობა : 0.25% მალამოს შეზელვა ცხვირისლორწოვან გარსში დღეში 2-3- ჯერ .

გარეგანად . ისვამენ კანის დაზიანებულ უბანზე დღეში 2-3- ჯერ .

მეჭეჭების მოსაცილებლად ისვამენ 3% მალამოს დღეში 2-3- ჯერ 2 კვირის -2 თვის განმავლობაში . მალამოს დადებისშემდეგ ზევიდან იდებენ გასანთლულ ქაღალდს .

 

გვერდითი მოვლენები :

ცხვირის ლორწოვანი გარსის წვის სწრაფად გამავალი შეგრძნება . რინორეა . მალამოს დადებისას პათოლოგიურადშეცვლილ კანზე ასევე ვითარდება წვის შეგრძნება .

 გამოშვების ფორმა :

0.25% და 3% 10 გ მალამო ტუბებში . თითოეულ ტუბს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოსკოლოფში .  

 შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 10 ° C- ზე , ბავშვებისგან მიუწევდომელ ადგილას .

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე .

დიფლუკანი 100მგ/50მლ ფლ ვენის

დიფლუკანი ფლ
(DIFLUCAN)


გენერიული დასახელება:
Fluconazole

შემადგენლობა:

კაფსულები
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი-50მგ, 100მგ, 150მგ და 200მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის სტეარატი და ნატრიუმის ლაურილ სულფატი.

ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, ტიტანის დიოქსიდი, ქსანტანის ფისი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი და ფორთოხლის ნატურალური შემავსებელი.

დიფლუკანის საინფუზიო ხსნარი
აქტიური ნივთიერება: ფლუკონაზოლი
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდი

ფორმა: კაფსულები 50მგ; 100მგ; 150მგ, 200მგ
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად საინფუზიო ხსნარი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ჩვენება: დიფლუკანს იყენებენ სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ. სოკოვანი ინფექციების მეტად ხშირ გამომწვევს წარმოადგენს საფუარის მსგავსი კანდიდას ჯგუფის სოკო.
პრეპარატი ინიშნება ექიმის რეკომენდაციით შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ: კანდიდოზური სტომატიტი ან პირის ღრუსა და ხორხის რძიანა (ლორწოვანი გარსების ინფექცია). რძიანას ძირითადად იწვევს კანდიდას ჯგუფის სოკო. ფილტვების, შარდგამომყოფი სისტემის და კანის კანდიდოზური ინფექციები. პირის ღრუს კანდიდოზური ინფექციები კბილების პროთეზის მქონე პირებში (პირის ღრუს ლორწოვანი გარსების წყლულები, რაც დაკავშირებულია კბილების პროთეზის ტარებასთან). კანის ინფექციები, მაგ, ტერფების მიკოზები, დერმატომიკოზები, ფრჩხილის ინფექციები. კანდიდას ჯგუფის სოკოთი გამოწვეული შინაგანი ორგანოების სოკოვანი (სისტემური) ინფექციები, მაგ, სისხლის (კანდიდემია), საშარდე გზების (კანდიდურია) ან სხვა ორგანოების ინფექციები. ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებებში. კრიპტოკოკოზი, მათ შორის კრიპტოკოკური მენინგიტი და სხვა ლოკალიზაციის (ფილტვი, კანი და სხვა) კრიპტოკოკური ინფექციები.
დიფლუკანის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე კრიპტოკოკით გამოწვეული მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით.  სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციები, მაგ, ვაგინალური კანდიდოზი, აგრეთვე ვაგინალური კანდიდოზის რეციდივების შესამცირებლად (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში). კანდიდოზური ბალანიტი (ასოს თავის ანთება დაან ჩუჩის ანთება).
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მეორადი სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით იმუნური სისტემის დაავადებულ ავადმყოფებში.
დიფლუკანს იყენებენ აგრეთვე ისეთი იშვიათი სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა: კოკციდიომიკოზი, პარაკოკციდიომიკოზი, სპოროტრიქოზი და ჰისტოპლაზმოზი.

წინააღმდეგჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ალერგიული რეაქციები, ქავილის, კანის ჰიპერემიის ან სუნთქვის გაძნელების ჩათვლით.
დიფლუკანის კომბინაცია ტერფენადინთან და ციზაპრიდთან ნებადართული არ არის.

სიფრთხილე: პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთი მდგომარეობების დროს როგორიცაა:
არსებული ან დაგეგმილი ორსულობა; ლაქტაციის პერიოდი; თირკმელების დაავადებები.

გვერდითი მოვლენები: დიფლუკანი ძირითადად ხასიათდება კარგი ამტანიანობით, მაგრამ ზოგჯერ შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, გამონაყარი კანზე. იმ შემთხვევაში, როდესაც ზედაპირული სოკოვანი ინფექციის მკურნალობის პროცესში წარმოიქმნება გამონაყარი, რომელიც დაკავშირებულია დიფლუკანის მიღებასთან,  საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ინვაზიურისისტემური ინფექციების მკურნალობის პროცესში გამონაყარის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. ბულოზური გამონაყარის ან მულტიფორმული ერითემის წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა. ზოგჯერ შესაძლებელია ტავის ტკივილი. იშვიათ შემთხვევებში ფლუკონაზოლის გამოყენებისას აღინიშნება ღვიძლის მხრივ ტოქსიური ცვლილებები, რომელიც, როგორც წესი, აღენიშნებათ მძიმე სოკოვანი ინფექციებით დაავადებულ ავადმყოფებს. ამიტომ ღვიძლის დაზიანების კლინიკური გამოვლინებისთანავე საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა. დიფლუკანის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია აგრეთვე ცვლილებები სისხლის, ღვიძლის ფუნქციის, შარდის ან ბიოქიმიური მაჩვენებლების მხრივ. აღნიშნული ცვლილებების შემთხვევაში საჭიროა განსაკუთრებული სამედიცინო კონტროლი. ფლუკონაზოლით მკურნალობისას იშვიათ შემთხვევებში ვითარდება კანის მხრივ ექსფოლიატიური რეაქციები. შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში მნიშვნელოვნად მომატებულია კანის მძიმე რეაქციების განვითარების რისკი  სხვადასხვა პრეპარატებზე. იშვიათად ზოგიერთ ავადმყოფებს აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები დიფლუკანის მიმართ: მოხრჩობის უეცარი შეგრძნება, სუნთქვის გაძნელება ან მოჭერითი ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში; ქუთუთოების, სახის და ტუჩების შეშუპება; კანზე გამონაყარი ან ქავილით მიმდინარე წითელი  ლაქები; მთელი სხეულის ქავილი.
აღნიშნული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილინი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

მიღების წესი და დოზირება: დიფლუკანის კაფსულები და დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი გამოიყენება მხოლოდ შიგნით მისაღებად. კაფსულებს იღებენ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.
დასალევი სუსპენზიის მოსამზადებელ ფხვნილით სავსე ფლაკონს ანჯღრევენ და უმატებენ 24მლ წყალს. ფლაკონის შენჯღრევა წარმოებს უშუალოდ გამოყენების წინ. კაფსულების და სუსპენზიის მიღება ხდება ერთსა და იმავე დროს.  პრეპარატის მიღება შესაძლებელია როგორც საკვების მიღების დროს, აგრეთვე მისი მიღების შორის ინტერვალში. ფლუკონაზოლის საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში არა უმეტეს 10მლწთ-ში სიჩქარით. იმ ავადმყოფებს, რომელთაც ეზღუდებათ ნატრიუმის მიღება, საჭიროა მათი ინფორმირება დიფლუკანის საინექციო ხსნარში არსებული 0.9% ნატრიუმის ქლორიდის არსებობის შესახებ.
მოზრდილებში: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის და ხორხის კანდიდოზური ინფექციები-50-100მგ ერთხელ დღეღამეში 7-14 დღის განმავლობაში და მეტი. პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ინფექციები კბილების პროთეზის მქონე ავადმყოფებში-50მგ ერთხელ დღეღამეში 14 დღის განმავლობაში (პროთეზის დეზინფექციის შემთხვევაში). საყლაპავის კანდიდოზური ინფექციები, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები, აგრეთვე კანისა და ლორწოვანის კანდიდოზით გამოწვეული მდგომარეობა-50-100მგ ერთხელ დღეღამეში 14-30 დღის განმავლობაში. შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში პირის ღრუსა და ხორხის განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა- 150მგ კვირაში ერთხელ.  სასქესო ორგანოების კანდიდოზური ინფექციების მკურნალობა-150მგ ერთჯერადად; ვაგინალური კანდიდოზის რეციდივებით შეპყრობილი ქალების მკურნალობა (3 და მეტი ეპიზოდი წელიწადში)-150მგ თვეში ერთხელ 4-12 თვის განმავლობაში ან მეტი აუცილებლობის შემთხვევაში; კანის მიკოზური ინფექციები-50მგ ერთხელ დღეღამეში 2-4 კვირის განმავლობაში;
ტერფის დერმატომიკოზების დროს შესაძლებელია მკურნალობის გახანგრძლივება (6კვირამდე). მრავალფეროვანი ლიქენის დროს რეკომენდებულ დოზას შეადგენს 300მგ 1-ხელ კვირაში 2 კვირის განმავლობაში. ზოგიერთ ავადმყოფებში შესაძლებელია 300მგ პრეპარატის მესამედის გამოყენება კვირაში, მაშინ როდესაც სხვა ავადმყოფებში საკმარისია 300-400მგ დიფლუკანის ერთჯერადად მიღება. მკურნალობის ალტერნატიულ სქემას წარმოადგენს პრეპარატის 50მგ 1-ხელ დღეღამეში 2-4 კვირის განმავლობაში; ონიქომიკოზის დროს-150მგ კვირაში ერთხელ. მკურნალობა გრძელდება შესაბამისად 3-6 თვე (ხელებზე) და 6-12 თვე (ფეხებზე); შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ინფექციები-400მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400მგ ერთხელ დღეღამეში. სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800მგ-მდე დღეღამეში; განმეორებითი კანდიდოზური ინფექციების პროფილაქტიკა-50-400მგ ერთხელ დღეღამეში ინფექციის განვითარების მომატებული რისკის პერიოდში; შინაგანი ორგანოების კრიპტოკოკული ინფექციები-400მგ პირველ დღეს, შემდგომ 200-400მგ ერთხელ დღეში 6-8 კვირის განმავლობაში და მეტი. სიცოცხლისათვის საშიში კრიპტოკოკული ინფექციის დროს შესაძლებელია პრეპარატის დოზის გაზრდა 800მგ-მდე დღეღამეში; -შიდსით დაავადებულ ავადმყოფებში კრიპტოკოკული მენინგიტის რეციდივის პროფილაქტიკა-200მგ ერთხელ დღეღამეში განუსაზღვრელი ხანგრძლივი დროის განმავლობაში; კოკციდიომიკოზის, პარაკოკციდიომიკოზის, სპიროტრიქოზის და ჰისტოპლაზმოზის დროს-200-400მგ ერთხელ დღეღამეში 2 წლის განმავლობაში და მეტი.

ბავშვებში 4 კვირიდან 15 წლის ასაკამდე: ლორწოვანი გარსების კანდიდოზური ინფექციები-3მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში პირველ დღეს, შემდგომში 6მგკგ წონაზე დღეღამეში; შინაგანი ორგანოების კანდიდოზური ან კრიპტოკოკული ინფექციები-6-12მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში; სოკოვანი ინფექციების პროფილაქტიკა მათი განვითარების მომატებული რისკის პერიოდში-3-12მგკგ წონაზე ერთხელ დღეღამეში.
ახალშობილებს დაბადებიდან პირველი 2 კვირის განმავლობაში პრეპარატი ენიშნებათ იგივე დოზებში (მგკგ წონაზე), როგორც შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშვებს, მაგრამ 72სთ-იანი ინტერვალით, ხოლო 2-4 კვირის ახალშობილებში იგივე დოზა შეჰყავთ 48სთ-იანი ინტერვალით.
ხანდაზმულ ავადმყოფებს, რომელთაც არ აღენიშნებათ თირკმელების ფუნქციის დარღვევა პრეპარატი ენიშნებათ ჩვეულებრივი დოზებით.
თირკმელების ფუნქციის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში საჭიროა დოზის კორექცია.

დოზის გადაჭარბება: დიდი რაოდენობით დიფლუკანის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში შესაძლებელია სხვადასხვა გვერდითი მოვლენების განვითარება, რომელთა კორეგირება წარმოებს ექიმთან კონსულტაციით შესაბამისი მკურნალობის გამოყენებით სამკურნალო დაწესებულებაში.

შენახვის პირობები: არა უმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. გაყინვა ნებადართული არ არის.
ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა: პრეპარატის მიღება ვადის გასვლის შემდეგ ნებადართული არ არის.

შეფუთვა: N7 50მგ, 100მგ და 200მგ კაფსულები ბლისტერში ან N1 150მგ კაფსულა ბლისტერში.
ფხვნილი დასალევი სუსპენზიის მოსამზადებლად ფლაკონებში 50მგ5მლ-ში ან 200მგ5მლ-ში.
50მლ საინფუზიო ხსნარი გამჭვირვალე მინის ფლაკონებში. ხსნარი შეიცავს ნატრიუმის ქლორიდს.

მწარმოებელი: “PFIZER” საფრანგეთი

ოქტენისანი 150მლ ლოსიონი

ოქტენისანი

პრობლემა

–    ინგლისში, ნებისმიერ დროს საავადმყოფოში მოზრდილთა პოპულაციის 8.2% ნოზოკომიალური ინფექციით (HCAI)1 ინფიცირდება
–    მკურნალობის დამატებითი ხარჯების გამო, ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისათვის HCAI-ს გადასახადი დაახლებით 1 მილიარდ სტერლინგს შეადგენს2,3
–    გაერთიანებულ სამეფოში ნოზოკომიალური ინფექცია ყოველწლიურად დაახლოებით 5000 სიკვდილიანობას იწვევს
–    ყველა ნოზოკომიალური ინფექციიდან შესაძლებელია 15% პრევენცია, რითაც პოტენციურად დაიზოგება 150 მილიონი სტერლინგი3
–    დეკოლონიზაციის პროცედურების შეუსაბამობამ შეიძლება კოლონიზებული პაციენტის მიერ გამოიწვიოს ინფექციის გავრცელება

პრობლემის გადაჭრა

–    დამამტკიცებელი საბუთები ცხადყოფენ, რომ ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის ღირებულება ბევრად სჭარბობს პოტენციურ დანაზოგებს, რომლებიც შეიძლება მიღწეულ იქნეს4
–    ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციის ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია “ინფექციის რეზერვუარის” შემცირება4
–    ინფიცირებული პიროვნების დეზინეფექცია/დეკოლონიზაცია მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნოზოკომიალური ინფექციის პრევენციაში
–    ოქტენისანი® არის ტანისა და თმის ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალება, რომელიც ეფექტურია ფართო სპექტრის მიკროორგანიზმების წინააღმდეგ
–    ოქტენისანი® გაყიდვაშია და რეკომენდებულია ფარმაცევტების მიერ პაციენტებისათვის საავადმყოფოში მისვლამდე გამოსაყენებლად

ლიტერატურა

1.    ინგლისში ნოზოკომიალური ინფექციის გავრცელების მესამე კვლევის წინასწარი შედეგები 2006 – ჯანდაცვის დეპარტამენტისათვის მოხსენება, ინგლისი.
2.    Plowman R, Graves N, Griffin M, Roberts J, Swan T, Cookson B, Taylor L. საავადმყოფოში შეძენილი ინფექციის სოციო-ეკონომიკური დატვირთვა, ლონდონი: ჯანდაცვის ლაბოტაროული სამსახური, 199. ISBN 0 901144 487.
3.    ეროვნული აუდიტორული ოფისის მოხსენება (HC 876, 2003-04) პაციენტის მოვლის გაუმჯობესება საავადმყოფოში შეძენილი ინფექციის განვითარების რისკის შემცირებით. პროგრესის რაპორტი.
4.    ჯანდაცვის დეპარტამენტი (დეკემბერი 2003). გამარჯვების გზები: ერთად მუშაობა, ინგლისში ნოზოკომიალური ინფექციის შესამცირებლად. უფროსი სამედიცინო ოფიცრის მოხსენება.

ოქტენისანი®

ანტისეპტიკური აქტიური ინგრედიენტი – ოქტენიდინი
ეფექტურია მავნე მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, და იმავდროულად არის კანის მოვლის საშუალება, სხვა ანტიბაქტერიული დასაბანი საშუალებებისაგან განსხვავებით.
კანისთვის უსაფრთხო – ჰიპოალერგიული, pH ნეიტრალური, არ შეიცავს საღებავებს, საპონსა და არომატიზატორებს.
დამატებული დამარბილებელი ინგრედიენტების წყალობით იცავს კანს გამოშრობისაგან
ეფექტურია ფართო სპექტრის მიკროორგანიზმების წინააღმდეგ მულტირეზისტენტული შტამების ჩათვლით.
ფართო გაყიდვაშია და გაიცემა FP10 რეცეპით
რეკომენდებულია ექიმების, მედდების და ფარმაცვეტების მიერ პაციენტებისათვის საავადმყოფოში დაწოლამდე ან იქ ყოფნის დროს გამოსაყენებლად.

გამოყენების მეთოდი

–    ოქტენისანი დაასხით განუზავებელი სახით სუფთა, დასველებულ ღრუბელზე
–    წაუსვით გასასუფთავებელ ადგილებში და ჩამოიბანეთ
–    შხაპის მიღების ან თმების დაბანისას, ოქტენისანი გამოიყენეთ იმავე წესით, როგორც თმებისა და კანის დასაბანი სხვა საშუალებები.
–    ზემოქმედების დრო 3 წუთი

ოქტენისანი®
5 დღიანი ანტიბაქტერიული დაბანვის პროტოკოლი

5 დღე

1 საფეხური
დაასველეთ ტანი და თმები

2 საფეხური
ოქტენისანი დაასხით დასველებულ ღრუბელზე

3 საფეხური
ზემოქმედების 3 წუთი, თმებსა და ტანზე

4 საფეხური
კარგად ჩამოიბანეთ

5 საფეხური
გაამშრალეთ სუფთა და მშრალი პირსახოთ

დღე 1        დღე 2            დღე 3        დღე 4            დღე 5
ტანი        ტანი და თმა    ტანი        ტანი და თმა    ტანი

ოქსოლინის 0.25% 10გ მალ ტუბ

2.00 ლარი
1.92 ლარი

ქვეყანა: უკრაინა

მწარმოებელი: დკპ ჟიტომირის ფ/ფ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ამოქსიცილინი (გრანულები) – AMOXICILLIN – АМОКСИЦИЛИН

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN

მწარმოებელი: BIOCHEMIE, ავსტრია

მოქმედი ნივთიერება: ამოქსიცილინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; ნახევრადსინთეზური პენიცილინი

გამოშვების ფორმა:

გრანულები პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: ბოთლში 100 მლ

5 მლ

ამოქსიცილინი ………         125 მგ

ვრცლად ფლემოქსინი სოლუტაბი (მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

დიფლაზონი 2მგ/მლ 100მლ #1ფლ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

მირამისტინის მალ.0.5% 15გ(დარნ

მირამისტინი-დარნიცა

სამკურნალო საშუალების შემცველობა:
მოქმედი ნივთიერება: მირამისტინი, 1 გ მალამო შეიცავს 5 მგ მირამისტინს;
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ედეტატი, პროქსანოლი 268, პროპილენგლიკოლი, მაკროგოლი 400 (პოლიეთილენგლიკოლი 400), გასუფთავებული წყალი.

წამლის ფორმა. მალამო.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი. ანტისეპტიკური და მადეზინფიცირებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები. მალამო მირამისტინი-დარნიცა შეიცავს კათიონურ ანტისეპტიცს მირამისტინს, რის გამოც ახდენს ანტიმიკრობულ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით, აერობულ და ანაერობულ, სპორაშემქმნელ ასპოროგენულ მიკროფლორაზე მონოკულტურებისა და მიკრობული ასოციაციების სახით, ანტიბიოტიკების მიმართ პოლირეზისტენტულობით ჰოსპიტალური შტამების ჩათვლით. პრეპარატი უფრო ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები და ა.შ.).
პრეპარატი ამცირებს ბაქტერიებისა და სოკოების მდგრადობას ანტიბიოტიკების მიმართ. ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრის გამო მირამისტინის მალამო ეფექტურად ახდენს ჭრილობებისა და დამწვრობების ინფიცირების აცილებას, აღდგენის პროცესების გააქტიურებით. ამ დროს მალამო არ აზიანებს კანის სიცოცხლისუნარიან უჯრედებს. მალამოსებრი ფუძის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების წყალობით მირამისტინი-დარნიცა მოქმედებს არა მხოლოდ ჭრილობის ზედაპირულ მიკროფლორაზე, არამედ ჭრილობის გარშემო არსებულ ქსოვილებზე მოთავსებულ გამაღიზიანებლებზე.

ჩვენებები.
– ქირურგიაში – ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში სხვადასხვა ლოკალიზაციისა და გენეზის ინფიცირებული ჭრილობების სამკურნალოდ (ჩირქიანი კერების ქირურგიული დამუშავების შემდგომი ჭრილობები, ნაწოლები, ტროფიკული წყლულები, ოპერაციის შემდგომი დაჩირქებული ჭრილობები, ფისტულები); ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში – აღდგენილი ჭრილობების განმეორებითი ინფიცირების პროფილაქტიკისათვის.
– კომბუსტოლოგიაში – ზედაპირული და ღრმა II-IIIA ხარისხის დამწვრობებისა და მოყინვების სამკურნალოდ, დამწვრობის ჭრილობათა მოსამზადებლად აუტოდერმოპლასტიკისათვის.
– დერმატოლოგიაში – კანისა და ლორწობითი გარსების სტრეპტო- და სტაფილოდერმიების, ტერფებისა და კანის მსხვილი ნაკეცების მიკოზების, მათ შორის დისჰიდრატული და პიოდერმიით გართულებული ფორმების, გლუვი კანის დერმატომიკოზების, ონიქომიკოზის და კერატომიკოზების, მათ შორის სირსველას, სამკურნალოდ.
– ჭრილობის ინფექციის გართულებათა საპროფილაქტიკოდ – მცირე საწარმოო და საყოფაცხოვრებო ჭრილობების დროს.

უკუჩვენებები. ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

სიფრთხილე გამოყენებისას. ჭრილობის ღია ზედაპირზე მალამოს წასმისას შესაძლებელია წვისა და ტკივილის შეგრძნება, რომელიც თვითონ გადის ხანმოკლე დროის გასვლის შემდეგ.
საკმარისი გამოცდილება ბავშვების, ორსულებისა და მეძუძური დედების სამკურნალოდ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან. ჭრილობის კომბინირებული მკურნალობისას, როდესაც მალამოს მირამისტინი-დარნიცას ადგილობრივად გამოყენება შეთანხმებულია ანტიბიოტიკების სისტემურ შეყვანასთან, შესაძლებელია ანტიბიოტიკების კურსის დოზის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები. მალამოს მირამისტინი-დარნიცა ეფექტურობა იზრდება, როდესაც მისი წასმა ხდება წინასწარ ასეპტიკური ხსნარით გასუფთავებული ჭრილობის ზედაპირზე. ჭრილობაში ჩირქოვან-ნეკროტული მასების არსებობა მოითხოვს მალამოს დამატებით რაოდენობას.

გამოყენების წესი და დოზები. მირამისტინი-დარნიცას მალამო გამოიყენება ადგილობრივად. ჭრილობებისა და დამწვრობების სტანდარტული დამუშავების შემდეგ მოზრდილებში პრეპარატი წაისმევა უშუალოდ დაზიანებულ ზედაპირზე, რის შემდეგაც დაიფინება სტერილური მარლის სახვევი, ან მალამო წაისმევა სახვევ ნაჭერზე, ხოლო შემდეგ ჭრილობაზე. პრეპარატით გაჟღენთილი ტამპონებით ამოივსება ჩირქიანი ჭრილობების ღრუ ქირურგიული დამუშავების შემდეგ. მალამოიანი მარლის ტურუნდები შეიყვანება ფისტულების მილებში.
ჩირქიანი ჭრილობებისა და დამწვრობების ჭრილობის პროცესის პირველ ფაზაში პრეპარატი გამოიყენება ერთხელ დღე-ღამეში, მეორე ფაზაში – ერთხელ 1-3 დღე-ღამეში ჭრილობის მდგომარეობის მიხედვით. დოზა დამოკიდებულია ჭრილობის ზედაპირის ფართობსა და ჩირქის ექსუდაციის ხარისხზე. მკურნალობის ხანგრძლივობა განპირობებულია ჭრილობების დასუფთავებისა და შეხორცების დინამიკით. რბილ ქსოვილებში ინფექციის ღრმა ლოკალიზაციის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება შეიძლება სისტემური მოქმედების ანტიბიოტიკებთან ერთად, ამ დროს მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ანტიბიოტიკის მიღების კურსის ხანგრძლივობით.
დერმატოლოგიური დაავადებების მკურნალობისას მოზრდილებში პრეპარატი წაისმევა თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე რამოდენიმეჯერ დღე-ღამეში ან გაჟღენთილი მარლის სახვევი დაიდება დაზიანების კერაზე 1-2-ჯერ დღე-ღამეში მიკრობიოლოგიური კონტროლის უარყოფითი პასუხების მიღებამდე. გავრცელებული დერმატომიკოზების, კერძოდ რუბრომიკოზების დროს, მალამოს გამოყენება შეიძლება 5-6 კვირის განმავლობაში კომპლექსურ თერაპიაში გრიზეოფულვინთან ან სისტემური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან. ფრჩხილების სოკოვანი ინფექციების დროს მკურნალობის დაწყებამდე ხდება ფრჩხილის ფირფიტების მოშორება.
ჭარბი დოზა. პრეპარატის ჭარბი დოზა დღემდე არ გამოვლენილა. მაგრამ პრეპარატის დიდ რაოდენობით გამოყენებისას ჭრილობის ფართო ზედაპირზე, არ გამოირიცხება მირამისტინის გამოჩენა სისხლმიმოქცევის სისტემაში, რომლის მოქმედება არ გამოვლინდება როგორც კათიონის დეტერგენტის მოქმედება და შეუძლია გაახანგრძლივოს სისხლდენების დრო.
მკურნალობა. დოზის შემცირება ან პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა, გამოიყენება კალციუმის პერორალური პრეპარატების, ვიკასოლი.

გვერდითი ეფექტები. ცალკეულ შემთხვევებში დამწვრობებისა და ტროფიკული წყლულების მკურნალობისას პრეპარატმა შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი წვის შეგრძნება, რომელიც თვითონ გაივლის და არ მოითხოვს ანალგეტიკების გამოყენებას და მალამოს გამოყენების შეწყვეტას.

ვარგისიანობის ვადა. 2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ რეკომენდებული არ არის.

შენახვის პირობები. ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე 8-15°C.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

შეფუთვა. 1000 გ. ქილებში; 15 გ და 30 გ ტუბებში, 1 ტუბი კოლოფში
მწარმოებელი. დსს ფარმაცევტული ქარხანა “დარნიცა”.

მისამართი. 02093, უკრაინა, ქ. კიევი, ბორისპოლსკაიას ქ. 13.

ნივრის ექსტრაქტი ომეგა-3 #30ტ

ნივრის ექსტრაქტი+ომეგა 3

გარსით დაფარული ტაბლეტი

ნივრის ექსტრაქტი  (Allium sativum)  – 400 მგ

ომეგა 3 (ეიკოზაპენტაენურიდადოკოზაჰექსაენური – EPA და DHA 30%) ცხიმოვანიმჟავები    – 200 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნივრის ექსტრაქტი  

ნიორში შემავალი გოგირდოვანი ნაერთი ალიცინი, ახდენს იმუნური სისტემის სტიმულირებას. ალიცინი ფართო სპექტრის  ძლიერი ანტიბიოტიკია, რომელიც მოქმედებს გრამ(+) და გრამ(-)  გამომწვევებზე. აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ახდენს ნერვული სისტემის ნორმალიზებას. ალიცინს და სხვა აქტიურ ნივთიერებებს აქვთ დადებითი გავლენა პანკრეასის ფუქციაზე , ასტიმულირებენ ინსულინის წარმოებას, შედეგად მცირდება სისხლში შაქრის დონე. ალიცინის გარდა ნიორი შეიცავს , არასტაბილურ გოგირდოვანი ნაერთებს, ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, B ჯგუფის, A, D, E და C ვიტამინებს, აგრეთვე, მინერალებსა და მიკროელემენტებს:K, Na, Ca, Mg, Mn, Si, P, Fe, Zn, Se და Ge.  ნივრის ექსტრაქტი  ხასითდება ნაღვლმდენი, სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო თვისებებით. აქვს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისება,რითაც უზრუნველყოფს ორგანიზმის დაცვას თავისუფალი რადიკალების დამაზიანებელი ზემოქმედებისგან.  ხელს უშლის თრომბოციტების აგრეგაციას და თრომბის წარმოქმნას, ახდენს მომატებული არტერიული წნევის ნორმალიზებას; იწვევს ქოლესტერინის დონის დაქვეითებას სისხლში; გააჩნია ანტიფუნგალური მოქმედება Aspergillus niger-ისა და Candida albicans-ის მიმართ; ხასიათდება ანტიკანცეროგენული თვისებებით.

omega 3 ცხიმოვანი მჟავები

 “ომეგა-3”-ის  ცხიმოვან მჟავებს  „შეუცვლელს“ უწოდებენ, რადგანაც ჩვენი ორგანიზმი მათ ვერ აწარმოებს და მათი მიიღება აუცილებელია რეგულარულად საკვებიდან. ვინაიდან საკვები ყოველთვის არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მივიღოთ რეკომენდებული ყოველდღიური დოზა, ამდენად მნიშვნელოვანი იგი შეივსოს  “ომეგა-3”-ით. ორგანიზმში მოხვედრისთანავე  “ომეგა3”-ის ცხიმოვანი მჟავები  პირდაპირ უჯრედებში გადაინაცვლებენ და ზემოქმედებას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.  აძლიერებენ  ორგანიზმის იმუნური, გულ-სისხლძარღვთა, ნერვული  და  საყრდენ მამოძრავებელი  სისტემების ფუნქციებს;  არეგულირებენ გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის  და იშემიური დაავადების  განვითარების რისკს; ამცირებენ სისხლში  ქოლესტერინის დონეს, ხელს  უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და არეგულირებენ არტერიულ  წნევას;  აძლიერებენ სისხლძარღვების  კედლებს და აუმჯობესებენ მათ ელასტიურობას ახასიათებთ  გამოხატული  ანტიოქსიდანტური  მოქმედება;

ჩვენებები:

  • ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • სუსტი იმუნური სისტემა
  • მადის დაქვეითება
  • დისპეფსია,გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
  • ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასთან და ათეროსკლეროზთან დაკავშირებული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
  • ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
  • შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
  • ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების კონცენტრაციის უნარის დარღვევები

მიღების წესი და დოზირება : მიიღება  2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ,  წყლის მიყოლებით.

განსაკუთრებული მითითებები : ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში   მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

უკუჩვენებები : ჰიპერმგრძნობელობა  შემავალი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება :შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.

ჭარბი დოზირება :   დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა)  მკურნალობა: სიმპტომური

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

გამოშვების ფორმა:

პირველადი შეფუთვა :  10 გარსით დაფარული ტაბლეტი ბლისტერში.

მეორადი შეფუთვა: 3 ბლისტერი თავსდება კოლოფში ანოტაციასთან ერთად.

შენახვის პირობები:  მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

 

არ მიიღოთ მედიკამენტი : ვიზუალური დათვალიერებით დეფექტის აღმოჩენისას და ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

პრეპარატის შენახვის ვადა :  წარმოებიდან 3 წელი

მწარმოებელი:  ფარმაცევტული საწარმო შ.პ.ს. „გამა“

საქართველო.

ტელ.: 2109916

ამოქსიკლავი® – AMOKSIKLAV® – АМОКСИКЛАВ®

საერთაშორისო დასახელება:

AMOXICILLIN; CLAVULANIC ACID

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ამოქსაცილინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით.

გამოშვების ფორმა:

ამოქსიკლავი® 375

აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტები:

შეფუთვაში 15 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ……..        250 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ………………    125 მგ

ამოქსიკლავი ® 625

აპკიანი გარსით შემოგარსული ტაბლეტები:

შეფუთვაში 15 ც.

1 აბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ……         500 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით)  ……………..   125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი® 2X625

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 1 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი ტრიჰიდრატის ფორმით) ………..          500მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ………………….    125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი®  2X1000

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით)  ………..        875 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით)  ………………….   125 მგ

სხვა ინგრედიენტები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კროსპოვიდონი, სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი.

ამოქსიკლავი ქვიქტაბი®  625

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) …….         50მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ………………    125 მგ

ამოქსიკლავი®  ქვიქტაბი 1000

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 14 ც.

1 ტაბ.

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ………         875 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ………………..    125 მგ

ამოქსიკლავი®

კრისტალური ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში.

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ……..         31.25 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ქსანტანის გუმფისი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის საჰარინი, მანიტოლი, არომატიზატორები.

ამოქსიკლავი® 2X

კრისტალური ფხვნილი შიგნით მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 35 მლ დოზირებულ შპრიცთან კომპლექტში

5 მლ

ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) ……   400 მგ

კლავულანის მჟავა

(კალიუმის კლავულანატის ფორმით) ……………   57 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ლიმონმჟავა უწყლო, ნატრიუმის ციტრატი უწყლო, ნატრიუმის ბენზოატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კარბოქსიმეთილცელულოზას ნატრიუმის მარილი, ქსანტანის გუმფისი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის საქარინი, მანიტოლი, არომატიზატორები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი შეიცავს ნახევრადსინთეზურ პენიცილინს, ამოქსიცილინს და ß-ლაქტამაზების ინჰიბიტორს კლავულანის მჟავას. კლავულანის მჟავა აინჰიბირებს კლინიკურად მნიშვნელოვანი ß-ლაქტამაზების უმრავლესობას (2, 3, 4 და 5 ტიპის ß-ლაქტამაზებს  – რიჩმონდ საიქსის კლასიფიკაცით), რომლებსაც აპროდუცირებენ . არააქტიურია 1 ტიპისStaphylococcus spp., Escherichia coli, Proteus mirabilis .Haemophilus influenzae, Moraxella catarrhalis, Bacteroides spp. არააქტიურია 1 ტიპის ß-ლაქტამაზების მიმართ, რომლებსაც აპროდუცირებენ Enterobacter spp., morganella morganii, Pseudomonas aeruginosa,Seraratia spp., Acinetobacter spp.

აღნიშნული კომბინაცია უზრუნველყოფს ამოქსიკლავის (მათ შორის ამოქსიცილინის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების შტამების მიმართ) მაღალ ბაქტერიციდულ აქტივობას. ვინაიდან კლავულანის მჟავას უფრო მეტი სწრაფვა გააჩნია ß-ლაქტამაზებისადმი, ვიდრე ამოქსიცილინს, იგი ქმნის სტაბილურ დეაქტივირებულ კომპლექსს ბაქტერიის ფერმენტთან, და ამით ß-ლაქტამაზების ზემოქმედებით ამოქსიცილინის ფერმენტულ დეჰიდრატაციას ხელი ეშლება. ამგვარად, ამოქსიკლავი ბაქტერიციდულად მოქმედებს გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრზე (მათ შორის შტამებზე), რომლებიც მდგრადნი გახდნენ ბეტა-ლატამური ანტიბიოტიკების მიმართ ß-ლაქტამაზების პროდუქციის შედეგად)

ამოქსიკლავი აქტიურია აერობული გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ:

Streptococcus spp., Streptococcus pneumoniae, Streptococcus viridans, Streptococcus milleri,  sreptococcus pyrogenes, Streptococcus bovis), Enterococcus faecium, staphylococcus aureus (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა),  Staphylococcus epidermidis (მეთიცილინ-რეზისტენტული შტამების გარდა), Corynebacterium spp., Listeriamonocytogenes, Noicardiaasteroides;  აერობულ გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმარ: Aeromonas spp., Bordetella pertussis, Brucella spp., Campylobacterjejuni, Campylobacter coli, Citrobacter spp., (ზომიერი მგრძნობელობა), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus ducreyi, Klebsiella spp., legionella pneumophilia., Moraxella catarrhalis, morganella spp.,( ზომიერი მგრძნობელობა),Neisseria gonorrhoeae, Neiseria meningitidis, Pasteurella multocida, Proteus mirabilis, proteus vulgaris,Providencia spp., Salmonella spp., Shigella spp., Vibrio cholarae, Yersinia enterocolitica  (ზომიერი მგრძნობელობა), ანაერობული ბაქტერიების მიმართ:Actinomyces israelii, Bacterides spp.,  (მათ შორის Bacteriodes fragilis) Prevotelia melaninogenica, Clostridium spp.,  (Clostridium difficile გარდა), Peptostreptococcus spp., eikenella corrodens, Fusobacterium spp.,

propionibacterium spp., Treponema paiiidum.

პრეპარატის მიმართ მდგრადი ზომიერად მგრძნობიარენი არიან Myicobacterium tuberculosis, Myicobacterium fortuitum, Myicobacterium bovis, Myicobacterium kansasii. პრეპარატის მიმართ მდგრადია Myicobacterium chelonae.

ფარმაკოკინეტიკა:

ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავას ძირითადი ფარმაკოკინეტიკური თვისებები მსგავსია.

შეწოვა: პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატის ორივე კომპონენტი სწრაფად აბსორბირდება კნტ-დან. საკვებთან ერთად მიღება აბსორბციაზე გავლენას არ ახდენს. სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა დაახლოებით 1 საათში და შეადგენს ამოქსიცილინისთვის (დოზის მიხედვით) 3-12 მკგ/მლ, კლავულანის მჟავასთვის  – 2 მკგ/მლ.

განაწილება: ორივე კომპონენტს ახასიათებს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში კარგი განაწილება (ფილტვები, შუა ყური, პლევრული და პერიტონეული სითხეები, საშვილოსნო, საკვერცხეები). ამოქსიცილინი ასევე აღწევს ღვიძლში, წინამდებარე ჯირკვალში, სასის ნუშისებრ ჯირკვლებში, კუნთების ქსოვილში, ნაღვლის ბუშტში, ცხვირის დანამატი ღრუების სეკრეტში, ნერწყვში, ბრონქულ სეკრეტში. ატიური ნივთიერებები არ აღწევს ჰებ-ში (გამონაკლისია ტვინის გარსების ანთება, ამ დროს ჰებ-ი გამავალია პრეპარატის კომპონენტებისთვის), ნარჩენი კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, აღწევს  პლაცენტურ ბარიერში. სისხლის პლაზმის ცილებთან შეერთების დონე დაბალია.

მეტაბოლიზმი: ამოქსიცილინი ნაწილობრივ მეტაბოლიზირდება, კლავულანის მჟავა ინტენსიურ მეტაბოლიზმს ექვემდებარება.

გამოყოფა: ამოქსიცილინი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა არხებიდან სეკერეციისა და გორგლოვანი ფილტრაციის გზით. კლავულანის მჟავა გამოიყოფა გორგლოვანი ფილტრაციის გზით, ნაწილობრივ მეტაბოლიტების სახით. მცირე ოდენობები შეიძლება გამოიყოს ნაწლავიდან და ფილტვებიდან. ამოქსიცილინისა და კლავულანის მჟავასT1/2 1-1.5 საათს შეადგენს.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში:

თირკმლის მძიმე ფორმის უკმარისობისას ამოქსიცილინისT11/2 დონე იზრდება 7.5 საათამდე, კლავულანის მჟავასთვის 4.5 საათამდე, ორივე კომპონენტი გამოიდევნება ჰემოდიალიზით და უმნიშვნელო რაოდენობები  – პერიტონული დიალიზით.

ჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა:

  • სასუნთქი გზების ზედა ნაწილებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები (მათ შორის მწვავე და ქრონიკული სინუსიტი, მწვავე და ქრონიკული ოტიტი, ტონზოლიტი, ფარინგიტი);
  • სასუნთქი გზების ქვედა ნაწილების ინფექციები (მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ბაქტერიული სუპერინფექციით, ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია);
  • საშარდე გზების ინფექციები;
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • სანაღვლე გზების ინფექციები (ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი);
  • ოდონტოგენური ინფექციები.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში (სხეულის წონის 40 კგ-ზე მეტი) ინფექციის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მიმდინარეობით ინიშნება 1 ტაბ. 375 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 12 საათში, ინფექციისა და სასუნთქი გზების ინფექციების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში – 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 1000 მგ ყოველ 12 საათში.

შემოგარსული ტაბლეტების ფორმით პრეპარატი არ ინიშნება 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში (სხეულის წონა 4 კგ-ზე ნაკლები).

კლავულანის მჟავას მაქსიმალური სადღეღამისო დოზა (კალიუმის მარილის სახით) შეადგენს მოზრდილებისათვის – 60 მგ, ბავშვებისათვის – 10 მგ/სხ.წ.კგ.

ამოქსიცილინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს მოზრდილებისათვის  – 6 გ, ბავშვებისათვის – 45 მგ/სხ.წ.კგ.

მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტ ხანს, განმეორებითი სამედიცინო დათვალიერების გარეშე.

ოდონტოგენური ინფექციების დროს ინიშნება 1 ტაბ. 375 მგ ყოველ 8 საათში ან 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 12 საათში 5 დღის განმავლობაში.

თირკმლის ზომიერი დონის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი  10-30 მლ/წთ) ინიშნება 1 აბ. 625 მგ ყოველ 12 საათში. თირკმლის მძიმე დონის უკმარისობის დროს (კკ 10 მლ/წთ)  – 1 ტაბ. 625 მგ ყოველ 24 საათში. ანურიის დროს მიღებებს შორის ინტერვალი უნდა გაიზარდოს 48 სთ-მდე და მეტად.

ამოქსიკლავი ქვიქტაბი

სტანდარტულ დოზას შეესაბამება ერთი ტაბლეტი 2-ჯერ დღეში (ყოველ 12 საათში) ან 3-ჯერ დღეში.

თითოეული ტაბლეტი გამოყენების წინ უნდა გაიხსნას ნახევარ ჭიქა წყალში, საგულდაგულოდ მორევით. აგრეთვე, შესაძლებელია ტაბლეტი მოთავსდეს პირში,რადგან იგი მალე იხსნება გადაყლაპვამდე.

შიგნით მისაღები სუსპენზია

სუსპენზიების სადღეღამისო დოზები 156.25 მგ/5 მლ და 456 მგ/5მლ (სწორი დოზირების გასაადვილებლად სუსპენზიების 156.25 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ თითოეულ შეფუთვაში მოთავსებულია დოზირებული კოვზი და შპრიცი 5 მლ მოცულობით).

ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 30 მგ/კგ (ამოქსაცილინზე გადაანგარიშებით) დღე-ღამეში, გაყოფილი 2 მიღებად (ყოველ 12 საათში);

3 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებში საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს  – 200 მგ (ამოქსაცილინზე გადაანგარიშებით) დღე-ღამეში, გაყოფილი 3 მიღებად (ყოველ 8 საათში); ინფექციისა და სასუნთქი გზების ინფექციების მძიმე მიმდინარეობის შემთხვევაში  – 4 მგ/კგ (ამოქსაცილინით) დღე-ღამეში, გაყოფილი 3 მიღებად ( ყოველ 8 საათში).

სუსპენზიების რეკომენდებული დოზები (156.25 მგ/5 მლ და 457 მგ/5 მლ) განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონისა და ინფექციისი სიმძიმის მიხედვით. მიიღება 2-3-ჯერ დღე-ღამეში.

სხეულის

წონა (კგ)

ასაკი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები

მძიმე ინფექციები

სუსპენზია

სუსპენზია

156.25 მგ/5მლ

457 მგ/5მლ

457 მგ/5მლ

ერთჯერადი დოზა (დოზირებული კოვზი ან შპრიცი)

 

5-10

1 წ-მდე

1/2X3

1/4X2

1/2X2

10-15

1-4 წ-მდე

1X3

1/2X2

3/4X2

15-20

4-7 წ-მდე

1X3

3/4X2

1X2

20-30

7-10 წ-მდე

2X3

1X2

11/2 X2

30-40

10-12 წ-მდე

2X3

1 ¼ X2

2X2

სადღეღამისო ზუსტი დოზები გამოითვლება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით (და არა მისი ასაკის).

სხეულის წონა (კგ)

ასაკი

მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციები

მძიმე ინფექციები

375 მგ 3X

625 მგ 2X

625 მგ 3X

1000 მგ 2X

≥40

12 წ. ასაკის ზევით

1X3

1X2

1X3

1X2

ამოქსიცილინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 6 გ, ბავშვებისთვის – 45 მგ/სხ.წ.კგ. კლავულანის მჟავას (კალიუმის მარილის სახით) მაქსიმალური სადღეღამისო დოზა მოზრდილებისათვის შეადგენს 600 მგ, ბავშვებისათვის – 10 მგ/სხ.წ.კგ. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (კკ 10-30 მლ/წთ) დოზა უნდა შემცირდეს ან გაზარდოს ინტერვალი მიღებებს შორის (ანურიისას 48 სთ-მდე და მეტი).

მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 14 დღეზე მეტხანს. განმეორებითი სამედიცინო დათვალიერების გარეშე.

სუსპენზიის დამზადების წესი

სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნლი 156.25 მგ/5 მლ: ენერგიულად ინჯღრევა ფლაკონი, ემატება 86 მლ (ანუ ნიშნულამდე) წყალი ორ პორციად ყოველ ჯერზე კარგი ნჯღრევით ფხვნილის სრულად განზავებამდე.

სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი 457 მგ/5 მლ: ენერგიულად ინჯღრევა ფლაკონი, ემატება 27 მლ (ანუ ნიშნულამდე) წყალი ორ პორციად ყოველ ჯერზე კარგი ნჯღრევით ფხვნილის სრულად განზავებამდე.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია უმადობა, ღებინება, გულისრევა, დიარეა; იშვიათად  – ღვიძლის ფერმენტების აქტივობის ტრანზიტორული მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები; ერთეულ შემთხვევებში  – ქოლესტაზური სიყვითლე, ჰეპატიტი, ფსევდომომბრანოზული კოლიტი.

ალერგიული რეაქციები: ერითემული გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად  – მულტიფორმული ექსუდაციური ერითმა, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;

ერთეულ შემთხვევებში  – ექსფოლიაციური დერმატიტი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

სხვა: იშვიათად  – სუპერინფექციის განვითარება, კანდიდოზი.

უკუჩვენებები:

  • ქოლესტაზური სიყვითლე ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, გამოწვეული ამოქსიცილინის/კლავულანის მჟავას მიღებით ანამნეზში;
  • ჰიპერმგრძნობელობა ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავას და პენიცილინების მიმართ.

პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს პაციენტებს ცეფალოსპორინებზე ალერგიული რეაქციებით და ფსევდომემბრანოზული კოლიტით ანამნეზში. აგრეთვე ღვიძლის უკმარისობის, თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევების დროს.

იმის გამო, რომ პაციენტთა უმრავლესობას ინფექციური მონონუკლეოზით და ლიმფოლეიკოზით, რომლებიც ამპიცილინს იღებდნენ, ერითემული გამონაყარი განუვითარდათ, ამ პაციენტებში ამპილიცინის ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში. ამოქსიკლავის გამოყენება ორსულობის დროს შეიძლება იმ შემთხვევებში, როდესაც სარგებელი დედისათვის აღემატება ნაყოფისათვის პოტენციური რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦კურსობრივი მკურნალობის დროს უნდა მოხდეს სისხლის წარმოქმნის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის კონტროლი. პაციენტებში, რომელთაც თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები აქვთ, საჭიროა დოზირების რეჟიმის ადექვატური კორექცია ან დოზებს შორის ინტერვალების გაზრდა.

კნტ-ის მხრივ გვერდითი რეაქციების განვითარების რისკის შემცირების მიზნით პრეპარატის მიღება ჭამის დრო უნდა მოხდეს.

ამოქსიკლავის გამოყენებისას შესაძლებელია ცრუდადებითი რეაქცია შარდში გლუკოზას დონის განსაზღვრისას ბენედიქტის რეაქტივის ან ფლეინგის ხსნარის გამოყენების დროს (რეკომენდებულია გლუკოზოოქსიდაზით ფერმენტული რეაქციების გამოყენება).

ვინაიდან ტაბლეტები 375 მგ (250/125) და 625 მგ (500/125) თანაბარი რაოდენობით შეიცავენ კლავულანის მჟავას  – 125 მგ, ამიტომ 2 ტაბ. 375 მგ არ არის 1 ტაბ. 625 მგ ექვივალენტური.

არ შეიძლება დისულფირამთან ერთად დანიშვნა.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს ცნობები პრეპარატის ჰიპერდოზირების შედეგად ლეტალური დასასრულის ან სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი მოვლენების შესახებ.

სიმპტომები: ტკივილები მუცელში, დიარეა, ღებინება; ასევე შესაძლებელია აგზნებულობა, უძილობა, თავბრუსხვევა; ცალკეულ შემთხვევებში  – კრუნჩხვები.

მკურნალობა პრეპარატის მორიგ მიღებებს შორის დროის მცირე შუალედის შემთხვევაში (4 სთ-ზე ნაკლები) აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და აქტივირებული ნახშირის დანიშვნა პრეპარატის შეწოვის შემცირებისათვის; აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება სიმპტომატური მკურნალობა. ეფექტურია ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამოქსიკლავისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ერთად დანიშვნისას აღინიშნება პროთრომბინული დროის ზრდა. ამიტომ ეს კომბინაცია ფრთხილად ინიშნება.

ამოქსიკლავისა და ალოპურინოლის კომბინირებისას იზრდება ეგზანთემასებრი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი.

ერთად გამოყენებისას ამოქსიკლავი აძლიერებს მეტოტრექსატის ტოქსიკურობას.

ამოქსიცილინისა და რიფამპიცინის კომბინაცია ანტაგონისტურია (აღინიშნება ბაქტერიების საწინააღმდეგოდ მოქმედების ურთიერთშესუსტება).

სასურველი არ არის ამოქსიკლავის მიღება ბაქტერიოსტატულ ანტიბიოტიკებთან (მაკროლიდები, ტეტრაციკლინები), სულფანილამიდებთან ერთად ამოქსიკლავის ეფექტურობის შესაძლო შემცირების გამო.

ერთდროული გამოყენებისას ამოქსიკლავი ამცირებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

დამზადების შემდეგ შიგნით მისაღები სუსპენზია ინახება მაცივარში და გამოიყენება 7 დღის განმავლობაში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

წყალბადის ზეჟანგი 3% 50მლ საქ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!