69.85 ლარი
65.66 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: რუბიკონ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
69.85 ლარი
65.66 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: რუბიკონ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
ფორმა, შეფუთვა: 1. საწვეთურიან ფლაკონში ასხია 10 მლ 2% თვალის წვეთები. 1 მლ შეიცავს 20 მგ აქტიურ ნივთიერებას.
2. საწვეთურიან ფლაკონში ასხია 10 მლ 4% თვალის წვეთები. 1 მლ შეიცავს 40 მგ აქტიურ ნივთიერებას.
შემადგენლობა: ნატრიუმის კრომოგლიკატი (Sodium Cromoglicate);
მწარმოებელი: World Medicine (დიდი ბრიტანეთი)
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიალერგიული საშუალება, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად ოფთალმოლოგიაში.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: აიკროლის შემადგენლობაშიც შედის კრომოგლიცის მჟავის დინატრიუმის მარილი, რომლის მემბრანომასტაბილიზებელ მოქმედებაში მდგომარეობს პრეპარატის თერაპიული ეფექტი. მემბრანომასტაბილიზებელი მოქმედების შედეგად ფერხდება პოხიერი უჯრედების დეგრანულაცია და მათგან ჰისტამინის, ბრადიკინინის, ლეიკოტრიენების (მათ შორის, ანაფილაქსიის ნელა მორეაგირე სუბსტანციის), პროსტაგლანდინებისა და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყოფა; პრეპარატი უზრუნველყოფს ალერგიული და ანთებითი რეაქციების განვითარების თავიდან აცილებასა და აქედან გამომდინარე იგი განსაკუთრებით ეფექტურია პროფილაქტიკური თვალსაზრისით. თვალის ალერგიული დაავადებების დროს სრული კლინიკური ეფექტი დგება რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ.
ჩვენება:
დოზირებისა და მიღების რეჟიმი პრეპარატის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ პარკში. ჩაწვეთების სიხშირე დამოკიდებულია ანთებითი პროცესის სიმძიმეზე.
4 წლის ასაკზე უფროს ბავშვებში ინიშნება 2% ხსნარის 1-2 წვეთი ორივე თვალში 4-6-ჯერ დღე-ღამეში დროის თანაბარი ინტერვალებით (კლინიკური ეფექტის მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს);
მოზრდილებსა და მოზარდებში ხდება 4% ხსნარის 1-2 წვეთის ჩაწვეთება ორივე თვალში 4-6-ჯერ (8-მდე) დღე-ღამეში დროის თანაბარ ინტერვალებში (კლინიკური ეფექტების მიღწევის შემდეგ ინტერვალი თანდათან უნდა გაიზარდოს).
გვერდითი მოვლენები: თვალში ხანმოკლე წვა და მხედველობის დაქვეითება, კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება, ცრემლდენა, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, სიმშრალე თვალების გარშემო.
უკუჩვენება:
განსაკუთრებული მითითებები: აიკროლი გამოიყენება შეიძლება მხოლოდ ადგილობრივად. თუ თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ კონიუნქტივალური ჰიპერემია მატულობს ან გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, საჭიროა პრეპარტის გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული რბილი კონტაქტური ლინზების ტარება. კონტაქტური ლინზების გამოყენებისას ჩაწვეთებამდე აუცილებელია მათი მოხსნა, რის შემდეგაც ლინზების გაკეთება შეიძლება პრეპარატის ჩაწვეთებიდან მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ.
ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე. ყოველი გამოყენების შემდეგ აუცილებელია ფლაკონის დახურვა. დაუშვებელია საწვეთურის შეხება თვალზე.
პაციენტებისათვის, რომლებსაც აიკროლის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ აღენიშნებათ მხედველობის სიმკვეთრის დროებითი დაქვეითება, არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან ტექნიკასთან, დაზგებთან ან სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობა.
ზედოზირება: პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს მონაცემები.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აიკროლი ამცირებს გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი ოფთალმოლოგიური საშუალებების გამოყენების საჭიროებას.
შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი უნდა იქნას შენახული ბავშვისთვის მუიუწვდომელ ადგილს, არ უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შეიძლება ერთი თვის განმავლობაში. აიკროლი ვარგისიანია 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
THIAMAZOLE
მწარმოებელი: JADRAN
მოქმედი ნივთიერება: თიამაზოლი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტითირეოიდული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.
1 ტაბ.
თიამაზოლი …………… 10 მგ
ნიტაზოდი
Nitazode
ნიტაზოდი (ნიტაზოქსანიდი) ტაბლეტები
ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
აღწერა
ნიტაზოდის ტაბლეტები და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის მოსამზადებელი ფხვნილი შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, ნიტაზოქსანიდს, რაც წარმოადგენს სინთეზურ ანტიპროტოზოულ საშუალებას და მიიღება პერორალურად. ნიტაზოქსანიდი არის ღია ყვითელი ფერის კრისტალური ფხვნილი. იგი ძნელად იხსნება ეთანოლში და პრაქტიკულად არ იხსნება წყალში. ქიმიურად, ნიტაზოქსანიდი არის 2-აცეტილოქსი-ნ-(5 -ნიტრო – 2-თიაზოლილი) ბენზამიდი. მოლეკულური ფორმულა არის C12H9N3O5S და წონა არის 307.3.
ნიტაზოდის ტაბლეტები შეიცავს 500 მგ ნიტაზოქსანიდს.
განზავების შემდეგ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის თითოეული 5 მლ შეიცავს 100 მგ ნიტაზოქსანიდს.
კლინიკური ფარმაკოლოგია
შეწოვა: ნიტაზოდის ტაბლეტების (ნიტაზოქსანიდი) ან პერორალური სუსპენზიის პერორალურად მიღებისას, აქტიური მეტაბოლიტების ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 1-4 საათის განმავლობაში. ნიტაზოქსანიდი არ ვლინდება პლაზმაში. ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები მოცემულია ქვემოთ ცხრილში 1 & 2:
შესრულებულია ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის ფხვნილზე.
ცხრილი 1. საკვებთან ერთად ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის ერთი დოზის მიღებისას საშუალო (+SD) პლაზმური ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი 1-დან 11-წლამდე სუბიექტებში.
ტიზოქსანიდი | ტიზოქსანიდის გლუკურონიდი | ||||||
ასაკი | დოზა | Cmax (µგ/მლ) | *Tmax (სთ) | AUC/ (µგ/სთ/მლ) | Cmax (µგ/მლ) | *Tmax (სთ) | AUC/ (µგ/სთ/მლ) |
1-3 წელი | 100 მგ | 3.11 (2.0) | 3.5 (2-4) | 11.7 (4.46) | 3.64 (1.16) | 4.0 (3-4) | 19.0 (5.03) |
4-11 წელი | 200 მგ | 3.00 (0.99) | 2.0 (1-4) | 13.5 (3.3) | 2.84 (0.97) | 4.0 (2-4) | 16.9 (5.00) |
* Tmax მოცემულია როგორც საშუალო (ფარგლებში)
ცხრილი 2. საკვებთან ერთად 500 მგ ნიტაზოქსანიდის ერთი დოზის მიღებისას საშუალო (+SD) პლაზმური ფარმაკოკინეტიკური პარამეტრი 12 მეტი წლის ასაკის სუბიექტებში.
ტიზოქსანიდი | ტიზოქსანიდის გლუკურონიდი | ||||||
ასაკი |
| Cmax (µგ/მლ) | *Tmax (სთ) | AUCT (µგ.სთ/მლ) | Cmax (µგ/მლ) | *Tmax (სთ) | AUCr (µგ.სთ/მლ) |
12-17 წელი |
| 9.1 (6.1) | 4.0 (1-4) | 39.5 (24.2) | 7.3 (1.9) | 4.0 (2-8) | 46.5 (18.2) |
>18 წელი |
| 10.6 (2.0) | 3.0 (2-4) | 41.9 (6.0) | 10.5 (1.4) | 4.5 (4-6) | 63.0 (12.3) |
* Tmax მოცემულია როგორც საშუალო (ფარგლებში)
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია არ არის ნიტაზოდის ტაბლეტების ბიოექვივალენტური. სუსპენზიის ფარდობითი ბიოშეღწევადობა ცხრილთან შედარებით იყო 70%.
საკვების გავლენა: ნიტაზოდის ტაბლეტების საკვებთან ერთად მიღებისას, ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის AUCTპლაზმაში თითქმის ორჯერ იზრდება და Cmax იზრდება თითქმის 50%.
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის საკვებთან ერთად მიღებისას, ტიზოქსანიდის და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის AUCTიზრდება 45-50% და Cmax იზრდება 10%.
კლინიკურ ცდებში ნიტაზოდის ტაბლეტები და პერორალური სუსპენზია მიიღებოდა საკვებთან ერთად, აქედან გამომდინარე, მათი მიღება საკვებთან ერთად რეკომენდებულია (იხილთ დოზა და მიღების წესი).
მრავალჯერადი დოზირება: ნიტაზოდის ტაბლეტების ყოველ 12 საათში ერთჯერ პერორალურად მიღებისას, 7 დღის მანძილზე, არ გამოვლენილა ნიტაზოქსანიდის მეტაბოლიტების, ტიზოქსანიდისა და ტიზოქსანიდის გლუკურონიდის დაგროვება პლაზმაში.
განაწილება: პლაზმაში, ტიზოქსანიდი 99% -ზე მეტით უკავშირდება ცილებს.
მეტაბოლიზმი: ადამიანებში პერორალურად მიღებისას, ნიტაზოქსანიდი სწრაფად ჰიდროლიზდება აქტიური მეტაბოლიტით, ტიზოქსანიდით (დესაცეტილ – ნიტაზოქსანიდი). ტიზოქსანიდი შემდეგ გადის კონიუგაციას, ძირითადად გლუკურონიდაციით. ინ ვიტრო მეტაბოლიზმის კვლევებმა აჩვენა, რომ ტიზოქსანიდს არ აქვს მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული გავლენა ციტოქრომ P450 ფერმენტებზე.
ელიმინაცია: ტიზოქსანიდი გამოიყოფა შარდში, ნაღველში და განავალში, ხოლო ტიზოქსანიდის გლუკურონიდი გამოიყოფა შარდში და ნაღველში. ნიტაზოქსანიდის პერორალური დოზის დაახლოებით ორი მესამედი გამოიყოფა განავალში და ერთი მესამედი – შარდში.
განსაკუთრებული პოპულაციები:
თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები: თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
გერიატრიული პაციენტები: გერიატრიულ პაციენტებში ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი.
პედიატრიული პაციენტები: 12 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის ტაბლეტების მიღებისას არ არის შესწავლილი ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა. 1 წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის მიღებისას არ არის შესწავლილი ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა.
მიკრობიოლოგია
მოქმედების მექანიზმი
ნიტაზოქსანიდის ანტიპროტოზოული მოქმედება მიიჩნევა რომ განპირობებულია პირუვატის ჩარევით: ფერედოქსინის ოქსიდორედუქტაზას ფერმენტ დამოკიდებული ელექტრონ გადამცემი რეაქცია, რაც აუცილებელია ანაერობული ენერგიის მეტაბოლიზმისთვის. კვლევებმა აჩვენა, რომ Giardia lamblia-დან, ფერედოქსინის არარსებობის შემთხვევაში ელექტრონების გადაცემით PFOR ფერმენტი პირდაპირ ამცირებს ნიტაზოქსანიდს. DNA- წარმოებული Cryptosporidium parvum-ის PFOR ცილის თანმიმდევრობა როგორც სჩანს Giardia lamblia-ს მსგავსია. PFOR ფერმენტ დამოკიდებული ელექტრონ გადამცემი რეაქციის ჩარევა შეიძლება არ იყოს ერთადერთი მეტაბოლური გზა რომლითაც ნიტაზოქსანიდი ავლენს ანტიპროტოზოულ მოქმედებას.
ინვიტრო მოქმედება
ნიტაზოქსანიდი და მისი მეტაბოლიტი, ტიზოქსანიდი ინვიტრო აქტიურია, რომელიც თრგუნავს Cryptosporidium parvum–ის (i) სპოროზოიტების და ოოცისტების და Giardia lamblia–ს (ii) ტროფოზოიტების, ზრდას.
პრეპარატის რეზისტენტობა
Cryptosporidium parvum–ის ან Giardia lamblia–ს რეზისტენტობის განვითარების პოტენციალი ნიტაზოქსანიდის მიმართარ არის შემოწმებული.
მგრძნობელობის გამოცდა:
პროტოზოა როგორიც არის Cryptosporidium parvum და Giardia lamblia, კლინიკურ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაში გამოყენების სტანდარტიზირებული ტესტი არ არის მოცემული.
ჩვენება და გამოყენება
Giardia lamblia-თი გამოწვეული დიარეა:
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (პაციენტები 1 წელის და მეტი ასაკის) და ნიტაზოდის ტაბლეტები (პაციენტები 12 წელის და მეტი ასაკის) ნაჩვენებია Giardia lamblia–თი გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ.
Cryptosporidium parvum –ით გამოწვეული დიარეა:
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ნაჩვენებია 1-დან 11 წლამდე ასაკში Cryptosporidium parvum -ით გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ.
ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ და ნიტაზოდის ტაბლეტებმა არ აჩვენა პლაცებოზე მეტი ეფექტი Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეას სამკურნალოდ აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში Cryptosporidium parvum-ით გამოწვეული დიარეის მკურნალობისას, ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის და ნიტაზოდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი
უკუჩვენება
ნიტაზოდის ტაბლეტები და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა ნიტაზოქსანიდის ან მის ფორმულაციაში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
სიფრთხილის ზომები
ზოგადი: ნიტაზოქსანიდის ფარმაკოკინეტიკა არ არის შესწავლილი თირკმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. ამიტომ, ღვიძლის და ნაღვლის დაავადების, ასევე, თირკმლის დაავადების, თირკმლის და ღვიძლის კომბინირებული დაავადების მქონე პაციენტებში ნიტაზოქსანიდის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
ინფორმაცია პაციენტებისთვის
ნიტაზოდის ტაბლეტები და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია მიიღება საკვებთან ერთად. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა და მომვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ პერორალური სუსპენზიის თითოეული 5 მლ შეიცავს 1.48 გრამ საქაროზას.
წამალთშორისი ურთიერთქმედება
ტიზოქსანიდის კავშირი პლაზმის ცილებთან მაღალია (>99.9%). აქედან გამომდინარე, საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა როდესაც ნიტაზოქსანიდი მიიღება ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომელთა პლაზმის ცილებთან კავშირი მაღალია ვიწრო თერაპიული მაჩვენებლით, რადგან შეიძლება მოხდეს კავშირის კონკურენცია (მაგ: ვარფარინი). ინ ვიტრო მეტაბოლიზმის კვლევებმა აჩვენა, რომ ტიზოქსანიდს არ აქვს მნიშვნელოვანი ინჰიბიტორული გავლენა ციტოქრომ P450 ფერმენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ არ ჩატარებულა ინ ვივო წამალთშორისი ურთიერთქმედების კვლევები, ნიტაზოქსანიდის მიღებისას იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც ან მეტაბოლიზდებიან, ან თრგუნავენ ციტოქრომ P450 ფერმენტებს, მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ არის მოსალოდნელი.
კარცინოგენეზი, მუტაგენეზი, ფერტილობის დარღვევა
ხანგრძლივი კარცინოგენული კვლევები არ ჩატარებულა. ნიტაზოქსანიდი არ იყო გენოტოქსიური ჩინური ზაზუნების საკვერცხის უჯრედის ქრომოსომულ აბერაციულ სინჯში ან ვირთხის მიკრობირთვულ სინჯში. ნიტაზოქსანიდი იყო გენოტოქსიური ერთ შტამში (Ta100) ეიმსის მუტაციის სინჯში.
ნიტაზოქსანიდი არ მოქმედებს უარყოფითად მდედრი და მამრი ვირთხების ფერტილობაზე 2400 მგ/კგ დოზის მიღებისას (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 20-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე).
ორსულობა: ტერატოგენური გავლენა
ორსულობის კატეგორია B: რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ვირთხებში 3200 მგ/კგ დოზაზე დღეღამეში (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 26-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე) და 100 მგ/კგ დოზაზე დღეღამეში – კურდღლებში (მოზრდილების კლინიკური დოზა დაახლოებით 2-ჯერ კორეგირდა სხეულის ზედაპირზე), სადაც, ნიტაზოქსანიდმა არ აჩვენა უარყოფითი გავლენა ფერტილობის დარღევაზე და ნაყოფის ზიანზე. თუმცა, ორსულ ქალებში არ არის ჩატარებული ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები.
მეძუძური დედები
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ნიტაზოქსანიდი ადამიანის რძეში. რადგან ბევრი პრეპარატი გამოიყოფა ადამიანის რძეში, მეძუძურ დედებში ნიტაზოქსანიდის მიღებისას საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა.
პედიატრიული გამოყენება
ნიტაზოდის ერთი ტაბლეტი შეიცავს იმაზე მეტ ნიტაზოქსანიდს ვიდრე რეკომენდებულია პედიატრიული დოზირებისათვის, ამიტომ იგი არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში. პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის გამოიყენება უნდა მოხდეს ნიტაზოქსანიდის დოზებით (იხილეთ დოზა და მიღების წესი). ერთ წელზე ნაკლები ასაკის პედიატრიულ პაციენტებში ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი.
გერიატრიული პაციენტები
ზოგადად, ნიტაზოდის ტაბლეტების და ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის დანიშვნისას ხანდაზმულ პაციენტებში გასათვალისწინებელია ღვიძლის, თირკმლის, ან გულის ფუნქციები და თანმხლები დაავადება, ან სხვა პრეპარატებით მკურნალობა. როგორც მითითებულია პუნქტში „სიფრთხილის ზომები“, ეს პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
აივ ინფიცირებული ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტები
არ არის შესწავლილი აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში Giardia lamblia–თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიითა და ნიტაზოდის ტაბლეტებით. ნიტაზოდის ტაბლეტებმა და ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ არ აჩვენა პლაცებოზე მეტი უპირატესობა Cryptosporidium parvum–ით გამოწვეული დიარეაის მკურნალობისას, აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
უარყოფითი რეაქციები
ნიტაზოდის ტაბლეტები: ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები რომელიც აღინიშნებოდა მიუხედავად მიზეზობრიობისა იყო: მუცლის ტკივილი (6.7%), დიარეა (4.3 %), თავის ტკივილი (3.1 %) და გულისრევა (3.1 %).
უარყოფითი მოვლენები ვლინდებოდა 12 წლის და მეტი ასაკის 1%-ზე ნაკლებ პაციენტში, რომელიც მოცემულია ქვემოთ:
მთელი სხეული: ასთენია, ციებ-ცხელება, ტკივილი, ალერგიული რეაქციები, მენჯის ტკივილი, ციება, ციება და ცხელება, გრიპის სინდრომი.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, კანკალი, ჰიპესტეზია.
საჭმლის მომნელებელი სისტემა: ღებინება, დისპეპსია, ანორექსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, პირის სიმშრალე, წყურვილი.
შარდსასქესო სისტემა: გაუფერულებული შარდი, დიზურია, ამენორეა, მეტრორარგია, თირკმლის ტკივილი, სასქესო ბაგეების შეშუპება.
მეტაბოლური და კვებითი: შგპტ (SGPT) მომატება.
სისხლისა & ლიმფური სისტემა: ანემია, ლეიკოციტოზი.
კანი: გამონაყარი, ქავილი.
განსაკუთრებული შეგრძნებები: თვალის გაუფერულება, ყურის ტკივილი.
რესპირატორული სისტემა: სისხლდენა ცხვირიდან, ფილტვის დაავადება, ფარინგიტი.
გულსისხლძარღვთა სისტემა: ტაქიკარდია, სინკოპე, ჰიპერტენზია.
კუნთოვანი სისტემა: მიალგია, ფეხის კუნთების სპაზმი, ძვლის სპონტანური მოტეხილობა.
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია:
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები რომელიც აღინიშნებოდა მიუხედავად მიზეზობრიობისა იყო: მუცლის ტკივილი (7.8%), დიარეა (2.1 %), ღებინება (1.1%) და თავის ტკივილი (1.1 %). ეს მოვლენები იყო მსუბუქი და გარდამავალი ხასიათის.
უარყოფითი მოვლენები ვლინდებოდა 1%-ზე ნაკლებ პედიატრიულ პაციენტებში, რომელიც მოცემულია ქვემოთ:
საჭმლის მომნელებელი სისტემა: გულისრევა, ანორექსია, მეტეორიზმი, მადის მომატება, სანერწყვე ჯირკვლების გადიდება.
მთელი სხეული: ციებ-ცხელება, ინფექცია, დისკომფორტი.
მეტაბოლური და კვებითი: კრეატინინის და შგპტ (SGPT) მომატება.
კანი: გამონაყარი, ქავილი.
განსაკუთრებული შეგრძნებები: თვალის გაუფერულება (მქრქალი ყვითელი).
რესპირატორული სისტემა: რინიტი.
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა.
შარდ-სასქესო სისტემა: გაუფერულებული შარდი.
ზრდასრულ პაციენტებში ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზით მკურნალობისას უარყოფითი რეაქციები იყო ნიტაზოქსანიდის ტაბლეტებით მკურნალობის მსგავსი ზრდასრულ პაციენტებში.
დოზის გადაჭარბება
ნიტაზოქსანიდის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არის. მღრღნელებში და ძაღლებში ჩატარებულ კვლევებში პერორალური LD50 იყო 10,000 მგ/კგ-ზე მეტი. ჯანმრთელ ზრდასრულ მოხალისეებში ნიტაზოქსანიდის ერთჯერადი პერორალური 4000 მგ-მდე დოზის მიღებისას არ აღინიშნა მნიშვნელოვანი უარყოფითი რეაქციები. ჭარბი დოზირების შემთხვევაში რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა პერორალური მიღებიდან მალევე.
პაციენტებზე საჭიროა სიფრთხილით დაკვირვება, სიმპტომური და მხარდამჭერი მკურნალობის დანიშვნა.
დოზა და მიღების წესი
ჩვენება | ასაკი | დოზა | ხანგრძლივობა |
Giardia lamblia -თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა | 1-3 წელი | -5 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ( 100მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად. |
3 დღე |
4-11 წელი | -10 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია ( 200მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად. | ||
> 12 წელი | -1 ნიტაზოდის ტაბლეტი (500 მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში ან 25მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (500მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად. | ||
Cryptosporidium parvum–ით გამოწვეული დიარეას მკურნალობა | 1-3 წელი | 5 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (100მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად. |
3 დღე |
4-11 წელი | 10 მლ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია (200მგ ნიტაზოქსანიდი) ყოველ 12 საათში საკვებთან ერთად. |
12 წლის და მეტი ასაკის პაციენტებში Cryptosporidium parvum–ით გამოწვეული დიარეას მკურნალობისას, ნიტაზოქსანიდის პერორალური სუსპენზიის და ნიტაზოქსანიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი.
ნიტაზოდის ერთი ტაბლეტი შეიცავს იმაზე მეტ ნიტაზოქსანიდს ვიდრე რეკომენდებულია პედიატრიული დოზისათვის, ამიტომ იგი არ გამოიყენება 11 წლამდე ასაკის პედიატრიულ პაციენტებში.
აივ ინფიცირებულ ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში Giardia lamblia–თი გამოწვეული დიარეას მკურნალობა, ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიით არ არის შესწავლილი. ნიტაზოდის პერორალურმა სუსპენზიამ არ აჩვენა პლაცებოზე მეტი უპირატესობა Cryptosporidium parvum–ით გამოწვეული დიარეის მკურნალობისას, აივ ინფიცირებულ, ან იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
აღწერა
ნიტაზოდის ტაბლეტი შეიცავს 500 მგ ნიტაზოქსანიდს და შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: PEG 6000, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, სახამებელი 1 500, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ტიტანის დიოქსიდი, ყვითელი ქინოლინი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, HPMC E5&HPMC 2910.
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს ნიტაზოქსანიდს, რაც წარმოადგენს სინთეზურ ანტიპროტოზოულ საშუალებას და მიიღება პერორალურად. განზავების შემდეგ ნიტაზოდის პერორალური სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს 100 მგ ნიტაზოქსანიდს და შემდეგ არააქტიურ ინგრედიენტებს: ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, Avicel RC 591, მარწყვის ფხვნილი, ვანილინის ფხვნილი, ნატრიუმის ბენზოატი, უწყლო სამ-ნატრიუმის ციტრატი, უწყლო ლიმონმჟავა, ნატრიუმის ერითროზინი, ქსანტანის გუმფისი, აეროსილი 200 da საქაროზა.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვა და შენახვა:
ტაბლეტები: 1,2,3 (Al/ თეთრი გაუმჭვირვალე პვქ/პვდქ) ფირფიტა, თითოეულზე არის 6 ტაბლეტი, მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
სუსპენზია: მუყაოს კოლოფში მოცემულია 60 მლ ბოთლი განზავების შემდეგ და გამოყენების ინსტრუქცია.
შენახვა და მდგრადობა:
ინფორმაცია პაციენტებისთვის:
ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია და ნიტაზოდის ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად. დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა იცოდენ რომ პერორალური სუსპენზია შეიცავს საქაროზას. ნიტაზოდის პერორალური სუსპენზია: მოამზადეთ სუსპენზია დროულად: სუსპენზიის მოსამზადებლად საჭიროა 50 მლ წყალი (ან ბოთლზე მოცემულ აღნიშვნამდე). მოხსენით ბოთლს თავი რათა თავისუფლად გადმოვიდეს ფზვნილი. დაუმატეთ განზავებისთვის საჭირო წყლის მთლიანი რაოდენობის ნახევარი და მაგრად შეანჯღრიეთ, რათა გაიხსნას ფხვნილი. შემდეგ დაუმატეთ დარჩენილი წყალი და ისევ მაგრად შეანჯღრიეთ. კონტეინერი უნდა შეინახოთ კარგად დახურულ მდგომარეობაში და მასში მოთავსებული სუსპენზია მიღებამდე უნდა შეანჯღრიოთ კარგად. სუსპენზიის შენახვა შეგიძლიათ 7 დღის განმავლობაში, ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გამოუყენებელი ნაწილი უნდა გადააგდოთ.
ეს არის მედიკამენტი – მედიკამენტი არის პროდუქტი რომელიც გავლენას ახდეს თქვენს ჯანმრთელობაზედა ინსტრუქციის საწინააღმდეგოდ მისი გამოყენება სახიფათოა თქვენთვის. – ზუსტად დაიცავით ექიმის მითითებები, გამოყენების მეთოდი და ფარმაცევტის მითითებები, რომელმაც გაყიდა მედიკამენტი. – ექიმები და ფარმაცევტები არიან ექსპერტები მედიცინაში, იციან მათი სარგებელი და რისკები. – ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის კურსი არ შეწყვიტოთ თვითნებურად. – ექიმის კონსულტაციის გარეშე არ ჩაიტაროთ იგივე მკურნალობის კურსი. – ყველა პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. |
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტი, ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.
წარმოებულია Al Andalous For pharmaceutical Industries, ეგვიპტე-ს მიერ
ნაქსოჯინი
(Nimorazole)
საერთაშორისო დასახელება
Nimorazole
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – P01AB06
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები სისტემური გამოყენებისათვის
შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტი: ნიმორაზოლი – 500 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა – 101.2 მგ, სიმინდის სახამებელი – 40.0 მგ, მეთილცელულოზა 400 – 2.8 მგ, სტეარინმჟავა – 6.0 მგ.
აღწერილობა: მრგვალი, ამოზნექილი, თეთრი ან მოყვითალო ელფერის ტაბლეტები ერთ მხარეს გადატეხვის ხაზით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ნაქსოჯინი ეს არის ქიმიოთერაპიული პრეპარატი, რომელიც ავლენს აქტივობას Trichomonas vaginalis და სხვა უმარტივესების (მათ შორის Giardia intestinalis და Entamoeba histolytica), აგრეთვე ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ კი Bacteroides და Gardnerella vaginalis მიმართ.
მინიმალური ტრიქომონაციდური კონცენტრაცია მერყეობს 0.3-3 მკგ/მლ დიაპაზონში.
ფარმაკოკინეტიკა
ნაქსოჯინი კარგად შეიწოვება პერორალური მიღების შემდეგ. 1 გ ნიმორაზოლის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლში აღწევს 16 მკგ/მლ პირველი მიღებიდან 3 საათის შემდეგ, 28 მკგ/მლ 25-ე საათზე და 7.5 მკგ/მლ – ბოლო მიღების შემდეგ.
ნაქსოჯინი გამოიყოფა ორგანიზმიდან უმთავრესად თირკმელებით; ნიმერაზოლისა და მისი აქტიური მეტაბოლიტების კონცენტრაცია შარდში და ვაგინალურ სეკრეტში მნიშვნელოვნად აჭარბებს ტრიქომონაციდურ კონცენტრაციებს. 1 გ ნაქსოჯინის სამჯერადი მიღების შემდეგ ყოველ 12 საათში ნიმორაზოლის კონცენტრაციამ ვაგინალურ სეკრეტში, რომელიც იზომებოდა 24-ე, 48-ე და 72-ე საათზე შეადგინა შესაბამისად 129 მკგ/მლ, 95 მკგ/მლ და 4 მკგ/მლ.
ჩვენებები
ინფექციები, რომელთა გამომწვევია Trichomonas vaginalis, ლამბლიოზი, ამებიაზი, ვაგინიტები, რომლებიც გამოწვეულია Gardnerella vaginalis – ით, მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი)
მიღების წესები და დოზები
გამოიყენება პერორალურად
ტრიქომონიაზი:
მკურნალობა ხორციელდება ქვემოთ ჩამოთლილიდან ერთ-ერთი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
ა) 2 გ ერთჯერადად ჭამის შემდეგ
ბ) 1 გრამი 3-ჯერ დღეში, ყოველ 12 საათში ერთხელ;
გ) 250 მგ სამჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში.
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი სამ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
ამებიაზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
20 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-10 დღის განმავლოაბში.
ლამბლიოზი:
მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 5-10 დღის განმავლობაში;
ბავშვები:
15 მგ/კგ/დღე, გაყოფილი ორ მიღებაზე, 5-7 დღის განმავლობაში.
Gardnerella vaginalis – ით გამოწვეული ინფექციები:
ა) 500 მგ ორჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში
ბ) 2 გ ერთჯერადად
მწვავე წყლულოვან-ნეკროზული გინგივიტი (ვინსენტის გინგივიტი) მოზრდილები:
500 მგ ორჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში;
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. მძიმედ მიმდინარე ჰემატოლოგიური და ცერებრალური დაავადებები. თირკმლის და ღვიძლის მძიმე უკმარისობა.
სიფრთხლით უნდა მოხდეს მისი გამოყენება მწვავე ნევროლოგიური დაავადებების დროს.
ნაქსოჯინით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლური სასმელების მიღება (სულ მცირე 48 საათის განმავლობაში პრეპარატის მიღებიდან).
ორსულობა და ლაქტაცია
ნაქსოჯინის გამოყენებისგან თავის შეკავებაა საჭირო ორსულობის (განსაკუთრებით პირველი სამი თვის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში მუტაგენური თვისებების შესაძლო გამოვლენის გამო.
განსაკუთრებული მითითებები
მწვავე ნევროლოგიური დარღვევების პაციენტების მკურნალობა უნდა განხორციელდეს ექიმის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.
ტრიქომონიაზის მკურნალობისას ხელახალი ინფიცირების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია ორივე სქესობრივი პარტნიორის მკურნალობა, მაშინაც კი, როცა ერთ-ერთ მათგანს არ აღენიშნება დაავადების სიმპტომები.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი (გულძმარვა, გულისრვა, ღებინება, დიარეა), თავბრუსხვევა, შესაძლებელია ასევე ნევროლოგიური სიმპტომები (გაშეშება,ჩხვლეტითი ტკივილი, პარესთეზიები და გულყრები).
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას ნაქსოჯინმა შეიძლება მოახდინოს დისულფირამის მსგავსი რეაქციების პროვოცირება. ნაქსოჯინმა შეიძლება გააძლიეროს ვარფარინის ანტიკოაგულაციური ეფექტი და დააქვეითოს ფენიტოინის და ლითიუმის კლირენსი. ფენობარბიტალმა შეიძლება შეამციროს ხოლო ციმეტიდინმა გაზარდოს ნაქსოჯინის პლაზმური კონცენტრაციები.
პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე არ არის აღწერილი
გამოშვების ფორმა
500 მგ 6ც ტაბლეტი
შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა 5 წელი
არ შეიძლება პერპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ინახება არაუმეტეს 25ºC. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით
მწარმოებელი: ECZACIBASI Ilac. San. Ve Ticaret
მოქმედი ნივთიერება: აზითრომიცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური მოქმედება:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
აზითრომიცინი …………. 500 მგ
ფხვნილი პერორალური ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.
5 მლ
აზითრომიცინი ………… 200 მგ
13.75 ლარი
12.92 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: უნიქ ფარმაცევტიკალ ლაბორატორიე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
საერთაშორისო დასახელება:
AZITHROMYCIN
მწარმოებელი: ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ, თურქეთი
მოქმედი ნივთიერება:
აზითრომიცინი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მაკროლიდები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
200მგ/5მლ 15მლ სუსპ
500მგ 3 ტაბლეტი
სუსპენზია:
200მგ/5მლ 15მლ სუსპ. მოსამზადებელი ფხვნილი
მზა სუსპენზიის ყოველი 5 მლ. შეიცავს 200 მგ. აზითრომიცინის დიჰიდრატს.
ტაბლეტები:
ერთი ტაბლეტი შეიცავს 500 მგ აზითრომიცინის დიჰიდტრატს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა: აზითრომიცინი მიეკუთვნება მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების წარმომადგენლებს, რომლის მოლეკულის ლაქტონის მე-15 რგოლში, ნახშირბადის ატომის მაგივრად ჩანაცვლებულია მეთილის ჯგუფი, რომელიც დაკავშირებულია აზოტის ატომთან. აზითრომიცინი ქვემოთ მოყვანილი თვისებებით გამოირჩევა: ადვილად გადის ჰისტო-ჰემატოლოგიურ ბარიერს და აღწევს ქსოვილებში, მაკროფაგების და ნეიტროფილების საშუალებით ტანსპორტირდება ინფექციის კერამდე, გამოირჩევა მაღალი მჟავამედეგობით და ფართო ანტიბაქტერიული სპექტრით გამოირჩევა.
აზითრომიცინი, როგორც ყველა მაკროლიდური ანტიბიოტიკი, ბაქტერიის 50S რიბოსომის დონეზე თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილის ბიოსინთეზს. ნუკლეინური მჟავების სინთეზზე გავლენას არ ახდენს.
აზითრომიცინი ეფექტურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
Staphylococcus aureus, Streptococcus pyogenes; Streptococcus pneumonaie;
streptococcus agalacticae; (Enterococcus faecalis და მეთიცილინრეზისტენტული Staphylococcus -ის შტამები აზითრომიცინის მიმართ მდგრადია)
გრამუარყოფითი აერობები:
Haemophilus ducreyi; Haemophilus influenzae; Moraxella (Branhamella) catarrhalis; Neisseria gonorrhoeae
სხვა მიკროორგანიზმები:
Chlamydia pneumoniae; Chlamydia trachomatis; Mycoplasma pneumonia.
ბეტა-ლაქტამაზები არ ამცირებენ აზითრომიცინის ეფეტურობას.
აზითრომიცინი ახდენს in vitro ზემოქმედებას ქვემოთ მოცემული მიკროორგანიზმების მიმართ:
გრამდადებითი აერობები:
სტრეპტოკოკები (C, F, G ჯგუფები) Streptococus Viridans
გრამუარყოფითი აერობები:
Bordatella pertussis; Legionella pneumophilea.
ანაერობული მიკროორგანიზმები:
Peptostreptococcus შტამები; Prevotella bivia.
სხვა მიკროორგანიზმები:
Ureaplasma urealiticum; Borrelia burgdorferi (ლაიმის დაავადების გამომწვევი)
Mycobacterium avium intracellulare (MAC), Campylobacter and Listeria monocytogenes.
ფარმაკოკინეტიკა:
აზითრომიცინი სწრაფად იხსნება სისხლში და შემდეგ გადადის ქსოვილებში. ნივთიერების ბიოშეღწევადობის მაჩვენებელი ერთჯერადი მიღების შემთხვევაში შეადგენს 34%-ს. საკვებთან ერთად მიღებისას მაჩვენებელი Cmax მატულობს 23%-ით. ერთჯერადად მიღებული 500მგ-ის, ხოლო შემდგომში 250 მგ 2-5 დღეებში ფარმაკოკინეტიკური პარამეტრებია:
| პირველი დღე | მეხუთე დღე |
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია | 0.41 | 0.24 |
მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის ხანგრძლივობა | 2.5 | 3.2 |
მრუდს ქვემოთ არსებული მაჩვენებელი | 2.6 | 2.1 |
სისხლის პლაზმაში მინიმალური კონცენტრაცია | 0.05 | 0.05 |
შარდთან გამოყოფა (შეყვანილი დოზის %) | 4.5 | 6.5 |
აზითრომოცინი ხანმოკლე დროში სისხლიდან გადადის ქსოვილში. ქსოვილში არსებული კონცენტრაცია უფრო მაღალია პლაზმაში არსებულთან შედარებით. აზითრომიცინი გროვდება ფაგოციტებში და ფიბრობლასტებში. გადანაწილების მოცულობა შეადგენს 31,1ლ/კგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება სისხლში არსებული კონცენტრაციის უკუპროპორციულია – 0,02მკგ/მლ –ზე შეადგენს 51%, ხოლო 2მკგ/მლ – 7%. აზითრომიცინი უცვლელი სახით გამოიდევნება ნაღველთან ერთად. ერეთჯერადი დოზის მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 68 საათს. აზითრომიცინის ფარმაკოკინეტიკა ბავშვებსა და ხანდაზმულებში არ იცვლება. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევის დროს მიმდინარე ფარმაკოკინეტიკა საკმარისად შესწავლილი არ არის.
ფარმაკოკინეტიკა ბავშვებში:
აზითრომიცინის სუსპენზიის მიღებისას პირველი დღის დოზა განისაზღვრება 10მკ/კგ. შემდგომი 2-5 დღის განმავლობაში დოზა მცირდება 5მკ/კგ-მდე მისი კინეტიკური პარამეტრები არის შემდეგნაირი:
| 1-5წ.ბავშვთა ჯგუფში | 5-15წ. ბავშვთა ჯგუფში |
პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია | 0.216 | 0.383 |
მაქსიმალურ კონცენტრაციის მიღწევის ხანგრძლივობა | 1-3 | 2-4 |
ზღვარს ქვემოთ არსებული მაჩვენებელი | 1.822 | 3.109 |
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
აზოკსინი მიიღება კვებამდე ერთი საათით ადრე ან ორი საათის შემდეგ.
მოზრდილთათვის:
500 მგ ერთხელ დღეში სამი დღის განმავლობაში.
ბავშვებში:
შუა ყურის მწვავე ოტიტი: დოზა განისაზღვრება ერთჯერადად 30მგ/კგ-ზე ან 3 დღე 10მგ/კგ-ზე ან 5 დღე; აქედან, პირველ დღეს ინიშნება 10მგ/კგ, მე–2-მე–5 დღეებში- 5მგ/კგ.
სტრეპტოკოკური ფარინგიტი: 5 დღე 12მგ/კგ-ზე.
სხვა ჩვენებებებისას 3 დღე 10მგ/კგ-ზე ან 5 დღე, აქედან პირველი დღე 10მგ/კგ-ზე, მე– 2-5 დღეებში 5მგ/კგ-ზე.
სხეულის წონა (კგ.) | სამდღიანი | მკურანლობა | ხუთდღიანი | მკურნალობა |
| I დღე | II – III დღე | I დღე | II – V დღეა |
2.5 მლ (100 მგ) | 2.5 მლ (100 მგ) | 2.5 მლ (100 მგ) | 1.25 მლ (50 მგ) | |
15 – 25 კგ | 5 მლ (200 მგ) | 5 მლ (200 მგ) | 5 მლ (200 მგ) | 2.5 მლ. (100 მგ) |
26 – 35 კგ | 7.5 მლ (300 მგ) | 7.5 მლ (300 მგ) | 7.5 მლ (300 მგ) | 3.75 მლ (150 მ) |
36 – 45 კგ | 10 მლ (400 მგ) | 10 მლ (400 მგ) | 10 მლ (400 მგ) | 5 მლ (200 მგ) |
> 45 კგ. ისევე როგორც მოზრდილებში | ||||
გვერდითი მოვლენები:
კლინიკურ კვლევებში გამოვლენილი იქნა მხოლოდ 0.7%-ში.
1%-ზე მეტ შემთხვევაში გამოვლენილი იქნა დიარეა, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში.
1%-ზე ნაკლებ სიხშირით გამოვლენილ იქნა ქვემოთ მოცემული მოვლენები:
გულ–სისხლძარღვთა სისტემა: გულისცემის გახშირება, ტკივილი გულის არეში;
საჭმლის მომნელებელი სისტემა: დისპეფსია, მეტეორიზმი, ღებინება, ქოლესტაზური სიყვითლე, მელენა;
შარდ–სასქესო სისტემა: კანდიდოზი, ვაგინიტი, ნეფრიტი;
ნერვული სისტემა: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა;
სხვა: დაღლილობა;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, ფოტომგრძნობელობა, ანგიონევროზული შეშუპება.
ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები:
კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებულია 1-2%-ის სიხშირით პლაზმის კრეატინინის, ფოსფოკინაზების, კალიუმის, ALT, ACT დონის მომატება, მაგრამ ამ ცვლილებების აზითრომიცინთან კავშირი დადგენილი არ არის.
1%-ზე ნაკლები სიხშირით – ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია; ფოსფოტაზების, ბილირუბინის, კრეატინინის, გლუკოზის და ფოსფატების დონის მომატება.
მოულოდნელი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა მაკროლიდების მიმართ. ზოგ შემთხვევებში, აზითრომიცინით მკურნალობის დროს. შესაძლებელია გამოვლინდეს მძიმე ალერგიული რეაქციები, აგრეთვე – ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი. ასეთ შემთხვევაში, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. ზოგ შემთხვევაში პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები გრძელდება, რაც მოითხოვს ექიმის ხანგრძლივ დაკვირვებას და სიმპტომურ მკურნალობას. აღნიშნული გამოწვეულია აზითრომიცინის ორგანიზმში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არსებობობით.
ისევე, როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებები, აზითრომიცინიც Clostridium difficile – ით გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და აუცილებელია, დაინიშნოს Clostridium difficile – ს მიმართ აქტიური ანტიბიოტიკი, ელექტროლიტები და გამოხდილი წყალი. აზითრომიცინმა შეიძლება გამოიწვიოს QT – ინტერვალის გახანგრძლივება, რაც შეიძლება გახდეს არითმიის – Torsades de pointes -ის მიზეზი. აქედან გამომდინარე, QT -ის ინტერვალის გახანგრძლივება, ან მასზე ეჭვი მნიშვნელოვანია. ქალებში Torsades de pointes – ის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებში.
სიფრთხილე:
1. აზითრომიცინი გამოიყოფა ნაღველით, ამიტომ აზოკსინი სიფრთხილით უნდა დაენიშნოს იმ პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის მოშლა.
2. თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში აზირთომიცინის მიღების შესახებ ინფორმაცია არასაკმარისია.
3. ზოგიერთი მაკროლიდი შეიძლება გახდეს QT ინტერვალის გახანგრძლივების, ვენტრიკულური ტაქიკარდიის და Torsades de pointes – ის მიზეზი.
4. აზოქსინის მიღება შეიძლება ჭამის დროს ან კვების შუალედებში; აქვე საყურადღებოა რომ საკვებთან მიღების დროს აზითრომიცინი უფრო კარგი ამტანობით ხასიათდება.
5. აზოქსინის მიღება არ უნდა ხდებოდეს მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან.
6. ალერგიული რეაქციების პირველივე ნიშნის გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.
ორსულობა და ლაქტაცია:
მიეკუთვნება B-კატეგორიას. ექსპერიმენტული ცდების დროს, ტერატოგენური ან ემბრიოტოქსიური ეფექტი გამოვლენილი არ იქნა. ამასთან, ორსულ ქალებში დეტალური გამოკვლევა ჩატარებული არ არის, რის გამოც ორსულებში აზოქსინის გამოყენება მიზაშეწონილია მხოლოდ განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში.
გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
აზითრომიცინის დედის რძეში გადასვლის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
ხანდაზმული პაციენტები:
ხანდაზმულებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური მკურნალობა. სპეციალური ანტიდოტი არ არსებობს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
1. მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ ანტაციდებთან აზითრომიცინის მაქსიმალური კონცენტრაცია მცირდება, მაგრამ “კონცენტრაცია-დრო” მაჩვენებლის ქვედა ზღვარი არ იცვლება.
2. თეოფილინისა და ვარფარინის პლაზმურ კონცენტრაციაზე აზითრომიცინის ეფექტის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მაკროლიდების ზემოთაღნიშნულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია პლაზმური კონცენტრაციის დონის მომატება, აუცილებელია თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის კონტროლი.
3. მაკროლიდები ხელს უწყობენ დიგოქსინის, ტრიაზოლამის, ერგოტამინის, ფენიტოინის, კარბამაზეპინის, ციკლოსპორინის და ჰექსობარბიტალის პლაზმური კონცენტრაციის დონის მომატებას.
4. აზითრომიცინის რეკომენდებული დოზების მიღებისას, პაციენტისთვის ერთჯერადად გამოყენებული ვარფარინი პროთრომბინის დროზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მაკროლიდებთან ერთად მიღებისას, ვარფარინის ანტიკოაგულიანტური მოქმედება იზრდება, აზოქსინის და ვარფარინის ერთად მიღების შემთხვევაში, საჭიროა სიფრთხილე.
5. აზითრომიცინის ზიდოვუდინთან და დიდანოზინთან ერთად მიღებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.
6. აზითრომიცინის და რიფამბუტინის ერთდროული მიღება მათ პლაზმურ კონცენტრაციებზე გავლენას არ ახდენს.
7. ციმეტიდინის 2 საათით ადრე მიღება აზითრომიცინის შეწოვაზე გავლენას არ ახდენს.
შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. სუსპენზიის დამზადების შემდეგ მისი შენახვა მიზანშეწონილია 30ºC-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე მხოლოდ 5 დღე.
მშრალი ფხვნილი პერორალური სუსპენზიის დამზადებისათვის – 2 წელი. შეფუთვაზე მითითებული თარიღის შემდეგ მისი გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქში გაცემის წესი:
გაიცემა რეცეპტით
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ბორისოვო მედ/პრ ქ-ნა
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
მოქმედი ნივთიერება: ბრინზოლამიდი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ოფთალმოლოგიური სუსპენზია: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ბრინზოლამიდი ……………….. 10 მგ
ჩვენებები:
მომატებული თვალშიგა წნევის დასაწევად:
მიღების წესი და დოზირება:
დაზიანებული თვალის (ან თვალების) კონიუქტივალურ პარკში აწვეთებენ პრეპარატს 2–ჯერ დღეში.
გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეინჯღრეს.
გვერდითი მოვლენები:
მხედველობის ორგანოს მხრივ: 5–10%–ით მხედველობის დაბინდვა; 1–5% – ბლეფარიტი, კერატიტი, თვალის სიმშრალე, ჰიპერემია, თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, გამონადენი თვალიდან, დისკომფორტი, ტკივილი, თვალის ქავილი;
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: 5–10% – მწარე, მჟავე ან უჩვეულო გემო პირში;
სასუნთქი სისტემის მხრივ: 1–5% – რინიტი,
გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ:
საშარდე სისტემის მხრივ:
ალერგიული რეაქციები:
სხვა: 1–5% – თვის ტკივილი, დერმატიტი;
უკუჩვენებები:
* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ადექვატური და მკაცრად კონტროლირებადი კლინიკური კვლევა ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენებაზე არ ჩატარებულა. ამიტომ პრეპარატ აზოპტის გამოყენება ფეხმძიმეებში შესაძლებელია მაშინ, როცა დედისათვის სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე პოტენციური მოქმედების რისკს.
არა არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა ბრინზოლამიდი დედის რძით. ამიტომ აზოპტით მკურნალობის დანიშვნის აუცილებლობისას სასურველია ძუძუთი კვების შეწყვეტა.
თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს:
რადგანაც აზოპტი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებისათვის გამოხატული თირკმლის უკმარისობით (კკ(კრეატინინის კლირენსი)
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 40C დან 300C –მდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ვადა – 2 წელი.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა რეცეპტით.