25.03 ლარი
23.02 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
25.03 ლარი
23.02 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
18.46 ლარი
17.35 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ლეკფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
49.97 ლარი
46.98 ლარი
ქვეყანა: ხორვატია
მწარმოებელი: ფარმას გროუპ
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
18.46 ლარი
17.35 ლარი
ქვეყანა: ბელორუსია
მწარმოებელი: ლეკფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
დომპერიდონი ABC
სწრაფად და ეფექტურად ხსნის:
გულისრევას;
ღებინებას;
გადავსების და დისკომფორტის შეგრძნებას ეპიგასტრიუმის არეში;
კუჭის შიგთავსის რეგურგიტაციას;
ჩვენებები:
დისპეფსიური სიმპტომების კომპლექსი, რომელიც ხშირად ასოცირდება კუჭის შენელებულ დაცლასთან, გასტროეზუფაგურ რეფლუქსთან და ეზოფაგიტთან:
გადავსების და ტკივილის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში;
მუცლის შებერილობა;
გულისრევა, ღებინება;
ბოყინი;
გულძმარვა.
გამოყენების წესი და დოზირება:
დომპერიდონის მიღება დაშვებულია მოზრდილებში და მოზარდებში 12 წლის ზემოთ (არანაკლებ 35 კგ-სა);
მოზრდილებსა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში: 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღე-ღამეში ჭამამდე 15-30 წუთით ადრე და საჭიროებისამებრ, ძილის წინ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 80მგ;
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა დომპერიდონის მიმართ;
სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;
კუჭ-ნაწლავის მექანიკური გაუვალობა ან პერფორაცია;
ჰიპოფიზის პროლაქტინმაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა)
კეტოკონაზოლის პერორალური ფორმების ერთდროული მიღება.
გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ იშვიათად ვლინდება: კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სპაზმი;
ალერგიული რეაქციების მხრივ იშვიათად ვლინდება: გამონაყარი და ჭინჭრის ციება.
გამოშვების ფორმა:
გაუმჭირვალე ბლისტერი; გარსით დაფარული 30 ტაბლეტი.
შენახვის წესი:
ინახება 150С- დან 300C – მდე ტემპერატურაზე. ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი.
აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
რა არის და რისთვის გამოიყენება კარსილ ფორტე
კარსილ ფორტე – არის სამკურნალო პრეპარატი, რომლის აქტიური შემადგენელი ნაწილია მცენარე ბაყაყურას ნაყოფისაგან იზოლირებული სილიმარინი. სილიმარინი, ღვიძლის დაზიანებულ უჯრედებში, ააქტიურებს ცილებისა და ფოსფოლიპიდების სინთეზს, ასტაბილურებს მათ უჯრედოვან მემბრანებს, თავისუფალი რადიკალების შებოჭვის გზით კი (ანტიოქსიდანტური მოქმედება) იცავს ღვიძლის უჯრედებს მავნე ზემოქმედებისაგან და ხელს უწყობს მათ აღდგენას.
კარსილ ფორტე გამოიყენება შემდეგი მდგომარეობებისას: ღვიძლის ტოქსიკური დაზიანება, გადატანილი ჰეპატიტის შემდგომი პერიოდი; არავირუსული წარმოშობის ქრონიკული ჰეპატიტი; ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია; ღვიძლის ციროზის კომპლექსური მკურნალობა; ალკოჰოლისა და სამკურნალო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენებისას ღვიძლისმიერი დაზიანების პროფილაქტიკის მიზნით; ქრონიკული ინტოქსიკაცია (მათ შორის, პროფესიული).
კარსილ ფორტეს გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ კარსილ ფორტე:
-თუ თქვენ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა სამკურნალო პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან მისი შემადგენელი სხვა ნაწილის მიმართ;
-12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში;
კარსილ ფორტეს გამოყენებისას მიაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება
-სილიმარინის შესაძლო ესტროგენომსგავსი ეფექტის გამო, პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა სპეციალისტის კონსულტაცია, თუ თქვენ გაწუხებთ ჰორმონალური დარღვევებით მიმდინარე დაავადებები (ენდომეტრიოზი, საშვილოსნოს მიომა, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეებისა და საშვილოსნოს კარცინობა, წინამდებარე ჯირკვლის კარცინომა).
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
შეატყობინეთ ექიმს ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც თქვენ იყენებთ ან იყენებდით ახლო წარსულში, მათ შორის იმ პრეპარატების შესახებ, რომლებიც გაიცემიან ურეცეპტოდ.
კარსილ ფორტემ შეიძლება შეამციროს პერორალური ჩასახვის საწინაღმდეგო პრეპარატებისა და იმ სამკურნალო საშუალებების ეფექტურობა, რომლებიც გამოიყენებიან ჰირმონალური ჩანაცვლებითი თერაპიის დროს.
ერთდროული გამოყენებისას შეიძლება გააძლიეროს ისეთი სამკურნალო საშუალებების ეფექტი, როგორებიც არიან დიაზეპამი, ალპრაზოლამი, კეტოკონაზოლი, ლოვასტატინი, ვინბლასტინი.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი
ნებისმიერი სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის რჩევა.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში კარსილ ფორტეს გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით, თუ დედის სარგებელი აღემატება პრეპარატის გამოყენებით ნაყოფისათვის მიყენებულ ზიანს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვა
კარსილ ფორტე არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია კარსილ ფორტეს ზოგიერთ შემადგენელ ნაწილზე
დამხმარე ნივთიერების სახით სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. შესაბამისია ცელიაკიის მქონე პირებისათვის. ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენებული ხორბალზე ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებისათვის (ცელიაკიისაგან განსხვავებული).
კარსილ ფორტეს შემადგენლობაში შედის ლაქტოზა. თუ თქვენ, თქვენი ექიმის მიერ ინფორმირებული ხართ რომელიმე შაქრის აუტანლობის შესახებ, მიმართეთ მას რჩევისთვის.
როგორ გამოიყენება კარსილ ფორტე
ყოველთვის გამოიყენეთ კარსილ ფორტე თქვენი ექიმის დანიშნულების შესაბამისად. თუ თქვენ არ ხართ რამეში დარწმუნებული, აუცილებლად მიმართეთ რჩევისათვის ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატს იღებენ შიგნით, სითხის საკმარისი რაოდენობის დაყოლებით.
მორდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები
ღვიძლის მძიმე დაზიანების მკურნალობა იწყება დოზით – 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ.
უფრო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის შემთხვევაში გამოიყენება დოზირება – 1 კაფსულა დღეში 1-2-ჯერ.
ქიმიური ინტოქსიკაციის პროფილაქტიკის მიზნით – დღეში 1-2 კაფსულა.
მკურნალობის კურსი გრძელდება არანაკლებ 3 თვე.
12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები
ბავშვებში გამოყენების შესახებ არსებული კლინიკური მონაცემები არ არის საკმარისი.
თუ თქვენ მიიღეთ კარსილ ფორტე ჭარბად
თუ თქვენ მიიღეთ დოზა, რომელიც აღემატება დანიშნულ დოზას, მიმართეთ რჩევისათვის თქვენ ექიმს.
თუ თქვენ დაგავიწყდათ კარსილ ფორტეს მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზის, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ მოახლოვდა შემდეგი დოზის გამოყენების დრო, მიიღეთ ის ჩვეულ რეჟიმში. გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით არ მიიღოთ ორმაგი დოზა. გააგრძელეთ პრეპარატის გამოყენება დანიშნულების შესაბამისად.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული დამატებითი კითხვებით მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, კარსილ ფორტემ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.
კარსილ ფორტე კარგად გადაიტანება. იშვიათად, ცალკეულ შემთხვევაში და ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს, შესაძლებელია განვითარდეს ისეთი გვერდითი მოქმედება, როგორიც არის: საჭმლის მონელების პროცესის დარღვევა, დიარეა; ერთეულ შემთხვევაში – გამონაყარი კანზე და ქავილი; ძალიან იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს არსებული ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება (ღებინება, თავბრუსხვევა). გვერდითი მოქმედება ატარებს გარდამავალ ხასიათს და გაივლის პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის დამძიმებისას ან ისეთი ეფექტის განვითარებისას, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.
კარსილ ფორტეს შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და შუქისაგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 25℃.
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ კარსილ ფორტე მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ სამკურნალო საშუალება საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ან გამდინარე წყალში. თუ საჭიროა პრეპარატის, რომელიც აღარ არის საჭირო, ნარჩენებში მოთავსება, მიიღეთ ფარმაცევტის რჩევა. ასეთი სახის ზომები ხელს შეწყობენ გარემოს დაცვას.
დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავენ კარსილ ფორტე
– თითოეული კაფსულა შეიცავს ბაყაყურას ნაყოფის (Silybi mariani fructus extractum siccum) მშრალი ექსტრაქტის 163,6-225 მგ, ექვივალენტური 90,0 მგ სილიმარინს სილიბინინის ფორმაში (HPLC).
– სხვა ინგრედიენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 101), ხორბლის სახამებელი, პოვიდონი K25, პოლისორბატი 80; კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური, უწყლო; მანიტოლი, კროსპოვიდონი (A ტიპი), ნატრიუმის ჰიდროგენკარბონატი, მაგნიუმის სტეარატი; მყარი ჟელატინისებური კაფსულა (ჟელატინი, E 171, E 172).
როგორ გამოიყურება კარსილ ფორტე და რა შედის შეფუთვის შემადგენლობაში
ღია ყავისფერი მყარი ცილინდრული ჟელატინის კაფსულა.
კაფსულის შემადგენლობა: სუსტი სპეციფიური სუნის მქონე, აგლომერატების შემცველი მკრთალი-ყვითელიდან მოყვითალო-მოყავისფრო ფხვნილისებური მასა.
პვქ ფოლგის/ალუმინის ფოლგის ბლისტერში არის 6 კაფსულა; 5 ბლისტერი, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
გრიპ ჰოთი
Grip Hot
შემადგენლობა:
თითოეული 10 გრ-იანი პაკეტი შეიცავს:
500მგ. პარაცეტამოლს,
10მგ.ფენილეფრინის ჰიდროქლორიდს,
100 მგ ოქსალამინის ციტრატს,
2 მგ ქლორფენირამინის მალეატს.
დამხმარე ნივთიერებები:
დამცავი გარსი-ლიმონმჟავა; საღებავი ნივთიერება-ყვითელი ქინოლინი; დასატკბობად- ლიმონის არომატიზატორი, საქარინი და შაქარი.
ფარმაკოლოგიური თავისებურებანი:
გაციების, სურდოს, ზედა სასუნთქი გზების არასპეციფიური ინფექციებისას სიმპტომური მოქმედება. გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების თითოეული ერთდოზიანი პაკეტი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისდამწევი, ანტიჰისტამინური და დეკონგესტიური ეფექტით.
ფარმაკოდინამიკა:
პარაცეტამოლი: აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხისდამწევი მოქმედება. პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირების გზით ამცირებს ტკივილის პერიფერიული რეცეპტორების მგრძნობელობას.
ქლორფენირამინის მალეატი: აქვს ანტიჰისტამინური და ანტიმუსკარინული მოქმედება. ანტიმუსკარინული ეფექტი განაპირობებს ცხვირიდან გამონადენის შემცირებასა და სასუნთქი გზების გამტარობის გაუმჯობესებას, რითაც ხელს უწყობს ხველითი რეფლექსის ძირითად მიზეზების აღმოფხვრას. H1 რეცეპტორების ინჰიბირება ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადების დროს განაპირობებს დაავადების მიმდინარეობის სიმპტომების გაუმჯობესებას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ფენილეფრინი სისხლძარღვების ძლიერ შემავიწროებელი პრეპარატია, რომელსაც გააჩნია პირდაპირი და უშუალო სიმპათომიმეტური მოქმედება. იგი წარმოადგენს პოსტსინაფსური α-ადრენორეცეპტორების აგონისტს. თერაპიული დოზით გამოყენებისას არ ავიწროებს სისხლძარღვებს. ორალური მიღების შედეგად ან ადგილობრივად-ლორწოვან გარსზე-ფენილეფრინის მოქმედება ავიწროებს
ცხვირის ლორწოვანის სისხლძარღვებს, რის შედეგადაც მცირდება ცხვირიდან გამონადენი, ანუ ვლინდება პრეპარატის დეკონგესტიური მოქმედება.
ოქსალამინის ციტრატი: პერიფერიული მოქმედების სინთეზური ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გზით, ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას.
ფარმაკოკინეტიკა
პარაცეტამოლი: ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ვლინდება 30წთ-ის შემდეგ, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2სთ-ის განმავლობაში. მოქმედების ხანგრძლივობა 3-4სთ-ია. პარაცეტამოლის 90-95% მეტაბოლიზდება ღვიძლში, გამოიყოფა განავალთან ერთად.
ქლორფენირამინის მალეატი: ქლორფენირამინი კარგად შეიწოვება პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან, მოქმედებას ავლენს 15-60წთ-ში, მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 3-6სთ-ის განმავლობაში. 24 სთ-ის განმავლობაში მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა თირკმლებით.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი: ორალური მიღებისას 15-20წთ-ის შემდეგ ვლინდება მისი მოქმედება და გრძელდება 4სთ-ის განმავლობაში. ფენილეფრინი აბსორბირდება და მეტაბოლიზდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. თუმცა ნაწლავებიდან არასრულად შეიწოვება, პირის ღრუს ლორწოვანიდან ხორციელდება ფენილეფრინის სრული აბსორბცია. ბიოტრანსფორმირდება ნაწლავის კედელში და ღვიძლში: ძირითადი მეტაბოლიზმი მიმდინარეობს ნაწლავში, სადაც გარდაიქმნება ქინაქინის კონიუგატად და განიცდის ფერმენტ მონოამინოოქსიდაზის ზემოქმედებას. არამეტაბოლიზირებული ფენილეფრინი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ნაწლავებით.
ჩვენებები: გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი პაკეტი გამოიყენება გაციების, სურდოს, გრიპის და სხვა მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისათვის.
უკუჩვენებები: პრეპარატის მიღება არ არის სასურველი რომელიმე შემცველი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას; ღვიძლის, თირკმლის და გულის ფუნქციების მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში; მონოამინოოქსიდაზის ინჰიბიტორების ერთდროული მიღების და მათი მოხსნის შემდგომი 14 დღის განმავლობაში.
გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნება დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ჰიპერთირეოიდიზმის, მძიმე ფორმის ჰიპერტონიის, არითმიების, ცერებროვასკულური დარღვევების, შარდის ბუშტის გასავლის დახშობის მქონე ავადმყოფებს. პრეპარატი არ ენიშნებათ პირებს, რომლებიც ასრულებენ ზუსტ საქმიანობას და მძღოლებს. ორსულობის პირველ ტრიმესტრში და ლაქტაციისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი ჩვენებისას.
გამოყენება ორსულებში: (Сკატეგორია)
ორსულობისას პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის დადგენილი, ამიტომ აუცილებლობის გარეშე მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის.
გამოყენება ლაქტაციისას: მეძუძურ ქალებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ არის ცნობილი, ამიტომ ლაქტაციისას მისი გამოყენება არ არის სასურველი.
გამოყენება მოხუცებში: სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ასაკოვან პირებში, მათი განსაკუთრებული მგრძნობელობის გამო ხველების საწინააღმდეგო და ვაზოპრესორული ეფექტების მიმართ.
გამოყენება ბავშვებში:
6 წლამდე არ გამოიყენება.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათად, მგრძნობიარე პირებს შესაძლებელია აღენიშნოს ძილიანობა, თავბრუსხვევა, კუჭის ტკივილი, ნევროზულობა, პირის სიმშრალე, გამონაყარი, აგზნებადობა, მადის დაქვეითება, ოფლიანობა, ტაქიკარდია, შუილი ყურებში, ფოტოსენსიბილიზაცია, შარდვის გაძნელება. პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მოხსნის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.
არასასურველი რეაქციების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
1. ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში და ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ღვიძლზე შესაძლებელია გამოვლინდეს დამაზიანებელი მოქმედება.
2. ალკოჰოლი, ფენოთიაზინის ჯგუფი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები აძლიერებენ ქლორფენირამინის დეპრესიულ მოქმედებას.
3. ანტიმუსკარინული ეფექტი ძლიერდება ატროპინის, ამანტადინის, ჰალოპერიდოლის, ფენოთიაზინების, პროკაინამიდის, ქინიდინის ერთდროული გამოყენებით.
4. მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ ქლორფენირამინის ანტიმუსკარინულ და დეპრესიულ ეფექტებს.
5. ქლორფენირამინს შეუძლია შენიღბოს ცისპლატინის, პარამონოსალიცილატების და ვანკომიცინის ოტოტოქსიური მოქმედება.
6. ღვიძლის ფერმენტების ინჰიბიტორები (ბარბიტურატები) აჩქარებენ პარაცეტამოლის პირველად მეტაბოლიზმს, და ამით ამცირებენ მის კლინიკურ ეფექტს.
მიღების წესი და დოზირება: ერთი პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 2/3 ჭიქა ცხელ წყალში. მორევის შემდეგ პრეპარატი მიიღება ცხელი სახით. გრიპჰოთი მიიღება 6-საათიანი შუალედებით, დღეში მაქსიმუმ 4 დოზა.
ჭარბი დოზირება და მისი მკურნალობა: ადრეულ პერიოდში ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია კუჭის ამორეცხვა და ღებინების გამოწვევა. ბავშვებში ღებინების გამოწვევისას გასათვალისწინებელია ასპირაციის შესაძლებლობა. შეიძლება მაგნიუმის ჰიდროქსიდის გამოყენება. სიმპტომების გამოვლენის გვიან პერიოდში მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით ტარდება სიმპტომური მკურნალობა (ინტრავენურად გადასასხმელი ხსნარების შეყვანა, ოქსიგენაცია). ჰიპოტონიისას, შესაძლებელია ვაზოპრესორების დანიშვნა, მაგრამ არა ადრენალინის, რომელმაც შესაძლებელია კიდევ უფრო დააქვეითოს არტერიული წნევა. კონვულსიების განვითარების საშიშროების გამო, უკუნაჩვენებია ანალეფსიური საშუალებები.
პარაცეტამოლის სპეციფიკურ ანტიდოტს წარმოადგენს ორალური N-აცეტილცისტეინი.
შენახვის პირობები:
ინახება შეფუთული, ოთახის ტემპერატურაზე (25°C-ზე დაბლა), მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
გრიპჰოთის შუშხუნა გრანულების ერთდოზიანი პაკეტი, ყუთში მოთავსებულია 12 პაკეტი.
თარიღი და რეგისტრაციის ნომერი:
რეგისტრაციის მფლობელი: ასფარმა
წარმოების ადგილი:
სტამბული.
კარსილი
(CARSIL)
წამლის ფორმა: დრაჟე
შემადგენლობა: ერთი დრაჟეს შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: სილიმარინი – 35 მგ
დამხმარე ნივთიერებები: რძის შაქარი, ხორბლის სახამებელი, სორბიტი, გლუკოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი, ნატრიუმის ბიკარბონატი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ჰეპატოპროტექტული საშუალება
გამოყენების ჩვენებები:
პრეპარატი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, დისტროფია, ციროზი; ლიპიდური დისტროფია გადატანილი ჰეპატიტის შედეგად; ღვიძლის დაზიანება ფუნქციონალური დარღვევებით რაიმე მოწამვლის შედეგად; დიდი რაოდენობით ნივთიერებებისა და მედიკამენტების მიღება, რომლებიც აზიანებს ღვიძლის ფუნქციას, როგორც პროფილაქტიკური საშუალება.
უკუჩვენებები:
პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა.
მოხმარების წესი და დოზები:
პრეპარატი მიიღება შიგნით, დაღეჭვის გარეშე. დაავადების სირთულის მიხედვით დოზირება მოზრდილთათვის შემდეგია: მსუბუქი და საშუალო სირთულის შემთხვევებში 1-2 დრაჟე 3-ჯერ დღე-ღამეში; პაციენტებისათვის დაავადების რთული ფორმებით შეიძლება დოზის 2-ჯერ გაზრდა. მკურნალობის კურსი გრძელდება არა ნაკლებ 3 თვე. როგორც პროფილაქტიკურ საშუალებას ნიშნავენ 2-3 დრაჟეს დღე-ღამეში. დღე-ღამის დოზა ბავშვებისათვის შეადგენს 5 მგ/კგ, დაყოფილი 2-3 მიღებაზე.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველთა რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს. ორსულობისა და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, იმ პირობით, რომ დედის მკურნალობის სარგებელი აღემატება ბავშვისათვის რისკს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
მნიშვნელოვანი კლინიკური ურთიერთქმედებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები:
ზოგიერთ ავადმყოფში აღინიშნება მსუბუქი ფაღარათი და დიურეზის გაძლიერება. პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით იშვიათად აღინიშნება ვესტიბულური დარღვევების გაძლიერება; ალოპეცია და დისპეფსიური ჩივილები. ეს სიმპტომები პრეპარატის მოხსნის შემდეგ ქრება.
ავტომობილის მართვასა და სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ფსიქომოტორული და ფიზიკური მოქმედებების მაღალ სისწრაფეს, კარსილის ნეგატიური ზემოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ჭარბი დოზა:
ჭარბი დოზით გამოწვეული მდგომარეობები აღწერილი არ არის. კარსილის დიდი რაოდენობით მიღებისას იწვევენ ღებინებას, ტარდება კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის გამოყენებით, ასევე ატარებენ სიმპტომატურ მკურნალობას.
გამოშვების ფორმა:
დრაჟე 35 მგ 80 ცალი შეფუთვაში.
შენახვის პირობები:
საწყის შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი გამოშვების მომენტიდან.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმთან კონსულტაციით.
მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი:
სს სოფარმა, ბულგარეთი, 1220 სოფია, ილიენსკოე შოსეს ქ. #16.
ბიოგრინი
უკვე დიდი ხანია,ჩვენ ყველანი, სუპერმარკეტების მიერ შემოთავაზებულ ინდუსტრიული წესით დამზადებულ საჭმელზე გავხდით დამოკიდებულნი…..საათივით აწყობილი კუჭ-ნაწლავის მოქმედება თანამედროვე ადამიანისთვის კონსერვატებით,საღებავებით და სხვა ქიმიური აგენტებით და ტოქსინებით უხვად გაჯერებული საკვების ფონზე )სანატრელი გამხდარა…..
დიდი ხანია მცენარეული ,,ბიოგრინი” ეხმარება ჩვენს მომხმარებელს ამ პრობლემების გადალახვაში.
პარასამკურნალო მცენარეული ბიოგრინი – მხლოდ ავერსის ქსელში, ფასი არ აღემატება 6 ლარს!
რით გამოირჩევა კოლიტების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სამკურნალო მცენარული ნაყენი ბიოგრინი სხვა ანალოგიური საშუალებებისგან, ანუ რატომ გირჩევთ მის გამოყენებას !?
ბიოგრინი წარმოადგენს ორგანიზმის გამაჯანსაღებელ 100%-იან ნატურალურ, სამკურნალო მცენარეთა ნაყენს,
რომელიც მოწოდებულია კუჭის ერიზიის, მაღალი მჟავიანობის,გასტრიტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ორივე სახის კოლიტების სამკურნალოდ . დღეს სააფთიაქო ქსელში ანალოგიური დანიშნულების უამრავი იმპორტული ქიმიურ-სინთეზური მედიკამენტია, რომელთა უმეტესობა დაბალი თერაპიული მოქმედებითა და მრავალი არასასურველი გვერდითი მოვლენებით ხასიათდება.
სინთეზური ქიმიის მედიკამენტებისაგან განსხვავებით მცენარეულ ბიოგრინს ახასიათებს შემდეგი თვისებები:
1.
მასში შემავალი სხვადასხვა სახის სამკურნალო მცენარეთა წვენები მოქმედებს ანტისეპტიკურად, ეფექტურად აქრობს ქსოვილებში მიმდინარე ანთებას, გამოჰყავს ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები , არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს სისხლის შემადგენლობას, მის ფორმულას და აძლიერებს ორგანიზმის იმუნიტეტს. გააჩნია მსუბუქი შარდმდენი, ნაღველმდენი მოქმედება .
ბიოგრინი თანდათანობით ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაჯანსაღებას. მისი სისტემატიური მიღებით იწვება სხეულში დაგროვებული ჭარბი ცხიმები, იკურნება ნევროზი, უმჯობესდება კუჭის მოქმედება და ძილი.
ბიოგრინი შესაძლებელია დაინიშნოს კომბინაციაში სხვა ქიმიურ მედიკამენტებთან ერთად და არ უშლის ხელს მათი თერაპიული ეფექტის გამოვლენას, პირიქით ეხმარება ორგანიზმის გამოჯანმრთელებას და დაავადებების სიმპტომების ალაგებას.
შემჩნეულია ზოგიერთი პაციენტისათვის მკურნალობის პერიოდში ორგანიზმის საერთო სასცოცხლო ტონუსის და ენერგიის ამაღლება, შრომის ნაყოფერების გაუმჯობესება.
2.
ბიოგრინში შედის ისეთი მაღალი თერაპიული მოქმედების სამკურნალო მცენარეთა წვენები როგორიცაა: კრაზანა, ფარსმანდუკი, მრავალძარღვა, ჭინჭარი და სხვა. იგი მეტად ადვილი და პრაქტიკული მისაღებია:
ბიოგრინი არ გამოიყენება ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
მიღების წესი მოზრდილებისთვის:
ნაყენის 2 სუფრის კოვზი (30 მლ.) გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში (150 მლ.) და მიიღეთ ჭამამდე 1 საათით ადრე დღეში 3–ჯერ.
პაციენტებს ვურჩევთ მკურნალობის ერთ ან ორ თვიან უწყვეტ კურსს, შესაძლებელია ორ კვირიანი შესვენების შემდეგ კურსის ისევ განახლება.
შენახვის პირობები: თავდახურული ოთახის ტემპერატურაზე.
პრეპარატი დროთა განმავლობაში იკეთებს მცირეოდენ ნალექს რაც მისთვის დამახასიათებელია,
3.
როგორც მკურნალობის პროცესში, ისე საზოგადოდ პაციენტისთვის სასარგებლოა თუკი საკუთარი კვების რაციონიდან ამოიღებს ზედმეტად დაშაქრულ, მწუთხე და მწარე საჭმელებს; მოერიდება ყავის ხშირ მიღებას, სიგარეტს, ალკოჰოლს, სხა სახის ტოქსინებს, რადგანაც ისინი ხშირად ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და მრავალი მძიმე ქრონიკულ დაავადებათა გამომწვევნი არიან.
უკუჩვენება:
ბიოგრინის მიღება არ შეიძლება,როდესაც გახასიათებთ დაბალი წნევა, ალერგიულობა, კენჭოვანი დაავადებები,ასევე ორსულობის,ძუძუთი კვების და მენსტრუაციის დროს.
ასევე ბიოგრინი არ შეიძლება რომ მიიღოს იმ პაციენტებმა, რომლებსაც გადატანილი აქვთ: ინფაქტი, ინსულტი დამბლითა და კრიზისული გაჟონვებით, ოპერაციები თავის ტვინზე და გულ-სისხლძარღვოვან სისტემაზე,აქვთ ეპილეფსია,კრუნჩხვები,ყოფილან კომაში,……ასევე ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რადგანაც ამგვარი მძიმე კატეგორიის ავადმყოფები საჭიროებენ ექიმის მუდმივ მკაცრ ზედამხედველობას.
მცენარეული ბიოგრინი საუკეთესო არჩევანია განსხვავებით სინთეზურ–ქიმიური მედიკამენტებისაგან, რომელთა ჯანმრთელობაზე არასასურველი გვერდითი ზემოქმედება ფართოდ არის ცნობილი.
გამოიყენეთ პარასამკურნალო საშუალება მცენარეული ბიოგრინი და გვერწმუნეთ კმაყოფილი დარჩებით!
გინენორმი
GINENORM
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება ვაგინალური გამოყენებისთვის
შემადგენლობა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისათვის.
თითოეული 100 მლ ფლაკონი შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: იბუპროფენის იზობუტანოლამონიუმი 0,1 გ (ექვივალენტურია იბუპროფენის 0.0698 გრამისა)
შემავსებელი ნივთიერებები: მეთილ-ეთილ-პროპილ-ბუტილი 2-ფენოქსიეთანოლ-პ-ჰიდრობენზოატი, პოლისორბატი 20, პროპილენის გლიკოლი, მცენარეული ესენცია, დეიონიზირებული წყალი.
ჩვენებები:
ყველანაირი წარმოშობის და ტიპის ვულვოვაგინიტი და ცერვიკოვაგინიტი.
წინასაოპერაციო და პოსტოპერაციული მკურნალობა გინეკოლოგიური ქირურგიის დროს.
წინააღმდეგჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის შემადგენელ რომელიმე კომპონენტზე ან ქიმიურად მსგავს ნივთიერებაზე.
პროდუქტი არ გამოიყენება ბავშვებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ექიმის აზრით მისი გამოყენება აუცილებელია.
ჩვეულებრივ არ არის რეკომენდებული ორსულობის ან ბავშვის ძუძუდან მოშორების პერიოდში.
სიფრთხილის ზომები გამოყენების დროს:
პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული სერიოზული, სპეციფიური ან არასპეციფიური ვულვოვაგინიტის დროს.
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:
სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება, რადგან პრეპარატის ადგილობრივი გამოყენება არ იწვევს რაიმე სისტემატურ მოქმედებას.
სპეციალური მითითებები:
NSAP-ის გამოყენებასას იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა კანის სერიოზული გაღიზიანების, მათ შორის ექსფოლიატიური დერმატიტის, სტივენს-ჯონსონის სინდრომის და კანის ტოქსიკური ნეკროზის ფაქტები. თერაპიის ადრეულ ეტაპზე პაციენტები ექვემდებარებიან მეტ რისკს: უმეტეს შემთხვევებში რეაქციის მომატება აღინიშნებოდა მკურნალობის პირველ თვეს. გინენორმის გამოყენება უნდა შეწყდეს კანზე გამონაყარის, ლორწოვანი გარსის გაღიზიანების ან სხვა სახის მომატებული მგრძნობელობის ნიშნების გამოვლენისთანავე.
პროდუქტის ადგილობრივ გამოყენებას, განსაკუთრებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, შეუძლია გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობა.
მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს დაგვიანებული ალერგიული რეაქციები, კანის გაღიზიანება. ამ შემთხვევებში შეწყვიტეთ თერაპია და დაიწყეთ შესამაბისი მკურნალობა.
დოზირება და გამოყენების მეთოდი:
1 ან 2 ვაგინალური გამორეცხვა დღეში.
გამოყენების წესი:
გააჩერეთ ბოთლი ცხელი წყლის ორთქლზე და შეათბეთ ოთახის ტემპერატურამდე.
1. სახურავის მოსაშორებლად ბოთლს მიაწექით გვერდიდან.
2. დამცავი შეფუთვიდან ამოიღეთ სტერილური კათეტერი და მოარგეთ ბოთლს მჭიდროდ.
3. გამოიყენეთ ისე, რომ ხსნარმა მოახდინოს მისი გამწმენდი და თერაპიული მოქმედება.
4. ფრთხილად მოათავსეთ კათეტერი საშოში და მოუჭირეთ ხელი ბოთლს მის დაცარიელებამდე.
5. გაიჩერეთ სითხე საშოში რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ხსნარმა მოახდინოს მისი თერაპიული მოქმედება. გაითვალისიწნეთ ექიმის სხვა რჩევები.
დოზის გადაჭარბება:
არ მოიპოვება ინფორმაცია დოზის გადაჭარბების მაჩვენებლების შესახებ.
პრეპარატის შენახვა და ვარგისიანობის ვადა:
პროდუქტის გამოყენება არ უნდა მოხდეს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მის შენახვასთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე კონკრეტული მითითებები.
შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა:
0.1% ხსნარი ვაგინალური გამოყენებისთვის – 100 მლ N5.
სავაჭრო უფლების მფლობელი:
AESCULAPIUS FARMACEUTICI S.r.I. – Via Cozzaglio, 24 – 25125 BRESCIA, იტალია.
მწარმოებელი:
MITIM S.r.I. – Via Cacciamali, 34-36-38 – 25125 Brescia, იტალია.