Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 759

აზარგა თვალის წვ. – AZARGA – АЗАРГА

საერთაშორისო დასახელება:

AZARGA

მწარმოებელი: ALCON,ბელგია

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლი+ბრინზოლამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა–ადრენობლოკატორი, გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატი და მიოტიკი;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები, სუსპენზია.

1მლ სუსპენზია შეიცავს 10მგ ბრინზოლამიდს და 5მგ თიმოლოლს (თიმოლოლის მალეატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი 0.1მგ/მლ, მანიტოლი, კარბომერი 947P, ტილოქსაპოლი, დინატრიუმ ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა ან/და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის დასარეგულირებლად), გამოხდილი წყალი.

ფარმაკოდინამიკა:

მოქმედების მექანიზმი

აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ბენზოლამიდს და თიმოლოლის მალეატს. ეს ორი კომპონენტი აქვეითებს მომატებულ თვალშიდა წნევას პირველ რიგში წყალწყალა ნამის სეკრეციის შემცირებით, მაგრამ ამას აკეთებენ მოქმედების სხვადასხვა მექანიზმით. ამ ორი აქტიური ნივთიერების კომბინირებული ეფექტი აისახება თვალშიდა წნევის დამატებულ შემცირებაში.

ბრინზოლამიდი ადამიანის კარბონის ანჰიდრაზა II-ის (CA-II) პოტენციური ინჰიბიტორია, პრედომინანტური იზო-ენზიმი თვალში.  თვალის ცილიარულ მორჩებში კარბონის ანგჰიდრაზას ინჰიბირება აქვეითებს წყალწყალა ნამის სეკრეციას, სავარაუდოდ ბიკარბონატული იონების ფორმაციის შენელებით ნატრიუმის და სითხის ტრანსპორტის სემდგომი შემცირებით.

თიმოლოლი არის არასელექტიური ადრენერგული-მაბლოკირებელი აგენტი, რასაც არ აქვს შინაგანი სიმპათომიმეტური, პირდაპირი მიოკარდიო დეპრესანტული ან მემბრანო-მასტაბილიზებელი მოქმედება.    ფლუოროფოტომეტრიული გამოკვლევები აჩვენებს, რომ მისი ძირითადი მოქმედება დაკავშირებულია წყალწყალა ნამის წარმოქმენის შემცირებასთან და გადინების შესაძლებლობის მცირე დაქვეითებასთან.

ფარმაკოდინამიური ეფექტები

კლინიკური ეფექტები:

12 თვიან, კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით დაავადებულ ან ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებმაც მკვლევარების აზრით სარგებლობა უნდა მიიღონ კომბინირებული თერაპიით და რომლებსაც ჰქონდათ საშუალო თვალშიდა წნევა 25-27 mmHg, საშუალო თვალშიდა წნევის დაქვეითებული ეფექტი აზაგრას თვალის წვეთების, სუსპნეზიის გამოყენებისას დოზით ორჯერ დღეში იყო 7-9 mmHg და 3 mmHg-თი მეტი იყო ვიდრე ბრინზოლამიდის 10მგ/მლ მიღებისას ორჯერ დღეში და 2 mmHg-თი მეტი ვიდრე თიმოლოლის 5მგ/მლ მიღებისას ორჯერ დღეში. სტატისტიკურად ვლინდებოდა თვალშიდა წნევის უფრო მაღალი დაქვეითება ბრინზოლამიდის და თიმოლოლის მიღებისას კვლევის პროცესში ყველა ვიზიტის დროს.

სამ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში, აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის ჩაწვეთებისას თვალის დისკომფორტი მნიშვნელოვნად უფრო დაბალი იყო ვიდრე დორზოლამიდის 20მგ/მლ+თიმოლოლი 5მგ/მლ მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია

ადგილობრივი ოკულარული მიღების შემდეგ, ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება რქოვანადან სისტემურ ცირკულაციაში. ფარმაკოკინეტიკის კვლევაში, ჯანმრთელი სუბიექტები იღებდნენ ორალურ ბრინზოლამიდს (1მგ) ორჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, რათა შემოკლებულიყო სტაბილური მდგომარეობის მისაღწევი დრო აზარგას თვალის წვეთების სუსპენზიის მიღებამდე. აზარგას თვალის წვეთების სუსპენზიის დღეში ორჯერ მიღებისას, 13 კვირის განმავლობაში სისხლის წითელი უჯრედების კონცენტრაცია საშუალოდ 18,8±3.29μM, 18,1±2.68μM, და 18.4±3.01μM 4, 10 და 15-ე კვირას აჩვენებდა., რომ სისხლის წითელი უჯრედების კონცენტრაციის მყარი მდგომარეობა ბრინზოლამიდის მიღებისას შენარჩუნებული იყო.

მყარ მდგომარეობაში, აზარგას თვალის წვეთების სუსპენზიის მიღების შემდეგ პლაზმაში თიმოლოლის საშუალო Cmax და AUC0-12ე იყო 27% და 27%-ზე დაბალი (Cmax:0.824±0.453 ნგ/მლ; AUC0-12:4.71±4.29 ნგ/მლ), შესაბამისად  თიმოლოლის 5მგ/მლ მიღებასთან შედარებით (Cmax:1.13±0.494 ნგ/მლ; AUC0-12: 6.58±3.18 ნგ/მლ). თიმოლოლის უფრო დაბალი სისტემური ექსპოზიცია აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიასთან შედარებით კლინიკურად სარწმუნო არ არის. აზარგას მიღების შემდეგ, თიმოლოლის საშუალო Cmax მიღწეული იყო 0.79±0.45 საათში.

განაწილება

ბრინზოლამიდის პლაზმის ცილებთან კავშირი საშუალოა (დაახლოებით 60%). ბრინზოლამიდი სეკვესტრირებულია სისხლის წითელ უჯრედებში მისი მაღალი აფინობით CA-II-სთან კავშირისა და ნაკლები ხარიხით CA-I-თან. მისი აქტიური N-დეზეთილ მეტაბოლიტი ასევე გროვდება სისხლის წითელ უჯრედებში როცა ძირითადად უკავშირდება CA-I-ს. სისხლის წითელ უჯრედებთან და ქსოვიელბის CA-I-თან ბრინზოლამიდის და მეტაბოლიტების აფინურობა აიასხება პლაზმაში დაბალ კონცენტრაციებში.

ოკულარულ ქსოვილში განაწილების მონაცემებმა კურდღლებში აჩვენა, რომ თიმოლოლი შეიძლება გაიზომოს წყალწყალა ნამში აზარგას თვალის წვეთების, სუსპნეზიის მიღებიდან 48 საათის განმავლობაში. მყარ მდგომარეობაში, თიმოლოლი აღმოჩენილია სისხლის პლაზმაში აზარგას თვალის წვეთების, სუსპნეზიის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლური გზები ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმისთვის მოიცავს N-დეალკილაციას, O-დეალკილაციას, და მისი N-პროპილური ჯაჭვის ოქსიდაციას. N-დეზეთილ ბრინზოლამიდი ბრინზოლამიდის ძირითადი მეტაბოლიტია რაც ადამიანებში წარმოიქმნება, ერომელიც ასევე უკავშირდება CA-I-ს ბრინზოლამიდის არსებობისას და გროვდება სისხლის წითელ უჯრდებში. in vitro კველვები აჩვენებს, რომ ბრინზოლამიდის მეტაბოლიზმი ძირითადად მოიცავს CYP3A4-ს, ისევე როგორც დანარჩენ ოთხ ენზიმს მაინც (CYP2A6, CYP2B6, CYP2C8 და  CYP2C9).

თიმოლოლი მეტაბოლიზდება ორი გზით. ერთი გზა მოიცავს თიადაზოლის რგოლზე ეთანოლამიდის მხარის ჯაჭვს და სხვა იძლევა ეთანოლამიდის მხარის ჯაჭვს მორფილინის ნიტროგენზე და მეორე მსგავსი მხარის ჯაჭვს კარბონილის ჯგუფის ახლოს ნიტროტენთან. თიმოლოლის მეტაბოლიზმის მედიატორია ძირითადად CYP2D6.

გამოყოფა

ბრინზოლამიდი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 60%). დოზის დაახლოებით 20% შარდში რჩება მეტაბოლიტის სახით. ბრინზოლამიდი და N-დეზეთილ ბრინზოლამიდი შარდში აღმოჩენილი პრედომინანტული კომპონენტებია კვალის დონით (

თიმოლოლი და მისი მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. თიმოლოლის დოზის დაახლოებით 20% გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით და ნარჩენი გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით. ოლაზმაში თიმოლოლის T1/2 არის 4.8 საათი აზარგას თვალის წვეთების, სუსპნეზიის მიღების შემდეგ.

ბრინზოლამიდი

ბრინზოლამიდის მიღებისას პარა-კლინიკური მონაცემები არ აჩვენებს სპეციფიურ საფრთხეს ადამიანებისთვის, ეს დაფუძნებულია შემთხვევით კვლევებზე კლინიკური ფარმაკოლოგიისა, განმეორებითი დოზის ტოქსიურობისა, გენოტოქსიკურობაისა, კარცინოგენური პოტენციალისა.

განვითარებადი ტოქსიკურობის კვლევებმა კურდღლებში ბრინზოლამიდის ორალური დოზებით 6მგ/კგ/დღ-მდე (რეკომენდებულ დღიურ დოზაზე – 28μგ/კგ/დღე 214-ჯერ მეტი) არ აჩვენა ეფექტი ნაყოფის განვითარებაზე დედისთვის მნიშვნელოვანი ტოქსიურობის მიუხედავად. მსგავსმა კვლევებმა ვირთხებში გამოავლინა თავის ქალას და მკერდის ძვლის ოსიფიკაციის სუსტი შემცირება, როცა დედები იღებდნენ ბრინზოლამიდს დოზით 18მგ/კგ/დღეში (642 ჯერ რეკომნდებული კლინიკური დღიური დოზა), მაგრამ არა 6მგ/კგ/დღეში. ეს აღმოჩენები გამოჩნდა დოზებში, რომლებმაც გამოიწვია მეტაბოლური აციდოზი სხეულის წონის დაქვეითებით დედებში და ნაყოფის წონის დაქვეითება. ნაყოფის წონის დოზასთან დაკავშირებული დაქვეითება აღინიშნა იმ დედების ნაშიერებში, რომლებიც ორალურად იღებდნენ ბრინზოლამიდს, ეს მაჩვენებელი სუსტი დაქვეითებიდან (დაახლოებით 5-6%) დოზით 2მგ/კგ/დღეში დაახლოებით 14%-მდე 18მგ/კგ/დღეში. ლაქტაციის დროს შთამომავლობაში გვერდით ეფექტებს არ იწვევდა 5მგ/კგ/დღეში დოზა.

თიმოლოლი

თიმოლოლის მიღებისას პარა-კლინიკური მონაცემები არ აჩვენებს სპეციფიურ საფრთხეს ადამიანებისთვის, ეს დაფუძნებულია შემთხვევით კვლევებზე კლინიკური ფარმაკოლოგიისა, განმეორებითი დოზის ტოქსიურობისა, გენოტოქსიურობისა, კაცინოგენური პოტენციალისა.

თიმოლოლით რეპროდუქციული ტოქსიურობის შესწავლამ აჩვენა ნაყოფის გახანგრძლივებული ოსიფიკაცია ვირთხებში, გვერდითი ეფექტების გარეშე პოსტნატალურ განვითარებაზე (50მგ/კგ/დღეში ან 3500 ჯერ მეტი ყოველდღიურ კლინიუკურ დოზაზე 14μგ/კგ/დღე) და ნაყოფის გაძლირებული რესორბცია კურღლებში (90მგ/კგ/დღეში ან 6400-ჯერ მეტი ყოველდღიურ კლინიკურ დოზაზე).

ჩვენებები:

  • თვალშიდა წნევის (თწ) შემცირება მოზრდილ პაციენტებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით ან ოკულარული ჰიპერტენზიით, როდესაც თვალშიდა წნევის შესამცირებელი მონოთერაპია არასაკმარისია.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები ხანდაზმულების ჩათვლით

აზარგას ერთი წვეთი დაზიანებული თვალის კონიუნქტივის პარკში დღეში ორჯერ.

ჩაწვეთების შემდეგ რეკომენდებულია ნაზოლაკრიმალური ოკლუზია ან ქუთუთოს ფრთხილად დახურვა. ამან შეიძლება შეამციროს  სამედიცინო პროდუქტის სისტემური აბსორბცია, რომელიც მიიღება თვალიდან და შეამციროს სისტემური გვერდითი რეაქციები.

ერთზე მეტი ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური პროდუქტის მიღებისას საჭიროა მინიმუმ 5 წუთიანი ინტერვალი.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა გაგრძელდეს შემდგომი დოზით, გეგმის მიხედვით.  დოზამ  არ უნდა გადააჭარბოს ერთ წვეთს დაზიანებულ თვალში, ყოველდღე.

გლაუკომის საწინააღმდეგო სხვა აგენტის აზარგათი ჩანაცვლების შემთხვევაში, სხვა აგენტის მიღება უნდა შეწყდეს და აზარგას მიღება უნდა დაიწყოს შემდეგი დღიდან.

პედიატრიული პაციენტები

ეფექტურობის მონაცემების დეფიციტის გამო, აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია რეკომენდებული არ არის 18 წლამდე.

გამოყენება ღვიძლისა და თირკმლის დაზიანებისას

აზარგას თვალის წვეთებით, ან თიმოლოლის 5მგ/მლ თვალის წვეთებით გამოკვლევები არ ჩატარებულა თირკმლისა და ღვიძლის დაზიანების მქონე პაციენტებში. დოზის კორექცია საჭირო არ არის ღვიძლის დაზიანების, ან თირკმლის მსუბუქი ან საშუალო დაზიანების მქონე პირებში.

აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შესწავლილი არ არის თირკმლის მძიმე დაზიანების მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

გამოყენების მეთოდი:

ოკულარული გამოყენებისთვის.

პაციენტმა გამოყენებამდე ფლაკონი უნდა შეანჯღრიოს.

საწვეთურის დაბოლოების ან ხსნარის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ქუთუთოებს, შემომსაზღვრელ უბანს არ უნდა შეეხონს ფლაკონის წვერი. პაციენტმა ფლაკონი მჭიდროდ დახურული უნდა შეინახოს.

უკუჩვენებები:

•    მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან შემავსებლების მიმართ.

•    ბრონქული ასთმა, ბრონქული ასთმური ანამნეზი, ან ფილტვის მწვავე ობსტრუქციული დაავადება.

•    სინუსური ბრადიკარდია, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, გულის გამოხატული უკმარისობა, კარდიოგენული შოკი.

•    მწვავე ალერგიული რინიტი და ბრონქული ჰიპერრეაქტიულობა; მომატებული მგრძნობელობა სხვა ბეტა-ბლოკერების მიმართ;

•    ჰიპერქლორემიული აციდოზი;

•    თირმლის მწვავე უკმარისობა.

•    მომატებული მგრძნობელობა სულფონამიდების მიმართ.

სპეციალური გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები გამოყენებისთვის

სისტემური ეფექტები

სხვა ადგილობრივი გამოყენების ოფთალმოლოგიური აგენტების მსგავსად, ბრინზოლამიდი და თიმოლოლი შეიწოვება სისტემურად. ბეტა-ადრენერგული კომპონენტის, თიმოლოლის გამო შეიძლება გაჩნდეს ისეთივე ტიპის  კარდიოვასკულარული და პულმონარული გვერდითი რეაქციები როგორც  სისტემური ბეტა ადრენერგული ბლოკერების შემთხვევაში. თიმოლოლით თერაპიის დაწყებამდე საჭიროა გულის უკმარისობის ადექვატური კონტროლი.  გულის მწვავე დაავადების ანამნეზის მქონე პაციენტები გაკონტროლებული უნდა იქნან გულის უკმარისობის სიმპტომებზე, უნდა შეუმოწმდეთ პულსი. თიმოლოლის მალეატის მიღების შემდეგ აღწერილია რესპირატორული და კარდიალური რეაქციები, ბრონქოსპაზმით გამოწვეული სიკვდილით ასთმით დაავადებულებში და იშვიათად გულის უკამრისობასთან ასოცირებული სიკვდილი.

ბეტა-ადრენერგული მაბლოკირებელი აგენტები სიფრთხილით უნდა იქნას მიღებული სპოტანური ჰიპოგლიკემისადმი მიდრეკილებში ან ლაბილური ინსულინ-დამოკიდებულ დიაბეტით დაავადებულ პაცეინტებში, რადგან ბეტა-ადრენერგულ მაბლოკირებელმა აგენტებმა შეიძლება შენიღბონ მწვავე ჰიპოგლიკემის ნიშნები და სიმპტომები.  მათ შეიძლება აგრეთვე შენიღბონ ჰიპერთიროიდიზმის ნიშნები და გამოიწვიონ პრინცმეტალის ანგინა, მწვავე პერიფერიული და ცენტრალური სისლის მიმოქცევის დაავადებების და ჰიპერტენზიის გაუარესება.

აზარგას თვალის წვეთები, სუსპენზია შეიცავს ბრინზოლამიდს, სულფონამიდს. ადგილობრივი გამოყენებისას შეიძლება გაჩნდეს არასასურველი ეფექტების იგივე ტიპები რაც დამახასიათებელია სულფონამიდებისთვის. მჟავა დაფუძნებული დარღვევები აღწერილია  ორალური კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებში.  თუ ჩნდება სერიოზული რეაქციების ან მომატებული მგრძნობელობის ნიშნები, ამ სამედიცინო პროდუქტის გამოყენება უნდა შეწყდეს.

არსებობს დამატებითი ეფექტის პოტენციალი ცნობილი სისტემური ეფექტებისა კარბომჟავას ინჰიბიტორებისა პაციენტებში, რომლებიც იღებენ კარბოანჰიდრაზას ორალურ ინჰიბიტორებს და აზარგას თვალის წვეთებს, სუსპენზიას. აზარგას თვალის წვეთების, სუსპენზიის და ორალური კარბონის ანჰიდრაზას ინჰიბიტორების ერთდროული მიღება რეკომენდებული არის.

გაგრძელება

აზარანი – AZARAN – АЗАРАН

ფორმა, შეფუთვა: საინექციო ხსნარის მოსამზადებელი მოთეთრო-მოყვითელო ფერის ფხვნილი, რომელიც მოთავსებულია ფლაკონში. 1 ფლაკონო შეიცავს 1 გ აქტიურ ნივთიერებას.

გაყიდვაში გამოდის: მუყაოს შეფუთვაში მოთავსებულია 1 ან 10 ან 50 ფლაკონი.

შემადგენლობა: ცეფტრიაქსონი (ceftriaxone)

მწარმოებელი: HEMOFARM KONCERN A.D. (იუგოსლავია)

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მესამე თაობის ფართო სპექტრის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: აზარანის აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც ხორცილედება ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს დარღვევით. მემბრანასთან დაკავშირებული ტრანსპეპტიდაზას აცეტილირებით ხდება უჯრედის კედლის სიმყარისა და რიგიდულობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პეპტიდოგლიკანების ჯვარედინ კავშირის დარღვევა. პრეპარატი გამძლეა ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელ ბევრი გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიასთან მიმართებაში.

ცეფტრიაქსონი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების მიმართ:

გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Streptococcus bovis;

გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Aeromоnas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis (მათ შორის ბეტ-ლაქტამაზები წარმომქმნელი შტამები), Citrobacter spp., Enterobacter spp., (ზოგი შტამი რეზისტენტულია), Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae (მათ შორის პენიცილინაზაც მაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella pneumoniae), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae (მათ შორის პენიცილინაზაც მაპროდუცირებელი შტამები), Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi), Serratia spp. (მათ შორის Serratia marsescens), Shigella spp., Vibrio spp. (მათ შორის Vibrio cholerae), Yersinia spp. (მათ შორის Yersinia enterocolitica), Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი);

გრამუარყოფითი ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis-ის ზოგიერთი შატამი), Clostridium spp. (გარდა Clostridium difficile-სა), Fusobacterium spp. (მათ შორის Fusobacterium mortiferum-სა და Fusobacterium varium-ს), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

პრეპარატისადმი გამძლეა მეტიცილინისადმი გამძლე Staphylococcus spp, (Enterococcus faecalis), Clostridium difficile შტამები; Enterococcus spp-ის შტამები, Bacteroides spp.-ის (ბეტა-ლაქტამაზების მაპროდუცირებელი) ბევრი შტამი. არ ჰიდროლიზირდება R -პლაზმიდურ β -ლაქტამაზებში, ასევე პენიცილინაზასა და ცეფალოსპორინაზაში, შეუძლია ზემოქმედება პირველი თაობის პენიცილინისა და ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდების  მულტირეზისტენტულ შტამებზე. ზოგიერთი შტამების მიმართ გამძლეობის შეძენა განპირობებულია ცეფტრიაქსონის (ცეფტრიაქსონაზები) ინაქტივირების უნარის მქონე ბეტა-ლაქტამაზების  პროდუცირებით.

ფარმაკოკინეტიკა: ცეფტრიაქსონი კუნთებში შეყვანის შემდეგ სწრაფად და მთლიანად შეიწოვება სისხლის მიმოქცევის სისტემაში. ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში (სასუნთქ გზებში, ძვლებში, სახსრებში, შარსადენ გზებში, კანში, კანქვეშა უჯრედებში და მუცლის ღრუს ორგანოებში). მენინგიალური გარსის ანთების შემთხვევაში ადვილად აღწევს თავ-ზურგტვინის სითხეში. ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა  კუნთში შეყვანის შემთხვევაში 100%-ს შეადგენს. კუნთებში შეყვანის შემდეგ მაქსიმალურს კოინცენტრაცია (Cmax) აღწევს 2-3 საათის შემდეგ. ვენაში შეყვანის შემდეგ კი – გადასხმის ბოლოს.

500 მგ ან 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთებში შეყვანის შემდეგ სისხლის პლზმაში Cmax აღწევს შესაბამისად  38 მკგ/მლ ან 76 მკგ/ მლ. პრეპარატის ვენაში 500 მგ, 1 გ ან 2 გ დოზით შეყვანის შემთხვევაში კი  მაქსიმალური კონცენტრაცია შესაბამისად 82 მკგ/მლ, 151 მკგ/მლ ან 257 მკგ/მლ შეადგენს. ზრდასრულებში პრეპარატის 50 მკგ/კგ დოზით შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ თავ-ზურგტვინის სითხეში ბევრჯერ სჭარბობს კონცენტრაცია მენინგიტის ფართოდ გავრცელებული გამომწვევების ჟანგბადზე  მაქსიმალურ მოთხოვნილებას.

ცეფტრიაქსონის პლაზმის ცილებთან (ალბუნინებტან) კავშირი შეადგენს 83-95%.

Vd შეადგენს 5,78-13,5 ლ (0,12-0,14 ლ/კგ), ბავშვებში – 0,3 ლ/კგ.

Т1/2 შეადგენს 6-9 სთ. პლაზმური კლირენსი – 0,58-1,45 ლ/სთ, თირკმლისმიერი კლირენსი- 0,32-0,73 ლ/სთ.

ზრდასრულ პაციენტებს  პრეპარატის შეყვანიდან 48 საათის შემდეგ მისი 50-60% გამოეყოფათ თირკმელებიდან შეუცვლელი სახით, 40-50% გამოთავისუფლდება ნაღველით ნაწლავებში, სადაც ბიოტრანფორმირედება რამდენიმე მეტაბოლიტად.

ახალშობილებში თირკმელებით გამოიყოფა პრეპარატის დაახლოებით 70%. ახალშობილებში, მოხუცებსა (75 წელს მაღლა) და თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქცია დარღვეულ პაციენტებში Т1/2 მატულობს.

ჰეოდიალიზზე მყოფი პაციენტებში, რომელთაც აქვთ კრეატინინს კლირენსი (კკ) 0-5 მლ/წთ Т1/2 შეადგენს 14,7 სთ, როცა კკ 5-15 მლ/წთ-ია მაშინ Т1/2 -11,4 სთ-ია; ხოლო კკ 31-60 მლ/წთ დროს Т1/2 -12,4 სთ-ა.

მენინგიტით დაავადებულ ბავშვებში პრეპარატის ვენაში 50-75 მგ/კგ-ზე დოზით შეყვანის შემდეგ Т1/2 -შეადგენს 4,3-4,6 სთ-ს.

ჩვენება: პრეპარატი ინიშნება მისდამი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების  ინფექცია (მათ შორის პნევმონია, ფილტვების აბსცესი, პლევრის ემპიემა);
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექცია;
  • საშარდე გზების ინფექცია (მათ შორის პიელონეფრიტი);
  • კუჭ-ნაწლავთა ტრაქტისა და სანაღვლე გზების ანთებითი დაავადება (მათ შორის ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა);
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექცია;
  • პერიტონიტი;
  • ბაქტერიული მენინგტი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • მწვავე და გართულებული გონორეა;
  • სეფსისი;
  • ლაიმას დაავადება;
  • შიგელოზი;
  • სალმონელოზი;
  • ოპერაციის შემდგომი ინფექციური გართულებები პროფილაქტიკა;

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში ან ვენაში.

ზრდასრულებსა და 12 წელს გადაშორებულ ბავშვებში საშუალო დღიური დოზა შეადგენს 1-2 გ 1-ჯერ დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 4-გ მოზრდილებში.

14 დღის ასკამდე ახალშობილებში დოზა შეადგენს 20-50 მგ/კგ/დღ. მაქსიმალური დღიური დოზაა 50 მგ/კგ.

15 დღიდან 12 წლამდე ბავშვებში დღიური დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ. 50 მგ/კგ სხეულის მასზე მეტი დღიური დოზა უნდა იქნას დანიშნული ვენაში გადასხმის სახით.

შემანარჩუნებული კურსი, როგორც წესი, არ აღემატება 10 დღეს. პრეპარატის შეყვანა უნდა გაგრძელდეს ტემპერატურის ნორმლიზებიდან და სიმპტომების გაქრობიდან კიდევ 2-3 დღის განმავლობაში.

ოპერაციის შემდგომ პერიოდში ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით 1-2 გ პრეპარატი შეჰყავთ ერთჯერადად ოპერაციამდე 30-90 წუთით ადრე. მსხვილ და სწორ ნაწლავებზე ოპერაციის შემთხვევაში რეკომენდირებულია დამატებით 5- ნიტროიმიდაზოლის ჯგუფის პრეპარატის შეყვანა.

ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში პრეპარატარის დღიური დოზა შეადგენს 100 მგ/კგ. მაქსიმალური დოზაა 4 გ დღეში ერთჯერ. თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის სახეობაზე და  შეიძლება შეადგენდეს Neisseria meningitidis -ით გამოწვეული მენინგიტის დროს 4 დღეს, ხოლოს Enterobacteriaceae -ის შტამებით გამოწვეული მენინგიტის დროს – 10-14 დღეს.

ბავშვებში კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დროს პრეპარატი ინიშნება 50-75 მგ/კგ მასაზე დოზით ან 25-37,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 2 გ/დღეში. სხვა ლოკალიზაციის მძიმე ინფექციების დროს პრეპარატის დოზა უნდა იყოს 25-37,5 მგ/კგ ყოველ 12 საათში ერთხელ, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 2 გ/დღეში.

შუა ყური ანთების დროს პრეპარატი შეჰყავთ კუნთებში 50 მგ/კგ მასაზე დოზით, მაგრამ არ უნდა იყოს 1 გ ზე მეტი.

გონორეის დროს ხდება პრეპარატის ერთჯერადი შეყვანა კუნთებში 250 მგ დოზით.

თირკმლის ფუნქციის დაზიანების შემთხვევაში დოზის კორექცია საჭიროა მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს თირკმელების მძიმე უკმარისობას (კკ 10 მკ/წთ-ზე ნაკლებია), ამ დროს ცეფტრიაქსონის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

საინექციო სხნარის მოზადებისა და შეყვანის წესები

კუნთებში საინექციო ხსნარის მოსამზადებლად 1გ პრეპარატს ხსნიან 3,5 მლ 1%-იან ლიდოკაინ ქლორიდის ხსნარში. ნემსი ღრმად შეჰყავთ კუნთებში. არ შეიძლება 1 გ-ზე მეტი ხსნარის ერთ კუნთში შეყვანა. გახსოვდეთ, რომ ლიდოკაინის ქლორიდის ხსნარის ვენაში შეყვანა არ შეიძლება.

ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად 1 გ პრეპარატს ხსნიან 9,6 მლ საინექციო სტერილურ წყალში. ხსნარი ვენაში უნდა შეიყვანონ ნელა 2-4 წუთის განმავლობაში.

ვენაში გადასასხმელი ხსნარის მოსამზადებლად 2 გ პრეპარატს ხსნიან 40 მლ ერთ-ერთ ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმს (0,9% ნატრიუმის ქლორიდში, 0,45% ნატრიუმის ქლორიდისა და 2,5% დექსტროზაში, 5% დექსტროზას ხსნარში, 10% დექსტრაზას ხსნარში, 6% დქსტრანას ხსნარსა და 5% დექსტრაზას ხსნარში, 6-10% ჰიდროქსიეთილირებულ სახამებელში). ვენაში ინფუხიის ხანგრძილობა შეადგენს 30 წუთზე მეტს.

ცეფტრიაქსონის ახლად მომზადებული ხსნარი ვარგისია 6 საათი ოთახი ტემპერატურაზე და 24 საათი მაცივარში 2-80 C ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:

ცნს მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ოლიგურია, გულუკოზურია, ჰემატურია, ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანას შემცველობის მატება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გემოვნების დარღვევა, მეტეორიზმი, სტომატიტი, გლოსიტი, დიარეა, ფსევდომემბრანლი ენტეროკოლიტი, ფსევდოქოლელითიაზი, დისბაქტერიოზი, მუცლის ტკივილი, ღვიძლის ტრანსამინაზასა და ტუტე ფოსფატაზას მომატება, ჰიპერბილირუბინემია.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენი, ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ბაზოფილია, ჰემოლიზური ანემი.

სისხლის შემამადედებელი სისტემის მხრივ: ცხვირიდან სისხლდენა, გამონაყარი, ქავილი, ექსუდაციური ერითემა, ცხლება, შეშუპება, ეოზინოფილია, ანაფილაქსიური შოკი, შრატისმიერი დაავადება, ბრონქოსპაზმი.

სხვადსხვა: სუპერინფექცია (მათ შორის კანდიდოზი).

ადგლობრივი რეაქცია: ვენაში შეყვანის შემთხვევაში – ფლებიტი, მტკივნეულობა ვენაში შეყვანისას. კუნთებში შეყვანის შემთხვევაში – შეყვანის ადგილას ტკივილი;

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ცეფტრიაქსონის და სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინებისა და კარბაპენემების მიმართ;

სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ღვიძლისა და/ან თირკმელების უკმარისობის მქონე პირებს, დღენაკლულებს და ახალშობილებს ჰიპერბილირუბინემიით, ასევე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის და ანტიბიოტიკების მიღებასთან დაკავშირებული ენტერიტსა და კოლიტის დროს.

აზარანის მიღება ორსულობის პერიოდში შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს (ცეფტრიაქსონი გადის პლაცენტარულ ბარიერს).

თუ აზარანის მიღება აუცილებელია ლაქტაციის პერიოდში, მაშინ უნდა გადაწყდეს ბავშვის ძუძუთი კვების შეწყვეტის  საკითხი (ცეფტრიაქსონი გამოიყოფა დედის რძეში).

განსაკუთრებული მითითებები: პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სტაციონალურ პირობებში.

ერთდროულად ღვიძლისა და თირკმელების უკმარისობის არსებობის შემთხვევაში პაციენტს რეგულარულად უნდა განესაზღვროს სისხლის პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია.

ხანგრძლივის მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია რეგულარულად პერიფერიული სისხლის სურათის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციონირების მდგომარეობის მაჩვენებლების კონტროლი.

ამ პრეპარატის მიღების დროს არ შეიძლება ეთანოლის გამოყენება, რადგან შესაძლებელია განვითარდეს დისულფირამის მსგავსი ეფექტები (სახის სიწითლე, მუცელში სპაზმური ტკივილი, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, არტერიული წნევის დაქვეითება, ტაქიკარდია, ქოშინი).

აზარანის მიღების ფონზე ასაკოვან და დასუსტებულ პირებს შეიძლება  დასჭირდეთ К  ვიტამინის დანიშვნა.

ზედოზირება: დღესდღეობისთ აზარნის ზედოზირების შემთხვევები არ არის დაფიქსირებული.

პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყვანის მიზნით ჰემოდიალიზი არ არის ეფექტური.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ცეფტრიაქსონსა და ამინოგლიკოზიდებს აქვს სინერგიზმის უნარი ბევირ გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ.

აზარანის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან და სხვა ანტიაგრეგანტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში მატულობს სისხლდენის ალბათობა.

დიურეტიკებთან (მარყუჟოვანი) და სხვა ნეფროტოქსიკურ პრეპარატებთან ერთობლივი გამოყენების შემთხვევაში  ნეფროტოქსიკური მოქმედების რისკი მატულობს.

აზარანი არ არის ფარმაცევტულად შეთავსებადი სხვა ანტიბიოტიკების შემცველ ხსნარებთან.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი უნდა იქნას შენახული ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, სინათლისგან დაცულად, ოთახის ტემპერატურაზე (15-250 C). ვარგისიანია 3 წელი.

აზალი – AZAL – АЗАЛ

ფორმა: კაფსულა №30.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინებისა და მინერალების დანამატი

მწარმოებელი: „ALCON CUSI, S.A.” (ესპანეთი).

შემადგენლობა:

ვიტამინი A (რეტინოლი) …………………………    800მკგ

ვიტამინი E (ალფატოკოფეროლი) ……………       10მგ

ვიტამინი C ………………………………………….     60მგ

სელენიუმი ………………………………………….     40მგ

მანგანუმი ……………………………………………      4მგ

გლიცეროლ მონოსტეარატი ……………………..     10მგ

მიწის თხილის ზეთი ……………………………….   102,8მგ

სოიოს ლეციტინი ……………………………………     2.0მგ

ზოგჯერ, არსებული კვებითი რეჟიმი იწვევს ვიტამინებისა და მინერალების არასრულფასოვან მიღებას, რაც სრულ და ბალანსირებულ კვებას შუძლია.

საკვები მიკროელემენტების დღიურ მოთხოვნილებაზე შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთმა ფაქტორმა, როგორიცაა ასაკი, სტრესი, შეზღუდული კვება ან სპორტიც კი, ვიტამინებისა და მინერალების მიწოდების მოთხოვნილების მომატებაა. ამიტომ ზოგჯერ საჭიროა ვიტამინების დანამატების გამოყენება ჩვენს ყოველდღიურ კვებაში.

ზოგიერთ ვიტამინს ანტიოქსიდანტური აქტიობა გააჩნია თავისუფალი რადიკალების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ქსოვილების დეგენერაციულ და დაბერების პროცესებს იწვევენ.

ორგანიზმს გააჩნია ბუნებრივი ანტიოქსიდანტური სისტემები, თუმცა ზოგიერთი სიტუაციის დროს უმჯობესია ამ ბუნებრივი დაცვითი მექანიზმების შესუსტება.

ვიტამინი A ანუ რეტინოლი მონაწილეობს თვალის ეპითლური ქსოვილების ფუნქციონირებაში, მისი როლი მნიშვნელოვანია ბადურას ფუნქციისთვის . შესაბამისად მხედველობისათვის, (ის ნაწილია ბადურას სპეციალიზირეული უჯრედებისა–ფოტორეცეპტორების, რომლებიც ფოტო–სენსიტიურებია).

ვიტამინი E, ანუ ალფატოკოფეროლი არსებობს უჯრედის მემბრანაში. მოქმედებს როგორც ლიპიდური ანტიოქსიდანტი და დაცვით ფაქტორის სახით.

ვიტამინი C, ანუ ასკორბიბნის მჟავა მნიშვნელოვანი ანტიოქსიოდანტია, რომელსაც ორგანიზმი ვერ ასინთეზირებს და ამიტომ მისი მიღება უნდა მოხდეს სრული და დაბალანსებული კვებიდან. გვხვდება ხილში (ციტრატებში) და ბოსტნეულში, თუმცა მაღალი თერმოლაბილურობის წყალობით ადვილად იჟანგება, რაც იწვევს ბევრი საკვები პროდუქტიდან C ვიტამინის დაკარგვას. C ვიტამინი მონაწილეობას ღებულობს კოლაგენის სინთეზის პროცესში და ხელს უწყობს შემაერთებელი და ძვლოვანი ქსოვილის ფუნქციონიურებას.

სელენიუმი და მანგანუმი ძირითადად მინერალებია, რომლებიც ზოგიერთი ცილის (ფერმენტის) სტრუქტურის ნაწილს წარმოადგენენ, მონაწილეობს ღებულობენ უჯრედის ანტიოქსიდანტურ დაცვით პროცესებში

კვებითი დანამატი

აზალივიტ.
A
ვიტ. Eვიტ.
C
სელენიუმი Seმანგანუმი Mnცილანახშირ
წყლები
ცხიმებისიდიდე კალენერგია კჯ
ყოველ კაფსულაში800მკგ10მგ60მგ40მკგ4მგ0,08გრ0,05გრ0,11გრ1,24,9
ყოველ 100გრ–ში228მგ2,8 გრ17,2 გრ11,5 გრ1,1 გრ22,9 გრ14,4გრ31,69გრ418,81760,8
(*)% RDA№№№№67%

 

(*)% RDA: რეკომენდებული დღიური დოზის პროცენტულობა

აზალი არის ვიტამინებისა და მინერალების დანამატი, თუმცა ჯანმრთელი და ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად არ არის განკუთვნილი.

ჩვენებები:

  • მხედველობის პათოლოგია;
  • გულ-სისხლძარღვთა პათოლოგია: გულის იშემიური დაავადება, სისტემური პათოლოგიები, რევმატიული დაავადებანი, ართრიტები და ა.შ.;
  • დერმატოლოგია: ეგზემები, ნეიროდერმიტები და სხვა.;
  • ხანგრძლივი ანტბაქტერიული თერაპია.

სწორი მიღების პროცედურები:

პერორალურად: 15 წელზე ზემოთ მიიღება ერთი კაფსულა დილით, საუზმის დროს, სითხეების მოყოლებით (წყალი, წვენები….).

გამოშვების ფორმა:

ბოთლები 30 კაფსულით.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას.

ვარგისიანობა:

ნუ გამოიყენებთ კონტეინერზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

აზალეპტინი – AZALEPTIN – АЗАЛЕПТИН

საერთაშორისო დასახელება:

CLOZAPINE

მოქმედი ნივთიერება: კლოზაპინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიფსიქოტური საშუალება (ნეიროლეპტიკი);

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გრანულები სუსპენზიის მოსამზადებლად (შიგნით მისაღებად), (ბავშვებისთვის), ხსნარი ინექციისთვის, ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიფსიქოტური საშუალება (ნეიროლეპტიკი), პრაქტიკულად არ იწვევს ექსტრაპირამიდულ მოშლილობას, აძლიერებს საძილე საშუალებების და ანალგეტიკური სამკურნალო საშუალებების მოქმედებას. ანტიფსიქოტური მოქმედება განპირობებულია  მეზოლიმბური და მეზოკორტიკალური სისტემის დოფამინური D2-რეცეპტორების ბლოკადით.

სედატიური მოქმედება განპირობებულია თავის ტვინის ღეროს რეტიკულური ფორმაციის ადრენორეცაპტორების ბლოკადით.

ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება – ღებინების ცენტრის ტრიგერული ზონის დოფამინური D2-რეცეპტორების ბლოკადით;

ჰიპოთერმიული მოქმედება – ჰიპოთალამუსის დოფამინური რეცეპტორების ბლოკადით. ახდენს პერიფერიულ და ცენტრალურ მ-ქოლინომაბლოკირებელ მოქმედებას, ალფა-ადრენომაბლოკირებელ მოქმედებას. არ ახდენს გავლენას სისხლში პროლაქტინის კონცენტრაციაზე.

ანტიფსიქოტური მოქმედებით ახლოს დგას ალიფატური ფენოთიაზინების მოქმედებასთან, მაგრამ „სუბმელანქოლიური შეფერილობის“ და უსიამოვნო სუბიექტური შეგრძნებების გარეშე, არ ახასითებს კატაალაეპტოგენური ეფექტი, აქვეითებს კრუნჩხვის ზღურბლს. არ ახდენს გავლენას უმაღლეს ინტელექტუალურ ფუნქციაზე, პრაქტიკულად არ იწვევს ექსტრაპირამიდულ მოშლილობას.

ჩვენებები:

  • შიზოფრენია (მათ შორის, რეზისტენტული თერაპია და/ან აუტანლობა სხვა ნეიროლეპტიკების მიმართ), მანიაკალური მდგომარეობა, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქომოტორული აგზნება ფსიქოპათიების დროს, ემოციური და ქცევითი მოშლილობა (მათ შორს ბავშვებში), ძილის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

*  გრანულოციტოპათია ან აგრანულოციტოზი ანამნეზში (გამონაკლისია ადრე ჩატარებული ქიმიოთერაპიის ფონზე განვითარებული გრანულოციტოპენია ან აგრანულოციტოზი);

* ძვლის ტვინის ფუნქციის დარღვევა, მიასთენია, კომატოზური მდგომარეობა, ტოქსიური ფსიქოზი (მათ შორის ალკოჰოლური);

* ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, ბავშვთა ასაკი (5 წელი).

სიფრთხილით: გულ-სისხლძარღვთა სისტემის დეკომპენსირებული დაავადება,  ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე  უკმარისობა, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზია, ნაწლავის ატონია, ეპილეფსია, ცხელებითი სინდრომით მიმდინარე ინტერკურენტული დაავადებები.

გვერდითი მოქმედება:

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ცენტრალური გენეზის ტემპერატურის მომატება, გულისწასვლა, აჟიტაცია, აკატიზია, გონების არევა; იშვიათად – ექსტრაპირამიდული დარღვევები (აკინეზია ან ჰიპოკინეზია, კუნთების რიგიდობა, ტრემორი), უძილობა, ძილის დარღვევა, დეპრესია, ავთვისებიანი ნეიროლეპტიური სინდრომი (კრუნჩხვა, სუნთქვის გაძნელება ან ტაქიპნოე, ტაქიკარდია ან არითმია, სხეულის ტემპერატურის მომატება, არასტაბილური არტერიული წნევა, ჭარბი ოფლიანობა, უნებლიე შარდვა, კუნთების გამოხატული რიგიდობა, კანის საფარველის სიფერმკრთალე, გადამეტებული დაღლილობის შეგრძნება და სისუსტე) , ეპილეპტიური გულყრა, გვიანი დისკინეზია,

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, პოტენციის დაქვეითება.

ნივთიერებათა ცვლის მხრივ: წონის მომატება;

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მხრივ: მიასთენია;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ჰიპერსალივაცია, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, პირის სიმშრალე.

სისხლწარმომქმნელი ორგანოთა სისტემის მხრივ: გრანულოციტოპენია აგრანულოციტოზამდე (აგრანულოციტოზის პირველი ნიშანი შეიძლება იყოს გრიპის მსგავსი სიპტომები: შემცივნება, ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუს ლორწოვანის და ღრძილების ანთება; ძნელად შეხორცებადი ჭრილობები, ფურუნკულოზი, ინფექციის ქრონიკული და ლატენტური კერების გამწვავება – ტონზილიტი, პერიოსტიტი, პიოდერმია) , ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება (მათ შორის, ორთოსტატული ჰიპოტენზია), იშვიათად – არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ეკგ-ზე T კბილის გაბრტყელება.

სხვა: მომატებული ოფლიანობა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სიყრუე, ძილიანობა, სოპოროზული მდგომარეობა, სუნთქვის დათრგუნვა, კომატოზური მდგომარეობა, დელირიოზული მოშლილობა, დიდი ეპილეპტიური გულყრის განვითარება, განგაში, აგზნება, სხეულის ტემპერატურის ლაბილობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რიტმის დარღვევა, კოლაფსი, ნაწლავების ატონია.

მკურნალობა: სორბენტების საშუალებით კუჭის ამორეცხვა, სუნთქვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნება, ელექტროლიტური ბალანსის კონტროლი; სიმპტომატური მკურნალობა. მოწამვლის სიმპტომების გაქრობიდან  4 დღის განმავლობაში საჭიროა ავადმყოფზე დაკვირვება შესაძლო გვიანი გართულებების გამო. პერიტონიალური დიალიზი და ჰემოდიალიზი უეფექტოა.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად, ჭამის შემდეგ, 2-3-ჯერ დღეში. მოზრდილებისთვის ერთჯერადი დოზა – 50-200 მგ. საწყისი სადღეღამისო დოზა – 150-300 მგ, საშუალო სადღეღამისო დოზა – 600მგ. დოზის შერჩევა ინდივიდუალურია, იწყება მცირე დოზით (25მგ) და მატულობს 25-50მგ-ით დღეში, თერაპიული ეფექტის მიღებამდე.

ავადმყოფობის იოლი ფორმის დროს შემანარჩუნებელი თერაპიისთვის , ასევე ავადმყოფებში ღვიძლის ან/და თირკმელების უკმარისობისას, გულის ქრონიკული უკმარისობისას, ცერებროვასკულარული დარღვევისას ინიშნება უფრო დაბალი სადღეღამისო დოზით (25-200მგ). საჭიროა თერაპიული ეფექტის გამოვლენის ეტაპურობის გათვალისწინება: საძილე და სედატიური მოქმედების სწრაფი დადგომა; შფოთის, ფსიქომოტორული აგზნების და აგრესიულობის კუპირება (3-6 დღეში); ანტიფსიქოპათიური მოქმედება (1-2 კვირაში);  ნეგატივიზმის სიმპტომებზე მოქმედება (20-40 დღეში). თერაპიული ეფექტის მიღწევის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელ კურსზე.

ერთჯერადი პაკეტიდან გრანულებს ხსნიან 5-10მლ წყალში:

6-8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ერთჯერადი დოზა შეადგენს 5-10მგ;

8-15 წლის – 10-20 მგ;

6-8 წლის ბავშვებისთვის სადღეღამისო დოზა შეადგენს 15-30 მგ;

8-15 წლის – 30-60 მგ; აღნიშ ნულ დოზას ყოფენ 2-3 მიღებაზე; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა ბავშვებისთვის – 100მგ.

განსაკუთრებული მითითებები:

გრანულოციტოპენიის განვითარებისას მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

კლოზაპინის მიღების ფონზე განვითარებული არტერიული ჰიპოტენზიის განვითარებისას, შეიძლება მხოლოდ ანგიოტენზინის ან ნორეპინეფრინის წარმოებულების მიღება.

კლოზაპინის მიღებისას თავი უნდა შეიკავოთ ალკოჰოლის მიღებისგან,

თავდაპირველად ყოველკვირეულად, შემდეგ ყოველ 3-4 თვეში აუცილებელია განხორციელდეს სისხლის სურათის კონტროლი. გრანულოციტოპენიის გამოვლენისას მკურნალობა უნდა შეწყდეს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისაგან თავშეკავება.

ურთიერთქმედება:

– სედატური და საძილე პრეპარატების ეფექტურობას ზრდის, იზრდება აგრეთვე ზოგადი საანესთეზიო, ნარკოტიკული საშუალებების, მაო-ს ინჰიბიტორების, ჰიპოტენზიური საშუალებების, ეთანოლის მოქმედება.

– აქვეითებს ლევოდოპას და სხვა დოფამინოსტიმულატორების ეფექტს.

– პრეპარატის ნაწლავიდან შეწოვა უარესდება გელისმაგვარი ანტაციდების და კოლესტირამინის მიღებით.

– ბენზოდიაზეპინთან კომბინაციაში შესაძლებელია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება, ცნობიერების დარღვევა, სუნთქვის დათრგუნვა ან გაჩერება.

– ლითიუმის პრეპარატების ერთდროული მიღებისას იზრდება ნეიროტოქსიურობა (ბოდვა, კრუნჩხვა, ექსტრაპირამიდული დარღვევა).

– პენტეტრაზოლი ზრდის კრუნჩხვის საშიშროებას. არ შეიძლება ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ანტიფსიქოტურ საშუალებებეთან, სისხლის უჯრედების დამაზიანებელ საშუალებებთან,(პირაზოლონშემცველი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები), ანტიდეპრესანტები, კარბამაზეპინი, ოქროს პრეპარატები, თირეოსტატიკები და მალარიის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან  ერთად მიღება,

– საჭიროა სიფრთხილის დაცვა ეპილეფსიის საწინააღმდეცგო სამკურნალო საშუალებებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიმიკრობულ და ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან (სულფონილშარდოვანას წარმოებულები) ერთად დანიშვნისას.

– მიელოტოქსიური საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიურობას.

ავონექსი – AVONEX – АВОНЕКС

ფორმა, შეფუთვა: თეთრი ან თითქმის თეთრი კუნთში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი. 1 ფლაკონი შეიცავს 30 მკგ (6 მლნ ერთეული) აქტიურ ნივთიერებას. იხსნება 1 მლ საინექციო ხსნარში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია BIO-SET (1) მოწყობილობის მქონე მინის ფლაკონი და 1 ცალი მინის შპრიცი გამხსნელითა და ნემსით.

შემადგენლობა: ბეტა-1ა ინტერფერონი (Interferon beta-1a)

მწარმოებელი: BIOGEN AYDEC FRANS, საფრანგეთი; BIOGEN AYDEC, B.V., ნიდერლანდები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ინტერფერონი. გაფანტული სკლეროზის დროს გამოსაყენებელი პრეპარატი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ადამიანის რეკომბინირებული ინტერფერონი ბეტა-1ა. სინთეზირდება სხვადასხვა სახის უჯრედთან, მათ შორის – ფიბრინობლასტებსა და მაკროფაგებთან. ინტერფერონი ბეტა-1ა არსებობს გლიკოლიზებული სახით და მის შემადგენლობაში შედის ნახშირწყლის ერთადერთი კომპლექსური ფრაგმენტი, რომელიც შეკავშირებულია N ატომთან (ცნობილია, რომ ცილების გლიკოლიზება მოქმედებს მათ სტაბილურობაზე, აქტიურობაზე, განაწილებასა და ნახევარდაშლის  პერიოდზე). ავონექსის ბიოლოგიური თვისებები განისაზღვრება მისი უნარით, შეუერთდეს სპეციფიკურ რეცეპტორებს უჯრედის ზედაპირზე და აამოქმედოს უჯრედშორის ურთიერთქმედებათა მთელი კასკადი, რომელიც იწვევს მრავალი გენური პროდუქტისა და მარკერის ინტერფერონით განპირობებულ ექსპრესიას. უცნობია ავონექსის მოქმედების მექანიზმის კავშირი გაფანტული სკლეროზის მკურნალობის დროს ზემოთ აღწერილ ბიოლოგიურ ურთიერთქმედებასთან, ვინაიდან გაფანტული სკლეროზის პათფიზიოლოგია სრულყოფილად ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი. გაფანტული სკლეროზის დროს პრეპარატის მოქმედება შეფასდა მკაცრად კონტროლირებადი კვლევით, რომელიც ჩაუტარდათ გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმის მქონე პაციენტებს. კვლევის მეორე წლის მიწურულს შრომის უნარის პროგრესული (კაპლან-მაიერის სკალით განსაზღვრული) დაქვეითება პლაცებოს ჯგუფში დაავადებულთა 35%-ს აღენიშნებოდა, ავონექსის ჯგუფში კი 22%-ს. პრეპარატის სხვადასხვა დოზის ეფექტიანობის შესადარებლად ჩატარდა კვლევა გაფანტული სკლეროზის რეციდიული ფორმით დაავადებულ 802 პაციენტზე. კვლევას არ გამოუვლენია კლინიკური პარამეტრების მიხედვით სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება 30 მკგ და 60 მკგ დოზით პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში. ასევე დადგენილ იქნა, რომ ავონექსით ერთწლიანი მკურნალობა წლის განმავლობაში რეციდივების სიხშირეს 1/3-ით ამცირებდა. გაფანტული სკლეროზის დროს პრეპარატის ეფექტურობა ცხადყო მკაცრად კონტროლირებადმა კვლევამ. პლაცებოს ჯგუფში რეციდივების სიხშირე 2-3 წლის განმავლობაში 39-50%-ს შეადგენდა, ავონექსის ჯგუფში კი 21-35%-ს. კვლევების შედეგად მიღებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ავონექსი ანელებს შრომისუუნარობის პროგრესირებას და ამცირებს რეციდივების განვითარების სიხშირეს.

შეწოვა: კუნთში ერთჯერადი შეყვანის შემდეგ პლაზმაში ანტივირუსული მოქმედება პიკს აღწევს 5-15 საათის ფარგლებში. ბიომისაწვდომობა შეადგენს 40%-ს.

გამოყოფა: T1/2 შეადგენს 10 სთ-ს.

ჩვენება: ავონექსი ინიშნება მორეციდივე გაფანტული სკლეროზის სამკურნალოდ, რომელსაც ახასიათებს 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 2 რეციდივი და რეციდივებს შორის დაავადების პროგრესირების ნიშნები არ შეიმჩნევა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: დოზა ინდივიდუალურია და ინიშნება ექიმის მიერ. ჩვეულებრივ, ინტერფერონ ბეტა 1ა-ს დოზა შეადგენს 30 მიკროგრამს (6 მლნ სე). მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ორწლიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტმა უნდა გაიაროს გამოკვლევა, რის შემდეგაც ექიმმა შესაძლოა მისცეს მკურნალობის გაგრძელების რეკომენდაცია. 30 მიკროგრამი პრეპარატი უშუალოდ გაკეთების წინ იხსნება გამხსნელში (1 მლ გამხსნელი ხსნარი). ინექცია კეთდება კუნთში კვირაში ერთხელ. სასურველია, ინექცია გაკეთდეს კვირის ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე დროს. ინექციის მხარე ყოველ ჯერზე უნდა იცვლებოდეს. ინექცია შესაძლოა გაიკეთოს თვით პაციენტმაც, თუ ამას ექიმი მიზანშეწონილად მიიჩნევს.

გვერდითი მოვლენები: გრიპისმაგვარი სიმპტომები – თავის ტკივილი, შემცივნება, ტემპერატურის მომატება, კუნთების ტკივილი, სისუსტისა და დაღლილობის შეგრძნება. ამ სიმპტომების თავიდან ასაცილებლად ექიმის რჩევით შესაძლებელია არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალებების მიღება ავონექსის ინექციამდე და მის შემდეგ ყოველ 6 საათში ერთხელ 24 საათის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელება აუცილებელია, სიმპტომები თანდათან გაქრება. იშვიათად თავს იჩენს სიწითლე და მტკივნეულობა ინექციის ადგილას, მადის დაქვეითება, წამოხურვება, სახსრების ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, თავბრუხვევა, უძილობა, დიარეა, თმის ცვენა, გამონაყარი კანზე, ნევროზული მდგომარეობა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰეპატიტი, გულმკერდის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ტაქიკარდია. კიდევ უფრო იშვიათად აღინიშნება მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც ექიმის დაუყოვნებლივ ჩარევას მოითხოვს. გამორიცხული არ არის, განვითარდეს კუნთების სისუსტე და/ან სპასტიკურობა. მას ხშირად მიაკუთვნებენ გრიპისმაგვარ სინდრომს და უმეტესად მკურნალობის საწყის პერიოდში აღინიშნება, მერე კი თანდათან იკლებს. მკურნალობის დასაწყისში ასევე მოსალოდნელია გულის წასვლის ერთეული ეპიზოდი ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ინექციის შემდეგ. ინტერფერონებით მკურნალობა ზოგჯერ იწვევს გვერდით მოვლენებს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემების მხრივ. მოსალოდნელია თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება და სხვა ცვლილებები სისხლში. ძალზე იშვიათად აღინიშნება გულის უკმარისობა – კარდიომიოპათია, ართრიტი, ჩიყვი (ჰიპო- და ჰიპერთირეოზი), ემოციური არასტაბილურობა.

უკუჩვენება:

  • როდესაც აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა ბეტა-ინტერფერონის, ადამიანის შრატის ალბუმინის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ორსულობის დაგეგმვის პერიოდში ან ორსულობის დროს;
  • ლაქტაციის დროს;
  • ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის;
  • მკურნალობისადმი მდგრადი ეპილეფსიური გულყრების დროს;
  • სუიციდური მიდრეკილების შემთხვევაში;
  • გამოხატული დეპრესიული მდგომარეობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები: ინტერფერონ ბეტა-1ა-ს ფლაკონი შეიცავს წამლის მხოლოდ ერთ დოზას. მკურნალობის დროს ანალიზის გაკეთების შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ინფორმირება ინტერფერონ ბეტა-1ა-თი მკურნალობის შესახებ, ვინაიდან მოსალოდნელია ცვლილებები ანალიზის პასუხში. არ არის რეკომენდებული ინტერფერონ ბეტა-1ა-ს გამოყენება 16 წლამდე ასაკის პაციენტებში. ექიმი სასწრაფოდ უნდა იქნეს ინფორმირებული დეპრესიის ან სუიციდის მცდელობის, ასევე – ეპილეფსიური გულყრების ან გულის დაავადების არსებობის შესახებ. დიდი სიფრთხილით და ექიმის მუდმივი კონტროლით ინიშნება ავონექსი თირკმელებისა და ღვიძლის უკმარისობის დროს.

ზედოზირება: პრეპარატის ფორმიდან და შეყვანის წესებიდან გამომდინარე, ზედოზირება ნაკლებსავარაუდოა. თუ ზედოზირება მაინც მოხდა, აუცილებელია ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია და სიმპტომური მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ინტერფერონ ბეტა-1 ა, ჩვეულებრივ, არ ცვლის სხვა წამლების მოქმედებას, თუმცა აუცილებელია ექიმის ინფორმირება მასთან ერთად მიღებული წამლების შესახებ. ინტერფერონ ბეტა-1 ა-ს შერევა სხვა საინექციო ხსნარებთან ერთ შპრიცში ნებადართული არ არის. ასევე არ არის რეკომენდებული გამხსნელად სხვა საინექციო ხსნარების გამოყენება.

შენახვის პირობები და ვადა: პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას, 250C-მდე ტემპერატურაზე (გაყინვა არ შეიძლება). ვარგისია 2 წელი.

ავოდარტი – AVODART – АВОДАРТ

ფორმა, შეფუთვა: ჟელატინის მოყვითალო, მოგრძო კაფსულები, რომლებსაც ცალ მხარეს წითელი მელნით გაკეთებული აქვს მარკირება “GX CE2”. ერთი კაფსულა შეიცავს 500 მკგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 10-კაფსულიანი 3 ბლისტერი ან 10-კაფსულიანი 9 ბლისტერი.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება – დუტასტერიდი (Dutasteride)

მწარმოებელი: CARDINAL HEALTH FRANCE 404 (საფრანგეთი)

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატი. 5 ალფა-რედუქტაზის ინჰიბიტორი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ავოდარტი წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სამკურნალო პრეპარატია. თრგუნავს ტესტოსტერონის 5 ალფა-დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნაზე პასუხისმგებელი  1 და 2 ტიპის იზოფერმენტის – 5 ალფა-რედუქტაზის აქტიურობას. დიჰიდროტესტოსტერონი წარმოადგენს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილის ჰიპერპლაზიაზე პასუხისმგებელ ძირითად ანდროგენს. დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაციის დაქვეითებაზე დუტასტერიდის გავლენის ხარისხი დამოკიდებულია დოზირებაზე. მაქსიმალური ეფექტი შეიმჩნევა მკურნალობის დაწყებიდან  1-2 კვირის შემდეგ. დუტასტერიდის 0,5 მგ/დღ დოზით 1-2 კვირის განმავლობაში მიღების შემდეგ შრატში დიჰიდროტესტოსტერონის კონცენტრაცია 85-90%-ით იკლებს. პრეპარატი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ზომებს, აუმჯობესებს შარდის გამოყოფას, ამცირებს შარდის მწვავე შეკავებისა და ქირურგიური ჩარევის აუცილებლობის რისკს.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: 500 მკგ დოზით ერთჯერადი მიღების შემდეგ შრატში მაქსიმალურ კონცენტრაციას დუტასტერიდი 1-3 საათში აღწევს. ვენაში ორსაათიანი ინფუზიის დროს აბსოლუტური ბიომისაწვდომობა დაახლოებით 60%-ია. ბიომისაწვდომობა საკვების მიღებაზე არ არის დამოკიდებული.

გამოყოფა: 500 მკგ/დღ დოზით მიღების შემთხვევაში განავალთან ერთად შეუცველელი სახით გამოიყოფა დუტასტერიდის 1-1,4% (საშუალოდ 5,4%), დანარჩენი კი გამოიყოფა 4 ძირითადი (39%, 21%, 7% და 7%) და 6 მცირე მეტაბოლიტის (თითოეული – 5-5%) სახით. შარდთან ერთად გამოიყოფა 0,1%-ზე ნაკლები შეუცვლელი დუტასტერიდი. თერაპიული დოზით დუტასტერიდის მიღების შემთხვევაში  T1/2 შეადგენს 3-5 კვირას. დუტასტერიდი შესაძლოა მიღების შეწყვეტიდან 4-6 თვის შემდეგაც კი აღმოჩნდეს (0,1 ნგ/მლ-ზე მეტი კონცენტრაციით) შრატში. დაბალი კონცენტრაციის (3 ნგ/მლ-ზე ნაკლები) შემთხვევაში დუტასტერიდი სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან და აქვს 3-5 დღის შესაბამისი T1/2.

ჩვენება: წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის ზომის შემცირების, შარდის გამოყოფის გაუმჯობესების მიზნით, შარდის მწვავე შეკავების განვითარების რისკისა და ქირურგიული მკურნალობის აუცილებლობის შესამცირებლად).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ზრდასრული (მათ შორის – ხანდაზმული) მამაკაცებისთვის რეკომენდებულია 500 მკგ-ის (1 კაფსულა) მიღება დღეში ერთხელ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული კვებაზე. ეფექტი საკმაოდ მალე მიიღწევა, მაგრამ მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 6 თვე, რათა ობიექტურად შეფასდეს პრეპარატის ზემოქმედება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატის დოზის შეცვლა არ არის საჭირო (რადგან 500 მკგ/დღ დოზით მიღებისას შარდით 0,1%-ზე ნაკლები გამოიყოფა). ღვიძლის ფუნქციის დაქვეითების შემთხვევაში პრეპარატი დიდი სიფრთხილით უნდა იქნეს მიღებული, ვინაიდან დუტასტერიდი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში, მისი  T1/2 კი შეადეგენს 3-5-დღეს.

გვერდითი მოვლენები

  • სასქესო სისტემის მხრივ – ერექციული დისფუნქცია, ლიბიდოს დაქვეითება, ეაკულაციის დარღვევა, გინეკომასტია (სარძევე ჯირკვლების გადიდება და ტკივილი);
  • ალერგიული რეაქცია – ცალკეულ შემთხვევებში გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ლოკალური შეშუპება.

უკუჩვენება

  • დუტასტერიდისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
  • 5 ალფა-რედუქტაზის სხვა ინჰიბიტორების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უკუნაჩვენებია ქალებისა და ბავშვებისთვის.

განსაკუთრებული მითითებები: დუტასტერიდი ადსორბირდება კანიდან, ამიტომ ქალები და ბავშვები უნდა ერიდონ დაზიანებულ კაფსულასთან კონტაქტს. თუ კონტაქტი მაინც მოხდა, აუცილებელია კანის შესაბამისი უბნის დაუყოვნებლივ ჩამობანა წყლითა და საპნით.

წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიით დაავადებულ მამაკაცებს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეთ წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევა (მათ შორის – რექტალური გამოკვლევა თითით, პროსტატასპეციფიკური ანტისხეულების კონცენტრაციის განსაზღვრა შრატში) როგორც ავოდარტით მკურნალობის დაწყებამდე, ასევე მკურნალობის პერიოდში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს გამოსარიცხად. ავოდარტით მკურნალობის შემდეგ 6 თვის განმავლობაში პროსტატასპეციფიკური ანტისხეულების დონე კიბოს შემთხვევაშიც კი შრატში 50%-ით მცირდება, ამიტომ საჭიროა, მიღებული მონაცემი გამრავლდეს 2-ზე და შემდეგ შედარებულ იქნეს ნორმასთან.

ზედოზირება: ზედოზირების (თერაპიულ დოზაზე 80-ჯერ მეტი) შემთხვევაში გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება. დუტასტერიდის სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ამიტომ ზედოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: ვინაიდან დუტასტერიდი მეტაბოლიზდება იზოფერმენტ CYP3A4-ად, CYP3A4-ის ინჰიბიტორების მიღების შემთხვევაში  დუტასტერიდის კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა გაიზარდოს. CYP3A4 ინჰიბიტორებთან ვერაპამილსა და დილთიაზემთან ერთად დუტასტერიდის მიღებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის კლირენსის დაქვეითება. კალციუმის არხების მეორე ბლოკატორი, ამლოდიპინი,  დუტასტერიდის კლირენსს არ ამცირებს.

შენახვის პირობები და ვადა: ავადარტი უნდა ინახებოდეს ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილას 30°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე. პრეპარატი ვარგისია 4 წელი.

ავიტინი – AVITIN – АВИТИН

თმებისა და ფრჩხილებისათვის კაფსულები

მწარმოებელი: Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.

შემადგენლობა:

თითოეული კაფსულა შეიცავს:

 

ვიტამინი B1

60მგ

კალციუმის პანთოტენატი

60მგ

პარა – ამინობენზოის მჟავა

30მგ

საფუარი

130მგ

L – ცისტინი

20მგ

ჰიდროლიზებული კერატინი

20მგ

დამხმარე ნივთიერებები: ავიცელი PH 102, აეროსილი 200, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავიტინი სპეციალურად შემუშავებული ფორმულაა თმის ცვენის, ფრჩხილების მტვრევადობის პრევენციისათვის და ფრჩხილების ზრდის სტიმულირებისათვის.

ავიტინი ამაგრებს ტეხვად ფრჩხილებსა და სუსტ თმებს, მათ ანიჭებს სიცოცხლის ძალასა და ბზინვარებას.

ავიტინი შედგება სპაციალურად შერჩეული კომპონენტებისაგან, რომელთა კომბინირებული მოქმედება იძლევა თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღის, სიძლიერის, სიგრძისა და სილამაზის გარანტიას.

ვიტამინი B1 მნიშვნელოვან როლს ასრულებს მეტაბოლურ პროცესებში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს უზრუნველყოფენ საჭირო ენერგიით.

კალციუმის პანთოტენატი აუცილებელია აცეტილქოლინის სინთეზისათვის, რომელიც მონაწილეობს კანის სისხლით მომარაგებაში, თმის ფოლიკულებისა და ფრჩხილის ბუდის კვებაში.

პარა ამინობენზოის მჟავა (პაბა) მონაწილეობს ფოლის მჟავის სინთეზში, რომელიც აუცილებელია უჯრედების რეპროდუქციისათვის, რიბონუკლეინის მჟავას და ცილის სინთეზის ჩათვლით.

საფუარი B ჯგუფის ვიტამინების, ბიოტინის, ფოლის მჟავის, ამინომჟავებისა და მიკროელემენტების, მათ შორის, თუთიისა და ქრომის მდიდარი წყაროა, რომლებიც აუცილებელია კანის სიმრთელისა და თმისა და ფრჩხილების ნორმალური ზრდისათვის.

L ცისტინი ასტიმულირებს თმის ზრდას, ზრდის თმის ბოჭკოს დიამეტრს და ახდენს თმის ცვენის პრევენციას.

კერატინი თმისა და ფრჩხილის სტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც იცავს მათ გარე დაზიანებისაგან.

ჩვენებები:

  • თმის ცვენა;
  • თმის ნელა ზრდა;
  • თმის ღეროების მტვრევადობა;
  • ტეხვადი ფრჩხილები;
  • ფრჩხილების ფენებად დაშლა;
  • სუსტი ფრჩხილები;
  • თმისა და ფრჩხილის ბზინვარების დაკარგვა.

დოზები და გამოყენების წესი:

ჩვეულებრივ რეკომენდირებული დოზა 1 კაფსულა 3–ჯერ დღეში.

 

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

 

შენახვის ვადა:

3 წელი

 

პრეპარატი არ გამოიყენება შფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

 

ავექსონი-ავერსი 2 გ – AVEXON-AVERSI 2 g – АВЕКСОН 2Г

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:

ცეფტრიაქსონი;

მწარმოებელი: “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ცეფტრიაქსონი

ძირითადი ფიზიკურქიმიური თვისებები:

თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ფხვნილი.

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:

ნატრიუმის ცეფტრიაქსონს, 2 გ ცეფტრიაქსონის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:

სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ავექსონი-ავერსი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით. In vitro ცეფტრიაქსონი ხელს უშლის უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიის ზრდის პროცესს. პრეპარატი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მიმართ.

ავექსონი-ავერსი აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ:

გრამდადებითი ბაქტერიები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი (Str. pyogenes), Streptococcus agalactiae, Streptococcus viridans, Streptococcus bovis;

შენიშვნა: მეტიცილინ-რეზისტენტული Staphylococcus spp., ენტეროკოკების უმრავლესობა, მაგ. Enterococcus faecalis, რეზისტენტულია ავექსონი-ავერსის მიმართ;

გრამუარყოფითი ბაქტერიები: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Escherichia coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (Kl. pneumoniae-ს ჩათვლით), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (S. typhi-ს ჩათვლით), Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Shigella spp., Vibrio spp. (V. cholerae-ს ჩათვლით), Yersinia spp. (Y. enterocolitica-ს ჩათვლით);

ანაერობები: Bacteroides spp. (B. fragilis ზოგიერთი შტამის ჩათვლით), Clostridium spp. (C. difficile-ს შტამების უმეტესობა რეზისტენტულია), Fusobacterium spp. (F. mortiferum, F. varium-ის გარდა), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp.

ავექსონი-ავერსი ხასიათდება მაღალი ანტიმიკრობული აქტივობით. იგი ხანგრძლივად ცირკულირებს ორგანიზმში, რაც საშუალებას იძლევა ავექსონი-ავერსი გამოყენებულ იქნას დღეში ერთხელ, ცალკეულ შემთხვევებში – 12 სთ-ში ერთხელ.

ფარმაკოკინეტიკა:

ცეფტრიაქსონის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა ინტრავენური ინფუზიის ბოლოს. შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონი სწრაფად დიფუნდირებს ქსოვილებსა და ინტერსტიციულ სითხეებში (მათ შორის ფილტვებში, გულში, სანაღვლე გზებში, ღვიძლში, ნუშისებრ ჯირკვლებში, შუა ყურში და ცხვირის ლორწოვან გარსში, ძვლოვან ქსოვილში, აგრეთვე თავ-ზურგ-ტვინის, პლევრულ და სინოვიურ სითხეებში, წინამდებარე ჯირკვლის სეკრეტში). ცეფტრიაქსონი ბაქტერიციდულ მოქმედებას მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე ავლენს 24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი შექცევადად უკავშირდება ალბუმინებს და ეს კავშირი მისი კონცენტრაციის უკუპროპორციულია: მაგ. როდესაც ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ნაკლებია 100 მგ/ლ, მისი 95% უკავშირდება ცილებს, ხოლო კონცენტრაციის მომატებისას 300 მგ/ლ-მდე – მხოლოდ 85%. ინტერსტიციულ სითხეში ალბუმინის დაბალი შემცველობის გამო თავისუფალი ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია უფრო მაღალია, ვიდრე სისხლის შრატში.

მენინგიტით დაავადებულ მოზრდილებში ცეფტრიაქსონის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე დოზით შეყვანიდან 2-24 სთ-ის შემდეგ მისი კონცენტრაცია თავ-ზურგ-ტვინის სითხეში რამდენჯერმე აღემატება მენინგიტის გამომწვევი ყველაზე გავრცელებული მიკროორგანიზმებისათვის მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას.

ტვინის გარსების ანთების დროს ახალშობილებსა და ბავშვებში ცეფტრიაქსონი ადვილად გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს. ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში ლიქვორში ხვდება პლაზმის ცეფტრიაქსონის 17%, ასეპტიკური მენინგიტის დროს კი – დაახლოებით 4%.

ცეფტრიაქსონის საერთო პლაზმური კლირენსი შეადგენს 10-22 მლ/წთ, თირკმლის კლირენსი – 5-12 მლ/წთ. პრეპარატის 50-60% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, ხოლო მისი 40-50% ნაღველთან ერთად გამოიყოფა ნაწლავებში, სადაც გარდაიქმნება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მოზრდილებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 8 სთ-ს.

ახალშობილებში შეყვანილი დოზის დაახლოებით 70% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით.

8 დღემდე ასაკის ახალშობილებში და 75 წლის ასაკის ზევით პაციენტებში ნახევარგამოყოფის  პერიოდი ხანგრძლივდება საშუალოდ 2-3-ჯერ ახალგაზრდა ასაკის პაციენტებთან შედარებით.

ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე მოზრდილ პაციენტებში აღინიშნება მხოლოდ ნახევარგამოყოფის პერიოდის უმნიშვნელო მატება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში ძლიერდება ცეფტრიაქსონის გამოყოფა ნაღველთან ერთად, ხოლო ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას – თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
  • სასუნთქი სისტემის ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი, მასტოიდიტი;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები, მათ შორის ფურუნკულოზი, აბსცესი, ინფიცირებული დამწვრობა და ჭრილობა;
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები ოსტეომიელიტის ჩათვლით
  • სეფსისი;
  • ბაქტერიული მენინგიტი;
  • ბაქტერიული ენდოკარდიტი;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები პერიტონიტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით;
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ტუბოოვარიული აბსცესი, პელვიოპერიტონიტი;
  • ინფექციები დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში;
  • გენერალიზებული სალმონელოზი;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, მათ შორის გონორეა;
  • შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები პიელონეფრიტის, ცისტიტის, ურეთრიტის, პროსტატიტის ჩათვლით;
  • ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიაში.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში, ასევე 50 კგზე მეტი სხეულის მასის მქონე ბავშვებში ავექსონი-ავერსის სადღეღამისო დოზა შეადგენს 1-2 გ-ს (24 სთ-ში ერთხელ).

მძიმე შემთხვევებში ან ავექსონი-ავერსის მიმართ ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების დროს შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 4 გ-მდე (2 გ 12 სთ-იანი ინტერვალით).

ახალშობილებში 3 კვირის ასაკიდან და 12 წლამდე ბავშვებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 20-80 მგ/კგ სხეულის მასაზე.

პრეპარატის 50 მგ/კგ სხეულის მასაზე და მეტი დოზით ვენაში შეყავთ ინფუზიის სახით,  არანაკლებ 30 წთ-ის განმავლობაში.

ახალშობილებსა და მცირე ასაკის ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის დროს პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში ერთხელ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 4 გ. პათოგენური მიკროორგანიზმის განსაზღვრისა და მისი მგრძნობელობის დადგენის შემდეგ შესაძლებელია დოზის შესაბამისი შემცირება.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პათოლოგიური პროცესის მიმდინარეობაზე. ჩვეულებრივ იგი 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციური დაავადების დროს რეკომენდებულია მისი გახანგრძლივება. მკურნალობა გრძელდება დაავადების სიმპტომების გაქრობიდან მინიმუმ 2-3 დღის განმავლობაში.

პოსტოპერაციული ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია 1-2 გ ავექსონი-ავერსის ერთჯერადი შეყვანა ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა ღვიძლის შენარჩუნებული ფუნქციის ფონზე არ მოითხოვს დოზის შემცირებას და პირიქით. თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 10 მლ/წთ, სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში აუცილებელია სისხლის პლაზმაში ავექსონი-ავერსის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში – დოზის კორექცია.

ხსნარის მომზადების წესი:

ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მოსამზადებლად ავექსონი-ავერსის 2 გ. იხსნება 40 მლ კალციუმის იონებისაგან თავისუფალი შემდეგი ხსნარებიდან ერთ-ერთში: 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 5%-იანი ფრუქტოზის ხსნარი. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 30 წთ-ს.

ხსნარი გამოიყენება მომზადებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ ავექსონი-ავერსი კარგად გადაიტანება. იშვიათად შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები:

ალერგიული და იმუნოპათოლოგიური რეაქციები: ჭინჭრის ციება, შემცივნება ან ცხელება, გამონაყარი, ქავილი, იშვიათად – ბრონქოსპაზმი, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი, შრატისმიერი დაავადება, ანგიონევროზული შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მეტეორიზმი, ტკივილი მუცლის არეში, გემოს შეგრძნების დარღვევა, სტომატიტი, გლოსიტი, ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება (იშვიათად – ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის მაჩვენებლის მატება, ქოლესტაზური სიყვითლე), დისბაქტერიოზი. პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს ფსევდოქოლელითიაზი;

ცვლილებები სისხლის სურათის მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია, გრანულოციტოპენია, ლიმფოციტოპენია, თრომბოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, სისხლის შედედების დარღვევა, პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, იშვიათად – ეოზინოფილია, აგრანულოციტოზის ერთეული შემთხვევები;

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: გლუკოზურია, სისხლის პლაზმაში შარდოვანასა და კრეატინინის დონის მატება, ცილინდრურია, ჰემატურია, ოლიგურია, ანურია;

ადგილობრივი რეაქციები: ავექსონი-ავერსის ვენაში შეყვანის შედეგად შესაძლოა ფლებიტის განვითარება;

სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ცხვირიდან სისხლდენა, კანდიდოზი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ავექსონი-ავერსის გამოყენების დროს თირკმლის დამაზიანებელი მოქმედების მქონე პრეპარატებთან და/ან მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად, განსაკუთრებით თირკმლის ფუნქციის დარღვევის ფონზე, არსებობს ნეფროტოქსიკურობის მატების რისკი.

ექსპერიმენტულად დადგენილია ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგიული მოქმედება მრავალი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმის მიმართ. ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი დანიშვნა საჭიროა ცალ-ცალკე რეკომენდებულ დოზებში.

პრობენეციდი არ მოქმედებს ცეფტრიაქსონის გამოყოფაზე.

In vitro დადგენილია ანტაგონიზმი ქლორამფენიკოლსა და ცეფტრიაქსონს შორის.

ავექსონი-ავერსის ხსნარის შერევა კალციუმის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან (მაგ.: ჰარტმანის, რინგერის ხსნარი), ვანკომიცინთან, ლაბეტალოლთან, ფლუკონაზოლთან და ანტიბიოტიკებთან რეკომენდებული არ არის.

ჰიპერდოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. სპეციფიკური ანტიდოტი ავექსონი-ავერსის მიმართ არ არსებობს. ტარდება სიმპტომური მკურნალობა. ჰემოდიალიზის ან პერიტონეალური დიალიზის ჩატარება არაეფექტურია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ავექსონი-ავერსი უკუნაჩვენებია ორსულობის I ტრიმესტრში. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

ავექსონი-ავერსი მცირე კონცენტრაციით გადადის დედის რძეში, ამიტომ იგი სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:

ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები საჭიროებენ პლაზმაში ცეფტრიაქსონის კონცენტრაციის კონტროლს.

ისევე როგორც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებებით მკურნალობის დროს, შესაძლებელია სუპერინფექციის განვითარება.

ავექსონი-ავერსის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის, თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის მაჩვენებლების რეგულარული კონტროლი.

ულტრაბგერითი გამოკვლევის დროს ნაღვლის ბუშტში იშვიათად აღინიშნება დაჩრდილვა, რაც ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილის პრეციპიტატია და შეცდომით კენჭებად აღიქმება. იგი, როგორც წესი, ქრება პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ. იმ შემთხვევაშიც, თუ ამ მოვლენას თან ახლავს კლინიკური სიმპტომატიკა, რეკომენდებულია კონსერვატიული თერაპიის ჩატარება. მკურნალობის კურსის შეწყვეტის აუცილებლობას წყვეტს ექიმი.

პრეპარატის გამოყენების დროს უკუნაჩვენებია ალკოჰოლის მიღება.

ავექსონი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის, ანტიბიოტიკოთერაპიით გამოწვეული ენტერიტისა და კოლიტის მქონე პაციენტებში. ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის სიმპტომების განვითარების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.

ცეფტრიაქსონს გააჩნია უნარი განდევნოს შრატის ალბუმინთან დაკავშირებული ბილირუბინი, რის გამოც ჰიპერბილირუბინემიის მქონე ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებში ავექსონი-ავერსის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

ავექსონი-ავერსით თერაპიის დროს შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება გალაქტოზემიის სინჯზე. ცრუ დადებითი მაჩვენებელი შეიძლება აღინიშნოს აგრეთვე შარდში გლუკოზის განსაზღვრისას, ამიტომ ავექსონი-ავერსით მკურნალობის პერიოდში გლუკოზურიის განსაზღვრა ხდება მხოლოდ ფერმენტული მეთოდით.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მონაცემები ავექსონი-ავერსის ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

აველოქსი – AVELOX – АВЕЛОКС

ფორმა, შეფუთვა:

  • ბაცი ვარდისფერი მოგრძო, ორმხრივამოზნექილი ტაბლეტი. ცალ მხარეს  ამოტვიფრული აქვს “BAYER”, მეორე მხარეს – “М400”. გადანატეხში ჩანს ერთგვაროვანი, მომწვანო ელფერის მქონე მოთეთრო-მოყვითალო მასა, რომელიც გარშემორტყმულია ვარდისფერი გარსით. 1 ტაბლეტი შეიცავს 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს ხუთტაბლეტიანი 1 ბლისტერი, ხუთტაბლეტიანი 2 ბლისტერი ან შვიდტაბლეტიანი 1 ბლისტერი.

  • გამჭვირვალე, მომწვანო-მოყვითალო საინფუზიო ხსნარი. ერთი ფლაკონი შეიცავს 400 მგ აქტიურ ნივთიერებას. მუყაოს კოლოფში დევს 250 მლ-იანი მინის ფლაკონი ან ფოლგით ლამინირებული 12 პოლიეთილენის პაკეტი (250-250 მლ).

შემადგენლობა: მოქსიფლოქსაცინი (Moxifloxacin)

მწარმოებელი: BAYER HealthCare, AG, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფთორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ახასიათებს ბაქტერიოციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიული ტოპოიზომერაზა-II-ისა და ტოპოიზომერაზა-IV-ის ინჰიბირებით, რაც იწვევს მიკრობული უჯრედების დნმ-ს) სინთეზის რღვევას. ინ ვიტრო პრეპარატი აქტიურია ფართო სპექტრის გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების, მიკოპლაზმის, ქლამიდიის, ურეაპლაზმის, ლეგიონელასა და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამინებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ბაქტერიების მიმართ.

აველოქსისადმი მგრძნობიარე გრამდადებითი აერობული ბაქტერიებია: Streptococcus pneumoniae (მათ შორის – პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი გამძლე შტამები), Streptococcus pyogenes (A ჯგუფის), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მათ შორის – მეტიცილინგამძლე შტამები), Staphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მათ შორის – მეტიცილინგამძლე შტამები), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae.

აველოქსისადმი მგრძნობიარე გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიებია: Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii.

აველოქსისადმი მგრძნობიარე ანაერობული ბაქტერიებია: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის – Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum; ასევე – Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophila, Coxiella burnettii.

მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს, Pseudomonas fluorescens-ის, Burkholderia cepacia-ს, Stenotrophomonas maltophilia-ს მიმართ. მექანიზმი, რომელიც იწვევს პენიცილინის, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების, მაკროლიდებისა და ტეტრაციკლინის მიმართ გამძლეობის ჩამოყალიბებას, მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიულ აქტიურობაზე არ მოქმედებს. ამ ჯგუფის ანტიბაქტერიულ პრეპარატებსა და მოქსიფლოქსაცინს შორის ჯვარედინი გამძლეობის ჩამოყალიბება არ შეინიშნება (ან მეტად უმნიშვნელოა). მოქსიფლოქსაცინის მიმართ რეზისტენტობა ყალიბდება ნელ-ნელა, მრავალჯერადი მუტაციის გზით. შესაძლებელია ქინოლებისადმი ჯვარედინი გამძლეობის ჩამოყალიბება.

ფარმაკოკინეტიკა:

  • შეწოვა: მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად ადსორბირდება. 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთჯერადი მიღების შემთხვევაში სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია (3,1 მგ/ლ) მიიღწევა 0,5-4 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად მიღების შემთხვევაში ეს დრო უმნიშვნელოდ (2 საათით) იმატებს, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია უმნიშვნელოდ (დაახლოებით 16%-ით) იკლებს, ამასთანავე, ადსორბციის ხანგრძლივობა არ იცვლება. ამ მონაცემებს კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს, ამიტომ პრეპარატის მიღება ნებადართულია საკვებთან ერთად. აბსოლუტური ბიომისაწვდომობა დაახლოებით 91%-ს უტოლდება.

  • გადანაწილება: 10 დღის განმავლობაში ერთჯერადად 50-1200 მგ ან 600 მგ/დღ დოზით მიღების ფონზე მოქსიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია. მოქსიფლოქსაცინი სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში და დაახლოებით 45%-ით უკავშირდება სისხლის ცილებს (უმთავრესად – ალბუმინებს). VD შეადგენს დაახლოებით 2ლ/კგ-ს. პრეპარატის კონცენტრაცია მაღალია (პლაზმაზე მაღალია) ფილტვის ქსოვილში (მათ შორის – ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქებისა და ცხვირის ღრუს ლორწოვან გარსში, რბილ ქსოვილებში, კანში, კანქვეშა სტრუქტურებში, ანთების კერებში. ინტერსტიციულ სითხეებსა და ნერწყვში პრეპარატი ნაწილდება თავისუფალი, ცილასთან შეუკავშირებელი სახით. მისი კონცენტრაცია აქაც უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.

  • მეტაბოლიზმი: პრეპარატი ბიოტრანსფორმირდება არააქტიურ სულფონაერთებად და გლუკურონიდებად.

  • გამოყოფა: აველოქსი გმოიყოფა შარდსა და განავალთან ერთად, როგორც უცვლელი, ისე მეტაბოლიტების სახით. ერთჯერადი დოზის (400 მგ) დაახლოებით 19% უცვლელი სახით გამოიყოფა შარდთან ერთად, დაახლოებით 25% – განავალთან ერთად. ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 12 საათს. 400 მგ-იანი დოზით მიღების შემთხვევაში საშუალო კლირენსი შეადგენს 179-24 მლ/წთ-ს.

ჩვენება:

  • პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმების მიერ გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები ზრდასრულებში;

  • მწვავე სინუსიტი;

  • პნევმონია (მათ შორის – გამოწვეული პენიცილინის, II თაობის ცეფალოსპორინების, მაკროლიდების, ტეტრაციკლინის, ტრიმეტოპრიმ/სულფამეტოქსაზოლის ჯგუფის ორი ან მეტი ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე მიკროორგანიზმებით);

  • ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;

  • კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექცია;

  • კანისა და კანქვეშა სტრუქტურების გართულებული ინფექცია (მათ შორის – ინფიცირებული დიაბეტური ტერფი).

დოზირებისა და მიღების რეჟიმი: ინიშნება 400 მგ დღეში ერთხელ პერორალურად ან ვენაში. როგორც შინაგანი მიღების, ისე ვენაში გადასხმის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინფექციის სიმძიმისა და კლინიკური ეფექტის მიხედვით და შეესაბამება:

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისას – 5 დღეს;

პნევმონიის დროს (საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა) – თავდაპირველად 7-14 დღეს ვენაში, შემდეგ რამდენიმე დღეს პერორალურად ან 10 დღეს მხოლოდ პერორალურად;

მწვავე სინუსიტის, კანისა და რბილი ქსოვილების გაურთულებელი ინფექციის შემთხვევაში – 7 დღეს; კანისა და კანქვეშა ქსოვილების გართულებული ინფექციის შემთხვევაში (საფეხურებრივი თერაპიის საერთო ხანგრძლივობა) – ჯერ ვენაში, შემდეგ პერორალურად 7-21 დღეს.

აველოქსის ვენაში შეყვანით მკურნალობა შესაძლებელია გაგრძელდეს 14 დღე, პერორალურად – 21 დღე.

ხანდაზმულ, ღვიძლის ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის მქონე, თირკმლის ფუნქციადარღვეულ, მუდმივ ჰემოდიალიზსა და ხანგრძლივ ამბულატორიულ პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პაციენტებს დოზირების რეჟიმის შეცვლა არ სჭირდებათ.

ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს (დაღეჭვა არ შეიძლება) ცოტაოდენი წყლის მიყოლებით, კვებისგან დამოუკიდებლად. ინფუზიური ხსნარი შეყვანილ უნდა იქნეს ვენაში ნელა, 60 წუთის განმავლობაში. პრეპარატის შეყვანა შესაძლებელია როგორც განზავებული, ისე განუზავებელი სახით.

აველოქსის ხსნარი თავსებადია: საინექციო წყალთან, 0,9%-იან ნატრიუმის ქლორიდთან, 1%-იან ნატრიუმის ქლორიდის ხსნართან, 5%-იან, 10%-იან, 40%-იან  დექსტროზის ხსნართან, 20%-იან ქსილიტის ხსნართან, რინგერის ხსნართან, რინგერ-ლაქტატის ხსნართან, 10%-იან ამინოფუზინის ხსნართან, იონოსტერილის ხსნართან. შეიძლება მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ მოსალოდნელია QT ინტერვალის გახანგრძლივება, ჰიპოკალემია, ტაქიკარდია;

  • კუჭ-ნაწლავის მხრივ – გულისრევა, დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი;

  • ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ – თავბრუხვევა, თავის ტკივილი, უძილობა ან ძილიანობა, შფოთვა, ტრემორი, პარესთეზია, ფსიქომოტორული აქტივობის მატება;

  • სისხლმბადი სისტემის მხრივ – ანემია, ლეიკოზი, თრომბოციტოზი, ტრომბოციტოპენია, ეოზინოფილია;

  • ძვალსახსროვანი სისტემის მხრივ – ართრალგია, მიალგია, კრუნჩხვა;

  • გრძნობათა ორგანოების მხრივ – გემოვნების შეცვლა, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, ყურებში ხმაური, ყნოსვის დარღვევა;

  • სასუნთქი სისტემის მხრივ – ქოშინი, ასთმური მდგომარეობა;

  • ნივთიერებათა ცვლის მხრივ – ჰიპერჰიდროზი,  დეჰიდრატაცია,  ჰიპერლიპიდემია;

  • შარდსასქესო სისტემის მხრივ – დეჰიდრატაციის შედეგად თირკმელების ფუნქციის დარღვევა, რასაც შესაძლოა მოჰყვეს თირკმლის დაზიანება, განსაკუთრებით – თირკმლის პათოლოგიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში;

  • ალერგიული რეაქცია (იშვიათია) – ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი, (ძალიან იშვიათია) ანაფილაქსიური შოკი, შეშუპება.

უკუჩვენებანი:

* ორსულობა;

* ლაქტაცია;

* 18 წლამდე ასაკი;

* მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

* მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ აველოქსის დანიშვნისას იზრდება კრუნჩხვის განვითარების რისკი, ამიტომ იგი დიდი სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომელთაც აქვთ (ან შესაძლოა ჰქონდეთ) კრუნჩხვებით მიმდინარე ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

* ღვიძლის ფუნქციის ძლიერი დარღვევის შემთხვევაში მოქსიფლოქსაცინის გავლენის შესახებ საკმარისი კლინიკური მონაცემის არარსებობის გამო პრეპარატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

* აველოქსი ასევე არ არის რეკომენდებული QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის დროს, ასევე – QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ, Iა და III კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ერთად.

* ანტიბიოტიკების მიღება უკავშირდება ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარებას, ეს უნდა იქნეს გათვალისწინებული აველოქსით მკურნალობის ფონზე დიარეის აღმოცენების შემთხვევაში. ამ დროს აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

* პრეპარატის პირველად მიღების შემთხვევაში არსებობს ჰიპერმგრძნობელობისა და ანაფილაქსიური რეაქციის განვითარების ალბათობა. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩავაყენოთ საქმის კურსში ექიმი.

* იშვიათად მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციის პროგრესირება ანაფილაქსიურ შოკამდე. ამ შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებები.

* ქინოლების გამოყენების დროს აღინიშნება ფოტოსენსიბილიზაციის რეაქცია, თუმცა აველოქსის კლინიკური კვლევისა თუ პრაქტიკაში გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაციის არც ერთი შემთხვევა არ აღრიცხულა. მიუხედავად ამისა, პრეპარატის მიღების პერიოდში პაციენტი უნდა მოერიდოს მზის სხივებსა და ულტრაიისფერ გამოსხივებას.

* ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ეფექტიანობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

* მიუხედავად იმისა, რომ მოქსიფლოქსაცინი იშვიათად იწვევს გვერდით მოვლენებს ცნს-ის მხრივ, მანქანის, საზოგადოდ მოძრავი მექანიზმების მართვის საკითხი უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, პრეპარატის მიღებაზე პაციენტის რეაქციის საფუძველზე.

ზედოზირება: ერთჯერადად 1200 მგ-ისა და 10 დღის განმავლობაში 600 მგ აველოქსის მიღების შემთხვევაში გვერდითი ეფექტი არ აღინიშნება. ზედოზირების შემთხვევაში, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ეკგ მონიტორინგის პარალელურად ტარდება სიმპტომური მკურნალობა. აქტივირებული ნახშირის მიღება მიზანშეწონილია მხოლოდ მოქსიფლოქსაცინის ტაბლეტებით ზედოზირების შემთხვევაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აველოქსთან ერთად ანტაციდების, მინერალებისა და ვიტამინურ-მინერალური კომპლექსების მიღებამ შესაძლოა დაარღვიოს მოქსიფლოქსაცინის შეწოვა და შეამციროს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაცია. ამიტომ ანტაციდების, ასევე – კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი ანტივირუსული პრეპარატების მიღება ნებადართულია აველოქსის მიღებამდე მინიმუმ 4 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

რანიტიდინი ერთჯერადი მიღების შემთხვევაში უნიშვნელოდ ცვლის მოქსიფლოქსაცინის შეწოვას. Iა (ქინიდინი, პროკაინამიდი) და III (ამიოდარონი, სოტალოლი) კლასის ანტიარითმიულ და QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებთან (ციზაპრიდი, ერითრომიცინი, ანტიფსიქოზური პრეპარატები, ანტიდეპრესანტები) ერთად აველოქსის გამოყენებამ შესაძლოა QT ინტერვალის გახანგრძლივება გამოიწვიოს.

400 მგ აველოქსისა და გააქტიურებული ნახშირის ერთდროული გამოყენებისას ადსორბციის შენელების ხარჯზე პრეპარატის ბიოშეღწევადობა 80%-ზე მეტად მცირდება.

მოქსიფლოქსაცინის ინფუზიური ხსნარი შეუთავსებელია: ნატრიუმის ქლორიდის 10%-იან ხსნართან, ნატრიუმის ქლორიდის 20%-იან ხსნართან, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 4,2%-იან ხსნართან, ნატრიუმის ჰიდროკარბონატის 8,4%-იან ხსნართან.

შენახვის პირობები და ვადა: აველოქსი (ტაბლეტები, საინფუზიო ხსნარი) უნდა ინახებოდეს ბავშვისთვის მიუწვდომელ, მშრალ, ბნელ ადგილას 8-დან 25 0C-მდე ტემპერატურაზე (ხსნარის გაყინვა არ შეიძლება). ვარგისია 5 წელი. გამხსნელში გახსნის შემდეგ აველოქსი ვარგისია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. მაცივარში შენახვა არ შეიძლება.

ავეკორი 5 და ავეკორი 10 – AVECOR – АВЕКОР

ფორმა, შეფუთვა: ღია ვარდისფერი, გულის ფორმის, ორმხრივამოზნექინი შემოგარსული ტაბლეტები. 1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ან 10 მგ აქტიურ ნივთიერებას.

გაყოდვაში გამოდის: მუყაოს შეფუთვაში 10-10 ტაბლეტიანი 3 ბლისტერია მოთავსებული.

შემადგენლობა: ბისოპროლოლის ფუმარატი

მწარმოებელი: საქართველო

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სელექტიური ბეტა-ადრენობლოკატორი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ავეკორი წარმოადგენს ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედების მქონე მაღალსელექტიურ ბეტა-1 ადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ საშუალებას. თერაპიულ დოზებში გამოყენებისას მას არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური აქტივობა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მემბრანომასტაბილიზებელი თვისებები.

პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული ეფექტს განაპირობებს თირკმლის იუქსტაგლომერული აპარატის ბეტა-1 ადრენორეცეპტორების ბლოკირება, შესაბამისად, რენინის სეკრეციის შემცირება, გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის მოცულობის შემცირება და აორტის რკალისა და კაროტიდული სინუსის ბარორეცეპტორებზე ზემოქმედება.

პრეპარატი გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის შემცირების ხარჯზე ამცირებს მიოკარდიუმის ჟანგბადისადმი მოთხოვნილებას, რაც განაპირობებს მის ანტიანგინალურ მოქმედებას, საბოლოო დისტოლური წნევის შემცირებისა და დიასტოლის გახანგრძლივების გამო უმჯობესდება მიოკარდიუმის პერფუზია.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატი თრგუნავს გააქტივებულ სიმპათოადრენალურ და რენინგ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონულ სისტემას, რაც იწვევს დაავადების პროგრესირების შეჩერებას.

მაღალი კარდიოსელექტიურობის გამო პრეპარატი პრაქტიკულად არ ახდენს ბეტა-2 ადრენორეცეპტორების ბლოკირებას მცირე ან საშუალო დოზით მიღებისას, რის შედეგადაც მცირდება ბრონქოსპაზმისა და ვაზოკონსტრიქციის განვითარების რისკი.

ბისოპროლოლის მაქსიმალური მოქმედება ვლინდება მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ და გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 90%-ს და არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე. ბისოპროლოლი თანაბარი რაოდენობით განიცდის ბიოტრანსფორმაციას ღვიძლსა და თირკმელებში. ღვიძლში “პირველადი გავლის” ეფექტი გამოხატულია უმნიშვნელოდ (10%-ზე ნაკლები). მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 1-3 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის 30% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 შეადგენს 10-12 სთ-ს.

ბისოპროლოლის დაახლოებით 98% გამოდის თირკმელების საშუალებით (50% – უცვლელი, ხოლო დანარჩენი – არააქტიური მეტაბოლიტების სახით). დაახლოებით 2% გამოიყოფა ნაწლავების საშუალებით.

ჩვენება:

  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა.

დოზირებისა და მიღების რეჟიმი არტერიული ჰიპერტენზიის და გულის იშემიური დაავადების დროს რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს ერთჯერ დღეში. მკურნალობის დასაწყისში შეიძლება დაინიშნოს დისოპროლოლის ფუმარატის 2.5 მგ. აუცილებლობისას შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 10 მგ-მდე. დოზის შედგომი მატება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლისის შემთხვევებში. თითოეული პაციენტისთვის დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, მკურნალობის წარმატებისა და პულსის სიხშირის გათვალისწინებით. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის დარღვევები, აგრეთვე ხანდაზმულები არ საჭიროებენ პრეპარატის დოზის შემცირებას. თირკმლისა და ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

ავეკორი ინიშნება გულის ზომიერად გამოხატული ან მძიმე ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებსაც ბოლო 6 კვირის განმავლობაში დაავადების გამწვავება არ აღენიშნებოდათ. გულის ქრონიკული უკმარისობის დროს პრეპარატი ინიშნება სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.

რეკომენდებულია დოზირების შემდეგი რეჟიმი:

მიღების ვადადოზირების რეჟიმი
I კვირასაწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ-ს დღე-ღაეში
II კვირა2.5 მგ დღე-ღამეში
III კვირა3.75 მგ დღე-ღამეში
IV-VIII კვირა5 მგ დღე-ღამეში
IX-XII კვირა7.5 დღე-ღამეში
XIII კვირიდანმაქსიმალური დოზა შეადგენს 10 მგ- დღე-ღამეში

შესაძლებელია დოზირების რეჟიმის კორექცია პაციენტის ინდივიდუალური ამტანობის გათვალისწინებით. გულის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ მკურნალობის დაწყებიდან პირველი 4 სთ-ის განმავლობაში, რაც ითვალისწინებს არტერიული წნევის, გულის შეკუმშვათა სიხშირის, ეკგ მონაცემების (გამტარებლობის დარღვევა) და გულის უკმარისობის სიმპტომების კონტროლს.

პრეპარატის მაქსიმალური დოზით მიღებას ზოგჯერ ხელს უშლის აღმოცენებული გვერდითი მოვლენები. აუცილებლობისას შეიძლება მიღწეული დოზის თანდათანობითი შემცირება. ზოგ შემთხვევაში დასაშვებია მკურნალობის შეწყვეტა და შემდეგ მისი განახლება იგივე სქემის მიხედვით. დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება იმ შემთხვევაში, თუ განვითარდა გამოხატული ჰიპოტონია, გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესება, რომელსაც თან ახლავს ფილტვების მწვავე შეშუპება, კარდიოგენული შოკი, ბრადიკარდია ან ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

ტაბლეტის მიღება ხდება დილით უზმოზე ან საუზმის დროს დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად. მკურნალობის კურსი, როგორც წესი, ხანგრძლივია. პრეპარატის მოხსნა ხდება დოზის თანდათანობითი შემცირებით. კორონარული სისხლძარღვების დაავადებების ან გულის ქრონიკული უკმარისობის დროს ბისოპროლოლის დოზის შემცირება ხდება მისი ყოველკვირეული განახევრებით. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი და დოზის შეცვლა ან მკურნალობის შეწყვეტა მისი მითითების გარეშე დაუშვებელია.

გვერდითი მოვლენები: დაღლილობა, მოდუნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა ან ძილიანობა, ქავილი, ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში იშვიათად შესაძლებელია ქოშინის განვითარება;

უკუჩვენება:

  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • გულის უკმარისობის გამწვავება ან/და დეკომპენსაცია;
  • კარდიოგენული შოკი;
  • სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი;
  • გამოხატული სინოატრიალური ბლოკადა;
  • II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა;
  • ბრადიკარდია;
  • არტერიული ჰიპოტენზია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის გვიანი სტადია;
  • ბრონქოსპაზმისადმი მიდრეკილება;
  • მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენება;
  • ფსორიაზის არსებობა პაციენტის ან/და მისი ნათესავების ანამნეზში- პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ თერაპიის რისკისა და სარგებლის ზედმიწევნითი შეფასების შემდეგ;
  • ფეოქრომოციტომა – პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ალფა-ადრენობლოკატორების მიღების შემდეგ;
  • 18 წლამდე ასაკი;
  • ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: ავეკორი სიფრთხილით გამოიყენება I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს; მკაცრ დიეტაზე მყოფ პაციენტებში; პრინცმეტალი სტენოკარდიის დროს; ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციის არსებობისა; მადესენსიბილიზებელი თერაპიის დროს; იმ პაციენტების მკურნალობისას, რომლებსაც აღენიშნებათ მეტაბოლური აციდოზი; სისხლში გლუკოზის მკვეთრი ცვლილებებით მიმდინარე შაქრიანი დიაბეტის დროს, რადგან, პრეპარატის მკურნალობამ შესაძლებელია შენიღბოს ჰიპოგლიკემიის სიმპტომები; თირეოტოქსიკოზის დროს.

გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტა დაუშვებელია. პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფსორიაზი ან დაამძიმოს მისი მიმდინარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნება თმის ცვენა, სმენის დაქვეითება ან შუილი ყურებში, სხეულის მასის მომატება, ხასიათის შეცვლა, მეხსიერების ხანმოკლე დაკარგვა, ალერგიული რინიტი.

რადგან ნარკოზმა შეიძლება გამოიწვიოს გულის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება, ქირურგიული ჩარევის წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება ავეკორით მკურნალობის შესახებ. საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა ზოგადი ანესთეზირის დაწყებამდე 48 სთ-ით ადრე.

ზოგიერთ პაციენტში პრეპარატის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან ალკოჰოლის ერთდროული გამოყენებისას).

ზედოზირება: ავეკორის დოზის გადაჭარბებისას, რომელიც ვლინდება გულის შეკუმშვათა სისხშირის შემცირებითა და წნევის მკვეთრი დაცემით, გულის უკმარისობით დრონოსპაზმით, ჰიპოგლიკემიით. პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, გააქტივებული ნახშირისა და საფაღარათო საშუალების მიღება. აუცილებელია, წყალ-ელექტროლიტური ბალანსის, სისხლში გლუკოზის დონის, შარდის შემადგენლობის კონტროლი. გენერალიზებული კრუნჩხვების განვითარების შემთხვევაში ინტრავენურად ნელა შეჰყავთ დიაზეპამი. გამოიყენება შემდეგი ანტიდოტები: 0.5-2.0 მგ ატროპინი ბოლუსური ინექციის სახით, გლუკაგონი – დასაწყისში 1-10 მგ ინტრავენურად, შემდეგ 2-2.5 მგ ყოველ საათში წვეთოვანი ინფუზიის სახით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: პრეპარატის გამოყენებისას სხვა ანტიჰიპერტენზიულ საშუალებებთან ერთად შესაძლოა მათი მოქმედების გაძლიერება. რეზერპინთან, ალფამეთილდოფასთან, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის მკვეთრი შემცირება. გასათვალისწინებელია, რომ კლონიდინის მიღების შეწყვეტა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავეკორის მიღება დასრულდა რამდენიმე დღით ადრე, რადგანაც შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრი მომატება, გარდა ამისა, კლონიდინთან, სათითურას პრეპარატებთან ან გუანფაცინთან პრეპარატის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გამტარებლობის დარღვევებიც.

ვერაპამილის ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხის ბლოკატორებთან ან სხვა ანტიარითმულ საშუალებებთან (როგორიცაა დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირება, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, არითმიის ან/და გულის უკმარისობის განვითარება. ამ მოვლენების თავიდან ასაცილებლად იბოსოპროლოლით მკურნალობის დროს არ არის ნებადართული კალციუმის ანტაგონისტებსა და ანტიარითმული პრეპარატების ვენაში შეყვანა. ნიფედიპინთან და დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულებთან ერთდროული გამოყენება იწვევს პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული თვისებების გაძლიერებას.

ავეკორის რიფამპიცინთან ერთდროული გამოყენებისას უმნიშვნელოდ მცირდება ბისოპროლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი, რაც, ჩვეულებრივ, არ მოითხოვს პრეპარატის დოზის გაზრდას.

ნორადრენალინთან, ადრენალინთან და სხვა სიმპათომიმეტურ საშუალებებთან (მათ შორის ცხვირისა და თვალის წვეთების ან ხველის საწინააღმდეო საშუალებების შემადგენლბაში შემავალი სიმპათომიმეტური საშუალებები) ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ბისოპროლოლის მოქმედების შესუსტება. ერგოტამინის წარმოებულებთან (მათ შორის ერგოქამინის შემცველი შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გააძლიეროს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და თესტროგენებთან გამოყენებისას შესაძლებელია პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტის შესუსტება.

ინსულინთან ან სხვა ჰიპოგლიკემიურ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას მათი მოქმედება ძლიერდება. ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები, ეთანოლი, სედატიური და საძილე სამკურნალო საშუალებები აძლიერებს ბისოპროლოლის დამთრგუნველ ზემოქმედებას ცნს-ზე.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა: პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. ვარგისიანია 2 წელი.

Don`t copy text!