Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 793

დოქსიციკლინი ჰ/ქლ 0.1გ #10კაფს

დოქსიციკლინი
კაფსულები 100 მგ

სამკურნალო საშუალების შემცველობა:

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინის ხიკლატი;
1 კაფსულა შეიცავს 100 მგ დოქსიცილინის ხიკლატს დოქსიციკლინზე გადაანგარიშებით;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა: კაფსულები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტკიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები. პრეპარატს გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება, ავლენს ბაქტერიოსტატულ თვისებებს. აქტიურია უმრავლესობა გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი, მათ შორის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ (ტეტრაციკლინების გარდა) რეზისტენტული მიკროორგანიზმების წინააღმდეგ. დოქსიციკლინი ასევე მოქმედებს რიკეტსიებზე, მიკოპლაზმებზე, ქლამიდიებსა და ზოგიერთ უმარტივესზე. არ მოქმედებს პროტეუსის შტამების უმრავლესობაზე, სოკოებზე, მცირე და საშუალო ვირუსებზე. 
პრეპარატი სწრაფად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და ნელა გამოიყოფა ორგანიზმიდან; დოზის მიხედვით თერაპიული კონცენტრაცია სისხლში ნარჩუნდება 18-24 საათის განმავლობაში. პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდი – 12 –  22 საათია.
ჩვენებები.
დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციები, მათ შორის: სასუნთქი და ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ინფექციები, კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები (მათ შორის ფერისმჭამელები), შარდსასქესო ორგანოების ინფექციები (მათ შორის გონორეა, პირველადი და მეორადი სიფილისი), ტიფი, ბრუცელოზი, რიკეტსიოზი, ოსტეომიელიტი, ტრაქომა, ქლამიდიოზი, ტროპიკული მალარია, ქოლერა, ლეპტოსპიროზი.

უკუჩვენებები.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ტეტრაციკლინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის, სოკოვანი დაავადებების დროს, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, 8 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს.
უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას.
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
კანდიდოზების განვითარების პროფილაქტიკისათვის დოქსიციკლინთან ერთად რეკომენდებულია ნისტატინისა ან ლევორინის გამოყენება.
არ გამოიყენება ორსულობის დროს, ვინაიდან პლაცენტაში გადასვლისას, პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის ჩონჩხის ძვლების ზრდის დათრგუნვა, და ასევე ღვიძლში ცხიმოვანი ინფილტრაცია.
პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში ლაქტაციის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
დოქსიციკლინი არ ინიშნება 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ვინაიდან ტეტრაციკლინები, მათ შორის დოქსიციკლინი, იწვევენ კბილის ფერის ხანგრძლივ შეცვლასა და ემალის ჰიპოპლაზიას, ჩონჩხის ძვლების განივი ზრდის დათრგუნვას. 8-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი მოცემულ სამკურნალო ფორმაში არ ინიშნება.
ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევის დროს სიფრთიხლეა საჭირო (შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და მაღალი კონცენტრაციების ჰეპატოტოქსიკური მოქმედება). 
შესაძლებელია სისხლში ღვიძლის ამინოტრანსფერაზების, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის ტრანზიტორული მომატება.
მონაცემები, რომ პრეპარატი უარყოფითად მოქმედებს მძღოლებსა და ტექნიკასთან მომუშავე ადამიანებში არ არსებობს.

ურთიერთქმედებს სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ალუმინის, ვისმუტის, მაგნიუმის მარილების შემცველი ანტაციდები, რკინის და კალციუმის პრეპარატები აქვეითებენ დოქსიციკლინის შეწოვას და მის დონეს სისხლის პლაზმაში, წარმოქმნიან რა პრეპარატთან არააქტიურ ქელატებს, რის გამოც მათი ერთდროული დანიშვნა არ შეიძლება.
ბარბიტურატებთან, კარბამაზეპინთან, ფენიტოინთან ერთდროული გამოყენებისას დოქსიციკლინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მცირდება მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციასთან დაკავშირებით, რაც შეიძლება იყოს მიზეზი მისი ანტიბაქტერიული მოქმედების შემცირებისა. 
თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის კომბინაცია პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, რომლებსაც გააჩნიათ ბაქტერიციდული მოქმედება და ბაქტერიოსტატული ანტიბიოტიკების ანტაგონისტები არიან.

განსაკუთრებული მითითებანი.
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, ჭამის შემდეგ (კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად), ჭარბი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
შეუთავსებადია ტუტე PH-ის მქონე და ასევე მჟავა გარემოში არამდგრად (ამინოფილინთან, ჰიდროკორტიზონთან, ერიტრომიცინთან) პრეპარატებთან.ღვიძლ-თირკმელის უკმარისობის დროს პრეპარატი გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლის ქვეშ.   

გამოყენების მეთოდი და დოზები. ინიშნება პერორალურად მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში. მკურნალობის პირველ დღეს ინიშნება დღეში 200 მგ. მომდევნო დღეებში – 100-200 მგ დღეში, დაავადების კლინიკური მიმდინარეობის შესაბამისად. მიღების ჯერადობა – 1-2-ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად დგინდება, დაავადების სიმპტომების გაქრობისა და სხეულის ტემპერატურის მოწესრიგების შემდეგ მკრნალობა გრძელდება სულ მცირე 24 – 48 საათს.
გონორეის მკურნალობისას ინიშნება: ავადმყოფებს მწვავე გაურთულებელი ურეთრიტით – კურსის დოზით 500 მგ (პირველი მიღება – 300 მგ, მომდევნო 2 მიღება – 100-100 მგ 6 საათიანი ინტერვალით); გონორეის გართულებული ფორმის დროს ანტიბიოტიკის კურსის დოზა (800 – 900 მგ) იყოფა 6 – 7 მიღებად (300 მგ პირველ მიღებაზე, 100-100 მგ 6 სთ. ინტერვალით – 5-6 მომდევნო მიღებაზე).
Chlamydia trachomatis-ით გამოწვეული ურეთრის, საშვილოსნოს ყელის და რექტალური ზონის გაურთულებელი ინფექციების დროს – 100 მგ 2-ჯერ დღეში, არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში.
Chlamydia trachomatis-ით ან Neisseria gonorrhoeae-თი გამოწვეული ორქიტის ან ეპიდიდიმიტის დროს – 100 მგ 2-ჯერ დღეში; მკურნალობის ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 10 დღისა.
მამაკაცებში Ureaplasma urealyticum-ით გამოწვეული სასქესო ორგანოების ინფექციების დროს, პაციენტმა და მისმა პარტნიორმა უნდა გაიარონ პრეპარატით მკურნალობის კურსი დოზით 100 მგ 2-ჯერ დღეში 4 კვირის განმავლობაში.
პირველადი და მეორადი სიფილისი დროს პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 300 მგ-ს რამდენიმე მიღებად, მკურნალობის კურსი – არა ნაკლებ 10 დღისა.
ქლოროქინის მიმართ რეზისტენტული ტროპიკული მალარიას დროს, პრეპარატი გამოიყენება დღიური დოზით 200 მგ არა ნაკლებ 7 დღის განმავლობაში. მალარიას პროფილაქტიკისათვის – 100 მგ დღეში უფროსებისათვის. პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება შეიძლება არასაიმედო ეპიდემიური სიტუაციის რეგიონში გამგზავრებამდე 1-2 დღით ადრე და დაბრუნების შემდეგ       უნდა გაგრძელდეს 4 კვირა.
ავადმყოფების მკურნალობა ტიფით ტარდება ერთჯერადად დოზით 100-200 მგ.
უფროსებში ქოლერის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის ინიშნება დოქსიციკლინის 300 მგ ერთჯერადად; იაპონური მდინარის ცხელების პროფილაქტიკისათვის – ერთჯერადად პრეპარატის 200 მგ.
ლეპტოსპიროზის მკურნალობისათვის ინიშნება 100 მგ 2-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში.
ჭარბი დოზა. დღეისათვის პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

გვერდითი მოვლენები.
შესაძლებელია მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, შეკრულობა, ენის ანთება, ყლაპვის გაძნელება, პირის, კუჭისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსების ანთება. შეიძლება განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები, კანის ან კანქვეშა ქსოვილის ან ლორწოვანი გარსების ალერგიული შეშუპება.
სისხლწარმოქმნის ორგანოების მხრივ შესაძლებელია სისხლის ფორმულის შეცვლა.
პრეპარატი იწვევს კანის ჰიპერმგრძნობელობას ულტრაიისფერი დასხივების მიმართ, ბავშვებში კბილების ფერის შეცვლას.
გვერდითი მოვლენების ან სხვა რაიმე არასასურველი ეფექტის გამოვლენისთანავე აუცილებლად მიმართ ექიმს და იკითხეთ თუ შეიძლება პრეპარატის მიღების გაგრძელება
ალერგიული რეაქციების გამოვლენისთანავე (კანზე გამონაყარი, შეშუპებები) შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს!

ვარგისიანობა.
3 წელი.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°С ტემპერატურის პირობებში.

შეფუთვა. 10 კაფსულა კონტურულ შეფუთვაში, 1 შეფუთვა კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები.
რეცეპტით.

მწარმოებლის დასახელება და მისამართი.
დსს სსც “ბორშჩაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”.
უკრაინა, 03134, კიევი, მშვიდობის ქ. 17.

დოქსი-დენკი 100მგ #20ტ

შემადგენლობა

აქტიური ინგრედიენტი – დოქსიციკლინი

დოქსიციკლინი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფს.
ათქ კოდი: J01AA02
პლაზმაში და ქსოვილებში გადასვლის შემდეგ დოქსიციკლინს ძირითადად გააჩნია მისი მოქმედების მექანიზმი დამყარებულია რიბოსომული პროტეინების სინთეზზე და შესაბამისად ამცირებს როგორც უჯრედგარე, ასევე უჯრედშიდა პათოგენების კონცენტრაციას.
დაბალი ტოქსიკურობა სავარაუდოდ განპირობებულია დოქსიციკლინის მაღალი აფინურობით ბაქტერიული რიბოსომების მიმართ შედარებით ძუძუმწოვრების რიბოსომებთან.
თერაპიული სპექტრი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება სხვა ტეტრაციკლინებისგან. ეს მოიცავს სხვადასხვა გრამ-დადებით და გრამ-უარყოფით ბაქტერიებს, მათ შორის ანაერობებს და სპორის წარმომქმნელ ბაცილებს. არსებობს მაღალი რეზისტენტობა დოქსიციკლინის მიმართ (იხ. ქვემოთ).
რადგან შეძენილი რეზისტენტობა ზოგიერთი პათოგენის მიმართ შესაძლებელია ცვალებადობდეს გეოგრაფიული არეების და დროის მიხედვით, შესაამისად ყოველთვის უნდა გადამოწმდეს მიმდინარე მონაცემები ადგილობრივი რეზისტენტობის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე ხარისხის ინფექციების დროს. აქ მოცემული დეტალები წარმოადგენს მხოლოდ მითითებას, თუ რომელი პათოგენია მგრძნოიარე ან რეზისტენტული დოქსიციკლინის მიმართ.
გრამ-დადებითი პათოგენები:
როგორც წესი შემდეგი პათოგენებია მგრძნობიარე: Clastridia (C. difficile- ს გამოკლებით), Propionibacterium acnes, Staphylococci, სხვადასხვა სეროლოგიური ჯგუფის Streptococci (მათ შორის Str. pneumoniae), Listeria monocytogenes და Tropheryma whippelii.
გრამ-უარყოფითი პათოგენები: 
ქვემოთ მოყვანილი პათოგენები ასევე მგრძნობიარეები არიან: Bartonella, Borrelia burgdorferi, Burkholderia pseudomallei, Brucella, ზოგიერთი Bacteroides- ის სახეობა, მაგალითად Calymmatobacterium granulomatis, Campylobacter spp; Fusobacteria, Neisseria gonorrhoeae, Enterobacteriaceae (მაგალითად E. coli, Citrobacter Yersinias), Haemophilus Influenzae, Pasteurella maltocida, Treponema pallidum, Vibrio cholerae. 
სხვა პათოგენები:Chlamydia, Mycoplasma, Ureaplasma urealiticum და Rickettsia ჯერ კიდევ რჩება მგრძნობიარე.
რეზისტენტობა:
გამოვლინდა მეორადი რეზისტენტობის მომატება დოქსიციკლინის მიმართ შემდეგ შტამებში:
 A-Streptococci, B-Streptococci, Bacteroides fragilis, Citrobacter spp., E coli, Enterococci, Gonococci, H. influenzae, Morganella morganii,Pneumococci, Staphylococci da Shigella.
Enterobacter aerogenes, Providencia spp., Proteus spp, Pseudomonas aeruginosa da Serratia spp. შესაძლებელია ჩაითვალოს პირველად რეზისტენტობად. ტეტრაციკლინის ჯგუფში მნიშვნელოვნად არის გამოხატული ჯვარედინი რეზისტენტობა.

შიგნით მიღების შემდეგ, დოქსაციკლინი თითქმის მთლიანად შეიწოვება (დოზის >90%) წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან.
პლაზმის შედარებითი კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. 200 მგ დოზქსიციკლინის მიღების შემდეგ პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 3-5,3მგ/ლ-ს. თერაპილ პირობებში პირველ დღეს ინიშნება 200 მგ, ხოლო შემდეგომ დღეებში 100მგ ერთი დოზის სახით (24 საათიანი ინტერვალით). შესაბამისად სტრაბილური კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა. ამ შემთხვევაში, 200მგ/ 100მგ-ს მკურნალობის რეჟიმს ისეთივე ეფეწტი აქვს, როგორც 200მგ-ს მიღება ერთი დოზის სახით.
შესაბამისად მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა ინტრავენური ინფუზიის სახით 200მგ ერთჯერადი შეყვანის შემდეგ.
ჯანმრთელ ადამიანებში პლაზმის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 16 ± 6 სთ. ეს შეიძლება ოდნავ გახანგრძლივდეს თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში და კიდევ უფრო მეტად გახანგრძლივდეს ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში. დოქსიციკლინის 80-90% უერთდება პლაზმის ცილებს.
პრეპარატი სწრაფად გადანაწილდება ცნს-ში და ანთებით მენინგიალურ გარსებში პრეპარატის შეღწევა შედარებით დაბალია. პრეპარატის მაღალი კონცენტრაციით დაგროვება ნაღველში და კარგი ქსოვილოვანი დიფუზია განსაკუთრებით აღინიშნება ღვიძლში, თირკმელებში ფილტვებში, ელენთაში, ძვლებში და სასქესო ორგანოებში. დოქსიციკლინის განაწილების მოცულობა დაახლოებით შეადგენს 0,75 ლ/კგ. დოქსიციკლინის მხოლოდ მცირე ნაწილი განიცდის მეტაბოლიზმს ადამიანის ორგანიზმში (ერთი დოზის

– ზედა სასუნთქი გზების, ყურის, ცხვირის და ხახის ინფექციები:
– ქრონიკული რონქიტის გამწვავება;
– ცხვირისი სინუსების ინფექციები (სინუსიტი);
– ტიმპანიტი (შუა ყურის ანთება);
– Mycoplasma, Rickettsia ან Chlamydia- თი გამოწვული ზოგიერთი ტიპის ფილტვის ინფექცია;
– უროგენიტალური ინფექციები;
– Chlamydia და Ureaplasma urealyticum- ით გამოწვეული შარდსადენის ანთება (ურეთრიტი);
– წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);
– გაურთულებელი გონორეა (სიფილისი, განსაკუთრებით ქლამიდიას ინფექციის არსებობისას);
– ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები;
– სიფილისით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ალერგიულნი არიან პენიცილინის მიმართ;
– საშარდე გზების ინფექციები (მხოლოდ თუ დანტკიცებულია მგრძნობელობა პათოგენის მიმართ);
– კუჭ-ნაწლავის ინფექციები:
– ქოლერა
– Campylobacter ან Yersenia-თი გამოწვეული ინფექციები;
– შიგელას მგრძნობიარე შტამით გამოწვეული ინფექციები;
– სანაღვლე გზების ინფექციის მქონე ამბულატორიული პაციენტის მკურნალობა:
– კანის დაავადება, მათ შორის აკნესა და როზაცეას მძიმე დაინფიცირებული ფორმები.
– Chlamidia- თი გამოწვეული კონიუქტივიტი (ქლამიუდუყრიური კონიუქტივიტი) და ტრაქომა;
– Borrelia- თი გამოწვეული დაავადება, როგორიც არის ერითემა ქონიკუმ მიგრანსი და ლაიმის დაავადება (რაც ძირითადად გამოწვეულია ტკიპას ნაკბენით)
– იშვიათი ინფექციები, როგორის არის ბრუცელოზი, ონითოზი, ბარტონელოზი, ლისტერიოზი, რიკეციოზი, მელიოდოზი, შავი ჭირი, გრანულომა ინგვინალე????
– სხვა დაავადებები:
– მალაბსორბციის სინდრომი (საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დარღვევა), როგორიც არის ტროფიკული წყლული და უიპლის დაავადება.

დოქსი-დენკ 100 ყოველთვის მიიღება ექიმის მკაცრი რეკომენდაციის შესაბამისად. თუ პაციენტი არ არის რამეში დარწმუნებული, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოქსი-დენკ 100 მიიღება რეგულარულად დილის საუზმის დროს ან შემდეგი კვების დროს საკმარისი რაოდენობის სითხესთან (თუმცა არა რძე და რძის პროდუქტები), მაგალითად 1 ჭიქა წყალთან ერთად. საკვებთან ერთად პრეპარატის მიღებამ შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის მხრივ. პაციენტის მიერ შეცდომის თავიდან ასაცილებლად ტაბლეტები ყოველთვის მიიღება საკმარისი რაოდენობით სითხესთან ერთად წამომჯდარ ან დამდგარ პოზიციაში. აღსანიშნავია, რომ ტაბლეტის მიღებიდან 10-15 წუთის შემდეგ საჭიროა სითხის დიდი რაოდენობით მიღება. 
დოზირება:
თუ არ არის ექიმის განსახვავებული დანიშნულება ჩვეულებრივი დოზა შეადგენს:
– 50 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზარდების და 70 კგ-ზე ნაკლები მოზრდილების შემთხვევაში პირველ დღეს ინიშნება 2 ტაბლეტი დოქსი-დენკ 100 (ექვივალენტური 200 გრ დოქსიციკლინის), ხოლო მომდევნო დღეებში დოქსი-დენკ 100-ის 1 ტაბლეტი (ექვივალენტური 100 მგ დოქსიციკლინისა)
– 70 კგ-ზე მეტი წონის მქონე მოზრდილებში ინიშნება 2 დოქსი-დენკ 100-ის 2 ტაბლეტი დღეში (ექვივალენტური 200 მგ დოქსიციკლინისა).
– 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: პირვლე დღეს ინიშნება 4 მგ/კგ სხეულის წონაზე, ხოლო მომდევნო დღეებში 2 მგ/კგ სხეულის წონაზე. პრეპარატის დოზირების გამო იგი არ ინიშნება 50 კგ ან უფრო ნაკლები წონის მქონე ბავშვების მკურნალობისთვის.
დოზირების და მკურნალობის ხანგრძლივობის განსაკუთრებული რეკომენდაციები:
მწვავე გონოკოკური ურეთრიტის მკურნალობა მამაკაცებში (სიფილისით გამოწვეული ურეთრას ანთება): დოქსი-დენკ 100-ის 2 ტაბლეტი (ექვივალენტური 200 მგ დოქსიციკლინის 7 დღის განმავლობაში. მწვავე გონოკოკური ეპიდიმიტიტი (გონოკოკით გამოწვეული ეპიდიდიმუსის ანთება): დოქსი-დენკ 100-ის 2 ტაბლეტი დღეში (ექვივალენტური 200 მგ დოქსიციკლინის) 10 დღის განმავლობაში. მწვავე გონოკოკური ინფექცია ქალებში: დოქსი-დენკ 100-ის 2 ტაბლეტი დღეში (ექვივალენტური 200 მგ დოქსიციკლინის): 7 დღის განმავლობაში. მკურნალობის ეფექტურობის გადასამოწმებლად, მკურნალობის დასრულებიდან 3-4 დღის შემდეგ უნდა მოხდეს მიკრობიოლოგიური ანალიზის ჩატარება.
სიფილისი (პირველადი და მეორადი ფორმები პენიცილინისადმი ალერგიულ პაციენტებში): დოქსი-დენკ 100-ის 1 ხ 3 ან 3 ხ 1 ტაბლეტი (ექვივალენტური 300 მგ დოქსიციკლინის) 15 დღის განმავლობაში. კანის დარღვევები, მათ შორის ჩვეულებრივი აკნეს და როზაცეას ძლიერ ინფიცირებული ფორმა: 2 ტაბლეტი. დოქსი-დენკ 100-ის 1 ტაბლეტი (ექვივალენტური 100 მგ დოქსიციკლინის) ჩვეულებრივ 7-21 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ შესაძლებელია 50 მგ დოქსიციკლინის მიღება დღეში დამატებით 2-3 კვირის განმავლობაში. იმის მიხედვით თუ რამდენად წარმატებული იქნება აკნეს მკურნალობა, შესაძლებელია ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარება დოქსიციკლინის დაბალი დოზებით (50 მგ დღეში) 12 კვირის განმავლობაში.
ლაიმის დაავადება (პირველი ფაზა): დოქსი-დენკ 100-ის 2 ტაბლეტი დღეში (ექვივალენტური 200 მგ დოქსიციკლინის) 2-3 კვირის განმავლობაში (თუმცა მინიმალური პერიოდი 14 დღე). 
თირკმლის დარღვეული ფუნქცია: ჩვეულებრივ არ არის აუცილებელი დოქსიციკლინის დოზის შემცირება თირკმლის დარღვეული დუნქციის დროს. თუ დოქსი-დენკ 100 ძალიან სუსტად ან ძლიერად მოქმედებს პაციენტზე, მან უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა:
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ტიპზე, სიმწვავეზე და დაავადების მიმდინარეობაზე. დოქდსი-დენკ 100 ჩვეულებრივ მიიღება 5-21 დღის განმავლობაში. ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას (ასევე იხილეთ განსაკუთრებული რეკომენდაციები დოზირების შესახებ). β-haemolytic Streptococci მგრძნობიარე შტამით გამოწვეული ინფექციას მკურნალობენ სულ მცირე 10 დღის განმავლობაში, რათა მოახდინონ ისეთი გვიანი გართულებების პრევენცია როგორიცაა რევმატიული ცხელება და გლომერულონეფრიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: კუჭ-ნაწლავის დარღვევები, როგორიც არის გულისრევა, სიმძიმე კუჭში, გულძმარვა, ბოყინი, ღებინება, აირების დაგროვება, ცხიმიანი განავალი და ფაღარათი ხშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. პრეპარატის მიღებამ საკვებთან ერთად შესაძლებელია შეამციროს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს მცირედ მოქმედებს შეწოვის სიჩქარეზე. ქვემოთმოყვანილი გვერდითი მოვლენები ვლინდება არახშირად: სტომატიტი, ფარინგიტი, ხმის ჩახლეჩა, ყლაპვის გაძნელება და ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა შავი თმიანი ენის შემთხვევები.
მკურნალობის დროს ან მკურნალობის დამთავრებიდან 1 კვირის განმავლობაში ძლიერი და უწყვეტი ფაღარათის განვითარების შემთხვევაში სავარაუდოა ფსევდომემბრანული კოლიტის არსებობა (რაც უმეტეს შემთხვევაში გამოწვეულია Clostridium difficile-ით). ანტიბიოტიკების მკურნალობით გამოწვეული ნაწლავური დაავადების განვითარება შესაძლებელია იყოს სიცოცხლისთვის საშიში და საჭიროებს დაუყოვნებელი და შესაბამისი მკურნალობის ჩატარებას (იხ. დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები).
ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ინტრაკრანეალური წნევის მომატება (pseudotumour cerebri). აღნიშნული მდგომარეობა დარეგულირდა მკურნალობის დამთავრების შემდეგ. იგი ვლინდება თავის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით და შესაძლოა მხედველობის დარღვევით, რაც გამოწვეულია პაპილოედემით (მხედველობის ნერვის დისკის შეშუპება სითხის დაგროვების გამო. კანის და კანის დანამატების მხრივ: დოქსიციკლინით გამოწვეული კანის ალერგიული რეაქციები არახშირია (აგრეთვე იხ. ნაწილი ალერგიული რეაქციები). მზის სხივის მოხვედრა კანზე შეიძლება გამოიწვიოს ფოტოტოქსიკური რეაქცია სინათლისადმი მომატებული მგრძნობელობის გამო, რომლის სიმპტომებიც ძალიან ჰგავს მზით დამწვრობას (მაგ. სიწითლე, შეშუპება, ბუშტუკების გაჩენა და ფერის შეცვლა). იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მოხდეს ფრჩხილების დაზიანებაც (ფრჩხილის მოშორება ან ან ფერის შეცვლა). დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს პაციენტს აფრთხილებენ არ მიიღოს მზის და არ მიმართოს სოლარიუმს. სისხლი და სისხლის უჯრედები: იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ცვლილებები სისხლის მხრივ, რაც ნორმას უბრუნდება მკურნალობის დამთავრების შემდეგ: თრომბოციტების და ერითროციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია და ანემია), ლეიკოციტების რაოდენობის მომატება ან შემცირება (ლეიკოციტოპენია, ლიმფოციტოპენია და ლეიკოციტოზი), ასევე შესაძლებელია სისხლის სხვა უჯრედების ცვლილებები (ატიპიური ლიმფოციტები და გრანულოციტების ტოქსიკური გრანულაციები) და ლიმფური კვანძების დაავადება (ლიმფადენოპათია) ღვიძლი და პანკრეასი: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მოსალოდნელია ღვიძლის დაზიანება და პანკრეასის ანთება (პანკრეატიტი). ორსულობის დროს ტეტრაციკლინის მიღებისას იზრდება ღვიძლის დაზიანების რისკი. თირკმელი: ტეტრაციკლინმა შესაძლოა გამოიწვიოს თირკმლის დაზიანება (ნეფროტოქსიკურობა) ან არსებული თირკმლის დისფუნქციის გაუარესება (რაც ვლინდება სისხლის კრეატინინის და შარდოვანას დონის მომატებით). იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს თირკმლის დაზიანებას, მაგალითად ინტერსტიციული ნეფრიტი, თირკმლის მწვავე დაზიანება და შარდვის სრული შეწყვეტა (ანურია).
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (მაგ. ალერგიული რეაქციები) არახშირად ვლინდება დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას. ეს მოიცავს კანის რეაქციებს, ქავილით ან მის გარეშე, ადგილობრივი ან გენერალიზებული გამონაყარი (ეგზანთემა), სიწითლე (ერითემა), ჭინჭრის ციება ბუშტუკების გაჩენით (ურტიკარია), მულტიფორმული ექსუდატიური ერითემა, კანის, ლორწოვანის და სახსრების გარდამავალი ლოკალური შეშუპება (ანგიოედემა), ასთმა, გამონაყარი სასქესო ორგანოების და სხეულის სხვა მიდამოებში და შრატისმაგვარი რეაქციები, რაც მიმდინარეობს ცხელებით, თავის ტკივილით და სახსრების ტკივილით.
იშვიათ შემთხვევებში დოქსიციკლინის მკურნალობისას გამოვლინდა კანის ძლიერი რეაქციები სიცოცხლისთვის საშიში გართულებებით, მაგალითად ექსფოლიაციური დერმატიტი და ლიელის სინდრომი. თუ პაციენტი მგრძნობიარეა დოქსი-დენკ 100-ის მიმართ, მან არასოდეს არ უნდა მიიღოს ტეტრაციკლინი (სრული ჯვარედინი ალერგიული რეაქცია). იშვიათ შემთხვევებში მოსალოდნელია ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის უეცარი დაწყება. ეს შეიძლება გამოვლინდეს სახის შეშუპებით, ენის შეშუპებით, ხორხის შიდა ნაწილის შეშუპებით და სასუნთქი გზების შევიწროვებით, ტაქიკარდიით და გაძნელებული სუნთქვით, არტერიული წნევის შემცირებით, ცირკულაციური კოლაფსით და გულის გაჩერებით. ნებისმიერი ასეთი სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებელი სამედიცინო ჩარევა, რადგან ეს შეიძლება წარმოადგენდეს სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას (იხ. დოზის დოზის გადაჭარბების საწინააღმდეგო ზომები).
სხვა რეაქციები: დოქსი-დენკ 100-ის მკურნალობის დროს შეიძლება გამოვლინდეს კანის და ლორწოვანი გარსის სოკოვანი ინფექციები (კანდიდა), განსაკუთრებით ეს ეხება გენიტალურ სისტემას, პირის ღრუს და ნაწლავების ლორწოვანს. სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს პირ-ხახის ლორწოვანის ანთებას (გლოსიტი, სტომატიტი). გარეთა სასქესო ორგანოების მწვავე ანთება ქალებში და კაცებში (ვულოვაგინიტი, ასევე ანალური რეგიონის ქავილი). 
8 წლამდე ასაკის ბავშვებში მკურნალობამ შეიძლება პერმანენტულად გამოიწვიოს კბილების ფერის შეცვლა და ემალის დაზიანება, ასევე ძვლის ზრდის დროებითი შეფერხება, თუმცა ესენი არახშირი მოვლენებია. ასევე გამოვლინდა კოაგულაციური დეფექტები და სისხლი შარდში (ჰემატურია), თუმცა ეს მოვლენა არახშირია. დოქსიციკლინის მიღებისას ასევე გამოვლინდა პარესთეზია, გულის რითმის აჩქარება (ტაქიკარდია), კუნთების ტკივილი (მიალგია), სახსრების ტკივილი (ართრალგია), მოუსვენრობა და აგზნებადობა. დოქსიციკლინის მიღებისას გულყრების შემთხვევები ძალიან იშვიათია. გამოვლინდა ეპილეფსიური შეტევების 1 შემთხვევა დოქსიციკლინის მიღების შემდეგ. აღნიშნული გვერდითი მოვლენა რამდენჯერმე გამოვლინდა დოქსიციკლინის ინტრავენური მიღებისას. ყნოსვის და გემოვნების დარღვევა ან დაკარგვა გამოვლინდა იშვიათ შემთხვევებში. ისინი შექცევადნი იყვნენ მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში და ისიც ნაწილობრივ. 
რა უნდა გაკეთდეს გვერდითი ეფექტების გამოვლენისას
თუ დოქსი-დენკ 100-ის მიღებისას გამოვლინდა ნებისმიერი ზემოთმოყვანილი გვერდითი მოვლენა ან სხვა არასასურველი ეფექტები, მაშინ უნდა მიემართოს ექიმს.

– ზედა სასუნთქი გზების, ყურის, ცხვირის და ხახის ინფექციები:
– ქრონიკული რონქიტის გამწვავება;
– ცხვირისი სინუსების ინფექციები (სინუსიტი);
– ტიმპანიტი (შუა ყურის ანთება);
– Mycoplasma, Rickettsia ან Chlamydia- თი გამოწვული ზოგიერთი ტიპის ფილტვის ინფექცია;
– უროგენიტალური ინფექციები;
– Chlamydia და Ureaplasma urealyticum- ით გამოწვეული შარდსადენის ანთება (ურეთრიტი);
– წინამდებარე ჯირკვლის ანთება (პროსტატიტი);
– გაურთულებელი გონორეა (სიფილისი, განსაკუთრებით ქლამიდიას ინფექციის არსებობისას);
– ქალის სასქესო ორგანოების ინფექციები;
– სიფილისით დაავადებული პაციენტები, რომლებიც ალერგიულნი არიან პენიცილინის მიმართ;
– საშარდე გზების ინფექციები (მხოლოდ თუ დანტკიცებულია მგრძნობელობა პათოგენის მიმართ);
– კუჭ-ნაწლავის ინფექციები:
– ქოლერა
– Campylobacter ან Yersenia-თი გამოწვეული ინფექციები;
– შიგელას მგრძნობიარე შტამით გამოწვეული ინფექციები;
– სანაღვლე გზების ინფექციის მქონე ამბულატორიული პაციენტის მკურნალობა:
– კანის დაავადება, მათ შორის აკნესა და როზაცეას მძიმე დაინფიცირებული ფორმები.
– Chlamidia- თი გამოწვეული კონიუქტივიტი (ქლამიუდუყრიური კონიუქტივიტი) და ტრაქომა;
– Borrelia- თი გამოწვეული დაავადება, როგორიც არის ერითემა ქონიკუმ მიგრანსი და ლაიმის დაავადება (რაც ძირითადად გამოწვეულია ტკიპას ნაკბენით)
– იშვიათი ინფექციები, როგორის არის ბრუცელოზი, ონითოზი, ბარტონელოზი, ლისტერიოზი, რიკეციოზი, მელიოდოზი, შავი ჭირი, გრანულომა ინგვინალე????
– სხვა დაავადებები:
– მალაბსორბციის სინდრომი (საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული დარღვევა), როგორიც არის ტროფიკული წყლული და უიპლის დაავადება.

ორსულებში, ლაქტაციის პერიოდში და 8 წლამდე ასაკის ბავშვებში დოქსი-დენკ 100 გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, რადგან ხდება დოქსიციკლინის დაგროვება ძვლებში?????? და იწვევს კბილის ემალის ფერის შეცვლას?

ავტომანქანების და სხვა მექანიზმების მართვა
გამოვლინდა ცალკეული შემთხვევები გარდამავალი მიოპათიის, რაც შეიძლება განვითარდეს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს, ამან შესაძლებელია შეაფერხოს მანქანის და სხვა მექანიზმების უსაფრთხოდ მართვა.
სიფრთხილის სხვა ზომები
სისხლის შაქრის დონე და შედედების პარამეტრები უნდა გადამოწმდეს დოქსი-დენკ 100-ის და ანტიდიაბეტური პრეპარატების ან ანტიკოაგულანტების (იხ. ურთიერთქმედება) კომბინირებული მიღებისას. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს შესაბამისად.
ტეტრაციკლინეის მიღების დროს შესაძლებელია გაძნელდეს შარდში შაქრის, ცილების, ურობილინოგენის და კატეხოლამინების აღმოჩენა. მზის სინათლის მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ფოტოტოქსიური რეაქცია (იხ. გვერდითი მოვლენები). შესაბამისად დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის დროს რეკომენდირებული არ არის მზის აბაზანების მიღება ან სოლარიუმის გამოყენება 
ანესთეზიის ჩატარებამდე მკურნალი ექიმი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ პაციენტი ღებულობს დოქსი-დენკ 100 (იხ. ურთიერთქმედება). რეგულარულად უნდა ჩატარდეს სისხლის, ღვიძლის და თირკმლის ტესტები თუ მკურნალობს გაგრძელდა 21 დღეზე მეტ ხანს.
გონორეას (სიფილისის) შემთხვევაში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შეხვედრების დროს. იმაში დასარწმუნებლად ეფექტურია თუ არა მკურნალობა მისი დამთავრებიდან 3-4 დღის შემდეგ, რათა მოხდეს რეციდივის პრევენცია.

დოქსიციკლინის მიღება არ უკავშირდება არც ერთ ტოქსიკურ მოვლენას. თუმცა დოზის გადაჭარბების შემთხვევაში არსებობს ღვიძლის და თირკმლის დაზიანების და პანკრეატიტის განვითარების რისკი. ამის შესახე ეჭვის გაჩენისას საჭიროა სამედიცინო ჩარევა. ექიმი დანიშნავს შესაბამის მკურნალობას კლინიკური სურათის მიხედვით.
დოზის გამოტოვება
დოქსი-დენკ 100-ის ერთი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მომდევნო დღეს მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დოზირების რეჟიმის შესაბამისად. დოზის გადაჭარბებისას მისაღები ზომები 
ქვემოთმოყვანილი გვერდითი მოვლენები მიეკუთვნება სიცოცხლისთვის საშიშ მოვლენებს. მსგავსი მოვლენის უეცარი ან მოულოდნელი გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ მიემართოს ექიმს.
ფსევდომემბრანული კოლიტი
მისი განვითარების შემთხვევაში დანიშნულებიდან გამომდინარე უნდა იფიქროს დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობის შეწყვეტაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა (როგორიც არის სპეციალური ანტიბიოტიკების/ქიმიომოთერაპიული საშუალებების გამოყენება, რომელთა კლინიკური ეფექტურობა დამტკიცებულია). არ არის საჭირო იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც აინჰიბირებენ კუჭ-ნაწლავის მოტორიკას (პერისტალტიკას).
მწვავე ალერიგული რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსია) : ამ შემთხვევაში დოქსი-დენკ 100-ით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი ზომების მიღება (მაგალითად ანტიჰისტამინური პრეპარატების, კორტიკოსტეროიდების, სიმფატომიმეტური პრეპარატების გამოყენება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ხელოვნური ვენტილაცია. ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის ზემოთ აღწერილი უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ პაციენტი ღებულობს ან უახლოესი პარიოდის განმავლობაში ღებულობდა რაიმე პრეპარატს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაყიდ წამლებს, უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან დოქსიციკლინის ასორბცია შესაძლებელია შემცირდეს გარკვეული 2 და 3 ვალენტიანი კათიონების საშუალებით, როგორიც არის ალუმინი და მაგნიუმი (მაგ. ზოგიერთი ანტაციდი), კალციუმი (რაც არის რძეში და რძის პროდუქტებში), რკინის პრეპარატები, გააქტიურებული ნახშირი და ქოლესტირამინი (სისხლში ქოლესტეროლის დონის შემამცირებელი პრეპარატი). შესაბამისად აღნიშნული ინგრედიენტების შემცველი პრეპარატები მიიღება მხოლოდ 2 ან 3 საათიანი ინტერვალის გამოტოვებით.
ანტიბიოტიკი რიფამპიცინმა, ბარბიტურატებმა (რომლებიც შედიან საძილე და დამაწყნარებელ საშუალებებში), სხვა ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებმა (კარბამაზეპინი, დიფენჰიდრამინი და პრიმიდონი) და ალკოჰოლის რეგულარულმა მოხმარებამ შესაძლოა გააძლიეროს დოქსიციკლინის დაშლა ღვიძლში ფერმენტის ინდუქციის შედეგად, ეს თავის მხრივ შეამცირებს დოქსი-დენკ 100-ის ეფექტურობას მას შემდეგ რაც მიღწეული იქნეა დოქსიციკლინის ქვეთერაპიული კონცენტრაცია.
დოქსი-დენკი 100-ის ზეგავლენა სხვა პრეპარატებზე
დოქსიციკლინმა შესაძლებელია გაზარდოს ზოგიერთი ჰიპოგლიკემიური პრეპარატების (სულფონილურეას შიგნით მისაღები ანტიბიოტიკები) და ზოგიერთი ანტიკოაგულანტების (დიკუმაროლის ტიპია) დონე სისხლში. თუ დოქსი-დენკ 100 ინიშნება აღნიშნულ პრეპარატებთან ერთად, მაშინ რეგულარულად უნდა გადამოწმდეს შაქრის დონე სისხლში და კოაგულაციური პარამეტრები, საჭიროების შემთხვევაში პრეპარატების დოზა უნდა შემცირდეს.
დოქსი-დენკ 100-მა შესაძლებელია გააძლიეროს ციკლოსპორინი A- ს (იმუნოსუპრესანტი) დამაზიანებელი (ტოქსიკური) ეფექტი.

ურთიერთქმედების სხვა ფორმები:
დოქსი-დენკ 100-ის მკურნალობის დროს მეთოქსიფლურანით ან სხვა პოტენციურად ნეფროტოქსიური პრეპარატის საშუალებით ჩატარებულმა ანესთეზიამ შესაძლებელია გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
დოქსი-დენკ 100 არ უნდა დაინიშნოს აკნეს მკურნალობისთვის საჭირო იზოტრეტინოინის მიღებამდე, მიღებისას ან მას შემდეგ, რადგან იშვიათ შემთხვევებში არსებობს რისკი შეუქცევადი წნევის მომატებისა ინტრაკრანეალურ სივრცეში.
დოქსი-დენკ 100 და სხვა გარკვეული ანტიბიოტიკები (ბეტა ლაქტამაზის ანტიბიოტიკები, მაგ. პენიცილინი და ცეფალოსპორინები) არ ინიშნება ერთად, რადგან ლაბორატორიული ტესტის მიხედვით მცირდება ანტიბიოტიკების მოქმედება (ანტაგონისტური ეფექტი).
დოქსი-დენკ 100-ის დანიშვნამ თეოფილინთან ერთად (ასთმის სამკურნალო პრეპარატი) შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების მომატება კუჭ-ნაწლავის მხრივ. 
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეხებოდეს ასევე უახლოეს პერიოდში გამოყენებულ პრეპარატებს.
შენიშვნა: იშვიათ შემთხვევებში დოქსი-დენკ 100-მა შესაძლებელია ხელი შეუშალოს ორალური კონტრაცეპტივების ეფექტს, შესაბამისად რეკომენდირებულია არაჰორმონალური ჩასახვის საწინააღდეგო საშუალებების გამოყენება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატში შემავალი ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ:
პრეპარატის შეიცავს ლაქტოზას, შესაბამისად თუ პაციენტს აღენიშნება შაქრის აუტანლობა, დოქსი-დენკ 100-ის მიღებამდე უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის ექიმს.

დოქსი-დენკ 100-ის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
დოქსი-დენკ 100-თან ერთად არ მიიღება რძე, რძის პროდუქტები და კალციუმით გამდიდრებული ხილის წვენები. მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2-3 საათს. აღსანიშნავია, რომ ალკოჰოლს რეგულარული მოხმარება აჩქარებს დოქსიციკლინის დაშლას.

შიგნით მიღების შემდეგ, დოქსაციკლინი თითქმის მთლიანად შეიწოვება (დოზის >90%) წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილიდან.
პლაზმის შედარებითი კონცენტრაცია მიიღწევა 30 წუთის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ. 200 მგ დოზქსიციკლინის მიღების შემდეგ პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს დაახლოებით 3-5,3მგ/ლ-ს. თერაპილ პირობებში პირველ დღეს ინიშნება 200 მგ, ხოლო შემდეგომ დღეებში 100მგ ერთი დოზის სახით (24 საათიანი ინტერვალით). შესაბამისად სტრაბილური კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა. ამ შემთხვევაში, 200მგ/ 100მგ-ს მკურნალობის რეჟიმს ისეთივე ეფეწტი აქვს, როგორც 200მგ-ს მიღება ერთი დოზის სახით. 

დორამიცინი 3მლნ #10ტ

დორამიცინი
(Doramycin)

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება:
სპირამიცინი, spiramycin.

წამლის ფორმა:
პერორალურად მისაღები შემოგარსული ტაბლეტები.
აღწერილობა: ტაბლეტები, დაფარული თეთრი ან მოთეთრო-რძისფერი გარსით, მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ცალ მხარეს გრავირებით _ “DORA”.

შემადგენლობა: ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: სპირამიცინი 3 000 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები: კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახა¬მებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.
გარსი: ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიბაქტერიული საშუალება.
მაკროლიდების ჯგუფი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დორამიცინი წარმოადგენს მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად უჯრედშიდა ცილის სინთეზის დარღვევის გზით. აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: სტრეპტოკოკები, მეთიცილინმგრძნობიარე სტაფილოკოკები, ენტეროკოკები, Rhodococcus equi, Branhamella catarrhalis, Bordetella pertussis, Helicobacter pylori, Campylobacter jejuni, Legionella spp., Corynebacterium diphtheriae, Moraxella spp., Mycoplasma pneumoniae, Coxiella spp., Chlamydia spp., Treponema pallidum, Borrelia burgdorferi, Leptospira spp., Propionebacterium acnes, Actinomyces spp., Eubacterium spp., Porphyromonas spp., Mobiluncus spp., Bacteroides spp., Peptostreptococcus spp., Prevotella spp., Neisseria gonorrhoeae, Ureaplasma urealyticum, Clostridium perfringens, Toxoplasma gondii. სპირამიცინის მიმართ მდგრადია მიკროორგანიზმები: მეთიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები, Enterobacter spp., Pseudomonas spp., Acinetobacter spp., Nocardia spp., Fusobacterium spp., Haemophilus spp., Mycoplasma hominis.

ჩვენებები:
ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, გამოწვეული პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:
– მწვავე არაჰოსპიტალური პნევმონია (მ.შ. ატიპიური, გამოწვეული Legionella pneumophila, Mycoplasma pneumoniae, Clamydia spp.);
– ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
– ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებები (სინუსიტები, ტონზილიტი, ოტიტი);
– ოსტეომიელიტები და ართრიტები;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (წითელი ქარი, მეორადი დაინფიცირებული დერმატოზები, აბსცესები და ფლეგმონები, მ.შ. სტომატოლოგიაში);
– სასქესო სისტემის ინფექციები (არაგონორეული ეტიოლოგიის);
– სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (მ.შ. გენიტალური და ექსტრაგენიტალური ქლამიდიოზი);
– ტოქსოპლაზმოზი (მ.შ. ორსულებში).
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკა იმ პირებში, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ ავადმყოფთან დიაგნოზის დასმამდე 10 დღით ადრე.
რევმატიზმის რეციდივების პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:
დორამიცინი უკუნაჩვენებია:
– სპირამიცინსა და პრეპარატის სხვა კომპონენტებზე ჰიპერმგრძნობელობისას;
– ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევების დროს.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი.

გამოყენება და დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში პერორალურად ინიშნება 2-3 ტაბლეტი (3 000 000 სე სპირამიცინის შემცველი) დღე-ღამეში 2 ან 3 მიღებად (ე.ი. 6 000 000 _ 9 000 000 სე). მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 9 000 000 სე.
დორამიცინის 3 000 000 სე ტაბლეტები ბავშვებში არ გამოიყენება.
ბრონქებისა და ფილტვების მწვავე დაავადებებისას მოზრდილებში ინიშნება 1.5 მლნ. სე ყოველ 8 საათში (4.5 000 000 სე დღე-ღამეში), მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დოზის 2-ჯერ გაზრდა.
მენინგოკოკური მენინგიტის პროფილაქტიკისათვის მოზრდილებში ინიშნება
6 000 000 სე დღე-ღამეში 4 მიღებად.
თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები, დორამიცინის დაბალი თირკმლისმიერი ექსკრეციის გამო დოზის კორექციას არ საჭიროებენ.

ჭარბი დოზა:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, დიარეა, ღებინება, გულისრევა.
მკურნალობა: საჭიროების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ლევოდოპისა და კარბიდოპის შემცველ პრეპარატებთან კომბინირებული გამოყენებისას, პლაზმაში ლევოდოპის შემცველობის შემცირება აღინიშნა.

განსაკუთრებული მითითებები:
ღვიძლის დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტები პრეპარატის გამოყენების პერიოდში საჭიროებენ ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების კონტროლს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ იწვევს პაციენტის ფსიქოფიზიკური მდგომარეობის შეცვლას, არ აქვეითებს ავტოტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარს.

გამოყენება პედიატრიაში:
დორამიცინის 3 000 000 სე ბავშვებში არ გამოიყენება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
დორამიცინის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია ჩვენებების მიხედვით.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან შესაძლებელია სპირამიცინის გამოყოფა დედის რძესთან ერთად.

გამოშვების ფორმა:
შემოგარსული, ორმხრივამოზნექილი, 3 000 000 სე-იანი ტაბლეტები ცალ მხარეს გრავირებით _ “DORA”.
5 ტაბლეტი კონტურულ-დანაყოფებიან შეფუთვაში პოლივინილქლორიდის ფირფიტისა და ალუმინის ფოლგისაგან.
2 კონტურული, დანაყოფებიანი შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტით.

მწარმოებელი: “იუნიფარმა”, ელ-ებურ სითი,  I ინდუსტრიული ზონა,  კაირო, ეგვიპტე.

წარმოებულია: “უორლდ მედიცინ“-ისთვის, ინგლისი
48 Queen Anne Street, London W1G9JJ, England
E-mail: [email protected], Web-Site: www.wmcorp.us 

დერმატინ კორტი 15გ კრემი

შემადგენლობა
ყოველი 100 გ შეიცავს:
კლოტრიმაზოლი 1 გ
ჰიდროკორტიზონი 1 გ

თვისებები:
დერმატინ კორტის კრემი შეიცავს 2 აქტიურ ინგრედიენტს:
კლოტრიმაზოლს და ჰიდროკორტიზონს.
კლოტრიმაზოლი არის ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო ნივთიერება, რომელიც აინჰიბირებს პათოგენური დერმატოფიტების (Epidermofhyton, Mikrosporum და თრიცჰოპჰყტონ სახეობები),Candida albicans, Malassezia furtur და Cutaneous Corynobacterium-ის ზრდას. 
ჰიდროკორტიზონს გააჩნია ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი, რომლის საშუალებითაც იგი ამცირებს ანთებას და შეშუპებას და ასევე აქვს ქავილის საწინააღმდეგო ეფექტი. დერმატინ კორტის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ,
კლოტრიმაზოლი და ჰიდროკორტიზონი შეიწოვება კანიდან და უშუალოდ მოქმედებს პირდაპირ სოკოვანი უჯრედის კედელზე, რაც იწვევს მისი შეღწევადობის ზრდას.

ჩვენებები
დერმატინ კორტი ნაჩვენებია კანის ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია დერმატოფიტებით, საფუარი სოკოებით, ობის სოკოებით და სოკოს სხვა სახეობებით, როდესაც ანთების თანმხლები სიმტომები, მაგ: ქავილი საჭიროებს სწრაფ მოხსნას.

გამოყენების წესი: 
დერმატინ კორტი დაიტანება ნაზად, თხელ ფენად დაზიანებულ ადგილას დღეში ორჯერ და უნდა შეიზილოს ფრთხილად.

გვერდითი ეფექტები

ადგილობრივი ან ინტრავაგინალური გამოყენების კლოტრიმაზოლის გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათია. შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი ირიტაცია ან წვის შეგრძნება, რომელიც ჩვეულებრივ ზომიერი და გარდამავალია. კლოტრიმაზოლის დემალური ან ინტრავაგინალურად გამოყენების შემთხვევაში სისტემური ხასიათის გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

ჰიდროკორტიზონი:
– ჰიდროკორტიზონის ადგილობრივად სწორი გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლენილა სიცოცხლისათვის საშიში მოვლენები.
– კორტიკოსტეროიდების ადგილობრივი გამოყენების გვერდითი ეფექტები დოზა-დამოკიდებულია, და იმდენად რამდენადაც ჰიდროკორტიზონი სუსტი კორტიკოსტეროიდია, ასეთი ეფექტები დამახასიათებელი არ არის. თუმცა, მისმა არასწორმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები.
– გახანგრძლივებულ მიღებას, განსაკუთებით მგრძნობიარე არეებში, როგორიცაა ქუთუთოები, სახე და კანის ნაოჭები, შეიძლება მოჰყვეს შეუქცევადი გვერდითი ეფექტები: ეპიდერმისის გათხელება, ტელეანგიექტაზია და სტრიები. კანის გათხელების მიზეზია ფიბრობლასტების რიცხვის შემცირება, რასაც მოსდევს კოლაგენის, ელასტინის, რეტიკულინის და მუკოპოლისაქარიდების ცვლილება. სტრიები წარმოადგენს კოლაგენის ბოჭკოების პირდაპირი დაზიანების შედეგს. აღნიშნულია თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომა, კატარაქტა, დენდრიტული კორნეალური წყლული და მომატებული ქალასშიდა წნევა ადგილობრივი გამოყენების სტეროიდების ხანგრძლივი მიღების შემდეგ. (მათ შორის ჰიდროკორტიზონი თვალისა და თვალის ირგვლივი კანისთვის.)
– შეიძლება მოხდეს პრეპარატის სისტემური შეწოვა, და ხანგრძლივი თერაპიის შემდეგ გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია, მაგრამ ეს უკანასკნელი სწრაფად უკუვითარდება.
– ალერგიული რეაქციები აღინიშნება სპორადულად. უფრო ხშირად მათი მიზეზია ფორმულაში შემავალი დამატებითი ნივთიერებები, ვიდრე თვითონ აქტიური ნივთიერება. თუმცა სტეროიდებზე ალერგია ხშირად ვლინდება.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

სპეციალური სიფრთხილის ზომები:
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის.

შეფუთვა:
კრემის ტუბი 15გ.

შენახვის პირობები:
ინახება 15-30 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი

გაცემის წესი: რეცეპტით

მწარმოებელი: Pharco Pharmaceutical 
Kilo 31 Alexandria-Cairo Desert, Egipt

დერივა-C 15გ გელი

31.66 ლარი
29.76 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: გლენმარკ ფარმაც.

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

დარდუმი 1გ ფლ

დარდუმი
(DARDUM)

ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ცეფოპერაზონი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი;

შემადგენლობა:   
1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფოპერაზონს, 1 გ ცეფოპერაზონის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. ათქ-კოდი: J01DD12.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
დარდუმი-ავერსი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით აქტიური გამრავლების ფაზაში.
დარდუმი-ავერსი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით. იგი აქტიურია შემდეგი ბაქტერიების მიმართ:
გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneoumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Enterococcus (Streptococcus faecalis, S. faecium და S. durans); გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Klebsiella spp. (მათ შორის K. pneumoniae), Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophilus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia stuartii, Providencia rettgeri, Serratia marcescens, Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa და სხვა Pseudomonas spp., Acinetobacter calcoaceticus-ის ზოგიერთი შტამი, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolotica;
ანაერობები: გრამდადებითი კოკები (Peptococcus და Peptostreptococcus-ის  ჩათვლით), Clostridium spp., Bacteroides fragilis, სხვა Bacteroides spp., Fusobacterium spp.

ფარმაკოკინეტიკა:
მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 1 გ ცეფოპერაზონის კუნთში ერთჯერადი შეყვანიდან 1 სთ-ის შემდეგ (65 მკგ/მლ) და ინტრავენური შეყვანიდან 15 წთ-ის შემდეგ (153 მკგ/მლ). პრეპარატის 82-93% უკავშირდება პლაზმის ცილებს და კარგად აღწევს ყველა ორგანოსა და ქსოვილში. შეყვანიდან 12 სთ-ის განმავლობაში ცეფოპერაზონი თერაპიული კონცენტრაციით აღინიშნება პერიტონეალურ, ასციტურ, ამნიონურ და თავ-ზურგ-ტვინის სითხეში (ტვინის გარსების ანთების დროს), შარდში, ღვიძლის ქსოვილში, ნაღველში, ნაღვლის ბუშტის კედელში, ფილტვის ქსოვილში, ნახველში, ნუშისებრ ჯირკვლებსა და ცხვირის დანამატი წიაღების ლორწოვან გარსში, საშვილოსნოში, ფალოპის მილებში, სათესლე ჯირკვლებში, თირკმელებში, შარდსაწვეთებში, წინამდებარე ჯირკვალში, ძვლოვან ქსოვილსა და ჭიპლარის სისხლში.
ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 სთ-ს. პრეპარატი გამოიყოფა ორგანიზმიდან ნაღველთან (70-80%) და შარდთან (20-30%) ერთად. ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაცია ნაღველში აღინიშნება პრეპარატის შეყვანიდან 1-3 სთ-ის შემდეგ და ამ დროისთვის 100-ჯერ აღემატება მის კონცენტრაციას სისხლის შრატში. ღვიძლში მეტაბოლიზდება პრეპარატის 1%-ზე ნაკლები. ცეფოპერაზონი არ არღვევს კავშირს ბილირუბინსა და პლაზმის ცილებს შორის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ამავე დროს იზრდება მისი შარდთან ერთად ექსკრეცია.
ერთდროულად თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია ცეფოპერაზონის დაგროვება სისხლის შრატში.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
 ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, მძიმედ მიმდინარე პნევმონიის, ფილტვის აბსცესისა და პლევრის ემპიემის ჩათვლით;
 ზედა და ქვედა საშარდე გზების ინფექციები;
 ინტრააბდომინალური ინფექციები, მათ შორის ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, ღვიძლის აბსცესი, პერიტონიტი;
 სეპტიცემია;
 მენინგიტი;
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
 ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
 მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის ენდომეტრიტი, გონორეა და სასქესო გზების სხვა ინფექციები; 
 ნეიტროპენიისა და იმუნოდეფიციტის ფონზე განვითარებული ინფექციები;
 თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
დარდუმი-ავერსი შეყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად.
მოზრდილებში და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში დარდუმი-ავერსის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, რომელიც იყოფა ორ თანაბარ ნაწილად და ინიშნება 12 სთ-ში ერთხელ. მძიმე შემთხვევებში სადღეღამისო დოზას ზრდიან 12 გ-მდე (თანაბარი ოდენობით 8 სთ-იანი ინტერვალით).
გაურთულებელი გონოკოკური ურეთრიტის დროს ინიშნება 500 მგ დარდუმი-ავერსი კუნთში ერთჯერადად.
შტრეპტოცოცცუს პყოგენეს მიერ გამოწვეული ინფექციის დროს მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 10 დღეს.
ოპერაციის შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად ვენაში შეყავთ პრეპარატის 1 გ ან 2 გ ოპერაციამდე 30-90 წთ-ით ადრე. დოზის განმეორება შესაძლებელია ყოველ 12 სთ-ში, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში. ინფიცირების მაღალი რისკის ოპერაციების დროს (მაგ. კოლორექტალური მიდამოს ოპერაცია) ან თუ უკვე არსებულ ინფექციას შეუძლია პაციენტს მიაყენოს განსაკუთრებული ზიანი (ღია გულზე ოპერაციისას, სახსრების პროთეზირებისას), პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის გამოყენება შეიძლება გაგრძელდეს 72 სთ-ის განმავლობაში.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საშუალო სადღეღამისო დოზა (2-4 გ) შეუცვლელი რჩება. მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი ახალშობილებში და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 50-200 მგ/კგ სხეულის მასაზე დღე-ღამეში (2 ინექცია 12 სთ-იანი ინტერვალით). მძიმე შემთხვევებში ბავშვებში სადღეღამისო დოზას ზრდიან 200-300 მგ/კგ სხეულის მასაზე (თანაბარი ოდენობით 6-8 სთ-იანი ინტერვალით).
ინტრავენური შეყვანა. ინტრავენური შეყვანისთვის რეკომენდებულია ცეფოპერაზონის 2-50 მგ/მლ კონცენტრაციით გამოყენება. საინფუზიო ხსნარი მზადდება ორ ეტაპად. პირველადად დარდუმი-ავერსის 1 გ იხსნება 5 მლ შესაბამის გამხსნელში, რისთვისაც გამოიყენება შემდეგი გამხსნელები: 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი გლუკოზისა და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი გლუკოზისა და 0.2%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, სტერილური საინექციო წყალი. ფხვნილის სრული გახსნისათვის ფლაკონს კარგად ანჯღრევენ ხსნარის სრულ გამჭვირვალობამდე. ინტრავენური ინფუზიისათვის წინასწარ მომზადებულ ხსნარს ემატება შემდეგი საინფუზიო ხსნარებიდან ერთ-ერთი: 5%-იანი ან 10%-იანი გლუკოზის ხსნარი, 5%-იანი გლუკოზისა და რინგერის ლაქტატის ხსნარი, რინგერის ლაქტატის ხსნარი, 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 5%-იანი გლუკოზისა და 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი. სრული განზავების შემდეგ მიღებული ხსნარი შეყავთ წვეთოვნად 30-60 წთ-ის განმავლობაში.
ინტრავენური ინექციის შემთხვევაში მაქსიმალური ერთჯერადი დოზა მოზრდილებში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს, ბავშვებში – 50 მგ/კგ სხეულის მასაზე. მომზადებული ხსნარი შეყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში.   
ინტრამუსკულარული შეყვანა. 250 მგ/მლ ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მიღებისთვის დარდუმი-ავერსის 1 გ-ს ხსნიან 2.8 მლ საინექციო წყალში, ფლაკონს ანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე და უმატებენ 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარის 1 მლ-ს. 333 მგ/მლ ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მისაღწევად დარდუმი-ავერსის 1 გ-ს ხსნიან 2 მლ საინექციო წყალში და გახსნის შემდეგ უმატებენ 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარის 0.6 მლ-ს. გამჭვირვალე და ჰომოგენური ხსნარის მიღების შემდეგ პრეპარატი შეყავთ ღრმად კუნთში დუნდულოს ზედა გარეთა კვადრანტში.
თუ ლიდოკაინის ხსნარი არ გამოიყენება, 250 მგ/მლ ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მიღებისათვის დარდუმი-ავერსის 1 გ-ს ხსნიან 3.8 მლ საინექციო წყალში, ხოლო 333 მგ/მლ კონცენტრაციის მისაღწევად დარდუმი-ავერსის 1 გ იხსნება 2.6 მლ საინექციო წყალში.
მომზადებული ხსნარი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე და 48 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, წამლისმიერი ცხელება, მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა, ანაფილაქსიური რეაქცია;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მატება;
სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია;
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას – ფლებიტის განვითარება;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, მეტად იშვიათად – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების და პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ანტიკოაგულანტებთან და ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სალიცილატები, სულფინპირაზონი), ერთდროული გამოყენებისას მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი. დარდუმი-ავერსი და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შერევა მათი შეუთავსებლობის გამო რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში ცეფოპერაზონის შეყვანა უნდა მოხდეს იზოლირებული სისტემით ამინოგლიკოზიდებამდე 1 სთ-ით ადრე.
მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ვითარდება დისულფირამის მსგავსი ეფექტი. 

ჰიპერდოზირება: 
პრეპარატის მაღალი დოზით ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში შესაძლებელია აღინიშნოს ეპილეფსიური გულყრები. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატის მიღება და ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ცეფოპერაზონი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

გამოყენების თავისებურებები:
დარდუმი-ავერსის მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა მონოთერაპიული მკურნალობის საშუალებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კომბინაცია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.
დარდუმი-ავერსი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის ან ღვიძლის დაავადებების დროს, ახალშობილ და დღენაკლულ ბავშვებში, ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით.
დარდუმი-ავერსის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
დარდუმი-ავერსის გამოყენების შედეგად შესაძლებელია ვიტამინ K-ს დეფიციტის განვითარება, რაც გამოწვეულია აღნიშნული ვიტამინის მასინთეზირებელი ნაწლავური მიკროფლორის დათრგუნვით. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან არასრულფასოვან დიეტაზე მყოფი და მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტები (მაგ. ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერულ კვებისა და მუკოვისციდოზის დროს). ასეთ პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი და საჭიროებისას __ ეგზოგენურად ვიტამინ K-ს დანიშვნა.
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, დარდუმი-ავერსის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა, რაც ხშირად ხდება დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, დარდუმი-ავერსი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.
ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, საჭიროებისას __ დოზის კორექცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დარდუმი-ავერსის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
ამინოგლიკოზიდებთან კომბინირებული მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ჰემოდიალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება. პრეპარატის შეყვანა უნდა წარმოებდეს დიალიზის დამთავრების შემდეგ. 
მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივებით შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება.
მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 5 დღის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან და ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისგან.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დარდუმი-ავერსის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა:
1 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 2-8ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

დარდუმბაქტი 2გ #1ფლ

 დარდუმბაქტი 2გ
(DARDUMBACT)

ზოგადი დახასიათება:
არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება: ცეფოპერაზონი, სულბაქტამი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

თეთრი ან მოთეთრო ფერის ფხვნილი;

შემადგენლობა:

1 ფლაკონი შეიცავს:
ნატრიუმის ცეფოპერაზონს, 0.5 გ ან 1 გ ცეფოპერაზონის ეკვივალენტურს;
ნატრიუმის სულბაქტამს, 0.5 გ ან 1 გ სულბაქტამის ეკვივალენტურს.

გამოშვების ფორმა:
სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი ბეტა-ლაქტამაზას ინჰიბიტორთან კომბინაციაში. ათქ-კოდი: J01DD62.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეფოპერაზონი წარმოადგენს ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისთვის. მისი ბაქტერიციდული მოქმედება განპირობებულია მიკროორგანიზმის უჯრედის კედლის სინთეზის ინჰიბირებით აქტიური გამრავლების ფაზაში. ცეფოპერაზონი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრით.
სულბაქტამს არ გააჩნია კლინიკურად მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული აქტივობა (გამონაკლისია Neisseriaceae და Acinetobacter). იგი შეუქცევადად აინჰიბირებს ბეტა-ლაქტამაზას, რომელსაც წარმოქმნის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმები; ხელს უშლის მდგრადი მიკროორგანიზმების ბეტა-ლაქტამაზას მიერ პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების დესტრუქციას. სულბაქტამი უკავშირდება პენიცილინშემაკავშირებელ ცილას, რითაც ავლენს სინერგიზმს პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან კომბინაციაში გამოყენებისას.
დარდუმბაქტი აქტიურია ყველა მიკროორგანიზმის მიმართ, რომელიც მგრძნობიარეა ცეფოპერაზონის მიმართ. აგრეთვე იგი სინერგიულად მოქმედებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებზე: Haemophylus influenzae, Bacteroidess spp., Staphylococcus spp., Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter  aerogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Citrobacter diversus.
დარდუმბაქტი ინ ვიტრო აქტიურია შემდეგი მიკროორგანიზმების მიმართ: გრამდადებითი მიკროორგანიზმები: Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების შტამების უმრავლესობა, Streptococcus faecalis-ის (ენტეროკოკი) მრავალი შტამი; გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., Citrobacter spp., Haemophylus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia spp., Serratia spp. (S. marcescens-ის ჩათვლით), Salmonella spp., Shigella spp., Pseudomonas aeruginosa და ზოგიერთი სხვა Pseudomonas spp., Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Bordetella pertussis, Yersinia enterocolitica; ანაერობული მიკროორგანიზმები: გრამუარყოფითი ჩხირები (Bacteroides fragilis, სხვა Bacteroides spp. და Fusobacterium-ის სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (Peptococcus, Peptostreptococcus და Veillonella-ს სახეობების ჩათვლით), გრამდადებითი ჩხირები (Clostridium spp., Eubacterium spp. და Lactobacillus spp).

ფარმაკოკინეტიკა:
ცეფოპერაზონი, ისევე როგორც სულბაქტამი, კარგად ნაწილდება ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ნაღველში, ნაღვლის ბუშტში, კანში, აპენდიქსში, ფალოპის მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოში. პრეპარატი გადის პლაცენტარულ ბარიერს და აღინიშნება ამნიონურ სითხეში.
2 გ დარდუმბაქტის (1 გ სულბაქტამი და 1 გ ცეფოპერაზონი) 5 წთ-ის განმავლობაში ინტრავენური შეყვანის შემდეგ სისხლის შრატში მიიღწევა სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები საშუალოდ 130.2 მკგ/მლ და 236.8 მკგ/მლ შესაბამისად. ასეთი კონცენტრაციები ადასტურებს სულბაქტამის განაწილების უფრო მეტ მოცულობას (VD = 18.0-27.6 ლ) ცეფოპერაზონის განაწილების მოცულობასთან (VD = 10.2-11.3 ლ) შედარებით. დარდუმბაქტის კუნთში შეყვანის შემდეგ სულბაქტამისა და ცეფოპერაზონის მაქსიმალური კონცენტრაციები სისხლის შრატში მიიღწევა 15 წთ-დან 2 სთ-მდე ინტერვალში.
სისხლის პლაზმიდან სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს საშუალოდ 1 სთ-ს, ცეფოპერაზონის – 1.7 სთ-ს. კონცენტრაცია სისხლის შრატში შეყვანილი დოზის პროპორციულია. დაახლოებით სულბაქტამის დოზის 84% და ცეფოპერაზონის დოზის 25% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ცეფოპერაზონის დარჩენილი უდიდესი ნაწილი ძირითადად ნაღველთან ერთად გამოიყოფა. პრეპარატის ყოველ 8-12 სთ-ში შეყვანისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ცეფოპერაზონი არ არღვევს კავშირს ბილირუბინსა და პლაზმის ცილებს შორის.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის და/ან სანაღვლე გზების ობსტრუქციის მქონე პაციენტებში ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება, ამავე დროს იზრდება მისი შარდთან ერთად ექსკრეცია. ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაშიც კი ნაღველში მიიღწევა ცეფოპერაზონის თერაპიული კონცენტრაცია, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი ხანგრძლივდება მხოლოდ 2-4-ჯერ.  
თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში მნიშვნელოვნად ხანგრძლივდება სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

ჩვენება:
პრეპარატი გამოიყენება მის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული სხვადასხვა ლოკალიზაციის ჰოსპიტალური და არაჰოსპიტალური ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ:
 ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მძიმედ მიმდინარე ინფექციები: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოპნევმონია, ფილტვის აბსცესი და პლევრის ემპიემა;
 შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პროსტატიტი, ენდომეტრიტი, გონორეა, ვულვოვაგინიტი;
 ინტრააბდომინალური ინფექციები: ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, პერიტონიტი;
 ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები: ფარინგიტი, ტონზილიტი, შუა ყურის მწვავე ანთება, სინუსიტი;
 კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: ფურუნკულოზი, აბსცესი, პიოდერმია, ლიმფადენიტი, ლიმფანგიტი;
 ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
 სეპტიცემია;
 მენინგიტი;
 ნეიტროპენიის ფონზე განვითარებული ინფექციები;
 თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაციების ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.
 
მიღების წესი და დოზირება:
დარდუმბაქტი შეყავთ ინტრამუსკულარულად და ინტრავენურად.
მოზრდილებში დარდუმბაქტის საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 2-4 გ-ს, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ. მძიმე შემთხვევებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზას ზრდიან 8 გ-მდე, რაც რეკომენდებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას შეადგენს.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში სულბაქტამის დაქვეითებული კლირენსის კომპენსირებისთვის საჭიროა დარდუმბაქტის დოზის კორექცია. თუ კრეატინინის კლირენსია 15-30 მლ/წთ, დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2 გ-ს 12 სთ-ში ერთხელ (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 2გ), ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 15  მლ/წთ – დარდუმბაქტის მაქსიმალური დოზაა 1 გ ყოველ 12 სთ-ში (სულბაქტამის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 1 გ).
ბავშვებში დარდუმბაქტის სადღეღამისო დოზა შეადგენს 40-80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც თანაბრად დაყოფილი დოზებით შეყავთ 6-12 სთ-ში ერთხელ. პრეპარატის მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას ბავშვებში შეადგენს 160 მგ/კგ სხეულის მასაზე, ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 6-12 სთ-იანი ინტერვალით.
ახალშობილებში სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში დარდუმბაქტის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ინიშნება თანაბრად დაყოფილი დოზებით 12 სთ-ში ერთხელ.
მძიმე ინფექციების დროს მკურნალობის ეფექტურობის გაზრდა შესაძლებელია ცეფოპერაზონის დამატებითი დოზის შეყვანით.
ინტრავენური შეყვანა. ინტრავენური ინფუზიისათვის ხსნარის მომზადება ხდება ორ ეტაპად: დარდუმბაქტის 1 გ ჯერ იხსნება 3.4 მლ, 2 გ კი – 6.7 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო შემდეგ განზავდება 20 მლ საინექციო წყალში. მიღებული ხსნარი შეყავთ 15-60 წთ-ის განმავლობაში.
ინტრავენური ინექციისათვის ფლაკონის შიგთავსი იხსნება ზემოთ აღნიშნული წესით. მომზადებული ხსნარი შეყავთ ნელა, 3-5 წთ-ის განმავლობაში.   
ინტრამუსკულარული შეყვანა. დარდუმბაქტი იხსნება ზემოთ აღწერილი ხსნარის მომზადების პირველი ეტაპის შესაბამისად. ცეფოპერაზონის 250 მგ/მლ და მეტი კონცენტრაციის მიღებისთვის, დარდუმბაქტს სტერილურ წყალში გახსნის შემდეგ ემატება 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარი 0.5%-იანი ლიდოკაინის ხსნარის მიღებისთვის საჭირო ოდენობით.

მომზადებული ხსნარი ვარგისია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºC ტემპერატურაზე და 48 სთ-ის განმავლობაში 2-8ºC ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:
ალერგიული რეაქციები: მაკულოპაპულოზური გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება, ეოზინოფილია, წამლისმიერი ცხელება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, ფსევდომემბრანული კოლიტი, ღვიძლის ტრანსამინაზების, ტუტე ფოსფატაზას აქტივობის და ბილირუბინის დონის გარდამავალი მატება;
სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰიპოპროთრომბინემია, ჰემოლიზური ანემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაბალი მაჩვენებელი, კუმბსის დადებითი რეაქცია;
ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია – მტკივნეულობა კუნთში პრეპარატის შეყვანის ადგილას, ინტრავენური შეყვანისას – ფლებიტის განვითარება;
სხვა: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, ჰიპოტენზია, ვასკულიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰემატურია, მეტად იშვიათად – ვიტამინ K-ს დეფიციტი (სისხლდენა).

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა სულბაქტამის, ცეფოპერაზონის, სხვა ცეფალოსპორინების ან პენიცილინების ჯგუფის ანტიმიკრობული საშუალებების მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
რინგერის ლაქტატის ან 2%-იანი ლიდოკაინის ხსნარის გამოყენება დარდუმბაქტის პირველადი გახსნის მიზნით მათი შეუთავსებლობის გამო არ არის რეკომენდებული.
ანტიკოაგულანტებთან და ისეთ პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, სალიცილატები, სულფინპირაზონი), ერთდროული გამოყენებისას მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.
დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შერევა მათი შეუთავსებლობის გამო რეკომენდებული არ არის. აუცილებლობის შემთხვევაში აღნიშნული ხსნარები შეყავთ თანმიმდევრობით ორი იზოლირებული სისტემით. შეყვანებს შორის ინტერვალში აუცილებელია შესაბამისი გამხსნელით ინტრავენური კათეტერის გამორეცხვა. ინტერვალი დარდუმბაქტისა და ამინოგლიკოზიდების ხსნარების შეყვანებს შორის დღე-ღამის განმავლობაში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი.
მარყუჟოვან დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენება ზრდის ნეფროტოქსიკური ეფექტის განვითარების რისკს, განსაკუთრებით თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ეთანოლთან ერთად გამოყენებისას ვითარდება დისულფირამის მსგავსი ეფექტი.
ერთდროული გამოყენებისას პრობენეციდი აქვეითებს სულბაქტამის მილაკოვან სეკრეციას თირკმელებში და ზრდის სულბაქტამის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში. 

ჰიპერდოზირება: 
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლებელია გვერდითი ეფექტების გაძლიერება. თავ-ზურგ-ტვინის სითხეში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მაღალმა კონცენტრაციამ შესაძლოა გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები, მათ შორის კრუნჩხვები. ასეთ შემთხვევაში წყდება პრეპარატის გამოყენება და ტარდება სიმპტომური მკურნალობა. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ჰემოდიალიზმა შესაძლოა გააძლიეროს  პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა.
 
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ცეფოპერაზონი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში,  ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

გამოყენების თავისებურებები:
დარდუმბაქტის მოქმედების ფართო სპექტრი იძლევა მონოთერაპიული მკურნალობის საშუალებას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში დასაშვებია კომბინაცია სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებებთან.
დარდუმბაქტი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება სისხლდენის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტებში, სანაღვლე გზების ნაწილობრივი ობსტრუქციის ან ღვიძლის დაავადებების დროს, ახალშობილ და დღენაკლულ ბავშვებში, ხანდაზმულებში, აგრეთვე პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები. ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია მცირე დოზებით.
ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
დარდუმბაქტის მაღალი დოზით გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მუდმივი კონტროლი სისხლის შრატში.
დარდუმბაქტის გამოყენების შედეგად შესაძლებელია ვიტამინ K-ს დეფიციტის განვითარება, რაც გამოწვეულია აღნიშნული ვიტამინის მასინთეზირებელი ნაწლავური მიკროფლორის დათრგუნვით. რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან არასრულფასოვან დიეტაზე მყოფი ან მალაბსორბციის სინდრომის მქონე პაციენტები (მაგ. მუკოვისციდოზის დროს), აგრეთვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში პარენტერულ კვებაზე მყოფი პაციენტები. ასეთ პაციენტებში აუცილებელია პროთრომბინის დროის კონტროლი და საჭიროებისას – ეგზოგენურად ვიტამინ K-ს მიღება.
ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, დარდუმბაქტის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium diდიფფიცილე-ს ჭარბი ზრდა, რაც ხშირად ხდება დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, დარდუმბაქტი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.
ერთდროულად ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია ცეფოპერაზონის კონცენტრაციის მონიტორინგი სისხლის შრატში, საჭიროებისას – დოზის კორექცია. წინააღმდეგ შემთხვევაში ცეფოპერაზონის სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.
ამინოგლიკოზიდებთან კომბინირებული მკურნალობის დროს რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი.
ჰემოდიალიზის დროს რამდენადმე მცირდება ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი და მნიშვნელოვნად იცვლება სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა. ამიტომ, პრეპარატის შეყვანა უნდა წარმოებდეს დიალიზის დამთავრების შემდეგ. 
მკურნალობის დროს შარდში გლუკოზის განსაზღვრისას ბენედიქტის ან ფელინგის რეაქტივებით შეიძლება ცრუ დადებითი მაჩვენებლის მიღება.
მკურნალობის პერიოდში და მისი დამთავრებიდან 5 დღის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ალკოჰოლის მიღებისგან და ეთანოლის შემცველი პრეპარატების გამოყენებისგან.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
დარდუმბაქტის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე არ არის გამოვლენილი.

შეფუთვა:
1 გ ან 2 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, თითო ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

დარდუმბაქტი 1გ #1ფლ

დარდუმბაქტი – ავერსი 1გ

1 გ ან 2 გ სტერილური ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონში, 50 ფლაკონი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:                                                                                          
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

დალაცინი C 150მგ #16კაფს

შემადგენლობა

1 გ კრემის:
აქტიური ნივთიერება კლინდამიცინი (კლინდამიცინის ფოსფატის სახით) 20.0 მგ დამხმარე ნივთოიერებები: სორბიტის მონოსტეარატი, პოლისორბატ 60, პროპილენგლიკილი, სტეარინმჟავა, ცეტოსტეარილის სპირტი, ცეტილპალმილატი, მინერალური ზეთი, ბენზილის სპირტი, გამოხდილი წყალი. 
აღწერილობა
თეთრი ფერის კრემი

კლინდამიცინის ფოსფატი არააქტიურია ინ ვიტრო, მაგრამ სწრაფად ჰიდროლიზდება ინ ვივო ანტიბაქტერიული აქტივობის მქონე კლინდამიცინის წარმოქმნით. კლინდამიცინი აინჰიბირებს ცილების სინთეზს მიკრობულ უჯრედში 50შ სუბერთეულ რიბოსომასთან ურთიერთქმედებით, ავლენს ბაქტრიოსტატიკურ მოქმედებას, ხოლო უფრო მაღალი კონცენტრაციებით ზოგიერთ მიკროორგანიზმთან მიმართებაში – ბაქტერიციდულ მოქმედებას. 
In vitro პირობებში კლინდამიცინის მიმართ მგრძნობიარეა ბაქტრიული ვაგინოზების გამომწვევი შემდეგი მიკროორგანიზმები: Gardnerella vaginalis, Mobilincus spp., Mycoplasma hominis, bacteroides spp., Peptostreptococcus spp.

ინტრავაგინალურად 100 მგ კლანდამიცინის ერთჯერადად მიღებისას (2% კლანდამიცინ ფოსფატის კრემის სახით) 7 დღის განმავლობაში კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს შეყვანიდან დაახლოებით 10 საათის შემდეგ (4-24სთ) და პირველ დღეს შეადგენს საშუალოდ 18 ნგ/მლ (4-47 ნგ/მლ), ხოლო მეშვიდე დღეს -25 ნგ/მლ (6-61 ნგ/მლ), ამასთან სისტემური აბსორბცია შეადგენს შეყვანილი დოზის დაახლოებით 5% (0.6-11%), ქალებში, რომლებსაც აქვთ ბაქტერიული ვაგინოზი, დოზირების ანალოგიური რეჟიმის დროს შეიწოვება კლინდამიცინის დაახლოებით 5% (2-8% მცირე გახლეჩვით) შრატის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს შეყვანიდან 14 საათის (4-24 სთ) შემდეგ და პირველ დღეს შეადგენს საშუალოდ 13 ნგ/მლ (6-34 ნგ/მლ) ხოლო მეშვიდე დღეს -16 ნგ/მლ (7-26 ნგ/მლ).
კლინდამიცინის სისტემური მოქმედება ინტრავაგინალურად შეყვანისას არის უფრო სუსტი, ვიდრე შიგნით ან ინტრავენურად შეყვანისას. ინტრავაგინალური შეყვანისას კლინდამიცინის განმეორებითი დოზები პრაქტიკულად არ კუმულირდება სისხლში. ნახავარგამოყოფის სისტემური პერიოდი შეადგენს 1.5-2.6 საათს.

ბაქტერიული ვაგინოზი

რეკომენდებული დოზა: ინტრავაგინალურად ერთი სრული აპლიკატორი (5 გ კრემი, დაახლოებით 100 მგ კლინდამიცინი) უპირატესად ძილის წინ 3-7 დღე თანმიმდევრობით.
პრეპარტის გამოყენების მითითებანი
20 გ კრემის შეფუთვაში მოთავსებულია 3 პლასტმასის აპლიკატორი. ხოლო 40 გრამიან შეფუთვაში – 7 აპლიკატორი, რომლებიც განკუთვნილია საშოში კრემის სწორად შეყვანისთვის. 
• მოხსენით კრემიან ტუბს თავსახური. მიახრახნეთ პლასტმასის აპლიკატორი ტუბის ხრახნიან ყელზე. 
• დააჭირეთ ხელი ტუბს მოპირდაპირე ბოლოდან, ფრთხილად გამოუშვით კრემი აპლიკატორში. აპლიკატორი შევსებულად ითვლება როდესაც მისი დგუში მივა საყრდენამდე. 
• ამოახრახნეთ აპლიკატორი ტუბიდან და მჭირდოდ დაახურეთ თავსახური. 
• დაწოლილ(ზურგზე) მდგომარეობაში მუხლები მიიტანეთ მკერდთან
• დაიჭირეთ აპლიკატორი ჰორიზონტალურად და ფრთხილად შეიყვანეთ საშოში რაც შეიძლება ღრმად, ისე რომ არ გამოიწვიოს არასასიამოვნო შეგრძნებები.
• საყრდენამდე დგუშის ნელა დაჭერით შეიყვანეთ კრემი საშოში. 
• ფრთხილად გამოიტანეთ აპლიკატორი საშოდან და გადააგდეთ.

ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების სიხშირე არის 10%-ზე ნაკლები. 
შარდსასქესო სისტემა: ვაგინალური კანდიდოზი, ვულვის და საშოს ლორწოვანი გარსის გაღიზიანება, ვულვოვაგინიტი, ტრიქომონადური ვაგინიტი, ვაგინალური ინფექციები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ანომალური მშობიარობა, ენდომეტრიოზი, გლუკოზურია და პროტეინურია.
ზოგადი: სოკოვანი ინფექციები, გენერალიზებული ტკივილი მუცელში, ლოკალიზებული ტკივილი მუცელში, ბაქტერიული ინფექციები, სპაზმები მუცლის არეში, თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ანთებითი შეშუპება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, გენერალიზებული ტკივილი, ზურგის ტკივილი, მუცლის შებერვა, მიკრობიოლოგიური ანალიზების შედეგების ნორმიდან გადახრა, ალერგიული რეაქციები. კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: დიარეა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოშლილობა. 
კანი: კანის ქავილი, გამონაყარი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ერითემა, ქავილი შეყვანის ადგილას, კანდიდოზი (კანი), ჭინჭრის ციება. 
ცნს: თაბრუსხვევა
ენდოკრინული სისტემა: ჰიპერთირეოზი.
სასუნთქი სისტემა: სისხლდენა ცხვირიდან 
სხვა: გემოს გაუკუღმართება.

ჰიპერმგრძნობელობა კლინდამიცინის, ლინკომიცინის და პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ

ორსულობის II და III ტრიმესტრში კლინდამიცინის ინტრავენურად გამოყენებისას არ აღინიშნა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიების სიხშირის მატება. თუ დალაცინის ვაგინალური კრემის გამოყენება ხდება ორსულობის II და III ტრიმესტრში, მაშინ მისი არასასურევლი ზეგავლენა ნაყოფზე ნაკლებსავარაუდოა. 
კონტროლირებადი ადექვატური კვლევები ორსულობის I ტრიმესტრში არ განხორციელებულა, ამიტომ ამ პერიოდსში დალაცინის ვაგინალური კრემის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ აბსოლუტური ჩვენებით, ანუ როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფისთვის მიყენებულ პოტენციურ ზინას. 
არ არის ცნობილი გამოიყოფა თუ არა კლინდამიცინი დედის რძეში ინტრავაგინალური გამოყენებისას. კლინდამიცინი გამოვლინდა დედის რძეში მისი პერორალური და პარენტერალური გამოყენებისას, ამიტომ კლინდამიცინის დანიშვნისას ვაგინალური კრემის სახით ლაქტაციის პრეიოდში უნდა შეფასდეს თერაპიის პოტენციური სარგებელი და ბავშვისთვის მიყენებული შესაძლო რისკი.

შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდების დახმარებით პრეპარატის დანიშვნამდე უნდა გამოირიცხოს Trichomonas vaginalis, Chlamidia trachomatis, N. Gonorroeae, Candida albicanis და Herpes simplex virus, რომელბიც ხშირად იწვევენ ვულვოვაგინიტებს. კლინდამიცინის ინტრავაგინალურმა გამოყენებამ შეიძლება გამოწვიოს რეზისტენტული მიკროორგანზიმების, განსაკუთრებით საფუარისმაგვარი სოკოების დაჩქარებული ზრდა. კლინდამიცინის (ისევე როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ანტიბიოტიკის) დანიშვნა შიგნით მისაღებად ან პარენტერალურად დაკავშირებულია მწვავე დიარეის და ხშირ შემთხევევაში ფსევდომემბრანოზული კოლიტის განვითარებასთან. გამოხატული ან გახანგრძლივებული დიარეის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა და საჭიროებისას უცილებელია შესაბამისი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ღონისძიებების განხორციელება. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ იმის თაობაზე, რომ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება სქესობრივი კონტაქტები, ასევე სხვა ინტრავაგინალური საშუალებების (ტამპონები, შესხურება) გამოყენება. პრეპარატი შეიცავს კომპონენტებს, რომელბსაც შეუძლიათ შეამცირონ ლატექსის ან კაუჩუკის ნაწარმების სიმკვრივე, ამიტომ არ არის რეკომენდირებული პრეზერვატივების, საშოს ჩასახვის საწინააღმდეგო დიაფრაგმების და ლატექსისიგან დამზადებული სხვა ინტრავაგინალური გამოყენების საშუალებების მოხმარება პრეპარატით მკურნალობის პერიოდში. 
პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვაზე
არ არსებობს მონაცემები იმის დასამტკიცებალდ, რომ დალაცინის ვაგინალურმა კრემმა შეიძლება მოახდინოს ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე.

დალაცინი ვაგინალური კრემი განკუთვნილია მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. პრეპარატის დოზის გადაჭრბების შემთხვევები აღწერილი არ არის. პრეპარატის შემთხევევითმა მოხვედრამ კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შეიძლება გამოიწვიოს სისტემური ეფექტები, მსგავსი თერაპიული დოზებით კლინდამიცინის შიგნით მიღების შემთხვევისა. M მკურნალობა: სიმპტომატური და შემანარჩუნებელი.

არსებობს ჯვარედინი რეზისტენტობა კლინდამიცინს და ლინკამიცინს შორის. IIn vitro პირობებში გამოხატულია ანტაგონიზმი კლინდამიცინს და ერითრომიცინს შორის. 
არ აღინიშნა რაიმე სახის ურთიერთქმედება მოცემული სამკურნალო ფორმის ფარმაკოდინამიკაში, ან კლინიკურ კვლევებში. სხვა პრეპარატების ამ პრეპარატებთან ერთობლივი გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. მასთან ერთად სხვა ინტრავაგინალური პრეპარატების შეყვანა რეკომენდირებული არ არის.

შენახვის ვადა: 2 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ. 
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C
არ შეიძლება გაყინვა! B სია. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

რეცეპტით

გენტამიცინი 80მგ/2მლ #10ა (თბ)

1 ამპულა (2 მლ) შეიცავს გენტამიცინის სულფატს 80 მგ გენტამიცინზე გადაანგარიშებით.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის პიროსულფიტი, ტრილონი ბ, საინიექციო წყალი

გენტამიცინი მოქმედების ფართო სპექტრის, ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკია. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად და აქტიურია გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმების – Escherichia coli, Shigella spp., Salmonela spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმების – Staphylococcus spp.-სა და Streptococcus spp – ს ზოგიერთი შტამების მიმართ.

გენტამიცინი სწრაფად შეიწოვება ინტრამუსკულარული ინიექციის შემდეგ. პრეპარატის თერაპიული დოზის კუნთში შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 30-60 წთ-ში მიიღწევა და შენარჩუნებულია 8-12 სთ-ის განმავლობაში. იგი კარგად აღწევს ქსოვილებში, პლევრულ, სინოვიურ და პერიტონეალურ სითხეებში, გადის პლაცენტურ ბარიერს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) 2–3 სთ-ია. პრეპარატი გამოიყოფა თირკმლებით (70%) უცვლელი სახით.

პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: პიელონეფრიტი, ცისტიტი, პნევმონია, პერიტონიტი, სეფსისი, მენინგიტი; კანისა და რბილი ქსოვილების ჩირქოვანი ინფექციები და სხვა.

პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში (წვეთოვნად). მოზრდილებში საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენს 3 მგ/კგ სხეულის მასაზე, რომელიც ორ შეყვანაზე იყოფა. რთული ინფექციებისას დოზა იზრდება 5 მგ/კგ-მდე დღეში. შარდგამომყოფი გზების ინფექციებისას პრეპარატის სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 მგ/კგ-ს ორ შეყვანაზე. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის დონის გაზრდა.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ძილიანობა, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დარღვევა. გრძნობათა ორგანოების მხრივ: სმენის დაქვეითება, ვესტიბულარული დარღვევები, ცალკეულ შემთხვევებში – შეუქცევადი სიყრუე. 
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ცხელება, იშვიათად _ კვინკეს შეშუპება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, თრომბოციტოპენია.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ნეფროტოქსიკურობა – ოლიგურია, პროტეინურია, მიკროჰემატურია, იშვიათად – თირკმლის უკმარისობა.

მომატებული მგრძნობელობა გენტამიცინის ან ამინოგლიკოზიდების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, სმენის ნერვის ნევრიტი, თირკმლის მძიმე უკმარისობა, ურემია.

ორსულობის დროს გენტამიცინის გამოყენება უკუნაჩვენებია.
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

გენტამიცინი სიფრთხილით გამოიყენება პარკინსონიზმის, მიასთენიის, თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს. გამოყენების პერიოდში საჭიროა თირკმლის, სმენისა და ვესტიბულური აპარატების ფუნქციის კონტროლი. 
დაუშვებელია ერთ შპრიცში გენტამიცინისა და სხვა პრეპარატების შერევა.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, ნეფრო- და ოტოტოქსიკური მოქმედება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპიის ჩატარება. ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზის (უფრო ეფექტურია) და პერიტონეალური დიალიზის საშუალებით.

გენტამიცინისა და ამინოგლიკოზიდების, ვანკომიცინის, ცეფალოსპორინების, ეთაკრინის მჟავას ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ოტო- და ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
ინდომეტაცინთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება გენტამიცინის კლირენსის შემცირება, რაც ზრდის მის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში და ტოქსიკური მოქმედების განვითარების რისკს.
გენტამიცინისა და საინჰალაციო სანარკოზე საშუალებების, ოპოიდური ანალგეზიური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის განვითარების რისკი.
გენტამიცინისა და `მარყუჟოვანი~ დიურეზულების (ფუროსემიდი, ეთაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენებისას იზრდება გენტამიცინის კონცენტრაცია სისხლში და გვერდითი რეაქციების განვითარების რისკი.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

Don`t copy text!