3.10 ლარი
2.97 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: იმედი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
3.10 ლარი
2.97 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: იმედი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
10.50 ლარი
9.87 ლარი
ქვეყანა: სომხეთი
მწარმოებელი: ლიქვორი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქოლესტილი
200მგ ტაბლეტები
ჰიმეკრომონი
გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას ვინაიდან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
– ინსტრუქცია უნდა შეინახოთ საჭიროებისას ხელახლა წასაკითხად
– ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს
– სამედიცინო პროდუქტი გამოწერილია განსაკუთრებული პირისთვის. დაუშვებელია მისი ხელმისაწვდომობა სხვებისთვის. პრეპარატი შესაძლოა საზიანო იყოს სხვა პირისთვის მაშინაც კი, თუ დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.
– ნებისმიერი არასასურველი სიმპტომების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემულ ინსტრუქციაში საჭიროა ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის ინფორმირება. იხ. თავი 4.
ინსტრუქციის შინაარსი
1. რა არის ქოლესტილი და რა სახის სამედიცინო მდგომრეობებისთვის გამოიყენება
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია ქოლესტილის გამოყენებამდე
3. ქოლესტილის მიღების წესი
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
5. შენახვის პირობები
6. კონტეინერის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
1. რა არის ქოლესტილი და რა სახის სამედიცინო მდგომრეობებისთვის გამოიყენება
ჰიმეკრომონი არის კუმარინის წარმოებული. ახასიათებს სპაზმოლიზური მოქმედება სანაღვლე გზების და ოდის სფინქტერის გლუვ კუნთებზე, ის ზრდის ნაღველის სეკრეციას და მის გამოყოფას სანაღვლე არხებით.
მოცემული მოქმედება იწვევს ქოლესტაზის და მოკავშირე სიმპტომების შემცირებას და ზრდის ქოლესტეროლის ელუაციას რაც ხელს უშლის ქოლესტერინის და ნაღვლის კენჭების წარმოქმნას.
ჩვენებები:
– დამატებით სპაზმური სანაღვლე გზების, დისკინეზიის, დისპეფსური დარღვევების სიმტპომურ მკურნალობაში
– სანაღვლე არხების ფუნქციური დარღვევა პაციენტებში გაურთულებელი ქოლელითიაზით
– პოსტოპერაციული ნაღვლის ბუშტი და სანაღვლე არხის სტატუსი და ასევე უმადობის, გულისრევის და ყაბზობის დროს რაც უკავშირდება ნაღვლის შემცირებულ სეკრეციას.
2. მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებამდე
როდის არ უნდა მიიღოთ ქოლესტილი
– ჰიმეკრომონის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მითითებულია პუნქტში 6)
– სანაღვლე გზების ობსტრუქცია
– ღვიძლის და/ან თირკმლის მწვავე უკმარისობა
– პაციენტებში წყლულოვანი კოლიტით და კრონის დაავადებით
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
ქოლესტილით თერაპიამდე, პაციენტს ურჩევენ კონსულტაციისთვის მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
თერაპია უნდა შეწყდეს ღვიძლის და/ან თირკმლის დისფუნქციის სიმპტომების დროს
საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია მაშინაც კი, თუ ასეთი მდგომარეობები იყო წარსულში.
ქოლესტილი და სხვა სამედიცინო პროდუქტები
საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება თანმხლებად მიღებული პრეპარატების შესახებ, მათ შორის რომელთა მიღებაც უნდა მოხდეს შემდგომში.
– მორფინი თრგუნავს ჰიმეკრომონის მოქმედებას
– ჰიმეკრომონის და მეტოკლოპრამიდის ერთობლივი თერაპია იწვევს ორივე თერაპიული საშუალების დასუსტებას
ქოლესტილი სასმელთან და საკვებთან ერთდ
პრეპარატი მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე
ქოლესტილი პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის დაავადებებით
პრეპარატი არ მიიღება პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის უკმარისობით.
ქოლესტილი ხანდაზმულ პაციენტებში
არ არსებობს ხანდაზმულებში დოზის ცვლილების აუცილებლობა.
ორსულობა და ლაქტაცია
თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე. არ არსებობს მონაცემები ორსულობის დროს პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჰიმეკრომონის თერაპია ორსულებში შესაძლებელია მაშინ, როდესაც პრეპარატის მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს. პრეპარტის მიღებამდე საჭიროა ექიმთან კოსნულტაცია.
არ არსებობს მონაცემები პრეპარატის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ლაქტაციის პერიოდში.
სამედიცინო პროდუქტის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა
პრეპარატი არ არღვევს ფსიქოფიზიკურ უნარს, ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობას.
3. ქოლესტილის მიღების წესი
პრეპარატი ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
ეჭვის შემთხვევაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
მოზრდილები: 200-400 მგ (1-2 ტაბლეტი) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, სამჯერ დღეში ორი კვირა. ტაბლეტები არ იყოფა. როდესაც გაქვთ შთაბეჭდილება რომ ქოლესტილის ეფექტი ძალიან ძლიერი ან სუსტია, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
ქოლესტილის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება
არ არსებობს ინფორმაცია პრეპარტის ჭარბი დოზირების შესახებ.
პრეპარატის ჭარბი დოზის მიღებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.
ქოლესტილის მიღების გამოტოვება
ქოლესტილის გამოტოვებული დოზა უნდა მიიღოთ დაუყოვნებლივ.
არ არის რეკომენდებული ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატს, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
მთლიანობაში, ქოლესტილი კარგად გადაიტანება. შესაძლოა აღინიშნოს დიარეა, შებერილობა ან ზეწოლა კუჭზე და ჰიპერმგრძნობელობა.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მათ შორის ისეთის რომელიც არ არის მოცმული ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, საჭიროა ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან კონსულტაცია.
გვერდითი ეფქტების შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ პრეპარატების, სამედიცინო და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის სამედიცინო პროდუქტების ეფექტების მონიტორინგის დეპარტამენტში:
იერუსალიმის ხეივანი 181C, 02-222 ვარშავა, ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309
ელ.ფოსტა: [email protected]
გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეიძლება მწარმოებლისთვის.
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შესაძლებელია სამედიცინო პროდუქტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება.
5. ქოლესტილის შენახვი სპირობები
ქოლესტილის შენახვა უნდა მოხდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მისი შენახვა უნდა მოხდეს ორიგინალ კონტეინერში არაუმეტეს 25°C-ზე. პროდუქტი არ გამოიყენება კონტეინერზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.
დაუშვებელია პრეპარტების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ფარმაცევტი გირჩევთ გამოუყენებელი პრეპარატების გადაგდების შესახებ. მსგავსი საქციელით დაიცავთ გარემოს.
6. კონტეინერის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს სამედიცინო პროდუქტი ქოლესტილი
პროდუქტის აქტიური ნივთიერებაა ჰიმეკრომონი
ერთი ტაბლეტი შეიცავს 200მგ ჰიმეკრომონს.
სხვა დამხმარე ნივთიერებებია კარტოფილის სახამებელი, A ტიპის ჟელატინი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
ქოლესტილის აღწერა და კონტეინერის შემადგენლობა
თეთრი ტაბლეტები ან მოყვითალო ფერის მრგვალი, ორმხრივად ბრტყელი, ერთ მხარეს ამოტვიფრულია ასო „Ch”
ტაბლეტები მოთავსებულია პვქ/ალ ფოლგის ბლისტერზე ან პოლიეთილენის კონტეინერებში მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
კონტეინერი მოიცავს 50 ტაბლეტს.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
ს.ს. ადამედ ფარმა
პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნუვი
მწარმოებელი
ს.ს. ადამედ ფარმა
პიენკოვი, მ. ადამკევიჩის ქ. 6ა
05-152 ჩოსნუვი
დიკლოფენაკი
საინექციო ხსნარი 25 მგ/მლ.
(DICLOFENAC)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: დიკლოფენაკი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
გამჭვირვალე უფერო ან მოყვითალო ფერის ხსნარი.
შემადგენლობა:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნატრიუმის დიკლოფენაკს – 25 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 25 მგ/მლ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება. ათქ-კოდი: M01AB05.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის დიკლოფენაკი ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი მოქმედებით.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია არაქიდონის მჟავას ციკლის მთავარი ფერმენტის _ ციკლოოქსიგენაზას ინჰიბირებით და პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც ძირითად როლს თამაშობენ ორგანიზმში ანთებითი პროცესების განვითარებაში. პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას, ჰიპოთალამუსში აქვეითებს თერმორეგულაციის ცენტრის მგრძნობელობას პიროგენების მოქმედების მიმართ, რომლებიც წარმოიქმნებიან ორგანიზმის მიერ ინფექციური აგენტებისა და ტოქსინების საპასუხოდ. ამის შედეგად მატულობს კანის სისხლმომარაგება, ოფლის გამოყოფა და სითბოს გაცემა.
დიკლოფენაკი ამცირებს ძლიერ და ზომიერად გამოხატულ ტკივილს. ტრავმისა და ოპერაციის შემდგომ პერიოდში იგი სწრაფად ამცირებს ტკივილს (როგორც სპონტანურს, ასევე მოძრაობით გამოწვეულს), ანთების და ჭრილობების შედეგად განვითარებულ შეშუპებას, ეფექტურად ხსნის შაკიკის შეტევითა და პირველადი დისმენორეით გამოწვეულ ტკივილს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ნატრიუმის დიკლოფენაკის პარენტერული შეყვანისას Cmax სისხლის პლაზმაში აღწევს 10-20 წთ-ში.
განაწილება: ნატრიუმის დიკლოფენაკის კავშირი პლაზმის ცილებთან შეადგენს 99.7%-ს (ძირითადად ალბუმინებთან). იგი აღწევს სინოვიალურ სითხეში, სადაც მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2-4 სთ-ით უფრო გვიან, ვიდრე სისხლის პლაზმაში.
მეტაბოლიზმი: პრეპარატის აქტიური ნივთიერების 50% ღვიძლში განიცდის პირველად მეტაბოლიზმს.
ელიმინაცია: მიღებული დოზის დაახლოებით 60% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით თირკმელების საშუალებით, 1%-ზე ნაკლები უცვლელი სახით ექსკრეტირდება შარდთან ერთად, ხოლო დანარჩენი – ღვიძლის მიერ მეტაბოლიტების სახით.
პრეპარატი არ ხასიათდება კუმულაციის თვისებით.
აქტიური ნივთიერების სისტემური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 263 მლ/წთ-ში. პლაზმიდან პრეპარატის Т1/2 შეადგენს 1-2 სთ-ს, სინოვიალური სითხიდან _ 3-6 სთ-ს.
ჩვენება:
• მწვავე ან ქრონიკული რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი,
მაანკილოზებელი სპონდილიტი, პოდაგრა;
• ტკივილით, ანთებითი პროცესით და შეშუპებით მიმდინარე პოსტტრავმული და
პოსტოპერაციული პერიოდი;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეგენერაციული და ქრონიკული ანთებითი
დაავადებები (ოსტეოქონდროზი, ოსტეოართროზი, პერიართროპათიები);
• რბილი ქსოვილების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის
(დაჭიმულობა, დაჟეჟილობა) ტრავმის შემდგომი ანთებები;
• ტკივილი ხერხემლის არეში, ნევრალგია, მიალგია, ართრალგიები;
• ტკივილით მიმდინარე გინეკოლოგიური დაავადებები;
• შაკიკით გამოწვეული ტკივილი;
• ნაღვლის ბუშტის და/ან თირკმლის კოლიკა;
• LOR – ორგანოების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები.
მიღების წესი და დოზირება:
დიკლოფენაკი ინიშნება ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად.
მკურნალობის კურსი შეადგენს 2-5 დღეს.
მწვავე ტკივილის დროს ინტრამუსკულარული ინექციის დღიური დოზა შეადგენს 75 მგ-ს. საჭიროებისას (ნაღვლის ბუშტის ან თირკმლის კოლიკა) დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 150 მგ-მდე (1 ამპულა 2-ჯერ დღეში).
ინტრავენურად პრეპარატი შეყავთ წვეთოვნად, ინფუზიის სახით.
1 ამპულა (75 მგ) იხსნება 100-500 მლ Nacl – ის 0.9%-იან ან დექსტროზის 5%-იან ხსნარში.
ინფუზიისათვის მომზადებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე.
პოსტოპერაციული ტკივილის სინდრომის მკურნალობის დროს ინტრავენურად შეყავთ 75 მგ 30-120 წთ-ის განმავლობაში. საჭიროებისას პრეპარატი შეყავთ განმეორებით, რამოდენიმე სთ-ის შემდეგ.
დიკლოფენაკის მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 150 მგ-ს.
პოსტოპერაციული ძლიერი ტკივილის კუპირებისათვის პრეპარატი შეყავთ დარტყმითი დოზით _ 25-50 მგ 15-60 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ ინფუზია გრძელდება სიჩქარით 5 მგ/სთ, მაქსიმალური დღიური დოზის (150 მგ) მიღწევამდე.
გვერდითი მოვლენები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, ტკივილი ეპიგასტრიუმის მიდამოში, დისპეფსია, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, იშვიათად _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიული დაზიანება, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და პერფორაცია, სტომატიტი, გლოსიტი.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნებადობა, ძილის დარღვევა, იშვიათად _ პარესთეზიები, მხედველობის დარღვევა, კრუნჩხვები, ტრემორი.
შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ: იშვიათად _ პროტეინურია, ჰემატურია, ნეფროზული სინდრომი.
ღვიძლის მხრივ: იშვიათად ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე.
სისხლის სურათის მხრივ: იშვიათად _ თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია.
ალერგიული რეაქციები: იშიათად _ გამონაყარი კანზე, ქავილი.
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ინექციის დროს _ ადგილობრივად წვის შეგრძნება.
სხვადასხვა: იშვიათია ასთმა, ალერგიული რეაქციები, ანაფილაქტოიდურის ჩათვლით.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები; ერითროპოეზის პროცესის დარღვევა; გულის, ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა; მძიმე არტერიული ჰიპერტენზია; პორფირია (ანამნეზში); ბრონქული ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან მწვავე რინიტი, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილმჟავას ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღებით; 16 წლამდე ასაკი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დიკლოფენაკის დიგოქსინთან და ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციის მომატება.
დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ნეფროტოქსიკურობის რისკი. დიკლოფენაკისა და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზული საშუალებების ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის შრატში კალიუმის დონის მატებას.
მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ტოქსიკურობა, მისი ორგანიზმიდან გამოყოფის შემცირების გამო.
სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას მათი ეფექტურობა მცირდება.
დიკლოფენაკის ციკლოსპორინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ციკლოსპორინის ნეფროტოქსიკურობის რისკის გაზრდა.
ჰიპერდოზირება:
სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, თავის ტკივილი, თირკმლის უკმარისობა, კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.
მკურნალობა: საჭიროა შემანარჩუნებელი და სიმპტომური თერაპიის ჩატარება.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.
ორსულობა და ლაქტაცია:
დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით ორსულობის III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.
გამოყენების თავისებურებები:
დიკლოფენაკი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის და თირკმლის ფუნქციის დარღვევით გამოწვეული დაავადებების, ანამნეზში _ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, დისპეფსიური მოვლენების, ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, გულის უკმარისობის დროს, აგრეთვე ხანდაზმულ პაციენტებში.
პრეპარატის მიღების პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან მატულობს გასტროინტესტინალური გართულებების, მათ შორის წყლულის ჩამოყალიბების რისკი.
დაუშვებელია ორი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების ერთდროული მიღება.
სიფრთხილეა საჭირო ოპერაციული ჩარევის საჭიროების შემთხვევაში, ვინაიდან დიდია სისხლდენის განვითარების რისკი.
შეფუთვა:
3 მლ საინექციო ხსნარი უფერო მინის ამპულაში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება 5 _25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
9.85 ლარი
9.26 ლარი
ქვეყანა: ინდოეთი
მწარმოებელი: უნიქ ფარმაცევტიკალ ლაბორატორიე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
ფსილო მუცილი
100% ნატურალური უჯრედისი
შემადგენლობა: მრავალძარღვას თესლის ჩენჩო (Psillium husk) 3 500მგ, მალტოდექსტრინი, ლიმონმჟავა, დამატკბობელი, ფორთოხლის არომატიზატორი, საღებავი.
ფარმაკოლოგიური თვისებები: ხელს უწყობს ნაწლავთა ბუნებრივი გაწმენდის პროცესს, გამოაქვს ტოქსინები ორგანიზმიდან, ამცირებს ქოლესტერინისა და გლუკოზის დონეს სისხლში და ინარჩუნებს ოპტიმალურ ნიშნულზე, ამცირებს მადას და ხელს უწყობს სხეულის მასის ნორმალიზებას.
ჩვენებები: ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი გავრცელებული პრობლემების სამკურნალოდ როგორიცაა ყაბზობა, დიარეა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, აგრეთვე ბუასილი; ასევე ამცირებს ქოლესტერინის დონეს, გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკს; გამოიყენება ორსულებში ნაწლავის დაცლის სიხშირის პრობლემებისას.
უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
გვერდითი მოვლენები: ცნობილი არ არის.
გამოყენების წესი და დოზირება: 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში:
1 საშე 3-ჯერ დღეში.
გახსენით პაკეტის შიგთავსი 200 მლ წყალში, მოურიეთ და დალიეთ მომზადებისთანავე – მრავალძარღვის თესლის ჩენჩო კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ჯირჯვდება წყლის ზემოქმედებით და იზრდება მოცულობაში.
შენახვის პირობები: შეინახეთ 150C-250C ტემპერატურაზე.
გამოშვების ფორმა: საშე №30
პრეპარატი არ არის სამკურნალწამლო საშუალება
– შემადგენლობაში შედის მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტები და არ შეიცავს ქიმიურ ნაერთებს.
მწარმოებელი: ფორტექს ნუტრასიუტიკალს ოოდ, ბულგარეთი.
საერთაშორისო დასახელება – diclofenac sodium
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – M01AB05
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები; ფენილძმარჟავას წარმოებულები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
კაფს. 100 მგ: 20 ც.
შენელებული მოქმედების ერთი კაფსულა შეიცავს 100 მგ დიკოფენაკის ნატრიუმს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს დიკლოფენაკს – ეგრეთწოდებული არასტეროიდული ანტიფლოგისტურების/ანალგეზიურების (ანთების საწინააღმდეგო და გამაყუჩებელი საშუალებები) ჯგუფის მოქმედ ნივთიერებას.
ჩვენებები
– სახსრების მწვავე ანთებები, პოდაგრის შეტევების ჩათვლით,
– სახსრების ქრონიკული ანთებები, კერძოდ, ზოგიერთი სახსრის ანთებები დაავადების ქრონიკული მიმდინარეობით (ქრონიკული პოლიართრიტი/რევმატიული ართრიტი),
– ხერხემლის ანთებითი-რევმატიული დაავადებები, მაგ., ბეხტერევის დაავადება (Spondylitis ankylosans), გაღიზიანების მდგომარეობები სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული მდგომარეობების დროს (ართროზები და სპონდილოართროზები),
– რბილი ქსოვილების “რევმატიული” დაზიანებები,
– მტკივნეული შეშუპებები ან ანთებები ტრავმების ან ოპერაციების შემდეგ.
მიღების წესები და დოზები
იმ შემთხვევაში, თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული:
დოზირება მოზრდილთათვის:
სადღეღამისო დოზის რეკომენდებული დიაპაზონი დაავადების სიმძიმის მიხედვით შეადგენს 50 და 150 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს. მოზრდილებში მიიღება დღეში ერთხელ შენელებული მოქმედების 1 კაფსულა. საჭიროების შემთხვევაში სადღეღამისო დოზის გაზრდა შეიძლება 150 მგ-მდე კუჭის წვენის მიმართ მდგრადი 1 ტაბლეტის დამატებით მიღების ხარჯზე, რომელიც შეიცავს 50 მგ მოქმედ ნივთიერებას.
დოზირება ბავშვებისა და მოზარდებისათვის:
მოქმედი ნივთიერების დიდი რაოდენობით შემცველობის გამო დიკლობერლი® რეტარდის დანიშვნა ბავშვებსა და მოზარდებში არ შეიძლება.
დიკლობერლი® რეტარდი მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. გამოყენების ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი ტრაქტი:
გასათვალისწინებელია ხშირი ჩივილები კუჭისა და ნაწლავის მხრივ, როგორებიცაა, მაგალითად, ღებინება, გულსირევა და დიარეა, ასევე უმნიშვნელო სისხლდენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, რომლებმაც გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება სისხლის ნაკლებობა გამოიწვიონ. ზოგჯერ შესაძლოა გამოვლინდეს საჭმლის მონელების დარღვევები, შებერილობა, სპაზმები მუცლის არეში, უმადობა, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულები (რომლებსაც განსაზღვრულ პირობებში ახლავს სისხლდენები ან პერფორაცია), იშვიათ შემთხვევებში – სისხლიანი გულისრევა, სისხლიანი განავალი ან სისხლიანი დიარეა. უფრო ძლიერი ტკივილების განვითარებისას, განსაკუთრებით ეპიგატსრიულ არეში, და/ან შავი განავლისას ამის შესახებ აუცილებლად უნდა ეცნობოს ექიმს. ცალკეულ შემთხვევებში არსებობს ცნობები პირის ლორწოვანი გარსის, ყაბზობის, ენის ანთების, საყლაპავის დაზიანების შესახებ, ჩივილები ტკივილების შესახებ ჰიპოგასტრიულ არეში (მაგალითად, მსხვილი ნაწლავის არასპეციფიური სისხლდენიანი ანთებები, კრონის დაავადების გაძლიერება (Morbus Crohn) ან მსხვილი ნაწლავის ანთება, რომელიც მიმდინარეობს წყლულებთან ერთად).
ცენტრალური ნერვული სისტემა
ზოგჯერ გასათვალისწინებელია ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევების განვითარება, როგორიცაა: თავის ტკივილი, აგძნებულობა, გაღიზიანება, უძილობა, დაღლილობა, სმენის დახშობის შეგრძნება და თავბრუსხვევა. ცალკეულ შემთხვევებში არსებობს ცნობები აღქმის უნარის დარღვევების, გემოს აღქმის დარღვევების, მხედველობის დარღვევების (ბუნდოვანი მხედველობა ან გამოსახულების გაორება), ყურებში შულის და სმენის გავლადი დარღვევების, მეხსიერების დაქვეითების, დეზორიენტირების, კრუნჩხვების, შიშის შეგრძნების, კოშმარების, კანკალისა და დეპრესიების შესახებ. ცალკეულ შემთხვევებში დიკლოფენაკის გამოყენების დროს აღწერილი იყო თავის ძლიერი ტკივილები, ღებინება, გულსირევა, სხეულის მაღალი ტემპერატურა, კეფის რიგიდულობა ან გონების დაბინდვა (სეპტიური მენინგიტის სიმპტომები). მითითება: ჩამოთვლილი სიმპტომების გამოვლენის ან გაძლიერების შემთხვევაში აუცილებელია სამკურნალო საშუალების გამოყენების შეწყვეტა და ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა.
კანი
ზოგჯერ აღინიშნა ჰიპერერგიული რეაქციები, როგორებიცაა, მაგალითად, გამონაყარი კანზე და ქავილი, იშვიათ შემთხვევებში – ჭინჭრის ციება ან თმის ცვენა. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კანზე გამონაყარი ბუშტუკების, ეგზემის, კანის გაწითლების (ერითემის) განვიტარებით, ჰიპერმგრძნობელობა სინათლის მიმართ, კანის წვრილლაქოვანი ჰემორაგიები (კანზე სისხლჩაქცევები) – ასევე გამოწვეული ალერგიული რეაქციებით – კანის მხრივ რეაქციების მძიმე ფორმები (სტივენს-ჯონსის სინდრომი, ლაიელის სინდრომი). ერთეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები, ცილები შარდში (პროტეინურია), სისხლი შარდში (ჰემატურია) ან თირკმელების დაზიანებები (ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროზული სინდრომი, თირკმელების კერტების ნეკროზი). ამიტომ რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.
ღვიძლი
იშვიათ შემთხვევებში გასათვალისწინებელია ღვიძლის დაზიანებების განვიტარება (სისხლის შრატში ღვიძლის ფერმენტების მნიშვნელობების მომატება, ღვიძლის სიყვითლიანი და უსიყვითლო ანთება, ცალკეულ შემთხვევებში – დაავადების მძიმე მიმდინარეობით).
კუჭქვეშა ჯირკვალი
ცალკეულ შემთხვევებში კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი).
სისხლი
იშვიათ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სისხლის წარმოქმნის ფუნქციის დარღვევები (ანემია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია). პირველ ნიშნებს შეიძლება განეკუთვნოს: სხეულის მაღალი ტემპერატურა, ყელის ტკივილები, ზედაპირული იარები პირში, გრიპისმაგვარი ჩივილები, პროსტრაციის მძიმე მდგომარეობა, კანქვეშა სისხლდენები და ცხვირიდან ცხვირიდან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. მიზანშეწონილი არ არის ამ მოვლენათა თვითმკურნალობა გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებებით. იმ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ხანგრძლივი თერაპია, რეკომენდებულია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ჰემოლიზური ანემია (სისხლნაკლებობა, გამოწვეული ერითროციტების დაშლის აჩქარებით).
სხვა გვერდითი მოქმედებები
იშვიათ შემთხვევებში, განსაკუთრებით ავადმყოფებში სისხლის მაღალი წნევით, შეიძლება აღინიშნოს მიდრეკილება სხეულში წყლის დაგროვების მიმართ (მაგალითად, პერიფერიული შეშუპებები).
შესაძლებელია მძიმე ჰიპერერგიული რეაქციები. ისინი შეიძლება გამოვლინდეს სახის, ენის შეშუპებით, ყელის შიდა შეშუპებით სასუნთქი გზების შევიწროვებით, თითქმის ასთმამდე მისული ჰაერის უკმარისობით, ტაქიკარდიით, არტერიული წნევის დაწევით სიცოცხლისათვის საშიშ შოკამდე. ამ სიმპტომების განვითარებისას, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის პირველივე მიღების დროს, აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა. ცალკეულ შემთხვევებში არსებობს მონაცემები გულის ფრიალის, მკერდის არეში ტკივილებისა და სისხლის მაღალი წნევის შესახებ.
მითითება:
ამ სამკურნალო საშუალებამ შეიძლება ისეთ დონეზე იმოქმედოს ავადმყოფის რეაქციაზე, რომ მას დაუქვეითდეს ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. ეს მდგომარეობა მძიმდება პრეპარატის გამოყენებისას ალკოჰოლთან ერთად.
უკუჩვენება
დიკლობერლი® რეტარდი გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
– ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების დიკლოფენაკის მიმართ,
– სისხლის წარმომქმნელი სისტემის ფუქნციის გაურკვეველი დარღვევები,
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები,
– ორსულობის დროს ბოლო სამი თვის განმავლობაში და
– ბავშვებსა და მოზარდებში.
დიკლობერლი® რეტარდის გამოყენება შეიძლება მხოლოდ სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფარდების კარგად შეფასების შემთხვევაში შემდეგ მდგომარეობებში:
– ინდუცირებული პორფირია (გარკვეული მეტაბოლური დარღვევები),
– სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები,
– ორსულობის დროს პირველი და მეორე სამი თვის მიმდინარეობისას,
– ლაქტაციის პერიოდი.
ექიმის განსაკუთრებული კონტროლი საჭიროა შემდეგ შემთხვევებში:
– პაციენტებში ტკივილის შეგრძნებებით კუჭისა და ნაწლავის არეში ან ავადმყოფებში, რომელთა ანამნეზში არის მონაცემები კუჭის ან ნაწლავის წყლულების ან ნაწლავის ანთებების შესახებ,
– ავადმყოფებში, თირკმელების ან ღვიძლის დაზიანებებით, მაღალი არტერიული წნევით და/ან გულის არასაკმარისი ფუნქციური მდგომარეობით (გულის უკმარისობით),
– ავადმყოფებში, რომლებმაც ცოტახნის წინ გადაიტანეს მძიმე ქირურგიული ჩარევები,
– ხანდაზმული პაციენტებში.
მხოლოდ სიფრთხილის გარკვეული ზომების დაცვის პირობით (როგორიცაა სიტუაციები, რომლებიც მოითხოვს ექსტრემალურ ჩარევას) დიკლობერლი® რეტარდის გამოყენება შეიძლება ავადმყოფებში, რომლებმაც გამოავლინეს ჰიპერმგრძნობელობა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ან ანალგეზიურების მიმართ, მაგალითად, ასთმის შეტევების, რეაქციების კანის მხრივ ან მწვავე ალერგიული სურდოს სახით. ავადმყოფები, რომლებსაც აწუხებთ ასთმა, ქრონიკული დაავადებები, რომლებსაც ახლავს ბრონქების შევიწროვება (ობსტრუქციული), სასუნთქი გზების დაავადებები, ალერგიული სურდო ან ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება (ეგრედწოდებული პოლიპები), რეაგირებენ სხვა ავადმყოფებზე უფრო ხშირად რევმატიზმის საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე ასთმის შეტევების, კანის ან ლორწოვანი გარსის ლოკალური შეშუპებით (ეგრედწოდებული კვინკეს შეშუპება) ან ჭინჭრის ციების სახით.
ორსულობა და ლაქტაცია
იმის გამო, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, ისეთებს, როგორიცაა მაგალითად, დიკლოფენაკი, შეუძლიათ გამოიწვიონ სამშობიარო შეტევების შეკავება და სისხლდენების მიმართ მიდრეკილების გაძლიერება, დიკლობერლი® რეტარდის გამოყენება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება. ცხოველებზე ჩატარებული ცდების შედეგებიდან გამომდინარე, არანაირი მტკიცებულება სიმახინჯის გამოწვევის შესახებ დღემდე არ არსებობს. მაგრამ, ადამიანებში ამ პრეპარატის გამოყენების არასაკმარისი გამოცდილების გამო, დიკლობერლი® რეტარდის გამოყენება რეკომენდებულია ორსულობის პირველი და მეორე სამი თვის განმავლობაში მხოლოდ ექიმის მიერ სარგებლისა და შესაძლო რისკის მკაცრად შეფასების პირობით. ეს მდგომარეობა ვრცელდება ;აქტაციის პერიოდზეც, ვინაიდან მოქმედი ნივთიერება უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია შემდეგ ურთიერთქმედებათა გათვალისწინება ამ პრეპარატსა და სხვა საშუალებებს შორის:
დიკლობერლი® რეტარდის და დიგოქსინის (საგულე საშუალებები) ან ლითიუმის (ანტიდეპრესიულები) პრეპარატების ერთად გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დიგოქსინის და, შესაბამისად, ლითიუმის დონის მომატება სისხლის შრატში. პრეპარატს შეუძლია შეასუსტოს გამაუწყლოვებელი საშუალებებისა (დიურეზულების) და არტერიული წნევის დამწევი პრეპარატების (ჰიპოტენზიური საშუალებების) მოქმედება. დიკლობერლი® რეტარდის და კალიუმის შემანარჩუნებელი დიურეზულების ერთად გამოყენება იწვევს სისხლში კალიუმის მაჩვენებლების გაზრდას (ჰიპერკალიემიას). გლუკოკორტიკოიდებთან (თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ჰორმონებთან) ან ანთების საწინააღმდეგო სხვა საშუალებებთან ერთად გამოყენება იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკის გაზრდას. მეტოტრექსატთან (უჯრედების ზრდის მამუხრუჭებელი მედიკამენტი) ერთად გამოყენებისას მის მიღებამდე ან მიღების შემდეგ 24 საათის განმავლობაში შეიძლება გაიზარდოს მეტოტრექსატის კონცენტრაცია და გაძლიერდეს მისი მავნე (ტოქსიკური) მოქმედება. აცეტილსალიცილის მჟავასთან (რომელსაც შეიცავს, მაგალითად, გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალებები) ერთად გამოყენებისას დიკლოფენაკის კონცენტრაციის დონე სისხლში მცირდება. დღემდე არანაირი ურთიერთქმედება შედედების საწინააღმდეგო საშუალებებსა და დიკლოფენაკს შორის აღმოჩენილი არ არის. მაგრამ ერთდროული თერაპიისას უსაფრთხოების მიზნით სისხლის შედედების რეგულარული რეგულარული კონტროლი. ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს (როგორიცაა დიკლოფენაკი-ნატრიუმი) შეუძლიათ გააძლიერონ ციკლოსპორინის (მოქმედი ნივთიერება მედიკამენტებში, რომლებიც ასუსტებენ ორგანიზმის დამცავ ძალებს, მაგალითად, ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს) მავნე მოქმედება თირკმელებზე.
ერთეულ შემთხვევებში არსებობს შეტყობინებები სისხლში შაქრის შემცველობის შეცვლის შესახებ დიკლოფენაკის მიღების შემდეგ, რის გამოც საჭიროა შესაბამისი გამოყენებული მედიკამენტის დოზის ადაპტაციის ცატარება, რომელიც გათვალისწინებულია სისხლში შაქრის შემცველობის შესამცირებლად.
შენახვის პირობები და ვადები
შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
ინახება სინათლისაგან და გაყინვისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
BERLIN-CHEMIE AG
გერმანია

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.