wvima da sporti

თუ თქვენ გრძელვადიან სპორტულ ტურნირს გეგმავთ, 25 დღის ამინდის პროგნოზი დაგეხმარებათ სწორი მომზადების პროცესში, მით უფრო, თუ შეჯიბრი ისეთ ქალაქში ტარდება, სადაც ნალექი ხშირია, მაგალითად, როგორიცაა ამინდი ქუთაისში. ეკიპირება, ფიზიკური მომზადება და ტაქტიკური სქემები ყოველთვის მეტეოროლოგიურ მონაცემებზე უნდა იყოს მორგებული.

წვიმა, თავსატეხი ფეხბურთში

ფეხბურთში სველი მოედანი ხშირად ხდება ე.წ. “შემთხვევითი” გოლების მიზეზი. ბურთი სველ ბალახზე სხვანაირად მოძრაობს – ის უფრო მძიმეა და მისი ტრაექტორიის გამოცნობა რთულდება. ეს განსაკუთრებით დიდ პრობლემას უქმნის მეკარეებს. გარდა ამისა, სველ გაზონზე ტრავმიანობის რისკიც იზრდება, რადგან მოთამაშეების საყრდენი ფეხი ხშირად სრიალებს. ამიტომ, მწვრთნელები წვიმიან ამინდში ხშირად ირჩევენ უფრო დაცვით ტაქტიკას და ერიდებიან ზედმეტ რისკებს.

რა კავშირშია ქარი ველორბოლასთან

ინდივიდუალურ სახეობებში, როგორიცაა მძლეოსნობა ან ველორბოლა, ქარი გადამწყვეტია. ველორბოლისას წინა ქარი სპორტსმენს აიძულებს 30%-ით მეტი ენერგია დახარჯოს იმავე სიჩქარის შესანარჩუნებლად, რასაც წყნარ ამინდში დახარჯავდა. სწორედ ამიტომ, ველომრბოლელები ხშირად “ჯგუფურად” მოძრაობენ, რათა ჰაერის წინააღმდეგობა შეამცირონ. მძლეოსნობაში კი, ზურგის ქარი 2 მ/წმ-ზე მეტი სიჩქარით ნიშნავს, რომ რეკორდი ოფიციალურად აღარ ჩაითვლება.

სიცხე როგორც გამოწვევა

მაღალი ტემპერატურა და სიცხე კიდევ ერთი დიდი გამოწვევაა. 30 გრადუსზე მეტ სიცხეში სპორტსმენის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ორმაგი დატვირთვით მუშაობს. ორგანიზმი ოფლის გამოყოფით ცდილობს გაგრილებას, რაც იწვევს სითხისა და ელექტროლიტების სწრაფ კარგვას. თუ ჰიდრატაციის პროცესი წინასწარ არ არის დაგეგმილი, სპორტსმენის პროდუქტიულობა მკვეთრად ეცემა, რაც პირდაპირ აისახება საბოლოო შედეგზე.

ბუნების ფაქტორი სპორტს მოულოდნელობებით სავსეს და საინტერესოს ხდის. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები ვითარდება, ამინდი მაინც რჩება იმ ძალად, რომლის გაკონტროლებაც შეუძლებელია.

Facebook კომენტარები

600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია
600 ევრომდე ფრენის კომპენსაცია