მთავარი წაკითხვა გვერდი 800

გულის ტკივილი – სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ

გულის პრობლემები შეიძლება გამოვლინდეს მკერდის, ყელის, ზურგისა და მკლავის არეში ტკივილით. ასევე, მნიშვნელოვანი სიმპტომებია სუნთქვის უკმარისობა, ოფლიანობა, თავბრუსხვევა და გულისრევა. ამ ჩივილების ერთობლიობა განსაკუთრებულ ყურადღებასა და დაუყოვნებლივ სამედიცინო შეფასებას მოითხოვს. 

 

გულის ტკივილი ჯანმრთელობის ის პრობლემაა, რომელსაც დისკომფორტთან ერთად, შფოთვა და შიშიც ახლავს. ზოგჯერ, ადამიანებმა არ იციან, ზუსტად რასთან აქვთ საქმე და რომელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ექიმს. 

 

გულის ფიცრის ტკივილი, წვისა და სიმძიმის შეგრძნება, ჰაერის უკმარისობა – ეს იმ ჩივილების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რომლებიც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებზე მიუთითებდეს. 

 

თუ გაწუხებთ ისეთი შეგრძნებები, მაგალითად, როგორიცაა გულის წვა და ტკივილი, ამ სტატიას ყურადღებით გაეცანით. 

რა შეიძლება იყოს გულის არეში ტკივილის მიზეზი?

გულის ტკივილი შეიძლება სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ზოგიერთი მათგანი სრულიად უვნებელია, ზოგი კი სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ტკივილის ხასიათი, ხანგრძლივობა და თანმხლები სიმპტომები.

იმისთვის, რომ ტკივილი გულის არეში პირდაპირ საფრთხედ არ აღიქვათ, შესაძლო მიზეზები განვიხილოთ. 

პირველი ეს არის გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები – სტენოკარდია და მიოკარდიუმის ინფარქტი. ორივე მათგანი ცალ-ცალკე გავაანალიზოთ. სტენოკარდია არის მდგომარეობა, როდესაც გულის კუნთი დროებით საკმარისი რაოდენობის ჟანგბადით მდიდარ სისხლს ვერ იღებს. ტკივილი ძირითადად მომჭერი ხასიათისაა და დატვირთვის დროს ჩნდება. რაც შეეხება მიოკარდიუმის ინფარქტს, ეს ძალიან სერიოზული მდგომარეობა. ძლიერი, ხანგრძლივი ტკივილი, შეიძლება მარცხენა ხელისა და ყბის არეში გადავიდეს. შესაძლოა, მას თან ახლდეს ოფლიანობა და სუნთქვის გაძნელება. 

მეორე – კუნთოვანი ან ნერვული მიზეზები. ტკივილი გულის არეში შეიძლება გულმკერდის კუნთის დაჭიმვამ ან ნერვის გაღიზიანებამაც გამოიწვიოს. აღსანიშნავია, რომ ტკივილი ხშირად მოძრაობისას ან შეხებისას ძლიერდება.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები კიდევ ერთი შესაძლო მიზეზია. ის გულმკერდის არეში წვის შეგრძნებას იწვევს. აღსანიშნავია, რომ სიმპტომი განსაკუთრებით ჭამის შემდეგ ვლინდება. 

ფსიქოლოგიური ფაქტორები – რა თქმა უნდა, არ უნდა დაივიწყოთ ისეთი სერიოზული საკითხი, როგორიც მენტალური ჯანმრთელობაა. შფოთვა ან პანიკური შეტევა დისკომფორტის ხშირი მიზეზი ხდება. ამ შემთხვევაში, ტკივილი შეიძლება იყოს მწვავე, თან ახლდეს გულისცემის აჩქარება და სუნთქვის გაძნელება.

ფილტვების პრობლემები – კიდევ ერთი სერიოზული მიზეზია. ტკივილს შესაძლოა ფილტვის ინფექცია ან პლევრის გაღიზიანება იწვევდეს. ასეთ დროს, ტკივილი ღრმად ჩასუნთქვისას ძლიერდება.

ფაქტია, რომ გულის არეში ტკივილი შესაძლოა მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა პრობლემებზე არ მიანიშნებდეს და მას სულ სხვა მიზეზი ჰქონდეს. ამიტომაც, თუ მსგავსი სიმპტომები გაწუხებთ, საჭიროა სპეციალისტთან კონსულტაცია გაიაროთ. 

კონკრეტულად რომელი სიმპტომები მიუთითებს გულის პრობლემებზე? 

გულის ტკივილი სხვადასხვანაირად ვლინდება. თუმცა, არსებობს კლასიკური ნიშნები, რომელთა ცოდნითაც ზოგჯერ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაც კი შესაძლებელია. ახლა სწორედ იმ ძირითად სიმპტომებზე გიამბობთ, რომლებიც მიანიშნებს, რომ ტკივილი შეიძლება გულიდან მოდიოდეს. 

ტკივილის ხასიათი და ლოკალიზაცია

გულის ტკივილი იშვიათად არის „წერტილოვანი“ ან ჩხვლეტითი. პაციენტები მას ხშირად აღწერენ, როგორც ზეწოლის ან სიმძიმის შეგრძნებას. თითქოს მკერდზე ლოდი ადევთ ან მარწუხებში არიან მოქცეული. გარდა ამისა, ამბობენ, რომ გულის წვა და ტკივილი აწუხებთ. ეს არის დისკომფორტი, რომელიც თავს იჩენს მკერდის ძვლის უკან და შეიძლება კუჭის წვასაც წააგავდეს.ტკივილი, ძირითადად, მკერდის შუა ნაწილში ან მარცხნივაა ლოკალიზებული, თუმცა შეიძლება მთელ გულმკერდზე გავრცელდეს.

ტკივილის გავრცელება (ირადიაცია)

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ გულის პრობლემების დროს ტკივილი ხშირად სხეულის სხვა ნაწილებსაც „გადაეცემა“.

მისი გავრცელების არეალი შეიძლება შემდეგი იყოს:

  • მარცხენა ხელი და მხარი (ზოგჯერ ორივე ხელი);
  • ქვედა ყბა;
  • კისერი და ყელის არე;
  • ბეჭებს შორის ან ზურგი.

შესაბამისად, თუ რომელიმე ამ არეში დისკომფორტი გაწუხებთ, შესაძლოა, ეს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემაზე მიანიშნებდეს.

თანმხლები სიმპტომები

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მთავარი ნიშანი ყოველთვის მხოლოდ გულმკერდის ტკივილი არ არის. ხშირად მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:

  • ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი: სუნთქვის უკმარისობის შეგრძნება მცირე ფიზიკური დატვირთვისას ან მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი;
  • ოფლიანობა: ცივი ოფლი, რომელიც თავს უეცრად იჩენს;
  • გულისრევა ან ღებინება: ხშირად ამას შეცდომით საკვებით მოწამვლას მიაწერენ ხოლმე;
  • თავბრუსხვევა და სისუსტე: გონების დაკარგვის შეგრძნება.

გულის ტკივილის დიაგნოსტიკა

გულის ტკივილის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დასადგენად აუცილებელია დროული ვიზიტი კარდიოლოგთან. კლინიკაში შესაძლოა ისეთი კარდიოლოგიური კვლევები ჩაგიტარონ, როგორიცაა ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) და მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ). ეკგ საშუალებას იძლევა შეფასდეს გულის რიტმი და იშემიის ნიშნები, ხოლო მრტ აჩვენებს გულის სტრუქტურის დეტალურ სურათს.

ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი – რა კავშირშია ერთმანეთთან?

 

აღსანიშნავია, რომ ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი ხშირად ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სიმპტომებია. ეს იმიტომ, რომ ორივე შეიძლება ერთი და იმავე მიზეზით იყოს გამოწვეული – ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების დარღვევით. 

 

როდესაც გული თავის ფუნქციას სრულფასოვნად ვერ ასრულებს და საკმარის სისხლს ვერ ტუმბავს, ქსოვილებს ჟანგბადი აკლდება. ეს კი როგორც გულმკერდის ტკივილს, ასევე სუნთქვის გაძნელებას იწვევს. 

 

მსგავსი მდგომარეობა გვხვდება, მაგალითად, სტენოკარდიის დროს, როდესაც გულის კუნთი დროებით საკმარის სისხლს ვერ იღებს. განსაკუთრებით საშიშია მიოკარდიუმის ინფარქტი, როდესაც სისხლის მიწოდება მკვეთრად ირღვევა და გულის კუნთი ზიანდება. ამ დროს ტკივილს ხშირად ახლავს ჰაერის მწვავე უკმარისობა, სისუსტე და ცივი ოფლი. თუმცა ეს ორი სიმპტომი მხოლოდ გულის პრობლემაზე არ მიუთითებს – ისინი შეიძლება სულ სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. 

გახსოვდეთ, რომ ჰაერის უკმარისობა და გულის ტკივილი ის სიმპტომები, რომლებიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. 

როდის არის მდგომარეობა საგანგაშო?

გულის წვა და ტკივილი ზოგჯერ სიცოცხლისთვის საშიშია. იმისთვის, რომ გართულებები თავიდან აირიდოთ, საჭიროა ექიმს მიმართოთ და თქვენი სიმპტომების შესახებ მოუყვეთ. 

ამავდროულად კი, არის შემთხვევები, როდესაც სასწრაფო რეაგირებაა საჭირო. 

თუ ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, არ გადის დასვენებისას და თან ახლავს ძლიერი შიში, სამედიცინო დახმარება უნდა გამოიძახოთ. 

მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ, რომ ქალებში, დიაბეტით დაავადებულებსა და ხანდაზმულებში გულის შეტევა შეიძლება ტიპური ტკივილის გარეშე  მიმდინარეობდეს. ამ დროს ადამიანს მხოლოდ ძლიერი სისუსტე, უჰაერობა და კუჭის არეში დისკომფორტი აღენიშნება. სწორედ ამიტომ, საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხვალისთვის ნუ გადადებთ. 

ხშირად დასმული კითხვები – FAQ

შეიძლება თუ არა გულის ფიცრის ტკივილი სხვა მიზეზით იყოს გამოწვეული?

დიახ, ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთოვანი ან ნერვული სისტემა, კუჭ-ნაწლავისა და ფილტვის პრობლემები. ასევე, ფსიქოლოგიური ფაქტორები. 

როდის უნდა გამოვიძახოთ სასწრაფო დახმარება?

დაუყოვნებლივ მიმართეთ მედიკოსებს, თუ ტკივილი 5 წუთზე მეტხანს გრძელდება, ტკივილი არ ქრება მოსვენებულ მდგომარეობაში და თან ახლავს სიკვდილის შიში, ცივი ოფლი, გულისრევა ან თავბრუსხვევა.

ვინ არიან „ატიპიური” სიმპტომების რისკის ქვეშ?

ქალებში, ხანდაზმულებსა და დიაბეტით დაავადებულებში გულის შეტევა შეიძლება მკერდის ტკივილის გარეშე წარიმართოს.

კოლაგენი სახსრებისთვის: ბუნებრივი გზა მოქნილობისა და კომფორტის აღსადგენად

 კოლაგენი სახსრებისთვის უმნიშვნელოვანესი სტრუქტურული ცილაა, რომელიც აღადგენს ხრტილოვან ქსოვილს, ამცირებს დატვირთვას ძვლებს შორის და უზრუნველყოფს მოძრაობის თავისუფლებას. მისი მიღება ხელს უწყობს ანთების შემცირებას და სახსრების მოქნილობის დაბრუნებას, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობისა და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია.

წარმოიდგინეთ დილა, როდესაც გაღვიძებისთანავე პირველი ნაბიჯის გადადგმა სიმძიმის შეგრძნებასთან ასოცირდება. კიბეზე ასვლა ადრე თუ შეუმჩნეველი ქმედება იყო, ახლა დიდ ძალისხმევას მოითხოვს. თანაც, შესაძლოა მუხლები უჩვეულო ხმას გამოსცემდნენ. მეტიც, ბევრი ადამიანისთვის პარკში სეირნობაც კი გამოწვევად იქცევა, რადგან სახსრების წამიერი ბასრი ტკივილი აიძულებთ, შეჩერდნენ და დაისვენონ. ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური დისკომფორტი; ეს არის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც განწყობასა და სოციალურ აქტივობაზე მოქმედებს. 

რა როლს ასრულებს კოლაგენი – რაში ეხმარება სახსრებს რეალურად? 

სახსარი რთული მექანიზმია, სადაც ძვლების დაბოლოებები დაფარულია ხრტილით. ეს უკანასკნელი მოქმედებს, როგორც დამცავი ფენა. მის სიმტკიცეზე კი სწორედ ცილოვანი ბოჭკოები აგებენ პასუხს. როდესაც ორგანიზმში მათი დონე იკლებს, ხრტილი თხელდება, კარგავს ელასტიურობას და იწყება მისი დეგენერაცია.

რეალურად, დანამატის მიღება ორგანიზმს იმ ამინომჟავებს აწვდის, რომლებიც დაზიანებული უბნების „შესაკეთებლადაა“ საჭირო. ის ხელს უწყობს სინოვიალური სითხის რაოდენობის შენარჩუნებას, რომელიც სახსრის შიგნით ერთგვარი საპოხი მასალის ფუნქციას ასრულებს. შედეგად, მცირდება ხახუნი, ქრება დისკომფორტი მოძრაობისას და სახსრები ფიზიკური დატვირთვის მიმართ უფრო გამძლე ხდება.

რა განსხვავებაა სხვადასხვა ტიპის კოლაგენს შორის ( I, II, III) სახსრებისთვის

ბაზარზე არსებული მრავალფეროვნების გამო, ხშირად რთულია იმის გაგება, თუ რომელი ტიპია კონკრეტული საჭიროებისთვის ეფექტური. პირველი (I) და მესამე (III) ტიპის პეპტიდები ძირითადად კანის, თმისა და ფრჩხილების სტრუქტურაზე მოქმედებენ. თუმცა, როდესაც საქმე სახსრებსა და ხრტილებს ეხება, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეორე (II) ტიპს.

სწორედ მეორე ტიპის ბოჭკოები ქმნიან ხრტილის მატრიქსს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ კოლაგენი სახსრებისთვის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ პროდუქტებს, რომლებიც ჰიდროლიზებულ მეორე ტიპის პეპტიდებს შეიცავენ. ჰიდროლიზი ცილის მოლეკულას მცირე ნაწილებად შლის, რაც უზრუნველყოფს მის სწრაფ ტრანსპორტირებას პირდაპირ დაზიანებულ სახსრებში.

რამდენ ხანში მოქმედებს არკოკოლაგენი?

ორგანიზმის აღდგენითი პროცესები არ არის მომენტალური. შემაერთებელი ქსოვილები ნელა ახლდება, ამიტომაც შედეგის მისაღწევად თანმიმდევრულობაა საჭირო. არკოკოლაგენი შექმნილია იმგვარად, რომ მისი კომპონენტები ორგანიზმში ეტაპობრივად დაგროვდეს.

ჩვეულებრივ, პირველი დადებითი ცვლილებები – მოძრაობის სიმსუბუქე და ტკივილის შემცირება რეგულარული მიღებიდან 4-დან 8 კვირამდე პერიოდშია შესამჩნევი. არკოკოლაგენი უზრუნველყოფს ხრტილის კვებას არა მხოლოდ ცილით, არამედ მასში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით, რაც რეგენერაციის პროცესს აჩქარებს. მაქსიმალური და სტაბილური ეფექტისთვის კი რეკომენდებულია 3-თვიანი კურსის გავლა, რათა ქსოვილებმა სრულფასოვანი განახლება მოასწრონ.

ენდეთ ხარისხს – არკოკოლაგენი

ხარისხიანი დანამატის შერჩევა ისეთი პროდუქტის პოვნას ნიშნავს, რომელიც მაქსიმალურად ბიოშეღწევადია. ფრანგული ბრენდის მიერ წარმოებული არკოკოლაგენი თავისი სუფთა ფორმულით გამოირჩევა. ის ზედმეტ დანამატებს არ შეიცავს და უშუალოდ სახსრების ფუნქციურ მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. მასში შემავალი ჰიალურონის მჟავა და მაგნიუმი კიდევ უფრო აძლიერებს მოქმედებას. ეს მას საიმედო საშუალებად აქცევს მათთვის, ვისაც აქტიური ცხოვრების დაბრუნება სურს.

გაითვალისწინეთ, რომ სწორად შერჩეული კოლაგენი სახსრებისთვის არის ინვესტიცია საკუთარ მობილობაში. არკოკოლაგენი ეხმარება სხეულს, დიდხანს შეინარჩუნოს ის ბუნებრივი რესურსი, რომელიც წლების განმავლობაში იკლებს. მოძრაობის თავისუფლება და დღის განმავლობაში მიღებული კომფორტი ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი ფაქტორებია, რომელთა დაცვაც მეცნიერულად დასაბუთებული და მაღალი სტანდარტების მქონე საშუალებებით შესაძლებელია.

ხშირად დასმული კითხვები

რა ასაკიდან არის რეკომენდებული, საკვები დანამატის სახით, კოლაგენი სახსრებისთვის?

პროფილაქტიკისთვის მისი მიღება 35-40 წლიდან არის სასურველი. თუმცა სპორტსმენებისთვის ან მათთვის, ვინც მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებს, კურსის დაწყება უფრო ადრეც, დისკომფორტის პირველივე ნიშნებისას არის შესაძლებელი.

აქვს თუ არა მნიშვნელობა მიღების დროს (დილას თუ საღამოს)?

ოპტიმალური ათვისებისთვის რეკომენდებულია მისი მიღება დილით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუმცა, თუ კუჭის მგრძნობელობა გაწუხებთ, პრეპარატის მიღება საკვებთან ერთადაც სრულებით დასაშვებია.

რა არის შესაძლო გვერდითი მოვლენები?

ჰიდროლიზებული ფორმები, როგორც წესი, ძალიან კარგად აიტანება. იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა ინდივიდუალური ალერგია ან მცირე მეტეორიზმი გამოვლინდეს, რაც ჩვეულებრივ ორგანიზმის შეჩვევის პროცესს უკავშირდება.