Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 11

ჰეელი-ტარტეფედრელი 30მლ ფლ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
წვეთები საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ ან 100 მლ.

10 გ (10.5 მლ) შეიცავს: Kalium stibyltartaricum D4, Atropa Belladonna D4, Natrium sulfuricum D4, Arsenicum jodatum D6 _ Sesabamisad 1 g. Blatta orientalis D6, Lobelia inflata D4, Cephaelis Ipecacuanha D4, Naphatalinum D6, Anisum stellatum D3 _ შესაბამისად 0.5 g. Ethanol 43 vol%.

ჩვენებები

ბრონქიტი _ განსაკუთრებით, ასთმური ხასიათის; ბრონქიალური ასთმა, გახანგრძლივებული ხველა; ხველა სკროფულოზურ ბავშვებში; ბრონქების და ხორხის კატარი, ყივანახველას სხვადასხვა ფორმები; პრეპარატი ნაჩვენებია სასუნთქი გზების კატარალური დაავადებებისას.

მიღების წესები და დოზები

ჩვეულებრივ _ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას _ 10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ, არა უმეტეს 2 საათისა.

გვერდითი მოვლენები

არ გააჩნია.

უკუჩვენება

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

განსაკუთრებული მითითებები
Tartephedreel N ინიშნება სასუნთქი გზების ისეთი დაავადებებისას, როგორიცაა ლარინგიტი, ტრაქეიტი; მოცემული პრეპარატი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პნევმონიის თერაპიისას, ტუბერკულოზური და პლევრიტული ხველისას, ასევე სხვადასხვა ლორწოვანი გარსის კატარებისას (კუჭის, ნაწლავების, სარდ-სასქესო ორგანოების);
ლორწოვანი გარსის კატარი ხელს უწყობს დეზინტოქსიკაციას; ის გამოყოფს გრიპის ვირუსს ანთების მეშვეობით. ამიტომ კატარი კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ ხელი შევუწყოთ და დავაჩქაროთ, რათა აღმოვფხვრათ ინტოქსიკაცია, მაგ., ბრონქიალური ასთმისას. მოცემული პრეპარატის კომპონენტები ახდენს ანთების საწინააღმდეგო ზემოქმედებას, იწვევს დეზინტოქსიკაციას და ჰომოტოქსინების გამოდევნას, რაც განსაზღვრავს ამ პრეპარატის ეფექტურობას.
ბრონქიალური ასთმისას რეკომენდებულია თერაპიის შემდეგი სქემა:
Husteel _ 8 და 16 საათზე 5-8 წვეთი;
Tartephedreel N_ 10 და 18 საათზე 5-8 წვეთი;
ანდა ორივე პრეპარატი ინიშნება ერთად 2-4-6-ჯერ დღეში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადები

დაიცავით გადახურებისგან! შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, (ტუბი, ფლაკონი) დაიხუროს გამოყენებისთანავე.

აფთიაქში გაცემის წესი

პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ

ალოფარდი 0.3% 10მლ თვ/გელი

ALOFARD

ალოფარდი

 

სტერილური, იზოტონური, ოფთალმოლოგიური ბუფერული ხსნარი  

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რქოვანას დამატენიანებელი საშუალება

აფთიაქიდან გაცემის პირობა: III კგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 0,30% ჰიალურონის მჟავა და ალოე ვერას გელი

ჰიალურონის მჟავა:   იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ლორწოვანისზედაპირს. აუმჯობესებს სხვადასხვა გენეზის თვალის სიმშრალეს. ხელს უწყობს რქოვანას ტრავმების რეეპითელიზაციას – რეგენერაციას

ალოე ვერას გელი:  გააჩნია ანტიბაქტერიული, ანთების, ალერგიის საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ავლენს მარეგენირებელ მოქმედებას. ხსნის კონიუნქტივას შეშუპებას და სიწითლეს. 

შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებიდან გამომდინარე ალოფარდი ამშვიდებს და ატენიანებს თვალის ლორწოვანს, ამცირებს სიწითლეს და  გაღიზიანებადობას.   

ჩვენება:

  • მშრალი კერატოკონიუნქტივიტი
  • რქოვანას ტრავმა
  • თვალზე ჩატარებული ლაზერული ოპერაციების შემდგომი პერიოდი
  • დაღლილი და გაღიზიანებული თვალი
  • ცრემლსადენი მილის არატრავმული/არაპათოლოგიური ცვლილებები
  • გარემო ფაქტორებით (ქარი, მტვერი, კონდიციონერი, მშრალი და დაბინძურებული ჰაერი და ა.შ) გამოწვეული თვალის პრობლემები
  • ვიზუალური სტრესი (მონიტორთან ხანგრძლივი კონტაქტი, განათების არახელსაყრელი პირობები, ღამის გასეირნება და ა.შ)

შესაძლებელია მისი გამოიყენება კონტაქტური ლინზების გამოყენებისას

გამოშვების ფორმა:

10 მლ ფლაკონში მოთავსებული თვალის წვეთი №1

დოზირების მეთოდი:

1-2 წვეთი 1-ჯერ დღეში  კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად.

თუ 1 წვეთის მიღების შემდგომ ეფექტი არ დადგა, მე- 2 წვეთის ჩაწვეთება უნდა მოხდეს ჩაწვეთებიდან 5 წუთის ინტერვალით.

კონტაქტური ლინზების გამოყენებისას საჭიროების შემთხვევაში ალოფარდის წვეთის მოთავსება ხდება ლინზის შიდა ზედაპირზე.

გამოყენება შესაძლებელია 3 თვის ასაკიდან ბავშვებსა და მოზრდილებში

გამოყენების წესი:   

  • დაიბანეთ ხელები საწვეთურის გახსნამდე
  • ჩაწვეთება უნდა მოხდეს კონიუნქტივალურ პარკში საწვეთურზე თითის მსუბუქი ზეწოლით
  • მოარიდეთ საწვეთურის ზედაპირი თვალის ლორწოვანთან პირდაპირ კონტაქტს
  • პრეპარატის თანაბრად გადასანაწილებლად დაახამხამეთ თვალი რამდენიმეჯერ  
  • მეორე თვალზე გამოყენების საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ  იგივე პროცედურა
  • პრეპარატის ყოველი გამოყენების შემდგომ საწვეთურს  დაახურეთ თავსახური

სიფრთხილის ზომები:   

პრეპარატი არ გამოიყენება შემადგენლობაში არსებული რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის შემთხვევაში

თვალის გაღიზიანების გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება 

შენახვის წესი:

ინახება მშრალ ადგილას 5– 35°C

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

პროდუქტის გამოყენება არ შეიძლება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემთხვევაში

პრეპარატი გამოსაყენებლად  ვარგისია გახსნიდან 90 დღის მანძილზე

მწარმოებელი: იტალია

ჰეელი-ტარტაფედრელი 30მლ წვეთებ

35.46 ლარი
33.34 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

კოპოლივა-ზეითუნის ზეთი ბავშვის250გ2791

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ალერჯონი 0.25მგ/მლ 10მლ თვ/წვ

ალერჯონი 0.25მგ/მლთვალის წვეთები, ხსნარი

ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

პრეპარატის გამოყენებამდე წაიკითხეთ მოცემული ფურცელი-ჩანართი

– შეინახეთ ფურცელი ჩანართი. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

– დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

– სერიოზული გევრდითი მოვლენის განვითარებისას ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არ მითითებული მოცემულ ფურცელ-ჩანართში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 – აცნობთ ექიმს თუ უკეთ არ გრძნობთ თავს ან გაუარესდა თქვენი მდგომარეობა.

რა არის მოცემულ ფურცელჩანართში:

1. რა არის ალერჯონი და რისთვის გამოიყენება ის

2. ვიდრე გამოიყენებდეთ ალერჯონს

3. ალერჯონის გამოყენების წესი

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

5. ალერჯონის შენახვის პირობები

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

1. რა არის ალერჯონი და რისთვის გამოიყენებაის

ალერჯონი არის თვალის პრეპარატი, წარმოდგენილი თვალის წვეთის, ხსნარის ფორმით, რომლის აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 0.25მგ/მლ კონცენტრაციით. ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი არის სიმპათომიმეტური პრეპარატი ძლიერი დეკონგესტანტური მოქმედებით. ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი მოქმედებს ალფა-ადრენერგიულ რეცეპტორებზე კონიუნქტივალურ არტერიოლებში, რომელიც წარმოქმნის ვაზოკონსტრიქციას და იწვევს კონიუნქტივალური შეგუბების შემცირებას.

ალერჯონი ინიშნება თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომურ მკურნალობაში.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში, ფიქრობთ რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცეტვს მოცემული პრეპარატის მიღებამდე. ალერჯონის გამოყენება დაუშვებელია ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

მიუხედავად იმისა, რომ კლინიკური კვლევები მიუთითებს, რომ მოცემული პრეპარატი არ ახდენს გავლენას გუგის ზომაზე და მხედველობის სიმკვეთრის ახლო წერტილის რეცესიაზე, მოცემული პრეპარატის გამოყენებიდან ერთი საათის მანძილზე მოერიდეთ ავტომობილის ან მექანიზმების მართვას.

ალერჯონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც

– შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება

– მოარიდეთ რბილ კონტაქტურ ლინზებთან კონტაქტს

– აუფერულებს რბილ კონტაქტურ ლინზებს

3. ალერჯონის გამოყენების წესი

მოცემული პრეპარატი გამოიყენეთ ინსტრუქციის შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ არ ხართ დარწმუნებული მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. დოზირება – მოზრდილები: რეკომენდებული დოზაა 1-2 წვეთი თვალში, 4-ჯერ დღეში.

დოზირება ბავშვებში: არ გამოიყენოთ 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ბავშვებში 6 წელზე ზემოთ ასაკიდან რეკომენდებული დოზა მოზრდილების დოზის მსგავსია, 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში.

დოზირება ხანდაზმულებში: ალერჯონის გამოყენება შეიძლება ხანდაზმულებში.

რეკომენდებულია სიფრთხილე თუ:

-გაქვთ სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი გულისთვის სისხლის მიწოდების პრობლემების გამო), არტერიული ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა), ათეროსკლეროზი (მდგომარეობა როდესაც სისხლის არტერიები ვიწროვდება ცხიმების დაგროვების გამო და ართულებს სისხლის მიმოქცევას), დიაბეტი (სისხლში შაქარის მაღალი დონე), ჰიპერთირეოზი (ჰიპერაქტიური ფარისებრი ჯირკვალი).

-არ გამოიყენოთ პრეპარატი ეტიკეტზე და კოლოფზე exp-თან მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.

-არ გამოიყენოთ პრეპარატი თუ შენიშნავთ რომ თვალის წვეთები შემღვრეულია. არ გადააგდოთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება, მსგავსი ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

6. შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ალერჯონი:

– აქტიური ნივთიერებაა ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი

– დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა (pH კროექციისთვის) და მაღალგასუფთავებული წყალი.

ალერჯონის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ალერჯონი წარმოდგენილია თვალის წვეთების, ხსნარის ფორმით. იგი არის სუფთა, უფერო ხსნარი მოცემული დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოთლში, მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 10მლ ხნსარს. საბაზრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი

ლაბორატორიო ედოლ – პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა. ავ. 25 დე აბრილ, 6-6A

2795-195 ლინდა-ა-ველა

პროტუგალია

მოცემული ფურცელი-ჩანართი ბოლოს შემოწმდა 2011 წლის ოქტომბერში

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ჰეელი-სპასკუპრელი 1.1მლ #1ა

3.85 ლარი
3.70 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბიოლოგიშ ჰელმიტელ ჰეელი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევროპროდ-ჰიმალაის მარილი320გ0759

ავერსი 141

2-506-506 (3141)

ჩაჩავას ქ. #5. სს “კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“

ვადა: 2026-01-11

აისტილ პლიუსი 10მლ თვ/წვ

ჰიალისტილ პლიუსი

შემადგენლობა: ჰილურონის მჟავა 400მგ

მოცვის ექსტრაქტი,გინკო ბილობა,ცენტელა აზიატიკა.

ჰიალურონის  მჟავა  არის   მუკოპოლისაქარიდი, რომელსაც  ადამიანის სხეულის ბევრი ქსოვილი  შეიცავს. მას აქვს თვალის  ზედაპირზე  ადჰეზიის  უნარი-იცავს, ატენიანებს და  პოხავს  მას. გამომდენარე მისი  მუკოადჰეზიური  თვისებებიდან, ხანგრძლივი  დროის განმავლობაში რჩება  თვალის ზედაპირზე  და  განაპირობებს  ცრემლის   აპკის   სტაბილიზაციას.

გინკობილობა

ძლიერი ანტიოქსიდანტი ანთების  საწინააღმდეგო და ნეიროპროტექტორული მოქმედებით ,აუმჯობესებს  მიკროცირკულაციას,

ამცირებს  ანთებით   რეაქციას, ეფექტურად  ხსნის ალერგიული   კონიუნკტივიტებისათვის   დამახასიათებელ     სიმპტომებს.

მოცვის ესტრაქტი-ძლიერი    ანტიოქსიდანტი  ანთების  საწინააღმდეგო   მოქმედებით, აუმჯობესებს   მიკროცირკულაციას.

ცენტელა აზიატიკა -ასტიმულირებს   რეგენერაციულ  და   შეხორცებით    პროცესებს.

ჰიალისტილ  პლიუსის  კომპონენტების სინერგისტული მოქმედება უზრუნველყოფს საცრემლე აპკის  ეფექტურ აღდენას , თვალის ქსოვილების ძლიერ ანტიოქსიდატურ დაცვას .მისი ძლიერი დამატენანებელი ეფექტი უზრუნველყოფს ეფექტურ დატენიანებას მშრალი თვალის მძიმე ფორმების დროსაც.

ჩვენება:

ალერგიული კონიუნკტივიტები

მშრალი თვალის  სინდრომის ყველა ფორმა

მექანიკური სტრესი(ოფთალმოლოგიური სადიაგნოსტიკო პროცედურები,ქირურგიული ჩარევა,ტრავმა)

გარემო პირობებით გამოწვეული სტრესი(კონდიცირებული ჰაერი,მშრალი ცხელი ჰაერი,სიცივე,ქარი,მტვერი,გამონაბოლქვი.ქლორიანი წყალი)

მხედველობითი სტრესი(ხანგრძლივი მუშაობა კომპიუტერთან)

კონსერვანტების ხანგრძლივი გამოყენებით გამოწვეული ირიტაცია.

ლინზების გამოყენებით გამოწვეული   დისკოფორტი და სიმშრალე.

უკუჩვენება :ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემავალი კომპონენტის მიმართ.

სტანდარტული დოზირება:   ერთი წვეთი 2-ჯერ დღეში.

არ შეიცავს კონსერვანტებს.

ვარგისია გახსნიდან   6  თვე.

შესაძლებელია გამოყენება კონტაქტურ ლინზებთან.

გამოშვების ფორმა:ფლაკონი 10 მლ

შენახვის პირობები:

არ შეინახოთ 30°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

მწარმოებელი:SIFI  S.p.A.

ევროპროდ-ჰიმალ.მარილი340გ0612

ავერსი 141

2-506-506 (3141)

ჩაჩავას ქ. #5. სს “კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“

ვადა: 2026-01-11

ალბუციდი 30% 10მლ #1ფლ

საერთაშორისო დაუპატენტებელი სახელწოდება: SULFACETAMIDE

მოქმედი ნივთიერება: სულფაცეტამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მიკრობების საწინააღმდეგო საშუალება, სულფანილამიდი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ნატრიუმის სულფაცეტამიდი ……………….  300 მგ/მლ;

აღწერილობა: უფერო ან მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აინჰიბირებს დიჰიდროფოლიუმის მჟავას სინთეზს ფტერიდინის ამინობენზოინის მჟავასთან შეერთების დათრგუნვის გზით dihydropteroate synthetase ფერმენტის კონკურენტული ინჰიბირებით. პრეპარატი ეფექტურია სტრეპტოკოკური, გონოკოკური, პნევმოკოკური და კოლიბაცილური ინფექციების დროს.

ფარმაკოდინამიკა:

სულფანილამიდს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი, იგი ბაქტერიოსტატიკია. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ПАБК-სთან კონკურენტულ ანტაგონიზმთან და დიჰიდროფტეროატსინთეტაზას კონკურენტულ დათრგუნვასთან, რაც იწვევს ტეტრაჰიდროფოლიუმის ჯავას სინთეზის დარღვევას, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზისათვის. იგი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკების, ნაწლავური ჩხირის, ასევე ქლამიდიების, აქტიმინომიცეტებისა და სხვ. მიმართ.

ფარმაკოკინეტიკა:

ადგილობრივი გამოყენებისას აღწევს ქსოვილებში და თვალის სითხეებში. შეუძლია სისხლის სისტემურ დინებაში შეღწევა ანთებითი კონიუნქტივიდან, მაგრამ პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობის გამო სისტემური ეფექტი არ აღინიშნება..

გამოყენების ჩვენებები:

კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ.

თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა.

გამოყენების წესი და დოზები:

ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქომის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.

უკუჩვენებები:

ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

ჩვენებების მიხედვით.

გვერდითი მოქმედება:

ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.

ჭარბი დოზა:

პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან:

ნოვოკაინთან და დიკაინთან ერთად გამოყენების დროს მცირდება პრეპარატის ბაქტერიოსტატული ეფექტი. ვერცხლის მარილებთან ერთად მისი გამოყენებისას აღინიშნება ნატრიუმის სულფაცილის შეუთავსებლობა.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობით ფუროსემიდის, თიაზიდური დიურეზულების, სულფონილშარდოვანას ან კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორების მიმართ შესაძლოა გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა ნატრიუმის სულფაცეტამიდის მიმართ.

გაფრთხილებები:

ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.

შენახვა:

ინახება 8-25°C ტემპერატურაზე.

გამოშვების ფორმა:

პოლიეთილენის 10 მლ ფლაკონ-საწვეთურები.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!